შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (8)


5-12-2016, 13:25
ავტორი ki si
ნანახია 1 507

იმ საღამოს სახლში რომ მივედი დედა უკვე ოთახში დამხვდა და ფრთხილად დავაკაკუნე მის კარზე რომ გაეგო უკვე სახლში ვიყავი
-შემოდი ბელა,-კარი შევაღე
-გჭირდება რამე დე?
-მომენატრე ბელა რამდენიხანია აღარ გვილაპარაკია
-მაპატიე დამნაშავე ვარ,-მის საწოლთან მივედი და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე
-როგორახარ ბელ?
-ნორმალუად, შენ როგორ ხარ?
-მშვენივრად ეს ესაა მამაშენს და დიკს ველაპარაკე კარგად არიან ერთი სული მაქვს როდის დამიბრუნდებიან,-მამ დიკს გაჰყვა სანამ ის კოლეჯში იქნება მამა ევროპაში ცდილობს სამსახურის შოვნას. დიკი ჩემი ნახევარ ძმაა მაგრამ დედას ის საკუთარი შვილივით უყვარს და მეც ძალიან მიყვარს ჩემი ძმა
-ჰო მეც მენატრებიან ისინი
-ბელა გაწუხებს რამე?
-არა დე ყველაფერი რიგზეა უბრალოდ ძალიან მეძინება წავალ კარგი? არ გეწყინოს,-წარბი ასწია
-კარგი წადი ძვირფასო დაიძინე
-მიყვარხარ დე
-მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო ძილინებისა
-ღამე მშვიდობის,-დედამ შუბლზე მაკოცა და მეც მისი ოთახიდან გამოვედი
ჩემს ოთახში შევები და დავინახე პოსტერი წარწერით "არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა" რატომ მაქვს ეს პოსტერი რისთვის ვიბრძვი ან რას ვებრძვი რა სისულელია. თვალი ავარიდე და ფანჯრიდან ჩემი მეზობლის შავ ფარდას გავხედე რომელიც პირქუშად იყო დახურული. როგორ ჰგავს ეს ღამე მას იდუმალი და გაურკვეველი თანაც ისეთი საყვარელი ჩმთვის რომ არაფერზე შემიძლია გავცვალო რა არს ეს?
სანამ ვფიქრობდი დასაძინებლად მოვემზადე და მაშინვე ჩამეძინა როგორცკი დავწექი. თავიდან სიზმარი მეგონა მაგრამ მერე მივხვდი რომ ჩემი მობილური ნამდვილად რეკავდა ძლივს ავდექი და სუსუტი ხმით ვუპასუხე
-ნეითან მოხდა რამე?-შემეშინდა მაგრამ ემოცია ვერ გამოვხატე
-ფანჯარასთან ვარ შეგიძლია დამეხმარო?
-რათქმაუნდა,-მობილური გავთიშე და დავინახე რომ ღამის 3 საათი იყო და კიდევ დავინახე რომ ნეითანს 12 ჯერ ჰქონდა დანარეკი ჩემი კიბე გადავკიდე ფანჯრიდან და ამოსვლაში დავეხმარე ფანჯრიდან სიცივე შემოვიდა და კანკალი დავიწყე
-კარგი,-თქვა და როგორც კი თავი ოთახში დაიგულა ფანჯარა დახურა
-რამოხდა?-ვიკითხე დაფეთებულმა ამჯერად საერთოდ აღარ მეძინებოდა
-ჩენ მივდივართ ბელა,-გაკვეთა ჰაერი მისმა სიტყვებმა და თითოეული ბგერა გულზე მთელი თავისი სიბასრით დამესო
-როდის სად?
-ჯერ არ ვიცი ისე კი ხვალ ვაპირებთ წასვლას
-გასაგებია,-მაქსიმალურად ვცადე ჩემი ემოციები დამეფარა
-ბელა ის ისედაც კვდება და ბარტონს ვერ მივცემ უფლებას ეს დააჩქაროს
-მე მართლა მესმის ნეითან არაა საჭირო ახსნა გავიგე
-ვიცი ბელა ვიცი რომ გაიგე,-მინდოდა უამრავი შეკითხვა დამესვა მისთვის მაგრამ გაჩუმება ვარჩიე
-დაგირეკავ მოგწერ და ხშირად გნახავ გპირდები
-კარგი,-ცრემლები მომეძალა
-რაგატირებს სულლეო სამუდამოდ კი არ მივდივარ და არც ის იფიქრო შორს წავალ და რიკმანს დავუტოვებ შენს თავს მე აქვე ვიქნები სულ ახლოს
-კარგი,-ჩემი თავი აიღო და გულში ჩაიკრა მეკი მის მკერდს მივეკარი მთელი ძალით და ისე გავირინდე რომ სუნთქვისაცკი შემეშინდა
-არ მინდოდა შენი გაღვიძება მაგრამ ვერ მოვითმოიე ერთი საათი ვიდექი და ვფიქრობდი რამექნა
-კარგი გეყოფა,-დაიჩურჩულა ჩემს ყურთან და უფრო ძლიერად ჩამეხუტა
ეს ყველაფერი იმდენად ჰგავდა სიზმარს რომ გავიღვიძე სიხარულისგან ვკანკალებდი და სასწრაფოდ გავიქეცი ნეითანის კარისკენ მაგრამ კარი არავინ გამიღო
-ნუთუ არ დამსიზმრებია,-გაიფიქრე და სასწრაფოდ ავკრიბე ჯარედის ნომერი
-ბელა მშვიდობაა?
-კი ჯარედ ხომ არ იცი სადაა ნეითანი?
-წასვლას აპირებდა ნუ თუ არ უთქვამს?-დაინტერესდა
-კი მითხრა უბრალოდ...
-კარგი ბელა ის შორს არ წავა მისგან ვინც უყვარს
-მადლობა ჯარედ მაპატიე რომ გაგაღვიძე
-არარის პრობლემა. შეხვედრამდე
მობილური გავთიშე და ჩემს თავს ვკითხე რატომ დავრეკე ჯარედთან და არა ნეითანთან იქნებ იმიტომ რომ რაღაც ეჭვი მქონდა
-ბელა მანდ რას აკეთებ?-დედაჩემი დაბნეული იდგა ჩვენი სახლის წინ
-მერის მოკითხვა მინდოდა მაგრამ სახლში არ არია,-ვიმართლე თავი და მობილური ამოვიღე ჯიბიდან რომელიც რეკავდა
-დილამშვიდობისა ბელ,-გამეღიმა
-მე ახლა შენი სახლის კართან ვდგავარ
-ვიცი ჯარედს ეგონა რომ შენ არ იცოდი და დამირეკა
-არ იფიქრო რომ გადავმოწმე კარგი?
-კარგი. როგორ ხარ,-მის ხმაში რაღაც იდუმალება იგრძნობოდა და ისე უხდებოდა ეს იდუმალება რომ შემაჟრჟოლა
-ნორმალურად თქვენ როგორ ხართ
-ჯერ არ ვიცი სახლი ჯერ არ გვიიპოვია ვიმედოვნებ მალე დავსახლდებით
-მეც ვიმედოვნებ მალე მინახულებ
-ბელა მხოლოდ 10 საათი გავიდა
-ნუ თუ მართლა?
-ჩემო სულელო
-ნეითან,-გაისმა მერის ძახილი მობილურის იქედან
-კარგი ბელ უნდა წავიდე დაგირეკავ კარგი?
-კარგი მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ბელ,-თქვა დარწმუნებული ვარ თავისი თავშეკავებული სიცილით და გამითიშა
-კარგი ახლა რა გავაკეთო,-ვკითხე საკუთარ თავს და ქუჩა გადავკვეთე,-იქნებ როჯერი მენახა,-ვურჩიე საკუთარ თავს და მობილური ისევ ავიღე
გამოვიცვალე და როჯრის სახლისკენ წავედი ის კართან მელოდა და იღიმებოდა
-როგორც იქნა ნეითანმა გამოგიშვა რომ შენი ეულად დარჩენილი მეგობარი განახა
-ნუ სულელობ,-როჯერს ვაკოცე და მისი ეტლი სახლში შევიყვანე
-სახლში არავინაა ჩაი გინდა?
-კი
-მაშინ წამოდი და გავაკეთოდ,-მე არ მჭირდებოდა მისი დახმარება რომ საჭირო ნივთბი მეპოვა ამიტომ ჩაი სასწრაფოდ მოვამზადე და სასტუმრო ოთახში გავედი
-მადლობა,-როჯერმა ჭიქა გამომართვა
-არაფერის. როჯერ ძალიან მომენატრე
-მეც ბელა. აბა მოყევი რახდება ახალი?
-ნეითანი წავიდა
-სად,-როჯერმა სახე დამანჭა მე დაწვრილებით მოვუყევი რამოხდა წინა დღეს
-მოიცა როგორია ეგ ბარტონი? ჭაღარა მაღალი და ჩამომხმარი კაცია ბოროტი ღიმილით?
-ზუსტად შენ რა იცობ?
-კი მინახავს მაიკის სახლში მამისის მეგობარია და ახლა მგონი მათთან ცხოვრობს
-აი თურმე რატომ მითხრა მაიკმა რომ ნეითანი მკვლელია და აი რატომ წავიდა ნეითანი ასე სასწრაფოდ,-მაიკის მამა პოლიციის ყოფილი უფროსი იყო და რათქმაუნდა კავშირებიც ჰქონდა
-ხო და ახლა ეგ ბარტონი მაიკს უჭედავს თავს სისულელეებით მამაჩემმა მიამბო მის შესახებ ადრე თურმე აქ ცხოვრობდა
-როდის გაიცანი ეგ კაცი?
-2წლის წინ მაიკი რომ მშობლებს გაებუტა და ჩემთან ცხოვრობდა ეგ კაცი მოვიდა და შეარიგა მაშინვე ვიფიქრე რომ ნაძირალა იქნებოდა მაგრამ უნდა გენახა რამხელა გავლენა მოახდინა მაიკზე
-როჯერ რატომ მგონია რომ ეგ კაცი ყველაფერს გააფუჯებს?-მოულოდნელად ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ სულ დავცარიელდაი
-იმიტომ რომ ეს შეუძლია,-დაიჩიფჩიფა როჯერმა და ჩემთან მოვიდა რომ მხარზე ხელი მოესვა
-კარგი მითხარი რა გითხრა მისტერ დინმა მერიზე
-მოკლედ მერი ამ ქალაქში დაბადებულა და ასე შემდეგ ბარტონი რომ ჩამოვოიდა თავის ოჯახთან ერთად მერიზე ამას დიდი გავლენა მოუხდენია. მერი ლამაზი ქალი იყო მომიყვა მამამ და რათქმაუნდა ჩვენც ყველანი ვეპრანჭებოდით მას მაგრამ ბარტონის ჩამოსვლამ ყველაფერი შეცვალა მერი ძალიან შეიცვალა სულ მასთან ერთად იყო სწავლაზე, მუსიკაზე და თვის მეგობრებზე ხელი აიღო და ესც არ იყოს დიდი ყურადღებით თავისი ოჯახის მიმართაც არ გამოირჩეოდა თურმე ბარტონი კი არავის აძლევდა უფლებას მერის გაკარებოდა რაც მართალია მართალია იმ კაცს სიგიჟემდე უყვარდა მერი და რადგან მერიც თანაუგრძნობდა ძლიან ბედნიერი იყო. მაგრამ ერთხელ გაირკვა რომ ბარტონი რაღაც ბანდის წევრი იყო და დააპატიმრეს მერიმ ამას ვერ გაუძლო მაშინ სადღაც 20 წლის იქნბეოდა და ქალაქიდან წავიდა. დიდიხანი აღარ დაბრუნებულა და ციხიდან გამოსული ბარტონი მას დაედევნა მას აქეთ მერიზე არავინ არაფერი უწყოდა ახლა კი თავადაც ხედავ რაც ხდება
-და თუ მერისაც უყვარს ბარტოი რატომ არ სურს მასთა ყოფნა,-გაიკვირვა როჯერმა
-ნეითანმა თქვა რომ ბარტონი მას ვერ ტანს მერი კი გიჟდება შვილზე
-ფიქრობ ყველაფერი ამისგამოა?
-არა ამ წამს ვერაფერზეც ვერ ვფიქრობ როჯ
-ჩემო პატარავ მოდი აქ,-მე როჯერის მუხლებზე მოვიკალათე და ჩავეხუტე მას არ მინნდოდა ლაპარაკი და მას არ სჭირდებოდა მაის ახნა. ახლა მხოლოდ როჯერის მონაყოლზე მეფიქრებოდა მერის და ტიმს უყვარდათ ერთმანეთი ეს მე ტიმის თვალებში დავინახე დავინახე ისიც როგორ დაეჭიმა სახე როცა ნეითანმ მერის ავადმყოფობა ახსენა მაგრამ მერის ძალიან უყვარდა ნეითანი და ალბათ ამიტომ არ შეეძლო მისი პატიება
-როჯერ
-რამოხდა,-წამოვხტი უეცრად
-იქნებ ბარტონმა ისინი იპოვოს და რამე დაუშაოს?
-დამშვიდდი ბელა ნეითანი კარგად იქნება
-საიდან იცი?
-არავიცი უბრალოდ მჯერა ამის და გირჩევბნია თავადაც დაიჯერო თორემ ჯერ დღის 4საათია და გაგიჟება უკვე დაიწყე
-სჯობს წავიდე
-ბელა,-დაიყვირა როჯერმა,-შენი აზრით ასეთ მდგომარეობში სადმე გაიშვებ?
-როგერ სუიციდის მცდელობა არ მექნება გპირდები
-ეგ არც მიფიქრია უბრალოდ დაჯექი და დაწყნარდი მე ახლა ნეითანთან დავრეკავ
-როჯ..
-ბელა დაჯეჰი მეთქი,-ბრძანა გაბრაზებულმა და მეც დავემორჩილე
ნითანთან ლაპარაკის და მისი და როჯერის დუეტი დაცინვის შემდეგ გადავწყვიტე დავმშვიდებულიყვაი და სხალში წავედი უბრალოდ შხაპი მივიღე და დავიზინე.
მომდევნო ერთი კვირა მშვიდობიანი იყო და ნეითანიც ყოველდღე მირეკავდა ვხედავდი ჯარედს ან სემს რომლებიც ყოველთვის ახლოს იყვნენ და ეს ჩემში ისტერიკას იწვევდა რა საჭირო იყო ეს? მაიკი უფრო და უფრო სხვანარი ხდებოდა და საბოლოოდ თვაისი ახალი კუნთებით (შეძლების და გვარად) და შეღეილი თმით სამუდამოდ ჩააქრო მზე რომელსაც მასში ვხედავდი,
ერთი კვირის თავზე კი კარზე ზარი გაისმა
-ნითან შევძახე და რადგან დედა სააბაზანოში იყო მის ყელს შემოვეხვიე მან თავისი მხრიდან მაკოცა და მხიარული ღიმილით შემოვიდა სახლში
-რამოხდა?-ვიკითხე როცა ბედნიერებისგან ხტომა დავამთავრე და მისი მხრის ქვეშ დამალული შევედი სამზარეულოში
-დავბრუნდით
-რაა?-დავიბები
-ხო მერიმ მითხრა რომ თავის ქალაქში სურს სიკვდილი და მეც აღარ დავიჩემე რომ ეს არარის კარგი აზრი
-როგორაა მერი,-გულის სიღრმეში ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგრამ შემეშინდა ამის გამჟღავნება
-საავადმყოფოშია
-ეს ცუდია
-იქ უკეთ მუვლიან
-ჰო ეს კი მართალია,-გამეცინა და ჩავეხუტე რომ ეს დამეფარა მაგრამ მაინც მიხვდა,-მაპატიე მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ
-არაუშავს მეც ბედნიერი ვარ ბელა
-ძალიან ძალიან მომენატრე
-მეც ძალიან ძალინ მომენატრე
........
მე გითხრაით რომ ბარტონმა ჩემმი ოქროს კოშკები ფეხფვეშ გათელა და აი როგორ გააკეთა ეს, ერთდღეს როცა მე და ნეითანი სასეირნოდ ვიყავით სახლში ძალიან ბედნიერი დავბრუნდი და მანამ არ შევედი სანამ ნეითანი თვალს არ მიეფარა იმხანად დედამისთან რჩებოდა საავადმყოფოსი. აღმოჩნდა რომ სახლის გასაღები დამრჩა ამიტომ ზარი დავრეკე და ფეხების ბაკუნს მოვყევი იმიტომ რომ ძალიან ციოდა
-ბელა? რატომ იგვინებ მოდი სტუმარი გვყავს მამაშინეის ძველი მეგობარი გაიცანი მისტერ ბარტონი,-დედა ამ სიტყვებით სასტუმრო ოთხში შემიძღვა და ღიმილი რომელიც სახეზე მქონდა მიმეყინა
-ესეც ცნობილი ბელა ბევრი მსმენი შენზე
-მეც ბევრი მსმენია მისტერ ბარტონ,-დავისისინე დედა გაოგნდა
-მართლა?
-დიახ
-რაკარგია დედაშენმა ვახშმად დამპატიჟა იქნებ ვახშმობისას მომიყვე ძვირფასო
-არვაპირებ თქვენთან ლაპარაკს,-შევბრუნი და კიბეები ავიარე. აი სად დავუშვი შეცდომა იმ ღამეს რომ მოვკვდარიყავი ბარტონს კარგად უნდა მოვქცეოდი გაბრაზებული ვაწყდებოდი კედლებს და ვფიქრობდი მომეყოლა თუ არა ნეითანისთვის რაც მოხდა. დედაჩემმა დაუკაკუნებლად შემოაღო კარი და სილა გამაწნა
-ეს მართლაი?
-რა დედა,-თვალებიდან სიმწრისგან ცრემლები წამომცვივდა
-ის რომ ნეითან სტრიმერი მკვლელია და რომ შენ ის გიყვარს
-ის რომ მე ის მიყვარს მართალისა მაგრამ ის რომ მკვლელია ბარტონის წარმოსახვის ნაყოფია,-აქ კიდევ ერთხელ დამარტყა
-როგორ ბედავ
-დედა რას ვაშავებ,-ვიკითხე ტირილით იმიტომ რომ მივხვდი ნეითანს ვეღარ დავიცავდი ბარტონმა ეს უფლება მომისპო
-მე მეშინოდა რომ სკოლაში ბავშვები არ მიგიღებდნენ, მეშიოდა რომ დაგჩაგრავდნენ მაგრამ ეს გავიარეთ მერე მეშინოდა რომ ისე ვერ აღზარდე როგორც საჭირო იყო, მაგრამ ამანაც ჩაიარა ახლა ბოლოს კი იმის მეშინოდა რომ შეხვდებოდი უღირს ადამიანს. რატომ ბელა რატომ გაამართლე მაინცადამინც ეს შიში მითხარი ბელა რატომ?
-დედა გთხოვ,-კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე
-რას რას მთხოვ იზაბელა ბლექ? შენ აღაგაქვს ამის უფლება მორჩა მე ამას მარტო ვერ გავუმკლავდები მამაშენს ვურეკავ
დედა ოთახიდან გავიდა მე არ შემშინებია მამსი რადრგან როცა ის დაინახავდა რომ ნეითანი კარგი იყო დამშვიდდებოდა მაგრამ არც ეს იმედი გამიმართლდა მამაჩემი 2 დღეში ჩამოვიდა და განაჩენიც გამოგვიტანა
-შენ ქალბატონო ახლავე ჩაალაგე ბებიასთან გადადიხარ,-მითხრა პირქუშდ მე ის ასეთი არასოდეს არ მინახავა
-შენკი ყმაწვილო არასოდეს არ გაბედო და ჩემს შვილს არ მიკარი,-დიკმა ნეითანი ისე გააგდო სახლიდან ვერცერთმა ვერ გავანძრიეთ ხელი და მე ჩემს ოთახში გავიქეცი.
მეორე დღეს კი მე და დიკი ბებიათან გაგვისტუმრეს წვიმიანი დღე იყო და დავინახე ნეითანი რომელიც თავსხმა წვიმაში გალუმპული იდგა და მე ჩემი გული დავუტოვე მას.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Oo axla minda gavglijo is unamuso kaci.an xom sheidzleboda mshoblebs moesminat mattvis.
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ki si

La-Na
Oo axla minda gavglijo is unamuso kaci.an xom sheidzleboda mshoblebs moesminat mattvis.

ხო მაგრამ ტიმმა იცის როგორ მიაღწიოს მიზანს.
მადლობა კომენტარისთვის გამახარე kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent