შურისძიება (თავი 2)
წარსული -არ წახვიდე არ დამტოვო, ხომ იცი აქ როგორ მექცევიან, ყოველ დღე მარტო მე მამუშავებენ- ვთქვი გაბრაზებულმა. -კარგი რა ლილი, შენ მოითხოვე აქ მუშაობა, რომ მეტი დრო გაგეტარებინა ჩემთან ერთად-მითხრა შეწუხებულმა, და მის თვალებში ჩემი ამბისგან დამწუხრება ამვვიკითხე. -იცოდე ამას მხოლოდ შენ გამო ვუძლებ, თორემ დედაშენს ვერავინ გაუძლებდა-ვთქვი მთელი გრძნობებით, რადგან ვიცოდი მასაც იგივე განწყობა ჰქონდა დედამისზე როგორიც მე. -კარგი ჩემი წასვლის დროა- თქვა მან. -ხომ იცი ორი საათს მერე ჩვენს ადგილზე, იცოდე არ დააგვიანო როგორ წინაზე და იმის წინააზე გააკეთე-ვთქვი სრული სერიოზულობით. -კარგი რა ლილი ხომ იცი მამაჩემი ჩემგან ყველაზე მეტს მოითხოვს, ალბათ იმიტომ რომ მე სხვა შვილებთან ერთად არ ვიზრდებოდი-თქვა მან დამწუხრებულმა. -ვიცი მაგრამ შენ სხვებზე უფრო განათლებული ხარ, ვიცნობ დეიდა სესილიას მან შენ მთელი მისი განათლება გადმოგცა- ვიცოდი რომ ეს სიტყვები მას დააწყნარებდა. -ყველაფერს დავთმობდი, რომ დედაჩემი ჩემს გვერდით იყოს- თქვა მან და თავი ძირს დახარა. -ვიცი მაგრამ შენ ეხა ამაზე აღარ უნდა ფიქრობდე რადგან ახალი ოჯახი გყავს, შენი ბიოლოგიური ოჯახი, მე ყველაფერს დავთმობდი ასეთი გავლენიანი და დიდი ოჯახი მქონოდა, შვიდ დედმამიშვილს ეხუმრები- გავიცინე და ისიც ამყვა. -მართალს ამბობ ბიჭს რომელსაც ცხოვრებაში ერთი დედმამიშვილიც კი არ ყოლია, უკვე შვიდი ყავსდა არა მარტო შვიდი არამედ უკვე რვა- თქვა მან დამცინავად. -ხომ იცი, რომ მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რამდენი დედმამიშვილი გყავს, მე მაინც ყოველტვის მეყვარები-ვთქვი ეს თუ არა ჩახუტებულმა მეორეჯერ ვაკოცე. ამის მერე გავიდა ბოსლიდან, მე გადავწყვიტე ჩემი საქმე გამეგრძელებინა და ცოცხი ხელში დავიჭირე. ორი საათი მალე გავიდა, ვიფიქრე დაავიწყდებოდა მაგრამ იგი იქ მოვიდა. ჩვენი ადგილი ძალინ საუცხოო იყო, იგი ორი კლდის გადაკვეთაზე იმყოფებოდა პატარა გამოქვაბულში, იქ ჩვენ პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს და მაგის მერე ის ჩვვენი ადგილი გახდა. -მოვედი როგორც დაგპირდი- მიპასუხა დემეტრემ და ხელები გაშალა ელოდებოდა როდის გავიქცეოდი და ჩავეხუტებოდი. -ვიცოდი რომ არ დამაღალატებდი- ვუთხარი და მისკენ გავიქეცი. ის ჩამეხუტა და ტუჩებში მაკოცა. მან ცადა უფრო ძლიერად ჩამხუტებოდა მაგრამ ნატკენზე ხელზე მოუვიდა და ხელით უკან გავწიე. -კიდევ გცემა?-მკითხა მან და მის სახეზე ბრაზი ამოვიკითხე. მე თავი დავხარე და ვცადე არ ამეტირა. -ელენას ცემას მერჩივნა მე ვეცემე-ვუპასუხე მას და ვცადე მისი დაჭერა რო არ გაქცეულიყო მამაჩემის საცემად. -რამდენი უნდა უთმინო გავიქცეთ და დაისვენებ-მითხრა მან და ხელით გარეთ მაჩვენა. -მათ ვერ დავტოვებ დედას და ელენას, თან ელენა ჯერ კიდევ პატარაა-ვუთხარი და თვალებში შევხედე. -შენი ძმა რას აკეთებს?-მკითხა მან. -მას ისინი სულ არ აინტერესებს იმიტომ რომ ის გაბრაზებულია დედაჩემზე რადგან დედამისი და მამაჩვენი დააშორა ამიტომ არ მგონია რომ დედაჩემი დაიცვას მით უმეტეს ელენა, იგი მას გველის წიწილას ეძახის-ეს ვთქვი თუ არა ცრემლი უნებლიედ ჩამოვარდა ჩემი თვალიდან. ის ჩამეხუტა და გადაწყვიტა ჩემი დაწყნაება ეცადა. -არ ინერვიულო როცა სამუშაოს დავიწყებ შენც და შენს ოჯახს ჩემთან წაგიყვანთ-მითხრა და თავზე მაკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.