შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება იმდენად ირონიულია...(თავი 9) +18


26-11-2016, 13:26
ავტორი Emmy
ნანახია 3 086

დილით ადრიანად გამეღვიძა, ნერვიულად წამოვხტი ლოგინიდან და სააბაზანოსკენ გავემართე, მოვწესრიგდი და ჩემს სავარძელში მოვკალათდი, ცოტა მციოდა მაგრამ ახლა აქ ყოფნა მჭირდებოდა ამოვიღე კოლოფიდან სიგარეტი უნდა მომეკიდებინა და ცივად დავაბრუნე კოლოფში, ტელეფონი მოვიმარჯვე, უკვე აღარ შემეძლო და დავურეკე სალის
-სალი გაღვიძე
-რაიყო რამ გადაგრია ამ დილაადრიან
-სალი მალე ადექი და ჩემთან გაჩნდი
-რაიყო გოგო რა გეტაკა
-არაფერი არაფერი მალე მოდი უბრალოდ
-კარგი ხო მოვდივარ, რას მიხეთქავ გულს....
ტელეფონი მოვისროლე, შევწექი ისევ ლოგინში, შემოვიხვიე საბანი და ცრემლები ჩამომგორდა თვალებიდან... სული მეხუტება ტკივილისგან, ისე ძალიან მჭირდება ახლა იოანე სულ ერთი წუთით მაინც დავინახო.... მუცელზე მოვისვი ხელი და უფრო მოვუმატე ტირილს... კარზე გაბმული ზარია, გავაღე და სალის შეშინებული სახე შემეფეთა, მოვეხვიე და ტირილს ვერ ვწყვეტდი...
-გამაგებინე რა ჯანდაბა გჭირს ემილი, ნუ გადამიყვანე ჭკუიდან გაუჩერებლად ტირი და არაფერს მეუბნები, ვერ გავიგე რა ხდება
-სალი ციკლი გადამიცდა
-მერე?
-მგონი ორსულად ვარ
-რაიცი? იქნებ უბრალოდ სხვა რამეა, რას ტირიხარ და მოთქვამ
-არასდროს არ ყოფილა სალი მსგავსი შემთხვევა და ახლა დაემთხვა მაინცდამაინც?
-მერე შე სულელო რომც იყო ორსულად შენ და იოანეს გიყვართ ერთმანეთი და მშვენიერი ნათლია ვიქნები მეც...
-კარგი რა სალი ჩემი დაბადების დღის მერე არ დაურეკავს, განა რასაკეთებს ახლა იქ ისეტს რომ 2 წუთი ვერ მოიცალოს და დამირეკოს.... უბრალოდ ფეხებზე დამიკიდა
-ნუ სულელობ ემი რა, მოდი ჩემთან ჩაგეხუტო... იოანეს უყვარხარ, გიგიმ მითხრა რომ ბავშვობიდან ერთად ვართო და ასეთი იოანე არასდროს მინახიაო, ალბათ მართლა სერიოზულადაა საქმე და მაგიტო ვერ გიკავშირდება
-რაცარუნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ძაან გამაბედნიერებს მისი შვილის და ჩემი შვილის ყოფნა ჩემ მუცელში, ახლაა არაა ამის შესაფერისი დრო სალი... დედა გაგიჟდება ამას რო გაიგებს, იოანეც არ ჩანს იქნებ საერთოდაც არ ჩამოვიდეს გიგიმაც კი არ იცის მისი გზაკვალი, არ მინდა ბავშვი მამის გარეშე გაიზარდოს
-ანუ რისი თქმა გინდა, თუ ორსულად ხარ აბორთს გაიკეთებ?
-არა რასამბობ გოგო გაგიჟდი? ეგ აღარ გაიმეორო მე მკვლელი არ ვარ და არც არასდროს არ გავაკეთებ მსგავს რამეს
-კარგი კარგი ნუღა ბოდიალობ ჩავალ მე აფთიაქში ამოვიტან ორსულობის ტესტს
-კარგი... ვუთხარი სლუკუნით და კარი გაიკეტა... რამდენიმე წუთში სირბილისგან ენაგადმოგდებული შემოვარდა სახლში და ტესტი მომაწოდა
-მიდი გოგო ადექი დროზე გაიკეთე ეს საოხრე ტესტი გამისკდა ქალს გული
შევედი საპირფარეშოში ხელების კანკალით გავხსენი და სალის გავძახე
-გოგო რა უნდა ვქნა?
-აუუუუუ რა იდიოტი ხარ გგოგო ახატია ზედ გაახილე თვალები
ზუსტად ისე გავაკეთე როგორც ინსტრუქციაში იყო იდაყვები მუხლებზე დავალაგე, ორივე ხელში ტესტი მიჭირავს და გაშტერებული თვალებით ვუყურებ რა მოხდება
-გამოდი გოგო აწიიიი
-მხოლოდ ერთი ხაზია წითელი
-ხოდა ესეიგი არ ხარ ორსულად დაწყნარდი, ვსო მორჩა ყველაფერი არ გამიხეთქა გული ამ გოგომ...
-ხო მაგრამ მაშინ ციკლი რატომ გადამიცდა? თან 5 დღით
-კარგი წამო მაგ საკითხზე ექიმს მივმართოთ ჯობია
ჩავსხედით მანქანაში და მივედით გინეკოლოგთან, გამიმართლა რომ ქალია... გამსინჯა რაღაც კითხვები დამისვა და სულ ამით შემოიფარგლა
-რა მჭირს ექიმო?
-არაფერი ჩემო კარგო სრულიად ჯანმრთელი ხარ, უბრალოდ შეგცივდა ალბათ და ბევრი ინერვიულე
-ნერვიულობით კი ნამდვილად ბევრი ვინერვიულე
-ხოდა ეგაა ზუსტად ამ ყველაფრის მიზეზიც... აი რეცეპტი გამომართვი ეს წამლები იყიდე და ყველაფერი კარგად იქნება
-კარგით მადლობა ეკა ექიმო
-არაფერს შვილო კარგად იყავი...
დაწყნარებული სახით გამოვედი და მოვახსენე სიტვაცია სალის
-აუ ემილი საჯაია ნეტა სემეძლოს რო გაგიხეთქო ეგ ლამაზი თავი
-რას მერჩი გოგო
-რას გერჩი კი არა შენზე მეტად მე ვინერვიულე მემგონი
-ვაიმეეე... ჩემი გოგო ხარ შენ, ჩემი საუკეთესო
გვიან ღამით კარზე ზარია დედა არარის სახლში... ვიფიქრე ვინ შეიძლება იყოსთქო და გავიხედე ეგრედ წოდებულ გლაზოკში, კართან არავინ იდგა და გავაღე, ძირს იდო უზარმაზარი ვარდების თაიგული გვერდით პატარა პარკით... გავხსენი ეს პარკი და ცემი საყვარელი სუნამო... დავუწყე ბარათს ძებნა, დიდი იმედი მქონდა იოანეს ამოვიკითხავდი, მაგრამ „იმედია მოგეწონა, ა ლ ე ქ ს ი“ იმედი გამიცრუვდა დავყარე მაგიდაზე ყველაფერი და შევწექი ლოგინში გავიკეთე ყურსასმენები და დავიძინე...
..............................
-გოგო ალექსი ჩამოვიდა
-ვინაა ალექსი?
-მეღადავები? არ გრცხვენია მაგას რო მეკითხები?
-ვაიმე მე ვინც მგონია იმაზე ამბობ?
-ხო მაგ ალექსზე გეუბნები, ჩამოსულა ესპანეთიდან, იმ დღეს დავინახე ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა
-გოგოს?
-ხო მეც გამიკვირდა გოგოსთან ერთად არავის უნახავს
-ხო იცი რო მაგ ბიჭს მაინც დავითრევ არაა?
-დიდი კონკურენციაა, რო იცოდე
-საერთოდ არ მადარდებს, მაინც ჩემი იქნება
...............................................
-აუ ისეთი რამე უნდა გითხრა რო შოკში ჩავარდები?
-რა?
-ალექსი ჩამოვიდა ესპანეთიდან
-ეეე ატყდება ახლა თბილისში ერთი ამბავი, მარა მაინც დავითრევ მაგ ბიჭს
...................................................
-თაზო როგორ ხარ?
-ეეე ალექს ცამოხვედი?
-კი თაზიკ ჩამოვედი, არ გამოხვალ ჩამთან?
-კი ძმა კი როგორ არა მალე გავიჩითები აქვე ვარ 5 წუთში მანდ ვარ...

-აბა თაზიკ მოყევი რა ხდება თბილისში (მიაწოდა 1ჭიქა ვისკი)
-რავი ალექს ძველებურად ახალი არაფერი შენსკენ?
-მე როგორც კი ჩამოვედი იმ საღამოს ჩვენ კლუბში გავიარე... ერთი გოგო ვნახე
-ეეე გოგო?
-ხო რაიყო რატო გიკვირთ ყველას გეი კიარ ვარ, უბრალოდ ზედმეტი გოგოების აკიდება არ მიყვარს, მაგრამ ის სხვანაირია
-და ვინ არის?
-ემილი
-გვარი?
-საჯაია
-ეეეე ძმაო ეგ არ გამოვა
-რატო რა ხდება
-იცი ვისი გოგოა ეგ?
-ვისიც არუნდა იყოს უნდა დათმოს
-არამგონია
-რატო არაგგონია?
-იმიტო რო გ გოგო შენი ბიძაშვილისაა
-იოანეს გულისხმობ?
-კი იოანეს
-კარგი რა თაზიკ როდის იყო იოანე ვინმე ქალს სერიოზულად უყურებდა, გართობის მეტი არაფერი ანაღვლებს, ისიც გამიკვირდა საუთჰამპტონში რო წავიდა, და იქედან რომ ჩამოვა დარწმუნებული იყავი რო ეგ გოგო არცკი გაახსენდება, იქ კიდე სხვას ნახავს და ასე რა შენთვითონაც ხო იცი როგორია
-ხო მაგრამ ამჯერად მგონი მართლა სერიოზულადაა საქმე, უბრალოდ სერიოზული თემები მოხდება თქვენს შორის, და დაფიქრდი გიღირს?
-მე ყოველ შემთხვევაში ჩემსას ვეცდები და თუ ერთმანეთი უყვართ მათ შორის არ ჩავერევი.


იოანე-ხვალ სასამართლოა და ჩემმა ადვოკატმა როგორციქნა ჩემი ალიბი დაადასტურა, ჩემდა სასიკეთოდ ბატონ სმიტს ფარული კამერები ჰქონია სახლში, ახლახანს აღმოაჩინეს გამომძიებლებმა, ალბათ მალე გამათავისუფლებენ და საქართველოში წავალ პირდაპირი რეისით, იმედია კიდევ ზედმეტი პრობლემები აღარ შეიქმნება... დარეკვის უფლებასაც არ მაძლევენ ამ ეტაპზე, საშინლად ვნერვიულობ ყველაფერზე ერთად, ალბათ ემი ფიქრობს რომ მივატოვე ან რამე მსგავსი ფიქრებიდან ბადრაგის ხმამ გამომიყვანა
-მნახველი გყავს
-ვინ?
-თვითონ ნახავ...
-მამაა? აქ რასაკეთებ?
-ვაიმე იოანე შვილო ეს რა დღეში ხარ
-კარგი მამა რა მნისვნელობა აქვს ახლა ამას საიდან გაიგეე?
-რომ აღარ შემეხმიანე, სმიტის ოფისში დავრეკე და მითხრეს რომ გარდაიცვალა
-უფრო სწორად მოკლეს
-ხო მოკლეს. შენც აღარ ჩანდი და ჩამოვედი,რა ხდება? ამიხსენი ახლა ყველაფერი
-უკვე ყველაფერი მოგვარდა მალე გამომიშვებენ ვიდეო კამერები აღმოაჩინეს სმიტის სახლში
-კიდევ კარგი
-ხო, შენ ის მითხარი იმ აქციებზე რა ხდება?
-გზაში რომ მოვდიოდი დავრეკე და შეხვედრაზე შევუტანხმდი აქედან პირდაპირ იქ წავალ სიტვაციას ავუხსნი და იქნებ მოგვარდეს ყველაფერი...

უკვე ერთი თვე გავიდა და იოანე ისევ არ გამოჩენილა საშინელ დეპრესიაში ვარ მგონი ეს ცხოვრება ირონიულად მიყურებს და დამცინის... კარზე ზარია, ისევ თაიგული და ამჯერად ძვირად ღირებული ყელსაბამი ისევ ალექსანდრე... ქურთუკი შემოვიცვი და მაღაზიაში ჩავედი სიგარეტის საყიდლად გამოვდივარ და შავი იაგუარ ლენდ როვერი თვალები ირონიულად გადავატრიალე
-აბა როგორ ხარ ემილი?
-კარგად ალექსანდრე თავად როგორ გიკითხოთ?
-მადლობთ კარგად
-საჩუქრებისთვის მადლობა მაგრამ ვერ ავიღებ
-რატომ?
-უცნობებისგან საჩუქრებს არ ვიღებ
-აი მე კიდე უკან არ დავიბრუნებ და ტან ახლა მე და შენ წავალთ და სადმე მშვიდ ადგილას ვისაუბრებთ
-არა ლექციაზე მაგვიანდება
-დღეს ლექციები არ გაქვს
-საიდან იცი? მითვალთვალებ?
-ხო გითხარი თბილისი პატარა ქალაქიათქო
-ვაიმე ალექსანდრე ნამდვილად არ მსიამოვნებს როცა ვინმე ცემს ცხოვრებაში იქექება
-კარგი გპირდები აღარ განმეორდება... ახლა კიდე წამოდი
-კარგი ყავაზე უარს ვერ ვიტყვი
რაღაც უცხო ადგილას მიმიყვანა აშკარად არასდროს ვყოფილვარ აქ და არც მეგონა რომ საერთოდ არსებობდა. ძალიან მშვიდი და წყნარი გარემოა ამავდროულად ძალიან გემოვნებიანად გაკეთებული, ოდნავ დაბალი შუქი და წყნარი მელოდია ისე თითქოს არც ისმის
-აბა ემილი მომიყვები რამეს შენზე?
-ისედაც გეცოდინება
-კარგი ბოდიშს გიხდი და დაგპირდი რომ აღარ განმეორდება
-.........
-შეყვარებული გყავს?
-წესით კი
-რას ნიშნავს წესით კი?
-რა მნიშვნელობა აქვს? შენ ის მითხარი როგორი დრო ატარე შენი ოთახის გასაღები რომ გადამეყლაპა
-მაგისთვის დრო მოვა და დაისჯები
-არამგონია:დ
-მგონი გირეკავენ
-ხო სალი რა ხდება?
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-რა ხდება?
-ბებო გარდაიცვალა
-ვინ ბებო სალი? თამრიკო?
-ხო
-კარგი მოვდივარ...
სალისთან წავედი ყველანი ნამტირალები სახეებით დამხვდნენ, სალი კუთხეში იჯდა მობუზული, ისეთი კარგი ქალი იყო თამრიკო ბებო ყველას ზალიან გვიყვარდა სულ დაგვსდევდა მე და სალის ჭამეთ ჭამეთო რას გავხართო გადატყდებით მალე წელშიო და ჩვენც გულიანად ვხარხარებდით...
ემოციურად დამღლელი დღის შემდეგ სახლში წავედი, შევძვერი ჩემ ლოგინში და დავიძინე...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია იოანეს არ დააშორებ,თორე არ ვიცი რა.მართალია კარგი ბიჭი ჩანს ალექსი,მაგრამ მაინც
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Tekkla

კარგია მაგრამ არმინდა რომმ იოანეს დააშოროო

 


№3 სტუმარი Guest კოკი

eee ra kai iyoo momewonaa dzaan es tavii da is rom ioanes ushvebenn ... isic gamixarda aleqsi rom misi bidzashvilia ratomgacc ... movlenebs argavuswreb winn da sxvas agar vityvi araferss tu ra moxdeba chemi azrittt... mokled shesanishnavixar da gelodebii

 


№4  offline აქტიური მკითხველი tatuka20

რატომ აგვიანებ?მოუთმენლად გელოდებიიიი იქნებ დღეს მაინც დადო რაა

 


№5  offline წევრი Emmy

gushin chamovedi chemo kargebo saqartveloshi da mivlinebashi viyavi.. iq kidev namdvilad ar mqonda dro rom damewera dges aucileblad davwer ogond gvian davdeb... bodishs gixdit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent