შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი?!-ქალია! (თ.ჯ)

11-01-2016, 17:46
ავტორი თამუნა
ნანახია 3 676

ქალი?!-ქალია, მოთოკავს მთიელს,
გაფიქრებინებს __ნეტავ რას ერჩის?!
არ შეიყვაროთ არასდროს ძლიერ,
რადგან გასწირეს ამ ქვეყნად ღმერთიც!
კაცს მისი ნეკნი ქალმა წაართვა,
და შეაჭამა ცოდვის ნაყოფი...
მერე ცხოვრებას თავი გაართვა,
თუმც დღემდე რჩება ზეცის გამყოფი!
ხომ იქნებოდა ადამი ღმერთთან,
რომ არა ქალის ბოროტი ხედვა?!
ისაუბრებდა უფალთან ერთად,
ცაში იფრენდა ანგელოზებთან!
ქალის ცოდვისთვის ეწამა ღმერთმა,
მოკლეს, მალევე ამაღლდა ზეცად...
და კიდევ მეტყვით: __აუგი ქალის,
რადგან ქალი ვარ, არ უნდა მეთქვა?!
თამარ ჯიშკარიანი
11იანვარი 2016 წელი

№1  offline წევრი ელლ

ქალის ცოდვისთვის ეწამა ღმერთმა ?! როდის?!

№2  offline წევრი ელლ

ადვოკატობა, ღმერთმა დამიფაროს, არასდროს მქონია მიდრეკილება მსგავსი პროფესიისკენ.
ეგეც ვიცი რატომაც გამოაძევა ღმერთმა ადამი და ევა სამოთხიდან. შენ კი ცდები. ისინი იმის გამო კი არ გამოუძევებია , რომ ხილი შეჭამეს, არამედ იმიტომ , რომ ჩადენილი ცოდვა არც მოინანიეს და არც აღიარეს. ადამმა თქვა ევას ბრალიაო, ევამ გველის ბრალიაო. ქვეტექსტის მიხედვით ორივემ ღმერთი დაადანაშაულა, რადგან ევა ღმერთმა გაუჩინა ადამს, გველიც უფლის შექმნილი არსება იყო.
კიდევ ცდები იმაში , რომ ღმერთი ქალის გამო ეწამა. თვითონ სიტყვა ეწამა არასწორია. რას ნიშნავს ეწამა? როცა ჯვარზე გააკრეს ის იყო წამება. ხოლო ევას ჩადენილმა ,უბრალოდ იმედი გაუცრუა და განარისხა უფალი და არა აწამა. მხოლოდ რითმისთვის მსგავსი სიტყვების გამოყენება არ შეიძლება.

№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

.... ...

რომც მართალი იყო, ეს პოეტის აზრია, და ისე წერს... ლოგიკურად რომ მივყვეთ ასეც გამოდის, მაგრამ შეიძლება შენც ხარ მართალი და ამაში ერთი კონკრეტული აზრი არ არის, ამიტომ არ უნდა გქონდეს ასეთი მკაცრი ტონი, ასე მიმაჩნია.
გალაკტიონი რომ ყოფილიყო, მასაც შეედავებოდი? რა თქმა უნდა, არა... ან თუ კი, ამ შემთხვევაში შენ არ იქნებოდი მართალი. გინდაც ის.. მესაფლავეზე პასუხი რომ დაუწერეს ამდენი წლის მერე... ესეც ვერ გამიგია. როგორც მას მიაჩნდა სწორად, ისე დაწერა, კრიტიკა კი ამ შემთხვევაში არასამართლიანი და შეუსაბამოა!
სამართლიანი მოსამართლის განაჩენი...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№4  offline წევრი ელლ

ერკე

ერკე შენ მეტისმეტად რბილი ხარ. გალაკტიონი რომ ყოფილიყო? არ ვიცი. შეიძლება , ამაზე არ მიფიქრია. მე გალაკტიონის ყველაფერი მომწონს. და ჩემთვის ის იმდენად სრულყოფილი და ნიჭიერია , მგონია, რომ ვერც შევსწდები და გავიაზრებ მის იდეებს.
პოეტის აზრია? დღეს ყველას ვინც ლექსებს წერს პოეტი ჰქვია? არა რა თქმა უნდა. მე მომწონს საკუთარი აზრის დაფიქსირება და მაქსიამლურად ვცდილობ უხეში არ ვიყო. მაგრამ ამ საიტზე კრიტიკისადმი მგონი აცრილები არიან და სანამ ცოცხლად შემჭამენ სჯობს, ჩემი აზრი ჩემთვისვე შევინახო

№5 სტუმარი Black

Vax cemo tavo xalxo leqsia es nutu yvela leqsis wakitxvisas tuqsavt mwerlebs?o gmerto cemo qalebi xart xo sworedac...andac..

№6  offline წევრი თამუნა

Black
Vax cemo tavo xalxo leqsia es nutu yvela leqsis wakitxvisas tuqsavt mwerlebs?o gmerto cemo qalebi xart xo sworedac...andac..

არაუშავს, მერე რა მოხდა?!
"ილაპარაკეთ,
ჩემო კარგო
ილაპარაკეთ,
მე ახლაც მიყვარს
ტრფობის ცეცხლში
ახლაც ვიწვები!"
ლილი ნუცუბიძის ლექსის ეს სტროფები მომაგონდა უცებ...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

№7  offline წევრი maridb

tema da azri kargi iyo chadebuli momewona saocrad
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

უნდა გეთქვა... კი უნდა გეთქვა... ისე წერ.. ამ სამ კუპლეტ ლექსში მთელ სამყაროს აქსოვ...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent