შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (თავი 11)


4-12-2016, 20:14
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 364

ისევ დავიწყეთ ბავშობის ამბების გახსენება. ლოლა ისევ ჩუმად იჯდა და იღიმოდა. ენას არავინ აჩერებდა. მეც ვცდილობდი, რომ ყოველ წამს არ შემეედა, რადგან იმორცხვებოდა. გიგა უცბათ გაჩუმდა და ლოლას მიაშტერდა.
-ლოლა მგონი მოგაბეზრეთ თავი ჩვენი ისტორიებით. ახლა შენ მოყევი. შენზე მხოლოდ გაცნობის შემდეგ ვიცით ამბები. მაგრამ შენ ყველას არაჩვეულებრივად გვიცნობ. ჩვენს გვინდა, რომ უკეთ გაგიცნოთ. (გიგა)
-არა რას ამბობ, პირიქით. მიამოვნებს თქვენი ამბების მოსმენა. (ლოლა)
მე ხმას არ ვიღებდი. არ მინდოდა მისთვის რამე დამეძალებინა, თუმცა სიგიჟემდე მინდოდ მასზე და მის მშობლებზე რამე მცოდნოდა.
-ხო რა... მართლა. მიდი ლოლა ახლა შენ მოყევი შენი ჯერია გაგვეცნო. (დემეტრე)
-მოაყოლი არაფერია. (ლოლა)
-რასქვია არაფერია? მერე რა რომ თითქმის ოთხი თვეა ერთმანეთს ვიცნობთ. შენ ჩვენზე ყველაფერი იცი და ჩვენც გვინდა ვიცოდეთ. (გიგა)
-ბავშვობა არ მქონია. შესაბამისად მოსაყოლიც არაფერია. (ლოლა)
-აი, სიტყვაზე დაგიჭირე. მიდი ახლა და რაც თავი გახსოვს ყველაფერი მოყევი, უცხოები ხომ არ ვართ. (ტოტო)
-კარგი. (ლოლა)
ამოიხვნეშა და დაიწყო.
-ბიოლოგიური დედა არასდროს მინახავს. ბავშვთა სახლში გავიზარდე. როცა 13 წლის გავხდი მამაჩემი მოვიდა და წამომიყვანა. სიმართლე გითხრათ ვერანაირად ვერ ვაცნობიერებდი, რომ მამაჩემი იყო. თუმცა ვოცნებობდი დედა მენახა. სამი წელი მასთან ვცხოვრობდი და დედაზე არასდროს არაფერ დასცდენია. მხოლოდ მისი ერთადერტი ფოტოსურათი მქონდა. მამაჩემისთვის კი ვერასდროს ვბედავდი რაიმე მეკითხა. როცა აცრემლებულს მხედავდა, ყოველთის მეუბნებოდა მხოლოდ ერთს: „ნუ ტირი, ის ქალი შენი ცრემლების ღირსი არააო.“ არც ის იჩენდა როდესმე ჩემ მიმართ დიდ სითბოსა და ყურადღებას. მეც სხა რა გზა მქონდა, ვცოვრობდი მასთან სანამ ცოლს მოიყვანდა. მეგობრები არასდროს მყოლია. მეთერთმეტე კლასში ვიყავი. იმ წელს მოვახერხე თან მესწავლა, თან მემუშავა, რომ ბინის ფული შემეგროვებინა. სკოლა ექსტერნად დავამთავრე. პირველი კურსის დამთავრების თანავე კი მოვახერხე, რომ ბინა მეგირავებინა და ამოვისუნთქე. მამაჩემისგან წამოვედი და იმ დღის მერე არ მქონია კონტაქტი. მერე მოხდა ისე, რომ სამსახური დავკარგე. მას შემდეგ არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, სანამ თქვენთან არ გადმოვიდოდი, დღეს კი თქვენს კარგად იცით როგორია ჩემი ცხოვრება. (ლოლა)
ანანოს ცრემლები მოსდიოდა. მე გაშტერებული ვიყურებოდი. საკუთარი ყურების კიდევ არ მეჯერა. აი რატომ ეშინოდა ყველასი და ყველაფრის. რატომ არ ენდობოდა არავის და რატომ მომეტმასნა მე გაცნობისთანავე. ვატყობდი ცრემლებს თვითონაც ძლივს იკავებდა. უძლური ვიყავი მისი ტკივილის წინაშე. მხოლოდ ის სემეძლო, რომ ჩავხუტებოდი. ეგრძნო როგორ მიყვარს.
-რატომ არასდროს მიყვებოდი პატარავ? (ვაჩე)
-შენ არასდროს გიკითხავს. (ლოლა)
-მე მხოლოდ იმიტომ არ გეკითხებოდი, რომ ვთვლიდი შენ უნდა მოგეყოლა ჩემთვის სენივე ინიციატივით. (ვაჩე)
-მე მეგონა, რომ ვერ გამიგებდი. (ლოლა)
-ჩემი ჩურჩუტი, ჯერ კიდევ არ მიცნობ კარგად ჩემო პატარა. სწორედ ამიტომ გეგონა. მოდი ჩაგეხუტო. (ვაჩე)
მოვიდა და გულზე მომეხუტა. კანკალებდა, როგორც მაშინ პირველად. ხმა აღარ ამომიღია. არ მინდოდა თავი დაძაბულად ეგრძნო. არც ბავშვები იღებდნენ ხმას. ეს ხალხი იმიტომ მიყვარდა, რომ ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდათ. კიდევ დიდხანს ვისხდებოდით ასე ჩუმად, ანანო რომ არ წამომხტარიყო. უცბათ წამოხტა.რაღაც სიმღერის ყროყინი დაიწყო და თან რიტმულად ჰყვებოდა მოძრაობაში. ყველას გაგვეცინა. ლოლაც წამოხტა და მას აჰყვა. შემდეგ ელენე და გოგოებს ვეღარ ვაჩერებდით. ჩვენც რა გვექნა, ვიცინოდით მათ ასეთ გამოხტომაზე.
როგორც იქნა დაგვდეს პატივი და დასხდნენ. თუმცა როგორც ჩანს ანანო ენის გაჩერებას ჯერ კიდევ არ აპირებდა. ჩვენი „ვაჟნი“ გიგა დასერიოზულდა და ანანომაც მისი დანახვისას მაშინვე „მოკეტა“. ცოტა ხანი ისევ ასე ვისხედით, შემდეგ კი ისევ მან ამოიდგა ენა.
-ჰეი ზომბებო იდეა მაქვს. (ანანო)
-გისმენთ შეფ. (ტოტო)
-ზეგ შუალედური გვეწყება, მერე ერთკვირიანი დასვენება. (ანანო)
-ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება ეგ შენი ისეა იყოს. - ცოტაც და გადაბჟირდებოდა დემეტრე.
-შენ ნუ ხარ ჯმუხი! (ელენე)
ოჰოო... ეს გოგოები ნახე რა. მეც გულიანად ვიინოდი. როგორც ჩანს პირი შეკრეს ბიწების წინააღმდეგ. მე რის ძმაკაცი ვიქნებოდი, ახლა მათთვის მხარი რო არ ამება. ლოლა მათკენ გადავსვი და ბიჭებს ზურგი გავუმაგრე, თავდადებული მხედარივით.
-რა იყო ელენე, ჩვენ წინააღმდეგ ორგანიზაციას აყალიბებ? (ვაჩე)
-დიახ ვაყალიბებთ ბატონო ვარჩილ, თქვენ კი ჯობს ფარხმალი დაყაროთ. (ლოლა)
ეს ნახეთ რა, ჩემი გოგოც გადამირიეს და გამიგიჟეს... აშკრად არ მომწონს ეს სიტუაცია.
-ორგანიზაცია არა კვახი კიდე. ერთი წუთით რომ მომისმინოთ არ შეიძლება? (ანანო)
-კარგი ხო, ოღონდ არ გვცემო. (ერეკლე)
-წამოდით ამაღამ წყნეთში ავიდეთ. ერთ კვირაში სწავლა გვეწყება და ვერსად ვეღარ წავალთ. (ანანო)
-ჰეიი... შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი. (ტოტო)
-ხო რაა.. ცოტა განვიტვირთებით მაინც. წავიდეთ რა ვაჩეეეეე... (ლოლა)
ეს „ეე“ ძაან გააგრძელა, გამეცინა და დავთანხმდი. ყველანი დავიშალეთ. ლოლა თავის სახლთან დავტოვე და ჩემებთან წავედი. თან მოტოციკლიც სახლში უნდა დამეტოვებინა. სახლში მხოლოდ მამაჩემი იყო. მითხრა დედაშენი ნათიასთან წავიდაო. აქვე გეტყვით ვინ არის ნათია, კითხვები რომ არ გაგიჩნდეთ. ნათია დეიდაჩემია. ახლა ცუდადარის და დედაჩემი თითქმის ყოველ დღე დადის მის სანახავად. ახლა ისევ სიტუაციას დავუბრუნდეთ. ვიცოდი, რომ ზაზა ჩემ წასვლაზე არაფერს იტყოდა, მაგრამ მე რის ვაჩე ვარ, ცოტა თუ არ ვიცანცარე. არ გეგონოთ, რომ სულ ასეთი მასხარა ვარ. დასტოინი მხარეც მაქვს. ხომ ვახსენე არა რამდენჯერმე.
-ზაზა ვიცი ახლა დაიწყებ, რომ მე ჩემი შვილი გვერდით მინდათქო, მაგრამ მეც გამიგე რა, ჩემი ცხოვრებ მჭირდება. (ვაჩე)
სიცილის შეკავება მიჭირდა, თუმცა იმით ვახერხებდი, რომ თვალებში არ ვუყურებდი.
-შვილო რეებს ბოდავ? (ზაზა)
-არა მამი არ ვბოდავ, შენს თავს გეფიცები ცუნცულ. (ვაჩე)
-რა დღეში გაქვს ნერვები.. (ზაზა)
შებრუნდა, სახლიდან გასვლას აპირებდა და წავიდოდა კიდეც ალბათ, სიცილი რომ არ ამეტეხა.
-ხომ ვამბობდი, ეს ჩემი შვილი არ არისთქო. - შემობრუნდა - მოგდებული ხარ - ვიღაცა ხარ. ჩემს შვილს რა უქენი?! (ზაზა)
როცა ასე ვმაიმუნობდი, სულ ასე მომმართავდა ხოლმე. სიმართლე გითხრათ არასდოს მწყენია, ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით. რადგან მეც იგივე რეპლიკებს ვისროდი ხშირად, როგორსაც ზაზა.
-მა, მამიკოო, მამიი, მამაა - ყურადღებას არ მაქცევდა და არც გაჩერებას ვაპირებდი, სანამ არ გამცემდა პასუხს. - ზაზუკებიიი... (ვაჩე)
ამაზე აშკარად ვეღარ მოითმინა და თავისი ოთახიდან მომაძახა „ზახრუმაო“. გამეცინა და მსათან შევედი. ამჯერად ვაპირებდი სერიოზულად მომეყოლა მისთვის ჩვენი დღევანდელი გეგმები. ცოტაც და გიგა დამადგებოდა ერეკლეთურთ. ჩემო ორი ბედოვლათი ძმა.
-მამა დღეს წყნეთში ვაპირებთ და ალბათ ხვალ საღამოს, ან ზეგ დილით ჩამოვალთ. (ვაჩე)
-ვაა, ძლივს რაღაც წესიერი მოიფიქრეთ. როგორ მოგაფიქრდათ? ან ვინები მიდიხართ? (ზაზა)
-მე, ლოლა, ბიჭები, ანანო და ელენე. (ვაჩე)
-იმედია მოტოციკლს ტოვებ. ხო? (ზაზა)
-კი კაცო ვტოვებ. სხვანაირად ვერ დავლევ. (ვაჩე)
-გოგო არ გააბრაზო იცოდე. შენი სიმთვრალის ა,ბავი რომ ვიცი, არაფერი უთხრა ზედმეტად. მარტო შენ კი არ ხარ ჩემი შვილი. (ზაზა)
-ეგრეც ვიცოდი, რომ შემეცილებოდა რა. - გამეცინა - კარგი წავედი მე ახლა, მოვემზადო, თორემ არ გესმის, როგორ ღრიალებენ ის ტყიურები. (ვაჩე)
ოთახიდან გავდიოდი, რომ მომაბრუნა და ფული გამომიწოდა დაგჭირდებაო.
-ზაზა კარგ ხასიათზე ვარ და ნუ გამიფუჭებ. ნუ მიშლი ნერვებს. ფლი მაქვს და თან არ მინდა შენი ფული ვხარჯო. არ მიყვარს ხომ იცი ასეთი რაღაცეები. დაიხურა ეგ თემა. (ვაჩე)
-კარგი რა შვილო... მე თუ არ გამომართმევ აბა ვის უნდა გამოართვა? (ზაზა)
-მალე მუშაობას დავიწყებ და საკუთარი ფული მექნება. მაგრამ ახლა მაქვს ფული. შეგროვებული მქონდა იცი, თან კვირა არ გადის ფული არ მომცე დიი ჩხუბის მიუხედავად, მაგრამ ახლა აღარ გამოგართმევ დავიღალე რა. ხომ იცი მფლანგველი არ ვარ. (ვაჩე)
-ვიცი შვილო ვიცი. მაგიტომაც მაქვს ყველაფერში შენი იმედი. ახლა კი მიდი საქმეს მიხედე, თორემ შეგვიყარეს იმათმა მეზობლები. (ზაზა)
მამჩემს ხელი ჩამოვართვი და კარი გავაღე. ბიჭები შემოლაგდნენ და ზაზას გადაეხვივნენ. ცოტა ხანში გავედით, ლას გავუარეთ და სადარბაზოსთან ჩამოვიდა. მე მომიჯდა და თავი მხარზე დამადო.
ანანო დემეტრეს და ტოტოს წამოიყვანდა, ასევე ელენესაც. ვაკის გუდვილში გავიარეთ. ანანოს მანქანა შსასვლელთან იდგა. მზა საჭმელი, სასმელი, სასუსნავი იმდენი ვიყიდეთ ორი კვირა გვეყოფოდა ალბათ. სალაროსთან რომ მივედით, მოლარემ თვალები გაატარა პროდუქტის ნაცვლად. თუმცა ეს არ იყო პროდუქტის რაოდენობის გამო, არამედ გიგას შემხედვარე. ჩვენც გავშტერდით მათი შემედვარე. დებილებივით უყურბდნენ და მეგონა, რომელიმე აუცილებლად გასკდებოდა. კმაყოფილი დებილების სახეები ჰქონდათ აკრული და ერთმანეთს ასე აზროდ უღიმოდნენ. ბოლოს ერეკლემ აუქნია თვალებთან ხელი, თორემ ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდნენ ასე. მოლარე გოგონამ „დეამ“, როგორც ეს მის გულსაბნევე ეწერა, ყველაფერი გაატარა და საბოლოო ჯამში დაავიწყდა ეთქვა ჩვენზე რამდენი იყო გადასახდელი. გოგოებს ჩუმად ეცინებოდათ. ჩვენც სიცილს ვიკავებდით, რადგან სამივემ კარგად ვიცოდით რომ მისი გნება არ აგვცდებოდა, მერე კი მას დემეტრეს ხელი. დემეტრესი იმიტომ, რომ ვერ იტანს როცა იგინებიან, მით უმეტეს გოგოების გვერდით, შესაბამისად არავის პატიობდა. მეც მის აზრზე ვარ. ძლივს გამოვიტანეთ გაშტერებული გიგა გუდვილიდან. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, სულ უკან-უკან იყურებოდა. თუმცა ეს ნამდვილად არ იყო კარგი, მაშინ როცა საჭესთან იჯდა. როგორც ჩანს ამას თითონვე მიხვდა და საჭეს გულმოდგინედ ჩააფრინდა.
-აუ ბიჭო, თქვენ აზრზე ხართ რა მაგარი გოგო იყო? (გიგა)
-მაგაზე რომ ფიქრობ, დაფიქრდი მაგისთანა რამდენი იყო. (დემეტრე)
-სამაგიეროდ ასეთი არცერთი არ იყო. (გიგა)
-ახლა ისიც გულწრფელად თქვი, ეს წინადადებაც მერამდენე იყო. - ტოტო გულიანად დასცნოდა ჩვენს მაჩოს.
მე და ერეკლე ცოცხალი თავით ხმას არ ვიღებდით. მათი კამათი იმდენად სახალისო იყო, შორიდან ჯობდა თვალყურის დევნა. ამჯერად გოგოებმა ცალკე ყოფნა ამჯობინეს და ანანოს მანქანით წამოვიდნენ. ჩვენც ვიცოდით, რომ დემეტრე და ოტო მართლებ იყვნენ, თუმცა რამის თქმა უაზრობა იქნებოდა. ზურიკელას ამბავის არ იყოს „ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ იყოო.“
-თქვენ ძმობას ვფიცავარ, ასეთი მართლა არასდროს მყოლია. (გიგა)
-აი გამოტყდი რა ძმობას გაფიცებ ეს წინადადებაც რამდენჯერ გაქვს ნათქვამი. (დემეტრე)
-ვიცი, მესმის. როგორც ჩანს ჩემი ისევ ისე არ გჯერათ, როგორც მაშინ. თქვენ რანაირი ძაკაცები ხართ. ჩემი სულ არ გესმით და რაღას ველოდები ნეტავ თქვენთან. იმის ღირსებიც არ ხართ, ახლა აქ ისხდეთ. მაგრამ ჩემი ძმაკაცები ხართ. - აშკარად ძაან გაღიზიანდა.
-გიგა ატრაკებ რა. დემე და ტოტო მართლები არიან და ეს შენს კარგად იცი. ჩვენგან რას ელი? ვიხტუნაოთ „ურაა... ის სხვანაირაოო?“ ერთი შეხედვით ეს არ ჩანს გესმის? იცი რატომ? იმიტომ რომ ერთი შეხედვით ბევრი გავქს უმანკო კრავს. ამის გაგება კი მხოლოდ შენ შეგიძლია. ჩვენ იქამდე ვერ დაგეთანხმებით, სდანამ ჩვენი თვალით არ ვნახავთ, როგორი ხარ მის მიმართ. ლოლაც ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი იყო და ამაში იქამდე ვერ დავრწმუნდი სანა არ გავიცანი. მიდი, გაიცანი. არ გაგიჭირდება მითუმეტეს შენ. მერე დავინახავთ, იმ გოგოს გვერდით სევ ავარდნილი გიგა დარჩები და მასაც მიაგდებ, თუ იმ გიგას უკან გაწევს ვინც ახლა ხარ. „მექალთანე“. არასასიამოვნო სიტყვაა ხო? თუმცა სიმართლეა და ეს ყველამ კარგად ვიცით. (ვაჩე)
ეს სიტყვა გამოკვეთილად ვთქვი, რადგან ვიგრძენ რა დონემდე მაგარია, როცა ერთი გიყვარს და სხვისკენ არც კი იხედები. მეც იგივე ვიყავი, რაც გიგაა ახლა. მაგრამ ლოლამ შეძლო და 360 გრადუსით შემცვალა.
წყნეთში 8 საათისთვის ავედით. ანანოს საკმაოდ დიდი სახლი აქვს. გოგოები სამზარეულოშ გავიდნენ პარკებით და სუფრის გაშლა დაიწეს. მალევე დაამთავრეს და დაგვიძახეს. გიგა კიდევ არ იყო გონს მოსული. როგორც ჩანს ისევ იმ „დეაზე“ ფიქრობდა. მთელი ღამე ვსვამდით. ბოლოს ვის ვიზე გვეძნა აზრზე არ ვარ.
დილით ერეკლეზე გაკვანძულს გამეღვიძა. გოგოები მეორე სართულზე არ იყვნენ და ვიფიქრე, სამზარეულოში ფუსფუსებდნენ და ბედნიერი ჩავბობღდი პირველ სართულზე. თუმცა რა სანახაობაც იქ დამხვდა ღირდა ამ წვალებად. ანანოს, ლოლას, ელენეს და იმ „დეას“ ერთ დივანზე იძინათ. ვერ მივხვდი იქ რა უნდოდა. თუმცა ერთი სული მქონდა გიგას გაღვიძებოდა და ჩამოსულიყო. ნუ რა თქმა უნდა სანამ ესენი გაიღვიძებდნენ. ადვილად ამისრულდა სურვილები. გიგა მაშინვე გამოჩნდა. ღოგორც ჩნს პახმელიამ გოგოების დანახვისთანავე გაუარა. ხელ გამომიშვირა „მიჩქმიტეო“ და როგორც კი დავალება შევასრულე სამზარეულოში გავარდა „საქმე მაქვსო“. მეც ასე იდიოტვით ხო არ ვიდგებოდი. გავყევი, რო მაცივრიდან მინერალური წყალი ამეღო. მაინც არავინ მომხედავს ლოლას გაღვიძებამდე, თუ რა ტქმა უნდა თავი ექნება.
-გიგა რას აკეთებ? -გაოცებულმა ვკითხე, რაღაცას ცოდვილობდა.
-საუზმეს. (გიგა)
-პახმელიაზე ასე გამოდიხარ ხოლმე? რაღაც არ მახსენდება ასეთი შემთხვევა. (ვაჩე)
-გამომიყვანეს უკვე, მაგაზე არ იდარდო. ((გიგა)
-როდის მოასწარი კი მაგრამ. ყველაზე ადრე ავდექი. (ვაჩე)
-შეიძლება, მაგრამ ერთი დანავაც საკმარისი იყო. (გიგა)
გამეცინა და გამოვედი. ხელს ხომ არ შევუშლიდი შხამის მომზადებაში. ნეტავ გონია ვინმე შეჭამს?
ცოტა ხანში ერეკლე, ტოტო და დემეტრეც ადგნენ... ნანახით ისინიც ჩემსავით გაკვირვებულნი იყვნენ. არ მინდოდა ლოლას დაელია, მაგრამ არც ის მინდოდა ჩემგან შეზღუდულობა ეგრძნო. მირჩევნია ჩემ გვერდით აკეთოს სიგიჟეები ვიდრე მარტომ და სხვაგან. ისევ ავბობღდი მეორე სართულზე წყლის გადასავლებად. კარგი ყოფილა წყლის ჭავლი პახმელიაზე. არადა ცხოვებაში არ ვყოფილვარ ასეთ დღეში, როგორც ახლა. 3 ლოიტრა არაყი დავლიეთ და 7 ლიტრა ლუდი. ამაზე მეტიც დაგვილევია, თან ბევრი ვიყავით, მაგრამ სასმელი ავურიეთ და ალბათ მაგის ბრალი იყო. გამოსვლას ვაირებდი როცა კარს ვიღაც მოადგა.
-ეიი... დიდხანს აპირებთ მანდ დარჩენას ბატონო ვარჩილ? (ვიღაც)
-შემეშვი და გამოვალ. (ვაჩე)
-აუ გიგა მგონი ცუდ დღეშია და მალე გამო რა ჩემ ძმობას გაფიცებ. (დემეტრე)
ახლა მივხვდი ვინც იყო.
-გიგაა ცუდ დღეში თუ შენ შე იდიოტო. (ვაჩე)
-მე ტუალეტში მინდა და გიგა გამოშტერდა. გამო რა მალე. (დემეტრე)
-კარგი ჩაცმა მაცადე და გამოვალ. (ვაჩე)
ჩავიცვი და გავედი. დემეტრე გამწარებული შევარდა სააბაზანოში, მე კი დაბლა ჩავედი. გიგა დეას ებაასებოდა (ამას ლაპარაკს ვერ დავარქმევთ, ნამდვილად ებაასებოდა) ისეთი გაბრწყინებული, რომ ხელის შეშლა აღარ მინდოდა და სამზარეულოში გავედი. ლოლა, ანანო, ტოტო და ერეკლე გიგას მომზადებულ დილს შხამს მიირთმევდნენ. მზერა ანანოს გავუსწორე, მინდოდა დეას ამბავი ეთქვა, მაგრამ მხრები აიჩეჩა და ლოლასკენ მანიშნა. ლოლამ რომ შემამჩნია მაშინვე ტიტინი დაიწყოპატარა ბავშვივით. ბაღში რომ შეაქებენ და მერე მშობებს უყვება ხოლმე.
-წყვილი მოგეწონა? (ლოლა)
უაზროდ იცინოდა. აი მე რომ მიყვარს ისე.
-მომწონს, მაგრამ როგორ? (ვაჩე)
-დეა ლოლას მეგობარი ყოფილა. - ელენე ჩაერია საუბარში.
-პატარა ქალბატონო შენ არ იყაბი? რომ ამბობდი მეგობრები არასდროს მყოლიაო? (ვაჩე)
-მე და დეა ერთად გავიზარდეთ ბავშვთა სახლში. ერთ ოთახში გვეძინა კიდევ სამი გოგო იყო ჩვენან ერთად. ჩვენ ორნი ყველაზე ახლოს ვიყავით. სანამ მამაჩემი წამომიყვანდა, დეა ერთი კვირით დრე წაიყვანა მამიდამისმა. წამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ნმრები გავცვალეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ არასდროს ვეხმიანებოდით ერთმანეთს. მეშინოდა წარსულთან კავშირის. როცა მაღაზიაში გამოშტერდნენ, მივბრუნდი და ვთხოვე ამოსულიყო. დსა ვშედეგიც სახეზეა. (ლოლა)
-ყველაზე მაგარი გოგო მყავს მთელს ქვეყანაზე. (ვაჩე)
-ხო ძაან საყვარლები არიან? (ანანო)
-კი, მაგრამ აქ უტვინოებიც არიან. (ვაჩე)
-ვის გულისხმობ? (ერეკლე)
-კარგად იცი შენ, მე ვისაც ვგულისხმობ. (ვაჩე)
-ვაჩე მართალია. (ტოტო)
-მაგას შენი დაცვა არ სჭირდება ტოტო. არც ამდენი ლაპარაკია საჭირო. ის უტვინოც ყველაფერს ხვდება თვითონ. (დემეტრე)
ვერც მივხვდი ისე შემოლაჯდა სამზარეულოში დემეტრე ბატონი. ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო მოსმენილი დიალოგით.
-ხოდა თუ ხვდება უნდა იქმოქმედოს კიდეც. ლოლა წამო რა ჩმთან ერთადს. (ვაჩე)
საყვარელი ღიმილით ადგა დაგამომყვა. მიყვარდა როგორ მიჯერებდა, მისი ყველაფერი მიყვარდა. თმის ღერიდან, ფეხის ტერფამდე ჩემს კუთვნილებად ვთვლიდი. ასეც იყო, ისღა რჩებოდა, მისთვის ოფიციალურად მეთხოვა ხელი. ეგეც მალე იქნებოდა. დეასთან და გიგასთან გავედით. მშვიდად საუბრობდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ. ჩვენც ჩავერთეთ მათ საუბარში. მიხაროდა რომ ლოლას თავისი მეგობარი ყავდა გვერდით. ჩემგან განსხვავებით გიგამ უკვე იცოდა სად და როგორ იყო დეა გაზრდილი.არც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ამის შესახებ. დავაფასე ჩემი ძმაკაცი, ორჯერ მეტად ვიდრე აქამდე. მართალია მათ შორის არაფერი იყო, მაგრამეჭვი არ მეპარებოდა, რომ მალე სტატუსიც ექნებოდათ. გიგა დეასთან არ იყო ისეთი, როგორიც სხვა გოგოებთან. ეს აქედანვე ჩანდა. ცოტა ხანი გავატარეთ მათ გვერდით. დეამ და ლოლამ გული იჯერეს ამდენი ხნის შემდეგ შეხვედრით. უცებ დემეტრე შემოვარდა თახში გამწარებული სახით და ქურთუკს დაუწყო ძებნა.
-დემე რა გჭირს? (ვაჩე)
-თბილისში მივდივარ. (დემეტრე)
-რატო? ხვალ არ მივდიოდით? (გიგა)
-მამაჩემმა დამირეკა, „სასწრაფოდ სახლში მოდი სანმა ყველაფერი კარგად არისო.“ (დემეტრე)
-ჩვენც წამოვალთ. (ვაჩე)
-აუ ძმა ძაან კარგს იზამთ. უნამუსო ვიყო ნოდარი შემომაკვდება, ტუ ტყუილად მაპანიკებს. (დემეტრე)
-ეგეთი სერიოზული რა ხდება? (ტოტო)
-აზრზე არ ვარ!!! (დემეტრე)
ყველა გიგას მანქანაში ჩავეტენეთ. გოგობი ანანოსთან ჩასხდნენ და ალბათ რომელიმესთან ავიდოდნენ სანამ საქმეს მოვაგვარებდით. მაგაზე არ ვნერვიულობდი, საესთან თითონ იჯდა და მეგონა დაგვამტვრევდა თბილისამდე, ისეთი სისწრაფით მიდიოდა.


პ.ს მადლობა რომ კითხულობთ და იმედია მოგწონთ. არ დაიშუროთ შენიშვნები. ერთი თავიც და ისტორიის დასასრულსაც გაიგებთ. :*



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.საინტერესოა რა ხდება
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი buubbuuu)))

La-Na
კარგი იყო.საინტერესოა რა ხდება

ოოოო რაღაც ნამდვილად ხდება ;)
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent