შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაგბისტის ღიმილი(სრულად)


26-11-2016, 19:18
ავტორი clown
ნანახია 7 196

იქნებ შეეძლო ყველაფრის შეცვლა,შეეძლო გაეხადა ცხოვრება უფრო კარგი,იმაზე კარგი ვიდრე ახლა აქვს,ამასაც თუ ცხოვრება ქვია.
***
დედა სამი წლის წინ სიმსივნით გარდამეცვალა,ხელებში ჩამაკვდა,არავინ მყავდა დედის გარდა და ისიც წამართვა ღმერთმა.მამაჩემს ოჯახი ყავს გერმანიაში და იქიდან მიგზავნის სწავლის ფულს,შაბათს და კვირას ვმუშაობ და ამით ვირჩენ თავს.ერთი ჩვეულებრივი 20 წლის გოგოვარ,რომელმაც სწავლა და წარმატება დავისახე მიზნად და აუცილებლად მივაღწევ მას,არმინა ვინმეს ტვირთად დავაწვე ყველაფერს ჩემით მივაღწევ.მხოლოდ სწავლა მეტი არაფერი.თბილისში ბავშვობის დაქალთან ერთად ვცოვრობ და უკვე მეორე კურსზე ვართ ორივე.რათქმაუნდა წარმატებული მოსწავლეები.
***
-ნინუც არ დგები?
-შაბათი დღეა,ახლა მაინც მაცადე ძილი.ვუთხარი საწოლის ბოლოში მჯდომ დაქალს,რომელიც დიდიხანია ადგომას მთხოვს
-3 საათია უკვე,კარგი რა,ხომ დამპირდი წამოგყვები რაგბის საყურებლადო?
-კარგი,კარგი ვდგები.წუწუნით ავდექი საწოლიდან და ჩაცმა დავიწყე,
ყავა უკვე მომზადებული ქონდა მარიამს,სასწაულ ყავას აკეთებს ეს გოგო,გავიფიქრე და ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე.
-წავედით ნინუც?
-ვსო,მზადვარ
უამრავი ხალხი იყო მოედანზე,ამ შეძახილებმა და ყვირილმა თავი ამატკია უკვე,არმიყვარს ხალხმრავალი ადგილები,მაგრამ მარიამს ძალიან უყვარს რაგბი თან თავისი ძმა თამაშობს და უარი ვერ ვუთხარი.წესების არაფერი გამეგება,ერთხელ მამასთან ერთად ვიყავი თამაშზე,მაგრამ ძალიან ადრე იყო და არმახსოვს არაფერი.ფიქრებში ვიყავი გართული,როცა გვერდით ერთი ბიჭი მომიჯდა,რაგბის მაიკა ეცვა,ანუ რაგბისტი იყო.ხმის ამოუღებლად ადევნებდა თამაშს თვალს,მხოლოდ დროდადრო შეიცვლიდა ჯდომის პოზას,ალბათ ნერვიულობის გამო.არასდროს მდომებია უცხოსთან ლაპარაკი,უცნაური შეგრძნება მქონდა,მინდოდა რაღაც ეთქვა ჩემთვის,რაღაც ეკითხა,მარგად ჩუმად იყო.გამარჯვებული გუნდი გამოაცხადეს და მივხვდი როგორ ჩაეცინა.მარიამი სიხარულისგან ფეხზე წამოხტა და ტაში შემოსცხო,ძალიან გაუხარდა მისი ძმის გუნდის გამარჯვება.
-აბა რაა.ბედნიერი ხტუნაობდა და იღიმოდა,სასწაული ღიმილიაქვს ჩემ გოგოს
-შენი შეყვარებულია?უცნობი კითხვის ნიშნის თვალებით შესცქეროდა მარიამს
-როგორ?ხმაურში ვერ გაიგო მარიამმა
-კარგი არაფერი.ჩაიცინა უცნობმა
-მისი ძმაა.ვუპასუხე მე
შემომხედა,არაფერი უთქვამს,მიყურებდა,მე ჩავახველე და თითქოს გონზე მოვიდა,ადგა და წავიდა.გვიან შევამჩნიე რომ იგივე მაისური ეცვა რაც მარიამის ძმას,მისი გუნდელია,მაგრამ რატომ არ თამაშობს?
გაურკვეველი ფიქრებიდან მარიამმა გამომიყვანა.
-წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ და გამარჯვება მივულოცოთ ბიჭებს.ისეთი გაბრწყინებული სახე ქონდა უარის თქმას ვერცკი გავიფიქრებდი.
-გილოცავ გიო,ეჭვიც არმეპარებოდა ბრატ.მხარზე ხელი წამოვარტყი გიორგის და უკან დავიხიე რომ სხვებსაც მიელოცათ.გვერდით ის უცნობი მედგა და თვალს დრო და დრო ჩემსკენ აპარებდა.
-შენც გილოცავ.არც მიმიხედია მისკენ ისე ვუთხარი
-მადლობა,მაგრამ გამარჯვებაში წვლილი არშემიტანია,სამწუხაროდ
-რატომ?
-პირველივე წუთებზე ფეხი ვირძე და ვეღარ შევძელი თამაში
-არაუშავს,შემდეგში ითამაშებ აუცილებლად
გამიცინა,არაფერი უთქვამს,მაგრამ ეს ღიმილი...უბრალოდ...სასწაული ღიმილი აქვს,ღმერთო ასეთი ჯერ არაფერი მინახია,წამით სულ სხვაგან წავედი,სხვა გალაქტიკაში.გონზე რომ მოვედი იქ აღარიყო,გაქრა.საღამოს პარკში ჩავედი მარტო,არავინ იყო,საქანელაზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე,ფიქრი მის ღიმილზე,რაგბისტის ღიმილზე
დილით მარიამმა ხტუნაობით გამაღვიძა
-გოგოოო,გაიღვიძე მაგარი ამბავიმაქვს
-აუუუ რაგინდა?რა ამბავიგაქვს?
-დღეს გიოს დაბადების დღეა ხოდა დამირეკა შვიდ საათზე რესორანში იყავითო
-რა მაგარია,მე მეზარება წამოსვლა უნდა დავისვენო რა
-რაა?ჩავთვლი რომ იხუმრე,თან გოგო იცოდა კაბების ფული რო არგვქონდა და გამოგვიგზავნა დილით
-რატო შეწუხდა ესე?რა აუცილებელია ახალი კაბები გვეცვას?
-ნინუც ჩაიგდე ენა რა,თან შენი რაგბისტიც იქ იქნება თავისი ღიმილით.ჩემი ნასროლი ბალიში კარებთან დაეწია მარიამს,ორ წუთში შემობრუნდა მომღიმარი სახით
-ჩაიცვი მიდი,ვჭამოთ და წავიდეთ
-კარგი ჰო მაცადე შენიჭირიმე დამოფხიზლება.წუწუნით წამოვდექი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე.მარიამი ისევ იქ იდგა
-ჰე,ეხლა უნდა მიყურო როგორ გავიხდი?
-რა?ვერგავიგე მხოლოდ ლუკას შეუძლია შენი ყურება თუ რახდება?
-აუ მოგკლავ.გრძელი მაიკის ანაბარა გავეკიდე მარიამს,ღმერთო ჩემო იქიჯდა იქიჯდა და ტელევიზორს უყურებდა,შემომხედა და უხერხულობის გამო ისევ ტელევიზორს შეხედა.არ ვაპატიებ მარიამს რაგამიკეთა ვაი და ეს მაიკაც არ მცმოდა რა გამეკეთებინა მერე,ხო სულ დაეკარგებოდა წარმოდგენა ისედაც არვაინტერესებ აშკარად,ჯანდაბა.ოთახიდან რო გამოვედი იქ აღარ იყო
-მარიამ რაქენი ეს?რატო არმითხარი აქ როიყო?
-დაწყნარდი გოგო,მე რავიცოდი თუ გამომეკიდებოდი,ვაპირებდი თქმას
-ჯანდაბა რა
-კაი რა იყო,ისეთი მოსწონხარ როგორიც ხარ
-დავაი რა მარიამ.სიცილით ვუთხარი დაქალს.ზედაც არმიყურებს ნორმალურად ხო ხედავ
-გოგო ნახევრად შიშველი გამოვარდი ოთახიდან და რა უნდა ეთქვა?
-და ვის გამო ნეტა.პირი გამოტენილი მქონა უკვე საჭმლით
-არ გადაგცდეს.სიცილი აუტყდა მარიამს
-დამიწყნარდი რა.
მთელი მაღაზიები მომატარა და თავისი მოსაწონი კაბა ვერ ნახა,მე არჩევანი წითელ მოკლე კაბაზე შევაჩერე საკმაოდ გამომწვევი დეკოლტით.შავი,ღია მაღალ ქუსლიანები ვიყიდე და ვსო მზადვარ.მარიამმაც როგორც იქნა იპოვა კაბა,რომელიც მართლა ძალიან უხდებოდა.საღამოს რვაზე(რათქმაუნდა დაგვიანებით)ორმა ლამაზმანმა შეაბიჯა რესტორნის დიდ დარბაზში,ბევრი ძველიმონატრებული ნაცნობები მოვინახულე.ბერმა მთხოვა მეცეკვეო,მაგრამ არმინდოდა ცეკვა,გიორგის ვერ გავუტეხე მარტო.ვიჯექი და ვათვალიერებდი მათ ბენიერ სახეს ჩემი მოწყენილი თვალებით.მინდოდა სადმე ლუკას სილუეტისთვის მომეკრა თვალი,მაგრამ უშედეგოდ.მივდიოდი,არა სახლში,არამედ სადმე სადაც სიწყნარე იქნებოდა ნაცნობმა ხმამ რომ შემაჩერა
-სად მიდიხარ?
-არსად,უფროსწორად ჰაერზე უნდა გავიდე
-ვითომ?კარგი,არც მე მაწენდა სუფთა ჰაერი.ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა
-სად წავიდეთ?
-არვიცი.მხრები ავიჩეჩე მე
-კარგი ჩაჯექი მანქანაში
-სად მივდივართ?ინერვიულებენ,ჯობია დავრჩეთ.
-ნახავ,ცოტახნით მოგიტაცე.მივხვდი რო ქალაქიდან გავდიოდით,მანქანა პატარა კლდის პირას გააჩერა,ხის გვერდით
-აქ რაგვინდა?
-სიჩუმე ხო გინდოდა?
-კი
-ხოდა ახლა ჩუმად იყავი და დატკბი ხედით
გაშეშებული ვიყავი,თავს უხერხულად ვგრძნობდი,მინდოდა რაღაც მეთქვა,მაგრამ არაფერი არ ამომდიოდა პირიდან.
-ახლა შეგიძლია ილაპარაკო.გულრწფელად გამიღიმა
-წავიდეთ რა.მციოდა,მაგრამ არ ვიმჩნევდი
-რატო?გცივა?
-არა არ მცივა,მართლა,გვეძებენ ალბათ უკვე
--შენი ნებაა,რესტორანში მიგიყვანო ისევ?
-არა,სახლში,საშინელი ხმაურია იქ
-კარგი.
სადარბაზოსთან ბევრი ბიჭები იყვნენ და ლუდს სვამდნენ
-წამოდი აგაცილებ
-არა არშეწუხდე
-მეღადავები გოგო?ცოტა არიყოს უხეშად გამოუვიდა-გგონია აქ მარტო აგიშვებ?ხელი მათკენ გაიშვირა.რა სულელიხარ,ისევ გამიღიმა და ხელი წელზე მომხვია
-წამოდი
მესამეზე ავედით და თავით მანიშნა შედიო
-არ შემოხვალ?ჩაი დავლიოთ
-კარგი,სანამ შენი დაქალი მოვა დავრჩები,მარტო ხო არ დაგტოვებ.გავუღიმე და შიგნით შევიპატიჟე.მისი სვიტერი არგამიხდია,ისეთი თბილი იყო ვეღარ ვშორდებოდი,თუმცა რომგითხრათ მარტო სითბოს გამოთქო მოგატყუებთ
-ცეზარი მაქვს გინდა
-არა მადლობა,წყალს დავლევ,ცივს ოღონდ
-აბა ცეზარი მიყვარსო?მატყუარავ.გავუღიმე
-მიყვარს,მაგრამ...მასაც გაეღიმა
-მაგრამ რა?უარი არმიიღება
ვჭამა დავამთავრეთ და მისაღებში გავედით
-სასწაულ ცეზარს აკეთებ.ისევ გამიღიმა
-მადლობა.მეც გავუღიმე უფროსწორად შევიფერე კომპლიმენტი
-დროებით
-დროებით
ლუკა გავაცილე და მარიამმაც შემოაღო კარები
-რაუნდოდა ლუკას აქ გოგო?ან ვაფშე სად გაქრით?
-აქ რაუნდოდა გოგო ლუკას
-ცეზარი ვჭამეთ
-არ გადამრიო ახლა,ცეზარის საჭმელად წამოხვედით იქიდან?
-ოო,არა გოგო,მაცადე წყალს გადავივლებ და მოგიყვები,მიდი მაგიდა აალაგე რა
-კარგი და მალე ქენი თორე შემოგივარდები მანდ.მარიამს ყველაფერი მოუყევი და შოკში ჩავარდა,სიხარულისგან ხტუნაობდა და ყვიროდა
-ქორწილიიიიია ქორწილიიიიი
-გაჩუმდი გოგო,გამოგვივარდებიან მეზობლები-სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავდი
იმღამეს ნორმალურად არ მძინებია,ძნელი გამოსაცნობი არ იქნება რაზე ვფიქრობდი
ყველაფერი აქედან დაიწყო,ამ დღეს გაიტაცა ნინუცა რაგბისტის ღიმილმა სამუდამოდ.
იმ საღამოს შემდეგ აღარ გამოჩენილა,მომდევნო დღეები ისეთი მშრალი იყო,ისეთი უბრალო,გულის შემაწუხებლად გადიოდა დრო
შბათ დღეს გოგოები შოპინგზე აპირებდნენ წასვლას,მიუხედავად ყველაფრისა ნინუცა არაპირებდა სახლში ჯდომას,მის ლოდინს და ასე შემდეგ.
-ადექი რა ნინუც
-ცოტახანიც რა გთხოვ
-კარგი,ცოტახანს იწექი ტან რაღაც მინდა მოგიყვე,ვიცი რომ სამარე ხარ
-მალე.მოყევი
-მოკლედ,წუხელ ლუკამ დამირეკა,რაღაც შარში გაეხვა ტაბლეტებს იღებდა,ბევრი ვალები დაუგროვდა და საზღვარ გარეთ წავიდა,საზღვარზე დაიჭირეს და 3 თვე ჩასვეს,ლუკაც მასთან ერთადაა კიდევ კარგი
-რააა?ეგეც დაიჭირეს?
-არა,მაცადე,ეგ არდაუჭერიათ მაგრამ ყველაფერს აკეთბს რო გიორგი გაამოვიდეს ხო ხვდები?
-როდის მოხდა?
-ხუთშაბათს?
-ღადაობ?დღეს შაბათია და აქამდე არაფერი უთქვამთ?
-ლუკამ მითხრა არ მარეკინებდა,ინერვიულებსო
-ჯანდაბა,მოდი ჩემთან,ახლა რავქნათ?
-მხოლოდ ის შემიძლია რომ ყოველ ერთ საათში დავურეკო ლუკას და ვკითხო ახალი ხომ არაფერია
-ხომ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება
-არვიცი
-აი ნახავ,ისევ გინდა წასვლა?ჩავიცმევ და წავიდეთ,გულს გადააყოლებ
-კარგი მიდი
უკვე ვიცმევდი ტელეფონზე უცხო ნომრისგან ზარი რომ შემოვიდა
-გისმენთ
-ნინუცა მინდოდა
-დიახ მევარ,გისმენთ
-ლუკა ვარ,როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ?გიო როგორაა?
-კარგადაა გიო არინერვიულოთ,მალე გამოვა
-კარგია,ნერვიულობს მარიამი
-ყველაფერი კარგად იქნება
-ხო,ვიცი
-შენ ხომ კარგად ხარ?
-კიი კარგად ვარ
-კარგი,თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკე,არმოგერიდოთ
-კარგი-გამეღიმა
-დროებით
-ლუკა
-ბატონო
-მადლობა
-არ გრცხვენია?ეგ აღარ გაიმეორო
-დროებით.დავემშვიდობე,ყველაფერი გავაანალიზე და გამზადება დავიწყე
ყველანაირად ვეცადე მარიამს მომხდარი ცოტახნით მაინც დავიწყებოდა,სად აღარ ვიყავით,პატარა ბავშვივით ვხტუნაობდი და ვცეკვავდი.
სახლში მისული დაღლილი მივესვენე დივანზე.მარიამა ეტყობოდა რომ კიდევ ნერვიულობდა,არშემეძლო მისი ასეთი სახის ყურება
-გინდა კიდევ ვიცეკვო?
-არა,ისედაც ძალიან დაგღალე
-მე ვარ ჰიტლერიიიიიიი-ჩემი თმა ტუჩსა და ცხვირს შუა მოვათავსე რომ ულვაშის იმიტაცია შეექმნა
-ჰაილ ჰიტლერ.სიცილში ამყვა მარიამი
-ახლა კი,მოისმინეთ განაჩენი
-ბრძანეთ ბატონო.თავი დამიხარა მარიამმა
-თქვენ ქალბატონო მარიამ,ადგებით და ნინუცას გაყვებით პარკში,და აიწონა დაიწონაზე იკატავებთ,გასაგებია თქვენთვის?-ხმა დავაბოზე,რომ კაცის ხმას მიმევსგავსებინა
-განაჩენის შეცვლა შეუძლებელია?
-დიახ,შეუძლებელია
პატარა ბავშვებივით ვკატაობთით აიწონა დაიწონაზე,ხანაც საქანელაზე და გულიანად ვიცინოდით,მგონი ისიც კი დაგვავიწყდა რომ ბავშვები აღარ ვართ,მაგრამ მთავარი ის იყო რომ ეს სიამოვნებას გვანიჭებდა,მთავარი ხომ ის იყო ჩემთვის,რომ მარიამის ბედნიერი სახე დამენახა.
საღამოს ვახშამი მოვამზადეთ ერთად,ბოლოს კი ფქვილში ამოგანგლულებმა მივირთვით ჩვენი მომზადებული საჭმელი.
ეჭვიც არ შეგეპაროთ,რომ გემრიელი იყო
-შეიძლება დასაძინებლად წავიდე?
-თუ ასე გირჩევნია წადი,რათქმაუნდა
კარებში გასული მარიამი უკან შემობრუნდა
-ნინუც
-ჰო
-შენ რომ არ მყავდე
-მაგაზე ნუ ფიქრობ,ყოველთვის შენთან ვიქნები!
-მადლობა,შუბლზე მაკოცა და საძინებელში შევიდა
ალაგება დავამთავრე და აბაზანაში შევედი.მინდოდა მთელი დარდი წყლისთვის გამეყოლებინა,ჩემი ცრემლები წყლის წვეთებს გაერია და მათი გარჩევა უვე შეუძლებელი იყო.
უცებ კარის გმა შემომესმა,ვიფიქრე მარიამს ხომ არ უჭირს რამეთქო
-მარიამ,მარიამ.ისევ გავიმეორე ცოტახნის შემდეგ,რაღა დაგიმალოთ და შემეშინდა,პირსახოცი მოვიხვიე და გარეთ დავედი
ჩემსწინ შავი მაღალი სილუეტი იდგა,შიშისგან და მოულოდნელობისგან შევყვირე
-შემაშინე,აქ საიდან შემოხვედი?იმის მაგივრად რომ პასუხი გაეცა მომიახლოვდა,უკან დავიწიე და კედელს ავეკარი,გული საშინლად ამიჩქარდა,იმდენად ახლოს მმოვიდა მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა,მეგონა მაკოცებდა იმდენად ახლოსიყო,აღარაფერზე აღარ შემეძლო ფიქრი,ისევ ისე მიყურებდა,ხელი ტუჩზე მომკიდა ჩემდედ თავი ოდნავ მიმატრიალებინა გვერდით,ახლა ყელში ვიგრძენი მიდი სუნთქვა.უცებ უკან წავიდა და გაიღიმა თითზე ქაფი ქონდა
-ქაფიანი ხარ-ჩაიღიმა და მისაღები ოთახისკენ წავიდა
-ხო მართლა-მოტრიალდა-როცა დაღამდება,მითუმეტეს,როცა ბანაობ იქნებ კარგი ჩაკეტო?რაიცი რახდება.ისევ გაიღიმა და მისაღებში გავიდა.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და მისაღებში გავედი,იქ იჯდა და ლეპტოპში რაგაცას გულმოდგინებით ეძებდა
-აქ რაგინდა?როდის მოხვედი?არ უპასუხია რაღაც წყნარი სიმღერა ჩართო და მომიახლოვდა
-იცეკვებ ჩემთან?პასუხს არც დალოდებია თავისკენ მიმიზიდა და ცეკვა დაიწყო
-მარიამს გაეღვიძება,ცოდოა,ბევრი ინერვიულა
-მარიამს ღრმად სძინავს ვეცადე გამეღვიძებდინა,მაგრამ უშედეგოდ-ერთი ხელი გამიშვა დამატრიალა და ისევ მიმიხუტა.ახლა კი გაჩუმდი და მომენტით დატკბი?
მომენტით დავტკბე?ვფიქრობდი ჩემთვის,ამით რისი თქმაუნდა?
ახლა უფრომეტად მიმიხუტა,ისე,რომ მის გულისცემას ვგრძნობდი.არმინდოდა,რომ დამთავრებულიყო,მომწონდა ის აზრი,რომ ამ წუთას მის მკლავებში ბედნიერი ვიყავავი და რაფერზე ვნერვიულობდი.დროებით ყველაფერი დავივიწყე და მართლაც დავიწყე მომენტით დატკბობა.იმდენად ახლოს მოვიდა მეგონა მაკოცებდა,ჩემი გახშირებული სუნთქვა მის სახეს ეფრქვეოდა
მიდი მაკოცე,ვნატრობდი გულში და უცებ მეგონა ხმამაღლა წარმოვთქვი ეს სიტყვები და ინსტიქტურად თავი დავხარე,აღარ შემეძლო მისი მოციმციმე,მაგრამ ცივი და მკაცრი თვალების ყურება.ნიკაპზე ხელი მომკიდა თავი ზემოთ ამაწევინა,ისევ ისე ახლოს მოვიდა,გაიღიმა და შუბლზე მაკოცა
-ცეზარს მომიმზადებ?კატის თვალებით შემომხედა,უცებ მომინდა მოვფერებოდი როგორც კატას და თავზე ხელი გადამესვა.კარგი,ვიცი რომ სასაცილოა და არც მე არ ვარ ნორმალური,მაგრამ ხშირად მაწუხებს ასეთი აზრები
ცეზარი მოვუმზადე და საჭმელად დავუძახე
-გემრიელია?ლუკმა არქონდა გადაყლაპული ისე ვკითხე
-ისეთი თვალებით შემომხედა ვინანე რო გავჩნდი,არა ცუდი კი არა,უბრალოდ ძალიან გაკვირვებული და გაოცებული იყო,მე კი კიდევ ერთხელ წამოვროშე სისულელე
ინსტიქტურად პირზე ხელი ავიფარე და ხელით ვანიშნე ჭამა გაეგრძელებინა.ჭამას რომ მორჩა საქმიანი იერი მიიღო
-შენი ცეზარი არმომეწონა-უმაყოფილო სახე ქონდა და ცოტა არ იყოს გამიკვირდა-და ამიტომ ჩაიცვი,მივდივართ
-რა?სად?ამ შუა ღამეს?
-ნებით წამოხვალ თუ...
სიტყვა არდავამთავრებინე,ოთახში შევედი და მარიამს წერილი დავუტოვე
შემდეგ შავი მოკლე კაბა ჩავიცვი ჩავი ოლ სთარის კეტები და გარეთ გავედი
გარეთ რომ გავედით ძალიან ციოდა და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე
-გცივა?
-სულ ოდნავ
-შემდეგში თბილად ჩიცვი
ჟაკეტი გაიხადა და მომახვია
-მადლობა
შემდეგშიო?ანუ შემდეგიც იქნება,ბედნიერებისგან რამის ვიყვირე მაგრამ ისევ დავამშვიდე ჩემი თავი
კაფეში ვისხედით,სიჩუმე იყო მხოლოდ მე რაგბისტი მისი ღიმილი და მიმტანი.სიჩუმე იყო და სწორედ ეს სიჩუმე იყო ყველაფერი
ნიკაპი ხელებზე დაედო და გაბრწყინებული თვალებით შემომყურებდა,მეკი ხელებს ცხელი ჩაის ჭიქას მოვკიდე იმ იმედით რომ გაყინულ ხელებზე დამთბებოდა
-შენთავს რომელ ცხოველთან აიგივებ?
მის მზერას ვეღარ გავუძელი და ის წამოვროშე რაც პირველივე ჯერზე მომივიდა თავში.ველოდი,რომ დამციებდა და სიცილად არ ეყოფოდა ჩემი კითხვა,მაგრამ უნრალოდ გაიღიმა და ჩაფიქრდა
-იცი?არასდროს მიფიქრია ამაზე,აუცილებლად დავფიქრდები და გეტყვი.ისევ გაიღიმა,ოო ღმერთო სხვა გალაქტიკაში გადამისვრის ხოლმე მისი ღიმილი
-კარგი.ბედნიერმა ვუპასუხე
-შენ?გიფიქრია ამაზე?
ღიმილი სახეზე შემაშრა და ჩავფიქრდი
''რომელ ცხოველს ვგავარ?'' ვუმეორებდი ჩემთავს
-შენ რა ფიქრობ?ისევ გაიღიმა
-იცი?არცმე მიფიქრია მაგაზე-მეც გამეცინა
-კარგი,რომოიფიქრემ მითხარი-ტუჩი ჩატეხა საყვარლად
-წამოდი ფეხით გავისეირნოთ-გარეთ გავიხედე და წვიმის დანახვაზე სურვილი გამიჩნდა გუბეში მეხტუნავა ისე როგორც პატარა ბავშვს
-გამიცივდები.ისე საყვარლად იღიმოდა
-წამოდი გთხოვ,არაფერი მომივა
ორ წუთში თავიდან ფეხებამდე სველები ვიყავით,ყოველ ნაბიჯზე მიმეორებდა შეგცივა წავიდეთო,მაგრამ მისი ხმა თითქოს შორიდან ჩამესმოდა ყურში ისეთი ბედნიერი ვიყავი.
წინ მივდიოდი,უცებ ხელი ხელზე მომკიდა და თავისკენ მიმაბრუნა
-ვიცეკვოთ მილედი?
-დიდი სიამოვნებით გეთაყვა
-თქვენის ნებართვით
ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ზედ მიმიკრო.არავინ იყო ჩვენსგარდა.მხოლოდ მე,რაგბისტი და მისი ღიმილი,რომელიც მთელი ცეკვის კანმავლობაში არ მოუშორებია სახიდან.
როგორც თოჯინა ისე მატრიალებდა თავის ხელებში და მეც პატარა ბავშვივით ვკისკისებდი,ნეტავ იცოდეთ რა საოცარი შეგრძნება იყო წვიმაში ცეკვა და მისი ღიმილის ყურება.მოლოს ჩამიხუტა და ნიკაპი თავზე დამადო
-წავიდეთ,გაცივდები
-კარგი-ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან
სახლამდე მიმახილა,უფროსწორად სახლამდე კი არა ჩემი ოთახის კარამდე,თავიდან ფეხებამდე ველები ვიყავით და სულაც არ გვაწუხებდა ეს.
ღმერთო ჩემო ისევ ისე ახლოს მოვიდა,ოდნავ დაიხარა და ყელში ყურის ქვემოთ მაკოცა,ვერაღვწერ იმ წუთას რა განვიცადე,ჟრუანტელმა მთელს სხეულში დამიარა და დამამუნჯა
-გამოიცვალე გაცივდები-გამიღიმა
განა შემეძლო რამის თქმა?უბრალოდ გავუღიმე
კარებში გასული უკან შემობრუნდა
-ხო,იმიტომ კი არ წაგიყვანე რომ ცეზარი არმომეწონა,უბრალოდ...
-ამმ,არმოგეწონა ხო-გაბუტული ბავშვივით ვკითხე
-სასწაული ხარ,შენი ცეზარიანად
კარი გაიხურა და დამტოვა ემოციებისგან დადუებული და ჰო კიდევ თავიდან ფეხებამდე სველი.
მეორე დღეს ლუკა შეშინებული შემოვიდა ოთახში და საწოლის ბოლოზე ჩამოჯდა,მარიამს გაუღვიძია და გაუღია კარი
-ნინუც
თვალები მოვიფშვნიტე და სითხვისნიშნის თვალებით შევხედე
-შენ უნდა დამეხმარო
-რა მოხდა?
-მარიამს შენ უნდა დაელაპარაკო
-მეტყვი რამოხდა?
-მოკლედ,იცი რომ მე ყველაფერი გავაკეთე გიოს გამოსაყვანად,მაგრამ ისეთი ხალხი გადაიკიდა არვიცი რა უნდა გავაკეთო.მოკლედ გიო ჩასვეს გუშინწინ,არ მინდოდა რო მენერვიულებინეთ.წინასწარი პატიმრობის იზოლატორში რო იყო ჩხუბი მოუვიდა დაცვასთან,მაგან უარესად დაამძაფრა მდგომარეობა.შენ უნდა უთხრა მარიამს,დღეს ნახვის დღეა და შეგიძიათ ნახოთ,მეგაგიყვანთ მზათ რო იქნებით დარეკეთ
აცრემლიანებული თვალები დამიკოცნა და წავიდა
-რაშვრები მარიამ?ვეცადე წყნარი,აუღელვებელი ხმით დავლაპარაკებოდი
-რაუნდოდა ლუკას?
-მოდი აქ დაჯექი ვილაპარაკოთ კაი?
-რაზე?რამე მოხდა?მშვიდი ისერი გაუქრა მარიამს სახიდან
-გიორგი დაიჭირეს,ლუკამ თქვა ძალიან ცუდი ხალხი გადაიკიდაო,მაგრამ არინერვიულო,ხო იცი რო ლუკა ყველაფერს გააკეთებს მის გამოსაყვანად?მითხრა დარეკე და გაგიყვანთ სანახავადო-თვალებიდან ცრემლებს ვწმენდი მარიამს და აკანკალებულს გულში ვიკრავდი,ვერაფერი ვერთქვა,ძლიერ უყვარდა მისი ძმა,მისი გაძრდილი და ერთადერთი პატრონი იყო გიორგი
***
შორიდან ვუყურებდით როგორ საუბრობდა და-ძმა აცრემლიანებული თვალებით,როგორ უჭერდა გიორგი მარიამს ხელს და მოჩვენებითი სიმშვიდით ელაპარაკებოდა ერთადერთ საყვარელ დას,ვუყურებდი და მეც მდინარესავით მომდიოდა ცრემლი სახეზე
ლუკამ თავისკენ მიმატრიალა ცრემლი მომწმინდა და გულში ჩამიკრა
-ყველაფერი კარგად იქნება
გავიდა ხუთი წუთი და თვალებ ჩაწითლებული მარიამს გარეთ ხელებგაშლილი შევხვდი.
-მარიამ,ყველაფერს გავაკეთებ გპირდები-ამშვიდებდა ლუკა
-ვიცი ლუკა ვიცი და მადლობა
-რის მადლობა გოგო მეღადავები?-გაეღიმა რაგბისტს და საყვარელი ძმაკაცის და გულში ჩაიკრა-გინდათ სადმე წავიდეთ,ყავა დავლიოთ,ცოტას განიტვირთებით
-მე სახლში მირჩევნია წასვლა,თქვენ გაისეირნეთ-მხარზე ხელი მსუბუქად მომართყა მარიამმა
-არა,მარტო ხო არ დაგტოვებ,სხვადროს გავიეირნებთ მე და ლუკა
-მეწყინება იცოდე!წადით გაისეირნეთ,მე კარგად ვარ
-დარწმუნებულიხარ მარიამ?იკითხა ლუკამ
-კი,კი წადით,მართლა კარგად ვარ.თბილად გაუღიმა მარიამმა
მარიამი სახლში მივიყვანეთ და სასეირნოთ წავედით,ბევრ რამეზე ვლაპარაკობდით გზაში,მარიამზე,გიოზე და ჩვენზე.ჩვენზე რას?
-ნინუც
-ბატონო.თბილად გავუღიმე
-ჩვენზე რას ფიქრობ?
-ჩვენზე?
-ხო,ვიცი რომ მოგწონვარ.თავდაჯერბული ჩანდა ბატონი ლუკა
-საიდან იცი?ეშმაკური,მომღიმარი სახე მივაბყარი ვიბლიანს
-შენი საქციელებიდან ქალბატონო?ღიმილი შეეპარა სერიოზულ სახეზე
-ძლიერ შემცდარხართ.მე ვიცინოდი მანამ სანამ ლუკას გაბრაზებული სახე არ დავინახე,ისევ დამშვიდდა და თავისკენ შემაბრუნა
-მადლობა მოუხადე გიოს ციხეში რომაა და ვერ დავტოვებ,თორემ მერე განახებდი როგორ უნდა მომატყუო
-და რაიცი რომ გატყუებ?სიმშვიდე დავკარგე და ავნერვიულდი მის სიტყვებზე
-როცა გიახლოვდები შტერდები,ჩემს ღიმილზე იბნევი-ნელ-ნელა ახლოს მოდიოდა-გული გიჩქარდება-ახლა უკვე ისე ახლოს იდგა ცოტაც და ჩემს ტუჩებს შეეხებოდა,ისევ დავიბენი და გამოვშტერი
-აი ხედავ პატარა ქალბატონო?ახლაც ასე მოგივიდა,გეგონა გაკოცებდი ხო?-გადაიხარხარა და ჩამეხუტა
-თავი დამანებე რა.მოჩვენებითი სიბრაზით მოვიშორე მისი ძლიერი ხელები
-კარგი ჰო,მაგრამ აღარ შემეწინააღმდეგო არ მომწონხარო
არაფერი მითქვამს,ან რაუნდა მეთქვა?მართლაც ვშეშდებოდი მის დანახვაზე და შოკში მაგდებდა მისი ღიმილი.
***
სახლში რომ მივედი მარიამს ეძინა,წყალი გადავივლე და საჭმელი მოვამზადე,მალე ლუკა უნდა მოსულიყო და ფილმს გვეყურებინა ერთად.მარიამმა გაიღვიძა და მაგიდის გაწყობაში დამეხმარა
-აბა რაფილმი აარჩიეთ გოგოებო?კარებიდანვე ყვიროდა ლუკა
მივედი და კისერძე ჩამოვეკიდე პატარა ბავშვივით
-შენ გელოდებოდით
-კარგი,მაშინ წამოდი და ავარჩიოთ,რამე საშინელება
-არა რა,რა საშინელება,მეშინია
-რა სულელიხარ,მე ხომ შენთანვარ.დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩთან ახლოს
''რა ქნა ახლა ეს,თუ კოცნაა კოცნა იყოს რა,უფფ''ვბურტყუნებშ ჩემთვის.სანამ ლუკა და მარიამი ფილმს არჩევდნენ მზესუმზირა და ლუდი ამოვიტანე მაღაზიიდან და ლუკას გვერდით მოვკალათდი
მალე დიდ ეკრანზე საშინელი სურათი გამოჩნდა,თეთრებში ჩაცმულ ქალს სახე საშინლად ქონდა დამახინჯებული,მთელი ძალით ვიყვირე და ლუკას კისერში ჩავრგე თავი.დამცინა ორივემ
-ეს რა მშიშარა მყავს-თბილად მაკოცა შუბლზე და ღიმილ მორეულმა უფრო ახლოს მიმიხუტა.ისეთი საშინელი პერსონაჟები იყვნენ მთელი ფილმის განმავლობაში შიშით ვკანკალებდი,ლუკა კი უფრო და უფრო მიხუტებდა და მამშვიდებდა ''მხოლოდ ფილმია ნუგეშინია''
ფილმის დასასრული ვერ ვნახე იმიტომ,რომ ლუკას ძლიერ მკლავებში გათიშულს მეძინა,რომ გავიღვიძე ისევ მის გვერდით ვიწექი,მასაც ეძინა
ვუყურებდი მის ტუჩემს და მინდოდა ნახად დავწაფებოდი მათ,არვიცი რა მომივიდა,თავი ვეღარ მოვთოკე და მის დაბურთულ ტუჩებს ძალიან ნახად შევეხე და მაშინვე მოვშორდი
ფუი ჯანდაბა გაეღვიძა,იღიმოდა...რა სულელი ხარ ნინუც რა გააკეთე
-ვიღაცას კოცნა მოუნდაო ხო?გამომწვევად მიყურებდა და ფართოდ იღიმოდა
-არა უბრალოდ
-უბრალოდ რა?-ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა,მაგრამ ჩემი დამფრთხალი სახის დანახვაზე ისევ ეცინებოდა
-რა და...ტუჩზე რაღაც გქონდა და
სიტყვა არ დამამთავრებინა უბრალოდ გაიღიმა ჩემს დაბნეულობაზე და ნაზად შეეხო ჩემს გახურებულ ტუჩებს,მეგონა გული წამივიდოდა,ან გავიგუდებოდი.სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში
შემდეგ ხვირზე მაკოცა და სასწაულად გამიღიმა.და მე?განა კი მქონდა რამის შნო?ვერცკი გავიღიმე...უბრალოდ ღონემიხდილი მივესვენე მის სხეულზე
მეორე დილით სიცხისგან ვიწვოდი,ოთახის ფანჯარა ღია დამრჩენია და საშინლად შემცივდა,მარიამს ვეძახდი მაგრამ არ იყო სახლში აშკარად,როცა ავდექი თავის ტკივილი უფრო მეტად ვიგრძენი
მაგიდაზე წერილი დაუტოვებია
''მაციავარშია საჭმელი,დღეს ნახვის დღეა და დილით შუბლზე გაკოცე და იწვოდი სიცხისგან,წამალი საწოლის გვერდით დაგიდე და დალიე აუცილებლად მალე მოვალ,გკოცნი''
ძლივს მივბარბაცდი მაცივართან და ნატურალური წვენი გამოვიღე,ახა უკვე ყელის ტკივილიც ვიგრძენი
-ჯანდაბა,გაციების დრო იყო ახლა?ჩემს თავს ვებუტბუტებოდი გაბრაზებული
ხალათის ჯიბეში რაღაცამ ბზუილი დაიწყო,შემეშინდა და გახდა დავიწყე,მაგრამ უცებ მივხვდი რო ტელეფონი იყო,ჩემს საქციელზე მეთვითონ გამეცინა.ლუკა რეკავდა
-გისმენ ლუკა
-რას შვრები?
-რავი,ეხლა გავიღვიძე შენ?
-შენთან ვარ კარი გამიღე
ტელეფონი გავთიშე და ლუკას კარი გავუღე
ხელშო ორი სავსე პარკი ეჭირა და შუბლშეკრული მიყურებდა
-რახდევა ლუკა?ეგ რაარის?ხელით პარკებისკენ მივუთითე
-სიცხე გაიზომე?
-არა,ეხლა ავდექი,შენ საიდან იცი სიხცე რომ მაქვს?
-მარიამმა დამირეკა და მაშინვე წამოვედი,კარგად ხარ?როგორ გაცივდი?
-შემოდი მოდი,რატო წუხდებოდი,გამივლის მალე არიყო შენი მოსვლა აუცილებელი
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და ესენი დალიე
პატარა პარჯიდან წამალი აომოიღო
-წამლებს არვსვამ
-ეხლა დალევ
-არმიყვარს წამლები და ძალით დამალევინებ?
-თუ საჭირო გახდება კი-მშვიდად მპასუხობდა
-არ დავლევ
-დალევ
-არდავლევ
-თუ გაკოცებ დალევ?
აშკარად იცის როგორ უნდა მომთაფლოს,მაგრამ ამჯერად არგამოუვა
-არმინდა
-მაშინ ისე გაკოცებ
-არა,არა და არა-მივხვდი,რომ ბრაზდებოდა და მეც მეტი რა მინდოდა
-შენი ნებით!ახლავე მაკოცებ-სიმშვიდეს ინარჩუნებდა
-არა,არ გაკოცებ და ვსო
ელვის სისწრაფით მომიახლოვდა და კედელზე ამაკრო,მძიმედ სუნთქავდა და მისი გულის ყოველ დარტყმას ვგრძნობდი
-არ მაკოცებ არაა?
როგორც ყოველთვის ხმა ვერ ამოვიღე
უფრო ახლოს მოვიდა,ცოტაც და მაკოცებდა,მთელი სხეულით იყო მოწებებული ჩემზე,მე კი კედელზე.ნაზად მაკოცა ყელშ და ჭრუანტელმა მტელი სხეული დამიხორკლა,ისეთი სასიამოვნო იყო მეტი რომ არ შეიძლება,ყელიდან მაღლა ავიდა და ბაგეებზე ნაზად შემეხო,ისე მკოცნიდა თითქოს არ უნდოდა რამე დაეშავებინა ჩემთვის.თმაში შემიცურა ხელი და კიდევ ერთხელ დამიკოცნა ბაგეები
შემდეგ მომშორდა და წამალი გამომიწოდა
-ამ ერთხელ დალიე,ჩემი ხათრით
-კარგი,ერთხელ!
-ერთხელ-მარჯვენა ტუჩის კუთხე ისე ჩატეხა რამის იქვე წამივიდა გული
წამალი დავლიე და ისე დავიჭყანე ალქაჯს შევაშინებდი ალბათ
პარკიდან წვენები,იოგურტები,და ნამცხვრები ამოალაგა
-წვენს დაგისხამ
-არმინდა,წეღან დავლია
ისეთი სახლით შემომხედა რამის მტლიანი ბოტლი დავლიე ჩემი ნებით
-ჩემი მოტანილი არდაგილევია ხო მართალია?
თავი გავაქნიე
-ხოდა დალიე
ბროწეულის წვენით სავსე ჭიქა პირთან მომიტანა და დამალევინა
ბროწეულის წვენიანი ტუჩები დამიკოცნა და ახლა იოგურტი გახსნა
-ამასაც შეჭამ
ისეთი მზრუნველი და ამავდროულად მკაცრი თვალებით მიყურებდა უარი ვერ ვუთხარი,ისიც თავის ხელით მაჭამა,თან არ დაისვაროვო და ხელსახოცი ამაფარა.პატარა ბავშვივით მექცეოდა
-ნახე თვითმფრინავი მოფრინავს,გააღე პირი
მეც მორჩილი ბავშვივით გავაღებდი პირს და ყოველი კოვზის მერე ვწუწუნებდი
''ეს ჩემი ხათრით და ვსო,ეს მარიამის ხათრისთ,მოდი ერთიც გიოს ხო არ აწყენინებ?''
ბოლოს ვნებიანად დამიკოცნა იოგურტიანი ტუჩები,მეც ავყევი კოცნაში და ხელში აყვანილმა მიმიყვანა საწოლამდე,დამაწვინა და ჩემს ზემოდან მოექცა,ნაზად მიკოცნიდა ყელს და ტუჩებს,მერე თავი თავის მკერდზე დამადებინა და თმაზე დამიწყო მოფერება
-ნინუც
-ბატონო
-შენთვის არ მითქვამს?
-რა?
-ძალიან რომ მომწონხარ
გამეღიმა
-არა არ გითქვამს
-ხოდა ახლა გეუბნები,ძალიან მომწონხარ
-მეც ლუკა,მეც მომწონხარ
თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა
ცოტახანს ასე ვიყავით,შემდეგ ადგა და წასაწვლელად მოემზადა
-რაც დატოვე შეჭამე აუცილებლად,თორემ მოვალ და ორმაგს გაჭმევ-სერიოზულობას ვერ ინარჩუნებდა
-კარგი ბრძანებელო
შუბლზე მაკოცა და წავიდა
ორი წუთში აწკრიალდა ტელეფონი,ლუკა იყო
-რამე დაგრჩა?
-არა,მაინტერესებს როგორხარ
-ჯერ ხო ეხლა წახვედი?
ორივეს გაგვეცინა
-კიი,მგონი შემა მკურნალობის ხერხმა მიშველა და კარგად ვარ
-პროფესიონალი ვარ ჩემი საქმის და არ გეჯერა შენ,თუ კიდევ აგიწევს სიხდე დამირეკე აუცილებლად
-კარგი
ვიჯექი და ველოდებოდი მარიამს,მოშიებულმა მთელი ტაფა კარტოფილი შევჭამე,არა ღორი კი არ ვარ პატარა ტაფა იყო უბრალოდ
ათ წუთში ლუკას ვურეკავ
-ლუკააა-ვეცადე ხმა ავადმყოფისას მიმემსგავსებინა
-რამოხდა?
-იცი?მგონი სიცხე მაქ და იქნებ შენი მკურნალობის თერაპია გააგრძელო?
-ახლავე?
-ახლავე
-ახლა ვერ მოვალ მაგრამ გპირდები დღეს ძალიან გაგახარებთ შენ და მარიამს
-აუ მითხარი რაა
-საღამოს!
-აუ,კარგი ხო
საღამო ხანს მოვიდა მარიამი,და ჩემი მოუსვენრობა შეამჩნია,ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას,იმდენი ვიფიქრე რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი ამბავი თავი ამტკივდა
-რაგჭირს გოგო,დაჯექი ერთ ადგილას
არმიპასუხია აქეთ-იქით სიარული გავაგრძელე
-რაიყო ლუკა იყო და რამე მოხდა?
-ლუკა იყო,მაგრამ არაფერი მომხდარა
-აბა რაგჭირს ამიხსენი,დავიღალე შენი ყურებით,მითხარი რა
-არც მე არ ვიცი მარიამ,ლუკამ მითხრა საღამოს სასიხარულო ამბავს გაიგებთო
-მართლა?ღიმილმა გადაურბინა სახეზე მარიამს
-გოგო გიოს ხო არ ეხება ნეტა?
ისევ შეეცვალა სახე მარიამს და მოიწყინა
-რამოხდა მარიამ?
-არაფერი,დღეს ვიყავი გიოსთან,მაგრამ ახალი არაფერია,ამიტომ არამგონია ახალი ამბავი გიოს ეხებოდეს
-კაი,კაი დაწყნარდი,ხოიცი ლუკა ყველაფერს აკეთებს არა?
გვერდით ჯამოვუჯექი და თმაზე მოვეფერე
-ვიცი ნინუც,ვიცი
ტელეფონზე ესემესი მომივიდა,ლუკა იყო
'არ შეიმჩნიო,რომ მე გწერ.მარიამი ჩამოიყვანე ქვემოთ,სასწრაფოდ'
-ნეტავ რახდება?ცოტახანს ჩავფიქრდი და გონზე მეორე ესემესმა მომიყვანა,ისევ ლუკა იყო
'სწრაფად თორე გავიყინეთ'
გავიყინეთოო?რას ქვია გავიყინეთ?ანუ მარტო არაა
-მარიააააამ
-რა გაყვირებს გოგო,რამოხდა
-ქვემოთ უნდა ჩავიდეთ
-რატო?
-ჩემი ძველი კურსელი ჩამოვიდა და რო არ ვნახო არ გამოდის
-კარგი რა,მე რა საჭიროვარ?
ისევ უხასიათოდ იყო,ქალბატონი
-ვინმემ რო მომიტაცოს?წამოდი რა გთხოვ,სულ ცოტახნით
-კარგი,კარგი
ქვემოთ სულ ფრენით ჩაედი და მარიამსაც მივათრევდი
-ფეხს მომტეხავ გოგო შენ,ნელა
-სწრაფად მარიამ,სწრაფად
ლუკას მანქანა იდგა სადარბაზოსთან,გარშემო არავინ იყო
ფანჯარაზე დავაკაკუნე,ლუკამ ფანჯარას ჩაუწია და სერიოზული სახე გვრტყოცნა
-მარიამ შენ უკან ჩაჯექი,ნინუც შენ გვერდი დამიმშვენე
-ოფ სადშეგვიძლია,სად მივდივართ?თვალები გადაატრიალა მარიამმა
-არსად,საქმემაქ
მანქანაში ჩაჯდომა და მარიამის მსუბუქი კივილი ერთი იყო
-გიოოო
-გიოო?
პირდაღებულმა გავიხედე უკან.მარიამი სიხარულის ცრემლებს ხელის გულებით იწმენდა და თან საყვარელ ძმას ეხუტებოდა
-როგორ?როგორ გამოხვედი?
-მერე მოგიყვები სიხარულო,ზემოთ ავიდეთ კარგი?ძალიან მშია.
მთელი საღამო მარიამი გვერდიდან არ მოშორებია გიოს,ჩამოეკიდებოდა ზურგზე და კმაყოფილი თვალებით შესციცინებდა მონატრებულ ძმას
-გიოო დღეს აქ დარჩები ხო?
-ჯობს სახლში წავიდე,დასვენება მჭირდება,ნორმალურად არ მძინებია რამდენი ხანია
-კარგი,მაშინ ხვალ შემოგვიარე
-კარგი ჩემო პრონცესავ
ლუკა გაჩუმებული იყო,არაფერს ამბობდა თითქოს რაღაც აწუხებდა და მოსვენებას არ აძლევდა,იძულებით გაიღიმებდა ხოლმე,ისიც იშვიათად
არაფერი არმჭირს,დაღლილი ვარო,მაგრამ რატომღაც მეგონა სულ სხვა რამ აწუხებდა.წასვლისას ისე ჩამეხუტა თითქოსდა ბოლო ჩახუტება ყოფილიყოს ნაზად დამიკოცნა ბაგეები და ჩემს ანერვიულებულ სხეულს მოსცილდა.წავიდა და თითქოს სიცარიელე დამიტოვა,უცნაური შეგრძნება იყო,იცით?შემეშინდა,პირველად შემეშინდა,რაღაც რიგზე ვერ იყო.მარიამმაც შეამჩნია ბიჭების უცნაური საქციელი და ჩემს მსგავსად მანაც დაკარგა მოუსვენრობა
ლუკას დავურეკე,მიპასუხა და სახლშივართო მითხრა,ცოდა დავმშვიდდდი,მაგრამ ცუდი ფიქრები ბოლომდე ვერ გავდევნე ჩემი გონებიდან.
ღამის სამი საათი იყო შეწუხებულმა კიდევ ერთხელ დავურეკე ლუკას,არ მიპასუხა,არც გიო გვპასუხობდა
ვიფიქრეთ დაიძინესო და ვეცადეთ დაგვეძინა
***
ღამის ხუთი საათი
ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა ძლივს ჩაძინებული
-გისმენთ
-ვწუხვარ
-უკაცრავად?ვის ვესაუბრები?რაზე წუხართ?ალიოოო...უკვე ვყვიროდი და ნერვიულად დავდიოდი ოთახში
ესემესი მომივიდა გავხსენი და იგივე ნომერი იყო
-იმედია მოასწარი დამშვიდობება რაგბისტთან,ვიზიარებ
აღარაფერი მახსოვს,მხოლოდ სიბნელე და მარიამის განწირული ყვირილი,ძირს უგონოდ დავეცი და თვალიდან ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე
***
თვალების გახელის თანავე ვიგრძენი,როგორ მტკიოდა თავი და ისევ დავხუჭე თვალები იმ იმედით,რომ ტკივილი გამივლიდა
პალატაში მარიამი შემოვიდა,თვალები არა ადამიანურს უგავდა,ჩასისხლიანებული,დაპატარავებული,ტუჩები გალურჯებოდა და ლოყები ცრემლისგან ქონდა დანამული
უცებ ყველაფერი გამახსენდა და წამოდგომა ვცადე,მაგრამ მარიამმა ისევ დამაწვინა,ცრემლები ვერ შეიკავა და უფლება მისცა თავის აწითლებულ ღაწვებზე ენავარდათ
-კომაში არიან ნინუც,კომაში...ჩემი გიორგი გესმის?ჩემიბრალია,მე გავუშვი გუშინ სახლში,უნდა დარჩენილიყო!!ახლაუკვე მთელი გულით ტიროდადა სახეზე ნერვიულად ისმევდა ხელებს
მინდოდა ტირილი,საშინლად მტკიოდა გული,მაგრამ ვერ ვტიროდი,მინდოდა მეყვირა,მაგრამ ვერ ვყვიროდი
***
-რამოხდა?რა შეემთხვათ?
-თავს დაესხნენ და...ახლა ხედავ რა დღეშიც არიან-ისევ ტიროდა მარიამი
მეთელი სამი დღე ვიჯექით მათ პალატებდან,ველოდით,ველოდით,მაგრამ უშედეგოდ,არც ერთი არ ახელდა თვალს,ჯიუტად დაეხუჭათ თვალები და თითქოს არც არასდროს აპირებდნენ გახელას.
გადიოდა დღეები და არაფერი არ იცვლებოდა,მიდოდა და მოდიოდა ხალხი მათ სანახავად,ძმაკაცები,ნაცნობები,ნათესავები მოდიოდნენ,ტიროდნენ,მაგრამ არავის სტკიოდა ისე როგორც მე,ყველაფერი გაუფერულდა ერთ დღეში,წუთებში,სიცოცხლის აზრი გაქრა,ვუყურებდი როგორ ჩალურჯებოდა თვალის უპეები,რამდენჯერ გულწასული გამათრიეს პალატიდან,ველაპარაკებოდი,ვეჩხუბებოდი ვთხოვდი თვალი გაეხილა,ბოლოს კი ყვირილით ვცდილობდი მის გამოღვიძებას.
გიორგი?გიორგი გამოვიდა კომიდან და თვალებიც გაახილა,მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.
ორი კვირა გავიდა,ისე ძლიერ დაეხუჭა თვალები ლუკას თითქოს ნემსით და ძაფით ქონოდა დაკერებული.ვიჯექი მისი პალატის კართან და ექიმის ყოველ გამოჩენაზე წამოვხტებოდი,ცრემლებს მოვიწმენდავდი და იმედიანად შევციცინებდი ცივ თვალებში
-ექიმო რამე ახალია?ხელისგულებით მოვიწმინდე ცრემლები
-არა,ახალი არაფერია სამწუხაროდ,აუცილებლად შეგატყობინებთ თუ რამე შეიცვლება,მხოლოდ სასწაულის იმედი უნდა გვქონდეს,თქვენი ნებართვით
-არა!!არა!!! ასე არ შეიძლება გესმით?ასე არ უნდა ხდებოდეს!!!ყველაფერი სხვანაირად უნდა იყოს გესმით?შევალ მის პალატაში შევალ და გაიღვიძებს,თვალს გაახელს და ისევ მაკოხებს,ისევ ჩამეხუტება გესმიტ?ისევ შეჭამს ჩემ გაკეთებულ ცეზარს,ასე არ უნდა იყოს,ასე არ უნდა ხდებოდეს!!-ყვირილისგან ღოონე მიხდილი მივეყუდე კედელს და ქვემოთ ჩავცურდი-ასე არ უნდა ხდებოდეს,უსამართლობაა!
-ადექი ნინუც ადექი გთხოვ,გაცივდები გესმის?-ტირილს ვერ იკავებდა მარიამი
-გავცივდე,დაე გავცივდე და მოვკვდე,ასე აჯობებს-თავს შეშლილივით ვაქნევდი აქეთ-იქით
-მოდი ჩემთან-გვერდით მომიჩოჩდა და ჩემი ათრთოლებული სხეული მიიხუტა-კარგად იქნება გესმის?კარგად იქნება
-სხვანაირად არც შეიძლება იცი?არ შეიძლება!კარგად უნდა იყოს
-ნინუც გთხოვ სახლში წაადი შხაპი მიიღე მოწესრიგდი და მერე მოდი კაი?ლუკასთან მევიქნები
-არა,არმინდა
-კარგი რა! ბოლოს როდის გეძინა ნორმალურად?წადი და საღამოს მოდი
-კარგი,კარგი გამოვიცვლი მაინც
-კაი,მიდი და არ ინერვიულო
-დამირეკე კარგი?
-კარგი,მშვიდად იყავი
წამოვედი საავადმყოფოდან,მაგრამ გული მიგრძნობდა,რომ უნდა დავრჩენილიყავი,გული არ მიმიწევდა სახლში.სამჯერ დავურეკე მარიამს სანამ სახლში მივიდოდი
-მარიამ,ახალი არაფერია?
-არა არაფერია,მესამედ მირეკავ უკვე,თუ რამე იქნება ახალი ხო იცი რო დაგირეკავ
-კარგი,ნუ მეჩხუბები რა
-ტირიხარ?კარგი რა
-...
-ნინუც!
-...
-ნინუც!!
-ვსო,ვსო
-აღარ იტირო რა!ლუკას ძლიერი ჭირდები
-ვიცი,ვიცი და აღარ ვიტირებ,მალე მოვალ
-არ ჩქარო,დაისვენე ცოტა
-მადლობა რომ არსებობ
-ჩემი სულელი
სამზარეულოში შევედი,მაცივარი გამოვაღე და ცეზარი დავინახე,გამოვიღე და მთელი ძალით დავანარცხე ძირს.
სააბაზანოშ შევედი და შხაპის ქვეშ დავდექი,ყველაფერი გამახსენდა,გაცნობის დღე,პირველი ღიმილი,პირველი კოცნა,რაგბისტის ღიმილი.
ცრემლები წყალს შეერია და უკვალოდ გაუჩინარდა,წვიმა გამახსენდა,ის საღამო,ცეკვა და ისევ მისი ღიმილი,რაგბისტის ღიმილი
აბაზანიდან გამოვედი და ჩავიცვი,მარიამისაც ჩავულაგე გამოსაცვლელი ტანსაცმელი,დაძინებაზე გაფიქრებაც არ მინდოდა,მარიამისთვის რაღაცეები ვიყიდე მაღაზიაში რომ წაეხემსებინა და ტაქსი გავაჩერე.
გული ამიჩქარდა,თითქოს რაღაცას ელოდა,არვიცი ცუდს თუ კარგს
-სწრაფად რა თუშეიძლება
-ამაზე სწრაფად ვეღარ ვივლი გოგონი გადაჭედილია მოძრაობა,სარკეში გამოიხედა მძღოლმა და თვალი ჩამიკრა
-წადი შენი! ხუთ ლარიანი დავუგდე სავარძელზე და გადმოვედი,ბევრი აღარ იყო საავადმყოფომდე და ფეხით გავაგრძელე გზა
ტელეფონის ხმა მომესმა და უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა
მარიამი იყო,ყველა აზრმა გამირბინა თავში რაც შეიძლებოდა,რომ მომხდარიყო
-გისმენ-ვუპასუხე შეშინებულმა
-მალე მოხვალ?რაღაცნაირი ხმა ქონდა
-რამე მოხდა მარიამ?არ დამიმალო?კარგადაა ლუკა?
-მალე მოდი
-მარიამ!ჯანდაბა მარიამ!ალიიოოო
ჯანდაბა,ჯანდაბა.საავადმყოფომდე სირბილით მივედი და კიბეები ავირბინე,ვერც კი წარმოიდგენთ რა მჭირდა,ყველაფერი იყო არეული ერთმანეთში
ლუკას პალატასთან გიო იყო,ეტლში იჯდა,სხარულისგან შევყვირე და მსუბუქად ჩავეხუტე,რამე რომ არ მეტკინა
-კარგად ხარ?როგორც იქნა
-მე კარგად ვარ,შიგნით შედი
-გთხოვ მითხარი,რომ ცუდი არაფერია.ტირილი ამიტყდა
-შედი
პალატაში შევედი და ადგილზე გავიყინე,სუნთქვა შემეკრა და წავბარბაცდი
-ღმერთო ჩემო!თვალები ეხილა გესმით?ოდნავ,მაგრამ მთავარია ეხილა
-ლუკა?როგორც იქნა.ახლოს მივედი და მისი ხელი ჩემს ხელებში მოვაქციე.არ შემოუხედავს,მაგრამ ოდნავ გაიღიმა,ვერაფერი დააკლო ავადმყოფობამ მის ღიმილს,თვალის უპეები ჩაშავებოდა,სახე დაპატარავდა,აქა-იქ სულურჯეები ისევ ეტყობოდა და თმა გაჩეჩვოდა,მაგრამ მისი ღიმილი ისევ ისეთი იყო,თბილი და მომაჯადოვებელი,ასეთ მგდომარეობაში რომ არ ყოფილიყო მთელი ძალით ჩავეხუტებოდი და აღარ გავუშვებდი ხელს
-ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია,მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,ყოჩაღი ბიჭია და მალე გამოჯანმრთელდება.გაგვიღიმა ექიმმა და პალატიდან გავიდა
-ვიცოდი,ვიცოდი,რომ კარგად იქნებოდი.იცი როგორ მენატრებოდი?შენი ღიმილი,შენი გულწრფელი თვალები,ყველაფერი მენატრებოდა შენი ლუკა,ახლა კი აქ ხარ,ჩემთან და აღარსად აღარ გაგიშვებ.ოდნავ მომიჭირა ხელი და ისევ გამიღიმა
ასე მეჭირა მისი ხელი მანამ სანამ ჩაეძინებოდავაკოცე და გარეთ გავედი.მარიამი გიოსთან იყო პალატაში,რომ შევედი უნებურად გამეღიმა ისე საყვარლად იწვნენ ერთად,ერთ საწოლზე მარიამს გიოს მკერდზე ედო თავი და ორივეს ეძინა,უფრო გავბედნიერდი,შეუმჩნევლად გამოვედი პალაიდან და სასადილოში ჩავედი.
ორი დღე გვერდიდან არ მოვშორებივარ ლუკას მის პალატაში ვიჯექი და წიგნებს ვუკითხავდი,ის კი მისმენდა,მაგრამ ჯერ ისევ არ ლაპარაკობდა,ცოტა მეშინოდა,მაგრამ ექიმი მაიმედებდა და მამშვიდებდა მალე დაილაპარაკებს,ეს ბუნებრივი მოვლენაა ისეთი რამ გადაიტანაო,მეც ველოდებოდი მისი ხმის გაგონებას.ერთ საღამოს ხველა დაეწყო,ძლიერად ახველებდა,შემეშინდა და ექიმს დავუძახე,პალატიდან გამიყვანეს,ისევ ტირილი დავიწყე ძალიან შემეშინდა,თხუთმეთი წუთი გავიდა და ექიმები არ ჩანდნენ
-ნეტავ რახდება?რატომ არ მიშვებენ?ვეხუტებოდი მარიამს
-ნუგეშინია ნი,კარგად იქნება,ამხელა პრობლემას გადააბიჯა და არც ეხლა იქნება ცუდად,აი ნახე ექიმები კარგი ამბით გამოვლენ.მამშვიდებდა მარიამი,მაგრად ვატყობდი თვითონაც ნერვიულობდა
-ნინუც,ბავშვობიდან ვიცნობ ლუკას,აი ნახე კარგად იქნება,ნუ ნერიულობ რა,ეწყინება ლუკას ტო,ასეთ მდგომარეობაში,რომ დაგინახოს
კიდევ ათი წუთი გავიდა,ვერ ვმშვიდდებოდი,მერე ექიმი გამოვიდა და დამიძახა
-რახდება ექიმო?კარგადაა?არ დავაცადე არაფრის თქმა
-თქვენ გეძახით შეგიძლია გეხვიდეთ
სიტყვა არ დავამთავრე ისე შევვარდი პალატაში
თვალებით მანიშნა დავმჯდარიყავი,მერე ჩემი ხელი აიღო და ცხელი ტუჩებით დამიკოცნა ხელის გული
-ნინუც
-ლაპარაკობ?ისეთი ტონით ვკითხე გაეღიმა
-ჩუუუ!ცოლად გამომყვები?ცოტა კიდევ უჭირდა ლაპარაკი
-რაა?გაკვირვება ვერ დავმალე
-ეხლა მომისმინე-ხელზე ისევ მაკოცა და მერე ოდნავ მომიჭირა-პირველივე დანახვაზე,მივხვდი,რომ შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი შვილების დედა,ისეთი ლამაზი იყავი,ისეთი ნაზი და უმანკო გულს ვერ შევეწინააღმდეგე და შემიყვარდი,სიგიჟემდე შემიყვარდი,შენი სილამაზე კი არა შენი სული შემიყვარდა,შენი თვალები,შენ შემიყვარდი მთლიანად გესმის?ის დღე გახსოვს?პირველად რო გაკოცე?დედას გეფიცები იმ ღამეს არ მეძინა,ვერ ვივიწყებდი შენი ტუჩების გემოს.მხოლოდ ტუცების კიარა შენი ცეზარის გემოც არ მავიწყდება-გაიღიმა-შეიძლება ამ სიტვაციაში ცოტა უცნაურია ცოლობის თხოვნა,მაგრამ ვერ მოვითმენ გესმის?ვერ გადავიტან,რომ დაგკარგო,ვიცი რომ გიყვარვარ,შენ თვალებში ვხედავ ამას,შენს გულრწფელ ღიმილში.ვიცი დაგტანჯე,არ უნდა იყო ახლა აქ,გავა დრო და აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს,ახლა მხოლოდ ერთი პასუხი მჭირდება,იქნები ჩემი შვილების დედა?
ჯერ გაუცებული და ყბა ჩამოვარდნილი ვუყურებდი,მერე გავაანალიზე ყველაფერი და ტირილი დავიწყე,ბედნიერებისგან რათქმაუნდა
-ვიქნები ლუკა ვიქნები.ვკოცნიდი და ვეხუტებოდი ბედნიერი-ოღონდ ერთი პირობით
-რა პირობით?თითქოს შეეშინდა
-პირველი ბიჭი იქნება და შენნაირი ღიმილი ექნება აუცილებლად!
-ჩემო სულელო
მის გვერდით ვიწექი დიდხანს,ბედნიერი ვიყავი პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი.
მარიამს რომ ვუთხარი სიხარულისგან ყველა ექიმს ჩამოუარა ჩაეხუტა,ყველას პალატაში იყო და მერე მღეროდა
მიხაროდა,მიაროდა ყველაფერი,ლუკა მიხაროდა,მომავალი მიხაროდა
ერთკვირაში ლუკა სახლში გაწერეს,ყოველდღე დავდიოდი მასთან და საღამოს ვბრუნდებოდი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა,ასევე გიოც საბედნიეროდ ყველაფერი კარგად იყო ,ქორწლის დღეც დავთქვით და მზადებას შევუდექით,ერთი თვე მქონდა დრო მაგრამ სულ აქეთ-იქით დავრბოდი მეგონა ვერაფერს ვერ მოვასწრებდი და ვნერვიულობდი,ლუკაც ერთგული ძაღლივით უკან დამდევდა და ჩემს გამოხომებს და უაზრო სურვილებს უძლებდა,არცკი წუწუნებდა
***
ქორწილის დღე
დილით ადრე ავდექი და მზადება დავიწყე მარიამი კუდში დამამშვიდებლებიტ და წყლით დამდევდა ისე ვნერვიულობდი,ბედნიერებისგან რამდენჯერმე ვიტირე და მაკიაჟიც გავიფუჭე
-კარგი ნინუც რა,მერამდენედ გიკეთებს ის ქალი მაკიაჟს?იტირე და გაჩერდი უფ.უნდოდა სერიოზული ყოფილიყო,მაგრამ ჩემი სახლის დანახვაზე ეცინებოდა და მეხუტებოდა
როგორც იქნა გავემზადე და დავჯექი კრუხივით პირველი საათის მოლოდინში
___
შევდიოდი ეკლესიაში და მეგონა ყოველ წუთას დავეცემოდი,ისიც კი ვიფიქრე მოვკვდი და სამოთხეში ვართქო.
ამ წუთიდან გავითიშე ბედნიერებისგან და მხოლოდ შეძახილებმა გამომაფხიზლე
"კოცნა,კოცნა''
ყველაზე ტკბილი კოცნა იყო,ვგრძნობდი როგორ ქონდა აჩქარებული ბედნიერებისგან,ცრემლებს მწმენდა საკურთეველთან,ბედნიერების ცრემლებს.ყველაზე ლამაზი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში,ცეკვა,გართობა,ხალხი,ახალი სახლი,ვნება,და ძილი სხვა ძილისგან განსხვავებული,საწაული გრძნობაა,როდესაც საყვარელი ადამიანის გვერდით გძინავს და თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი გგონია მსოფლიოში.
__
ვიღვიძებდი დილით,საჭმელს ვუკეთებდი და ვუშვებდი სამსახურში,საღამომდე კრუხივით ვიჯექი სახლში მის მოლოდინში
-მოვედიი,მაჭამე რამე,თორე შენ შეგჭამ.დაიხარა და მთელი გრძნობი მაკოცა
-მაბედნიერებ იცი?
-მართლა?მე კიდე მშია იცი?
-კარგი,გშიოდეს არ გაჭმევ მე,რაც გინდა ის ქენი.
-კარგი,მე კიდე აღარ გაგაბედნიერებ კაი?რაც გინდა ის ქენი.ამყვა თამასში
სამზარეულოში გავიდა და თვითონ მოიმზადა საჭმელი,მერე მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა,თავი ტელეფონში ჩარგო და ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ,დრო და დრო გაიცინებდა და სწაფად წერდა ესემესს.
ვიცოდი,რომ ამას ჩემს გასაბრაზებლად აკეთებდა,მაგრამ მაინც ძალიან მწყინდა,ავდექი და ოთახში შევედი,მოვიკუნტე და დაძინება ვცადე,უკვე ძილბურანში ვიყავი ვიღაცის ძლიერი და თბილი ხელები რო ვიგრძენი და მის მკლავებში გავიტრუნე.
-მარიამ,კარგი რა,გაიღვიძე.
-რატომ?მოიცალე ჩემთვის?
-რატო,?უნდა გაგაბედნიერო.
თავისკენ გადამატრიალა და ვნებიანად დაეწება ჩემს ტუჩებს,წამებშ გამაძრო ტანსაცმელი და მის ხელებში მომიქცია,წყენა წამებში გაქრა და მისი ადგილი ბედნიერებამ დაიკავა
მარლაც გამაბედნიერა,ოთხ თვეში სასიხარულო ამბავი შევიტყვე,ორსულად ვიყავი,ამდღიდან ხუთ თვეში ყვეყანას ორი არსება მოევლინა
ტყუპები იყვნენ გოგო ნინე,ლუკა ამტკიცებს შენი თვალები აქვსო და ბიჭი ალექსანდრე,ლუკას ღიმილით
იმ დღეს,რომ ვნახე ლუკა ბედნიერი მასეთი არასდროს მინახავს,ვუყურებდი და ვბედნიერდებოდი
ვცხოვრობდით მხიარულად,პრობლემებით და სიყვარულით,ხომართლა ძაღლიც მოვიყვანეთ ჩემი დაჟინებული თხოვნით.ბავშვების გაზრდაში მარიამი და ლუკას და მეხმარებოდნენ,რომელიც ქორწილისთვის ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან და ძალიან შემაყვარა თავი.რომ გითხრათ არ ვჩხუბობდით ხოლმეთქო მოგატყუებდით,ხშირად ვკამათობდით მაგრამ ყოველი კამათი შერიგებით სრულდებოდა,მაკოცებდა და მთელს წყენას მავიწყებდა.ასე გავიდა ერთად ცხოვრების სამი ულამაზესი წელი და კიდევ ერთი შვილი შეგვეძინა,დამიანე მომავალში რაგბისტი.
____
გინახავთ ღიმილი?ღიმილი,რომელმაც შეცვლა ჩემი ცხოვრება,და მაინც იცით რას ვფიქრობ?შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი ჩემზე ბედნიერი?



№1 სტუმარი Guest კოკი

ძაან კაი იყოო თავისი უბრალოებით ... თუმცააა ველოდიი იმ ამბავს რის შედეგადაც თავს დაესხნენ ლუკას და გიოსსს.... იყო რაღაც პატარ პატარა შეცდომები მაგრამ ეგარაფერიიი... მომეეონაა

 


№2 სტუმარი vv

გეტყობა ჯერ პატარა ხარ, მაგრამ კარგია რომ წერ. ბოლომდე ვერ წავიკითხე, ამიტომ სხვას ვერაფერს დაგიწერ...

 


№3  offline წევრი clown

Guest კოკი
ძაან კაი იყოო თავისი უბრალოებით ... თუმცააა ველოდიი იმ ამბავს რის შედეგადაც თავს დაესხნენ ლუკას და გიოსსს.... იყო რაღაც პატარ პატარა შეცდომები მაგრამ ეგარაფერიიი... მომეეონაა

ზემოთ ხომ იყო ნახსენები რომ გიო რღაც ამბავში გაეხვა,მიზეზიც ეგ იყო
დიდი მადლობა,რომ წაიკითხე <3 <3 <3

vv
გეტყობა ჯერ პატარა ხარ, მაგრამ კარგია რომ წერ. ბოლომდე ვერ წავიკითხე, ამიტომ სხვას ვერაფერს დაგიწერ...

კი ახალი ვარ ჯერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent