შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 16


4-12-2016, 19:54
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 891

გიყვარდეს ნიშნავს მისცე ყველაფერი, გაიღო რაც გაგაჩნია, შეავსო მისი ნაწილი რაც მას აკლია, ყოველთვის სჯეროდა რომ ადამიანი ცალი იბადება და მთeლი მისი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი მეორე ნაწილის პოვნაში ატარებს, ისეთი შეგრძნeბა ჰქონდა რო ალექსანდრა მისი ნაწილი იყო, პირველივე დღeს როცა გაცოფებული დაუწყო ლანძღვა მაშინაც კი ფიქრობდა რომ ამ ქალს რაღაც სხვა განსაკუთრებული მიზიდულობა ჰქონდა, იმ მომენტში იგრძნო რომ ერთი ნახვით მისმა ორგანიზმა ანომალიური მოვლენების კეთება დაიწყო, მართლა არსებობს თურმე ეს დალოცვილი სიყვარული, რომელიც ერთიანად გიმონებს, ჩაიცინა დემეტრემ და მის წინ მჯდომ საბას არყით სავსე ჭიქა მიაწოდა, საბა იცი თითქოს დავფრინავ, ეს არის ქალი რომელმაც შემავსო, რომელმაც მომცა იმის უფლება რომ ბედნიერების მწვერვალზე ავიდე და თან ისიც გავიყოლო, მე ალექსანდრას გარეშე არაფერი ვარ, უკვე მიკვირს 35 წელი როგორ ვიცხოვრე ესე უინტერესოდ.
-საბამ მეგობარს გაუღიმა, დემე ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია შენი ამბავი, მაბედნიერებს. ვიცი ძმაო სიყვარული ეგეთია ან აგაშენებს ან დაგამხობს.
მაგიდასთან ნაცნობი სახე გამოჩნდა გამარჯობათ ბიჭებო, კერძოდ გამარჯობა დემე როგორ ხარ, სალომემ გაუღიმა დემეტრეს და მიუხლოვდა
-კარგად სალომე შენ?
-რატომ სალომე ესე ოფიციალური როდიდან გახდი, კარგა ხანია არ შემხმიანებიხარ, ვიფიქრე დროს მივცემ ცოტა მოვენატრო იქნებ მეთქი. გოგომ მისი დეკოლტე წამოსწია წინა პლანზე.
-სალომე გეყოს გთხოვ ესე ვულგარულად მოქცევა, მე დანიშნული კაცი ვარ, ამ ამბავს გაიგებდი ეჭვი მაქვს, ამ ქალაქში ხომ არაფერი იმალება
-ხო გავიგე დემე, მაგრამ იცი სიმართლე გითრა არ დავიჯერე, თანაც როგორ დამივიწყე ესე უცებ, ეტყობა გინდა ჩემზე შური იძიო, რამდენი დღეა გირეკავ ყურმმილს არ იღებ.
-ანუ ან არ მცალია ან არ მიდა შენთან ლაპარაკი, მე დიდი ხნის წინ უკვე აგიხსენი რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთვრდა მეთქი, სალომე ნუ იქცევი ესე, შეეცადე ვინმე მოძებნო ვინც შეგიყვარეს და დაგაფასებს, ესეთი გამომწვევი ქცევით კი ეჭვი მაქვს გაგიჭირდება მოძებნო კაცი რომელიც დაგაფასებს და სერიოზულად დაიწყებს შენზე ზრუნვას.
-დემეტრე არ გინდა გეხვეწები ქარაგმებით ლაპარაკი, ეხლა გახდი არა პატიოსანი, მუცელი მომაშლევინე, ჩემი შვილი არ გინდოდა ცხოვრება დამინგრიე და ეხლა ფიქრობ რომ ბედნიერი იქნები? არ ცხრებოდა გოგო
-მოიცადე დავკონკრეტდეთ მე გითხარი რომ ცოლად არ მოგიყვანდი იმის გამო რომ ორსულად იყავი, და ისიც ვთქვი რომ ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებდი, და ამასთან ერთად შენ ადექი და ჩუმათ აბორტი გაიკეთე და ეხლა მე მაბრალებ რამეს? შენ საკუთრი შვილი არ დაინდე ის უდანაშაულო არსება გაწირე, საერთოდ როგორ ბედავ ჩემთნ მოსვლას და კიდევ ამ ამბის გახსენებას, აქედან წადი სანამ საკუთარ თავზე კონტროლი არ დამიკარგავს, დემეტრე ფეხზე წამოიჭრა.
-კარგი დემეტრე, დამშვიდდი, სალომე მიდის სცადა სიტუაციის განმუხტვა საბამ.
-მაინც გავაგებინებ იმ შენს კნეინას ვინც ბრძანდები დემტრე კვიციანო, აუცილებლად გავაგებინებ ისიც მოგწყინდება, ლოგინში ჩაითრევ და მორჩა
-სალომე წადი მეთქი დემეტრე უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა.
ნამდვილად მძიმე საღამო გამოვიდა სალომეს გადამკიდე, თანაც ძველმა ტკივილმა კვლავ შეახსენა დემეტრეს თვი, არ ყვარებია ეს ქალი არასდროს, ხვდებოდნენ, მაგრამ სალომეს ქცევამ ყველა საზღვარი გადაჭრა, როცა ბავშვი მოიშორა და ამით საბოლოოდ დაუსვა დემეტრესთნ ურთიერთობას წერტილი.
***
ალექს შენი კაბა მზადაა? გაოცებული სახით შეეკითა თიკო დაქალს
-კი თიკო ხვალ გამოვიტანოთ ერთად
-იმედია თორემ ერთ კვირაში უკვე ქორწილია და საქორწილო კაბის გარეშე არ დარჩე, დასცინოდა ალექსანდრას
-კარგი ეხლა გეყოფა არ დავრჩები ისე ვნერვიულობ ნეტა იცოდე, მალე გავიდეს ეს დღები და მშვიდობით ჩაიროს ყველაფერმა.
-ჩაივლის აბა რა იქნება და შენთვის არ შეიძლება ზედმეტი ნერვიულობა ძალიანაც ნუ გადაყვები ამათ დარდს. მოდი წავიდეთ სადმე ყავა დავლიოთ, შენ ჩაი, თიკო ცდილობდა ალექსანდრას დაძაბულობის მოხსნას.
-კარგი ჩავიცმევ და გავიდეთ
ბევრი ისეირნეს, გაიხსენეს უამრავი სახალისო და სატირალი ფრაგმენტები მათი ცხოვრებიდან, ალექსანდრას ყველა დეტალზე ცრემლები ჰქონდა გამზადებული,
-კარგი ეხლა ალექს გეყოს, ვხუმრობ ტირიხარ, არ ვხმურობ ტირიხარ არ ვიცი რა მოგიხერხო, გაუცინა თიკო
-არც მე არ ვიცი თიკუ რა მჭირს ელეზე ესე არ ვყოფივარ ეს რაღაც განსხვავებული ორსულობაა
-განსხვავებული იმიტომ არის რომ ჩემი ნათლულია არ მშვიდდებოდა თიკო.
-დიახ გისმენთ ამ დროს ზურგს უკან ალექსანდრას ხმა მოესმა რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა, დაქალს გახედა, ალექსანდრა გაყინული სახით იდგა და ცრემლები ღაპა ღუპით მოსდიოდა, ალექს რა ხდება თიკო გაოცებული მიუახლვდა ალექს
-მოკვდა თიკო, ის მოკვდა ბუტბუტებდა ალექსანდრა
-კი მაგრამ ვისზე მეუბნები გოგო არ გადამრიო ეხლა
-მარი მოკვდა, ალექსანდრამ უკვე ხმით დაიწყო ტირილი, ღმერთო ეს უსამართლობაა, რატომ
-ალექს დაწყნარდი გთხოვ არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა თიკო ცდილობდა მის დამშვიდებას.
სახლში შეშლილი სახით დაბრუნდა ფიქრობდა ყველაფერზე, ფიქრობდა მის გადატანილ ტკივილზე, ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ როდესმე შეიძლებოდა ესე ეტირა ქალი რომელმაც ცხოვრება დაუნგრია, რომელმაც მთელი მისი ოცნებები ერთ წამში შთანთქა, მაგრამ ეტირებოდა, ჯავრობდა, ეცოდებოდა ყველა განცდა ერთად მოდიოდა, ეტკინა ისე თითქოს მისი საუკეთესო ადამიანი ყოფილიყო. სახლში დემეტრე დახვდა რომელიც გაოცებული უყურებდა, რა თქმა უნდა არავის გაუხარდება ადამიანის სიკვდილი მაგრამ ალექსანრას მიერ გამოხატული ემოციები ზედმეტად მძაფრი იყო.
-ალექს დაწყნარდი გთხოვ, ვიცი რთულია ადამიანის, თანაც ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებას, მაგრამ შენ ამ ამბავს ნუ შეეწირები, არ მინდა რომ ესე მძაფრად განიცდიდე.
-იცი დემე არც მე არ მინდა, არ ვიცი რატომ მაგრამ გული ერთიანად ჩამწყდა, ვიცი რომ ის არ იყო ამის ღირსი, მაგრამ იცი ერთი კვირის უკან ვნახე მთლიანად შეცვლილი, გაუბედურებული სახით, პატიება მთხოვა, მეც რა თქმა უნდა ვაპატიე, არ ვიცი ძალიან განვიცადე, ხვალ ალბათ პანაშვიდზე წავალ მხოლოდ ერთხელ მე არ შემიძლია ზედმეტი ემოციებისგან საგრძნობლად დავიღლე.
-ჩემო გოგო რატომ ხარ ესეთი კეთილი და გულუბრყვილო
-არ ვარ ანგელოზი დემეტრე, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს, იცი ეხლა რომ ვინმე მოვიდეს და მითრას დემეტრეს ცოლი ვარ თავი დაანებეო შეიძლება მოვკვდე იქვე გავთავდე და მე შენზე უარს მაინც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ცხოვრებას მირჩევნიხარ.
-ეხლა ეგ რა შუაშია ალექს
-ისე არ იცოდა მარიმაც თავის დროზე გიორგის ცოლი რომ ჰყავდა, მედალს ორი მხარე აქვს და ორივე მხარეს უნდა შეხედო, მე მაქვს ეს ერთი კარგი თვისება მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან არ შემიძლია რაღაცეების განსაზღვრა.
-კარგი ჩემო სულელო გოგო დამშვიდდი გთხოვ რა, დემეტრემ მხურვალედ ჩაიხუტა ალექსანდრა.
***
წარსული ყოველთვის ლანდად დაგყვება, ის არ იცი რა დროს იჩენს თავს გარდა მაგისა ის შენი წარსულია და პატივის ცემას იმახურებს, ამასთან ერთად თუ წარსულიდან მოგყვება ისეთი ძვირფასი განძი როგორიც ელენეა ამ შემთხვევაში ალექსანდრასათვის, ეზოში ხალხი შეკრებილიყო, ყველა დასტიროდა ახალგაზრდა გოგოს, და ყველას გული შესტკიოდა არსებული ვითარების გამო, არავისთვის იყო მარტივი იმის გააზრება რომ მარი აღარ იყო, ან თუნდაც უცხო ადამიანსაც კი ეტკინებოდა გული, განსაკუთრებით როცა პატარა ზურას გადახედავდი რომელიც მისი ცისფერი თალებით გამეტებით ეძებდა დედიკოს და ის არსაად იყო, ეზოში დარბოდა დედას ძახილით მას კი არავინ აგონებდა, მისთვის არავის ეცალა დღეს, ყველა მწუხარებაში იყო, მაგრამ ამას პატარა ბავშვს ვერ აუხსნიდი.
ალექსანდრამ გიორგის მოჰკრა თვალი ეზოში შესვლის თანავე, რომ არა თვალების გამოხედვა მას ვერც იცნობდა, ოდნავ დასუსტებული, შავი ანაფორით და მოშვებული წვერით, მაგრამ სახე ისეთი მშვიდი და ისეთი მდუმარე ჰქონდა, ალექსანდრას ფაქტიურად გაუჭირდა მასში მისი როგორც ყოფილი ქმრის ამოცნობა
-ვიზიარებ გიორგი მწუხარებას, ძალიან შემეცოდა
-მადლობა ალექს, ვიცი შენ როგორი გულის პატრონიც ხარ, მეტირება ეხლა აქ რომ გიყურებ, მე ვიცი შენთვის რამხელა ძალა იყო საჭირო აქ მოსასვლელად.
-არაფრის გიორგი ჩვენ ყველაფერი გადავიარეთ, შენ როგორ ხარ, ვიზუალურად ძალიან შეცვლილხარ, მაგრამ სულიერადაც ალბათ.
-კი ალექს შევიცვალე ვიპოვე ჩემი ადგილი, მალე ბერად აღვიკვეცები, მომცემენ კურთხევას, ბოლოს და ბოლოს მივხვდი სად უნდა ვიყო, და ეს არის ყველაზე დიდი ღვთიური სასწაული
-მიხარია გიორგი მიუხედავად იმისა რომ ეხლა მწუხარების ჟამი გიდგას, მე ვიცი შენ გარდაცვალებასაც ალბათ სხვა თვალით ხედავ.
-რა თქმა უნდა ალექს მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ პირველ რიგში ადამიანი ვარ, შენ როგორ ხარ? როგორ მიდის შენი ამბები.
-მეც კარგად ვარ მადლობთ, ალექსანდრას არ აუხსნია დეტალურად მისი ცხოვრება, აქ არც დრო იყო და არც ადგილი, არც იმის მიხარება რომ ერთ კვირაში ქორწილი ჰქონდა. გიორგის დაემშვიდობა და სახლში ავიდა მიცვალებულისათვის პატივის მისაგებად
მისაღეში სადაც სასახლე იდგა დაინახა ყვავილებში ჩამჯდარი პატარა ბიჭი რომელიც გამეტებით ტიროდა და დედას ეძახდა, მას კი არავინ აგონებდა
-ალექსანდრა მივიდა ზურასთან საყვარელო არ იტირო რა გთხოვ
-დეიდა მე ჩემი დედიკო მინდა ბავშვმა თავისი ბავშური ბუტბუტით და დიდი ცრემლიანი თვალებით ამოხედა ალექსანდრას.
-იცი შენი დედიკო ცაში წავიდა, აი საღამოს დაინახავ ვარსკვლავებში.
-ვასკვლავები რა არის? ბავშვმა გაოცებულმა იკითხა
-აი მე შენ განახებ როცა დაღამდება ალექსანდრა ბავშვს მოეხვია, ხელში აიყვანა და ეზოში გავიდა.
-გიორგი საკმაოდ გაოცებული უყურებდა ალექს როცა შეხედა რომ ზურასთნ ერთად მოდიოდა
-გიორგი ბავშვი ტირის არ შეიძლება ესე მისი ნერვიულობა.
-მართალი ხარ ალექს, მამაჩემს დავურეკავ წაიყვანოს, ზურაბი აქ არ მოდი მარის ვერ აპატია, მაგრამ ბავშვს ყოველთვის აქცევდა ყურადღებას, და ეხლაც მან უნდა გაზარდოს
-ზურაბი ბავშვს როგორ გაზრდის, გიორგი მარინას სიკვდილის შემდეგ ის ძალიან ცუდათ არის, ფაქტიურად სახლიდან არ გამოდის.
-ვიცი ალექს მაგრამ მე მონასტერში ვერ წავიყვან, მას სხვანაირი ცხოვრება სჭირდება, ჯერ ჯერობით მაინც, დამხმარეებს აიყვანს ზურა, რამდენსაც გაუხარდება იმდენს და გაზრდის სხვა გამოსავალი არ არის.
-კარგი ალბათ მართლი ხარ ალექსანდრამ ღიმილით გადახედა პატარა ზურას რომელიც გაოცებული უყურებდა მას, ცრემლებიც შეშრობოდა თვალიდან. გინდა მე წავუყვან ზურაბს ბავშვს?
-შეძლებ? ვედრების თვალებით გახედა გიორგიმ
-კი როგორ ვერ შევძლებ, წავიდეთ ხო ზურა
-ბავშმა მხიარულად დაუქნია თავი რადგან გაიგონა რომ მანქანით გაასეირნებდნენ.
იმ სახლში სადაც ზურა და მარინე ცხოვრობდა აღარაფერი იყო დარჩენილი ძველი, თითქოს მარინეს სიკვდილის შემდეგ ამ სახლშიც შეწყდა სიცოცხლე, ზურას მიუხედავად მძიმე ხასიათისა და იმისა რომ არასოდეს გამოხატავდა დიდად მის ემოციას და გრძნობებს მარინე ძალიან უყვარდა, ალექსანდრამ მანქანა დააყენა სახლთან და ეზოში შევიდა, ზურაბი იქ დახვდა პატარა შვილიშვილი ხელში აიყვანა მოდი ბაბუა გენაცვალოს, შენ როგორ ხარ ალექს?
-მადლობა ზურაბ კარგად თქვენ როგორ ხართ?
-რა ვიცი შვილო ვსუნთქავ, ეხლა კიდევ ეს უბედურება, მიუხედავად იმისა რომ მე იმ გოგოს დანახვა არ მინდა ბავშვმა რა დააშავა, ის ობლად დარჩა გული მეწვება მის დანახვაზე
-პატარა ზურა ბაბუას შემოეხვია და გაოცებული თვალებით დაუწყო ყურება.
-კარგი ზურაბ მე უნდა წავიდე შვილიშვილს თქვენ გიტოვებთ, ალექსანდრა გამობრუნდა, უკან გამოიხედა, პატარა ზურა იდგა და ხელს უქნევდა მას.
სახლიდან წამოსვლის შემდეგ თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში, მათი ისტორია ესე არ უნდა დასრულებულიყო, ერთ დროს ბედნიერებით სავსე ეზოში სიკვდილს და უბედურებას დაედო ბინა, ნასახლარს გავდა იქაურობა, მხოლოდ ორი ზურა ერთი დიდი მეორე პატარა, გიორგი მონასტერში, ყველაფერი უკუღმა წაუვიდათ და ეს ძალიან გულ დასაწყვეტი იყო, მაგრამ ცხოვრების კანონებს ვინ რას გაუგებს, სწორია ვინც ამბობს, ყველაფერს ეშველება გარდა სიკვდილისაო, სიკვდილმა ერთიანად გაანადგურა ეს მშვენიერი ბუდე და ბედნიერების ყველანაირ უფლება წაართვა, ალექსანდრა მანქანაში იჯდა მიდიოდა მისი სახლისკენ სადაც მისი უსაყვარლესი ელენე და დემეტრე ელოდებოდა, მიდიოდა მაგრამ გულით მაინც უზარმზარ ტკივილს ატარებდა, ის ხომ მისი წარსული იყო წარსული კი ყოველთვის ლანდად დაგყვება და ამ ლანდს ვერასოდეს ვერსად ვერ დაემალები.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესო ისტორიაა, კარგად გამართული და დიდი ემოციებით სავსე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent