სადღაც შორს...მთებში... თავი 5
ხანდახან სიტყვები მნიშვნელობას კარგავენ. ხანდახან საქციელით ყველაფერს ხვდები. ადამიანის გარშემომყოფებთან დამოკიდებულით საზღვრავ როგორია ის სინამდვილეში.თუმცა არის მომენტები როცა ერთი შეხედვაც საკმარისი რომ მისი სული დაინახო და რაც უფრო შორსაა ადამიანი შენგან მით უფრო ძვირფასი ხდება შენთვის.. ასე იყო ბექაურიც, რაც უფრო შორს იყო სოფო მისგან, მით უფრო მეტად უნდოდა მისი ნახვა და მის გვერდით ყოფნა. რაც უფრო სიტყვა ძუნწი იყო გოგო მით უფრო მეტად სურდა საერთო თემები ეპოვა მასთან სასაუბრო. მაგრამ ვერ იქნა და ვერ გამონახა ისეთი სიტუაცია რომ მასთან გახსნილად და თავისუფლად ელაპარაკა. გოგოც ისეთი დაკავებული იყო რომ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. უკვირდა საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია. მართალია ხშირად არ იღიმოდა და ხშირად სერიოზული იყო მაგრამ მაინც მიმზიდველად ეჩვენებოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში დასდევდა უკან ისე რომ სოფოს არ შეემჩნია. ერთ დღეს ვერ მოახერხა მისი ნახვა. მთელი დღე გადატვირთული იყო მშენებლობაზე გაატარა. საღამოს როგორც კი განთავისუფლდა მაშინვე მისი სახლისკენ აიღო გეზი.მანქანა სახლისგან მოშორებით გააჩერა და ფეხით წავიდა მისი სახლისკენ. არ უნდოდა გოგოს შეემჩნია. ბინდდებოდა. სოფო ეზოში ვარდებს დასტრიალებდა და გამხმარ ფოთლებს აცლიდა.თან ღიღინებდა. უფრო ახლო მივიდა რომ მისი ხმა გაეგო. "ვარდები არ არიან, მაგრამ რა მევარდება, სულო რა მოგივიდა. გულო რა გემართება.-მღეროდა გოგო. წამით სახე მოაბრუნდა და მის თვალზე ცრემლიც დაინახა. ბიჭს გული დაეწვა. ასეთს რას განიცდის ნეტავ?-იმეორებდა გულში -სოფო შვილო სუფრა გავშალე მოდი ვივახშმოთ.-დაუძახა ბებომ -მოვდივარ.-გასძახა მან და რამდენიმე ვარდი მოჭრა. მათგან თაიგული გააკეთა და კიბეს აუყვა. სახლში შევიდა. რეზოს გული დასწყდა უკან გამობრუნება დააპირა მაგრამ კისკისი შემოესმა. ისევ უკან მიბრუნდა. სოფო და ბებო აივანზე ვახშმობდნენ.ცოტა ხანს კიდევ უყურა შორიდან მერე კი ჩუმად გამობრუნდა მანქანისკენ. -უკვე აცივდა. თბილად რატომ არ გაცვია?-უსაყვედურა მოხუცმა სოფოს -არ მცივა. -თავს რატომ არ უფრთხილდები?რამდენჯერ უნდა გითხრა აქ ძალიან ცივა და ბუნებასთან ხუმრობა არ შეიძლება. -კარგი შევალ ჩავიცმევ.-სოფო სუფრიდან ადგა სახლში შევიდა. თბილი სვიტერი გადაიცვა და უკან დაბრუნდა -აი ასე. თავს უნდა გაუფრთხილდე ჯერ ახალგაზრდა ხარ,შენი გაციება არ შეიძლება, შვილები უნდა გააჩინო, უნდა გათხოვდე, სოფოს ღიმილი სახეზე შეაშრა. ქალი მის ტკივილს შეეხო -მაპატიე. არ უნდა მეთქვა. ჩაიჩურჩულა მერე დარცხვენილმა თავის შეცდომას რომ მიხვდა. -ამას ვერ გავექცევით.-უპასუხა სოფომ.-მე დავასრულე, წავალ ცოტას გავისეირნებ. სოფო ეზოს გაუყვა. ისევ წარსული. ისევ ახსენებს თავს და არ ანებებდა " ქუჩას ორნი მიუყვებოდნენ. ზაფხულის საღამო იდგა, მაგრამ მაინც საკმაოდ გრილოდა. გოგო შეიშმუშნა და ცივაო ჩაიჩურჩულა. ბიჭმა თავის სპორტული ზედა მოახურა მხრებზე. -შენ არ შეგცივდება?-ჰკითხა გოგომ -არა მთავარია შენ იყო კარგად.-გაუცინა თბილად. -ისე როგორ ვჩხუბობდით თავიდან და როგორ მაბეზრებდი თავს გახსოვს? -მახსოვა აბა არ მახსოვს?რამდენჯერ მეჩხუბე და გამლანძღე, მე კი ბედს არ ვნებდებოდი. -თითქმის ერთი თვე გავიდა, -უკვე? -ხო ზაზა. უკვე, შენ კი არც გახსოვს.-უსაყვედურა სოფომ -არაუშავს ამის შემდეგ ყველაფერს დავიმახსოვრებ.-მოდი სკამზე ჩამოვსხდეთ. ისინი პარკში შევიდნენ და სკამზე ჩამოსხდნენ. ლამპიონები სუსტად ანათებდნენ. -ის თუ გახსოვს იმ დღეს რომ გადგარჩინე? -მახსოვს როგორ არ მახსოვს, ისიც კარგად ვიცი შენ რომ არა, ის მანქანა ნამდვილად დამარტყვდა და შეიძლება ვერც გადავრჩენილიყავი. -ისე მადლობა ხომ არ გადავუხადო იმ მძღოლს?ის რომ არა შენ წესივრად არ დამელაპარაკებოდი. -ზაზა უკვე მაბრაზებ.-ჩაეცინა სოფოს და თავი მხარზე მორიდებით ჩამოადო. -ჩემი ბრაზიანი გოგო. ჩაიჩურჩულა ბიჭმა და ლოყაზე აკოცა." სოფო აწმყოში დაბრუნდა. ცრემლი მოიწმინდა. წარსულსა და მომავალს შორის ჭიდილში აშკარად წარსული იმარჯვებდა. უკან სახლში დაბრუნდა. მარო ბებო ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. -მოხვედი შვილო?ძალიან ხომ არ გაწყენინე წეღან? -არა ბებო არა, რას ვიზავთ ეს წარსულია. რომელიც მუდამ თან მდევს. უკვალოდ არაფერი ქრება. -მოვა დრო და გაქრება ყველაფერი. ყველა ტკივილი გადაივლის. დაივიწყებ. სამყაროში ყოველთვის იღება ახალი კარები ბედნიერებისთვის, უბრალოდ მისი დანახვა უნდა შევძლოთ. -ეტყობა მე ჯერ ვერ დავინახე ან ჩემთვის არ ჯერ არ გაღებულა. ან რომ გაიღოს რა აზრი აქვს? -ყველაფერს აქვს აზრი შვილო და მე მჯერა იმის რომ ოდესმე შენც შექმნი ოჯახს და ბედიერი დედა იქნები. -მე ეგ არ მჯერა. -დაივიწყე წარსული, ამოიგდე თავიდან ცუდი აზრები. გამოდი დეპრესიიდან. დროა უკვე დრო. ჯერ ახლგაზრდა ხარ.ცხოვრება უნდა გააგრძელო. ოცდარვა წლის ვიყავი მეც ოჯახი რომ შევქმენი და დედა გავხდი. ეს ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს. ეს უდიდესი ბედნიერებაა. -რატომ არ გათხოვდით მარო ბებო?ოჯახი მეორედ რატომ არ შექმენით?ჯერ ხომ ახალგაზრდა იყავით ისევ?ეს ხომ შეგეძლოთ? მოხუცს გაეცინა. -ორმოცი წლის ასაკში ქმარი და შვილი დავკარგე. მას შემდეგ ჩემს სიცოცხლე აზრი აღარ ჰქონდა.რამდენიმე წელი ასე გლოვაში გამეპარა. ახლა ვნანობ მაგრამ გვიანია, სამოცდაათს მივაღწიე უკვე. შენ რომ არ გამოჩენილიყავი ასე მარტოობაში ამომხდებოდა სული. ასე რომ შენ ნუ გაიმეორებ ჩემს შეცდომას.ჯერ ისე ახაგაზრდა ხარ.მარტო არ უნდა იყო და არც ჩემსავით მარტო არ უნდა დაასრულო ცხოვრება.ბედნიერება შენთანაც მოვა დაელოდე.აი ნახავ თუ არა. -გულის სიღრმეში მჯერა რომ მოვა მაგრამ მაინც ძნელია თავიდან დაწყება. -სანამ ცოცხალი ხარ და ჯანმრთელი არაფერი არ არის გვიან დამიჯერე. წავედი ახლა დავწვები მე. უკვე გვიანია. დღეს ძალიან დავიღალე. მარო წამოდგა, შუბლზე აკოცა და დასაძინებლად წავიდა.სოფო მარტო დატოვა თავის ფიქრებთან და განცდებთან ერთად. ******************* რა შეიძლება იყოს იმაზე ლამაზი და საიმოვნო ვიდრე სიყვარულია? ერთ დროს სოფოს მართლა სჯეროდა რომ ამაზე კარგი არაფერი იყო დღეს კი ელემენტარული არსებობა შეეძლო. შიგნით სიცარიელე ჰქონდა. გრძნობების გარეშე იყო დარჩენილი. სახლში ბრუნდებოდა როცა შემთხვევით ბექაურს შეეჩეხა. სოფო რომ დაინახა მაშინვე მისკენ წამოვიდა. ქუჩა გადმოკვეთა და მიუახლოვდა. -თქვენი ნახვა მინდოდა და გამიხარდა რომ გნახეთ. -მართლა?ეს უკვე საინტერესოა.-გაეცინა რეზოს. -მადლობა დახმარებისთვის და იმისთვის რომ დღეს იმ ხალხს სამსახური აქვს და თავის კუთვნილი ხელფასები აიღეს.-გაუღიმა სოფომ -ეგ რა სამადლობელია. დიდი არაფერი არ გამიკეთებია. უბრალოდ ჩემს უფროსებს იმ ხალხის მოთხოვნები გადავეცი და მათ შეასრულეს. -მაინც მადლობა ყველაფრისთვის. -ძალიან ზრუნავ იმ ხალხზე. -ხო. კარგი ადამიანები არიან და ამიტომ. -სად მიდიხარ?გაქვს თავისუფალი დრო? -სიმართლე გითხრა დიდი დრო არ მაქვს. რამე ხდება? -ყავა ხომ არ დაგველია ან უბრალოდ გავისეირნოთ? სოფო უსიამოვნოდ დაიმანჭა. -კარგი თუ რამე პრობლემაა მაშინ არ შეგაწუხებ. ალბათ შეყვარებული გყავს ან საქმრო ან მეუღლე და ამიტომ არ გინდა პრობლემები შეიქმნა. მესმის შენი.-რეზომ სპეციალურად დაიწყო ასეტი საუბარი რომ დაეზუსტებინა სოფოს პირადი. -სიმართლე გითხრა ასე არაა. უბრალოდ ბებო არ მინდა დიდხანს დავტოვო მარტო. -ააჰ გასაგებია, ესეგი შეყვარებული და საქმრო არ გელოდება. ძალიან კარგი.-ჩაეცინა რეზოს.-წამო რაა ძალიან გთხოვ დიდი ხნით არ მოგაცდენ. ნახევარი საათი და მერე სახლამდე მე გაგაცილებ. -კარგი ოღონდ ცოტა ხნით. აბა სად წავიდეთ? -მოდი შენ შეარჩიე.-უთხრა რეზომ -მაშინ აქვე ერთი მყუდრო კაფეა და ჩაი დალიოთ.შესთავაზა სოფომ. -ჩაი?-გაუკვირდა ბიჭს. -დიახ ჩაი. -მეგონა ყავაზე წავიდოდით. -ყავას არ ვსვავ, აღარ ვსვეტობ, აღარც ქალაქში ვარ.-ჩაეცინა სოფოს. -სხვათაშორის დღეს პირველად ვნახე შენი ღიმილი. და მინდა გითხრა რომ სასაიმოვნო ღიმილი გაქვს. -კომპლიმენტი ყოველთვის სასაიმოვნოა. აი მოვედით. სოფომ კარები შეაღო და პირველი შევიდა. კუთხეში მყუდრო ადგილი შეარჩია. რეზო მის წინ დაჯდა და ოფიციანტს ორი ჩაი და ნაცხვარი შეუკვეთა. -არც კი ვიცი აქ რას ვაკეთებთ,- დაარღვია სოფომ რამდენიმე წუთიანი დუმილი. -არც მე უბრალოდ მინდოდა რომ ერთმანეთი გაგვეცნო. მითუმეტეს ორივეს ერთი რამ გვაერთიანებს ამ ხალხზე ზრუნვა და აქაურობის სიყვარული. -ხო ძალიან ლამაზია აქაურობა და ძალიან მიყვარს. -შეიძლება გავიგო რატომ ჩამოხვედით აქ? -ამას ვერ გეტყვით. ეს პირადულია. -გასაგებია არ დაგაძალებ. -და შენ რატომ ხარ? დაუბრუნა კითხვა სოფომ -მეე.. როგორც უკვე იცი სამსახურის გამო მაგრამ მუდმივად აქ არვარ ხშირდა მიწევს უკან დაბრუნება საქმეებზე. -შენზე რაღაც -რაღაცეები გავიგე.-ჩაეცინა სოფოს. -მაინც რა ამბები? -რომ აქ ხშირად ჩნებით სხვადახვა ქალთან ერთად. -ხო ეგ ადრე იყო.-რეზოს აღარ ეცინებოდა. -დაგღუპავთ ქალებში გულაობა ამ მამაკაცებს და რატომ ვერ ხვდებით. უთხრა სოფომ -შენ ეტყობა გამოსცადე ასეთი სიტუაცია და ასე იმიტომ ამბობ? -რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია რომ კარგს არ მოგიტანთ ასე ცხოვრება. -მაგას უკვე მივხვდი.ეგ ადრე იყო. ახლა უკვე გავიზარდე დიდი ბიჭი ვარ.-გაეცინა რეზოს. -ხო ძალიან დიდი.-გაეცინა სოფოსაც. -სოფო რაღაცას გკითხავ და იმედია ცუდად არ მიიღებ. -თუ ძალიან ისეთი არ იყო... -თავისუფალი ხარ? რეზო ინტერესით მიაჩერდა. -რისთვის? -რა რისთვის? -შენი რეპუტაციიდან გამომდინარე გეკითხები თავისუფალი რისთვის ვარ სიყვარულისთვის თუ შენი მორგი სიისთვის? -მე ეს არ მიგულისხმია. მე მხოლოდ ის მინდოდა გამეგო რამდენად მაქვს შენი გულის მოგების შანსი. შენ არ ხარ ისეთი ქალი რომ საყვარლობა შემომეთავაზებინა.და ბოდიშს გიხდი თუ რამე ისე არ გითხარი ან არ გამოვიდა როგორც უნდა გამოსულიყო. -ეს შეიძლება ჩემი ბრალია რომ არსწორად გავიგე, უბრალოდ გთხოვ არ გვინდა ამ თემაზე ლაპარკი რაა. მე არავის შეყვარებას აღარ ვაპირებ, მარტო ყოფნა მინდა. მეტ ტკივილს ვეღარ გადავიტან, -სოფომ ჩაის ჭიქა გვერდით მისწია და წამოდგა, წასავლელად მომეზადა. -მოიცა გაგაცილებ. დაეწია გასასვლელში რეზო და გვერდით ამოუდგა. გარეთ გამოვიდნენ უხმოდ ჩაუყვნენ ქუჩას. -ესეეგი შეყვარებული არ გყავს?-არ ნებდებოდა რეზო. -არა.თუმცა არც ვნანობ რომ აღარ მყავს. -იცი ერთხელ მეც მყავდა შეყვარებული და სერიოზული ურთიერთობა იყო, მაგრამ ავარიაში დაუღუპა და მას შემდეგ აღარ მიფიქრია სერიოზულ ურთიერთობაზე. -სამწუხარო ამბავია. გინდა რაღაც გითხრა? -მითხარი. -"სიკვდილი ბევრად ჯობია ღალატს. -ვინა თქვა თითქოს მისი სწორია. სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს, ღალატის შემდეგ არა მგონია." სოფომ პატარა ამონარიდი მოუყვანა რეზოს და მოიღუშა. -ხო ღალატი ცუდი რამეა. ბიჭს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ ზეზვა გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა. ო როგორ უნდოდა ახლა ბექაურს მიწას ჩაეტანა რომ ბიჭს არ ენახა წინააღმდეგ შემთხვევაში სოფო ყველაფერს მიხვდებოდა. მაგრამ გვიანი იყო. ზეზვა მათ მიახლოვდა და მიესალმა. -როგორ ხართ ბატონო რეზო? -ბატონოო?-თვალები შუბლზე აუვიდა სოფოს.- -დიახ სოფო. შენ არ იცი ბატონი რეზო სასტუმროს მეპატრონეა და ყველაფერი სწორედ მან მოაგვარა. -ესეგი მათთან მუშაობ ხო?მიუბრუნდა გოგო მას და ანთებული თვალები მიანათა სახეში,. -მაპატიე ამის აფიშირებას ვერიდები. -ამიტომ დამდევ ხომ?თავმოყვარეობა შეგელახა რომ გაგლანძღე და მიწასთან გაგასწორე. ბარაზობდა გოგო -დამშვიდდი სოფო. ჩაერია ზეზვა.-ის რომ არ ყოფილიყო არც მამაჩემი გადარჩებოდა და არც შენ იმ დღეს როცა ავარია მოგივიდა. ყველაფერი გააკეთა რომ შენ გამოჯანმრთელებულიყავი და თავი კარგად გეგრძნო. -ზეზვა გაჩუმდი აღარაფერი აღარ თქვა.-გააჩუმა რეზომ -აბა რა უნდა ექნა ეგ ავარია ხომ შენი ბრალი იყო? -რატომ უბრაზდები სოფო? -შენ გაჩუმდი,-შენ კი ახლოსაც არ გამეკარო გასაგებია.-სოფომ მხარი გაჰკრა და გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა. რეზომ საწყლად გააყოლა თვალი -მაპატიე მეგონა მან ყველაფერი იცოდა. -არაუშავს ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა.- -არადა კარგი გოგოა ძალიან, თავიდან მეც ასე მეჩხუბა მაგრამ ახლა ხომ ხედავ როგორი კარგი მეგობრები ვართ?შეენც გაპატიებს, გადაუვლის წყენა. -ზეზვა უნდა დამეხმარო.-უთხრა რეზომ-ჩემთან წავიდეთ სალაპარაკო მაქვს. ბიჭს მხარზე გადახვია ძმაკაცურად ხელი და სასტუმროს ფოიეში შევიდნენ... სახლში გაბარაზებული დაბრუნდა სოფო. პირდაპირ საძინებელში შევარდა და ნივთები საწოლზე მიყარა. -მე შენ გაჩვენებ სეირს რეზო ბექაურო. ამ გამასხარავებას არ შეგარჩენ. მომინდომა სიყვარულზე ლაპარაკი, კაფეში დაპატიჟება და გული მონადირება.-ბრაზობდა გოგო და ვერც გაიაზრა რომ ხმამაღლა ლაპარაკობდა. -რა მოხდა შვილო?ხომ კარგად ხარ?შემოვიდა ბებო.-იმხელა ხმაზე ლაპრაკობდი. -შენ იცნობ იმ ბიჭს ავარიაში რომ მოვყევი და გადამარჩინა? -კი კარგი ბიჭია. შენი მანქანაც მან შეაკეთა,როცა საავადმყოფოში იყავი.რატომ ბრაზობ? -რატომ არ მითხარით? -მას არ უნდოდა გაგეგო და თან არც შენ დაინტერესებულხარ და როგორ მეთქვა. დამშვიდდი ძალინ ხარ აფორიაქებული, დიდი ხანია ასეთი არ მინახიხარ.-სოფო საწოლზე ჩამოჯდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -ისე კარგი ბიჭი კია ბებია. ძალი მომეწონა. შენ კი შეგეფერება. აქ ასეთ ბიჭს დიდი ხანია არ შევხვედრილვარ. შენ რომ საავადმყოფოში იყავი მოდიოდა, მარტო არ მტოვებდა.იქაც სულ შენს გვედრით იყო. -და ეს აქამდე მე არ ვიცოდი. რას გესაუბრებოდა? -ისეთს არაფერს. შენზეც ვსაუბრობდით და აქაუობაზეც. ბიზნესმენი ყოფილა და თავის გეგმებზე საუბრობდა. -ხო აბა რაა. გეგმებზე. ისე როგორ. იქნებ აქაურობაც შედის მაგის გეგმებში.-წამოენთო ისევ -არ ჩანს ბებია მასეთი ბიჭი. ჭკვიანი, დინჯი ბიჭია. დაკვირვებული. -ხო იმდენად დაკვირვებული რომ რაც კარგია იმას დაადგა თვალი. როგორც ყველა ბიზნესმენი. ცხრაობდა სოფო. -იქნებ შენ? -რაა?რაც კარგიაო და შენ ხომ აქ ყველაზე საუკეთესო ხარ?-დაუზუსტა მარომ -ეგ სიმართლე არ იქნება. -რატომ?რატომ არ შეიძლება ეს? ახლა მე წავალ და შენ კარგად იფიქრე ყველაფერზე. მარომ ოთახი დატოვა. სოფო ერთხანს საწოლზე იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. მერე წამოდგა სარკესთან მივიდა და ჩაიხედა. იქიდან ვიღაც სხვა უყურებდა. ეს ის სოფო არ იყო ადრე რომ იცნობდა ყველა. მობილური ამოღო. თავის ძველი ფოტო მონახა და ერთმანეთს შეადარა. სახეზე თითქოს ნაოჭები აღმოაჩინა. კანი გაუხეშებოდა, თმაც, თვალები ჩამქრალიყო და ვარსკვლავებივით აღარ ციმციმებდნენ. არანაირი მაკიაჟის კვალი. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რაღაც ეშხი და ძველი სილამაზის კვალი მაინც შერჩენოდა. სააბაზანოში შევიდა წყალი გადაივლო თავი მოიწესრიგა. სადღაც ჩანთის სიღრმიდან კოსმეტიკური საშუალებები ამოქექა და მსუბუქად გადაისვა სახეზე. ახლა სხვა იყო. არც ძველ სოფოს ჰგავდა. კიდევ უფრო განსხვავდებოდა მისგან. მართალი ყოფილა როცა ეუბნებოდა მარო ბებო როცა შენს ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდება მაშინვე იგრძნობ ცვლილებასო. ისიც სიმართლე ყოფილა როცა უთხრა სიყვარული ადამიანს ცვლისო. უკვე გრძნობდა რომ აღარ იქნებოდა ყველაფერი ისეთი ერთფეროვანი როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში. -მოემზადე რეზო ბექაურო, გაჩვენებ სეირს ჩემი გამასხარავებისთვის. სარკეში საკუთარ ანარეკლს თავლი გაუსწორა და ჩაეღიმა. ესეც ახალი თავი იმედია მოგწონთ. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.