შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის სიყვარული (ნაწილი 15)


29-11-2016, 18:50
ავტორი nini5
ნანახია 3 990

მუცელზე თითების შეხებამ გამომაფხიზლა,,ბედნიერმა დავაშორე ტუჩები ერთმანეთს და კოცნის მოლოდილში გავიყურსე
-დილა მშვიდობისა ფისო,,ცხვირით ყელში მომეფერა თუ არა ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრიანტელმა
-თავი სიზმარში მგონია,,,ხელები ყელზე შემოვხვიე და ღრმად შევისუნთქე საყვარელი მამაკაცის სურნელი,,,მგონია ბედნიერებისგან გული გამისკდება
-ჩემი გემრიელი ქალი,,ეხლა რომ არ ვიცოდე ტასო როგორ შემოანგრევს კისკისით კარს,სიამოვნებისგან გაკრუტუნებდი,დილით შენ მოფერებას და ალერსს არაფერი სჯობს,,,სუნთქვა გახშირებულმა ჩამჩურჩულა ყურში და ბობილოზე კბილები ჩამასო,,,მმმ,შემომეჭმები ერთი დღე იქნება
-მეტკინა შე ნადირო,,მხარზე რაც შემეძლო მაგრად მოვუჭირე თითები,რეაქციაც არ ქონია,მისკენ ოდნავ გადავიხარე და ხელით პრესზე მოვეფერე
-ცუღლუტობ ქალბატონო,გახსოვდეს სახლში მარტო არ ვართ,ნუ სარგებლის ამით,,,მაშინვე გამაკავა და თითებზე ოდნავ მომიჭირა კბილები,ჩემი დამანჭულ სახის შემხედვარემ ღიმილით დამიკოცნა სათითაოდ,,,სალაპარაკო გვაქვს ტასუ,გთხოვ ბოლომდე დამამთავრებინო და დასკვნები მერე გამოიტანე კარგი?,,,დასტურად მხოლოდ თავი დავუქნიე და ნიკაპი მუცელზე ჩამოვადევი,,,მოკლედ,ყველაფერი იმ დღიდან აგვერია ავარია რომ შეგემთხვა,ვერ წარმოიდგენ თავს როგორ ვგრძნობდი ბავშვის დაკარგვის ამბავი რომ გავიგე,შენი წილი ტკივილი მეც მტკიოდა,განადგირებულო სახით მჯდომს,ხანაც ისტერიკაში მყოფს როცა გიყურებდი თავი ყველაზე უსუსური არსება მეგონა მთელი მსოფლიოში,არ ვიცოდი რით მეშველა და შემემსუბუქებინა ეს სატანჯველი,,ჩვენი ურთიერთობაც მალე აირია,შენ სახლიდან წახვედი,არ მინდა იმ დღეების აღწერა უშენობით რომ გავატარე,ლალის ვთხოვდი ხოლმე ტასო დაეტოვებინა მე კი მთელ ღამეებს შენს სადარბაზოსთან მანქანაში მყოფი ვათენებდი,რაღაც მომენტში მეშინოდა ის არ მოსულიყო და რაიმე დაეშავებინა შენთვის,ამას ჩემ თავს მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი,,,მერე შენც ჩაიბეჭდე თავში რომ ჩვენგან შორს მყოფი საფრთხეს მოგვაცილებდი,თუმცა შენი გამოხედვა,სხეულიდან წამოსული სიმხურვალე მაგრძნობინებდა რა სასტიკად გენატრებოდით მე და ტასო,უამრავი ხერხი ვცადე თუმცა შენ ჯიუტად ტკეპნიდი ერთ ადგილს,,ამიტომ სხვა ხერხებით ვცადე შენ თავად გადმოგედგა ნაბიჯი ჩვენსკენ,,ვიცოდი რომ გაამართლებდა,ერთ დღეს როდესაც ნიკოლოზთან ვწუწუნებდი ამ ყველაფერზე ეკა შეესწრო ჩვენ საუბარს და შემომთავაზა მეეჭვიანებინა,,თავიდან უაზრობათ ჩავთვალე თუმცა არასდროს დამავიწყდება შენი სიბრაზისგან დაქაჩული თვალები,როდესაც გითხარი რომ ღამით სხვასთან ვრჩებოდი,სწორედ მაშინ ჩავთვალე რომ უბრალოდ ცდად მაინც ღირდა ეს ყველაფერი,,ეკა ანუ კრუელა როგორც შენ ეძახი ჩემს შეყვარებულს გავასაღე,ხო ის არასოდეს ყოფილა არც ჩემი შეყვარებული და საყვარელი მითუმეტეს,,ეკა ნიკოლოზის ბიოლოგიური დაა,ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ყველანი,,,არ ვიცი ეხლა შენ თავში რა გიტრიალებს და რას ფიქრობ მაგრამ მინდა გითხრა რომ ეს ხერხი რომ არა შენ დღესაც შენს ბინაში იქნებოდი ჩაკეტილი,მკვლელის ლოდინში,,ვიცი ალბათ მეტყვი რომ ყველაზე ცუდი ბიჭი ვარ და მზგავსს კიდევ ბევრ უაზრობა მხოლოდ ერთი მინდა დაიმახსოვრო,სიგიჟემდე მიყვარხარ და უფლებას არ მოგცემ უშენოდ მაცხოვრო,ტასოს თავს გეფიცები ეხლა შენი ცხოვრებიდან რომ გამაგდო კიდევ უამრავ ასეთ სისულელეს ჩავიდენ ოღონდ ვიცოდე რომ შენ მოხვალ,,,თმებზე მომეფერა და ტუჩები შუბლზე მომაკრო,,ენა ჩავარდნილი მივჩერებოდი თვალებში,თითოეული სიტყვის გადახარშვას ვცდილობდი და მივხვდი როგორ მომეკიდა სახეზე ალმური სიბრაზისგან,,თავი მისი მკლავებიდან გავინთავისუფლე თუ არა სახეში მთელი ძალით გავარტყი
-როგორ გაბედე,ჩემი გამასხარავება როგორ გაბედე ბენდელიანო,თუ იცი მაინც რას ვგრძნობდი მასთან ერთად როცა გხედავდი,ჭკუაზე კინაღამ გადავედი როდესაც გავიგე ერთ საძინებელში აპირებდით დაძინებას,ასე როგორ მომექეცი,,როგორ მინდა რომ მძულდე,,,მუჭები გულზე დავუშინე ატირებულმა
-მაპატიე საყვარელო,გპირდები ისეთ ბედნიერს გაგხდი ყველა ტკივილს დაგავიწყებ,,გპირდები ჩემო ერთადერთო,,, მთელი სახე დამიკოცნა და გულში მაგრად ჩამიხუტა
-ღმერთო რა სულელი ვიყავი ვერაფერს რომ ვერ ვხვდებოდი,,,ასე როგორ გამაბრიყვე
-ჩემი მორჯულებული გოგო,,,ღიმილით ამაწევინა ნიკაპი და ტუჩებზე ოდნავ შემეხო
-შენზე გაბრაზებული ვარ
-იყავი,ეს სულაც არ მიშლის ხელს რომ გაკოცო,,,ტუჩები ენის წვერით გაილოკა და ველურივით დამეტაკა
-ღმერთო რა სირცხვილია,მე კიდევ რამდენ საძაგლობას ვუკეთებდი იმ საწყალს გოგოს
-ჰმ,მარტო ეკას?ონკარი რომ გამიტეხე და მთელი სამზარეულო დამიტბორე ეგ არაფერი?,,"უხარისხო პროდუქტი გქონდეს მე დამაბრალე",,გამომაჯავრა ჩემივე სიტყვებით და შუბლზე ღიმილით მომაკრა ტუჩები
-ტვინის შერყევას უმადლოდე ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი თორემ,დამერწმუნე მთელ სახლს გადავწვავდი,,,თითი პატარა ბავშვივით დავუქნიე და კარში შემოვარდნილ ტასოს გავხედე,ერთ ადგილზე გაშეშდა და დოინჯი სასაცილოდ შემოიდო,ჯერ კაკის გადახედა,შემდეგ მე,მერე ისევ კაკის,ასე მონაცვლეობით გვიყურებდა რამოდენიმე წუთი,ბოლოს აკისკისდა და გააზრებაც ვერ მოვასწარით ისე აღმოჩნდა საწოლზე
-ლა კალგია,,ლა კალგია
-ბოდიში გამომექცა,,,უხერხულად აიტუზა ეკა ზღურბლზე და ღიმილით მოგვაჩერდა სამივეს
-არაუშავს,ისედაც ადგომას ვაპირებდით,,,ხელი ეშმაკურად მომღიმარ ტასოს მოხვია ბენდელიანმა და გვერდებში მოუღიტინა რასაც მისი კივილი მოყვა,,,ჩემი ჭინკა,,ბედნიერმა გაიღიმა და მის მკლავებში ჩამალა

სამზარეულოში გაბადრული ვტრიალებდი მუცელზე ხელების შეხება რომ ვიგრძენი
-მმ,რა კარგი სურნელია,,ყურთან ჩუმამ მიჩურჩულა,ტუჩები ყელზე ნაზად მომაკრო
-შენ საყვარელი ნამცხვარი გამოვაცხვე,,,ხმაჩახლეჩილმა ამოვიბლუკუნე და თავი უკან გადავწიე მოხერხებულად რომ ეკოცნა
-ვგიჟდები ამ სურნელზე,ჭკუიდან გადაგყავარ
-სირცხვილია,,,ოდნავ შევიშმუშნე,ავხვანცალდი რომ მომცილებოდა თუმცა ამაოდ
-ნუ ფართხალებ როდესაც გეფერები,,,მკაცრად გამოცრა და კბილები ოდნავ დამასო ბობილოზე
-გვრიტებო მოვდივარ,,,გავიგინე ედოს სიცილი და როგორ შეიკურთხა კაკიმ
-ერთი დღე იქნება თავს წავაცლი,, უკმაყოფილოდ მომშორდა და კარში დაყუდებულ მეგობარს დაუბღვურა
-ნუ მებღვირები ერთი,მაგისთვის ბევრი დროც გექნებათ და ადგილიც აქ არ გამიმართოთ პორნოგრაფია,,,უდარდელად ჩამოჯდა სკამზე და იქვე დადებულ ზებრას ნაჭერს დაწვდა,,,მმ,ძალიან გემრიელია,ისე რომ რამე ძალიან მიყვარს მე ტკბილიბები და შეგიძლია ასწავლო შენ ჯიუტ დაქალს
-ვასწავლი შხამს,,,გაგულისებულმა ჩავილაპარაკე და პირდაბჩენილ მამაკაცს მივაჩერდი
-არა ძმაო სანამ ცოლად მოიყვან ცოტა დაფიქრება გმართებს,,,კაკის უემოციო სახის შემხედვარემ ხელი ჩაიქნია,,,სპეციალური დავალება მაქვს ბოროტი დედისგან,,განყოფილებაში გიბარებს და უნდა წაგიყვანო ქალბატონო,,უამრავჯერ დაგირეკათ მაგრამ თქვენ სად გეცალათ მაგისთვის
"ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან",,გაიმეორა ოპერატორის სიტყვები
-გავემზადები და წავიდეთ,,,ხელები იქვე დაკიდებულ ტილოზე შევიწმინდე და ის იყო გასვლას ვაპირებდი უკან რომ შემოვბრუნდი, თითი ედოსკენ გავიშვირე,,,ნანოს უნდა ვუთხრა ისეთები ჩაგიტაროს რომ ტელეფონის გამორთვა კი არა ლაპარაკიც დაგავიწყდეს,მერე სპეციალურ კურსებს გავივლი შენთვის ჟესტების ენაზე რომ გელაპარაკო,,,დავინახე როგორ გაუშეშდა ხელი,პირთან მიტანილი ნამცხვარი უკან დააბრუნა და სიცილისგან ახარხარებულ ბენდელიანს გადახედა
-ერთი რძალი არ მაკლდა ეხლა მეორეც რომ მიტრაკებს,,,ჩაიბურტყუნე "უკმაყოფილომ" და თავჩაღუნულმა ეშმაკურად გამომხედა,,,შენ ნანოსთან მომიგვარე და მერე ვნახოთ ვინ ვის დაამუნჯებს
თვალები მობეზრებულმა ავატრიალე და გეზი მეორე სართულისკენ ავიღე

**

განყოფილებაში შესულს ჩემთვის უცხო მამაკაცი ღიმილით მოგვეგება და ბენდელიანს ხელი ბეჭზე დაკრა
-ასე უნდა დაიკარგო ბიჭო?
-საქმეები თემო,,გაიცანი ეს ანასტასია ჯუღელია,ეს კიდევ იმ დიქტატორის კაბინეტში რო გველოდება მარჯვენა ხელი და მეგობარი თემო შანიძე
-მოიცა ტო,ეგ არის ის ანასტასია?,,გაკვირვებულმა შემომხედა ჯერ მე მერე ბენდელიანს
-ეგ არის ეგ,,ღიმილით დაემოწმა ისიც და ხელი წელზე შემომხვია,,,ზემოთ ავალთ სანამ წიკვინი დაუწყია,არ მაქვს მაგის წუწუნის თავი,,,შემოგივლით ამ დღეებში გოგოები გაიცნობენ ერთმანეთს,, ის იყო კიბეებისკენ წავედით,გაღებული ლიფტიდან რატი რომ გამოვიდა მაგდონალდის ყავით ხელში,,ჩვენს დანახვაზე წარბები აწკიპა,ერთი ამათვალლიერ ჩამათვალიერა და მზერა ჩემს მკერდს გაუშტერა,ვიგრძენი როგორ დაეძაბა ბენდელიანს წელზე მოკიდებული ხელი და სწრაფი ნაბიჯებით წავიყვანე მეორე სართულისკენ
-შემომაკვდება,,ამოიღრინა გაღიზიანებულმა და უფრო მჭიდროდ მომხვია მკლავი
-ჩემი ეჭვიანი გიჟი ბიჭი,,,გემრიელად გადავიხარხარე მის საქციელზე თუმცა ეგრევე მოვკეტე სახის ცვლილება რომ შევნიშნე

-გეღირსათ როგორც იქნა,,,ხელები მაღლა აღაპრო ანჯაფარიძემ და ჩვენსკენ წამოვიდა,,,ისეთი სახე გაქვს დარწმუნებული ვარ მთელი ღამე გემრიელად "გამოიძინე",მაშინვე დაგესლა მამაკაცი რაზეც სიცილი წამსკდა
-დიდი ხანია მე კარგად მძინავს,ეს ქალბატონი მიფრთხობ ხოლმე ძილს,,,ხელი ჩემსკენ გამოიშვირა თუ არა მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში,,,ეგ შენი ს..იკო თანამშრომელი როგორ მიიღეს აქ ტო?
-რატიზე ამბობ?,,მართალია უტაქტოა მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალია,მთელი საქართველოს მაშტაბით აქვს ნამუშევარი,მთავარი გამომძიებელი იყო,უბრალოდ აქ მე მიმყავს ჯერ კიდევ პარადი
-ჰმ,,მარტო აქ?დატერორებული გყავართ ხალხი
-კარგი ჰო ნუ ბუზღუნებ,,აქ შენთან საკამათოთ არ ვარ,სერიოზულ საქმეზე დაგიბარეთ,,,თუ შეძლებ რამოდენიმე თვე აქაურობას მოაშორე ანასტასია,საზღვარზე გადადით სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება,ზეგ დაპატიმრების ორდერი მექნება,არ მინდა უდანაშაულო ადამიანი ჩაჯდეს ციხეში გესმის?რაც შეიძლება სწრაფად გააკეთე ყველაფერი,მეც დაგეხმარები რომ ხვალ ღამით მოახერხოთ გაფრენა,,
-რა დაპატიმრება ხომ არ გაგიჟდნენ ტო,ნუთუ ერთი სამხილი მაინც ვერ იპოვეთ
-კაკი ნუ ცხარობ,ყველანაირად ვცდილობთ ადვილი არ არის,რამოდენიმე პირს ვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით,ყველა ერთი და იგივეს ამბობს,მანქანიდან ამოღებულ ნივთ მტკიცებაზე კი ანაბეჭდები არ არსებობს
-ბიძაჩემთან გავუშვებ ესპანეთში,ბავშვი შვილად არ აგვიყვანია,საზღვარზე პრობლემები შემექმნება,მე აქ დარჩენა მომიწევს,,,სევდიანად გამომხედა,ოდნავ ამოიოხრა და თავი უკან გადაწია
-სხვა გზა არ გვაქვს ანასტასია,,,რაღაცის თქმას ვაპირებდი მაშინვე რომ გამაჩუმა სალომ,,კაკი ხომ იცი ეხლა ამასაც რომ გაფრთხილებთ დანაშაულს ჩავდივარ უბრალოდ..
-ვიცი სალ,ახსნები არ გჭირდება,რაღაცას ვიზამთ,,,ფეხზე წამოდგა და აცრემლებულ ქალს დაუდგა წინ,,,არ იტირო სულელო,ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ,,,ცრემლები მოწმინდა თუ არა ტუჩები შუბლზე მიაკრა,,შენ არაფერზე ინერვიულო,ბავშვს გაუფრთხილდი
-ჩემი დახმარება ხომ არ გჭირ..
-მე თვითონ მოვაგვარებ,ვერ დავუშვებ რომ შენც საფრთხეში ჩაგაგდო,მშვიდად იყავი,ლევანს შევატყობინებ ყველაფერს,,,ხელი წელზე ძლიერად შემომხვია და ნელი ნაბიჯებით გამიყვანა კაბინეტიდან,,რამოდენიმე საათი ხმის ამოუღებლად ვსეირნობდით ერთმანეთზე მიხუტებული
-ტასო ბაღიდან უნდა გამოვიყვანოთ კაკი,,,ხელზე ოდნავ დავქაჩე რომ გამოფხიზლებული,,დასტურის ნიშნად მხოლოდ თავი დამიქნია

მისაღებში ყველანი გასუსული ვისხედით და აკისკისებულს ტასოს შევცქეროდით ძაღლთან თამაშით რომ ირთობდა თავს,,ნეტავ ოდესმე თუ დამთავრდება ტანჯვა,რატომ ხდება ყოველთვის საკუთარი ბედნიერების და ერთად ტკბობის წუთების დათმობა რომ გვიწევდა,სავარძელში მყოფ ბენდელიანს გავხედე თვალის დაუხამხამებლად,სევდიანი თვალებით რომ შემომცქეროდა,ვიცოდი მისთვისაც რა ძნელი იყო ეს ყველაფერი,ეხლა როდესაც ორივემ გადავლახეთ,ეხლა როდესაც შეგვეძლო ნორმალური ოჯახი შეგვექმნა,ერთმანეთისგან შორს გვიწევდა ცხოვრება
-მოკლედ,ყველაფერი მოგვარებულია,,ხვალ ღამით შეუძლია გაფრინდეს,,,სიჩუმე ნიკოლოზმა დაარღვია და მაგიდაზე საბუთები ბილეთებთან ერთად დადო
-სპასიბა ძმაო,,არც კი შეუხედავს ისე დაადო ხელი მხარზე და ფურცლებს გადახედა
-ანასტასიას ამ საღამოს მე წავიყვან და დილით გამოგიყვანთ,ასე აჯობებს,,უკვე გვიანია და თან ჩვენც წავალთ,,ჩამილაგე ბავშვის საჭირო ნივთები,,,თავი დასტურის ნიშნად დავუქნიე ნანოს და საძინებლისკენ ავიღე გეზი
საწოლზე ფრთხილად ჩამოვჯექი და ტუმბოზე დადებული მე და ბენდელიანის ფოთო ავიღე
-არ ვიცი რა გითხრა,,,თავი კარისკენ მოვაბრუნე და ზღურბლზე მდგარ ეკას მივაჩერდი
-ასე მგონია ბედი დამცინის,,ბედნიერებას ვერასდროს ვერ ვირგებთ
-არ მინდა ბანალური ფრაზებით გამოგიჭედო ტვირი მაგრამ ნიკუშას გეფიცები მწამს რომ უბედნიერესი იქნებით ორივე,,სხვანაირად არ შეიძლება,თქვენ უამრავი ტკივილი გადაიტანეთ ერთად და ცალ-ცალკე,,ღმერთი არ გაგწირავთ
-დიდი მადლობა და ბოდიში ყველა იმ ცუდი საქციელისთვის რასაც გიკეთებდი
-ნუ დარდობ,მე არაფერი მახსოვს,მზად ვიყავი და ველოდი კიდეც ასეთ რეაქციას ასე რომ დაივიწყე,მე ჩავულაგებ ყველაფერს ბავშვს შენ იჯექი,,,ხელი ხელზე გამამხნევებლად დამისვა და ღიმილით გაემართა გარდერობისკე

-გპირდები მამი,ხვალ დილით წამოგიყვან,დღეს ნანოსთან დარჩი კარგი?,,ღიმილით გადაუსვა უაზროდ ბედნიერ ბავშვს თმაზე ხელი,,ჩემი ეშმაკუნა გოგო,ჩემი გემრიელი,ყელი ხმაურიანად დაუკოცნა,ხელი წელზე მომხვია და ეზოში გასულ მეგობრებისკენ წაგვიყვანა
**
ჰამაკში ჩახუტებული ვიწექით და უაზროდ გავყურებდით ცას,ბენდელიანს ხელი ჩემს თმებში აეხლართა და შიგა და შიგ ტუჩებით ეხებოდა ხოლმე
-შენთვის ყველაფერს შევძლებ ტას გახსოვდეს,, ვერავინ შეძლებს რაიმე დაგიშავოს,ბიძაჩემთან დაცული იქნები და მეც მშვიდად ვიგრძნობ თავს, სულ ცოტა დრო მომეცი რომ საბუთები მოვაგვარო,,პირობას გაძლევ სულ მალე ვიქნებით ერთად
-მჯერა შენი,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჯერა,უბრალოდ გაუსაძლისი იქნება მთელი ეს დრო უშენოდ,,სიგიჟემდე მომენატრები,,,თავი მის ყელში ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე საყვარელი მამაკაცის სურნელი
-ძალიან გადაიღალე დღეს,გინდა დაისვენო?
-ეხლა მხოლოდ შენთან მინდა,ძალიან მინდა,,, ხმაჩამწყდარმა ამოვიკრუსუნე და ყელზე ტუჩები შევახე,,,ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული,,ხელში მწამსვე ამიყვანა,,ტუჩებზე გაგიჟებული დამეტაკა და ნელი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ

**

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა,, ცარიელ ოთახს გაკვირვებულმა მოვავლე თვალი და ტუმბოზე დადებულს დავწვდი
-ხო ნანუ
-ტას,მე არ მცალია დედაჩემს ექიმთან მივყვები და შეგიძლიათ თქვენ რომ მიხვიდეთ და ანასტასია წაიყვანოთ?
-კაკის ვეტყვი და წამოვალთ,, ხომ არ გაგაწვალა?,,მზერა კარში ეხლახანს შემოსულ ბენდელიანს გავუსწორე ხელში ხილით სავსე სინი რომ ეკავა
-დილა მშვიდობის საყვარელო,,ტუჩებზე ოდნავ შემეხო და თვალებით ყურმილზე მანიშნა
-ნანუკას არ ცალია და წავიდეთ ტასოს გამოსაყვანად კარგი?
-ბავშვს მე მოვიყვან,შენ მანამდე ბარგი ჩაალაგე,,,სევდიანმა გამიღიმა და ტუჩებზე კოცნის კვალი დამიტოვა,,გახსოვდეს რომ მიყვარხარ,,რამოდენიმეჯერ მოწყვეტით მაკოცა,იქვე დადებულ მანქანის გასაღებს დაწვდა და კარში გასვლამდე ცხვირზე ნაზად მომიჭირა ხელი,,მალე მოვალ
-კარგი,,,უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე
-შენ როგორ ხარ?,,გავიგონე ყურმილს მიღმა დაქალის ხმა და შეშინებულმა გულზე მივიდევი ხელი,,,"სულ დამავიწყდა ამას რომ ველაპარაკებოდი"
-ვერ ვიჯერებ რაც ჩემ თავს ხდება,,მკვლელი თავისუფლად დაპარპაშებს ქუჩაში,მე კიდევ ქვეყნიდან მიწევს გაქცევა,,
-ყველაფერი მოგვარდება,,იმედია სალოსაც მოუყევი ნატალის ნაამბობი,იქნებ მაინც დაეხმაროს რამეში ის ვიღაცა ვისთანაც პრობლემა ქონდა ერისთავს განყოფილებაში რომ მუშაობს,,გადაამოწმებს ყველა უბანის მიხედვით და გაარკვევს ვინმეს შეხება ხომ არ ქონია მასთან
-როგორ ვერ მივხვდი,,,მერე დაგირეკავ,,,სასწრაფოდ დავუდევი ყურმილი და იმ დეტალების გახსენება დავიწყე რაც ეჭვს მასზე მიმატანინებდა
"ტრ..ში გაიკვეხე ეგ შენი განყოფილება"
"უტაქტო კია მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი,,მთელი საქართველოს მაშტაბით აქვს ნამუშევარი"
"მანქანა რომელიც შენ გითვალთვალებდა და ავარია მოხდა ნივთ მტკიცებად მხოლოდ ცარიელი მაგდონალდის ყავის ჭიქებია ამოღებული,ანაბეჭდები არ არსებობს"
-ღმერთო,ის არის,ნამდვილად ის არის,,ტელეფონს გაგიჟებული ვეცი და ანჯაფარიძის ნომერი ავკრიბე,,,აიღე სალო გთხოვ აიღე,,ჯანდაბა რატომ არ იღებეს,,გაღიზიანებულმა დავკიდე ყურმილი და განყოფილების ნომერს დავუწყე ძებნა,,აქ არის,,გახარებულმა წამოვიყვირე და ზუმერს დაველოდე
-მეექვსე რაიონის განყოფილება თემო შანიძე გისმენთ
-თემო,კიდევ კარგი მიპასუხე,,ანასტასია ჯუღელი ვარ,,სალო ოფისში არ არის,სასწრაფო საქმე მაქვს
-უფროსთან არის შესული მე შემიძლია რამით დაგეხმარო?
-ვიცი ვინ არის მკვლელი,,გთხოვ უთხარი როგორც კი განთავისუფლდება ბენდელიანთან მომაკითხოს,დრო არ იცდის
-დაწყნარდი ეხლავე შევატყობინებ და მაშინვე გამოვალთ,,არსად წახვიდე გესმის?,,,ყურმილში ჩამყვირა და მაშინვე დაკიდა
მოუსვენრად დავდიოდი მისაღებში მთელი ნახევარი საათი,,ვცდილობდი ნერვები მომეთოკა მაგრამ ამაოდ,,შეშინებულმა ოდნავ შევხტი ზარის ხმაზე და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე გასაღებათ
-კიდევ კარგი მოხვ...სიტყვა შუაზე გამიწყდა ზღურბლზე მდგარი რატის დანახვისას ჩასისხლიანებული თვალებით რომ მიყურებდა
-შენი დროც დადგა ჯუღელო,,,შევხედე როგორ გამოცრა კბილებში,შეშინებილმა კარის მიხურვა ვცადე თუმცა ამაოდ..მთელი ძალით კრა ფეხი და მეც მაშინვე გავიშოტე იატაკზე,,,დიდი ხანია შენი გაჟ..ვის სურვილი მკლავს,,,ეხლა ხელს ვერავინ შემიშლის,,თმებში ხელი გამწარებულმა მწვდა და ეზოსკენ გამაფორთხიალა
-მეზოზღები შე ,,მეზიზღები,,იცოდე მიპოვნიან და დედას გიტირებენ,,გავყვიროდი მთელ ხმაზე
-ისეთ სიტუაციაში არ ხარ რომ მემუქრებოდე,,,ცოცხლად დაგწვავ,ჯერ შენი სხეულით უნდა დავტკბე,,,ხელი კეფაზე ძლიერად ჩამარტყა,ვიგრძენი გაუსაძლისი ტკივილი და როგორ გაშავდა ირგვლივ ყველაფერი

პ.ს...ბოდიში დაგვიანებისთვის,,,დასკვნითი თავი იქნება ხვალ ბავშვებოოო



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი აი ვიცოდი რატი რომ იქნებოდა აქ გარეული... ვაიმე როგორ დავინტრიგდი... ახლა თემომ უნდა უშველოს ან კაკიმ... არა კაკის ისევ თემო ჯობია ვიცი კაკი მოკლავს რატის და ასეთი ბოლო არ მაწყობს... უხ როგორ ემოციებში ვარ შენ არ იცი.. მალე დადე რა ახალი თავი...

 


№2  offline წევრი nestanuka13

რატომღაც ვიცოდი რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა ზუსტად, მალე ველი დასასრულს და ახალ ისტორიასაც :)

 


№3  offline წევრი davinna

vaa dzalian magaria..velodi am wurbelas ratomgac..sazizgaria dzaan :D velishemdeg tavs

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ხომ ვთქვი არა რატიათქო.ვაიმე ერთი მაგას კიდევ ერთხელ ცემდეს კაკი კარგი იქნება.უნამუსო.დიდი თავი დადე რა ბოლოს უცებ არ განავითარო მოვლენები.
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი tamuna

სადაა შეპირებული დასასრული?

 


№6  offline წევრი pawukela

rodis dadeb axal tavs?

 


№7  offline აქტიური მკითხველი tatuka20

აუუ ნინიი დღეს დადე რაა გემრიელი დასასრულიიი დამელია სულიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent