შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს...მთებში... თავი 6


3-12-2016, 04:02
ავტორი kato wiklauri
ნანახია 4 170

ცვლილებები არც ისე ადვილია, მითუმეტეს სოფოსთვის რომლისთვისაც ცხოვრება ბოლო სამი წლის განმავლობაში ძირითადად მხოლოდ ფერმერის ყოვლდღიური საქმიანობით შემოიფარგლებოდა. დიდი ხანია უარი თქვა მაკიაჟზე, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და ელეგენტურად ჩაცმაზე. ან აქ რაში უნდა დასჭირვებოდა?
დილით ადრიანად ადგა,სააბაზანოში გავარდა.სწრაფად გადაივლო წყალი, ტანსაცმელი ამოიცვა და ოთხიდან გასვლამდე სარკის წინ შეჩერდა. საკუთარ გამოსახულებას თვალი შეავლო. თმა დაივარცხნა და ლამაზად შეიკრა უკან. მერე პომადას დასწვდა მაგრამ ისევ უკან დააბრუნა თავის ადგილას. ერთხელ კიდევ შეავლო თვალი საკუთარ გამოსახულებას და ოთახი დატოვა.
-ეს არაფერში მჭირდება, მხოლოდ თავის მოტყუება იქნება,-ჩაილაპარაკა თავისთვის.
მუშებთან ერთად შეუდგა მუშაობას.მოსავლის აღების დრო იყო.დილიდანვე აეკვიატა წარსულზე ფიქრები და ვერაფრით მოიშორა. გამეტებით ურტყავდა თოხს მიწას და ცრემლების შეკავებას ცდილობდა.

"საუბარში გაიარეს ქუჩა და ერთ-ერთი მაღალ სართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან შეჩერდნენ.ბიჭმა ღილაკს მიაჭირა ხელი და ლიფტი გამოიძახა. მის მოლოდინში ერთხელ კიდევ აკოცა გოგოს და ჩაეხუტა.
-კარგი რაა ზაზა მაკიაჟი გამიფუჭდება.-დაიჩივლა გოგომ
-მე შენ ყველანაირი მომწონხარ. მათაც მოეწონები.
-ძალიან ვნერვიულობ,
-ჩემი გოგო.. ლიფტი მერვე სართულზე გაჩერდა და კარი ხმაურით გაიღო. ზაზამ მის პირდაპირ მდებარე სახლის კარზე ზარი დარეკა. სოფომ კიდევ ერთხელ მოასწრო პატარა სარკეში თავის შეთვალიერება და კარიც გაიღო.ახლაგაზრდა, მისივე ასაკის გოგო გამოჩნდა, თბილად გაუღიმა და მიესალმა.
-მოდით ზაზა მოდით.
-მარი ეს სოფოა, ეს კი მარი.
-სასიმოვნოა. უპასუხა მასპინძელმა.-ძალიან კარგი გოგოა. არც მიკვირს თავგზა რომ აგირია. გაეცინა მას და გვერდი გაიწა, გზა დაუთმო რომ სახლში შესულიყვნენ.. ოთახში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დახვდათ. ზაზამ ყველა რიგრიგობით წარუდგინა სოფოს.ყველას ძალიან მოეწონა. ეხუმრებოდნენ კიდეც ბიჭს ეს გოგო შენ როგორ გიძლებს ისეთი აუატანელი ხასიათი გაქვსო.
-ალბათ სიყვარულიც ასეთია. გიყვარდეს ყველაფრის მიუხედავად ჭირშიც და ლხინშიც, ყველანირი. რა მნიშვნელობა აქვს ხასიათს, სქესს, ასაკს. თანამდებობობას, რელიგიურ მიმართულებას. და ასე შემდეგ.-პასუხობდა სოფო.
-არა რაა. მართლა სასწაული ხარ. -ჩაერთო ზვიო.
-აბა მე ცუდს ავარჩევდი?შეიფერა ზაზამაც და სოფოს ხელი გადახვია. გოგოს ეუხერხულა და შეიშმუშნა.
-არა ზაზას ასეთს პირველად ვხედავ. აშკარად შეყვარებულია და სერიოზულადაა საქმე,- თქვა ირაკლიმ.-ბოლო სამი თვეა სულ სხვანაირია.
-უკვე დაჭკვინდა და ახლა ოჯახსაც მოეკიდება. მხოლოდ ისღა დაგვრჩა უცოლო სამეგობროში.-დაამატა ლანამ,ირაკლის მეუღლემ
-მეც ძალიან მიყვარს,-მორიდებით თქვა სოფომ.
-კარგი რაა ასე მორიდებული ნუ ხარ, ვიმხირულოთ. კარგ დროს გავატარებთ,აბა ბიჭებო ჩვენ დაგტოვებთ სამზარეულოში გავალთ, სუფრას გავშლით და დაგიძახებთ, წამოხვალ სოფო?
-ძალიან არ გადაღალო მარი. -გასძახა ზაზამ და ბიჭებთან საუბარში ჩაერთო.
იმ დღემ მხირულებში ჩაიარა და კარგი დრო გაატარეს, მაგრამ რაღაც მაინც არ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო. ზაზას მეგობრების გაცნობა ისედაც უნდოდა და ბიჭმაც არ დააყოვნა და შესთავაზა გაგაცნობო. მათთან ერთად მხიარულობდა, გულის სიღრმეში კი რაღაც უცნაურს გრძნობდა, ყველაფერი ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო.ეს გრძნობა მთელი მათი ურთიერთობის განმავლობაში გაჰყვა და მართალიც გამოდგა"...

ფიქრებიდან ხმაურმა გამოიყვანა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები სიცილით აკეთებდნენ თავის საქმეს თან მხიარულობდნენ. ხუმრობდნენ და ოხუნჯობდნენ.დროდადრო სიმღერასაც შემოსძახებდნენ.ცოტა ხანს უყურა სოფომ მათ,მერე მათი განწყობა გადაედო.
-ზეზვა ნახევარ საათში დავბრუნდები და შევისვენოთ.-გასძახა მას და სახლს მიაშურა. ა
-ბეე სახლში საჭმელი რა გვაქვს?
- პური გამოვაცხვე თონეში და აახლა ხაჭაპურებს ვაკეთებ.
-ცოტა დააჩქარე ბეე, მე კი რამეს მოვამზადებ ნაუცბათევად კიდევ და მუშებთან წავიღებ. სოფომ მაცივარი გამოაღო. ძეხვი და ლორი გამოღო. სენდვიჩები გააკეთა უცებ. მერე ყველი, ხაჭაპურები, ცხელი პური, კიტრი და პიმიდორი კალათში ჩადო, ღვინოც დაამატა და მუშებთან დაბრუნდა.
-მოდით გეყოთ აბა ახლა მუშაობა და ვისადილოთ, უკვე შუადღეა და ძალიან ცხელა.-დაუძახა სოფომ და კაკლის ძირში მდებარე მაგიდაზე სუფრის გაშლას შეუდგა. ყველამ შეწყვიტა მუშაობა და მისკენ წამოვიდა. დანარჩენებმაც მიამატეს მათი წამოღებული და დიდებული სუფრა გაიშალა.უყურებდა სოფო და მათი გულწრფელად შეშურდა. რა თავისუფლები და რა ლაღები იყვნენ ისინი. პრობლემების მიუხედავად მაინც ბედნიერები იყვნენ .. მან კი ვერა და ვერ მიაღწია ამ თავისუფლებას, შინაგან თავისუფლებას. სულის სიმშვიდეს. ვერ მოიშორა სინდისი ქეჯნის ეს საშინელი გრძნობა. დავიწყების მაგივრად ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება ისწავლა...
-ზეზვა რაღას უყურებ, ჩამოასხი ღვინო, გასძახა ბიჭს რომელიც ტელეფონში იყო ჩართული და შეტყობინებას გზავნიდა.
-ახლავე. მოეგო გონს და სასმელი ჩამოუსხა ყველას. სოფომ ჭიქა აიღო და დაიწყო.
-ჩემო ტკბილებო მოდით პირველ სადღეგრძელოს მე ვიტყვი და მერე თქვენ გააგრძელეთ. მოდით უფალი ვადიდოთ. აგერ ზემოდან გერგეთის სამების მონასტერი დაგვცქერის. უფალი დაგვყურებს და გვლოცავს მის შვილებს. არ მოგვაკლოს მისი მფარველობა, შეგვეწიოს.-დაასრულა სოფომ და სასმელი დალია.
-მიირთვით დღეს მოდით ერთამანეთი უკეთ გავიცნოთ.არ მინდა თქვენ მხოლოდ ჩემი მუშები იყოთ, ჩვენ ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს და მინდა ერთმანეთს კარგად ვიცნობდეთ.
თავიდან ყველა დაიბნა და უხერხულად იყო, ასეთ სოფოს არ იცნობდნენ მაგრამ მერე ნელ-ნელა გაიხსნენ და ლხინი გაჩაღდა...

*************
ბექაური მშენებლობაზე იყო და მუშებს ზედამხედველობდა. უკვე შუაღდღე იყო და ძალიან დაიღლილა. ასეთ მუშაობას არ იყო მიჩვეული, კაბინეტიდან არასოდეს გადიოდა.
-რა იყო ხომ არ დაიღალე?-მიუახლოვდა დათა.
-სიმართლე გითხრა ცოტა. არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა.
-აბა შენ რა გეგონა ძმაო, კაბინეტში ჯდომა ადვილია, გაეცინა დათას.
-ხო მაგრამ ეგ დრო წავიდა. აღარ მინდა კიდევ რამე შეცდომა დავუშვათ. ჯობია აქ ვიყო და პირადად ვაკონტროლო ყველაფერი. საბუთებს კი გვიან ღამით მივხედავ.
-ამ ბოლო დროს ისედაც ვეღარ გაჩერებ კაბინეტში. რა ხდება შენს თავს?
-არაფერი ისეთი.
-დარწმინებული ხარ?-ეჭვით ჰკითხა მეგობარმა.
-კი
-აბა ის გოგო?
-იმ გოგოს თავის ადგილი აქვს და სამსახური და პირადი ერთმანეთისგან განსხვავდება.
-მექალთანე რეზო ბექაური ასეთუ შეიცვლებოდა ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
-ყველაფერი ხდება.-უპასუხა და ტელეფონს დახედა. შეტყობინებე გახსნა და წაიკითხა. ისევ ჩეცინა მაგრამ ამჯერად დათას არ შეუმჩნევია. პასუხი მისწერა და დათას მიუახლოვდა.
-დროა სასტუმროში დავბრუნდე.
-რა ბზიკმა გიკბინა ასე უცებ?
-საქმე გამომიჩნდა. დარჩი რაა შენ-შეეხვეწა ის
-ნუ თუ ეგ საქმე სიყვარულს ეხება სხვა რა გზა მაქვს. მეგობარს უცოლოს ხომ არ დავტოვებ.-გაეხუმრა ბიჭი და ანიშნა წადიო. ბექაურიც პატარა ბავშვივით გახარებული ჩახტა მანქანში და სწრაფად დაძრა ადგილიდან.თავს თინეიჯერი ბიჭივით გრძნობდა. გული გამალებით უცემდა.თითქოს რაც უფრო ჩქარობდა გზა უფრო იწელებოდა. არადა ძალიან სწრაფად მიდიოდა აღმართზე. საღამო იყო როცა მანქანა სახლისგან მოშორებით გააჩერა და გადავიდა. სწარფი ნაბიჟებით გაიარა რამდენიმე მეტრი და სახლთან დაიძახა. რამდენიმე დაძახების შემდეგ მოხუცი გამოჩნდა. იცნო მომსვლელი და გაღიმებული წავიდა მისკენ.
-როგორ ხართ მარო ბებო?-მოიკითხა მან ქალი.
-კარგად შვილო შენ როგო ხარ?დიდი ხანია არ გამოჩენილხარ?
-საქმეები მქონდა.
-შემოდი გარეთ რას დამდგარხარ.
-იცით მე ზეზვასთან მოვედი.-იცრუა ისევ და თავისივე ტყულზე თვითონვე გაეცინა.-რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად ვცრუობ.-გაიფიქრა გულში.
-ზეზვა აქ არ არის შვილო. სოფოსთან ერთად სათბურებშია წასული. შემოდი დაელოდე. ალბათ მალე დაბრუნდებიან.
-იცით ძალიან სასწრაფო საქმე მაქვს და ვერ მიმასწავლით სად არის ეგ სათბურებია თუ რაღაც?
-კი შვილო როგორ არა. შემოდი ეზოში, სახლს უკან მოუარე და გზა მიდის ქვემოთ. აქეთ სულ ჩვენი ბაღები და სათბურებია. ბოლოში რომ გახვალ დაინახავ, შორი არ არის.
-კარგი ბებო, მადლობა. რეზომ სწრაფად შემოუარა სახლს და გზას გაუყვა. ყურადღებით ათვალიერებდა აქაურობას. აქ არასოდეს ყოფილა. ნუთუ ეს ყველაფერი სოფოს დამსახურება იყო? ულამაზესი ყვავილების ბაღი დაინახა. მინდვრის ყვავილები ახლა ყვაოდნენ და სასიამოვნო სურნელს გამოსცემდნენ. მეორე მხარეს ეგზოტიკური ყვევილები იყო ჩამწკრივებული. მაგრამე ეს ყველაფერი ისე იყო ერთმანეთთან შერწყმული რომ ულამაზეს ფონს ქმნიდა.
მოუთმენლად ელოდა სოფოსთან შეხვედრას. მალე ხმაური მოესმა, რაც უფრო უახლოვდებოდა უფრო გამოკვეთილი ხდებოდა. დაასკვნა რომ ახალგაზრდები ქეიფობდნენ. ნაბიჯს აუჩქარა და სწორედ მაშინ დაინახა ისინი როცა სოფოს გიტარა მიუტანეს და მანაც დაკვრა დაიწყო. ზეზვას შეტყობინება მისწერა აქ ვარო და შორიახლოს შეჩერდა. მანაც შეამჩნია და თვალი ჩაუკრა.
"სიყვარული განა ხშირად
ერთხელ მოვა შენთან რიდით.
დაგიჯდება ძალზე ძვირი
კარგად თუ არ გაუფრთხილდი.
დაგიჯდება ძალზე ძვირი
კარგად თუ არ გაუფრთხილდი.
წავა აღარ დაბრუნდება
ფაქიზია მეტად დიდი...
სოფო მთელი არსებით მღეროდა და სულს აყოლებდა სიმღერაში. შუამდე იყო მისული როცა ვიღაც აჰყვა.
"გავიგე რომ გათხოვილხარ.
ცრემლმა დამწვა თვალთა უბე.
ნაადრევად რად მომისპე
სიჭაბუკე სიხალისე.
-ასე რატომ გამიმეტე
ასე რატომ გადამრიე?"
გაოცებულმა მოიხედა. ვინ უნდა ყოფილიყო ვინც სიმღერაში აჰყავ და თვალები შუბლზე აუვიდა როცა მის წინ მდგომი და ყურებამდე გაღიმებული ბექაური დაინახა.
-გაგრძელე არ შეჩერდე. შესანიშნავი დუეტია. მერე დანარჩენი.-უთხრა სოფოს და მანაც დაბნეულმა გააგრძელა დაკვრა. ახლა ორივე მღეროდა. ზეზვამ თავისი ადგილი დაუთმო რეზოს და სოფოს გვერდით მიუსვა ასე უფრო კარგად იმღერებთო და თვითომ საპირისპირო მხრეს გადაჯდა სოფოს რისხვა რომ აეცილებინა თავიდან. დუეტი შესანიშნავი გამოვიდა და მოწონებაც დაიმსახურეს. რომ დაასრულეს ზეზვამ ყველას დაასწრო და იქ მსხდომთ წარუდგინა როგორც მისი მეგობარი. სოფომ დაუბრიალა თვალები და მუშტი მიუღერა მაგრამ სტუმრის შერცხვა და თავი შეიკავა, მერე მოგხედავო დაუქნია თითი და ნაძალადევად გაუღიმა რეზოს. რომელიც უკვე ჩართულიყო საერთო მხიარულებაში.
-აბა ბატონო რეზო ერთი სადღეგრძელო უნდა გვითხრათ,-სავსე ჭიქა მიაწოდა მას ზეზვამ
მანაც გამოართვა და სადღეგრძელო მოკლედ წარმოსთქვა
-მოდით ჩვენ გავიმარჯოს, უფალი გვფარავდეს ყველგან და ყოველთვის.-ჭიქა ნახევრამდე დაიყვანა და მაგიდაზე ადგა.
-მგონი სოფომ მოიწყინა.-თქვა ზეზვამ
-არა, არა არ მომიწყენია.
-ასე გეწყინა ჩემი მოსვლა?-უჩურჩულა რეზომ
-საიდან გაიგე აქ რომ ვიყავი?
-მე იმ ადამიანზე ვინც მაინტერესებს ყველაფერი ვიცი.-დაუბრუნა პასუხი.
-ზეზვას მოვკლავ.
-მისი ბრალი არაა. მე ვთხოვე და მეწყინება თუ გაუბრაზდები.
-აი ცივი წყალი და დალიე.-დაუდგა გამწრებულმა ჭიქა წინ.
-მადლობა.-რეზომ ხელი დასტაცა და წყალი ბოლოდე დალია.-უფ კარგია ამ სიცხეში ცივი წყალი. მადლობა.
-შენ ნორმალური ხარ?-გამწარდა სოფო რომ არაფერი გამოუვიდა.
-არა,-თავი გააქნია ბიჭმა.-ოცდათხუთმეტი წლის კაცმა რომ ფეხით ამოვიარე მთელი გზა და დუეტში სიმღერა დავიწყე მგონი ეს კარგის ნიშანი არაა.
-თქვენ დიდხანს გაგრძელებთ ჩურჩულს?-ჩაერთო ზეზვა.-თამადა სადღეგრძელოს ამბობს და იქნებ მოუსმინოთ. ჩურჩული შეწყვიტეს და თამადას მიაშტერდნენ.
-მოდით ახლა რადგან სიმღერა სიყვარულზე იყო სიყვარულის სადღეგრძელო შევსვათ.მაგრამ მე ლექსით შემოგთავაზებთ.ამხელა კაცი ვარ, სამოცი წლის მოვიყარე და ასეთი კარგი რამე ცხოვრებაშ არ მინახავს ჯერ.
"მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს, აავსეთ თასი,
თვალებციმციმას, საფერებელს ნათელს და მზიანს,
ცრემლივით წმინდას, არაფერი რომ არ აქვს ფარსი,
ისეთ სიყვარულს, წუთისოფლის მადლი რომ ჰქვია.

ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს, გრძნობებს რომ შველის,
გაღიმილებად რომ მოჰყვება ღამეს გატეხილს,
ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს გონჯსაც რომ შვენის,
ქარიშხალებად, ხმაურებად სულში ატეხილს.

ყველამ შეავსეთ სასმისები, მაღლა ასწიეთ,
ალავერდები ყველა წყვილებს, გწყალობდეთ ბედი,
თუ გიყვარს დაბლა არ ჩამოსვათ, ხელში არწიეთ,
და თუ უყვარხარ, დალოცვილო დახარე ქედი.

ეს გაუმარჯოს სიყვარულის ასახსნელ ენას,
მეტყველ დუმილებს და თვალებით წაკითხულ სათქმელს,
ფეხზე დაკიდულ აბდაუბდა ლექსების წერას,
სიცოცხლის ფასად საიდუმლოს არასდროს გამთქმელს.

ეს გაუმარჯოს იმ სიყვარულს, სულ რომ სურნელობს,
ძლიერ მკლავებში შეფარებულ სატრფოს შექებას,
ბავშვივით კეკლუცს, ხან რომ ბრაზობს, ხან რომ სულელობს,
და ალიონზე თბილ სუნთქვასთან სუნთქვის შეხებას.

მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს და იმის გამჩენს,
არც რა გვქონია ამ წყალობის ტოლი და მსგავსი,
ალავერს ვაწვდი, სიყვარული გვეტყვის დანარჩენს.
ფეხზე ადექით ბატონებო, შეუვსეთ თასი. "
ყველა განაბული უსმენდა თამადას. ამ ჯანღონით სავსე, გოლით მთიელ მოხუცს, რომელიც მთელი გრძნობით და მთიელისათვის დამახასიათებელი კოლოთი ამბობდა სიყვარულის სადღეგრძელოს. განსხვავებული სასმისი ყველამ გამოცალა. ჯერი ბექაურზე მივიდა. მანაც აიღო ფიალა და ფეხზე წამოდგა.
-მეც ლექსად ვიტყვი თუ წინააღმდეგები არ იქნებით. დასტურის შედეგ კი დაიწყო.

"სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა, ასაკი,
გიყვარდეს, მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი,
თუ შეგიძლია შეყვარება-ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან, ისე კვდებიან !"
სოფომ გაოცებულმა შეხედა და ფერი გადაუვიდა სახეზე. ეს მისი ლექსი იყო. მისი საყვარელი პოეტის ლექსი და დაბნეული უყურებდა რეზოს. რომელიც გაბადრული სახით იჯდა.
-წავალ სასმელს მოვიტან.შემოგვაკლდა.-წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
-მე მოვიტან, იყავი შენ, -წამოდგა ზეზვაც
-დაჯექი შენ დაუბრიალა თვალები. ისე რომ ვერავინ შეამჩნია. მოქეიფეები დატოვა და სახლისკენ გაუყვა გზას.
-გამირბიხარ?-მოესმა ზურგს უკან
-უკან დამდევ?-დაუბრუნა კითხვა
-არა, ჰაერზე გამოვისეირნე.
-გეტყობა.
-შენ სადაც არ ხარ იქ ჰაერიც არაა.-უთხრა რეზომ და გვერდით ამოუდგა.
-რატომ დამდევ?
-ისე.
-ვინ გითხრა აქ რომ ვიყავი?
-რამდენ კითხვებს სვავ?გსიამოვნებს?
-რას გადამეკიდე?-სოფომ ნაბიჯს აუჩქარა.
-ვსეირნობ უბრალოდ.-არ იმჩნევდა რეზო.
-მიკვირს როგორ ახერხებ რომ ნერვები მომიშალო.
-ვინ გითხრა მერე მოიშალეო?-წინ გაუდგა რეზო და აღარ უშვებდა.-დიდი უჟმური ვინმე ხარ ისე.
-მერე რას დამდევ თუ უჯმური ვარ?
-საყვარელიც ხარ და მაგიტომ. თან რაღაც იდუმალი ხარ და ეს მიზიდავს სწორედ შენსკენ.
-ნეტა შენ მოგცლია რა.
-ასეთი არ ხარ და რატომ ცდილობ დამანახო რომ უხეში ხარ?
-არ ვცდილობ.
-არ ვიცი რატომ ჩამოხვედი აქ, არ ვიცი რატომ დატოვე მედიცინა და რატომ გადმოსახლდი აქ, მაგრამ ამოვხსნი ამ საიდუმლოს და იცოდე როცა ყველაფერს მივხვდები მერე ვეღარსად გამექცევი.
-საიდან მოიტანე ეგ ყველაფერი?
-ასე ვფიქრობ და იმიტომ.
-არასწორად ფიქრობ. -გამატარე. ძალით გასწია გვერდით სოფომ რეზო და გვერდის ავლა სცადა. მაგრამ ვერ დაინახა იქვე დაგდებული პატარა ლოდი. ფეხი წამოჰკრა და წაიბორძიკა. რეზომ ხელი შეაშველა და ორივე მიწაზე დაეცა.
-არ თქვა რომ სასმელი მოგეკიდა.-გაეცინა რეზოს რომელიც ქვემოთ იყო მოქცეული
-სასცილო არაა. შეუღრინა სოფომ და წამოდგა.
-სასაცილო შენ ხარ.
- შეიძლება მაგრამ კუდში შენ დამდევ და არა მე.- არ დანებდა სოფო.-წავალ სასმელს მოივტან, თორემ დავაგვიანებთ. უკან დაბრუნდი. მოტრილდა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
-მაინც ჩემი გახდები უკარება ქალბატონო.-ჩაილაპარაკე რეზომ და სოფოს თავლი გააყოლა....

******************
ადრიანად გაღვიძა ბექაური ტელეფონის ზარმა. ძილს თავი ძლივს დააღწია მაგრამ თვალები არ გაუხელია. ხელისცეცებით მოძებნა ტელეფონი და უპასუხა. რამდენიმე წამი დასჭირდა სასაუბროდ. მერე კი გათიშა და და გონს მოსასვლელად სააბაზანოს მიაშურა. გრილი შხაპის ქვეშ კარგა ხანს იდგა და თან წუხანდელის გახსენებას ცდილობდა მაგრამ ვერაფრით გაიხსენა როგორ დამთავრდა.ონკანი გადაკეტა, წელზე პირსახოცი შემოიხვია და ნომერში დაბრუნდა. ტანსაცმლის არჩევას შეუდგა, თან ზეზვას ნომერი აკრიფა.
-გამარჯობათ ბატონო რეზო.-მოესმა მისი ხმა.-როგორ ხართ?
-კარგად ზეზვა, ცოტა თავი მტკივა უბრალოდ, რას აკეთებ გცალია?-
-დიახ
-ამოდი რაა ჩემთან ნომერში და თან ცივი ბორჯომი წამომიყოლე.
-ახლავე ბატონო რეზო...
თხუთმეტ წუთში მამაკაცები სასტუმროს ნომერში ისხდნენ და საუბრობდნენ.
-მამა როგორ არის ზეზვა?-ჰკითხა ბექაურმა
-მადლობთ, კარგად, არაუშავს,
-ექიმთან ხომ დადის?
-კი და ექიმმა თქვა მალე შეეძლება სამსახურს დაუბრუნდესო. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ბატონო რეზო.
-კარგი რაა ზეზვა რა ბატონო?. უბრალოდ რეზო ან რეზი დამიძახე როგორც გინდა.
-უხერხულია. მერიდება თქვენ მაინც....
-კარგი ეხლა, აბა გეყოს. სოფო ხომ არ გეჩხუბა გუშინდელის გამო?
-არ ჰქონდა დილით მაგის თავი,-ჩაეღიმა ორივეს.
-რატომ?
-საშინელ პახმელიაზე იყო და იმასაც ბორჯომი ავუტანე.
-ასეთი რა მოხდა გუშინ?
-არაფერი გახსოვთ?-ზეზვას ისევ ჩაეღიმა
-არა.-თავი გააქვია რეზომ.-რამე ისეთი მოხდა?
-გააჩნია თქვენ სიდან არ გახსოვთ.
-მახსოვს უკან როგორ დავბრუნდი. სოფომ სასმელი მოიტანა, მერე დალევა გავაგრძელეთ და მერე უკვე აღარ...
-მოიცადე სახლში რომ წამოვედით დასალევად არ გახსოვს?
-სად?ვის სახლში?
-სოფომ აიტეხა უკვე დაბნელდა ჩემთან წავიდეთ სახლშიო.ყველა არ წამოვიდა მაგრამ თქვენ წამოხვედით. მერე გარეთ ეზოში მანქანის საბარგულზე გააშლევინა სუფრა მარო ბებოს და იქ გააგრძელეთ. მხოლოდ თქვენ იყავით.მერე მუსიკა ჩართეთ და ღამის სამ საათამდე გარეთ ქუჩაში ცეკვავდით.
-არ არსებობს ეს მე გავაკეთე?ვიცეკვე?სოფოც ამყვა?დაუჯერებელია.
-ფაქტები შენს ტელეფონშია.
-თუ რამე მახსოვდეს თავი მომაჭერი,-გაეცინა რეზოს და ტელეფონს დასწვდა. ფოტოებში შევიდა და დათვალიერებას შეუდგა. სახეზე უცნაური გამომეტყველება ჰქონდა და იცინოდა. მერე რამდენიმე ვიდეოსაც მიაგნო და ამან უფრო გაამხიარულა.
-კარგი მერე ვნახავ დანარჩენს. შენ ეს მითხარი სოფო როგორ გრძნობს თავს?
-თუ ამას კარგად ყოფნა ჰქვია კარგად.
-რას გულისხმობ?-დაინტერესდა რეზო
-ძალიან მეცოდება ბევრს მუშაობს. თითქმის არ ჩერდება. მამაკაცივით შრომობს. ქალისთვის რთული გადასატანა ეს ყველაფერი.
-კი მაგრამ ხომ შეუძლია ასე არ მოიქცეს?
-სწორედ ესაა პრობლემა.ამას იმიტომ კი არა აკეთებს რომ ფული არ აქვს.ამას იმიტომ აკეთებს რომ წარსული დაივიწყოს და ფიქრებს დააღწიოს თავი. იცი რამდენჯერ დამინახავს რომ ტირის?ჩუმად, თავისთვის ცდილობს არ დაგვანახოს, მაგრამ მე მაინც შეავმჩნიე.
-წარმოუდგენელია.არადა ისეთი მხიარულლი იყო გუშინ
-ეგ ცდილობს ძლიერ ქალად მოგვაჩვენოს თავი, სინამდვილეში პირიქითაა, ის ძალიან სუსტია. გულში ისეთი მძიმე ჭრილობა აქვს.-ზეზვა მიხვდა რომ ზედმეტი თქვა და გაჩუმდა თუმცა რეზომ მაშინვე იგრძნო მისი ტკივილიც და ბიჭსაც გაუგო. მეგობარზე წუხდა.
-იცი რა შეემთხა მას და აქ რატომაა?-შეაპარა ჩუმად.
-ამაში მამაკაცია დამნაშავე, მაგრამ ზუსტად რა მოხდა არ ვიცი.მგონი რომ ღალატის მსხვერპლი გახდა.
-ხო ალბათ, რაღაც ეგეთი ჩემთანაც წამოსცდა.
-რეზი დაეხმარე რაა. ვიცი შენ შეგიძლია დაეხმარო მას. აი ხომ ხედავ გუშინ როგორ კარგად გაუგეთ ერთმანეთს. ასეთი არავისთან ყოფილა. შეიძლება ბევრს გეჩხუბოს და გაჯიუტდეს, მაგრამ არ დანებდე. ვიცი მოგწონს და თუ შენ მართლა ეცდები მისი გულის მონადირებას ვიცი ერთად ბედნიერები იქნებით.
რეზოს უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა და თან მობილურმა კიდევ ერთხელ დაურეკა.
-მოვედი და შენ გელოდები.
-მოვდივარ დათა, უპასუხა და გაუთიშა.-ამ საქმეს მივხედავ.ახლა საქმე მაქვს მაგრამ არ დამავიწყდება. რამდენიმე დღე თბილისში ვიქნები .უკან რომ დავბრუნდები მერე მე ვიცი.-ჩაეცინა რეზოს...
ქვემოთ დათა ელოდა. მისი მოღუშული სახე რომ დაინახა გაუკვირდა და ვერ მიხვდა რა დაემართა.
-რა გჭირს?რამე მოხდა?
-არაფერი. წადი.-მოკლედ მოუჭრა ბექაურმა და მეტი აღარაფერი უთქვამს. მთელი გზა ზეზვას ნათქვამს აანალიზებდა და სოფოზე ფიქრები არ ასვენებდა.ტელეფონში ფოტოებს ათვლიერებდა და ამაოდ ცდილობდა წუხანდელის გახსენებას...



№1 სტუმარი Guest nasia

Oooooh ra kai iyooooo ♡♡♡♡

 


№3 სტუმარი manana

კარგია, ამ ისტორიას სიამოვნებით ვკითხულობ.....

 


№4 სტუმარი lizazu

აუ რა კარგი თავი იყო heart_eyes აღარ დააგვიანო რა, მალე დედა გთხოვ. რეზი ძალიან მომწონს და არ მინდა რომ გული ატკინოს სოფოს. ერთეხ გულისტკენა და იმედგაცრუებაც ეყოფა საწყალ გოგოს. kissing_heart ძალიან მაინტერესებს სოფოს მშობლები ან და-ძმა არ ყავს?

 


№5 სტუმარი Guest თიკო

აღარ დააგვიანო და მალე დადე შემდეგი თავი რა

 


№6 სტუმარი mako

Axaltavs rodisdadeb?

 


№7 სტუმარი და

მომწონს ძაან და ნუაგვიანრბ დადებას რა

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

აღარ დებთ ახალ თავს?

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

დადეთ ახალი თავი მართალია წლევის წინ დაწერეთ მაგრამ დაამთავრეთ რა

 


№10 სტუმარი აზა

გააგრძელეთ რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent