შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (თავი 7)


24-11-2016, 00:23
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 340

-კაი წამო რა დაიძინე, ცოდო ხარ. ხვალ რაღაც ტურს აწყობენ, ნიკორწმინდა უნდა დავათვალიეროთ. (ტოტო)
-ხვალ აღარ, უკვე დღეს. (ვაჩე)
ამაზე გაეცინა და მხარზე დამკრა. მეც ავდექი და ოთახში შევყევი. საწოლს როგორც კი შევეხე თვალები დამეხუჭა. სიზმარში ლოლა ვნახე, ჩამეხუტა და წავიდა.
დილით გვიან გავიღვიძე. ოთახი ცარიეილი და დალაგებული დამხვდა. მეც მეტი რა მინდოდა, სააბაზანოში შევედი დიდ დინამიკებზე მობილური შევაერთე და Linkin park – numb ჩავრთე, შემდეგ კი წყლის ჭავლის ქვეშ დავდექი. „ლოლა“ ეს პატარა არსება მაგიჟებს. ჩემზე ალბათ არცისე პატარაა, ან შესაძლოა დიდიც, მაგრამ ჩემთვისაა პატარა... „ჩემი თოჯინა“ უნებურად ხმამაღლა წამომცდა ეს ორი სიტყვა და გამეღიმა.
სააბაზანოდან გამოსულმა უკვე წინასწარ გამზადული ტანსაცმელი ჩავიცვი. ზოგადად არ მჩვევია ტანსაცმლის წინასწარ გამზადება, დილით რაც ხელში მხვდება იმას ვიცვამ ხოლმე. დაბლა ჩავედი. ყველა საუზმობდა, მე მხოლოდ მივესალმე და გარეთ გამოვედი. ჯერ სასტუმროს ეზოში ვიბოდიალე, შემდეგ კი იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანში გვერდით გახშირებული სუნთქვა და არაამქვეყნიური სურნელი ვიგრძენი. გავიხედე და როგორც კი ჩემ გვერდით მჯდომი „საყვარელი ღიმილი“ დავინახე, ადგილზე გავშრი. წინ იყურებოდა, ნიკაპი ხელებზე ჩამოედო და ზედაც კი არ მიყურებდა. ერხი მაგრად
-მართლა მზრუნველი ყოფილხარ. (ლოლა)
-ვერ მივხვდი, მაგრამ გულწრფეკად ბოდიშს გიხდი. (ვაჩე)
-ჩემს სიზმრებსაც კი დარაჯობ. (ლოლა)
-შენ... მე.... უბრალოდ.... (ვაჩე)
სიტყვებს თავს ვერ ვაბამდი... არ ვიცოდი რა მეთქვა, ჩემს დაბნევაზე ოდნავ ჩაიკისკისა და მივხვდი რომ არცისეთი გაბრაზებული და ნაწყენი ყოფილა, როგორიც მეგონა.
-რატომ დაიბენი? რამე ისეთი ვთქვი? (ლოლა)
აი ის დღეც დადგა როცა ლოლა იცინოდა, თავისუფლად ლაპარაკობდა, მე კი დაბნეული ვიჯექი მის გვერდით და არ ვიცოდი რა მეთქვა.
-არაფერი უბრალოდ... (ვაჩე)
-გეყო, მუღარ გააგრძელებ. შენი წყალობით არაჩვეულებრივად მეძინა. - ისევ გაიღიმა და ამჯერად შემომხედა, თვალებში ჩამაშტერდა და გააგრძელა. - ისე არ გაიყინე? (ლოლა)
-არა. (ვაჩე)
-რანაირად? ერთი ვიფიქრე გადავალ და დავაფარებთქო, რომ ჩათვლიმე. ისიც ვიფიქრე ახლა მე ვუდარაჯებ მის სიზმრებსთქო. (ლოლა)
-მართლა? - საკმაოდ გამიკვირდა მისი ასეთი სითამამე.
-ხო მართლა, უბრალოდ დამასწრეს და ძილი დაგიფრთხეს. შენ დამიცავი, მე ვერა. (ლოლა)
-ბავშვური ხარ. (ვაჩე)
-შეიძლება, მაგრამ მე ასეთი ვარ. (ლოლა)
-კაერგია.. იცი? - რამენაირად უნდა დავბრუნებოდი გუშინდელს მაგრამ აზრებს ვერ ვუყრიდი თავს. - მეგონა აღარასოდეს დამელაპარაკებოდი. (ვაჩე)
-რატომ? (ლოლა)
-შეგაშინე... უბრალოდ გამიგე... გთხოვ... კარგი? (ვაჩე)
-შიშით მართლა შემეშინდა, მაგრამ არა იმის რომ რაიმეს დამიშავებდი... (ლოლა)
-აბა რისი შეგეშინდა? (ვაჩე)
-იმის, რომ სხვების მსგავსი იქნებოდი. მინდოდა სხვანაირი ყოფილიყავი, განსხვავებული, მაგრამ არა ჩვეულებრივი. - თვალებს არ მაშორებდა. ისედაც გიშერივით შავი თვალები, თითქოს ფრო გამუქებოდა და რაღაც წყვდიადს მოეცვა მისი სულიერი სამყარო. იმდენად ღრმა მეჩვენა მისი თვალები, მეგონა ვეღარასოდეს ამოვაღწევდი მისი ფსკერიდან. - როდესაც უსიტყვოდ გასწორდი წელში და გარეთ გავარდი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა, დარწმუნებული ვარ. (ლოლა)
-არც კი მეგონა რომ შევძლებდი. არ მინდოდა ჩემი საშინელი მხარე დაგენახა. სხვასთან ალბათ არ ვიცი, ალბათ ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ შენმა ბავშურობამ და მიამიტობამ შემაძლებინა. ამას ვერ გამოვიყენებდი და შენს ნდობას ვერ გადავდთელავდი. სენ არ ხარ ისეთი გოგო, რომელთანაც ასეთი ურთიერღობა შეიძლება... შენ მოფრთხილება გჭირდება ფაიფურის თოჯინასავით. (ვაჩე)
თავი მხარზე დამადო და მშვიდად ამოისუნთქა.
-იქნებ ახლა რამე მომიყვე შენზე, მე ხომ მოგიყევი ვინ ვარ, წამოსვლის წინ. (ვაჩე)
საფირმო ღიმილით გამიღიმა და დაიწყო.
-ლოლა კუპრეიშვილი, ვცხოვრობ ნუცუბიძის მესამე მიკროში. ნუ სად ვსწავლობ იცი. და კიდევ.... თავისუფალ დროს ვატავ. (ლოლა)
-ვა მართლა? (ვაჩე)
-ხო რა იყო? (ლოლა)
-მეც ვხატავ. ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა სულიერად მარტო ვარ. (ვაჩე)
-კარგია როდესაც ყველა ემოციის ქაღალდზე გადატანა შეგიძლია. (ლოლა)
-რაღაც დაგავიქყდა. (ვაჩე)
-რა დამავიწყდა? (ლოლა)
ისეთი საწყალი სახე მიიღო, მეთვითონ შემეშინდა.
-რამდენი წლის ბრძანდებით კუპრეიშვილის ქალბატონო. (ვაჩე)
-ასეთი ოფიციალური ნუ იქნები, თორემ აღარ დაგელაპარაკები. - ისევ ბავშვურად გაიბუსხა. - თვრამეტის ვხდები. (ლოლა)
-ეეე... შენ მართლა ბავშვი ყოფილხარ. - გამეცინა.
-ნუ დამცინი, თორემ მეწყინება. (ლოლა)
-კარგი.. - მომენტალურად დავსერიოზულდი - როდის ხდები? (ვაჩ)
-მმმ.... გითხრა? (ლოლა)
-ხო, აბაა? (ვაჩე)
-ხვალ - კურდღელივით გამეკრიჭა.
-მართლა? თუ მეღადავები? (ვაჩე)
-არა მართლა... (ლოლა)
-კარგი ქლბატოო პასუხი მიღებულია. ახლა კი მაგ სკამიდან აბრძანდი და წამობრძანდი. ტური გვაქვს. ჩვენი კუთვნილი როლი უნდა შევასრულოთ. (ვაჩე)
ისიც უსიტყვოდ ადგა და გამომყვა. ბავშვები შესასვლელ კართან იდგნენ და გვიცდიდნენ. ტოტოს და ერეკლეს აშკარად დაეტყოთ კმაყოფილება ჩვენი დანახვისას.
ნიკორწმინდის დასათვალიეებლად წავედით. ჩემზე აშკარად მოქმედებდა ახალი სიტუაცია. ჩემთვის ლოლაც ახალი იყო და რაჭაც. ყოველთვის მერჩივნა მთაში დასვენება ზღვას, თუმცა სამ წელზე მეტია რაჭაში აღარ ვყოფილვარ. ყაზბეგში საკმაოდ ხშირად დავდივარ, მაგრამ იქაური ჰაერიც კი გამჯდარი მაქვს ფილტვებში. თითქოს თბილისშიც კი ყაზვეგის გაერით ვსუნთქავ. ეს კი ამდენი ხნის შემდეგ რაღაც ახალია. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ახლის ძიება მიყვარს. ამიტომაც ვსწავლობ სამართალზე. ერთი მიზეზი ისაა, რომ უსამართლობას ვერ ვიტან, მეორე კი ის, რომ ყველაფერი ახალი მიყვარს, ძიება მიყვარს. პროფესიად კი კრიმინალისტობას ვაპირებ. მართალია მძიმე და დატვირთული სამსახური მექნება, მაგრამ ჩემს ჭიას გვაახარებ და კმაყოფილი ვიქნები კარიერული მხრივ.
ხანდახან ლლა ამომხედავდა ხოლმე საყვარლად და თავისთვის იღიმოდა. რამდენჯერმე ზედიზედ რომ გაიმეორა, გავაჩერე და ვკითხე.
-მაგ ბრიალა თალებით ჩემი გაგიჟება გინდა? (ვაჩე)
-რაზე? (ლოლა)
-რა და ვგიჟდბი, თვალებ ეგრე რომ აფახულებ. (ვაჩე)
-კარგი რა... (ლოლა)
-პატარა ქალბატონო ეგ თვალები ან დამალე, ან აღარ შემომხედო... - ისევ გამეცინა.
-აბა ვის ვუყურო? - ისიც სახეგაბადრული მიყურებდა ქვემოდან და თვალებში პატარ ჭინკები უხტოდნენ.
-გაიხედე რა ლააზი მთებია. (ვაჩე)
-ვხედავ. - ისევ გაიცინა - თან შენი თვალები უფრო ალამაზებს. (ლოლა)
ეს არ ვიცი კომპიმენტი იყო თუ რა, მაგრამ სასტიკად მესიამოვნა.
-ასე ნუ იცინი. (ვაჩე)
-კიდევ ამიკრძალავ რამეს? თუ პირობები აღარ გაქვს? (ლოლა)
-კიდვ მოვიფიქრებ რამეს. მანამდე შენ ეგენი დაიცავი. (ვაჩე)
ბოლო ხმაზე ვიცინოდით, რის გამოც გიდის უკმაყოფილება გამოვიწვიეთ.
-კარგი ვეცდები... - გადაიკისკისა ისევ - ვსო, ბოლო იყო. (ლოლა)
მართლა ხმა აღარ ამოუღია, თუმცა თვალებს მაინც ვერ აჩერებდა პერიოდულად.
ულამაზესი იყო ნიკორწმინდა... ნეტავ მთელ რაჭას ასე გვაჩვენებენ? ალბათ კი. ბატონმა იოანემ ხომ თქვა: „უსაქმოდ ვერ იქნებით, პროექტზე იმუშავებთ.“-ო ჩვენი ჯგუფიც ზუსტად რომელიმე კუთხეზე ვაპირებთ პროექტის გაკეთებას. თუ რა სახის დანაშაულები ხდება საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში. საღამოს გამოვაცხადებ რომ თათბირი გვექნება ა თემასთან დაკავშირებით. გეგმასაც გავაცნობ ბავშვებს.
ტაძარში შევედით... ნიკორწმინდაში... ყველა სამახსოვრო ფოტოებს იღებდა ლოლას გარდა. ღვთისმშობლის ხატთან იდგა და ლოცულობდა. გრძელი კაბით და ნაცრისფერი თავსაბურავით რომელშიც მისი გრძელი თმები საერთოდ არ ჩანდა, უსათნოეს არსებას გავდა. „შენია“ მეძახდა შინაგანი მხარე. გამეღიმა და გვერდით მივუდექი სანთლის დასანთებად.
ლოლა აღარ შემიწუხებია სასტუმრომდე. არ მინდოდა ზედმეტად ავეთვალე მის სამყაროში. არ ვაპირებდი ოთახში ასვლას, მაგრამ ლოლა ავაცილე. თუმცა არა.. უფლება არ მომცა. მთხოვა: „მეგობრებთან დარჩი ოთახის გზა კარგად მახსოვსო“. მეც დავემორჩილე დედოფალს, მხოლოდ ლიფტამდე მივაცილე და ბიჭებთან დავბრუნდი. მარტო ბიჭები კი არა ყველა იქ იყო და ცოტა ეჭვნარევი თვალით მიყურებდნენ. ცოტა არ მესიამოვნა. ჩვენს ჯგუფში ერთი გოგო იყო, რომელსაც ადრე ვხვდებოდი. იმ გოგოს ვუყვარდი, მე არა რა თქმა უნდა, თუმცა ყოველთვის პატივს ვცემდი მის გრძნობას. იცოდა, რომ ჩემგან არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ურთიერთობაზე მაინც დამთანხმდ.შემდეგ კი მშვიდად დავამთავრეთ ყველაფერი, რადგან არ მინდოდა გულისკენოდა, ახლა კი მეშინია ლოლა არ აითვალწუნოს. არ ვიცი რატომ. ყველას ბიჭების გარდა ეგონათ რომ ლოლა ჩემი შეყვარებული იყო და რადაც უნდა დამჯდომოდა ეჭვი არავის უნდა აეღო. ასე უფრო ახლოს მეყოლებოდა. ანანოც გაიგებდა რა თქმა უნდა. რას ვიზამთ. ჩემი ბრალი ხომ არ იყო რომ ვუყვარდი.
-ბავშვებო თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. (ვაჩე)
-ვისთან კონკრეტულად? (ანანო)
აი, ხომ ვთქვი რამე არ ქნასთქო. გამოყო უკვე თავი. ბედკრულო ვაჩე, რა დღეში ხარ?..
-ყველასთან. (ვაჩე)
-რა თხოვნა? (ანანო)
ჩვენ შორის ყველაფერი დიდი ხნის დამთავრებული იყო და ახლა რატომ აქტიურობდა უბრალოდ არ მესმოდა.
-აქ არ მინდა რა ლაპარაკი, უკანა ბაღში გამომყევით რა. - საწყალი სახე მივიღე, რაც არასდროს მიჭირდა. - გთხოოოვთ... (ვაჩე)
ბიჭებს გაეცინათ, ელენესაც. უბრალოდ არ მინდოდა ლოლა ჩამოსულიყო და დავენახეთ. ხვალინდელი დაბადების დღე განსაკუთრებული იქნებოდა მისთვის. ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის რომ მისი ღიმილის მიზეზი ვყოფილიყავი.
-მოკლედ მისმინეთ. (ვაჩე)
-გრძლად გისმენთ ვაჩე, ოღონდ დაიწყე, თორემ გაგიტეხავ მაგ გოგრას. (ელენე)
ეს გოგო როდის მოლბება ერთი ეს გამაგებინა. „ამ მწარე ენით რა გაათხოვებს ამას“.
-ხვალ ლოლას დაბადების დღეა და თქვენი დახმარება მჭირდება. (ვაჩე)
-ჩვენ რაში უნდა დაგეხმაროთ? (ცოტნე)
-ახლა წავალ, იქნებ ფეიერვერკი ვიშოვო. გამე როდესაც ლოლა აივანზე გამოვა გაუშვებთ და იმღერებთ. ოღონდ არ იბლუყუნოთ. კარგი? (ვაჩე)
-მიდი ბრატ გვარდი ახლა შენ და ტხისთვის მოდი, თორემ სასადილოდ რომ ჩამოვა, შეამჩნევს შენ იქ არ ყოფნას. (დემეტრე)
მხოლოდ გვაუღიმე ყველას და წავედი. ჯერ ერთ ადგილას მივედი სადაც ულამაზეს ყვავილებს ყიდდნენ. მივედი და მოხცს ვთხოვე 200 წითელი და 18 თეთრი ვარდი შეეკრა, თუ შეძლებდა რა თქმა უნდა. გამიღიმა და მითხრა: „შეყვარებულისთვის ულამაზეს თაიგულს დაგახვედრებ ორ საათშიო.“ „ნეტავ ამან რა იცის ვისთვის მიმაქვს“. უცებ მოვიშორე ფიქრები და დავემშვიდობე.
მთელი ამბროლაური მოვიარე ფეიერვერკის საშოვნელად და ვიყიდე კიდეც. ოთხი საათისთის დაბრუნებაც მოვახერხე და საწვავის ჩასხმაც. მანამდე ტოტო გავაფრთხილე ლოლასთვის ყურადღება მიექცია. ოთახში ჩუმად შევიპარე და თაიგული ლოგინზე დავდე. თეთრი ფერის ვარდებით გული იყ გაკეთებული, თუმცა არა შუაში. ნამდვილად საოცარი მოხუცი იყო. მაშინცე დაბკლა დავეშვი. ყველა მომღიმარი სახით მიყურებდა. ცოტა ხანში კი ლოლაც გამოჩნდა. პატარა მაგიდაზე წინ დამიჯდა, ჟაკეტი გადაკიდა, გამღიმა და საჭმლის მოსატანად წავიდა. სავსე თეფშით და ჭიქით დაბრუნდა უკან. ისევ გამიღიმა და დაჯდა.
-იცი? სურამში რომ ლობიანი ვჭამეთ, იმის მერე არ მიჭამია. (ლოლა)
-რატომ პატარა? (ვაჩე)
არ მესიამოვნა მისი ეს სიტყვა „არ მიჭამია“
-გუშინ შენ არ გამოჩენილხარ. მარტო ჭამა არ მინდოდა. (ლოლა)
ჩემკენ მოვწიე და შუბლზე ვაკოცე.
-არც მე მიჭამია. - გავუღიმე - გუშინ. (ვაჩე)
-შენ რაღატომ? (ლოლა)
-მეგონა, გაგაბრაზე და ვერ ვჭამდი. (ვაჩე)
-და ახლა რატომ არ ჭამ? (ლოლა)
-შენ გელოდებოდი. (ვაჩე)
ვუთხარი უკვე ფეხზე ამდგარმა, თავზე ვაკოცე და საჭმლის მოსატანად წავედი. უკან ორი სავსე თშით და ერთი ჭიქით დავბრუნდი. სადაც მხოლოდ წყალი ესხა. უჩემოდ ლუკმაც არ ჩაუდია. დამინახა თუ არა, გამიღიმა და ჭამა დაიწყო. მეც ვჭამდი თუმცა საკმაოდ ჩქარა. სასწაულად მშიოდა. ცოტა ხანში სიცილი აუტყდა ჩემ შემხედვარეს.
-რა გაცინებს გოგო? (ვაჩე)
ვკითხე პირგამოტენილმა.
-თუ ასე გშიოდა, გეჭამა აქამდე. (ლოლა)
-ხომ გითხარი რატომაც არ ვჭამე.... (ვაჩე)
-ეგ ხო. მაგრამ დილით? (ლოლა)
-დილით.... შენ არ იყავი სასადილოშ და მე რა მინდოდა.. (ვაჩე)
-ხო, მგრამ შენი მეგობრები ხომ იყვნენ? (ლოლა)
-ისინი ოთახშიც მეყოფიან ... (ვაჩე)
-ხო რა ვიცი.. (ლოლა)
-შენ არ გეშინია რომ გასუქდე? არც შენ ჭამ ცოტას.(ვაჩე)
-არა. - ენა გამომიყო. - არ ვგავარ იმ გოგოებს, ლუკმებს რომ ითვლიან ზედმეტად განში რომ არ გაუვიდეთ. ქონებს გასაბრტყელებლად რომ დასდევენ და კილოგრამებს მოსაკლავად. (ლოლა)
-მაგარია. მიყვარს ეგეთი ხალხი. (ვაჩე)
-ხო მეც მაგრამ ვერ ვპოულობ ხოლმე. მართალია არ ვარ მსუქანი, მსუქანი კი არა წვრილი ფეხები მაქვს,მაგრამ ღიპი მაქვს, - გაეცინა - ღიპი, რომელსაც გოგოები სხვადასხვა ხერხით მალავენ, მე სრულებითაც არ მაწუხებს. აი მაშინ შემაწუხებს, თუ საშინლად გავსუქდები. მაგრამ ვისთვისაჩ ძვირფასი ხარ მაგის თვალიერებას არ დაიწყებს. (ლოლა)
-კარგად აზროვნებ. მართალია მიყვარს გამხდარი გოგოები, მაგრამ ჩემთვის არ ავს მნიშვნელობა შენ როგორი იქნები, მავარია შენ ხარ. და სულერთი იქნება ჩემთვის ოთხმოცი კოლოგრამი იქნები თუ თორმეტი. (ვაჩე)
გავუღიმე, მაგრამ არ ვიცი მაგალითად ის რატომ მოვიყანე. ლოლა სულ სხვა იყო. რაღაც განსაკუთრებლად მიყვარდა უკვე მისი ყველაფერი. ხო.. მართალია მე ეს გოგო მიყვარდა. მე.. ვაჩ სხირტლაძეს მიყვარდა პირველად, თან გოგ, რომელსაც არც კი ვიცნობ.


პ.ს. დიდი თავიო მთხოვეს, ვეცადე რაც შეიძლება დიდი დამედო. :* მადლობა ვინც კითხულობთ.



№1 სტუმარი Guest Eka

Momewonaaa :-*

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან კარგია
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent