შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუნქცია თუ ბედნიერება (თავი2)


24-11-2016, 23:01
ავტორი Dollhouse
ნანახია 1 780

თავი 2
Fallen night მცირე ჯგუფი იყო ერთ სოციალურ ქსელში სადაც ეს ვაჟბატონიც იყო გაწევრიანებული. ამ ჯგუფში ხშირად ვსაუბრობდი გულახდილად, არ ვიფარებდი ნიღაბს. ეს ბიჭი კი მგონი ისეთს მიცნობს როგორიც ვარ. ეს კი არ მაწყობს.
-სანდრო მქვია. - ხელი გამომიწოდა.-კარგად სანდრო.

საღამოს სახლში ყოფნა მომბეზრდა და ტბასთან ჩემს საყვარელ ადგილას გავედი.ცოტა ბანალურად ჟღერს მაგრამ ძალიან მიყვარს, "იმენა" ჩამწვარი ვარ ამ ადგილზე. იქვე მორთან ჩამოვჯექი და თოლიებს ყურება დავუწყე. გვერდით ვიღაც მომიჯდა. გავიხედე და ვის ვხედავ?! ჩემსკენ არც შემოუხედავს, ტბას გაჰყურებდა. ზუსტად ისეთივე ლურჯი თვალები ჰქონდა როგორიც ტბას. კეხიანი, მაგრამ "თემა" ცხვირი, წითელი ტუჩები, სქელი წარბები. გავშტერდი. უცებ პირქუშად შემომხედა.
-რაო? რას მომაშტერდი?!
-და მე მეუბნება საუბრის მანერა შეიცვალეო - ჩემთვის ჩავილაპარაკე და ტბას გავხედე. სიჩუმე სანდრომ დაარღვია.
-იცი?! შენი ნახვა მინდოდა. - არ ვუყურებდი მაგრამ ვგრძნობდი რა საყვარლად მიმზერდა. ცოტაც და გავიხედებოდი და ისევ დებილივით მივაჩერდებოდი.
-კარგი კაცო.
- მართლა. ვიცოდი რო აქ იქნებოდი.
-საიდან?
- რამდენჯერმე ახსენე ჩატში
- რატო არ მახსოვხარ? -გავრისკე და გავხედე
- იქნებ იმიტომ, რომ არასდროს ვსაუბრობდი? ყოველთვის სხვებს ვადევნებდი თვალს. თვალის დევნება უფრო მომწონს ვიდრე მოქმედება.
-და რატო მოდი?
-რავი მინდოდა.
-ეხა კი მე მინდა წახვიდე.
-რატო?-ეწყინა-უბრალოდ მინდა აქ ვიყო.არ შეგიშლი ხელს. მართლა. ჩუმად ვიქნები. -არაფერი მიპასუხია. ამოვიღე აიპოდი ყურსასმენებით და სიმღერის მოსმენა დავიწყე. სანდრომ ერთი ყურსასმენი მომაძრო და თვითონ გაიკეთა. არ შევწინააღმდეგებივარ. 2 საათი ასე გაუნძრევლად ვიჯექით და სიმღერებს ვუსმენდით. ხმა არცერთს ამოგვიღია. შემცივდა და ავდექი.
-მიდიხარ? -მკითხა ნაღვლიანად.
-არა მივფრინავ.-გამიღიმა. ღმერთო როგორ მიყვარს როცა მიღიმის. ეს ღიმილი ისეთი თბილი და მანუგეშებელია.
-კარგი ხვალამდე.-და ზურგი ვაქციე. მალე დამედევნა.
-მეთქი სახლში მივაცილებთქო
-არ მინდა, მარტოც მშვენივრად წავალ.
-მე მინდა რო მიგაცილო.
-კარგი.ოღონდ ხმა არ ამოიღო
-ღადაობ? 2საათი ხმა არ ამომიღია მორთან და ეხა მაგას მაბრთხილებ?
-ჩუთქო.-კარგი ხო.
მალე მივედით.ხმა ისევ არცერთს ამოგვიღია.
-აქ ვცხოვრობ. აბა კარგად.
- ლუნი.. ის სიმღერა რო მომეწონა სახელი ნომერზე მომწერე მერე რა.
-ნომერი?- ჯიბიდან კალამი ამოიღო და ჩემი მაჯა მის ხელში მოიქცია. ისეთი თბილი ხელი ჰქონდაა..
-კარგი აბა წავედი.
..
კარის ბრახუნმა გამაღვიძა.ავდექი. ხმაური არ ჩერდებოდა. გავაღე და ნიკას (ჩემი ძმის ) ძმაკაცი დავინახე.
-ლუკა. გული გამიხეთქე. რა გინდა აქ?
-ვინ იყო ის ბიჭი?
-აუ ეხა ნუ დაიწყებ რაა. არავინ გეკითხება შენ.
- რას ქვია გოგო არავინ მეკითხება? ვინ იყოთქო?
-რა ჯანდაბა გინდა ადამიანო?
-რა ხდება აქ? -ნიკა იყო.
- ამ შენს დებილ ძმაკაცს უთხარი შემეშვას თორე ვისვრი აქედან
-რანაირად მელაპარაკები გოგო?
-შენ არა, ჩემს ძმას ვესაუბრები.
-გეყოთ თორე არ ვიცი ორივეს რას გიზამთ. ლუკა, სახლში წადი. გვიანია. ხვალ გნახავ.შენ ქალბატონო სახლში შემოდი.
-აუ რა უნდა რაა.
-დღეს რა მოხდა?!-დავიბენი.
-რა უნდა მომხდარიყო ?
-სკოლიდან დამირეკეს.
- აუ რა ძროხა ქალია.ხო მითხრა რო მაპატიებდა.-ჩავილაპარაკე.
-არ გამცემ პასუხს?-ასეთი გაბრაზებული ნიკა ჯერ არ მინახავს.
-კაი რა ნიკაა. ხო იცი როგორი ქალია ქართული.
-კაი . ვთქვათ ხო და ..კაი კაი... ეგ ამბავი დავივიწყე. . ისტორიაზე სად იყავი? -აქ აღარ ვიცოდი რა მეთქვა. - მისმინე ლუნი. ფული ციდან არ მოდის. ფულს ვიხდი შენს განათლებაში რო რაიმეს მიაღწიო. რო მშობლებივით საზღვარგარეთ არ მოგიწიოს შენი ხეპრე შვილის რჩენა.
- ხეპრე? -ცრემლი წამომივიდა. ასე არასდროს დამლაპარაკებია
-აუ ბოდიში. არ ვაპირებდი.-ოთახიდან გავედი. არ შემეძლო სახლში ყოფნა. ნიკას გარდა არავინ მყავდა. და ისიც.. არა უნდა წავიდე აქედან.-ლუნიიიი. სად მიდიხარ? მაპატიე.ლუნი..
სახლიდან გავედი. გავედი კი არა გავიქეცი. მივრბოდი. არ ვიცი სად. ვტიროდი. ცრემლი გაუჩერებლივად მდიოდა . ხელზე დავიხედე და ტეფონი ამოვიღე .
-ალო. -.ისეთი ხმა ქონდა მგონი გავაღვიძე .
-შეგიძლია მორთან მოხვიდე?
-ლუნი? ეხლა? რა გჭირს? რა ხმა გაქვს? იტირე? რა მოხდა?
- მოხვალ?
-კი ეხლავე. არსად წახვიდე.- მორზე ჩამოვჯექი. ისევ ვტიროდი. არაფერი მომხდარა ისეთი , მაგრამ ნიკა ასე არასოდეს დამლაპარაკებია. ისეთი ცივი და გაბრაზებული იყო. მთელი სამი წელი ის ზრუნავს ჩემზე. მშობლები ლიტვაში არიან. ნიკასა და ჩემს შორის არსებული ასაკის მიუხედავად ის ყოველთვის მიგებდა. ეხლა კი ვერ ავიტანე მისი შენიშვნა....
-რატო ტირი? -"მოვიდა თუ მოფრინდა?" არაფერი მითქვამს. გვერდით მომიჯდა და ცრემლები მომწმინდა.
-ვსო არ იტირო. - თავზე ხელი მომისვა და გამიღიმა. ზუსტად ეს მინდოდა , ეს მჭირდებოდა ეხლა. არ ვიცი რა მჭირს. ერთი დღეც არაა რაც ვიცნობ მას, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ.მასთან ყოფნა მამშვიდებს. ავტირდი. და თავი მის მხარში ჩავრგე.
-ოოო.ლუნი... არ გინდა... არ იტირო... იცი ძაან გახდება როცა ტირი... აუჯანდაბა.. კი არ გეუბნები იტირეთქო რო მოგიხდეს. .. ფუ ამისს ... მისმინე არ ვიცი როგორ დაგამშვიდო. უბრალოდ არ იტირო ხო?! შემომხედე.- თავი ამაწევინა-იცი რა ლამაზი ხარ?! ოღონდ არ სჭირდება ამ სახეს ეს ცრემლები. - ცრემლები მომწმინდა და ჩამეხუტა. 10 წუთი ჩუმად ვიჯექით. მერე სანდრომ ვეღარ მოითმინა და მკითხა.
-ღამის ორ საათზე რა გინდა ამ ყინვაში?
-რომელზეეე??? -თვალები კაკლისოდენა გამიხდა.-აუ არც ვიცოდი რომელი საათი იყო. ბოდიში არ დავრეკავდი. არ მინდოდა შენი გაღვიძება.
-არაფერია. ჩუუუ-შუბლზე მაკოცა და გამიღიმა იმ ღიმილით მე რო მიყვარს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent