შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"hopeless" (თავი 2)


4-12-2016, 18:49
ავტორი DevilGirl
ნანახია 1 684

მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მივედით მანქანიდან გადმოვედი და მერე გამახსენდა, რომ სიგარეტი აღარ მქონდა, ამიტომ სახლში არ ავსულვარ მარკეტისკენ წავედი პირდაპირ:
-გამარჯობა ნინო დეიდა
-ანო როგორ ხარ?
-კარგად თქვენ?
-კარგად გენაცვალე არამიშავს.
მეტი აღარაფერი მითქვამს ფული მივეცი და გამოვედი. მომინდა, რომ პარკში დავმჯდარიყავი, მაგრამ იქვე მჯდარი ბიჭები დავინახე , არ მიყვარს ასეთი რაღაცეები სვამდნენ და დაიწყებდნენ სისულელეების ლაპარაკს, მიდი მერე და შეაგნებინე რამე უზრდელ ბიჭებს!. ისევ სახლში ასვლა გადავწყვიტე. როგორც კი შევედი აივანზე გავედი მაშინვე. მიყვარს მოაჯირზე ფეხების შემოწყობა, მოწევა და თვალწინ გადაშლილი ხედის ყურება. ბავშვობაში სულ მინდოდა კორპუსში ცხოვრება და ძლივს ამიხდა ნატვრა. ნეტა ნინა არ მოვიდეს ჯერ, განა რამე პრობლემა მაქვს უბრალოდ ძალიან კარგია სიმშვიდე. ფიქრებს ტელეფონის ზარმა მომწყვიტა:
-ხო ნინ
-ანო მე დღეს გეგასთან ვრჩები
-კაი ნინ
გეგა და ნინა მალე დაქორწინდებოდნენ ამიტომ ხშირად რჩებოდა ნინა გეგასთან. მე გადავწყვიტე მთელი ღამე აქ ვმჯდარიყავი. ჯერ უბრალოდ ვფიქრობდი, შემდეგ როგორც ყოველთვის მუზებმა შემომიტიეს, სიგარეტი გადავაგდე და კომპიუტერს დავწვდი. დავიწყე წერა, არვიცი რამდენი ხანი ვწერდი, მაგრამ ფაქტია ძალიან დიდი თავი დავწერე. დღეს ძალიან მშვიდი საღამოა, არ ისმის მანქანების გახშირებული სიგნალი. ისე დავწერე რომანი რომ არც ვიცი რა დავწერე, ისე ვიყავი შესული როლში რომ აღარ ვფიქრობდი რას ვწერდი ამიტომ გადავხედე. მთელი პირველი თავი წავშალე და დავიწყე თავიდან წიგნი, რომელიც ალექსანდრეზე იყო! მთლიან წიგნში მხოლოდ ალექსანდრე იყო. ვიღაც გოგო, რომლის დახასიათებაც ძალიან მგავდა და მასაც ანო ერქვა და მე... მე და ალექსანდრე ვიყავით. ნუთუ ასეთი სულელი ვარ? მაგრამ წაშლას არ ვაპირებ, მომწონს რაც და როგორც წერია, ძალიან ლამაზად არის აღწერილი მათი გაცნობა. კმაყოფილმა გადავაქნიე თავი, თითქოს ამ თავის გადაგდებით მოვიშორე ყველა უაზრო ფიქრი, აბა როგორ შეიძლება მე და ალექსანდრეზე ფიქრი უაზრო არ იყოს. საერთოდ ვინმემ თქვა რომ მოვწონვარ? შიგნით შევედი პლედი გამოვიტანე და პუფში კომფორტულად მოვკალათდი, დავიწყე ხალხის თვალიერება, ვდილობდი მათი გასაჭირი გამომეცნო, რადგან ისინი ძალიან ნაღვლიანები იყვნენ. ვიჯექი და ვიგრძენი როგორ მომინდა მეც მყოლოდა გვერდზე ვინმე , ძალიან კარგია როდესაც იცი რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ეტყვი და ის შენ გაგიგებს, მაგრამ მე ასეთი მხოლოდ ნინა მყავდა, მასაც ამ ბოლო დროს იშვიათად ვხედავდი, სულ გეგასთან იყო. როგორ მომენატრა ის დრო დედას კალთაში თავს რომ ჩავუდებდი და ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა.აი ეს იყო ჩემთვის ყველაზე ტკბილი დრო, მაგრამ ის აღარ არის , მოგონებები კი სამუდამოდ მეყოლებიან, მაგრამ არ ვიცი ეს მიხარია თუ მწყინს. ყოველთვის ისე ვიზრდებოდი რომ ჩემს ცრემლს არავის დავანახებდი, მაგრამ ხანდახან ეს გაუსაძლისი ხდებოდა. ისე მინდა ვიყვირო ბოლო ხმაზე, როგორ მენატრება ჩემი ოჯახი. ბოლოს ამოვიოხრე ჩემს ფიქრებზე, მწარედ გამეცინა. უკვე 22 წლის ვარ და მე ისევ მარტო ვარ, იქნებ ეს მარტოობა სამუდამოა? ყოველთვის მინდოდა შემომეარა მსოფლიო, თუმდაც მარტოს, ეს ხომ ყველაფერს შეცვლიდა? იქნებ ის ერთადერთიც მეპოვნა ასე რომ მემალება. მთელი 11 წელი ჯოჯოხეთში გავატარე. 11 წლისამ დავკარგე ადამიანები რომლების გარეშეც ჩემი ცხოვრება ნაგავია! რატომ დამტოვეს? 11 წლის მერე დეიდასთან ვიზრდებოდი, მაგრამ ის მაინც ვერ მივსებდა დაკარგულ ტკივილს, ხანდახან ვფიქრობ, რომ ამდენი ფიქრისგან საგიჟეთში შეიძლება მოხვედრა, მაგრამ ის ერთადერთი რამაა რაც შემიძლია. მე ყოველთვის გვერდზე ვდებდი ოცნებას და მის ნაცვლად ვმოქმედებდი. ნეტავ საერთოდ კარგი ვქენი მწერალი, რომ გამოვედი? ალბათ კარგი ვქენი, ნიჭიერი მწერლები ნამდვილად ჭირდება ქვეყანას.
დილით გავიღვიძე ისევ აივანზე ვიყავი და პუფში მეძინა, ნინას ზარმა გამომაფხიზლა ტელეფონზე:
-ხო ნინ
-ანო ჩაიცვი და გეგასთან გამო რა გოგოები ისევ აქ არიან და ბიჭებიც
-კაი
ჭიპი 20 წლისამ გავიხვრიტე , ამას არ ვნანობ რადგან ძალიან ლამაზად მაქვს ტოპებზე , სწორედ ამიტომ ვიცვამ ხშირად ტოპებს. ჩავიცვი: შავი მკლავიანი ტოპი, ჯინსის მოტკეცილი შარვალი, ამჯერად შავი მაღლები, რადგან ხანდახან მაინც ხომ უნდა ჩავიცვა მაღლები არა? გოგონები სულ იმას ამბობენ ერთხელ მაინც ჩაიცვიო ხოდა ჩავიცვამ!, შავი თმები ავიწიე და მჩოლკა ჩამოვიყარე, რათქმაუნდა თხელი ნაცრისფერი ჟაკეტი შემოვიცვი, შავი ჩანთა და ქვემოთ ჩავედი. სანამ ტაქსს გავაჩერებდი მარკეტში შევედი , სიგარეტი ვიყიდე, რადგან იქ ყველა ჩემ სიგარეტს ეწევა. შემდეგ ტაქსი გავაჩერე და მივედი:
-ანო მოსულაა-შემომეგება გეგა
-რა კარგ ხასიათზე ხარ გეგუნაა, რაშია საქმე?
-რაში ჩემო ანო და მალე ცოლს მოვიყვან
-ოჰოო
ბიჭებს მივესალმე და სამზარეულოში შევედი:
-აბა ფუსფუსებთ?
-ანო მაღლები ჩაიცვიი?-თვალები შუბლზე აუვიდა ნინას
-ხო ამის მერე ხშირად ჩავიცმევ მიხდება თურმე
-ძააან გიხდებაა
-მადლობა მე რა გავაკეთო?
-სალათები რათქმაუნდა
-კაი
ტელეფონზე დამირეკეს და აივანზე გავედი ეგრევე, შევამჩნიე ყველა მე მიყურებდა, რადგან ამ დღეებში ჩემი წიგნის გამომცემელს უნდა დაერეკა და უნდა მეთქვა დაახლოებით რამდენი ხანი დამჭირდებოდა დასაწერად:
-გისმენთ
-ანოო როგორ ხარ?
-რომელი ხარ?
-სულ დამივიწყე ხო?
-უკაცრავად?
-იკა ვარ
-იკა როგორ ხაარ?-იკა ჩემი კურსელი იყო
-კარგად შენ ?
-კარგად
-ანო ქალაქში ვარ ძლივს გამოვაღწიე ამერიკის საზღვრებს არ გინდა შევხვდეთ?
-კი იკა როგორ არა, როდის?
-ეხლავე თუ გინდა
-კარგი სად მოვიდე?
-შენ სახლთან რომაა იმ კაფეში
-კაი იკა
ბავშვები გაკვირვებულები მიყურებდნენ:
-აბავდი გამომცემელს ანო?-გაიცინა გეგამ
-გამომცემელი კი არა იკა იყო
-იკა , ის შენი კურსელი რომ იყო? რო ევასებოდი?
-ოოო არ ვევასებოდი, წავედი უნდა შევხვდე
-ამ შუაღამეს სად მიდიხარ ხო არ გაგიჟდი?
-ოოო მოიცა რაა
-ესე მგონია შეყვარებულს ხვდები
-შეყვარებული ყავს ხალხო რა გჭირთ?
-ეხლა ისეთი ნაგავი ხალხი დადის შეიძლება მაინც შეგაბას
-აუ დამანებეთ რა თავი!
-დარჩი რაა, არ გაგვიტეხო
-ჯანდაბა! დავრჩები და ხვალ ვნახავ!
-ძალიანაც კარგი და ვაფშე დარჩი დღეს აქ ნინაც აქ რჩება.
-კაი
-აუ ალექსანდრეც აქ რჩება თან და თავზე გადავიმხოთ აქაურობა-თქვა აღტაცებით ნინამ
-ამან დაგეგმა უკვე
-მაშ!
-იკას ვნახავ ხვალ, დავურეკავ ეხლა
-მიდი, მიდი არსად გაგექცეს
-დავაი რაა!-ენა გამოვუყავი გეგას და ისევ აივანზე გავედი
იკა არ იღებდა ჯერ ბოლოს აიღო ძლივს! :
-იკა
-ხო
-დღეს არ გამოვა რაა
-ეე კაი რა ანო მივდივარ ხვალ
-აუ არა დღეს ვერ გნახავ ვერავითარ შემთხვევაში
-კაი მაშინ შემდეგში რომ ჩამოვალ მერე იყოს 1 წელში
-რა ვქნა აბა?
-არაფერი , კაი წავედი ეკასთან ერთად ვარ, ორივეს გვინდოდა შენი ნახვა-ეკა იკას შეყვარებულია უფროსწორედ საცოლე
-კაი მომიკითხე ეკუნაა
-კაი ანო
შიგნით შევბრუნდი:
-მოვწონვარ ხო? ეკასთან ერთად უნდა ვენახე
-ვინაა ეკა?
-ცოლი
-ცოლი როდის მოიყვანა?
-საცოლე რაა
-ააჰამ
ცოტახანი ჩუმად ვიჯექით , მერე სხვები წავიდნენ და დავრჩით; მე, ალექსანდრე, გეგა და ნინა
-აუ მოდი რამე ვითამაშოთ რაა
-რა დახუჭობანა?-გავიცინე მე
-ხოოო-თქვა გეგამ
-ვითამაშოთ-დაეთანხმა ალექსანდრეც
-კაი გოგონები ვიმალებით...ჯერ
-კაი ჯანდაბას შენი თავი!
და ზრდასრულმა ადამიანებმა დავიწყეთ დახუჭობანას თამაში, ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან დასაძინებლად ძალიან მაგარ ხასიათზე წავედი.

ბავშვებო მე ახალი ვარ და ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონათ წინა თავი, შეცდომებს კი აუცილებლად გავითვალისწინებ და შევეცდები უკეთესად ვწერო. ამაზე დიდი თავი ვერ დავდე ახლა, იცით რაღაც ორიგინალური მინდა და ვცდილობ მოვლენები ისე განვავითარო, რომ არ ელით. მადლობა ვინც კითხულობთ :*



№1 სტუმარი ano13

რაკარგიაა <3 აუ გააგრძელე რა ძალიან დამაინტერესა და მალე დადე ხოლმე გთხოვ, იმედია ესე საინტერესოდ გააგრძელებ წერას :*

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

აუუ დახუჭობანაზე ავყირავდი მანამდეც კი მეცინებოდა მარა დახუჭობანა მაგარი იყო . დამწყებისთვის კაია ,გააგრძელე

 


№3  offline წევრი ანაკო

midee doushvi doindoblad. warmatebebi aba shen ici❤️❤️

 


№4 სტუმარი Guest nawka

Sainteresoa. Kargad wavida movlenebi. Me momwons

 


№5 სტუმარი Guest keti

dzaan momwons wina tavzec davakome rom kali sigarets ewevatko mara am tavma gadafara kvelaferi pakaaaaa

 


№6  offline წევრი მარტოხელა

საინტერესოაა <3 ბევრი ვიცინე ;დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent