შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ცუდი ბიჭები (6)


4-12-2016, 20:04
ავტორი gonegirl
ნანახია 13 004

ლიკა

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გიჟური დღიდან კიარადა ღამიდან კარგა ხანი გავიდა. პუფში მოკალათებული ცხელ ყავას ვსვამ და იუთუბში Maroon5-ის Payphone-ს ვრთავ, თავში ისევ ლევანი მიტრიალებს,ლევანი,ლევანი,ისევ ლევანი....ჯანდაბა,ლევანი! ბოლოს რამდენიმე დღის წინ დავინახე,ყვითელ ავტობუსში კართან ვიდექი და საცობში გაჭედილი შენობებს ვათვალიერებდი,მაშინ შევამჩნიე თიბისის ოფისიდან გამომავალი,უკან ვიღაც გოგო მოყვებოდა და რაღაცეებს ელაპარაკებოდა,ეს კი უბრალოდ თავს უქნევდა,სირცხვილისგან ახლაც ვწითლდები რომ მახსენდება როგორ ვიეჭვიანე. ჯანდაბა ლიკა! რა გემართება? სანამ გავცდებოდი მხოლოდ წამით გამიყარა თვალი თვალში,დავინახე როგორ ჩაეღიმა და ამ დაწყევლილ ჯაბახანასაც მაშინ მოუნდა წასვლა. ახლა იმ გიჟური საღამოს სცენა მიტრიალებს გონებაში.
დღევანდელივით მახსოვს როგორ ვწრიალებ კატერინას მოლოდინში,მე კი გავიგე სიმართლე,მაგრამ კატოს რომ ვერ ვუკავშირდები? დივანზე დაგდებულ მის მობილურს თვალს ვავლებ და ბოლთის ცემას ვიწყებ, კარზე ჯერ ზარის ხმა მერე კი გაბმული კაკუნი მესმის,სასწრაფოდ გასაღებს ვიღებ და საჭვრეტში არც ვიყურები ისე ვაღებ
-ლიკუნა ბარგი ჩაალაგე გადავდივართ!-შემოსვლისთანავე თითს დემონსტრაციულად წევს და მხიარულად მეუბნება კატო
-ვაიმე კარგად ხარ? რამე დაგიშავა?
-კი მარა მეც დავუშავე-კისკისებს კატო და დივანზე მოწყვეტით ჯდება. რადგან ასეთ ხასიათზეა ესე იგი სერიოზული არაფერი დამართნია,დაძაბული სხეული ერთიანად მეშვება
-შენ რო წახვედი ის ხალებიანი ამოვიდა და ასე მითხრა ყველაფერი დადგმული იყოო-ვაყრი სწრაფად და მის გაოცებულ რეაქციას ველოდები,რატომ არ უკვრის?
-ჰაჰ ხო მომახარა უკვე იმ ვაჟბატონმა,რა ფსიქოპატია წარმოგიდგენია? უფანტაზიო ვირი! ეს რა გამიკეთა!
-და ასე უბრალოდ გამოგიშვა? აი ხო გითხარი არ არიან ალბათ ისედი ცუდი ტიპები ჩვენ რო ვიფიქრეთ
-ვაიმე ლიკუნაააააა! ჯერ ერთი კიარ გამომიშვა გამოვექეცი,მეორეც ძალიანაც ცუდია უცუდესი! და მესამე მის უცუდესობას ცუდი საქციელის გამო ნარკოლოგიურში მოუწევს მთელი ღამის გათენება-ხითხითებს კატო
-გოგო რატო? გაიკეთა და დაიჭირეს?
-უიმეე რა ბოთე ხარ ლიკუნა,არაფერიც არ უქნია უბრალოდ გაბოროტებულმა კატერინამ შური იძია! მომინდომა ბიჭმა გამარჯვება და ზარზეიმი
-კატერინა რა გიჟი ხარ, და რო გამოვა რა დღეს დაგვაყრის წარმოგიდგენია?
-ხო შეიძლება აქამდე არ იყო მკვლელი მაგრამ აწი ნამდვილად გახდება. აუ ახლა ზუსტად იცის სად ვცხოვრობთ,ღამით სახლში რო შემოვიდეს?-თვალებგაფართოებული მეუბნება კატო-სადაც ამხელა სპექტაკლი დადგა გასაღების გაყალბება გაუჭირდება მაგას?
-არა გოგო ვიკივლებთ და მეზობლები გაიგებენ -ვამშვიდებ ჩემი ჭკუით
-გოგო ვინმე რო შემოვარდეს ყრუ ლამარას გააგონებ შენ ჩემს ხმას?
ამის თქმაზე წამით ერთმანეთს ვუყურებთ,ერთდროულად ვწყდებით ადგილს და კარს შიდა ჩამკეტითაც ვკეტავთ.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარს გამოვყავარ,ყავას ლეპტოპთან ვდებ,სიმღერას ვასტოპებ და ეკრანს ვუყურებ,კატო რეკავს. დღის ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილი იწყება! ყურმილს აჟიტირებული ვიღებ
-დელტა ორი დელტა ორი,გესმის ჩემი ხმა? დელტა ერთი ლაპარაკობს-მესმის კატოს ჯაშუშური ჩურჩული
-დელტა ორი ხაზზეა!-მეც ვისერიოზულებ ხმას
-დელტა ორო,დანიშნულების წერტილთან ვარ,ტერიტორია შეამოწმე!
-დამელოდე დელტა ერთი!-გავცემ ბრძანებას და აივნისკენ გავრბივარ,ქვემოთ სწრაფად ვიყურები და გარემოს დაკვირვებით ვზვერავ
-ეზო სუფთაა!-ვჩურჩულებ ტელეფონში
-ძალიან კარგი,ახლა სადარბაზო!-მესმის მისტიკური ხმა. სწრაფად ვაღებ კარს და ირგვლივ ვიყურები
-ტერიტორია დაზვერილია,შეგიძლია ამოხვიდე დელტა ერთო
-ყოჩაღ დელტა ორო! კავშირის დასასრული-მეძახის კატო
-კავშირის დასასრული!-ვპასუხობ მეც და კართან ველოდები,აი კიბეებზე მოკაკუნებს,ორ წუთში კატო ქოშინით მესვეტება წინ,ხელებით ჯეიმს ბონდის იმიტაციას აკეთებს,ვითომ იარაღი უჭირავს თვალებს აქეთ-იქეთ იცეცებს
-კოდი მითხარი-ვუჩურჩულებ თვალებმოხუჭული
-„დელტა ერთს შია“-მპასუხობს სწრაფად
-შემოდი დელტა ერთი-ნებას ვრთავ და ხითხითით შევრბივართ სამზარეულოში.

იმის გათვალისწინებით რომ რამდენჯერმე ონიანი დავლანდეთ ჩვენს უბანში და სავარაუდოდ შურისძიების გეგმა უკვე მოფიქებული აქვს,როგორც კატო იყტოდა უსაფრთხოების ზომები გავამკაცრეთ რაც ჩემს მზვერავად და კატოს საიდუმლო ჯაშუშად გარდაქმნას ითვალისწინებდა.

დილით ბუნდოვნად ჩამესმის კატოს კივილის მსგავსი ხმა,თვალებს ძლივს ვახამხამებ,ვდილობ აზრზე მოვიდე,ხმა უფრო ახლოდან მესმის,უიმე მღერის მგონი
-რა ლამაზიიი დღეაა რა ნათელი მზეააა იმიტომ რომ დღეეს ლიკუნააააას დაბადების დღეაააააა-დამკივის თავზე-ჩააქრე გოგო ჩაიწვა სანთლები!
თვალებს ვახამხამებ და საწოლზე წამოჯდომას ვცდილობ
-უკვე ჩვიდმეტი დეკემბერია?-ვბურტყუნებ
-კი ლიკა და ჩქარა! შენს გამო დღეს ექვს საათზე ავდექი
თავს ვწევ,საწოლის წინ მთელ კედელზე გაკრულ Happy Birthday-ს პლაკატს ვუყურებ,ამდენი რამე როდის მოასწრო? ვიცინი და სანთლების ჩასაქრობად ლოყებს ვბერავ
-ჯერ სურვილი ჩაიფიქრე გოგო!-მაჩერებს კატო. რა ჩავიფიქრო ამ გამთენიისას? თავში არაფერი მომდის,ჰო ერთი რაღაც ნამდვილად მინდა
-ლიკუნა სურვილი ჩაიფიქრე თქო ვეფხისტყაოსანი დაწერეთქო კიარ მითქვამს-მებუზღუნება კატო
-ჩავიფიქრეეე-ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და სანთლებს მაგრად ვუბერავ
-გილოცაააავ!-ყვირის გახარებული
-მადლობააააა-ვიძახი ხმამაღლა.
-გოგო ტორტი სადღა იშოვე დილაუთენია?
-წუხელ ნადიასთან მქონდა დატოვებული-სიამაყით მიცხადებს-ვაიმე ნათითურივით რატო აქ კიდეში,მგონი ნადიამ ჩვენი ტორტი ალოკა-ხითხითებს კატო.
სანამ ტანსაცმელს ვიცვამ კატერინა აჩოტებს მაბარებს,თუ როგორ დაურეკეს ჩემმა მშობლებმა და უკვე ყველაფერი მზადაა,როგორ დაჯავშნა წერეთელზე ყველაზე კარგ რესტორანში ადგილები და აი აქ უნდა გავაჩერო
-რა რესტორანი?
-გოგო შენებმა სიურპრიზი მოგიწყვეს და რადგან ვერ ჩამოდიან ორგანიზება მე დამავალეს
-აუ რად მინდოდა ამდენი რამე
-ვაიმეე ნუ ტლიკინებ ბევრს,ძაან მაგარი იქნება! ახლა წადი და კურსელები დაპატიჟე
-ხვალ შაბათია ხო-ცბიერად ვუცინი
-ხოოო-იგივე მზერას მაგებებს
-ანუ რას ვაკეთებთ?
-ვსვამთ გათიშვამდე-ხელებს იქნევს კატო.

ბოლო ლექციას ვაცდენ და ეგევე სახლისკენ ვიღებ გეზს. კატო უკვე მოკლე შავ კაბაში გამოწყობილი მეგებება
-ლიკუნა მოწესრიგდი ჩქარა და შვიდისთვის გავდივართ,რამდენი მოდის?
-თუ ყველა მოვა 18
-გადასარევია, მოკლედ ჩვენი მაგიდა მეორე სართულზეა ფანჯრების მხარეს,ჩვენს გარდა კიდე ერთი დაბადების დღის და ერთი კორპორაციული წვეულება იმართება,ამათ გარდა ჩვენს სართულზე მეტი არავინ იქნება-მახარა კატომ
-მაკიაჟი უკვე მისვია,დავივარცხნი და 15 წუთში მზად ვარ,ტაქსი გამოიძახე-ვუყვირი და ოთახში შევდივარ,ჯანდაბა! რატო მაქვს თმა ყვავის ბუდესავით
-კატოოოო-ვყვირი ბოლო ხმაზე-მოდი თმა გამიკეთე!
დიდი ვაი ვაგლახის შემდეგ სარკეში კმაყოფილი ვიყურები.
-ათი ლარია შენზე-ტუჩებს პრუწავს ქანცგაწყვეტილი კატო-ის ოქროსფერი კაბა ჩაიცვი თორე ფეხებს დაგამტვრევ იცოდე-აყოლებს მუქარით.
-ნუ მატერორებ იუბილარი ვარ-ვპასუხობ საწყლად
-ბოროტად ნუ სარგებლობ პრივილეგიებით-იცინის და წარბაწეული მიყურებს. ჰო კაი ჩავიცვამ!

რესტორნის კართან ვიღაც სიმპათიური კაცი გვეგებება, აქეთ მობრძანდითო ამბობს და მეორე სართულისკენ მიგვიძღვება
-რა სილამაზეა-აღფრთოვანებული ვუჩურჩულებ კატოს
-დღეს შენი დღეა სიხარულო-თვალებგაბრწყინებული მიყურებს კატო
ჯგუფელების ნაწილი უკვე მოსულა,მხიარული შეძახილებით მეგებებიან და საჩუქრებს სათითაოდ მაჩეჩებენ ხელში
-გოგო ამ გიჟპოეტას აქ რაუნდა?-შეშფოთებული ხმით კიბის ამოსასვლელისკენ მიმითითებს კატო,მზერა იქეთკენ გადამაქვს,დათო მოსულა
-გოგო ყველა დავპატიჟე და მარტო ამას ხო არ გამოვტოვებდი-ვლუღლუღებ
-მაგის გამო ორი წელია შენს უნივერსიტეტში ფეხი ვერ მომიდგამს-კბილებში სცრის კატერინა
-რა გინდა საკმაოდ სიმპათიურია-ვხითხითებ
-ვაიმე ლიკუნა როგორ არ მინდა გარბოდე და მოგსდევდე
ვხედავ როგორ გვიახლოვდება გაკრეჭილი დათო და კატოს ვანიშნებ გაჩუმდი თქო
-გილოცავ ლიკუშ!-მკოცნის დათო,ახლა კატოსკენ ბრუნდება
-როგორც ყოველთვის უმშვენიერესი ხარ!-ამბობს აჟიტირებული და მისკენ ჩასახუტებლად მიიწევს,კატო უკან იხევს და ხელს ჩამოსართმევად უწვდის
-მეც გამიხარდა შენი ნახვა დათო-დათუნა კი კატოს ხელს იღებს და გრაციოზულად კოცნის,სანამ ეს ზედმეტად ჯელტმენი თავს აწევს კატო თვალებს მი....პს და საჩვენებელ თითს საფეთქელთან იტრიალებს რაც სიტყვებით რომ გადმოვცეთ „ვერაა ეს ბიჭი ხოს“ ნიშნავს.
-ლიკუნა წავედი აბა მივხედავ სტუმრებს-ხაზგასმით მეუბნება კატო და სასწრაფოდ დანარჩენებისკენ იღებს გეზს. ვამჩნევ როგორ აყოლებს დათო თვალს,მგონი დღეს სკანდალი არ აგვცდება. მოპირდაპირე მხარეს უკვე დაუწყიათ ქეიფი,თუ შუა ასაკის სოლიდურად ჩაცმული ხალხით ვიმსჯელებთ ამათ უნდა ჰქონდეთ კორპორაციული წვეულება. სანამ ყველანი თავს ვიყრით და მაგიდასთან ვთავსდებით უკვე 8 საათია,მაგიდის თაში ვზივარ და თავი პრინცესა მგონია,გახურებას ვიწყებთ,მეორე მაგიდასთან ხალხის შეგროვება იწყება,დაახლოებით ჩვენი ასაკის ბავშვები ნელ-ნელა იყრიან თავს,იქეთაც ვიღაც გოგო დგას და მილოცვებს იღებს,ალბათ ეს მეორე დაბადების დღის ხალხია. ჩემს სადღეგრძელოს ამბობენ ჰოდა სამადლობელოსთვის ფეხზე მხიარულად ვდგები,პირს ვაღებ და სიტყვის თქმასაც ვერ ვასწრებ რომ კიბეებზე ამომავალი ბიჭის დანახვაზე ენა მივარდება,ონიანს რაღა უნდა აქ? აქეთ არც იყურება ისე მიიწევს იმ მეორე მაგიდისკენ,აზრზე მოვდივარ
-დიდი მადლობა ყველას,ძალიან მიხარია დღეს ჩემთან რომ ხართ!-ვარაკრაკებ ჩქარა და სასწრაფოდ ჩემს ადგილს ვუბრუნდები
-კატო!-ხელს ვკრავ ჩემს გვერდით მჯდომს-კატო,ონიანი!
-რა ონიანი? აჰ ახლა ალბათ დაბოღმილი ზის თავის სამეფო სავარძელში და შურისძიების გეგმას ამზადებს,რაც გააკეთა იმის მერე არ გამიკვირდება ფლეშმობი რო მომიწყოს-ხითხითებს კატო
-არა გოგო! შენს უკანაა,არ მიიხედო!-კატო გაშეშებული მიყურებს,მერე 4-5 მეტრით მოშორებული მაგიდისკენ თვალს აპარებს
-ჯანდაბა! აქ რას აკეთებს?-მეჩურჩულება სახეზე მენიუ აფარებული
-ჩამოიღე ეგ! თმები მაინც გიჩანს-ვეუბნები ისე რომ ზურგით მდგომ ონიანს თვალს არ ვაშორებ-მგონი მეორე დაბადების დღეზეა მოსული
-მეღადავები? მთელი საღამო აქ უნდა იყოს?
-კაი დამშვიდდი ნახე რამდენი ხალხია,გოიმი ხოარაა აქ სკანდალები აწყოს
-ჯანდაბა! ეს დაბარებულივით ყოველთვის იქ რატომ მხვდება სადაც არ უნდა შემხვდეს!-ჯუჯღუნებს კატო
კიდევ რაღაცის ვაპირებ მაგრამ სიტყვა ენის წვერზე მიშეშდება ონიანისკენ მიმავალ ჩემს პრინცს რომ ვხედავ
-კატო მემგონი დაბადების დღის სურვილი ამიხდა-ხელების ქნევით ვუკარკლავ და თვალით ვანიშნებ უკან მიიხედე თქო
-ვაიმე მანქანა ან ბინა ვერ ჩაიფიქრე შენ კიდე? შემდეგში მე შეგირჩევ სურვილს იცოდე!
-აუუ ცუდად ვარ
-გოგოსთან ერთადაა-მიჩურჩულებს კატო,ხალებიანისკენ ვიყურები,ჰო ცალ მხარეს ქერა გოგო უზის და რაღაცას გაქაფული უყვება,უცებ მზერა ჩვენი მაგიდისკენ გადმოაქვს და პირდაპირ თვალებში ვეჩეხები
-ვაიმე შემომხედა
-ლიკა ისუნთქე! ახლა დაჯექი და ისე მოვიქცეთ ვითომ საერთოდ ვერ ვამჩნევთ,კაი?
-კაი-მორჩილად ვსწორდები სკმაზე და მომავალ სადღეგრძელოს განაბული ვუსმენ.
მეხუთე ჭიქის მერე ვხვდები რომ ცეკვა მინდა,კატოს ხელს ვავლებ,დანარჩენებიც მოგვყვებიან და The Chainsmokers-Selfieს ვართვევინებთ,დისკოტეკის შუქებს რთავენ და ჩვენდა გასაკვირად კორპორაციულის შარვალ-კოსტუმიანი ტიპებიც ცეკვა ცეკვით გვიერთდებიან, დღეს დიდი დღეა დიიდი! მე და კატო გიჟებივით ვხტუნავთ,დათუნაც ახლო მახლო დაძრწის,თვალს მეორე მაგიდისკენ ვაპარებ,ლევანს ვერსად ვხედავ,სამაგიეროდ ონიანის მზერას ვაწყდები
-კატო მგონი დაგვინახა-ყურში ჩავძახი,ისიც მისკენ იყურება
-ჰო ვხედავ,მთავარია ბავშვებს არ მოვშორდეთ,ყურადღებას ნუ მივაქცევთ უფრო გამწარდება-თვალს მიკრავს კატო
-ლიკა მგონი გირეკავენ-ჩემი კურსელი ნათია მოდის და ჩემს მობილურს მაწვდის
-მადლობაა!-ვუყვირი და ტელეფონს ვართმევ,ეკრანს ვუყურებ,დედაჩემია. კატოს ვანიშნებ უნდა გავიდე თქო,ისიც თავს მიქნევს და გეზს აივნისკენ ვიღებ რომ მშვიდად ლაპარაკი შევძლო,გასასვლელში მდგომ რამდენიმე კაცს მოხერხებულად ვუვლი გვერდს ,უჰ როგორ ცივა გარეთ,ხმას ვიწმენდ ალკოჰოლი რომ არ დამეტყოს და ღილაკს ვაჭერ
-ხო დეე
-დედიი კიდევ ერთხელ გილოცავთ,მიხვედით უკვე რესტორანში?
-კიი,ძაან მაგარია,დიიდი მადლობა
-დღეს ვერ გნახე დედი მაგრამ აქ რო ჩამოხვალ დიდ ტორტს გამოგიცხობ მერე
-კაი ვიმახსოვრებ იცოდე-ვკისკისებ
-მამაშენმა მალე ჩამოდი ტორტი შევაწეროთო
-მომიკითხე და გაკოცეეთ
-ჭკუით დედა-სიმბოლურად მარიგებს და ყურმილს კიდებს. გაღიმებული უკან ვბრუნდები,წინ 35 წლამდე სოლიდურად ჩაცმული ტიპი მიდგას
-ახლოს ხომ არ გაგვეცნო ერთმანეთი?-აშკარად ნასვამია
-იცით მელოდებიან უნდა შევიდე-გეზს ისევ შესასვლელისკენ ვიღებ
-დაგიცდიან-წინ მიდგება,ვაიმე რა გავაკეთო ახლა
-არ მინდა თქვენი გაცნობა
-რატოო? მანქანით ვარ წამო გაგასეირნებ-თვალს მიკრავს და ნელი ნაბიჯით მიახლოვდება,უკან ვიხევ
-არა მადლობა-ვლუღლუღებ,ვაიმე ახლა ვიკივლებ!
-შენ რა უკარება ხარ-იღიმის და ხელი ჩემი თმისკენ მოაქვს,აი ახლა მართლა ვიყვირებ.
-მგონი გითხრა არ მინდაო-მესმის ცივი ბარიტონი.
ჩემს წინ ატუზულს ხელი ჰაერში უშეშდება და უკან ტრიალდება, ისაა! ჩემი ხალებიანია!
-ბოდიში ძმაო მარტო მეგონა-ხელებს სწევს კოსტუმიანი ტიპი
-წავედით-ხელს მიწოდებს ხალებიანი,ხელს გაუბედავად ვჭიდებ და შიგნით მივყვები, ვაიმე ენა ამოიდგი ლიკა! ჩემსკენ ბრუნდება,Let Her Go ჩაურთავთ,მადლობის სათქმელად პირს ვაღებ
-ისევ გვიყურებს,ვიცეკვოთ?-მასწრებს,თავს თვალებგაფართოებული ვუქნევ. წარმომიდგენია რა იდიოტურად გამომივიდა. სხვებს ვუერთდებით,ცალ ხელს წელზე მხვევს,მგონი ახლა გონებას დავკარგავ. მარცხენა ხელს გაუბედავად ვხვევ კეფაზე, ვცდილობ თვალებში არ შევხედო და თავს ოდნავ გვერდით ვატრიალებ,კატერინას გაოცებულ და შეშფოთებულ სახეს ვაწყდები,სასწრაფოდ მეორე მაგიდისკენ ვიყურები,ლევანის გვერდით რომ იჯდა ის ქერა მტრულ მზერას მაგებებს.სუსტი საცეკვაო განათება ინთება,ამ წამს არაფერს არ აქვს მნიშვნელობა! ყველაზე მაგარი დაბადების დღეა რაც კი ოდესმე მქონია!

კატერინა

ლიკასთან ჯუჯღუნი დავამთავრე,ისევ გაბადრული მიზის გვერდით და მოუსვენრად ცქმუტავს. ჰო კაი ვნებდები,დღეს მისი დღეა. თუ სწორად დავთვალე მეათე თუ მეთერთმეტე სადღეგრძელოზე ვართ,ოღონდ მეოთხე ჭიქის მერე რამდენიმე ყლუპს ვსვამთ და შუალედებში ვცეკვავთ ან ვლაპარაკობთ,ასე რომ მაგრად არ მომკიდებია. მზერა მიკროფონთან მისული დათოსკენ გადამაქვს,მიკროფონს აძრობს და ჩვენი მაგიდისკენ მოდის. ჯანდაბა,გული მიგრძნობს აქ კარგი არაფერი მოხდება! დათო და თან ნასვამი წარმოდგენაც არ მინდა რას მოიმოქმედებს. მორჩა იწყებს
-მოკლედ მეგობრებო დიდი ხანია მინდა ჩემს საყვარელ ადამიანს რაღაც ვუთხრა და ნება მომეცით ლექსად გადმოვცე!
-ვაიმე მიკროფონი წაართვას ვინმემ-ვუჩურჩულებ ლიკას,ის კი ტუჩს იკვნეტს და თავით მანიშნებს ზემოთ აიხედეო. ჯანდაბა რატომ მიდგას ეს არანორმალური წინ? დათო თვალებანთებული მიყურებს,წინ მიდგება და იწყებს:


ორშაბათს გოგონა გაგიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
შენი წითური დალალები სამშაბათს,
გამიხდა საფიცარი.

ამან რა ნიშნიანიძის ლექსი ჩემზე გადააკეთა? ცაო მეტეორი მესროლე! ხო კაი მე თუარა ამას მაინც ესროლე და ჩააგდებინე ენა!!!

ოთხშაბათს მესიჯი გავუგზავნე,
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი ფიქრები გაგიმხილე,
ჩემი ეჭვები და იმედები.

ხუთშაბათს პასუხი მომივიდა,
ვაიმე ბედო უკეთურო,
ნუ დაცანცარებ გნოლივითა,
სწავლას მიხედეო უბედურო.

ღმერთო რა სირხხვილია! სახეზე ხელებს ვიფარებ. რავქნა ახლა ვაცადო დამთავრება თუ ჩავარტყა წიხლი კოჭებში?

თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა,
თავმოჭრილი ხარო გადავწყვიტე,
და დავაპირე.

მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთე შე უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდე,
დილა მშვიდობისას გისურვებთო.

ახლა მე თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,
შენზე ლექსს დავწერ და ვიოცნებებ

ხო აშკარად სანამ დრო იყო უნდა ჩამერტყა! ხარხარით უკრავენ ტაშს ამ ერთუჯრედიან ამებას! ზურგსუკან ლიკას კისკისი მესმის,უხხ შენ სახლში მოგხედავ! მიახლოვდება პოეზიის მამა.
-კატო ვიცი რომ შენც იმავეს გრძნობ რასაც მე,მოდი აღარ გვინდა გრძნობების დამალვა,ყველას წინ მითხარი პასუხი.
ამას აკლია ხო? რა გრძნობები? რის პასუხი?
-მიკროფონი დადე დათო და მერე გაგცემ პასუხს-თვალებს ვუბრიალებ.
-არა მინდა რომ ყველას წიმ მითხრა-მეუბნება ცხვირაწეული,ახლა გიჩვენებ მე შენ!
-რა გინდა რომ გითხრა?
-ის ჯადოსნური სამი სამი სიტყვა კატო!-მიყურებს გაბადრული და მიკროფონს მაწვდის,ხმას ვიწმენდ და გამოთქვით ვამბობ
-აზრზე მოდი დათო! ესეც შენი ჯადოსნური სამი სიტყვა-გახევებულ რომეოს მიკროფონს ვაჩეჩებ და პირდაპირ საპირფარეშოსკენ ვიღებ გეზს,დებილი ეს! კარს ხმაურით ვხურავ და სარკეში ვიყურები. ფუ სიგარეტის სუნით ყარს აქაურობა,ირგვლივ თვალს ვავლებ,მგონი საპირფარეშოს მაგივრად მწეველების ოთახში შევაჭერი. ოჰ ელიტას ხელები არ გაუცივდეს აივანზე მოწევისას,კარი იღება და ჯანდაბა! ის შემოდის ვისი შემოსვლაც ყველაზე ნაკლებად მინდა. კარს შიგნიდან კეტავს.ჯანდაბას შემოსულიყო გრაფი დრაკულა,სარუმანი,ვოლდემორტი ან თვით ჰიტლერი,ოღონდ ამას არ შემოედგა ახლა ფეხი!
-აბა პოეზიის მუზავ მოწევა მოგვინდა?-ხითხითებს. ჯანდაბა,ამ ვირის დასაცინი რო გახდები.
-იცოდე ნაბიჯიც რო გადმოდგა ისეთს ვიკივლებ მთელი დარბაზი აქ შემოიყრება
-დღეს არ გეხები-ხელებს მაღლა სწევს. ხო მგონი დღეს დროებითი ზავი გვაქვს.
-ძალიანაც კარგიი.
-ისე მეტი მოკლე კაბა ვერ ჩაიცვი?-თითით კაბაზე მიმითითებს.ცინიკოსი მაიმუნი! ცირკის ჯამბაზი!
-ოჰ ბოდიში დამავიწყდა შენთან დამერეკა და სიგრძეზე შეგთანხმებოდი. ისე შენს ვარცხნილობას ვუყურებ და სტილისტს დაუშავე რამე თუ რას გერჩოდა?-ჰაჰ შეაშრა გველური ღიმილი სახეზე. არადა როგორ უხდება. გამოფხიზლდი კატო!
კარზე კაკუნი ისმის. ვიღიმები. მგონი ჰანიბალი არ გაქცევია იმდენჯერ მტერს მე რომ ამას გავექეცი.
-იცი როგორ უნდა აფიქრებინო ვიღაცას რომ ამ ოთახში რაღაც მოწევაზე მეტი მოხდა?-წარბებს მითამაშებს,ოჰო ეს უკვე აღარ მომწონს. მოულოდნელად ქამრის საკეტს იქხსნის.
-რას აკეთებ?- ვუყვირი გაოცებული
-ნუ წიკვინებ!-თვალებს ატრიალებს. კაკუნი არ წყდება. მანქანების მეფე პერანგს ოდნავ ზემოთ ქაჩავს,თმებს იჩეჩავს და კარს აღებს. გაოცებული შუა ხნის კაცი ჯერ მის შეხსნილ ქამარს და აბურდულ თმებს უყურებს,მერე კი მზერა ჩემზე გადმოაქვს. ჯანდაბა,რა სირცხვილია! ადგილს ვწყდები და თავდახრილი სასწრაფოდ ვტოვებ მწეველთა ოთახს. ნაგავი! ეს როგორ გამიკეთა! სცენა მხვდება თვალში,ჰაჰ ასე იბადება მზაკვრული იდეები. ჩვენი მაგიდისკენ ვიღებ გეზს
-ბავშვებო მოკლედ ახლა რაღაც უნდა გავაკეთო და თქვენი დახმარება მჭირდება, როცა განიშნებთ ჩემი მეგობარი უნდა გავამხნევოთ და ამყევით კარგი? ყველა გაღიმებული მეთანხმება,ლიკუნა კი დაბნეული მიყურებს. მიდი კატო შენ ეს შეგიძლია! მუსიკის დამთავრებისთანავე სცენისკენ მივკაკუნებ და მიკროფონს ვიღებ.
-მეგობრებო!-ვყვირი მხიარულად,ყველა ჩემსკენ აბრუნებს თავს. თვალით ონიანს ვეძებ,ჯერ არ დამჯდარა ვაჟბატონი,მაგიდის წინ დგას და მომღიმარი მიყურებს,იცინე იცინე სანამ დრო გაქ!
-მოკლედ ერთ ადამიანს ძალიან სურს რომ თავის იუბილარ მეგობარს სიმღერით მიულოცოს! გთხოვთ ყველამ ტაშით და შეძახილებით გავამხნევოთ! მოდი ბაჩი ნუ გრცხვენია!-თითს ვიშვერ მისი უმაღლესობისკენ,ახლა ყველა მას უყურებს. ჩემებს ვანიშნებ დაიწყეთთქო,ისინიც არ აყოვნებენ „ბაჩიიიი,ბაჩიიი“ ისმის შეძახილები და ტაშის ხმა,ახლა კორპორაციულის ხალხიც ერთვება და ისინის ამხნევებენ.
-ჩქარა მოდი ამდენი ხალხი გელოდება!-ვუცინი. მისტერ „ნახე ამ კაცს რა ვაფიქრებინო“ კრიჭაშეკრული ამოდის სცენაზე,მიკროფონს გაღიმებული ვაძლევ.
-ვერ გადამირჩები- ჩამჩურჩულებს წასვლამდე. ოჰ დაბმურძგლა შიშისგან, ჩემს მაგიდასთან მივდივარ და მობილურზე ვიდეო გადაღებას ვრთავ. აი უხერხულად იშმუშნება და დარბაზს დამატყვევებელ მზერას ესვრის,მორჩა იწყებს:
„ჰეფი ბერსდეი თუ იუუ, ჰეფი ბერსდეი თუ იუუუ“
ახლა ჩავბჟირდები! ვიღაცას ჩემზე საშინელი ხმა აქ,რა ბედნიერებაა.
„ჰეფი ბერსდეი დიარ ნანაა ჰეფი ბერსდეი თუ იუუუ“
მქუხარე ტაშის,სიცილის და სტვენის ხმები ერთმაეთში ირევა,მე კი გონებაში ვითვლი დაახლოებით რამდენი ნახვა ექნება ამის ჯლოყინს იუთუბზე.



№1 სტუმარი გიკი გოგო

Delta ertma gamanadguraa vaimee :dd shemdegs rodis dadeb??

 


№2  offline წევრი M^d G1rl

ღმერთოო აღარ შემიძლიაა :დდდ ვგიჟდები ამ გოგოზე საიდან რას მოიფიქრებს კაცმა არიცის :დდდდდ ავტოროო მიყვარხაარ

 


№3 სტუმარი Guest nawka

Au Magari iyooo. Magrad gaverte ase jer arcert tavze ar miciniaa. Magari xar dges mteli dge ise velodebodi ro raviciii. Gtxov male dade gelodebiiiii

 


№4  offline წევრი isterichka123

vaime chavbjirdi ramdeni vicine ocx oc kai male dade

 


№5  offline წევრი Ana Imnadze

ვაიმე,რამდენი ვიცინე ცუდად ვარ :დ
ძაან მაგარია <3

 


№6  offline წევრი LSD

Umagresi tavi iko sashinlad momewona gansakutrebit boloshi vgijdebi katoze umagresi gogoxar shen veli shemdegs da warmatebebi

 


№7  offline მოდერი bibo

ვაფრენ მე კატოზე ზე საოცრება სასსწაულია ეს გოგო მოვითხოვ ბევრობა კატოებსა შენ კიდე შეუდარებელი სასწაული ხარ მარწყვის ჯემო შოკოლადო ველი გამგელებული ახალ თავსო ატმის ბუსუსოო

 


№8 სტუმარი ბუბუკა

ძალიან მაგარი გოგო ხარ...

 


№9  offline წევრი შამხათი

ძალიან მაგარი ფანტაზია და იუმორი გაქვს, ყოჩაღ!

 


№10 სტუმარი Guest Eka

Kaia,prosta damgala ukve amatma kata-tagvobanam

 


№11  offline წევრი marqetele

ცუდად ვარრრ ვაიმე ეს რაიყო რამდენი ვიცინე joy <3 ველი შემდეგ თავსს <3 heart_eyes

 


№12  offline მოდერი gonegirl

თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ ლამის კატასავით ავკრუტუნდე blush შოკოლადებოო kissing_heart მომდევნო თავის ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტვით,არ ჩამქოლოთ grin ვეცდები მალე დავდო
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№13 სტუმარი Guest nawka

აუ შემდეგს როდის დადებ?

 


№14  offline წევრი დრანცი

რამდენი ვიცინე :დდ ძაან საყვარელი გოგოხარ *_*

 


№15 სტუმარი vv

gonegirl
თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ ლამის კატასავით ავკრუტუნდე blush შოკოლადებოო kissing_heart მომდევნო თავის ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტვით,არ ჩამქოლოთ grin ვეცდები მალე დავდო

ჯერ ყოველ დღე დებდით, ახლა ყოველ მეორე დღეს. იმედია ხვალ თუ არა ზეგ იქნება ახალი

 


№16  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმეე რა საძაგელიაა ეს გოგოო და აჩიიც აუუ ახლა შევწუხდები რაა ჯლოყინიი ვაიმე ცუდად ვარ რაა მაგარი ხარ და მიყვარხაარ

 


№17  offline მოდერი Eleniko13

მოვკვდი :დ
ძალიან ცუდად ვარ,
მართლა აღარ შემიძლია :დდდ
შენ ვინ ყოფილხარ?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№18  offline მოდერი gonegirl

ბუსუნებო და კუსკუსებო kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№19  offline წევრი Imedisferi

Au Ra Kai Iyo <3 male gaagrdzele

 


№20  offline წევრი Mtirala

Vaime vin xar shen? Male dade da agar malodino torem mogklav bevri vicine chemi txovna iqneba tavebi gazardo miyvarxar chemo tkbilo
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№21  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ამდენი ხანია ვკითხულობ და ვფიქრობდი ბოლო თავზე დამეკომენტარებია მხოლოდ მაგრამ დელტა ორმა და დელტა ერთმა ჩემი ოკუპირება მოახერხა...

ვინ ხარ შენ? ადამიანი არ უნდა იყო... ან საერთოდ ამდენი ხანი სად იყავი? ამას გვიმალავდი?

მოკლედ მალე დადე რა ახალი თავი ამათი კატა-თაგვობანა მე სიცოცხლეს მიხალისებს...

 


№22  offline წევრი Eka_EkaterinE♥

ერთხელაც ხომ დაიჭერს ამ გოგოს, მერე სადღა წავა:D არ დაგიმალავ თავიდან რო დავიწყე ამ ისტორიის კითხვა ერთი ჩვეულებრივი ძალიან ბანალური, ძველბიჭური ისტორია მეგონა, მაგრამ სასიამოვნოდ შევცდი და ძალაინ მიხარია. ძალიან კარგად აღეწერ თითოეულ სიუჟეტს, ამასთან ერთად ძალიან მაგარი იუმორიც გაქვს, რის გამოც კიდევ უფრო მსიამოვნებს პირადად მე ამ მოთხრობის კითხვა. მოკლედ მაგარი გოგო ხარ და იმეიდა იმედებს არ გაგვიცრუებ შენს მკითხველებს <3 წარმატებები და ველი შემდეგ თავს <3

 


№23  offline წევრი nestanuka13

დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა სახალისო და საინტერესოც არის ველი შემდეგ თავებს მოუთმენლად

 


№24 სტუმარი Guest keti

Magari ikooo sawkali bachi vai

 


№25  offline მოდერი gonegirl

სიკვარულებო relaxed relaxed
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№26  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი უბრალოდ გადავბჟირსი სრული ამ სიტყვია მნიშვნელობით და მოსასულიერებელი გავხდი :დ ვგიჟდები კატოზე ვგიჟდებიიი ასე გააგრძელოს რა ვგიჟდები სამაგიეროს რო უხდის და ონიანის გაყინულ ღიმილზწ ცუდად ვხდები... ლიკა ცოტა მორცხვივით არი ამ ხალებიანთან და ცოტა სიგიჟე მათთანაც შექმენი რა..... ასე გააგრძელე უმაგრესია ვგიჟდები ასეთ მხიარულ ისტორიებზე..

 


№27 სტუმარი Guest ნინა

მაედადერა ერთისულიმაქ

 


№28  offline წევრი Salivan

ძაან მომწონს. ჩემი ფავორიტი ისტორიაა. მომწონს ხალებიანი და ეკატერინა. სიმართლე გითხრა კიდევ 10 თავს სიამოვნებით წავიკითხავდი ამათი ორთაბრძოლებით გაჯერებულს. აბრძოლე რამდენ ხანსაც გინდა ოღონდ ჯერ არ შეაყვარო ერთმანეთი. წარმატებები. მაგარი გოგო ხარ.

 


№29  offline წევრი Jishkariani Likaa

აუძაანმომწონს <3 მალე დადე შემდეგი თავი <3

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

იმდენს ვიცინი ხოლმე, ალბათ ჩემი მეზობელი ჩამიმიხტება და ამ ვითომ მოგუდული სიცილის გამო ჩემივე ბალიშით გამგუდავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent