ისევ ლამაზად თოვს (თავი 2)
- როგორ ბედავს! როგორ ბედავს ამის გაკეთებას, დედაშენი არ არის სრულ ჭკუაზე - ნინუც გთხოვ ჩემთან მოდი რა, დაგელოდები -თვალცრემლიანმა ლიზამ ძლივს წარმოსთქვა ეს ტკივილით სავსე სიტყვები და ტელეფონი გათიშა, ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა, ორად გახსნილი კედლიდან დეზერტივი გადმოიღო და ბარგში საცვლებს შორის ჩამალა ქვემოთ ჩაირბინა დედამისი უკვე აღარსად ჩანდა მხოლოდ ცარიელი ზედმეტად მოკოხტავებული ოთახები დარჩენილიყო, გოგონას უკვე ეზიზღებოდა ეს ადგილი და მთელი სიჩქარით მოწყდა იქაურობას გარეთ მისი და ნინუცას ბავშვობისდროინდელ სკამზე ჩამოჯდა და იხსენებდა ძველ წლებს. გარეთ უამრავი ხე და ბუჩქი იყო იქვე მიბმული ბუბუ ყეფდა ბუბუს ყეფა და ქარის ხმა თითქოს ერთ ლამაზ მელოდიას ქმნისო ქარი ხეების ფოთლებსაც ისე ლამაზად აშრიალებდა რომ ადამიანის ყურთასმენა აუცილებლად მისკენ იქნებოდ მიმართული და ლიზაც მოწყდა ამ სამყაროს გადაეშვა თავისი ქალაქის სიმშვიდეში და უმაკოებაში მაგრამ მეცხრე ცაზე ყოფნა ნინუცას მოსვლით დაირღვა - ჰეი ლიზაა - მოხვედი? - იგი მოსვლისთანავე ჩაეხუტა "ბუდუნდურას" და ცრემლებით დაასველა ნუცას ცისფერი მოსასხამი - მოვედი სიხარულო, ყველაფერი კარგად იქნება მე შენთან ვარ - მიყვარხარ - მეც მიყვარხარ ლამაზო კარგი ეხლა დამშვიდდი, მე შენთან ვარ - ნინუცა მე გადავწყვიტე გამოვიძიო თუ რა მოხდა მამაჩემთან დაკავშირებით ხომ ხვდები მე ასე ცხოვრება აღარ შემიძლია უნდა გავარკვიო ეს ჩემი მიზანია მე ამას შევძლებ რაც არ უნდა მწარე იყოს სიმართლე მე ამას გავაკეთებ მე ამას გადავიტან და რაც მთავარია მე შენი გვერდით დგომა დამჭირდება გთხოვ დამეხმარე - ეს არ დამთავრდება კარგად - დამეხმარები? - რა თქმა უნდა აბა შემდეგი გაჩერება სადაა? -განტვირთვა დაგვჭირდება -ოქროს ოკიანე? -ოუ, რაო რას ამბობდი? -წავედით - გოგონებმა სიცილით დატოვეს ეს მყუდრო ადგილი და ეხლა ხალხით სავსე საკმაოდ მხიარულ და ბევრი რამის მომსწრე ადგილას კლუბ ოქროს ოკიანეში წავიდნენ რომელიც საკმაოდ განთქმული იყო ასე ვთქვათ საოცარი მუსიკით , მუსიკა აქ ბარშივე იწერებოდა ახალბედა მუსიკოსების ხელით რომელიც კლუბში დიჯეის წარმოადგენდნენ ეს მუსიკა განთქმული იყო რადგან სასიამოვნოდ ჟღერდა. მისი მოსმენა სიამოვნებდათ არა მარტო თინეიჯერ გოგო-ბიჭებს არამედ ხანში შესულ ადამიანებსაც რადგან ის საოცრად ამშვიდებდა გონებას როცა საჭირო იყო მაშინ კი ძალიან კარგ ხასიათზე გაყენებდა. ერთგვარი სიამოვნება იყო დილას ამ მუსიკის თანხლებით ჩაის/ყავის დალევა რის შემდეგაც მთელი დღე პოზიტიურად მიდიოდა ამიტომ არ იყო გასაკვირი ის რომ გოგონები მათით მოხიბლულნი იყვნენ და კლუბის ყოველდღიურ სტუმართა სიაში იყვნენ გაწევრიანებულნი ეს სია წარმოადგენდა მხოლოდ იმ ტოპ ათ პიროვნებას რომლებიც ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ კლუბს მათვის განკუთვნილი იყო ცალკე მაგიდა და ყველაფერი შედარებით იაფი იყო ვიდრე სხვებისათვის ისინი ერთგვარ ფასდაკლების ბარათებს წარმოადგნედნენ და კლუბშიც საკმაოდ ცნობილნი იყვნენ ამიტომ გოგოებს მისვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი ატყდა იმაზე მეტმა მხიარულებამ დაიკავე ადგილი ვიდრე მათ მისვლამდე სუფევდა ეხლა უკვე ყველა ერთობოდა არ ქონდა მნიშვნელობა ეს ის ადამიანები იქნებოდნენ რომლებიც გამუდმებით კოცნიდნენ ერთმანეთს თუ გამუდმებით ჩხუბობდნენ ან ხალხის ის კატეგორია რომელიც კუთხეში თავისთვის მარტო ისხდნენ მოსაუბრის გარეშე თუნდაც ის ჯგუფი რომლებიც ერთი მაგიდის ირგვლივ მიმსხდარან და განიხილავენ სხვადასხვა თემებს მოკლედ რომ ვთქვათ ყველა ეროვნებს, ხასიათის თუ განწყობის ადამიანი მხიარულობდა გოგონების შემოსვლა და ჰოპ სიმღერა სასმელი და მეგობრები რა არის ამაზე კარგი? გოგონები მივიდნენ "საპატიო სტუმრებთან" და თავიანთი ადგილი დაიკავეს ისინი თავისთვის ერთობოდნენ მაგრამ ლიზა მაინც ვერ ივიწყებდა დღევანდელ მომხდარს თანაც ეს სიმღერაც უჩვეულოდ ცუდადხდიდა მას ამიტომ გადაწყვიტა გარეთ გასულიყო ბარგი ბიჭებს ჩააბარა, ბრბოს შორის ძლივს გაეტია და გარეთ გასვლისთანავე უსაყვარლეს ბიჭს მოჰკრა თვალი რომელიც მისკენ მიემართებოდა თანდათან უფრო და უფრო უახლოვდებოდა ლიზა უეცრად შიშმა მოიცვა მაგრამ არ იცოდა რატომ არ იცოდა რა ხდებოდა ბიჭი კი ისევ მისკენ მიემართებოდა ქუჩაში მათ გარდა არავინ ჩანდა... -უკაცრავად -დი..დი..ახ -ძლივს ამოილუღლუღა ლიზამ - ლიზა დავითიანი თქვენ ბრძანდებით? -დიახ რა ხდება? - ბიჭმა ოდნავ მორღვეული ჯიბიდან ნაჭერი ამოიღო და გოგონას პირზე უეცრად მიაფარა ლიზა გაითიშა ძალიან ყრუდ მაგრამ მაინც ესმოდა რამდენიმე შეძახილი გაიგონა რამდენიმე ბოხი ხმა მაგრამ ვერაფერს ვერ არჩევდა მას მხოლოდ ყრუდ ესმოდა საბოლოოდ კი გაითიშა. რამდენიმე მამაკაცი ერთად შავ შარვალ კოსტუმში ჰორიზონტალურად იდგნენ და ერთმანეთს უჩურჩულობდნენ ზოგი რას ლაპარაკობდა ზოგი რას ზოგიც ჩუმად იყო მაგრამ ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ და რა ადარდებდათ? პატარა დასტულ ოთახში მკრთალად ანათებდა მწვანე შუქი მხოლოდ ეს ერთი ნათურა ანათებდა ამ პატარა ოთახს არსაიდან არ ჰქონდა ფანჯარა სრული ჩახუთულობა იყო, მამაკაცების ჩურჩული არეულობასა და ხმაურს ქმნიდა მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა მაშინვე როგორც კი საშუალო სიმაღლის ასაკოვანი მამაკაცი შემოვიდა ოთახში. - არვიცი გავაგრძელო? - შენიშვნები დამიკომენტარეთ -მადლობა ყურადღებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.