შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობები (ნაწილი 6)


25-11-2016, 21:49
ავტორი ანტა
ნანახია 1 496

ჩემს ოთახში საწოლზე ვწევარ. გვერდით უცნობი ზის. ბიჭები ოთახში არიან მიმოფანტულები. ანდრია ჩემს გვერდით დგას მარჯვენა ხელიუჭირავს და პულსს მიზომავს. გაკვირვებილმა ავხედე.
-მინდა წარმოგიდგინოთ ექიმი ააანდრეა ადეიშვილი . - არტისტულად წარმოთქვა დემეტრემ. ანდრეას ყურიც არ შეუფერთხავს.
-დემ, რა სექსუალური ხმა გაქვს - საბა გაენაზა. მხოლოდ ახლაა მივხვდი ტყუპებს შორის რაგანსხვავება იყო. რეზის საბასგან განსხვავებით ბოხი ხმა აქვს და ოდნავ უფრო მოკლე თმა.
-პულსი და გულისცემა ნორმალურია, სისხლის გეშინია ? - უარის ნიშნად თავი გავაქნიე ანდრიამ კი გააგრძელა-სტრესის ბრალია.
-შემიძლია ავდგე?
-კი.-უცნობს გავხედე, მიხვდა ხელი მომხვია და ოთახიდან გამიყვანა.
-აბა? საით?
- ბანაობა არ მაწყენდა .-თავი დამიქნია და უსიტყვოდ ჩამიყვანა პირველ სართულზე. თეთრი კარი შეაღო. ჯერ მე შემიშვა და შემდეგ თვითონაც უკან გამომყვა. სააბაზანო ჭაობისფერი მეტლახით იყო გაწყობილი. დუშის კაბინაც მარცხენა კუთხეში იდგა. უცნობმა კარადიდან ორი პირსახოცი გადმოიღო.
-ახლავე ტანსაცმელს ჩამოგიტან.
უცნობი ოთახიდან გავიდა. სარკეში ჩავიხედე და გავოცდი. ისედაც ხვეული თმა გაბურძგნულიყო. თვალები ამოღამებული მქონდა მიუხედავად იმისა რომ ძილს არ ვიკლებდი. ტუჩები დამსკდარი.თ მაზე ხელი გადავისვი და კაბინაში შევძვერი. სწრაფად გავიძრე ტანსაცმელი და გარეთ კაბინასთან მივყარე. მალე იმაზე დავიწყე ფიქრი თუ საიდან მოდის წყალი. გამიკვირდა რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო.დუში დავკეტე და პისახოცით ტანი შევიმშრალე. მერე გამახსენდა რომ ტანსაცმელი უცნობს უნდა მოეტანა,კაბინიდან გავიჭყიტე. მაგრამ ეჭვები მალე გამიქარწყლდა რადგან ვერანაირი ტანსაცმელი ვერ ვიპოვე. ტანზე პირსახოცი მოვიხვიე და კაბინიდან გავედი. როგორც ჩანს უცნობს დავავიწყდი ამიტომ გადავწყვიტე გადავწყვიტე გავსულიყავი. ესრთი პირსახოცი თმაზე შემოვიხვიე მეორე ტანზე და ფეხშიშველმა გავაბოტე დერეფანში. სამზარეულოდან ხმაური ისმოდა ამიტომ ვიფიქრე ბიჭები იქ იყვნენ და მეორე სართულზე უცნობის საძინებელში გავვარდი. სწრაფად შევედი და კარი დავხურე. საწოლზე უცნობი იწვა. mp3-ზე ყურსასმენები ჰქონდა შეერთებული და რაღაცას უსმენდა.თვალები დახუჭული ქონდა და ჩავთვალე რო  ეძინა. გარდერობთან მივიპარე და თან ცალი ხელით მეტისმეტად მოკლე პირსახოცი მეჭირა. პირველი ხელში რაც მომხვდა ის ავიღე და "ჩემი" ოთახისკენ გავწიე. პირსახოცები მოვიხსენი და საცვლები ამოვიცვი. ახლა დავაკვირდი უცნობის ტანსაცმელს. პერანგი და ჯინსის შარვალი წამომიღია. პერანგის ღილები სწრაფად შევიკარი და ახლა შარვალს მივუბუნდი.დიდი მექნებოდა სიგრძეშიც და სიგანეშიც.სარკეში ჩავიხედე და კმაყოფილმა გავიღიმე.მისი პერანგის ბოლოები მუხლებამდე მწვდებოდა, რაც შარვლის ჩაცმის აუცილებლობას აქრობდა.სასიამოვნო გრილი სურნელი ჩავისუნთქე რომელიც მის პერანგს ასდიოდა და კმაყოფილი გარეთ გავედი.
სახლში უჩვეულო სიწყნარე იყო.მიმოვიხედე და ბოლოს უცნობის ოთახისკენ წავედი. კარები ოდნავ იყო შეღებული.ჩუმად შევიჭყიტე. უცნობის საწოლს ბიჭები შემოხვეოდნენ და ჩუმად ხითხითებდნენ. ოთახში შევედი და საწოლს მივუახლოვდი. ნანახმა შოკში ჩამაგდო. საწოლზე უცნობი იწვა. ტყავის დახეული,საშინლად მოტკეცილი შარვალი ეცვა და ჭყეტელა ვარდისფერი მოტკეცილი მაისური. ყველაზე შოკისმომგვრელი კი მისი თმა იყო. შავი ლოკონები რომლებიც ყოველთვის ყორნის ფრთებს მაგონებდნენ ახლა ბოლოში მწვანე ფოსფორისფერი იყო. მართლაც რომ სასაცილო სანახაობა იყო. ამაზე მწარე ანდრიასაც არ ენანებოდა ღიმილი.
-ამდენი რამე გაუკეთეთ და დავიჯერო არ გაეღვიძა?
-არა,საძილე წამალი აქვს დალეული.-წამით შემომხედა რეზიმ და ბოლო შტრიხიც შემატა უცნობს. ეს სხვადასხვა სიგრძის ჯაჭვები  იყო რომელიც მოხრხებულად შეაბა რეზიმ.
-აბა მზად ხართ?-ხმამაღლა დაიყვირა ანდრიამ და ყველას მოგვავლო თვალი.
-კი მაგრამ რისთვის?-ვიკითხე და დემეტრემ ეშმაკურად გამიცინა. ბიჭები ერთდროულად დახტნენ ლოგინზე და მეც გამიყოლეს. ჩხაკუნი გაისმა. ახლაღა შევამჩნიე საწერ მაგიდზე ციფრული. მალე ყველა ფოტოს ვუყურებთ და თან სიცილით ვიგუდებით. რეზი უცნობს აწევს ზედ,ერთი ხელი ლოყაზე აქვს მიდებული და ეშმაკურად უღიმის ტითქოს კოცნას უპირებდეს. ბექას ერთი ხელი საბას კისერზეა მოხვეული,საბა კი მის მეორე ხელის მოგერიებას ცდილობს რომელიც ბექას მუშტად აქვს შეკრული. ანდრიას თავი რეზის ზურგზე უდევს და ცდილობს მისი ტანიდან დემეტრე გადააგდოს. დემეტრეს ჩემი ხელი უკავია და იცინის. აი მე კი თმა გაშლილი, თვალებ დაჭყეტილი და პირღია ჰაერში ვარ გამოკიდებული. როცა ამაზე სიცილს მოვრჩით ბიჭები ქვემოთ ჩავიდნენ. მე უცნობს პლედი მივაფარე და უკან გავყევი. გადავწყვიტეთ "სიმართლე თუ მოქმედება" გვეთამაშა. დემეტრეს თქმით ასე უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს და თან გევრთობით. დემეტრემ დავიწყებული კოლა და ჩიფსები მოიტანა. ჭიქები მოვიტანე.წრიულად დავჯექით და თამში დავიწყეთ.ჯერი დემეტრეზე და ანდრიაზე მოვიდა.
-სიმართლე თუ მოქმედება ანდრო?
-ახლა აქეთ-იქით სირბილის ხასიათზე არ ვარ. ასე რომ სიმართლე.
-აბა ანდრუშ, შენი ხასიათის ასე სწრაფი და მკვეთრი ცვლილების მიზეზის სახელი გვითხარი. ანდრიამ გვერდით გაიხედა და გაიღიმა. იმ მომენთში ვიფიქრე რომ ჩვენი არსებობა დაავიწყდა.
-გვანცა .-ყველას გაგვიკვირდა რომ ასე უბრალოდ უპასუხა ანდრიამ კითხვას.
-ახლა ჩემი და ლილის ჯერია !ჰეი,ლილი აქ ხარ ?-სახის წინ ხელს მიქნევდა საბა.
-აჰ, კი.- ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩემს სახწლს შეჩვეული.
-აბა სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე.
-არ გინდა გვითხრა რა ურთიერთობა გაქვთ შენ და ბატონ უჟმურობას ?რაც შენ შეგხვდა ძალიან შეიცვალა .-დავფიქრდი. რა ურთიერთობა მქონდა უცნობთან?
-..მმმ...არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი?
-არ ვიცი არა! ნუთუ ძნელია ამის გაგება?! მე მისი არც მეგობარი ვარ და არც შეყვარებული არ ვიცი ვინ ვარ მისთვის! ერთი ის ვიცი რომ როგორც კი სახლში დამაბრუნებს დარწმინებული ვარ ჩემი არსებობა აღარც ემახსოვრება და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება. -ამის წარმოდგენაზე გული შემეკუმშა. გამახსენდა ჩემი ძველი ცხოვრება და მივხვდი რომ ამ ადამიანებმა ჩემი ცხოვრება ფერადი გახადეს -არ..ვიცი..- ბიჭებს შევხედე, მათი მზერა ჩემს უკან გაშტერებულიყო. შემდეგ კიბის ბოლოში უცნობი დავინახე რომლიც ტკივილისგან დაიჭყანა და ჩაიკეცა. ბიჭები მას მივარდნენ. მე მის საძინებელში გაბიქეცი და ინჰალატორი ჩამოვიტანე. ანდრიას მივეცი და სახლიდან გავედი. ანერვიულებული ვიყავი, ვცდილობდი დამეიგნორებინა გულ-მკერდის ყრუ ტკივილი. ტბაში შევედი. პერანგის ბოლოები დასველდა. სულ ოდნავ დანამულ მიწაზე დავჯექი ისე რომ წყლიდან ფეხები არ ამომიყია. წყალი მიყვარს. იგი მამშვიდებს, კარგ ხასიათზე მაყენებს და აზრების მოკრებაში მეხმარება. მაგრამ ახლა ამანაც არ მიშველა. წყალში შევცურე. ყველა და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე. თვალები დავხუჭე, წყალში ჩავყვინთე და ამ სამყაროს გამოვეყე.



არ ვიცი რა დროა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც განერვიულებული გარეთ გამოვვარდი. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თავი გამისკდება. თვალები მეწვის მაგრამ ჯიუთად არ ვხუჭავ. წელს ქვემოთ ისევ წყალში ვარ. მაგრამ ზურგი და თავი მიწაზე მიდევს. მზერა ცაზე მაქვს მიშტერებული. თავში სრული ქაოსია, კითხვები გამუდმებით ცვლიან ეთმანეთს.





 სახლიდან სანთლით ხელში ბექა გამოდის. სანთელი თეფშზეა დამაგრებული და ლამაზი ხელის მოსაკიდით რომელიც ვერცხლისფრად პრიალებს. ბექას მუქი ჯინსი აცვია და ნაცრისფერ მაისურზე ტყავის ქურთუკი აქვს მოცმული. პირიდან ორთქლი გამოსდის. ჩემს დანახვაზე სახეზე შოკი ეხატება სანთელს ძირს დებს და სწრაფად ავყავარ ხელში. შეწინააღმდეგების თავი არ მაქვს. ბიჭები შემოსასვლელში სხედან, ჩვენს დანახვაზე ფეხზე დგებიან და უკან მოგვყვებიან. ბექას ჩემს ოთახში ავყავარ და საწოლზე მაჯენს. უცნობი მოდის და შუბლზე ხელს მადებს. უსიტყვოდ უქნევს ბიჭებს თავს. დემეტრე და ტყუპები ოთახიდან გადიან, მალე მათ ანდრია და ბექაც უკან მიყვებიან. უცნობს ხელში ავყავარ და ასე გავდივართ ოთახიდან. სველი პერანგი გამაღიზიანებლად მეკრობა ტანზე და მისი გახდა მინდა მაგრამ ამის არც ენერგია მაქვს და არც გამბედაობა. უცნობი აბაზანაში შედის. კაბინის კარს აღებს და ცხელ წყალს უშვებს. მალე უცნობი დუშის ქვეშ მეტლახზე ზის მე მის კალთაში და ორივე გალუმპილები ვართ. ცხელი წყალი ჩემს გაყუნულ სხეულს ათბობს, ნელ-ნელა კანკალს ვწყვეტ და ვდუნდები. თავი უცნობის მხარზე მიდევს, თვალები დახულჭული მაქვს და ცხვირს გრილი სურნელი მიწვავს, თვითონ კი თმებზე ნაზად მეფერება. უცნობი დგება და მე ხელში ავყავარ. დუშს კეტავს და კაბინიდან გადის. თვალებს ოდნავ ვახელ და ვხედავ როგორ გადმოიღო ცალი ხელით პირსახოცი და ზურგზე მოხერხებულად მომახვია. ხელებს კისერზე ვხვევ და თვალებს ვხუჭვ. უცნობი კარებს აღებს და სიცივისგან ტანში ჟრუანტელი მივლის. უფრო ძლიერად ვეხუტები რომ ისევ არ ამიტყდეს კანკალი. კიბეებზე სწრაფად ადის და უკან სველ კვალს ტოვებს. ჩემს ოთახში საწოლზე მსვავს.
-ჰეი, გაიხადე. ასე ვერ დაწვები. - მინდოდა პასუხი გამეცა მაგრამ მხოლოდ ხრიალი ამომივიდ ყელიდან. უცნობმა ბექას დაუძახა.
-ყელის ტკივილისაც. ხომ არ წასულან?
-ჯერ არა ახლა აპირებდნენ გასვლას.
-კარგი მიდი უთხარი. - ბექამ თავი დაუქნია, კარი გაიხურა და გავიდა.
-მიდი რა,  გაიხადე ასე ვერ დაწვები, უფრო ცუდად გაცდები. - პასუხად პირთან ერთად თვალები დავხუჭე და საწოლზე გადავეშვი. მალე ვიგრძენი როგორ დაიწყო უცნობმა ღილების ჩახსნა და გაოცებულმა თავი ოდნავ წამოვწიე.
-ამას შენით გააკეთებ ? - ოდნავ გავაქნიე თავი და ისევ საწოლზე დავდე. მინდოდა გავქცეულიყავი. ღილების ჩახსნას რომ მორჩა, ერთი შემომხედა და ნაზად მაკოცა მუცელზე. შემდეგ წამომწია და პერანგი ჩემს სხეულს მოაცილა. დიდხანს არ დაუყოვნებია მისი სხვა პერანგი მომაცვა.ხელში ამიყვანა საწოლს საბანი გადახადა და ისე ფრთხილად დამაწვინა თითქოს მსხვრევადი საგანი ვყოფილიყავი. თვითონაც გაიხადა სველი ტანსაცმელი ტანი შეიმშრალა და საწოლში შემოცურდა. მთელ ტანზე მარწუხებივით მომახვია ხელ-ფეხი და განძრევის საშუალება აღარ მომცა. მასთან მარტო ყოფნის წუთებით ტკბობა დავიწყე, ყველგან ვგრძნობდი მის გავარვარებულ სხეულს რასაც ჭკუიდან გადავყავდი. მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა რადგან  სულ მალე ირგვლივ წყვდიადმა დაისადგურა.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

მაგარია არ დააგვიანო რა დადება გთოვ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი ანტა

თაკოთაკო
მაგარია არ დააგვიანო რა დადება გთოვ


მაპატიეთ რომ გუშინ ვერ დავდე, სახლში ფაქტიურად არ ვყოფილვარ ასე რომ ვერ მოვახერხე დადება მადლობ რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent