შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანა თავი 6


23-11-2016, 00:31
ავტორი დორრა
ნანახია 1 420

ძალიან,ძალიან უხერხულია... ახლა პაული ჩამოდის,ლილიანასაც სწყინს,მეც ძალიან მრცხვენია,ისედაც შემოსახლებული ვარ,ახლა ეს ერეკლეც აქ ცხოვობს,რამდენიმე საათში კი პაულიც დაგვემატება... მართალია,მხოლოდ 3 კვირა დავრჩებით და მერე ერთად წავალთ,მაგრამ მაინც ისე ძალიან მერიდება ლილისი.... თვითონ ამბობს: რაც ბევრნი,მით უკეთესიო,მაგრამ 17 წელია ლილის ვიცნობ და ვიცი როგორ უყვარს მარტოობა,დიდიხნით ბევრი ხალხის გარემოცვაში ყოფნა ძალიან თრგუნავს...
ისე,ხანდახან ვუყურებ ხოლმე ლილის და ერეკლეს,ვიცი,ლილიანას არ მოუყოლია ყველაფერი,თუ რა და როგორ ხდება მასსა და ერეკლეს შორის... იქნებ ჩუმად მე გითხრათ... ცოტა რაღაცას მოგიყვებით... მოკლედ,დაახლოებით ერთი წელი იქნება ალბათ რაც ლილიმ და ერეკლემ ეერთმანეთი ერთ-ერთ ლაუნჯში გაიცვნეს,ერეკლე ახალი ჩამოსული იყო შოტლანდიიდან და საოცარი აქცენტით საუბრობდა,ლილიანას კი მაშინვე აეშალა გრძნობები მის მიმართ (თუმცა გრძნობები ალბათ ზედმეტი ნათქვამია,ვნებები უფრო სწორი იქნება,ალბათ... ) მას შემდეგ ერთად არიან,როცა ერთმანეთი მოუნდებოდათ მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ,არანაირი სერიოზულობა,რომანტიკულობა,ვალდებულებები და ა.შ. არ იყო მათ შორის,მხოლოდ საწოლი,სექსი,ჭამა,გამარჯობა,სექსი,წასვლა..... მოკლედ სრული გარყვნილება სუფევდა,თუმცა ამას ლილიანა თავისუფლებასა და ნეტარებას უწოდებდა...
ბოლო დროს კი,თქვენც კარგად ხედავთ რაც ხდება,აშკარაა მათ შორის რამდენად შეიცვალა ურთიერთობა... ორივეს თვალებში ჩაბუდებულია ის სიგიჟე და ბომბი,რასაც სიყვარულს ეძახიან... მიხარია იცით? ლილიანას ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა სიყვარულთან დაკავშირებით,მაგრამ ახლა შეიცვალა....
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
- ვინც მიყვარს ეს ხარ მხოლოდ შეენ... -ვღიღინებ დაგდაგანის სიმღერის პატარა,აჩემებულ მონაკვეთს და საწოლს ვალაგებ...
გადავწყვიტე უნივერსიტეტში არ წავიდე დღეს,ერეკლე საკუთარ საქმეებზეა გასული,სალიც მაღაზიაშია,ემზადება გოგო... თავისი საყვარელი ჩამოდის... ისე მეც ძალიან ბედნიერი ვარ,რომ ბოლოსდაბოლოს,ამდენი გულის ტკენის და იმედგაცრუების შემდეგ საბოლოოდ კიდევ ვიღაცას მისცა თავის ცხოვრებაში შემოსვლის უფლება... აქედან ვასკვნი,თუ რამდენად კარგი ბიჭი უნდა იყოს ის პაული... პაული... ვფიქრობ და უცებ მეცინება,მასაც პაული ჰქვია,როგორც პაულ ლანდერსს,ჩემი საყვარელი გერმანული მეტალ ჯგუფის-რამშტაინის გიტარისტს... უკვე მომწონს ეს ბიჭი... თან საკუთარ ფიქრებზე მეცინება და ვაგრძელებ ღიღინს.... ახლა უკვე სხვა სიმღერიდან...
ყავას ვაკეთებ,ფანჯარას ვაღებ,სიგარეტს ვიღებ-ვუკიდებ-ნაპასს ვურტყავ,თავს ფანჯარაში ვყოფ და ბინძური ფილტვებით ვსუნთქავ სუფთა ჰაერს... მერე ყავას ვსვამ,ცხელია,რაფაზე ვდგამ და მოწევას ვაგრძელებ. ჩემს ზემოთ მეზობლის ხმა მესმის,ისევ ვიღაცის ჩაცმულობას განიხილავს... ეზოში ბავშვები ხორხოცობენ.... არ სცივათ? -ვიჭმუხნი წარბებს და ისევ ყავას ვსვამ...
დაახლოებით ორი საათია უკვე უსაქმურობაში ვფლანგავ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს წუთებს.... -საკუთარ ფიქრებზე ისევ მეცინება და ჩემს ფეხებთან გაწოლილ მიმის ხელში ვიყვან,ინერციით ვეცემი საწოლზე და მიმის მკერდზე ვიწვენ,ისიც კომფორტულად კალათდება და სრული იდილია გვაქვს...
-ახლა იცი რა გვინდა მიმი? -ვეუბნები მიმის და თავის პატარა ვარდისფერ ცხვირზე ვადებ თითს,ისიც დიდრონი მომწვანო-მოთაფლისფრო თვალებით მიყურებს და თითქოს მართლა მისმენსო,გაყუჩებულია...
-ახლა ისეთი მარტოობა გვინდა მიმი,აი მე და შენ რომ გვიყვარს,არავის რომ არ ველოდებით,ჰაერში რომ ვართ ხოლმე გამოკიდებულები და დროც რომ არ არსებობს... ასეთი მარტოსულობა მომინდა რაღაცნაირად მიმი.... ჩემო შავტუხა ფისუნია... როგორ მენატრები ხოლმე გოგო... ჩემო მსუნაგო...
ამ დროს კარზე ზარია...
-აი ამას ვამბობ,მიმი... კარგია ვინც გიყვარს გვერდით რომ გყავს,მაგრამ ესეც მომაბეზრებელია... -ვეუბნები მიმის უკმაყოფილო სახით.საწოლზე გადამყავს და კარის გასაღებად მივდივარ,ერეკლეა...
-მოვედი -მიღიმის და შუბლზე მკოცნის
-გხედავ -ცოტა უხეშად გამომდის მე....
-წავიდე?
-რავი... სად უნდა წახვიდე თორე....
-რა გჭირს? -წარბებს ჭმუხნის ერეკლე
-დავიღალე... უბრალოდ... მაპატიე... არ შეიმჩნიო...
-მე დაგღალე?
-არა... უფრო სწორად მარტო შენ არა... ზოგადად ამ ყველაფერმა...
-ლილი... მალე გადავალ -უხეშად მეუბნება ერეკლე და ქურთუკს იხდის -მანამდე კი გთხოვ,ცოტახანსაც გამიძელი...
ვუყურებ მას და ვხედავ როგორ ეწყინა,საწოლზე ჯდება და მიმის ეფერება... საკუთარ სიტყვებს ვნანობ,ძალიან ვნანობ,არა მე ერეკლესგან არასდროს ვიღლები,უბრალოდ ასეთ სიტუაციას შეუჩვეველი ვარ …. ვატყობ,რომ უკვე თავს ვიმართლებ... ასე ჩუმად ვდგავარ მე ოთახის შუაგულში,ის კი საწოლზედ ზის თავდახრილი და მიმის ეფერება...
-შეჭამ რამეს? -ვეკითხები მე და ერეკლე ხმის ამოუღებლად აქნევს თავს უარის ნიშნად
ვხვდები რომ უნდა ვიმოძრავო,კომპიუტერთან მივდივარ და ვფიქრობ რომელი სიმღერა ჩავრთო,დაახლოებით ორი წუთი ვეძებ და ბოლოს იმ სიღერას ვრთავ,დილით რომ მქონდა აჩემებული.... დაგდაგანი-რწმენა,ვწერ იუთუბში და ვრთავ ჩემი საყვარელი ჯგუფის ამ საოცარ სიმღერას,რომელიც თითქოს ასე უხდება ამ სიტუაციას... ვხედავ ამ სიმღერის გაგონებაზე როგორ ეღიმება,მიუხედავად განსხვავებული მუსიკალური გემოვნებისა,დაგდაგანი ერთადერთი ჯგუფია,რომელიც ორივეს ერთნაირად მოგვწონს... მისი ღიმილი მაგულიანებს და ნელ-ნელა ვუახლოვდები,ის ისევ მიმის ეფერება,არ ინძრევა,არ ვიცი,თითქოს მაქსიმალურად ცდილობს რომ არ იარსებოს... საწოლზე მის უკენ ვჯდები და ხელებს ვხვევ,თავს მხარზე ვადებ და ზუსტად ამ დროს ისმის ეს ფრაზაც სიმღერაში - ‘’ მე თავი მეზიზღებაა.... ვინც მიყვარს ეს ხარ მხოლოდ შეენ.... ‘’ მეც ჩურჩულით ვყვები სიტყვებს და ვგრძნობ როგორ მიხლართავს ნელ-ნელა თითებს-თითებში
-მინდა სულ აქ იყო... -ვეუბნები ჩუმად
-დანაშაულის გამოსყიდვას ნუ ცდილობ... მე არაფერში გადანაშაულებ -მეუბნება ღიმილით
-არა ერეკლე... არვცდილობ... მართლა არ მინდა წახვიდე,შეიძლება ახლა დავიღალე,მაგრამ შენ... შენთან მე... -სიტყვებს ვერ ვაბამ ერთმანეთს...
-მაინც მომიწევს გადასვლა...
-მართლა არ მინდა წახვიდე... -ერეკლე ჩემსკენ ტრიალდება და თვალებში მიყურებს... -ერეკლე... მართლა მომწონს ჩემთან რომ ხარ... მავსებ.... რაღაცნაირად მშვიდად ვარ შენთან... ხომ ხედავ რამდენად შევიცვალეთ... უკვე იმის აღიარებისაც აღარ მეშინია,რომ რაღაცას ვგრძნობ,რომ ავყვავდი და მინდა ჩემთან იცხოვრო...
-გიყვარვარ? -მეკითხება ჩუმად და თვალს არ მაცილებს
-და შენ? და შენ გიყვარვარ? -კითხვაზე კითხვითვე ვპასუხობ
-მე... -თავს ხრის ერეკლე,გული კანკალს მიწყებს,დაუფიქრებელ პასუხს ველოდი რატომღაც და რომ დაფიქრდა ცოტა იმედი გამიცრუვდა
-მე მიყვარხარ ლილიანა... მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად სწორია...
-კარგი რა... ვის ადარდებს რა არის სწორი და რა არა? -ვუტევ მე
-არვიცი... მეგონა შენ გადარდებდა,რადგან შენ დააწესე ეს უსიყვარულობის საზღვრები...
-არა ერეკლე,არცერთი საზღვარი არ არსებობს,ყველაფერი იმ საღამოს წაიშალა,როცა შენ ჩემთან გადმოხვედი... მე არაფერი მადარდებს... არც ის მაინტერესებს რა არის სწორი დდა რა არა... ყოველთვის ასე ვცხოვრობდი,უბრალოდ იმით,რაც მაბედნიერებდა...
-და მე გაბედნიერებ? -ღიმილით მეკითხება ერეკლე
-შენი ყოველი ნაწილაკი და უჯრედი მაბედნიერებს...
-სიყვარული საშინელებაა... -სიცილით ამბობს ერეკლე -შენნაირ გოგოს... არვიცი ისე შეიცვალე -იცინის...
-ჰო,სასიკვდილოა.... -ღიმილით ვეუბნები ერეკლეს...
-მაგრამ რაც გკლავს ყოველთვის ის უფრო სასიამოვნოა,არა?
-ზუსტად...
-შენ მკლავ -მეუბნება ერეკლე და ვნებით მკოცნის...



№1 სტუმარი Blaaa

Momwons da ar agrdzeleeb?^_^

 


№2  offline წევრი დორრა

Blaaa
Momwons da ar agrdzeleeb?^_^

გავაგრძელებ აუცილებლად :)
--------------------
s.d.kur.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent