ცხოვრება გრძელდება 12
გუნათელა სარკის წინ იდგა, თავი მოიწესრიგა და რამოდენიმე ხანს აკვირდებოდა საკუთარ თავს, თმა შეიკრა და სამზარეულოში გავიდა და ფუსფუსს შეუდგა, ამ დროს შემოსასვლელი კარის გაღების ხმა გაისცმა სამზარეულოში შალვამ შემოაბიჯა , ნათელას საქმის კეთება არ შეუწყვეტია და მეუღლისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არ შეუნიშნავს მეუღლის ბედნიერი სახე, შალვას სახე უნათებდა , სკამი გამოსწია და მაგიდასთან მოკალათდა. -ნათო რა გვაქვს საჭმელი? -კოტლეტი შევწვი გინდა გადმოგიღო? -გამოუშვი ქალმა თეფშზე სამი კოტლეტის ნაჭერი დადო და მაგიდისკენ შემობრუნდა, შალვასთან ახლოს თეფში დადო, ამ დროს მამაკაცმა თეფშის გვერდით კონვერტი დადო თან სახეზე ღიმილი ეფინა, ქალმა ახლა შეამჩნია რომ ქმარი რაღაცას გაეხარებინა -ეს რა არი?-იკითხა ქალმა -მანი მანი მანი მასტ ბი Fანი-წაიღიღინა შალვამ მერე ფეხზე წამოდგა მეუღლეს ხელი მოჰკიდა და ცეკვა დაიწყო მაგრამ ქალმა სწრაფად მოიშორა -რა ფული? -ბანკმა სესხი დაგვიმტკიცა და ეგ ფული ჩემო სიცოცხლე -მართლა?-ოდნავ გაიღიმა ქალმა -აბა რაა , და ბიზნესსაც დავქოქავთ აწი და მერე ნახე შენ კიდე ბევრი მანი მანი მანიიი-ისევ სიმღერას მოჰყვა და ცეკვით ოთახიდან გავიდა . ************************ სკვერში სკამზე მათე და დათო ისხდნენ, მათე უხასიათოდ იყო ხმას არ იღებდა და ხეებს აკვირდებოდა რომელთა ტოტებსაც ქარი არხედა -ბიჭო ლევანის რა ისმის?-სიჩუმე დაარღვია და დათოს შეკითხვა დაუსვა რომელიც ტელეფონით sms ებს წერდა -ჰა? -რა ჰა მოწყდი მაგ ტელეფონს ცოტახნით -ჰო რაო? -რადა ლევანის რა ისმისთქო -ბიჭო რავიცი მამამისს ისრაელში მიჰყავს მგონი, იქ უფრო კარგად უმკურნალებენო -ისრაელი ბაზარი არაა -შენ რა გჭირს? -აუ რაღაც უნდა გითხრა რა დათკა -ჰო რა არი ბიჭო? -აუ "კაროჩე" რაა-თავზე გადაისვა მათემ ხელი -რა იყო ბიჭო თქვი -ბიჭო ერთი გოგოა ჩემგან ფეხმძიმედ -ვინ გოგო? -შენ არ იცნობ რა -ღადაობ? ვინმე გყავს და მე არ ვიცნობ? -არა რა მყავს ერთხელ გვქონდა რა მარტო -მოიცა ტოო იქნებ გატყუებს მერე -არა რა მატყუებს ქალიშვილი იყო ბიჭო -ვაა, მერე რას აპირებ? -ვიცი? აზრზე არ ვარ, ალბათ აბორტი რაა -რა აბორტი შენ შიგ ხომ არ გაქვს? -აბა რა ვქნა ბიჭო? მე ეხლა შვილი რად მინდა ტოო -და უნდა მოკლა ბავშვი? -არა რა მოვკლა -აბა აბორტი სხვა რა არის თუარა მკვლელობა? -ოო არ არის მკვლელობა რა ძმაო -ჩემი დეიდაშვილი ხო ექიმია დავურეკოთ და ვკითხოთ გინდა?-ტელეფონი მოიმარჯვა დათომ -არა რა დაურეკო დაანებე თავი, რამეს მოვიფიქრებ რა ******************** ნინი და ნატა კაფეში იხსდნენ ნელ-ნელა წვენს სვამდნენ და ჭორაობით იყვნენ გართული -ზეგ ნუცა გახოკიძის გამოფენაზე მიდიხარ? -ეგ ვინ არი? -ნუცა გახოკიძე არ იცი გოგო? უმაგრესი მხატვარია -არ გამიგია -აუ შენ ზუკას გარდა ხო არავინ იცი რა -ოფ-ჩაილაპარაკა ნატამ და წვენი მოსვა -ხო მართლა რას შვები ზუკასთან? -რავიცი ისევ ისე ვართ როგორც ვიყავით, უი გუშინ რა გააკეთა მართლა არ მომიყოლია შენთვის? -არა, რა აბა? -გოგო დილით მაღვიძებს ტელეფონის ზარი და მეთქი ნეტა ვინ არის მოვკლავ რას მაღვიძებსთქო, მერე ნომერს რო დავხედე და ზუკა იყო უფრო გავბრაზდი და გასალანძღად მოვემზადე, მერე ადექიო და ფანჯრდან გადაიხედეო -მერე? -მერე გადავიხედე და ქვემოთ იდგა და ვარდის ფურცლებით დაუწერია ნატა მიყვარხარო -ვაიმეე საყვარელიი ამ დროს კაფეში წინადღით გაცნობილმა სალიმ შემოაბიჯა, ნინიმ და სალიმ იმ წამსვე შეხედეს ერთმანეთს და თვალი თვალში გაუყარეს -უი ნინი როგორ ხარ? -გამარჯობა სალი კარგად შენ? -რავი მეც კარგად, აი ჩემს გოგოებთან ერთად შემოვიარე, გაიცანი ესენი ჩემი დაქალები არიან, თაკო და ლალი, ეს კიდე ნინია ბაჩოს მეგობარი -რომელი ბაჩოსი?-იკითხა თაკომ -ჩემი ბაჩოსი გოგო რა გჭირს -აჰ სასიამოვნოა -ჩემთვისაც -მიუგო ნინიმ და ნატას გადახედა გოგოებს სახეზე დაბნეულობა ეტყობოდათ. პ.ს უკაცრავად პატარა ეპიზოდის დაწერისთვის, თუმცა იმედი მაქვს მოგეწონებათ, მადლობთ რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.