შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევსებული არსებობა 1,2,3,4


29-11-2016, 19:38
ავტორი lipsspil
ნანახია 13 444

გამარჯობა მეგობრებო ) ბოლო დროს ბევრი წერილი შემოვიდა, სადაც ჩემი ძველი ისტორიის დამატებას მთხოვდით. ნება თქვენია )

1

პირველი სამუშაო დღე ყოველთვის ეზარებათ ადამიანებს, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ სალომესთვის დილით თვალების გახელა წინა ღამის 4 საათიანი ძილის შემდეგ განსაკუთრებული სიმძაფრის კოშმარია. მიუხედავად ამისა ვალდებულია სამსახურში დროზე მივიდეს და წინა საღამოს ვოიაჟი ქალაქგარეთ, მრავალრიცხოვან მეგობრებთან ერთად დასიებული თვალებიდან გააქროს. რატომ არ არსებობს კანონი, რომელიც აბაზანაში საათზე ნაკლები დროის გატარებას აკრძალავდა? უჰ რა სიამოვნებით შეხვდებოდა სარკეში აბაზანიდან ორთქლის თანხლებით გამოსულ საკუთარ ორეულს ყოველ დილით.
თავს მიხედა და სწრაფად ჩაიცვა. სახლიდან გასვლისას ბინას თვალი მოავლო და კიბეზე დაეშვა. სანამ სამსახურამდე მივიდოდა ყოველთვის ფიქრობდა, ფიქრობდა ათასჯერ გადანაფიქრ წარსულსა და ნათელი მომავლის გეგმებზე. სალომე დედასთან ერთად თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ უბანში ცხოვრობდა, კორპუსის 2 ოთახიან, სუფთად და გემოვნებით მოწყობილ ბინაში, რომელიც სიმდიდრით და მოდერნით ვერ გამოირჩეოდა. მამა და დედა წლების წინ გაშორდნენ ერთმანეთს, სალომე დედასთან გაიზარდა..მამის ყურადღების და მზრუნველობის გარეშე, თუმცა ამას მისი ლაღი ბავშვობა არ გაუფუჭებია დედის და დედისიანების დამსახურებით. ეს თემა აღარც ანაღვლებდა. დედასთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა დედა დილიდან ღამემდე მუშაობდა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და სალომე მთელი დღე თითქმის მარტო იყო. ეს-ესაა უნივერსიტეტი დაამთავრა და მაშინვე მუშაობა დაიწყო.მანამდეც მუშაობდა, მაგრამ ან არასრულ განაკვეთზე, ან უხელფასოდ.დღეს კიდ ღეს პირველად გადის სამუშაოდ ერთ-ერთ სერიოზულ,მრავალპროფილიან ორგანიზაციაში არც თუ ურიგო პოსტზე და ახალი შეგრძნებებითაა სავსე.. ის დამოუკიდებელი ადამიანია, განათლებული, შრომისმოყვარე, მისი ასაკისთვის შესაბამისად და მეტადაც შემდგარი და პრაქტიკულობამ და ყოველდღიურმა რუტინამ რომ მისი ხალასი სული არ გამოაშროს სულიერ, კულტურულ მხარესაც ძალიან დიდ დროს უთმობს – არაჩვეულებრივად ცეკვავს და მღერის, თუმცა ეს ყველაფერი მისთვის მეორე ადგილზე დგას. დედა უნერგავდა ბავშვობიდან, რომ ყველაზე უმთავრესი სწავლა იყო და მხოლოდ ამ მხარის წესრიგში ქონის შემთხვევაში შეეძლო ცეკვასა და სიმღერაზეც ეფიქრა. დედა პრაქტიკული ადამიანი იყო და საკუთარი გამოცდილებიდან ძალიან კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ ცეკვითა და სიმღერით ფონს ვერ გავიდოდა ქალი. სალომეს ყველაფერი უნდა სცოდნოდა, ყველაფერზე უნდა ჰქონოდა წარმოდგენა, რომ ფეხზე მყარად დგომა შეძლებოდა, რომ არასოდეს არავის ეთქვა უმამოდ გაზრდილია და რაღაც დააკლდაო.ეს დედას წარსულისგან მოყოლებული კომპლექსი იყო.. იმდენად გადაეშვა გმირი დედობის მორევში, რომ საკუთარი თავი დაივიწყა,პატარაობიდან არაფერს აკლებდა შვილს, თუმცა თვითონ აბსოლუტურად ყველაფერს იკლებდა. შრომამ გაამართლა..სალომე მართლა საამაყო გოგო დადგა.. ზრდილი, ჭკვიანი, ხალასი.. ამ ყველაფერს მისი გარეგნობა ადგამს გვირგვინს, მაღალი, გამხდარი და უზადო ტანის პატრონია, მაღალი,სწორი ფეხებით, მრგვალი თეძოებით, წვრილი წელით, საშუალოზე მოზრდილი მკერდით და მოდელის პარამეტრებით. ხორბლისფერი კანი აქვს, ღია ყავისფერი თმა და ქართული სახე, მუქი ჭაობისფრად მწვანე თვალები, მაღალი ცხვირით და მორკალული წარბებით.
სამარშრუტო ტაქსი ორგანიზაციის შესახვევთან გაჩერდა და გზას გაუყვა. ორმოცდაათიოდე მეტრი ჰქონდა გასავლელი..ამ პერიოდში გულის ძგერამ უმატა, არადა თითქოს არ ნერვიულობდა. მეშვიდე სართულზე ავიდა და დერეფანს გაუყვა..”ღმერთო ეს რა ლაბირინთია..ასე მგონია მინოტავრი გამოხტება საიდანმე” – გაიფიქრა და შეჭრილში შევიდა. ოთახის კარზე დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო
_ მობრძანდით – ღიმილით მიესალმა ოცდაათიოდე წლის სანდომიანი სახის ქალი
_ გამარჯობა, მე მითხრეს ამ ოთახში დავლოდებოდი..
_ ვიცი ვიცი, მითხრეს ახალი თანამშრომელი გვყავსო, უფროსი თერთმეტისკენ შემოივლის, მანმადე უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ერთად მოგვიწევს მუშაობა, მე თეონა მქვია, შენი უკვე ვიცი – თქვა ქალმა და თბილად გაუღიმა. სალომეს თბილმა შეხვედრამ სადღაც მორჩენილი დაძაბულობაც მოუხსნა და გაშინაურდა, ღიმილით დაეშვა თავისუფალ სავარძელში და ჩანთა კალთაში ჩაიდო.
_ ჩანთა ჩამოკიდე და კომფორტულად მოეწყვე, დღეიდან ეგ შენი მაგიდაა. ჰო მართლა, გივიმ ყველაფერი ჩამოწეროს რაც დასჭირდებაო. საოფისე ნივთები, სტეპლერი, ორგანაიზერი და ასეთი რაღაცეები, საკანცელარიო ნივთები მე მაქვს და მოგცემ.
_ მადლობა, ჯერ მოვიდეს უფროსი, დამაკვალიანოს და მერე ჩამოვწერ, ასე უფრო კომფორტულია ჩემთვის – გაიღიმა სალომ.
_ კარგი, მაშინ ყავა დავლიოთ – წამოდგა თეონა
_ არა არ შეწუხდე, ყავას არ ვსვამ, მაგრამ კომპანიისთვის ჩაის დავლევ თუ მოგვეძევება
_ ყავას არ სვამ? იშვიათად გამიგია..მოიცა არც ერთი ყავა არ გიყვარს? არც ნალექიანი?
_ არა საერთოდ არ მიყვარს, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ არაა ჯანსაღი – გაიღიმა სალომ
_ შენ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ყოფილხარ, ალბათ არც სიგარეტს ეწევი
_ არა არ ვეწევი
_ ბედნიერებაა.. შენამდე ვინც იყო ის გოგო ეწეოდა და ათიდან ცხრა შემთხვევაში ეზარებოდა გასვლა. საშინელება იყო..ვერ ვიტან კვამლს – სასაცილოდ დაიჯღანა თეონა, სალომესაც გაეცინა, ამასობაში განყოფილების უფროსმა, შუახნის სანდომიანმა მამაკაცმა, დემეტრემ შემოაღო კარი და გოგოებს მიესალმა.
_ოჰო, სასიამოვნოა სასიამოვნო გარემოცვაში შემოსვლა, ვხედავ ერთმანეთი გაგიცნიათ – გაიღიმა მან და სალომესკენ შებრუნდა
_ აბა ჩემო კარგო მზად ხარ შრომისა და თავდადებისთვის?
_ რა თქმა უნდა – მტკიცედ თქვა სალომემ და გაიღიმა.
_ ძალიან კარგი, დასაწყისისთვის თეონა გადმოგაბარებს მსვლელობაში მყოფ საქმეებს, ახლებს დღეიდან შენ მიიღებ, რომ დაასრულებ გადმომიგზავნით და შევამოწმებ, ეს საცდელი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, როგორც კი ალღოს აუღებ სპეციფიკას დამოუკიდებლად მიხედავ ყველაფერს, კითხვები ხო მარ გაქვს?
_ ჯერჯერობით არა, თუ გამიჩნდება თავს უფლებას მივცემ და შეგაწუხებთ
_ ჰაჰაა.. თავს უფლებას მისცემ კარგი იყო..ასეც უნდა იყოს ჩემო გოგო! ნებისმიერ დროს შემეხმიანე ნებისმიერი გზით, ამოსვლა, ტელეფონი, სკაიპი, მესიჯებიც მოსულა, ოღონდ საქმე დროულად გაკეთდეს. ჩემი წასვლის დროა, აბა თქვენ იცით..ჰო ისა..გივის უთხარი რაც დაგჭირდება და გაგიჩენს – დაემშვიდობა დემეტრე გოგოებს და ოთახიდან გავიდა.
დღე ჩვეულებრივად მიდიოდა,სალომე ერთხანს უსიამოვნო გრძნობამ მოიცვა, მაგრამ ისიც ესმოდა, რომ ეს პირველ დღეს და საქმის გაცნობას ყოველთვის თან სდევს. შესვენების დროც მოვიდა, თეონამ სალომე კომპანიის კაფეში ჩაიყვანა რომ წაეხემსათ. კაფეში უამრავი ხალხი ირეოდა, ზოდი გარბოდა, ზოგი სიგარეტს აბოლებდა, ზოგი მადიანად ილუკმებოდა, ზოგი თან ილუკმებოდა თან ტელეფონზე ლაპარაკობდა.
_ აქ სულ ესეა..იმდენი საქმეა სულ სტრესში ვართ, ამან არ დაგრთგუნოს სალო, შეეჩვევი
_ მიყვარს საქმიანი გარემო, ასეც უნდა იყოს ალბათ
_ჰო, მაგრამ სულ ესე არ არის, გვაქვს ხოლმე ლირიული გადახვევები, პერიოდულად ეწყობა გასვლები, ექსკურსიები, კორპორატიული შეკრებები. რაღაც მხრივ საინტერესოცაა – გაიცინა თეონამ
_ მაგარია – აყვა სალომეც. ამ დროს კაფეში სათვალიანი, წვრილი, საოცრად გამხდარი გოგო შემოწკაპუნდა და წვრილი ხმით მიმართა ბარში მდგომს,
_ გეხვეწები ჯერ მე გამისტუმრე რა, ეჩქარება ძალიან და ხომ იცი..
_ეს ჩვენი გენერალური დირექტორის მდივანია- განუმარტა თეონამ _ თვითონ თითქმის არ ჩამოდის, სულ ფურცლებში აქვს ჩარგული თავი, წესიერად ვერც მიესალმები. ამ საწყალს სულ ასე დაარბენინებს, ლიკა ნორმალურად მოარული მგონი არავის უნახავს ოფისში. შენ წინ გაქვს ეგ ბედნიერება, შენს მიღებას გამოსაცდელი ვადის მერე ალექსანდრე თუხარელმა უნდა მოაწეროს ხელი, ყველა კადრს თვითონ ამტკცებს ამდენი საქმის მიუხედავად. ოღონდ მანამდე შენთან და დემეტრესთან ერთად შენს ნაშრომს გადახედავს. ყველას პრესში ატარებს, არავის ინდობს. ერთი მხრივ კარგიცაა, იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია პროფესიონალი კადრებითაა დახუნძლული, არიან კარგებიც, ცუდებიც, ინტრიგანებიც, მაგრამ საქმეს საერთო ჯამში ყველა აკეთებს, ადამიანური მომენტები კიდევ მას ნაკლებად აინტერესებს. აბა შენ იცი, იმედი მაქვს მოაწონებ თავს და გაკეთებულ საქმეს, მეც დაგეხმარები, თუნდაც იმიტომ, რომ გაგიკვირდება და შეგეწყვე, თანაც არ ეწევი – გოგოებს სიცილი აუტყდათ. ცოტა ხანში ოთახში აბრუნდნენ, საქმე გააგრძელეს და უკვე შვიდის ოცი წუთი იყო, რომ გამოფხიზლდნენ
_ვაიმე სალომე, პირველივე დღეს ასე ჩაგძირე საქმეში..ვერც შევამჩნიე დრო როდის გავიდა
_ არაუშავს, დიდი ამბავი, მეც ვერ შევამჩნიე- გაიღიმა სალომემ
_ ახლა წავიდეთ და დანარჩენს მერე მივხედოთ..უი ხო..ეს შენი გასაღებია, ერთი შენ გექნება ერთი მე, საკმაოდ ნიჭიერი ხარ და ჭკვიანი..იმედია ამ ორი გამოსაცდელი კვირის მერეც შენთან დარჩება ეს გასაღები.
_ მადლობა თეო, მეც იმედი მაქვს, სტრესულია თუ დატვირთული მომეწონა აქაურობა, კარგია!
გოგოები გასასვლელისკენ გაემართნენ, ოფისში ისეთივე მოძრაობა იყო თითქოს ჯერ ეხლა დაწყებულიყო სამუშაო საათები.
_ ერთ საათში აღარავინ იქნება, არ შეგეშინდეს – გაიღიმა თეომ. ამ დროს ლიფტი გაიღო და ხალხის ტალღას მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი გამოყვა..შესამჩნევად გამოირჩეოდა ხალხისგან. ყველა ერიდებოდა და ატარებდა,ისიც ტელეფონზე ლაპარაკით და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ. სალომე მიხვდა, რომ ახლახანს ალექსანდრე თუხარელმა ჩაუქროლათ გვერდზე.

2

სახლში მისულს მალევე ჩაეძინა, მეგობრების ზარებმაც ვერ გააღვიძეს..ესეც შენი ემოციურად დატვირთული დღე..არადა თითქოს ძალიანაც არ დაღლილა. მეორე დღეს ზუსტად სამუშაოს დაწყების დროს გამოცხადდა და ჩვეულ დატვირთულ დღეს ჩვეული რიტმით შეუდგა. დემეტრეს თქმის არ იყოს ალღო მალევე აუღო საქმეს, მეორე დღესვე ახალი საქმე აიღო და დამუშავებას შეუდგა. მონახაზი დემეტრეს გადაუგზავნა და დაკორექტირებულზე პრეზენტაციის გაკეთებას შეუდგა. ამ დროს დემეტრემ შემოაღო კარი
_ გოგოებო რას შვრებით? თეო წინა პრეზენტაცია სათარგმნად გადააგზავნე? ალექსანდრე კითხულობს როდის იქნებაო..ეჩქარება
_ ვაიმე ბატონო დემეტრე კი გადავაგზავნე, მაგრამ თბილისში ნორმალური ესპანურენოვანი თარჯიმანი არ არის მგონი.. კვირაზე მეტია წელავენ და ბოდიშებს იხდიან..მეც აღარ შემიფუცხუნებია, ვიცოდი ჯერ არ სჭირდებოდა..ეხლავე გავიქცევი და დავადგები თავზე
_ შეიძლება ვნახო რა პრეზენტაციაა? – მორიდებულად თქვა სალომემ
_ როგორ არ შეიძლება, მაგრამ..მოიცა სივიში ესპანური ენაც გიწერია ხო შენ? არ თქვა, რომ თარგმნასაც შეძლებ..
_ ჯერ არ ვიცი რა სირთულის ტექსტია ბატონო დემეტრე..თუ შევძლებ..
_ ვაიმე არიქა თეონა..მიეცი ამას პრეზენტაცია – შემოუძახა დემეტრემ. სალომემ თვალი გადაავლო და გაიღიმა
_ ჩვეულებრივი, სტანდარტული ტექსტებია, მეგონა იურიდიული ან ეკონომიკური ტერმინოლოგიით იქნებოდა გაჯერებული, საღამომდე მზად იქნება ბატონო დემეტრე
_ უი შენ გენაცვალე! მიდი ჩემო კარგო და მე ვიცოდე.. თეონა..იმ უსაქმურებს კაპიკსაც არ გადავურიცხავთ..არც კი ჩაანიშნინო ხარჯებში! სალო, შენი იმედი მაქვს.
სალომე თარგმნას შეუდგა და ოცდათექვსმეტგვერდიანი პრეზენტაცია საღამოს რვა საათისთვის ძლივს დაასრულა. თეონა უკვე წასულიყო, მარტო დემეტრე ელოდებოდა თარგმანს. სალომემ ნათარგმნს ხელი მოკიდა და კიბეს აუყვა, ლიფტს აღარ დალოდებია, მხოლოდ 2 სართულით მაღლა უწევდა ასვლა. კარზე ფრთხილად დააკაკუნა და შეაღო
_ მოდი სალო მოდი.. ალექსანდრე ელოდება ნათარგმნს, მოვუყევი რაშიც იყო საქმე, მეტი გზა არ ჰქონდა და დაელოდა. სწრაფად გადავხედოთ და გადავუგზავნოთ..იმედია შეცდომები არ გაგპარვია – სადღაც ათ წუთში გაიარეს კიდევ ერთხელ ტექსტები და დემეტრემ ტექსტი ალექსანდრეს შეუტანა, სალომეს სთხოვა ცოტა ხანს აქ დამელოდეო. გოგომ თვალი მოავლო დემეტრეს კაბინეტს..როგორი დახვეწილი გემოვნება ჰქონდა ამ კაცს, აშკარად ეტყობოდა, რომ პედანტი იყო..ერთ ქაღალდსაც კი ვერ ნახავდით მის მაგიდაზე უწესრიგოდ. კედლებზე გეომეტრიული სიზუსტით დაეკიდებინა ფოტოები, კოლაჟი კომპანიის მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ დღეებს ასახავდა. აი ისიც, ალექსანდრე თუხარელი..ფოტოზეც როგორი საქმიანი და კუშტია, თითქოს მიმიკასაც არასოდეს იცვლის,ფოტოზეც ყველაზე მაღალია და წარმოსადეგი,ხორბლისფერი კანი და მუქი თმა აქვს, მუქი მკაცრი წარბები და საოცრად..საოცრად გამჭოლი მზერა..ათლეტური აღნაგობა და შესამჩნევად დიდი ხელები. ალბათ არასოდეს იღიმება..ასეთ დაკავებულ ხალხს ღიმილის დროც კი იშვიათად რჩებათ..მერე რა, რომ ახალგაზრდაა. ეხლა მის დაკავებულობასა და მოუცლელ ღიმილზეც იდარდოს სალომ..ნეტავ მალე მოვიდეს დემეტრე, რომ სახლში წასვლა ეღირსოს..მგელივით შია. კიდევ ათი ხუთი წუთიც და დემეტრე დაბრუნდა.
_ ყოჩაღ სალომე.. აღფრთოვანებული ვარ! რაღაც ფირმა ერთი კვირაა ჯახირობს, შენ კი რამოდენიმე საათში მოუღე ბოლო. ალექსანდრეც ძალიან კმაყოფილია, თუმცა გამოსაცდელი ვადის შემცირებაზე არაფერი უთქვამს. არაუშავს, ეს ორი კვირაც მალე გავა
_ მე არ ვნერვიულობ ბატონო დემეტრე –გაიღიმა სალომემ _კარგია წესებს რომ მივყვებით, მომავალში სტაბილურობის გარანტიასავით იქნება
_ საოცრად ჭკვიანი გოგო ხარ! სად იყავი შვილო აქამდე?..
სალომემ მორცხვად დახარა თავი და ქებისგან გამოწვეული უხერხულობა დამშვიდობებით დაფარა.
_ თუ აღარ დაგჭირდებით მე წავალ ბატონო დემეტრე, თუ რაიმე შეცდომას იპოვის ან პასუხი დასჭირდება სახლშიც ჩავრთავ სკაიპს და იქიდან მოგეხმარებით
_ ერთად წავალთ ჩემო კარგო, სადაც მეტყვი მიგიყვან, სპეციალურად დაგტოვე, რომ უარი არ გეთქვა, გიგი უკვე წასულია, მძღოლებიც აღარ არიან ადგილზე, ამიტომ ვალდებული ვარ დაგვიანებისთვის მოგემსახურო
_ რას ბრძანებთ, თვითონ გავალ, ტრანსპორტი ჩვეულებრივად დადის ამ დროსაც, თქვენ არ შეგაწუხებთ, ძალიან გთხოვთ თავი მართლა დავალებულად არ მაგრძნობინოთ..არ აქვს მნიშვნელობა კონტრაქტი გაფორმდა თუ არა..მთავარი ისაა, რომ ეხლა აქ ვარ, ამ კომპანიას ვემსახურები და საერთო საქმეში დახმარებისთვის ბონუსს არ მოვითხოვ.
დემეტრე კმაყოფილი ღიმილით შესცქეროდა ამ პატარა გოგოს, ჭკვიანური ტიტინით რომ ათბობდა ოთახსაც და მის გულშიც მამაშვილურ სითბოს აღვივებდა. კიდევ იკამათეს წაყვანა-არწაყვანის თაობაზე და სალომემ მაინც თავისი გაიტანა. შანამ გაჩერებამდე მივიდოდა გაჩერებულ მანქანებთან გავლა მოუწია, ერთ-ერთი შავი ჯიპის ჩაწეული ფანჯრიდან ქალის ხმამაღალი, ირონიული ლაპარაკი ისმოდა
_ სანდრო შენს ოფისთან ვარ და გელოდები! საშვს დაუშვებ თუ ეგრევე ამოვიდე? …….....უსაქმური არც მე ვარ მაგრამ როგორღაც ვიცლი რაა..
სალომე გასცდა კოლონას და ისევ ფიქრს მიუბრუნდა. სტანდარტული შემთხვევაა.. ასეთ ქალებში მსუყე ლუკმად ითვლება და ნადირობენ მასზე, ესეც ანადირებინებს თავს, როგორ ასეთ ქალებში? მაინც რანაირში? ღა უფლება აქვს სალომეს რომ ვინმეს განიკითხავს? არა არ განიკითხავს, მაგრამ ის იცის, რომ ისინი სხვა პლანეტიდან არიან, ან სხვა სქესს ეკუთვნიან..იქნებ თვითონ ეკუთვნის სხვა სქესს? ღა მნიშვნელობა აქვს..მთავარი აქ უდიდესი მენტალური სხვაობაა და კაცმა არ იცის რა ჯობია. მთავარია ადამიანი უფლის და საკუთარი თავის წინაშე იყოს მართალი, რა მნიშვნელობა აქვს როგორ წარმოჩნდები სხვების თვალში..შენ თუ მყარად დგახარ ადრე თუ გვიან ყველა შეეშვება ქილიკს და ალმაცერად ყურებას. რაზე ფიქრობს? რატომ ადარებს იმ ქალს თავის თავს? ყველას თავისი გზა აქვს.. არა მაინც რა გასაბრაზებელია ეს ყველაფერი! თითქოს ერთი შეხედვით ყველანაირად ნორმალური და პატივსაცემი ადამიანი, შემდგარი და ჭკვიანი..მასაც ეზარება ზედმეტად ხელის განძრევა და ასეთ ქალებს ანადირებინებს თავს..ასეთ ქალებს, ასეთ ქალებს.. ჰო, ასეთს და მორჩა. ალბათ ეზარება გრძნობებში გადაშვება..ალბათ სიყვარულისთვის ვერც იცლის.. – ამ ფიქრებში სახლში მივიდა და ძლივს შეუსწრო სახლის ტელეფონს.
_ ალო..
_ ….....
_ კი სახლში ვარ, გამო..
_ ......
_ კაი რაა რა დაღლილი, გელოდები, გშიაა?
_ ......
_ მე მშია, მაშინ არ დაგელოდები და რომ ამოხვალ ჩაი დავლიოთ დივანზე ფეხებაკეცილებმა..
_ ….......
_ ჰოო ბებრულად – გაიცინა სალომ და ნინოს მოლოდინში დილით აქა-იქ მიყრილი ფეხსაცმლის საწმენდი და ტანსაცმლის ჯაგრისი თავის ადგილას დააწყო. ნინო მალე ავიდა, ჩაი მოიდუღეს და დაპირებისამებრ დივანზე ფეხმორთხმით დასკუპდნენ.
_ აბა რა ხდება სამსახურში, კაი სასტავია?
_ ჯერ ვისთანაც შეხება მქონდა ყველა ნორმალურია, ზედმეტი სწერვობის და პეროების გარეშე. ეხლა ყველა ესეთი არ იქნება თავისთავად, მაგრამ მე ვისთანაც უშუალო შეხება უნდა მქონდეს მათთან არ მომიწევს დაძაბულს ჯდომა. მარა ჯერ მაგაზე ლაპარაკი ადრეა, გავიდეს ეს ორი კვირა და ვნახოთ რა იქნება..დღეს ერთი პლიუსი უკვე დამიწერეს, გადაწყვეტილება მაინც გენერალურმა უნდა მიიღოს, ყველა კადრს მასთან შეთანხმებით ამტკიცებენო, ყველას პარში ატარებსო.
_ გენერალურიი? ააბა კადრები რაღას აკეთებს?
_ ასეთი ჩვევა ჰქონია, ამიტომაც ჩვენთან ყველა პროფესიონალიაო. ერთი მხრივ კარგიცაა, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი დრო მიაქვს. ისედაც სულ დაკავებულია ჩვენი გენერალური. ახალგაზრდა ბიჭია, წარმოსადეგი ტიპია, დასტოინნი ჩანს
_ იი ვინ შენ და ვინ ეგეთი ლაპარაკი _თვალები მოჭუტა ნინომ
_ აღგიწერე, რა ლაპარაკი გაგიჟდი? დღეს ვიღაც ქალი მიადგა ოფისში, რომ წამოვედი მანქანიდან მესმოდა.. გზაშიც მაგაზე ვფიქრობდი.. იცი ნინ, ასეთებს ყოველთვის ეზარებათ ურთიერთობებისთვის დროის დათმობა და ყველაფერს იოლად ხელში ჩავარდნილი ურჩევნიათ. არ მინდა დავიჯერო, რომ ყველა ასეთი გახდა დღეს..მაგრამ ფაქტს ვერსად წაუხვალ.
_ სალომე შენ ცოტა სხვანაირას გგონია ყველაფერი, ცოტა სხვა მოთხოვნები გაქვს..
_ არა არა ნინ, არაფერი მოთხოვნა არ მაქვს არავის მიმართ, ის კი არა კრგად იცი არასოდეს ვპასუხობ კითხვაზე “როგორი მამაკაცები მოგწონს?” გამიზნულად დასმული კითხვა მგონია, რომ მერე ქვეცნობიერად შენს მიერ აღწერილ პრინცს დაემსგავსონ და ასე აგიხვიონ თვალები. დროთა განმავლობაში ეს ქვეცნობიერი დუღდება, თავის თავს უბრუნდება და ის დასესხებული თვისებები სადღაც ქრება..აქედან იქყება უსიამოვნებები. სულაც არ არის ბევრი ადამიანი ძლიერი იყოს და სამართლიანი, ალბათ კდიევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ასე დაწვრილმანებას ჯობია თქვა ღვთისნიერი..როცა ადამიანი ასეთია, როცა რწმენითაა გაჯერებული, ოღონდ არა დატყვევებული და გაუაზრებლად დამორჩილებული მას არასოდეს შეეშლება ძირითადი, ის რაც მამაკაცის ხერხემალი უნდა იყოს. მთავარია თანდაყოლილი თვისებები და პრინციპები ჰქონდეს ასეთი, თორემ შეძენილს და ტრავმით გამოწვეულს ალბათ ყოველთვის ეშველება. ესე ლაპარაკი ძნელიცაა.. არც არაფერში გამოდგება.. ისეთი თემაა ან იქნება იქნება, რაშიც ეჭვი მეპარება უკვე, არადა ვიქნები ასე ჩემს ნაჭუჭში, ჩემი საინტერესო და ყველაფრიტ გაჯერებული ცხოვრებით დავტკბები და არასოდეს გავთხოვდები მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი საჭიროა ოჯახში – ბოლო ფრაზა ისეთი ინტონაციით წარმოთქვა სალომემ ნინოს სიცილი აუტყდა.
_ რა ტიპი ხარ.. იცი დღეს ლევანი იყო ჩემთან.. ძალიან უნდა მალე დავქორწინდეთ, მაგრამ მეც მინდა სალო სამსახური, ასე ერთი ხელის მოსმით..
_ კარგი რა..სამსახური რომ გინდა კარგია, მაგრამ სანამ შეაბერდებით მანმადე ჯობია დაქორწინდეთ ნი, სამსახური ვერსად წაგივა.. სხვა ხომ არაფერი გაფერხებს რაც მთავარია
_ არ მინდა ჩემებზე ან მისიანებზე ვიყოთ დამოკიდებული..ლევანს იმხელა ხელფასი არ აქვს, რომ გვეყოს, კაპრიზი კი არ არის ჩემი..მართლა საჭიროა.
_ მართალი ხარ, მაგრამ ამასობაში იმის შანსიც დიდია, რომ მთავარი დაკარგოთ..სიმშვიდე და ჰარმონია..ერთი სიტყვით მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ კამათებს მაინც ვერსად წაუხვალთ – გაიცინა სალომ – რაც დრო გადის ხომ იცი..
_ არ ვიცი არ ვიცი.. ვნახოთ. ეხლა გავიქცევი, ხვალისთვის ფრჩხილები მინდა გავიკეთო..ედოს ბევრი კლიენტი ყავდა და გვიან ჩამწერა.
სალომემ ნინო გააცილა და ცოტა ხანს პარკში საქანელაზე ჩამოჯდა. როცა ძალიან იღლება ყველაზე მეტად ასე ისვენებს, გავა ჰაერზე, მოდუნდება და მუსიკას უსმენს. ათი წუთიც არ იყო გასული, რომ დემეტრეს ზარმა გამოარკვია.

3

_გისმენთ ბატონო დემეტრე..
_ სალომე ბოდიში ასე გვიან რომ გაწუხებ, მაგრამ ერთხელღა უნდა დაგვეხმარო.. პასუხია ისევ სასწრაფოდ გასაგზავნი, ხვალ უნდა დამტკიცდეს ჯანდაბა მაგათ.. ბევრი არ არის, სულ ორი გვერდია.. სკაიპით გადმოგიგზავნი და ალექსანდრეს მეილსაც მოგწერ, ან სკაიპს. მე ქალაქიდან უნდა გავიდე ნახევარ საათში და შენ მიაწოდე როგორც კი მორჩები
_ კარგით არ არის პრობლემა, ხუთ წუთში ვიქნები ინტერნეტში
_ძალიან მეუხერხულება ასეთ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ მეტი გზა მართლა არ გვაქვს..რამდენიც არ უნდა ილაპარაკო ეს ბონუსად იქცევა და აღარ შემეკამათო ეხლა!
_ საჭირო არ არის, მაინც გეტყვით – გაიღიმა სალომემ.
შწრაფად ავიდა სახლში და სკაიპი ჩართო, დემეტრე უკვე ელოდებოდა, გადმოუგზავნა ფაილები და ალექსანდრეს მეილი და სკაიპიც მოაყოლა.
_ სალო სკაიპით თუ გადაუგზავნი უკეთესი იქნება.. უცებ ნახავს
სალომემ დემეტრეს დაემშვიდობა და თარგმნა დაიწყო. რთული არაფერი იყო, მალევე მორჩა და ეხლაღა დააკვირდა ალექსანდრეს ნიკს ისთერ მოაი რა უცნაურია, რატომ არის ეხლა ვითომ ეს მოაი? დავიჯერო ნამყოფია? აღდგომის კუნძულებზე??? ალბათ უფრო ამ ქანდაკებებივით მონოლითური ჰგონია თავი..არადა რა ადვილად აჩანგლინებს თავს ისეთ ქალებს. ეასტერ მოაი არ ენთო..სალომემ მაინც ჩაუგდო ფაილი და ყოველი შემთხვევისთვის მეილის გახსნაც დაიწყო. ის ის იყო გადაუგზავნა მეილითაც, რომ სკაიპი ახმაურდა. “დიდი მადლობა.. ბოდიშს გიხდით არასამუშაო დროს შეწუხებისთვის” წერდა მოაი. “არაფრის, არ შევწუხებულვარ” დაუბრუნა პასუხი სალომ და ველი ჩაკეცა.
მეორე დღეს სამსახურში მივიდა თუ არა ტელეფონმა დარეკა.
_ რა ქენი სალო, გადაუგზავნე გუშინ?
_ დიახ ბატონო დემეტრე
_ მე ესე თერთმეტისკენ მოვალ, მანმადე ვერა და მოემზადე, გამოსაცდელი ვადა ამოგეწურა, დღეს ალექსანდრესთან შევალთ.
_ კი მაგრამ მე მარტო ორი პროექტი გავაკეთე ჯერ..
_ და ერთიც ისეთი, რომ ყველაფერი აწონა! იქვე გკითხავს თუ რამე დააინტერესებს, მაგრამ არ ინერვიულო, განსაკუთრებული არაფერი იქნება.
_ კარგით – დაემშვიდობა სალომე და თეონას მიუბრუნდა.
_ დემეტრემ გამოსაცდელი ვადა ამოგეწურაო..
_ ესე იგი მიღებული ხარ – შესცინა თეონამ – სხვა შემთხვევაში არ გადმოგიწევდა დამიჯერე. ალექსანდრესგან რომ გამოხვალ კაფეში აგვნიშნოთ შიკოლადით და ჩაით – თვალი ჩაუკრა თეომ. გოგოები საქმეს მიუბრუნდნენ. დრო მალე გაილია, დემეტრე მოვიდა, სალომეს კურიკულუმის და დასრულებული ფაილების მოგროვება სთხოვა და გაუყვნენ გზას ალექსანდრეს კაბინეტისკენ. მომცრო ოთახში ლიკა იჯდა და დამაახასიათებლად ფათიფუთობდა.
_ გამარჯობა ბატონო დემეტრე..გამარჯობა.. – მიესალმა სალომესაც
_ გამარჯობა – თბილად გაუღიმა სალომ
_ დავურეკავ და შებრძანდით – ლიკამ ყურმილი აიღო და ღილაკს დააწვა.. _ აა კარგი..
_ ცოტა ხანს დამელოდონ თუ არ შეწუხდებიანო
_ დაველოდებით ბატონო.. – გაშალა ხელები დემეტრემ, მერე ზურგს უკან შემოიწყო და ბოლთის ცემას შეუდგა. სალომემ მიმოიხედა..უზარმაზარი ბორდოსფერი კარის იქით იჯდა მოაი – გაეღიმა.
_ ყავას ხომ არ მიირთმევთ? ან ჩაის – გამოარკვია ლიკას ხმამ
_ არა გმადლობთ – დრო გაიწელა..სალომეს მხრები მოეშვა..ეხლა მიხვდა, რომ დაძაბული იყო აქამდე. დემეტრემ შეხედა და თვალი ჩაუკრა, თვალით ანიშნა ცოტაც მოიცადეო. ამ დროს ნანატრი ზარი გაისმა და ლიკამ კაბინეტისკენ მიუთითა მათ. საშუალოზე დიდი ზომის ოთახი იყო.. დიდი სამუშაო მაგიდა კუთხეში იდგა, ზედ სამუშაო გარემო სუფევდა. ცოტა მოშორებით კუთხეში კი სამეული და ჟურნალების მაგიდა. კედლები სხვადასხვა ჯილდოებით და ფოტოებით იყო გაფორმებული. ალექსანდრე წამოდგა და ჟურნალების მაგიდისკენ წარუძღვა დემეტრეს და სალომეს.
_მობრძანდით.. – გაისმა მკვეთრი ხმა, უფრო სიმკაცრისკენ მიმართული- მაპატიეთ, რომ გალოდინეთ.
_არაფერია სანდრო – უპასუხა დემეტრემ და დივანზე შინაურულად მოიკალათა.
_ გადავიდეთ საქმეზე – ტონი უფრო მკვეთრი გახდა..ან მკაცრი, სალომეს ამის სარკვევად არ სცხელოდა _ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თარგმანთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისთვის.
_ არაფრის, მოვალე ვიყავი
_ არა არ იყავი! – ეხლა ნამდვილად მკაცრად დასძინა ალექსანდრემ.სალომემ შეკამათება ვეღარ გაბედა. – რაც შეეხება თქვენს ძირითად ფუნქციებს, ბატონმა დემეტრემ ჩამაყენა საქმის კურსში, მაგრამ დასრულებული ვარიანტები ჯერ არ მინახავს. თუმცა ბევრი დრო არ დამჭირდება – ლაპარაკთან ერთად დემეტრემ უცებ გადახედა პრეზენტაციებს, ანგარიშებს, ცხრილებს, პასუხებს, შედეგებს და განაგრძო – ყველაფერი თანმიმდევრულადაა და სწორად..დაწვრილებით მსვლელობას ბატონი დემეტრე ადევნებდა თვალყურს, რაკი ის კმაყოფილია მეც კმაყოფილი ვარ – პაუზა..ალექსანდრე დინჯად, მკვეთრად, აუღელვებლად ლაპარაკობდა “ის ნამდვილი ლიდერია” გაიფიქრა სალომემ. თქვენ სივის გადავხედე, შთამბეჭდავია..აქ გიწერიათ, რომ მშ-ის მოლაპარაკებების ორგანიზატორი იყავით.
_დიახ
_ მსხვილი კომპანიაა..შრომატევადი პოსტი გქონიათ..მანდ მოხვედრა ადვილი არ არის ვიცი, მოკლევადიანი პროექტის დაქირავებულისთვისაც კი ბევრი პირობაა წამოყენებული. მათთან მომუშავემ თავისი საქმის გარდა სხვისი საქმეც უნდა იცოდეს სპეციფიკიდან გამომდინარე.. – შეკითხვასავით გამოუვიდა თხრობითი წინადადება.
_ მეც მომიწია
_ და გაართვით თავი?
_ როგორც ჩანს ასეა..ეს დამოკიდებულებაზე, გამოცხადებულ მადლობასა და ანაზღაურებაზეც აისახა.
_ ბუღალტერიის კეთება არ გიჭირდათ?
_ არა..მე ბუღალტერიის ძირითად ნაწილს არ ვაკეთებდი, ინვოისებთან მქონდა შეხება, სასაქონლო ზედნადებებთან..ეს რთული არ არის.
_ საკამათოა.. – ისევ მკაცრად თქვა ალექსანდრემ – პრინციპში ინვოისებს ონლაინ რეჟიმშიც გზავნიან ასეთ დროს..
_ ინვოისის ასლი საბუთად არ ითვლება ამ შემთხვევაში – დარწმუნებით თქვა სალომემ, ალექსანდრემ შეხედა, თვალი თვალში გაუყარა და კმაყოფილების ღიმილმა შეურხია ტუჩის კუთხე.
_ ბატონო დემეტრე ვფიქრობ სალომე შეძლებს ამ პოზიციაზე მუშაობას..თან საკმაოდ კარგად, შეგვიძლია კონტრაქტი გავუფორმოთ..დანარჩენი კადრების საქმეა
_ კარგი სანდრო, ეხლავე ჩავყვები – გამარჯვებულის ტონით წარმოთქვა დემეტრემ და სალომეს კარისკენ გაუძღვა
_ გილოცავ ჩემო გოგო.. დღეიდან ოფიციალურად ხარ ჩვენი თანამშრომელი..მე ეჭვიც არ მეპარებოდა. ეხლა კადრებში ჩავიდეთ და ხელფასსა და სხვა პირობებზე იქ შევთანხმდებით.
სალომეს საკუთარი გულისცემა ესმოდა, სწრაფად გაიარა დერეფანი, შევიდა შეჭრილში და თითქმის შეკუნტრუშდა ოთახში
_ თეო გამიფორმეს კონტრაქტი
_ ეჭვიც არ მეპარებოდა – გაიმეორა თეონამაც აღტაცებით – არ მოგშივდა? კაფეში უნდა აღგვენიშნა როგორც მახსოვს. გოგოები კისკისით გავიდნენ ოთახიდან და კაფეს მიაშურეს. თითქოს განცხადება გამოაკრესო, სალომეს მიღების ამბავი უკვე ყველამ იცოდა..არადა ამხელა სტაფია.. “კეთილი იყოს შენი ფეხი” , “გილოცავ” მოისმოდა აქეთ-იქიდან, მამაკაცები ფარულად ათვალიერებდნენ ახალ თანამშრომელს. სალომე და თეონა ცარიელ მაგიდასთან დასხდნენ და დათქმული ნუგბარით გააწყვეს მაგიდა.
_ თეო იცი ხელფასი იმაზე მეტი წერია ხელშეკრულებაში, ვიდრე მე მოველოდი
_ ვიცი რატომაც.. რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ ღირებული კადრი ხარ, ეგ იმიტომ, რომ წასვლაზე არ იფიქრო
_ წასვლაზე? არც მიფიქრია..რატომ უნდა წავიდე?
_ ეჰ სალო..იცი რამდენს უჩნდება ამბიცია ამ სამსახურში? ჯანსაღი ამბიცია საჭიროცაა, მაგრამ ეგ უკვე სცდება სიჯანსაღის ფარგლებს. ამიტომ როცა თბილად მოკალათდებიან და იწყობენ ყველაფერს მერე უკვე თითო შექებაზე ხელფასის მატებას ითხოვენ..
_ ეგ არასპორტული საქციელია
_ ჰაჰაა.. ჰოდა ალექსანდრეც ოლიმპიური წესებით აძლევს ხოლმე მაგ დროს დისკვალიფიკაციას..
_ სასიამოვნოა ასეთი სასიამოვნო სიცილის მოსმენა ასეთი სასიამოვნო ქალბატონებისგან- გოგოებმა სიცილი შეწყვიტეს..
_ გამარჯობა ბატონო კახა – მიესალმა თეონა
_ გამარჯობა.. პირველ სამუშაო დღეს აღნიშნავთ? – მიუბრუნდა სალომეს მაღალი, გამხდარი, ღია ფერისთვალება, გერმანელივით ცივი შესახედაობის მამაკაცი
_ ჰო ასე გამოვიდა – უპასუხა თეონამ
_ მერე ეს სადმე სხვა ადგილას არ ჯობდა? – ლაპარაკი ისე გამაგრძო სალომესთვის თვალი არ მოუშორებია..სალომე ხმას არ იღებდა, მხოლოდ მიმიკას აყოლებდა მათ დიალოგს.
_ რატომ? არც აქ არის ურიგო
_ მაშინ აქაც აღვნიშნოთ და სხვაგანაც – გაჯიუტდა კახა
_ ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა, ძალიან დიდი მადლობა გულთბილი დახვედრისთვის – ამჯერად სალომემ უპასუხა
_ ვინ იცის.. – ჩაიღიმა გერმანელივით ცივი შესახედაობის კახამ და გაბრუნდა.
_ეს მინისტრის ცოლის ძმაა..არაფრით გამორჩეულია ტვინის პონტში, მაგრამ ხომ ხვდები..წლებია უკვე აქ მუშაობს.
_ ნეპოტიზმი! – დაასკვნა სალომემ. გოგოებმა ისევ დაიწყეს სიცილი. სამუშაო საათები ნელ-ნელა ილეოდა, უცებ ტელეფომის ზარი გაისმა.
_ იყავი სალო, ვუპასუხებ..ალო.. დიახ ბატონო კახა..
_ დიახ ვეტყვი.. – კახა იყო, წეღან რომ მოვიდა ჩვენთან.. გავიგე პროფესიონალი თარჯიმანიც ყოფილა ყველა სიკეთესთან ერთად და თუ ძალიან არ შეწუხდება დამეხმაროს, დიდხანს არ მოვაცდენო. – სალომე უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო..უარის თქმა თავხედობაში არ ჩამორთმეოდა შეეშინდა..მას ხომ უფრო მაღალი ხელფასი მეტი კვალიფიკაციისთვის დაუნიშნეს..ალბათ ასე მოუწევს ხოლმე თარგმნა პერიოდულად. კახას კაბინეტთან შეჩერდა, ჩაისუნთქა და დააკაკუნა..

4

_მობრძანდით
_ მეძახდით? – ხმადაბლა იკითხა სალომემ
_ კი კი გეძახდი.. დაჯექი – სალომე ჩამოჯდა – იცი რაღაც პატარა ტექსტი მქონდა სათარგმნი და მინდა დამეხმარო, წინააღმდეგი ხო მარ იქნები?
_ ეს ჩემი მოვალეობაა..
_ და ისე რომ მეთხოვა? – თვალები მოწკურა კახამ.
_ ტექსტი მაჩვენეთ – მორიდებით გაიღიმა სალომემ
_ აი აქ არის..მაგრამ მანმადე კონსულტაცია მინდოდა შენთან.. იცი პასუხის დაწერაშიც მინდა დამეხმარო სალომე.. – მისი სახელი რაღაც გაწელილად, გამახვილებულად წარმოთქვა კახამ.
_ დახმარება რომ შევძლო საქმის მსვლელობისთვის თვალი უნდა მედევნებინა..ეხლა ას ევერ დაგეხმარებით.
_ გაგარკვევ მერე, რა პრობლემაა? ხომ არ გეჩქარება?
_ იცით სიმართლე გითხრათ ბატონ დემეტრეს დღის ბოლომდე უნდა დავუსრულო ერთი ქეისი – იცრუა სალომემ – მხოლოდ თარგმნით დახმარებას შევძლებ ალბათ.. შეგიძლიათ გადმომიგზავნოთ როცა დაასრულებთ ბატონო კახა
_ კაარგი კარგიიი.. – “აბა დამაცადესსავით” ჩაილაპარაკა კახამ
_თქვენის ნებართვით დაგტოვებთ
_ ჩემი ნებართვით არა..შენი სურვილით – თვალი თვალში გაუყარა მან სალომეს, სალომ უხერხულობის გასაფანტად გაღიმების მეტი ვერაფერი მოახერხა და ოთახი დატოვა.. აუჰ..ესა აკლდა..არა არ მოჩვენებია, მგონი ზედმეტი პრობლემები იწყება..წყალი არ გაუვა..დაიწყება ეხლა ყოველდღიური დაძაბულობა, თავის არიდება..ღმერთო..ხომ შეიძლებოდა ასცდენოდა..თან ეგრევე..პირველივე თვეში..რა უბედურებაა.. სამუშაო დღე მშვიდად მიიწურა, სალომე პირდაპირ ცეკვაზე წავიდა..როგორ იცლებოდა..როგორ აღარაფერი ახსოვდა ცეკვისას..საუკეთესო განტვირთვაა, მეტიც! ისეთი ენერგიით ავსებდა არც კი გააპროტესტებდა ეხლა რომ ეთვათ სრული სამუშაო განაკვეთი უნდა იმუშავოო. სახლში დაღლილი მივიდა.. მერამდენე დღეა უკვე დედას მარტო ტელეფონით ეკონტაქტება, როცა დედა ბრუნდება სალომეს უკვე სძინავს..ეხლაც მკვდარივით დაეძინა.
მეორე დღე მნიშვნელოვანი იყო.. უკვე კონტრაქტი ფორმდებოდა იმ ესპანელებთან.. ინგლისურ ვერსიაზე აღარ შეაწუხეს, ისედაც საკმარისი იყო იურიდიული ტერმინოლოგიის ქექვა რომ მოუწია სალომეს.. არ უნდოდა სადმე რაიმე შეცდომა გაეშვა..თითქმის მთელი დღე მოუნდა თარგმნას და ოთხი საათისთვის კონტრაქტი უკვე მზად იყო! დემეტრე ისე ჩქარობდა ალექსანდრესთან გამოსტაცა ხელიდან და სასწრაფოდ გაიქცა.
_ როგორც იქნა..მივუბრუნდები ეხლა ჩემს პრეზენტაციას
_ დაიღალე ხო? ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება, ის კი არა შეიძლება აღარც დასჭირდეთ ესპანურად თარგმნა, სხვა ენაზე თარგმნა კიდევ შენს პრეროგატივაში არ შედის.
_ღმერთმა ქნას..თუმცა არ დავიზარებ, რა მოხდა მერე – ამ დროს ტელეფონმა დარეკა, თეონამ უპასუხა
_ალო.. დიახ ბატონო კახა.. დიახ აქ არის – სალომე უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო – გადავცემ – თეომ ყურმილი დაკიდა.
_ ეს კაცი დაბარებულივით ერთსა და იმავე დროს რეკავს, რა უნდა?
_ აუ რა ვიცი..რაღაც სისულელის სათარგმნად მეძახის, გუშინ მითხრა პასუხის დაწერაში მომეხმარეო, მე რა ვიცი მაგისი პასუხები?
_ რაოო? საიდან მოიტანა..
_ არ ვიცი.. გუშინ ვუთხარი გადმომიგზავნეთ თუ რამე დაგჭირდებათ მეთქი და აჰა.. – სალომე ისევ აუყვა ზემო სართულს..ფეხები უკან რჩებოდა, იცოდა უსიამოვნო საუბარი არ ასცდებოდა..იგივე სცენა..დააკაკუნა..
_მობრძანდით.. სალომე, მოდი მოდი – ისევ ის გაწელილი და გამახვილებული ტონი..როგორ უნდა აქედან წასვლა..
– პასუხი დავწერე, მოვახერხე მარტომ, თუმცა გამიჭირდა, რომ დამხმარებოდი უფრო ადვილად გავაკეთებდი..
_ კი მაგრამ მე არაფერი შემეძლო..
_ როგორ არ შეგეძლო.. ისიც კი დამეხმარებოდა აქ რომ ყოფილიყავი..
_ არ მგონია რაიმე განსაკუთრებული კარმის მატარებელი ვიყო..
_ ტყუილად არ გგონია..ნამდვილად ხარ სალომე.._ ისევ ისე გაწელა..
_ ახლა რით შემიძლია დაგეხმაროთ?
_ შენ სულ საქმეზე ფიქრობ? ვისაუბროთ ცოტა ხანს
_ სამსახურში ვარ და ბუნებრივია, რომ სულ საქმეზე ვფიქრობ!
_ სამსახურის გარეთ?
_ ბატონო კახა.. აქ სასაუბროდ არ ამოვსულვარ – უხერხულობანარევი სიმტკიცით უპასუხა სალომემ.
_ მდა..ასეთი პატარა გოგო და ასეთი შეუვალი
_ შეუვალი არა.. პრინციპული! სამსახური ამას მოითხოვს ყველასგან.. თუ სხვა საქმე არაფერი გაქვს წავალ..თუნდაც ჩემი ნებით..
_ არ გიშვებ ჯერ.. – სალომეს თვალებში სიბრაზემ გაუელვა,კახამ ეს შენიშნა და ფირი შეცვალა – მარტო ამაზე არ დამიძახია.. ეს წერილი მაქვს სათარგმნი.. – თვითონაც გაუმკაცრდა ხმა. არცთუ პატარა წრილი იყო..
_ ჩავიტან და რომ დავასრულებ გადმოგიგზავნით..
_ კი ბატონო.
არა სასწრაფოდ უნდა ნახოს დემეტრე.. ამ სამსახურს თარჯიმანი არ ყავს? შეიძლება უზრდელობასა და უმადურებაში ჩაეთვალოს..მაგრამ დაე ასე იყოს..ოღონს ეს ააცილონ თავიდან.. დემეტრე მალე გამოჩნდა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმების მერე ესპანელების აქაურ წარმომადგენლებთან პატარა ბანკეტი ჰქონდათ საღამოს და ორგანიზება უნდა გაეწია. მალევე დაემშვიდობა გოგოებს
_ გადამრევს ეს ხალხი..ესპანელების წარმომადგენლები თვითონ არიან და ესპანურენოვანი კადრი არ ყავთ! როგორ გაწვალე.. მეტი გზა არ გვქონდა ჩემო შვილო – თითქოს ბოდიშს უხდიდა დემეტრე
_ რას ბრძანებთ ბატონო დემეტრე, როცა დაგჭირდებათ ყოველთვის მზად ვარ – სალომეს საოცარი სითბო ჩაეღვარა სულში.. რა თბილი მამა იქნება.. სალოსაც შვილოთი მიმართავს, უცნაურია, მაგრამ სასიამოვნო. საქმე რომ დაასრულა მერე გაახსენდა კახას სათარგმნი.. ეს კაცი ცარიელი პრობლემაა! საათს დახედა, 6 სრულდებოდა..თეონა მალე წავა.. სალომემ კი უნდა იმტვრიოს თავი.. საათნახევარში მორჩა თარგმნას.. რა სისულელე უწერია, შაბლონები..გაწელილი უაზრო წერილია.. გადააგზავნა და პასუხს არც დალოდებია ისე გამორთო სკაიპი. ჩათვალოს, რომ სალომე უზრდელია.. ზედმეტ პრობლემებს ეს ურჩევნია.. პირველ სართულზე ჩავიდა და გზას გაუყვა. უკვე საკმაოდ ციოდა..დეკემბერი ახლოვდებოდა. სალომეს ძალიან მოუნდა სადმე მშვიდ ადგილას დამჯდარიყო და ცხელი, ლიმონიანი ჩაი დაელია..ოხშივარმა თითქოს ცხვირში მოუღუტუნა..გზა გადაკვეთა და იქვე პატარა ლიტერატურულ კაფეში შევიდა.სასიამოვნო, ძველებურმა, მშვიდმა ინტერიერმა განტვირთა, საყვარელი წიგნი აიღო და ჩაისთან ერთად ფანჯარასთან განმარტოებით მდგომ მაგიდასთან ჩამოჯდა. წიგნის კითხვამ ძალიან გაიტაცა..”ნახვამდის სანდრო, კარგია რომ არ გვივიწყებ საქმის მიუხედავად შვილო” ბიბლიოთეკარი ქალის ხმამ და ნაცნობი სახელის გაგონებამ მისი ყურადღება მიიქცია,მაგრამ თავი არ მიუბრუნებია “ათას ვინმეს ჰქვია სანდრო, ეხლა ალექსანდრე ბანკეტზეა აქ რა უნდა” გაიფიქრა თავისთვის და ისევ წიგნში ჩაიძირა. კარგა ხანი დაჰყო კაფეში და მშვიდი განწყობით გაჯერებულმა ანგარიში მოითხოვა.
_თქვენი გადახდილია გოგონა
_ გადახდილი? იცით მე აი ამ მაგიდასთან ვიჯექი, არ გადამიხდ..
_ დიახ ვიცი, გადახდილია – ღიმილით დაუდასტურა მიმტანმა.
საოცრება თუ გინდა..ვის უნდა გადაეხადა?ნაცნობიც არავინ შეხვედრია..ნაცნობი..ნაცნობი სახელი აკი შემოესმა წეღან..არა ალექსანდრე ნამდვილად ვერ იქნებოდა..ის ბანკეტზეა, რომც არ იყოს რატომ გადაუხდიდა..ბოლო-ბოლო გამოეცნაურებოდა მაინც.. აბა ვინ იყო? ნუთუ ვინმეს უბრალოდ მოეწონა და გადაუხადა? და არც კი გამოელაპარაკა? საერთოდ ასე არ ხდება..ვის გადაუხადოს მადლობა? ასე როგორ შეიძლება! გაბრაზდა სალომე როცა სავარაუდო ადრესატს ვერ მიაკვლია.
სამსახური კარგად აეწყო..უკვე ყველაფერი უადვილდებოდა..დემეტრემ პრემიაზეც დაიწყო ლაპარაკი..თუ ასე გააგრძელე ამ თვეში ნამდვილად არ აგცდებაო..ძალიან გაუხარდა..არა ის კი არა, რომ მეტ ფულს აიღებს, ის, რომ ყოჩაღი გოგოა, რომ საქმე კარგად გააკეთა, სამსახურისგან დაფასება ალბათ უმაღლესი ჯილდოა.
თვის ბოლოს თათბირი დაინიშნა, თანამშრომლებმა დაიკავეს ადგილი უზარმაზარი მაგიდის გარშემო და ალექსანდრე თუხარელს დაუწყეს ლოდინი. დიდხანს არ შეგვიანებია, ბოდიში მოიხადა და დემეტრეს გვერდით ჩამოჯდა. ნივთები მაგიდაზე დააწყო და მიკროფონი შეამოწმა. სალომე ალექსანდრესთან ახლოს იჯდა, თეონას და დემეტრეს გვერდით და ინსტიქტურად ყურადღება ახლად ადგილმიჩენილ ნივთებზე გადაიტანა. ტელეფონი, მესხიერების ბარათი და გასაღებების აცმა. უცებ სალომემ აცმაში ძალიან საინტერესო ნივთი დაინახა..პატარა, დასაკიდი სანთებელა, რომელსაც “ლიტერატურული კაფე” ეწერა.



№1  offline წევრი nestanuka13

მადლობაა ❤️

 


№2 სტუმარი ემი

ვგიჟდები მე შენზე... heart_eyes

ზეპირად ვიცი ეს ორივე ისტორია... bowtie

ამიტომ... wink

ახალი გვინდა, სასწრაფოდ... heart_eyes smile

 


№3  offline წევრი nestanuka13

ადრე იდო და მერე წაიშალა და მაგიტომ ვთხოვე თორემ მეც ზეპირად ვიცი ორივე ვგიჟდები ამ ისტორიებზე

 


№4 სტუმარი Ajwjsks

ახალი როდის იქნება ავტოორ

 


№5 სტუმარი ემი

nestanuka13
ადრე იდო და მერე წაიშალა და მაგიტომ ვთხოვე თორემ მეც ზეპირად ვიცი ორივე ვგიჟდები ამ ისტორიებზე



ხოდა, ისიც თხოვე, რომ ახალი ისტორია გვინდა, ძალიან, ძალიან laughing

 


№6  offline წევრი nestanuka13

ალბათ ნახავს კომენტარებს და დაწერს ახალ ისტორიას :D

 


№7  offline წევრი ket-kat

ზეპირად ვიცი :)))) შენ ის გვითხარი ახალი როდის იქნება <3

 


№8 სტუმარი Guest Tatu

Me ar vicodi. Dzalian kargia :*

 


№9 სტუმარი A

Gtxov gagrdzeleba male dade ra dzalian momewona martla. Ai ragacnairi lamazi ubralo da tbili istoriaa. Cxovrebiseuli as rom vtqvat.

 


№10 სტუმარი mari

ლიზი როგორ ხარ მარი ვარ ლაურას შვილი heart_eyes [quote][/quote]

 


№11 სტუმარი Guest მარი

ლიზი მადლობა ყველაფრისთვის heart_eyes

 


№12 სტუმარი Guest ლიზი

kissing_heart ლიზი მიიღე ჩემი პასუხი smile heart_eyes

მარი ლიზისთან გადადი მარი kissing_heart [hide][/hide][quote][/quote][sp[u][/u]oiler][/spoiler]

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს ისტორია არ ვიცოდი, კილა ისეთი სიყვარულისთ მოიხსენიებს ხოლმე რომ მიკვირდა რატომ აქამდე არ წავიკითხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent