ცხოვრება იმდენად ირონიულია...(თავი 8) +18
შემოვბრუნდი და ვიღაც ზე სიმპათიური ბიჭი, იაგუარ ლენდ როვერზე მიყუდებულია და მომღიმარი სახით მიყურებს. -რაიყო დამუნჯდი? -მე მე კარგად ვარ მადლობა, მაგრამ მგონი ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. -ეს შენ არ მიცნობ... ემილი, თუ ემი? რომელი გირჩევნია? -თქვენ ჩემი სახელი საიდან იცით? -თბილისი პატარა ქალაქია ემი. მე ალექსი მქვია -სასიამოვნოა... -ემი აქ ხარ? გამოვარდა გიგი -ხო გიგი აქ ვარ -შემოდი არ გცივა? -ხო მოვდივარ -ხო გითხარი ჩაბარებული მყავხართქო რას დაბოდიალობ:დდდ -დროებით.. მომაძახა „ალექსმა“ და შევედით კლუბში... იოანე-საღამო ხანს ჩავედი საუთჰამპტონში, ამჯერადაც წვიმს როგორც ჩვევია, მაგრამ სმიტი არსაც ჩანდა, დავურეკე მამას და გამოვართვი მისამართი... იქ მისულს კარი ნახევრად ღია დამხვდა, დავაკაკუნე, მაგრამ არავინ იყო... შევედი სახლში და საოცარი სცენა დამხვდა, ვიღაც კაცი სავარაუდოდ სმიტი მხვდება ყელ გამოჭრილი სკამძე მიბმული და ირგვლივ სისხლის გუბე, მკვლელობის იარაღი კი ქამარში გარჭობილი... მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი არ შეიძლებოდა შევხებოდი და მითუმეტეს მკვლელობის იარაღს, ინსტიქტურად ამოვაძრე ქამრიდან უსაშველოდ დიდი და ფართე დანა დავურეკე შესაბამის ორგანოებს და ისინიც რამდენიმე წუთში ადგილზე გაჩნდნენ, ავუხსენი სიტვაცია რა და როგორ მოხდა. წავედი სასტუმროში და იქ დავბინავდი კარგად გამოვიძინე და დილით ტრადიციულად ყავა და სიგარეტი... კარზე კაკუნია -გამარჯობათ -გამარჯობა?! -ბატონი გიგი ზარნაძე ბრძანდებით? -დიახ გახლავართ -თქვენი დაკავების ორდერი გვაქვს უნდა წამომყვეთ... თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ბატონი სმიტ ჯონსის მკვლელობაში... -რა? რას ბრძანებთ? -მკვლელობის იარაღზე თქვენი თითის ანაბეჭდებია ნაპოვნი, ამასთანავე თქვენს გარდა სხვა ადამიანის კვალი ვერ მოიძებნა არნიშნულ ტერიტორიაზე... დროდა დრო დარეკვას ვითხოვ, სანამ ეს საკითხი მოგვარდება... არ მინდა ემიმ გაიგოს ეს ყველაფერი და არც არავინ, ჯერჯერობით მაინც... დილით ნაბახუსევზე გავიღვიძე, საშინლად მისკდებოდა თავი. თვალი გადავავლე ჩემს ხელს და დავაკვირდი იოანეს ნაჩუქარ სამაჯურს.... ისეთი ლამაზი და ორიგინალურია, ძალიან მომწონს, ღიმილი მომეფინა სახეზე. ავდექი ლოგინიდან მოვწესრიგდი, ცოტა გონს მოვედი და ამასობაში სალიც მოვიდა მისაღებიდან მომესმა მისი ხმა -გამარჯობა ლელა დეიდა როგორ ბრძანდებით -კარგად ვარ შვილო, გაიხარე შენ როგორ ხარ? -მეც არამიშავს... ემის კიდე სძინავს? -არა არ სძინავს, წეღან ყავა გაიკეთა და ისევ ოთახში შევიდა -კაი მეც შევალ მაშინ. -მოიცა შვილო რაღაც უნდა გითხრა... -რა ხდება ლელა დეიდა ხო მშვიდობაა? -კი შვილო მშვიდობაა დამშვიდდი, უბრალოდ რაც აგარაკიდან ჩამოხვედით ემი სულ სხვანაირია ხან ძალიან მხიარულია, თვალები უბრწყინავს ხან კიდე მოწყენილი და უხასიათო, რაღაცა ხდება და მიმალავთ ხო ასეა? -მორჩებით ახლა ჩემზე ჭორაობას თუ რას იზავთ :დ ინტერესს დაგიკმაყოფილებ ლელაკო დედიკო და გეტყვი, რომ გავიცანი ერთი ძალიან კარგი ადამიანი, სალიც ძალიან კარგად იცნობს და გპირდები რომ გაგაცნობ რამდენიმე დღეში ახლა საზღვარგარეთაა... -რასამბობ ემი, ასეთი განცხადება არასდროს გაგიკეთებია... ესეიგი სერიოზულია -კი ასეა დედა -შვილო ძალიან გთხოვ კარგად დაფიქრდი და არ იჩქარო -ყველაფერი კარგად იქნება დედა დამშვიდდი... (მოვეხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე) -კარგი კარგი ხო ამატირეთ ამხელა ქალი, სამსახურში მაგვიანდება... (შემოიხურა ქურთუკი და სახლიდან გავიდა) -წამო სალი ჩემ ოთახში ყავა გამიცივდა და სიგარეტი მინდა, თან წავიჭორაოთ. -ხომოვდივარ.. -აბა დაცხე ახლა ცხელცხელი ამბები რა ხდება -რავი გოგო ისეთი არაფერი -ეეეეე ეს რა ღიმილი დავიჭირე შენ სახეზე? ეს რაღაც უცხოა სალი... -ოო შენ ხო ვერაფერს გამოგაპარებს კაცი. -მიდი მიდი მალე მოყევი აღარუნდა მიკიბ მოკიბვა -მოკლედ რო ჩამოვედით დავიწყეთ შეხვედრები კინოში ვიყავით, მერე ვახშამზე დამპატიჟა რესტორანში და გამომიტყდა, რომ ვუყვარვარ... -მერე შენ რა უპასუხე? -მემგონი სახეზე მაწერია ემი რო მიყვარს, არც დავმალე და მეც გამოვუტყდი, მერე მასთან წავედით სახლსი წითელი ღვინო დავლიეთ, არ მეგონა ასეთი რომანტიკოსი თუ იყო, ერთი სიტყვით ძაან მოვიხიბლე, მთელი ღამე ერთად გავატარეთ... -ეგ რას ნიშნავს? -სექსი გვქონდა თან როგორი იცი?რაღაც სასწაული იყო დილით რო გავიღვიძეთ მთელი ოთახი ჩამოლეწილი იყო:დ -გიჟი ხარ რა სალი:დ -ის მემგონი ჩემზე გიჟია -ვაიმე ძაან მიხარია სალი.. ძაან მიყვარხარ და ხო იცი შენი ბედნიერება მეც მაბედნიერებს -მეც მიყვარხარ ემი ( მოვეხვიეთ ერთმანეთს და ორივეს ცრემლები მოგვადგა თვალებზე) -კარგი კარგი გვეყოფა ახლა შენ მითხარი რა ხდება -აუ სალი მე მართლა გაურკვევლობაში ვარ ამდენი ხანი გავიდა და ეტაპობრივად მირეკავს ხოლმე თან რაღაცნაირი ხმა აქვს... ვხვდები, რომ რაღაცას მიმალავს, თორე ამდენ ხანს უნდა ჩამოსულიყო -კარგი რა ემი რა იცი რა ხდება ცუდზე რატომ ფიქრობ? -არ ვიცი სალი მართლა არ ვიცი, არადა ისე მენატრება რო არცკი შემიძლია გადმოგცე, ეს სამაჯური კიდევ უფრო მახსენებს მის თავს... -კარგი დამშვიდდი ცუდზე ნუ ფიქრობ მალე ჩამოვა -კარგი მაგრამ მე ლექციაზე მაგვიანდება შენ არა? -მე არ მივდივარ დღეს უნიში მე და გიგი სადღაც მივდივართ ოღონდ არ ვიცი სად -კაიწამო გავიდეთ უნივერსიტეტში ჩვეულებრივად მოსაწყენი დღე იყო და გამოსვლისას ვიფიქრე ცოტას გავისეირნებთქო, ამოვაძრე ჩანთიდან ყურსასმენები ჩავრთე მუსიკა და დავადექი გზას... ავაყოლე მუსიკას ტანი, დარწმუნებული ვარ გიჟის იმიჯი მაქ, მაგრამ ჩემს სტიქიაში მყოფი მივაბიჯებ... გვერდიდან თვალი მოვკარი, რომ კარგახანია მანქანა მომყვება, გავჩერდი ისიც გაჩერდა, ყურსასმენები მოვიხსენი და მივედი მანქანასთან, ალბათ 100 პროცენტით დაბურულმინაზე მივაკაკუნე თითი და ჩამოწია მინა -აქ რასაკეთებ? ან რატომდამყვები? ალექსი ხო? -კი არ გეშლება ალექსი... და არც მოგყვებოდი უბრალოდ დაგინახე და გადავწყვიტე მოგსალმებოდი, მაგრამ ისე იყავი დაკავებული თეძოების ქნევით ვერ გაიგე მანქანის სიგნალი... -გასაგებია, უკვე მივესალმეთ ერთმანეთს კარგად ბრძანდებოდეთ -დაჯექი გაგიყვან -არა მადლობა ფეხით მირჩევნია -კარგი მაშინ ყავა დავლიოთ აქვე კაფეში -ყავა უკვე დავლიე ნუ შეწუხდებით -კარგი რა გაეწყობა მანქანა უკან დაწია და ინერციით ისევ წინ გამოექანა ჩემს წინ მდგარი გუბე მთელს სხეულზე შემომასხა და დაატორმუზა -არც ახლა არ წამოხვალ თუ მანდ გაიყინები? -არსადაც არ წამოვალ -კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ გადმოვიდა მანქანიდან მსტაცა ხელი და მანქანაში ჩამტენა... სადღაც მდიდრულ სახლთან გაჩერდა და სახლში შემათრია -რასაკეთებ ალექსანდრე? -ალექსანდრე არა ალექსი! -კარგი ალექს რასაკეტებ? შენი სიჯიუტის ბრალია ჩემო ლამაზო, აი ამ ოთახში შედი აბაზანაა მოწესრიგდი და ჩემი დის ტანსაცმელს მოგიტან... ეს ბიჭი ვერ არი ტვინში უჭერს როგორც ვხვდები, სხვა გზა არ მაქვს უბრალოდ უნდა შევიდე ამ აბაზანაში... წყალი გადავივლე და გარეთ გამოსულს საწოლზე გადაკიდებული ტანსაცმელი შევნიშნე, ელვისებური სისწრაფით გადავიცვი და გამოვედი გარეთ -ალექსანდრე სად ხარ? -ალექსანდრე არა ალექსითქო, აბაზანაში ვარ მეც და დამელოდე სახლში წაგიყვან -არა მადლობა მე თვითონ წავალ და ამ ტანსაცმელსაც გამოგიგზავნი -ემილი დამელოდეთქო მომესმა ხმა გვერდითა ოთახიდან, რომელსაც კარზე გასაღები ქონდა -ბატონო ალექსანდრე -ალექსი -ალექს თქვენი ოთახის გასაღები გადამეყლაპა, მე გავდივარ და კარგი დროის გატარებას გისურვებთ:დ -ემილი არც გაბედოო!!!!!! -უკვე გვბედე კარგადდ გამოვიკეტე კარი და სახლში წამოვედი... იოანე-არანაირი ალიბი არ ჭრის თავი, რომ გავიმართლო. ის რომ ვთქვა იმ დროს აეროპორტში ვიყავითქო, პოლიცია რომ მოვიდა გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო... ასერომ ძალიან დიდ შარში ვარ.... ბოდიშს გიხდით პატარა თავებისთვის, მაგრამ ტექსტის თუნდაც უბრალოდ გადაწერას საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება, რომელიც მე ნამდვილად არ მაქვს თავზე საყრელად, ამიტომ მემგონი თქვეენთვისაც და ჩემთვისაც ჯობია პატარა თავები დავდო და ხშირად ვიდრე დიდხანს გალოდინოთ... ძალიან დიდი მადლობა იმათ ვინც კითხულობს<3 <3 პ.ს ვისაც არ გეზარებათ დააკომენტარეთ თუნდაც შენიშვნები, თუნდაც თქვენი ვერსიები, რა შეიძლება მოხდესს... მემგონი ასე უფრო საინტერესო იქნება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დადებითი განწყობისთვის<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.