სამუდამოდ სიცოცხლეში (მეთექვსმეტე თავი)
*** დათქმულ დროს მივიდა ტელევიზიაში. შესასვლელთან გულშემატკივართა რაოდენოდა თანდათარ ორმაგდებოდა. შეძახილებითა და წინასწარ დამზადებული პლაკატებით ესალმებონენ. მისი ნახვით გამოწვეული სიხარულით აღფრთოვაებულნი გონის დაკარგვამდე ჰკიოდნენ. წარმატებული ანდრიე ხაზს იქეთაც ცდილობდა გადაეხვეოდა ყველაზე თბილ გულშემატკივრებს, როგორც ბენი ამბობდა. "სცენაზე მნიშვნელოვანი მაყურებელია. ისინი რომ არა ასეთ წარმატებულ ცხოვრებას ვერასოდეს მიაღწევდა" საკუთარი ტელეფონით უღებდა ლუჩენკო მათ სურათებს. -მოემზადეთ 2 წთ-ში ეთერში ხართ. -ყურში უჩურჩულა ასისტენტმა გატეტეჩებულ ანდრეის, რომელიც უხეშად ცდილობდა ანდრეისთვის ქუჩაში მდგარი გულშემატკივრები ჩამოეშორებინა და როგორმე მისი შენობაში შეყვანა მოეხერხებინა, თუმცა მას როგორც ეტყობოდა ეს სულაც არ აწუხებდა, პირიქით სიხარულს ანიჭებდათ ხალხთან ურთიერთობა. მონატრებოდა კიდეც. *** -კარგი, ახლავე. -ტელეფონი მოიშორა ყურიდან დინარამ, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს მისგან უჩვეულო სიმშვიდით ტელეფონი მაგიდაზე დადო და შავ-თეთრ ძველებურ ტელევიზორს მიუბრუნდა. ტელევიზორი დაბალ "ჯრიკო" სკამზე იდგა, რომელსაც სალათისფერი ტილო ეფარა. დინარამ ჩაიცუცქა, გადამრთველს ხელი მიაჭირა და წკრანიცც აშიშინდა, ხელით ორჯერ ნელა დაარტყა ტელევიზორს და ხარვეზიანი გამოსახულებაც გამოჩნდა. ხელებით ძირს დაეყრსნო, მისი დახმარებითა და მუხლების ტკივილის შეგრძნებით ფეხზე წამოდგა. ისედაც ცივ სარდაფში გაყინულ, საძილე აბებისგან ჩაძინებულ გოგონას, ერთი სათლი ცივი წყალი გადაასხა და სწრაფი რეაქციით გამოაღვიძა. ალისიას შეაკანკალა. ბუსუსებმა დააყარა მთელ ტანში. როგორ უნდოდა გათბობა, წარმოდგინა ერთი წამით მიხოხდა თბილ ღუმელთან და მთელი ეს სიცივე ტანიდან ჩამოიშორა. როდის იყო ოცნება რეალობად ქცეულიყო? სწორედ ამიტომ არის ის ოცნება. -რა ჯანდაბა გინდა? -გამოსცრა კბილებში და პირიდან წყალი გადმოასხა. სიცივისგან კანკალმა აიტანა. სულ უფრო და უფრო მეტად ემიჯნებოდა ტანში სველი ტანსაცმელი.ხელების ერთმანეთზე შემოხვევაც რომ არ შეეძლო ამ საწყალს? აბა როგორ? რობოტა ხომ არ იყო, ხელები დაეგრძელებინა იმხელაზე, ბორკილება გასცდენოდა და მთელს სხეულზე შემოეტარებინა. -ნუ იღრინები, რამდენიმე თვის უნახავი ანდრეი უნდა გაჩვენო, ფართოდ გაახილე თვალები, ტელევიზორს უცქირე და ჩემთვის მადლობის თქმა არ დაგავიწყდეს. -სად? -დამცინავი ირონიით იკითხა როცა აშიშინებულ და ხარვეზიან ეკრანს შეხედა. დინარა ტელევიზორს მიუბრუნდა, ზემოდან ხელი დაარტყა. არ ჩაირთო. მეორედ უფრო ძლიერად და შიშინი მოეხსნა. ხარვეზიანი ჩვენება ისევ დარჩა თუმცა შიგ ადამიანის გარჩევასა და მის კარგად ხილვას ხელს არ უშლიდა. დინარამ ალისიას საწოლის წინ, ცივ ქვიან იატაკზე ბალიში დაიფინა და ზედ დაჯდა, საწოლს ზურგით მიეყრდნო და ანდრეის გამოჩენას აღტაცებით დაელოდა. გაბადრული შეჰყურებდა ტელევიზორის ეკრანს, მერე უფრო მეტი კომფორტულობისთვის ფეხზე გაიხადა, მოკეცილი მუხლები ხელებს შორის მოიქცია და გაღიმებული დაელოდა გადაცემის დაწყებას. ალისიამ დინარას სიტყვები მის ახირებად და უბრალო მონაჩმახად ჩათვალა, მაგრამ მას შემდეგ რაც დინარაც კი გულმოდგინედ გაემზადა საყურებლად დააჯერებინა ის ფაქტი რომ შეიძლება ამდენი ხნის უნახავი მისი საყვარელი მეუღლე იხილოს. გულში რაღაცამ გაკენწლა, თითქოს მუცელში პეპლებმა დაუარა, ისე თითქოს პირველ პაემანზე იჯდა და საყვარელ მამაკაცს ელოდებოდა. გადაცემის დაწყებამდე კვლავ ოცნებას მისცა თავი. რა მწარეა ღამე. უამრავ იმედებს, გეგმებს დაგაწყობინებს და შემდეგ ფაფუ, დილას ქრება როგორც თოვლის ფიფქი ხელის გულზე. იქნებ დილა არის რთული და უჟმური და სულაც არ არის შენს განწყობაზე რომ ღამის გეგმებს სდიოს კუდში და ღამის უპირობო დანაპირები აასრულოს. ღამე კეთილია, შენს გულს გრნობს და ხელს გიჭერს, გამხნევებს და უამრავ დაპირებებს გაძლევს რომ გადაიტანო დღე. ღამე საკუთარი თავის შეცოდების უფლებას გაძლევს. დილა? დილა ისეთია რომ არ გპირდება და ისე გაცხოვრებს განახებს სამყაროს ისეთს როგორიც არის. *** -ახლა კი მოდით ყველამ ერთად დავითვლოთ და დავუძახოთ ანდრეი ლუჩენკოს. -ხელი ხელზე შემოირტყა გამხიარულებულმა წამყვანმა და მაყურებლებთან ერთად დათვლა დაიწყო. -3; 2; -სიხარულით აღვსილი გულითა და ერთ ჟრიამულში ჩართული მაყურებლები ერთხმად ითვლიდა და აი დადგა ნანატრი მომენტი, როცა ყველა კითხვას გაეცემა პასუხიდა ყველა ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება. - 1. და აი ისინიც, მივესალმოთ განუმეორებელი ანდრეი ლუჩენკო. - წამყვანმა ხელი ღია ფერებში განათებულ კარებისკენ გაიშვირა, საიდანაც ყოველდღიურ ტანისამოსში, ყურებამდე დაკრეჭილი ანდრეი ხელ აწეული შემოვიდა ოთახში და მაყურებლებს მიესალმა. -შეგიძლია ჩამოსწიო ხელი. -მოწყალება გაიღო ენაკვიმატმა წამყვანმა, იგი კვლავ არ ჰკარგავს თავის სახეს. ხელი ჩამოართვა ანდრეის. ამ უკანასკნელმა სავარძელს მიაშურა. მაყურებლები ტაშის კვრითა და შეძახილებით იკლებდა ყველაფერს. მათთვის ლუჩენკოს დანახვა ახალი სტიმული იყო, ცხოვრების სხვა თვალით ხილვა. კიდევ ერთხელ წამოდგა ფეხზე და თავი დაუკრა მასპინძლებს, ასე მან კიდევ ერთხელ მოიხადა მადლობა ასეთი გულწრფელი სიყვარულისთვის. -მოგესალმები ანდრეი. მიხარული ვარ შენი ხილვით. ძალიან დიდი ხნის წინ გვინდოდა შენი მოწვევა მაგრამ ხან რა გვიშლიდა ხელს ხან რა. თუმცა ეს შენი ბრალი იყო. არიდებდი თავს ჟურნალისტებთან ურთიერთობას. -მაგრამ მთავარია რომ აქ ვარ? -მხიარულად გამოეპასუხა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სავარძელზე თავისუფლად მოთავსდა. წამყვანმა, რომელმაც იმდენი მოახერხა რომ ანდრეი გადაცემაში მოიყვანა, სიამაყით გადახედა ვაჟს. ტუჩებზე გამარჯვებულმა ღიმილმა დაისადგურა და ანდრეის თვალებში ჩააშტერდა. -რამდენიმე შეკითხვა მაქვს შენთან. ძალიან ბევრი რამ აინტერესებს ხალხს, მაგრამ არ ვიცი რითი დავიწყო. -კარგი მე წავალ რომ მოიფიქრებ მაშინ დავბრუნდები. -გაღიმებული სახით ასადგომად წამოიწია ანდრეი. მაყურებელი რომლებიც გადაცემას ესწრება ტაში დაუკრეს ანდრეის და ისეთი ხარხარი მორთეს თითქოს მასE სასაცილო ცხოვრებაში არაფერო გაეგოთ. -ვხედავ არ კარგავ იუმორს, მოდი ტაში დავუკრათ მას. -წამყვანის მოწოდების შემდეგ ტაშმა ერთხმად იგრიალა დარბაზში. -ანდრეი გავიგეთ, რომ ახალ ფილმში ითამაშებ. -არაფერი არ იმალება. -გააქნია თავი ანდრეიმ. -ჩვენ ჩიტები გვყავს, რომლებიც ყველგან დაფრინავს. -კარგი მაშინ სანამ თქვენი ჩიტები დაგვასწერებენ მინდა ხალხს ახალი ამბავი დავუდასტურო. -ხალხს მიუბრუნდა ანდრეი. -მეგობრებო მე ახალ ფილმში მეორე ხარისხოვან როლში მივიღებ მონაწილეობას. მასპინძლებმა ყურები ჩამოყარეს. *** ხედავ შენმა საყვარელმა ქმარმა როგორ მალე გამოგიტირა? აღარ ახსოვხარ. სამსახურშიც კი გავიდა, გასართობ შოუშიც მიიღო მინაწილეობა. -სწორედ ამას ელოდა დინარა. ამის ჩვენება იყო საჭირო ალისიასთვის, რომ იმედებოსთვის ხელი გაეშვა და აღარასოდეს ჩაბღაუჭებოდა. -იცინის და მშვენიერ დროს ატარებს. რომ დაუბრუნდე ალბათ რეაქციაც კი არ ექნება, აღარ უყვარხარ ალისია. როგორც მე არ ვუყვარვარ აი ისე შენც.-როგორც იქნა აღიარა დინარამ. არადა აქამდე ეგონა რომ ანდრეი გაგიჟებული იყო მასზე. უბრალოდ ვერ ხვდებოდა ამას და ახალგაღსა გოგოს ხილვამ თავბრუ დაახვია. დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდა როდის გაუვლიდა ალისია. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამ მოლოდინეთა რიგში დგას. -განსხვავება კი ის არის რომ შენ არც არასდროს არ უყვარდი. -მას კარგად ვიცნობ. დიდი ხნით ერთ ქალთან ვერ ჩერდება, მით უფრო შენისთანა ბავშვთან. მიკვირს შენთან რა საერთო იპოვნა. ნეტა რისი იმედი გქონდა. მკვდარი რომ არ ეგონო, ახლა მიტოვებული ეყოლებოდი მახინჯო.-დამცინავი მზრით ყურადღება ალისიას ნაიარევს სახეზე გაამახვილა. -მე მიხარია რომ კარგად არის. მიხარია რომ იცინის, მიხარია რომ ბედნიერია. რომ შემეძლოს ვეტყოდი : შეჩერდი ანდრეი. შეჩერდი, არ გინდა მეტი. ცხოვრება განაგრძე და არ გაჩერდე, იცხოვრე ბედნიერად.-ვაი საწყალი.მაინც რომ გული დაწყდა გარდასულ სიყვარულზე. -მართლა როგორი ბავშვი ხარ. ყველაფერს ლამაზად და რომანტიკულად აღიქვამ. მარტო ხარ ალისია, მარტო. უბრალოდ ყველამ დაგივიწყა. ცხოვრებაში ხომ ასე ხდება?! გიყვარდება ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიყვარულით, იცოდე რომ ვიღაცას ვიღაცა ყოველთვის ავიწყდება, აი ახლა კი შენც შედი იმათ რიცხვში რომ ავიწყდებათ. როცა ადამიანი კვდება გული გტკივა, გგონია რომ ვერ გადაიტან, იკეტები საკუთარ თავში, არავის დანახვა არ გსურს, გარდა იმ ადამიანისა ვინც დაკარგე. მაგრამ ჰოი საოცრებავ, გავა რამდენიმე დღე, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კი თვე და ადამიანები კვლავ იღიმიან, კვლავ ხალისიანები და ბედნიერნი ხდებიან. არავის ახსოვს გარდაცვლილი ადამიანი, ის წარსულია რომლის დაკარგვამ გული დაგვწყვიტა, ცხოვრება წარმავალია და ყველა წინ, მომავალში იცქირება, უკან არასდროს იყურებიან და მიწაში არავის მიჰყვებიან. -იცი დინარა ცხოვრება რითი არის საინტერესო? -გულდაწყვეტილმა მოავლო თვალი სტისგან გაფუჭებულ კედლებს, ობობის ქსელებ გაკეთებულ ოთახს და იმედიანად გულში დაბუდებულ უნებლიე სიხარულს გაუკაფა გზა. -რომ გიყვარს, გაქვს სიყვარულის, ერთგულების უნარი, და ამის სწორად გამოყენება შეგიძლია, ცხოვრება სიყვარულია. ჩვენ ქართველები ერთმანეთის მეგობრები ვართ, გვიყვარს ერთმანეთის გვერდით დგომა, გვიყვარს როცა დახმარებას აღმოვუჩენთ გაჭირვებულს და მათ ბედნიერ თვალებს ვუცქერთ. ცხოვრების აზრიც ამაშია. იცი საქართველოში როგორ ხდება? როცა ადამიანი გარდაიცვლება მისი ხსოვნა მის საყვარელ ადამიანებს გულში აქვთ. ყოველი ღიმილის მიღმა ცრემლი იმალება, მერე რა რომ ცხოვრების ხალისი უბრუნდებათ, მათ ხომ გულში შეუძლიათ საყვარელი ადამიანის შენახვა. შენ კი დარწმუნებული ვარ როცა მოკვდები არავის არ დასწყვეტ გულს. მე კი ვიცი რომ ანდრეის თითოეული ღიმილის მიღმა ჩემი სიყვარული იმალება, არასოდეს შევიტან ეჭვს მის სიყვარულში, ეს მე თვითონ მიყვარს ასე ძალიან ანდრეი. - მის ტუჩებს მომცრო და ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დაეფინა თან. -გაუთლელი ხარ. -აღშფოთება ვეღარ დამალა დინარამ. -ქართველები არ ვიცი, მაგრამ შენ კი ნამდვილი უცოდინარი ხარ, ძალიან ნუ ენდობი ადამიანებს. გამიგონია ქართველები მოღალატეები ხართ. -ქართველებს შეიძლება ერთმანეთი არ უყვარდეთ, შეიძლება სძულდეთ კიდეც ერთმანეთი მაგრამ სადაც საქართველოა, სადაც დახმარებაა იქ ყოველთვის იარსებებს ქართველი. ხელ-ჩაკიდებულნი, ერთმანეთის მხარდამხარ მთელი სულით და გულით, მთელი მონდომებით მეგობრობენ. ჰო ასეთები ვართ ქართველები, როცა ვინმეს ვუწვდით დახმარების ხელს რადგან სხვანაირად არ შეგვიძლია. ეს სულში გვაქვს რადგან საქართველო თავად სულია ქართველთათვის. ჰო, ასეთები, ასეთები ვართ ქართველები და არა მოღალატეები. მეცოდები. რომ მოკვდები ერთი პეშვი მიწის დამყრელიც კი არ გეყოლება. ცხოვრება ისე უნდა გალიო, რომ ერთი დღეც კი არ ჩაგეთვალოს დაკარგულად, რადგან ყოველი ის დღე დაკარგულია როცა სხვისი ცხოვრების დანგრევაზე ფიქრობ. -ნუ ფილოსოფოსობ, შენი ადგილი იცოდე, შენგან არაფერი მესწავლება. 21 წლის ბავშვმა რა უნდა მასწავლო. -უკვე 22-ის. -დიდი გოგო ყოფილხარ უკვე, ყოჩაღ შენ. როდის გახდი 22-ის გუშინ? დღეეს?-დაცინვას განაგრძობდა. -12 ივნისს თუ ძალიან გაინტერესებს. -მშვიდად პასუხობდა ალისია, მერე კი საერთოდ ყურიც აარიდა მას და ქართული სიტყვებით დაიღიღინა: "იგი ვინც მიყვარდა, დიდი სიყვარულით ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები" ეს ლექსი ხომ ალისიამ სწორედ მათი თაფლობის თვის დროს შეასრულა, მაშინ დიდი სიყვარულით უმღეროდა ანდრეის. ახლაც რომ ჰყავდეს ახლაც უმღერის. მაგრამ ასე? ასე არ შეუძლია? მგონი ტექსტიც დაავიწყდა. ვაი საცოდავო ალისია მხოლოდ ორი სტროფი რომ შემორჩა შენს გონებას. -რა ჯანდაბას აკეთებ? -გაცოფებული წამოხტა დინარა იატაკიდან და ალისიას დააცხრა თავს. -ვმღერივარ, ქართულად ვმღერივარ. ანდრეის ძალიან მოსწონს. -ნოსტალგია მოედო გულს და ცრემლით დაენამა თვალები.-თუმცა დინარას გაღიზიანებამ ღიმილიც კი მოჰგვარა. -მოგკლავ. -ალისიასკენ დაიხარა იგი და საშინელ მდგომარებაში მყოფ გოგოს კისერში სწვდა. *** -შენ როგორ ხარ ანდრეი. -თქვენ შეკითხვას ამომწურავ პასუს გავცემ. ბედნიერი ვარ თუმცა დაქორწინებას არ ვაპირებ. -შენი პასუხით ნახევარ მსოფლიოს დასწყვეტ გულს, მათ იმედი აქვთ რომ მათი მეუღლე გახდები. -საწყენია თუ ჩემი ბედნიერება მათ გულს დასწყვეტთ. მინდა რჩევა მივცე მათ, ვისაც უიმედო სიყვარული სტანჯავს. -მაყურებელს მიუბრუნდა. -არ ვგულისხმობ ჩემს თავს და ვინმეს გრძნობას ჩემდამი. სინამდვილეში იქ სადაც გული სჯობნის გონებას, ყოველთვის ტკივილით გაივლის ცხოვრება. ნუ გაფლანგავთ დროს იმაზე ფიქრებში, რომ ოდესმე მის გვერდით იქნებით, იფიქრეთ იმის შესახებ რომ მასთან თუ არა სხვასთან კიდევ უფრო უკეთესად, უფრო ბედნიერნი იქნებით. იყავით ლაღები და ბუნებრივები, ეს გაქცევთ ბედნიერს, უკეთესზე-უკეთესი არ დაილევა. ნუ დაკარგავთ დროს უიმედოს მოლოდინში, რადგან დრო არ დაგელოდებათ, დრო მიდის, უბრალოდ შენც უნდა აჰყვე მის რიტმს, დროულად გადადგათ პირველი ნაბიჯი თორემ მეორე შეიძლება აღარ იყოს, არ დაგჭიდეთ იმის თქმა, რომ "შემიყვარდა, მაგრამ უკვე გვიან იყო" დარბაზში ტაშმა იქუხა. -გაითვალისწინეთ გოგონებო რჩევას ანდრე ლუჩენკო გაძლევთ.-ყურადრება მაყურებელზე გადაიტანა წამყვანმა, რომელიც რაღაც სასაცილოდ და ზოგჯერ უაზროდ იმანჭებოდა. -ანდრეი მინდა რამდენიმე შეკითხვა იმის შესახებ დაგისვა რაც ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს. ალბათ ყველაზე მტკივნეული შეკითხვა იქნება. -მერე არ დამისვათ. -მწველმა ტკივილმა დაუარა ტანში. მთელი გადაცემა ეკლებზე იჯდა ამ თემას არ შეხებოდა წამყვანი. -ვიცი, რომ მძიმე გადასატანი იყო შენთვის მეუღლის დაღუპვა. -მხოლოდ მძიმე არა. -მოგვიყევით ამის შესახებ. -ჩააცივდა წამყვანი. -თეატრალურში რომ ჩავაბარე. -თავდახრილმა დაიყო ისტორიის დაწვრილებით მოყოლა. -მაშინ 18 თუ 19 წლის ვიყავი. ალისია 10 წლის თუ იქნებოდა. ალბათ სანამ ნამდვილ სიყვარულს, იმ ერთადერთს არ შეხვდები მანამდე ბევრი წყენისა თუ სიხარულის გადატანა გიწევს. გგონია, რომ ვიღაც მოგწონს, გიყვარს, გენატრება მაგრამ ხვდები რომ ის არ არის რადგან, რაღაც პერიოდის შემდეგ ხვდები რომ ის აღარ გიყვარს. არავისთვის არ არის უცხო რომ მე ქალების მოყვარული ვიყავი. ხან ერთი გოგო იყო ჩემს გვერდით ხან მეორე. სერიოზული გრძნობა არასოდეს გამჩენია მათ მიმართ, თუმცა მინდა ვისარგებლო სიტუაციით და ბოდიში მოვუხადო მათ. 30 წლის ისე გავხდი რომ სიყვარული არ ვიცოდი რა იყო, ყველასთან მაქსიმუმ 2 კვირიანი ურთიერთობა მქონდა. მათ იცოდნენ რომ ისინი არ მიყვარდა და ამიტომ ზედმეტი შეკითხვები არასოდეს ჩნდებოდა. ვიცი რომ მათ უმრავლესობას გული დავწყვიტე, თუმცა მაშინ არასოდეს მიფიქრია ამ თემაზე. მთელი ცხოვრება ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ვიღაც გენატრება. შეიძლება იმ ერთადერთს ისეთ დროს შეხვდე, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები და იფიქრებ რომ თურმე ღირდა ლოდინი. გაკვირვებული უსმენდა მაყურებელი და ბედნიერი წამყვანი, რომელიც გახარებული იყო, ანდრეის ისტორიას პირველად საკუთარი შოუს მეშვეობით გაეცნობოდა საზოგადოება. -თქვენ ხომ გინდოდათ სიმართლე, ახლა წყნარად იჯექით და მომისმინეთ.-ბრაზმორევით თქვა ანდრეიმ. -ჩემი და ალისიას გაცნობა კამათით დაიწყო. ჩვენი შეხვედრა საქართველოში მოხდა, შემდეგ ეს ბევრჯერ განმეორდა. გეფიცებით მასავით საყვარელი, ნაზი და პატიოსანი გოგონა არსად მენახა. ძალიან კეთილი, ლამაზი, სათნო და ბუნებრივი იყო. ძალიან ხშირად ვკამათობდით, ყველაზე დიდი ჩხუბი კი ჩვენი ერთობლივი ფილმის გადაღებების დასარულს მოგვივიდა. მაშინ სცენა გვქონდა სადაც მე მისთვის უნდა მეკოცნა, ეს ძალიან გააპროტესტა მას ხომ ბიჭისთვის არასოდეს ჰქონდა ნაკოცნი. ანდრეის სიტყვებმა ხმაური გამოიწვია, გაკვირვებისგან ხელებს ატრიალებდნენ. წამყვანმა (ჰო რა თქვა ახლა ისეათი, რამ აღაშფოთა ისინი) სიჩუმისკენ მოუხმო. განაბულნი ისხდნენ სავარძლებზე და გულისყურით ისმენდნენ ანდრეის ნაამბობს. -ისე მოხდა რომ რეჟისორმა არ შეცვალა სცენა, მე მას ვაკოცე, ვაკოცე მთელი გრძნობით, სიამოვნებით და მაშინ მივხვდი რომ ის გოგო იყო რომელსაც ვისურვებდი, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო მთელი ცხოვრება. მივხვდი რომ მის გარეშე სიცოცხლეც კი არ მინდა, მე არ ვიცოდი მაგრამ მასაც იგივე გრძნობა ჰქონია ჩემს მიმართ. მართალია ჩვენს შორის 9 წელი არის განსხვავება, მაგრამ მას ეს არ აინტერესებდა, მან მე მთელი ცხოვრების სიხარული და ბედნიერება რამდენიმე დღეში განმაცდევინა. იგი ყველაზე ლამაზი იყო მთელს ქვყანაში. -თავიდან გაურბოდა მასზე ლაპარაკს. ერიდებოდა თითქოს ლახავდა ბანალური სიტყვებით მის ხსოვნას. თვლიდა რომ საუბარი ისე არ შეეძლო როგორც განიცდიდა ამას და საბოლოოდ სიჩუმეს ამჯობინებდა. მგონი ვერ გაუგებდნენ ისე როგორც საჭირო იყო, გულთან ვერ მიიტანდნენ მის ამბავს, როგორც ის გრძნობს ამას და ყველაფრის საფასურად იმალებოდა სულ უფრო მეტად ღრმად და წყნარად.-საოცარი თვალები ჰქონდა, მისი გრძელი თმები ტალღასავით ჩამოშლოდა და მთელს ჩემს არსებას იბყრობდა. მის წყლიან თვალებში უსაზღვრო სიხარული და მომცრო სევდა იმალებოდა. მას საოცარი თბილი ხმა ჰქონდა, როცა მღეროდა ირგვლივ ყველაფერი დავიწყებას ეცემოდა. საოცრად კეთილი გული ჰქონდა, უყვარდა ბავშვები და მისი სურვილი იყო დახმარებოდა მათ ვისაც სჭირდებოდა ეს. ასეთი ლამაზი გოგონა ასეთი ლამაზი თვალებით ქვეყანაში კი არა არასოდეს მენახა. საოცარი იყო. იმ დღეს როცა საქორწილო კაბაში გამოწყობილი ჩემსკენ მომავალი დავინახე გული შემიქანდა, საოცარი გრძნობა დამეუფლა, იგი ანგელოზს ჰგავდა ისეთი ლამაზი იყო, მე კი არარაობად ვიგრძენი თავი, ბედნიერ არარაობად, ასეთი ლამაზი გოგო ჩემზე აპირებდა დაქორწინებას. ლამაზი კიდევ არაფერია მასთან შედარებისას. ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტკივილი მისი დაკარგვა იყო. ახლა კი მოგონებებს ვებღაუჭები, ვცდილობ თითოეული დეტალი გავიხსენო მასთან გატარებული და არ გავაფერმკრთალო იგი. მწარე რეალობის წინაში დამდგარი კი ძალიან უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი. გული მომიკვდა. გამიჩერდა. შუაზე გამეპო. იტყვით თუ ასე უყვარდა როგორ ცხოვრობს მის გარეშეო. გეთანხმებით და მართალი ხართ ჩემს ცხოვრებას ცხოვრება აღარ ჰქვია. მე ვცადე თავი მომეკლა, ესეც კი არ გამომივიდა, ამან ბრაიანი ძალიან დააზარალა. მე ამის გამო რამდენიმე დღე კომაში ვიყავი ბრაიანი კი რამდენიმე კვირა გაუნძრევლად იწვა უგონო მდგომარეობაში.-თავდახრილს ნატანჯი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე. - მოვსტაცე საქართველოს ერთი ანგელოზი და მერე და რისთვის? ყაჩაღი ვარ, ყაჩაღი. მოპარულ ნივთსაც ვერ გავუფრთხილდი. მეც ისევე მოვიქეცი როგორც ნამდვილი ყაჩაღები იქცევიან. უდიერად მოვებყარი თითქმის ძალით მოპოვებულ ნივთს, მერე და რატომ? ყაჩაღი რომ ფულზე ცვლის თავიანთ მონაპოვარს, მე როგორ მოვიქეცი, მე იგი ტკივილზე გავცვალე, საშინელ ტანჯვაზე. ცეცხლი აღმოჩნდა ჩემსა და ალისიას შორის და მასზე გავასაღე ჩემი გოგო. მე ყაჩაღზე უარესი ვარ. ფულზე არა, ცეცხლზე გავცვალე ის რაც საქართველოს მოვპარე დიდი ხნის წინათ. თუ გაინტერესებთ იმასაც გეტყვით რომ ცოლს არასოდეს მოვიყვან, არასოდეს არავინ შემიყვარდება. ჩემი ერთადერთი ცოლი ალისია იყო, არის და იქნება, ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი ერთი ცალი. ის ჩემს გულშია, ჩემთვის ცოცხალია და მუდამ ასე იქნება. ეს ჩემი ცხოვრებაა, ეს არის ჩემი ტკივილი. დინარა? იგი ახლა რომ ცოცხალი იყოს ჩემი ხელით გავუთხრიდი საფლავს, ჩემი ხელით მოვკლავდი მას. -სიმწრისგან მდივნის სახელურს მაგრად ჩაჭიდა ხელები და ისე შეჰკრა მუჭი თითქოს წვენს გაადენსო. -მან ჩემი გული სამუდამოდ დაატუსაღა, ჩემი გოგო წამებაში მოჰკლა. დრო როცა გადის ამ ტკივილს ეჩვევი, ეჩვევი ღიმილს, მაგრამ პირველ რიგში ეჩვევი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ დრო არა, სისულელეა "დრო ყველაფრის მკურნალიაო" იგი არ კურნავს ტკივილებს, ის მხოლოდ გვიძლიერებს ტკივილს მონატრებული ადამიანის მიმართ, უმისობით განცდილ ტკივილს. არა, არა არ აყუჩებს დრო მისი დაკარგვით გამოწვეულ სევდას, მონატრებას. მენატრება დილა სადაც ჩემს მკლავზე იღვიძებდა, დილა სადაც მისი თვალებით იწყებოდა დღე. რა მშვენიერია ცხოვრება სადაც სიგიჟემდე უყვარხარ და მსოფლიოში ყველაზე მეტად გიყვარს. ჩვენ შეგვიძლია ვიცეკვოთ ან ვიმღეროთ, მაგრამ გულში ხსოვნა ყოველთვის მუდამ გვექნება. ჩვენ შეგვიძლია ერთი დღე არ ვიფიქროთ, მაგრამ მომდევნო დღეები სულ მათ ფიქრში გავატაროთ. ჩვენ შეგვიძლია გავიღიმოთ მაშინ როცა მათი მონატრებით გული ცრემლებით გვევსება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არ ვამბობთ იმას თუ რატომ ვამბობთ ამ ტყუილს. თქვენ შეიძლება არ გენატრებათ არავინ მაგრამ მე სხეულის, სულის აწვამდე მენატრება ჩემი ძვირფასი ცოლი. ვიხსენებთ მასთან გატარებულ დროს, რას გავაკეთებდით სხვა და სხვა შემთხვევაში მასთან, როგორ მოვიქცეოდით. რთულია როცა გააცნობიერებ რომ მარტო რჩები, მის გარეშე და ცდილობ როგორმე ამ გრძნობით მის გვერდით ყოფნა შეინარჩუნო. ერთს გეტყვით და იცოდეთ დრო არაფრის მკურნალიც არ არის, ის უბრალოდ გვასწავლის ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. -სამწუხაროა, ვიზიარებ შენს მწუხარებას. -გულწრფელად მიიტანა ანდრეის ისტორია გულთან წამყვანმა. დარბაზში აცრემლებული და ატირებული საზოგადოება იჯდა. ყველას სურდა რაიმეთ ენუგეშებიმა მაგრამ მათ არაფერი შეუძლიათ იმის გარდა, რომ ტაში დაუკრან გამხნევების ნიშნად. -იმ სცენას რომელსაც შენ გულისხმობ სადაც შენ და ალისიამ აკოცეთ ერთმანეთს და თურმე დიდი ძალდატანებით იცით როგორი მაღალი რეიტინგი აჩვენა? რომ მილიონობით მაყურებელი ჰყავდა ამ სერიას? რას იტყვით ამაზე? -მე არ შემიძლია ავღწერო იგი რამდენიმე სიტყვით, მასზე მთელი ცხოვრებაც რომ ვილაპარაკო ვერ მოვძებნი ისეთ სიტყვებს როგორიც მას შეეფერბა, ვიტყვი რომ მეამაყება ჩემი გოგოსი, ის საუკეთესო იყო. -ყველამ ვიცით რომ ალისია ძალიან კეთილი და თავმდაბალი იყო. მინდა ფეხზე წამოდგომით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. -იგი ასეც მოიქცა, ყველამ მათ მიბაძა, შემდეგ ადრეის ხელის ჩამორჩმევით დაემშვიდობა და გადაცემის ჩაწერა დაასრულა. წამყვანმდა ყურსასმენები მოიხსნა, საყელო გადაიწია და წყალი მოსვა. *** -შენი დრო დამთავრდა, დამთავრდა შენი სიზმარი. შენ უკვე გადმოინაცვლე სიზმრიდან რეალობაში. შენ აქ დარჩები სამუდამოდ სიცოცხლეში. -კვლავ უადგილოდ გამოხტა თავისი მწარე სიტყვით დინარა კომაროვი. ალისია თვალცრემლიანი საწოლს მიჯაჭვული ტელევიზორს ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს და ანდრეის სიტყვებს წამდაუწუმ იმეორებდა თავში. მის განადგურებულ გულს სიხარულის, სიამაყის და უფრო დიდი სიყვარულის გრძნობა ეუფლებოდა. -არსებობს მოსაზრება რომ ოცნებები არ ხდება და რომ უნდა იცხოვრო ისე როგორც ცხოვრობ ყოველგვარი გართულებების გარეშე, რადგან ოცნება ცხოვრებას ართულებს. -გაბედულად უთხრა დინარას -წარმოიდგენ ხოლმე მშვენიერ ცხოვრებას, დაიწყებ ამ სამყაროში არსებობას და ბრახ! წამებში სკდება ის ბუშტი, რომელშიც ეს ყველაფერი მოათავსე. მერე ეჯახები ისეთ პრობლემებს რომლებიც ოცნებებშიც კი არ არსებობს. ოცნება ეს არის ჩვენი ცხოვრების ის ნაწილი რომელშიც ბედნიერნი ვართ და ჩემი აზრით ეს ბედნიერება არასოდეს არ უნდა მოვიკლოთ. მე ვცხოვრობდი ოცნებებში, დიახ ოცნებებში და არა ოცნებაში, თუნდაც ისეთში რომელშიც ვიცი რომ არასოდეს არ ხდება, მაგრამ მე ხომ იმ დროს ბედნიერი ვარ. მერე რა რომ ოცნება, სიზმარი და რეალობა ერთმანეთში ყოველთვის მერეოდა, მე ხომ ამ ოცნებებში ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. ჰოდა ამიტომ დღეს ვხვდები რომ ოცნება არასოდეს უნდა შევწყვიტო, რადგან ყველაზე დიდი ოცნება მე ამიხდა და ამას დღეს მივხვდი ყველაზე უკეთ. ოცნებაზე არასოდეს უნდა ვთქვა უარი, რა იცი იქნებ ის რაც არარეალური მგონია ერთ მშვენიერ დღეს რეალური აღმოჩნდეს და შევძლო ჩემი ერთადერთი ოცნების კვლავ შეგრძნება და ხელით შეხება. -ალისიასთვის თითქოს ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, სიცოცხლის სტიმული მიეცა იმ სიცოცხლით რაც გააჩნია და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოთმინება გამოეხატა მისი ამ მდგომარეობისთვის. მან საკუთარ თავს პირობა მისცა გაეძლო ამ ყოველი ტანჯვისთვის, რომ მისი ერთადერთი სიყვარული ანდრეი კიდევ ერთხელ ეხილა. -მე და ანდრეი ერთად ვიქნებით. -დაუმატა ალისიამ. -არასოდეს საცოდავო. -გაჰყვირა გამწარებულმა დინარა და იქვე კედელთან მიყუდებული გოლფის სათამაშო კედით ტელევიზორს დაუწო ცემა. მერე კედელს მიახალი იგი. ჯოხი შუზე გადატყდა. ალისიას მივარდა, მკლავში ჩააფრინდა და მის ხელბორკილების გაწყვეტასა და საწოლიდან მოგლეჯვას ლამობდა. გააფთრებული სახით რამდენიმე ძლიერი სილა გააწნა, რის შემდეგაც სისხლით მოესვარა მთელი სახე.ჭრილობა ისე სჩანდა თითქოსცდღითი დღე უფრო მეტად ეხსნებოდა. გოგონა უფრო და უფრო ითმენდა ტკივილს და უფრო და უფრო ემატებოდა სურვილი ანდრეისთან ერთად ყოფნის. გადაწყვიტა რომ ებრძოლა, ებრძოლა სიცოცხლისთვის რომელიც ანდრეისთან შესახვედრად და მასთან ერთად ცხოვრების ბედნიერად გასატარებლად გამოეყენებინა. -რამ გაგაბოროტა ასე დინარა? ნუთუ მართლ სიყვარულის ბრალია შენი გულღრძო ცხოვრება? დინარა დაიღალა. კედელს მიეყუდა და იქვე ჩაცურდა. მოპირდაპირე კედელს თვალი გაუსწორა და ხმადაბლა ბუტბუტი დაიწყო. რა ქნას ქალმა თუ უყვარს მამაკაცი. ნუთუ სიყვარული დანაშაულია? გული ბაგა-ბუგით უცემდა, ეტყობოდა რაღაც ძალიან აუხებდა. მუცელში მტკივნეულდ უფრთხიალებდა რაღაც და თვალებს ნერვიულად აცეცებდა ცრემლები რომ არ გადმოგორებოდა. ხელის კანკალით მოიძებნა ჯიბეში სიგარეტი. კოლოფი ცარიელი აღმოჩნდა და კუთხეში მიაგდო. კიდევ ერთი მიზეზი მიეცა გაცოფებულიყო, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა. ფიქრობდა დაეწყო თუ არა საუბარი იმაზე რაც მთელი ცხოვრება ტკივილს აყენებდა. -რა მოხდა, ჰო სიყვარულმა გამხადა მეც ასეთი.-დაიწყო საუბარი. დაიწყო და თითქოს შვება იგრძნო. არავისთან საუბრობდა ამის შესახებ. ღრმა და მტკივნეული წარული გულს დღემდე უღრღნიდა. -გინდა თავიდან დავიწყო? თუმცა არც სიყვარულის ბრალია. ბავშვობიდან დაიწერა ჩემი ბედი. მე და დედა ერთი ბედისანი აღმოვჩნდით, მაგრამ მას არ შესწევდა ძალა სიყვარული დაეცვა. მე შემიძლია ეს. მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულმა ჩანთა მაგიდაზე დავდე. -მზერა წარსულს გაუსწორა და მოგონებებს გაუნაწყენდა. -ლამაზი ბავშვი ვიყავი ქართველო. ქერა გრძელი კულულები და სიცოცხლით სავსე თაფლისფერი თვალები მქონდა. თეთრი პერანგი, შავი კაბა, გეტრები და ფეხსაცმელები მეცვა, შავი ჰალსტუხი მეკეთა. სკოლაში ყოველთვის ორ ნაწნავს ვატარებდი, ყოველ დილით მიკეთებდა დედა, ალბათ ამიტომ მქონდა ხვეული თმა მიეჩვია კიდეც ყოველ დილით ერთი და იგივე ფორმას. ჰო სად შევჩედრი. დედას ძახილში დავაყრუე სახლი. ხმა არავინ გამცა. ვიფიქრე მაღაზიაში იყო გასული მაგრამ ის ჩემს მოსვლამდე არსად არ მიდიოდა, მარტო არასოდეს მტოვებდა, სახლიდანაც ყოველთვს ერთად გავდიოდით. უკვე გითხარი რომ პრიმორკა-ახტარსკის რაიონში ვცხოვრობდით? მიყვარდა ბავშვობაში ზღვის ნაპირას ჯდომა, საათობით გავყურებდი ზღვას თუმცა შესვლად ვერ ვბდავდი. მეშინოდა რომ ჩამყლაპავდა და სამუდამოდ მშთანთქავდა მასში. 8 წლის ვიყავი მხოლოდ. ბუნებრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სააბაზანოში შევედი და... ღმერთო რა მძიმე ამის გახსენება. -ხელები აუკანკალდა ქალს. ალისია დაძაბული უსმენდა. -კარების გაღებისთანვე წყალში აღმოვჩნდი, ფეხები დამისველდა და კივილი მოვრთე. აბაზანაში მწოლიარე დედაჩემი და წითელი წყალი. აღარ მახსოვს საიდან გაჩნდნენ მეზობლები ან რამდენ ხნს ვყვიროდი რადგან მახსოვს ერთ-ერთმა მეზობელმა სილა გამაწნა. ოთახიდან მალევე გამიყვანეს.ტანსაცმელი სველი მქონდა, გამომიცვალეს რადგან იფიქრეს წყლით დავსველდი, სინამდვილეში მე შიშისგან გამეპარა. ამის შემდეგ მახსოვს რომ დედაჩემი სასწრაფომ წაიყვანა. ალისიას უნდოდა ეკითხა მამაშენი სად იყოვო მაგრამ შეეცოდა განადგურებული ქალი, მას თვალების ირგვილ წითელი გახდომოდა უპეები, ეტყობოდა მაქსიმალურდ იკვებდა თავს ტირილისგან. -დედა მოკვდა, მე თავს ვიდანაშულებდი მის სიკვდილში. მეგონა მე ვიყავი ცუდი შვილი და ჩემს გამო დატოვა ყველაფერი. ვბრაზობდი, კარგად ვსწავლობდი, სულ ვეფერებოდი მას და მაინც ვერ ვხვდებოდი რა დავაშავე ისეთი რომ დედამ თავი მოიკლა. წლების განმავლობაში ვებრძოდი თავს და დედას საქციელს ვერ ვამართლებდი, ნუთუ შვილის ცუდი საქციელის გამო ვინმეს თვი მოუკლავს? გამახსენდა მე: ერთხელ დაბალი ნიშანი მივიღე და დედამ მისავედურა. მე კი ვფიქრობდი "მერე რა დედა, დაბალი ნიშნები ჩემს კლასელებმაც მიიღეს, ნუთუ ასე გატკინე გული?" საკუთარ კითხებზე პასუხი მანამდე ვერ მივიღე სანამ 12 წლის ასაკში, კარადის კუთხეში დედაჩემის ტანსაცმელებში გახვეული ყუთი არ ვიპოვე. მანამდე არასოდეს შემიმჩნევია ის ყუთი, თიქოს ვინმემ განგებ დადო რომ მე მენახა და სიმართლე გამეგო. არა ეს რა თქმა უნდა ასე არ არის და შემთხვევით ვნახე ის ყუთი იქ. ხელში ავიღე და ჩემს ჩვეულ ადგილას წავედი, ამოჩემებულ ქვაზე დავჯექი და კვლავ ზღვას დავუწყე ცქერა. ცოტა ხანს კვლავ ზღვას გავყურებდი და მაინც ვერ ვბედავდი შესვლას მე ხომ ცურვა არ ვიცოდი. ან ვინ მასწავლიდა დედა აღარ მყავდა. ვერ ვბედავდი ყუთის გახსნას, მრცხვენოდა, მეგონა ამით დედას სულს შეურაწყოფას ვაყენებდი, მეგონა ზემოდან დამყურებდა და მისი ნებართვის გარეშე გახსნისთვის დამტუქსავდა. ძალიან იშვიათად გამიბრზებია, ყოველთვის მეფერებოდა და ლამაზ მომავალს მიხატავდა. ყუთი გავხსენი და მაშინ მივხვდი რატომ არ მყავდა გვერდით არასოდეს მამა. მაშინ მივხვდი რომ 12 წლის ასაკშიც შეიძლება გახდე ჩამოყალიბებული ქალი და ამ სამყაროს თვალები გაუსწორო. ადრესატთან მიუსვლელი უამრავი წერილი ვიპოვე, დედა ვიღაც უცხო კაცს წედა. თურმე ის კაცი დედას შეყვარებული ყოფილა. სამკერვალო ფაბრიკაში გაუცვნიათ ერთმანეთი. დედას ძალიან შეჰყვარებია სიმპატიური მამაკაცი და შეყვარებულები გამხდარან კიდეც რადგან დედაც ძალიან ლამაზი იყო. რამდენიმე თვეში კი მას ცოლი მოუყვანია, უკრაინელი გოგონა. დედამ სმა დაიწყო, სიგარეტს მიეძალა, თუმცა ნარკოტიკებს ვერ ბედავდა. ბარებში დადიოდა და გაუთავებლად სვამდა, ზოგჯერ იქედან არც მოდიოდა ასეთი ღამის ნაყოფი ვარ მეც. ერთ ღამეს მთვრალს მეორე დღეს ვიღაც მამაკაცთან გაუღვიძებია. როცა გაიგო ფეხმძიმედ იყო ცხოვრების სტილი შეიცვალა და შემიყვარა მე მუცლად მყოფი. დაუფიცებია ოღონდ ჯამრთელი დავბადებულიყავი და სასმელს და სიგარეტს არასოდეს გავიკარებიო. მე ხომ მთვრალი დედის მუცელში ჩავისახე. მის სიცოცხლეში ბოლო წერილი თავისი თავისთვის და ჩემთვის დაიწერა. ალბათ იცოდა როდესმე ვიპოვიდი და წავიკითხავდი. იმ ყუთში ვიპოვე პატიებას მთხოვდა იმის გამო რომ მისი სიყვარული იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ეგონა. პატიებას მთხოვდა იმ სიყვარულისთვის რომელიც ვერ დაივიწყა. ალისიას ცრემლები წასკდა თვალებზე, ნიკაპი აუკანკალდა ნერვიულობისგან და მართლა ძალიან განიცადა დინარას დედის ისტორია. მიხვდა რომ დედამისს თავი რომ არ მოეკლა და დინარა მასთან გაზრდილიყო იგი ასეთი არ იქნებოდა. შეეცოდა ქალი რომელიც სიცოცხლეს უწამლავდა, სრული ამ სიტყვისხმნიშვნელობით. -რა გატირებს გოგო. -ფეხზე წამოდგა დინარა და შპრიცს დასტაცა ხელი -სულელმა დედაჩემმა რაც ვერ შეინარჩუნა ამას მე ვაკეთებ. ერთი ბედი გვქონია დედა-შვილს მაგრამ მან არ იბრძოლა სიყვარულისთვის და ბედნიერება უსურვა მათ. მათთვის ბედნიერების სურვილს მთელი წერილი ჰქონდა დათმობილი. მე კი ვიბრძოლებ ამისთვის. -დედაშენი შეგნებული ადამიანი ყოფილა. შენ რისი იმედი გაქვს. -ანდრეის. -ალისიას ღიმილი მოჰგვარა ამ სიტყვებმა. -ბედნიერი თუ არა ხომ დავტანჯე მაინც. -ნემსი მაღლა ასწია, დაკვირვებული თვალით გახედა, კარგად დააკვირდა ზედმეტი დოზა არ მოსვლოდა და დამაძინებელი წამალი ალისიას გაუკეთა. გოგონა შეწინააღმდეგებას აღარ ეცადა, უბრალოდ ის გრძნობდა რომ ანდრეი მას იპოვნიდა, მისი გმირი მის გადარჩენას შეეცდებოდა მაინც. ბოლოს კი სანამ ნარკოტიკი იმოქმედებდა მის ორგანიზმზე, მოუწამლავდა გონებასა და აზროვნების უნარი წაერთმეოდა თავში კურსელის მიერ დაწერილი ლექსის რამდენიმე სტროფი ამოუტივტივდა. "მე იმ სიყვარულს მივტირი ახლაც, იმედი რომ მქონდა და გამიცრუვდა რომ შემომხედავ იფიქრებ ალბათ გთხოვ მაპატიე იმედი გაგიცრუე. ხან ცრემლი მომდის ხან გამიქრება, მაგრამ ის გრძნობა რაც შენგან დამრჩა არც არასოდეს არ გამიქრება ... მიყვარხარ ახლაც, როგორც წლების წინ, მიყვარხარ ისე თითქოს ჩემი ხარ ვერასდროს გეტყვი ამ სიტყვებს მაგრამ ჩემს გულში ისევ "ჩემი ბიჭი ხარ". მინდა შეგეხო გითხრა ჩემი ხარ ნეტავ იცოდე, ნეტავ იცოდე როგორ ძლიერად მომნატრებიხარ. ახლაც მარტო ვარ, კვლავ გელოდები უაზროდ მაგრამ მაინც გელოდები მაგრამ იცოდე ჩემო სიცოცხლე მთელი ცხოვრება დაგელოდები. მისი ფიქრები დაბურულ ტყეს დაემსგავდა. დამძიმებული თვალები დაეღალა და მისდაცუნებურად ძილს მისცა თავი. "ქალაქი მტვერში იყო გახვეული. შემოდგომის ქარი ნაზად არხევდა ხეებს, ერთმანეთში არეულიყო ყვითელი ფოთლები. ნაძვისა და ჭადრების ტოტებიდან შემოდგომის ჩურჩული ისმოდა, მისი თავბუდამხვევი სურნელი იგრძნობოდა. საკმაოდ თბილი ამინდი იყო, ქუჩაში უამრავი ხალხი ირეოდა. მხოლოდ შავი ტანსაცმლით შემოსილი გოგონა იდგა, დაბნეული მოძრავ ქალაქში და შეშინებული აცეცებდა თვალებს. ჩვეულებრივზე მეტად მოწყენილი იყო. ქარი ქერა გრძელ თმებს უწეწავდა საძირკველიდან მის მოგლეჯვას ლამობდა, თუმცა გოგონა მაინც მტვრიან ქუჩაზე იდგა და გაუაზრებლად იცქირებოდა. ირგვლივ მიმოიხედა, ლამაზ ბაღში აღმოჩნდა წამით, სადაც მხოლოდ ის იყო და ლამაზი ყვავილები ფერად ვარდებთან ერთად. ქუჩა ისევ მტვერში იყო გახვეული. იქვე სკამზე დაიკავა ადგილი, ირგვლივ იხედებოდა და ვერაფერს ვერ ხედავდა გარდა მტვრიანი ქუჩისა. ისევ სევდა მოაწვა და ყველაფისგან დაღლილმა თვალები დახუჭა თითქოს ყველაფის დავიწყება სურდა. წამით საოცარი სიმშვიდე იგძნო, ძალიან სურდა ეს წამი დიდხანს გაგძელებულიყო, რადგან მის დაღლილ სულსა და დაქანცულ სხეულს ყველაზე მეტად სიმშვიდე სურდა. -რისგან ცდილობ თავის დაღწევას? ცხოვრება მაინც მშვენიერია. -მოესმა ხმა. თვალები ნაზად გაახილა და შეკრთა, მის წინ თეთრებში ჩაცმული, სასიამოვნო გარეგნობის მოხუცი იდგა და თბილი თვალებით უცქერდა. -ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ. -უთხრა მოხუცმა. გოგონა მოდუნდა, მასში რაღაც ძალიან თბილი მზერა დაიჭირა და მიენდო. -რატომ ხარ მოწყენილი. თანაც ასეთი სევდიანი თვალებით. -არ ვიცი. ისიც არ ვიცი სად ვარ, აქ რა მინდა. -დაბნეულად მიმოიხედა ირგვლივ. -რაზე ფიქრობ. -ოცნებაზე. -რაზე ოცნებობ? -ძალიან ბევრ რამეზე. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სამყარო იქ სადაც არავინ არის ჩვენს გარდა. ჩუმათ განვმარტოვდებით და მერე ვარდისფერ ოცნებებში ვიძირებით. ვხატავთ ლამაზ სიყვარულს, მერე ვნახავთ ადამიანს რომელზეც ვოცნებობთ და აქედან იწყება ყველაფერი: ტანჯვა, ცრემლები, სიხარული, ტკივილი, მაგრამ ჩვენ გულის გასაღებს ხელში მივცემთ და უფლებას ვაძლევთ გულის კარები შეაღონ, ის ხომ ახდენილი ოცნებაა ვადისფერი სამყაროდან. გადის დრო და გბეზრდება დახუჭული თვალებით სიარული, ჯერ ახელ ერთ თვალს და ირგვლივ მიმოიხედავ, მერე მეორესაც და ხვდები, რომ ტოვებ ვარდისფერ სამყაროს, უბრუნდები მწარე რეალობას. -მოდი უფრო მეტად ნამდვილები ვიყოთ, სამყარო გაცილებით ლამაზია ვიდრე ეს ჩვენი საკუჭნაოდან სჩანს. ცხოვრება უფრო ტკბილია უბრალოდ დანახვა უნდა შეგეძლოს მისი. -მოხუცმა ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ოდნავ მაღლა ააწევინა, წარბები შეუკრთა როცა მის ზედმეტად მოწყენილ ლამაზ, მაგრამ უღიმღამოდ ჩამქვრალ მწვანე თვალებს დააცქერდა. თეთრ წვერ-ულვაშში ჩამალული ტუჩები ააცმაცუნა და პასუხის მოლოდინში განაბულმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -უბრალოდ უაზრობაა. ჩემი ვარდისფერი ოცნება აღარასდროს ახდება. -თავი კვლავ დაბლა დახარა და გრძელი ქერა თმა სახეზე ჩამოეყარა. -რომ შევეცადო? -მოხუცს ცვლილება შეეტყო, თითქოს ახალი ცხოვრების დაწყების იმედი მას სიხალისეს მატებდა. მისი დანაოჭებული და დაჭმუჭნული კანი ძალიან მჭიდრო გაუხდა. დასიებული თვალის უპეები სადღაც გაუქრა და მის ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლით სავსე თვალები გაჩნდა, მწვანე ლამაზი თვალები. ლამაზი ახალგაზრდა მამაკაცის სახე კი დიდი მონდომებითა და ამაღლებული ენთუზიაზმით შესცქეროდა გოგონას. -ანდრეი. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. -უცებ გამოცოცხლდა გოგონა, თავი მაღლა ასწია და იმედი რომელიც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ანდრეის დანახვისას იგრძნო, იგრძნო და სიხარულისგან რომ არ დაცემულიყო მჭიდროდ ჩასჭიდა ხელები ბაღის სკამის სახელურებს-მოვკვდი?-თქვა უცებ შეცბუნებულმა. -ანგელოზები არ კვდებიან ჩემო სიცოცხლე. -გოგონასკენ დაიხარა იგი. -ვარდისფერი სამყარო დატოვე და ჩემთან ერთად რეალობს დაუბრუნდი. მიყვარხარ. მთელი ცხოვრება ვიღაც მენატრებოდა და იცი? ყოველჯერზე როცა გხედავ ვხვდები რომ ის მონატრება შენ ხარ. ის ერთადერთი ხარ ვინც ჩემია და არასოდეს გავუშვებ. ის ერთადერთი ხარ ვინც მთელი ცხოვრება მეყვარება და ვისაც ამდენი ხანი ველოდი. -ახლაც ჩემს ვარდისფერ სამყაროში ვარ? -უთხრა და ფეხზე წამოდგა. შავი ტანს მოტმასნილ ტანსაცმელზე ნაზად ეალერსებოდა ქერა თმები და ჰაერში მოცეკვავე გედებივით დაფარფატებდნენ. -არა ძვირფასო ცოლო, მტვრიან ქუჩაზე სადაც რეალობაა ყველაფერი და მე ყველაზე ბედნიერი ვარ დღეს შენს გვერდით. -ანდრეიმ ალისიას ხელი მოკიდა სახეზე, ფრთხილად მოეფერა და გულში ჩაიხუტა. როგორ სჭირდებოდა ახლა ეს. შავ ტანსაცმელში ჩაცმული ალისია და თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული ანდრეი როგორც მშვიდობის სიმბოლო, მტვრიანი ქუჩის პატარა ბაღში იდგნენ ერთმანეთს ჩახუტებულნი, ერთ არსებად ქცეულნი და ორ სხეულში მოთავსებული ერთი სული." გოგონამ თვალები გაახილა და ისევ საწოლს მიჯაჭვული სიკვდილს ებრძოდა. ირგვლივ თვალი მოავლო და ცარიელი ოთახი შენიშნა, დინარა სადღაც გასულიყო. სიზმარს შენი რეალობის მართვა შეუძლია. გაღვიძების შემდეგ სიზმრის მიმართ რაღაც ახალი და თბილი გრძნობა იბადება, თითქმის ამოუხსნელი, მაგრამ რაღაც ისეთი რაც გულს გითბობს. -ჩემი ვარდისფერი სამყარო. -თქვა ჩურჩულით. -აღარ მეშინია. მე ის ვნახე რასაც ამდენი თვე ვოცნებობდი "ჩემი ვარდისფერი სამყარო". მიყვარხარ ანდრეი ლუჩენკო, ჩემი რეალობა მიყვარს ყველაფრის მიუხედავად, ამ სამყაროში ხომ ადრე თუ გვიან კვლავ შენ გნახავ, მიყვარს ის გეგმები სადაც შენი შეხვედრის დღეს წარმოვიდგენ. მიყვარს რეალობა ვარდისფერი სამყაროდან გადმოსული რადგან ის მხოლოდ ჩვენია, მხოლოდ ჩემი და შენი. ჩემი სიზმარიც მომწონს სადაც შენ გნახე, მტვრიან ქუჩაზე ერთად ვიყავით. ალისიამ ბორკილებთან გაიბრძოლა, ვერაფერს რომ ვერ გახდა გასაოთებულმა თვალები დახუჭა და ნარკოტიკებიგან გაჟღენთილი კვლავ რამდენიმე საათით დაეთხოვა ვარდისფერ სამყაროსა და მწარე რეალობას, ქუჩას სადაც მტვერი იყო გამეფებული და უსაშველო ქარი ჰქროდა. იქნებ სწორედ მაშინ მთავრდება ყველაფერი როცა თვალს გავახელთ და ვარდისფერი ბურუსიდან, რეალურ ნაცრისფერ მტვერში ვეხვევით? იქნებ თავად სიყვარული ოცნებაა? არა სწორედ ვარდისფერი ბურუსიდან რეალობაში იწყება სიყვარული. სიკვდილი და დაბადება მხოლოდ ერთხელ განვიცადოთ ცხოვრებაში. დასაწყისისა და დასასრულის დროს." *** -მოვედი -კარებთან, პატარა მაგიდაზე მანქანის გასაღები და ტელეფონი დადო და სასტუმო ოთახში შევიდა. -მოხდა რამე? -ჰკითხა მას შემდეგ რაც დადარდიანებულ ძმას შეხედა და მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა. -არ უნდა წავსულიყავი. ხომ ვიცოდი რომ ასეთ შეკითხვებს დამისვამდნენ. დარჩი რა დღეს ჩემთან, თორემ ვიცი რამეს ჩავიდენ. -კარგი. ემილის დავურეკავ. არ მინდა ინერვიულოს. ბენი კვლავ დაბრუნდა ანდრეისთან. ამ უკანასკნელს ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოეწყო და კინოს უყურებდა. -ყოჩაღ რომ დამელოდე და უჩემოდ ფილმი არ ჩართე. -ბენმა ფეხები ჩამოაღებინა მაგიდიდან და გვერდით დაუჯდა. პასუხი არ იყო. -ჰეი, ანდრეი! -ხელი აუფრიალა ცხვირ წინ. -ჰო ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა. -ფიქრებიდან გამოერკვა იგი და სიჩუმე დაარღვია, თუმცა ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია. -მასხარა. -ერთხანს ჩუმად უყურებდნენ ფილმს. -რის შესახებ არის ფილმი? -იდიოტო, ამდენი ხანი უყურებ და ვერ მიხვდი? - კარგი მაპატიე სუულელი ვარ. -არა კრეტინი. -პოპკორნის ჭამა გაანგრძო ანდრეიმ. -გაუგებარი ფილმი რომ არის იმიტომაც გეკითხები უაზრო. -უაზრო შენ ხარ. მშვენიერი კინოა. -სინამდვილეში სულაც არ ეჩვენებოდა შესანოშნავ ფილმად. მეტიც არც კი უყურებდა. არაცკი უყურებდა მაგრამ მასზე არ ფიქროდა. -მიდიი. -ხელი ჰკრა ბენმა. -მომე პულტი, ნორმალურ ფილმს ჩავრთავ.-მაგიდისკენ დაიხარა ბენი მაგრამ ანდრეიმ დაასწრო. -მაცადე ბრაიან ყურება. -ნუ ბავშვობ, მომეცი რა ეგ პულტი და სხვა ფილმს მოვძებნი. -არა. -უთხრა მოკლედ და ფილმის ყურება განაგრძნო. -ანდრეი. -ანდრეი, ანდრეი იძახე ახლა. -სახე მოღრეცილმა გამოაჯავრა იგი. -ვაჰ. -ამოიხვნეშა და პულტის წართმევა დაუპირა. -გეყოს ბრაიან. -პოპკორნი მაინც მომეცი. -არა. -უთხრა და პოპკორნი რომელიც ჯამში ეყარა მაისურის საყელო გამოიწია და შიგ ჩაიყარა. -ახლა მიდი და ჭამე. -ნიშნის მოგებით მიუგო და გაღიმებულმა ჭამა სხეულზე დაყრილი პოპკორნიდან განაგრძო. ბენი ანდრეისკენ გაიწია და ისინი ხელჩართუყლ ჭიდავში ჩაებნენ. -ბრაიან გავჩერდეთ. -გვერდით გადასწია ძმა. -აჰა აიღე ეს პულტი ამისთვის მკლავდი? -არა ამისთვის. -საერთოდ გამორთო ტელევიზორი. -ამისთვის ვიჩხუბეთ? -რას ამბობ ბრაიან, არ ვჩხუბობდით ერთმანეთს ვეფერებოდით. -სახეზე მოეფერა. -წადი შენი! -ხელი აუქნია ბენმა. -დავიღალე, ვჭამოთ რა რამე მშია. -გაამზადე და შევჭამ, აი სამზარეულოც იქვეა. -ოჰ ბრაიან, ბრაიან. -ანდრეი წამოდგა პოპკორნი დაიფერთხა და სამზარეულოში გავიდა. ამ დროს ბენის ტელეფონმა დარეკა. -სად არის ეს ტელეფონი? -ვერ პოულობდა, მერე ბალიში ასწია და ტელეფონი აიღო. ემილი რეკავდა სთხოვა რომ სახლში დაბრუნებულიყო, ლუკასი ძალიან ბევრს ტიროდა მამის მოლოდინში. ბენმა უარი ვერ უთხრა, მისი პატარა ბიჭი ძალიან უყვარდა. მართალია არ უნდოდა ძმის წყენინება მაგრამ, მას კიდევ ჰყავდა ოჯახი რომელსაც ძალიან სჭირდებოდა იგი, სახლში პატარა ლუკასი და ფეხმძიმე ცოლი ელოდებოდა. -ანდრეი მე უნდა წავიდე. -რატომ? -გამოსძახა სამზარეულოდან. -ემილიმ დამირეკა, ლუკასი მამას ითხოვსო. -კარგი ბრაიან წადი. სასტუმროდან დაემშვიდოდა ბენი, მანქანის გასაღები აიღო და კარები გაიხურა. ანდრეიმ ბუტერბროდები გაიკეთა. სამზარეულოს მაგიდაზე დადო და გემრიელად შეექცა. რამდენიმე ლუკმა ჰქონდა დარჩენილი ჭამა რომ შეწყვიტა. შფოთავდა, სკამიდან წამოდგა, ბართან მივიდა და ვისკის ბოთლი ჩამოიღო. ბუტერბროდის თეფში გვერდზე გასწია, ერთი ჭიქა დაიდგა წინ და ურეაქციოდ ჩაუშვა ყელში. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მესამე... შემდეგ ჭიქა გვერდით გასწია და ბოთლით მიიყუდა. "რესტორანში უნდა წავიდე" გადაწყვეტილება მიიღო, ჟაკეტს ხელი დასტაცა და შეზარხოშებულმა კარები გამოიხურა. მიუხედავად იმისა რომ ბენი მხოლოდ იმიტომ რჩებოდა ძმასთან, რომ სახლიდან არ გასულიყო და რამე სისულელე არ ჩაედინა, ისმაინც გავიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქუჩაში. რამდენიმე წუთი სახლთან ლამპიონებით განათებულ ქუჩის კუთხეში იდგა და გამვლელ მანქანას ელოდებოდა. ქუჩა ნებისმიერ დროს სავსე იყო ტაქსებითა და მანქანებით, მაგრამ დღეს არავინ სჩანდა. იდგა შუა ქუჩაში ჟაკეტ მოფარებული და რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა სახლში შებრუნებულიყო, ასეც მოიქცა, გზიდან მობრუნა და ის ის იყო ჭიშკარში ნაბიჯი შედგა, რომ შორიახლოს მომავალი ტაქსი შენიშნა. წამსვე გამობრუნდა უკან და მომავალ მანქანას ხელი დაუქნია. -ტაქსი. -და გზაზე გადაუდგა. მძღოლმა მანქანა გააჩერა და ანდრეიც სწრაფად ჩაჯდა შიგ. - რესტორანში წავიდეთ. -ვინმეს ხვდებით? -იკითხა მძღოლმა და წინა სარკედან გახედა. -არა. -მოკლედ უპასუხა ანდრეიმ, აშკარად ეტყობოდა რომ არ სურდა საუბარი. -გასაგებია, დასალევად მიდიხართ. -განაგრძო მძღოლმა. -დიახ. -მოკლედ მოუჭრა ანდრეიმ და გაიფიქრა გადასულიყო დასხვა ტაქსი გაეჩერებინა, რომელიც ზედმეტ კითხვებს არ დასვამდა მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ღამე იყო და ვაითუ ტაქსი არ გამოჩნდესო. -გასაგებია, სიტყვა ძუნწი ბრძანდებით, მართალიც ხართ კარგი კაცი არ უნდა იყოს ენაჭარტალა. -ისევ თავისას აგრძელებდა მძღოლი და ეტყობოდა რომ გაჩუმებას არ აპირებდა. -მართალი ხართ კარგი კაცი არ უნდა იყოს ენაჭარტალა. -გაუმეორა ანდრეიმ და ღიმილიანი სახით აქცენტი მძღოლის ბევრს საუბარზე გადაიტანა, იქნებ მოიფიქროს და გაჩუმდესო. -ბევრი ლაპარაკი არ უნდა გიყვარდეს კაცს. აი მე ... -განაგრძობდა მძღოლი. ანდრეისთვის ბევრი უინტერესო ისტორია გაიხსენა. ის კი მხოლოდ დიახ-ს პასუხობდა და რესტორნამდე სწრაფად მისვლის იმედში ნახევარზე მეტად არ უსმენდა მძღოლს. მან კი ცხოვრებაში პირველად ინანა მართვის მოწმობა რომ არ ჰქონდა და მისი მანქანის მართვაც არ იცოდა. -მოვედით ბატონო. -უკან მიუბრუნდა ანდრეის. -მადლობთ. -ფული მიაწოდა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. -კარგად იყავით. -დაემშვიდობა იგი და სინათლეებით გაკაშკაშებულ რესტორანში შევიდა. სავსე იყო ხალხით. ზოგი ცეკვავდა, ზოგი სვამდა. ანდრეიმ მოურიდებლად გაიარა ხალხთა მასა. ქერა მაღალი გოგონა მას მიუახლოვდა და საცეკვაოდ გაიწვია. ანდრეიმ უხეშად გასწია გვერდზე და ბართან ნაცნობ ადგილას მივიდა. -1 ტეკილა. -უთხრა და გახდილი ჟაკეტი ბარზე გვერდით ჩამოდო. -ანდრეი? რამ შეგაწუხა? რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც არ გამოჩენილხარ ჩვენთან. -ტეკილა მიაწოდა ნეითმა. -არ ვიცი ბევრი საქმე მქონდა ვერ მოვახერხე. -მკვახედ მოუჭრა და ტეკილა ყელში ჩაუშვა. -კიდევ დამისხი. -არ გინდა ამდენი დათვრები. ისედაც ნასვამი ხარ. -სწორედ იმიტომ მინდა რომ დავთვრე. დამისხი. -თვალი თვალში გაუყარა ბარმენს და იდაყვდაყრდნობილმა ხელში მიაჩეჩა ცარიელი ჭიქა. -კარგი, კარგი. -ტეკილით სავსე ჭიქა გაუწოდა. -ბენი სად არის? -თავის სახლში. -მან კიდევ მოითხოვა დალევა. ნეითის მუდარის მიუხედავად ის სვამდა და სვამდა. რამდენიმე ჭიქა კიდევ დაამატა და უკვე კარგა მთვრალმა კიდევ გაუწოდა ჭიქა. -გაჩერდი ანდრეი. სახლში ვეღარ წახვალ. -სთხოვდა ნეითი. -რა მინდა სახლში? ვინ მელოდება? არავინ. -გაიგეთ ბატონო რომ გეუბნებიან. თქვენთვის აჯობებს სახლში წახვიდეთ.-ბარმენს გამოესარჩლა ანდრეის გვერდით მჯდომი უცნობი მამაკაცი. -შენ ვინ გეკითხება რას ვიზამ? -ფეხზე წამოდგა ანდრეი, ოდნავი შებარბაცების შემდეგ თავი შეიკავა. -ნორმალურად ილაპარაკე ბიჭო. -ფეხზე წამოდგა უცნობიც. -დამშვიდდით ბატონებო. -სწრაფად მიირბინა ბიჭებთან ბარმენმა და მათ შუაში ჩადგა. -არ იცი ვის რა უნდა ასწავლო? როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ. -თითით მკერდეზე მიუკაკუნა უცნობს. -გაიგე? -მუჭი მოუქნია და სახეში გაარტყა. ეს იყო მისი ამ ჩხუბში მისი ერთადერთი გათვლილი მოძრაობა, შემდეგ ყოველ ჯერზე უმისამართოდ იქნევდა ხელებს ნასვამი ანდრეი და წონასწორობას კარგავდა. ხელჩართულ ჩხუბში ჩაბმულები უკვე კარგად თვალჩალურჯებულნი ახლად მოსულმა სამართალდამცავებმა გააშველეს. ხელბორკილებ დადებულნი საპატრულო მანქანაში ჩასვეს. სირენის ხმა. საპატრულო მანქანები ადგილს მოსწყდა და განყოფილებაში წავიდა. ბარმენი რომელიც სამართალდამცავებს სიტუაციას უხსნიდა ცდილობდა ანდრეი მშრალად გამოეყვანა. სთხოვდა რომ გაეშვათ იგი, მაგრამ მათი გადაწყვეტილებით უკვე განყოფილებაში მიმავალი გზაში იყო ანდრეი ამიტომ ნეითმა გადაწყვიტა ბენისთვის დაერეკა. განყოფილების კარები გაიღო, ანდრეი და ელიოტი ცალ-ცალკე შეიყვანეს დაკითხვის ოთახში. -ანდრეი, 2 დღეში 2-ჯერ დაჭერილი. ბრალად ედება რესტორნის დარბევა, აურზაურის მოწყობა. განვაგრძო? -სათვალეების ზემოდან გამოხედა მან და ანდრეის დოსიეს კითხვა განაგრძო. -პირველად მეგონა რომ უბრალოდ შემთხვევით მოხვდი აქ, მაგრამ აქ შენი კვლავ ხილვა და თანაც შენი დაპატიმრებიდან მეორე დღეს ეს უკვე სიურპრიზია, კვლავ შენს წინააღმდეგ შემოტანილი სარჩელი. ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მივა ანდრეი ლუჩენკოს საქციელთან. ერთხანს ვიფიქრე რომ ავად არის და არ იცის რას აკეთებს-თქო, მაგრამ როგორც ვხედავ ხარივით ჯამრთელი ხარ. - ანდრეის საქმე ცხვირწინ მაგიდაზე დაუდო და კაბინეტი დატოვა. ანდრეი მშვიდი გამომეტყველებით იჯდა, ვითომ და აქ არაფერი ხდებაო და წარბ შეუხრელად ირონიული მზრით თვალი გააყოლა კარებისკენ მიმავალ გამომძიებელს. *** დღე მტანჯველად მიიზლაზნებოდა. ქუჩაში ძალიან ბნელოდა. საათი უკვე 12-ს გადასცდა. ბენი გამომძიებელ უილსონის კაბინეტში ფანჯარასთან იჯდა და გარეთ იყურებოდა მის მოლოდინში. კაბინეტის კარები გაიღო და 50 წლის ქერა, ჩოლკებით წარბებ დაფარული ქალბატონი გამოჩნდა, ხელში დოკუმენეტები ეჭირა და სანდომიანი ღიმილით მიმართავდა ბენს. -ყავა ხომ არ გინდათ? შესთავაზა და დოკუმენტებთან ერთად მაგიდაზე დადგა. -გამომძიებელ უილსონს აგვიანდება. რამდენიმე სააათის წინ თქვენს ძმასთან იყო შესული, შემდეგ გამოძახებაზე წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა. -გასაგებია თქვენ კეთილი პოლიციელი ხართ და ბოროტი სად არის? -ფანჯარას მოშორდა იგი. ანდრეიზე გაცოფებული მთელს თავის უხასიათობას სხვა ადამიანებზე ავრცელებდა. -შენ ძმასთან შესასვლელად ემზადება. -კოსტიუმის მკლავები შეისწორა ქალმა. -გასაგებია და ანდრეის აქ რა ესაქმება შეგიძლიათ მითხრათ ბოლოს და ბოლოს ქალბატონო ...? -სინგერი. სარა სინგერი. -უთხრა სახელი გამომძიებელმა. -ქალბატონო სინგერ. -შენი ძმა კაცის ცემაში, რესტორანის დარბევასა და აურზაურის მოწყობაში არის ეჭვმიტანილი. -აურზაურის მოწყობა? -ხელებით მაგიდას დაეყრდნო ბენი და გამომძიებლისკენ გადაიხარა. -გაგიკვირდა? -აუღელვებლად მიმართა ქალმა. -ძალიან. -შეგვიძლია 48 საათის განმავლობაში დავაკავოთ სანამ ბრალს წავუყენებთ და სამხილებს მოვაგროვებთ, თუმცა ეს შენც ხომ იცი, შენ ხომ სამართლის ფაკულტეტი დაამთავრე? -მაგიდაზე დადებული ფურცლები კვლავ ხელში დაიჭირა და კითხვა დაიწყო. - 26 წლის ბენი ლუჩენკო, წარმატებული მსახიობი. გყავს ცოლი და ერთი ბიჭი, კიდევ ერთ ბავშვს ელოდებით. მშობლები 6 თვის ასაკში დაკარგე, ბებია და ბაბუა რამდენიმე წლის წინ დაგეღუპათ. შენი ძმა ანდრეი ლუჩენკო მან მეუღლე დაკარგა. იგი ძალიან შეიცვალა მას შემდეგ რაც ეს ტრაგიკული ისტორია გადაგხდათ თავს. ეჭვმიტანილია ვიქტორ ივანოვიჩ კოზლოვასთან ჩხუბში. -განაგრძეთ წაახალისა ბენმა. -კარგი: შენ იურიდიული დაამთავრე, შემდეგ ბიზნესი ააწყვე და რესტონების ქსელი გაქვს, შენი ძმა სამსახიობოზე სწავლობდა. ახლა კი მუშაობს ახალ ფილმზე. -ეგ ყველაფერი რა შუაშია? ანდრეი არასოდეს დაარბევდა რესტორანს. ის შეიძლება ცოტათი შეიცვალა მაგრამ ცუდი არ არის. -სკამი მაგიდასთან უკუღმა დადო ბენმა და საზურგეს წინიდან მიუჯდა, ხელები სკამს ჩამოალაგა და ყავას მოსვა. -ბენ შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ და დაელაპარაკე შენს ძმას ითანამშრომლოს ჩვენთან და მალე წავა აქედან. -იმ საღამოს მე ანდრეისთან ერთად ვიყავი. -დაიწყო ბენმა. -გვიან წავედი მისგან და სახლში გავეშურე. ბოლო ხანებში ვცდილობდი რომ მარტომ არ დამეტოვებინა. -და რატომ დატოვე მარტო? -იძულებული გავხდი წავსულიყავი. ჩემმა მეუღლემ დამირეკა რომ ჩვენი შვილი ტირის შენთან უნდაო და მეც სახლში დავბრუნდი. ახლი კი გეკითხებით როდის მომცემთ ჩემი ძმის ნახვის უფლებას? -მალე, მან ჯერ ადვოკატთან უნდა ისაუბროს. *** ღამის პირველი საათი ხდებოდა. -ანდრეი კვლავ დაკითხვის ოთახში, მაგიდაზე ხელებ მიბმული იჯდა და ერთ წერტილს ჩაშტერებული ფიქრის გარეშე იმყოფებოდა. კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნეს და რადგანაც კარს მიღმა მდგარი პიროვნება ნებართვას არ ითხოვდა მალევე გამოჩნდა კარის ზღურბლზე, თავი შემოჰყო და პირველი მისი დიდი ცხვირი და დანაოჭეული სახე გამოჩნდა. თავს ტანიც მოჰყვა. კაბინეტში 62 წლის მუქ თმიანი, თაფლისფერ თვალება ადვოკატი გამოჩნდა, რომელიც მეტად სილოდურად იყო ჩაცმული, შავი კლასიკური შარვალი და კოსტუმი, მის შიგნით თეთრი ფურცელივით დასწორებული პერანგი და ლურჯ ზოლიანი ჰალსტუხი ეკეთა. -მისტერ ლუჩენკო? -გვარი დააზუსტა მან და კარები მიკეტა. -დიახ. -გაშტერებული მზერა კედელს მოაშორა და ადვოკატს ფეხის თითებიდან დაუწყო თვალიერება, ნელ-ნელა აჰყვა ზემოთ და ინტერესი ადვოკატის აქოჩრილ თმებზე შეაჩერა, რომელიც მეტად გასაკვირი იყო მის ჩაცმულობასთნ შედარებით მისი მოუწესრიგებელი თმები. -სკოტ ბრაუნი, მე თქვენი ადვოკატი ვარ. -გაეცნო იგი ანდრეის და უხერხულად შეშმუშნულმა თმების გადასწორების მიზნით ხელი თავზე გადაისვა. -მადლობა ღმერთს, გადარჩენილი ვარ. -ირონიულად გაეცინა ანდრეის და თავი გვერძე გასწია. -მოკლედ. -სკამზე ჩამოჯდა ადვოკატი. -თქვენზე საჩივარია. -ახალი ამბავი. -თქვენ ბრალი გედებათ რესტორანსის დარბევაში, აურზაურის გამართვისთვის და კაცის ცემისთვის. -ხომ კარგი ხელოვანი ვარ? -ირონიით იკითხა ანდრეიმ. -რას გულისხმობთ? -დაიბნა იგი. -დაივიწყეთ -ხელი აიქნია ანდრეიმ და ტუჩები დაპრუწა. -თქვებზე საჩივარია და მის უკან გატანას არ აპირებენ. -ოო როგორ შემეშინდა. -წარბები შეჰკრა მან. ადვოკატი ერთხანს ჩუმად იყო. ანდრეის საქმეს ჩაკირკიტებული თითს აყოლებდა წარწერებს და ჩუმად კითხულობდა. -ნანანანააა. -ღიღინი დაიწყო ანდრეიმ. -ბატონო ლუჩენკო რას აკეთებთ? -ეუცნაურა დეტექტივს მისი საქციელი, კითხვას თავი დაანება და სათვალეების ზემოდან ახედა მას. -ვმღერივარ. -სულელურად გაეღიმა ანდრეის და წარბები მაღლა ასწია. -რაა? -გაოცებული სახე წინ წამოსწია, სათვალეები მოიხსნა და კლიენტის მეტად უცნაური საქციელით გაკვირვებულმა ხელები გაშალა. -ვღიღინებ, რა თქვენ არ გიმღერიათ? გინდა ერთად ვცადოთ? -იცით მაინც რომ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებით და შეიძლება ციხეში მოხვდეთ? -ხელებზე ბორკილებით, მაგიდაზე ვარ მიბმული -ჯაჭვი აჟღარუნდა, ხელები ასწია, ისე როგორც ეს ბორკილებმა მისცა ამის საშუალება და ბორკილები აჩვენა მას -ამიტომ კი, ვიცი. -მალე თქვენთან დეტექტივი მილერი მობრძანდება. -ბუტერბროდები არ დაავიწყდეს. -როგორც ვხედავ კარგ ხასიათზე ხართ. -იცი? ჯონი დეპს ჰგავხართ, თუმცა ის გაცილებით ახალგაზრდაა -ადვოკატის საუბარს უკუაგდებდა იგი და მეტად გამხიარულებული სერიოზულად არ აღიქვამდა მასთან საუბარს, თუმცა ეს უკანასკნელი სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე ამიტომ ანდრეის ხუმრობებზე სერიოზული სახით გახედავდა მას.-არა, ვცდები, არ გავხართ -თავად გასცა საკუთარ შეკითხვას პასუხი. - ახალგაზრდა როგორც მივხვდი ვერ ხვდები შენი მდგომარეობის სიმძიმეს, ვერც იმას რომ შეიძლება ციხეში მოხვდეთ და რამდენიმე წელი მოგისაჯონ. -მადლობა გაფრთხილებისთვის შერლოკ თუ ერკიულ პუარო დაგიძახოთ? თუ ჩემი დახმარება გინდა ჩემს ძმას გადაეცით რომ მასთან საუბარი მსურს. -თავხედი ხართ და შეეცადეთ არ გამაბრაზოთ. -არა, არა მოიცადეთ, თქვენ ძალიან კეთილი ხართ. ახლა მე ხელბორკილებს მომხსნით და გამიშვებთ. ადვოკატმა კვლავ მკაცრი მზერა მიაბყრო გამხიაულებულ ბიჭს. -ან შეიძლება არა. -თავი გააქნია, კვლავ თავად გასცა თავის უადგილო შეკითხვას პასუხი და თავი ძირს დახარა. -კარგი, მოდი შევთანხმდეთ. -ოჰო -ადვოკატმა სათვალე ხელით გაისწორა და მზერა გაუსწორა ანდრეის. -ადვოკატები არ მიყვარს, მაგრამ კარგი დავუშვებ გამონაკლისს და მივიღებ შენს დახმარებას, მაგრამ იცოდე ვერ შეგიყვარებ. -რატომ ვითომ? -რატომ ვერ შეგიყვარებ თუ რატომ არ მიყვარს ადვოკატები? -მოვითხოვ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაგიტარონ. შენ დალაგებული არ უნდა იყო. პატარა ბავშვივით მსჯელობ. -ვითომ? -ცინიკურად ჩაიცინა ანდრეიმ -ცუდი ბიძიების ამოცნობა არც პატარებს უჭირთ. -კურდღლის ყურები გააკეთა თითებით ანდრეიმ. -მაგრამ ადვოკატებს გიჭირთ. იმიტომ არ მიყვარს ადვოკატები რომ ისინი ისეთ ადამიანებს იცავებ ვინც არ იმსახურებს ამას. თუნდაც ახლა გადაწყვეტილი გაქვთ დაიცვათ ჩემისთანა ნაძირალა. -მერწმუნეთ თქვენისთანა ნაძირლებით რომ იყოს ქვეყანა სავსე ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ თქვენისთანა ცინიკოსები, ტვინთან გაბუტული ადამიანები კი ნამდვილად ვნებენ ქვეყანას. -ბატონო ადვოკატო ერთი წუთით გამობრძანდით. -ოთახის კარები შემოაღო ოფიცერმა. -ახლავე, გარეთ დამელოდეთ. -უპასუხა მან და ანდრეის მიუბრუნდა.-ყმაწვილო იფიქრეთ თქვენს მდგომარეობაზე, მე დაგტოვებთ და ხვალ დილით შემოვალ. -ადვოკატი ბრაუნი ფეხზე წამოდგა და კარებს მიუახლოვდა. -დილით ნაბახუსევზე კოკა-კოლას მოტანა არ დაგავიწყდეს. -მიაძახა გამხიარულებულმა ანდრეიმ. ადვოკატი ბრაუნი დერეფანში გავიდა იქ სადაც ოფიცერი ელოდება. -რა ხდება ოფიცერო? -გამომძიებელი უილსონის კაბინეტში ბენ ლუჩენკო იცდის და მასთან შეხვედრას ითხოვს. დეტექტივი ჯერ არ მობრძანებულა რა გავაკეთოთ? -მე დაველაპარაკები. თავისუფალი ხართ. -დაემშვიდობა ადვოკატი ოფიცერს და იქვე კაბინეტის კარები შეაღო. -შეიძლება? -მობრძანდით შერლოკ. -ხელით სკამისკენ მიუთითა და დაჯდომის ნებართვა მისცა. -ჰოო - თავი გააქნია ადვოკატმა, ჰალსტუხი შეისწორა და სკამზე ჩამოჯდა.-მართლაც რომ ძმები ხართ. -მაგიდაზე კვლავ გამომძიებელი სარას მიერ დატოვებული ფურცლები და ყავა იდო. -ჩემი ძმის ნახვა მინდა. -იმ მასხარას, რომელიც მხოლოდ ხუმრობს და თავისი მდგომარეობის სიმძიმეზე არ ფიქრობს? კარგი შებრძანდით, იქნებ თქვენ დაგიჯეროთ და საერთო ენა გამოვნახოთ. გამომყევით. -ფეხზე წამოდგა ადვოკატი და ბენს წინ გაუძღვა. იმ ოთახის კართან მიიყვანა რომლის მოერე მხარეს ანდრეი ჰყავდათ. -შებრძანდით. -კარები გაუღო მან და ოთახში შეუშვა. ანდრეიმ თავი მაღლა ასწია და პირდაპირ ძმის მრისხანე გამომეტყველება შეეგება. -ანდრეი აქ რა გინდა? -დასალაგებელი იყო და შენ გელოდებოდი. -თავი ასწია. -არ ვხუმრობ ანდრეი! აქ როგორ მოხვდი? -აქ მოხვედრა რთული არ იყო, გასვლა ყოველთვის უფრო რთულია. -შეგიძლია იყო იდიოტი. -? -გაკვირვებული სახით შეხედა ანდრეიმ და ჯერ კიდევ საკუთარი შეცდომის გაუაზრებლად მოულოდნელად წამოაყრანტალა. -ვერ მივხვდი? -არ გეხუმრები ანდრეი, საქმე სერიოზულად არის. -არც ისე. -თავი დაიწყნარა ბიჭმა. -ცინიკოსი ხარ. -წინ დაუჯდა ბენი.-ხომ გთხოვე სახლში დარჩენილიყავი? შენ კი როგორ მოიქეცი? პატარა ურჩი ბავშვივით საპირისპიროდ მოიქეცი. -ბლა ბლა ბლა, და კიდევ განაგრძობდა ბენი მონოლოგს. ანდრეის ხელი არ შეუშლია მისთვის, ფიქრებს ჩაუღრმავდა და რამდენიმე დღის წინ მალიბუს რესტორანში ერთ-ერთი საუბარი გაახსენდა. "-ეს ის მწვანე თვალება არ არის წიგნს რომ წერს? -წარბებით ანიშნა ნეითს, მაგრამ პასუხის დაბრუნება არ დასჭირდა რადგან რამდენიმე წამში ანდრეის გვერდით სწორედ ეს მწვანე თვალება აღმოჩნდა. უცერემონიოდ გვერდით სკამზე ჩამოჯდა და ლიმონათი მოითხოვა. საუბარი არ დაუწყია. -გოგონა ბარიდან. როგორ ხარ? -ცინიკოსი ხარ და ნიღაბს ვერ ირგებ. მაგარი ბიჭის მიღმა მწუხარებით აღსავსე სახე გაქვს. მე ძალიან კარგად ვარ. -წიგნი დაწერე? -აჰ სამწუხაროდ არა. მომავალი ყოველთვის არ არის ისეთი როგორსაც ველოდებით. -შენ ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. ალბათ ჩემზე მეტი იცი. არის ცხოვრება სიკვდილის შემდეგ? მას შემდეგ რაც მიდიხარ აქედან ან ძალით გაგაგდებენ. -მე მწამს ღმერთის და ვიცი რომ შენც. მაშინ ამ შეკითხვას არ დასვამდი. მჯერა რომ აქედან ულამაზეს სამყაროში ხვდები, გაცილებით კარგად ხარ. ის სამყარო გაცილებით უფრო ფერადი და ნათელია. არ უნდა გვეშინოდეს იქ წასვლა, პირიქით. მაგრამ ადამიანები ასე ვართ. როცა ერთ სიამოვნებას შევეჩვევით მეორე აღარ გვინდა. ზედმეტად ძლიერია პირველი შეგრძნება რომ ახალს შევეჩვიოთ." -სასმლის სუნით ყარხარ, მისმენ? -ცინიკოსი ვარ. -მოგონებები არ ასვენებდა ანდრეის. -რაა? თუმცა არ მაინტერესებს, უკვე აღარ მაინტერესებს. დავიღალე. ალბათ ფეხზეც ძლივს იდექი აქ რომ მოგიყვანეს. რა გავაკეთო ახლა მე? მივატოვო ჩემი ცოლი, რომელიც ჩემგან ბავშვს ელოდება, მარტო დავტოვო ლუკასი რომელსაც მამა სახლში ჰყავს და მაინც ენატრება და შენთან დავრჩე რომ სახლიდან არ გაიპარო, რამე გენიალურმა იდეამ არ გაიჟღეროს შენს თავში და განყოფილებაში მოსვლა არ მოგინდეს? არ გაშინებს არც ციხე, არც სიკვდილი. შეიძლება ასე ანდრეი? ციხეში გინდა დაასრულო შენი ცხოვრება? რა გინდა ? ეს ხომ სცადე ერთხელ. რატომ არ ფიქრობ ჩვენზე? იმ ადამიანებზე რომლებსაც ძალიან უყვარხარ? -ბრაიან. -ახლა უკვე ხუმრობის გარეშე დაიწყო ფიქრი მან და დარცხვენილმა თვალები აარიდა ძმას. -ბრაიანი არ, ბენი. -მოუჭრა ბენმა. -ბრაიანს მხოლოდ ძველი ანდრეი მეძახდა, ასეთ ანდრეის კი არ ვიცნობ. რატომ იქცევი ასე? -ბენს წყლიანი და დაღლილი თვალები ჰქონდა. ანდრეიმ შეხედა თვალებში და იმ წამსვე დახარა ძირს. შეეცოდა ძმა. -ფერფლად და მტვრად მექცა ალისიას გარეშე ცხოვრება. -იცოდე რომ ელიოტი ჩივილს აპირებს თუ უკვე არ გააკეთა ეს. -კარგი ბენ. -ტუჩები მოკუმა ანდრეიმ. -ელიოტი ვინ არის? -რას ერჩოდი იმ ადამიანს ჩხუბი რომ დაიწყე? სახელიც კი არ იცი მისი. -მე არ მინდოდა თავად გამომიწვია. -მომისმინე და პატარა ბავშვივით ნუ იმართლებ თავს, არ შეგშვენის.-მაგიდისკენ გადაიწა ბენი, ანდრეის თვალებში ჩახედა და მისი მარჯვენა ხელი მარცხენას ჩაჭიდა. -ადვოკატს მშვიდად ესაუბრე, არანაირი დაცინვა. საქმე სერიოზულად არის, ითანამშრომლებ პოლიციასთან. დღეს აქ იქნები, იფიქრე ყველაფერზე და ვეცდები რამდენიმე კვირაში აქედან გაგიყვანო. -რაა? -წამოხტა სკამიდან ანდრეი. -თუმცა უკანვე დაბრუნება მოუხდა ბორკილების გამო, მერე გაბრაზებულმა ერთი შეიგინა. -ჯანდაბა. -შენმა ამ საკითხთან აგდებულმა საუბარმა ეს შედეგი გამოიღო. შენ ყველგან ცნობილი ვარსკვლალი ანდრეი ლუჩენკო არ ხარ. აქ უბრალოდ ანდრეი ხარ მეტი არაფერი და შესაბამისად მოიქეცი. -მოიცა ბრაიან -ბენი. -დიახ ბენ, ხუმრობ ხომ რამდენიმე კვირა რომ ახსენე? -საერთოდ არა, თუ რამე მოვახერხე შეიძლება რამდენიმე დღე მოვაკლო, თუ არა და კარგი მეგობრები შეიძინე ციხეში, შეეცადე თვალში ზედმეტად არავის გაეჩხირო. -ძმაო რას ამბობ? -ნუ მაწყვეტინებ. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული თუ როგორ მოიქცევი და როგორ ითანამშრომლებ პოლიციასთან. -კარგი, შევეცდები ენა გადმოგდებულმა კუდი ვუქიცინო. -ზუსტად. ამ ბოლო დროს ფიქრი საერთოდ არ გიყვარს. -დაამატა მან. -კარგი გიჯერებ. -ხელები ასწია მან. -მე წავედი რამეს გავარკვევ, დღეს არ მომცემენ აქ შემოსვლის უფლებას, ხვალ კი ისევ მოვალ, თუმცა რამდენიმე საათში გათენდება კიდეც. -ფეხზე წამოდგა ბენი, ოთახიდან გავიდა და კარები გაიხურა. ანდრეიმ თავი მაგიდაზე ჩამოდო და ორთავე ხელის მუჭები მთელი ძალით დასცხო მაგიდას. ანდრეიმ მთელი ღამე საკანში მარტო გაატარა. საწოლზე რომელიც პატარა საკნის, რკინის კარების პირდაპირ იყო მოთავსებული გულაღმა დაწოლილიყო, თვალებს ხან გაახელსდა, ხან კი დახუჭავდა. ერთ პოზაში მყოფს მხოლოდ ნახევარი საათით თუ წასთვლემდა. დილით ადრე 8 საათზე გაეღვიძა, როგორც კი თვალები გაახილა მაშინვე აირეკლა მკაცრი გამომეტყველების, ჯოხით ხელში, გისოსებს მიღმა მოსიარულე ბადრაგი. აქეთ-იქით დადიოდა და უკმაყოფილო სახით რაღაცას ბუტბუტებდა. -ბრაიანი სად არის? -საწოლზე წამოჯდა იგი და მოხრილი თითით თვალი მოისრისა. -სიწყნარე. -მძიმე და საზარელი თაფლისფერი თვალებით გახედა ბადრაგმა. გისოსებს მიუახლოვდა და კბილებში ნაძალადევად გამოსცრა: -ვინ არის ბრაიანი? -ჩემი ძმა. -შენს ადგილზე ადვოკატს დაველოდებოდი- ირონიული იყო ბადრაგი. -ბრაიანი იურისტია და შესაბამისად მასაც შეუძლია ჩემი დახმარება გაიგეთ?-ნიშნის მოგებით უპასუხა მან. -მაშინ დაელოდე. -ჯოხი მიარტყა გისოსებს და იქაურობას კვლავ ბურტყუნით გაშორდა. მას ეტყობოდა, რომ მისი სამუშაო საერთოდაც არ მოსწონდა და ამას არც კი მალავდა, მაგრამ ოჯახი რომელიც სახლში ელოდებოდა მათთვისციყო საჭირო ეს სამუშაო. ძალდატანებით თუ მის გარეშე მაინც უნდა იმუშაოს. დრო გადიოდა. წუთი წუთს მისდევდა. საათი საათს, ბენი კი ანდრეის თვალების ჰორიზონტზე არ სჩანდა. გონებაში რომ აწონ-დაწონა ყველაფერი, მაშინ უკვე ნერვიულობა შეინიშნა მის სახეზე, საკანში აქეთ-იქით დაიწყო სიარული, დაიღალა განყოფილებაში. შეაშინა იმ აზრმა რომ შეიძლება ცხოვრების რაღაც ნაწილის გატარება ციხეში მოუხდეს. მან ხომ იცის რომ ციხე ისეთი არ არის, როგორსაც ამას ფილმში აჩვენებენ. უკვე ძალიან შეცივდა, მოენატრა რბილი საწოლი, თბილი აბაზანა და სამუშაოც კი რომელიც უყვარს მაგრამ ძალიან, რომ ეზარება ხოლმე მუშაობა. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, 12 საათზე ბენი საკნის მიღმა გამოჩნდა. -ბრაიან -გახარებული ანდრეი ფეხზე წამოდგა და გისოსებს ხელებით ჩაებღაუჭა, იგი ისე გამოიყურება როგორც შეშინებული მაიმუნი გალიის მიღმა. -ბენი და ნუ მამეორებინემ ამას მილიონჯერ. -შეუსწორა ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ძმას. -კარგი ბენ მიხარია შენი ხილვა , რატომ დააგვიანე? -საერთოდაც რომ არ მოვსულიყავი პრეტენზია გქონდა რამეზე? შენი აქ დატოვება გაკვეთილი იქნება. -საკნის კარები გაუღო ბენს იმავე ბადრაგმა. ბენი საკანში შევიდა, ანდრეის საწოლზე ჩამოჯდა და ანდრეისაც მიუთითა დამჯდარიყო. -ხუთი წუთი გაქვთ დრო. -დაიროხროხა ბადრაგმა და ხმაურით დაკეტა რკინის კარები. -როგორ გეძინა? -ასე კარგად არასოდეს მძინებია. სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე დღე. -სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ ერთი დღე. -გამოაჯავრა მან. -გეყოს-კედელს მიარტყა ხელი ბენმა. -კარგი. -საწოლზე ცოტათი აიწა ანდრეი და ცივ კედელს ზურგით მიეყრდნო. -დარწმუნებული ხარ რომ ადვოკატი არ გინდა? -შენზე უკეთ ვინ დამიცავს? -მე რომ ადვოკატის ლიცენზია არ მაქვს? -არაუშავს, მოახერხებ რამეს. -მოდი, ასე გავაკეთოთ. მე წავალ, მომჩივანს დაველაპარაკები და იქნებ მოვახერხო მისი დათანხმება საჩივარი უკან გამოიტანოს. შენ კი აჯობებს რომ ილოცო ეს გამომივიდეს. განრისხებული და გაღიზიანებული ბენი რომ არა ახლა ანდრეი აუცილებლად დასცინებდა ბენს და შერლოკ ჰოლმსობას დააბრალებდა. ბენი გარეთ გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ ელიოტის სახლისკენ აიღო გეზი. მან ისიც არ იცოდა იგი სახლში დახვდებოდა თუ არა, უბრალოდ დაქოქა მანქანა და წავიდა, წავიდა ძმის გადასარჩენად, რომელიც იმსახურებდა რამდენიმე დღე ჭკუის სასწავლებლად ციხეში ყოფნას მაგრამ ის ხომ მისი ძმაა, მას არ შეუძლია ანდრეის ზიანი მიაყენოს, ის ყოველნაირად შეეცდება, გადაარჩინოს საკუთარი ძმა. ნახევარი საათი იარა. მანქანა ქუჩის კუთხეში გააჩერა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ. სახლი დიდ მწვანე მინდორზე იდგა, ირგვლივ უამრავი ყვავილი და სხვადასხვაგვარი ხეხილი იზრდებოდა. ეზო პატარა ბაღს ჰგავდა სადაც ყოფნა ერთობ სასიანოვნო იყო. ბენმა მწვანე მინდორს შორის მოწყობილ ბილიკზე გაიარა და სახლის ზღურბლზე აღმოჩნდა. მოურიდებლად დარეკა კარებზე ზარი და მასპინძელს დაელოდა. -ვინ ხართ? -პატარა, სწორ და გრძელ თმიანმა 5 წლის ასაკის გოგონამ გაუღო კარები, რომელიც ვარდისფერ ფუშფუშა კაბაში იწონებდა თავს და ბენს თავაზიანად უღიმოდა. -მე შენი მამიკოს მეგობარი ვარ, სახლშია? -გოგონასთან ჩაიმუხლა ბენი და გაღიმებულმა მოცუცქნულ ცხვირზე მოუსვა საჩვენებელი თითი. -სახლშია. -უპასუხა გოგონამ და უცხო ბიძიას გაეპრანჭა. -მობრძანდით. -მათ საუბარს შეესწრო ელიოტი. -არა შემოსასვლელად არ მცალია. თქვენთან საუბარი მსურს, დიდ დროს არ წაგართმევთ. თუ შეგიძლიათ ცოტათი დრო დამითმეთ, აქვე ვისაუბროთ. -კარგი. ლედი მამიკო სახლში შედი, დედიკო გელოდება. -ელიოტმა ლედი სახლში შეუშვა, თავად კი გარეთ გავიდა და სახლის კარები გამოიხურა. -აბა გისმენთ. -მე ანდრეის ძმა ვარ. -ის ველური თქვენი ძმა არის? არ მაქვს სურვილი ამის შესახებ ვისაუბრო. პოლიციას უკვე ვუამბე ყველაფერი. -კარებისკენ მიტრიალდა ელიოტი. -არა მოიცადეთ, გთხოვთ. -ხელი მოკიდა მკლავზე. -მომისმინეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ. ანდრეი ძალიან კარგი ბიჭია, სხვა სიტუაციაში რომ გაგეცნოთ გაუგებდით ერთმანეთს, მეტიც დამეგობრდებოდით კიდეც. უბრალოდ გუშინ ნასვამი იყო და თავი ვერ მოთოკა, არა ცუდი სიმთვრალეც არ აქვს უბრალოდ ძალიან გულნატკენი არის, მოუკვდა მეუღლე. ცუდი არავისთვის უნდა, ძალიან ნანობს საქციელს. გთხოვთ სარჩელი უკან გამოიტანოთ. რასაც მოითხოვთ ყველაფერს გავაკეთებ, ნუ გაუშვებთ მას ციხეში. თქვენც ხომ გყავთ ძმა, ვიცი რომ გყავს, თავი ჩემს ადგილზე წარმოიდგინეთ. -სერ, სერ მისმინეთ. -შეაწყვეტინა ელიოტმა. მე ჩემი სათქმელი ვთქვი, სასამართლოსთვის მოემზადეთ აქ დროს ტყუილად ხარჯავთ. არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ელიოტს სამაგიერო გადაეხადა ანდრეისთვის, მაგრამ იგი შეურაწყოფილი ჯიუტად იმეორებდა ერთი და იმავეს. -იფიქრეთ. -კიდევ ერთხელ სთხოვა ბენმა და ელიოტს დაემშვიდობა. ნელი ნაბიჯით გაუყვა იმავე გზას, მანქანასთან მივიდა, მას მიეყრდნო, ანდრეის დახმარებისთვის შესაძლო ვარიანტებზე დაფიქრდა, თუმცა თავში არაფერი მოდიოდა. "ანდრეი მოგკლავ" გაიფიქრა მან და მანქანაში ჩაჯდა. იგი კვლავ განყოფილებაში დაბრუნდა. *** -ანდრეი ლუჩენკო, თქვენთან სტუმარია. -ოფიცერი შევიდა ანდრეისთან, მკლავში ხელი ჩაავლო და ფეხზე წამოაყენა. -პაემნების ოთახში გელოდებიან. -აქ გოგონებიც გყაავთ? -გაეცინა ანდრეის და სურვილისგან ტუჩები დაისველა. -იარეე! -უბრძანა ოფიცერმა. რამდენიმე ნაბიჯში პაემნების ოთახში შიყვანა. -აქ არავინ არ არის. სად მომიყვანეთ. -ცოტა შეშინებული აქეთ-იქით იყურებოდა. -ჰააა სიურპრიზს მიკეთებთ? მეც არ გამიკვირდა? -დაჯექი და ჩუმად იყავი. -ხელბორკილები მოხსნა და მიუთითა სკამზე დამჯდარიყო. ანდრეის ხმის ამოღების სურვილიც აღარ ჰქონდა. ბორკილებს კვალი დაეტოვებინა და მის ადგილას ხელი მოისვა, ხმის ამოუღებლად შეასრულა ბადრაგის ბრძანება და სკამზე უსიტყვოდ მოთავსდა. ოთახიდან გასულ ოფიცერს ადგილი ბენმა შეუცვალა და ახლა იგი დაკეტილი კარების მიღმა მარტო დარჩა ძმასთან. ორივენი ერთმანეთის პირისპირ იატაკზე დაჭედებულ სკამებზე დასხდნენ. -წასულია შენი საქმე. რომ შემეძლოს თითსაც არ გავარყევდი და ისე მოვიქცეოდი როგოც ეს შენ გეკუთვნის. -ბენი იმდენად იყო გაბაზებული ძმაზე, რომ მართლაც რომ შეეძლოს ძმის მოძულება აუცილებლად მიატოვებდა აყროლებულ საკანში ერთი წამითაც უკან არ მოუხედავდა, მაგრამ ვაი რომ არ შეუძლია. -მაგრამ არ შეგიძლია. ბენი ვეღარ გაერკვია მისი ძმა მართლაც სულელი იყო თუ ნიღაბს იყენებდა გამოუვალი სიტუაციიდან ხუმრობით გამოიყვანოს თავი. ისეთი სახით გახედა ძმას იფიქრა ეს საერთოდ დალაგებული ხომ არისო. -ვჩუმდები -უთხრა და ტუჩები მოკუმა. -პირი მანამდე რომ დაგეხურა ზომაზე მეტი სასმელი არ მიგეღო ახლა აქ არ იქნებოდი. -ბენ, არც ისე კარგად გამოიყურები -უთხრა მას შემდეგ რაც მის უძილო და განაცრისფერებულ სახეს დააკვირდა. დაღლილ სახეზე წვერი წამოსვლოდა. -მართლა? -ორაზროვნად იკითხა ბენმა. -მართლა. ცოტა ხანს ორივე დუმდნენ. ანდეის თავი დაეხარა და საკუთარ თითებს ჩაშტერებოდა. ბენი თავჩაქინდრულს მზერას არ აშორებდა და მისი ფიქრების ამოცნობას ცდილობდა. როდის გამოიცვალა მისი ძმა და როდის მოიძულა ასე ძლიერად ცხოვრება. უყურებდა მას, მის ყველა ნაკვთსა და საერთოდ ვერ ცნობდა ანდრეის. მოუვლელ, წვერ მოშვებულ სახეზე იმხელა ტკივილი და უბედურება აღბეჭდვოდა ძალიან შეეცოდა იგი. მართალია ბენმა იცოდა მისი ფიცხი და ცვალებადი ხასიათი, მაგრამ მისი ეს მდგომარეობა მეტისმეტი მოეჩვენა მისთვის. გულიდან ბოღმის ასეთი ფორმით დაცლას და საკუთარ თავზე ამდენის დაშავებას როგორ მოელოდა ყოველთვის მხიარული და ბედნიერები ანდრეისგან. მაგრამ ტკივილი ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ახლა ხედავს და ვერ დაეჯერებინა ციხეში მჯდარი ძმა, რომელიც დაინტერესებულიც კი არ არის აქედან დააღწიოს თავი. ბენმა წარბები შეკრა და მხრებში გასწორდა. თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა. იმ აზრმა მოიცვა რომ ანდრეიმ იმიტომ სცემა ელიოტი, რომ საპასუხო დარტყმები მიეღო და ამით საკუთარი თავი დაესაჯა, იქნებ მას ციხეში ჩაჯდომაც სურდა. ბენი უფრო დიდ სურვილმა შეიბყრო ძმა ციხიდან დაეხსნა, რომ საკუთარ თავს უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს. -თუ საჭირო გახდა ბოდიშსაც მოუხდი. -ფიქრებიდან გამოეკვა ბენი. -ხომ არ გაგიჟდი? -აღშფოთებულმა ისე ახედა ძმას, თითქოს მას კიარა სხვას შეცქეროდა. გაკვირვებულმა წარბები ზემოთ აზიდა. -ბოდიშს? ჰმ?! არასოდეს. -კარგი როგორც გინდა. -საუბარი დაასრულა ედგაცრუებულმა ბენმა და ფეხზე წამოდგა. -მოიცადე. -სკამიდან წამოდგა ანდრეი და ხელი მოკიდა. -დაჯექი. -დაიღრიალა კარებთან მდგომმა ბადრაგმა. ანდრეიმ განრისხებული თვალებით გახედა ბადრაგს, ხელი ცივად გაუშვა ძმას და სკამს დაუბრუნდა. -როდის? -დღეს. -არა მომავალ კვირას. -ირონიის გარეშე ანდრეი. -ალბათ სასმელიც გინდა და გერიდება მითხრა არა?! თუ გინდა მოგიტან დალიე და შემდეგ რომელიმე ოფიცერს რომელიც თვალში არ მოგივა შეგიძლია ჩხუბი აუტეხო. -მე ვცდილობ დავივიწყო. -5 წთ დაგრჩათ დრო. -კვლაგ გამოეხმაურა ბადრაგი. -მე შევეცდები სასამართლო ადრე დაინიშნოს. მეტი არაფერი უთქვამს ბენს. გარეთ გავიდა. ოთახში იმავე ბადრაგი შემოვიდა რომელმაც შემოიყვანა ანდრეი. მკლავში ხელი ჩაავლო და ოთახიდან გაიყვანა. -ხელი! -მოიშორა იგი ანდრეიმ და ფეხ და ფეხ მიჰყვა. -არ გიჭირთ აქ მუშაობა?-კითხა უკვე დამშვიდებულმა. ბადრაგს ედაც არ შეუხედავს, ისე განაგრძობდა გზას. -წინ იარე! -კარგი ახლავე. -მკაცრი ბადრაგის შემდეგ არავის ნახვა აღარ უნდოდა ანდრეის და ფეხს აუჩქარა, საკანში სწრაფად რომ შესულიყო და მარტო დარჩენილს მშვიდად დაესვენა. ბადრაგმა რკინის კარები ხმაურით დაკეტა და გისოსებს მიღმა დარჩენილი ანდრეი ბედის უკუღმართობით განაწყენებული გისოსებს ჩაებღაუჭა. -ჩიტუნია მოფრენილა გალიაში. -მოესმა ზურგს უკან ხმა. ანდრეი ცივად შებრუნდა. ახლაღა შეამჩნია მის საკანში მყოფი პატიმარი რომელიც მის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შემოიყვანეს. ანდრეიმ იცოდა რომ საკანში მარტო უნდა ყოფილიყო ამიტომ გაკვირვებულმა შეხდა სტუმარს. ფეხის თითებიდან შეათვალიერა 58 წლის ჭაღარა წვერ-ულვაშიანი მამაკაცი, მასზე ერთი თავით მაღალი, განიერი მხრებით, მკაცრი და შემზარავი თვალების მფლობელი მესაკნე. მსახიობმა საშიშად არ მიიჩნია მისი ფიზიკური მონაცემები, მით უფრო რომ ხშირად უჩხუბია ასეთ ადამიანებთან სერიალში და უხეშად მიახალა -შენთვის არ მცალია -კვლავ ზურგი აქცია და გისოსებს ხელებ ჩაფრენილი, მის პირდაპირ ცარიელ საკანს შეხედა. -მე ვარ მოცლილი. -ცალყბად ჩაცინებულმა პატიმარმა ტუჩის კუთხე მოიკვნიტა. ანდრეის ყურადღება არ მიუქცევია. -არ გამაბრაზო ლამაზო, შენთვის აჯობებს ჩემთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნო. -მეგობრები მე გარეთ მყავს, აქ არ მჭირდება. -გისოსებს მოშორდა ანდრეი, მეზობლის გვერდის ავლით საწოლს მიუახლოვდა, პერანგი გაიხადა და დაკეცილი საწოლის პირველ სართულზე დადო. ამით აგრძნობინა საუბრის გაგრძელება არ მსურსო. -აქ ჩემი ადგილია. -გაღიზიანებულმა ძირს გადმოყარა ანდრეის ნივთები. -ნუ გამაბრაზებ. -საჩვენებელი თითი თვალწინ აუფრიალა და გოლიათი კაცის მუქარა არად ჩააგდო. -დიდ გულზე ჩანხარ ლაწირაკო. - თითით მკედზე მსუბუქად მიუკაკუნა და მოულოდნელი შორიდან მოქნეული მუჭი ყბაში გაარტყა პატიმარმა. ანდრეის დარტყმისგან თვალთ დაუბნელდა, გააზრება ვერ მოასწრო ისე დაეცა ძირს. გოლიათი დაიხარა, პერანგის საყელოში ხელები ჩაავლო და ფეხზე წამოაყენა, ისეთი ძალით ამოარტყა მუხლი მუცელში ჩაკეცილი კედელს დაეჯახა. მუცელში მწვავე ტკივილი იგრძნო. მეტიჩარა ანდრეის თავბრუ დაეხვა, სხეული ატკივდა, მუცელში თითქოს ცხენები დააჭენებდნენ და სხეულის თითოეულ ნაწილს თელდნენ. -რა ნაზი ხელები გაქვს. -პირში დაგროვილი სისხლი გვერდზე გადააფურთხა, კედლის დახმარებით ფეხზე წამოდგა. ტუჩიდან სისხლი მოიშორა და კვლავ დიდ გულზე მყოფმა ხელი მოუქნია გოლიათს, თუმცა ამ უკანასკნელს სასაცილოდაც არ ეყო მისი მანევრი როცა მოქნეული ხელი აიცილა და კვლავ სილა უთავაზა ბიჭს. -ანდრეის უკვე ეტყობოდა რომ ძალიათ აღიზიანებდა პატიმარს. თავის ახალი დასჯის მეთოდი გამოიგონა. ჩათვალა რომ ამან გაჭრა, მაგრამ დღითი დღე შორდება საღად აზროვნებას. ხმაურზე ბადრაგები შემცვივდნენ. ანდრეი გოლიათს ძლივს გამოჰგლიჯეს ხელებიდან. თვალებ-ჩალურჯებული და დალილავებული ფეხზე ძლივს წამოაყენეს, ორი არანაკლებ გოლიათი ამოუდგა და გარეთ გაიყვანეს. საკაცეზე დაწოლილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გახეთქილი წარბი, გამსკდარი ტუჩი და ცხვირიდან წამოსული მჩქეფარე სისხლი ეს ის ზერელე ნიშნები იყო რაც თვალის ერთი შევლებით სჩანდა. დაჟეჟილი გვერდები, გახეხილი ზურგი და სისხლჩაქცევები სხეულზე ის ნიშნები კი რამდენიმე დღე მოითხოვდა საავადმყოფოში დარჩენას ამ ინფორმაციას კი ანდრეი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყო მოხარული შეხვდა. გადაწყვეტილებით ხომ იგი ციხეში რამდენიმე დღე არ დაბრუნდებოდა. მოსვენება დაკარგული პალატის კარების ყოველ გაღებაზე პოლიციელის შემოსვლას ელოდებოდა სიტყვებით "მოემზადეთ, ციხეში უნდა გადაგიყვანოთ". რეტდარტყმულივით წამოწევდა თავს და აფორიაქებულ გულს მანამდე ვერ იმშვიდებდა სანამ პოლიციელის მაგივრად მისი ძმა ან ექიმი არ აღმოჩნდებოდა.. პალატის კართან ორი გოლიათივით იარაღ მომარჯვებული ბადრაგი ტრიალებდა. ფისტოლეტები გაერჭოთ ქამარში. ანდრეი პალატაში მარტო იმყოფებოდა. გულაღმა მწოლიარეს თავი გვერდზე გადაებრუნებინა და ფიქრების ტალღას შეჰყოლოდა. თეთრი ბინტით შეხვეულ თავზე თმები აქოჩროდა. წარბთან სანტავიკი ჰქონდა დაკრული. ცისფერი პლედი, სათავეში გადაკეცილი მუცლამდე ეფარა ისეთი გადატკიცინებული იყო თითქოს ზედ დააუთოვესო. ტანთ თეთრი მაისური ეცვა. მიუხედავად იმისა რომ ჩალურჯებები სახესა და მკლავებზე აღბეჭვდოდა მის დაკუნთულ და ძლიერ მიმზიდველ სხეულს ვერაფერს აკლებდა. საავადმყოფოც მისთვის უჩვეულო იყო. არ გავდა ისეთს ადრე რომ იწვა. იგი ციხის ერთი ღარიბული მაგრამ სუფთად და კოხტად მოწყობილი ოთახი იყო. საწოლის გვერდით პატარა ცისფერი ტუმბო იდგა, რომელზეც წყლით სავსე ჭურჭელი და ერთი ჭიქა იდგა. მის თავზე კი პატარა ოთკუთხედი ფანჯარა იყო, მუდამ დაკეტილი და რკინის გისოსებით ჩაჭედილი. გარეთ მზე აჭერდა, ფანჯარაში შემოსული მზის სხივები კარებამდე აწვდენდა ხელებს. საწოლის პირდაპირ სამი ხის სკამი იდგა. კედლის მაჯვენა მხარეს კი პატარა ჩარჩოში ჩასმული სურათი უცნობი მხატვრის მწვანე მინდორში თავმომწონე ნარცისები. კარები ჭრიალით გაიღო. ანდრეი ისე რომ თავი არ გადმოუბრუნებია სწრაფად გაახილა თვალები და პოლიციელის მოლოდინში სუნთქვა შეკრული, განაბული დაელოდა მისთვის საშიში სიტყვების წამოთქმას. ოთახში სილუეტის გამოჩენისთანავე ანდრეის გულმა ბაგა ბუგით დაუწყო ძგერა. სიმეტიჩრით აღძრულ გულს შიში შეეპარა ვაითუ იმ უღმერთოსთან ერთად მომიწიოს ყოფნაო. -აბა თვითკმაყოფილო როგორ ხარ? -კარები მიიხურა სტუმარმა. ანდრეისთვის ხმა ნაცნობი აღმოჩნდა. ამდენი ხნის შეკრული სუნთქვა ერთიანად ამოუშვა. მართალია მისი სტუმარი პოლიციის განყოფილებას ეკუთვნოდა მაგრამ მას არ ეშინოდა, იმ იმედ გაცრუებისა და ჩაშლილი ოპერაციის მიუხედავად იგი კვლავ ენდობოდა ავგუსტო მილერს. -ბენი გზაშია, მალე მოვა. -მიუხვდა ანდრეის სახეზე გამოსახულ კითხვას, მერე ანდრეის შებინტულ თავსა და აქოჩილ თმებზე გადაიტანა ყურადღება და ღიმილი დაეფინა სახეზე. - როგორ ცხელა არა? -ჭურჭლიდან წყალი დაისხა მილერმა და ერთად ჩაუშვა ცხელ ყელში. -არ გცხელა ეგ რაღაც რომ გაქვს თავზე? -ირონიულად და ხმამაღლა გაეცინა მას. ანდრეიმ დამსკდარი ტუჩები ენით მოილოკა, ყურადღება არ მიაქცია მილერის ჭიხვინს და უთხრა: -ბრიანს დაურეკეთ. -მოვედი -თითქოს გაიგონაო ანდრეის მოთხოვნა ბენმა, იგი აქოშინებული შევიდა ოთახში. -ძალიან ცხელა გარეთ. -ცხვირსახოცით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ზედ დაყრილი სველი თმები ხელით გადასწია გვერდზე. -მე დაგტოვებთ. -ჭიქა მაგიდაზე დადგა გამომძიებელმა და ოთახიდან გავიდა. -როგორ დაუჟეჟიხარ. -ვინ გააკეთა ჩემი გასაკეთებელი? მადლობა ვის ვუთხრა? ვინ იყო ის მამაცი? -მამაცი? სამი შენხელა იყო. -ხელებით საწოლს დაეყდნო და ტანი მძიმედ აზიდა, საწოლის საზუგეს მიეყრდნო და სახის დამანჭვით ზუგრის ტკივილი გამოხატა. -იქ აღარ დავბრუნდები -გადაწყვიტა მან. -განაჩენის გამოტანამდე როგორმე შენი აქ ყოფნის დრო უნდა გავწელოთ. მოვიფიქრე, მოდი გცემ და სხეულის მძიმე დაზიანების გამო აქ ყოფნა კიდევ უფრო გაგიხანგრძლივდება. -გამეცინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.