შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში. (მერვე თავი)


11-11-2016, 13:46
ავტორი padackles
ნანახია 1 570

მეორე დღეს ალისია მალიბუში გაჰყვა შეყვარებულს. როგორც ხდება ხოლმე სასიძოს ოჯახის გაცნონის დროს ნერვიულობა, ასე დაემართა ალისიასაც. თითქოს კუჭი ატკივდა. რამდენად სასიხარულოა მომავალი მეუღლის გაცნობა იმდენად სანერვიულოა იგი.
-მოიცადე -ხელი ჩაავლო მკლავზე და ისე ჩაებღაუჭა როგორც შეშინებული და დაბნეული პატარა ბავშვი დედას როცა პირველად ტოვებს საბავშვო ბაღში.
ლუჩენკომ გაუღიმა. -რა მოხდა? ნუთუ ნერვიულობ?
-ვფიქრობ მათ არ მოვეწონო. იქნებ შენს შესაფერისად არ ჩამთვალონ?
-შენზე უკეთესს ჩემს გვერდით ვერ წარმოიდგენენ. არ არსებობს ასეთი ადამიანი. შენ შეუდარებელი ხარ. ყველა სიკეთე ერთად თავმოყრილი. -სილამაზე ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავს მიგიგავს, გულკეთილი როგორც ახლად ატიტინებული ბავშვი რომელიც ბოროტებას ჯერ არ გადაყრია. მორცხვი თითქოს ამ ამყაროში არ გიცხოვრია, მორიდებული, ჭკვიანი. ლამაზად მოელვარე შენი თვალები -ღიმილით მოხვია ხელი გვერდით მდგარ ალისიას და თავზე აკოცა. ალისიას სიამოვნებისგან ტანში გააჟრჯოლა.

-ბენ კარზე ზარია, გააღე გთხოვ -ლუკასის ოთახიდან გამოსძახა ემილიმ, მან კი ბავშვის ჩაცმა განაგრძო.
-კარგი საყვარელო. -სასტუმრო ოთახში მყოფი ბენი ფეხზე წამოდგა და კარები გააღო.
იმის მიუხედავად რომ ბენმა წინასწარ იცოდა ანდრეის ვიზიტის შესახებ, მაინც ვერ წარმოიდგენდა თუ ანდრეი მართლაც აპირებდა ოჯახის უღელში თავის გაბმას და მაშინაც კი როცა კარებში მათ წინ მდგარ ერთმანეთზე ხელჩაკიდებულ ანდრეის და ალისიას უყურებდა კვლავ ხუმრობა ეგონა იგი.
-მოიცათ ერთი წუთით, ახლა ჩემი გაშაყირება გინდათ? ფარული კამერაა? -აქეთ-იქით იხედება ბენი და ხელების შლით ხან გარეთ გაიხედავს, ხან კი ანდრეის ქურთუკში აფათურებდა ხელებს, იქნებ და სადმე კამერა ვიპოვოო.
-მორჩა ბრაიან შენ ხომ არ გაუბერე?
ბენს გაკვირვებულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ხელი გაუწოდა ალისიას და თავი გააცნო. -გილოცავთ. ვიმედოვნებ შენ იქნები ადამიანი რომელიც ჩვენსკენ მოაბრუნებს მას.
-ყოველთვის სიტყვა ძუნწმა ასე ენა როგორ ამოიდგი. -გააწყვეტინა ანდრეიმ.
-გეყოფათ ახლა, არ იჩხუბოთ. -ემილი მიუახლოვდა მათ. -კიდევ კარებთან დგახართ? -მშვენიერო სახლში შემოდი. იმაზე ლამაზი ხარ ვიდრე ანდრეი გველაპარაკებოდა შენზე. სასიამოვნოა შენი გაცნობა- გადაეხვია ემილი.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა. -ალისიამ გაუღიმა და ანდრეის გახედა.
-არა რძალო, ჩვენ არასდროს არ ვჩხუბობთ, მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ მოვდებ ყბაში ჭკუის სასწავლებლად.
-ნუ დააკარგვინებ წარმოდგენას შენზე შენს შეყვარებულს, მალე შემოდი თორემ ეს ორი მუჭი აუცილელბლად იპოვის გზას შენი სახისკენ.
ანდრეის გაეცინა და ალისიასთან ერთად სახლში შევიდა. ემილი სამზარეულოში გაეშურა. სტუმრები სასტუმრო ოთახში დატოვა.
-ეს ლამაზი გოგონა ვინა არის? -კიბეები ჩამოირბინა ლუკასმა და გაპრანჩვით აათვალიერა ალისია.
-როგორ ჰგავს ბიძიას -გაეღიმა ბენს -ყველა ლამაზ გოგონას ეპრანჭება.- ანდრეის შეყვარებულია.
-ჩამსვი მამიკო ძირს, ალისიას უნდა შევხვდე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება. -ლუკასი ბენის მკლავებიდან ძირს ჩამოვიდა და ალისიას პირისპირ დადგა.
-რა საყვარელი ხარ გენაცვალე -ალისია ჩაიმუხლა და ლუკასს მოეხვია.
-რა ლამაზი ხარ -უთხრა ლუკასმა.
-მეე? არა საყვარელო რას ამბობ, ლამაზი ეს შენ ხარ, თან ძალიან.
-მაშინ ორივენი ლამაზები ვართ -თვალებს აცეცებს აქეთ-იქით ბავშვი.
-კარგი.
-შევთანხმდით?
-შევთანხმდით -შეთანხმება ხელის ჩამორთმევით განამტკიცეს.
-მოდით, ყველაფერი მზად არის, ისეთი სადილი მოვამზადე თითებს ჩაიკვნეტთ -რამდენიმე წუთში გამოსძახა ემილიმ, სამზარეულოდან. სამზარეულო კი სასტუმრო ოთახს მხოლოდ მრგვალი თაღით აკავშირებდა.
-ძალიან მშია, დიდი სიამოვნებით გეახლებით -გაეხარდა ალისიას. შინაურულმა გარემომ მხიარულად და თავისუფლად აგრძნობინა თავი.
-შეხედე ამათ, ანდრეი არ გვყოფნიდა, მეორე ღორმუცელა შემოგვემატა ოჯახში.
მერე სამივენი სამზარეულოში გავიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ.
უკვე ნასადილევი ლუკასი, ემილიმ თავის ოთახში აიყვანა და დააძინა. რამდენიმე წუთში ისიც შემოუერთდა ოჯახის წევრებს და მათთან ერთად ისადილა.
-მოდი შევთანხმდეთ, რომ შენობით მელაპარაკები, მე მგონი არც ისე ბებერი ვარ -გაეხუმრა ემილი -რადგან შენ ჩვენი ანდრეის შეყვარებული ხარ თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. არაფერი არ მოგერიდოს, მიმიღე ისე, როგორც შენი და.
-მადლობა ემილი. სასიამოვნო იყო თქვენთან დროის გატარება.
ანდრეიმ ბოდიში მოიხადა და სააბაზანოში გავიდა.
-მიირთვი ალისია, ყველაფერი ჩემი მომზადებულია. -კერძი გადააწოდა ემილიმ. -კარგად საუბრობ ინგლისურად, სად ისწავლე?
-მადლობა. -ქათმის სალათი გადაიღო თეფშზე. -დაინტერესებული ვარ სხვადასხვა ქვეყნის კულტურით. ძალიან მინდა, მეც იმ ადამიანების რიცხვში შევიდე ვინც ძალიან ხშირად დადიან საზღვარგარეთ და ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, თუმცა სამწუხაროდ საქართველოდან არ ვარ განასვლელი. შესაბამისად ძალიან მიყვარს უცხო ენები და ვცდილობ, რომ ვისწავლო, ცოტას სკოლაში ვსწავლობდი, ცოტას უნივერსიტეტში, ცოტას კიდევ ტელევიზიით, ხშირად ვუყურებ საზღვარგარეთის გადაცემებს და ვცდილობ რომ ვისწავლო.
- კიდევ იცი სხვა ენა?
-დიახ რუსული, გერმანული, და ფრანგული. ინგლისური ენა ყველაზე ბოლოს შევისწავლე, სამწუხაროა მაგრამ წერაში ბევრ გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ, ჯერ კიდევ წერის შესწავლის პროცესში ვარ.
-ყოჩაღ, მიხარია. -გულწრფელად გაუხარდა ბენს. -მოგვიყევი რამე შენს შესახებ. ვინ არიან შენი მშობლები, სად ცხოვრობს და ა. შ.
-იმედია ჩემს საცოლეს არ მოაწყენინეთ -შემოვიდა ანდრეი და ადგილი დაიკავა მაგიდასთან.
ალისიას გაეღიმა და უცნაურად გახედა საცოლეს ხსენებაზე. -მშობლები პატარა ვიყავი რომ დავკარგე.
ანდრეიმ ხელი აიღო და გასამხნევებლად ხელზე მოკიდა.
ალისიამ მადლიერებით გაუღიმა და ანიშნა რომ ყველაფერი რიგზე იყო. -დაობლების შემდეგ ჩემი მეგობრის მშობლებთან ვიზდებოდი. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე. ვარ მეოთხე კურსზე. მყავს მეგობრები, განსაკუთრებით ჩემთვის საყვარელი ჩემი საუკეთესო მეგობარი თამარი და გიგაა. ახლა თქვენზე მომიყევით რამე.
-ჰოო. მე ვარ ბენ ლუჩენკო, 26 წლის. აი ჩემი ოჯახიც. მაქვს რესტორნების ბიზნესი. ხანდახან დრო ისე გადის ვერც კი ვხვდებით....
საღამომ მშვიდად ჩაიარა, იმაზე უკეთესად ვიდრე ამას ალისია და თვით ანდრეი წარმოიდგენდა. გოგონას სილამაზით აღფრთოვანებული ბენი ანდრეის მხარზე ხელს დაჰკრავდა და არჩევანს გულწრფელად უწონებდა. სასიამოვნო გაკვირვებულებიც კი იყვნენ.
ყოველი შექებისა და მისი სილამაზით გამოწვეულ აღფრთოვანებას ალისია სიწითლე გადაკრული სახით ხვდებოდა.
გოგონას თავი ამაყად ეჭირა ანდრეისა და მისი ოჯახის წევრების გვერდით. მისი ბედნიერება ზენიტს აღწევდა. აფორიაქებული გული არ მშვიდდებოდა, ჯერ კიდევ წეარმოუდგენლად ეჩვენებოდა მისი აქ ყოფნა როგორც ლუჩენკოს მომავალი ცოლი. შეყვარებულს თვალებში შესციცინებდა და წამით არ აძლევდა საშუალებას მის გარეშე გაეტარებინა დრო.
ალისია დაიღალა მაგრამ შეყვარებულის ხათრით ითმენდა, გრძნობდა ბედნიერი იყო მათ გვერდით და არ უნდოდა ჩაეშალა მისთვის ეს ბედნიერი წუთები.
-თქვენის ნებრთვით ჩვენ წავალთ. მალე ალისია საქათველოში უნდა დაბრუნდეს. - მიუხვდა ანდრეი გულის წადილს -საღამოს კი ლოს-ანჯელესში ვბრუნდებით.- ფეხზე წამოდგნენ ისინი. -მინდა მალიბუ დავათვალიერებინო. -ანდრეიმ ალისიას კისერში ჩარგო თავი და მისი სურნელი შეისუნთქა, როგორ უყვარდა ალისია, არ წარმოედგინა ასე თუ შეეძლო სიყვარული. როგორი ბედნიერია ანდრეი ახლა, გული გამალებით უცემს. მის ცხოვრებაში საუკეთესო დრო დადგა სიკვდილის ბოლომდე. სიამაყით სავსეს გული საგულედან ამოხტომას ცდილობდა, ის ალისია და მისი პატარა ოჯახი. "ღმერთო რა ბედნიერებაა, არასოდეს დამთავრდეს ჩემი სიზმრარი" ფიქრობდა იგი და უფრო მეტად იკრავდა გულში ალისიას.
ბენი გაკვირვებული და თან აღფრთოვალებული სჩანდა ანდრეის გადაწყვეტილებით მაგრამ კითხვის დასმისგან თავი ვერ შეიკავა და როცა მარტო დარჩნენ ჰკითხა: -თუ ალისია შენი ერთ-ერთი ახალი გოგონაა, არ მინდა ასე იყოს რადგან ძალიან მომწონს იგი.
-მე ის მიყვარს.
ბენს აღარაფერი უკითხავს. დიახ ალისია ის იყო ვინც ანდრეის მთელ ცხოვრებას შეცვლიდა.

მზე ჩადის. არ არის საღამოს ჩვეული სიცივე სანაპიროზე. თუმცა თბილად ჩაცმული სეირნობს ალისია და ანდრეი მალიბუს სანაპიროზე.
ჩინურ რესტორანში შევიდნენ. ძალიან ეცადა ანდრიე ალისიასთვის ჩხირებით ჭამა ესწავლებინა მაგრამ უშედეგოდ. უნიჭო მოსწავლე აღმოჩნდა. თავის უმეცრებაზე იცინოდა გოგონა და ბოლოს ჩანგლით ჭამა არჩია.
მსუბუქად ივახშმეს.
ანდრეი უჩვეულოდ ანერვიულებული იყო. წელზე მოხვია ხელი ალისიას და განათებული ღია ბარისკენ გაემართა. სანაპიროზე ყველაზე ახლოს მდგარ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი და შემწვარი ქათმის ხორცი ტკბილ საწებელთან ერთად შეუკვეთეს. ხორცი დააგემოვნეს, საწებელი ზოგი მიირთვეს ზოგი სახეზე წაუსვეს ერთმანეთს. ხუმრობდნენ და იცინოდნენ ერთად.
-ალისია, ჩემო საყვარელო -ხელი ჩაკიდა ანდრეიმ. -მინდა რაღაც გითხრა, არა გკითხო. -ნერვიულობისგან ტუჩები აუთამაშდა ანდრეის.
-მითხარი ანდრეი.
-არ მინდა აქედან წახვიდე. არ მინდა ჩემგან წახვიდე. მე შემიძლია იქ წამოვიდე სადაც შენ წახვალ. ვიცი მხოლოდ ორი დღე გამოვუტყდით სიყვარულში ერთმანეთს და მეტყვი რომ ერთმანეთის გასაცნობად დრო გვჭირდება. მე დრო არ მინდა, მე ჩემი მთელი ცხოვრების გატარება მინდა შენთან. ძალიან კარგად გიცნობ, იმაზე კარგად ვიდრე საკუთარ თავს.
ალისიამ მიხვდა ანდრეის საით მიჰყავდა საუბარი და ძალიან შეშინდა.
-არა, ასე არ გამოვა -სკამიდან წამოდგა ანდრეი, სკამი გვერდით გასწია და მის გვერდით მჯდომი ალისია მისკენ შემოაბრუნა, მერე ცალი მუხლით დაიჩოქა, ალისიას ხელი ჩაკიდა, ქურთუკის ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და ალისიას წინ გახსნა, საიდანაც ულამაზესი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი იჭყიტებოდა. -ჩემო ზურმუხტისფერ თვალება ალისია, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, რას ნიშნავს შენი ჩემს გვერდით ყოფნა, როგორ მითრთის მთელი სხეული როცა გვერდით მყავხარ, სადაც წახვალ მეც იქ წამოვალ. შენთად ერთად ვიტირებ, ვიცინებ. როცა ბავშვი გაგვიჩნდება სიხარულის ცრემლებს მოგწმენდ, ხელს არასოდეს გაგიშვებ. შენი არსებობა ჩემთვის სიცოცხლის ხალისია. არაფერზე იფიქრო უბრალოდ მიპასუხე გამომყვები ცოლად?
ამ წინადადებას ასე მალე არ მოელოდა. სწრაფად გადაწყდა ყველაფერი. ოცნების ახდენამ შეაშინა თუმცა უარიც არ სურდა ეთქვა.
-თანახმა ვარ -ლოყები შეუღაჟღაჟდა ალისიას და თვალები მორცხვად დახარა.
-გპირდები, რომ უბედნიერესს გაგხდი -ბეჭედი ამოიღო კოლოფიდან და ალისიას თითზე გაუკეთა, მერე ფეხზე წამოდგა და სავარძელზე მჯდომ საცოლეს გადაეხვია.
-ვაშაა! ვაშაა! ტაშის კვირთ მიულოცეს იგვლივ მყოფებმა გადაწყვეტილება.
-ძალიან ლამაზია. -ბეჭედს დახედა ალისიამ. -რატომ შეწუხდი?
საცოლე კვლავ ისეთი იყო, ზრუნავდა ყველაზე და დღემდე თვლიდა რომ ძვირფასს არაფერს იმსახურებდა.
-შენთვის არაფერი მენანება. -სკამზე ჩამოჯდა ანდრეი.
მათი დალოცვის სადღეგრძელო ყველამ აიტაცა და დიდი სიხარულით დალოცეს ერთმანეთი.
***
ბედნიერებით აღსავსემ შეაღო სასტუმრო ოთახის კარები. ბეჭედს დასცქეროდა და სულელივით იღიმოდა. პირველად ეს სასიხარულო ამბავი გიგას შეატყობინა. მასთან შევიდა ნომერში, იქედან გამოსულმა კი ტელეფონი აიღო ხელში, ფეხსაცმელებიანად წამოწვა საწოლზე და მეგობრისთვის გადაწყვიტა ბედნიერების გაზიარება. ჯერ კიდევ არეული აქვს დღე-ღამე და ძალიან ეძინება.
-თამარ! თამარ!
-ნუ კივი გოგო გამისკდა გული, მითხარი რა ხდება. ხომ კარგად ხარ? გიგა?
-ოო ნუ გაუბერე. მშვიდად მომისმინე.
-თურმე რამე რომ ჩავიფიქროთ და ძალიან მოგვინდეს ასრულება შეიძლება ისიც კი ახდეს.
-დაიწყე სწრაფად გისმენ. -მოსასმენად მოემზადა თამარი.
-ვთხოვდები. -მოკლედ უპასუხა ალისიამ.
-რაა? გაკვირვებისგან პირი დააღო თამარმა. -მოიცადე ეგ როგორ? ასე მალე? ვინ არის ის ბედნიერი?
-რამდენი შეკითხვებია თამარ. გაგიჟდება კაცი.
-მითხარი სწრაფად, თორემ ეს ლოდინი გამაგიჟებს.
-გახსოვს, რომ გეუბნებოდი გოგოს და ბიჭს შორის ცხრა წელი ძალიან დიდი სხვაობაა-თქო.
-მახსოვს, მერე?
-არც ისე დიდი არ ყოფილა -გაეღიმა ალისიას.
-არ დამიწყო ლაი-ლაი, ყველაფერი მითხარი პირდაპირ და გულწრფელად.
-ვუყვარვარ იმას, ვისაც ყველაზე მეტად მინდოდა რომ ვყვარებოდი.
-ვაიმე ღმერთო, მე კიდევ რა სულელი ვარ. ამბობდნენ, რომ ანდრეი ლუჩენკო ქართველ გოგონაზე ქორწინდება, ამას როგორ ვერ მივხვდი. ღმერთო, შენ და ანდრეი. ანდრეი და ალისია.
-თამარ არ იტირო.
დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი, თითოეული დეტალი.
ხან ტიროდნენ, ხან კი იცინოდნენ. ერთმანეთის მონატრებას კი ტელეფონში საუბრით იქარვებდნენ.
-დღეს უკვე ცოლობა შემომთავაზა, რამდენიმე დღეში დავქორწინდებით.
-ძალიან მიხარია ჩემო საყვარელო -სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს თამარი.
-ჩამოსვლა ხომ არ გადაგიფიქრებია? მეჯვარე ხარ.
-არა რა თქმა უნდა. იმედია საბუთები მზად იქნება ხვალისთვის.
-მინდა, რომ ქორწილამდე ჩემს გვერდით იყო. -გიგამაც მოახერხა და გაიხანგძლივა აქ ყოფნა. სამ კვირაში უკან უნდა დაბრუნდეს.
-ახლა დაგემშვიდობები უნივერსიტეტში უნდა წავიდე.
-კარგი თამარ, ნახვამდის. ტელეფონი გათიშა ალისიამ, კომოდზე დადო და საწოლზე გემრიელად მოკალათდა. რამდენიმე წუთი გულაღმა იწვა და ჭერს მისჩერებოდა. ფიქრობდა, კონკრეტულზე არა, ფიქრობდა ყველაფერზე, თავში ყველაფერი აერია. დაღლილმა თვალები დახუჭა და მალევე ჩაეძინა.
მეორე დღეს ალისიას ადრე გაეღვიძა.

ფანჯარაში მზის სხივები ანათებს და პირდაპირ ალისიას საწოლზე ეცემა. წამოდგა, ხალათი მოიფარა და ტერასაზე გავიდა. ირგვლივ მიმოიხედა და ულამაზესი ხედით დატკბა, რომელიც ალისიას ოთახიდან იშლება: დიდი ლურჯი აუზი ირგვლივ ყვავილებით მორთული. დიდი თელას ხე, რომლის ჩრდილში ჰამაკი არის გადებული.
საათს დახედა, უკვე 12 ხდებოდა ის კი კვლავ ტერასაზე იდგა და ბუნებით ტკბობას განაგძობდა. უკან ოთახში დაბრუნდა, თეთრი ატლასის ხალათი გაიხადა, კარადა გამოაღო და ტანსაცმელი აიღო. შავი ტანს მოტმასნილი შარვალი და ხორცისფერი ოდნავ მოგრძო ზედა ჩაიცვა. თბილი ნაცრისფერი ქურთუკი მოიცვა და დაბალ ძირიანი მუხლამდე ყელის ჩექმები ამოიცვა. სარკეში ჩაიხედა, ძალიან ლამაზი იყო, თმა ჩაიბწნა და წინ გადმოიგდო. ტუჩისფერი საცხი წაისვა და თითქმის უმნიშვნელოდ შეიღება, კომოდიდან ტელეფონი აიღო და გიგასთან გავიდა.
-ოჰო რა ლამაზი ხარ, სადმე მიდიხარ?
-ალისია ჩამოდის.
-როდის?
-დღეს.
-სულ დამავიწყდა.
***
11 საათს აღარაფერი უკლდა როცა ალისია ხანგრძლივი ძილისგან გამოერკვა. დაამთქნარა, გაიზმორა და ბოლოს თვალები გაახილა. რამდენიმე წუთი ისევ გაუნძრევლად იწვა. ცხადად ხედავდა ყველაფერს რაც მის ირგვლივ ხდებოდა, მაგრამ კვლავ აბურდულ დაბურდული სიზმარივით ეჩვენებოდა ყველაფერი. მზერა თეთრი ლამაზი სარკეებიანი კარადისკენ შეაჩერა, რომელსაც თვალებს არ აშორებდა, ხელები თავ-ქვეშ ამოიდო და ისევ წინ კარადას დაუწო ცქერა. იქვე წუხელ ნაჩქარევად გახდილი, მდივანზე მიყრილ-მოყრილი ტანისამოსი შენიშნა. ბოლოს მზერა ზამთრის მზიან და თბილ დღეზე შეაჩერა, რომელიც ფანჯრიდან მწრალად იყურებოდა. ამის შემდეგ მაგრად დახუჭა თვალები, თითქოს ისევ ძილის გაგრძელება სურდა, მაგრამ ვერ შეძლო რადგან რეალობა გაცილებით უფრო ლამაზი იყო ვიდრე ნებისმიერი ლამაზი სიზმარი.
-გღვიძავს? ალისიასკენ გადატრიალდა თამარი.
- კი, დაძინებას ვეღარ ვახერხებ.
-ეს იმის ბრალია მთელი ღამე ტელეფონზე, რომ საუბრობ -გაეღიმა თამარს.
-კარგი ერთი -ხელი ჰკრა ალისიამ -გუშინ ჩამოდი და მგონი ერთი თვეა უკვე აქ ხარ. უნდა ავდგეთ, ხომ იცი დღეიდან ქორწილისთვის მზადებას ვიწყებთ.
-მოდი ცოტა ხანი დავიძინოთ.
-რამდენიმე წუთის წინ ჩემს გამო წუწუნებდი.
გოგონები საწოლიდან წამოდგნენ და მომზადებას შეუდგნენ.
ალისიამ ვარდისფერი, ლურჯ ყვავილებიანი პერანგი ჩაიცვა, ზემოდან ნაცრისფერი ჟილეტი მოიფარა, ყელზე თხელი ჭრელი აბრეშუმის კაშნე მოირგო, შავი კლასიკური ტანს მოტმასნილი შარვალი ამოიცვა, ბოლოს კი თეთრი კედები. სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავით ნასიამოვნებმა გაიღიმა, მოეწონა ტანსაცმლის შეხამება. თმები დაივარცხნა და მაღლა მოიჭირა რეზინა.
-მორჩი ჩაცმას? -სააბაზანოდან გამოვიდა თამარი -ანდრეის თავიდან შეუყვარდები.- თვალი ჩაუკრა მან.
-შენც ლამაზი ხარ. -ხელი მოხვია ალისიამ და ორივემ გაღიმებულმა ჩაიხედა სარკეში, მერე ერთმანეთს გადახედეს. შეთანხმდნენ, რომ ორივენი ლამაზად გამოიყურებოდნენ და კიბეებზე დაეშვნენ.
-აბა მზად ხართ?-შეეკითხა ემილი, რომელიც ბენთან ერთად სასტუმრო ოთახში ელოდებოდა მათ.
-წავედით-უპასუხა ალისიამ.
ეს უკანასკნელნი გუშინ საღამოს ჩავიდნენ მალიბუში.


ანდრეის სახლთან მისულებმა მანქანაში ჩაისვეს იგი და აქედან დაიწყო ქორწილისთვის მზადება.
პირველ რიგში რესტორანში მივიდნენ. ქორწილის გადახდა მალიბუში გადაწყვიტეს.
ყვავილები თავად შეარჩია ალისიამ, უმეტესად სხვადასხვა ფერის ვარდები სჭარბობდა. ასევე ასტერი, კესანე და ორქიდეა და გვირილები. გოგონამ ცისფერი და ვარდისფერი განათება შეარჩია, ცისფერი ალისიას განსაკუთრებული ფერი არის.
შემდეგ ჯერი მიდგა საქორწილო სახლის შერჩევაზე.
საქორწილო კაბაზე მხოლოდ ალისია, თამარი და ემილი წავიდნენ. ანდრეი, ბენი, გიგა და ლუკასი ცალკე გაამგზავრეს სმოკინგის შესარჩევად.
ანდრეი არ სთანხმდებოდა ამ გადაწყვეტილებას, რადგან არ სწამდა ის აზრი, თუ საქმრო მის მომავალ მეუღლეს თეთრ საქორწილო კაბაში ნახავდა მათი ცხოვრება უბედურებით იქნებოდა აღსავსე, ანდა საერთოდაც ისინი მალე დაშორდებოდნენ ერთმანეთს.
საღამოს დაღლილები ერთად იკრიბებოდნენ და მთელი დღის მომხდარ ამბებს ერთმანეთს უცვლიდნენ მერე ისვენებდნენ და მომდევნო დღის გეგმებს კვლავ ერთად აწყობდნენ.
ბეჭდების შესარჩევად მხოლოდ ანდრეი და ალისია წავიდა. სადა და ძალიან უბრალო ბეჭდები შეარჩიეს.
ორი კვირა გავიდა საქორწილო სამზადისის დაწყებიდან. საქორწილო სამზადისთან ერთად ახალი წლის დაწყებას ზეიმობდა როგორც ლუჩენკოების ოჯახი ისე მთელი მსოფლიო.
თამარს ზემოთ სძინავს მეორე სართულზე. ანდრეი და გიგა ანდრეის სახლში იყვნენ.
ალისია და ემილი დაღლილები სახლში შევიდნენ. ემილიმ ყავა მოადუღა. სასტუმრო ოთახში დაჯდნენ და საუბრობდნენ. მალე ბენიც მოვიდა და მათ შეუერთდა.
-გამარჯობათ გოგონებო -მდივანზე ჩამოჯდა დაღლილი -ასე ჩემი ქორწილის სამზადისით არ დავღლილვარ -ამოიოხრა მან. -რა სასიამოვნოა ვინმეს, რომ ვეხმარებით, თან ანდრეის ქორწილი საყვარელო, არ მჯერა თუ ამას როდესმე მოვესწრებოდი -მოეხვია ბენი.
-აი ყოჩაღ ალისია, ანდრეი სიგიჟემდეა შენზე შეყვარებული, თვალები უბრწყინავს, როგორ უყვარხარ იცი? -გაეღიმა ემილის.
-ემილი მე წავედი. ხვალ ბევრი სანერვიულო მაქვს. ძალიან ვღელავ როგორ ჩაივლის ჩემი ძმის ქორწილი.
-მოიცადე მეც წამოვალ, -ხელი ჩაკიდა ემილიმ.
-ლუკასს სძინავს?
-ხო ადრე დაიძინა, იმდენი ითამაშა დაიღალა. -ხელი ჩაკიდა ემილიმ და საძინებელ ოთახში ავიდნენ.
ალისიაც თავის ოთახში ავიდა.
***
14 დეკემბერს მეტად სასიამოვნო და თბილი ამინდი იყო.
მთელი ღამე მოუსვენრად იყო ალისია, აღელვებულმა შფოთვაში გაატარა ღამე.
ალისიას მოუსვენარი დღე გაუთენდა, ჯერ დილის ვარდისფერი ბურუსი არ გაფანტულიყო, გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ ცხოვრებას სხვა ეშხი ჰქონდა, ახალი მიზანი - სიყვარული და უფრო ლამაზი გამხდარი ცხოვრება.
ფეხის კანკალით წამოდგა საწოლიდან, ფრთხილობდა თამარი, რომ არ გაეღვიძებინა. სააბაზანოში შევიდა, აბაზანაში ემილის მიერ ნაჩუქარი ფხვნილი ჩაყარა და ცხელი წყალი მოუშვა. სანამ აბაზანა წყლით აივსებოდა ფიქრებს მიეცა გული ჩიტივით უფრთხოდა. ისევ რაღაც გრძნობამ დაისადგურა მის გულში, სიხარული და ნერვიულობა ერთბაშად შემოაწვა მის სულსა და გონებას. ის ხომ ანდრეის მეუღლე გახდებოდა რამდენიმე საათში. ამ დროს აბაზანაც აივსო და ონკანი გადაკეტა, ხალათი მოიძრო, საცვლები გაიხადა და მისი მოხდენილი, უნაკლო სხეულით თბილ აბაზანაში ჩაწვა. თვალები დახუჭა. აბაზანა ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც ძილი. წყლის ქვეშ აღელვება და დაძაბულობა მოეხსნა. კისრამდე საპნის ქაფში იწვა და ანდრეიზე ფიქრობდა თუ როგორ უყვარდა, რომ მის გარეშე სუნთქვაც კი არ შეეძლო, რომ ერთი უბრალო გოგო ცოლად მიჰყვება წარმატებული მსახიობს, სიმპათიურ მამაკაცს, კეთილს, მხიარულს. ყველა ის თვისება მოიძებნება მის ხასიათსა და სხეულში რაც ადვილად დააკარგვინებს ჭკუას ნებისმიერი ასაკის ქალბატონებს. ეს შესანიშნავი და იდეალური მამაკაცი კი დღეს, სულ რაღაც რამდენიმე საათში მისი მეუღლე გახდება. -"იღბლიანი ვარ, ღმერთს ნამდვილად ვყვარებივარ, მას საუკეთესო ემეტება ჩემთვის რადგან ამ შესანიშნავი ადამიანის ცოლობა დამაკისრა" -ფიქრობდა იგი და უმნიშვნელო ღიმილი ეხატებოდა ტუჩებზე. ცოტა ოდენი ცივი და ცხელი წყალი გამოუშვა და სურნელოვანი ფხვნილი მოაფრქვია. გაახსენდა მისი ბავშვობა, ის დრო როცა ძალიან უბედური იყო მშობლების და ბებია-ბაბუის გარეშე. მისი ერთადერთი ნუგეში თამარი და მისი ოჯახი იყო. ახლა მალე პატარა და ძალიან ლამაზი ოჯახი შეიძინა ბენის, ემილისა და ლუკასის სახით. ანდრე კი მისი ნაწილი გახდა, მისი მეორე ნახევარი.
ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, თვალები გაახილა და მოიწმინდა, ბედნიერებას გაუღიმა. წყლიდან ამოვიდა ახალი თეთრი რბილი ხალათი მოიფარა და ისევ საძინებელ ოთახში გავიდა. პირსახოცით თმებს იმშრალებდა, სარკის წინ ხორცისფერი, რბილ და დაბალ სავარძელზე ჩამოჯდა და თმების ვარცხნა დაიწყო, მერე საქორწილო კაბას აღფრთოვანებულმა გახედა, რომელიც მდივანზე იყო დაგდადებული.
-ულამაზესია -თვალები გაახილა თამარმა და ალისიას მზერას გააყოლა თვალი.
-ძალიან -თმების დავარცხნა შეწყვიტა ალისიამ და თვალცრემლიანმა გახედა. ალისიამ თმები გაიშრო, ამ დროს თამარი საწოლიდან წამოდგა და ტანსაცმელი ჩაიცვა. ალისია ისევ თეთრ ხალათში გახვეული ერთი კუთხიდან მეორეში დადიოდა. ნერვიულობა ისევ ძალიან დაეტყო, თავს ვეღარ თოკავდა.
-მოდი დაჯექი. -ხელი მოკიდა ემილიმ და საწოლზე დასვა, ეს უკანასაკნელი რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა ოთახში. -ნუ ნერვიულობ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა -გვერდით მიუჯდა იგი და ალისიას ხელები მოიქცია ხელში.
-ვერ ვმშვიდდები -უპასუხა ენის ბორძიკით. -სად არიან ვიზაჟისტები? აგვიანებენ არა? -აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს იგი.
-არა, არ აგვიანებენ -გაეღიმა ემილის. - ისინი ათ საათზე უნდა მოვიდნენ. მისმინე, თვალებში მიყურე, ნუ ღელავ, ახლა ძალიან ბედნიერი უნდა იყო და მღელვარება ბედნიერებას არ უნდა ფარავდეს, შენს გულში ეს ასე აშკარაა. თუ არ ინერვიულობ დროც ძალიან მალე გავა, მოდი ახლა ქვემოთ ჩავიდეთ და ვისაუზმოთ. მწვანე ჩაის დაგალევინებ და დამშვიდდები, წამოდი წავიდეთ ლამაზო. -ხელი მოხვია და ქვემოთ ჩაიყვანა. -წამო თამარ წავიდეთ.
***
ჯერ მხოლოდ რვა საათია. რა წამომაგდე საწოლიდან. -ანდრეის საძინებელ ოთახში შევიდა ბენი.
-ვნერვიულობ, ვერაფერს ვერ მოვუძებნე ადგილი, ფიქრიც კი არ შემიძლია. -გაფითრებული ზის ანდრეი საწოლზე.
-ვიცი ანდრეი, როგორც ხარ ახლა, შენზე ადრე მე მოვიყვანე ცოლი და ვიცი ეს რა გრძნობაა. წამოდი ვჭამოთ, ღორივით მშია.
-მოიცა კაცო რა ვჭამოთ? -ხელი აიქნია ანდრეიმ.
-შენ მართლა ძალიან ნერვიულობ, წარმოიდგინე რომ ჭამაზე ამბობ უარს.
-ნუ მასხარაობ, დაეღრიჯა ანდრეი.
გიგა იქვე სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე თამარის დედას ელაპარაკებოდა.
***
-მობრძაბდით, გელოდებოდით, დედოფალი უკვე ორი საათია გელოდებათ. -სახლში შეიპატიჯა ვიზაჟისტები ემილიმ. გამოდი ალისია. -გასძახა მან. -ძალიან ღელავს, ვერ დავამშვიდე. -ისინი ალისიას ოთახში შეიყვანა. რამდენიმე წუთში კი თამარიც შემოვიდა. იგი ახალ მოსულებს მიესალმა და სარკის წინ მდგარ რბილ სავარძელში მოთავსდა. ემილიც საწოლზე ჩამოჯდა, რომელსაც ცალკე ვიზაჟისტები ემსახურებოდნენ და მათ მოწესრიგებას შეუდგნენ.
ალისიას წინასწარი გაფრთხილებით მკვეთრი მაკიაჟი არ გააკეთეს, შავი მაგრამ ღია ფერის ჩრდილები მის მწვანე თვალებს უფრო ბრწყინვალეს ხდიდა. ტუჩებზე ძალიან ღია, თითქმის შეუმჩნეველი ვარდისფერი ტუჩსაცხი დაადეს, რომელიც უფრო სასურველი გახადა. სარკედან მას თვალცემლიანი მწვანეთვალება ანგელოზი უცქერდა.
-შეუდარებელი ხარ. -მოეხვია ემილი.
-თქვენც ძალიან ლამაზები ხართ -აღნიშნა ალისიამ, ამ უკანასკნელებს კი უკვე მაკიაჟის და თმების გაკეთებაც მოესწროთ.
დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ რაც სახლთან სიგნალებმა აიკლო იქაურობა. თითქმის ყველაფერი ქართული წესით ტარდება, ისე როგორც ხდება საქართველოში.
მიუხედავად იმისა რომ არასოდეს ყოფილა თავის სამშობლოში ანდრეი და ბენი ისინი სულით და გულით მართმადიდებლები იყვნენ და ჯვარს როგორც ყველა მართმადიდებელი ადამიანი ისინიც ყოველთვის ატარებდნენ. ბენმა და ემილიმ ჯვარი ვერ დაიწერეს. ალისიას და ანდრეის შეუძლიათ ეს. ორი მართლმდადიდბელი ადამიანი დღეს ხელსაც მოაწერს და ჯვარსაც დაიწერს.
ალისიას გულმა თითქოს ძლიერად დაიწყო ფეთქვა, თვალები დახუჭა და ეზოდან კარებამდე მოსასვლელ თითოეულ ნაბიჯს გძნობდა. ერთი ნაბიჯიც და კარი გაიღება, ერთი ნაბიჯიც და ოცნება აუხდება, ერთი ნაბიჯიც დ მგონი გული გაუსკდება. ამდენმა სიხარულმა, ბედნიერებამ ერთად შეაშინა პატარძალი. ალბათ სულ რაღაც ხუთი ნაბიჯი და ანდრეი სახლის კარებს შემოაღებს. ალისიამ კაბას ხელი მოკიდა და გაიქცა.
-ალისია რას აკეთებ. -გული გაუსკდა თამარს და ალისიას დაედევნა.
გოგონამ თავის ოთახში შეიბინა, აფთიაქის კარები გამოაღო, პატარა კოლოფს თავი მოხსნა და ვალერიანის ტაბლეტები დაიყარა ხელში.
-რას აკეთებ -მის ხელებს ჩაეჭიდა თამარი და წამლებს წაეტანა. -გოგო გაგიჯდი? -აღფშოთდა. -ანდრეი უკვე კარებთან დგას, არ გესმის? კარზე აკაკუნებენ.
ალისიას ხმამაღლა გაეცინა. თმაარმა შეშინებულმ გახედა მეგობარს და ლამის სილა გააწნა გამოსაფხიზლებლად.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ ეს რა იყო ჰა? რა დროს გაწყვიტე გასკდა გული ნერვიულობით... ახლა რამე არ მოუვიდეს ალისიას და არ დამმართო ინფარქტი... მოკლედ იმდენად კარგად აღწერე ყველაფერი მეგონა ჩემს ქოტწილსი ვიყავი და მეც კი ავნერვიულდი... კარგია ზალიან ძალიან კარგი ისტორიაა...

 


№2  offline წევრი padackles

უცნობი ქ
აუ ეს რა იყო ჰა? რა დროს გაწყვიტე გასკდა გული ნერვიულობით... ახლა რამე არ მოუვიდეს ალისიას და არ დამმართო ინფარქტი... მოკლედ იმდენად კარგად აღწერე ყველაფერი მეგონა ჩემს ქოტწილსი ვიყავი და მეც კი ავნერვიულდი... კარგია ზალიან ძალიან კარგი ისტორიაა...
. ხვალამდე საიდუმლოდ დსვტოვოთ :D

 


№3 სტუმარი გვანცა))

ჩემო ტკბილოო...როგორ გამახარე ვერც წარმოიდეგენ..აიი ვგიჟდები მე შენზე და შენს ისტორიებზე....როგორი კარგი იყოო...მაგრამმ აქ გაწყვეტაა როგორ შეილებაა?უჰჰ შემდეგი თავი საინტერესო იქნებააა....ველოდებიი ახალ თავსს წარმატებები<3<3<3

 


№4  offline წევრი padackles

[quote=გვანცა))]ჩემო ტკბილოო...როგორ გამახარე ვერც წარმოიდეგენ..აიი ვგიჟდები მე შენზე და შენს ისტორიებზე....როგორი კარგი იყოო...მაგრამმ აქ გაწყვეტაა როგორ შეილებაა?უჰჰ შემდეგი თავი საინტერესო იქნებააა....ველოდებიი ახალ თავსს წარმატებები<3<3<3[/quote

შევეცდები ყოველი მომდევნო თავო საინტერესო გავხადო ))

 


№5 სტუმარი Gero

Gavicnib gogonas 14 16 wlamde

Geroggsusgshhxhsusjshususbshshzhzhzhhxhzhxhxhsizvhsjsviabshxbxhsisibshzhshxhshshdhxhzhsjhsnzusbshdhuxhxx

 


№6 სტუმარი სტუმარი ანონიმური

  არასდროს მქონია სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადება) და არასდროს მქონია დაუცველი სექსი.  თუმცა, მე მყავდა საყვარელი, რომელსაც იმ დროს გაციება ჰქონდა.  მართალი გითხრათ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს მხოლოდ გამონაყარი იყო, რადგან აქამდე არასდროს გვსმენია ჰერპესის შესახებ.  ორალური სექსი გვქონდა და ასე დამემართა ჰერპესი.  მადლობა ღმერთს, რომ ინტერნეტში ვიპოვე ვუდუს მბრძანებელი, რომელმაც გარკვეული ჯადოსნური შელოცვა მოამზადა და მცენარეული წამალიც მომიმზადა, რომელსაც რწმენით ვსვამდი მხოლოდ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ, როდესაც სხეულში ცვლილებები შევნიშნე, საავადმყოფოში წავედი შესამოწმებლად. up  და მე დავადასტურე, რომ მთლიანად განვკურნე ჰერპესისგან (ჰერპესი უარყოფითი).  მის წამლებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები, არ არსებობს სპეციალური დიეტა წამლების მიღებისას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მის ელფოსტაზე: [email protected] და ასევე WhatsApp +234-8097014925 და მოაგვაროთ თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა.

 


№7 სტუმარი TANYA MONROE

  მსოფლიომ უნდა იცოდეს მართლწერის დიდი „ვუდუს ლორდის“ შესახებ, რომელსაც აქვს იდეალური გადაწყვეტა ურთიერთობის, ქორწინების, ჯანმრთელობის, ფინანსური და სხვა პრობლემებისთვის, რომლებიც აწუხებს კაცობრიობას.  მთავარი მიზეზი, რის გამოც ვუდუს ბატონთან მივედი, იყო გამოსავლის პოვნა ქმრის დასაბრუნებლად და დაორსულებისთვის იყო ის, რომ ქმარმა მიმატოვა, რადგან ქორწინების 14 წლის შემდეგ ვერ დავორსულდებოდი.  ახლახან ინტერნეტში წავიკითხე ჩვენებები, რომლებიც ზოგმა დაწერა ვუდუ ლორდზე და ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე დახმარება მეთხოვა.  მან დიდი სამუშაო გააკეთა იმით, რომ ჩემი ქმარი ჩემთან დაბრუნდა და პატიება მთხოვა, რამდენიმე თვის შემდეგ მე დავორსულდი.  ახლა მე ვარ ტყუპების, ბიჭის და გოგოს, ამაყი დედა, ჩემს ქმარს კი არასოდეს შეუწყვეტია ჩემი სიყვარული და ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით ერთად.  მე არ შემიძლია მისი სახელის ინტერნეტში განთავსება, რადგან მან კარგი საქმე გააკეთა ჩემთვის.  ვისაც მისი დახმარება სჭირდება, უნდა დაუკავშირდეს მას ელფოსტით [[email protected]] ან დაამატოთ WhatsApp-ზე [+234 8097014925] შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას დღეს, რომ მოაგვაროთ თქვენი პრობლემები და დარჩეთ სამუდამოდ ბედნიერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent