შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცოცხლე ჩემთვის


24-11-2016, 12:27
ავტორი snazina
ნანახია 1 529

თავი 1 პირველი შეხვედრა
ლიკა ჩაფიქრებული მიუყვებოდა ქუჩას და უსმენდა ქოლგაზე დაცემული წვეთაბის ხმას. ჩვეულებრივი არფრით გამორჩეული დღე იყო, მაგრამ ლიკას ცხოვრებაში წამში შეიცვალა ყველაფერი. გზაზე სატვირთო მანქანა მოცურდა და პირდაპირ ტროტუარისკენ გამოქანდა. ხალხი აყვირდა, ყველა ცდილობდა გაქცეულიყო და თავისთვის ეშველა, ერთმა ახალგაზრდამ ლიკას ხელი კრა, ასე გაითავისუფლა გასაქცევად გზა, ლიკა დაეცა და ვერ მოასწრო მისკენ მომავლ მანქანას გასცლოდა. მანქანა ელექროგაყვანილობის ბოძს დაეჯახა და გადაყირავდა ლიკა მანქნასა დაკედელს შორის აღმოჩნდა მომწყდეული და გონება დაკარგა.
როცა გონს მოვიდა და თვალები გაახილა უცნობი ყმაწვილი დაინახა რომელიც გაფაციცებული იხდიდა პერანგს,ისევ გაითიშა, როცა კვლავ მოვიდა გონს საშინელი ტკივილი იგრძნო, თითქოს ადგილი არ ჰქონდა არ ტკიებოდა.მასზე დახრილი ყმაწვილი მთელი ძალით აწვებოდა მუცელზე ხელებით, ხელში სისხლიანი მაისური ეჭირა, ძლიერი, საკუთარი საქმის მცოდნე გამომეტყველება ჰქონდა, ლიკა ისევ გაითიშა.
თვალები გაახილა და თეთრ ჭერზე ჩამოკიდული ჭაღი დაინახა. ,,სად ვარ“ გაიფიქრა, სცადა ჭამოჯდომა მაგრამ ვერ შეძლო.უცედ უცხო ყმაწვილის სახე გაახსენდა გაახსენდა როგორ ცდილობდა მისთვის თავისი მაისურით სისხლდენის შეკავებას. ,,რა მოხდა“ გაიფიქრა ისევ.
-გაიღვიძეთ?- მოესმა უცებ ვიღაცის ხმა. თავი მიაბრუნა და კითხვით სავსე გამომეტყველებით შეხედა იქვე მდგარ ექიმს.
-ავარიაში მოყევით, ახლა საავადმყოფოში ხართ, მრავლობით დაზიანება გაქვთ ამიტომ განძრევას გარკვეული დრო ვერ შეძლებთ. თქვენს ახლობლებს უკვე ვაცნობეთ და მელე აქ იქნებიან. ტკივილგამაყუჩებელის ზემოქმედების ქვეშ ხართ ცოტა ხანში როცა მისი მოქმედება გაივლის ტკივილები დაგეწყებათ, ექთანი აქვე იქნება და თუ რამე დაგჭირდათ ამ ღილაკს დააჭირეთ ხელი, რომ გამოიძახოთ. ახლა სხვა პაციენტის სანახავად მივდივარ. საღამოს კიდევ შემოგივლით.
ექიმი პალატიდან გავიდა. ლიკა ჩაფიქრდა, უნდოდა გაეხსენებინა რა მოდა, მაგრამ ვერაფერს იხსენებდა, მხოლოდ მასთან დაჩოქილი ყმაწვილი და მისი სახე ახსოვდა. თვალები დახუჭა და ჩაეძინა. როცა გამოეღვიძა მის გვერდით აცრემელბული დეიდა დაინახა.
-როგორ შემაშინე, საყვარელო როგრო შემაშინე.- უთხრა დეიდამ ტკბილი ხმით ლიკას საწოლზე დაემხო და აქვითინდა. ლიკას უნდოდა დაემშვიდებინა რამე ეთქვა მაგრამ ვერ შეძლო. მხოლოდ ხმელეთზე მოხვედრილი თევზივით პირი გააღო და ხმა არ ამოუვიდა.

* * * *
ანდრიამ დილით ადრე გმოიღვიძა და გარეთ გავიდა სასეირნოდ. საქმეზე ფიქრი სიარულის დროს უყვარდა. ხვალ რთული დღე ელოდა და უნდოდა ცოტა დაესვენა. უცებ გზაზე მოცურებული ავტომობილი დაინახა, დააპირა სხვა მხარეს წასულიყო მაგრამ თვალი მოჰკრა დაცემულ გოგონას და თვითონაც არ იცოდა რატომ ადგილს მოსწყდა და მისკენ გაქანდა,მისი გდარჩენა ვერ შეძლო მანქანამ დაასწრო და გოგო კედელს მიასრისა, არც დაფიქრებულა, იცოდა ასეთ დოს ყოველი წამი ძვირფასი იყო, მანქანას ხელი მოკიდა და მისი გაწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, მაინც არ ნებდებოდა ექაჩებოდა და ექაჩებოდა მაქნას, იგრძნო გვერდით ვიღაც დაუდგა და მასთან ერთად მიაწვა ატომობილს, ცოტახნის შემდეგ მანქანა დაეორჩილათ და გასწიეს გოგო ანდრიას მკლავებში ჩაუვარდა, ფრთხილად დააწვინა ტროტუარზე და დაათვალიერა მუცლიდან სისხლი სდიოდა, პერანგი გაიძრო, შემდეგ მაისურიც და ჭრილობაზე დააჭირა.
-დარეკეთ საასწრაფოში.- დაუყვირა გარს შემოხვეულ ხალხს თვითონ კი ჭრილობას თვალს არ აცილებდა, იცოდა თუ ჭრილობას ხელს გაუშვებდა გოგო საავადმყოფომდე ცოცხალი ვერ მიაღწევდა.უცებ თავი მიატრიალა, სახეზე შეხედა და თვალი ვეღარ მოაშორა.
- იცოცხლე... გთხოვ იცოცხლე.- იმეორებდა გულში, თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და გამწარებული იმეორებდა.-გემუდარები ოღონდ იცოცხლე...
სასწრაფოს სირენის ხმა რომ გაიგონა უცებ გამოერკვია. გვერძე მდგარ ბიჭს დაუძახა და უთხრა ჭრილობისთვის ხელი დაეჭირა, აუხსნა როგორც, თვითონ წამოდგა და შეკრებილ ხალხს შეერია. ერთხელაც შეხედა მიწაზე მწოლიარე გოგოს.
-გთხოვ იცოცხლე.- ჩაიჩურჩულა და იქაურობას გაეცალა.

თავი2
ლიკა 2 თვე იწვა საავადმყოფოში და ეს 2 თვე საუკუნედ ეჩვენებოდა, ყოველ დღე უწევდა ტკივილთან, სასოწარკვეთასთან და იმ აზრთან შეგუება რომ ვეღარასდროს შეძლებდა ძველებურად ხატვას. ავტოავარიამ ერთ წამში დაამსხვრია მისი ცხოვრება, მისი ოცნებები გამხდარიყო ცნობილი მხატვარი, თუმცა ის უკვე ცნიბილი პერსპექული ახალგაზრდა მხატვარი იყო და ავარიის დღეს თავისი პირველი გამოფენის მოსამზადებლად მიდიოდა.
როცა სახლში დაბრუნდა ერთადერთი რაც სულიერად დაცემის საშუალებას არ აძლევდა იმ ყმაწვილის სახე იყო რომელმაც სიკვდილისგან იხსნა, უნდოდა მოეძებნა და მადლობა გადაეხადა. ახლა ეს იყო მისი ცხოვრების მიზანი, ყოველ დღე იძინებდა და იღვიძებდა იმ იმედით რომ ოდესმე იპოვიდა მას.
ლიკას მშობლები ადრე დაეღუპა, მხოლოდ ერთი დეიდა ყავდა რომელმაც გაზარდა, თვრამეტი წლის რომ გახდა ლიკამ გადაწყვიტა ცალკე გადასულიყო საცხოვრებლად. ახლაც ავარიის შემდეგ თავის ბინაში დაბრუნდა, დეიდა ემუდარებოდა შენთან დავრჩებიო მაგრამ ლიკამ არ დაუთმო. მარტო ყოფნა არჩია. თავიდან უჭირდა მოძრაობაც, საქმის კეთებაც მაგრამ არ ნებდებოდა და ყოველ დღე სულ უფრო მყარად დგებოდა ფეხზე. მხოლოდ ხატვა უჭირდა, როგორც კი ფანქარს იჭერდა ხელში მაშინვე ხელის კანკალი ეწყებოდა და ხელი უღონოდ უვარდებოდა დაბლა.
ერთხელ ფანჯრის რაფაზე იჯდა და ქუჩაში მიმავალ ხალხს აკვირებოდა, უცებ მოეჩვენა რომ ნაცნობი სახე დაინახა. ,,,ნუთუ ისაა“-გაიფიქრა ფანჯარას მოწყდა და ქუჩაში გავარდა. გამვლელებს აკვიორდებოდა გარბოდა და თვალებით ყველგან ეძებდა ბიჭს რომელიც ყოველ ღამე ესიზმრებოდა. საკმარისი იყო თვალები დაეხუჭა რომ მუდამ მას ხედავდა. უცებ დაინახა, ნამდვილად ის იყო, უნდოდა დაეძახა მაგრამ სახელი არ იცოდა, გაეკიდა იფიქრა დაეწეოდა, ბიჭმა უცებ სახლის კუთხეში შეუხვია და თითქოს მიწამ ჩაყლაპა აღარსად ჩანდა. ლიკა სახლის კედელს გაუყვა და სახლის უკან შემავალი ჩიხი დაინახა, ცოტა ხანს შეყოყმანდა, სახიფათო ადგილი ჩანდა, მაგრამ ბიჭის პოვნის ინტერესი სიფრთხილის შეგრძნებაზე ძლიერი აღმოჩნდა და ლიკამ გაუბედავად გადადგა პირველი ნაბიჯი. ნაბიჯი მოვლენისკენ რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება.
ლიკამ ჩიხში შეუხვია და მოულოდნელობისგან გაშეშდა. სახეზე შეძრწუნება გამოეხატა და პირველი რაც თავში მოუვუდა აზრად იყო სიტყვები,,გაიქეცი ლიკა გაიქეცი“. მისი შიში და გაქცევის სურვილი კი გამოწვეული იყო მისი მხსნელის მოქმედებით. როგორც კი ლიკამ ჩიხში შეუხვია დაინახა როგორ მიაბჯინა მისმა მხსნელმა მის წი დაჩოქილ კაცს შუბლზე პისტოლეტი და ჩახმახს გამოჰკრა ხელი. ლიკამ მოულოდნელობისგან ინსტიქტურად შეჰყვირა და პირზე იტაცა ხელი. ბიჭმა გამოხედა, სახეზე მკაცრი დაძაბული გამომეტყველება ჰქონდა, წამიც არ უფიქრია ლიკას პისტოლეტი დააუმიზნა და უკვე უნდა ესროლა რომ უცებ ლიკას სახე გაახსენდა. ,,ის ცოცხალია“- გაიფიქრა და პისტოლეტი წამით დაუშვა, ლიკამ ისარგებლა მომენტით და ადგილს მოწყდა ისე გაიქცა თითქოს ეშმაკების მთელი გუნდი მისდევდა, ბიჭი გაეკიდა. სახლის კუთხესთან დაეწია ხელები მოხვია და კედელს მიაყუდა, უცებ მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ბიჭმა ლიკას თვალებში შიში და მუდარა ამოიკითხა, პისტოლეტი ყელზე მიაბჯინა, უნდოდა ესროლა მაგრამ თვალს ვერ აშორებდა მის თვალებს, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა დაემართა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მასში იყო რაღაც ახლობელი, რაღაც რაც ძალიან სჭირდებოდა და რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა.მკვეთრად გაუშვა ხელი ლიკას შემოტრიალდა და მბრძანებლურად უთხრა:
- გაიქეცი. - ლიკა გაოცებისგან წამით გაშეშებული იდა , შემდეგ ადგილს მოწყდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა. გარბოდა და თვითონაც არ იცოდა სად. გზას ვერც ხედავდა უბრალოდ გარბოდა. დაიღალა, სუნთქვა აღარ შეეძლო მაგრამ მაინც გარბოდა, ბოლოს უღონოდ დაეცა და გაითიშა. გონს რომ მოვიდა წამოჯდა გარშემო მიმოიხედა. ადგილი იცნო, როცა მარტო ყოფნა და ფიქრი უნდოდა ყოველთვის აქ მოდიოდა, ზღვის პირზე ამოზრდილ კლდის თავზე. წამოდგა სკამისკენ მიტრიალდა და გაშეშდა. სკამზე ანდრია იჯდა, ზღვას გასცქეროდა. საოცრად მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს ოდნავ იღიმებოდა კიდეც. ლიკას უცებ ყველაფერი გაახსენდა რაც მოხდა, იფიქრა ჩუმად გავიპარები და იქნებ ვერც შემამჩნიოსო, ნაბიჯი უკან გადადგა.
-ნუ წახვალ.-მშვიდი ხმით უთხრა ანდრიამ ისე რომ არ მობრუნებულა.-არაფერს დაგიშავებ. უბრალოდ ცოტახანს ჩემს გვერდით იყავი.- ხელით სკამზე მიუთითა ისე რომ ზღვისთვის თვალი არ მოუშორებია. ლიკა ადგილიდან არ იძროდა. გონება კარნახობდა გაქცეულიყო, გული არ მისდევდა, რაღაც აუხსნელი ძალით ბიჭისკენ ისე იწევდა თითქოს დიდი ხნის წინ ამოგლეჯილი ნაწილი ეპოვოს დ დაბრუნება უნდაო. ბიჭისგან რაც შეიძლება შორს, სკამზე შიშისგან მიკუნტული ჩამოჯდა და ანდრიას დამფრთხალი თვალებით შეხედა. ანდრიამ მისკენ მოიხედა და გაეცინა ლიკას საცოდავი სახის დანახვაზე.
- ხომ გითხარი არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ გვერდით იყავი.- საოცრად თბილი და მშვიდი ხმით უთხრა ანდრიამ და ისევ ზღვას გახედა. ასე ისხდნენ ჩუმად, ანდრია ზღვას უყურებდა, ლიკა ანდრიას, მისი შიში თანდათან ინტერესმა შეცვალა, ნელ-ნელა დამშვიდდა, დაძაბულობა მოეხსნა და ახლა მხოლოდ ინტერესიღა დარჩა გაეგო ვინ იყო მის წინ,ადამიანი რომელმაც გადაარჩინა, თუ მკვლელი რომელსაც ადამიანის სიცოცხლ არაფრად უღირს.
- რა გქვია?- მოუბრუნდა უცებ ანდრია.
- ლიკა.- უპასუხა დაბნეულმა ლიკამ და იმ წუთას ინანა უცხო ადამიანს ჩემი სახელი რატომ ვუთხარიო.
-ლამაზი სახელია.- გაუღიმა ანდრიამ.წამოდგა და ლიკას ხელი გაუწოდა.- ანდრია.
ლიკამ ხელი ჩამოართვა.
- ახლა წავალ.
ანდრია ქაფენილს გაუყვა, ნელა მიდიოდა, ყველა ნაბიჯზე თავდაჯერება ეტყობოდა, მაგრამ ეს არ იყო ამპარტავნული ქედმაღლობა, მის მანერებში, საუბარში და საიარულშიც კი რაღაც გამორჩეული სულიერად ძლიერი ადამიანი იკვეთებოდა.როგროც კი თვალს მიეფარა ლიკა წამოხტა დ რაც ძალა ჰქონდა გაიქცა, გარბოდა სახლისკენ, პარკიდან ქუჩაში გავარდა და სახლისკენმიმავლ გზაზე შეუხვია, უცებ გაჩერდა, სადღაც შორიდან სინდისის ხმა ესმოდა ,, ასე არ შეიძლება, ასე ვერ მოიქცევი. ხელს თუ დააფარებ რით ხარ მაშნ მასზე უკეთესი, ესაა შენი პატიოსნება? ესაა შენი კარი ადამიანობა?“. იქვე სკამზე ჩამოჯდა.
- უნდა დავფიქრდე.- უთხრა გონებაში საკუთარ თავს.- ასე თუ მოვიქცევი, პოლიციაში თუ დავასმენ... კარგი დავალაგოთ ფაქტები, მან მე გადამარჩინა, მაგრამ დღეს მან ადამიანი მოკლა... რა ვქნა? ღმერთო მიჩვენე გზა, როგორ მოვიქცე?...კარგი დაწყნარდი ლიკა, ვიცი რასაც მეტყვი საკუთარ გულს მიენდე და რასაც გიკარნახებს ისე გადაწყვიტეო. მაგრამ გული რომ არაფერს მკარნახობს... ცოცხალი რატომ გამომიშვა? რომ გაიგოს რომ პოლიციაში წავედი და რომ მიპოვოს და როგორც არასასურველი მოწმე თავიდან მომიშოროს?- წარმოიდგინა როგორ შემოეჭირა ანდრიას ცივი ხელები ყელზე, როგორ ახჩობდნენ ისინი და გააჟრჟოლა. - მოიცა და ცივი ხელები რატომ უნდა ჰქონდეს იქნებ თილი ხელები აქვს.
- რა ვქნაა?- წყრომით წამოიძახა ხმამაღლა. გამვლელებმა გაოცებული სახეებით მოხედეს. ,,კარგი, რაც არის არის, წავალ პოლიციაში!“- შემართებით გადაწყვიტა ლიკამ და პოლიციის შენობისკენ წავიდა.


* * * *
ანდრია ნელა ჩაუყვა ქვაფენილს, პარკიდან გამოვიდა და იქვე გაზეთების ჯიხურის უკან დადგა, პარკის შესასვლელის სათვალთვალოდ შესანიშნავი ადგილი იყო. ლოდინი დიდხანს არ მოუწია ლიკა ტყვიასავით გამოვარდა ქუჩაში, მიმოიხედა და ჯიხურისკენ გამოემართა, გვერდით ჩაუარა მაგრამ თვალთვალში დახელოვნებული ანდრია ვერ შეამჩნია.
ლიკა სწრაფად მიდიოდა ქუჩაში, უცებ გაჩერდა და სკამზე ჩამოჯდა, ანდრია ინტერესით აკვირდებოდა მის ორჭოფობას რომელიც სასაცილო ქცევებში გამოიხატებოდა. ხან რაღაცას ბუტბუტებდა და სახეზე მიმიკებს იცვლიდა, ხან ხელებს იქნევდა, ბოლოს ხმამაღლაც კი წამოიძახა რაღაც და გამვლელები დააფრთხო, ანდრიას ართობდა მისი ცქერა, ყოველდღიური ცხოვრება წამით დაავიწყდა. იყო ამ გოგანაში რაღაც, რა არ იცოდა მაგრამ მის გვერდით პირველად იგრძნო თავი სულიერად მშვიდად და ამ სიმშვიდით მოიხიბლა.უცებ ლიკა ადგა, სახეზე ეტყობოდა რაღაც გადაეწყვიტა. ანდრია უკან გაყვა. პოლიციის შენობა რომ გამოჩნდა მიხვდა რაშიც იყო საქმე და გაეღიმა. ,, ისეთი ხარ როგორიც წარმომედგინე“- გაიფიქრა. დაელოდა ლიკას პოლიციის შენოაში შესვლას და წავიდა.

* * * *
ლიკამ გამომძიებელს ყველფერი მოუყვა რაც ჩიხში ნახა და დანაშაულის ადგილის საჩვენებლადაც გაყვა. როდესაც ჩიხში შევიდნენ არც გვამის, არც სისხლის და საერთოდ მკვლელობაზე მიმანიშნებელი რაიმე კვალის არსებობის ნიშანწყალიც კი ვერ იპოვეს.
- გოგონა დარწმუნებული ხართ რომ აქ იყო?
- დიახ, ყველაფერი ისე იყო როგორც გითხარით, ალბათ ვგამი გადამალა.
- რაიმე მედიკამენტებს ხომ არ იღებთ?- შეეკითხა გამომძიებლის თანაშემწე.
- 6 თვის წინ ავარიაში მოვყევი და აი ამ წამლებს ვიღებ.- ჯიბიდან რეცეპტი ამოიღო და გამომძიებელს გაუწოდა. გამომძიებელმა ფურცელს დახედა.
- თავიდანვე ამით უნდა დაგეწყო. წავედით ბიჭებო. ცრუ განგაში იყო. ეტყობა მედიკამენტით გამოწვეული ჰალუცინაცია აქვს. სახლში მიგიყვანოთ?- მოუბრუნდა ლიკას .
- არა თვითონ მივალ.- უპასუხა უკმაყოფილოდ ლიკამ და რეცეპტი გამოართვა. პოლიცია წავიდა. ლიკა დაბნეული იყურებოდა გარშემო. შემდეგ ჩაფიქრებული წავიდა სახლისკენ, ნამდილად იცოდა რომ არ მოეჩვენა და მკვლელობას შეესწრო, მაგრამ გვამი რომ არ იყო?!
ანდრია უკან მისდევდა, უნდოდა გაეგო სად ცხოვრობდა მის ბნელ ცხოვრებაში შემოჭრილი ეს პატარა მანათობელი სხივი, რომელმაც გადარჩენის იმედი ჩაუსახა გულში.



№1 სტუმარი b.j

Sainteresoa.. velodebi shemdeg tavs))

 


№2  offline წევრი snazina

b.j
Sainteresoa.. velodebi shemdeg tavs))

მადლობთ. ვეცდები მალე გამოვაქვეყნო.

 


№3 სტუმარი Takia

Male dade dzaaan sainteresoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent