შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობები (ნაწილი 5)


24-11-2016, 05:22
ავტორი ანტა
ნანახია 1 458

ბიბლიოთეკის შუაში გაუჩერებლად ვცემდი ბოლთას და ნერვიულად ვისვამდი სახეზე ხელებს. ყოველთვის მიჭირდა ადამინაებთან კონტაქტში შესვლა. მაგრამ თუ ვინმეს დაუახლოვდებოდი მალე მის გარეშე ვეღარ ვძლებდი. არასოდეს მყოლია ბევრი მეგობარი. ამიტომ მათზე ვხდებოდი დამოკიდებული. შემდეგ კი მთელიძალით ვეხეთქებოდი რეალობას. სწორედ მას შემდეგ დამეწყო კოშმარები,გავხდი უემოციო და სიცოცხლის ხალისი დავკარგე. ახლა ამდენი ადამიანის გაცნობა ზედმეტად მანერვიულებდა. მეშინოდა ისევ არ მტკენოდა გული და იმედები არ ჩამომნგრეოდა თავზე. მეშინოდა რომ ისევ მარტო დავრჩებოდი როდესაც გემო გავუსინჯე ასეთ ადამიანებთან ყოფნას. მინდოდა დამეჯერებინა რომ ყველა ერთნაირი არაა. მაგრამ ეს არ შემეძლო. თავს ვეუბნებოდი რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. გულ-მკერდის მწვავე ტკივილის დაიგნორებას ვცდილობდი. ყოველთვის ასე მემართებოდა როცა რაიმეზე ვნერვიულობდი. ღრმად სუნთქვა დავიწყე. გულისცემა დავიმშვიდე და მუხლების კანკალით მიუვახლოვდი კარს. ძლივს დავიმორჩილე ხელი რომ სახელურზე ჩამომედო. ძალა მოვიკრიბე გავიღიმე და ბიბლიოთეკიდან გავედი. ბიჭებს მისაღებში გადმოენაცვლათ. ღიმილი სახეზე შემახმა როდესაც დანახული აღვიქვი. ბლიშები აქეთ იქით იყო მიყრილი. საბა ან რეზი მაგიდაზე იდგა და ცოცხს იქნევდა. მაგიდის გარშემო ბექა დარბოდა,ცდილობდა რეზის მოქნეული ცოცხი აეცილებინა და თან ტყუპს მისწვდომოდა. მეორე ტყუპს დემეტრე დასდევდა. უცნობი ყველას რაღაცას ესროდა,ანდრია კი ვითომც არაფერიო წიგნს კითხულობდა. როდესაც უცნობის მიერ ნასროლი ყუთი მოხვდა. სახე სიბრაზისგან წამოუწითლდა. შემდეგ უხმაუროდ დახურა წიგნი და ჟურნალის მაგიდაზე დადო. ისე მოულოდნელად და სწრაფად მივარდა უცნობს რომ თვალის მიდევნება გამიჭირდა. ყველაფერს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და ბედნიერების ცრემლები მომაწვა. ვცდილობდი არ მეტირა და პირის გახევამდე ვიღიმოდი. ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და სიცილ-ტირილით ამოვისუნთქე. მოულოდნელად ყველა გაჩერდადა მე შემომხედა. წამში შეეცვალა ყველას სახე. დარცხვენილმა სახეზე ავიფარე ხელები. უცნობმა ანდრიას ყელს ხელები შეუშვა და ჩემსკენ წამოვიდა. ბიჭებს ხელთ ანიშნა გასულიყვნენ და ძლიერად მომხვია ხელები. ამან ჩემზე კიდევ უფრო იმოქმედა და ტირილს ვუმატე.
-კაი რა გატირებს ეხლა გაფიცებ?-მკითხა თან დივანზე ჩამომაჯინა და თავზე ხელს მისვამდა.
-მე...თქვენ...ისეთი..-ვსლუკუნებდი და სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი.
-რამე ცუდი გავაკეთე?ან მათ გააკეთეს?
-არა,უბრალოდ...თქვენ ძალიან კარგები ხართ-ვთქვი და მოკანკალე სუნთქვა ამოვაყოლე.
-და ეგ გატირებს?არ ხარ ნორმალური-შემომხედა და დანანებით გააქნია თავი.
-მე...არ მქონია ასეთ კარგ... ადამიანებთან ურთიერთობა
-სამაგიეროდ ეხლა გექნება.
-შენ ვერ ხვდები...მე მყავდა მეგობრები... ცოტა მაგრამ მათ ჩემ ოჯახად ვთვლიდი. ერთხელ გავიგე რომ ზურგს უკან მჭორავდნენ და მლანხღავდნენ. ამბობდნენ რომ ვაიძულებდი ჩემთან მეგობრობას...რომ საზიზღარი ადამიანი ვიყავი... და მე.. მეშინია იგივე არ დამემართოს... ისევ მარტო არ დავრჩე,არ მინდა იგივე კიდევ გამოვიარო არ მინდა...არა..-შუბლით მის მკერდს ვიყავი მიყრდნობილი და მაისურს ვუსველებდი.თითები ნიკაპზე შემომაჭდო და სახე ამაწევინა.ცრემლები ცერა თითით მომწმინდა.ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა
-ამის გადატანა არ მოგიწევს,მე არავის მივცემ უფლებას ეს გაგიკეთოს.-საფეთქელზე შემეხო ცხელი ტუჩებით და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. მკლავებში ვყავდი მოქცეული და რაღაც სიტყვებს ჩურჩულებდა. როცა დავმშვიდდი ნელა წამომაყენა და გარეთ გავედით. ბიჭებს კოცნი დაენთოთ და ირგვლივ შემომსხდარიყვნენ.ყველა ჩუმად იყო,მაგრამ ჩვენ რომ დაგვინახეს სახეზე შვება გამოესახათ და ისევ ერთმანეთთან ღლაბურცი გააგრძელეს. დამამთქნარა და უცნობიც ავიყოლიე.
-აბა ახლა ყველანი აეყარეთ და დაეყარეთ დაიძინეთ-ამ სიტყვენით წამოდგა ტყუპი და სახლისკენ გასწია. კოცონი ჩავაქრეთ და უკან გავყევით.
-მოიცათ ახლა გავნაწილდეთ:მე ჩემს ოთახში,ლილი თავისაში და დანარჩენები სადაც გინდათ იქ დაეყარეთ.-თქვა უცნობმა
-აუუუ!ეგრე არ გამოვა. ჩვენ რა დავაშავეთ!
-ის რომ ეს ჩემი სახლია.
-ოღონდ რამე რბილზე დამაწვინეთ და ყველაფერზე თანახმა ვარ.-ვთქვი და კიდევ ერთხელ დავამთავრე.
-ლილის ვეთანხმები-ტუპმა ხელი გადამხვია და დაამთქნარა.
-მოკლედ ასე ვქნათ-წამოიწყო უცნობმა და ეს იდეა ჩემს გარდა რატომღაც ყველას მოეწონა.
ტბის პირას ვზივარ. ბიჭები სახლში არიან. სახეზე ხელები მოვისვი,სავსე მთვარეს შევხედე და ბედს დამორჩილებულმა სახლისკენ გავწიე. უჩვეულო სიმშვიდე იყო.ჩუმად ავედი საძინებელში და საბნის ქვეშ შევძვერი. მინდოდა არ შემემჩნია გვერდით მწოლი უცნობი რომელიც უკვე მშვიდად ფშვინავდა. საწოლის კიდეზე ვიყავი მიწოლილი. ზურგით უცნობისკენ. ვიწრიალე, გაუჩერებლად ვტრიალებდი.
-ესეც შენი ჩვევები,ჯანდაბა!-ხმადაბლა ვილანძღებოდი. შარვლით ძილს ვერასოდეს ვერ ვიტანდი. ახლა კი ან უნდა გამეხადა ან მთალი ღამის გათენება მომიწევდა. როდესაც უკვე უძილობამ შემომიტია და თვალებიც ამეწვა სარწლიდან წამოვხტი და სწრაფად გავიძრე შარვალი. იმდენად ძლიერად ითხოვდა ჩემი გონება ძილს და ძალების მოკრებას რომ ფიქრი აღარ შემეძლო. როცა გავიაზრე როგორ მდგომარეობაში უნდა დამეძინა უცნობთან ერთად შემაჟრჟოლა, ბოლო ნორმალური აზრი ჯანდაბაში გავისროლე და ლოგინში შევძვერი. გაყინული ტერფები ერთმანეთს გავუხახუნე და საბანი ცხვირამდე ავიწიე. ბოლოჯერ გავხედე დაბინდული თვალებით უცნობს რომელიც ჩემკენ გადმობრუნებულიყო და ძილში იღიმოდა.
 როდესაც სუნთქვა გაუსაძლისი ხდება თვალებს ვახელ. მოულოდნელობისგან თვალები მიფართოვდება.როგორც ჩანს უცნობს ჩემი საწოლად გამოყენების იდეა მეტისმეტად მოსწონს. სახე ჩემს ყალში ჩაერგო და მშვიდად ფშვინავდა. მისი ცხელი სუნთქვა სუსტად მირხევდა თმებს და მთელ სხულში ჟრუანტელი მივლიდა. ცალი ფეხი ჩემს ბარძაყებზე გადმოედო. ერთი ხელი წელზე შემოეხვია მეორე ხელის თითები კი ჩემს თმაში იყო შეცურებული.
პირველი რაც თავში მომივიდიდა იყო:"ასე ახლართვა როდის მოვასწარით?"
შემდეგ კი იმაზე დავიწყე ფიქრი როგორ ავმდგარიყავი ისე რომ უცნობი არ გამეღვიძებინა. ოდნავ გავფართხალდი, უცნობის ხელები მოდუნდა და ჩავთვალე რომ ეს ის მომენტი იყო როცა ამბობენ "ან ახლა ან არასდროსო" მაგრამ როგორც კი წამოვიწიე ორმაგი სიძლიერით შემომეხვია უცნობის მკლავები და მაიძულა პირვანდელ მდგომარეობას დავბრუნებოდი. მზეს ავხედე რომელის სხივები სუსტად ანათებდნენ. ბედს დავმორჩილდი, უცნობისკენ გადავბრუნდი და ძლიერად შემოვხვიე მკლავები.
      შრიალი მესმის. მალე ვხვდები რომ აღარ მეძინება და თვალები ძალით მაქვს დახუჭული. თვალებს ვახელ და ოთახს ვავლებ მზერას. უცნობი წელს ზემოთ შიშველი გარდერობთან დგას.მაიკა გამოიღო და სწრაფად გადაიცვა. გაოგნებული ტრიალდება ჩემსკენ და ხელით მაიკაზე მანიშნებს. მაიკას ჭიპთან და მკერდთან წრიულად არის დაჭრილი. სახეზე ჯერ გაოცება მახატია, შემდეგ კი სიცილს ვეღარ ვიკავებ და ხარხარს ვიწყებ. სიცილისგან მუცლის კუნთები ამტკივდა. უცნობს ავხედე, მე ყურადღებას აღარ მაქცევდა და ოთახიდან გარბოდა. საბანი გადავიხადე და შარვალს დავსწვდი. სწრაფად ამოვიცვი და დერეფანში გავვარდი. პირველ სართულზე ჩავედი, მიმოვიხედე დივანზე ანდრია მოკუნტულიყო. ძილშიც კი მოჟამული იყო. ხელი წავიღე რომ გამეღვიძებინა როცა მაღლიდან ღრიალი მოისმა. ანდრია წამოიწია და თვალები მოიფშვნიტა. კიბეებზე წელს ზემოთ შიშველი დემეტრე მირბოდა უკან კი მთელი საძმაკაცო მისდევდა. გაოგნებისგან ყბა ჩამომივარდა. უკან გაწეწილი და გამხმარ თმიანი ტყუპი,დახვრეტილმაიკიანი უცნობი სახემოხატული მეორე ტყუპი სახეაწითლებული ბექა მისდევდა. გაოგნებული ვუყურებდი როგორ დარბოდნენ მთელ ოთახში. მალე გარეთ გავარდნენ და იქ გააგრძელეს დაჭერობანას თამაში
-ამათ რა სჭირთ?
-სულ ასე ხდება ოღონდ ამას ყოველთვის დემეტრე არ აკეთებს.
-და შენ რატომ არაფერი გიქნეს?-ვუთხარი და ყურადღებით დავაკვირდი ანდრიას რომელსაც უჩვეულო არაფერი სჭირდა.
-ხვდებიან რომ არ ავყები ასე რომ თამაშგარეთ ვარ. ახლა ამათ ეშიებათ ასე რომ ჯობს საჭმლის კეთება დაიწყო.-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.
-რძალო კარტოფილი შეწვი რა!-ბექას ხმა მომწვდა და გამაშეშა. შემდეგ მისი წუწუნიც მოისმა მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია. სწრაფად მოვეგე გონს და ისე გავაგრძელე გზა ვითომც არაფერი. სამზარულოს კარი მივხურე და ანერვიულებილმა ღრმად სუნთქვა დავიწყე. ვცდილობდი ხელების კანკალი შემეჩერებინა მაგრამ არაფერი გამომდიოდა. კარტოფილი მოვიძიე, დანა ავიღე და თლას შევუდექი. მთლი ყურადღება კარტოფილზე გადავიტანე. ნამდვილად არ მსურდა ხელების გადასერვა. მაგრამ სურვილი და გაკეთება სხვადასხვა რამეა. ბიჭებმა სამზარეულოს კარი შემოაღეს და ხმაურით შემოაბოტეს. ყველას თავი მოეწესრიგებინა. უცნობი გვერდით დამიდგა და თბილად გამიღიმა. რამოდენიმე წუთს მშვიდად მიყურა მერე საფეთქელზე წამით მომაკრო ტუჩები და მაგიდას მიუჯდა. ხელების კანკალი მომემატა და მისი შეჩერება ვეღარ შევძელი. ყოველთვის ძალიან მგრძნობიარე ვიყავი და ყველაფერი გულთან ახლოს მიმქონდა. არც ეს სიტიაცია იყო განსხვავებული, ნერვიულობა დავიწყე, მინდოდა მალე გავსულიყავი აქედან. სიჩქარეში ხელი გავიჭერი ეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ დანა დამივარდა. ღრმა ჭრილობიდან სისხლი მოდიოდა. სახლში სიჩუმე ჩამოწვა და ყველამ მე შემონხედა. ყველა ემოცია ერთად დამატყდა თავს. გაბრუებული ჩავიკეცე. იცნობი სწრაფად მოვიდა ჩემთან და მკლავები შემომავლო.
-ბიჭებო!სპირტი,ბამბა და წყალი მოიტანეთ.-დაბინდული თვალებით ვუყურებდი უცნობს,რომლის გაცემული ბრძანებები შორიდან ისმოდა.
-ჰეი,ჰეი, გონება არ დაკარგო.
გთხოვ ცოტაც მოითმინე-მიუხედავად მცდელობისა თვალები თავისით დამეხუჭა და სრულმა წყვსდიადმა დაისადგურა.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

მაგარია მომეწონა ძაან
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent