შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილგამაყუჩებელი (თავი 4)


1-12-2016, 22:30
ავტორი nitanita
ნანახია 2 136

მთელი სხეულით ნიკოლოზზე ვარ გაწოლილი, თავი მის ყელში მაქვს ჩარგული და შიგადაშიგ ნაზად ვახებ ტუჩებს ყელზე. ისევ ვერ ვმალავ მისი დახორკლილი კანით გამოწვეულ ღიმილს.
როგორც უკვე ვთქვი, აქ მარტო ყოფნა მინდოდა და ამტომ წამოვედი გაუფრთხილებლად,მაგრამ ნიკოლოზთან ერთად ყოფნით გამოწვეულ კომფორტის შეგრძნებას მანც ვერსად გავურბიარ. ის ფაქტი,რომ ნიკო გვერდში მიდგას უზომოდ მახარებს, თუმცა მომენტებში მაშინებს კიდეც. აი ახლაც რომ ვფიქრდები, მე აქ წესით მარტო უნდა ვყოფილიყავი და მეფიქრა. მეფიქრა ყველაფერზე. მეფიქრა ძალიან დიდ ხანს და მივსულიყავი დასკვნებამდე. თუნდაც უხეირო, მაგრამ მაინც დასკვნებამდე. ამის ნაცვლად კი ნიკოლოზთან ერთად ვარ და მასზე ვფიქრობ. მესმის მარტოს რატომაც არ მტოვებს, მაგრამ პირადი სივრცის უქონლობის შეგრძნება არ მასვენებს. ნიკოლოზი იმდენად არ წარმოადგენს პრობლემას რამდენადაც სხვა გარშემომყოფები. არადა,როდესაც ვცდილობ სხვებს გავექცე ნიკოც როგორღაც უკან მრჩება. ყველა ცდილობს არც ერთი წამით არ დამტოვოს მარტო და ყველანაირ თემაზე საუბროთ გამართოს, ოღონდ ამდენ ხანს ერთად ყოფნისას ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმე გაფანტონ. მე კი ვხვდები ამას, ვხვდები და მათი უხერხულობის მოხსნით მე ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში. თავს ვაჩვენებ თითქოს კარგადაა ყველაფერი, მსიამოვნებს იქ, იმ გარემოში ყოფნა არადა გამოქცევის სურვილი მკლავს. მათ ეს არ ესმით, ვერც გაიგებენ. ისინი თვლიან, რომ სწორად იქცევიან, მე მეხმარებიან და ეს უხარიათ. მე ვერ ვეტყვი,რომ მათი გადამეტებული ყურაღება მღლის, მაღიზიანებს და სწორედ ამიტომ უთქნელად ვეცლები. აქაც ასე საიდუმლოდ მაგიტომ წამოვედი. ნიკომ არ დამაცადა მარტო ყოფნა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ნიკოს ესმის ჩემი. ნიკო ხვდება როდის მინდა ჩუმად ყოფნა და ფიქრი და ყოველთვის,როცა ამის საჭიროებას გრძნობს, ჩემთან ერთად ჩუმდება. შეიძლება არც იცის ამით როგორ მაბედნიერებს იმიტომ,რომ მე ამას სიტყვებით არასდროს არ გამოვხატავ. მაგრამ მაინც მჯერა, რომ მას ესეც ესმის. გამორიცხულია ვერ ხვდებოდეს ის თავის ადგილს ჩემ ცხოვრებაში, მთლიანად ჩემში.
ზოგჯერ ძალიან ცუდი აზრები მაწუხებს; მგონია, რომ ნიკო ჩემთან სიბრალულის გამოა. და მხოლოდ მაშინ მიპყრობს სინანულის გრძნობა, როცა მას თვალებში ვუყურებ. შეიძლება დიდი ხნის დავიწყებული მქონდეს ეგ ფიქრები, მაგრამ მაინც, შევხედავ თუ არა მახსენდება და არ ვიცი სად დავიმალო, რა ვუყო ჩემს უსამართლო დამოკიდებულებას ამ ადამიანის მიმართ.
და მაინც ისე მეამაყება ნიკო, ისე მეჩემება და ისე მიყვარს...

იკარგები ჩემი სულის მორევში. (ა.თ.)

***

-მარტო რატო წამოხვედი? -მაინც შევძელი ღიმილით შეფარული წყენის ამოცნობა მის ხმაში და ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით შევრაცხე საკუთარი თავი ყველაზე საშინელ გოგოდ.
-ცოტა ხანს მარტო ყოფნა მინდოდა. ვეღარ ვუძლებ ამდენი ადამიანის ზრუნვას, სინანულით და მოლოდინით სავსე მზერს ყოველ დღე.-ღრმა ოხვრას დიდი ხნის დარდი ამოვაყოლე და მზერა ფანჯარაზე გადავიტანე,საიდანაც ნისლისგან ჩამოწოლილი სიბნელე შემოდიოდა. თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და მანაც ჩემთან ერთად ამოიოხრა.
-მე არ გაცდი მარტო ყოფნას ხო?- მაინც ღიმილით დამკრა ცხვირზე თითი და მერე ვიგრძენი თმაში როგორ გადაინაცვლა.
-შენ არ იცი როგორ მიხარია,რომ შენ არ მაცდი და არა ვინმე სხვა.- მის ყელში ჩავრგე ცხვირი და ღრმად შევისუნთე ასე საყვარელი სურნელი.
-არ მინდა,რომ...ჯანდაბა! მინდა იცოდე,რომ მე სულ შენთან ვარ...ყოველთვის. მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად შენ გვერდით ყოფნა არ შემიძლია.
-შენ ფიზიკურადაც სულ ჩემთან ხარ და სულ რომ არ გინდოდეს ან არ შეგეძლოს ჩემთან მოსვლა, მაინც აი აქ იქნები. -პატარა ბავაშვივით გულზე მივიდე საჩვენებელი თითი.თან საკუთარ ბურდღუნზე მე თვითონ მეღიმებოდა.
ნიკოსაც გაეღიმა-კანით ვიგრძენი. დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა აი იმ ღიმილგადაკრული ბაგეების დაკოცნისა, ასე რომ მიყვარდა. წამით მოვკარი თვალი მის გაოცებულ მზერს გულ-მკერდიდან ასე ნაჩქარევად რომ მოვშორდი და მოწყვეტით ვაკოცე ბაგეებზე.
ბედნიერებისგან გაგცინებიათ? უცებ რაღაც ძალიან სასიამოვნო რომ ხდება და ბედნიერების სიცილს უბრალოდ ვერ იკავებ. აი ასე გაეცინა ნიკოს და მეც მისი ბედნიერებით ავივსე. ცხადად ვიგრძენი თხემით ტერფამდე როგორ დამიარა ბედნიერების ტალღამ. მგონი წამის დაჭერას ეძახიან ამას ხო? ხოდა მე დავიჭირე წამი! ძალიან ფერადი, ძალიან ბედნიერი და სანუკვარი წამი!

***

მე ძალიან დიდი ხნის შემდეგ მივხვდი,რომ თვითონ ნიკო იყო ჩემი ბედნიერება.

***
თუშეთში ყოფნის მესამე დღეა. გუშინ უჩვეულოდ უხასიათოდ ვიყავი. აი ისეთი უხასიათოდ სხვებისთვისაც გადამდები რომ ხდება. ნიკოლოზი მთელი დღე მამაცურად იტანდა ჩემ განწყობას. როგორც ყოველთვის,როცა ასეთი უხასიათო დღე მაქვს, გუშინაც საღამო ტირილით დავაგვირგვინე. ნიკო სავარძელში იჯდა, მე მის კალთაში და გულამოსკვნილი ვტიროდი. კონკრეტული მიზეზი არ მქონდა. მგონი ცხოვრების ამაოებას მივტიროდი. რაზეც არ უნდა მეტირა, ნიკო იქ იყო, თავზე ხელს მისვამდა და ელოდა როდის დავმშვიდდებოდი. ვგრძნობდი როგორი მაგრად მიჭერდა ხელებს ყოველი ამოოხვრის შემდეგ და საოცრად მიხაროდა მისი არსებობა. ბოლოს სიყვარულის ბუშტი გამისკდა და სულ გავაგიჟე ნიკო.
-ნიკოო -ნაზად მაკოცა თავზე და ამით მანიშნა,რომ მისმენდა. მეც ხმაურით ვაკოცე ყელში.
-იცი რა ტკბილი ხარ,ნიკო? უუუტკბესი! -როგორც მანამდე ვთქვი, ახლაც ბედნიერებისგან გაეცინა და მე სერიოზულად დავფიქრდი რით დავიმსახურე ეს ადამიანი. ვგიჟდებოდი ნიკოს სიცილზე და არაამქვეყნიურად მომხიბვლელ ღიმილზე. მინდოდა სულ,სულ გაღიმებული ყოფილიყო. მაგრამ თან სერიოზულიც ძალიან მესიმპათიურებოდა და იმის გააზრებაზე, რომ საკუთარ თავთან მქონდა გაჩაღებული დისკუსია: სერიოზული ნიკო ჯობია თუ მხიარული, სიცილი ვერ შევიკავე.
-რა გაცინებს? -აშკარად ესიამოვნა ნიკოს ჩემი გამხიარულება.
-ახლა ვფიქრობდი სერიოზული ჯობიხარ თუ მხიარული. -პატარა ბავშვივით სხარტად ვუპასუხე,არადა ზუსტად ვიცოდი როგორ მექნებოდა ლოყები აწითლებული. ნიკოსაც ჩემსავით გაეცინა,რომ მიხვდა რა ვუთხარი.
-მერე რა დაასკვენი?
-ვერაფერი -ახლა უფრო გაბუტული ბავშვის ტონალობაში გავეცი პასუხი- ორივე კარგი ხარ.
ისევ ხმაურიანი კოცნა დავუტოვე ყელში, რასაც მისი მხრიდან ასევე ხმაურიანი კოცნა მოყვა ჩემს ტუჩებზე.

***
დღეს მთელი დღეა სუფთა ჰაერზე დავდივარ და აშკარად უკეთეს ხასიათზე ვარ. ნიკოლოზი ჩემი ხასიათის ცვლილბას თავის ღამის თერაპიას მიაწერს და რეკომენდციას უწევს მის რაც შეიძლება ხშირად გავლას. ხასიათს მარტო იმაზე ფიქრი მიფუჭებს,რომ ხვალ დილით უკვე ვბრუნდებით.
აივანზე ვდგავარ და აშკარად ვგრძნობ ზურგზე მოშტერებულ მზერას მე კი ჯიუტად არ ვბრუნდები. მოთმინება არც თუ ისე დიდხანს მეყო და შემობრუნებული პირდაპირ ცხვირით შევასკდი ნიკოლოზის სხეულს.
-შენ არ იცი, წარმოდგენა არ გაქვს რა ლამაზი ხარ! -მონუსხულივით მიყურებდა თვალებში და ისე მეუბნებოდა. ძალიან ნაზად შემეხო ტუჩებზე და იმ მომენტში მე მართლა მეგონა,რომ ქვეყანაზე ჩემზე ლამაზი გოგო არ არსებობდა იმიტომ,რომ ნიკომ მითხრა ეს...იმიტომ,რომ ნიკოსი მთელი გულით მწამდა.

***
სახლში დაბრუნებულმა აქტიურად დავიწყე ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლობლებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად. მკურნალობის რაღაც ეტაპზე ჩემი გერმანიაში წასვლა გახდა საჭირო და მახსოვს რა რთულად გადასატანი იყო ეს ყველასთვის. ჩემი მშობლები კინაღამ გაგიჟდნენ,როცა მარტო წასვლის სურვილი გამოვთქვი. სასტიკი წინააღმდეგი იყო ნიკოც, რომელსაც სამსხურიდან არ ათავისუფლებდნენ და ვერ მომყვებოდა დიდი სურვილის მიუხედავად. მაგრამ იმ ეტაპზე არც ნიკოს გამოყოლა მინდოდა,არც ჩემი მშობლების და მით უმეტეს არც სხვა არავისი. ქიმიოთერაპია საკმაოდ შედეგიანად მიდიოდა,თუმცა შინაგანად მთლიანად მშლიდა ეს პროცესი. ყოველდღიურად მნახველების დაუსრულებელი რაოდენობას კი კომფორტის ზონიდან გამოვყავდი. ახლა ასმაგად მიწევდა ძალების დახარჯვა თავის კარგად მოჩვენებისთვის,რაც ემოციურად უუნაროს მხდიდა დღის ბოლოს. იმდენად რამდენადაც მახარებდა ამდენი ადამიანის გვერდში დგომა და ზრუნვა,მომენტებში გამაღიზიანებელიც კი მეჩვენებოდა. დიდი პატივისცემა და მადლირების გრძნობა რომ არა ალბათ დიდხანს ვერ გავძლებდი ასე.
ნიკოლოზის მუდმივად საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა მაოცებდა. და ზუსტად ვიცი სწორედ იმიტომ,რომ მთელი ეს პერიოდი გვერდიდან არ მშორდებოდა ახლა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ჩემი მარტო გაშვება.
საბოლოოდ მე და დედა წავედით.
ჩემი და ნიკოს გამომშვიდობებას მთელი აეროპორტი თვალცრემლიანი უყურებდა. ალბათ მეც ავტირდებოდი გარეშე პირი რ ვყოფილიყავი და ის მენახა,რაც იქ ხდებოდა. ნიკო მთელი ძალით მიკრავდა გულში და მიმეორებდა როგორ ვუყვარდი. მეც უხმოდ ვტიროდი და შიგადაშიგ ყელში ვკოცნიდი საპასუხო გრძნობის გამოსახატად. ხმის ამოღების საშუალებას ყელში გაჩხერილი ბურთი არ მაძლევდა.
ბოლო კოცნა მახსოვს ძალიან კარგად. მთელი ოთხი თვე მახსოვდა და სულ მემახსოვრება. იმ დროს ყველაზე ტკბილად მეჩვენებოდა და არც მიკვირს, იყო კიდეც ალბათ ყველაზე ტკბილი.

***
ძალიან დაგვიანებული თავისთვის ბოდიში. პირობას ვდებ ახალ თავს ძალიან მალე
ავტვირთავ, უკვე წერის პროცესშია.
სიყვარულით ნიტა ❤️



№1 სტუმარი ემი

ვახ, როგორ გელოდი blush

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ნიტა, რა კარგი ხარ. მათბობ ამ საშინელ ყინვაში. აი, როგორ ვთქვა? ბოლომდე ისე ჩავედი, ემოციებისგან გამოწვეული დაბურძგვლა არ მომშორებია. დიდი მადლობა შენ ამისთვის!

 


№3  offline წევრი nitanita

grafo
ნიტა, რა კარგი ხარ. მათბობ ამ საშინელ ყინვაში. აი, როგორ ვთქვა? ბოლომდე ისე ჩავედი, ემოციებისგან გამოწვეული დაბურძგვლა არ მომშორებია. დიდი მადლობა შენ ამისთვის!


უღრმესი მადლობა. ყოველთვის მახარებ შენი გამოხმაურებით ❤️

ემი
ვახ, როგორ გელოდი blush


იმედია მოლოდინები გავამართლე :)

 


№4 სტუმარი ემი

გაამართლე, კი არა, გადააჭარბეე relaxed .

სულ აცრემლებულმა წავიკითხე, თავიდან ბოლომდე... არადა, ჩემი ატირება არც ისე ადვილია.

როგორ ახერხებ ამას, ჩვეულებრივ სიტყვებს ასე როგორ ალაგებ, რომ უზარმაზარ ემოციას იწვევ... heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent