შევსებული არსებობა 5,6,7,8
სალომეს უცებ დაუარა უცნაურმა შეგრძნებამ ყელიდან მუცელში..ყურები დაუგუბდა.. ანუ ალექსანდრე იყო იქ, მან გადაუხადა..კი მაგრამ რატომ არ გამოეცნაურა? რა ქნას ეხლა..მადლობა გადაუხადოს?არა ასე ვერ გადაუხდის..ოდესმე თუ ჩამოვარდება ლაპარაკი ამაზე მაშინ ეტყვის..მიიღო გადაწყვეტილება და ეხლაღა მივიდა გენერალური დირექტორის მონოლოგი მის ყურამდე. ალექსანდრე ჩვეულებისამებრ დინჯად და მკვეთრად საუბრობდა.. _ ამის გამო კომპანიაში შემოსავლები საგრძნობლად მოიმატებს..წინსვლები უკვე არის, მაგრამ მათი ინვესტიცია საგრძნობლად გაგვზრდის.. გარდა ამისა მათ რამოდენიმე საჭრელი დანა და საბეჭდი პლოტერი გამოგვიგზავნეს,ეს დიდი შეღავათია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხელფასების ზრდაც იგეგმება და გაცილებით დიდი პრემიებიც. – ირგვლივ სასიხარულო შეძახილები გაისმა _ დავპატიჟოთ საქართველოში..ხომ უნდა ნახონ სად ჩადეს ინვესტიცია? დავაჭიდოთ მათებურ ფლამენკოს ხალხური ცეკვა.. – ალექსანდრეს გაეღიმა..თურმე იღიმება, როგორ შეეცვალა სახე..შუბლი გაებადრა..თითქოს სხვა ადამიანად იქცა.როგორც ცვლის ღიმილი ადამიანს..გაიფიქრა სალომემ _ უი ეს იღიმება კიდეც.. - გადაუჩურჩულა თეონამ, ამაზე გოგოებსაც გაეღიმათ.. მომღიმარმა, უფრო მოცინარმა სალომემ ალექსანდრეს წამით შეჩერებული მზერა დაიჭირა და მაშინვე შეწყვიტა ღიმილი.. _ ეგ იდეა უკვე განხორციელების გზაზე დგას..მოწვევა გავუგზავნე და ამ თვეში ჩამოვლენ სავარაუდოდ.. _ თუ აცივდა მთაში ვერ წავიყვანთ, თოვლი იქნება, არადა არც ზღვის სეზონია.. _სამაგიეროდ ზამთრის კურორტები გვაქვს..ვნახოთ შეიძლება მთაშიც შევძლოთ ასვლა.. ეს უკვე მეორეხარისხოვანია. რაც შეეხება ექსპლუატაციას.. – ალექსანდრემ ლაპარაკი განაგრძო, მთავარი საკითხები მოითავეს და დაიშალნენ.. ცოტა ხანში დემეტრემ სალომეს თავისთან უხმო. _ მოდი შვილო..დაჯექი. როგორც იცი უკვე ის ესპანელები ჩამოსვლას აპირებენ.. მათი კომპანიის რამოდენიმე წარმომადგენელი იქნება, აქაური ფილიალიდანაც იქნება ორი-სამი კაცი.. ჩვენგან კი ორი-სამი განყოფილება და ალექსანდრე. ჩვენი განყოფილება ყოველ მიზეზგარეშე..შემდგომი საქმიანობა უშუალოდ ჩვენზე იქნება.. ორგანიზებას მე გავუწევ, მაგრამ შენი დახმარება ისევ დამჭირდება.ძალიან არ დაგტვირთავ, თეონას უკვე ვუთხარი ძირითად საკითხებში მომეხმაროს, შენ მარტო პატარა მონახაზის გაკეთება მოგიწევს, რომ გაიდლაინივით გადავუგზავნოთ. _ სიამოვნებით – თვალები გაუბრწყინდა სალომეს – ყოველთვის მოსწონდა კოლექტივები ერთად რომ დადიოდნენ და სამუშაო გარემოში მოარულ რუტინულ სახეებს სხვა კუთხით რომ აჩენდნენ, ეს ადამიანები ასე თუ ისე უცხოები არიან, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა მათი არასამუშაო გარემოში ნახვა, მათი სხვა კუთხით გაცნობა. დირექტივები მიიღო და საქმეს შეუდგა. ესპანელებისგან პასუხი გასაოცრად მალე მოვიდა.. ორ კვირაში ისინი უკვე თბილისში იქნებოდნენ. მათთვის საგანგებო დახვედრა უნდა მოეწყოთ, სასტუმრო, ტრანსპორტი, სამოძრაო გეგმა ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო.. სალომე აღამებდა სამსახურში ყოველდღე, თეონას უამრავ რამეში ეხმარებოდა.. დემეტრე უშუალოდ მიდიოდა ადგილებზე და ამზადებდა. მოვიდა მათი ჩამოსვლის დროც..ღამის 4 საათზე თვითმფრინავს ალექსანდრე, დემეტრე ,თარჯიმანი და ესპანელების აქაური ორი წარმომადგენელი უნდა დახვედროდა. ის სამუშაო დღე ჩვეულებრივად მიიწურა..წინა ორი დღე სალომეს და თეონას საქმე აღარ ჰქონდათ, ექვს საათზე მხიარულად გასწიეს სახლისკენ. ღამე სალომე ტელეფონის ზარმა გააღვიძა..საათს შეხედა..სამის ოცი წუთი იყო.. დემეტრე გამალებით რეკავდა.. _ ალო..- ნამძინარევი ხმით უპასუხა _ სალომე.. არც კი ვიცი ბოდიში როგორ მოგიხადო.. თარჯიმანი არ მოვიდა.. ისევ შენ უნდა დაგვეხმარო შვილო.. ალექსანდრე წამოვიდა შენთან.. ზუსტი კორპუსი ვერ ვუთხარი და თხუთმეტ წუთში გარეთ დახვდი.. მაპატიე ესეთ დროს რომ გირეკავ..ამათ უმსგავსობას უკვე სახელი აღარ ჰქვია ამათი.. – თარჯიმანთა ბიუროს შეუკურთხა დემეტრემ _ არაუშავს ბატონო დემეტრე, ეხლავე ჩავიცვამ და მზად დავხვდები, ტაქსით წამოვიდოდი რატომ შეწუხდა.. _ ამ შუაღამისას მარტო ტაქსით? რას ამბობ გოგო.. მე თვითონ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ ეხლა სასტუმროდან მანქანებს ველოდები..უნდა დამირეკონ და მოვიდნენ.. _ არაუშავს ეხლავე გავემზადები.. – ტელეფონი გათიშა და წამოხტა..აბაზანაში შევიდა..ცხვირ-პირი სასაცილოდ გაღუებოდა ნათბილარს, საოცრად უხდებოდა.. ჩაიცვა, მოწესრიგდა და დედა გააღვიძა _ დეე..დე მე უნდა წავიდე,ის ესპანელები ჩამოდიან ერთ საათში და თარჯიმანი არ მივიდა.. _ ამ დროს? რას ამბობ..ვინ წაგიყვანს.. გინდა ძიას დავურეკო? რა უბედურებაა ასეთ დროს.. _არა არა დე..სამსახურიდან მოვა მანქანა.. ნუ გეშინია..დაგირეკავ.. _ ფრთხილად იყავი დე.. დაგირეკო? _ არა შენ არა.. იქნებ ვთარგმნიდე იმ დროს.. _სალომე..იცოდე ყოველ ხუთ ათ წუთში შემეხმიანე, თორემ ჩავიცმევ და მეც წამოვალ.. _დაიძინე დე.. ხვალ ისედაც ადრე უნდა ადგე, ხომ იცი ლეჩხუმი ცოტა შორსაა. _ არსადაც არ წავალ..ჯანდაბას ეგ შვებულება! წავიდნენ გოგოები მარტო დიდი ამბავი.. მე იქ ვიყო და შენ აქ ღამე გარე-გარე იაროო? _კარგი რაა დე, ყოველდღე კი არ ჩამოვლენ ისინი..ეხლაც ასე მოხდა, თორემ სულ არ ვიყავი საჭირო იქ.. _ დღეს ასე მოხდა..რა იცი ხვალ როგორ მოხდება? - აქოთქოთდა დედა.. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით გააცილა შვილი. სალომე დაბლა ჩავიდა.. მანქანა არ ჩანდა. იქვე სკევრში სკამზე ჩამოჯდა და ცხვირი ხელთათმანებში ჩაყო..ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ შავმა ჯიპმა შემოუხვია და გაჩერდა.. სალომე წამოდგა _ საღამო მშვიდობის..ალექსანდრე მანქანიდან ჩამოვიდა, კარი გაუღო.. _დაჯექი.. –სალომე ჩაჯდა. სასიამობნოდ თბილოდა მანქანაში, სალომემ პირზე ხელი აიპარა და შეეცადა რაც შეიძლება შეუმჩნევლად დაემთქნარებინა. _გაგაღვიძეთ ხო? – გაისმა მისი დინჯი, მშვიდი ხმა.. _ არაფერია – გაიღიმა სალომემ. _ დემეტრე აგიხსნიდა უკვე ასე რატომ მოხდა.. მშვიდი ძილი თვითმფრინავების განრიგს და უპასუხისმგებლო თარჯიმანს შეეწირა – ალექსანდრემ გაიღიმა. _ ხდება ხოლმე.. არაუშავს, ორი საათის ძილს შეველევი. _ მადლობა, რომ დაგვთანხმდი.. _სამადლობელი არაფერია.. მეც საერთო საქმის ნაწილი ვარ, ეს გაცნობიერებული მაქვს.- ალექსანდრემ მარტო თავი დააქნია ოდნავ..აღარაფერი უთქვამს. მანქანა ჩუმად მისრიალებდა ღამის თბილისის ცარიელ ტრასაზე. აეროპორტში მალე მივიდნენ..დემეტრე სალომეს შეეგება _ ჩვენი ოქროს გოგო! ამდენს ვაწვალებთ და ერთიც არ დაუწუწუნია – და გულზე მიიხუტა.სალოს გაეღიმა. იქვე კაფეში დასხდნენ, ოთხ საათამდე აღარაფერი იყო დარჩენილი.. დემეტრე მონიტორისკენ დაიძრა.. _ თვითმფრინავი ცოტას დააგვიანებს, სავარაუდოდ ათი თხუთმეტი წუთიო. _ რამეს მოვიტან.. – თქვა ალექსანდრემ და წავიდა.ცოტა ხანში დაბრუნდა..ხელში ორი ყავა და ერთი ლიმონიანი ჩაი ეჭირა. ყავა თავისთვის და დემეტრესთვის გაანაწილა, ლიმონიანი ჩაი კი სალომეს დაუდგა. სალომე გაოცდა.. კითხვით სავსე თვალებით შეხედა და მადლობა ძლივს ამოილუღლუღა.. _ არაფრის.. – გაუღიმა ალექსანდრემ და ყავა მოსვა. თვითმფრინავი ზუსტად თხუთმეტი წუთის დაგვიანებით დაეშვა.. ცოტა ხანში უკვე სასტუმროს გამოგზავნილი მანქანისკენ მიდიოდნენ, ღამეს სალომეს გამართული ესპანური არღვევდა. ის ესპანელებთან ერთად ჩაჯდა სასტუმროს მანქანაში, დემეტრე და ალექსანდრე თავისი მანქანებით წავიდნენ სასტუმროსკენ. უცხოელებს დაღლილობა სულ არ ეტყობოდათ, მხიარულად ეკითხებოდნენ ამა თუ იმ შენობისა და ძეგლის შესახებ, სალომეც დაუზარელად პასუხობდა. სასტუმროში მისვლის შემდეგ ნომრები გადაანაწილეს, სალომემ მათ მეორე დღის გეგმა კიდევ ერთხელ გააცნო და მშვიდი მოსვენება უსურვა. დემეტრეს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.. _ სად დაიბადე გოგო ასეთი? ასე პატარა და ასეთი საოცარი.. ყოჩაღ! სამაყო შვილი ხარ! _დიდი მადლობა, არაფერი განსაკუთრებული – გაიღიმა სალომემ და მხრები აიჩეჩა. _ ვსიო..დროა დავიშალოთ..სალო ხვალ შეგიძლია გვიან მოხვიდე..დანარჩენი მერე იყოს.. სახლამდე მიგიყვანთ.. _ არა არა..ტაქსით მივალ, არ არის პრობლემა..უკვე თენდება თან.. _არა! – მტკიცედ თქვა ალექსანდრემ – სახლამდე მე თვითონ მიგიყვან, ნუ ვიკამათებთ.. სალომემ მაინც გაიბრძოლა.. ცოტა ხნის შემდეგ ის ალექსანდრეს მანქანით სახლისკენ მიდიოდა.. 6 დიდი მადლობა.. – დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ჩუმად თქვა სალომემ..ალექსანდრემ კითხვით სავსე თვალები მიაპყრო. _ მე თქვენი სანთებელა შევნიშნე.. – ალექსანდრემ ინსტიქტურად დახედა სანთებელას და ოდნავ გაიღიმა, ისე, რომ სალომესთვის არც შეუხედავს..რამოდენიმე წამი გავიდა _არაფრის.. – ჩვეული სიდინჯით თქვა. კორპუსს მიუახლოვდნენ, სალომემ მადლობა გადაუხადა თუხარელს და დაემშვიდობა. ჩვეულ დროს გაეღვიძა..თითქოს მთელი ღამე სძინებოდა. სამსახურში დროზე მივიდა. _ სალო იცი დღეს ორის მერე შეგვიძლია წავიდეთ..ხვალ დილისთვის მოვემზადოთ, დემეტრე გვასვენებს, ისედაც გადაგქანცეთ ეს დღეებიო. აუ რა ადგება დილით შვიდზეე.. _ სამაგიეროდ გერგეტს ვნახავთ..რამდენჯერაც არ უნდა ავიდე ასე მგონია იგივე ემოცია მექნება _ მე არ ვარ ნამყოფი, ერთი სული მაქვს როდის მოვა ხვალინდელი დღე..შვებულებასავით გამოდის ორი დღე-ღამე მთაში, მაგარ სასტუმროში..უჰ.. ადმინისტრაცია დაგვემატა ხომ იცი..დირექტორმა მეც მოვდივარო გინდა თუ არა.. რა შუაშია ეხლა კახა ესპანელებთან, მაგრამ იცის გაუვა მავანის ნათესაობის გამო. _ კახა მოდის?? – სალომეს ცუდად გაკენწლა გულში – იცი ძალიან არ მომწონს ეგ ტიპი თეო, რაღაცნაირია, უტაქტო.. _ რამე გითხრა? ხომ არ მოეწონე? ამბობენ მაგარი ბაბნიკიაო, არადა ცოლ-შვილი ყავს _უსინდისო..რაღაც გადაკვრები ჰქონდა..არ მინდოდა უზრდელად გამომსვლოდა და როგორც შევძელი ტაქტიანად მივუთითე თავის ადგილი.. იმედია მიხვდა.. _ჰმ..არ მგონია.. ეხლა მწერს შენზე როცა მოვა ამოვიდესო.. სკაიპი არ ჩაგირთავს? _ ჯერ არა..ნეტავ ახლა რა უნდა..რომ იცოდე რა სისულელეების გამო მეძახის.. _ იგონებს ალბათ რაღაცეებს, თორემ თარჯიმანი გვყავს სამსახურში. ფრთხილად იყავი სალო..თუ გინდა რომ ახვალ ზარი გამომიშვი და დაგირეკავ, ვითომ სასწრაფო საქმე გაქვს. _ მინდა! – თვალები გაუბრწყინდა სალომეს, ტელეფონი აიღო და გავიდა. კარი შეღებული დახვდა..კახა ტელეფონზე ლაპარაკობდა. ყურმილს ხელი დაადო და ტუჩების მოძრაობით ანიშნა შემოდიო. სალომე შევიდა და იქვე გაჩერდა. _ ჰო.. აბა რა ვქნა?.. დემეტრეს განყოფილებას ვერ დავავალებ..იმიტომ, რომ ეხლა ესპანელი ინვესტორები ყავთ სტუმრად და თავისი საქმეც ბევრი აქვთ.. თეონა დემეტრეს დირექტივებს ასრულებს, წამი არ აქვს თავისუფალი, სად სცალია ერთი კვირა მაგ სიცივეში გადმოვიდეს?.. სალომე? არა სალომე არსად არ წამოვა! მანდ ვერ გავყინავ მე ამისთანა გოგოს, ვერ გავიმეტებ, გადმოვიყვან ჩემთან და მეყოლება აქ, თავის საქმეს შეუთავსებს.. დამთავრებულია, არა მეთქი ეს ვარიანტი ამოაგდეთ.. როგორც გინდათ ისე მონახეთ.. – კახამ ტელეფონი დაკიდა. _შენი გადაყვანა უნდოდათ თვის ბოლოს ერთი კვირით პლოტერებთან.. – სალომეს ხმა არ ამოუღია, სიმკაცრეჩამდგარი თვალებით აგრძნობინა განაგრძეო.. _ ვინ გიშვებს? მაწყობს ახლა მე შენი იქ გადასვლა? იქ ძალიან ცივა..არ მემეტები.. გადავწყვიტე ჩემთან გადმოგიყვანო..დემეტრე არ მეტყვის უარს.. – სალომეს ტვინში სისხლმა აასხა და ლაპარაკი უხეშად გააწყვეტინა.. _ იცით სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდით ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხათ! იქნებ მე არ მაწყობს ადმინისტრაციაში მუშაობა? ჩემს განყოფილებაში, ჩემი მიმართულებით უპრობლემოდ ვმუშაობ და არაჩვეულბრივად ვგრძნობ თავს.. თუ რაიმე დაგჭირდებათ და ჩემს პოსტთან იქნება კავშირში არ დაგზარდებით, უპრობლემოს შევასრულებ დავალებას ოღონდ აქ არა, ჩემს ოთახში, საკუთარ მაგიდასთან, აქედან ორი სართულით დაბლა! სხვა შემთხვევაში ძალიან გთხოვთ ტყუილად ნუ შეწუხდებით! – კახა საზურგეზე გადაწოლილიყო, მოჭუტული თვალებით ისმენდა სალომეს მონოლოგს და კბილით სათვალის ყურს აწვალებდა.. _ ასე მგონია ძალიან წუხდები აქ რომ ამოდიხარ.. _ დანიშნულების გარეშე სიარული უსარგებლოა და შემაწუხებელი.. _..და რატომ ფიქრობ, რომ უმიზეზოდ ამომყავხარ აქ? _ არ ვფიქრობ..ვხედავ _ იმას თუ ხედავ, რომ ძალიან ლამაზი ხარ? – თავი გვერდზე გადახარა კახამ – რომ სიმკაცრე კიდევ უფრო მეტად მომხიბვლელს გხდის? _ მაგის რა მოგახსენოთ..აი ამ წუთას რომ უსარგებლო, უადგილო და შეუფერებელ ლაპარაკს აქვს თქვენი მხრიდან ადგილი ეს ნათელია! _კომპლიმენტებზე ასე ცუდად რეაგირებ? _ ასეთ შემთხვევებში – კი! თუ საქმე არაფერი გაქვთ წავალ! _ ასეთი ქცევით უფრო მახელებ სალომე.. – ისე ისე გაწელა მისი სახელი..სალომე ბრაზისგან აწითლდა.. _ ვფიქრობ ეს ან თქვენ დაგიჯდებათ სამსახურის ფასად ან მე! _ მერე არ გეშინია? _ არა! – ხმამაღლა და მტკიცედ თქვა სალომემ. _ ..და რისი უნდა ეშინოდეს შეიძლება გავიგო? – ზღურბლზე ალექსანდრემ გადმოაბიჯა _ არაფრის, ვსაუბრობდით.. - მხრები აიჩეჩა უტაქტოდ კახამ და ურცხვად გაიღიმა _ მე დაგტოვებთ.. –სალომე კარისკენ წავიდა…ალექსანდრემ მრისხანებაჩამდგარი თვალები შეანათა.. შეატყო როგორ უთამაშებდა ყბები.. უსიტყვოდ გაიწია და გაატარა, გარეთ გასულს ალექსანდრეს მკვეთრი ხმა შემოესმა _ კახა რა ხდება მეთქი?!.. პასუხს აღარ დალოდებია ისე ჩაირბინა კიბეები და თავი საქმეში ჩარგო. რა უტაქტოა..ღმერთო როგორი უსინდისო.. სამყაროს ჭიპი ჰგონია თავი! მაგას ჰქონია სალომესთანაც გაუვა რაც სავარაუდოდ სხვებთან გასვლია! ასე რომ არ იყოს ასე ურცხვად არ დაუწყებდა შებმას.. ჰმ..არ გეშინიაო? სამსახურის დატოვებაც რომ მოუწიოს მაინც მიუჩენს თავის ადგილს! ალექსანდრეც რა დროულად შემოვიდა, ნეტავ რა უპასუხა? რა მნიშვნელობა აქვს..მთავარია გააფრთხილოს, რომ მსგავსი არაფერი იფიქროს..დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მეორე დილით დათქმულ დროს და ადგილას გაეშურა.. თბილი ტანსაცმლით გატენა ჩანთა.. საღამოს კაბაც არ დავიწყებია როგორც გააფრთხილეს. ხალხი უკვე იკრიბებოდა.. გივის საგულდაგულოდ გაეპრიალებინა მარშრუტკა. სალომემ ჩანთით მომავალი კახა დაინახა, მაშინვე ავიდა მარშრუტკაში და დემეტრეს და თეონას შორის მოიკალათა. გზას მხიარულად გაუყვნენ..საქმეზე მარტო აქა-იქ ისმოდა ლაპარაკი. ესპანურენოვანი თარჯიმანი როგორც იქნა ეშოვათ და სალომეს თარგმნა აღარ უწევდა. საოცარმა ხედებმა, რკინის წყალმა და უშველებელმა მთებმა უცხოელები მოხიბლეს..მთაში უკვე დაეთოვა, ტრასის ნაპირებში თოვლი იდო. რაც მაღლა ადიოდნენ უფრო და უფრო იმატებდა. ცოტაც და სოფლის ულამაზესი ხედი გადაიშალა.. თოვლი სამებაზე ასვლის პრობლემას ქმნიდა, თუმცა მოწადინებული ესპანელები ამან ვერ შეაშინა. დაუფიქრებლად გადაწყვიტეს ასვლა და ნელნელა აუყვნენ აღმართს, პერიოდულად ისვენებდნენ, სიარულის გასაადვილებლად თხილამურების ჯოხებიც წამოეღოთ. სალომე დაწინაურდა, სიარული არ უჭირდა, გერგეთზე ბევრჯერ იყო ნამყოფი და არც გზა ეშლებოდა. ყურთსასმენები გაიკეთა და მიკროსამყარო შეიქმნა, ხალხური მთის მელოდიების თანხლებით მთაში ადიოდა..საოცარი შეგრძნებაა..ამაღლებული. ბოლომდე რომ ააღწია შეჩერდა, აპარატი მოიმარჯვა და ხედების გადაღებას შეუდგა. გავაკებულზე სიარული გაუადვილდა, თოვლში ხრაშუნი კიდევ უფრო უკეთებდა განწყობას, თითქმის ბოლომდე იყო მისული, რომ ტელეფონმა დარეკა _ სალოო სად ხარ? _მე უკვე ამოვედი თეო.. სანამ მოხვალთ ფოტოებს გადავიღებ. _ უყურე..უკვე ასულაა.. – გასძახა თეონამ დანარჩენებს – კარგი დაგველოდე. სალომემ ზურგჩამთა მოიხსნა და ფოტოაპარატი მოიმარჯვა..საოცარი დღე იყო..მზიანი, კრიალა ცა.. მყინვარწვერიც ჩანდა, ჩვეულებისამებრ ნისლში არ იყო გახვეული. ფოტოების გადაღებით რომ გული იჯერა პარალონი გაშალა, ქურთუკი და ქუდი გვერდზე გადადო და წამოწვა.. მკლავები სახეზე აიფარა, ზომიერად ხვეული, გრძელი თმა გამაგრებულ თოვლზე დაეფინა. სუფთა, ცოცხალი ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში და მუსიკა გამორთო.. ეხლა მთის ხმა უფრო სასიამოვნო იყო. ნახევარ საათში დანარჩენებიც მოუახლოვდნენ და შეისვენეს..ესპანელები აღფრთოვანებს ვერ მალავდნენ..თარჯიმანი შეაწუხეს..ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქუé პრეციოსო, ქუé ბელლო ისმოდა. ტაძარში მოწიწებით შევიდნენ, სანთლები იყიდეს და გაიშალნენ. _ აქ რომ ამოვდივარ ყოველთვის გალობის სურვილი მიჩნდება.. – ჩუმად დაიწყო დემეტრემ- ამას წინათ ვიკითხე და შეიძლებაო მითხრეს, მაგრამ მარტო ვერა, ერთ ხმაში არ გამოდის. თქვენ ხომ არ იცით რომელიმემ უფალო შეგვიწყალენ? ან შენ ხარ ვენახი? _ სალომე! სალომე მღერის.. – ტაში შემოკრა თეონამ – შენ არ მითხარი ბავშვობიდან ვმღერიოო? და ცეკვავს კიდეც.. – სალომეს გაეცინა, დემეტრემ ულაპარაკოდ მოკიდა ხელი და გვერდზე დაიყენა. _ მეორეს იტყვი? ბანს მოგცემ.. _ თქვენ როგორც გინდათ – დაიმორცხვა.. დემეტრე, თეონა და სალომე მაცხოვარის ხატთან მივიდნენ და ხმები გაანაწილეს.. ჰაერი ტკბილმა გალობამ გაჟღინთა,აკუსტიკამ სალომეს მეტი სითამამე მისცა, თვალები დახუჭა და ხმა თავისუფლად ამოუშვა. იქ მყოფები მათკენ დაიძრნენ.. გარშემო შემოეჯარნენ და სული განაბეს. 7 გალობა რომ დაასრულეს სალომემ მერეღა გაახილა თვალი.. თეონას თვალები აცრემლებოდა, ესპანელებს სასიამოვნო გაოცება დატყობოდათ სახეზე.. დრო და დრო თავს აქნევდნენ და ჩურჩულით აღტაცების შეძახილებს ისროდნენ.. კახას ცალი ხელი ნიკაპზე შემოედო და ტუჩები მოეკუმა, ალექსანდრე კი ზუსტად მის პირდაპირ იდგა, თვალმოუშორებლად უყურებდა და სუნთქვა გახშირებოდა. ქება-დიდების ეტაპი დადგა..ყველა მათ მიესია, სალომე შეეცადა შეუმჩნევლად გაპარულიყო. ტაძრიდან გამოსული არ იყო დემეტრე, რომ სალომეს ქება-დიდებას მოყვა.. _ შენ საერთოდ რამე ნაკლი გაგაჩნია? რა დედას გაუჩნდი შვილო ამისთანა?არა გეკითხები რამე ნაკლი გააქვს? _ რამდენიც გნებავთ – მორცხვად ჩაილაპარაკა სალომემ – და თუ ასე გააგრძელებთ კიდევ ერთი შემემატება..თავში ავარდნა ან ამპარტავნება. – ირგვლივმყოფებს გულიანად გაეცინათ, დემეტრე ისევ სალომეს მიუტრიალდა.. _ აი, ეგ შენი სიტყვები იმას მოწმობს, რომ მართლა არ გაქვს ნაკლი! დღეიდან გვერდიდან არ მომცილდები, ყველა სუფრაზე ჩემთან იქნები, შენნაირები სადღა არიან შვილო დღეს..ან შენ საიდან შემორჩი? _ მართლა საიდან შემორჩა.. – გაიმეორა კახამ ჩუმად. ფოტოსესიების და მცირეხნიანი გუნდაობის მერე ჯგუფი დაღმართზე დაეშვა, ხელიხელჩაკიდებულები ჩადიოდნენ, ხან ერთი დაეცემოდა ხან მეორე..მათი ხმამაღალი სიცილი მთის კრიალა ჰაერში უფრო ჟღერადი ხდებოდა. მარშრუტკა სასტუმრო”რუმს ყაზბეგისკენ” დაიძრა. მოსასვენებლად ოთახებში განაწილდნენ და საღამოს დაგეგმილ ქართული კულტურის საღამოსთვის მოემზადნენ. სასტუმროს ფოიეშივე უნდა შეკრებილიყვნენ, სლაიდი ჰქონდათ მომზადებული, უფრო მოკლემეტრაჟიანი ფილმივით იყო, ნახევარ საათს გრძელდებოდა და როგორც შეიძლებოდა მაქსიმალურად მოიცავდა საქართველოს კულტურიან-ეთნოსიან-ხელოვნებიან-სამზარეულოიან-ბუნებიანად. თეონა და სალომე ორადგილიან ნომერში განაწილდნენ და მაშინვე საწოლებზე მიეყარნენ. _ რა მაგარია აქ.. ძალიან ლამაზია ყაზბეგი – შთაბეჭდილებების ქვეშ იყო თეონა – ასეთი სილამაზე მარტო ფოტოშოპით დამუშავებულ სურათებშია.. სალვადორ დალიც არ დაიჯერებდა.. სალო, შენ იცი რომ ძალიან მაგრად მღერიი? – სალომეს გაეცინა..ეს ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ქებაზე ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს. _ ჩვეულებრივად..შენ ჩემი მეგობრები უნდა ნახო.. რომ აგუგუნდებიან.. უჰჰ.. _ დემეტრემ თქვა ამ საღამოსაც მოუწევს სიმღერაო..ის საგალობელი იყო..ეხლა ხალხური სიმღერა მოვასმენინოთო.. კახა როგორ გიყურებდა შეამჩნიე? დამპალი! ნეტავ მოსვა თუხარელმა? რას მოდიოდა.. აქამდე ძაან “ვაჟნი” ეჭირა ხოლმე, თანამშრომლებთან ერთად არსად ყოფილა.. მაქსიმალურად ერიდე მაგას სალ.. _ სულ ვაიგნორებ, მარტო მისალმებით შემოვიფარგლები..ასე ძალიან ძნელია თეო, დაძაბული ვარ მუდმივად, რა ჯანნდაბა უნდა ასე უსინდისოდ რატომ იქცევა, ნუთუ ცოლმა მისი ოინები არ იცის?!.. _ მისნაირები ყველაფერს კარგად ნიღბავენ და არაფრის ეშინიათ..ვინ რას გაუბედავს, მინისტრის ცოლის ძმაა..”ტოჟე მნეე”.. კაი დავიკიდოთ..ისე არ გიცდია რომელიმე მუსიკალურ კონკურსში მიგეღო მონაწილეობა? _ არა, არ მიყვარს, არც გამჩენია სურვილი.. – შუბლი შეკუმშა სალომ _ ვინ წარმოდიგენს, რომ შენ ასეთი ჰობი გაქვს..ჰობი რაა..მეორე ცხოვრებაა, ცეკვაც..სიმღერაც..ხელოვნებით ხარ გაჯერებული, თან ასე ჭკვიანი.. _ კარგი კარგი გეყოფა – სიცილით გააწყვეტინა სალომემ – რატომ ვითომ.. ხელოვნების სიყვარული რა გასაკვირია, არაფერია ამაში განსაკუთრებული. _ როგორ არა..შენი გარეგნობის პატრონს წესით მოდელობაზე უნდა გეფიქრა _ ჰაჰაა.. მოდელობა.. რომ იცოდე როგორ არ მიყვარს ეგ სფერო.. უშინაარსო, ცარიელი სფეროა, ნაჭრების გროვაზე აწყობილი. მოდა მეც მიყვარს, მაგრამ ეს იმდენად ყოფითი კომპონენტია, რომ ალბათ სისულელეა ამას ცხოვრება მიუძღვნა..თან მთელი ინტრიგების და ათასი ჯანდაბების ფასად. _ სამაგიეროდ პოპულარულები ხდებიან.. _..და მერე ვის უყვარს პოპულარობა? ეგ კი არა ზედმეტი ყურადღება არ მიყვარს, მაშინვე სიმშვიდეს ვეძებ.. არადა ბუნებით არ ვარ ასეთი მშვიდი ტიპი _ მაგიტომ გაიპარე წეღან ეკლესიიდან? – გადაიკისკისა თეონამ – დემეტრეს სად წაუხვიდოდი? _ აუ დემეტრე ძალიან კარგია..იცი როგორ პატივს ვცემ? რაღაცნაირი თბილია, მამასავით. _ხოო..დემეტრე ყველას უყვარს სამსახურში, არაჩვეულებრივი კაცია, ღვთისნიერი, არჩვეულებრივი ოჯახი ყავს, ცოლი ეკლესიაში გალობს, თვითონაც გალობდა ერთ დროს, პატრიარქის მგალობელი იყო, იქ გაიცნო. სამი შვილი ყავთ, სამივე უცხოეთშია. შენ.. მამა.. რაღაც ისე ახსენე – მორიდებულად გაიღიმა თეომ _ არა გარდაცვლილი არ არის, გაშორებულია დედასთან..მაგრამ ბავშვობის მერე აღარ მინახავს, არადა აქ ცხოვრობს, თბილისში, თავისი სურვილით მოხდა ასე.. დედასთან ხუთწლიანი თანაცხოვრების მერე. დიდი ისტორიაა.. _მიგატოვათ? _არა პირიქით, დედამ ვეღარ გაუძლო. კარგა ხანს სდია დედას, რომ დარწმუნდა დამბრუნებელი არ იყო იმის მერე ჩემზეც ჩაიქნია ხელი.. _ ხელი ჩაიქნია რას ნიშნავს? აღარ შეგხმიანებია? შენ რა შუაში იყავი? _ პირველი არ ხარ ვისაც ეგ კითხვა უჩნდება – სიცილით უპასუხა სალომემ – არ ვიცი, ასეთი ტიპია, ასე სურს და მორჩა.. _და რას ჰქვია მორჩა ვერ გავიგე? რომ დაბერდება გაახსენდება ცოდვები და ერთხელაც მოვა შენამდე.. მერე კი იქნება ღირსი საკადრისი მიიღოს _ ალბათ ასე იქნება.. მაგრამ მე რომ საკადრისი მივუზღო მაშინ მისნაირი ვიქნები..ღმერთმა მომცეს საშუალება, რომ დახმარების ხელი გავუწოდო და გავუწვდი..ისე, როგორც ნებისმიერ გაჭირვებული, ჩემამდე მოსული ადამიანისთვის არ დამეზარებოდა ხელის გაწვდენა და დახმარება. მჯერა ასე უფრო მიხვდება თავის საქციელს..სამაგიეროს გადახდა კი უფლის ნებაა.. უზენაესის გადასაწყვეტია როგორ დასჯის ან არ დასჯის. მართლა არ მაქვს ბოღმა გულში..ასე გამზარდა დედამ – ღიმილით დააყოლა.. _ ყოჩაღ..უკვე მიყვარს დედაშენი.. მარტომ ასე როგორ შეძლო..თან ასეთი გაგზარდა! _ ხომ იცი ნიცშესი არ იყოს რაც არ გკლავს ყველაფერი გაძლიერებს, პატარაობიდან გავითავისე, რომ ძლიერი უნდა ვიყო..იმდენად ძლიერი, რომ ყველა რომ შემომეცალოს გარშემო ასრებობის უნარი არ უნდა დავკარგო..ფეხზე დგომა უნდა შევძლო.. ამან ერთგვარი სტიმული მომცა და ამის გამო ალბათ სადღაც მადლობაც უნდა გადავუხადო მამაჩემს. სულ ვცდილობ ჩემით მივაღწიო ყველაფერს, ყველას დახმარების გარეშე..ის კი არა როცა რაიმე პრობლემა შემქმნია მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებთან ან სადმე ისეთი..მეგობრისთვისაც კი არ მითქვამს.. ჩემით პრობლემების გადაჭრა ადრევე ვისწავლე. საჩუქრის მიღებაც კი არ მიყვარს ვიღაცეებისგან..არ მინდა მერე თავი დავალებულად ვუიგრძნო..შეიძლება ის რაიმე კონკრეტული ნივთი ძალიან მინდოდეს, მაგრამ გავსკდები და არ ავიღებ..მე თვითონ ვიშრომებ და ვიყიდი. _ უცნაური გოგო ხარ თუ საოცარი ვეღარ გამიგია..ასეთი რამ პირველად მესმის სალო..ჩემს დაქალსაც იგივე მომენტი აქვს, მშობლები მის პატარაობაშივე გაშორდნენ, მაგრამ იმან სულ სხვა დასკვნა გამოიტანა..მარტო ქალი თურმე ვერაფერს გახდება ცხოვრებაშიო და არც სხვების შეთავაზებულ დახმარებას აპროტესტებს და საჩუქრებსაც სიამოვნებით ღებულობს..შენთვის რამხელა დაღი დაუსვია ამ ყველაფერს, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ აი… თუმცა კაცმა არ იცის, ალბათ კარგიცაა ეს ყველაფერი, საოცარი კრედო გაქვს ცხოვრების.. _ერთხელ მოძღვარმაც მითხრა განსაცდელს შენივე სულის საცხონებლად გიგზავნის ღმერთიო..იმის მერე ყველა განსაცდელს მეფე ლეონიდესავით ვხვდები – გაიცინა მან – წინააღმდეგობა ყველაზე ფართო გზაა წარმატებისკენ. _ ეგეც ნიცშემ თქვა? _არა ეს მე.. – გოგოებს სიცილი აუტყდათ. ოთახში საგრძნობლად ციოდა, თეონა მიხვდა, რომ გართულებს აივნის კარის მიხურვა დავიწყებოდათ.ამაზე ცალკე იხალისეს, გამოიცვალეს, თავისუფალი ფორმები მოირგეს და ასე კისკისით გაემართნენ გასასვლელისკენ. ოთახიდან გამოსულებს დემეტრე შეეფეთათ. _ ჩქარა, ჩქარა, ჩავიდეთ.. ისინი ჩამოვიდნენ უკვე, მეც ალექსანდრეს დასაძახებლად ამოვედი – დემეტრემ გოგოების გვერდზე ოთახი შეაღო და დაიძახა..”სანდრო გველოდებიან უკვე”. ფოიეში შეკრებილებს მალევე შეუერთდნენ, ფილმის ჩვენებას აპლოდისმენტები მოყვა და სხვადასხვა კითხვები..შთაბეჭდილების ქვეშ მოყოლილი ესპანელები ყველაფრის დაწვრლებით ახსნას თხოვდნენ, დაიქადნეს ზაფხულშიც აუცილებლად ვეწვევით საქართველოსო. სალომესთან ერთ-ერთი მათგანი მივიდა და უთხრა “დემეტრე შეგვპირდა, რომ ქართული ხალხური სიმღერით გვასიამოვნებდით, შეგვიძლია მოვისმინოთო?” უარი აღარ უთხრა, დემეტრეს გადახედა, იმან მხრები აიჩეჩა, მე ხომ შეგპირდი დღეიდან მე და შენ სულ ყველგან ვმღერითო.. დივნებსა და პუფებში მოიკალათეს და კიდევ ერთხელ დატკბნენ სალომეს და დემეტრეს შესრულებული მთის ხალხური მელოდიებით. საღამოს სალომემ თბილად ჩაიცვა და გადაწყვიტა ეზოში გასულიყო, ყურთსასმენები მოიმარჯვა და ეზო გადაკვეთა.. გარეთ ისევ იდო თოვლი. სუფთა, სუსხიანი ჰაერი ნესტოებს უყინავდა, მაგრამ მაინც ხარბად ისუნთქავდა, აი განტვირთვა..აი დასვენება.. ათას ანტიდეპრესსანტს და ბედნიერების წამალს იგონებენ..რატომ არ შეიძლება ასეთ დროს უბრალოდ გამოხვიდე თოვლში და დატკბე?..მიმავალმა მხარზე ხელის დადება იგრძნო, შემოტრიალდა და კახა შერჩა ხელში.. _ მარტო სად მიდიხარ? ქალაქი ხომ არ გგონია? _ შორს არსად..თოვლში გამოვედი უბრალოდ _ რას უსმენ? _ ისეთი არაფერია, განვიტვირთე.. _ კარგი ხერხია განტვირთვის..აი მე ამ ბოლო დროს ვეღარაფერი მამშვიდებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ ხარ სიახლოვეს. _ თქვენს მეუღლეს აუცილებლად ეცოდინება რაიმე ხერხი დარწმუნებული ვარ – ყალბი ღიმილი მოირგო გოგომ _ ის აქ არ არის, რომც იყოს მაინც არ იქნება დამაბრკოლებელი მიზეზი იმისა, რომ შენგან მივიღო წამალი.. _ ძალიან ცუდი თუ ასეა _ ეს გაბრკოლებს? ამიტომ მარიდებ თავს? მინდა იცოდე.. _ ბატონო კახა..მე არაფერი მაბრკოლებს და არც არაფერი მინდა ვიცოდე..ძალიან გთხოვთ ნუ მაიძულებთ უხეშობაში გადავიდე..მგონი საკმარისად გაგრძნობინეთ ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ და ნუღარ შეიწუხებთ თავს..ცუდს არაფერს ვგულისხმობ..უბრალოდ არჩევანში თავისუფალი ვარ და მე ასე გადავწყვიტე! _ გამოდის მაინც ჩემი სტატუსია ხელისშემშლელი.. _ პასუხი უკვე გაგცა.. - მოისმა მკაცრი, დინჯი ხმა.. 8 სალომე შეკრთა და უსიამოვნების მოლოდინში დაიძაბა.. ალექსანდრე მშვიდად მიუახლოვდა კახას და თვალი თვალში გაუყარა.. ხმა არ ამოუღია, იდგა ასე და არწივივით უმზერდა _ მერე ვილაპარაკოთ.. – გამოსცრა კახამ და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა. სალომემ ამოისუნთქა. _ წავიდეთ? – მშვიდი ხმით იკითხა ალექსანდრემ, სალომემ თავი დაუქნია.. შეეცადა მაქსიმალურად მშვიდი იერი მიეღო. გზაში ხმა არ დაუძრავს არც ერთს, ნომრებს მიუახლოვდნენ _ ძილი ნებისა სალომე.. _ ძილი ნებისა ბატონო ალექსანდრე.. სალომეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეხლახანს გადაარჩინა ლომმა აფთრის კლანჭებს და მეფურად მშვიდად და უსაფრთხოდ მიაცილა სამშვიდობომდე.. ეს ასე არ ჩაივლის.. მაინც რაღაცა მოხდება და ეს ყველაფერი იმ იდიოტის ხუშტურების გამო..უტაქტო და შეუგნებელი! რატომ ვერ იგებს ადამიანური ენით, რომ არაფერი გამოუვა? თეონა აბაზანაში დახვდა.. ლეპტოპი ჩართო.. სკაიპი მაშინვე აინთო.. ეასტერ მოაი სწერდა _ სალომე.. რის თქმაც ეხლა მინდა სამსახურს არ ეხება.. იმედია უტაქტობაში არ ჩამომართმევ _ გისმენთ ბატონო ალექსანდრე..რას ბრძანებთ.. _ შეეცადე სხვა დროს მსგავსი პრობლემა მარტომ არ გადაწყვიტო..ალბათ მიმიხვდი.. _ დიახ.. მიგიხვდით.. მაგრამ არ გამიჭირდება გამკლავება იმდენად, რომ ვინმეს ტვირთად დავაწვე.. _ ეგ არასწორია.. არ გჭირდება კატანას ქნევა მაშინ, როცა ეს სხვას უკეთ გამოუვა _ დიდი მადლობა.. პაუზა..სალომეს მანქანაში ნათქვამი მადლობა გაახსენდა და ალექსანდრეს სახე წარმოიდგინა, ალბათ ეხლაც ასე ელოდება განმარტებას თუ რატომ უხდის მადლობას _ ყურადღებისთვის და ყველაფრისთვის.. არ მინდოდა თქვენი მყუდროება დამერღვია და ჰაკამა მომერგო.. _ ისევ!.. ძილი ნებისა.. _ ძილი ნებისა.. სალომე დიდხანს იყო მიჩერებული მონიტორს..ალექსანდრე ჰაკამაში გამოწყობილი წარმოიდგინა..როგორც “უკანასკნელ სამურაიში”..ფიქრებში ჩაეძინა. მეორე დღეს თბილისში გაემგზავრნენ.. მუზეუმები მოიარეს, თბილისი დაათვალიერეს და საღამოს ბანკეტისთვის მოსამზადებლად დაიშალნენ. თბილისში წვიმდა. სალომემ შხაპი მიიღო და გამზადებას შეუდგა. მუქი, რუხი ფერის უსახელო, გამოყვანილი, მუხლზე სიგრძის კაბა ჩაიცვა, შავი ქამარი მოირგო და მაღალ ქუსლებზე შედგა. თმა აიკეცა.. “მხატვრული უწესრიგობა” მოიწყო და საღამოს მაკიაჟი გაიკეთა.ტაქსი გამოიძახა და სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი. საოცრად ლამაზი იყო..თვითონვე მოეწონა. გამოყვანილი, წვრილი წელი, მაღალი მკერდი და კაბის გამო კიდევ უფრო გრძლად გამოჩენილი ფეხები. მართლა ჟურნალიდან გადმოსულს ჰგავდა. საათს დახედა, უკვე შვიდი საათი სრულდებოდა..სასწრაფოდ მოიცვა პალტო და ტაქსიში ჩაჯდა. საკმაოდ ელეგანტური, გემოვნებით მოწყობილი რესტორანი შეერჩიათ გარეუბანში, მშვიდ ადგილას, თეონა და სალომე ერთად ათვალიერებდნენ ინტერიორს. _ კარგია, რომ ბანკეტი აქ გადაწყდა, მომწონს ეს ადგილი – აღნიშნა თეონამ _ ჰო კარგია, მყუდროა, კაი გარემოა. ვნახოთ აბა როგორ მოეწონებათ ქართული ფლამენკო. _ მოეწონებათ.. მთავარი პირველი შთაბეჭდილება იყო..ეხლა უკვე ყველაფერი მოსწონთ მაგათ – გადაიკისკისა თეონამ. ადგილებზე განაწილდნენ, დარბაზში ხუთი-ექვსი მრგვალი მაგიდა იდგა, გემოვნებით გაფორმებული, დემეტრეს განყოფილებას როგორც ყოველთვის ერთად მოეყარა თავი. მხიარულება ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში გადავიდა, ესპანელი ინვესტორები სიურპრიზმა აღაფრთოვანა, საქართველოში ფლამენკოს ასეთ შესრულებას არ ველოდითო.. ქართული ცეკვის ნომრის ნახვის შემდეგ კარგა ხანს არ წყვეტდნენ ტაშს. ბიჭებმა ბუღი აადინეს პარკეტს.. ამ დროს ესპანელების თარჯიმანი ერთერთ მათგანთან ერთად დემეტრეს მიუახლოვდა _ ბატონო დემეტრე, ბატონ პედროს აინტერესებს ქართულ ცეკვაში ქალები მარტო განსაკუთრებულ შემთხვევებში ხომ არ ცეკვავენო.. ეტყობა სლაიდში ნანახი დაამახსოვრდათ. _ჰმ..რა მოვუხერხო ეხლა ამას? სალომე.. უნივერსალური სამაშველო რგოლი ხარ.. უნდა იცეკვო _ახლა? ააქ? ასე დაუგეგმავად?? _ როგორც შენ გინდა ისე..ოღონდ გულნაკული არ დაგვიტოვო ეს ხალხი, უარი არ გამაგონო, თორემ იმდენს გამღერებ სცენიდან არ ჩამოგიყვან იცოდე.. – თითი დაუქნია დემეტრემ ღიმილით და მუსიკის ჩასართავად გაემართა. მუსიკა ძალიან ნელი ტემპით იწყებოდა.. ამიტომ წინასწარ მოათავისუფლეს სცენა. ყველა ყურადღებით მიაჩერდა მოსრიალე სალომეს, დახვეწილი, საოცრად დახვეწილი მოძრაობები და პლასტიკა ჰქონდა, მელოდიამ ტემპს უმატა, სალომემაც..მერე კიდევ..უცებ ერთ-ერთი მოცეკვავე ბიჭი ოსტატურად ჩაუხტა წრეში. აზარტში შესულმა სალომემ ფეხსაცმელი თვალის დახამხამებაში გაიძრო ფეხიდან და გამოჩენილ მეწყვილეს აყვა. შველს ჰგავდა, ისე სხარტად ამოძრავებდა მოხდენილ, გრძელ წვივებს, ცოტა ძნელი დასაჯერებელიც კი იყო, რომ ასე ჩქარა ცეკვა შეიძლებოდა. ირგვლივ ყველაფერ ალმური ასდიოდა..ცეკვის დამთავრებას არავინ დაელოდა, მუსიკა რომ დამთავრდა ტაში კარგა ხნის აქუხებული იყო..დემეტრე მისკენ გაემართა, დაიჩოქა და ხელზე აკოცა..სალომემ შორს დაიჭირა და ხელი მიაშველა. საოცარი ნომრის “შემკვეთმა” პედრომაც მაშინვე იგივე გაიმეორა, დემეტრეს გვერდზე ამოუდგა და სალომეს მეორე ხელი გამოართვა.. უხერხულში ჩავარდნილმა ითხოვა ერთ წუთს ჰაერზე გავალო, ფეხსაცმელი ჩაიცვა და სასწრაფოდ გაერიდა იქაურობას.. აივანზე გავიდა და ღრმად ამოისუნთქა.. _ გაცივდები.. – მოესმა ალექსანდრეს ხმა და მაშინვე შემოტრიალდა. ალექსანდრემ თავისი პალტო მოახურა. გემოვნებით შერჩეული სუნამოს არომატიანმა, სამჯერ უფრო დიდმა პალტომ მთლიანად დაფარა სალომე. _ მადლობა.. – თბილად გაუღიმა მზრუნველს. _ შენი არ ვიცოდი რომელი იყო, ამიტომ ჩემი წამოვიღე _ არაუშავს, ეხლავე შევალ და.. _ იყავი! მინდა როცა ჩავიცვამ შენი ცეკვის სუნი ვიგრძნო.. – სალომემ გაიღიმა – შენ გიხმობდნენ..რატომ არ დარჩი.. _ ცეკვის მომენტი კარგია.. რასაც შემდგომ უხერხულ ეტაპზე ვერ ვიტყვი.. _ სად ისწავლე ეს ყველაფერი? _ ბავშვობიდან ვცეკვავ.. _ მარტო ცეკვაზე არ გეკითხები..ცეკვავ, მღერი და საკმაოდ ჭკვიანი ხარ.. ასეთ ასაკში.. _ ჩემი ასაკისთვის ჩემი აი ქიუ საშუალოზე ოდნავ მაღლა დგას..დიდი ვერაფერი შედეგია-თავი დაიმდაბლა სალომემ _ მაგ სტატისტიკის არ მჯერა..შენ ვერავინ გასწავლის რა არის ბედნიერებისთვის საჭირო..სავსე ხარ! და ამ ყველაფერს შენი სილამაზე უდგამს ტოტემს. _ ამის აღქმა ინდივიდუალურია.. დიდი მადლობა. _ ინდივიდუალურია როცა აფასებ, რომ ან კარგია ან ცუდი.. მთავარი ისაა, რომ შენ შენი იპოვე მიუხედავად იმისა მავანთათვის კარგი იყო თუ ცუდი. ამას ძალიან ბევრი ვერ ახერხებს.. _ შევიდეთ.. თორემ ჩემთვის შემოწირული პალტო შეიძლება გაციებად დაგიჯდეთ _ ავიტან.. – მტკიცედ თქვა ალექსანდრემ..სალომეს თვალს არ აცილებდა. გოგომ თბილად გაუღიმა და პირველი თვითონ დაიძრა დარბაზისკენ. შევიდა და განმარტოებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა, თეონა მაშინვე მიუსკუპდა და სასწრაფოდ მოუყვა როგორი აღტაცებული იყო მისით დარბაზი და პირველ რიგში პედრო. მათ ჭიქებით ხელში კახა მიუახლოვდათ _ კიდევ ერთი საოცარი სანახაობა..შენს ნიჭს გაუმარჯოს – ჭიქა ხელში მიაჩეჩა, თეონას კი თავისი დაუთმო. გვერდზე მაგიდიდან თავისთვისაც აიღო და განაგრძო.. _ არ შევმცდარვარ.. საოცარი ვინმე ხარ.. მინდა შენი სადღეგრძელო მთელი გულით და ქედის მოხრით შევსვა.. ძალიან გთხოვ ბოლომდე დაცალე! მეტი თხოვნა არ მექნება – მუდარა გაისმა ნასვამი კახას ხმაში. სალომემ თეონას გადახედა, თეონამ თვალით ანიშნა მიდი და შეგეშვებაო, ჩაისუნთქა და ჭიქა ბოლომდე დაცალა.. _ მადლობა.. მინდა ბოდიში მოგიხადო.. მინდა ჩემი საქციელი აგიხსნა.. აივანზე გავიდეთ თუ არ შეწუხდები _ ყველაფერი გასაგები ბატონო კახა..ნუ შეწუხდებით.. _ სალომე გთხოვ.. მინდა ბოლომდე ამოვთქვა.. – სალომემ ისევ გადახედა თეონას და პალტოს ასარებად წავიდა. სწორ ხაზზე გავლა გაუჭირდა, თითქოს რაღაც დატრიალდა..ნუთუ რამოდენიმე ყლუპმა ღვინომ ასე დაათრო? არა ეხლა თავი ხელში უნდა აიყვანოს, თორემ კახას საბოლოო, საკადრის პასუხს ვერ გასცემს, თვალები მაგრად დაუჭა..გაახილა და პალტოთი ხელში აივანზე გავიდა. კახა უკვე ელოდებოდა _ მინდა ბოდიში მოგიხადო ჩემი უტაქტობისთვის..ნება მომეცი სახლამდე მე მიგიყვანო..ამით მაინც გამოვისყიდი დანაშაულს.. _არ არის საჭირო ბატონო კახა..როცა დრო მოვა თვითონ წავალ.. მეგობარი მომაკითხავს-იცრუა..ღმერთო როგორ ეხვევა თავბრუ..თვალშიც უბნელდება..მეტს ვეღარ შეძლებს..თავს შეირცხვენს აქ რომ დარჩეს.. – უკაცრავად.. – ძლივს ამოილუღლუღა და კიბეზე დაეშვა..თვალების გახელა უჭირდა, თავი საშინლად დამძიმებოდა, მოხურული პალტო კიბეზევე დაუვარდა და გზა თხელი კაბის ამარამ განაგრძო. კახა მაშინვე უკან გაყვა.. ვიტრინიდან მომზირალ თეონას ეს არ გამოპარვია..აივანზე გავიდა..კახას სალომესთვის ხელკავი გამოედო და მიყავდა.. _ სალოომეეე.. – დაუყვირა თეონამ.. არც ერთს მოუხედავს.. ის სასწრაფოდ შემობრუნდა და ის ის იყო კიბეზე დაშვებას აპირებდა მის ხმაზე გამოსულ ალექსანდრეს შეასკდა.. _ სად მიდიხარ? სად არის სალომე? – თეონამ ხმის ამოღება ვერ მოახერხა, ნერწყვი გადაყლაპა და აკანკალებული ხელი მიმავალი წყვილისკენ გაიშვირა. _ შიგნით შედი და არავის არაფერი უთხრა..თუ გვიკითხავენ უთხარი, რომ სამივე ერთად წავედით – თეონამ თავი დაუქნია, ალექსანდრე სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე და ლამის სირბილით დაეწია მიმავლებს. _ რაშია საქმე? – ზიზღნარევი, თავხედი ტონით შეეკითხა კახა _ რა სჭირს სალომეს? _ დათვრა და სახლამდე ვაცილებ, რა პრობლემაა?- ალექსანდრემ სალომეს გაფითრებულ, არეულ სახეს შეხედა და მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. _ შენ ხარ პრობლემა! რა გააკეთე? _ მეეე? არაფერი გამიკეთებია, ხომ გითხარი ვაცილებ მეთქი.. თვითონ მთხოვა.. სალომე ზომბის ნაბიჯებით ძლივს აგრძელებდა გზას..წვიმას მთლიანად დაესველებინა.. ერთიანად ცახცახებდა. _ ნაბიჯი აღარ გადაადგა მისკენ შე – ალექსანდრეს საშინლელი მრისხანება ჩადგომოდა თვალებში..სახე უელავდა..კახა მიხვდა წინააღმდეგობის გაწევა ძალიან ცუდად დამთავრდებოდა და მოლბა _ სანდრო არ გინდა.. განსაკუთრებული არაფერი ხდება.. დავკე.. _ რა მინდა და რა არა მე უკეთესად ვიცი! ჩათვალე, რომ ჩემია.. დღევანდელ საქციელზე მერე ვილაპარაკოთ – თითოეული ფრაზა ისე ზიზღით და მრისხანებით გამოსცრა ალექსანდრემ კახა მიხვდა ცოტაც და აფეთქდებოდა.. ხმადაბლა შეიგინა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა მათ. ალექსანდრე სალომეს დაეწია, სწრაფად მოაბრუნა და თავი აუწია. გოგო ერთიანად ცახცახებდა.. თვალები ჩაშავებოდა, წონასწორობის შეკავება უჭირდა.. _ სალომე როგორ ხარ? გესმის ჩემი? სალომე – მსუბუქად შეანჯღრია.სალომემ თვალები მილულა და ჩაიკეცა. ალექსანდრემ სწრაფად მიაშველა ხელი, მკლავზე გადაიწვინა და მანქანისკენ წაიყვანა. თბილ მანქანაში სალომემ ცახცახს უკლო..თუმცა თითქმის უგრძნობლად იწვა გადაწეულ სავარძელზე. ალექსანდრეს გზაში გაახსენდა, რომ სალომეს პალტოც და ჩანთაც რესტორანში დარჩა..მანქანა მოატრიალა და გეზი თავისი სახლისკენ აიღო. უზამრაზარ, გალავნიან სახლში შუქი აანთო..ღონეგამოცლილი სალომე ციმციმ აიყვანა ხელში და მეორე სართულს აუყვა. საძინებლის კარი გააღო და საწოლზე მიაწვინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.