შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (2)


22-11-2016, 21:07
ავტორი ki si
ნანახია 1 664

თვალები რის ვაი ვაგლახით გავახილე და თეთრი გამაღიზიანებელი შუქის გამო ისევ დავხურე. იქ სადაც ვიყავი აუტანელი წამლების და სისუფთავის სუნი იდგა. თავი უაზროდ მტკიოდა და სწრაფად ავწიე რადგან მეგონა ქვაზე მედო.
-ბელა კარგად ხარ?-ხმის პატრონი ვერ ვიცანი და გვერდით მივიხედე
-ნეითან? კი, მგონი კარგად ვარ რახდება?-თვალები გადაატრიალა და ისევ თავის სკამზე დაჯდა
-საავადმყოფოში ხარ. მერიმ რომ გიპოვა იატაკზე ეგდე. თავი გაქვს გატეხილოი,-დასძინა როცა ისევ გავაღე პირი სალქაპარაკოდ.
-სახლში უნდა წავიდე დედა ორ დღეში დაბრუნდება,-ადგომა ვცადე
-ახლა დაუბრუნდი შენს ადგილს,-წამოხტა და გაბრაზებულმა ისევ უკან დამაბრუნა საწოლზე
-ექიმმა თქვა რომ ჯერ არ შეიძლება ადგომა,-ისევ თავის წიგნში ჩარგო ცხვირი.
ღრმად ჩავისუნთქე და ცოტა არ იყოს ნასიამოვნები იმით რომ ჩემზე ვიღაც ზრუნავდა მნიშვნელობა არააქვს თუნდაც ეს იდიოტი ნეითანი ყოფილიყო ხელები გულზე დავიკრიფე და ჭერს მივაჩერდი.
-მადლობა დახმარებისთვის
-უხერხული სიჩუმე არ მაწუხებს ასე რომ თავს ნუ შეიწუხებ
-არა მართლა მადლობა
-მაშინ არაფრის, ამას შენთვის არ ვაკეთებ დედამ მთხოვა
-არც მიფიქრია რომ ჩემთვის აკეთებდი,-ტუჩები დავწკურე და ისევ ჭერს დავუბრუნდი, მაგიჟებდა როგორ წარმოთქვამდა ჩემს სახელს რაღაც უცნაური ხავერდის ხმით, იდუმალს ატანდა თან რაღაცას რაც მხოლოდ მასში იყო და სხვას არავის გააჩნდა
-შეგიძლია წახვიდე მე იზის ავურეკავ და ის დარჩდება ჩემთან
-არა მე დავრჩები აქ სიმშვიდეა და კითხვაშიც არავინ მიშლის. შენ თუარ ჩაგთვლი რათქმა უნდა,-გამოსცრა კბილებიდან და წიგნი დახურა.
-რატომ არ შეგიძლია მოყვარედ აღიქვა ის ვინც არხარ დარწმუნებული რომ მტერია?
-ბრონტეს ასე არ უთქვამს,-წარბი ასწია
-რაღაც ასეთი თქვა
-ხო მაგრამ ასე არა,-იგივე გაიმეორა
-რომელი საათია?-ვცადე თემა შემეცვალა
-ღამის პიველი საათია მგონ უნდა დაიძინო რას იტყვი?
-ჰო მაგრამ ჯერ დამეხმარე რომ საპირფარეშომდე მივიდე თორემ თავს საშინლად ვგრძნობ
-კარგი მოდი აქ,-ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში მომეხმარა მერე კარამდე გამომყვა ხელი ჩემს მკლავთან ახლოს ჰქონდა რომ საჭიროების შემთხვევაში დამხმარებოდა
ხელპირი დავიბანე და სარკეში ჩემს დაყვითლებულ სახეს დავაკვირდი. საპირფარეშოდან რომ გამოვედი დახმარება აღარ მჭირდებოდა და თავდაჯერებული გავემართე საწოლისკენ.
-ახლა კი სჯობს დაიძინო,-თქვა როცა ისევ საწოლში დამინახა
-ჰო ვიცი,-ტუჩი მოვიკვნიტე და საბანი დავიფარე
-ცივა,- დავიჩურჩუოლე
-ჰო ცივა მაგრამ ამას ამინდ ნუ დააბრალებ
-არა სიცივე ამინდისათვის არც არასოდეს დამიბრალებია. სიცივე ფანჯრიდან შემოდის ოთახში გარეთ კი ის ადამიანების გულიდან ხვდება
-ჰო ზუსტად ასეა,-შუქი ჩააქრო და იქვე საწოლზე ხმაურით გაწვა
-ნეითან
-რაიყო?
-რატომ კითხულობ ,,სიამაყე და ცრურწმენას,,
-რეალობიდან ასე გავრბივარ ვცდილობ იმდენად ღრმად გადავეშვა ლიტერატურულ სამყაროში რომ პრობლემებმა ვეღარგამომარკვინ,-მე ამოვიხვნეშე
-იცი შენ რაღაცნაირადჰგავხარ დარსის
-მაინც რითი?-ისევ ჭერს მივაშტერდი რომელზეც ამჯერად აღარაფერი ჩანდა
-არვიცი თუნდაც მეტყველებით კიდევ ქცევით არასოდეს არ იცი რას მოიმოქმედებ შემდეგ. კიდევ.............
-რა კიდევ?
-არა არაფერი,-ჩემი სულელური ფიქრები სასწრაფოდ მოვიშორე თავიდან
-ბელა!-მკაცრი ტონით მაიძულა სასწრაფოდ მეთქვა რასაც ვფიქრობდი
-კიდევ ლორდ გრეისტოკს ჰგავხარ. რაღაცნაირად,-ამან იამზე სულელურად გაიღერა ვიგრა ვფიქრობდი.
-რომელ გრეისტოკს?-ხმაშ უცნაური ბზარი შეეპარა მგონი იცინოდ
-უმცროსს
-ანუ ტარზანს?
-ზუსტად
-და მაინც რითი ვგავართ ერთმანეთს?-ამჯერად დაუფარავად იცინოდა
-თუნდაც იმით რომ ველური ხარ, მკაცრი ნაკვთები გაქვს, კიდევ დედაშენზე გიჟდები
-მიხარია ზღაპრულ პერსონსაჯს რომ მადარებ იმედია ღამე ზღაპრებს არ უყვები საკუთარ თვს ჩემზე
-სულაც არა,-გავბრაზდი,-თანაც ასე ნუ ამბობ მე ყოველთვის მჯეროდა ამ ამბის
-რატომ
-იმიტომ რომ, ნუთუ არ გახსოვს როგორ იწყებს ბეროუზი თხრობას ის ამბობს რომ ეს სიმართლეა.
-ეს არაა რეალური ბელა 10 წლის ბიჭს არ შეუძლია მაიმუნის მოკვლა და მითუმეტეს არ შეუძლია კითხვა ისწავლოს ყოველგვარი დახმარების გარეშე.
-შენ იმიტომ არ გჯერა ამის რომ სულელი ხარ,-გაბრაზებულმა გამოვუყავი ენა და გული სიხარულით ამევსო რომ შუქი არ ენთო და ეს ვერ დაინახა
-კარგი გეყოფა დაიძინე ხვალ სკოლის შემდეგ სამსახურში უნდა წავიდე და ჩაშავებული თვალებით ვერ წავალ იმიტომ რომ შენ თეთრი მაიმუნის ამბავი დაიჯერე.
-ზუსტადაც ასეა ეს მართალია,-ჩავიდუდუნე ჩემთის და გადავბრუნდი.
დილით მერიმ მომინახულა მერე იზი მეჭორავა სისულელეებზე და საღმოს მაიკიც მოვიდა.
-ბელა მისმინე თუ ეს ვიღაც გაღიზიანებს მე შევეცდები მივხედო ამ საქმეს, ნუ მართალია ვერ ვცემ დამეთანხმე ის ძალიან დიდია და ალბათ ძლიერიც
-მაიკ გეყოფა
-არა მართლა
-ყველაფერი რიგზეა
-ის რა გუშინ აქ დარჩა?-მის საწოლს გადახედა
-ჰო
-ჰამ!-მაიკს უკმაყოფილო სახე ჰქონდა,-ჰო მართლა ბილეთები ვიყიდე იმ მულტფილმზე რომელიც გაინტერესებდა
-მაიკ შენ არაჩვეულებრივი ხარ
-რაღდაგიმალო და ვიცი
-ხო და იდიოტიც,-ამან რამდენიმე წუთიანი საერთო სიცილი გამოიწვია რომელიც ნეითანის პირქუშმა სახემ უკავალოდ გააქრო როცა კარში შმოყო თავი
-მამაშენია გარეთ, მაიკ!-თვითკმაყოფილმა ჩაიცინა და მაიკს დაჟინებით შეაჩერდა
-კა, კარგი ბელა მე წავალ ხვალ ისევ შემოგივლი კარგი? მიყვარხარ,-ბოლის როგორც იქნა გაიღიმა და შუბლძე მაკოცა მერე კართან ნეითანი აათვალიერა გამომწვევად
-კარგი ჩიცნი და წავიდეთ ექიმმა თქვა რომ თუ წესებს დაიცავ შეგიძლია წახვიდე
-მადლობა,-ვთქვი გაბუტული ბავშვივით როცა ჩანთა რომელშიც ალბათ ჩემი ნივთები იყო იმ საწოლზე დატოვა რომელძეც თვითონ ეძინა. ალბათ იმიტომ ვიბუტებოდი რომ მაიკი გააგდო და თუ წასვლა შემეძლო ის უფრო გამიხარდებოდა მაიკს წავეყვანე მაგრამ გადავწყვიტე იმ მადლიერების გამო რომელსაც მის მიმართ ვგრძნობდი არაფერი მეთქვა. თანაც ის ხომ ამას სრულიად უბრალოდ აკეთებდა და არ იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა.
ჩუმად გავიარეთ დერეფანი და სანამ მანქანაშ ჩავჯდებოდი ღრმად ჩვისუნთქე და 45 წუთიანი სიჩუმისთვის მოვემზადე რომელიც გზაში მელოდა. უკვე ბინდდებოდაა და გარიდან მქრქალი სინათლე აღწვდა. ჯერ ფანჯარეში ვიყურებოდი მერე წინ და სრულიად შემთხვევით გავიხედე მისკენ. დაძაბული იჯდა და ეს არა იმიტომ რომ მე ვერ მიტანდა (ნუ შეიძლებაამიტომაც) მაგრამ უბრალოდ იმისგამო, რომ ის ყოველთვის ასე აკეთებდა. ნეითნმა რამდენჯერმე მიწოდა სულელი და ახლა როცა ის ვერ შეამჩნევდა როგორ ვუყურებდი გადავწყვიტე მისი ფიზიკური ნაკლები გამეკილა გონებაში მაგრამ ეს გადაწყვეტისთანავე ვინანე რადგან მის პროფილს წავაწყდი. მტკიცე და უხეში სახის ნაკვთები ჰქონდა ყორნისფერი თმა და ნახშირივით შავი თვალები მაისური დაბერილი იყო მისი მკლავების გამო რომელზეც არცისე დიდი კუნთები ეტყობოდა. არა მე ის არ მომწონდა არც ახლა და არც მაშინ როცა პირველად ვნახე, გაბრაზებული ცხვირპირით რომ მიდიოდა სახლისკენ მისთვის დამახასიათებელი მტკიცე ნაბიჯებით ხელზე ძარღვები ჰქონდა დაბერილი და შბლსა და ნიკაპზე უხილავი ხაზები ეტყობოდა. ის სხვანაირი იყო და არ ჰგსვდს არავის აი რატომ ვაფასებდი მას ზიზღის მიუხედავად.
-ასე რატომ მ იყრებ ბელა?-დავიბენი და ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ყურები
-შენ სულაც არ გიყურებდი... უბრალოდ ფანჯარაში ვიხედებოდი შენი მხრიდან
-კი მაგრამ რისთვის?-წაბი წამოწია და შემომხედა
-უკეთესი ხედია,-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე
-ხეები ორივე მხარეს ერთნაირია
-შენ საიდან იცი? სჯობს საჭეს მიხედო
-კარგი როგორც იტყვი,-მაგარია ახლა ფიქრობს რომ დებილი ვარ თუმცა ადრეც ასე ფიქრობდა ალბათ
ამის შემდეგ არც მიცდია მისმხარეს გახედვა ვიჯექი სკამზე მიკუჯული და უსასრულობაში გამიშტერდა თვალი. სახლში რომ მივედი გულითდი მადლობა გადავუხადე და კარი გავიხურე. არც ჭამა ინდოდა და არც ბანაობა ერთი სული მქონდა როდის გადავეშვებოდი ძილის სამყაროში და ყველაფერს დავივიწყებდი რაც მოხდა.

......................
(დაგვიანებისთვის ბოდიში)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent