შენ ხარ ქარიშხალი,ჩემს უდაბნოში(1,2,3,4,5)
ჰამაკში ნებიერად გადავწექი,თავი ერთ მხარეს ავზიდე,ფეხები მეორე მხარეს,წინასწარ დამაგრებულ თოკს დავწვდი და საკუთარი თავი გავარწიე,თვალები მშვიდად მივლულე და ამ სექტემბრის პირველი რიცხვების პაპანაქებაში ,ჩრდილქვეშ სრულ ნეტარებაში გადავვარდი. ვგიჟდები აქაურობაზე.ბავშვობიდან გული მხოლოდ აქეთ მომიწევდა ზაფხულობით,დედულეთში.ამ გადამწვანებულ მთებში ჩაფლულ სოფელ ჭიორაში.მამა გურულია,მისი სოფელიც ძალიან ლამაზია მაგრამ ქუთაისში აუტანელი სიცხეები,რომ დაიწყებოდა მხოლოდ ჩემი ჭიორა მახსენდებოდა მაშინ და არა სუფსა.მგონი მამას წყინდა ხოლმე,მაგრამ უკვე შეეგუა,ახლა მითუმეტეს,როცა გაზაფხულამდე აქ ყოფნა მაქვს გამოწერილი,თამრო ბებოს ავადმყოფობის გამო,სანამ ჩემი ბიძია და ბიცოლა არ ჩამოვლენ ლატვიიდან. დედას დიაბეტი აქვს,ჩემი დაიკო კი ამ საქმისათვის პატარაა,ასე,რომ მიპოვეს მოცლილი და ჯანღონით სავსე და უკვე კვირაზე მეტია აწ გადმოვბარგდი.ჰოდა ახლა ჩვეული,ყოველდღიური რუტინისაგან ვისვენებ და საკუთარ თავს ჰამაკში ვარწევ. ლამის მიმეძინა,რომ სმს ხმამ შემაფხიზლა.ელენე იყო. _ როგორ ხარ პროვინციელო?_ მეტიჩარა,თავად ჭომიდან მწერს და მე ვარ სოფლელი. _ არ მცალია ვთოხნი_ მივწერე. _ რაა? გააფრინე ხატია? _ ელო შენ რომ შემპირდი კიტრის თესლს გომიგზავნე რა_ სულ ვაგიჟებ და აჟიტირებულმა თოკს უფრო მძლავრად მოვქაჩე,მშვენიერია. _ ხატია ჩამოვალ იმ კვირაში და ცოცხალი ვერ გადამირჩები_ წარმოვიდგინე მისი გაკაპასებული სახე და ავცქმუტდი,როგორ მომინდა დამენახა მისი სიგიჟეები.კიდევ უფრო მაგრად მოვზიდე თოკი და ჰამაკი ისე გაქანდა,რომ ლამის ამოვტრიალდი. _ კარგი ვხუმრობ,რომ წამოხვალ ჩემებთან გაიარა გთხოვ და რამოდენიმე წიგნი წამომიღე. _ კარგი,გინდა გაგახარო? უფროსმა ხატიას გადაეცი,როცა დაბრუნდება ისევ ავიყვან შტატშიო. _ მართლა? როგორ გამახარე._ სიხარულისაგან ლამის ვისკუპე ჰამაკიდან. ძალიან დამენანა ჩემი საყვარელი საქმის ბიბლიოთაკარობის მიტოვება,მაგრამ ოჯახი ჩემთვის უპირველესია.ჩემს გამზრდელ ბებოს ვჭირდებოდი და არც კი დავფიქრებულვარ ისე წამოვედი და აგერ კვირაზე მეტია წნევა დარტყმულ ბებოს სასოებით ვუვლი.ელენეს დავემშვიდობე და ტელეფონი სკამზე გადავდე.ახალმა ამბებმა გამამხიარულა,ჰამაკი კი შემინელდა,ისევ დავწვდი თოკს და მთელი ძალით მოვქაჩე,სასწაული იყო,ერთბაშად სიმსუბუქეც და გრილი ნიავიც,მაგრამ წკაპ და თოკი გაწყდა,ზღართანი მოვადინე მიწაზე,საშინლად ამეწვა იდაყვი და მუხლი,წამიერად სუნთქვაც კი შემეკრა ტკივილისაგან,იმდენად,რომ სიმწრისგან ვეღარც ამოვიგმინე.ზლაზვნით ჯერ წამოვჯექი,რაც შემეძლო დავიფერთხე და თან ჩემს თავს ვლანძავდი უნიათობისათვის.მერე სკამის დახმარებით სულ წამოვდექი და ფეხისთრევით სახლისკენ ავიღე გეზი. სახის მანჭვით მოვისუფთავე წლით ნატკენი ადგილები და უჯრაში წამლებს და მალამოს დავუწყე ძებნა,მაგრამ საჩემო არაფერი იყო.აფთიაქში უნდა წავსულიყავი,ნუ აფთიაქი ხმამაღალი ნათქვამია,მაგრამ მაინც სოფლის პირობისთვის საკმარისი იყო. თამრო ბებო რადიოს უსმენდა.ვეცადე არ შეემჩნია ჩემი გმირობა,კარიდანმე გავსძახე. _ ბებიკო მაღაზიაში გავალ პურს მოვიტან შენ ხომ არაფერი გინდა? _ არა შემოგევლოს ბებია_ როგორი თბილი და ტკვილი იყო ჩემი ბებიკო.ასეთ დღეში იყო და მაინც იმაზე ფიქრობდა ზედმეტად არაფერი დაევალებინა. _ კაი ბე მალე მოვალ,მიყვარხარ_ ეზოდან მოვაძახე,თუმცა ბებიას დალოცვა მაინც შემომესმა.ღიმილით გამოვხურე ჭიშკარი და მსუბუქი კოჭლობით გავუყევი შარას. ……. _ ბატონო ონისე ხვალ ამ დროს მობძანდით ისევ,ახლა კლასებს ჩამოვივლი და ყველა ბავშვს შევატყობინებ,ვფიქრობ ბევრი მსურველი აღმოჩნდება,განსაკუთრევით ბიჭებს უყვართ გიტარაზე დაკვრა,ხვალ მოდით და მე სიას დაგახვედრებთ,ჩვენი დარბაზი მთლად კომფორტული არაა მაგრამ სულ არ ქონას სჯობს.შევთანხმდით?_ სველი ხელსახოცი მელოტ თავზე გადაიტარა და გამომხედა.სიმსუქნისაგან ყელზე ქონები ფენებათ ეწყო. _ კარგით ბატონო ნოდარ,ხვალ ამ დროს მოვალ,თანხაზე კი თავად ბავშვებთან მოვრიგდები_ კაბინეტში ისეთი მძიმე სუნი იდგა გაქცევაზე ვიყავი. ფეხზე წამოვდექი და მარჯვენა გავუწოდე,თავადაც შემაგება მარჯვენა და წამოიმართა. ორი სრულდებოდა,სკოლის შენობიდან,რომ გამოვედი,ამ შავ პერანგსა და შარვალში უფრო მეტად მეხუთებოდა სული,მაგრამ სწორედ ეს სულის ხუთვა შვებას მგვრიდა,რომ ვიტანჯებოდი.ღილები ბოლომდე შევიკარი და გეზი ჩემი ნაქირავები სახლისკენ ავიღე.ულამაზესია აქაურობა,სიმწვანე,სისუფთავე და მთები,მაგრამ მე სიწყნარე უფრო მხიბლავდა და ის,რომ აქ ყველა უცხო იყო ჩემთვის,მე კი მათთვის. მაშინ,როდესაც ყველა ჩემს ნათესავს და მეგობარს საზღვარგარეთ ვეგულები გადახვეწილი,მე ისევ სამშობლოში ვარ,სახლიდან ასობით კილომეტში სოფელ ჭიორაში.ვერ შეველიე ჩემს მიწას,მერე რა ,რომ თბილისის არაა,საქართველოში ვარ ისევ.ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.როცა ჩემი ოჯახის წევრების სურვილი და მონატრება მომივლის შემიძლია მაშინვე ავდგე და წავიდე მათ საფლავებზე,მამა,დედა და ჩემი დაიკო,ნებისმიერ დროს იქ იქნებიან,მიმიღებენ,მაგრამ …… მე ვერ ვბედავ,არ შემიძლია….მაგრამ სამშობლოში ვარ და ასე მაინც ვარ ახლოს მათთან.ისინი კი ჩემთან,მათ მკვლელთან. …… _ ანუ ეს დილით და საღამოს წავისვა_ წამლის ტუბი თითებში შევატრიალე და ციცო დეიდას კიდევ ერთხელ მივუბრუნდი კარიდან_ და შევიხვიო კიდეც? _ კი აბა,როგორ,ჩაგიდე ბინტიც და ბამბაც ხატია_ მარიგებდა.მე ისევ წამლებში ვიქექებოდი და კარსაც გავცდი,ფეხი აივანზე გავდგი,რომელიც ტროტუარს გადაჰყურებდა,იდევ ციცოსკენ მოვბრუნდი_ და ეს წამალი? _ ეგეც დილით და საღამოს და ფრთხილად მოაჯირი არა აქვს_ დამაწია სიტყვა მაგრამ გვიანი იყო,მეორე სართულის აივნიდან ზურგით გადავეშვი,ესღა მაკლდა,სანამ დავეცემოდი ყურს ციცოს კივილი მოწვდა.წამლები ჰაერში ავიფრიალე და სასოწარკვეთილმა ხელები ავაფართხალე,თუმცა შედარებით რბილად დავეცი,გონზე მამაკაცის ყრუ გმინვამ მომიყვანა.სიმწრით გადავგორდი მიწაზე და ჩემს “ იძულებით “ მხსნელისკენ შევბრუნდი.მიწაზე გართხმულს თავი უკან გადაეგდო და თვალდახუჭული სახეს მანჭავდა.ზემოდან კი ციცოს დაფეთებული ხმა მომწვდა. _ ცოცხალი ხარ ხატია? _ მე კი მაგრამ მგონი ეს მოვკალი_ სიმწრით ამოვიკნავლე და მისკენ მივბობღდი,ჩემი ტკივილი სულ გადამავიწყდა.ნელა შევახე ხელიდ და ვუბიძგე. _ კარგად ხარ?_ პასუხის მოლოდინში გავთავდი. _ უკეთესად ვიყავი ,სანამ დამეცემოდი_ თვალდახუჭულმა თქვა და იდაყვებს დაეყრდნო,რომ წამომდგარიყო. _ მაპატიეთ,ძალიან ვწუხვარ,რამე ხომ არ მოიტეხე?_ ახლაღა შევამჩნიე გახეთქილი წარბი და ტუჩი_ ღმერთო ჩემო სისხლი მოგდის,ახლავე მოვიტან წამლებს_ ვთქვი და ფეხზე წამოვხტი მაგრამ ნურას უკაცრავად,არანაკლებ დანგრეული ვიყავი მეც. _ შენ კიდე ეს გინდოდა გოგო? _ საყვედურით მომვადა ციცო და მხარში ამომიდგა,რომ წონასწორობა დამეცვა,ახლომახლოდან ხალხიც წამოვიდა ჩვენკენ. _ თავად მივხედავ ჩემს თავს_ ფეხზე წამოდგა და შარვალი დაიფერთხა,ჩვენსკენ არც კი გამოუხედავს. _ კი მაგრამ,სისხლი…. _ კარგად ბრძანდებოდეთ_ სიტყვის დამთავრება არც კი მაცადა,ისეთი მრისხანე თვალები შემომანათა,რომ ლამის ენა გადავყლაპე,ვერაფერი ვუპასუხე.მან კი ცნობისმოყვარე ხალხი ხელით გაწია და გაგვეცალა. _ ვინაა ციცო დეიდა იცნობ?_ ახლა მას მივუბრუნდი. _ პირველად ვხედავ_ უცნაურად აიბზუა ტუჩები_ მიხედავს მის თავს ,შენ კი წამოდი ჩემთან მოგხედო თორემ მალე ბებიაშენს მიუწვები. სიმწრით გამეცინა და ციცოს მკლავზე ჩამოვეკიდე და აფთიაქისკენ ავბრუნდით,მაგრამ თვალი იმ შავებში ჩაცმული უცნობისკენ გამეპარა,მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა ეინდა ,თან ტანსაცმელს იფერთხავდა. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა,რომ თამროს არაფერი გაეგო,ფიზიკურად ვერ დავმალავდი შებინტულ მუხლს და იდაყვს გრძელ ტანსაცმელში ამ სიცხის გამო. _ რაფერი მარცხიანი ხარ ბებიამ გენაცვალოს,შენ მოგიკვდი მე_ ვიშვიშევბდა და წუხდა,რომ ჩემი დახმარება არ შეეძლო. _ ნუ გეშინია ბებო მსუბუქად გავიკაწრე,მალე გამივლის არ მტკივა_ ვეცადე უდარდელად გამეღიმა და ტელევიზორისკენ ავიღე გეზი,რომ ჩამერთო,არადა ისე მტკიოდა ჭრილობები,რომ შვებით ვაღვარღვალებდი ახლა ცრემლებს. _ შენ სულ მასე მატყუებ მე_ კარგად მიცნობს ჩემი თამრო. ტელევიზორი შევაერთე და პულტს დავწვდი,წითრლ ღილაკს დავაჭირე თუ არა ისე ახლაურდა და გაანათა როზეტმა ,რომ ორივემ შევიკივლეთ,მერე კი მთელი სახლი დაგვიბნელდა. _ ჯანდაბა,ჯანდაბა,რა დაბდურა ვარ,რამ მჭირს დღეს_ ჩემს თავზე გამწარებული ვქოთქოთებდი და თან ბებოს მითითებულ კარადისკენ ხელის ცეცებით მივიწევდი,რომ ფანარი მეპოვა. _ ჩემი ქაჯანა ხარ_ ღიმილით მომაძახა ბებიაჩემმა. _ ბე არ არიან ჩემები გიჟები ასეთ მარცხიანს და ხიფათიანს ,რომ ჩამაბარეს შენი თავი?_ ფანარიც ვიპოვე,ახლა ტელეფონი უნდა მეპოვა. _ შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ,ყოჩაღი,ჭკვიანი და გარჯე_ მის ხმას საოცარი სითბო გამოყვა. _ ხმადაბლა ბე არავინ გაგიგონოს,თორემ დაიჯერებენ_ფანრით ოთახი გავანათე_ეს ტელეფონი ნეტა სად დავდე,ახლა კი არავინ დამირეკავს ან მომწერს,რომ უცებ ვიპოვო_ სიტყვა დასრულებული არ მქონდა,რომ ფანჯრის რაფაზე აწკრიალდა ჩემი ტელეფონი,დედა იყო. _ ხო დე_ მხიარულად ჩავძახე. _ როგორ ხართ აბა? _ ცუდად დე,მგონი მოკლე ჩართვა მოხდა და შუქი აღარ გვაქვს. _ შენ ხელი არაფერს ახლო_ მაშინვე გაუმკაცრდა ხმა ლეილას_ შენ ხიფათიანი ხარ._ ვითომ არ ვიცოდი. _ აბა დილამდე ასე ვიყო? _ მამაშენმა გივისთან გადავიდეს და გადმოიყვანოს,მაგას ეხერხება ელექტროობაო. დავემშვიდობე ჩემებს და ფანრით მომარჯვებული გვერდითა მეზობლისკენ ავიღე გეზი,მთლად გვერდითაც არ იყო,იმხელა ეზოები გვქონდა სახლის ირგვლივ ორივეს ,რომ კიდე ორი სახლი ჩაეტეოდა.ამიტომ გაძახებას წასვლა სჯობდა. _ ნორა ბებო_ ჭიშკრიდან გავძახე მეზობელს,ცოტა ხანში ბებიაჩემის ხნის ქალმა გამომხედა. _ მოდი ხატია,რამ შეგაწუხა შვილო_ შუბლთან ხელი მოიჩრდილა. _ გივი ბაბუა სახლშია? შუქები ჩამიქრა და დახმარება მჭირდება. _ არა,არ არის შვილო,ჩემს ბიჭთან წევიდა ქალაქში და ხვალ დაბრუნდება. _ ცუდია,რა ვქნა ახლა მე_ უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე. _ მეიცა შვილო,გუშინწინ მდგმური ევიყვანე,ახალგაზრდა კაცია,იქნებ იმას გიშველოს.თუ არ ძინავს დოუძახებ_ თქვა და სახლის უკან გაუჩინარდა. გამიკვირდა,ამ სოფელში და მდგმური? ცოტა შეაგვიანდა მაგრამ მალე მოვლანდე ორი მოძრავი სილუეტი.წინ ნორა ბებო მოდიოდა,უკან კი…. ის “ იძულებითი” მხსნელი ლამის,რომ მოვკალი შუადღით. დავიბენი,წამიერად ვიფიქრე გავპარულიყავი,მაგრამ გვიანი იყო,დამინახეს.უხერხულად შევიშმუშნე და ხელები ზურგს უკან წაციღე,ოროსანი ბავშვივით ავიბუზე.მით უფრო,რომ მისი გაოცებული და ცივი მზერა,რომ დავიჭირე. _ ონისე შვილო,ესაა ის მეზობელი დახმარება ,რომ სჭირდება_ხელით ჩემსკენ ანიშნა. _ კარგი_ მძიმედ და. ყრუდ ჩაილაპარაკა,წამით შედგა,ჩემი დაბინტული ჭრილობები შეათვალიერა გვერდი ამიარა და გზას დაადგა. მე დაბნეული ხან ნორას გავხედე,ხან ონისეს,ვერ მივხვდი ,რას აკეთებდა.რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემომიბრუნდა. _ მიმასწავლი შენ სახლს თუ ჩემით გამოვიცნო_ ისეთი ცივი და მტკიცე ხმა ჰქონდა,რომ ვინანე საერთოდ ,რომ მოვედი აქ,ვყოფილიყავი დილამდე სიბნელეში,რა დამემართებოდა. _ მოვდივარ_ ოდნავ დაბნეულმა და გაოცებულმა ვუპასუხე და წინ გადავასწარი.გზადაგზა უკან უკან ვიყურებოდი.საოცარმა შიშმა ამიტანა,მისი მეშინოდა. _ წინ იყურე_ მორიგი მიბრუნების დროს მკაცრად მითხრა და წამში შევბრუნდი. უხმოდ შევაბიჯეთ სახლში. _ ბებო გივი არ იყო და ნორა ბებომ მის მდგურს სთხოვა ჩვენი დახმარება_ წარუდგინე სტუმარი. _ საღამომშვიდობის_ მამაკაცი მისი საწოლისკენ მიიწია,გაუღიმა და ოდნავ თავი დაუკრა_ ონისე. _ სასიამოვნოა შვილო,თამარი. მე ამ მომენტებს გაოგნებული ვუყურებდი,ნუთუ მან გაიღიმა? ზდილობაც სცოდნია,თუმცა წამში შემობრუნდა ჩემკენ ისევ ისეთი მრისხანე გამომეტყველებით. _ მცველი სად გაქვთ დამონტაჟებული?_ ისეთი ხმა აქვს გეგონება რკინა რკინას შემოსცხესო.სისხლი მეყინება. _ აივანზე_ ამ ღამით კოშმარები არ დამაძინებს უკვე ვიცი. გვერდი ამიარა და მისი ფანრით აივანზე გავიდა.რაღაც ღილაკს დააწვა და შუქიც ჩაირთო.სულ ეს იყო? გამიკვირდა. _ ღამემშვიდობის_ მითხრა,არა უფრო სწორად მომიგდო და ჭიშკრისკენ წავიდა. _ დიდი მადლობა_ უკან გავყევი. _ არაფრის_ არც კი შემობრუნდა. _ არა მარტო ამისათვის,შეიძლება ითქვას სიკვდილს გადამარჩინეთ აფთიაქთან. _ _ იმედია აწი უფრო ფრთხილად გადადგამ ნაბიჯს_ მომაძახა და ჭიშკარიც გაიხურა. _ მგონი გიჟია_ ვთქვი და შუბლთან საჩვენებელი თითი დავატრიალე. .….. გაბრაზებულმა მივიჯახუნე ჩემი ოთახის კარი და საწოლზე პირქვე დავემხე.კარგა ხანს ასე ვიყავი.მერე მძიმედ წამოვჯექი და ტუმბოზე მდგარ ჩარჩოს დავავლე ხელი,ცოტა ხანს თვალდაუხამხამებლად დავცქეროდი,მერე კი მკერდზე მჭიდროდ მივიხუტე და ორივე ხელებით მაგრად ჩავბღუჯე.ისეთი გრძნობა მქონდა,რომ ვიშანთებოდი,შიგნეულს მიწვავდა ფოტო,სუნთქვა შემეკრა,მთელი სხეულით მოვიკუნტე,თითწოს სურათს ვმალავდი და ვიცავდი,მთელი სხეული ამეწვა,ვიგრძენი მლაშე სითხე,როგორ ჩამომიგორდა თვალებიდან და მომეშვა,თითქოს ჩემი ტკივილი შეამსუბუქა.საწოლზე გადავწექი ისევ და თვალები დავხუჭე,იმის იმედად,რომ დამეძინა. არ ვიცი რამდენი დრო იყო გასული,ჩემსავე ხმამ მომიყვანა გონს. _ ხატია….ხატია….დაიკოო…._ ოფლში ვცურავდი და მთელი სხეულით ვკანკალებდი.დაფეთებული გამეღვიძა,წამიერად დამაბნია რეალობამ,თუმცა მალე მოვეგე გონს და გამწარებული ისევ საწოლს დავეხეთქე. …… _ კარგი ბებო,ყველაფერს ისე ვეტყვი,როგორც შენ დამარიგე_ მგონი მეასედ ვისმენდი გუშინ ღამის მერე ბებიაჩემის დარიგებებს.წლების მანძილზე სკოლის ბიბკიოთეკაში მუშაობდა,ახლა კი უნდოდა სანამ აქ ვიყავი მე გავსულიყავი მის ადგილზე,მიუხედავად ჩემი წუწუნისა და ხვეწნისა,არ დამყვა,რატომ უნდა მიყურო 24 საათი და მივლიდეო,დიდი დიდი იქ დღეში სამი საათი იყო,გადი თვალს წყალი დაალევინეო და აჰა მეც მივდივარ ბატონ ნოდართან ბებიის რეკომენდაციით. დღეს მიუხედავად სიცხისა იძულებული ვიყავი ჩემი დაბინტული ხელფეხის გამო მკლავიანი და გრძელი შარვალი ჩამეცვა. ჩემი შტატში აყვანა იმაზე მარტივად და იოლად მოხდა ,ვიდრე მე წარმოვიდგენდი.ოხ ეს ბებიები რა.ძალიან გაუხარდა ახალი თანამშრომელის მიღება დირექტორს,მითუმეტეს,რომ გაიგო 24 წლისა ვიყავი. _ შენი ხნის არავინ გვყავს,ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იქნები ჩვენს კოლექტივში. _ მადლობა_ თავი დავხარე და შევიფერე.დრო და საათი ვიცოდი,ხელფასიც,ამიტომ წასვლის დრო მოვიდა.დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი.კიბეებთან ვიყავი მისული,რომ დირექტორის კაბინეტის კარი გაიღო და ბატონი ნოდარის ხმა შემომესმა: _ ხატია შვილო პირადობა დაგრჩა _ ახლავე_ მისკენ შევბრუნდი,მაგრამ საფეხურზე ქუსლი ჩამიცდა და გადავყირავდი.არა,რა,რომ არაა შენი სტილი არ უნდა შემოდგე ამ კოშკებზე.შეკივლება და ხელების აქნევა მოვასწარი,თუმცა მაშინვე ვიგრძენი,თუ როგორ შევასკდი ვიღაცას და ორივე დავეხეთქეთ იატაკზე.დავიშალე.სახის მანჭვით შევბრუნდი მისკენ. _ შენ?_ იმხელაზე დაიქუხა ონისემ,რომ ვინატრე მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე.ისე დავიბენი,რომ ხმა ვერ ამოვიღე,გამწარებულმა მხოლოდ თვალები მოვჭუტე მთელი ძალით. ერთდროულად დავიბენი,შემრცხვა და მტკიოდა.დაძაბულად გავახილე ცალი თვალი და ჩუმად გავაპარე მისკენ. დანა პირს არ უხსნიდა,მძიმედ სუნთქავდა და თითებით კეფას იზელდა. _ მაპატიე_ ძლივს ამოვილუღლუღე და ადგომას შევეცადა,მაგრამ უიღბლო,რომ იქნები ადამიანი,არ მეტკინა ეს მუხლი,ხომ არ მომიწევდა გრძელი შარვლის ჩაცმა ,მერე კი ფეხის არ გამებლანდებოდა მის ტოტში და ჩემს მსხვერპს ხელმეორედ აღარ დავენარცხებოდი.მგონი ეს ბოლო წვეთი იყო,მკლავებში ისე ჩამავლო ხელები,რომ ტკივილისაგან მოვიკრუნჩხე მაგრამ ხმის ამოღებას ,როგორ გავბედავდი,ასე გაკავებული ამზიდა და თავადაც ადგა.მის ეინ აწურული და შეშინებული განაჩენს ველოდი. _ გიჟი ხარ ადამიანო?_ხმაც კი მაშინებდა. _ მაპატიეთ_ მე გაზეპირებული მხოლოდ ერთ სიტყვას ვიმეორებდი. _ საკუთარი თავის კონტროლი ისწავლე და წინ იყურე,მეტად ნუ გადამეყრები_ მელაპარაკება თუ მიღრენს? _ ბატონო ონისე,ეს გოგონაც ჩვენი თანამშრომელია,ხვალიდან ბიბლიოთეკარად იწყებს მუშაობას,ასე,რომ ერთმანეთს ხშირად შეხვდებით_ონისესთვის ფრიად გასახარი ამბავი გადმოსძახა დირექტორმა კიბის სათავიდან. ჯერ ოდნავ მოჭუტა თვალები,მერე მსუბუქად გააქნია ხელები შემიშვა და კიბეებს სირბილით აუყვა.მაშინვე მკლავებზე დავისვი ხელი,ნამდვილად ჩამილურჯდება,რს მაკლდა სრული ბედნიერებისათვის,ჩემი ნივთები მოვკრიფე,ბატონ ნოდარს პირადობა გამოვართვი და კარისკენ წავედი. …… ღრმად ჩავისუნთქე და დარბაზის კარს ძლიერად ვუბიძგე.ეს ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში,ამიტომ ჩემს თავს შემოვსძახე,მხნეობას მოვუხმე,სახეზე ვეცადე სანდომიანი იერი დამტყობოდა და ოდნავ ნაძალადევი ღიმილით მივესალმე დაახლოებით 15 ბავშვს,რომლებიც ჩემი მომავალი მოსწავლეები იყვნენ.მათ წინ სკამზე მოვკსლათდი,მსუბუქად ჩავახველე და თავი წარვუდგინე. _ მე ონისე ჩადუნელი ვარ,31 წლის,მუსიკა ჩემი ჰობია და ერთადერთი ბედნიერება,ამიტომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ,იმედი მაქვს ერთმანეთს შევეწყობით და ერთმანეთისგან და ერთმანეთზე ბევრ რამეს გავიგებთ და ვისწავლით. თანხმობის ნიშნად ყველამ გამიღიმა და თავი დამიქნია,ცოტა მომეშვა და მოვდუნდი.დაახლოებით 10-დან 15 წლამდე იყვნენ,გოგონებიც და ბიჭებიც. _ მოდი ახლა თქვენ გამეცანით… _ და დაიწყეს ბავშვებმა თავიანთი სახელების წარმოთქმა,თუმცა ერთბაშად ამდენს მე ვერ დავიმახსოვრებდი,იმედია ნელნელა ყველას ვისწავლი. ჩემდა გასაკვირად მხოლოდ 2 ბავშვს არ ჰქონდა გიტარა,უმეტესობას მამის ან ბაბუის ნაქონი მოეტანა.ეს კარგი იყო,ანუ აქ უყვართ მუსიკა. პირველი მეცადინეობა,გაცნობას და უბრალოდ ხელოვნების და მუსიკის სიყვარულს და ცოდნას დავუთმეთ,თუ ვინ როგორ და რას აღიქვამდა.მათთან ურთიერთობამ შინაგანად გამანთავისუფლა,თურმე როგორ მჭირდება ასეთი ლაღი,გულწრფელი და უბოროტო ურთიერთობები,როცა მოსაუბრის თვალებში მხოლოს სიკეთეს და სიწმინდეს ხედავ.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ გადაწყვეტილების სისწორეში რაც სამი კვირის უკან მივიღე- რომ გავცლოდი ქალაქს და მათ ყველას ვისაც ვეცოდები,ვებრალები ან სულაც ვეზიზღები- ნაცნობებს,ახლობლებს და ნივთებსაც კი,რომელიც ჩემს სახლშია და ყოველწამს მახსენებდნენ რეალობას. საათზე მეტი დავყავით ერთად და შევთანხმდით,რომ მეცადინეობა კვირაში სამი დღე გვექნებოდა,მხოლოდ სწავლის დროს.ლამის ერთი საათი დირექტორის თავის და ოჯახის წებას ვუსმინე,მიკვირს ,როგორ მეყო მოთმინება ამის გასაძლებლად.როგორც იქნა გამოვაღწიე სკოლიდან და ჩემი სახლისკენ წავედი.ჩემი სახლი.უცნაურად ჟღერს,იქ,სადაც 31 წელი ვიცხოვრე სულის სიმშვიდე ვერ ვიპოვე და აწ ,სადსც მხოლოს სამი კვირაა ვარ,ფიქრებში ჩემი ვუწოდე და იქ ყოფნა მსიამოვნებს. მზე ჯერ კიდევ აცხუნებდა,სათვალე ამოვიღე გულის ჯიბიდან და გზა განვაგრძე.ფიქრებში გადაკარგულმა ცოტა ხანში ჩემი შარიანი მეზობელი ხატია შევნიშნე.ეტყობა მაღაზიაში იყო,ორივე ხელში სავსე პარკები ეჭირა,საკმაოდ მძიმე,თან კოჭლობით მიდიოდა,აშკარად ფეხი ტკივა.აბა რა იქნება იმდენჯერ დაეცა.ღირსი იყო ჩამევლო გვერდი და წავსულიყავი,მაგრამ დედის სიტყვები სულ მახსოვს ხოლმე_” არადოსეს დაივიწო,რომ შენ მამაკაცი ხარ,ყოველთივ და ყველგან” ფეხს მოვუჩქარე,წამოვეწიე და უფრო მძიმე პარკი,რომელიც იყო იმას დავწვდი,მოულოდნელობისაგან ადგილზე შეხტა და შეიკივლა. _ მოგეხმარები_ მინდოდა ეს სიტუვა ბუნებრივად გამომსლოდა მაგრამ არა. _ არა,თავად წავიღებ_ პარკი მის მხარეს გაქაჩა,მაგრამ არ დავანებე,ისიც და მეორეც მე დავიკავე და გვერდით ამოვუდექი.ცოტა ხანს უხმოდ ვიარეთ,არ მიმიხედავს ,მაგრამ ვგრძნობდი,როგორ მაკვირდებიდა,რისი დანახვა ან ამოკითხვა სურდა ,მაგრამ ისე მიყურებდა,როგორც ამოუცნობს. _ მგონი გაშინებ_ შევდექი და მისკენ მივბრუნდი. _ ძალიან_ გამითანაბრდა. _ სამწუხაროა_ ვთქვი და გზა განვაგრძე,ერთდროულად გული დამწყდა მის დამოკიდებულებაზე და თან გამეღიმა,თუმცა მხოლოდ შიგნით,სადღაც ღრმად.ის არ იყო პირველი ვისაც ეშინოდა ჩემი. _ აქ რამ მოგიყვანა?_ აშკარად ცნობისმოყვარეა. _ სად აქ?_ ისევ შევდექი. _ რაჭაში ,აქ ,ამ სოფელში. _ მინდა ბავშვებს გიტარაზე დაკვრა ვასწავლო. _ და მაინცდამაინც აქ? _ კი. _ რაღაცას მალავ _ თვალები მსუბუქად მოჭუტა და გამომხედა. _ გამომიჭირე. _ ნუთუ? _ ბანკი გავძარცვე და აქ ვიმალები. _ დამცინი?კარგი არ გინდა თქვა და არ ჩაგეძიები _ და შენ რამ მოგიყვანა აქ? _ ბებოს ვუვლი. _ მარტო თქვენ ხართ სახლში? _ რატომ კითხულობ?_ მგონი შევაშინე კიდევ. _ იმ ინტესივობით თუ გააგრძელე მიწაზე დანარცხება,რაც ამ ორ დღეში,მეეჭვება ბებიაშენის მოვლა შეძლო,ვფიქრობ მესამეც გჭირდებათ,რომ იმან შენ, შენ კი ბებოს მოუარო. _ ვგიჟდები უკბილო ხუმრობებზე_ ირონიულად გამომხედა.როგორ შეეძლო წამის მეასედში ამდენი ემოცია გამოეხატა მის თვალებს და სახეს. სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია,ის წინ მიაბიჯებდა,კოჭლობით მაგრამ ამაყად და თავაწეული,ერთი ორჯერ ფეხი გადაუბრუნდა მაგრამ არ შეიმჩნია,ისევ გასწორდა და გზა განაგრძო. სახიდან ღიმილი აღარ მშორდებოდა მას,რომ ვუყურებდი,როგორი ბავშვური და დაბნეული იყო. თამრო ბებოს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა,მეც.საღამოსთვის ვახშამზეც დამპატიჟა.მის შვილიშვილს დიდად არ ეპიტნავა ეს ამბავი და სიმართლე ვთქვა არც მე,განა იმიტომ ,ტომ ამ ხალხში იყო პრობლემა? არამედ იმიტომ,რომ მე არ მინდოდა ვინმეს ყურადღება და პატივისცემის დამსახურება.მაგრამ,თამროს ხათრს ვერ გავუტეხდი და მიუხედავად ხატიას გაბრაზებისა დავთანხმდი. _ შვილო სტუმარი მიაცილე ჭიშკრამდე_ დაარიბა შვილიშვილი,ისიც უხალისოდ მაგრამ მორჩილად გამომყვა. _ აღარასოდეს ჩაიცვა ქუსლიანები_ ხმადაბლა გადავულაპარაკე და ჭიშკრიდან გავედი. _ უჟმური_ მომაძახა და ჩქარი ნაბიჯებით სახლში შევიდა. …… სასწრაფოდ დავწვდი ტელეფონს და ელენეს დავურეკე.ჰაერივით მჭირდებოდა მასთან ლაპარაკი,ყველაფრის მოყოლა და დაცლა. ჯერ ბევრი იცინა ჩემს კისრისტეხვაზე,მერე ჩემს,მეტიჩრობებზე და ბოლოს გამომიცხადა,რომ ერთი სული ჰქონდა,როდის ჩამოვიდოდა და თავად გაიცნობდა ონისეს. ჩემებსაც ველაპარაკე,მაგრამ ჩემს თავგადასავლებზე სიტუვაც არ დამიძრავს,არც მათთან და არხ თამროსთან. ვახშამი მოვამზადე,გუფთა,მაიონეზიანი სალათა და ღვეზელი ქიშმიშით.სუფრაც სამ ადამიანზე გავამზადე,ბებოს ხანდანხან სკამზე ვსვამდი ხოლმე.არ ვიცი რატომ,მაგრამ სარკეს,რომ ჩავუარე საკუთარი თავი შევათვალიერე. _უნდა გამოვიცვალო_ ჩავილაპარაკე და ჩემს ოთახში შევედი. თხელი ზურმუხტისფერი სარაფანი ჩავიცვი,თმა კეფაზე შევიკარი და ნაწილი წინ ჩამოვიყარე,მსუბუქად გადავისვი წითელი პომადა და ტუში._ასე უკეთესია_ კმაყოფილმა ჩავილაპარაკე სარკესთან და მისაღებში დავბრუნდი. თამრო საწოლზე წამომჯდარიყო. _ ხატი მიდი ბებო მარწყვის კომპოტი გამოიტანე. მოვიტანე და გავხსენი თუ არა საშინლად მძიმე სუნი ამოვარდა. _ უფ გაფიჭებულა ეს ბებიკო_ დავიჭყანე. _ მაშინ სხვა გამოიტანე და ეგ ეზოში გადაასხი,დილამდე ქათმები აკენკავენ. დავუჯერე.უკვე ბნელოდა,სახლის კარი გამოვაღე,ორი ნაბიჯი გადავდგი და ქილიდან მასა ეზოსკენ გადავასხი. _ უხ ამის დედა….. მაშინვე მოწვდა ჩემს ყურს ონისეს გაბრაზებული ხმა და მივხვდი,რაც გავაკეთე,მორჩა ახლა სიკვდილს ვერ ავცდები. იქვე კუთხეში მივდგი ქილა და მასთან მივიჭერი.თითებით ვცდილობდი მის პერანგზე მიწებებული მარწყვების მოცილებას და დაბნეული ვბუტბუტებდი. _ ეს ბოლოა,აღარ განმეორდება,მაპატიე. _ მპირდები?_ მშვიდად მიპასუხა და გაუნძრევლად იდგა,მგონი სიამოვნებდა კიდეც ჩემი ასეთი მზურველობა. მისმა უჩვეულო რეაქციამ დამაბნია.მეგონა დაიქუხებდა,მკლავებში ჩამაფრინდებოდა და ძლიერად შემარყევდა.მაგრამ მსგავსი არაფერი.მგონი ეღიმება კიდეც. _ მეტს აღარ ვიზამ_ ისე ვლაპარაკობ,როგორც ორი წლის ბავშვი,თვალებში შეშინებული ვუყურებ და თითებით მონოტორულად ისევ ვუწმენდ პერანგს. _ თუ ასეა გპატიობ,ახლა კი წავალ გამოვიცვლი და ისევ მოვბრუნდები_ თქვა და უკან გაბრუნდა.ადგილს მივეყინე.რა იყო ახლა ეს? ბებიას ხმამ გამომაფხიზლა. _ რა მოხდა ხატია,ვის ელაპარაკები? _ არაფერი ბები,ტელეფონზე ვლაპარაკობ_ არ გავუმხილე ,თორემ,ის საყვედური რაც ონისემ დამაკლო თამრო შეავსებდა. კომშის კომპოტი გამოვიტანე,სანამ აივანი გადავგავი ონისეც მობრუნდა,სუფთა და გამოცვლილი.ხელში ბოთლით ღვინო ეჭირა,ეტიკეტებიც სცოდნია.ჩამოვართვი. პერანგი იდაყვებამდე აეკეცა,მკერდზე პერანგის ღილები ოდნავ ჩაეხსნა,შავს ჯინსსა და განიერ ქამარში მისი სილუეტი კიდევ უფრო მკვეთრად ჩანდა.პირველად არ მეყო ჰაერი მისი დანახვისას.სასიამოვნო ტალღებმა დამიარა სხეულში.გამეღიმა და კარი ფართოდ გავაღე,რომ შემოსულიყო.სიარულის განსხვავებული მანერა ჰქონდა,მძიმე,თავდაჯერებული დ მხრებში გამართული. უნდა ვაღიარო ,რომ კარგი კულინარი ვარ,არა უფრო სწორად საუკეთესო.მაბედნიერებს,როცა სხვების სახეზე კმაყოფილ იერს ვამჩნევ და ჩემი კულინარიული მოწოდებები უფრო.მაღალი საფეხურისაკენ მიიწევენ.ბებომ და ონისემ მალევე გამონახეს საერთო ენა. _ რამდენი წლისა ხარ შვილო_ ბებიას თან დაკითხვას უწყობდა და თან სალათს კიდევ უმატებდა თეფშზე მიუხედავად იმისა,რომ ორი პორცია უკვე “ აჭამა”. _ 31_ ნაძალადევი ღიმილით გადაუხადს მადლობა,აშკარად სტომაქში აღარ ეტეოდა ამდენი და უარის თქმაც სცხვენოდა.ვიფიქრე გადამერჩინა,მაგრამ არა მშვენიერი სანახაობა იყო. _ სადაური ხარ? _ თბილისელი. _ ოჯახი გყავს? _ არ ვარ დაოჯახებული. _ მშობლები,დედმამისშვილები? _ კი მყავს_ ყბებს ძლიერად აჭერს ერთმანეთს და ,რაღაც არაბუნებრივად იღიმის,სუნთქვაც კი გაუხშირდა. _ კარგი ბებო,რა დაკითხვა მოუწყვე,ამდრენსაც ნუ აძალებ_ ხელიდან გამოვგლიჯე თეფში,რომ მორიგი სალათის ულუფა ძალით არ გადაეღო მისთვის. _ როგორ მოგეონს აქაურობა? _ ვეცადე თემა შემეცვალა. _ კარგია,სიწყნარეა,სიმწვანე. _ მართალი ხარ,ამიტომ მიყვარს ჩემი რაჭა,იცი ზამთარშიც ულამაზესია აქაურობა. _ იმედი მაქვს წელს დიდი თოვლი იქნება ,ნათქვამს ნანახი სჯობს._ ზრდილობიანად დამიკრა თავი.თითქოს იღიმის ,თუმცა ტუჩებს არასოდეს აშორებს ერთმანეთს. _ ანუ დიდი ხნით რჩებით აქ. _ მომდევნო ზაფხულამდე მაინც. _ მშვენიერია,მე გაზაფხულამდე,სანამ ბიძა არ ჩამოვა. წამით ყველა გავჩუმდით სალაპარაკო თემა ამოგვეწურა.მერე სუფრა ავალაგე,ონისეც მომეხმარა,მიუხედავად ჩემი უარისა არ მომეშვა,თუმცა უნდა ვაღიარო სასიამოვნო იყო ასეთი მზრუნველობა.რაღაც ჩავიციკლე ამ საღამოს ამ ბიჭზე,მისი ყველაფერი მხიბლავს.მერე ბებომ ტრადიციულად,როგორც ყველა სტუმართან საოჯახო ალბომი გამოიტანა და მთელი გენეოლოგია გააცნო ჯერ მისი მხრიდან და მერრ აწ განსვენებული პოლიკარტე ბაბუის მხრიდან.აი ჯერი ჩემი პატარაობის ფოტოებზე ,რომ მიდგა გული გადამიქანდა,დიდი იმედი მქონდა დღის სინათლეს არ იხილავდა ჩემი სურათი,სადაც 3 თვის საყვარელი ბაია ვწევარ საწოლზე დედიშობილა,მაგრამ შევცდი. _ ეს კი პატარა ხატიაა_ სიამაყით გაუწოდა ფოტო,მე კი ლამის ისე მოვიგრიხე სირცხვილისაგან,რომ სკამის ქვეშ შევძვერი.უხერხული სიტუაცია არ შეიმჩნია ონისემ და უხმოდ გადადო მეტად საინტერესო ფოტო გვერდით.ნუ მერე მოყვა_ ხატია საქანელაზე,ხატია ხეზე,ხატია მდინარეში,სკოლაში და ა.შ.აფერუმ ვაჟკაცო შენს მოთმინებას.მე უკვრ ცალხელზე ჩამოყრდნობილი ვქანაობდი მოწყენილობისაგან,ის კი ისევ იგივე შემართებით უღიმოდა ფა ყურადღებით ათვალიერებდა მოტიგ მიწოდებულ ფოტოებს. 11 საათი იყო,რომ წასასვლელად წამოდგა. _ მადლობა სასიამოვნო საღამოსათვის_ ბებოს ხელი ჩამოართვა. _ გაამოს შვილო_ აშკარად მოიხიბლა_ გააცილე სტუმარი_ ახლა მე მომიბრუნდა. გზა დამითმო და ხელით მანიშნა ,რომ ჯერ მე გავსულიყავი.შევიფერე და დავწინაურდი.ვგრძნობდი რამდენად ახლოს მომყვებოდა,ლამის მისი სუნთქვა მოშიშვლებულ მხრებზე მეცემოდა და ზურგი ამეწვა.შევანელე სიარული და გაუთანაბრდი. _ კარგი კულინარი ყოფილხარ_ კომპლიმენტი მითხრა? _ მადლობს_ გავუღიმე და სივრცეში გავიხედე, ჭიშკარი გამოაღო და მომიბრუნდა_ მადლობა ღმერთს,რომ იმ ფოტოში 3 თვისა ხარ,თორემ გული ვერ გაუძლებდა. პირი დავაღე პასუხის დასაბრუნებლად,მაგრამ ისე სწრაფად გამეცალა,რომ აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი.ჩემს თავზე გავბრაზდი,ადგილზე ფეხები დავაბაკუნე და სახლისკენ შევბრუნდი. …… _ არა...არა...ოღონდ ხატია არა,დაიკო,ხატია….დედა_ საკუთარმა ხმამ გამომაფხიზლა,მთლიანად ოფლისგან სველი და გათანგული ჯერ კიდევ ვკანკალებდი და სხეულს ვერ ვიმორჩილებდი.ფანჯარა ფართოდ გამოვაღე.ჰაერი არ მყოფნიდა,პირი გავაღე და ხარბად შევისუნთქე.თვალები ცრემლებისაგან დაბინდული მქონდა,მუჭებით ამოვიწმინდე,მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი,გაშლილი ხელი მივიდე და მხერებში მოვიხარე.სული ვერ უძლებდა ამ დარდს ხორცი კი...მაგრამ უჭირდა...მიჭირდა. ტუმბოზე შემოდებულ ჩემი ოჯახის ფოტოს ხელი დავავლე და გულში ჩავიხუტე.აღარ შემეძლო ამ ტკივილით ცხოვრება.უსაშველოდ მენატრებიან.მენატრება დედის ტკბილი ხმა,მამის დარიგებები და ჩემი ცელქი დაიკო.სულს მიმწარებს მათი მონატრება.რა კარგი იყო ერთკ წლის წინ,ერთად ვიყავით,ჯამრთელები,ბედნიერები და ცოცხლები. ყველაფერი მაშინ შეიცვალა,როცა ხელი ნარკოტიკული ბანდის გამოაშკარავებას მოვკიდე დაწინაურების პერსპექტივით.დამაწინაურეს,თუმცა მას შემდეგ,რაც იმ ხალხმა მშობლები და და მომიკლეს და მათი განწირული ხმა ტელეფონზე მომასმენინეს.გამწარებულმა ყველას მისი მივუზღე მაგრამ მე ასეთი არც დაწინაურება მინდოდა და არც სამსახური.სულის,გულის და ჰაერის გარეშე განა ვიარსებებდი იქ ,სადაც ჩემი სისხლი და ხორცი არსებობდა? აქ ამ სიწყნარეში და სიმშვიდეში ამოვისუნთქე. ვეღარ დავიძინებდი.დღე არამიშავდა მაგრამ ღამით კოშმარები არ მასვენებდა.თბილი და ნათელი ღამე იყო,მხოლოდ ამას შეეძლო ჩემი ჭრილობების მოშუშება. …. მეორე დღეს სამსახურში გავედი,როგორ მომნატრებია სიძველის და წიგნების სურნელი.რამოდენიმე დღეში ყველა თარო ჩემებურად მოვაწყვე.ონისეს კიბეზე შევეჩეხე რამოდენიმეჯერ.ეს იყო და ეს.ბებო უკეთ იყო,საწოლზე წამოჯდომა შეეძლო.ჩემები ტრადიციას არ ღალატობდნენ და ყოველ დილით და საღამოთი პატაკს იბარებდნენ თუ სად,როგორ და რატომ ვიყავი ან ვაკეთებდი.ელენეც თავის ამპლუაში იყო და გიგაც.ეს ბიჭი ხომ ვერ მოვიშორე.რა გაჩნდა ასეთი ხისთავიანი,რომ ვერ შევაგნებინე რას ნიშნავს არ მიყვარხარ.დღეს მგონი მეასედ დამირეკა,ლამისაა კედელს შემოვანარცხო ტელეფონი.საათს დავხედე ოთხი სრულდებოდა,ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და ბიბლიოთეკის კარიც გამოვიხურე.დერეფანში ონისეს შევეჩეხე,ეს ბიჭი მომხიბვლელიც იყო და საშიშიც. _ სახლისკენ მეზობელო?_ გამიღიმა და ხელი ჩამომართვა. _ კი. _ მაშინ ერთად წავიდეთ. _ რატომაც არა_შენობიდან გამოვედით_ როგორ მიდის სწავლის საქმე? _ მშვენივრად,მონდომებულები არიან..შენ იცი გიტარაზე დაკვრა? _ არაა _ შემიძლია გასწავლო _ ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე_ რატომაც არა,მშვენიერი იდეაა. _ ხატიააა_ შორიდან შემომესმა ჩემი სახელი და ხმის მიმართულებით გავიხედე,კინაღამ გულმა დამარტყა,გიგა იყო.აქაც კი ჩამომაკითხა.არანორმალულია მგონი. _ ვაიმე მიშველე ონისე_ ამოვიკვნესე და მის მკლავს მოვებღაუჭე.ის კი გაოცებული ხან მე მიყურებდა ,ხან კი ჩვენსკენ მომავალ მომღიმარ გიგას. _ გამარჯობა ხატია_ მისი ინიციატივა ,რომ გადავეკოცნე დავაიგნორე და ონისეს უფრო მჭიდროდ ავეკარი. _ გაგიმარჯოს. _ გამარჯობა მეგობარო_ ონისემ ზრდილობის ნიშნად ხელი გაუწოდა და მიესალმა. _ გაგიმარჯოს ძმაო...ნათესავი ხართ? _ არა,ჩემი საქმროა_ წამოვაყრანტალე და ონისეს ისე მაგრამ მოვუჭირე თითები,რომ ყრუდ ამოიგმინა და შემომხედა,მაგრამ ახლა სიკვდილი მერჩივნა მისი თვალების დანახვის,გიგას გაოცებულ სახეს თვალს არ ვაშორებდი. -საქმრო?-მის ხმაში აშკარად გამოიკვეთა იმედგაცრუებაც და გაკვირვებაც-ეს როგორ გავიგო?-ხმა შეეცალა, მხრებში გაიშალა მეტად და წარბები კუშტად შეკრა. -როგორც არის-მხრები გულბრყვილოდ ავიჩეჩე და ვეცადე მშვიდად მომღიმარი სახე დამეყენებინა,არადა ვგრძნობდი ჩემზე ერთი თავით მაღალი ონისე,როგორ მბურღავდა იმ თვალებით,რომლითაც ასე დაჟინებით დამცქეროდნენ ზემოდან.მე კი განგებ არ ვიხედებოდი მისი მიმართულებით,ისევ გიგას ვუღიმოდი,ზედმეტადაც კი. -და როდის მოასწარი?შენებმა იციან?ერთი თვეც არაა ,რაც აქ წამოხვედი და ასე მალე?-უფრო თავის თავს ელაპარაკებოდა ვიდრე მე,მერე ონისეს მიუბრუნდა-დიდი ხანია? -ხანი?-მაშინვე შევამჩნიე მის ხმას შეფარული ღიმილი-დაახლოებით...... -2 კვირაა-სიტყვის დამთავრდება არ ვაცადე და მე ვუპასუხე. -მოულოდნელი სიახლეა,თუმცა მგონი შენგან არ უნდა მიკვირდეს-მსუბუქად ამოიოხრა,შარვლის ჯობეებში ხელები ჩაიტენა ,მხრებში აიწურა და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა-კარგი ბედნიერებას გისურვებთ-თქვა და გაგვეცალა.აი ახლა კი ტყავის გაძრობა არ ამცდება. -რას ნიშვანს ეს ყველაფერი?-თქვა?არა დაიგრიალა,ოღონდ მხოლოდ ჩემს გასაგონად,თავს არაფრით ვწევდი მაღლა თვალებში შეხედვა მრცხვენოდა-ხატია გისმენ. -გიგა ჩემი ძველი ნაცნობია,წლებია ვუყვარვარ,მე არა,ვერა და ვერ მოვიშორე,არ მეგონა აქაც თუ ჩამომაკითხავდა,დავიბენი მოულოდნელობისაგან და პირველი ,რაც ენაზე მომადგა ის წამოვაყრანტალე,რომ მისგან თავი დამეხსნა-თავდახრილი ვლუღლუღებდი და თითებს ვაწვალებდი. -ნეტა რატომ არ მიკვირს შენგან ეს ყველაფერი-ხელები განზე გაშალა და შეირხა-და ახლა,რა ვქნათ?შენებს ,რომ უთხრან? -ჩემებს?-ეს ახალი სადარდებელი დამემატა,ოხ ჩაკვდი ხატია ,ჩაკვდი,რა ჩერჩეტი ვარ-და ჩემებთან რა ხელი აქვს?რატომ უნდა დარეკოს? -იმედი ვიქონიოთ-ტქვა თუ არა ჩემი ტეელფონი აწკრიალდა,დავხედე ,ელენე იყო. -ჰო ელო-ვეცადე,რაც შეიძლება მშვიდი და ლაღი ხმა მქონოდა. -მოგკლავ,დაგასამარებ,დრესვე მანდ მოვდივარ-ბოლო ხმაზე კიოდა. -რა ხდება ?რა გჭირს?-გული გადამიქანდა. -გიგამ დამირეკა ახლა და შენი ნიშნობა მომილოცა-ვგრძნობდი,როგორ გაიბადრა ყურებამდე,აი მე კი გავთავდი,სუნთქვა შემეკრა ,მითუმეტეს ,რომ დავინახე როგორ გაოცებული შემომხედა ონისემ,როცა ჩემი გაფითრებული სახე დაინახა,ტუჩის მოძრაობით მკითხა-გაიგო?მე დანაშაულზე წასწრებულმა უნიათოდ დავუქნიე თავი,გაეღიმა,ოდნავ ,მაგრამ შევამჩნიე,გამიკვირდა,მეტი არაფერი მითხრა,ისევ ელენე გამახსენდა ,პირი გავაღე,პასუხის დასაბრუნებლად მაგრამ ერთი ჩამძახა დრესვე მოვდივარო და გამითიშა. -გამითიშა-ტელეფონი ეკრანის მხრიდან მისკენ მივაბრუნე და სატირლად მოვემზადე. -რა გითხრა?-აშკარად ეღიმება,მგონი დამცინის და სიტუაცია უკვე ართობს,უფრო მეშლება ჩემს თავზე ნერვები და მინდა ვიკივლო. -დღეს მოდის,იმედია ჩემებისთვის არ დაურეკავს-გამაკანკალა. -მგონი დასაწუნი არ ვარ. -დამცინი?-მისი სიტყვები ჩემი ნერვების პიკი იყო,ლამის ყელში ვწვდი. -არა რატომ?შენი სურვილით ხდება ყველაფერი,მე გემორჩილები-მხარზე ხელი მომხვიდა და სახლისკენ შემაბრუნა ,რომ გზას გავდგომოდით.მაშინვე მოვიცილე მისი ხელი . -აშკარად დამცინი,როდიდან გახდი ასეთი დამთმობი და მშვიდი? -ვსწავლობ-კმაყოფილი იერით მიაბიჯებდა და შიგადაშიგ ღიღინებდა. -ჩამოვა ელენე და ვეტყვი,რომ ვიცრუე-გაბრაზებულმა ტუჩები მოვკუმე და თვალები დამიწვრილდა,მერე ისევ მისკენ შევბრუნდი-მაგიჟებს ასეთი კმაყოფილი სახე,რომ გაქ,ნუ ღიღინებ თორე ...თორე...-ვერ მოვიფიქრე რა შემეძლო გამეკეთებინა თორე რა?-წარბები მაღლა აზიდა-რა უნდა დამმართო ისეთი,რაც ჯერ არ გაგიკეთებია ჩემთვის? -დაგახრჩობ-მოვიფიქრე -კოცნით?-შედგა და გამიღიმა. -თოკით-მივახალე და წინ გავასწარი.თავში აურზაური მქონდა,ყველაზე და ყველაფერზე მეფიქებოდა,როგორ ვარ ასეთი ხათაბალა,ასეთი დაუდევარი,როდის უნდა ვისწავლო ჭკუა.ჩემებმა,რომ გაიგონ,ბებომ,ის მაინც ვიცოდე ვინაა და რას წარმოადგენს,ქაოსში ვიყავი. ჩემს ჭიშკართან ისე მივედით,რომ ხმა არცერთ აღარ ამოგვიღია,ბრაზით გამოვაღე კარი,მიხურვას ვაპირებდი,რომ ონისემ გააკავა და წინ წამოდგა. -კარგი გავიცინეთ,ვიხუმრეთ,გვეყო-როგორც შენ გსურს ისე იყოს ყველაფერი,უბრალოდ გაგეხუმრე,ჩამოვა შენი მეგობარი და დაელაპარაკე თუ გინდა მეც გადმოვა და დაველაპარაკები,დავადასტურებ,რომ ეს ყველაფერი გიგას მოსაშორებლად გავაკეთეთ,არ იდარდო-საოცარი სითბო ჩასდგომოდა თვალებში,მხარზე მსუბუქად ჩამომისვა ხელი და გამიღიმა,თბილმა ტალღებმა დამიარეს მის შეხებაზე,საშნლად მესიამოვნა.უხმოდ დავუკარი თავი თნხმობის ნიშნად და სახლში ჩქარი ნაბიჯით შევედი. ............. დავიფიცებ ჩემი სიცოცხლის 31 წლის მანძილზე ასეთი ქარიშხალი ადამიანი არასოდეს შემხვედრია,ქარიშხალი კი არა ბუნების საოცარი მოვლენაა,ყველა მძაფრი ემოცია თუ განცდა ამ ქალშია თავმოყრილი,შეუძლებელია მის გვერდით მშვიდად იყოს ვინმე.ან თავად,როგორ იტევს ამდენ ემოციას და გრძნობას. გაცნობის დღიდან ვგრძნობ,რომ როგორც უდაბნოს ქვიშას გრიგალი ასე ურევს ,აადგილებს და აფორიაქებს ჩემს ცხოვრებას და სულს მისი გამოჩენა.საბედისწერო ქალია,მოულოდნელობებით სავსე.მიზიდავს,მატყვევებს,მბოჭავს. დღეს ბევრი საქმე მაქვს,ბავშვები ლაშქრობაზე დავპატიჟე,თან გავიცნობთ ერთმანეთს უკეთ და თან გავერთობით.ღამე,კოცონი,გიტარა,ცხელი ჩაი და ყავა.ორ დღეში შაბათია და სოფელთან ახლოს ტყეში უნდა წავიდეთ. მოსაღამოვდა.ოთახიც მივალაგე,შხაპიც მივიღე,მეორე დღის მასალაც მოვამზადე,ნორა ბებოს თონისათვის შეშაც დავუპე და ეზოში ვისვენებდი,მეზობლის ბაღიდან ჩხუბის ხმა ,რომ შემომესმა.მივაყურადე,რათქმაუნდაა.... ხატია ბობოქრობდა.გადარეული,გამეღიმა ფეხზე წამოვდექი და მისკენ ავიღე გეზი,ღობეს გადავახტი,რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით მეტად ვარჩევდი მის სიტყვებს. -ჯანდაბა,ჯანდაბა-რაღა ახლა დაეტახე ჯეკა ამ კიბეს,როგორ ჩამოვიდე ახლა-წუწუნებდა და ვაშლის ტოტზე ცქმუტავდა. -ჩამოხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი ხარ ეგ როგორ გეძნელება მიკვირს-ხელები ერთმანეთზე გადავიჭდე და მეორე ხეს ზურგით მივეყუდე. -რადგან კიდევ დადიხარ და ლაპარაკობს ე.ი. კარგად არ დაგცემივარ,ვწუხვარ-ტუჩები გაბუსხა ჩვეულებრისამებრ და ხეს მოებღაუჭა. -რა გინდა მანდ? -მარწყვს ვკრიფავ-გაბრაზდა და ენა გამოყო-რას უნდა ვაკეთებდე ვაშლის ხეზე გენიოსო?ხომ ხედავ კიბეა წაქცეული,მოადგი ისევ ხეს და ჩამოვალ. -ნუ მბრძანებლობ-ხეს არ ვშორდებოდი. -კარგი-ღრმად ჩაისუნთქა-ონისე იქნებ კიდე მოადგა ხეს,რომ ჩამოვიდე-აშკარად სიბრაზე კბილებით უჭირასვდა ეს საოცრად მომწონს. - მთხოვე თბილად და მოკრძალებით და შევასრულებ ისე არა. -კიდევ რა გსურთ ბატონო ონისე?მადლიერების ნიშნად ხომ არ გეამბოროთ ხელზე?-როგორ შეეძლო ამ გოგოს ასეთი ცეცხლოვანი და ნათელი თვალები ჰქონოდა ასეთ დროსაც კი. -ხელზე არა მაგრამ ტუჩებზე არ ვიტყოდი უარს-ხეს მოვშორდი და ოდნავ მისკენ მივიწიე. -ხომ ხედავ აი ამას?-კაუჭზე ჩამოკიდებული ვედრო მანიშნა-თავს გაგიტეხავ,თქვა და გადმოსახტომად მოემზადა,საკმაოდ მაღლა იყო,ისკუპა ,მეც მისკენ მივიწიე,ხელები შევაშველე,ეგრევე მკლავებში ჩამიხტა,მაგრამ ძალა და სიმაღლე ვერ მოვზომე და ზურგზე გადავარდი,ხატიაც მკერდზე მაგრად აკრული თან გავიყოლე,საშინლად მეტკინა ხერხემალი,ყრუდ ამოვიგმინე,ქალის სურნელოვანი თმები სახეზე მომეფინა,იასამნის სუნი ადიოდა,ჩწემდა უნებურად დამეხუჭა თვალები,ვიგრძენი იმდენად ახლოს იყო ჩემთან,რომ ყელზე მისი სუნთქვა მეცემოდა,გამაჟრჟოლა,მკლავზე გადავიწვინე და გვერდიტ გადავაგორე მსუბუქად,რომ წამოვმდგარიყავი,ისიც თმებს უკან იყრიდა სახიდან,ეს ყველაფერი წამებში მოხდა მაგრამ ჩემთვის შენელებული კადრივით იყო,იდაყვზე დაყრდნობილი ნახევრად მისკენ შებრუნებულმა,ვეცადე მეც მომეცილებინა მისი სახიდან კუკულები და მსუბუქად გადავუსვი აწითლებულ ლოყებზე თითები. -აქ რა ხდება?-ზურგს უკან გოგონას სიცილნარევი ხმა შემომესმა და წამის მეასედში მივაბრუნეთ ორივემ თავი მისკენ. -ელენე-დაბნეულად ამოილუღლუღა ხატიამ და შარვლის ფერთხვით წამოდგა,მეც ავდექი-როგორ გამიხარდა,მოდი გაკოცო-მისკენ გაექანა და მეგობარი მთელი ძალით ჩაიკრა გულში,მანაც ძლიერად შემოხვია მკლავები. -თქვენ დროს არ კარგავთ ხომ-მოშორდა თუ არა გაეღიმა ჯერ ხატიას შეხედა მერე კი ჩემზე გადმოიტანა მზერა. -არა,რას ამბობ ელე-იუარა და მუდარის თვალებით გამომხედა,რომ მისი სიტყვები დამედასტურებინა. -კარგი ახლა,არ გინდათ ის გაცვეთილი ფრაზა-„ეს ,ის არ არის ,რაც შენ გგონია“-სიცილით ჩაიკრა გულში მეგობარი.ხატია აშკარად უხერხულ მდგომარეობაში იყო,შველას მთხოვდა მისი ლამაზი თვალები. -ცუდ დროს მოგვისწარი-სიტყვები თავისით ამომიფრინდა პირიდან.იმ წამს ,იმ მომენტში საშინლად მომინდა და ვიგრძენი რომ მსურდა ვყოფილიყავი ხატიას საქმრო,მართლა მომინდა ერთნი ვყოფილიყავით,თითქოს იმ წამს ელენე ჩემს წილ ჩახუტებას მპარავდა,იმას,რაც მეკუთვნოდა.არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები.მხოლოდ ერთი ,რამ ამოვიკითე-იმედგაცრუება-მაგრამ შევიცვალე,ახალი მიზანი და სურვილი გამიჩნდა,არ ვნანობდი,წამითაც არ ვნანობდი ნათქვამს და არასოდეს ვინანებ.მე ეს მინდოდა,მთელი გულით და არსებით. -ქორწილამდე აკძალულია,ჩვენი ტრადიციები დაგავიწყდა?-ელენე აშკარდ აზარტში შევიდა და ის ეთი რამეები წარმოიდგინა,რაც არც იყო და არც იგეგმებოდა,ხატიას გავხედე,რაღაცას დუდღუნებდა მისთვის ჩუმად,თვალები ეშმაკურად დაეწვრილებინა,სახე აჭარხალებოდა,ისეთი საყვარელი და მიმზიდველი იყო ახლა.ვიგრძენი ყველა მისი სიტყვა მე მეკუთვნოდა,ვერ ვგებულობდი რას ამბობდა მაგრამ ვგრძნობდი ჩემთვის იყო.მეგობარს ხელკავი გამოსდო,მეორე ხელში ვედრო დაიჭირა და სახლისკე შებრუნდა.მე არ გავნძრეულვარ,არც წასვლა მინდოდა არც აქ დგომა. -რას დგახარ,წამოდი სიძევ-ელენემ ისე მომაძახა არ შემობრუნებულა. -არა გმადლობთ,სახლში წავალ-ვიცოდი ხატია მომკლავდა. -არავითარ შემტხვევაში-მეგობარს ხელი გაუშვა და ახლა მე ჩამეჭიდა მკლავზე,მისკენ მიბიძგა.მეც დავყევი.დავინახე,როგორ ამოიოხრა ხატიამ და უკან მოუხედავად შევარდა სახლში. თამროს საბედნიეროდ მეორე ოთახში ეძინა.ელენეს მისი ოთახი აჩვენა,რომ მოთავსებულიყო ,თავად კი სამზარეულოში გავიდა,რომ ვახშამი გაემზადებინა.აშკარად გულმოსული იყო ჩემზე,მაიგნორებდა.უკან გავყევი. -რატომ არ თქვი სიმართლე?-გაიგონა თუ არა ჩემი ფეხის ხმა მაშინვე შემობრუნდა.თვალები ცრემლიანი ჰქონდა,პირველად დავინახე მის თვალებში სევდა,მეტკინა,საშინლად მეტკინა.კიდევ ვატკინე სხვას,ჩემი მიზეზით ის ცუდად იყო. -მაპატიე-კედელს მივეყუდე. -ამ ყველაფერს ,რა ეშველება?-ხელები უმისამართოდ გაიქნია-ეს შენი სამაგიეროა?დამცინი? -არა,ეს როგორ იფიქრე? -აბა რატომ არ თქვი სიმართლე ხომ შემპიდი?ხომ შემპირდი,რომ მხარში დამიდგებოდი?რატომ მიღალატე?-სული ამეწვა,ამ სიტყვებდა ჩემი ოჯახი გამახსენდა,მათაც შევპირდი,მათაც ბევრი,რამ შევპირდი,მაგრამ არ შევასრულე,ვერ შევასრულე,ვურალატე,მოვკალი,ახლა კი ამდენი ხნის მერე ისევ ვისმენდი ამ სიტყვებს,ისევ ჩავიჭერი,მთელი სხეული დამეჭიმა,სიბრაზე სახეზე ისე მომაწვა,რომ კანი ამეწვა,შინაგანად ვკანკალებდი,მე პასუხი არ მქონდა მის კითვაზე,ან მქონდა და ვერ ვხსნიდი,არ ვიცი. -ვწუხვარ-ძლივს ვთქვი ერთი სიტყვა და ოთახი დავტოვე,სასწრაფოდ გამოვიხურე მისი სახლის კარი გარეთ გამოვვარდი.ვიგრძენი,მესოდა ჩემს უკან როგორ მორბოდა ხატია მაგრამ გაჩეება არ შემეძლო,ვიცოდი უკვე თავს ვერ მოვერეოდი და კიდევ ერთ სისულელეს ჩავიდენდი.ეს ქალი ჩემს სულში ძრებოდა,იქ ,სადაც არავის ყოფნა აღრ მინდოდა,მაგრამ მეც ვიყავი დამნაშავე,მე ვითხოვდი ამას,მე ..... -შეჩერდი-მკლავში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმაბრუნა-რა გჭირს?ვერ გცნობ? -ავირიე-ვეცადე მშვიდად მეთქვა. -რატომ მოიქეცი ასე?გინდა,რომ დამამცირო? -არა -აბა სახელი გამიტეხო? -ხატია -აბა სულელი გგონივარ? -გეყოფა-მკლავებში ჩავაფრინდი ორივე ხელებით,ჩემსკენ მოვიზიდე მთელი სხეულით და ნერვიულობისაგან აცახცახებულ მის სავსე ტუჩებს დავეკონე,ვიგრძენი,როგორ შეკრთა და უკან გაიქაჩა,მაგრამ მე უკვე ის აღარ მემეტებოდა გააშვებად,მოვკვდებოდი და ვერ მოვიცილებდი,უფრო ძ₾იერ მივიკარი მკერდზე,ისე მომთხოვნად ვკოცნიდი ამოსუნთქვის აშუალებაც კი არარ ჰქონდა.მთელი სხეული მიკანკალებდა,იმდენად ძლიერი იყო მისგან წამოსული სითბო და სიამოვნება,რომ გული მკერდში არრ ეტეობდა,მთელი სხეული გამითბა,თვეების გაყინულმა სულმა და გულმ ა ლღობა დაიწყო.მსუბუქად მოვაცილე მის ბაგეს ჩემი ტუჩები,ისე ისევ გაოცებული,სუნთქვა აჩქარებული იდგა და ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიეებინა მომხდარი. -აი ამიტომ-ვთქვი და უკან მოუხედავად გავვადი ეზოდან. არ ვიცი რა მეტაკა,რატომ გავაკეთე ეს,მაგრამ არ ვნანობ,ისევ იმას გავივლიდი,ისევ ასე მოვიქცეოდი,შევდექი სახეზე გაყინული თითები დავისვი,გამეღიმა,მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვყოფილვარ არ მომკვდარვარ,ჩემში ისევ არესებობენ გრძნობები. ხატია....ის ქარიშხალია ,ჩემს უდაბნოში.მე ის ჰაერივით მჭირდება,ვგრძნობ,რომ მჭირდება,მხოლოდ მას შეუძლია იქ დამაბრუნოს ,საიდანაც დავიკარგე,მხოლოდ მას შეუძ₾ია სიცოცხლის სუნთქვა ჩამბეროს.მე ის მჭირდება,ვგრძნობ,მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობ სიცოცხლეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.