შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელები #5


3-12-2016, 13:20
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 2 269

____
-ბადუ, რა გავაკეთო ?!_ თავზე ხელებშემწობილი შაკო აქეთ-იქით დადიოდა.
-ეე ბიჭო დაჯექი რა, ნუ გადტკეპნე ეს იატაკი, შენც კიდე რა გინდა რა, არ უთხრა და მორჩა.
-როგორ არ გესმის ორივეს ძმაკაცი ვარ,ორივესი! ხოიცი ეხლა პირველი ეგრე სერიოზულად გოგოზე არაფერს მომთხოვდა,ანუ რაღაცაშია საქმე, უეჭველი ბიკოს უნდა ვუთხრა მარა დავიღალე სულ მაგათ საქმეებზე რბენით უკვე ვა, ყოველ წელს სისხლი იღვრება, ყოველ წელს, თან ისე რომ კაციშვილი ვერ იგებს. რა მასტები არიან რა_ხელი აიქნია და მეგობარს დაღლილი თვალები მიაპყრო.
-მოკლე მე ვიცი რა, არაფერი უთხრა იამანიძე, პირველი თვითონ მოაგვარებს.
-კარგი_ერთი ამოიხვნეშა და მიქაბერიძესთან გადარეკა.

____
-ნიკოლოზ!
-რა არის მამა ?_მობეზრებულად მოატრიალა თავი ვაჟმა.
-სად მიდიხარ ? მეღირსება როდესმე ერთი დღე მაინც რომ გაატარო სახლში ჩემთან ერთად ?
-არა, ამ სახლში არა, უფროსწორედ ვერა, სიბინძურით სავსე სახლში მთელი დღე ვერ დავრჩები,რომელიც შენ დათესე.
-წესიერად მელაპარაკე! დღეს თათბირია, წამოხვალ ხომ ?!
-არა,არ მცალია და ხვალ შემოვივლი.
უფროსმა პირველმა თავი დანებებით გააქნია და საზუმობას შაუდგა.
-ბატონო ლევან, დიდი ბოდიშით მაგრამ ქალბატონ დეას ფსიქიატრმა დარეკა, ვერ ვაწყნარებთო, სულ ჩვენი ნიკუშას და , და ... და კეკეს სახელს ახსენებსო_ლუღლუღით მიმართა უფროსს ამღზრდელმა ინამ.
ჩანგალი დაუვარდა
კეკე!
კეკე... ყრუდ ჩაესმოდა ეს სახელი.
მისი კეკე, მისი კიკინებიანი კეკე.
-კეკე ?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ადგა.
ბარბაცით მიუახლოვდა საძინებელ ოთახს და საწოლზე დაემხო.
ჯერ ერთი ცრემლი,მერე მეორე, მერე მესამე, შემდეგ მეოთხე.
სიმწრით შეკრულ მუჭებს თავში იხლიდა.
ცხვირზე ხელს მიიჭერდა და თავის გაგუდვას ცდილობდა, მერე ისევ ამოისუნთქებდა და ღრმად ხვნეშოდა.
"კეკე" ოთხი ასო
მარტო ოთხი ასო
მეტი არა
საერთოდ არა.
ოთხი ასო,პირველების მოუშორებელი შავი ლაქა.
შავი ფერის ლაქა
ლაქა რომელიც არასოდეს გაიწმინდება, უფროსწორედ ვერასოდეს!
ბალიშს ხელს უჭერს და პირისკენ მიაქვს, კბილებით უჭერს,მთელი ძალით უჭერს კბილებს თეთრ ზეწარს და არანორმალურ ხმაზე ხავის.
თეთრი, პერანგის სახელოებს და საყელოს შუაზე ფხრიწავს.
კარადისკენ ბარბაცით მიდის და ალბუმს იღებს.
დიდ,ლურჯ ალბუმს.
დაბლა ეცემა,ასე უბრალოდ ეცემა
ნეტავ ,როდის არ იყო დაცემული ? :)
უბრალოდ ახლა იატაკზე
იატაკზე,ცივ იატაკზე
ხელების კანკალით შლის ალბუმს.
ნახშირის'ფერი,ხუჭუჭა თმები,მომცინარე გოგონას მხრებზე ჰქონოდა გადმოყრილი.
თითს წევს, უნდა შეეხოს,რომ კეცავს.
ვერ შეახო,ვერ შეძლო,მაინც ვერ შეახო თითი მის სახეს.
სურათს უკან აბრუნებს და შავად დაწერილ ასოებს კითხულობს.
"კეკე 18 წლის"
ბოლო 18 წელი, ბოლო
ბოლო ფოტო და ბოლო ღიმილი.
დახურა და კარადაში შეაგდო.
კომოდზე დადებულ ჩარჩოს, უაზროდ შეხედა.
ის და დეა.
იღიმიან,
დეაც, დეაც იღიმის.
 ცოლი,რომელიც ფსიქიატრიულში მის გამო გლოვობდა ვაჟს, უკვე სულდალეულ ქალიშვილს და იჭყიპებოდა წითელი და ლურჯი აბებით.
ხელში იღებს და ნამსხვრევებად აქცევს.
ხმაურზე სამზარეულოში ინა ხტის და დანით თითს იჭრის.
აეწვა
ღია,წითელი ფერი ჯერ ნელა,წვრილად ამოძრავდა თითზე,ფრჩხილზე გადავიდა და მაგიდას დაეცა წვეთი.
შემდეგ კიდევ წამოვიდა და დაეცა.
ინა გაფართოებული,იაგუნდისფერი თვალებით ადევნებდა პროცესს.
უცბად თავში თითქოს მწვანე ფერის ღილაკი აენთოს და გაფაციცებით ამოძრავებს იაგუნდისფერებს.
ნიჟარაში სწრაფად ყოფს ხელს და ნერწყვს მძიმედ, ისევ თითქოს მწვანედ აგორებს.
ამ კაცმა ყველას როგორ უნდა ავნოს ?!
უკვე ჩვევად ექცა ინას ეს ხტომა, ერთხელ შესულა მასთან ,რაც არ დამთავრებულა სასიამოვნოდ.....
***
-თორნიკეე,ტატაა_კარზე ვაბრახუნებ ხელებს.
-შენ ჩვენთან გადმოსვლაზე არ გიფიქრია ?_ თმააბურდულმა თორნიკემ სახლში შემატარა.
-ჩემი ოთახი რომელი იქნება პაპასკირო ?_გაკრეჭილი ჩავჯექი დივანში.
-თანოა ?_ვანიდან იყვირა ტატიანამ.
-ხო, სხვა ვინ იქნება აბა ? თუ კიდევ გვყავს მურმანი კიდევ ?-სერიოზულეობით იკითხა თორნიკემ, გააზრების შემდეგ კი ერთი კარგად მოხვდა მხარში.
-უიმე, რა მწარე ხელი გაქ, ენასთან ერთად_ მაინც მიკბინა თავისებურად.
-აუ არ მცალია ეხა შენთვის, ნაწერები უნდა გავასწორო_ თმების მშრალებით გამოვიდა თხელიძე.
-კაი, წავალ მაშინ უჩასთან გადავალ,ჩანთა აქ იყოს.
გადასაკოცნელად წასული, ერთი რვეული მომხვდა თვალში.
"ნიკუშა ტყეშელაშვილი"
ნიკუშა!
ის გამახსენდა,ღმერთო რატომ ვფიქრობ მასზე ასე გამუდმებით ?!
-ჰა, აღარ მაკოცებ ?
-არა, მეუღლემ გაკოცოს_ უკან გამოვწიე სახე და ტელეფონით, გამოვვარდი სახლიდან.
 ქუჩას ვკვეთავ და ლაბაძის სახლისკენ მივიჩქარი, ა.წ უკვე დახვედრილ კვაზიმოტოებს,რომ არ შევხედო."დედა, რა *ლეები არიან"- თავს ვაქნევ,როცა მაღალი სილუეტი მეჯახება და ჩემი ტელეფონიც მთელი ხმით ბეტონზე ვარდება.
ჩემი აიფონი ):
ვაიმე, მგონი მეც ვიპოვე ჩემი საბედო, ფილმებში როცა ეჯახებიან ხომ ქორწინდებიან მერე ?! ^^
"რა დროს ამაზე ფიქრია, 2000 ლარიანი ტელეფონი გაგიფუჭა"_ჩამსისინებს ალტეგრო.
წარბებს ვჭუხმნი და მაღლა ვიხედები, რა მხელაა ეს უპატრონო!
დამცინის ზემოდან.
-შენ ნორმალური ხარ ? რა გაცინებს, ტელეფონი ისე დამიმსხვრიე ხელს ვერ ვკიდებ!
-მე დაგიმსხვრიე ?_კიდევ აგრძელებს სიცილს.
-არა მე!
-რა გქვია ?
-თანანო_წარბები კიდევ მეზობლობენ.
-აქ ცხოვრობ ?
-არა და შენი საქმე არაა ეგ, შეგახსენებ ტელეფონი გამიფუჭე_ფეხის წვერებზე ვიწევი, გაჩერდეს ეს მზე, მიჭყიტინებს თვალებში.
გლდანში მაინც გაჩერდეს!
-მე აქ ვცხოვრობ, ლადო მქვია_ისევ აგრძელებს.
-აზრი არ აქვს ლაპარაკს_ხელს ვიქნევ და პადიეზში შევდივარ, ტელეფონს ვტოვებ, მაინც არაფერი ეშველება.
ზარს ვაწვები მათეჯერ, მართლა, პირდაპირი გაგებით.
 "ყრუა ეს ბიჭი"- თავს აქნევს ალტეგრო.
-ვაიმე მართლა ?- ხმამაღლა მომდის....
დაფეთებული ხალიჩის ქვეშ გასაღებს ვიღებ და კარს ვარგებ.
თუ მეათეჯერ დარეკილზე არ გაგვცა პასუხი, ჩვენ თვითონ ვაღებთ, იმიტომ რომ არაერთხელ გვინახავს დაჭრილი ან სიცხიანი ლაბაძე,რომელიც ვერ წევს ერთ ადგილს.
-უჩა, უჩ სად ხარ ?_დავრბივარ ოთახებში.
ვმშვიდდები
აივანზე ზის
ეწევა
და სფეროებითვის თვალი გაუშტერებია.
ზუსტად ვიცი, ნინი ახსენდება
ნინი- დაუვიწყარი წარსული
უკვე გათხოვილი, დედამისის სიმპატიებს და ბრძანებებს აყოლილი, დებილი გოგო.
გლდანში ცხოვრობდა ისიც, თქვენც კარგად მიხვდებით რამოხდებოდა უკვე 6 წლის უკან... საყვარელი, უსაზღვროდ საყვარელი იყო...
შვილიც მას გავს, ფითქინა ანანო...

ირხევა
-რა გინდოდა იმასთან ?!
დაინახა,ეს ხომ აივანზე იყო.
-არაფერი ისეთი, ტელეფონი გამიტეხა და მიყიდის_ დებილ პასუხს ვცემ.
-კოპალეიშვილი სანდროს ძმაკაცია_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
ნინის ქმარია სანდრო, უბრალოდ ერთ-ერთი პიჟონი კვაზიმოტო.
აჰ, ხომ გითხარით ნინიზე ფიქრობსთქო....

გლდანიდან წამოვედი, ახლა სად წავიდე ?!
წერეთელზე, გამოფენასთან დავბოდიალობ
ჩარკვიანის ფონზე.
აი იმ ჩარკვიანთან ერთად მივუყვები წერეთელს, ყველა'ფერს რომ მაგრძნობინებს.
თითქოს ყველა'ფერი ჩემთვის აქვს დაწერილი.
იმას ვგრძნობ,რასაც ამბობს, წერს და მღერის.
"მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს,მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის, მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს, ფურცელი ვარ ცნობის,აღარ ვკარგავ წამს"
ვგიჟდები
მაფერადებს
ყველა'ფერის ტალღებში მაცურავებს.

მგონი ჩარკვიანი მუქი ლურჯია
იისფერიც.
ყვითელიცაა ?
არა, ყვითელი არ არის...
ირაკლი ყვითელი არ არის, რა სისულელეა.

ბორბლების წუილის ხმაა
ფეხებზე ვიხედები
ვკანკალებ
ამ შუა ზაფხულში ვკანკალებ, არა
არა შიშისგან ვკანკალებ
 ყურსასმენებს ვიძრობ და ირაკლიც აღარ ჩამესმის.
ის მანქანაა
ისააა
კაფესთან
ვიკა
თეთრი
ისააა
სახეს ვერ ვალაგებ, ახლა მე ლამის გამიტანეს
მე მოვკვდებოდი, მე გამიტანდნენ გამოფენასთან და აღარ ვიქნებოდი
არარსებულო "ღმერთო" მაინც გიხდი მადლობას, წერეთელზე რომ არ მომკალი...
ხომ, გითხარით ?!
მე ღმერთის არ მწამს....
___
მგონი, ყველაზე დიდი თავი დავწერე, ძლივს გამომიჩნდა თავისუფალი დრო ....
ხო, რაღაც უნდა გითხრათ ნიასეულნო! (უმრავლესობა მართლა ნიასეულია)
ნუ მიწერთ "როდის დადებ ?"  "აუ მალე რაა"  " რა უნამუსო ხარ,როდის დადებ ?"
ესეთები გულის რევას მიორმაგებს, ისევ ჩემს გულის ამრევ ცხოვრების რუტინასთან ერთად ამიტომ....
როცა შევძლებ, დავდებ ხოლმე^^
თქვენ ჩემი ნაწერი შეაფასეთ <3
პს: აღარ მივაწერ " თქვენი ჩამოუყალიბებელი ნია" გული ამერია, მეთვითონ რომ გადავავლე თვალი...



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ეს ის მომენტია,როცა მეც ვკითხულობ ჩემს ისტორიას :დდ

 


№2 სტუმარი Guest nawka

Gamarjoba me axali mkitxveli var. Ravi Ra gitxra saintereso iyo ragac azrebi maq rac sheidzleba moxdes magram aq ar davwer ra tqmaunda saintereso wasakitxia. Xo da kide kargi motxrobaa gaagrdzele warmatebebii

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

მადლობთ კომენატრებზე (((

 


№4  offline წევრი DevilGirl

არ შეწყვიტო ! ძალიან მაგარია, მაგრამ ისეთი მაგარია არ მყოფნის ! <3

 


№5  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

MoonLady
რა საინტერესო ფერია, ზღვისფერი, ინტრიგის არომატით....

მიხარიხარ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent