შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯიშკარიანის წესები (თავი 9)


28-11-2016, 02:40
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 4 610

მე და სალომე საწოლში ვიწექით და თან ცოტ-ცოტას ვსვამდით. ბათუმი არც თუ ისე თბილი ყოფილა, საღამოობით. დილით თუ კარგი ამინდი იყო, საღამოთი ისე დაუბერავდა, კოჭებიდან მუხლებამდე ისეთ კანკალს აგატეხინებდა, ვერაფრით გაჩერდებოდი. ცივი ბათუმის საღამო არაფერ შუაშია ჩვენს ლოთობასთან, მაგრამ ცოვის ჩადენა მიზეზით უფრო მარტივია. ორი გალეშილი ვეგდეთ საწოლზე, არ გვეძინებოდა, ბიჭები კი გვერდით ოთახში იყვნენ და ძალიან ტკბილათ ეძინათ.
- ეხა დადუ კი არა მე უნდა ვიწვე იმის გვერდით!
პროტესტით წამოვდექი და თავბრუდახვეული ისევ საწოლზე დავემხე, არც თუ ისე გრაციოზულად. სალომეს ისტერიულად ეცინებოდა ყველაფერზე. საერთოდ, ყველაფერზე.
- შენ არ მეტყვი რა ხდება დათოს და შენს შორის?
- არ გვეტყობა?
- გიყვარს?
- არა.
გაკვირვებულმა გავხედე სალომეს, რომელსაც სახე დაუსერიოზულდა და აღარ ხით-ხითებდა.
- ფუ ჯანდაბა... მიყვარს აბა არ მიყვარს.
- ეჰ არაუშავს, ერთ ნავში ვართ.
- არადა, არ მინდა მიყვარდეს...
ზედმეტი სიტყვების გარეშე მესმოდა სალომესი. არასდროს მჯეროდა, როცა იძახდნენ: ადამიანი ვერ აირჩევს ვინ შეუყვარდებაო. არც მე მინდოდა ალექსანდრეს შეყვარება, ვიცოდი რა საშიში და ზედმეტად აზიატი ტიპი იყო, ასეთები მეზიზღებიან იდეაში. იდეაში იმდენი რაღაც მოგვდის თავში, მაგრამ როცა სიყვარული ხდება, მანდ ყველაფერი თავდაყირა დგება. აი როდესაც მთვარი ხარ, ეგ არეულობა უფრო დამაბნეველი ხდება და სულ ბოლოს ყველაფერი გავიწყდება: სახელი, ადგილი, დრო, გარემოება. გამახსოვრდება მისი სუნი, კანის ფერი, ისეთი ხორბილსფერი, თითქოს ყოველ დილა მზე კოცნიდა მის სხეულს, ტატუების შეგრძნება თითების ქვეშ და როგორი გლუვია მისი შავი ღუზები. ტუჩის შეხება ტუჩზე, და არა მხოლოდ ტუჩზე, მკერდის შეხება მკერდზე და ხელი, რომელიც გემრიელად მოიქცევს ჩემს წელს მის გემოზე და მიმიკრავს ახლოს. ჯანდაბა, ეს სიყვარული რა ტოქსიკურია, ვერაფერზე ფიქრობ მის გარდა.
- ალექსანდრეს დასდევენ, იცი?
- ჰა?
სადღაც სამი ჭიქა არყის სიმთვრალე მომაკლდა და ცოტა გამოვფხიზლდი.
- ეხა მოგიყვები ძალიან გრძელ ისტორიას, დადუსგან გავიგე და იცოდე პანიკების გარეშე მისმინე, მერე ნახე შენ ერთ ნავში ვართ თუ ერთ გემში...
- გისმენ...
- მოკლედ...
სალომე გემრიელად მოკალათდა საწოლზე, ფეხები გადააჯვარედინა და დაიწყო მოყოლა. მისი მანერა საკმაოდ უჩვეულო იყო, ეტყობოდა რომ ეს მონაყოლი, უბრალოდ საჭორაო თემა და სასაცილო მონაკვეთი არ იყო, ალექსანდრეს ცხოვრებიდან.
- ალექსანდრე რუსეთიდან ჩამოვიდა, როგორც კი დედა გარდაეცვალა. დადუ და ეგ ბავშვობაში ძმაკაცობდნენ, როცა თბილისში ცხოვრობდა მეზობლები იყვნენ და ისევ დაახლოვდნენ რამდენიმე წლის წინ. შენი ბიჭი აქ ტყუილა არ ჩამოსულა, ისე, დასასვენებლად, არც სამშობლოს მონატრებამ ძლია. აქ ჩამოვიდა საქმეზე, ნუ დადუ ესე მეუბნება, მაგრამ მე რისი სალომე ვარ, რომ არ გამერკვია რატომ ჩამოვიდა ჯიშკარიანი თბილისსში. მოკლედ. ერთი ლექტორია ჩემი, ალექსანდრეს კლასელი იყო...
- მოიცა შენი ლექტორი ალექსანდრეს კლასელი?! ეს ჯიშკარიანი 80 წლისაა?!
- უიმე ნინა, ახალგაზრდა ლექტორია 27-28 წლისაა. რადროს ეგ არის?
ბოდიშის ნიშნად ხელები ავიფარე პირზე და ვაცადე სალომეს დაესრულებინა ისტორიის მოყოლა.
- ხოდა, იმან მითხრა, რომ მამასი მანქანაში ააფეთქესო რა, მოკლესო, მაგრამ მაგ მანქანაში იცი ვინ იჯდა? ჯიშკარიანის პატარა და, ლიზა. მაშინ ისეთი პატარა ყოფილა, ბაღიდან გამოყავდა და...ვიღაცებმა ააფეთქეს. ეს ტრაგედია დედამისმა ვერ გადაიტანა და ლოგინად ჩავარდა, დიდი ხანი ვეღარ იცოცხლა ... ნინა?
გაშტერებული ვუყურებდი სალომეს და მივხვდი, რამდენად მძიმე ღუზები ქაჩავდნენ ალექსანდრეს სიბნელეში, მარტოობასა და სისხლში, რამდენი ხელი ეჭიდებოდა და რამდენი გზა მიდიოდა ქუჩისა და ტკივილისკენ. რა გასაკვირია, ასეთი ცხოვრებით რომ ცხოვრობს, აბა ყველაფერს დაივიწყებდა და ბიზნესმენი ან ადვოკატი გამოვიდოდა? სისულელეა, სვანური ჯიში და ხასიათი სისხლისკენ უბიძგებდა. ჯიშკარიანს სისხლი წყუროდა და მე ვიჯექი, ბათუმის სასტუმროს ბინაში, მთვრალი, საწოლზე გაშეშებული და მენანებოდა, მენანებოდა ჩემი ჯიშკარიანი ამდენი დარდისთვის.
- ჰო გისმენ..
- მოკლედ, ალექსანდრე როგორც კი წამოიზარდა და უფროსების პატივისცემა დაიმსახურა, დააყენა იქ საკითხი, რომ მამაჩემის და ჩემი დის მკვლელი უნდა ვიპოვოო და სისხლი უნდა ავიღოო. იქ ვინც იყო, ავტორიტეტი მხარი დაუჭირა, მაგრამ ერთი პირობით, რომ სწორ კვალზე დააყენებდა, მაგრამ ქილერებით და დაქირავებებით არ მოგვარდებოდა საქმე და თვითონ ჯიშკარიანს უნდა აეღო სისხლი საკუთარი ოჯახის გულისთვის. აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ მკვლელი ვინც არის, ის აქ იმალება თურმე, მთავრობის ფრთის ქვეშ არის შეფარებული და მთელი ამბებია რა, თბილისი თავდაყირა დადგა, კრიმინალური ავტორიტეტი, სვანი და გიჟი ჯიშკარიანი ერთ მხარეს და მეორე მხარეს საქართველოს საპატრულო, შინაგან საქმეთა და ყველას საქმეთა სამინისტროები და სამსახურები. ყველა ცდილობს ხელი ააღებინოს შურისძიებაზე, მარა ამაოდ.
- დავითი? დავითმა მაინც უთხრას, სხვისი მკვლელობით ვერც მამას გააცოცხლებს და ვერც დას... და ჰყოლია... მეორე ჯიშკარიანი, ოღონდ გოგო.
ჩემს ფიქრებში გადავეშვი და წარმოვიდგინე დიდრონი ცისფერთვალ-მოელვარე გოგონა, მამიკოს ბაღიდან რომ გამოჰყავდა და სახლში დედა და უფროსი ძმა რომ ელოდებოდნენ. ეს ერთი შეხედვით ჩანს, გულს რომ გაგითბობს, ისეთი სურათი. სინამდვილეში გოგონას ცისფერი თვალები და კულუკა თმები ალში იყო გახვეული. ცეცხლმა დაწვა და გააცამტვერა ჯიშკარიანების ოჯახი და ეს ერთი, ღუზებით დატვირთული ბიჭი, ამხელა ჯვარს დაათრევს ზურგზე.
- ნინა, აბსურდია, დავითი პირიქით ეხმარება. მე რომ ამაფეთქონ ეხლა შენ რ---
- ყელს გამოვჭრი და დავწვავ კოცონზე.. რა თქმა უნდა!
- ხოდა ზუსტად იგივეს ცდილობს ალექსანდრეც, რა ადანაშაულებ რამეში?
- ვერა.
- აბა მკვლელი რომ არის, პოტენციური, ეგ გაშინებს?
- ჰაჰ. იცი რა მაშინებს? ის მაშინებს რომ არ მაშინებს ეგ.
- ჰა?
- მეშინია იმის, რომ არ მეშინია მისი. საკუთარი უშიშარობის მეშინია, ვნერვიულობ იმაზე, რომ კარგად იყოს, არაფერი დაუშავდეს, თორე სიმართლე გითხრა, იმდენად გაგიჟებული ვარ მასზე, რომ ... მე არაფერი აღარ მეშველება.
სალომეს აღარ გაუგრძელებია ლაპარაკი და ჩუმად იჯდა, მე მიყურებდა თან ხელებს ნერვულად ათამაშებდა. უკვე ძალიან გვიანი ღამე იყო, შავი კუპრივით თმები სახეზე გადაფარვოდა სალის და თვალები ეხუჭებოდა. ჩუმად ავდექი და სააბაზანოში შევედი. თბილ წყალში ვიბანავე, ასეთ მთვრალს გული რომ არ გამსკდომოდა ცხელი წყლისგან და როდესაც ოთახში შემოვედი, სალომე დაძინებული დამხვდა. სველი თმა სამაგრით ავიწიე და პლედი გადავაფარე მძინარე მთვრალ მზეთუნახავს.
თავიდან არ ამომდიოდა ჯიშკარიანების ოჯახის ტრაგედია და მათი ერთადერთი მემკვიდრის და ტვირთის მატარებელი ალექსანდრეს ტკივილი. ჩემი ალექსანდრე, რა მძიმე ტვირთს ეზიდება, სული როგორი დამძიმებული ჰქონია და ამ დროს ჩემი სიყვარულისთვის მაინც გამონახა დრო. ჯერ კიდევ შეზარხოშებული ვიყავი და უცებ, ისე მომინდა ალექსანდრესთან ყოფნა, რომ პირდაპირ პიჟამოთი შევიპარე ბიჭების ოთახში.
- დადუუ...
ჩურჩულით გავაღვიძე დაბნეული დავითი.
- აქ მე უნდა ვიწვე და შენ კიდევ, იქით უნდა იწვე. გაიგე?
უცნაურად შემომხედა ახლად გაღვიძებულმა და მე თავხედურად სულ ხელის მიყოლებით გავაგდე ოთახიდან. ალექსანდრეს ბავშვივით ეძინა, ალბათ გვიანობამდე ვერ ჩაიძინა, წარბები შეჭმუხნული ჰქონდა და ბალიშის ქვეშ რაღაც მეტალისფერი ელავდა. მზეც ამოდიოდა ნელ-ნელა და მე ხან იარაღს ვუყურებდი, რომელიც მაცდურად მიცქერდა ბალიშის ქვეშიდან და ხან ალექსანდრეს გავხედავდი. ხელი შიშველ ზურგზე გადავუსვი და უცებ თავი წამოყო, უხეშად მომკიდა ხელი და კინაღამ გადამაგდო საწოლიდან.
- ალექს, რა გჭირს?!
- ნინა...
ცისფერი დაბნეული თვალები პირდაპირ სულში მიყურებდნენ, თითქოს მათაც ვენატრებოდი, ისე როგორც მე.
კოცნა დამიწყო საშინელი, ხელს არ მიშვებდა და ტანსაცმელი პირდაპირ შემომაგლიჯა ტანიდან, მთელი სხეული დამიკოცნა და მაისური გაიძრო, პირდაპირ ძირს მოისროლა. ვცდილობდი კვნესა შემეკავებინა, არ მინდოდა ხმა გასულიყო, მაგრამ ჯიშკაიანმა ჩუმად სიყვარული არ იცოდა, არც წყნარი იყო, არც ნაზი. ველურობის და ძალის წინააღმდეგი არც მე ვყოფილვარ და რაღაც განსაკუთრებულად კარგი ღამე გავატარეთ ერთად.
უკვე თენდებოდა, საცვლებისკენ რომ წავიღე ხელი.
- დაიძინე შიშველმა, არ შეგჭამ.
- ვინმე რომ შემოვიდეს, დათო? სალომე? ვირბინოთ ესე ტიტვლებმა? ჩაიცვი შენც.
მობეზრებული სახით ადგა და სულ ჯუჯშუნით ამოიცვა შარვალი და საწოლზე დაემხო, ძალიან მაგრად ჩამიხუტა და თავი მკერდზე დამადო, წამებში ისე ბავშვივით ჩაეძინა, თითქოს ჩემი მოსვლა სჭირდებოდა, მშვიდად ყოფნისთვის. თავზე ვეფერებოდი, ხელს რიტმულად ვუსვამდი და თან ჩვენს მომავალზე ვფიქრობდი, რამენაირად უნდა დამევიწყებინა მისთვის ყველაფერი რაც მოხდა და ახლიდან, ახალ ფურცელზე უნდა დაგვეწყო ცხოვრება, თორე ასე ჩვენი ბედნიერება მის შურიძიებას შეეწირებოდა და ამით ბედნიერი ვერავინ გახდებოდა. მაგრამ როგორ გინდა, მამა და და მოუკლეს და შეეშვითქო, როგორ ვუთხრა?! დავიწყებით ვერ დაივიწყებს, ვერც თავს დაანებებს მკვლელს და მის დევნაში ვერ ვიცხოვრებთ, ვერც აქაურობას მოვშორდები, მამას მარტო ვერ დავტოვებ.
კარის სახელურის გამოძრავებამ გამომაფხიზლა ჩემი ფიქრებიდან. ვიღაც ძალიან ნელა ცდილობდა გაეღო კარები, სულ ოდნავ , პატარა მოძრაობებით ჩამოიწია სახელური და ჩემი ხელი ბალიშის ქვეშ დამალული იარაღისკენ წავიდა. კარი ოდნავ შეიღო და მე მაშინვე, შიშისგან თვალები დავხუჭე და თავი მოვიმძინარე, ამ დროს კი იარაღს და ალექსანდრეს თავს ვებღაუჭებოდი გამწარებით, თვალები ისევ გავახილე, და ოდნავ შეღებულ კარში დავინახე პირზე ბენდენა აფარებული სილუეტი, მან ხელი ოთახში შემოყო, ქვემოდან ზემოთ აიშვირა და დავინახე, რომ მარტო მე არ ვიყავი ვისაც იარაღი ეჭირა. ჩემი ხელიც ავტომატურად ამოძვრა ბალიშის ქვეშიდან და კარისკენ დაუფიქრებლად მივმართე მიზანი, თითი სასხლეტს მანამ გამოვკარი, სულ 1 წამით ადრე გავიგე გასროლის ხმა. 1 წამში ორი ტყვია გავარდა. ერთი ჩემგან, ერთი მისგან. სილუეტი მოწყვეტით დაეცა სალომესა და დავითის კართან.
ხმაზე ალექსანდრეს გაეღვიძა და რაღაცნაირად მიყურებდა, ვერ მივხვდი რა მოხდა, სულ წამებში ოთახში იყო ყველა, სალიც, დავითიც და ალექსანდრეც. პანიკა დატრიალდა, მაგრამ რატომღაც ყურებში არაფერი მესმოდა. ვხედავდი მათი პირები მოძრაობდნენ, მე კი მხოლოდ წუილი მესმოდა, გამაყრუებელი ხმა, რომელსაც ვერავინ ვერ ფარავდა. გარშემომყოფების თვალები მე არ მიყურებდნენ, სადღაც ჩემს ქვემოთ იყურებოდნენ. ალექსანდრე ცალი ხელით მეფერებოდა, მეორე ხელი კი მუცელზე დამაჭირა, ძალიან მტკიოდა, ასე ძლიერად რატომ მიჭერდა? ხელი სისხლიანი რატომ ჰქონდა?
ძილი მომერია, ძალიან მინდოდა თვალების დახუჭვა და დასვენება, არ უნდა გამეთენებინა მთელი ღამე სმაში, ამ ლოთ სალომესთან ერთად, ახლა ისე მეძინება, არადა რადროს ძილია. თვალები დავახამხამე და ამ დროს დავითი მომიახლოვდა, ისეთი სილა გამაწნა, დახშული ყურები მაშინვე გამეხსნა და მესმოდა უკვე ყველას ხმა.
სალომე იდგა და ტიროდა, თავზე მედგა და ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არაფერი ამოსდიოდა პირიდან. ალექსანდრე ხან მისმინეო, ხან შემომხედეო, მეუბნებოდა. დავითმა სადღაც დარეკა, ვიღაცას ელაპარაკებოდა, უცებ ალექსმა ხელში ამიტაცა და მე... მე ძალიან მეძინებოდა.

თვალები ნელ-ნელა მეხილებოდა, თითქმის ვერ ვგრძნობდი ჩემს სხეულს, მაგრამ როგორც კი თავი გავამოძრავე, ელვისებური სისწრაფით გამირბინა სხეულში ტკივილმა, ყველაზე მეტად მუცელი მტკიოდა. ერთად გამახსენდა ყველაფერი. ვიღაც მოვკალი, მე მგონი დამჭრეს.
- ნინა!
ალექსანდრე ხელზე მეფერებოდა და ტიროდა, ტიროდა ცხარე ცრემლებით, ცისფერი თვალები სულ ჩაწითლებოდა და ხელებს მიკოცნიდა.
დიდხანს მეფერა, გადამარჩინეო, ასე მითხრა, ჩემი ანგელოზი აღმოჩნდიო. ძალიან ბევრჯერ მაკოცა. ხელები უკანკალებდა. მიმოვიხედე და რაღაც საავადმყოფოს არ გავდა, ეს ადგილი.
- სად..ვარ?
- ჩემი მეგობარია ერთი, გაბრო, იმას ჰყავს ერთი ექიმი და იმასთან მოგიყვანე. თბილისში ვართ. ნინა მისმინე და მისმინე ძალიან კარგად. შენზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა და აღარც იქნება არასდროს. ერთადერთი სინათლე იყავი, რომელიც არც კი მეგონა თუ არსებობდა ამ დამპალ სამყაროში, ანგელოზი ხარ მართლა, გარეგნულადაც საოცარი ხარ და თურმე, სიყვარული შეგიძლია არაამქვეყნიური. შენ მე გადამარჩინე და ძალა მომეცი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა, ტყვია, რომელიც მე შუბლში უნდა მომხვედროდა შენ აიღე და... შენ ჩაგაგდე საფრთხეში გესმის? ერთადერთი, რაც მეძვირფასება და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ნინაა, ჩემი ნინა. სისხლი მიყივის და მე ვერ ვეშვები ამ ცხოვრებას, საქმე მაქვს დასამთავრებელი, მაგრამ შენ ვერ გაგრევ, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ რომ მეორეჯერ ჩემს გამო საფრთხეში აღმოჩნდა. მე უნდა წავიდე, ნინა, მაგრამ იცოდე რომ არ მიმიტოვებიხარ, პირიქით, მინდა რომ გადაგარჩინო, ჩემგან და ჩემნაირებისგან დაგიცვა, მინდა. მაპატიე, რომ გამოგეკიდე იმ დღეს, შუქნიშანზე რომ არ გადაგატარე ეგეც მაპატიე. ჩემნაირი ტიპი რომ შეგიყვარდა, თავი რომ შეგაყვარე ეგეც მაპატიე. არ მინდა გეზიზღებოდა, ნინა, მაგრამ ჩემთვის მთავარია უსაფრთხოდ იყო, ბედნიერება თავისით მოვა, პატარა გოგო ხარ, წინ გაქვს ყველაფერი. 28 წელი ისე ვიცხოვრე, სიტყვა არ გამიტეხია, ფიცი დავდე, ჩემი იქნებითქო... გიშვებ ნინა, გეხვეწები ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ შენთან. თავს მოუარე და ბედნიერება იპოვე. ჩემნარი ნაგვებზე დროს ნუ დახარჯავ.
ტუჩებზე მაკოცა და გაბრუებულს, ცრემლები მომწმინდა სახიდან. ყელში იმხელა ბურთი მქონდა გაჩხერილი, ხმას ვერ ვიღებდი. რა ძალაც მქონდა, ჩავეჭიდე და არ ვუშვებდი, მაგრამ ჯიშკარიანმა ნაზად მაკოცა, ხელი მომიდუნა და გამაშვებინა.
- მაპატიე.
- არ..წახვიდე ალექსანდრე!
წამოვიკნავლე, მაგრამ მგონი არც გაუგია, კარისკენ ისე წავიდა, უკან არ მოუხედავს.
- დაგელოდები, შენ ოღონდ დაბრუნდი
ნაბიჯი წინ აღარ გადაუდგამს, სულ პატარაზე მოაბრუნდა თავი, ბოლოჯერ გამომხედა და ჩასისხლიანებული, ცრემლმორეული თვალი ბოლოჯერ შემავლო, დანანებით ჩახარა თავი და კარი გაიკეტა.

ბოლოს წინა თავია, ან ბოლოს წინის წინა, მოკლედ 2 ღა დარჩა მაქსიმუმ



№1  offline წევრი karma

რა კარგი თავი იყო, ძალიან მომეწონა heart_eyes ალექსანდრე უსაყვარლესია... იმედი მაქვს რომ დააბრუნებ smile ვაიმე დღეს გამოცდა მაქვს და მე ამას ვკითხულობ არ ვარ ნორმალური...
მოკლედ წარმატებები მეც და შენც!!! smile
ძალიან კარგი ხარ! kissing_heart

 


№2 სტუმარი Shore shore

Vaimeee ar daashoro ra kargi tavi iko vinerviule zaluan

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ოოო დაგედო ბარემ ბოლომდე რა მაინც აგვიანებ.

 


№4  offline წევრი ანაკო

aii sagool vinerviule bevri imenna xeci xar

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mმმმ ვაიმეეეე :( ცუდატტ არრ დამტავრო გტხოვვ :( :*

 


№6 სტუმარი mia

ვაიმეე :( ძალიან მაგარიაააა ძალიაან ! ერტი სული მაქ მომდევნო როდის დაიდება :( <3

 


№7 სტუმარი Guest ნინა

ჰაფი ენდი მინდა მეეე რაარის ეს ჯერ ვიცინე მერე ვიტირე საოცრებაა ეს ბიჭი საოცრება ხარ შენ!!!!!!!!!!!!

 


№8  offline წევრი Beatrixkiddo

karma
რა კარგი თავი იყო, ძალიან მომეწონა heart_eyes ალექსანდრე უსაყვარლესია... იმედი მაქვს რომ დააბრუნებ smile ვაიმე დღეს გამოცდა მაქვს და მე ამას ვკითხულობ არ ვარ ნორმალური...
მოკლედ წარმატებები მეც და შენც!!! smile
ძალიან კარგი ხარ! kissing_heart

წარმატებები შენ, აბა შენ იცი, მესმის რა ცუდი რამეა გამოცდები, იმედია კარგად ჩააბარებ!
mia
ვაიმეე :( ძალიან მაგარიაააა ძალიაან ! ერტი სული მაქ მომდევნო როდის დაიდება :( <3

დიდი მადლობა <3 დავდებ როცა შევძლებ!
Guest ნინა
ჰაფი ენდი მინდა მეეე რაარის ეს ჯერ ვიცინე მერე ვიტირე საოცრებაა ეს ბიჭი საოცრება ხარ შენ!!!!!!!!!!!!

უღრმესი მადლობა!
ანაკო
aii sagool vinerviule bevri imenna xeci xar

ხეცური მადლობა !

 


№9  offline წევრი კოკი

ვაიმეეე რაკაიიი იყოოოოო რ მაგარიიიი ხარრრრრრ ....გელოდებიიიმოუტმენლადდდდდდდ ... დააა ბანდიტი და მეს ველოდებიიი კიდევვვ აუცილებლადდდდდ <3

 


№10  offline წევრი Beatrixkiddo

კოკი
ვაიმეეე რაკაიიი იყოოოოო რ მაგარიიიი ხარრრრრრ ....გელოდებიიიმოუტმენლადდდდდდდ ... დააა ბანდიტი და მეს ველოდებიიი კიდევვვ აუცილებლადდდდდ <3

ვფიქრობ, გაგრძელებას, სხვათაშორის! :)) დიდი მადლობა კოკი

 


№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ დააბრუნე ბოლოს ალექსანდრე რა... ჰეფი ენდი მინდა მე.... ალექსანდრე ყველაზე მაგარი ბიჭია და ყველაფერს უნდა გაუძლოს ნინას გამო ყველაფერი უნდა გადაიტანოს და დაუბრუნდეს უმდა გააბედნიეროს ნინა სხვა გზა არ აქვს...

 


№12 სტუმარი uhuu

Auu rogor momcoooons
Xo gvkitxe shen da naxevarze metmaa happy end isurva chemi chatvlit da ar ginda es tragediaa gtxooov ra

 


№13 სტუმარი Anna

ეს რა იყო ცუდად ვარ :ო

 


№14  offline წევრი ვალენტინა

რატომღაც მგონია რომ ამ ისტორიას კარგი დასასრული არ უწერია , გამიხარდება თუ კარგად დაამთავრება და ჰეფი ენდი იქნება, ძალიან მომწონს ეს ისტორია და მომწონხარ შენც სოუ თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია დასასრული დამიჯერე ტრაგიკული დასასრული უფრო ბანალურია უკვე ვიდრე ბედნიერი. წარმატებებიშენ♥

 


№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყოჩაღ ნინას.იმედია არ დააცილებ ამათ ერთმანეთს
--------------------
ლანა

 


№16 სტუმარი matata

მეგონა გადაგვაგდე და აღარ დადებდი

 


№17  offline წევრი nini :)

amden xans agar gawelooo... da agar gvalodinooo... kargi iyooo... happy end mindaaa... imedia ertad iqnebian... amdeni gtxovt rom happy end dawero magram istoria shenia rogorsac ginda isets dawer... sheni gadaswyvetiaaa.... mokled dzaaaliaaaaan momwens da velodebi shemdeg tavs.... maleeeeee
daaa

male daaaadeeee da ar gvalodino didi xanii

 


№18 სტუმარი A

Yvela tavi ertad wavikitxe umagresia gtxov male daagrdzele dzalian agar daagviano ra. Martla maiinteresebs da tan hepi endi minda mme. Xo kide banditi da mec gamagrdze ra nu datoveb ise dzalian momewona da dzaliann minda sauketeso dasasruli

 


№19  offline აქტიური მკითხველი select

აიი რა საყვარლები არიან რაა როგორი ძლიერია ნინა და იმედი მაქ გაუძლებს უალექსანდროობას
იმედია დააბრუნებ ალექს და გააბედნიერებ მატთ მიყვარს მე ჰეფი ენდები და რა ვქნა
ამ ისტორიას არ შეეფერება ცუდი დასასრული ყველა ასე წერს თან და მომბეზრდა
დაამთავრე რა შენ მაინც კარგად გააბედნიერე ესენი სალომეც და "ჩემი ძმაც " joy
და გამაბედნიერე მეც აბა შენ იცი

 


№20  offline წევრი Beatrixkiddo

A
Yvela tavi ertad wavikitxe umagresia gtxov male daagrdzele dzalian agar daagviano ra. Martla maiinteresebs da tan hepi endi minda mme. Xo kide banditi da mec gamagrdze ra nu datoveb ise dzalian momewona da dzaliann minda sauketeso dasasruli

select
აიი რა საყვარლები არიან რაა როგორი ძლიერია ნინა და იმედი მაქ გაუძლებს უალექსანდროობას
იმედია დააბრუნებ ალექს და გააბედნიერებ მატთ მიყვარს მე ჰეფი ენდები და რა ვქნა
ამ ისტორიას არ შეეფერება ცუდი დასასრული ყველა ასე წერს თან და მომბეზრდა
დაამთავრე რა შენ მაინც კარგად გააბედნიერე ესენი სალომეც და "ჩემი ძმაც " joy
და გამაბედნიერე მეც აბა შენ იცი

აჰაჰაჰ როგორ მიხარია ესეთი კომენტარები, აუ ძალიან ვცდილობ მალე ვქნა, მარა უნივერსიტეტმა და სამსახურმა პირი შეკრეს, არ გაცდითო !! :((( დავდებ რაც შემიძლია მალე მეგობრებო !

 


№21 სტუმარი Guest მარიამი

აუ მალე დადე რა ძაან მაგარი ხარ და იცოდე ჰეფიენდი მინდა ცუდად არ დაამთავრო ♡♡♥♥♥

 


№22 სტუმარი Beatrixkido

ძალიან კარგია ოღონდ სწრაფად დადე

Beatrixkido
ძალიან კარგია ოღონდ სწრაფად დადე

 


№23  offline წევრი Beatrixkiddo

Beatrixkido
ძალიან კარგია ოღონდ სწრაფად დადე

Beatrixkido
ძალიან კარგია ოღონდ სწრაფად დადე

გაფიცებ სახელს :))))))) მალე დავდებ , კვირას იქნება მზად

 


№24 სტუმარი mariami

აუ კაია მაგრამ მალმალე დადე ხოლმე რა მაგარი ხარ ძაან <3 <3

 


№25  offline წევრი Beatrixkiddo

mariami
აუ კაია მაგრამ მალმალე დადე ხოლმე რა მაგარი ხარ ძაან <3 <3

უი, დავდე უკვე, გადამოწმებას გაივლის და წაიკითხე :))

 


№26  offline წევრი karma

აუ რით ვეღარ დადეს დავიტანჯეე disappointed როგორ მაინტერესებს...

 


№27  offline წევრი Beatrixkiddo

karma
აუ რით ვეღარ დადეს დავიტანჯეე disappointed როგორ მაინტერესებს...

Xo ravi kvela dades chemgarda...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent