შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ფორსაჟი (ნაწილი VI) +18


23-11-2016, 23:32
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 17 631

-დღეს თუ ბიჭები საჭმელს არ მოიტანენ, შარში ვართ,- ამოიოხრა გიომ და მაცივრის კარი მიხურა.
უკვე მეოთხე დღე იწურებოდა, რაც ის და კესო ერთად იყვნენ პაატას მშობლების დაჩაზე გამოკეტილები. მათი ფოტოები იყო ყველგან გაკრული, საინფორმაციო გამოშვებები კი არ იზარებდნენ კიდევ და კიდევ იმის შეხსენებას, რომ ძებნაში იყო გამოცხადებული ორი არაადეკვატური მძღოლი, რომელთაც დიდი აურზაური გამოიწვიეს ქალაქში.
-შეგვხვდით ღიმილით და გაშლილი ხელებით,- სახლში პაატა შევიდა,- რადგან ცარიელი კალათებით არ მოვსულვართ,- შეხვდა მზერით მომღიმარ გიოს და თავადაც გაუღიმა. ბიჭებმა მალევე გაუგეს ერთმანეთს და საკმაოდ კარგადაც ურთიერთობდნენ.
-სადაა ჩემი დობილი?- იკითხა უმცროსმა.
-ძინავს,- დაქაჩა თვალები გიომ,- რა მოიტანეთ?
-საუკეთესო საჭმელი... პიცა!- გაიგო გიომ საბას ხმა.
-წავალ, გავაღვიძებ მძინარე მზეთუნახავს, თქვენ კი სუფრა გაშალეთ. იმედია სასმელიც მოიტანეთ,- მოჭუტა თვალები გიომ.
-"აბიჟაეშ",- ანიშნა ლუდის შეკვრაზე საბამ.
გიო მშვიდად ავიდა მეორე სართულზე, ნამდვილად არ ჰქონდა იმის განწყობა, რომ მაგიდა გაეწყო ან "დიასახლისობა" დაეწყო. ამიტომაც ფრთხილად შეაღო კარი, რომელიც დიდი ხნის გამოუყენებლობის გამო ჭრაჭუნობდა.
კესოს საბანი თავზე ჰქონდა გადაფარებული და მხოლოდ მარცხენა ფეხის ტერფი სჩანდა. გიოს ჩაეცინა. ადამიანები შეიძლება შეიცვალონ, მაგრამ მათი ჩვევები არ იცვლება. კესოს ბავშვობიდან ჰქონდა ეს წესი, თავს მალავდა გადასაფარებელში, ფეხებს კი გარეთ ტოვებდა.
ასეთი კესოს გაღვიძება გიოს არ უნდოდა, რადგან იცოდა, რომ ერთადერთი რასაც პასუხად მიიღებდა, ზიზღით სავსე მზერა იყო. მაგრამ მეორე მხრივ ხვდებოდა, რომ აუცილებელი იყო მისი გაღვიძება, რადგან წინა დღეს კესოს თითქმის არაფერი უჭამია. როდესაც ფიქრობდა, რომ ბიჭი ვერ ხედავდა, მის თეფშზე გადადო საჭმლის დიდი ნაწილი. ამაზე გიოს გული აუჩქარდა და გულწრფელად გაეღიმა, რადგან უმცროსს არ დავიწყებია მისი სისუსტეები. ახსოვდა, რომ თუკი გიო არ შეჭამდა კარგად, შაკიკის მწვავე შეტევა დატანჯავდა მთელი დღე და სავარაუდოდ მთელი ღამეც.
საწოლთან მიახლოებული გიო გაშეშდა, რადგან საბნიდან უცნაური ხმა შემოესმა.
კოშმარი? ბიჭმა ხელი მოკიდა საბნის კიდეს და ოდნავ წამოსწია. იმავე წამს მოუნდა ხმამაღლა და გულიანად შეგინება, რადგან უმცროსი არანაირ კოშმარს არ ხედავდა. პირიქით...
გოგონამ ცხვირი ბალიშში ჩამალა და ხმადაბლა ამოიკვნესა. მთელი ძალით მოუჭირა ხელი ზეწარს და ტუჩი მოიკვნიტა. ხოლო როგორც კი გიომ ბოლომდე გადახადა საბანი, კესო მოიკუნტა სიცივისაგან, თუმცა სახეზე სულ აწითლებული იყო, ცალი ხელით ქვემოთ ექაჩებოდა გარდერობის ერთადერთ ნაწილს, რაც ეცვა - მოკლე ყვითელ მაისურს სასაცილო პრინტებით. კესო სიამოვნებისგან კვნესოდა.
ამან გიოს თავიდან ყველა ფიქრი განდევნა. იმდენად გადაუკეტა ჭკუა, რომ ურცხვად დაიხარა გოგონასკენ და თვალები აუელვარდა როგორც კი კესო ზურგზე დაწვა და ბიჭის მზერა მისწვდა მის თითქოს მარმარილოთი გამოთლილ გედივით მოღერებულ კისერს. გიოს იმ წუთას საერთოდ არ ანაღვლებდა ის ფაქტი, რომ გოგონას შეეძლო ნებისმიერ წუთს გაეღო თვალები და სულ მცირე, შეშინებოდა. ერთადერთი რაზეც შეეძლო კონცენტრირება, იყო უმცროსის აბრეშუმივით ნაზი კანი და ის, რომ კესო სიამოვნებით იღებდა მის ალერსს.
ბიჭმა იცოდა, რომ გოგონას ასეთ მომენტში გაღვიძება მათ შორის დაძაბულობას არ მოხსნიდა, მაგრამ მას კარგად გაახალისებდა.
-ვინ გესიზმრება, ასე რომ კვნესი, პატარა?- ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა გიომ, თუმცა იცოდა რომ პასუხს ვერ მიიღებდა და არც იყო დარწმუნებული, რომ უნდოდა პასუხის ცოდნა. უკანასკნელად შეეხო უმცროსის გაშიშვლებულ მხარს და სცადა მოშორება, თუმცა ეს ძალიან რთული იყო.
კესო ჯერ კიდევ გრძნობდა ცხელ სუნთქვას კანზე და ერთადერთი რასაც ფიქრობდა იყო ის, რომ სურდა კვლავ სიზმარში დაბრუნება, რათა კიდევ ერთხელ ეგრძნო გიოს შეხება.
-დილა მშვიდობის, კნუტი,- ხრინწიანმა ხმამ მაშინვე წამოახტუნა გოგონა. უყურებდა გიოს, რომელიც ტუჩებს ილოკავდა ისეთივე სახით, როგორც არაჟანით გამომძღარი კატა და გრძნობდა თუ როგორ უჩქარდებოდა პულსი.
-ჩვენები მოვიდნენ და საჭმელი მოიტანეს,- უთხრა ბიჭმა, სწრაფად დაიხარა და ნაზი კოცნა დატოვა გოგონას ლოყაზე,- ადგომის დროა,- მერე კი ზურგი აქცია და კართან მივიდა. სანამ გავიდოდა უკანასკნელად შებრუნდა გაოცებული კესოსკენ,- ოღონდ ჯერ თავი მოიწესრიგე,- უთხრა ღიმილით და ოთახი დატოვა.
აზრზე მოსულმა კესომ ბალიში ესროლა კარს და ხმამაღლა იყვირა:
-ნამდვილი კრეტინი ხარ, გიორგი ბექაური!
სტუმრებმა გაოცებულებმა ახედეს კიბეზე ჩამავალ მომღიმარ ბიჭს.
-კესო ხომ კარგადაა?- იკითხა პაატამ.
-ძალიან კარგად,- ჩაეცინა უფროსს.
კესო კი ამ დროს ოთახის შუაგულში იდგა და ერთადერთი სურვილი ჰქონდა, ყველაფერი დაელეწა, მერე კი გიორგი გაეგლიჯა შუაზე. რამდენიმე წუთში მიხვდა, რომ ოთახი არაფერ შუაში იყო, სწრაფად ჩაიცვა და კიბე რამდენიმე საფეხურად ჩაირბინა.
-პაატა, გაიწიე!- კარიდანვე გააფრთხილა უმცროსი.
-დაიკო,- დაიბნა ბიჭი, ხოლო სანამ ვინმე რაიმეს მოიფიქრებდა, გოგონა ბიჭებთან გაჩნდა და მარჯვენა მუშტი ძლიერად დაარტყა გიორგის:
-კიდევ ერთი მსგავსი გამოხდომა და მკვდარი ხარ!
სანამ პაატა და საბა გონზე მოსვლას ცდილობდნენ, გიომ წელზე მოხვია ხელი გაცეცხლებულ გოგონას ისე, რომ ხელები მჭიდროდ დაუფიქსირა და სიბრაზისგან ანთებულ თვალებში ჩახედა:
-ძალა გეყოფა ამისთვის?- ჰკითხა ბიჭმა დამცინავად, ოდნავ შეეხო მის ბაგეებს და გაშეშებულ პაატას დაუძახა:
-გაიყვანე ეს არაადეკვატური აქედან,- თავად კი მიკროტალღურ ღუმელს მიუბრუნდა, სადაც ლაზანია თბებოდა.
-გასაღები,- გაუწოდა ხელი პაატას აკანკალებულმა კესომ. უმცროსს ეგონა, რომ მის დობილს სიბრაზისგან აკანკალებდა. ბიჭი ვერც კი წარმოიდგენდა თუ რად უჯდებოდა გოგონას თავის შეკავება, რათა კისერზე არ ჩამოკიდებოდა გიოს და იქვე, მაგიდაზე არ გაეშალა ფეხები მისთვის.
-სად წახვალ, კესო?- უფროსის გამოხედვა აშინებდა პაატას. პირველად ხედავდა დობილს ასეთ მდგომარეობაში.
-გავისეირნებ,-  ჩაისისინა კესომ და გაწვდილი გასაღები აიღო.
პაატას გოგონასთვის უცხო მუსტანგით იყო მისული, ამიტომ ინტერესით მოკალათდა ახალ სათამაშოში. თეთრი სალონი უცხო და ეგზოტიკურია პარტიზანისთვის, რომელიც მშიშარა კურდღელივით გაექცა მას, ვინც მასში ემოციების მთელ ქარიშხალს იწვევდა. შინაგანად კესო თითქოს ნელ-ნელა იფერფლებოდა და ეს აშინებდა. აშენებდა მისი გული და გრძნობები, რომელსაც ყოფილი საყვარელი იწვევდა მასში. ხოლო როდესაც სიზმარი გაახსენდა, მზად იყო ხეს შესკდომოდა მთელი სიჩქარით, რათა შუაზე გადაეხსნა თავისი უტვინო თავი.
კარგად ახსოვდა სიზმარი... ყველაზე ბედნიერი და ემოციებით დატვირთული დღე.

...

ყველაფერი კესოს დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო:
-ასე მითხრეს, რომ კარგი კინოა. ვუყუროთ რა, გიოგიო,- ბიჭი უარს ვერასოდეს ეუბნებოდა, როდესაც ასეთი თვალებით უყურებდა საყვარელი ადამიანი. კესომ ეს მშვენივრად იცოდა და იყენებდა კიდეც საჭირო დროს.
-კარგი,- თავისთავად დანებდა ბიჭი და ჩართო გახმაურებული დრამა "I am Sam".
ბევრი ეცადა კესომ, რომ არ ატირებულიყო, მაგრამ ფინალურ სცენაზე თავი ვერ შეიკავა და პატარა ბავშვივით აზლუქუნდა. გიო უხმოდ ცდილობდა მის გამხნევებას და ასევე უხმოდ წმენდდა გამჭვირვალე კრისტალებს, რომლებიც ულევ ნაკადად მოედინებოდნენ გოგონას თვალებიდან. კესოს ერიდებოდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.
ფილმის დამთავრების შემდეგ კიდევ დიდხანს ისხდნენ დივანზე ჩახუტებულები. რაღაც მომენტში გიო წამოიწია და თვალებში ჩახედა ფიქრებში გართულ კესოს, მერე კი დიდი თითი დაუსვა უკვე გამშრალ ლოყებზე. უმცროსმა ნერწყვი გადაყლაპა და ქვედა ბაგეზე ენა დაისვა. ბიჭს თითქოს სუნთქვა შეეკრა, დაიხარა მისკენ და აკოცა. აკოცა თავიდანვე ფრანგულად - ღრმად და ნელა, ზედმეტი სიჩქარის გარეშე. მისმა ხელებმა ფრთხილად გადაინაცვლეს გოგონას წელზე, მერე კი ფრთხილად გახსნეს სპორტული შარვლის თასმა. ყველაფერი ისე ნაზად და ფრთხილად ხდებოდა, რომ კესომ თავი ანტიკვარულ ნივთად იგრძნო, რომელიც მარტივად დაზიანდება, თუკი ხელს ძლიერად მოუჭერ.
-მე არ დავიმსხვრევი, გიო,- ჩახედა გოგონამ თვალებში და უთხრა სერიოზულად.
კესო გრძნობდა გიოს სურვილს და მის აღგზნებას და ამას ჭკუისა გადაჰყავდა. დაემორჩილა ძლიერ ხელებს რომლებმაც ჯერ წამოაყენეს, მერე კი კედლისკენ პირით მიაბრუნეს. როდესაც გიომ ხელის ერთი მოძრაობით მუხლებამდე ჩახადა შარვალი, სიცივისგან და მოლოდინისგან გოგონა შეკრთა და ხმამაღლა ამოსუნთქვა. ხოლო როდესაც გიო ზურგიდან მიეხუტა, დასცხა... ისე დასცხა, რომ საკუთარ სხეულში ვეღარ ეტეოდა.
-საწოლამდე უნდა მივიდეთ,- თქვა ჩახლეჩილი ხმით გიომ.
-"",- ამოიკვნესა კესომ.
ბიჭმა თავისკენ შეაბრუნა, საჯდომის ქვეშ მოჰკიდა ხელი და ასწია, შარვალი გახადა და აიძულა წელზე ფეხები შემოეჭდო. რამდენიმე დამღლელი წამი და ორივენი საწოლზე აღმოჩნდნენ.
-კესარია... ხომ იცი, პირველად ცოტა მტკივნეულია...- დაიწყო ბიჭმა, მაგრამ უეცრად შეჰყვირა. უმცროსმა მხარზე უკბინა.
-ახლა შენ გეტკინება, თან საშინლად,- შეკრა კოპები კესომ,- თუ არ გააკეთებ იმას, რაც საჭიროა.
-ჩემი ეშმაკუნა,- გაეცინა ბიჭს, წამებში წამოდგა, გაიხადა, გოგონას ზემოდან მოექცა და დასერიოზულებული მის ბაგეებს დაეწაფა.
მუხლით ფეხები გააშლევინა და კესოც სიხარულით დაჰყვა. უმცროსს ეგონა, რომ მოერიდებოდა, მაგრამ არ გრძნობდა არც სირცხვილს და არც მორიდებას. მასაც ისევე ძალიან უნდოდა გიო, როგორც გიოს უნდოდა ის. თან ეხმარებოდა ისიც, რომ არაერთი ლიტერატურა ჰქონდა წაკითხული და რამოდენიმე თემატური ფილმიც ნანახი. თუმცა ის უნიჭო მსახიობთა თეატრი ახლოსაც ვერ მივიდოდა მათთან.
მათი საერთო სურვილისგან ოთახში თითქოს დაცხა. სხეულის ტემპერატურა კი ისეთი იყო, რომ კესოს შეეშინდა კიდეც, რომ უბრალოდ აალდებოდა. გიო კოცნით ჩაჰყვა კისერზე, მკერდზე მიეფერა, განსაკუთრებული ყურადღება  დაუთმო მკერდის თავებს, რომელზეც შეხება საკმარისი აღმოჩნდა, რომ გოგონა წელში აზნექილიყო და ამოეკვნესა.
-მგონი ვიღაცის ეროგენული ზონა ვიპოვე,- უთხრა ჩახლეჩილი ხმით.
გოგონას ჩაეცინა, ოდნავ დაიძაბა და გიოსთვის მოულოდნელად გადააბრუნა  ბიჭი, თავად კი ზემოდან მოექცა:
-ახლა ჩემი ჯერია,- უთხრა უმცროსმა და  ყურის ბიბილოზე უკბინა. გიომ ამოიკვნესა.
-ეს ერთი,- გაეცინა კესოს და კოცნით ჩაჰყვა ბიჭის კისერს. გიოს სუნთქვა ეკვროდა. არ მოელოდა, რომ მისი ნაზი და სათუთი კესარია ასე ვნებიანი საყვარელი აღმოჩნდებოდა.
ლავიწის ძვალზე უკბინა და მერე მკერდზე გადავიდა.
-ჰაჰ, არა მხოლოდ ჩემი ეროგენული ზონა ყოფილა აქ,- უკბინა მკერდის თავზე გოგონამ და ისე გაუღიმა, რომ ბიჭს სუნთქვა შეეკრა.
-უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ეშმაკუნა კი არა, ნამდვილი გარყვნილების ქალღმერთი ხარ,- უთხრა ბიჭმა და მის თმებში ჩამალა მარკვება ხელი. ამასობაში გოგონა კოცნით ჩაჰყვა მის იდეალურ მუცელს და ჭიპს ქვემოთ უკბინა. გიომ ამოიოხრა და მომენტალურად წამოაყენა უმცროსი. კესომ გაბრაზებული მზერა შეანათა.
-ასე თუ განაგრძობ, იქამდე დავამთავრებ, სანამ ყველაზე საინტერესოზე გადავალთ,- უთხრა ბიჭმა და გოგონა ქვემოთ მოიქცია.
სანამ კოცნით უფანტავდა ყურადღებას, ფრთხილად გაუშალა ფეხები და ხელით შეეხო ასეთ სასურველ ადგილს.
-გიო,- ამოიკვნესა კესომ.
-კესარია,- გიოს სულ უფრო და უფრო უჭირდა ლაპარაკი. ხელი ნერწყვით დაისველა და მიმართულება მისცა თავის ასოს. გოგონა დაიძაბა,- პატარა, მისმინე, იქ არანაირი ნერვული დაბოლოება არაა. ტკივილს იწვევს მხოლოდ დაძაბულობა და შეკუმშვა. უბრალოდ მოეშვი.
-ვნახავდი როგორ მოეშვებოდი შენში ამხელა აგრეგატის შეტენვას თუ დააპირებდნენ,- უთხრა შიშისგან გაღიზიანებულმა კესომ.
-მაშინ ვჩერდები,- უთხრა გიომ და სცადა მოშორებოდა უმცროსს, მაგრამ კესომ ფეხებით დაიჭირა და თავად დააჯდა ბოლომდე. ერთი შეჰყვირა და ბალიშზე გადაწვა. გიო მოულოდნელობისაგან გაშრა. თან სასიამოვნო სივიწროვე და სისველე მისი მამაკაცური საწყისის გარშემო აგიჟებდა.
-ასე გაშეშებული აპირებ გაჩერებას?- ჰკითხა კესომ, როგორც კი ტკივილმა უკან დაიხია. გიომ პირველი საცდელი ფრიქცია განახორციელა. უმცროსმა შეჰკივლა, მაგრამ პირზე ხელი აიფარა.
-არ გაჩუმდე, მინდა შენი ხმა მესმოდეს,- უთხრა გიომ. გოგონამ თავი გააქნია, საპასუხოდ ბიჭმა ფეხები ოდნავ აუწია და უფრო ღრმად შევიდა. გოგონას ამის მერე წარმატებით დაავიწყდა, რომ უნდოდა ყოფილიყო ჩუმი - მთელს ხმაზე კვნესოდა და ცდილობდა ჩასჭიდებოდა კედელს. გიო თავიდან ფრთხილად მოძრაობდა, მაგრამ თანდათან მოუმატა სიჩქარეს და მოულოდნელად გაჩერდა, რადგან უყურებდა კესოს, რომელმაც პირველად გაათავა და მოახერხა ორგაზმის დაჭერა. ეს რეალურად საოცარი სანახაობა იყო. იმდენად მიმზიდველი, რომ ბიჭს საკუთარი თავიც კი დაავიწყდა.
-შენ?- ჰკითხა რამდენიმე წუთში ცოდვილ დედამიწაზე დაბრუნებულმა კესომ.
-მე ჩემს თავს მივხედავ, შენ როგორ ხარ ის მით...- სიტყვა შუაზე გაუწყდა, როდესაც გოგონამ მისი აგრეგატი თითების მყარ წრეში მოიქცია. ხელის რამდენიმე მოძრაობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბიჭს უმცროსის თხელი თითები თეთრი სუბსტანციით დაეფარა.

...

-კესო, სად იყავი?- კართან შეხვდა აღელვებული პაატა თავის დობილს.
-გავისეირნე,- უთხრა გოგონამ და თმები  აუჩეჩა.
-არ გშია?- ჰკითხა მისაღებში გასულმა საბამ.
-კი,- გაუღიმა გოგონამ,- მე საჭმელს გავიმზადებ, თქვენ კი ერთი სურვილი შემისრულეთ.
-რაც გინდა, დაიკო,- გაიჭიმა პაატა.
-ფილმი ჩატვირთეთ. თან შევჭამ, თან ვუყურებ,- უპასუხა გოგონამ.
-რა ფილმი?- დაინტერესდა საბა.
-I am Sam,- წარმოთქვა გოგონამ და კარში გაშეშებულ გიოს შეხედა. ბიჭს სუნთქვა შეეკრა.
-ოკეი,- დაეთანხმა საბა, რომელიც ძმაკაცის გაშტერებულ თვალებს ვერ ხედავდა,- ამასობაში დანარჩენებიც მოვლენ და მოიტანენ ყველა საჭირო ინფორმაციას. ზეგ ლუკა ქავთარაძის ქორწილში მივდივართ.



№1  offline წევრი HeeChul-ah

კიდევ და კიდევ, ბოდიში დაგვიანებისათვის •.• მეტი არ ვიცი რა ვთქვა. დაგპირდებოდით, რომ გამოვსწორდები, მაგრამ ვიცი რომ არ გამომივა. რთულია სწავლა და მუშაობა ერთდროულად. იმედი მაქვს მოგეწონებათ
--------------------
Nico nico nii

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომწონს, მაგრამ აგვიანებშეეცადე ასე არ დააგვიანო

 


№3 სტუმარი Guest ანო

ჩემი თავი ამოვიცანი,მე ეგრე ვარ დღემდე,თავზე ვიფარებ და ფეხები გარეთ მრჩება :დ სიმაღლის ბრალი მეგონა)) კესო მომწონს ^^

 


№4  offline წევრი ვალენტინა

მალედადეეეე *-*

 


№5 სტუმარი Guest Tusi

Imedia ar gagvacameb lodinit da male dadeb

 


№6  offline წევრი მართაა

კარგი იყო მომეწონა, მალე დადე შემდეგი თავი <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

რა იყო ეს ჰა?აგვიანებ,მაგრამ სამაგიეროდ ისეთს დებ რომ უჰ სასწაული პირდაპირ.კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№8 სტუმარი ♡♥

meore- mesame tavshi cota ar iyos da davibeni.dznelad gasarchevi iyo vize werdi da ris gadmocemas cdilobdi.zogi ram kide ar mesmis...saidan icnobdnen ertmanets da es " umcrosi" " ufrosi" mimartva ver vxvdebi ratom? bundovania mshoblebis ambavic...( tu me ver vxvdebi :)) ) dasawyisi momewona da bolo tavi...istoria vfiqrob kargi gamogiva da warmatebebs gisurveb.

 


№9 სტუმარი lusa

agar gaagrdzeleb?

 


№10  offline წევრი HeeChul-ah

lusa
agar gaagrdzeleb?


აუცილებლად. თითქმის დავასრულე
--------------------
Nico nico nii

 


№11 სტუმარი lusa

HeeChul-ah
lusa
agar gaagrdzeleb?


აუცილებლად. თითქმის დავასრულე

gelodebi moutbenlad

 


№12  offline წევრი HeeChul-ah

lusa
HeeChul-ah
lusa
agar gaagrdzeleb?


აუცილებლად. თითქმის დავასრულე

gelodebi moutbenlad


ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში რომ გალოდინებთ •.•
--------------------
Nico nico nii

 


№13 სტუმარი lusa

HeeChul-ah
lusa
HeeChul-ah
lusa
agar gaagrdzeleb?


აუცილებლად. თითქმის დავასრულე

gelodebi moutbenlad


ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში რომ გალოდინებთ •.•

imedia didxans agar :D :* :*

 


№14 სტუმარი სტუმარი MAIKO

გაგრძელბა აარა ქვს?

 


№15 სტუმარი სტუმარი თამარი

სად ვიპოვო გაგრძელება და დასასრული?

 


№16  offline წევრი LIMADWAVE

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ გრძელდება?????????????

 


№17 სტუმარი სტუმარი Katerina

გაგრძელება არ აქვს?

 


№18 სტუმარი სტუმარი No name

Me-7 tavi sad vnaxo?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent