შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში (დასასრული)


28-11-2016, 21:10
ავტორი padackles
ნანახია 2 137

***
-შეიძლება? -თავი შემოჰყო კარებში ემილიმ, მერე ტანიც გამოჩნდა და მის უკან ლუკასიც.
-ემი, ღმერთო ჩემო ლუკას, როგორ გაზრდილხარ? -იდაყვებით დაეყრდნო ალისია და საზურგეს მიეყრდნო. ვენაში გადასხმები ედგა და მკვეთრ მოძრაობას ვერ აკეთებდა.
-მშვენიერო. -ემილი სწრაფად გაჩნდა ალისიასთან და გადაეხვია. -როგორ ხარ? ხომ არაფერი გტკივა?
-კარგად ვარ ემილი, ყველაფერი რიგზეა. შენ მითხარი გავიგე პატარა გოგონა გეყოლება. -მუცელზე მოუსვა ხელი.
-მეც მაგას ვამბობ, დედიკო კი მეუბნება ჯერ არ ვიცითო. -ლუკასი საწოლზე აცოცდა და ალისიას გვერდით მიუწვა.
-ფრთხილად ლუკას, არაფერი ატკინო. -ბავშვი ისე მოათავსა ბენმა გადასხმას რომ არ შეხებოდა.
-თქვენ სიზმარი ხომ არ გინახავთ რომ გოგო მეყოლება. იქნებ ისიც მითხრათ როგორი იქნება? -დაინტერესდა ემილი.
-რატომაც არა. -დაიწყო ალისიამ. -ლუკასის მსგავსად ხუჭუჭი თმები ექნება-ნაზად გადაუსვა ხელი თმებზე - დედასავით კუპრივით შავი თმები და მამიკოსავით მწვანე თვალები.
-მომწონს ეგ ვარიანტი, თანახმა ვარ გოგო იყოს. -გამოესარჩლა ბენი.
-რამდენი კვირის ხარ?
-ჯერ პატარაა. თითქმის თერთმეტი კვირის.
-დღეს ლუკასის პედაგოგმა ლუკასის ნახატი მაჩვენა, უფლება არ მომცა თან წამომეღო, მაგრამ სურათი გადავუღე. -ტელეფონი ცხვირწინ მიუტანა ბენს.
-როგორ ფიქრობთ მგონი კარგი მხატვარი დადგებოდა ჩვენი შვილისგან. მგონი ანდრეის ნიჭი გამოჰყვა.
-არა მე ფეხბურთი მინდა -გაიბუსა ლუკასი.
-აქ მეც ვარ? -ტელეფონი ახლა ალისიას ხელში იყო.
-მეც მოვედი. -გამოიცანით სად ვიყავი. კარგი ნუ გაქვთ ასეთი სახეები უბრალოდ მინდოდა ინტრიგა ჩამომეგდო. ექიმთან ვიყავი, მითხრა რომ ორ დღეში სახლში გაგვწერს.
ეს იყო სიხარულისა და ბედნიერების წუთები. წარმოუდგენელი თავისუფლების გზისკენ მიმავალი დრო.
ალისიამ საპირფარეშოში გასვლა ითხოვა. ბენმა საწოლიდან გადმოიყვანა ბავშვი და ხელში აიყვანა, ალისიას ანდრეი დაეხმარა ადგომაში. გოგონამ როგორც კი ფეხები დადგა ძირს თავბრუ დაეხვა და თვალებში დაუბნელდა. ნაცრისფერი ბურუსი სუფევდა ირგვლივ, თავი ხელში აიყვანა, მაგრამ მუხლებში სისუსტე იგძნო, ჩაიკეცა და კანკალმა აიტანა. ანდრეიმ მაშინვე ხელში აიტაცა და საწოლში დააბრუნა.
მართლაც შემზარავი აღმოჩნდა ეს დარჩენილი ორი დღე, რომელიც საავადმყოფოში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში აღგზნებული და გაღიზიანებული იყო. გულის რევის შეგრძნება ყველგან თან სდევდა, საავადმყოფოს საჭმელს ძალიან ცუდად იტანდა. სიცივისგან ტანში ამტვრევდა და ხორკლები აყრიდა. ცდილობდა თავს მორეოდა და ესეც გულში ჩაეკლა სხვათა უბედურების მსგავსად.
-ფსიქოლოგს დავუკავშირდით შენს გამო. წარმატებული ექიმია. ავუხსენი რომ უნდა ვაჩვენო გოგონა რომელსაც დახმარება სჭირდება, თავი დააღწიოს ნარკოტიკზე ფიქრს. მოვუყევი რომ გვყავს ლამაზი და მოწყენილი გოგონა, რომელსაც სევდიანი თვალები აქვს. პირველი სამსახურიდან ოთხზე განთავისუფლდება და ამ დროს აქ იქნება. თქვენი ნებაა იქ მიაკითხავთ თუ აქ დაელოდებით.
-დაველოდებით. -გადაწყვეტით მაგრამ მაინც კითხვის დამსმელი თვალებით შეხედა ალისიას ანდრეიმ.
-კარგი. -დასთანხმდა ექიმი ოლივერი და ოთახი დატოვა.
-ჯერ პირველი საათიც არ არის. -საავადმყოფოსგან მობეზრებულმა თავი საზურგეს მიაყრდნო და უსიამოვნოდ შეიშმუშნა. უმოქმედობისგან გამწარებულმა თვალები მაგრად დახუჭა და არაფრის მოსმენა ისურვა. როგორც არასდროს ახლაც არ გრძნობდა თავს კომფორტულად, ყელში ჰქონდა ამოსული გაუთავებელი წვეთოვანები და მოუხერხებელი საწოლი რომელიც სინამდვილეში არც ისე მოუხერხებელი იყო. თუმცა ამ ყოველივეს დღეს სახლში გაწერის სიხარული უქარწ....ბდა და რაც უფრო მეტად ემატებოდა საათს წამი მით უფრო აღგზნებული უხდებოდა გული.
ფსიქოლოგთან საუბარმა ჩვეულებრივად ჩაიარა.
ფსიქოლოგთან საუბრის შემდეგ ალისია თითქმის მზად იყო, რამდენიმე ნივთის ჩალაგება და მშვიდობით საავადმყოფოვ.
თხუთმეტ წუთში ექიმი ოლივერი შემოვიდა ოთახში.
-პირველ რიგში ეს წამლები უნდა მიიღო. -რეცეპტი ანდრეის გაუწოდა, რომელზეც ორი თავი წამალი ეწერა. -სამი დღე უნდა დალიო. ექიმმა კლარამ თქვა რომ ლამაზი და ჭკვიანი გოგონა ხარ. რომ ყველაფერი წესრიგშია და მალე გამოჯანმრთელდები. მაგრამ დღეს აქ მოგიწევს დარჩენა.
-ისევ? -იკითხა უკმაყოფილოდ.
-კუჭი ჯერ კიდევ არ გაქვს მოწესრიგებული ამიტომ დღეს კიდევ დაგაკვირდებით.
ალისიამ უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და მზერა ფანჯარას სტყორცნა.
-ჭრილობას გიმუშავებენ?
-დიახ. ტომას ექიმი. -კვლავ უკმაყოფილო იყო მისი პასუხები.
-ე.ი შეხედეე.
-დიახ.
-მერე და სად არის აპლოდისმენტები? -გაეცინა ექიმს. ალისიასაც გაეცინა.
მან ოპერაციის ბოლოს პლასტიკური გაუკეთა და ალისიას პირობა მისცა რომ არაფერი არ დაამჩნდებოდა სახეზე.


-ხომ არაფერი გტკივა?
-შენს გვერდით ყოველთვის კარგად ვარ. -გაეცინა ალისიას და მხარზე თავი ჩამოადო.
-გვრიტებს ხომ არაფერი გაწუხებთ? -სარკეში გახედა ბენმა, უკანა სავარძელზე მსხდომ ცოლ-ქმარს და გზას გახედა.
-ყვავი რომ არ დაგვჩხაოდეს თავს, თორემ ისე არა გვიშავს.
-ის ყვავი გადააგდებს მამრ გვრიტს მანქანიდან.
-ნუ ყოყოჩობ ბრაიან.
-ანდრეი არაფერი აწყენინო ჩემს მაზლს. არ მოგცემ უფლებას რამე ცუდად უთხრა. შეურაწყოფები შენგან მივიღე გაცნობის დღიდან და არა ბენისგან.
-არაფერი. მე როგორც ამერიკაში იქცევიან ისე მოვიქეცი.
-და არა როგორც საქართველოში.
-რა ვიცოდი ამ ქართველ გოგონებს ბიჭების თუ გეშინოდათ.
-ამას შიშს ეძახი? -თქვა ალისიამ და ძალიან ინანა რადგან თვალწინ ქორწილის ღამე დაუდგა, რომელიც შიშის გამო ტანსაცმელებიანად მოუწიათ დაძინება.
-თავდაპირველად შენმა საქციელმა ძალიან გამაღიზიანა, ერთი თავს გასული, საკუთარი სილამაზე თავში ავარდნილი გოგონა მეგონე, მაგრამ მერე მივხვდი რომ შენნაირი არავინ არსებობს, თავმდაბალი და პატიოსანი.
-რაიმე განსხავებულს ეძებდი?
-არასოდეს მიძებნია.
ანდრეი ტყუილს ამბობს. იგი სინამდვილეში, გულის სიღრმეში ალბათ მექალთანეობა და გოგონების ასეთი სიყვარულის მიღმა სურვილი იმალებოდა ეპოვნა ის ერთადერთი რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებდა. შეიყვარებდა ისეთს როგორიც ალისია იყო, შეუყვარდებოდა ისეთი როგორი აუტანელიც თავად იყო.
-მაგრამ შენ გამოჩნდი, არაჩვეულებრივად განსაკუთრებული. -ხელის გულები სახეზე მოკიდა, ცხვირი ალისიას ცხვირს გაუსვა და შუბლზე აკოცა.
-ჩვენ ერთნაირები არ ვართ.
-რაა? რას გულისხმობ?
-შენ ძალიან სიმპატიური, ასეთი ცნობილი -ტუჩები მოკუმა და მზერა ანდრეის სხეულს მოავლო. ეს საშინელი კომპლექსი ვერა და ვერ მოიშორა მან. -მე კი შემომხედე.
-გიყურებ, გიყურებ და სწორედ ამიტომ ვარ აღფრთოვანებული შენით. თუმცა ამ ბოლო დროს სულ შენზე საუბრონებ, ცნობილი შენ უფრო ხარ. -ლოყაზე მოეფერა.
ალისიამ თავი ოდნავ იმავე მხარეს გადახარა საითაც სიმპატიური მამაკაცის ხელისგან ენით აღუწერელი სიმხურვალე მოდიოდა. მთელს ტანში გააჟრიალა.
-შენ ყველაზე ლამაზი, საყვარელი გოგონა ხარ და ამიტომ ხარ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. მე და შენ ერთად ვიქნებით სამუდამოდ სიცოცხლეში. -ალისიას თავი გულზე მიიდო და თმებში ახლართული მისი თითები ნაზად ეკვროდნენ თავზე. მთელი სხეულით მიეკრო მას, მერე თავზე აკოცა. -მომისმინე. -ისევ სახე მოიქცია ხელებში, თვალებში ჩააცქერდა და დამტვრეული ქართულით უთხრა -მე სენ მიკვარხარ კართველო ალისია.
ალისია სკამზე მოიკუნტა და ანდრეისგან ზურგ შექცევით შუბლი მინას მიადო. ფიქრები შორეულ წარსულში გაამგზავრა.
მანქანა ანდრეის სახლს მიადგა. ანდრეიმ მანქანის კარები გააღო, ზურგჩანთა ხელში მიაჩეჩა ბენს და მეუღლე ხელში აიყვანა. თითქოს ბამბა ეჭირა ხელში ისეთი სუსტი იყო ალისია. გოგონას ხელები მაგრად შემოეჭდო ანდრეის მკლავებზე და და გატრუნულს თავი მხარზე დაედო, ალბათ რომ შეძლებოდა მთელი ცხოვრებაც კი, ანდრეის ხელებში გაატარებდა, მის გულზე თავ მიდებული, არასოდეს არ მოშივდებოდა, მოწყურდებოდა და არ შეცივდებოდა.
ბენი დაწინაურდა და კარები გააღო.
-მხოლოდ ქალბატონები -თეატრალურად დაუკრა თავი და ირონიული ღიმილი შეაგება მისი სიტყვებით გამოწვეულ ანდრეის გაღიზიანებულ სახეს, მერე კი სახლში შეუძღვა.
ალისიას დანახვით გამოწვეული სიხარული სახეზე აღებეჭდა ლუკასს, გოგონას სახელს გაიძახოდა და ანდრეის გარს უვლიდა გარშემო.
ანდრეიმ მოჩვენებითი განაწყენება გამოავლინა, როცა არავინ მიაქცია ყურადღება. ალისია თავიანთ საწოლ ოთახში დააწვინა რომლიც ბუშტებითა და ყვავილებით იყო მორთული. ბენს ზურგჩანთა გამოართვა, კამოდზე დადო და ძმასთან ერთად პირველ სართულზე ჩავიდა.
-მე არ მინდა თქვენთან -გზაში დააწია სიტყვა ბავშვმა, თითქოს ვინმეს მიეწვიოს იგი. მერე ალისიას საწოლზე აცოცდა და გვერდით მიუწვა.
-ფრთხილად საყვარელო, ახლახანს გამოვიდა საავადმყოფოდან.
-არა იყოს, არ მიშლის, თანაც როგორ მომენატრა. -ფუმფულა ლოყაზე მოუჭირა ხელი და მაგრად აკოცა.
-ძალიან დასუსტდი. -უთხრა შეწუხებულმა ემილიმ. -შენ ახლა განსაკუთრებული კვება გჭირდება. ნელ-ნელა ყველაფერს შეჭამ. მშიერი ვეღარ გაჩერდები.
-ახლა ძალიან მშია. ყველაფერს მივირთმევდი მაგრამ როცა ვჭამ ძალიან ცოტას, მგონი კუჭი დამიპატარავეს და არ მიმხელენ.
ემილის ალისიას მეამიტურ საუბარზე გაეცინა და უთხრა. -ნელ-ნელა ყველაფერს შეძლებ, მოძლიერდები და ყველაფერს მიირთმევ რაც შენს გულს გაუხარდება.
ემილიმ ალისიას თვალებში აკიაფებული სევდა შენიშნა.
-ალისია შეგიძლია მელაპარაკო.
-რის შესახებ?
-რას განიცდი, როგორ ხარ.
-მაპატიე ემი მაგრამ არ მინდა იმ თვეების გახსენება გთხოვ. -თვალები რომელიც წამების წინ ბავშვივით უბრწყინავდა ახლა ცრემლები მოაწვა და რომ დაეფარა მისი გულის ტკივილი და ის სუსტი მხარე რომლის დაფარვას ასე გამეტებით ცდილობდა კვლავ ლუკასზე გადაიტანა ყურადღება და საუბარი გაუბა მას.
-პირიქით მე მაპატიე. აზრადაც არ მომსვლია შენი აღელვება.
ალისია მიხვდა ცუდად გამოუვიდა, ჩაისუნთქა და ემილის გახედა:-აი ეს ყველაფერი მენატრებოდა. თითქოს დავბრძენდი, რამდენიმე წლით გავიზარდე. უფრო მეტად დავაფასე ის ფასეულობები რასაც მანამდე ვერ ვამჩნევდი. ძალიან დიდი დრო დავკარგე და არ მინდა ამ დროის ანაზღაურების მაგივრად ვიფიქრო და ვილაპარაკო იმ ტკივილზე რისი გადატანაც შევძელი. უბრალოდ ამის აღწერა შეუძლებელია. წარმოვიდგინო იმ დღეების განმავლობაში გადატანილი ერთი დღეც და ასე მგონია სიკვდილის ძაფზე გავდივარ. გულზე მძიმე ლოდივით მაწევს რაღაც და ყელში მარწუხებივით მიჭერს ცრემლები.
-მესმის შენი. -ხელი მოკიდა ხელზე ემილიმ თანაგრძნობის ნიშნად.
ალისიას შეეძლო ეთქვა რომ არავის, საერთოდ არავის არ ესმოდა მისი, არც ემილის მაგრამ გაჩუმება არჩია. არ უნდოდა ეწყენინებინა რძლისთვის, რომელიც ყოველთვის მის დახმარებას ცდილობდა და ამ წყენით საკუთარი თავი დაედანაშაულებინა მერე.
ანდრეის ოთახში ლანგრით ხელში შემოვიდა. ემილის მიერ მომზადებული წვნიანი და კარტოფილის პიურე ედო, გვერდით ერთი ჭიქა რძე და რამდენიმე ნაჭერი პური.
-ქვემოთ ბრაიანი გელოდება. იჩქარეთ თორემ არაფერი დაგიტოვათ.
ემილიმ ლუკასი ხელში აიყვანა, ალისიას თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდნენ.
-ვხვდები საჭმლის სუნი არ მოგწონს ისე იჭყანები. მართალი ხარ წვნიანი დიდად არც მე მეხატება გულზე, მაგრამ ახლა შენ არაფერი გიშველის, მოგიწევს ბოლომდე შეჭამო. -საწოლზე ალისიას მუხლებზე დადო პატარა დასაკეცი მაგიდა, სალფეთქი ყელზე დააფარა, წვნიანში კოვზი ამოუსვა და სული შეუბერა.
-წვნიანს კიდევ ავიტან მაგრამ რძე? -უგემოვნოდ მოსვა წვნიანი და ანდრეის მუდარით სავსე თვალებით ახედა.
-ტყუილად მიყურებ კურდღლის თვალებით.
-გთხოვ, რძეს ვერ დავლევ.
-კარგი მაშინ ასე შევთანხმდეთ, წვნიანს თუ ბოლომდე შეჭამ შეიძლება რძე აღარ დალიო.
-წვნიანი საავადმყოფოში შემძულდა.
-ნუ წკურავ წარბებს, თორემ შემოთავაზება ძალას დაკარგავს.
ალისიამ ორი ნაჭერი პური და ერთი თეფში წვნიანი ძალით მიირთვა ანდრეის ხელით. გემრიელი იყო და ყოველ ლუკმაზე აღარ იყო მუდარით აღსავსე მზერა იმისთვის რომ ჭამა შეეწყვიტა. ამის გამო რძე გვერდზე გადადგეს, მაგრამ ახლა ხელში კარტოფილის პიურეთ სავსე თეფში მიაჩეჩა.
ერთ საათზე მეტი მოანდომა მის ჭამას. ჩანგლით უამრავჯერ აზილა კარტოფილი და იმდენი ქნა ბოლოს გააცივა, ახლის მოტანა სთხოვა ქმარს, ისიც უყოყმანოდ დასთანხმდა იმ პირობით რომ აუცილებლად შეჭამდა. ალისიაც დასთანხმდა თუმცა მხოლოდ ორი ლუკმა ძლივს ჩაიდო პირში და დარჩენილი პიურე კვლავ გაცივებული უკან გაატანა ანდრეის.
ახლა ანდრეიმ თაროდან თეთრი პარკი ჩამოიღო რეცეპტითა და წამლებით სავსე.
რეცეპტში ჩაიხედა და სანამ წამალს მიაწვიდა შეხედა რომ ალისია ოთახში საერთოდ არ იყო.
ფიქრებს გაეტაციბინათ. ჭერისთვის გაესწორებინა გახელილი თვალები, უკვე ეწვოდა იმდენი ხანი არ დაეხამხამებინა.
-მგონი რაღაც გაწუხებს. -წამალი კომოდზე დადო ანდრეიმ.
რა არის სიყვარული არა? როგორ შეგიძლია ამოიცნო საყვარელი ადამიანის ფიქრები, განცდა, წუხილი რომელიც შენს მეორე ნახევარ აწუხებს.
ალისიამ ფიქრები გასაფანტად თავი გაქნია და ანდრეის გაუღიმა. მისი ფაქიზი სული ხომ ყოველთვის ღელავდა და ნერვიულობდა. ახლაც საკუთარი თავის გარდა სხვა სადარდებელს მისცა გონება. აწუხებდა ის ფაქტი რომ არსებობს უამრავი ოჯახი რომელსაც მატერიალურად ძალიან უჭირდა, არ ჰქონდა ფული და ვერ მკურნალობენ შესაბამისად. ზოგჯერ თავს დამნაშავედ გრძნობდა. მართალია რა შუაში იყო თვითონ? ვინმეს რამე მოპარა? წაართვა? არა ის უბრალოდ ასეთი იყო. მისი გული ყოველთვს ეკავა ვიღაცის შეცოდებას, დახმარების სურვილს. ახლაც საკუთარი უმეცრებასავით განიცდის სხვა ადამიანების წუხილს. ყოველთვის ცდილობდა გაჭირვებულთათვის ხელის გაწვდენას. ყოველთვის აინტერესებდა ცდილობდნენ თუ არა ექიმები დახმარებოდნენ უფულო პაციენტებს თუ უფულობის გამო უბრალოდ უარით ისტუმრებდნენ საავადმყოფოდან, იქედან საიდანაც ისედაც რთული იყო მათთვის მოხვედრა. ნეტა არ არსებობს ექიმი რომელიც ხელფასის ნახევარს პაციენტის ოპერაციას შესწირავს? დახმარებას შესთავაზებს და ათიათასობით და ასიათასობით ოპერააციის თანხის გადახდაში დაეხმარება? უჭირს ამის დაჯერება და აწუხებს. არასდროს უფიქრია ექიმობაზე თუმცა თუ ექიმი გახდებოდა მთლიან ხელფასს თუ არა დიდ ნაწილს ღარიბი პაციენტების დასახმარებლად გადადებდა და შემატებდა პაცინტთა გადასახდელ თანხას.
-კარგი იქნებოდა ექიმები უფასოდ ატარებდნენ ოპერაციებს. ან ხელფასის ნაწილს უხდიდნენ და მცირედით მაინც ეხმარებოდნენ -გულწრფელად უთხრა მისი გულისნადები ანდრეის.
-ჩვენ ხომ არ გვიჭირს ამ თანხის გადახდა, ნუთუ რამეზე გწყდება გული?
-ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მე იმ ოჯახებს ვგულისხმობ რომელთაც არ შესწევთ ძალა გადაიხადონ ოპერაციისა და რეაბილიტაციის ფული.
-გეთანხმები. რამდენიმე საავადმყოფოსთან მაქვს კონტრაქტი დადებული სადაც ჩემი ხელფასის ნაწილი მათ ერიცხებათ, ასევეა ბრაიანიც ის მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრებს უზრუნველყოფს საკვებითა და ფულით. მაგრამ ჩვენ არ ვართ საკმარისი. ისინი ბევრი არიან. მოდი წამლები დალიე და ნუ გაქვს ნეგატიური ფიქრები. ერთი აბი ხელის გულზე დაუდო, ჭიქა მიაწოდა და სთხოვა დაელია. თვითონ ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადასწია. ოთახში მზის სხივებმა შემოაღწიეს.
ალისიამ წყალი ჩაიგუბა პირში და წამლის მიღებაზე უარის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი დაგელოდები როდის გადაყლაპავ ან გადმოაფურთხებ.
პაციენტმა წამალი მჟავე სახით ჩაიდო პირში. ერთ წამალს ერთ ჭიქა წყალ აყოლებდა. წამლების დალევით გათანგულს მაინც მოუწია ყველა წამალი ზედმიწევნით დაელია.
***
-ემი, ანდრეი ძალიან შეშინებულია ალისიას სიჩუმით. -სამზარეულოს ნიჟარაში ყავის ფინჯანი ჩადო და გამდინარე წყალში ხელები ჩაიბანა.
-შევეცადე ბენ, დავლაპარაკებოდი, გულში დაბუდებული ტკივილის შემსუბუქებაში დავხმარებოდი, მაგრამ მთხოვა ამ თემაზე არასოდეს მესაუბრა. -ლუკასს პირი მოსწმინდა და სკამიდან ააყენა. -არ უნდა იფიქროს წარსულზე და ენით აღუწერელ იმ ტკივილზე რომელსაც რომც მოვინდომოთ მაინც ვერ გავუგებთ. -მაგიდიდან თეფშები აიღო და რეცხვა დაიწყო. ჭუჭლის სარეცხი მანქანა არ ჩართო, გადაწყვიტა ხელით დაერეცხა.
***
-ნაკერის ამოსაღებად ხვალ უნდა წავიდეთ ექიმთან.
-იქნებ ზეგ. გთხოვ -მკლავზე მოკიდა ხელი და შეაგულიანა.
-ნუ დაიძაბე საშიში არაფერია, პირიქით. -ლოყაზე დაკრულ ბინტზე მოუსვა ხელის გული და აცრემლებული თვალებიდან ლოყაზე დადენილი ცრემლი ცერა თითით მოსწმინდა.
-ვგრძნობ თითქოს მთელი სახე დაჭიმული მაქვს. ვფიქრობ რომ შემაძრწუნებელი იქნება.
-ექიმმა თქვა რომ ყველაფერი რიგზეა.
-ღმერთმა ჰქნას. მოდი ჩემთან -ხელი გაუწოდა ალისიამ. -გეშინია?
-რისი?
-სახვევების მოხსნის.
-მე არა. შენ?
-მთავარია შენ არ იყო უკმაყოფილო. -მაგრამ მე ერთს ვღელავ მხოლოდ, არ მინდა ჩემს სახემ სიბრალული გამოიწვიოს შენში.
-საყვარელო ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე. -ალისია! ჩვენ ხომ შევთანხმდით, თავიდან ვიწყებთ? რა მნიშვნლობა აქვს ნაკერის ამოღება რა შედეგს გამოიღებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შენ ხარ. მაინც ყველაზე ლამაზი გოგო ხარ.
-წყალი მომაწოდე. პირი მიშრება.
-ხომ არ გტკივა? -წყალი ჩამოასხა და თავი ზემოთ წამოაწევინა.
-არა, ექიმმა მითხრა ჯერ კიდევ ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ ვარ, როცა გაიწოვება იგი მთელს ორგანიზმში მაშინ ყრუ ტკივილს ვიგრძნობ, თუ შემაწუხებს იმ შემთხვევაი კვლავ ნემსს გამიკეთებენ.
ანდრეიმ პირი ცხვირსახოცით მოუწმინდა. მერე გულზე დაწვეთებული წყლის წვეთები შეიმშრალა და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
-თამარისგან და გიგასგან არაფერი გსმენია?
-როგორ არა. ორჯერ უნდოდათ ჩამოსვლა შენი გარდაცვალების და შენი გამოჩენის დღეს მაგრამ არ მივეცით უფლება სწავლა მიეტოვებინათ. მართალი გითხრა დამნაშავე ვარ, შევპირდი რომ შენი გონს მოსვლისთანავე დავურეკავდი მაგრამ ამ სიხარულმა სულ გადამავიწყა. მაპატიე, ახლავე დავურეკავ.
ანდრეიმ თამარს დაურეკა. მერე ალისიას გადასცა ტელეფონი, ბევრი ვერ ისაუბრეს რადგან ალისიამ თავი შეუძლოდ იგრძნო, ცოტა გიგაზეც ჰკითხა.
-გიგა როგორ არის?
-მართვის უფლება უნდა მოიპოვოს და საკითხებს იზეპირებს. ხომ იცი როგორ უნდა პოლიციის აკადემიაში ჩაბარება. -ეს კი ტყუილი იყო, საიდან უნდა სცოდნოდა გიგას რა უნდოდა. როცა "მკვდარი" იყო მაშინ გადაწყვიტა ეს გიგამ.
-არ გახსოვს რომ იძახდა მართვის მოწმობა არ სჭირდება მანდო. -ალისია აჰყვა მეგობრის მცდარ მოგონებებს და არაფერი უთქვამს იმაზე რომ რაღაც-რაღაცეები აერია.
-ეს მას ეზარებოდა ჩაბარება თეორიის გამოცდების თორემ. ისე ასე ძალიან თუ უნდოდა პოლიციელობა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა იურიდიულზე ჩაებარებინა.
-რას გაუგებ. ცხრაჭკუაშვილია. მაგრამ კარგი იურისტი გამოვა.
-სამართლიანია. -მოკლე მოკითხვით შემოიფარგლენნ მეგობრები და ალისიამ ტელეფონი გამორთო. გულის რევის შეგრძნებამ შეაწუხა, რაღაც უნდოდა, მთელს სხეულში თითქოს ჭიანჭველები დაცოცავდნენ რაც შეგძნებას უტოვებდა თითქოს სხეულის თითოეული ნაწილი ექავებოდა როგორც გარედან ისე შინაგანად. ის შეგრძნება რომ რაღაც უნდოდა და ვერ გაერკვია რა, ალბათ ნარკოტიკებისკენ მიმართ ლტოლვის სურვილი იყო.
ანდრეი ზედმიწევნით ასრულებდა ექიმის დარიგებებს, ელაპარაკებოდა დაუსრულებლად. ყურადღების გადასატანად დიდ ეკრანზე მათი ფილმი ჩართო.
ალისია დამშვიდდა, აღგზნებული ხასიათი დაუმშვიდდა, სურვილი იმისა რომ რაღაც უნდოდა და ვერ გაერკვია რა, აღარ აწუხებდა. ანდრეიმ პულტი საწოლის გვერდით პატარა მაგიდაზე დადო, სურათებიც აკრიფა საწოლიდან და იქვე ჩამოდო, სტუმრების მოურიდებლად საბნის ქვეშ შეუწვა ალისიას, ზურგით მისკენ მიიზიდა, თმები გადაუწია, კისეში აკოცა, წელზე მოხვია ხელი და მასზე მიტმასნილი გაიტრუნა. ალისიას ამ სასიამოვნო ჟრუანტელში ჩაეძინა.
***
დილას სააბაზანოდან მხიარული ქართული სიმღერით გამოვიდა ალისია. პირსახოცი მოიხსნა თავიდან და ნახევრად სველი თმები ფუმფულა სააბაზანოს ხალათით დაფარულ მხრებზე დაეშვა. ტუალეტის მაგიდის სარკეში ორეულს თვალი გაუსწორა, მბწყინავი, გამჭრიახი თვალებით უმზერდა სარკეს. იმ საძულვებ ბინტს დააშტერდა რომლის სიგნით საზიზღარი და ამაზრზენი კანი ელოდებოდა. ხალათი შეიხსნა და სარკეში გამოსახულ შიშველ სხეულს მოატარა თვალი. ცრემლმა გაიელვა თვალებში როცა დაინახა სხეულზე ზოგან დატოვებულ ჩალურჯებებს რომ დაეტოვებინა კვალი და აღფრთოვენება არ დამჩნევია. სწრაფად შეაერთა ერთმანეთს ხალათის ორივე მხარე, ქამარი საგულდაგულოდ ჩაბანტა და წამსვე მოშორდა სარკეს, თითქოს ეს უშველიდა იმ პრობლემას რომელიც გადაუწყვეტავი ეგონა, არადა შეიძლება ნებისმიერ წამს გაუქრეს ტანზე არსებული შრამები. თავი ხელში აიყვანა და საკუთარი თავი კვლავ სიმღერის ხასიათზე დააყენა. ქართული, ის მხიარული მუსიკა განაგრძო რომელიც აბაზანაში ყოფნისას აიკვიატა და ასე საზეიმოდ განწყობილმა გადაიცვა გძელი ცისფერ ყვავილებიანი თხელი სარაფანა, ეს ფერი ხომ ასე განსაკუთრებულად უხდებოდა მის ხორბლიფერ კანს. პირსახოცით თმა გაიმშრალა და გაიშალა, გაშლილი თმა იმ მხარს ჩამოუშვა საითაც ჭრილობა ჰქონდა. თაროდან სათვალე აიღო და ცხვირზე დაიკოსა. საკუთარ გამოსახულებას სარკეში გაუღიმა და ქუჩაში ღიმილით გავიდა.
იგი სულელი არ იყო რომ მარტო ეცინა და ასე პირმოღებულმა ქუჩაში ევლო. უბრალოდ მას უყვარდა სიცილი და ცხოვრებით ტკბობა, არცაა გასაკვირი ასეთი გასაოცარი ღიმილი რომ ჰქონდა.
მისი მყარი ფსიქიკა იყო მთავარი იმ ფაქტში რომ ალისია თანდათან უფრო და უფრო მსუბუქად უმკლავდებოდა წარსულ ტრაგედიას. მან იცოდა რა უნდოდა ამ ცხოვრებაში და რა იყო მთავარი მისთვის. მისი დევიზი იყო "სიყვარული ყველაფერს გადაარჩენს".
ავტობუსის გაჩერებასთან დადგა. ავტობუსი 5 წთ-ში გამოჩნდებოდა. დრო უსაშველოდ მიიზლაზნებოდა. რამდენიმე წამი გაჩერებასთან იწრიალა, მოეჩვენა რომ საათები გარბოდნენ, ვერ მოითმინა, ის ხომ ასეთი იყო, მოუთმენელი. თუ რამე უნდოდა მაშინვე აკეთებდა, თუ რამეს ჩაიფიქრებდა მაშინვე განახორციელებდა, მაგრამ მარტივად ვერ ახერხებდა ამას დიდი მუშაობა და წვალება სჭირდებოდა.
რიგის მიხედვით განლაგებულ ტაქსებს შორის პირველთან მივიდა და მისამართი უთხრა.
ანდრეის სათამაშო იარაღი ხელში ეჭირა, ძირს დააგდო და მომღიმარ მეუღლესკენ გაიქცა რომელიც ახლაღა შეამჩნია. ეს უკანასკნელი რამდენიმე წუთი ადევნებდა თვალს ანდრეის მსახიობურ ნიჭს და არფრთოვანებული იღიმოდა.
-როდის მოხვედი? არ გელოდებოდი. ისე ღრმად გეძინა მეგონა საღამომდე არ გაიღვიძებდი. როგორ გამახარე.-ხელში აიტაცა ალისია და დაატრიალა.-თანაც თვალები როგორ გიციმციმებს, მგონია შენი აქ მოსვლის, ეშმაკური ღიმილისა და ანთებული თვალების მიზეზი სხვა რამ უნდა იყოს-თითი ალისიას მკლავზე აატარ-ჩაატარა და ეშმაკურად გაუღიმა.
-მართალი ხარ. -თვალები მოჭუტა ალისიამ. -მგონი იმაზე უკეთ მიცნობ ვიდრე წარმომედგინა.
-სახეზე გაწერია ყველაფერი. აღარ იტყვი რა მოხდა?
-ხვალ თამარი ჩამოფრინდება.
-სხვა მიზეზი არც უნდა იყოს შენი ბედნიერებისა.
ჯონმა ალისიას შესთავაზა შემდეგ ფილმში მონაწილეობის მიღება. მაგრამ მან უარი "სტკიცა". მიზეზი კი ის საშინელი ჭრილობა დაასახელა რომელიც ასე უწამლავდა გულს. ჯონმა ფოტოშოპის გამოყენება შესთავაზა, ალისიას კი არ სურდა მაყურებლის მოტყუება, ის კი ვერ გაითვალისწინა რომ ხვალ ნაკერისგანაც განთავისუფლდება და წარმატებით ჩავლილი ოპერაციის დამაგვირგვინებელი დღე სულ მალე ახლოვებოდა, მაგრამ ალბათ კვლავ დაილაპარაკებდნენ ამის შესახებ და შეთანხმდებიან კიდეც.
საღამო იყო როცა ანდრეი გადაღებებს მორჩა. ალისიას ხელი ჩაჰკიდა და გზაზე გადაიყვანა.
თბილი ამინდი იდგა. ნოტიო სიო უბერავდა. ვარსკვლავები თანდათან გამოანათებდნენ ცაზე, მთვარეც იკიდებდა ფეხს.
დადიოდნენ ცნობილი ადამიამიანების სახლებს შორის, რომლებსაც უზარმაზარი ეზოები ერტყა გარშემო, ალბათ თითოეული სახლი მილიონები ღირდა. ანდრეი აცნობდა თუ რომელი სახლი რომელ მსახიობსა თუ მომღერალს ეკუთვნოდა. გამვლელები ანდრეის აჩერებდნენ და ფოტოების გადაღებას სთხოვდნენ მათთან, ალისია და ანდრეი დაუზარებლად ასრულებდნენ თხოვნებს, ერთ დროს ხომ თვითონაც ასე ოცნებობდა ანდრეისთვი თვალი მაინც მოეკრა სადმე და უდიდეს შემთხვევაში სურათი გადაეღო მასთან.
დაზიანებული ლოყის მხარეს თმებს ჩამოიფარებდა და ყველა ფოტოაპარატს გულწრფელად უღიმოდა. ალისია თავის ცხოვრების შესახებ აცნობდა. მოუყვა როგორ ოცნებობდა გამხდარიყო მომღერალი. დედის მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს ჩაიცმევდა, თავზე თხელ კაშნეს წაიკრავდა და სარკის წინ სავარცხვლით ხელში გაუჩერებლად მღეროდა და მღეროდა. მერე დედასთან ერთად მოსული პატარა თამარიც შეუერთდებოდა და ჰქონდათ ორომტრიალი. მანამდე არ მორჩებოდნენ სიმღერას ვიდრე მშობლები ტაშს არ დაუკრავდნენ და არ შეაქებდნენ. დედის გახსენებამ შეზარა, მოაწყენინა და დაასევდიანა.
ცოტა რომ წამოიზარდა ტელევიზორში ხედავდა ლამაზად ჩაცმული, გაპრანჭული გოგონები როგორ დადიოდნენ პოდიუმზე და გარშემომყოფების ყურადღებას მომხიბვლელი ღიმილით იქცევდნენ. თავადაც გადაწყვიტა მოდელობა, მაგრამ მაშინ დაყარა ფარ-ხმალი როცა კლასელები მის გაკრიტიკებას ცდილობდნენ, დასცინოდნენ, მასთან მეგობრობას გაურბოდნენ, ამ ოცნებაზეც ისე თქვა უარი ხმამაღლა წარმოთქმაც კი შიშს ჰგვრიდა. საკუთარ თავში ჩაიხედა და დარწმუნდა, არ უნდა ელოდებოდეს იმაზე მეტს ვიდრე გააჩნია. მივიდა დასკვნამდე, რომ "ადამიანი არ განისაზღვრება გარეგნული სილამაზით - თითოეულ ადამიანს თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს, ის სილამაზე კი ლამაზ და კეთილ გულს აღიქვამს. თუ თავმდაბალი არ ხარ და ლამაზი სული არ გაქვს მაშინ ანგელოზის სხეულიც კი მახინჯი წარმოჩნდება."
წარსულის გახსენების დროს ხან იცინოდნენ, ხან ტიროდნენ. ალისია განაგრძობდა ბავშვობის ოცნებაზე საუბარს. მგონი ასე არავისთვის გადაუშლია გული, ახლა კი გულის ნადები რომელიც ამდენი წელი მარტომ ატარა, შეძლო გაეზიარებინა ადამიანისთვის რომელიც მოუსმენდა გულით და არა მოჩვენებითი ინტერესით.
მოდელობის შემდეგ მსახიობობა უნდოდა. წარმოიდგენდა როგორ თამაშობდა ცნობილ მსახიობებთა შორის და როგორ იღებდნენ ფილმებში ნიჭიერი რეჟისორები.
-მე ნებისმიერი გოგონას ოცნება ამიხდა. დავქორწინდი ჰოლივუდის ყველაზე სიმპატიურ, წარმატებულ და ნიჭიერ მამაკაცზე, დავდივარ ცნობილ ადამიანების ქუჩებზე, გავდივარ იმ გზას რომელიც მათ გაუვლიათ, ვაბიჯებ ნიჭიერი და დაფასებული ადამიანების ვარსკვლავებს, შენთან ერთად ხელ-ჩაკიდებული. მეტი რა ვინატრო აქ ქვეყნად? პირდაპირ ქერის ორმოში ჩავვარდი, თუმცა მივხვდი რომ ბედნიერება ფული და ფუფუნება არ არის. მთავარია გვერდით გყავდეს ადამიანი რომელიც გიყვარს, რომელსაც უუყვარხარ და მასთან ერთად თოხის ტარზეც იცხოვრებ.
-თოხის? თოხის რაა? -გაკვირვებულმა გაიცინა ანდრეიმ.
-თოხის ტარზე -ღიმილით გაუმეორე ალისიამ. -გამოთქმაა ასეთი. ანუ სიღარიბეშიც იცხოვრებ საყვარელ ადამიანთან ერთად თუნდ არაფერი გაგაჩნდეს ირგვლივ.
-მერე შენს თოხის ტარზე ჩვენი შვილები როგორ დაეტევიან?
-სულელო. -ცხვირზე მოუჭირა ხელი და გამოაჯავრა. -დავეტევით, აუცილებლად დავეტევით.
-მოდი ტამარს დავურეკოთ.
***
-გისმენ ანდრეიმ -ჩემოდანით ხელში თბილისის აეროპორტის შესასვლელში შერბოდა თამარი. -სწორედ ახლა მივდივარ ბილეთის ასაღებად. მგონი დამაგვიანდა.-გამარჯობა -არა, არა ანდრეი შენ არ გეუბნები. ერთი წუთით. -ტელეფონის დინამიკს ხელი დააფარა და დიდ თვალება სტიუარდერსას მიუბრუნდა. -დღეს ლოს-ანჯელესში მივფრინავ.
-მოგესალმებით. პირდაპირი რეისი არ არის. -უთხრა დიდთვალებამ რომელსაც ყელზე ლურჯი ფერის სახვევი ეკეთა.
-ვიცი, ვიცი. სტამბულის რეისზე მომეცით.
-ერთი წუთით. -კომპიუტერში თავი ჩარგო დიდთვალებამ -სამწუხაროდ მგონი არ გვაქვს.
-ნუთუ? -აღშფოთდა თამარი. -იქნებ თავიდან გადაამოწმოთ.
-დამელოდეთ.
-სწრაფად.
-კარგი ვიპოვე. ფრენა 10 წთ-შია.
-მადლობა ღმერთს. -ბილეთი ააცალა დიდთვალებას და ჩემოდანი ჩააბარა. -ჰო ანდრეი, თბილისიდან 10 წუთში გამოვფრინდები. ალისიას აკოცე.
-არ გაწყენინებ- გაეცინა ანდრეის, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ალისიას ტუჩებზე დააცხრა. -მოულოდნელობისგან გაკვირვებულ ალისიას რომ შეხედა სიცილით განუმატა -ჩემი ბრალი არ არის, თამარმა გადმოგცა.
-ტუჩებში?
***
დილის 8 საათი იყო. ალისიამ თვალები დაჭყიტა. საწოლიდან ჩამოვიდა და ფარდები გადასწია. ფანჯრის წინ მაღალი პალმის ხეები აღმართულიყო. სუსტი ქარი ერთმანეთში ხლართავდა პალმის ფრთებს და სასიამოვნოდ შრიალის ხმას გამოსცემდნენ.
ალისია საწოლზე მუხლებით ავიდა და თეთრ თეთრეულზე პირქვე დამხობილი ანდრეი შეანჯღრია.
-მმ.. -დაიზმუვლა მან და გვერდი იცვალა. -მინდა რომ დღეს არ წავიდე გადაღებებზე. -ცალი თვალი გაახილა და ამოიკრუტუნა ჩახლეჩილი ხმით.
-ანდრეი.
-მინდა მხოლოდ შენს ზურმუხტისფერ თვალებს ვუყურო. -სწრაფად, გულაღმა გადმობრუნდა იგი. ალისია გულაღმა დააგდო საწოლზე, ზემოდან მოექცა და თვალებში დააცქერდა.
ეშმაკურად უციმციმებდა თვალები.
-მგონი აჯობებს წახვიდე -გული "საშინლად" აუჩქარდა, მუცელში პეპლები აფართხალდნენ თითქოს მთლიანად აიტაცებდნენ ალისიას ჰაერში და რეალობას მოსწყვეტდნენ. -ჰო წადი -ფრთხილად მოიშორა ანდრეი და გვედზე გადაგორდა.
ანდრეი მიხვდა ალისიას აღელვებას. როცა მის აპილპილებულ სახეს შეხედა მალე შეცვალა სასაუბრო თემა.
-დღეს არ მივდივარ, დაგავიწყდა თუ ცდილობ დამავიწყო რომ დღეს ექიმთან მივდივართ -სკამიდან შარვალს დასტაცა ხელი.
-კიდევ გადავდოთ ერთი დღით.
ანდრეიმ ისეთი სახით გახედა მეუღლეს, ალისიას მეტი აღარაფერი უთქვამს. ნაცრისფერი მაისური აიღო კარადიდან და გადაიცვა.
-რომელ საათზე მივდივართ.
-საღამოს მოგაკითხავ და წავალთ. -საწოლზე ჩამოჯდა და ფეხსაცმლის თასმები შეიკრა. -მანამდე გასასვლელი ვარ. ჯონს ხელი უნდა მოვუწეო კონტრაქტზე.
-დღეს თამარს უნდა დავხვდე. -საცვლებისამარა ალისია შერიგების ნიშნად ზურგიდან მოეხვია ანდრეის და ბეჭზე აკოცა.
-ვნახოთ. არ ვიცი ექიმთან რა დრო დაგვჭიდება. ბრაიანი ან ემილი დახვდება თუ ვერ მოვასწრებთ. არ გინდა მართვის მოწმობა აიღო?
-რთული იქნება.
-არ ვიცი, ბრაიანს ვკითხოთ.
-შენ არ გინდა?
-არა, მეზარება.
-კარგი. ვისწავლი.
-მიყვარხარ. -მუხლებზე გადმოიწვინა და ტუჩებში აკოცა, მერე ლამაზ, სწორ ცხვირზე, ლოყაზე, მერე მეორე ლოყაზე სადაც ბინტი ჰქონდა დაკრული.
გარედან გაბმული სიგნალის ხმა მოისმა.
ანდრეიმ ალისიას აკოცა და კიბეებზე სირბილით დაეშვა.
-არაფერს არ აცდი ადამიანს. -მანქანის კარები მიიჯახუნა ანდრეიმ.
გოგონას რომელსაც დილის ძილი ძალიან უყვარდა დღეს უამრავი საქმე ჰქონდა. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე, სპორტული ნაცისფერი მოკლე მკლავიანი მაისური ჩაიცვა. ცისფერი ჯინსის მოკლე შორტი, ჩუსტებში ფეხი შედგა, თმები თავზე დაიხვია და ფიქრი იმაზე დაიწყო ვახშმად რა მოემზადებინა.
ალისიას მოსწონდა სამზარეულოში ფუსფუსი და იმ ადამინებისთვის კერძების მომზადება ვისთან ერთადაც ყოფნა ყველაფერს ერჩივნა. იგი ადრე თუ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ამზადებდა კერძებს ახლა ორი ან მეტისთვის და ეს წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა. ანდრეის შეთავაზებაზე დამხმარე აეყვნათ მან უარი განაცხადა, მხოლოდ ბაღის მომვლელზე განაცხადა თანხმობა. მას შემდეგ რაც ალისია მისის ლუჩენკო გახდა და ანდრეის სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად ამ უზარმაზარ სახლს მხოლოდ ალისია ასუფთავებდა და კერძებსაც მხოლოდ ის ამზადებდა. როცა ბაღის მომვლელი არ იყო მაშინ ამ საქმეს ანდრეი აკეთებდა, ეზოსა და აუზს ხედავდა ხოლმე. ყვავილებს კი ორივენი ერთად რგავდნენ, უვლიდნენ და ზრდიდნენ. ეს სიტუაცია ძალიან მოსწონდათ და ხშირად ატარებდნენ დროს იმ ბაღი სადაც უმეტესობა ვარდი იყო, სხვადასხვა ფერის ვარდი. ასევე ასტერი, კესანე და გვირილები.
სამზარეულოში ჩავიდა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია იმისთვის რა მოემზადებინა. კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები ზოგი სახლში იყო, ზოგისთვის საჭირო გახდა სავაჭრო ცენტრში წასულიყო, ქართული სანელებლებისთვის ქართული რესტორანში მივიდა რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მალიბუში, მისი მეპატრონე ქართველი ცოლ-ქმარნი იყვნენ. ზალიან უყვარდა მათთან სტუმრობა ალისიას, მფლობელებიც შვილივით იღებდნენ მას და სთხოვდნენ კიდევ უფრო ხშორად შეევლო მათთან. საბოლოოდ საღამოს რვა აათზე როცა ყველანი მაგიდასთან ისხდნენ მზად იყო. ცხელ-ცხელი ხაჭაპური, საცივი და ღომი, ხინკალი, შემწვარი წიწილა და ქათმის სალათა, ბოლოს ტკბილეული ჟოლოს ქაფქეიქები.
მანამდე ვიდრე ანდრეი მოაკითხავდა, ალისია ლამაზად და სადად გამოეწყო. მის ჩამოსხმულ ლამაზ ფეხებს ძალიან მოუხდა ნაცრისფერი კაბა და შავი თეთრ წარწერებიან სპორტული მაისური. შავი თასმებიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. თმები კვლავ გაიშალა, ტრადიციულად სათვალე გაიკეთა და ანდრეისთან გავიდა გარეთ სადაც ის უკვე ტაქსთან ერთად ელოდებოდა. ანდრეიმ ალისია მანქანაში ჩაისვა და საავადმყოფოს გზას დაადგნენ.
-ნუ ღელავ -ხელი დაადო ხელზე და დაამშვიდა.
საავადმყოფოში მისულებმა მძღოლს დაცდა სთხოვეს, ამისთვის დამატებითი ანაზღაურების გადახდას შეპირდნენ.
ნეტავ იცოდეთ როგორ ეშინოდა, როგორ ღელავდა ნაკერების გამო.
ხელები სულ გაყინული ჰქონდა, წინ და უკან დადიოდა და ყოველ წუთს გასასვლელისკენ იყურებოდა. ანდრეი უფრო მეტად.
ალისია შესახვევ ოთახში შეიყვანა ექიმმა და საკაცეზე დააწვინა.
-ეს რა ლამაზი გოგონ ყოფილხარ. -მანამდე ვერც შენიშნავდა ამას, საავადმყოფოში ხომ სულ გულშეწუხებული სახე ჰქონდა. ანდრეის სთხოვა გარეთ დალოდებოდა.
ალისიას ნერვიულად ჩაეჭიდა ერთმანეთზე ხელები და ადგილზევე გაეჩერებინა.
გარეთ ანდრეი, ნერვიულობდა, განიცდიდა, ღელავდა, შფოთავდა. ისევ იმავე საავადმყოფოს კართან ლოდინი. აქეთ-იქით წრიალი და გაუჩერებელი შეკითხვები ნებისმიერი ექთანის მიმართ რომელიც შესახვევ ოთახთან ჩაივლიდა.
ლურჯ ხალათიანი ექიმი ნელა და თავისუფლად სწმენდდა ჭრილობას.
-ახლა ცოტა წვას იგრძნობ. -გააფრთხილა დამხმარე ქალმა და სპირტიანი ბამბა ხელში შემართა.
-არა უშავს ცოტა აეწვას. ჰა -ღიმილით გადახედა ექიმმა ოლივერმა -იქნებ ასე მაინც დაგველაპარაკოს. მთელი დღეები ჩუმად იყავი, ხმას არ იღებდი.
-მოიცადეთ -თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ალისია-იქნებ დღეს არა.
-მაშ როდის? -ღიმილს სახიდან არ იშორებდა ექიმი ოლივერი და პაციენტის ყურადღების გაფანტვას ცდილობდა.
-იქნებ შაბათს ან ორთაბათს. დამთავრდა? -ექიმის ღიმილიან სახეს შეხედა, რომელსაც ხელში როგორც ალისია ეძახის "სინა" ეჭირა რომელიც ჭრილობა ჰქონდა გაკერილი.
-სულ ეს იყო.
-და არ მეტკინა. მადლობა.

გარეთ გამოსულ ალისიას კვლავ ბინტი ჰქონდა სახეზე დაკრული. ექიმმა უთხრა რომ კიდევ ერთხელ წაესვა ჭრილობაზე ბრილიანტის მწვანე და შემდეგ ბინტიც აღარ დაეკრა.
ბენმა თამარი საავადმყოფოში მიიყვანა.
თამარმა ალისიას სახის ნახვისას სატირლად გამზადებული ტუჩები მოკუმა და ცალ მხარეს ქვედა ტუჩზე იკბინა, ცრემლიანი თვალები ფართოდ გაახილა რომ არ ეტირა. ალისიას ძლიერად მოეხვია.
ანდრეიმ თამარი მოიკითხა. როგორ მიდიოდა საქმეები, როგორ სწავლობდა. დაპირდა გაააცნობდა ახალგაზრდა წარმატებულ მსახიობს და საერთოდ აქეთ დატოვებდა საცხოვრებლად რომ მის ალისიას არასოდეს მოეწყინა მის გარეშე.
-გიგა სად არის? -მოღუშული ადევნებდა თვალს თამარს ალისია.
-გიგა? -კითხვაზე კითხვითვე უპასუხა მეგობარმა. ისეთი სახე ჰქონდა პირველად ესმოდა ეს სახელი. -აჰ -გაიღიმა ნაძალადევად, როცა ალისიას თვალებში კითხვა ამოიკითხა "ისე მიყურებ თითქოს არ იცოდე ვისზე გეკითხები" -ჩვენ გიგაზე მეკითხები? გიგამ საბუთები ვერ მოაწესრიგა.
-ტელეფონი რატომ აქვს გამორთული, რამდენი დღეა ვცდილობ დავუკავშირდე.
-დაკითხვას მიწყობ? -უკმაყოფილოდ გაიხედა გვერდზე, მერე ჩემოდანს დაავლო ხელი და ადგილს მოშორდა.
რა მოუვიდაო ხელით ჰკითხა ანდრეის ალისიამ და მეგობარს უკან გაჰყვა.
ანდრეიმ მხრები აწურა, მისთვის საერთოდ გაუგებარი იყო თამარს მოუვიდა თუ არა რამე, ან რატომ ჰკითხა ალისიამ შემდეგი სიტყვები "რა მოუვიდა თამარს" მისთვის უცხო ენაზე აჭიკჭიკებულ მეგობრებს თვალს ადევნებდა თუმცა მათ შორის წარმოქმნილ დაძაბულობას ვერ ხვდებოდა. ალისიას გაოგნებული სახისგან და თამარის ცოტა აღლვებული გამომეტყველება არ აძლევდა იმის მიზეზს რომ რაიმე უსიამოვნება ხდებოდა, მით უფრო რომ ისინი ხმამაღლა არ საუბრობდნენ, ტონი ჩვეულებივი ჰქონდათ.
-ასე რამ გაგაღიზიანა. ხომ არ გიჩხუბიათ? -კარებთან დაეწია მეგობარს.
-არაფერმა ალისია, არაფერია. გეყოს ამდენი შეკითხვები. ტელეფონი გაუტყდა და ამიტომ აქვს გამორთული. შენთან მოკითხვა დამაბარა. -ლუყაზე მიეპარა თამარი და აკოცა. -ესეც გადმოგცა. თამარი გახალისდა. უნდოდა თავი აერიდებინა საუბრისთვის და საუბარი სხავდასხვა თემაზე წამოიწყო. სახლში ისე მივიდნენ ენა არ გაუჩერებიათ.
ანდრეი ტაქსის მძღოლთან მივიდა, ბოდიში მოუხადა უაზრო ლოდინისთვის და დაპირებული თანხა ორმაგად გადაუხადა. შემდეგ ყველანი ბენის მანქანაში ჩასხდნენ და გზას დაადგნენ. ანდრეი მანქანაშიც გაკვირვებული ადევნებდა თვალს მათ და გაოცებული იყო, ასე ჩქარა როგორ საუბრობდნენ, ნეტა ერთმანეთის თავად თუ ესმითო.

ემილი სახლში დახვდა მათ.
-პატარა ბიჭი როგორ არის? -გამობერილ მუცელზე მოეფერა თამარი.
-აჰა, ესეიგი შენ თვლი რომ ბიჭია. მგონი ტყუპებს ველოდები და არ ვიცი. ესენი გოგონას წინასწარმეტყველებენ. ვნახოთ, ვნახოთ.
-მთავარია ჯანმრთელი იყო, რა მნიშვნელობა აქვს გოგო იქნება თუ ბიჭი.
-ქართველებს ლამაზი გოგონების გარდა როგორი გემრიელი კერძები გცონიათ. კიდევ რა გაქვთ ასეთი განსაკუთრებული რაც სხვებისგან გამოგარჩევთ? -ღომიანი საცივის ჭამა დაასრულა ემილიმ და ლამის თითებიც ჩააყოლა.
-ისტორია, ჰო ისტორია -ხაჭაპური ჩაკბიჩა თამარმა და განაგრძო. -გმირი გვყავს ძალიან ბევრი. ქართველი ჯარისკაცები. გახსოვს -ალისიას გახედა -გიორგი გელოვანი პროფესორი? მან თქვა ერთი შესანიშნავი ფრაზა, არ მახსოვს სად წაიკითხა. დაუჩოქებელი ბებერი მგლის, დაუმარცხებელი ლეკვები. ჰო, ზუსტად ასე თქვა.
-დროა ჩანგლები გვერდით გადადოთ და ხელები გაინთავისუფლოთ. -დიდი თეფშით ხელში ახლად ამოღებული ხინკალი შემოიტანა მაგიდაზე, საოცარი სურნელს აფრქვევდა ირგვლივ და ორთქლი ასდიოდა ხინკალს.
-ალისია ეს შენ გაამზადე თუ იყიდე? -ქართულად ჰკითხა თამარმა.
-მე თვითონ.
-რას ჩურჩულებთ? -ყურები დაცქვიტა ანდრეიმ.
-აინტერესებს მე მოვამზადე თუ არა. -სკამი გამოსწია და ანდრეის გვერდით თავის ადგილს დაუბრუნდა.
-მერე?
-რა მერე?
-რა უპასუხე?
-მე მოვამზადე -უთხრა და ხელი დაარტყა ხელზე -ჩანგალი ძირს დადევი და ხელით გადაიღე.
-ეს როგორ?
-აი ასე. -ალისიამ ხელი დაავლო ხინკალს, თეფშზე გადმოიღო, შავი პილპილი მოაყარა, ორივე ხელი კარგად მოკიდა და პირი გემრიელად ჩაავლო.
-რას აკეთებ? -გაოცდა ემილი.
-იცი რა გემრიელია? -ჭიპი გვერდზე გადადო და მეორე ხინკალი გადაიღო.-რას ელოდებით? მიირთვით. მიირთვით -ყბადაღებულ ადამიანებს გახედა ალისიამ, მხოლოდ თამარი მიირთმევდა ისე გემრიელად როგორც ალისია. -ოღონდ წვენი არ დაღვაროთ, წვენით უფრო გემრიელია.
კარგიო დაეთანხმნენ ისინი და თეფშები ისეთი გახადეს როგორც ცხელი წვნიანის დროს. მერე ნელ-ნელა აითვისეს, ნუ ისე არა როგორც ამას ქართველი ახერხებს (ბევრ ქათველმა ხინკლის ჭამა ახლაც არ იცის, ჩანგალზე წამოაცმევენ და ისე მიირთმვენ) მაგრამ ნორმალურად.
-თამარ საყვარელო სწავლა დაამთავრე?
-კი.
-შენ ჩემზე მონდომებული და ჭკვიანი აღმოჩნდი. -აღმოაჩინა ალისიამ.
-არა საყვარელო. შენ უბრალოდ ბედნიერება და საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება აირჩიე. ნიჭიერებაზე შენ არ უნდა ამბობდე არაფერს, უამრავი ენა იცი და პირველ რიგში ეს ამტკიცებს შენ უდავო ნიჭიერებას. მერე რა რომ გინდოდა ოჯახური კერა შეგექმნა და საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტე. საქართველოში არა, ამერიკაში ხომ მოახერხებ შენი გონიერებისა და ნიჭის გამოვლენას, მე ყოველთვის ვიამაყებ შენით. -მართლაც უსაზღვრო სიყვარულით საუბრობდა თამარი ადამიანზე რომელიც მეგობარზე მეტი იყო მისთვის.
-მოხარული ვიქნები ერთ ბედნიერ დღეს საქართველოს მონახულებას თუ შევძლებ. იქნებ როდესმე ჩვენც გესტუმროთ. -აღნიშნა ემილიმ და კიდევ ერთი ხინკალი დაიდო თეფშზე.
თამარის თეფშთან ტელეფონი აჟღარუნდა. მოიბოდიშა და მაგიდიდან წამოდგა. მას შემდეგ რაც დაბრუნდა სახე შეცვლილი ჰქონდა, ალისიას შეკითხვაზე ხომ ყველაფერი კარგად იყო დაბნეულმა უპასუხა.
-ჰო, ჰო ყველაფერი რიგზეა. გიგა იყო. გიგა კარგად არის. ყველაფერი რიგზეა, მშვენივრადაა.
კარზე ზარის ხმა გაისმა. ამან თამარი დაამშვიდა, თავიდან აიცილა ალისიას განმგმირავი მზერა და მისი აბდაუბდა პასუხები.
ემილიმ ივარაუდა რომ ლუკასს მშობლები მოენატრა და მანამდე არ მოასვენა თავისი დეიდა ვიდრე ანდრეისთან არ მოაყვანინა თავი.
-მე გავაღებ. -სკამზე დააბრუნა ალისია. -ლუკასი იქნება -ხელსახოცი მაგიდაზე დადო ემილიმ და რამდენიმე წამში კარებთან გაჩნდა.
-მობძანდით.
სახლში მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი შემოვიდა. კლასიკურად ჩაცმულს ჰალსტუხის გაკეთებაც არ დავიწყებია. დინჯად გადმოდგა ნაბიჯი სახლის ზღურბლზე და სასიამოვნო ხმით მიესალმა მის წინ ატუზულ ემილის. შუბლზე არსებული შრამის გავლით თმაზე გადაისვა ხელი და ბოხი ხმით იკითხა:
-დიასახლისი სახლშია? მასთან საუბარი მსურს.
ემილის კითხვაზე ვინ ბრძანდებოდა გულის ჯიბიდან მოწმობა ამოიღო და ცხვირთან მიუტანა.
-გამომძიებელი სტივ უილსონი.
-უილსონ -მხარზე დაჰკრა ხელი ანდრეიმ და ემილის ანიშნა ყველაფერი რიგზეაო. -დაძაბული ნუ ხარ მოეშვი. წამოდი, წამოდი კარგ დროს მოხვედი. ისეთი კერძები უნდა გაგასინჯო თითებს ჩაიკვნეტ, ასეთს ვერსად გასინჯავ. იყო დრო როცა შენს მითითებებს ვასრულებდი, ახლა ჩემს ტერიტორიაზე ხარ, ვერსად წახვალ. -სასტუმრო ოთახში შეიყვანა იგი და სკამი გამოუწია.
-არა. არა გმადლობთ. დაზარალებულთან მინდა გასაუბრება მაგრამ სხვა დროს შემოვივლი, არ მინდა ხელი შეგიშალოთ.
-რასთან დაკავშირებით? -იკითხა ალისიამ.
-თქვენი დაკითხვა მინდა. დაველოდეთ თქვენს გამოჯამრთელებას. -როცა ალისიამ მოღუშული სახე შენიშნა დანანებით ხელები გაშალა -ეს გარდაუვალია.
-კარგი დაიკო. არ ინერვიულო. -დაამშვიდა თამარმა.
-მართლა სტივ ეს ტამარია. -გააცნო ანდრეიმ როცა უცნაურად გახედა მისთვის გაუგებარ ენაზე აჭიკჭიკებულ გოგონას -ალისიას ქართველი მეგობარი. გვარის წარმოთქმას ნუ მომთხოვ შენი ჭირიმე ვერ გეტყვი.
-რატომ? საიდუმლოა?
-არა. ისე წარმოვთქვამ დამცინებენ. აჯობებს მხოლოდ სახელით დაკმაყოფილდე.
-ახლა გამახსენდა, რომ მილერმა მითხრა ბრალდებულს მე დავკითხავო და დრო გამომიჩნდა. რაო რას ამბობდით როგორი კერძებიო? -შავი პიჯაკი სკამის საზურგეზე გადაკიდა, ჰალსტუხი მოუშვა და მაგიდის თავში ბენის პირდაპირ დაჯდა, უხერხულობა არ უგრძვნია, ლამაზად იღიმოდა თითქოს თეთრ ქათქათა კბილებს რეკლამას რეკლამას უკეთებდა. მარცხნივ თამარი ეჯდა, მარჯვნივ ალისია.
სტივს თავში რაღაც ჩაერთო. მახსოვრობა უკან რამდენიმე თვით გადაახვია და დღეზე გააჩერა როცა კატეგორიულად მოითხოვა თამარ ყიფშიძე სასწრაფოდ დაეკითხათ. თავისი თაფლისფერი თვალებით ქვემოდან გახედა ღიმილად დაღვრილ თამარს რომელიც ალისიას რაღაცას უამბობდა. იმის მიუხედავად რომ ინგლისურად საუბრობა შინაარსი უცნობი იყო რადგან ახლა მხოლოდ თავის ფიქრებში ჩაძირული საკუთარ თავის სირცხვილს გაურბოდა. ინანა ასეთი თბილი თვალების მქონე გოგონას როგორ დასწამა ცილი მეგობრის გატაცების დაგეგმვაში, თუმცა თავის მეორე მესთან თავი იმით იმართლა რომ მისი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო, სამსახური ჰქონდს ასეთი. უხერხულად იგძნო თავი და სკამზე აწრიალდა, დაუშვა რომ მის ფიქრებს ყველა კითხულობდა და აღელდა. ხაჭაპურის გადასაღებად აწეული ხელი თეფშს აჰკრა, ამან ხმაური გამოიწვია. ბოდიში მოიხადა არსებული არეულობისთვის და ნერვიული მოძრაობით თავი მოიფხანა.
კაცია და თავი მაინც ვერ შეიკავა, ლამაზი გოგონა ეჯდა გვერდით. გაუღიმა გოგონას რომელიც მორცხვი ღიმილით უცქედა, ისიც ღიმილად დაიღვარა.
-ხინკალი მიირთვით. -შესთავაზა თამარმა.
-აჰ ჰო. -ჩანგალი ჩაარჭო და პირისკენ წაიღო.
-ასე არა.
სტივი დაიბნა. თვალს ადევნებდა როგორი ენთუზიაზმით უხსნიდა ლამაზი გოგონა მას ხინკლის ჭამის წესს.
-ეს თქვენი გამომძიებელი ძალიან დაბნეული ვიღაც სჩანს. მგონი სულელია. -იდაყვი ჰკრა ბენს ემილიმ.
-მე ასე არ ვფიქრობ. ლამაზი გოგონები აბნევს -ჩაიფხუკუნა ბენმა და ისეთი ხმით თქვა მაგიდის წევრებისთვისაც რომ ყოფილიყო ყურადსაღები.
-მგონი მოეწონე. -ქართულად უთხრა ალისიამ მეგობარს და სტივს დაუფარავად გახედა.
-შენ ასე ფიქრობ? -ეშმაკური ღიმილი სტყორცნა სტივს.
-უჰუ.
-სიმპატიურია. ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს. უნაკლო სხეული და მომაჯადოვებელი ღიმილი.
-ჰო მეც ძალიან მომეწონა.
-ცოტა თავი შეიკავე. ხომ არ გინდა ინტერესი დაკარგოს.
-ასე რომ მოხდეს მეწყინება.
-დარწმუნებული არ ვარ მაგრამ ვფიქრობ ჩემზე საუბრობთ. -ხინკლის წვენით გაწებილი ხელები სალფეთქით შეიმშრალა სტივმა. -რითი მივიქციე თქვენი ყურადღება?
-ყველაფერი რიგზეა? -ახლა ანდრეი ჩაერთო საუბარში.
-ჰო ანდრეი. უბრალოდ თამარი ფანტაზიებმა გაიტაცეს.
ალისიამ თმა ყურზე გადაიწია და ბინტით დაფარული ლოყა გამოუჩნდა. სტივმა ალისია მის გარეშე წამოიდგინა და ძალიან შეებრალა. ასეთ ლამაზ სახეს როგორ შეიძლება ხელს უშლიდეს ჭრილობა რომელიც ზედმეტი სილამაზისა და უდიდესი სიყვარულის დამსახურებისთვის მიაყენეს.
გამომძიებელი უილსონი ასევე ხედავდა თამარის სილამაზეს და აღფრთოვანებული რჩებოდა. დიდ შავ თვალებს აბიალებდა და ბავშვურად იღიმოდა, მაგრამ ალისიას სილამაზე სხვა იყო. იგი რაღაც არაამქვეყნიურ შუქს აფრვევდა. ზურმუხტისფერი თვალები, ლამაზი სწორი ცხვირი და დახატული ტუჩები. "ჰოლივუდის ღიმილი"- როგორც ამას ქართველი მეგობრები ეუბნებოდნენ.
ყოველივე ამის შემდეგ მას მცირე წარმოდგენა შეექმნა საქართველოს, კერძოდ კი მისი ლამაზი მოსახლეობის შესახებ.
***
ალისია მომჯობინდა. ანდრეისთან ერთად ხშირად გადიოდა გარეთ.
რამდენჯერმე ფსიქოთერაპია გაიარა. ჩაერთო ყოფილ მომხმარებლებთა ჯგუფში. ამან ხელი ძალიან შეუწყო მის გამოჯამრთელებას.
დილით ადრე დგებოდნენ, დილით პარკში დარბოდნენ, მერე ბენის რესტორანში შედიოდნენ, სასმლის ნაცვლად ნატურალურ წვენს სვამდნენ. შუადღეს ატრაქციონებს სტუმრობდნენ და ივიწყებდნენ გარშემო ირგვლივ ყველას ვინც მათ სიახლოვეს არსობებდა. იყვნენ მხოლოდ ისინი, ალისია და ანდრეი, ანდრეი და ალისია. საღამოს მალიბუს პლაჟზე დასეირნობდნენ.
ანდრეიმ ფილმის გადაღება განაახლა. ალისია ანდრეის თან დაჰყვებოდა ხოლმე. ემილის ფეხმძიმობა კარგად მიმდინარეობდა ზოგჯერ თუ შესთხოვდა მეუღლეს ღამით რამე დესერტის მოტანას, მაგრამ ისეთს არა რისი შესრულებაც მას გასჭირვებოდა. დღისით კი აგრძელებდა თავის ფილმზე მუშაობას.
-უპასუხისმგბლობა სისხლში გაქვს, შენ რა შეგცვლის? ვის უნახავს შეჩვეულს გადაჩვეული? ძალიან მაინტერესებს თავში რა გიდევს, ან რა გედო მაშინ როცა პირდაღებული მომჩერებოდი?
ანდრეის თავის გამართლება არ შეეძლო და თავდახრილი იდგა. მოთმინებით ელოდა როდის შეწყვეტდა ჯონი ყვირილს და დამშვიდდებოდა.
-ორი კვირა გავიდა რაც მუშაობა დაიწყე, ორი კვირა გესმის? პატარა ბავშვს მიაქვს სახლში ბაღიდან დაბარებული ლექსი და ინფომაცია, ამხელა კაცს კი სახლიდან აქამდე ვერ მოგიტანია ის რომ ერთ კვირაში ალისია ექიმთან მიგყავს. დღეს კი მოდიხარ ჩემთან მშვიდად და პრემიერამდე ერთი კვირით ადრე მეუბნები ამას? ტფუიი -გადააფურთხა ჯონმა, სკამს ჰკრა ხელი და ამოტრიალდა.
-მგონი ყვირილით არაფერი ეშველება. მოვიფიქროთ პრემიერის ახალი თარიღი. -სკამი წამოაყენა ოპერატორმა -რას ვიზამთ თუ ტვინი არ უმუშავებს.

ანდრეის დღეს აშკარად არ უმართლებდა. ყველას უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა მაგრამ ალისიას გაჯავრება და გულის ტკენა ყველაფერი იყო მისთვის და გაბრაზებული ჯონი არაფრად უღირდა. ალისიას ცრემლები კი სატანჯველი იყო მისთვის. როგორ მიუხაროდა სახლში. თურმე ატირებული ცოლი ხვდებოდა.
-შენ მაშინ მომატყუე რომ მითხარი. -ნიკაპი აუკანკალდა ალისიას. -აი რატომ არ მისწორებდი თვალს როცა გიგაზე გეკითხებოდი. თურმე რატომ იბნეოდი როცა ჩემს გვერდით იყავი და საქართველოში რეკავდი. მე კი ვფიქრობდი ჩემგან საიდუმლო გქონდა რამე, ღმერთო რა სულელი ვარ, რაზე ვსაუბრობ.
-არ მომიტყუებიხარ. მას მართლაც უნდოდა პოლიციის აკადემიაში ჩაბარება.-თავი დახარა თამარმა, ცრემლები რომ დაემალა.
-შენც იცოდი სიმართლე და. -ახლა ანდრეის მიუბრუნდა რომელიც გულგახეთქილი მიყრდნობოდა სასტუმრო ოთახის კედელს და ალისიას დამშვიდებას ცდილობდა. თვალებზე ხელი აიფარა ალისიამ და აქვითინდა.-კარგით რა. ის ხომ ჩემი ძმაა. ასე უნდა გამეგო. ღმერთო გიგა. ასე არ შეიძლება.
ალისიასთვის მეტად რთული გადასატანი იყო სიცოცხლით აღსავსე გიგას ეტლს მიჯაჭვული ყოფნა. დიდი მომავალი ერთ წამს შეიძლება შეცვალოს ზედმეტმა სიჩქარემ. რატომ გარბიხართ? სად გეჩქარებათ ადამიანო? სიკვდილთან? რატომ მიიჩქარით სიკვდილისკენ? თუ ინვალიდის ეტლი გიხმობს თავისთან? რა საჭიროა დამნაშავის ძებნა? როცა თავად ახალგაზრდული ჟინია დამნაშავე. რა გააკეთოს? როგორ მოიქცეს? უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღეში ნორმატივები უმდა ჩაებარებინა და შემდეგ პოლიციის აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა. შემდეგ გამომძიენელი უნდოდა ყოფილიყო გზას გავიკვალავ და რამდენიმე წელში, დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში პროკურორის გამოცდებს ჩავაბარებო. ოცნებობდა პროკურორი ყოფილიყო. მეტად სამართლიანი ახალგაზრდა ყოველთვის სიმართლისკენ ილტვოდა. ზედმეტი სიჩქარე, ალკოჰოლი პრობლემებია მეტი თუ არაფერი, რომელიც სიკვდილს იწვევს, თუ გაგიმართლა პარალიზებულს დაგტოვებს და მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლის მართვად გაიძულებს. რა ქნას ახლა გიგამ რომელსაც არაფერი დაუშავებია? გაჩერებულ მანქანაშიც ვერ იგრძნო თავი დაცულად, შეიძლება ნასვამი მძღოლი გამორბოდეს დიდი სიჩქარით და სამუდამო სატანჯველში გადაგისროლოს. რა აზრი აქვს მის პატიმრობას? რამდენიმე წლის მისჯას? თუ სულიერად არ მოინანიებს ცოდვას და ახალგაზრდა ბიჭის გაუბედურებას. რა აზრი აქვს თავში ხელების დაშენას თუ მანამდე არ გაქვს ჭკუა. რა გააკეთოს დედამ, რით ინუგეშოს თავი და როგორ ანუგეშოს შვილი, მთასავით ვაჯკაცი რომელსაც თავის ფეხით საპირფარეშოში გასვლაც არ შეუძლია, ერთ დროს კი სახელმწიფო სამსახურში, თანამოქალაქეთა სიმშვიდისთვის ბრძოლაზე რომ ოცნებობდა. ნუთუ მართლა ღირს ერთი ჭიქა ღვინო ამად.
განადგურებული ხმამაღლა ქვითინებდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ზემოთ და ოთახში შეიკეტა.
მთელ სიმძიმეს მძღოლზე ნუ გადაიტანთ. ის ისეთივე დამნაშავეა როგორც თითოეული მის გვერდით მსხსომი ადამიანი. ის ასრულებს როგორც თავის მოთხოვნებს ასევე მათსაც. ყველას ერთად უხარია სიჩქარე 200... 220.... 240..... სიკვდილი.... ყველას სადღაც მიუჩქარია. ყველას სადღაც უხარია ადრენალინის გრძნობა. მაგრამ სად არის სიცოცხლის მიმართ ადრენალინი? სამყაროს სხვა თვალით დანახვის სურვილი? სად არის ოჯახზე და მეგობრებზე ფიქრი? საერთოდ სად არის სიცოცხლის წყურვილი? იმაზე ფიქრი რომ მას ან თუნდაც შენს ქვეყანაში მოძრავ სხვა ავტომანქანის მძოლს სახლში დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და-ძმა, შვილი, ცოლი ან ქმარი ელოდება. რატომ უმატებ სიჩქარეს ადამიანო. სად გეჩქარება? ნუთუ იმდენ ხანს არ დაგელოდებიან რომ შენი და სხვისი სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ იყოს მათთვის?

-შემოდი- საწოლიდან თავი წამოწია და ოთახში შემოსულ ანდრეის ჯერ კიდევ უბღვერდა, ხელის ზურგით ცრემლები შეიმშრალა და ქმარს უფლება მისცა საწოლზე ჩამომჯდარიყო. -იგი ჯამრთელად გამოიყურებოდა, თუმცა გიგას ამბით შეძრწუნებული თითქოს მოტყდა, განადგურდა. 3 კვირა გავიდა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ და დღითი დღე უკეთესად ხდებოდა. დრო და დრო კონსულტაციას გადიოდა ექიმთან. სისხლჩაქცევები მოურჩა, სახე დაეწმინდა და ფერი მოუვიდა. კვლავ სხივჩამდგარი თვალებით იყურებოდა და სავსე ლამაზი ტუჩებით საუბრობდა. შესანიშნავი თმები მაღლა ჰქონდა აწეული და როგორც ცხენის კუდი უკან გადაგდებული.
-როგორ ხარ ჩემო ზურმუხტის თვალება? -ალისიას შუბლზე აკოცა.
-ცუდად. -ნაძალადევად გაუღიმა ალისიამ, მერე ფეხზე წამოდგა და ანდრეის ხელი ბეჭზე გადაიდო, ორივენი სასტუმრო ოთახისკენ გაეშუნენ სადაც თამარი, ემილი, ბენი და ლუკასი ელოდებოდა მათ. ისინი ჟურნალების მაგიდის ირგვლივ შეკრებილიყვნენ, სადაც ტორტის ნაჭრები და რამდენიმე დასვრილი თეფში იდო.
-რამე გამოვტოვე? -დასვა თუ არა შკითხვა კისერზე ლუკასი შეახტა.
-რა მომიტანე ბიძია?
-მეე? -დაბნეულმა წარბები შეჭმუხნა. -უნდა მომეტანა რამე? -უჩურჩულა ალისიას, რომელიც ცრემლიან თვალებს ჯერ კიდევ იმშრალებდა.
-ლუკასის მეოთხე დაბადების დღე.
-რას ჩურჩულებთ მანდ? -იკითხა ემილიმ.
-ვიცოდი, ვიცოდი-წამოიძახა მან, -შენ გეგონა დამავიწყდა, რომ შენი დაბადების დღეა დღეს?
-გვაჩვენე ანდრეიმ შენი საჩუქარი. -გამოაჯავრა ალისიამ.
-ჰო, საჩუქარი -თავი მოიქექა -მგონი დამრჩა -ამოილულუღა როგორც იქნა.
ალისიას სიცილის თავი არ ჰქონდა თუმცა ლუკასს მაინც გაუღიმა, სიცილი ვერც ემილიმ და ბენმა შეიკავა. ლუკასი განცვიფრებული უყურებდა ჯერ დედ-მამას მერე ალისიას და ბოლოს დარცხვენილსა და გაკვივებულ ანდრეის შეხედა.
-არაფერი მომიტანე ბიძია?
-შენმა ბიძიამ საჩუქარი მე გამომატანა, მაგრამ მთხოვა სანამ მე არ მოვალ არ აჩვენოვო. დამელოდე -მეორე ოთახიდან მანქანა გამოიყვანა, რომელიშიც ლუკასი თავისუფლად მოთავსდებოდა.
-ბიძია. -ანდრეის ხელებში მყოფი ლუკასი მაგრამ მოეხვია კისერზე ბიძიას და ლოყები დაუკოცნა. -ამიტომ იყო ის ოთახი ჩაკეტილი?
ლუკასის სიტყვებზე მათ გაეცინათ.
-მადლობა -ტუჩების მოძაობით ანიშნა ანდრეიმ ალისიას.-ლუკას დღეს არ აღნიშნე? -ბავშვი ძირს ჩასვა, და თვალს ადევნებდა მაგიდის ირგვლივ მანქანით მორბენალ ბავშვს. თავად მაგოდას მიუჯდა და ტორტის ნაჭერი გადაიღო.
ბავშვმა თამაშს თავი მიანება, მანქანა კედელთან დააყენა და ანდრეისთან მიირბინა.
-ჩემი ძმაკაცები იყვნენ. გოგონებიც -ლუკასმა თითებზე ჩამოთვალა მათი სახელები.
-ყოჩაღ.
-კიდევ კარგი მხოლოდ მაგაში გგავს. -სიტყვა ჩააკვეხა ბენმა.
-ცუღლუტობ ბრაიან.
-ბიძია მე მომისმინე. -სახეზე მოკიდა ციცქნა თითებიდა მისკენ მიაბრუნებინა თავი. -ორი შეყვარებული რომ მყავს გითხარი?
-ერთად ორი ცოტა მეტი ხომ არ არის? ერთი და სხვადასხვა დროს შეიძლება, უცოლოდ არ დარჩები. შემდეგ ისეთ შესანიშნავ გოგონას გაიცნობ რომელიც მთელს ცხოვრებას შეგიცვლის, თანაც სასიკეთოთ. -ხელის ზურგზე აკოცა ალისიას.
-ჩემს ძმაკაცებს ალისია მოეწონათ.
-არ უთხარი მათ რომ გათხოვილია?
-კი. ჩვენთან ერთად თამაშობდა, მღეროდა და ცეკვავდა. რაღაც უცნაური ენაზე იმღერა მაგრამ ლამაზად.
-ეს უცნაური ენა ქართულია- ალისიას გადახედა ანდრეიმ.


ეზოში აჩქარებული ნაბიჯებით მომავალი სტივი აქოშინებული შემოვიდა და კარზე ზარი შესვენებ-შესვენებით დარეკა.
-კარები ბენმა გააღო.
-გარეთ იმდენი ჟურნალისტია გეგონებათ აქცია იყოს. როგორღაც მოვახერხე შემოვმძვრალიყავი. -ცხვისახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და შარვლის ჯიბეში ჩაიდო.
-გაგიმარჯოს სტივ. შემოდი -სახლში შეუძღვა სტუმარს.
-სტივ -ჩაფიქრებით უთხრა ანდრეიმ -რაღაც არ მახსენდება დღეს შეხვედრა გვქონოდა დათქმული.
-სავარჯიშოდ ვიყავი. -ამაზე მისი სპორტული ტანსაცმელი მიუთითებდა.-მერე კაფეში შევიარე ყავის დასალევად და რადგანაც აქვე ახლოს ვიყავი გადავწყვიტე მეგობრები მომენახულებინა. მიხარია ყველანი ერთად რომ ხართ. მოგელასმებით. -მიესალმა და ხელი აუწია დამხვდურთ. თამარისკენ გაექცა მზერა.
ასეთი დაბნეული მხოლოდ მაშინ იყო როცა საცოლესთვის ხელი უნდა ეთხოვა. ყოველთვის თავდაჯერებული და გაწონასწორებული გამომძიებელი ახლა სულელივით ბლუკუნებდა და წინადადების ასაწყობად სიტყვებს ეძებდა.
-კი როგორ არა. -სიცილისგან თავი ვერ შეიკავა ბენმა. -ერთი სული გქონდა მე როდის მნახავდი.



***
ჯონმა კიდევ ერთხელ გადასწია პრემიერის თარიღი თუმცა ამჯერად უპრობლემოდ და გაბრაზების გარეშე.
დადგა დღე როცა შედგება ნანატრი სერიალის ნანატრი პრემიერა. როცა მსოფლიო ეკრანებზე წასდგება ანდრეი ლუჩენკო და ალისია ჯაფარიძე ყოველგვარი სახის დამალვისა და უაზრო ხუჭიაობის გარეშე, ყველას დაანახებს იმ სილამაზეს რომელსაც ბოლო რამდენიმე კვირა გრძელ კაბებში, სახელოებიან მაისურებსა და სახეზე ჩამოფარებული თმების მიღმა მალავდა და ყველა დაინახავს ქართულ მშვენიერებას მართლაც რომ საუკეთესოდ წარმოაჩენდა ქართველი ალისია.
საღამოს ექვსი საათი ხდებოდა. სასტუმრო ოთახში იდგა მაღალი სიმპატიური ბიჭი. სმოოკინგითა და თეთრი კარგად დაუთოვებული პერანგით რომელიც მჭიდროდ მოდგომოდა მის დაკუნთულ სხეულს და პეპელა ჰალსტუხით. ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით, ზოგჯერ საათს დაჰყურებდა.
-ალისია იჩქარე, ჩვენ გელოდებიან -ასძახა მეორე სართულზე ოთახში მყოფ ცოლს.
-5 წუთიც და მოვდივარ -კვლავ სარკეში აცქერდებოდა საკუთარ გამოსახულებას. მისთვის ის შეგრძნება რომ სხეული დაჟეჟილობებითა და ჭილობებით ჰქონდა სავსე გამქრალიყო. ახლა ისეთი ჰქონდა როგორიც მაშინ მოდელობასა და სილამაზის კონკურსში მონაწილეობას რომ ოცნებობდა. უფერული ტუჩსაცხი გადაისვა ტუჩებზე, საკუთარ გამოსახულებას გაუღიმა და სარკეს მოშორდა. პატარა ჩანთა დაიკავა ხელში და კიბეების თავზე შედგა. ღელავდა. ნელა ჩამოდგა ფეხი საფეხურზე და მეუღლეს გაუღიმა რომელიც აღფრთოვანებული სახით ელოდებოდა პირველ საფეხუთან.
მამაკაცს ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა და ოდნავ მაჯვნივ გადახრილი იდგა, ტუჩის კუთხეში მომცრო ღიმილი ახლა საოცარ აღფრთოვანებასა და ნეტარებაში გადაზრდოდა როცა კიბეებზე მომავალ ულამაზეს გოგონას ხედავდა. მაღალი, ჩამოსხმული ტანი. მწვანე თვალები საოცრად უნათებდა სახეს. მომნუსხველი და მომაჯადოვებელი ღიმილი. მაღლა აწეული თმები. ტანზე მჭიდროდ მომდგარი გრძელი შავი, სადა ფართო მკლავებიანი დეკოლტე რძელი კაბა და მთლიანად ამოღებული ზუგი რომელიც ძალიან უხდებოდა მიმზიდველი ხორბლისფერ კანს. მოშიშვლებული გულმკერდი და გედივით მაღალი ყელი. გამოყვანილი წვრილი წელი და საოცრად ლამაზი თეძოები, თითქმის ბოლომდე ჩახსნილი კაბა, ფეხზე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრიანი "ბასანოჩკები".
ჯერ კიდევ გაოგნებულ ანდრეის კიდევ უფრო გასაღიზიანებლად ტანის რხევით ჩაუარა წინ. იგი როგორც გედი წყალში ისე ირხეოდა ანდრეის თვალწინ.
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხარ -ახლოს მივიდა, წელზე ხელი მოხვია, მისკენ მიიზიდა და ტუჩის კუთხეში აკოცა.
-ვნერვიულობ.
-მეც ვნერვიულობ. როცა მეხები მთელი სხეული მითრთის.
-ეს არ მიგულისხმია -თმა მოქაჩა -ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე წავრდგე როგორც შენი ცოლი.
-როცა "სისხლიან ბრძოლებში" ითამაშე მას ისეთი დიდი რეიტინგი ჰქონდა რომ ძალიან იშვიათად აქვს ხოლმე. ვფიქრობ მე უფრო უნდა ვნერვიულობდე როგორც შენი ქმარი.
-აღარ გეჩქარება? -გამხიარულებულმა თავი გვერდზე გადასწია.
ანდრეიმ ყელში აკოცა. ალისიას მოეხაჭუნა და გადაიკისკისა.
განათებული ქუჩები. ამ ქუჩებზე მოსეირნე მოზეიმე ხალხი. ცნობილი რესტორნის ჭიშკართნ მოწყობილი კორიდორი. წითელო ხალიჩა და ორივე მხრივ ჯებირები. ჯებირებს მიღმა გადმომდგარი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები. მათ უკან კი როგორც შესაძლებლობა ჰქონდათ გულშემატკივრები რომლებიც ერთმანეთის ჭ....ტვაში მოყოლასაც არ ერიდებოდნენ როგორმე ცალი თვალი შეევლოთ საყვარელი მსახიობისთვის, თუ გაუმართლებდათ ხელიც შეეხებოდნენ.
-გაიწით, გაიწით -უკან მისწია შეკრებილნი დაცვის თანამშრომლებმა და ადგილი გაუნთავისუფლა ახლახანს ჩამომდგარ შავ დაბურულ მინებიან მანქანას.
"-ანდრეი ლუჩენკო მოვიდა მეუღლესთან ერთად."
"-ქართველი ალისია მოვიდა."
აჩურჩულდნენ ირგვლივ მყოფები და ადგილის განთავისუფლების მაგივრად ერთმანეთს აწვებოდნენ და თავზე ახტებოდნენ. ამის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და ამის მიუხედავად არავის უნდოდა უკან დაეხია და ვიღაცისთვის ძალით წართმეული ადგილის დათმობა.
მანქანის კარები გაიღო. ანდრეი გადმოვიდა და ხელი გაუწოდა ალისიას. გოგონამ ფეხი გადმოდგა მანქანიდან.
აჩხაკუნდნენ ფოტოაპარატები, აყიყინდნენ ჟურნალისტები, ერთმანეთში არეული შეკითხვებისგან წინადადების აწყობას ვერ მოახერხებდი.
-ანდრეი! ალისია -ყვიროდნენ თინეიჯერი გოგო-ბიჭები.
ახალგაზრდა წყვილი ღიმილით პასუხობდა ყველას, ავტოგრაფებს არიგებდნენ. ალისიას სახეზე უდიდესი სითბო და კეთილშობილება იკითხებოდა.
ანდრეი ჯებირს გადაახტა და ხალხში შეერია. ფოტოგრაფებს სთხოვა სურათები გადაეხო მათთვის, სინამდვილეში თხოვნაც არ სჭირდებოდათ ისედაც როგორც ომში იარაღი ისე აქვთ მომარაგებული ფოტოაპარტები ვარსკვლავების გამოჩენისთანავე.
ძალიან დიდი დრო დასჭირდათ რესტორანში შესასვლელად. ჯონი მოთმინებას ჰკარგავდა, ანდრეი კი აჩქარებას არ აპირებდა. ამიტომ უყვარდათ იგი, გახსნილი და თავისუფალი იყო გულშემატკივრებთნ ურთიერთობაში. არ ითვალისწინებდა შენიშვნებს "მოდი აქ დადექი, აქედან უფრო კარგი განათებაა" "ამ მხარეს უფრო ლამაზი გამოჩნდები" მას რასაც უნდოდა, ვისთანაც უნდოდა და როგორც უნდოდა ისე იქცეოდა ყოველთვის, დაწესებული საზღვრების გარეშე.
ტელევიზიები გადმოსცემდნენ "ჰოლივუდის ლამაზი წყვილი, რომლის სიყვარულმაც გაუძლო დროს, სიშორესა და სიკვდილსაც კი." "დაუჯერებელია ალისიას სხეული ყოფილიყოს ისეთი როგორსაც ამას გადმოგვცემდნენ"
ანდრეიმ სიამაყით ჩაკიდა ხელი ალისიას და სიამაყით გადახედა. რესტორანში შევიდნენ. უამრავი ცნობილი ადამიანები ირეოდნენ დიდ დარბაზში, სადაც ლამაზად განათებული კედლები , მაგიდები და სხვადასხვა გემოვნების კერძები იყო.
თვალებით მათი ნაცნობები მოძებნეს. ყველანი ერთად იდგნენ. თამარი და ემილი ერთმანეთის პირისპირ. როგორი ლამაზიიყოფეხმძიმე ემილი, ხელში ლიმონათის ჭიქა ეჭირა, ხორცისფერი მუხლამდე კაბაზე ლამაზი მრგვალი მუცელი გამობერვოდა, შავი გაშლილი თმები მხრებზე დაეყარა და ტუჩებზე მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი წაესვა.
თამარს მაღლა ჰქონდა თმები აწეული, პატარა ნაწნავი კისერთან ჩერდებოდა. შავი მუქ-ჩრდილები ესვა თვალებზე ტანს კი მოკლე დეკოლტე კაბა უმშვენებდა. ხელში ჯერ კიდევ შუშხუნა შამპანური ეჭირა. ემილის გვერდით სმოკინგში გამოწყობილი, შამპანურის ჭიქით ხელში იდგა ბენი. ბენმა რძალსა და ძმას თვალი მოჰკა როცა კარებში შემოდიოდნენ და ხელი დაუქნია მათ.
რეჟისორმა და მსახიობებმა რამდენიმე სიტყვით ისაუბრეს სერიალის შესახებ. გულშემატკივების მიმართ სამადლობელი სიტყვაც წარმოთქვეს.
-მე თქვენ მიყვარხართ, რადგან თქვენ რომ არა ჩვენც არ ვიქნებოდით ისეთები როგორებიც ვართ. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ. -ხელი ჩაკიდა ალისიას, ამ უკანასკნელმა კაბას ხელი მოკიდა ფეხი რომ არ დაედგა და სცენიდან ანდრეისთან ერთად ჩამოვიდა.
მეგობრები და ოჯახის წევრები ერთად იდგნენ და საუბრობდნენ. ალისიას და ემილის გარდა ყველანი სასმელს წრუპავდა, ემილი იმიტომ არა რომ ფეხმძიმედ იყო, ალისიას კი უბრალოდ სასმელი ჭირივით სძულდა.
-ეს მოხუცი ვინ არის? -ჭიქა ტუჩებთან მიიტანა ბენმა და ჭიქის ზემოდან გახედა. -რაღაც არ მეცნობა.
მოხუცს რომელიც ალბათ 70 წლამდე იქნებოდა ჯონ ადამსს ესაუბრებოდა. საკმაოდ მოვლილი ქალი იყო და ასაკიც არ ეტყობოდა. პრემიერაზე სხვადასხვა ელიტის წარმომადგრნლები შეკრებილიყვნენ.
-ჯონის გადაღებული ფილმების დიდი გულშემატკივარია. როგორც ჯონმა მითხრა მისი არცერთი ფილმი არ გამოუტოვებია. მხოლოდ შვილიშვილი ჰყავს ისიც გერმანიაში, სახლში კი მარტო ცხოვრობს. ჯონმა დაუშვა გამონაკლისი და იგი პრემიერაზე დაპატიჟა. - შეხედე როგორი საყვარელი მოხუცია. ჩვენსკენ მოდის. მგონი ჯონი ცუღლუტობს.
-არა, მგონი ჩემსკენ.
ქალბატონი დაახლოებით 1, 65 სმ იყო. თეთრი თმები უკან ჰქონდა დახვეული. ოქროსფერ სვიტერზე დიდი ბრილიანტის თვლიანი მძივი ეკეთა. სათნო სახისა და მეამიტი თვალების მქონე მოხუცი ლამაზად დაგოგმანებდა. მოხუცი ხუთივეს მიესალმა.
-ჩემი სახელია კამილა გრეი.
ანდრეი და ბენი მუხლებში მოიხარა და ხელზე ეამბორა.
-მიხარია თქვენი აქ ხილვა მისის გრეი. -თავაზიანად მიმართა ბენმა.
-გთხოვთ. მის -შეუსწოა მან.
-მის. -გაიმეორა ბენმა და ტუჩები მოკუმა.
ანდრეიმ ჩაიფხუკუნა.
-დროებით მეგობრებო -კამილამ ხელი მოკიდა ბენს და იქაურობას გაეცალა.
-დროებით ბენი -ანდრეიმ გამოაჯავრა ძმა და ლამის სიცილით გაიგუდა.-ცუღლუტი ჯონი არა? -ირონიას ვერ მალავდა ანდრეი.
-კონკურენტები მყავს. -გაეცინა ემილის.
ბენმა ემილის გადახედა და ამოიხვნეშა.
-შეშლილი ქალია.
-რატომ ანდრეი? ყურადღება რომ გამოიჩინა?
-ოჰ უკვე ვიცავთო ახალ მეგობარ გოგონას?
-წადი შენი.
-შენ წადი.... მასთან.
რამდენიმე წუთში კამილა კვლავ დაბრუნდა, უცერემონიოდ შეიჭრა მათ შორის, თავხედურად მოიტაცა ბენი და ცეკვაში ჩააბა.
ბენმა სიტყვის დატოვება ვერ მოასწრო ემილისთვის ისე აწაპნეს ადგილს.
-ჩემი მეგობრები შურით გასკდებიან. -მელოდიას ააყოლა ტანი ქალმა და ბენს ხელი ზურგზე მოუსვა.
-მისის გრეი.
-მის გრეი დამიძახე.
-კარგით მის გრეი. -ბენი თავის დახსნის მცდელობაში ზემოდან გადმოჰყურებდა სხეულზე აკრულ ქალს.
-შენი მეგობრები კარგ სანახაობას გამოტოვებენ. -ქალი ძლივს სწვდებოდა ბენს. მის მკლავებში იმალებოდა და ბენის სახისთვის რომ შეეხედა ცეკვის დროსაც ლამის ცერებზე დადგომა უწევდა.
-არ ვფიქრობ ისინი ახლა იწყენდნენ.
-არც ჩვენ გვაქვს მოწყენის მიზეზი. -ხელი ჩააცურა ბენის ზურგს კამილამ და უხერხულ ადგილზე შეაჩერა.
-უპს -სწრაფად გაიმართა ბენი.
ქალმა ვითომ არაფერიო ისე განაგრძო.
-იცი ჩემს ბოლო ქმარს ძალიან გავხარ. ისიც შენსავით მორცხვი იყო სანამ საწოლში არ შემომიძვრა. -ქალი ეშმაკობას განაგრძობდა და ბენს უფრო მეტად ეკვროდ სხეულზე.
-ო ო ო -აღმოხდა ბენს -მისის გრეი. -თავი მოატარა ირგვლივ ხომ არავინ მიყურებსო, მაგრამ ის პირველ რიგში ძმის დამცინავ მზერას გაურბოდა.
მუსიკა დასრულდა. ბენმა ბოდიში მოიხადა და აჩქარებულმა დატოვა საცეკვაო მოედანი.
-არაფერი თქვა -კბილებში გამოსცრა ბენმა და პირს მომდგარი დაცინვა უკან დააბრუნებინა ანდრეის.
ძალიან ვნებიანი სჩანდი. -გაჩუმება ვერ შეძლო ემილიმ.
-ქმარი უნდა -თავი გააქნია ბენმა, მერე გაიცინა და მიმტანს შამპანიურის ჭიქა აწაპნა.
თამარი და ალისია რომლებიც ასეთ დიდ წვეულებაზე პირველად იმყოფებოდნენ აღფრთოვანებულნი დარჩნენ და შესანიშნავად გაართვეს თავი. სხვათაშორის სტივ უილსონიც მოწვეული იყო მათთან მეგობრული ურთიერთობის გამო მაგრამ როგორც მოგეხსენებათ გამომძიებლებს ყოველთვის ბევრი საქმე ჰქონდათ. როგორც ბევრი პლიუსი ასევე მინუსებიც აქვს ამ სამუშაოს, უნდა წახვიდე იქ სადაც გამოგიძახებენ, დღე იქნება ეს თუ ღამე.
ბენი მოხუც კამილას ემალებოდა, ცდილობდა თვალში არ გაჩხეროდა. ანდრეი ამაზე ბევრს ხალისობდა.
ბენმა სახლამდე მიიყვანა ანდრეი და ალისია. თვითონ კი თამართან და ემილისთან ერთად სახლისკენ განაგრძო გზა.
ალისია ხელში აიტაცა ანდრეიმ და სახლის კიბეები ასე აიარა. ფეხით შეაღო ოთახის კარები და მშვენიერი ცოლი საწოლზე დასვა.
-მიყვარხარ -საყელოში მოქაჩა და წელში გამართვა არ მოახერხებინა ქალმა.
საოცარია როცა ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთის პირისპირ მარტო რჩებიან. მათთვის ირგვლივ ყველაფერი ნულდება. დაბურული ფერები იქმნება და რამაც მოასწრო ბურუსის აქეთ დარჩენა მხოლოდ მათი აღქმა და ხელით შეხება ხდება შესაძლებელი. ეს აღქმადი კი ყოველთვის თვალებია, ამ შემთხვევაში ორი მანათობელი მწვანე თვალები, მომნუსხველი და საოცრად ვნებიანი.
რომანტიკული წამების გასახანგრძლივებლად წინასწარ მომზადებული საჩუქრის გადაცემა განიზრახა გოგონამ, ეს იყო ძალიან ლამაზი და მამაკაცური საათი.
-ეს საათი ჩემი პირველი "ხელფასით ვიყიდე" ვიცი რომ ეს თანხა ქველმოქმედებისთვის გამოიყენე, რაც დარჩა იმით ვიყიდე.
-ეს ხომ შენი ფილმით მიღებული ჰონორარია.
-ეს ჰონორარი ჩვენი პირველი კოცნით ავიღე.
-ყველაზე კარგი კოცნით.
-შენ კი ...
-მე კი გითხარი რომ საშინელება იყო. მაპატიე.
-ნუ ღელავ.
საათი კამოდზე დადო ანდრეიმ და ალისიასკენ მიტრიალდა. მისი სახე ხელებში მოიქცია და ლოყაზე აკოცა.
სიყვარულს იმ ზომამდე შეებყრო იგი რომ ემონებოდა მას. ადრე მსგავსი რამ არ დამართვნია ანდრეის, მსგავსად არასოდეს უგრძვნია თავი.
ალისიამ ფეხსაცმელები გაიხადა, საწოლიდან წამოდგა და სარკესთან მივიდა. გული გამალებით უცემდა, მკერდთან ებურცებოდა. გრძნობდა მისი გულისცემა ანდრეის ესმოდა, ისევე როგორც მთელს ქვეყანას.
სარკეში საკუთარ გამოსახულებას უყურებდა, თვალებს არ ახამხამებდა. სარკეს უყურებდა მაგრამ ამავე დროს მთელს ოთახს, პირველ რიგში კი საწოლზე მჯდომი ანდრეის გამბურღველ მზერას გრძნობდა, ხედავდა კიდეც მას. თითქმის რაღაც უნდა მომხდარიყო, ეს კი მოსვენებას უკარგვდა.
დასამშვიდებლად აღელვებულ გულზე მოიკიდა ხელი. მერე ორივე ხელით ყელიდან ცეფი შეიხსნა და სარკესთან დადო, ოქროს ჯვრისთვის ხელი არ უხლია.
აფორიაქებული გული კვლავ ვერ მშვიდდებოდა. მუხლები უკანკალებდა, სადაც იყო მღელვარებისგან გული წაუვიდოდა. ხელები დაბლა ჩამოუშვა. ანდრეის ზურგს უკან დაუდგა და ორივე ხელი ხელებში ჩაკიდა. იგრძნო როგორ ღელავდა, გაეღიმა და მთელი სხეულით მიეკრო ზურგზე. თმის სამაგრს ხელი მოკიდა და ერთი ხელის მოძრაობით თმები ძირს ჩამოუშვა, წელს ქვემოთ ჩამოშვებული თმები წინ გადაუწია. კაბის შესაკრავს მოკიდა ხელი და ელვის შეხსნა დაიწყო. შესაკრავი წელამდე ჩახსნა, კაბა თეძოებზე დასრიალდა და ძირს დაეცა. ალისია ანდრეის შემოუბრუნდა, ხელი სახესთან მიუტანა და ლოყაზე მოეფერა. ბიჭმა მის ხელს აკოცა და მისი სურნელი შეიგრძნო. -ჟასმინი -უჩურჩულა ყელთან. ანდრეი ღრმად და ჩუმად
სუნთქავდა, სასიამოვნო ფიქრებისგან თავბრუ დაეხვა და პირველი რაც გააკეთა ის იყო ალისიას ლამაზ ტუჩებს დაეწაფა. ძალზედ ძლიერი მკლავები მოხვია ცოლს და ხელში აიტაცა. ალისიამ ყოველგვარი ფიქრები განდევნა თავიდან და არსებულ სიამოვნებას დანებდა. დაცულად გრძნობდა ანდრეის ხელებში თავს და მისთვის ყველაფერი სულერთი გახდა. საწოლზე დასვა,, ტუჩები ყურის ბიბილოსთან ახლოს მიუტანა, ოდნავ შეეხო ყურის ნიჟარას და ჩასჩურჩულა -მე შენ მიყვარხარ.
ალისიას სასიამოვნოდ გააჟრჟოლა, უფრო მაგრად მიეკრო როგორც გვალვიან მიწას წვიმის წვეთები. ანდრეის ცოლის თბილი, ნაზი სხეული გონებას უბინდავდა, ჟასმინის სურნელი იგრძნობოდა ყველგან, ეხუტებოდა სხეულზე, ჰკოცნიდა მხრებსა და კისერში, თავზე, ხელებზე, ცრემლიან თვალებსა და მთთოლვარე ტუჩებში. ალისია კოცნაზე კოცნითვე პასუხობდა.
***
მზიანი დილა გათენდა. ოქროსფერი სხივები ყველგან აღწევდნენ. შემოდგომის ერთ-ერთი მომაჯადოვებელი დღე დადგა, ყვითელი ფოთლებით, განსაკუთრებული სითბოთი და ნათელი დილით. ფანჯარასთან პალმის ხეზე ჩიტები ჩამომსხდარიყვნენ და თავის ენაზე გადაბმულად ჟღურტულებდნენ.
გოგონას თვალების ფშვნეტით გაეღვიძა. გაიზმორა, ჯერ ცალი თვალი გაახილა, მეორე სწრაფად მიაყოლა და აღფრთოვანებისმაგვარი ხმა აღმოხდა ვარდებით მორთულ ოთახს მოავლო თვალი. ყველგან სხვადასხვა ფერის ვარდი იყო, ფანჯრის რაფაზე, მაგიდაზე, საწოლზე და იატაკზე, მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული კედელზე დაკიდებულმა ნახატმა გამოიწვია.
ეს იყო ნახატი რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იხატებოდა და თავად ანდრეი აკვირდებოდა ხატვის პროცესს, მაშინ როცა განმარტოვებით ცხოვრობდა ქოხში, მაშინაც კი როცა ალისია საავადმყოფოში ჰყავდა დაწოლილი. სურათზე ანდრეი და ალისია ხელჩაკიდებულნი ბედნიერ გზას მიუყვებოდნენ. როგორც პირველ დღეს როცა ერთმანეთი ნახეს ისე ეცვა ალისიას, მუხლამდე ტანს მოტმასნილი კაბა, თმები მაღლა ჰქონდა აწეული, როგორც ცხენის კუდი ისე ჩამოეშალა წელზე. ანდრეიც ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტანსაცმელში იყო, როგორც იმ დღეს მთაწმინდაზე, ალისიას სილამაზით მოჯადოვებული და ჯასმინის სურნელით გაბრუებული.
ალისიამ საწოლიდან თავი წამოწია რათა ანდრეისთვის დაეძახა, ის სწორედ მაშინ გამოჩნდა ოთახში. ანდრეის ლანგარი ეჭირა ხელში, მასზე უგემრიელესი ტორტის ნაჭერი ედო რომელსაც ძალიან ბევრი კრემი ჰქონდა. ნაყინი და ფორთოხლის წვენიც არ დავიწყებია, ასევე ერთი ცალი წითელი ვარდი და რამდენიმე ფერის თითო ცალი ვარდის ფურცელი ეყარა.
-მინდოდა ყველა ფერი შემერია. თეთრი, წითელი, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი. გამომრჩა რომელიმე ფერი? მგონი არა. შავიც მინდოდა რადგან ისიც ფერია და ლამაზია მაგრამ არ მინდოდა უბედურება მოეტანა ჩვენთვის. ვიცი ეს ცრურწმენაა და მეტი არაფერი მაგრამ...
-ჩშშ -ტუჩებზე ააფარა თითი. -ბედნიერი ვარ ანდრეი. -ლანგარი გამოართვა და კამოდზე ჩამოდო. -არ არის საჭირო ამის ახსნა.
ანდრეიმ შუბლი ალისიას შუბლს მიადო და გაჩუმდა: -მე შენი შეყვარებით ვისწვლე სიყვარული.
ოთახში სულ უფრო და უფრო შემოდიოდა მზის შუქი.
ალისიამ ქმარს საწოლისკენ უბიძგა და თავი მკლავებზე დადო. -ნახატი ძალიან მომეწონა. ეს ტანსაცმელი ხომ მთაწმინდაზე მეცვა, ისევე როგორც შენ.
ანდრეიმ ტორტის თეფში აიღო ხელში და ალისიასთან ერთად მიირთვა. შემდეგ დილითვე მის მიერ დაწურული ფორთოხლის წვენი გაუწოდა.
***
-სწრაფად ალისია -უჩქაროდა ემილი.
-ახლავე ემილი, ახლავე.
-ამისთვის წინ კიდევ უამრავი დრო გაქვს.
-მინდა ახლავე ვიყიდო ყველაფერი. შეხედე, შეხედე როგორი ლამაზია -ფუმფულა სათამაშოებს ხან ერთს მოკიდებდა ხელს, ხან მეორეს. პატარასთვის უამრავი ტანსაცმელი იყიდა, ძალიან ბევრი ცელოფნით დატვირთული გამოვიდა სავაჭრო ცენტრიდან და მანქანის უკანა სავარძელზე განათავსა ყველაფერი. შემდეგ საჭეს მიუჯდა და ემილისთან ერთად ანდრეისთან წავიდა. დიახ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც ალისიას მანქანის მართვის უფლება ჰქონდა. ემილის მეორეც ბიჭი შეეძინა პატარა მარკ ლუჩენკო ერთი თვის იყო., ლამაზი შავგრემანი ბიჭი როგორც დედა და მწვანე თვალებით როგორც მამა. ახლაც როგორც ყოველთვის ბავშვი დეიდასთან ჰყავდა დატოვებული და ალისიას დასდევდა კუდში. არა ისე არ იყო რომ ბავშვს ყოველთვის დეიდასთან ტოვებდა. უბრალოდ ემილის და ძალიან ეხმარებოდა.
-როგორ არიან ჩემი გოგონები? -შუბლზე აკოცა ალისიას ანდრეიმ, მერე მის გამობურცულ მუცელს ეამბორა. -მამიკო გელოდება საყვარელო, მაგრამ არ იჩქარო, დაგელოდები იმდენ ხანს რამდენიც საჭიროა.
-ჩვენმა გოგონამ უამრავი ტანსაცმელი და სათამაშო იყიდა -შვიდი თვის ფეხმძიმე ალისიამ მუცელზე მოისვა ხელი და მის წინ მუხლებზე დამდგარ ანდრეის თავზე გადაუსვა ხელი, მამაკაცი ჯერ კიდევ მუცლად მყოფ შვილს ესაუბრებოდა.
-მთელი მაღაზია წამოიღო ანაბელის დედიკომ. -დაღლილ დაქანცული მოწყვეტით დაეშვა ემილი სკამზე.
-რატომ ღელავთ? მე ხომ არცერთი თქვენგანისთვის არ გამომირთმევია მაღაზიებში დასახარჯი ფული? -ტუჩები გამობურცა და გაბუსული მოიღუშა.
-მართალი ხარ ჩემო ჭკვიანო -ანდრეი ფეხზე წამოდგა და შუბლზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია. მან იცის რომ ფეხმძიმე გოგონები მეტად ემოციურები ხდებიან, ხშირად ეცვლებათ ხასიათი, ერთ წუთში თუ ერთი უნდათ მეორე წუთში საერთოდ აღარ ახსოვთ იგი, ამასთან ერთად ალისია მეტად მგრძნობიარე გახდა. -ამბობენ გოგონები დედას სილამაზეს ართმევენო, შენ კი უფრო გალამაზდი.
ალისია მართლაც იმაზე მეტად დამშვენდა ვიდრე ოდესმე იყო. ზედმეტი კილოგრამები არ აწუხებდა, მხოლოდ მუცელი ეზრდებოდა და უფრო და უფრო მოხდენილად გამოიყურებოდა.
ლამაზ წყვილს სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ შვილი აკლდათ და რამდენიმე თვეში ამ ბედნიერებასაც ეზიარებიან. საოცარი სიხარული იგრძნო მაშინ როცა გადაღებებიდან დაბრუნებულს სახლში ლამაზად გამოწყობილი მეუღლე და სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი სუფრა დაუხვდა, მაგიდა ვარდებითა და სანთლებით იყო გაფორმებული, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა რომ რაღაცას ზეიმობდნენ. სრული რომანტიკა და სიმშვიდე მეფობდა სახლში. ჰაერში კვლავ ჟასმინის სურნელი ტრიალებდა. ალისიამ განცდილი სიხარული ვეღარ მოითმინა, ანდრეის ვახშმის დაწყებამდე ახარა მისი ფეხმძიმობის შესახებ და კისერზე ჩამოეკიდა.
ანდრეი ყოველდღე რომანტიკულ საღამოს უმართავდა მომავალ დედას, ყოველდღე სჩუქნიდა გვირილებსა და ვარდებს. ანებივრებდა ფუმფულა სათამაშოებით, დაჰყავდა სასეირნოდ, ასევე რესტორნებში ავახშმებდა. ერთადერთი რასაც ვერ შველოდა ანდრეი ეს იყო ოჯახის მონატრება, თამარის, ქალბატონი ზაირას, შოთიკო ბიძიას რომლებიც რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ საქართველოში. და გიგა რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე საშინელი განცდა ალისიასთვის, ყოველთვის სიცოცხლით სავსე და მუდამ მხიარული გიგა რომელსაც სიცოცხლეც მობეზრდა, მეგობრებთან ერთად ქუჩაში გასვლაც და ჰაერზე სეირნობაც.
ალისია ხშირად დადიოდა მოხუცთა თავშესაფარში და უპატონო ბავშვთა სახლში, იგი ერთ-ერთი ქველმოქმედი გახდა მალიბუში, უხაროდა მათთან ერთად ყოფნა, საჭმელებს უმზადებდა და მათ ოთახებს ასუფთავებდა, ამას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებდა, თავისი სურვილით და დიდი სიამოვნებით. უმზადებდა ქართულ კერძებს, ყიდულობდა სხვადასხვა
ტექნიკას, წიგნებსა და ასწავლიდა მათ ქართულ ენას. შემოსავალი კინოდან ჰქონდა სადაც რამდენიმე სერიაში გადაიღო კიდევ ჯონმა.
სასიამოვნოდ გადაღლილი ქმარი ალისიას მიერ უაზროდ წამოწყებულ კამათზე წყნარად, მშვიდად და თბილად დაუყვავებდა და ნებისმიერ სულელურ კამათს მაშინვე ფანტავდა. ღრმად ჩაისუნთქავდა და თავს შეუძახებდა "დამშვიდდი ანდრეი, ის ფეხმძიმედ არის, ყველა ფეხმძიმე კი ასე იქცევა".
ფეხმძიმობის პირველ თვეებში ისტერიკამდეც მისულა.
ერთხელ ანდრეიმ რესტორანში სავახშმოდ გადაწყვიტა მისი წაყვანა. დროს შესანიშნავად ატარებდნენ, ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში ათას რამეზე საუბრობდნენ, სანამ ერთ მტკივნეულ თემას არ შეეხო ანდრეი, მას შემდეგ კი კრინტიც არასოდეს დასცდენია ამაზე, მეტიც ამ დღის გახსენებაზე ტანში ზარავდა კიდეც.
-მოდი ვილაპარაკოთ.
-რის შესახებ?
ანდრეიმ გაზიანი წყლით სავსე ჭიქას დახედა და უთხრა:
-თუ როგორ იყავი იქ. აი განვლილი რამდენიმე თვე. იმ საშინელ ადგილას.
-ანდრეი საკმარისია -სალფეთქი მაგიდაზე დააგდო და ფეხზე წამოდგა.
-მშვიდად საყვარელო. -ხელი მოკიდა ხელზე და ხალხისკენ გააპარა თვალი. ისინი თითქოს არ იმჩნევდნენ, მაგრამ მოლოდინი იმისა რომ როგორ მოიქცეოდა წყვილი დიდი იყო. -დაჯექი -სკამისკენ უბიძგა და ძალიან ინანა საერთოდ წარმოთქმული, დიდხანს ნაფიქრი და თითქოს უფიქრი სიტყვები.
-მე ვცილობ დავივიწყო ყოველივე, მაგრამ ვერ მოისვენე და დაარღვიე ძლივს მოპოვებული სიმშვიდე. არ მინდა გავიხსენო ის რისი დავიწყებაც მინდა, ვცდილობ დავლექო ჩემს წარსულში. ვერ გაიგებ რას ნიშნავს თითოეული ის დღე, ის ღამე სადაც სიზმრებიც კი არ მანებებს თავს, არ მინდა გითხრა ამაზე შენ რადგან არ მინდა დაიტანჯო, გული გატკინო ვიცი როგორ განიცდი ამას, ვიცი როგორ იტანჯებოდი უჩემოდ და ისე შემხვდი თითქოს არაფერი მომხდარა, არასოდეს მომხდარა ჩვენს შორის განშორება. მიყვარხარ და ამაყი ვარ შენით რადგან ამდენ ხანს, თანაც გარდაცვვლილი ადამიანის სიყვარულს არ ინახავენ გულში, ეს ძალიან იშვიათად ხდება და არ მინდა იმ დღეების გახსენებით რაიმე ბზარი გავაჩინო ჩვენს ურთიერთობაში. საკმაისია ამ ყველაფერზე საუბარი, ვეღარ ვსუნთქავ -ხელი ყელთან მიიტანა და ლამის ყელში წაიჭირა-უხეშად მოიშორა ხელი და უკან მოუხედავად გაიქცა გარეთ.
სხვადასხვა მაგიდებიდან ტელეფონ მომაჯვებული სტუმრები ისხდნენ და ინტერესიან მზერას აყოლებდნენ.
-ჯანდაბა -საფულედან ფული ამოიღო, მაგიდაზე დააგდო და ცოლს გაეკიდა.-საყვარელო -ტაქსის მოლოდინში რესტორნის კარებთან ატუზული მომტირალ ალისიასთან მივიდა, რომელსაც გულზე დაეკრიფა ხელები და ჩაეხუტა. -მაპატიე თუ შეგიძლია. -ფრთხილად გადაუსვა ხელი სახესა და თმებზე. ნაზად ჩაეხუტა, მოეფერა და ათასჯერ გაუმეორა რომ უყვარდა.
-პირიქით, მე მაპატიე. ბევრი ისეთი რამ გითხარი, თავი ხელში უნდა ამეყვანა.
-გაპატიებ თუ გაიცინებ.
-კარგი -ალისიამ გულწრფელად გაიცინა და კიდეც გაოცდა თუ რამხელა მოთმინების უნარი ჰქონდა ქმარს და როგორი დიდი სიყვარული შეეძლო.
-მიყვარხარ -რბილი ტუჩები შეახო ტუჩებზე და კოცნა მოპარა. წამწამებზე ჯერ კიდევ უკიაფობდა შერჩენილი ცრემლი.
გადიოდა დრო და ალისიას ჭირვეულობა კიდევ უფრო ღრმა ფაზაში შედიოდა. ღამით თუ ნაყინზე წასვლა მოუხდებოდა ყოველი შემთხვევისთვის მარწყვი, ბანანი და საზამთროც აუცილებლად მოჰქონდა შინ.
როცა ალისია ადრე ბრუნდებოდა სახლში ანდრეიც ცდილობდა სამსახურიდან მალე მისულიყო სახლში. ჩაცუცქდებოდა ალისიას მუცელთან და ხშირად ესაუბრებოდა პატარას, ეფერებოდა მუცელზე, ეს სასიამოვნო იყო, დედისთვის, ბავშვისთვის და თავად ანდრეისთვის, ასე უფრო ახლოს გრძნობდა თავს ოჯახში და იმის შეგრძნება უმძაფრედებოდა რომ მალე მამა გახდებოდა.
იგი ხედავდა როგორ ებურცებოდა ცოლს ერთ ადგილას მუცელი. ალისია შეკრთა, სუნთქვა შეეკვრა, მერე გახშირებულად დაუწყო ცემა.
-ოჰ ანდრეი. ღმერთო ჩემო. -ეძახდა ალისია. -ჩვენი გოგონა კვლავ მოძრაობს. -მისთვის ეს პირველი იყო და ყველა იმ გრძნობას რაც ფეხმძიმობას ახლავდა თან დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმითა და გადაჭარბებით ხვდებოდა. -შეხედე ჩემო ცხოვრება. -საწოლზე ჩამოაჯინა ანდრეი და თვალი მუცელზე ეჭირა.
-როგორი მოუსვენარი გოგონა გვეზრდება. -ანდრეი ახლოს მიიწია.
-აი ნახე კიდევ -კვლავ შეკრთა ალისია. ხელი მოკიდა ანდრეის ხელს და მუცელზე დაიდო.
-ჩემი მოუსვენარი გოგო. -მუცელს ტუჩებით შეეხო. ალისიას ჟრუანტელმა დაუარა მთელს ტანში. -გელოდები მამი. მე და დედიკოს ძალიან გვიყვარხარ.-უჩურჩულა მუცელთან და სახე გაბადრულმა მთელი პირი სახით გაიცინა.
ალისიას სიხარული დაეღვარა გულში. მომავალ პატარასა და საყვარელ მეუღლეს ღიმილით შეხედა.
***
ქმარს ხელი ძლიერად ჰქონდა ჩაკიდებული ცოლისთვის. მეორე ხელით კი დაცვარულ შუბლს სწმენდდა.
გოგონა, რომელიც სადაც იყო ულამაზეს ბავშვს მოავლენდა ამ ქვეყნად გაუსაძლისი ტკივილები სტანჯავდა. გულამოსკვნილი, გადაბმულად ტიროდა და უფრო და უფრო უჭერდა ქმარს ხელს.
ექიმი სთხოვდა ღრმად და თანაბრად ესუნთქა. ანდრეიც მასთან ერთად სუნთქავდა, ღრმად და თანაბრად.
მომავალი დედის ტირილს პატარა არსების ტირილი შეერია. 30 ივნისს პატარა გოგონა მოევლინა ქვეყანას. დედას ხმამაღალი ტირილი ბედნიერ სიცილში გადაეზარდა. საოცარი წამები განუმეორებელი გახდა ახალბედა მშობლებისთვის. მთელი ცხოვრება დასამახსოვებელ წამად დაამჩნდა ანდრეის როცა თბილ სხეულზე შიშველი ახალშობილი დაუწვინეს. გული გამალებით უცემდა, შეშინებული ადევნებდა თვალს შიშველ სხეულზე როგორ იკლაკნებოდა პატარა სხეული და თანდათან იჯერებდა რომ ეს პატარა მისი იყო და ყოველთვის მის ცხოვრებაში იქნებოდა. ხელი ფრთხილად აიღო და ჩვილს ნელა დაადო ზურგზე, ხელმა თითქმის მთლიანად დაფარა პატარა, ვეღარ გაუძლო სენტიმენტარულმა მამამ და აღელვებისგან ცრემლები გადმოუგორდა. ისინი ასე გადაცემდნენ ერთმანეთს სიყვარულსა და მამა-შვილურ სითბოს, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გაწყვეტდა.
მაშინ როცა დედის ხელებში ჩააწვინეს პატარა, ახალბედა დედამ ტირილი მორთო. გრძნობა რომელიც საკუთარ შვილს იხუტებ გულში და ხვდები რომ სიცოცხლე მხოლოდ იმად ღირს გახდე დედა და გყავდეს ლამაზი ოჯახი თავბრუ დაახვია და ფერად სამყაროში გადააგდო.
-შეხედე მამიკო. -ანდრეის ახედა ალისიამ და პაწუა ანაბელს თითებზე მოუსვა ხელი.
-გამარჯობა ანაბელ. მე შენი მამიკო ვარ.
***
იზრდებოდა პატარა ანაბელი მოსიყვარულე ოჯახში. ყოველ ნაბიჯს შეჰხაროდა დედ-მამა. ერთ დღეს როცა პაწუა თითები ჩაკიდა ანდრეის გრძელ თლილ თითებს და მაგრად ჩაებღაუჭა გულმა გამალებით დაუწყო ცემა, მაშინ განსაკუთებულად იგძნო რომ იყო მამა და არსებობდა კიდევ ერთი ადამიანი რომელიც მისგან დაცვასა და მზრუნველობას ითხოვდა. მასთან ერთად იზიარებდნენ სარძევე კბილის ამოსვლის დროს განცდილ ტკივილს. მასთან ერთად იყვნენ როცა თავის დაჭერას სწავლობდა, დაჯდომას, ხოხვასა და შემდეგ მთვრალი ადამიანივით ბანცალა სიარულს. უყურებდნენ თავისუფლად როგორ დაბაჯბაჯებდა და მასთან ერთად გულიანად იცინოდნენ ახალბედა მშობლები. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, კალმით ნახატს ჰგავდა იგი. ლამაზი მწვანე თვალები და ქერა თმები, ძალიან ჰგავდა დედას, მაგრამ ღიმილი მამასას მიუგავდა.
მათ ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვალა. ჯონის თითქმის ყველა ფილმში იღებდა მონაწილეობას ალისია. სახლსა და ბავშვს დამხმარეს გარეშე უმკლავდებოდა. თუმცა ძალიან ეხმარებოდა ანდრეი და ემილი. ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგძობდა სვლას, სანამ სუსხიანი ზამთრის ერთ საღამოს 3 წლის ანაბელი გახშირებულმა ქსიტინა სუნთქვამ არ გააღვიძა. შეშინდა პატარა გოგო. ერთ წამს გაიღვიძა და სუნთქვა აღარ შეუძლია. რა იცოდა როგორ მოიქცეულიყო? ის ხომ ბავშვი იყო და სუნთქვა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. შეშინებულები წამოსცვივდნენ მშობლები ზეზე და ატირებული გულში ჩაიკრეს. ახალგაზდა დედა შვილთან ერთად ატირდა. ანდრეიც ძალიან ღელავდა მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ალისიას დამშვიდებასა და ანაბელის ზრუნვას განაგძობდა. ალისიას სთხოვა თავი ხელში აეყვანა და ადეკვატურად ემოქმედა, მერე ნახევრად შიშველი ანაბელი პლედში გაახვია, ალისიამ პიჟამოზე ქურთუკი მოიცვა, ანდრეიმ შარვალს დაავლო ხელი და სწრაფად ამოიცვა, მაისურის ამარა გარეთ გაიქცა. მანქანას ალისია
მართავდა, უკანა სავარძელზე ანდრეის კალთაში ჰყავდა ჩასმული ანაბელი, პატარას ავარდისფერებულ ლოყებზე ცრემლს სწმენდდა. ბავშვს სულ უფრო და უფრო უჭიდა სუნთქვა, ამას მისი გულამოვარდნილი ტირილი უწყობდა ხელს.
-დედიკო, მიშველე დედა. ვერ ვსუნთქავ დედა. -ტიროდა პატარა.
ხელებ აკანკალებული მართავდა შეშინებული დედა საჭეს, იგი ხომ არავის გაუფთხილებია ამის შესახებ, ან კი ვინმემ იცის წინასწარ რა ავადმყოფობა შეაწუხებს ბავშვს რომ მომზადებული დახვდნენ მშობლები, ეგ რომ იცოდნენ მოსალოდნელ დაავადებასაც აიცილებდნენ თავიდან და ამდენი ავადმყოფი ბავშვი ხომ არ იქნებოდა.
ძალიან, ძალიან ღრმად ცდილობდა ანაბელი სუნთქვას, ცდილობდა გაქცეოდა იმ საშინელებას რომელიც სადღაც სხეულში მარწუხებივით უჭედა ხელს და სუნთქვის საშუალებას უკარგავდა.
სახით მისკენ ჰყავდა ანაბელი მამას მიხუტებული და საავადმყოფოს მიმღებში გარბოდა. ხელიდან გამოსტაცეს ექიმებმა და საკაცეზე დააწვინეს. პატარას კვლავ ეხუთებოდა სუნთქვა და ქოშინებდა.
ბავშვს პალატაში ჟანგბადი ასუნთქეს, კუნთში ნემსი გაუკეთეს, ამან საერთოდ გააგიჟა ბავშვი, აღრიალებული დედ-მამას ითხოვდა. შემდეგ ცოტათი დამშვიდდა, ტირილსაც უკლო მაგრამ არა ბოლომდე, სლუკუნებდა და შეშინებული ადევნებდა თვალს ექიმებს თავს რომ დასტრიალებდნენ და ტკივილს აყენებდნენ წვრილ წვრილი ნემსებით.
ექიმი გარეთ გავიდა და ანაბელის მშობლებს გაესაუბა:
-თქვენს შვილს ჩაეძინა. ახალგაზრდა დედა ხართ და მესმის თქვენთვის ეს ტრაგედიაა, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ასეთი დიაგნოზით უამრავ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში და დამეწმუნეთ ახლა ყველანი ძალიან ბედნიერად გძნობენ თავს, ისე გავა თვეები და წლები რომ არც კი ახსოვთ დაავადების შესახებ. გამომართვით -ხელში შეაჩეჩა მშობლებს ბუკლეტები სადაც ის საკვები იყო ჩამოთვლილი რისი მიღება შეუძლია ბავშვს და რისი არა. -უპირველეს ყოვლისა ბავშვს უნდა მოვარიდოთ ის ნივთები რაც მტვერს იკავებს, ასეთია ხალიჩა, ბუმბულიანი ბალიშები და სხვა ნივთები, მანდ ეს ყველაფერი ჩამოთვლილია. ყოველდე უნდა გადაწმინდოთ თაროები. კატეგორიულად უნდა მოარიდოთ ბავშვი თამბაქოს კვამლს, მე არ ვიცი რამდენად ეტანებით თქვენ თამბაქოს, მაგრამ გირჩევთ სასწრაფოდ შეწყვიტოთ მისი მოხმარება. ბავშვს ჩვენ ავუღეთ სინჯები და დავადგინეთ რომ მას ალერგია აქვს მტვერზე. შევარჩევთ მისთვის ადეკვატურ მკურნალობას, მასზე დავაწესებთ ინტენსიურ მეთვალყურეობას.
-და რა სჭირს ანაბელს. ანუ დიაგნოზი ალერგია?
-ანაბელს აქვს ბრონქული ასთმა. კარგი დამშვიდდით ნუ ღელავთ, ყველაფერი რიგზეა. თანდათან ყველაფერში გაერკვევით და ასე მძიმედ არ მოგეჩვენებათ.
-საყვარელო მშვიდად. -ხელზე მოუჭირა ხელი ანდრეიმ.
-სწორად აგიხსნით. ასთმა არის სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხდება სასუნთქი გზების შევიწოვება და ჰაერის ნაკადის შეზღუდვა.
-მისი ნახვა გვინდა.
-აუცილებლად.
რადგან ცხოვრებაში არასოდეს არ იცი რა მოხდება, რა მოგელის წინ, როდის გაგიღიმებს ფორტუნა ან პირიქით როდის დატრიალდება ბედის ბორბალი უკუღმა.
ასთმა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამთავრდა ცხოვრება. მასთან ერთად ცხოვრება ისევეა შესაძლებელი როგორც სხვა დანარჩენ დაავადებებთან. ასთმის კონტროლი მსოფლიოსთვის დაძლეული პრობლემაა. ასთმა არ ნიშნავს გამოეთიშო ცხოვრებას, მოსწყდე გარე სამყაროს, ჩაიკეტო ბნელ ოთახში და საკუთარი თავი შეიცოდო, არა პაციენტი რომლებიც ასთმას უჩივიან დღეს შეუძლიათ დატკბნენ ცხოვრებით, ისუნთქონ თავისუფლად, იყვნენ სპორტული ცხოვრებით დაკავებულნი. მსოფლიოში მრავლადაა ასთმიანი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები და ეს დაავადება არ უნდა იყოს საწინდარი იმისა რომ დაკარგო მეგობრები, პირიქით იურთიერთობო ხალხთან ეს ნიშნავს დაამარცხო დაავადება და ხალხს დაანახვო შენი სიძლიერე ამ ავადმყოფობასთან ბძოლისა.
ანაბელისთვის მთაში დასვენება საუკეთესო იყო, მიუხედავად იმისა რომ ამერიკაში შეიძლებოდა სუფთა ჰაერზე ყოფნა ალისიას და ანდრეის შეთანხმებული გადაწყვეტილებით საქართველოს ესტუმრნენ ისინი. მთებში ყოფნასთან ერთად პატარა ნახავდა იმ ულამაზეს ადგილებს რომელიც მხოლოდ საქართველოში იყო და არსად სხვაგან არ შეიძლება იყოს. ზამთარი 2 კვირა ბაკურიანში გაატარეს, მაისში-სურამი, ასთმიანთა სამკურნალოდ სასარგებლო იყო. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე წავიდნენ წყალტუბოში, ყუმისთავში არსებული "პრომეთეს მღვიმე" მოინახულეს, სადაც უამრავი ტურისტი და ასთმით დაავადებულნი სტუმრობდა და რათქმაუნდა მათთან ერთად თამარიც და გარეთ ძალით გატყუებული ეტლით მოსარგებლე გიგაც იმყოფებოდა.
წყალტუბო იმერეთის ერთ-ერთი სტუმართმოყვარე ადგილი იყო სადაც ძალიან კეთილი და თბილი ადამიანები ცხოვრობენ. რა თქმა უნდა ლუჩენკო-ჯაფარიძის ოჯახმა იმერული ხაჭაპური დააგემოვნეს.
ფშავ-ხევსურეთში ყაზბეგის საუკეთესო ხინკალი მიირთვეს.
სვანეთიდან ისე არ გამოუშვეს სანამ მათი გამორჩეული კუბდარი, ნეწვი და ჭიშდვარი არ დააგემოვნეს.
სამეგრლოში დადიანების სასახლე მოინახულეს, მასთან ერთად მათი საფირმო კერძი ნამდვილი ელარჯი გასიჯეს.
აჭარაში საუკეთესო აჭარული ხაჭაპური დააგემოვნეს. ანდრეის გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა ერთი და იგივე კერძს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა გემოვნებით ეახლებოდა. გაოცებული რჩებოდა ქართული კერძებითა და ასეთი სტუმართმოყვარე ხალხით.
მოიარეს უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი. ნახეს ვარძია, დავით-გარეჯი, გელათის ტაძარი, ბაგრატის ტაძარი, დდა ძალიან ბევრს ჩამოვთვლი.
თბილისში ყოფნისას ერთხელ ალისიამ ანდრეის უთხრა.
-ანდრეი ვფიქრობ ხვალ ქუთაისში მოწამეთას მონასტერში აუცილებლად უნდა წავიდეთ და ანაბელი წავიყვანოთ.
-წავალთ რა თქმა უნდა. ანაბელისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ რატომ განსაკუთრებით იქ.
-ხვალ 15 ოქტომბერია. მათი ხსენების დღე. ყოველ წელს იმართება სახალხო დღესასწაული -მოწამეთობა. VIII საუკუნეში ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები დაღუპულან უფრო სწორად გმირულად გასწირეს თავი. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ ძმებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა. რა თქმა უმდა ძმებმა უარი განაცხადეს რის გამოც საშინელი ტანჯვა წამებით მოკლეს. დავითისა და კონსტანტინეს ნეშთი მოწამეთაშია დასვენებული. ამბობენ თუ გინდა სურვილი აისრულო სამჯერ უნდა გაძვრე იმ ლუსკუმის ქვეშ რომელშიც სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული ძმების დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები ინახება. ანაბელთან ერთად გავძვრეთ და მისი გამოჯანმრთელება შევთხოვოთ ღმერთს.
მეორე დღეს უკვე ქუთაისში იყვნენ. მოწამეთას მონასტერში. ყველაფერი ისე გააკეთეს როგორც წესი და რიგია.
ერთ წელზე მეტი დრო გაატარეს საქართველოს საზღვრებში და კიდევ უფრო დიდ სურვილს აღძრავდა მათში აქ დარჩენისა. ამ დროის განმავლობაში ანაბელი ქართულ ბაღში შეიყვანეს და უამრავი ქართველი მეგობარი შეიძინა, მან უკვე ორი ენა იცოდა ქართული და ინგლისური და მშობლები მოხარული იყვნენ იმის რომ მას სცოდნოდა კიდევ უფრო მეტი ენა "რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარ".
საბოლოოდ გადაწყვიტეს საქართველოში გადმოსახლებულიყვნენ და აქ გაეტარებინათ მთელი სიცოცხლე, სადაც ალისიას სამშობლო იყო.
***
-მოდი მამიკო დავასრულოთ თამაში და წავიდეთ. კარგი?
-არა. -ფეხები დააბაკუნა ანაბელმა და ტუჩები გამობურცა.
-ჯერ ლაქს ყველა ფრჩხილზე წაგისვამ.
-კარგი. ეს თითიც და მორჩა. -ხელი გაუწოდა და დარჩენილ ნეკა თითზე მისცა უფლება წითელი ლაქი წაესვა. ანდრეი სასაცილოდ უბერავდა სულ ფრჩხილებს ლაქის გასაშრობად. ამაზე ანაბელი სასაცილოდ კისკისებდა. უამრავი თხოვნის შემდეგ დაყაბულდა და ნება დართო მოეხსნა თავიდან თმის სამაგრები, ყურიდან საყურეები და თითებიდან ბეჭდები. პომადა და წითელი რუმიანები მოიშორა. ამის შემდეგ ახალი გასაჭირი იწყებოდა. ანაბელის ჩაცმა როგორც ყოვლთვის თავის ნებაზე.
-ნუ დარბიხარ მამიკო, ჩამოდი საწოლიდან. -კარადაში ანაბელის ტანსაცმელებს ათვალიერებდა, უკმაყოფილოდ გააქნევდა თავს და კვლავ განაგრძობდა ქექვას, ცალი თვალი ანაბელისკენ ეჭირა, ეშინოდა საწოლიდან არ გადმოვადნილიყო, ეს უკანასკნელი საცვლისამარა გაუჩერებლად ხტუნავდა საწოლზე.
შიში გულს უკლავდა მამას, აღელვებული ადევნებდა თვალს რომ დაღლილობას კვლავ შეტევა არ გამოეწვია და ხელებში კვლავ არ მოექცია ღონემიხდილი, გაძნელებული სუნთქვისაგან გათანგული შვილი. ამ
გრძნობას ხომ ვერ წამოიდგენს ადამიანი ისე როგორც ანდრეი და ალისია, ისე როგორც ანაბელის მსგავსი ბავშვების მშობლები.
-ვიპოვე -ტანსაცმელებს შორის ცისფერი ძალიან, ლამაზი და კოხტა სარაფანა აარჩია და ანაბელს მიუბრუნდა, რომელსაც უკვე დაეშავებინა და ახლა განაბული დიდრონი მწვანე თვალებით უყურებდა მამას. როგორ ძალიან უჭირდათ გაბრაზებოდნენ ბავშვს რომელიც ხვდება დანაშაულს და თანაც ასეთი არაამქვეყნიურად ლამაზი თვალებით მიშტერენოდა. -მოდი ანაბელ, ნუ ნერვიულობ -საწოლზე ჩამოჯდა ანდრეი, ანაბელს მიეფერა და კიკინებიანი გოგონა გულში ჩაიკრა. -ნივთის გატეხვა ცუდი საქციელია, მაგრამ ახლა არაუშავს, კარგი? -როცა შემპარავი ღიმილი და კვლავ ეშმაკურად აციმციმებული თვალები შენიშნა შვილის თვალებში, თმიდან რეზინა მოხსნა, ზურგით თავისკენ დაისვა და ზურგზე დაყრილ თმებზე სავარცხელი დაუსვა.
-არ მინდა, მეტკინა -გაჯიუტებული საწოლიდან ჩამოხტა და ფეხების ბაკუნს მოჰყვა.
-ნუ ჯიუტობ. შეხედე პრინცესას გავხარ -სარკესთან მიიყვანა და თმა ხელით დაუჭირა მაღლა.
-ამ კაბას თუ ჩამაცმევ კი. -საწოლისკენ გაიშვირა ხელი.
-ღმერთო ჩემო, ასე მშვიდად თუ გადაწყდება ჩვენი მომზადება, კარგი თანახმა ვარ, ეს კაბა ჩაიცვი -სწორედ ეს კაბა შეარჩია წინასწარ მამამ ანაბელისთვის, მაგრამ ამას როგორ ეტყოდა, ბავშვს ყოველთვის სურდა მისი გემოვნებით ჩაეცვა და ამ დროს არ უნდოდა ვინმე ჩარეულიყო მის არჩევანში. მამა ხშირად ეთანხმებოდა მას, აი დედასთან კი ხშირად პრობლემები ჰქონდა.
ერთ მზიან დილას როცა ბაღში უნდა წასულიყო, კარადიდან საწვიმარი ფეხსაცმელები გადმოიღო და ძალიან თბილი ქუდი დაიხურა, ამ დღეს კი ალისია არ შეწინააღმდეგებია მას, "კარგი, წადი" მშვიდად უთხრა, პატარა ჩანთა დააჭერინა ხელში და ბაღში გააგზავნა. საღამოს როცა ანდრეიმ მოიყვანა სახლში თბილი ქუდი ხელში ეჭირა და ფეხსაცმელები საერთოდ მანქანაში დაეტოვებინა. ამ ჭკუის სასწავლებელი საქციელის შემდეგ ანაბელი დედის მიერ მომზადებულ ტანსაცმელს იცმევდა და არ ეწინაღმდეგება მას, მამასთან კი ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა.
ანდრეიმ თმები მაღლა აუწია, აწეული თმები წელამდე სცემდა. კაბა თავისი ხელით ჩააცვა ანდრეიმ. გაჯიუტებული ბავშვის თხოვნით პატარა გვირგვინი და ბრჭყვიალა ვარსკვლავის თავიანი ჯოხი დააჭერინა, რომელსაც ჯადოსნურ ჯოხს ეძახდა.
ფეხსაცმელების ჩაცმის შემდეგ ხელში აიტაცა საყვარელი შვილი და ჰაერში რამდენჯერმე აისროლა. როგორ მოსწონდა მამასთან ასეთი თამაში ანაბელს. სიცილით კვდებოდა და სულ უფრო ხშირად და მაღლა ითხოვდა ჰაერში ფრენას.
ტაქსი საავადმყოფოს ეზოში გაჩერდა. ანაბელს ხელში ფრანი და ჯადოსნური ჯოხი ეჭირა, ანაბელი კი ანდრეის და ასე გაიარეს საავადმყოფოს ეზო.
-მამიკო მოეწონება?
-დარწმუნებული ვარ.
***
-ანდრეის კიდევ ერთი სიგიჟე. -ღიმილით გადასწია ფარდა ემილიმ, რათა ფანჯრიდან კარგად დაენახა მომზადებული სიურპრიზი, ფრანზე დამაგრებული წარწერით "ალისია და ზურა, ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ."
-ანაბელი საერთოდ არ მგავს, ყველაფერი მამამისის აქვს, ხასიათიც კი.-საწოლზე წამოჯდა ალისია.
-ფრთხილად, ახალი ნამშობიარები ხარ -ხელი შეაშველა ემილიმ და წამოდგომაში დაეხმარა. ხალათის ამარა ალისიამ ფეხები ჩუსტებში შედგა, მხრებში მოხრილი ფანჯარასთან მილასლასდა და ფანჯარა გამოაღო. ხედავდა როგორ იქნევდა მამა-შვილი ხელებს და ხმამაღლა გაჰკიოდნენ ალისიასა და ზურას სახელებს.
ამ დროისთვის ალისია და ანდრეი უკვე საქართველოში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამერიკაში ყოფნა იმ დროს მოუწიათ როცა ალისიას მშობიარობა დაეწყო.
ანაბელმა როგორც კი თვალი მოჰკრა ფანჯარაში გადმომდგარ დედიკოს, ფრანს სასწრაფოდ ხელი უშვა და შესასვლელისკენ გაიქცა, მას ანდრეი დაედევნა.
ალისია საწოლზე ჩამოჯდა.
-როგორ გაიზარდა ჩვენი ოჯახი. მე უკვე ორი შვილი მყავს: ანაბელი და ზურა. შენ ორი ბიჭის დედა ხარ, როცა მარკს ვხედავ ყოველთვის ლუკასი მიდგას თვალწინ. მასავით მოუსვენარი მაგრამ ძალიან ჭკვიანი ბავშვია. თამარის გოგონას როცა ვხედავ ჩვენი ბავშვობა მიდგას თვალწინ და გული სიხარულით მევსება. -ალისიამ ხელის გულებით ორივე ლოყიდან ცრემლი შეიმშრალა და თამარის ამბავი იკითხა.
-თამარმა დარეკა გზაში ვართო. ევას ტანსაცმელს უცვლის, თქვა რომ სტივს ელოდებიან.
-ბენი და ლუკასი როდის ჩამოვა?
-რამდენიმე დღეში. ზურას სურათი გავუგზავნე და გაგიჟდნენ რა ლამაზიაო. ლუკასმა პატარა ბავშვები შეუხედავები არიან როგორც ჩემი ძმა იყოვო, ეს კი სულ სხვააო. ჭადრაკში მეორე ადგილი აიღო, ერთი თამაში დარჩა და პირველ ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
-ყოველთვის ვიცოდი რომ წარმატებას მიაღწევდა. მარკი რატომ არ მოიყვანე?
-თამარს დავუტოვე, ის მოიყვანს. ევას გვერდიდან არ შორდება სულ ხელში უნდა ჰყავდეს. ვაიმე გუშინ მათთან ვიყავი და სტივს სულ კუდში დასდევდა, დამნაშავე ხარ და უნდა დაგიჭიროვო. რომ ეკითებიან რომ გაიზრდები რა გინდა გამოხვიდეო, პასუხობს "-ბიძია სტივიო." ვეკითხები ეგ რას ნიშნავს-მეთქი, ხელებს სასაცილოდ პარჭყავს და მპასუხობს "-რა ვერ გაიგეე, პოლიციელობა მინდაო". ძალიან სასაცილოა. ანაბელის მსგავსად მგონი ძმიშვილებიც ანდრეის დაემსგავსნენ. მასავით მოუსვენრები და გიჟები არიან.
-ვიღაცამ ჩემი სახელი ახსენა. -ოთახში, გვირილებით ხელში ანდრეიმ შემოალაჯა, უკან რამდენიმე გასაცოდავებული გვირილით ხელში ანაბელი მოცუცქცუქობდა, მეორე ხელი კი ჯიუტად ჩაეკიდა ჯადოსნური ჯოხისთვის.
-ეს შენ დედიკო -გვირილები ლარნაკში ჩააწყო ანდრეიმ და ალისიას თავზე აკოცა.
-ეს ბიცოლას -ყვავილები გაუწოდა ანაბელმა ემილის -კიდევ გვინდოდა დაგვეკრიფა, მაგრამ მამიკომ შეამჩნევენ და გვიყივირებენო.
-ანაბელ!
-უპს! ეს არ უნდა მეთქვა? -ტუჩებზე აიფარა ხელები და თვალები გააფართოვა.- მაპატიე მამიკო.
-აბა - გულზე დაიკრიფა ხელები ალისიამ და აღიარების მოსასმენად მოემზადა.
-ისა- თავი გვერდზე მიაბრუნა და კეფა მოიქექა. -საერთოდ არ უხდებოდა ყვავილები იმ ადგილს. ანაბელის დაჟინებული თხოვნით კი თქვენც ხედავთ.
-მამიკო ცხვირი რატომ არ გაგეზარდა?
ანდრეი უცებ შეცბა.-ვერ გავიგე?
-შენ ხომ მითხარი ტყუილს თუ იტყვი ცხვირი გაგეზრდებაო.
ალისიამ ჩაიფხუკუნა. ანდრეის ძალიან შერცხვა საკუთარი თავის და იმ იმედგაცრუების რაც შეიძლებოდა ანაბელში გამოეწვია მამას. ანაბელთან დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა.-ჩვენ ხომ შევთანხმდით. ეს ჩვრნი საიდუმლოა.
ანაბელმა წარბშეკრულმა გასცა პასუხი. -ყვავილების დაკრეფვა შენი იდეა იყო. -დოინჯი შეკრა და ტუჩები გაბუსხა.
-ნახეთ ზურა? -ჰკითხა მოჩურჩულე მამა-შვილს ემილიმ.
-ის პატარა ბაყაყი? -აღმოჩნდა რომ მამა-შვილს პატარა ზურა უკვე ენახათ.
-ანაბელ, ხომ გაგაფრთხილე ასე ნუ ეძახი-მეთქი, ის შენი ძმაა და ძალიან ლამაზია. შენც ასეთი იყავი როცა დაიბადე.
-მეც ბაყაყი ვიყავი?
-ანაბელ -გაბრაზდა ალისია.
-ანდრეი -სიცილისგან ჩაბჟირდა ემილი. -ფრჩხილებზე ლაქი გისვია? ღმერო ჩემო.
ანდრეიმ შეცბუნებულმა დაიხედა ფრჩხილებზე და ნეკაზე დარჩენილი წითელი ლაქი როგორც კი დაიანახა მაშინვე პირში ჩაიდო თითი და კბილებით შეეცადა მოშორებას. ანაბელს გამწყრალი თვალებით გადახედა, ეს უკანასკნელი მოგუდულად იცინოდა და დედას უყურებდა.
-შეიძლება? -ოთახში ფორმიანი ბიჭი შემოვიდა, შავი დაბნეული თვალები და თხელი კეხიანი ცხვირი ჰქონდა.
-მობრძანდით.
-ანდრეი ლუჩენკო ბრძანდებით? -ბიჭი დაბნეული იდგა და სახეზე წამოწითლებული თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. -ეს თქვენ გამოგიგზავნეს.
-ეს რა არის? -იკითხა ანდრეიმ და წინ გადადგა ერთი ნაბიჯი.
-ვწუხვარ მაგრამ არ ვიცი. -ლამაზად შეფუთული პარკი გაუწოდა
მომიწერეთ რომ ჩაიბარეთ ამანათი. აი აქ. მაპატიეთ, შეგიძლიათ ავტოგრაფი დამიტოვოთ? -რამდენიმე წუთიანი წრიალის მიუხედავად გაბედა და ცნობილ ვარსკვლავებს შორის მოხვედრილმა ავტოგრაფი ითხოვა.
-ჩვენი ავტოგრაფი არ გინდა?
-სენიორა ემილი, რას ბრძანებთ, როგორ არა მაგრამ მომერიდა -თავი დახარა შავთვალებამ და სწრაფად გაუწოდა ფურცელი. -მადლობთ.
ნახვამდის -ანდრეიმ კარები დაკეტა ფა ცელოფანში ჩაყო ცხვირი. სასაჩუქრე კოლოფებს თვალი აარიდა და თეთრი კონვერტი ამოიღო, ხელის ერთი მოძრაობით ორად გაკეცილი ფურცელი გახსნა და თვალი გადაავლო. ცელოფანი ალისიას საწოლზე დადო და კითხვას შეუდგა.
"შეიძლება არც გახსოვდეთ და არც მიკვირს...................................................."
როცა მისთვის გაუგებარ ენაზე დაწერილი სიტყვები დაინახა ფურცელი რამდენჯერმე გადაატრიალ გადმოატრიალა, თავი და ბოლო ვერ გაუგო, ფურცელი ალისიას მიაჩეჩა და ბუზღუნით დაეშვა სკამზე.
წერილში ადრესატის ვინაობა არ იყო მითითებული.
-შეიძლება არც გახსოვდეთ და არ მიკვირს. თქვენი მრავალფეროვანი დღის ერთი უბრალო გაუფერულება ვარ, ჩემთვის კი თქვენ ჩემი უფერული დღის გაფერადება. თქვენ რომ არა დარწმუნებით გეტყვით რომ ისევ ისეთი საწყალი ბიჭი ვიქნებოდი დახეული ტანსაცმლით, კვლავ წვიმიან ამინდში ფეხშიშველი და ტალახისგან მოსვრილი სახე და მისგან დარჩენილი ულამაზო ბიჭი. ყველაფერი კარგი ჩემს ცხოვრებაში თქვენი გამოჩენის შემდეგ მოხდა. თქვენთან რამდენიმე წუთიანმა შეხვედამ შეცვალა ჩემი უბადრუკი ცხოვრება. შევიძინე ადამიანი რომლის გამოჩენას ყოველთვის ელოდებოდა ჩემი ასაკის გოგო-ბიჭები, ზოგი ქუჩაში, ზოგი ბავშვთა თავშესაფარში. მე შევიძინე დედა და თბილი კერა. დღეს ჩემი ამერიკაში ყოფნაც თქვენი დამსახურებაა და მილიონჯერ რომ მომიწიოს თქვენთვის მადლობის გადახდა ამას არ დავიშურებ. ალბათ ძალიან გინდოდა ინგლისურად დამეწერა ტექსტი, მაგრამ ვიცი შენი მეუღლე წაგიკითხავს და ნაგავში არ გადაუძახებ შინაარსის გაგების გარეშე. ჰო ახლა კი თქვენი ნებართვით კვლავ განვაგრძობ. ყოველთვის ასეთი არ ვიყავი, მყავდა მოსიყვარულე მშობლები მაგრამ ორივე დამეღუპა. როცა მარტო დავრჩი სახლში მაშინ უამრავი ნათესავი აღმომაჩნდა თითოეულს უნდოდა ჩემი გამზრდელი ყოფილიყო, მაშინ ვერ ვხვდებოდი და ძალიან მიხაროდა ბევრს რომ ვუყვარდი და ჩემს მშობლებზე ყოველთვის კარგს რომ ამბობდნენ, ეს მე თავბრუს მახვევდა. შემდეგ ეს კეთილი დეიდები და ბიძიები ანჩხლ ადამიანებად გადაიქცნენ. ერთ-ერთმა ნათესავმა გაიმარჯვა და ჩემი აღზრდა გადაწყვიტა. სახლში ჯერ ცოლი მოიყვანა, შემდეგ მისი ორი ბიჭი, მე რა თქმა უნდა ალიან მიხაროდა მათი სტუმრობა, მეგობრები გამიჩნდა. გადიოდა დრო და მათგან სიცივეს ვგრძნობდი, არ ვიმჩნევდი საკუთარ თავს ვადანაშაულებდი ასეთი ფიქრებისთვის და ერთ დღეს როცა პურისთვის გამგზავნა ჩემმა ეგრედ წოდებულმა აღმზრდელმა უკან სახლში მისულს კარები ჩაკეტილი დამხვდა, გარეთ ერთი ცელოფანი დამხვდა შიგ ერთი ზედა და ერთი შარვალი იდო. ესეც როგორ გსიმეტეს მიკვირს. დიდხანს ვიტირე კარებთან ატუზულმა, გვიან მივხვდი ჩემი კეთილი ნათესავების "სიყვარულს" და ბედს დავნებდი. ამას იმიტომ არ გიყვებით რომ შეგეცოდოთ, არა პირიქით მინდა დაინახოთ ასეთი ბავშვისგან თქვენი წყალობით როგორი ადამიანი დავდექი. თქვენი მუდამ მადლობელ ვიქნები.
რა თქმა უნდა ვერ მიხვდებოდი ვინ ვარ, თავს გაგაცნობ, მაგრამ მანამდე კი მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო რომ ამდენი წელი დამჭირდა თქვენამდე მოსასვლელად და და უდიდესი მადლობის გადასახდელად. 16 წლის ვიყავი. ვიცი ეს ისეთი ასაკია რომ შეუძლია ბავშვებმა იმუშავოს და დამერწმუნეთ მეც ბევრჯერ მიცდია მაგრამ. მაგრამ როცა სამსახურის სათხოვნელად მივდიოდი მაშინვე "გამომაპანღურებდნენ" იქედან, რატომ? იმიტომ რომ მე ობოლი ვიყავი, მე არ მყავდა ბიზნესმენი მშობლები, მე დახეული ტანსაცმელი მეცვა და ფეხებზე მხოლოდ ფეხსაცმლის ძირები მქონდა დარჩენილი. იგივე მიზეზი იყო იმისა რომ რამდენიმე კალმისა და სალფეთქების გაყიდვაც ვერ შევძელი. ჩემში სიბინძურეს ხედავდნენ, ბინძურ ზედას და შარვალს. მე კი იმის საშუალებაც არ მქონდა წავსულიყავი სახლში და დამებანა, ადგილას სადაც ჩემი მსგავსი ადამიანები ოცნებობენ, სადაც შინ დაგხვდება დედა, მამა, ძმა ან და, ბებია და ბაბუა, აი ეს არის სახლი, იქ სადაც გელოდებიან. ძალიან მრცხვებოდა დასახმარებლად ხელის გაწვდენა და ყურებამდე ვწითლდებოდი, დავეხეტებოდი იმ იმედით, სადმე ვინმე მადლიანი გამოჩნდება და სულ ორი "კაპიკით" დამეხმარებოდა. თქვენ აღმოჩნდით ის ერთადერთი ადამიანი რომლებმაც არაფერი დაინანეთ. თქვენმა თვალებმა გული გამითბო და ბავშვური გადმოსახედიდან ადამიანების ბოროტი სახე შემიცვალეთ, ვისწავლე ბოროტისა და კეთილის განხსვავება, ის რომ თუ ცუდი არსებობს დედამიწაზე იქ სიკეთე აუცილებლად იქნება და იქვე გაიმარჯვებს კიდეც. ქურთუკი გაიხადეთ, ქუდი დამაფარეთ და თბილი კაშნე მომახვიეთ, საცხობის ვიტრინაში სანატრელი ხაჭაპურებით დახუნძლული ცელოფანი გამომიწოდეთ. ჩემთვის საკმარისი იყო თბილი სიტყვები, კეთილი თვალები და რჩევა დარიგება. იმდენი ფული მაჩუქეთ წარმოდგენაც რომ არ მქონდა ამდენი ფული ერთად თუ შეიძლებოდა არსებულიყო. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი ვინ იყავით. ჩემნაირ ბავშვებს ხომ ტელევიზორი არ აქვთ, არ შეუძლათ უყურონ სამყაროს მაგრამ გეფიცებით რომ მათ საკუთარი და თანაც ძალიან ლამაზი სამყარო აქვთ, იმაზე გაცილებით ლამაზი ვიდრე მათ ვისაც ჩვენზე მეტი ჰგონიათ თავი. თქვენი წასვლის შემდეგ უამრავი გამვლელი შევაწუხე, ყველას ვეკითხებოდი "ხომ არსად შეგხვედიათ კეთილი ანგელოზი, ძალიან, ძალიან მაღალი და ლამაზი ბიჭიათქო" მე ანგელოზები დავხატე და თქვენი სახე დავადე ზედ. კვლავ გულს მტკენდნენ, ხელს მკრავდნენ და უკმეხად მპასუხობდნენ. მაშინ ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს მეუბნებოდნენ "რა მოწიე ასეთი, ანგელოზებს რომ ხედავო?" გახსოვთ ხაჭაპურის გამყიდველი გოგონა? ჩვენს წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას რომ თარგმნიდა? სახლში წამიყვანა მან. აი სწორედ ის გახდა ჩემი მეორე დედა. დავიწყებული თბილი საწოლი გამახსენა, ცხელი კერძები და სუფთა ტანსაცმელი. სკოლაში შემიყვანა. თქვენ მიერ ნაჩუქარი ფული შემინახა და მაშინ მომცა როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. ალბათ გაგიხარდებათ სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოვიპოვე. დღეს ამ საავადმყოფოში რეზიდენტი ვარ. მალე ექიმი გავხდები. აუცილებლად გნახავთ, გეფიცებით აუცილებლად გნახავთ და მაპატიეთ რომ წერილით გაგაცანით თავი, მე ზურაბ თალაკვაძე. მე ქართველი ვარ და ჩვენი შეხვედაც საქართველოში მოხდა, ამიტომაც ვწერ ქართულად. მინდა ის სიტყვები გაგიმეოროთ რაც მე მითხარით ამით გპასუხობთ რომ ყოველთვის თქვენი სიტყვები მახსოვდა. "იცხოვრე ისე, როგორც სწორი იქნება. როცა მოგშივდება არასოდეს წაგიცდეს ხელი სხვისი ჯიბისკენ, იცოდე ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას მოისურვებს. თუ კეთილი და პატიოსანი იქნები ყველას ეყვარები. იცხოვრე პატიოსნად და ყველაფერი კარგად იქნება. გახსოვდეს მთავარი, როცა გაჭირვებულს დაინახავ, ყოველთვის გაუწოდე მათ დახმარების ხელი. " ვიცი რომ სიკეთე აუცილებლად ფასდება, იგი არასოდეს არ იკარგება. ვისაც სიკეთის დანახვა უნდა , აუცილებლად დაინახავს მას. თქვენ კი მთელი ცხოვრება ემახსოვრებით ჩემს გულსა და გონებას. თქვენ ჩემთვის არ ხართ უბრალოდ მსახიობი, თქვენ ჩემი კეთილი, ძალიან მაღალი და ლამაზი ბიჭი ხართ, როგორც ბავშვობაში გეძახდით, კეთილი ანგელოზი.
ბენეტიცია ნომ ოპჰასტრუდუთუმ (benecitia nom ophastrudutum-სიკეთე არ დაიმალება)
ალისიამ ხელები დაბლა დაუშვა. წერილმა ძალზედ იმოქმედა მასზე. ზურას ისტორიამ იმ უამრავი ბავშვის სულში ჩაახედა რომლებიც ქუჩაში დგანან და მოწყალებას ითხოვენ. მასში უამრავი ბავშვის სახე იყო გაერთიანებული, მათ შორის ისეთებისიც რომლებმაც სიცივეში და ყინვაში ყოფნისგან ზრდასრულ ასაკსაც ვერ მიაღწია.
პალატაში სამარისებურ სიჩუმეს დაესადგურებინა. მხოლოდ ანაბელი არღვრვდა სიჩუმეს, რომელიც ფანჯარასთან მანქანებს თამაშობდა და ძრავის ხმას გამოსცემდა. ანდრეის გონება შორს წავიდა. არასოდეს უფიქრია მადლობა მიეღო ვინმეს დახმარებისთვის, მაგრამ ეს ის განსაკუთრებული შემთხვევა იყო როცა სიამოვნებით ნახავდა ზურას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
თანაც რა დამთხვევა იყო არა? ანდრეის არასოდეს დავიწყებია პატარა ზურა და ის სწორედ მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში როცა მეორე შვილს სწორედ
მის საპატივცემულოდ დაარქვა სახელი. ეს ღრმა სურვილი რვა წლის წინ დანახულმა თვალებმა ჩაუსახა და დიახ შვილისთვიდ ეს სახელი დაერქმიათ იყო ანდრეის იდეა და არაფერ შუაში იყო ქართველი ალისია. გადაწყვიტა აუცილებლად ეთქვა ექიმისთვის რომ იგი იმდენად კარგი და საყვარელი ბავშვიი იყო სწორედ ამიტომ დაარქვა შვილს მისი სახელი.
ალისიამ წერილის კითხვა დაასრულა და ანდრეის შეხედა რომელიც თავდახრილი ცდილობდა ცრემლი დაემალა.
-ახლა ვხვდები რატომ ჰქვია ჩვენს შვილს ზურა. იმიტომ კი არა რომ უბრალოდ მოგწონდა ეს სახელი და გინდოდა ქართული სახელი რქმევოდა მას, არამედ კონკრეტული ადამიანის სახელი.
მეორე დღეს ბავშვთან ერთად ალისია სახლში გამოწერეს. ახალშობილს ძუძუ აწოვა და ჩაძინებული რამდენიმე წუთით ოთახში დატოვა. ოთახიდან გამოსულს კარებთან გაოფლილი ანაბელი და მარკი შეეეჩეხა.
-აბა ეშმაკებო, საით მიიჩქარით? -წინ გადაუდგა და მათ წინ დაიხარა. -არ დაიღალოთ საყვარლებო. ანაბელ -სახეზე მოუსვა ხელი, შემდეგ გულზე დაადო -გთხოვ საყვარელო, ნახე როგორი აჩქარებული გაქვს გული. ცოტა ხანს დაისვენეთ.
-დეიდა ალისია, მაპატიე აღარ ვირბენთ.
-როგორ არა ჩემო საყვარელო, მაგრამ ცოტა დაისვენეთ. კარგი? -ცერა და საჩვენებელ თითს შორის მოიქცია ბიჭუნას ნიკაპი და მოეფერა, მერე შეუბლზე აკოცა და ბავშვები გაუშვა. სასტუმრო ოთახში შესასვლელად ჰოლი უნდა გაევლო, კარებთან კი გაშეშებული ანდრეი და ლამაზი ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ეტყობოდა რომ სახლში შეპატიჟებას ელოდებოდა, ანდრეი კი თვალებში შეჰყურებდა ფიქრადაც კი არ გაუვლია სტუმრის ვახშმად დაწვევა, უყურებდა მას და სადღაც შორს გადაეკარგა მისი ფიქრები.
ანდრეის თვალწინ დაუდგა 2012 წლის 5 ოქტომბერი. ნათლად ხედავდა დაძონძილ ტანსაცმელში თავდახრილ ბიჭუნას, რომლესაც ტანსაცმელში ყოველი მხიდან შესდიოდა სიცივე და სხეულის გასათბობად მკლავებზე უხახუნებდა ხელებს, ზოგჯერ კი ორთხლით ათბობდა ხელებს.
ახლა კი მის წინ აღმართულა მისივე სიმაღლის, ძალიან სიმპატიური ბიჭი, რომლის ცისფერ თვალებში სიხარულისა და ბედნიერების ნაპერწკლები ჩამდგარიყო. შავი თმები დაბალზე ჰქონდა შეჭრილი, ცხვირი სწორი და ლამაზი ჰქონდა. ღიმილი? ღიმილი ისევ ისეთი მორცხვი, და ძალიან ლამაზი, თუმცა ამავე დროს თავდაჭერილი და საკუთარ თავში დარწმუნებული.
ანდრეიმ წარმოიდგინა როგორ გამოიყურებოდა მის წინ მდგარი პიროვნება ქირურგიულ ტანსაცმელში და ამაყი გახდა ამით. ნავარჯიშებ სხეულზე მომდგარი მწვანე ზედა და შარვალი.
ბიჭმა ხელი გაუწოდა და ანდრეი ფიქრებიდან გამოიყვანა.
-მე ზურა ვარ -გაუღიმა ქათქათა კბილებიდან.
ანდრეიმ ჩამოერთმეულ ხელზე დახედა, ექიმისთვის შესაფერისი სუფთა და მოწესრიგებული თითები ჰქონდა.
ანდრეი ახლოს მიიწია და გულში ჩაიკრა იგი.- სულ არ შეცვლილხარ.
მაგიდას ბევრნი უსხდნენ. ანდრეი და ალისია, ბენი და ემილი, თამარი და სტივი, ავგუსტო მილერი, ჯონი ადამსი და ზურაბ თალაკვაძე.
ანდრეიმ ღვინით სავსე ჭიქა ასწია და პირველი საქართველოს სადღეგრძელო შესვა.
-რომ არა საქართველო მე დღეს არ მეყოლებოდა, ჩემი ალისია, ანაბელი და ზურა. ასევე ჩვენი მომავლი ექიმი ზურაბ თალაკვაძე.-ამ სიტყვებით დაასრულა პირველი სადღეგრძელო და მეგობრებს შესმა შესთვაზა. სტივმა სწრაფად და დიდი სიხარულით აიტაცა სადღეგრძელო და ბედნიერმა გადახედა გვერდით მჯდომ ქართველ თამარსა და ოთახში ბავშვებთან ერთად მობაჯბაჯე ნახევრად ქართველ ევას.
ყველასგან მოულოდნელად სახლში ბენი და ლუკასი დაბრუნდა. მას თვალში პირველად მაღალი, სიმპატიური შავგრემანი წარმოსადეგი ყმაწვილი მოხვდა, როცა სტუმრის ვინაობა გაიგო ძალიან გაუხარდა და გაკვირვებული დარჩა. მასზე არც თუ ისე დიდი პატარა ზურა როგორც ძმა ისე ჩაიკრა გულში.
***
ძმების სიყვარული რაღაც სიგიჟეში გადადიოდა. ერთმანეთისთვის უნდოდათ ყველაფერი კარგი და ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას ერთმანეთს. დღეს ერთმანეთის მოკითხვით იწყებდნენ და ვერ წარმოედგინათ დღე რომ ერთმანეთი არ ეყოლებოდათ. ანდრეი ჭკვიანი მაგრამ კვლავ ისეთი ხუმარა დარჩა როგორც იმ ბედნიერ დღეებში გაჭირვება რომ არ გაჰკარებია მის დღეებს. ბენი კი მეტად სერიოზული და ყოველთვის უკმაყოფილო მზერით ძმის ხუმრობებზე.
და მართლაც ისტორია ხომ ორ ძმაზეა, მზრუნველ და საყვარელ ძმებზე, რომლებისთვისაც ოჯახი იყო მთავარი და პირველ ადგილზე.
***
ზღვის ნაპირი. ჩამავალი მზე. ყვითელი ქვიშა, ლურჯი ზღვა და სისველისგან ალაპლაპებული ქვები. თბილი ნოტიო სიო და ოქროსფერი სხივები.
ძლიერი ტალღები ეხეთქებოდა ნაპირს, ღრუბლებად ქცეული ქაფი როგორც თოვლი ისე ედებოდა ნაპირს. ზღვა ღელავდა, მჭიდროდ შემოაჭდობდა მკლავებს ნაპირს და ძალდატანებით ბრუნდებოდა უკან, დიდი ბრჭყალებით ნაკვალები დაეხაზა ნაპირი. რამდენ რამეს იტევდა ზღვა.
მზე ცდილობს გაუნაპირდეს მას და შავი ბურუსით ჩამოეფინოს ქალაქს. ხალხი ნაპირიდან აიბარგა და კანტიკუნტან თუ გაივლ-გამოივლიდა ქუჩაში ფეხშიშველა მოსეირნე წყვილები ხელში ბასანოჩკებით ხელში გულში ერთმანეთის სიყვარულით. ბობოქარი ზღვა თითქოს ხალხისგან დაცარიელებას ლამობსო, უფრო და უფრო მშვიდდებოდა იგი, ბოლოს მშვიდად გადაეფინა ნაპირს, სადღაც აქა-იქ თუ შეტოკდებოდა წამით.
ზღვის ნაპირზე ისხდა ლამაზი წყვილი და წყალთან მორბენალ 2 წლის ზურასა 7 წლის ანაბელს ადევნებდნენ თვალს.
ზურასაც მწვანე თვალები ჰქონდა და საერთოდ ოჯახში ყველანი მწვანეთვალება იყვნენ.
-მამა, მამიკო -სირბილით მიირბინა ანაბელმა და ხელებში ჩააფრინდა ანდრეის. აჩქარებულად ლაპარაკობდა, ისე რომ ერთ ამოსუნთქვში ჩაარაკრაკა ყველაფერი. -მამა, დედა ნახეთ ფერადი ქვა -ხელში ჩაუგდო წითელი და ლურჯი ფერით აჭრელებული ქვა.
-გაიწიე -მუჯლუგუნი ჰკრა ზურამ რომელიც სულ ახლახანს მობაჯბაჯდა მშობლებთან და ძალიან უბრალო კენჭი მისცა დედას ხელში- ნახე ეს უფრო ლამაზია.
-ქართულად -გამაფრთხილებლად დაუქნია თითი. -არ იჩხუბოთ, კარგი? ორივე ძალიან ლამაზია. მომეცით ამას მე შევინახავ და სახლში რომ დავბრუნდებით ლამაზ ჩარჩოში ჩავსვათ. -ჩანთაში ჩაყარა ალისიამ კენჭები.
-ზურა წამო კიდევ დავძებნოთ. -უთხრა ქართულად, ხელი ჩაკიდა ანაბელმა და ნაპირისკენ გააქანა.
-ფთხილად ანაბელ არ წაიქცეს.
-ალისია შეხედე რა საოცრებაა. -წელზე მოხვია ხელი ანდრეიმ.
-დანაპირებს ყოველთვის ასრულებ.
-რომელს გულისხმობ?
-დამპირდი რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მომდევნო დღე იმაზე ლამაზი იქნებოდა ვიდრე პირველი და ეს ასეა ანდრეი. -ბეჭზე აკოცა ალისიამ.
-რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასეთ ლამაზ ოჯახს შევქმნიდი. თავი კვლავ 30 წლის მგონია. გახსოვს ჩვენი პირველი კოცნა?-ღიმილით შეახსენა ანდრეიმ.
-მაგას რა დამავიწყებს.
-მიყვარხარ ალისია, ჩემი ცხოვრების გზას ანათებ.
-ანდრეი.
-როგორი დიდი ოჯახი გვყავს.
-ბედნიერი ვარ ამით. არ შემიძლია მეტად ბედნიერი ვიყო. შენი ყოველი მოახლოვება და სისხლს მიდუღებს ძარღვებში და მათრთოლებს.
-ჩემი პრინცესა ხარ. -ანდრეიმ ბავშვებს მოავლო თვალი, მათ საერთოდ არ ეცალათ მშობლებისთვის. ალისიას წელზე მოხვია ხელი და ტუჩეზე აკოცა, ცალი თვალი კვლავ ბავშვებისკენ გააპარა, თითქოს და დანაშაულს სჩადიოდა რამეს და ეშინოდა მისთვის არ წაესწროთ.
-წავედი ბავშვებთან -თმები აიწია ალისია და პატარებს შეუერთდა.
ანდრეი ღიმილად დაიღვარა და მზერა ნარნარად, სხეულის რხევით მიმავალ გოგონას გააყოლა.
წამოდგა თუ არა ალისია ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ანდრეი ალისიას ჩჩანთას გადასწვდა და ტელეფონი აიღო.
-ემილი, ეს მე ვარ ანდრეი.... -მადლობა, კარგად ვართ, ბავშვებიც კარგად არიან. სასტუმროში არ მოგვყვებიან სულ წყალში უნდათ..... -ჰო ალისიაც მათთან ერთადაა, ზღვაში კენჭებს ყრიან.
ანდრეიმ სიამოვნებით მოავლო თვალი წყლის პირას მყოფ ცოლ-შვილებს რომლებიც გახარებულნი დარბოდნენ წყალში და ფერად კენჭებს წყალში ყრიდნენ. შორს გადასროლილი კენჭი გამარჯვებას ნიშნავდა, გამარჯვებული ანდრეის გახედავდა და აბლოდისმენტებს ითხოვდა. "მოდი მამიკო ჩვენთან,
ეძახდნენ ისინი". ალისიამ სახიდან წყლის წვეთები ჩამოიიწურა, თმებზე ორივე ხელი გადაისვა და ანდრეისკენ ღიმილიანი მზერა გააპარა. რა ლამაზი იყო ალისია ჩამავალი მზის ფონზე. წითლად შეღებილი ზღვა, ალისოას შესანიშნავი სხეული, აშხვართული ლამაზი ფეხები და მის ირგვლივ მორბენალი ორი ანგელოზი.
-ბრაიანი? დღეს დილით ველაპარაკე. აეროპორტში იყო, 15 წუთში გავფრინდებიო. როგორ თუ არ ჩამოსულა, -ანდრეიმ საათს დახედა -ახლა ხომ უკვე საღამოა.... -ემი კარგი დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. დარეკვა არ გისინჯავს? .....-ალბათ დატენვა ვერ მოასწო.... -მეც ასე ვფიქრობ, ალბათ ჯონთან შეიარა რაღაც ახალ პროექტს იწყებს და ჩვენ შემოგვთავაზა თანამშრომლობა... -დიახაც, ხალხი კვლავ ჩემს დაბრუნებას ითხოვ ეკანებზე-ტრაბახს მოჰყვა იგი. -მოითმინე, ჯონს დავურეკო. დაგიკავშიდები.-ანდრეიმ ახლა ჯონის ნომერი აკრიფა.
"-ჩემთან ხვალ აპირებდა მოსვლას" -იყო ტელეფონს მიღმა ხმა.
"ბრაიანი ცანცარა არ არის, ის პირდაპირ სახლში თუ წავიდოდა." -ფიქრობდა ანდრეი და აი ასეთი გრძნობა ჰქონდა მას: რაღაც ნაწილს თითქოს რომ ეშინოდა და მეორე ნაწილი მის გამხნევებას ფიქრობდა. გულში თითქოს ვიღაც სერავდა და აფორიაქებული დამშვიდებას ვერ ახერხებდა.
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და უსასრულო სივრცეს უცქერდა.
***
სპეციალური გამოშვბით გიბრუნდებით. მე ვიქტორია გიბსონი გატყობინებთ მეტად სამწუხარო ინფორმაციას. რეისი ნიუ-ორკი - ლოს-ანჯელესი, ვადასტურებ დროსაც 11:00 საათზე ნიუ-ორკიდან გამოფრენილმა თვითმფრინავმა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ შეასრულა გეგმა და იგი ხმელეთზე ჩამოვადა. ექსპერტები კვლავ მუშაობენ და ადგენენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს. ავიაავარიის შედეგად წინასწარი ინფორმაციოთ გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ვიზიარებ მთელი ქვეყნის მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს მე კი ერთ საათში დაგიბრუნდებით ახალი ინფორმაციებით.
***
როცა ყველაფერი წესრიგშია, სწორედ მაშინ დაგვცინის ბედი. არა კი არ დაგვცინის ჩვენით ხალისობს. ცხოვრებით ტკბობა, ბედნიერება, სიხარული ეს ადამიანის განცდებია რომელიც რაღაც დროის განმავლობაში იკავებს ადამიანის ცხოვრებაში ადგილს. და სწორედ მაშინ როდესაც ჩვენ ადამიანებს ერთმანეთი გვიხარია მაშინ ჩამოჰკრავს ის ზარი რომელშიც ხშირად ჩვენი ცხოვრების თანმდევი "მეგობარი" ხდება. სიკვდილი ვერ გრძნობს ოჯახს, ჩაგავლებს საშინელ კლანჭებს და მიგაქროლებს შორი მომავლისაკენ. სიცოცხლე გარდაუვალი სიკვდილია, მაგრამ დასასრული არ არის იგი.
სიცოცხლე მოთმენაა, სიკვდილი კი ეს გარდაუვალი ტანჯვა და ტკივილია, მათთვის ვინც რჩება სიკვდილის მიღმა, იგი შინაგანად გცლის, გრღრღნის და გფიტავს. სწორედ ამიტომ არსებობს ბედნიერი დღეები რომ შეძლო ის ტკივილი გადაიტანო რაც საყვარელი ადამიანის დაკარგვით განიცადო.
ზოგჯერ როცა დასასრული გვგონია, სინამდვილეში ეს დასაწყისია.
გარდაცვლილს კი აქ აღარავინ ელის!

რამდენად კარგია ცხოვრება, იმდენად მტკივნეულია იგი.



№1 სტუმარი გვანცა))

თავიდან რა კაი იყო დაა დასაასრული ცოტა არ იყოს ვერ გავიგეე❤

 


№2  offline წევრი padackles

გვანცა))
თავიდან რა კაი იყო დაა დასაასრული ცოტა არ იყოს ვერ გავიგეე❤

ანუ ბენი-ბრაიანის სიცოცხლე მკითხველს მივანდე. როგორც უნდათ ის უნდა ჩათვალონ. მოკვდა ბენი - ანდრეის ცხოვრება კვლავ უსასრულო სიბნელეს დაემსგავსა.
გადარჩა ბენი -ანდრეის ცაზე ვარსკვლავებმა გამოანათეს.
თქვენი ნებაა როგორც გინდათ ისე გადაწყვიტეთ ანდრეის ცხოვება და მისი ბედი :*

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ თავიდან ბედნიერებით ავიბსე და ბოლოს ბენის სიკვდილმა მიწაზე ისეთი ძალით დამანარცხა ალბათ ფეხზე დადგომა ძალიან გამიჭირდება...
ყოჩაღ ძალიან ლამაზი ისტორია იყო სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობის და ერთობის დღესასწაული... გული მარტო ბენის სიკვდილზე დამწყდა არ იმსახურებდა ნამდვილად... ყველაზე მაგარი და ძლიერი ადამიანი და ძმა იყო და მეც ისე მეტკინა მისი სიკვდილი ვითომ საკუთარი ძმა დავკარგე...

 


№4  offline წევრი padackles

უცნობი ქ
ოჰ თავიდან ბედნიერებით ავიბსე და ბოლოს ბენის სიკვდილმა მიწაზე ისეთი ძალით დამანარცხა ალბათ ფეხზე დადგომა ძალიან გამიჭირდება...
ყოჩაღ ძალიან ლამაზი ისტორია იყო სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობის და ერთობის დღესასწაული... გული მარტო ბენის სიკვდილზე დამწყდა არ იმსახურებდა ნამდვილად... ყველაზე მაგარი და ძლიერი ადამიანი და ძმა იყო და მეც ისე მეტკინა მისი სიკვდილი ვითომ საკუთარი ძმა დავკარგე...

შენი კომენტრი სიხარულით მავსებს. :* :* *: :* :*

მადლობა თქვენ რომ ჩემი ეთგული მკითხველლი იყავით :* :* :* :* და მიხარია თუ ჩემი ისტორიის კითხვით დრო არ დაგაკარგვინეთ :*

 


№5 სტუმარი გვანცა))

padackles
გვანცა))
თავიდან რა კაი იყო დაა დასაასრული ცოტა არ იყოს ვერ გავიგეე❤

ანუ ბენი-ბრაიანის სიცოცხლე მკითხველს მივანდე. როგორც უნდათ ის უნდა ჩათვალონ. მოკვდა ბენი - ანდრეის ცხოვრება კვლავ უსასრულო სიბნელეს დაემსგავსა.
გადარჩა ბენი -ანდრეის ცაზე ვარსკვლავებმა გამოანათეს.
თქვენი ნებაა როგორც გინდათ ისე გადაწყვიტეთ ანდრეის ცხოვება და მისი ბედი :*

აჰ გასაგებიაა,მადლობა❤
მაშინ მე ჩავთვლი რომ ანდრეის ცაზე ვარსკვლავებმა გამოანათონ..
რადგან მინდაა ანდრეი ბედნიერი იყოს
კარგი გოგოხარმიხარიაა რომ ეს ისტორიაა ბოლომდე მიიყვანე❤
წარმატებები დაგვიბრუნდი აახალი ისტორიით❤

 


№6  offline წევრი padackles

გვანცა))
padackles
გვანცა))
თავიდან რა კაი იყო დაა დასაასრული ცოტა არ იყოს ვერ გავიგეე❤

ანუ ბენი-ბრაიანის სიცოცხლე მკითხველს მივანდე. როგორც უნდათ ის უნდა ჩათვალონ. მოკვდა ბენი - ანდრეის ცხოვრება კვლავ უსასრულო სიბნელეს დაემსგავსა.
გადარჩა ბენი -ანდრეის ცაზე ვარსკვლავებმა გამოანათეს.
თქვენი ნებაა როგორც გინდათ ისე გადაწყვიტეთ ანდრეის ცხოვება და მისი ბედი :*

აჰ გასაგებიაა,მადლობა❤
მაშინ მე ჩავთვლი რომ ანდრეის ცაზე ვარსკვლავებმა გამოანათონ..
რადგან მინდაა ანდრეი ბედნიერი იყოს
კარგი გოგოხარმიხარიაა რომ ეს ისტორიაა ბოლომდე მიიყვანე❤
წარმატებები დაგვიბრუნდი აახალი ისტორიით❤

გაიხარე :* :* მადლობა რომ კიტხულობდი :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent