შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისია 3


27-11-2016, 00:01
ავტორი mi ra
ნანახია 1 589

იცით რა იყო ქალის ბედი,რომელმაც მე მშობა?
სიცოცხლე წამებასა და ქოლვაში დალია!
ბოლო გამოხედვა მანათობელა ანძის თავში დაკიდებულმაღა გაბედა,მაშინ როდესაც ორივე ფეხი სამარეში ედგა და იმ ქვეყნიური სინათლის შვილი ხდებოდა.
ჩაქოლეს,ურტყეს,სცემეს,აგინეს და მისი ქალობა გერმანიის ქუჩებში შერაცხეს !
წრეში მოაქციეს და მოკლეს..
მოკლეს დაუცველი არსება,ქალი!
ბოლოს,ქმრის მოღალატე ქალის ამპლუა აეკრა შუბლზე..

ადამიანს სისხლსა და ხორცში აქვს ბოროტება გამჯდარი,გაჟღენთილი ნარკოტიკივით,დღეს რომ ვერ ძლებენ სხვისი გამწარების გარეშე,აი ისე სწორედ.
კლავენ ყველას,ვინც ღალატობს,შიშვლდება,ქალწულობას კარგად გასათხოვარი,ბედავს კაცის გაგდებას! აქ ყველას ჩიტებივით კლავენ...
საწოლის თავში ლოკოკინასებურ პოზაში ვიკუნტები,ველი მათთან შეხვედრას,ველი ჩემს განაჩენს.
კარებს წიხლით ამტვრევენ,
კიბეებზე ლანძღვით ამოდიან,
ოთახის კარს აღებენ და თვალები უნათდებათ როგორც კი მამჩნევენ.
ერთი სული აქვთ ამ დამპლებს,როდის გამიტანენ სააშკარაოზე და ჩამქოლავენ !

ორი შუა ხნის ქალი მოდის ჩემკენ,ხელს თმებში მავლებს ერთი და საწოლიდან ქოჩვრით მაგდებს.
მტკივა! ჯერ მხოლოს თმის ძირები მტკივა..
კიბეებზე ასე არაადამიანურად მიმახოხებს,ჩემი საბრალო სხეული კი ყოველ საფეხურს მკაფიოდ შეიგრძნობს.
ვესალმებით გერმანულ უბანს!
მე მსხვერპლი და ის მკვლელი,
გარეთ კი ათასი მის ნაირი დგას,ჩემს მოლოდინში ნერწყვი სდით და ხელის გულებს იქექავენ.
მისვრის ეს ორი ხალხში,ვებერტყები ბეტონზე თავით ისინი კი,ჩემს გარშემო წრეს კრავენ.
თავს ვწევ ურცხვად და თვითოეულ მათგანს ვიმახსოვრებ,მათ სიბოროტესა და სისასტიკეს ვიწერ გულსა და გონებაში.
ჩემკენ ორი მამაკაცი მოდის,წრე გმინვას იწყებს,ხელში არსებულ ქვებს,წკეპლებსა და ბლაგვ საგნებს ათამაშებენ.
ეს ყოველივე ჩემთვის არის განკუთვნილი,მე შევისისხორცებ თვითოეულ საგნის უარყოფით მხარეს.
აქეთ იქიდან მიდგება ორივე მადგანი,მუხლებზე მაყენებენ ძალაობით და ხელებში მკიდებენ ხელებს.
ზევით მაწევინებენ ორივეს,ჯერ მყარად ვარ დედამიწის ზედაპირზე!
მესამე,უსამართლო და საზარელი ქალი გამოდის წრიდან,წკეპლას იქნევს და მიღიმის მე კი,ვერ ვხვდები რატომ იღიმის.
ნუთუ უხარია ჩემს სისხლში რომ გაისვრის ხელებს? ეს ხომ სადიზმია ღმერთო?

ცხვირწინ მიდგება,ნიკაპზე მახებს ხელს და ზევით მაწევინევს თავს,ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა!
-რას იტყვი ბოლო სიტყვად?-მეკითხება და ეშმაკისებურ სიცილს ტეხს,უკან ტრიალდება ისე რომ ხელს არ მიშვებს მე,თვალს ავლებს ყველას და ოვაციებით ეგებებიან ისინიც.
უეცარი სისწრაფით,გაუაზრებლად ხელს მოაქანებს ჩემსკენ,პირდაპირ მკერდზე მიმიზნებს და წკეპლას მაჯენს სხეულზე.
ვიკუმშები..გული წამით წყვეტს ძგერას,ვგრძნობ ჩემს შიგნით როგორ დუღს სისხლი,ვგრძნობ ტანჯვას და ყელში გაჩხერილ დიდ ბურთს.
თავს ვხრი,საკუთარ ცრემლებს ცოდვილ ბეტონზე დავარდნილს ვხედავ,თვალებს მაგრად ვხუჭავ და შემდეგ დარტყმას ზურგით ვიტან.
ცოტა ხანს სხეულზე ნიავს ვგრძნობ,ნუთუ უკვე მორჩა?
ვახელ ჯერ ცალ თვალს,მაგრამ
ჯობდა აღარასდროს გამეხილა !
ბრბოს წინაშე შიშველი ვარ წარსდგენილი,მრცხვენია და ვცდილობ თმები თავით ჩამოვიშალო მკერდთან,მაგრამ ამაოდ ვწვალობ.
ენაცვლება ქალს კაცი,კაცს ქალი,ქალს კაცი და ასე...
გრძელდება ჩემი სულისა და ხორცის დანჯვა,ახლა უკვე ვეღარ ვარ მყარად!
ვეცემი სახით,ეზოს მტვერს ვსუნთქავ,და ვინ იცის ჩემამდე რამდენმა შეისუნთქა ამ ხალხის გავლილი ჭუჭყი?!
არ კმარა მათთვის,ახლა ორმაგ ტკივილს მაყენებენ
-სანამ მოვკლავდეთ ანძაზე დავკიდოთ,ისე როგორც დედამისი!
გული მეკუმშება დარდისგან,მატლივით ვქანქარებ ხის კენწეროზე რომ ზის,და ვარდნის რომ ეშინია სწორედ ისე.

მოყინულ თითებს ცარიელ სხეულზე ვისვამ,იმ ადგილებთან სადაც არ მტკივა ჯერ!
ხალხს ესეც აღიზიანებს,როგორ თუ მოძრაობას ბედავსო,ყველა ერთბაშად მაწყდება და წიხლებს მუცელში მიშენენ.
ძირს გამხობილი ძლივსღა ვახერხებ ამოსუნთქვას,
თვალები ერთმანეთს ეკვრის..
არა,არ უნდა დახუჭო ალისია თვალები!
საკუთარ თავს ვამხნევებ,ფრჩხილებს ბეტონს ვაბჯენ და სისხლის მიყვანამდე ვუჭერ,ეს ტკივილი სულიერ ტკივილთან შედარებით არაფერია.
ათივე თითზე მატყდება ქალის მშვენება,ფრჩხილები!
გამწარებული ღრიალს ვტეხ,ბოლო ხმით ვტირი,მათ კი ჩემი ცრემლები არც კი ანაღვლებთ.
-დედა!-ჩახლეჩილი ხმით ავყურებ ზეცას,ვევედრები დედას და უფალს მალე მორჩეს ჩემი ტანჯვა.

მინდა იწვიმოს!
მინდა ისე ძლიერ იწვიმოს,რომ წყალმა ყველა ერთიანად წაიღოს!
სიბინძურე ჩამომბანოს და ჭრილობები მომირჩინოს,
სიკვდილის წინ ოცნება ხომ მაინც შემიძლია?

ვეშვები მთლიანი სხეულით,დაძაბულობას ვიხსნი და ხელებს ვეყრდნობი.
მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვიწევი და ვამჩნევ გვერდიდან მოღერებულ მუშტს.
წრე ორად იყოფა,ბუნდოვნად მაგრამ მაინც ვამჩნევ ჩემკენ მომავალ ადამიანს.
ვქანაობ პალმის ხესავით,ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ვვარდები.
ვგრძნობ უცნობის მოახლოვებას,თავს ვხრი და ხელებს ვიფარებ ზემოდან,მეშინია რომ ვერ გავუძლო მის საბოლოო დარტყმას?
ვსლუკუნებ,ვცდილობ არ შევხედო ბოლოჯერ აღარავის,ის კი მუხლებზე დგება ხელს ხელზე მკიდებს და ძალიან ძალიან ნელა მაცილებს თავიდან.
გაოგნებული თავს ვწევ ზევით,ჩემს წინ გრეგორს ვხედავ..

კაცს რამდენის შეცვლა შესძლებია ქალის ცხოვრებაში,არა?
კაცს შეუძლია ქალი ბედნიერ ყვავილად აქციოს,ისეთად სურნელებას რომ აფრქვევენ და აავადებენ სიყვარულით სხვებსაც!
კაცს შეუძლია ქალი ღმერთამდე ადიდოს,პატივი მიაგოს და დედოფლობა შესთავაზოს.
მაგრამ...
კაცს
განადგურება უკეთ შესძლებია...
ქალის დაჩოქება,ცემა,შერცხვენა,უარყოფა..
მისი მიგდება უსარგებლო ნივთივით,ჩვენ რომ
ვყრით ნაგავს სანაგვე ყუთში,სწორედ მაგის მსგავსად.

თვალცრემლიანი გრეგორი...
მხატვარი,რომელმაც ჩემი
სული და სხეული ფურცელზე დახატა.
მხატვარი რომელმაც შეძლო და ჩემს სიშიშვლეში,კიდევ ნახა შიშველი ბევრი რამ!
კაცი რომლის მუზა გავხდით მე და ჩემი სხეული
ადამიანი,არსება რომელიც მე მიზიდავს ყველაფრის მოუხედავად,ამ მომენტშიც კი.

მის თვალებში სევდაა,სინანული .
მის ცისფერ-ლაჟვარდისფერ თვალებში ცრემლებია ჩაგუბებული,ისევე როგორც ჩემსაში.
მიყურებს და თმაში ხელს მიცურებს,მესმის ჭუჭყის ხმა,ჩემს თმაში გაჟღენთილი სიბინძურის.
თვალებს ვლულავ,ოკეანეში მივექანები და გრეგორს ვერწყმი სულ რაღაც წამით!
მისი თბილი ხელი,ჩემს სისხლიან სახეს ეხება
მსიმოვნებს,ამდენი დარტყმის შემდეგ სითბოს,სიყვარულის შეგრძნება!..
იწევა და ხელში მიტაცებს,ახლა მხოლოს მე არა,ისიც ამ წრეში მოექცა ჩემთან ერთად,ჩვენ უკვე ორნი ვართ ხალხის წინააღმდეგ.
-ჩემი საცოლეა!-დაჭრილი ლომივით ტეხს ღრიალს,მრისხანებას აფრქვევს მათი მიმართულებით.
მისი ყელი დაძაბულობისგან იძარღვება,ერთ დიდ ნერვს ემსგავსება ჩემი ნაზი ბიჭი..
თვალებს ვხუჭავ და ვუსმენ ქაოსს,ჩემს
გარშემო ატეხილ ომს.
თითქოს თმებს ნიავი ეხება,ნაზად მეფერება და მამშვიდებს,ვიღიმი თოთო ბავშვივით უმწეოდ.
თვალებს ვახელ და ვხედავ როგორ იყოფა წრე ორად,ჩვენ კი ამ წრის შუა გულიდან გავდივართ.
ბოლოჯერ ვავლებ იქ მდგომთ ჩაწითლებულ თვალებს,ახლა მათ თვალებშიც ცრემლებია მოქცეული,ერთბაშად ყრის ყველა ჩემი სისხლით დასვრილ ნივთებს.
მე და გრეგორი კი ვეფარებით სახლს
-მეტს ვერ გატკენენ ალისია-ხვნეშით მეუბნება და თან აგრძელებს გზას,მის ნიკაპთან ჩამოცურებულ ცრემლს ვამჩნევ,არც ძალა და არც სურვილი არ მაქვს მის ნათქვამს რამით ვუპასუხო.
ახლა განადგურებულ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ძილი უშველის!

ახლობელ საწოლზე მაწვენს,ჭუჭყიანსა და ბინძურს,მას კი არ ანაღვლებს ეს.
ხელში ზეწარს იღებს,ფიქრობს დამაფაროს თუ არა,ბედავს და მიახლოვდება
ნაზად მაფენს ზევიდან და საქანელა სკამზე ჯდება,ჩემს გვერდით.
ჩემს ხელს თავისაში იქცევს,ის ქანაობს და მიმეორებს ყოველ წამს ”ჩშშშშ” ,ისე თითქოს პატარა ბავშვი ვიყო.
თვალება ვხუჭავ,ჯერაც არ მჯერა რომ ჩემი სხეული ისვენებს ყოველი სადიზმისაგან.
ნანატრ ძილს ვისრულებ...

შუა ღამით სხეულზე შეხება მაღვიძებს,ხვნეშით ვახელ თვალებს.
გრეგორი სველი ნაჭრით მიწმენდს ფეხებს,შემდეგ სპირტით გაღიზიანებულ ჭრილობება მიმუშავებს.
ამჩნევს ჩემა გაღვიძებას,ფეხზე ფეთიანივით ხტება და მუხლებზე ეცემა ჩემს წინ
-რამე გტკივა?-მეფერება მოშიშვლებულ მხრებზე,მთელი სინაზითა და სიფაქიზით.
-ყველაფერი მტკივა-ვუღიმი ძალით,მიახლოვდება და უნებურად მიკოცნის ნახევრად მოხუჭულ თვალებს,ეს კაცი ჩემს გასაგიჟებლად არის დაბადებული!
-არ ინერვიულო შენ,მე გაჭმევ და მოგივლი-დგება ფეხზე,ხელებს მკიდებს და საწოლზე მაჯენს,უკან ბალიშს მიდებს მეტი კონფორტისათვის.
ხის პაწაწინა მაგიდაზე დიდ თეფშში ჩასხმული წვნიანი მოაქვს,აქეთ იქიდან შემოლაგებული აქვს ძეხვი,პური და ხიზილალა.
ჯდება და საწოლზე დებს მაგიდას,თეფშს იგერიებს და კოვზით აციებს ჯერ.

მზრუნველობა იმდენად დიდი რამ არის,ადამიანს ქვის გულსაც რომ მოულღობს და დაუფშვნის!
ფუფუნებაა მსგავს სიტუაციებში მოხვედრა,როდესაც ქალს მამაკაცი ემსახურება,მოწიწებითა და სიყვარულით უვლის.
მე დღეს ყველაფრის მიუხედავად,უბედნიერესი ქალი ვარ!


მოგესალმებით ჩემო საყვარლებო და კარგებო!
იმედი მაქვს მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული ისტორია,დღეს იმხელა თავი დავდე რამხელაც მოვახერხე.
ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ ეს თავიც <3



№1  offline წევრი TeddyBear

მართლაც რა სადიზმია მოექცე ქალს ასე.
ხალხს ავიწყდება რას ნიშნავს "პირადი"... და ეს მხოლოდ მათ ცხოვრებაში ჩარევა კი არა... არ ვიცი სიტყვებს ვეღარ ვაბავ ერთმანეთზე.
ღმერთო როგორ გავბრაზდი ამის წაკითხვისას და წარმოდგენისას ხომ საერთოდ!
რა ვთქვა ?
მირა, ძალიან მომეწონა ეს თავი.
ეს ისტორია მომწონს, განსხვავებული და განსაკუთრებულია.
შემდეგ თავს ველი.
მაინტერესებს...
ინტერესზე მეტია იმას რასაც ახლა ვგრძნობ.
ქარბორბალა დაატრიალე!
მაგარი ხარ!

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

TeddyBear
მართლაც რა სადიზმია მოექცე ქალს ასე.
ხალხს ავიწყდება რას ნიშნავს "პირადი"... და ეს მხოლოდ მათ ცხოვრებაში ჩარევა კი არა... არ ვიცი სიტყვებს ვეღარ ვაბავ ერთმანეთზე.
ღმერთო როგორ გავბრაზდი ამის წაკითხვისას და წარმოდგენისას ხომ საერთოდ!
რა ვთქვა ?
მირა, ძალიან მომეწონა ეს თავი.
ეს ისტორია მომწონს, განსხვავებული და განსაკუთრებულია.
შემდეგ თავს ველი.
მაინტერესებს...
ინტერესზე მეტია იმას რასაც ახლა ვგრძნობ.
ქარბორბალა დაატრიალე!
მაგარი ხარ!


ძალიან,ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი mi ra

MoonLady
გული...
გული მომიკვდა.
სული აღარ სუნთქავს.
ეს რა მიქენი.
ცრემლები წამომცვივდა
როგორ ატკინე ალისიას, როგორ მატკინე მირა...
გამანადგურე, ყველა გრძნობა ერთდროულად ააბობოქრე ჩემში...
მოუთმენლად ველი გაგრძელებას...


ჩემო საყვარელო ლეიდი <3
შემდეგი თავი 12 მერე იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent