მე,შენ და ცუდი ბიჭები (2)
კატერინა აზრზე ვერ მოვდივარ რა მოხდა,წამის მეასედში ვაცნობიერებ რომ ვიღაც იდიოტმა ჩემი ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე ლამის კიდევ უფრო დამიმოკლა,წამის მორე მეასედში კი ყველა სალანძღავ სიტყვას ვიხსენებ რაც კი ოდესმე მისწავლია. ახლა დამაცადე ვფიქრობ ჩემთვის და მძღოლის კარისკენ ვიღებ გეზს -შენ ნორმალური ხარ საერთოდ? გამომივიდა ესეც შუმახერი -ბატონოო? -მესმის ცინიკური ხმა,ამ ოხერი ფარების გამო სახეს კარგად ვერ ვარჩევ -შენ მართვის მოწმობა ვინ მოგცა ვაფშე? -ვყვირი ბოლო ხმაზე. ორ წამში ტარების მამა მიახლოვდება და მუქი თაფლისფერი თვალებით მაშტერდება. მხოლოდ ახლა ვაკვირდები მის სახეს წესიერად,რაიყო ჰოლივუდიდან გამოაგდეს? არ შეიძლება ერთდროულად ასეთი სიმპათიური და გამაღიზიანებელი იყო. რა დროს ამაზე ფიქრია,თავს ვაქნევ აზრზე რომ მოვიდე. -სიარულისას წინ უნდა იყურო ხოლმე -მოიცა შენი ჯაბახანით ტროტუარზე მოსიარულეს მეჯახებოდი და კიდე მე უნდა ვიყურო წინ? - M4-ია ისე ცნობისთვის -არსად დაგეკარგოს -ყოველთვის ასეთი მომაბეზრებელი ხარ თუ მარტო ხუთშაბათობით?-ჯანდაბა როგორ მინდა მაგ ცინიკურ სიფათში ერთი მაგრად ვლეწო. ჯიქურად მივშტერებივართ ერთმანეთს თვალებში და შესაბამის სიტყვებს ვეღარ ვპოულობ,უკვე პირს ვაღებ ბოდიშის მოხდა რომ მოვითხოვო, მაგრამ ლიკა მკლავში ხელს მკიდებს. -კატერინა წამო რა გთხოვ წავიდეთ-სახეზე მკვდრის ფერი ადევს,ჯანდაბა ლიკა სულ დამავიწყდა,შეიძლება რამე დაიშავა,წამში დაკვირვებით ავათვალიერე,ჯანმრთელი ჩანს, მაგრამ ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებს ჯობს წავყვე,ამ თავხედთან ჩხუბს აზრი მაინც არ აქვს,ლიკასკენ მივბრუნდი და წასასვლელად მოვემზადე რომ აწ უკვე ხსენებული თავხედის ხმა მესმის -ანუ ჩვენს დრამების დედოფალს კატერინა ქვია -იდიოტი-უკან არც მიმიხედავს ისე ჩავილაპარაკე -უკაცრავად? -ი დ ი ო ტ ი!-ვბრუნდები და გარკვევით ვუმარცვლავ -აბა აქ მოდი-ამბობს და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით მოდის -არ შემეხო!- ვუყვირი და ნაბიჯს უკან ვდგამ. მიახლოვდება და ჩემს წინ ჩერდება,ბოროტად მიღიმის და გააზრებასაც ვერ ვასწრებ ისე ავღმოვჩნდი ჰაერში. ჩანთა იქვე მივარდება. არ მჯერა,ამ ტყიურს ზურგე გადაკიდებული სადღაც მივყავარ -დამსვი ახლავე! დამსვი!-ვყვირი და ხელებს გამეტებით ვურტყამ ზურგზე. მესმის ლიკუნა როგორ მოგვდევს და გთხოვ დასვიო ეძახის,მაგრამ მის სახეს ვერ ვხედავ. -ნუ წიკვინებ და ფართხალს მორჩი! -მესმის ბრძანება პარკის შესასვლელს ვცნობ,ჯანდაბა, პარკში რატომ შევყავარ,უკვე პანიკაში ჩავარდნილი ვაგრძელებ ფართხალს. ახლა შველის თხოვნაზე გადავედი,შენც არ მომიკვდე არ გამოვარდეს ტარიელი ბუჩქებიდან და წამში არ გადამარჩინოს. ლიკას ხმაც აღარ მესმის,იმას რაღა დაემართა. ჭიშკარს რომ გავცდით შეგროვილ ხალხს ვამჩნევ, -დამეხმარეთ-ვყვირი ძალა გამოლეული,პასუხად ჯერ გაკვირვების გამომხატველი გაურკვეველი ხმები მესმის,ვგრძნობ თავისუფალი ხელით როგორ ანიშნა ამ არანორმალურა შეკრებილებს რაღაც ,პასუხად კი სიცილი და ყმუილის მსგავსი ხმები ჩამესმის. აბა რა,რა საჭიროა ჯელტმენობა გამოიჩინო და მხარზე შაქრის ტომარასავით გადაკიდულ გოგოს დაეხმარო,სულ გამოშტერდა ხო ეს ხალხი. ამ პარკს დაცვა არ ყავს? ვცდილობ მიმოვიხედო,სულიერის ნასახიც არაა. ამასობაში მისი უდიდებულესობა მძღოლების მეფე პარკში საკმაოდ ღრმად შედის და უკვე მართლა მეშინია. -ნაგავო! ველურო! იდიოტო! გამიშვი! უტვინო გაუთლელო ხეპრევ! დამსვი ახლავე! -ძალიან გაბრაზებული ჩანხარ,ცივი წყალი მოგიხდება ამ სიტყვების მნიშვნელობას სრულად მაშინ ვიაზრებ,როცა პარკის შუაგულში აუზთან ჩერდება. აქ დღისით ბევრჯერ მოვსულვართ მე და ლიკა და ბევრჯერ გვიწუწუნია საწყალ თევზებს ამ ბინძურ,მწვანე წყალში რატომ აცხოვრებენო. -აჰა ჩვენც მოვედით-შემოსძახა მხიარულად -არა,არა არ გააკეთო ეგ -შენ არ მითხარი ხელი გამიშვიო? -მე ხმელეთზე ვიგულისხმე-ვწივი გამწარებული -აბა შემახსენე,ორი წუთის წინ რა მიწოდე? -ხელი არ გამიშვა -გეკითხები რა მიწოდე თქო-ხმა უმკაცრდება -რომ გითხრა ჩამაგდებ-ვუჭრი მოკლედ და ფხუკუნი მესმის. რა ბედნიერებაა,ვიღაცას მაინც აქვს ჩვენ ორს შორის საქმე სასაცილოდ. -მთხოვე -რაა? -მთხოვე რომ არ ჩაგაგდო! ეს რა გაგიჟდა? მიდი კატო აირჩიე თავმოყვარეობა თუ მშრალი ტანსაცმელი. შედეგებს ვაანალიზებ, აქედან ჩვენს სახლამდე კიდევ შორია,ძალიან შორი,მეორეს მხრივ ზაფხულია,მაგრამ სველმა სად ვიტანტალო,ფუ ეს წყალი კიდე სუფთა მაინც იყოს.მაგრამ ამ გიჟს ხომ ვერ დავუწყებ ხვეწნას,ვერ მივართვი! -დიდხანს არ დაგელოდები-ფიქრებიდან გამომარკვია მკაცრად ნათქვამმა სიტყვებმა,თან იმიტაცია გააკეთა ვითომ მაგდებდა.რა სიამაყე რის სიამაყე,წამში მავიწყდება თავმოყვარეობა და განწირული ვყვირი -არა არ ჩამაგდო! -თხოვნა? -გ..გთხოვ-კბილებში გაბრაზებით გამოვცერი. იმედია მალე დამსვამს სისხლი უკვე თავში მაწვება, არაა თავდაყირა ყოფნა ნამდვილად არაა ჩემი სტიქია,როგორც იქნა წელზე ორივე ხელს მკიდებს და ძირს ფეხის დასადგმელად ვემზადები,უცებ ხელს მიშვებს და აუზისკენ მსუბუქად მბიძგულობს, ტყლუმპ და წყალში ვარ. არ მჯერა! ეს როგორ გამიკეთა -დამპალო! ნაგავო! ნაძირალავ! ხომ გთხოვე!-სიტყვებს თავს ძლივს ვუყრი.თმაზე ხავსის მსგავსი საზიზღრობები მაქვს გაჩხერილი -მე არ მითქვამს როცა მთხოვ არ ჩაგაგდებ თქო-მეუბნება მშვიდი ხმით,როგორ მინდა ეს თვითკმაყოფილი ღიმილი სახეზე შეაშრეს. ბალოტის სუნი მცემს,ასეთი დამცირებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. -ამიერიდან ჭკუას ისწავლი. გაწუწულ კნუტს გავხარ,იცი?-თითს ჩემსკენ იშვერს,ისევ ფხუკუნებს და წასასვლელად ბრუნდება -აქ მტოვებ? მარტო ვერ ამოვალ-ვეუბნები გასაცოდავებული სახით. ბრუნდება,სახეზე ყოყმანს ვატყობ. ფეხზე რაღაც მედება და მოულოდნელობისგან ვხტები. -ამომიყვანე - ხელებს ვიქნევ და ჩემს საფირმო „ლეკვის გამოხედვას“ ვაგებებ -ხო კარგი,დღეისთვის საკმარისი გაკვეთილი მიიღე-ჩემი სახის დანახვაზე ისევ იცინის და აუზთან წელში მოხრილი ხელს მიწვდის. ხელს ნაზად ვკიდებ,შემდეგ ვუჭერ და რაც ძალა მაქვს ჩემსკენ ვქაჩავ,ჰოპ და ისიც წყალშია. -ახლა ვინ მიიღო გაკვეთილი-ვყვირი მხიარულად და ვცდილობ ნაპირზე ავფორთხდე.მაისური ტანზე მეწებება,არც შორტები მაქვს უკეთეს მდგომარეობაში. ჯანდაბა ეს ვის გადავეყარე. -ამას განანებ-მესმის გესლიანი მუქარა. უკვე წყლიდან ამოდის. გამარჯვებულის ხმით ვიცინი და რაც ძალა მაქვს მეორე გასასვლელისკენ გავრბივარ. სასწრაფოდ ლიკა უნდა ვიპოვო და აქაურობას გავეცალოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.