შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 1


28-11-2016, 02:21
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 356

and one day, you meet one person and your life change forever.

-------------

ლექციაზე იჯდა და ყველაფერს უსმენდა, ლექციის გარდა. ხელები მაგიდაზე დაეწყო, გრძელ თითებს აკაკუნებდა დროდადრო და თითოეულ სტუდენტს აკვირდებოდა. ზოგს ისე საოცრად ეცვა და ისე საოცრად იქცეოდნენ, სიცილის შეკავებას ვერ ახერხებდა და თავს ხრიდა.
_ კანდელაკი, შენ რას ფიქრობ? _ ისე დაიყვირა ლექტორმა მისი გვარი, თავი აუცილებლად უნდა აეწია და მისთვის შეეხედა.
_ კითხვა გამიმეორეთ, პატივცემულო _ მთელი ირონია ჩააქსოვა და ფეხზე წამოდგა. ზრდილობა ჰქონდა, ნამდვილად.
_ რომეოსა და ჯულიეტას ურთიერთობა ტრაგედიაა თუ ბედნიერი სიყვარული? _ თითოეული სიტყვა დარცვლით წარმოთქვა და ხელები გულთან გადაიჯვარედინა. აუდიტორიაში ჩუმი ხითხითის ხმა ისმოდა.
_ ბანძობა _ მოკლედ უპასუხა ნინაკამ და თავი ვალდებულად აღარ ჩათვალა, ფეხზე მდგარიყო, თუმცა მოიცადა.
_ ხომ ვერ გვეტყოდით, რატომ? _ აშკარად ჩხუბის წამოწყებას ცდილობდა კაცი.
_ იმიტომ, რომ ეგოისტი, მოღალატე იდიოტები იყვნენ. საკუთარი თავის გარდა არავინ ანაღვლებდათ და ერთმანეთს კი არა, სწორედ ამ ეგოიზმს შეეწირნენ.
_ მაგრამ მათ ჭეშმარიტი სიყვარული აკავშირებდათ _ საპირისპირო აზრი გამოთქვეს, თუმცა იმდენად წვრილი, უსიამოვნო ხმით, გოგონამ თვალები აატრიალა.
_ რა პათოსია, ღმერთო ჩემო... იცით, მათი ურთიერთობა რას წააგავს? აი, პატარა, ახირებულ ბავშვს რომ შოკოლადს აუკრძალავ და ტირილს რომ იწყებს და მანამ არ ჩერდება, სანამ არ შეჭამს და არ დაისვრება _ სკამზე დაბრუნდა და სათვალეს საჩვენებელი თითი გადაუსვა. უყვარს, როცა უკეთია. თავს უფრო კარგად გრძნობს, თანაც ძალიან უხდება და როცა შეუძლია, მუდამ იკეთებს.
_ ყოველთვის განსხვავებული, არაორდინალური აზრებით გამოირჩევი კანდელაკი _ ლექტორმა ამჯერადაც გამოხატა მის მიმართ სიმპატია და ნინაკა უკვე ფიქრობდა, როგორ შეეძლო მოეკლა ეს კაცი. ერთხელ ლექციის დასრულების მერეც კი დატოვა და შეხვედრა შესთავაზა. კიდევ კარგი, ლალომ მოაკითხა და ერთად წავიდნენ, თორემ კარგად არ დაასრულებდა.
_ ნინაკა _ გვერდით მჯდომი ეძახდა. გაიხედა და ოდნავ გაუღიმა. საერთოდ არ იცნობს, მაგრამ არ უნდა თავი უხერხულად აგრძნობინოს.
_ დღეს ჩემთან ვიკრიბებით და მოხვალ?
_ ვინ იკრიბებით?
_ ყველა, განსაკუთრებით თბილისის ისეთი სასტავი... ხომ ხვდები, არა? წამოდი და შენი მეგობარიც წამოიყვანე _ ისე თხოვა, პირდაპირ უარის თქმა ბოროტება იქნებოდა.
_ არ ვიცი, საქმეები მაქვს...
_ კარგი რა, ძალიან გთხოვ. ხომ იცი, როგორი გოგო ხარ არა? მინდა რომ მთელმა თბილისმა ეს თვე ჩემს დაბადების დღეზე ილაპარაკოს. შენ რომ იქნები, მითუმეტეს _ უაზრობების ბოდვა დაიწყო. ვერ იტანდა ნინაკა ასეთ საუბრებს. საერთოდ ვერ ხვდებოდა, რატომ მიიჩნევდა ეს ხალხი ასეთ მნიშვნელოვან საკითხად ნინაკას მაგარ გოგოობას და ვერც იმას ხვდებოდა, რით დაიმსახურა ეს სტატუსი.
_ ვიფიქრებ. რომელზეა და სად? _ დანებდა. უბრალოდ, მართლა შეეცოდა, თორემ ასეთ ადგილებში ძალიან იშვიათად დადიოდა.
_ ექვსის მერე, ვერაზე. მიხვდები რომ მოხვალ, ბევრი ხალხი სადაც იქნება, თანაც ლალომ იცის.
_ კარგი
_ მადლობა _ წამოდგომას და ჩახუტებას აპირებდა, მისი გვარი რომ დაიძახეს და იმწამს შებრუნდა. როგორი სულელი გოგოა...

--------

ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლისკენ წავიდა. ოღონდ თავისი არა, ლალოს სახლისკენ. იცოდა რომ ყველანი იქ დახვდებოდნენ. მაღაზიაში კოკა-კოლა და მარილიანი ჩხირები იყიდა და გამოსვლისას ძალიან, ძალიან მაგარი კია შეამჩნია. დიდი ხანია ოცნებობს ასეთი მანქნის ყოლას და დედამისი დიდი ხანია პირდება, რომ უყიდის, თუმცა არ ჩქარობს. ამოიოხრა, სადარბაზოში შევიდა და ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა. ორ წუთში კარებთან იდგა და ამჯერად ზარზე ჰქონდა მიჭერილი თითი. თან არც უშვებდა, რადგან მალე არასდროს უღებდნენ.
_ შემოეთრიე და მოგატეხავ იცოდე ხელებს _ კარები გააღო და თითქმის შემოაგდო ლალომ. ნინაკამ სიცილი ატეხა და მისაღებში შევიდა.
_ გამარჯობა ყველას _ დივანზე, დედამისის გვერდით ჩაეშვა და რედის გაუღიმა.
_ შავგრემანს და ქერას. რა ქენი დღეს? _ რედიმ კოკა-კოლა ამოიღო და მიიყუდა.
_ ჭიქაში რომ ჩაგესხა, არა? _ დაეჭყანა ელენე.
_ ასე მინდოდა _ ენა გამოყო რედიმ. ხანდახან აფრენენ.
_ დე, მინდა მანქანა რა, მიყიდე _ ელენესკენ შეაბრუნა თავი და სათვალე მოისხნა, თვალების ფახუნი რომ კარგად დაენახა ქალს.
_ ბერლინიდან რომ ჩამოხვალ, მერე _ გაუღიმა და იმ წამს ნინაკაზე ბედნიერი არავინ იყო. ხელები მოხვია და ლოყაზე ბევრჯერ აკოხა.
_ ძალიან, ძალიან მიყვარხარ _ ყვიროდა და რედის და ლალოს სიცილს აოგნორებდა.
_ მეც დე, მეც _ მოშორდა და თავისი ყავის ჭიქა აიღო. შავი, უშაქრო. ლალომ ყოველთვის იცის, როგორი ყავა უნდა გაუკეთოს საუკეთესო მეგობარს.
_ მეც მინდა ბერლინში. და მანქანაც მინდა _ სამაგიეროდ, ბუზღუნიც ძალიან კარგად გამოსდის. ნინაკამ და რედიმ ერთად ამოიოხრეს.
_ მანქანა არ ვიცი და ბერლინი კიდევ შეიძლება _ გაეცინა ქალს.
_ მე რომ არ ვარ ბალერინა, ვიზას არ მომცემენ
_ როგორ მიხვდი? _ წარბები აწია ნინაკამ. ლალომ შეუბღვირა და თავის ყავას სული შეუბერა. ისე გაეცინა ამ ქცევაზე ელენეს, ყავა გადაცდა და ხველება აუტყდა.
_ კიდევ ქენი რა
_ რაც შვილი ის დედა _ ყავა საერთოდ მაგიდაზე დადგა და თავი დივნის საზურგეზე მიადო.
_ საღამოს რაღაც ფერთიზე უნდა წავიდეთ _ თქვა ნინაკამ. რედიმ თავისი წითელი თმები ყურთან გადაიწია და ყავა მოსვა.
_ სად მიდიხართ?
_ უი, ვერაზე? შვიდმა კაცმა დამპატიჟა დღეს _ ხელი აიქნია ლალომ.
_ მე იუბილარმა თვითონ
_ ნუ პრინციპში, შენ დაგპატიჟეს. რედის თავს ვფიცავარ, ნინაკა და შენ წამოდითო, ყველამ. თან პირველი შენ გახსენეს და მე იცი როგორ? "თუ გინდა წამოყევი რა..."
_ კაი ეხა, რა გინდა ლალო? _ გაეცინა და სათვალე ისევ გაიკეთა.
_ მე არაფერი. უბრალოდ ძაან მაღიზიანებენ რა, რო გეტენებიან.
_ არავინ არ მეტენება, შეეშვი
_ კაი, კაი

------

შვიდზე უკვე ფეხით მიდიოდნენ. ლალოს კაბა ეცვა, ნინაკას კიდევ ჯინსის კომბინიზონი. შორტი ძალიან მოკლე იყო, მაგრამ უხდებოდა. ფეხზე შავი შუზები, მარტინსები და მაღალი წინდები ეცვა, უცხოპლანეტელებიანი. თმები ისედაც მოკლე ჰქონდა და სათვალე ამჯერად არ გაიკეთა.
_ ნახე ახლა, რეებს იზამენ, დააკვირდი უბრალოდ _ სიცილით ჩასჩურჩულა ლალომ, უზარმაზარ სახლთან რომ მივიდნენ. ეზო სულ სავსე იყო და ამ ადგილას ერთი სახლის გარდა არაფერი იდგა. სახლი ხუთ სართულიანი იყო, დიდი აივნებით და ძალიან კარგი დიზაინით.
_ რა კარგი ადგილია _ მეგობრის რეპლიკა დააიგნორა და ეზოში შეაბიჯეს.
_ აუ, რამდენი არიან, რა ამბავია _ წუწუნი დაიწყო ლალომ და პირველივე მაგიდიდან ლუდის ქილა აიღო. ერთი ნინაკას მიაწოდა, თუმცა გოგონამ უბრალოდ ხელისგულის გასაგრილებლად გამოართვა.
_ პრივეტ, როგორ ხარ? _ გზაზე ერთი გოგო გადაეღობათ და ნინაკას ყურებამდე გაუღიმა.
_ შვილო, გაიწიე რა _ არაფერი დააცადა ლალომ, ისე გაწია ხელით და ნინაკას სიცილი აუტყდა.
_ რა გოიმობაა _ ჩაიბურტყუნა ლალომ.
_ დღეს ეს სიტყვა იმდენჯერ გამოვიყენეთ, არ მოგბეზრდა?
_ არა ვაბშე, აბა ამათ რა ვუწოდო?
_ კაი რა, უბრალოდ დახუჭე თვალები.
_ კაი _ მართლა დახუჭა და იმ წამსვე ძირს დაეცა. ნინაკამ პირზე ხელი აიფარა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო და სიცილი დაიწყო. ყველა გაჩუმდა, ამდენი ხალხი ნინაკას და ლალოს უყურებდა და ძალიან უხერხული იყო ორივესთვის.
_ მოვკვდები ახლა, ნუ კაკანებ _ დაიჩურჩულა ლალომ და ამაზე საერთოდ, მუცელი ატკივდა ნინაკას ისე გარცინა.
_ ადექი რა _ ხელი გაუწოდა და როგორც იქნა, ისევ განაგრძეს სიარული.

ლალო დაიკარგა. ლუდის ქილა ისევ ხელში ეჭირა ნინაკას და ამხელა სახლში ცდილობდა შეუმჩნევლად ევლო, თუმცა მაინც ყველა მას უყურებდა.
_ აქეთ _ სტვენამ და ყვირილმა აიძულა, თავი მიეტრიალებინა. მაგიდაზე გოგო ცეკვავდა და თანდათან ტანსაცმელს იხდიდა. ყურადღება ამაზე გადაიტანეს და ნინაკამ ისარგებლა, მესამე სართულზე აირბინა და ვერავინ რომ ვერ შენიშნა, რომელიმე ოთახში შესვლა და წყნარად ძილი გადაწყვიტა. სახელური ჩამოსწია და კარი ფრთხილად შეაღო.
_ უკაცრავად _ მაშინვე უხერხულად დაიყვირა, როგორც კი ცუდი ხმები გაიგო და კარი უცებ მოხურა. სანამ ახალ ოთახში შევიდოდა, ღრმად ჩაისუნთქა და წინასწარ დახუჭა თვალები. არაფერი ისმოდა... ღიმილით მიხურა კარი, დიდ, გემოვნებით მოწყობილ ოთახის შუაგულში მდგარი საწოლისკენ წავიდა და დაეცა.
_ მადლობა ღმერთს _ ამოილუღლუღა, ლალოს მისწერა სადაც იყო და ფეხსაცმელი გაიხადა. საწოლზე კარგად მოეწყო, თვალები დახუჭა და ძალიან მალე ჩაეძინა.

_ რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს ოთახში? _ ყვირილმა გააღვიძა. მთქნარებით წამოიწია და თვალები გაახილა.
_ მე უბრალოდ ძილი მინდოდა _ ბიჭის უხეშმა ტონმა დააბნია და სწრაფად წამოჯდა საწოლზე, თან ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
_ და რა ვქნა? რადგან შენ ძილი გინდა, არ ნიშნავს რომ ეს აქ უნდა გააკეთო _ ისევ ისეთი ხმა ჰქონდა. ნინაკამ აათვალიერა. სპორტული შარვალი ეცვა და შავი ზედა, თმები დაბალზე დაყვანილი, აი სახე... საშინლად ბოროტი თვალებით უყურებდა გოგონას.
_ მაპატიე, მაგრამ არც შენ გაქვს უფლება მიყვირო _ წამოდგა და წარბები შეკრა.
_ მეორედ აქ შემოსვლა არ გაბედო! _ თითქოს არ გაუგია, ისე გააგრძელა.
_ გავიგე, გავიგე _ ხმას არ აუწია, თუმცა გაღიზიანება შეეტყო ნინაკას _ მე უბრალოდ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი.
_ საერთოდ არ მოსულიყავი მაშინ. დაბლა ჩადი და გაერთე _ თვალები აატრიალა ბიჭმა.
_ არ მინდა _ იგივე გააკეთა ნინაკამ და ლუდის ქილის ძებნა დაიწყო.
_ მერე, რა ვქნა მე? შეგიფარო? _ ირონიულად გაუღიმა
_ ხო, თუნდაც _ ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, აქ დარჩენილიყო. ძალით გაუღიმა, წიგნების თაროს მიუახლოვდა და თვალები აენთო, როგორც კი თავისი საყვარელი წიგნების სახელები ამოიკითხა. ბუკოვსკის ქალები აიღო და ბიჭისკენ შებრუნდა.
_ შეიძლება? _ ჰკითხა თვალებანთებულს. _ კარგი, მადლობა _ მხრები აიჩეჩა და პასუხს აღარ დალოდებია, ისე ჩამოჯდა რბილ ხალიჩაზე.
_ გადი ოთახიდან
_ "ტკივილი უცნაური რამეა. კატა, რომელიც ჩიტს კლავს, ავტოკატასტროფა, ხანძარი... ბახ, და საიდანღაც ტკივილი დაგეცემა, ზედ გაზის და არ გიშვებს. ვერსად წაუხვალ, ხოლო გარეშე პირთათვის, სასაცილო ხდები. გეგონება უცბად იდიოტად იქეცი. ტკივილის წამალი არ არსებობს, თუ ისეთ ვინმეს არ იცნობ, რომელსაც ესმის, თუ როგორ გრძნობ თავს და იცის, რით შეუძლია შენი შველა." _ ახსენდება წიგნიდან და სიტვასიტყვით, ზუსტად ამბობს. უყვარს ეს წიგნი, მთელი თავისი სიბილწით და ბუკოვსკი, ბებერი ნაძ*ირალა, როგორც ყოველთვის.
_ მაკულატურაც კარგია _ ჩაილაპარაკა ბიჭმა.
_ ფოსტაც _ ამბობს ნინაკა.
_ ახლა გადი _ მაინც არ იშლის. გოგონას ეცინება და ფეხზე დგება, წიგნს აბრუნებს თავის ადგილას და იმედგაცრუებული მიდის კარებთან და გადის. არაფერი, არც ბოდიში, არც სახელი... ახლა შემდეგ კარებს აღებს და შეშდება. ისევ უნდა უკაცრავად იყვიროს, მაგრამ გამოსვლას ვეღარ ახერხებს. კარის სახელური იჭედება და სულ ტყუილად ექაჩება გასახსნელად.
_ მოიცა ლამაზო, დარჩი _ ნახევრად შიშველი უახლოვდება და ნინაკა ამჯერად უფრო ძლიერად ცდილობს სახელური ჩამოსწიოს.
_ გახსენი რა _ არ იმჩნევს, რომ ბიჭის ეშინია და გვერდით დგება. ამაზრზენი ღიმილი ეხატება ბიჭს სახეზე და ნინაკამ ლამის შეაფურთხოს.
_ გავერთოთ? _ მის სუნთქვას გრძნობს ყელთან. გააზრებას ვერ ახერხებს, ისე კოცნის ყელში და ენით ასველებს. პირველი, რაც აფიქრდება კივილია და მერე ხვდება, რომ ამ სართულზე არავინაა, ვინც დასახმარებლად შემოვა.
_ კარგი რა _ ამბობს და ტუჩებისკენ მოიწევს _ არ გაიქცე, ისიამოვნებ _ მაგრად უჭერს ხელებს და ჯანდაბა, ძალიან ძლიერია. სამამდე იწყებს დათვლას და ფეხის ამორტყმას აპირებს, კარი რომ იღება და ნაცნობ სახეს ხედავს.
_ ზუკა, გადი მაცადე რა _ უყვირის და უფრო მეტად უჭერს მაჯებზე.
_ ხმადაბლა იყავით, ნუ აკივლებ _ ნინაკა საშინლად გააოცა მისმა ნათქვამმა. ორივეს გაეცინათ, მხოლოდ გოგონას აემღვრა თვალები და სწრაფად დაარტყა ფეხი, მერე ხელები გააშვებინა და სახეში უთავაზა. უკვე ნიკაპი უკანკალებდა და მოწოლილი ბოღმისგან უნდოდა ეკივლა.
_ გამატარე _ მაინც მშვიდი, თუმცა მტკიცე ხმით უთხრა კარებში მდგომს.
_ მოიცადე, სად მიდიხარ
_ რაში განაღვლებს? _ უხეშად ჰკითხა. უკან კვნესის ხმა გაიგო, როგორც სჩანს იმ ბიჭს ძალიან ატკინა.
_ რომ გეკითხები, ანუ მანაღვლებს.
_ დამანებე თავი და გამატარე _ არ უნდოდა აქ და ახლა ჩხუბი და უბრალოდ წასვლაზე ფიქრობდა.
_ რატომ ბრაზდები? _ შეწუხდა ზუკაც.
_ ვერ ხვდები?!
_ ვერა და მითხარი აბა
_ აქ მტოვებდი და იდიოტურად იხუმრე, არც აპირებდი ჩემს დახმარებას. ოთახიდან გამომაგდე და საერთოდ შენს გამო მოვხვდი აქ _ თვალები დაახამხამა რომ არ ეტირა. პირველად იყო ასეთ სიტუაციაში და ძალიან ცუდად გრძნობდა თავს.
_ კარგი, წამოდი, არაუშავს _ ფრთხილად შეეხო ბიჭი და ნინაკამ, რომელიც ძალიან დაღლილი იყო, ბევრი აღარ იყვირა და უკან გაყვა. ისევ მის ოთახში შევიდნენ.
_ ქვემოთ დიდი არეულობაა, თუ გინდა დარჩი აქ და დაიძინე. ნუ, დავიძინოთ _ თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა _ ოღონდ იცოდე, არავის ვტოვებ ჩემს ოთახში... და თან მეც მინდა ძილი. ასე რომ...
_ შენთან ერთად? _ თვალები გაუფართოვდა ნინაკას.
_ ძირს დაწექი მაშინ _ მაშინვე უხეში გახდა.
_ არა, იყოს _ სწრაფად გაიხადა ფეხსაცმელი და საწოლში შეძვრა. თითქოს აცივდა და ოთხად მოკეცილს ძალიან ესიამოვნა, ზუკამ თხელი, თუმცა მაინც თბილი საბანი რომ დააფარა და თვითონაც დაწვა. მერე თვალებდახუჭული ორმოცი ცხვარი დაითვალა და ჩაეძინა. ჩაეძინა, მაგრამ არ იცოდა რომ ბიჭს ეხვეოდა და ზუკას თავი მის თმებში, ხოლო თვითონ ბიჭის ყელში ჩაერგო თავი.

-------

მოკლედ, ვაი ნოთ? ვცდი რა.



№1 სტუმარი იისფერი თოვლი

როგორც ყოველთვის...
ძალიან კარგი ხარ
რომეო და ჯულიეტა
ოოო
როგორ არ მევასება.

ნეტავ იცოდე როგორ მესიამოვნა წაკითხვისას ჩემი საყვარელი მწერლის საყვარელი წიგნები რომ ამოვიცანი, ოოოო ეგ გარყვნილი.


კარგი ხარ
ძალიან კარგი
ასე გააგრძელე

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ეს შენ იყავი ?
შენსას ვკითხულობდი ?
რატომ დამებადა ეს კითხვები?
მაგრამ მოვიდნენ და დაწერეს თითებმა, არვიცი ვერაფერს ვამბობ
შემდეგ თავს წავიკითხავ,მაინტერესებს რახდება

 


№3  offline წევრი ვალენტინა

შოკი გოგოხარშენ მალედადე არგვალოდინო

 


№4 სტუმარი გვანცა))

როგორც ყოველთვის საუკეთესო ❤

 


№5  offline წევრი M^d G1rl

მდააჰ არაფერს არვამბობ
ველოდები შემდეგ თავს

 


№6 სტუმარი Rrr

Sheidlzeba fb davdo

 


№7  offline მოდერი Eleniko13

Rrr
Sheidlzeba fb davdo

ნუ, წყაროს თუ მიუწერ:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8 სტუმარი cinikosi

სინამდვილეში კი მეორე დილით ეს ბიჭი უყვება ყველას თუ როგორ ეძინათ ერთად და რა გიჟური ღამე ქონდათ :) სისულელეა რეებზე ფიქრობთ ხალხო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent