შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (3)


23-11-2016, 19:39
ავტორი ki si
ნანახია 1 653

დილით ვიღაცის დაჟინებულმა მზერად გამაღვიძა
-ბელა როდის აღარ უნდა შემეშინდეს შენ დატოვება?
-იქნებ არასოდეს არ დამტოვო რას იტყვი?
-კარგი.-დედამ შუბლზე მაკოცა და გვერდით მომიწვა. არც ის და არც მე არ ვლაპარაკობდით ოთახი აივსო ათასგვარი ფიქრით მომელიც თავში გვიტრიალებდა. ჰო ეს ყოველთვის ასე იყო მე და დედა ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ერთ სახლშ რომლებიც ცოტას ლაპარაკობდა რომ გული არ ეტკინატ ერთმანეთისთვის. არვიცი დედა რაზე ფიქრობდა მაგრამ მე, ჯანდაბა უნდა ვაღიარო ნეითანზე ვფიქრობდი. თავიდან არ ამომდიოდა მისი პირქუში გამოხედვა საუბედუროდ სიზმარშიც ის ვნახე მაგრამ ყველაზე უფრო ის მიკვირდა რომ მსიამოვნებდა, როცა მას ვხედავდი ან მასზე ვფიქრობდი არა იმიტომ არა რომ მომწონდა ან მიყვარდა ან სული მელეოდა მისი მზერის დროს, უბრალოდ ასეთ შემთხვევაში თვს დაცულად ვგრძნობდი. რომ შევადაროთ ერთმანეთს მაიკი და ნეითანი ღმერთო რას ვბოდავ. თუმცა რომ შევადაროთ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი ადამიანი, მათ მხოლოდ სქესი აქვთ საერთო მაიკი ყოველთის მზესავით იყო ჩემთვის და ამაში თავისი ქერა თმაც ეხმარებოდა, როცა მაიკი მყავდა ახლოს მე არც მაშინ არ მეშინოდა რადგან ვიცოდი მიუხედავად იმისა რომ ჩხუბისთავი არიყო ყველაფერს გაკეთებდა რომ დავეცავი, მერე ჩამეხუტებოდა ალობათ სისხლიანი ტუჩებით მაკოცებდა და მეტყოდა ,,არც ისინი იყვნენ კარგ დღეში ხომ ასეა?,, მე ეს იმიტომ ვიცი რომ მსგავსი რაღაც უკვე მოხდა მაგრამ რას გააკეთებდა ნეითნი? ალბათ ისიც დამიცავდა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ბუნებით მჩაგვრელი არ არის მაგრამ ბოლოს მეტყოდა ,,ხომ გითხარი სულელი ხარ მეთქი ბელა? არ შეიძლება საფრთხეს ხახაში ჩაუარდე ეს ცხოვრებაა, რეალური ცხოვრება და არა ზღაპარა მოულოდნელად რომ გადაგარჩინონ,, მაგრამ ის ხომ მაინც გადამარჩენდა? თუ არა? ჰმ! ვინ იცის
-ჰეი ბელა მიხარია შენი ნახვა,-ფიქრი როჯერმა გამაწყვეტინა და აღმოვაჩინე რომ დედა ოთახში აღრ იყო
-როჯერ? ძალიან მომენატრე,-როჯერს არ ეხებოდა ჩემი განხილვა ის ერთადერთი იყო ვინც მეგობრად არასოდეს ჩამითვლია. როჯერი იყო რაღაც ბევრად მეტი ვიდრე მეგობარი ჩემსა და როჯერს შრის არ არსებობდა საძღვრები მე ვიცოდი ყველაფერი რაც მას სურდოდა რომ მცოდნოდა და მან იცოდა ყველაფერი რაც მე მინდოდა რომ ცოდნოდა. როჯერი პატარა თვშესაფარი იყო ჩემთის და სულიერი ძრწოლა და შიში რომელიც ალბათ ნეითანთანაც და მაიკთანაც შემაწუხებდა როჯერის მუხლებზე მოკალათებულს არასოდეს მაშნებდა იმიტომ რომ როჯერთან ენაზე კბილის დაჟერა არ მჭირდებოდა, იყო რაღაცეები რაც იზისთვისაც კი ტაბუდაებული თემა იყო მაგრამ როჯერისთვის არა.
-მეც ჩემო პატარა,-შეძლებისდაგვარად გადმოიწია თვისი სავარძლიდან რომ ჩემთვის ეკოცნა
-თქვენ რაღაგინდათ აქ?-დავიყვირე როცა კარში იზი და მაიკი დავინახე
-ბელა არ შეიძლება ერთ მეგობარს უთხრა ,, -როჯერ? ძალიან მომენატრე,,-თქვა მაიკმა ჩემი წაბაძვით,-დანარჩენაბს კი ასე გულღიად არ დახვდე
-არ უნდა მოვსულიყავით ხომ ხედავთ პირიდან ისევ შხამს აფრქვევს,-იზი უკან გაბრუნდა
-იზი გეყოფა მიყვარხარ დაბრუნდი გთხოვ,-გაცვეთილი საპნის ოპერის ფრაზით იზი ჩემდა გასაკვირად მოვაბრეუნე.
-კარგი ამჯერად გაპატიებ
-იცით დღს სკოლაში მის ლოტნერი შემოვიდა,-იზიმ ჩემს საწოლზე მოიკალათ და იქვე მჯდომ მაიკს გადახედა,-არ მესმის მათი, რა აზრი აქვს ერთი წლით ადრე მის სკოლაში შემოსვლას
-მე მესმის. მათი რეპეტიტორი იდიოტია,-როჯერმა ჩაიცინა და ისიც მაიკს მიაშტერდა
-მე კი ვფიქრობ რომ სწორედ თვისი რეპეტიტორის გამოა სკოლაში
-თქვენ რა ჩემსგარდა სალაპარაკო თმა არ გაქვთ? იცით რამაგარია როცა შეგიძია დირექტორის სახლში შენს ნებაზე იარო ამასგარდა მე არცერთი მასწავლებელი აღარ მტუქსავს
-ჰო აბა რა,-წამოვიყრანტალეთ ერთდროულად და მაიკს სიცილი დავაყარეთ
-ჩემი აზრით კარგია საშინაო განათლება
-ხო ბრელა შენ რომ ნება მოგცენ სახლიდან არასოდეს არ გახვალ
-და რაარის ამაში ცუდი?
-ის რომ კომუნიკაცია აუცილებელია
-მაშინ იზი შენ შეგიძლია მეტი კოუნიკაციისთვის ეგ მობილური ჯიბეში ჩაიდო და ჩვენ მოგვაქციო ყურედღება
-ტუჩები დამანჯა და შმომხედა
-იცი რაა მე შემიძლია ეგ გამოხედვა დავაიგნორო
-ჰო ეს კარგად გამოგდის,-იზიმ წარბი ასწია და გამომწვევად შემომხედა
-რას გულისხმობ?-დავინახე როგორ გადახედა როჯერმა მაიკს და ანიშნა დახმარებოდა რომ თემა შეეცვალა რადგან ამ გამოხედვის შემდეგ მე და იზი ყოველთვის ვჩხუბობდით
-რას და ამანდას ბანდას,-ჩაისისინა იზიმ
-ეგ რაარის?
-ეს გოგონების სამეგობრო წრეა რომელსაც ჩევნ ვერ ვიტანდით რადგან ისინი იზაბელათი მოგვმართვერ (მე და იზი ამ სახელს წყევლად ვთვლიდით რომელიც ორივეს მშობლებმა დაგვადო)იზიმ კი როგორც სახელის მოძულემ ისინი სცემა მე დავეხმარე და ჩვენ სკოლიდან გამოგვისროლეს,-ავხსენი შეძლებისდაგვარად ხალისიანად
-სხვათშორის ახლა ის გოგო ჩენს სკოლაში სწავლობს და როჯერის მეგობრის შეყვარებულია,-იზი ჯერ კიდევ გაღიზიანებული იყო
-თქვენ რა ამიზე ლაპარაკკობთ როგორ შიძლება ის არ მოგწონდეთ ძალიან კარგი გოგოა
-აბა სცადე და კიდევ თქვი მასზე რამე კარგი
-თქვენ გოგონები ძალიან უცნაურები ხართ ტყუილუბრალოდ ამოიჩემებთ ერთმანეთს და მერე ამ სიძულვილს ისე აღვივებთ გულში სამკვდრო საციცოცხლო ბრძალა რომ ადვილად გააჩაღოთ
-როჯერ ნუ მაღიზაინებ,-გამოცრა კბილებიდან იზიმ და საბანს ისე ჩაებღაუჭა თითიქოს მისი დახრჩობა უნდოდა
-იმიტომ ღიზიანდები რომ მართალი ვარ,- იზი მოულოდნელად მოსწყდა ადგილს და როჯერს დააცხრა
დაახლოებით 2წუთი იბრძოდნენ მაიკმა ძლივს მოახერხა მათი დაშრება
-მეზიზღბი როჯერ,-დაიღრიალა იზიმ
-ძალიან კარგი იმიტომ რომ მეც მეზიზღები,-დაკაწრული ლოყა გაიწმინდა და სისხლის დანახვაზე დიჭყანა
სადილობის დროს მაგიდასთნ სრული განუკითხაობა იყო მე ვბუზღუნებდი, იზი და მაიკი საჭმელს ისროდა, როჯერი იზის ემუქრებოდა რადგან საყვარელი მაისური დაუხია დედა კი იდგა და ერთ სული ჰქონდა ეს საზიზღრი ბრბო თვიდან მოეშრებინა.
-აქ აღრ დაგინახოთ გასაგბია?-დაიყვარა ბოლოს დედამ როცა მეგობრებს ვაცილებდით
-ჩვენც მოგვენატრებით მისის ბლექ და მალე შემოგივლით,-ისინი ყოველთის ასე ემშვიდობებიან ერთმანეთს.
-კარგი ბელა მე მერისთან წავალ მადლობა მინდა გადავუხადო. შენ გჭირდება რამე?
-არა დედა მე ახლა დავიძინებ წადი
კიბეებზე ავედი და სანამ ოთახში შევიდოდი გავიგონე როგორ გაიხურა კარი დედამ.
ოთახში რომ შევედი თავი ძალიან დაღლილად ვიგრძენი და საწოლს მივაშურე
თაროდან,, ქარიშხლიანი უღელტეხილი,, გადმოვიღე და მუხლებზე გადავიშალე. რატომ მიყვარს ეს წიგნი ასე ძალიან? არ ვიცი მაგრამ მე რაღაცნაირად მეგობრული ურთიერთობა დავამყარე ჰიტკლიფთან თავიდანვე ეს ადამიანი ჩემი სუსტი წერტილი იყო იმიტომ რომ ის ასეთი უცნაურია და საერთოდ მე მიყვარს ის ყველაფრის მიუხედავად. წიგნიში ყველა ჩემი საყვარელი ადგილი მაქვს მონიშნული და მეც მათ დავუყევი. აი ძვირფასი ცრემლებიც რომლებიც ყოველთვის მომდის ხოლმე როცა ამას ვაკეთებ.
კარზე სუსტი კაკუნი გაისმა და ნეითანმა კარში დაუკითხავად შემოყო თავი
-ბელა ყველაფერი რიგზე?-საწოლთან გაჩნდა როცა დაინახა რომ ვტიროდი
-ჰო,-წიგნი დავანახე და ვცადე გამეღიმა
-არღირს მას არცკი შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი იმის შემდეგ რაც დააშავა მან ხო...
-ნუღარ გააგრძელებ გთხოვ,-ხელი ავუქნიე,-ის იმაზე მეტადაა ადამიანი ვიდრე ვინმე სხვა იმ ოჯახში და სულაც არაა დანაშაული მისი საქციელი როცა ამ წიგნს პირველად ვკითხულობდი. ოოჰ! ნეითან ვერ წარმოიდგენ როგორ მესიამოვნა შურისძიება
-ნუთუ ამას გულით ამბობ ბელა?-გაიკვირვა
-არა ამას მთელი არსებით ვამბობ,-ვცადე ცრემლები მომეწმინდა
-მეკი მეგონა რომ მასაც შემადარებდი
-არა მას ვერავის შევადარებ. შენ შეიძლება ჰერნთორნს ჰგავდე, სულ ცოტათი მაგრამ არა ჰიტკლიფს ის არავის არ ჰგავს
-პატარა სულელო,-გამიღიმა და ცხვირზე დამკრა ხელი ამას რატომ აკეთებდა საერთოდ რატომ იყო აქ
-შენ ასე გგონია?
-კი
-ნეითან აქ რას აკეთებ?
-არვიცი
-წადი აქედან ვერ წარმოიდგენ როგორ მეზიზღები,-უცნაური გრძნობა დამეუფლა
-ეს ის ორმხრივი ძლიერი გრძნობაა რომელიც გვაკავშირებს,-მხრები აიჩეჩა
-მაშინ რატომ მსიამოვნმებს შენთან ყოფნა?-ჯანდაბა რას ვბოდავ
-არვიცი იქნებ იმიტომ რომ მეც მსიამოვნებს ეს
-ხუმრობ?-ისტერიკა მეწყებოდა და სიცილი დავიწყე
-ოდნავადაც არა გუშნ ვფიქრობდი შენზე
-ნეითან რატომ მეთამაშები?
-არვიცი,-გამიღიმა
-იქნებ ეს იმიტომ ხდება რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ?
-მოდი ბელა ნუ ჩავუღმავდებით კარგი?
-კარგი როგორც გინდა
-გინდა წავიდე?
-ნება შენია
-კარგი მაშინ წავალ რომ დაისვენო ღამე მშვიდობის,-ადგომა დავაპირე რომ გამეცილებია
-არა იყავი მე თავადაც მივაგნებ კარს
-კარგი ძილინების.
-ხო და ბელა, ნუ გადმოიყოლებ იმას ცხადში რასათანაც რეალობას გაექეცი,-თვალი ჩამიკრა და გავიდა. გავიდა და ისეთ მდგომარეობაში დამტოვა დიდიხანი ვეღარ შევძელი ფიქრების ისევ ჰიტკლიფზე გადატანა ვიჯექი და ვცდილობდი სუნთქვა მეკონტროლებინა ჩემი ფიქრები ჩემგან დამოუკიდებლად დაქროდა სადღაც შორს.
მომდევნო ერთი კვირა საწოლში გავატარე მაგრამ ერთ ქარიან საღამოს ძალიან ისეთი რამ მოხდა რის დავიწყებასაც ალბად ვერასოდეს მოვახერხებდი. არმახსოვს გითხარით თუ არა რომ ჭურჭლების მრეცხავად ვმუშაობდი პატარა ბარში საიდანაც იმ დღეს გამომისროლეს როცა თავი გავიტეხე. მოკლედ ჩემი ყოფილი სამსახურიდან მიმტანმა გოგონამ დამირეკა და მერის ნომერი მთხოვა ვინაიდან უკვე დასაძინებლად ვიწექი და საკმაოდ გვიან იყო ალბათ ღმის პირველი საათი იქნებოდა. დახმარება შევთავაზე რადგან მერის ნომერი არ მქონდა
-არვიცი ბელა აქ ნეითანია მეკი ბარის დაკეტვას ვაპირებ მაგრამ წასვლაზე ვერ დავითანხმე დაცვისთვის დაძახება არ მინდა
-კარგი ემ მოვიფიქრებ რამეს,- მობლური რომ გავთიშე დიდზე ამოვისუნთქე და საწოლის ქვემოდან ბაწრის კიბე გამოვიღე რომელიც ჩემს ძმას ეკუთვნოდა იმ დროიდან მაქვს, როცა ერთად ვიპარებოდით ხოლმე სახლიდან.
ჩემი სამსახური უცვლელ მდგომარეობაშ დამხვდა რათქმაუნდა იქ ხომ მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავი შეცვალა. დაცვის ბიჭბი გაკვირვებულები და გახარებულები მიყურებდნენ იმ ფაქტით რომ ცოცხალი ვიყავი
-ნეითნ რას ნბიშნავს ეს
-შენ აქ რასაკეთებ?-შემომიბღვირა
-შენს წასაყვანად მოვედი თუ გირჩევნია მერი მოვიდეს, რას იტყვი?
-თავი დამანებე ბელა,-უფლება არ მივეცი კიდევ დაელია და ბოთლი წავართვი
-ბელა თავი დამანებე,-საფულე დააგდო მაგიდაზე და კარისკენ სწრაფად წავიდა. გადავიხადე სასმელის ფული და მეც უკან გავეკიდე. გარეთ საშნელი ქარი ქროდა
-ნეითან სახლი მანდეთ არაა
-არ მინდა სახლშ ბელა შემეშვი
-ნეითან მოხდა რამე?
-ხო ბელა მოხდა დედაჩემი მოხდა მისი დაავადება მოხდა მე უძლური ვარ და აი ეს მოხდა
-რა სჭირს მერის?-დედაჩემს არასოდეს უხსენებია მისი დაავადება და ამიტომ მიკვირდა ასე
-სიმსივნე გაიგე?
-მაპატიე,-ისევ განაგრძო გზა გაურკვეველი მიმართულებით
-წადი გთხოვ
-არა არ დაგტოვებ გაიგე,-დავიყვირე და ფეხს ავუჩქარე
-რატომ?
-იმიტომ რომ ასე მინდა არ დაგტოვებ გაიგე? წადი სადაც გინდა მე წამოგყვები. ხო ამ ცივ ქარში თავგატეხილი წამოვალ შენთან ერთად და არაფერი მადარდებს
-რატომ?
-იმიტომ რომ ასე მინდა არ მინდა რომ მარტო იყო. მთვრალი, უცხო ხალხის გერემოცვაშ,-საყვედურით შემომხედა მაგრამ აღარაფერი უთქვამს
ჩქარინაბიჭით მიდიოდა სადღც და მალე მომცრო შენობაც გამოჩნდა სადღაც საკმაოდ შორს ქალაქიდან
-დაჯექი სადმე შევეცდები ცეცლი დავანთო
-არარის საჭირო არ მცივა სჯობდ დაჯდე და მომიყვე ცოტა მოგეშვება
-მე უსუსური არსება ვარ ბელა უსუსური მაწანწალა, ჰო ეს ასეა მე მაწანწალად დავიბადედა ახა ჩემი მომავალი ისევ უიმედოა,-მისმა სიტყვებმა ერთიანად შემძრა ელდამ დამიარა და გავქვავდი
-რას გულისხმობ?,-დიდზე ამოისუნთქა და ადგა
-როდესაც ცნობიერება მიბოძა ცხოვრებამ უკვე ქუჩაში ვიყავი და ძონძებში გამოწყობილი დავეხეტებოდი უგზოუკვლოდ ქარსა დაწვიმაში. პარკში დადგმული სკამის ქვეშ მეძინა რასაც მაშინ ვგრძნობდი ეს მხოლოდ სიცივე და შიმშილი იყო. 12 წლის ვიყავი პირველად რომ ვიქურდე მაგრამ ბელა არასოდეს არ მომიპარავს იმისთვის რომ მშიოდა მხოლოდ სულიერი საზრდო მჭირდებოდა. რატომ მიყვარს კითხვა? გახსოვს მკითხე ,,სიამაყე და ცრუ რწმენას,, რატომ კითხულობო, აი ამიტომ მე წიგნებმა გადამატანინა ცხოვრების მიერ მონიჭებული სასაჯელი.
კითხვა ერთმა მოხუცმა ქალმა მასწავლა და წიგნებსაც ის მთხობვნიდა მაგრამ ჩემი უბედობის მიზეზით მალე გარდაიცვალა. რომ იცოდე როგორი სარკაზმით მელაპარაკებოდნენ წიგნების მაღაზიაში, არა არც მიკვირდა მაგრამ აბა მითხარი რას მიხვდებოდნენ ისინი რას ნიშნავს კარგი წიგნია? მხოლოდ წიგნები იყო მაშინ ჩემი ბედნიერება თითქოს ამ სიტყვებით ვიკვებებოდი და სწორედ წიგნებმა მაპოვნინეს დედაჩემი.
მერი პარკში იჯდა და ,,უთავო მხედას,, კითხოლობდა თან ისე გულიანად კისკისებდა რომ საშინლად დმაინტერესა რაიყო იმ წიგნში ასეთი. არა მოპარვას არ ვაპირებდი რადგან კარგად ვიცი როგორია როცა დაუმთავრებელ წიგნს გართმევენ. მოკლედ მივეპარე და ის იყო წიგნს დავწვდი რომ მერიმ ხელზე ხელი წამატანა და მკითხა
-რას აკეთებ?
-მე მხოლოდ მაინტერესებდა რა ეწერა შიგ,-საშინლად შემრცხვა და დავიბენი
-გიყვარს კითხვა?-მერი ისეთი სიყვარულით შემომცქეროდა რომ წელში გავიმართე და ,,დიხ,, მეთქი ვუთხარი
-მაშინ აიღე მე ახალს ვიყიდი
-არა მემ მე არშემიძლია ასეთი ძვირფასი საჩუქრის აღება
ამის შეემდეგ ის ხშირად დადიოდა ჩემს სანახავად და მალე შემომთავაზა მასთან მეცხოვრა. და ახლა ეს ქალი სიმსივნით იტანჯება ვინ, ვარ ახლა მე ბელა ნუთუ ისევ იმ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდბი მიპასუხე ბელა რა გავაკეთო მე ჩემი საყვარელი დედის გარეშე?
მისმა მონაყოლმა ისეთ დღეში ჩAმაგდო რომ ხმას ვეღარ ვიღებდი ვიჯექი და ვუყურებდი მის ცრემლიან თვალებს რომელშიც მხოლოდ ტკივილი მოჩანდა



№1  offline წევრი elene tetruashvili

კაია მომეწონა ! მალე დადე !

 


№2  offline წევრი ki si

elene tetruashvili
კაია მომეწონა ! მალე დადე !

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent