შენ ხარ ქარიშხალი,ჩემს უდაბნოში( 6 )
ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო,რომ რამოდენიმე წუთი დამჭირდა გასააზრებლად.ერთდროულად გონებაში და სულში საპირისპირო გრძნობები იბრძოდნენ-სიამოვნება და სიბრაზე,მოულოდნელობა და მოლოდინი,სითბო და სიცივე.უკვე შორს იყო,რომ რამე მეთქვა მისთვის,ავირიე.რეალობაში ელენეს ხმამ დამაბრუნა: -ეეე,სად გაიპარეთ ორივე,დაგავიწყდით?ხო არ გავბრუნდე უკან?-კისკისით მოდიოდა ჩემკენ-რა გჭირს?-დამინახა თუ არა უცებ დაუსერიოზულდა ხმა,ალბათ როგორი გაოცებული სახე მქონდა-ონისე სადაა?-ახლა „სასიძო“ მოიკითხა.პასუხი არ გამიცია ხელკავი გამოვდე და სახლისკენ წავიყვანე,უხმოდ დამყვა. შევედით თუ არა სახლში ჩემკენ შემობრუნდა,დოინჯი შემოიკრა ,როგორც სჩვეობა,ახლა ჩემი დაკითხვა დაიწყება. -რა ხდება ხატი? -რა ხდება?-მხრები ავიჩეჩე და გაწყობილ სუფრას მივუჯექი და ხელით მასაც ვანიშნე დამჯდარიყო.დამყვა. -რაღაც უცნაურად იქცევით შენ და ონისე,წინა კვირაში მხოლოდ ნაცნობები იყავით და ვერ გავიგე ასე უცებ რა გეტაკათ?უფრო სწორად შენ რა გეტაკა?ან თუ ეს ასეა ამას რატომ უნდა ვგებულობდე ბოთე გიგისგან და არა შენგან?გელოდები. -გთხოვ,მოდი ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ ახლა უბრალოდ,დაივიწყე,გპირდები ყველაფერს აგიხსნი,ოღონდ ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი,მოდი ჩვეენზე ვილაპარაკოთ,მომენატრე,მითხარი რა ხდება შენკენ?ჩემებთან?სამხახურში?-ვეცადე გამეღიმა და ცუდი განწყობა გამეფანტა. -კარგი-ეჭვის თვალით ამათვალიერა-მხოლოდ ერთ დღეს გითმობ ხომ იცი ,მეტს ვერ გავძლებ-გამეცინა მის ცნობისმოყვარეობაზე,ჩემზე უარესი გიჟია-რა ხდება და მე და ლადო შევრიგდით.....და დამმმმ-ხელები განზე გაშალა ,ყურებამდე გაიბადრა და თვალები საყვარლად ააფახურაა,არააა,ელო ყოველთვის ასეთად დარჩება გიჟად . -ვააა,გილოცავ-გულწრფელად გამიხარდა-ოღონდ ხმადაბლა ბებო არ გამიღვიძო-ტუჩებთან საჩვენებელი თითი მივიტანე-მეგონა ეს არასოდეს მოხდებოდა,ისე ლანძღე და დაასამარე,რო მეგონა არ გაპატიებდა და არ აპატიებდი? -ჩემი კლანჭებიდან თავს ვერავინ დაიხსნის მე თუ არ მინდა-თქვა და ჰაერი ფისოსავით მოკაწრა,გადარეული. -მიხარი,რომ კარგად ხართ,მართლა გულწრფელად,მაგრამ ლადო მეცოდება შენს ხელში,რას უძლებს-მიყვარდა მისი გაჯავრება. -ვითომ რატომ?რა შენ ნაკლები ხარ?ლადოზე მეტად შესაბრალი შენი ონისიმუსია-ტქვა და მისივე ნათქვამზე გულიანად გადაიკისკისა. -დაუწიე ხმას თორემ მიგგუდავ-მსუბუქად წავუჭირე ყელზე მარჯვენა-ონისიმუსი არა გენაცვალე,ონისიკო,რაჭაში ვართ დაგავიწყდა? -პარდონ-ხელით რევერანსი გააკეთა. იმ ღამით ბევრი ვიჭორავეთ,მთელ მსოფლიოს მოვედეთ გარდა ონისესი.როგორ მომნატრებია ჩემი მეგობარი.უფრო მეტად კი იმან გამახარა,რომ ჩემთან მტელი ორი კვირით რჩებოდა,ვკიოდი სიხარულისაგან. -გეგმა უკვე შევადგინე-აივანზე ძირს მოკალათებულები ,თან ცხელ ყავას ვსვამდით და თან პეიზაჟით ვტკბებოდით. -აბა გადმოალაგე. -დღეს დირექტორთან მივალ და ვეტყვი,რომ შვებულება მინდა,მთელი ეს ორი კვირა ერთად გავსულელდეთ. -არანორმალული ხარ? ერთი კვირის წინ გახვედი სამსახურში და უკვე ეთხოვები?გამოგადებენ. -აბა რა გავაკეთო? -უმჯობესია ,მე მივიდე და ვუთხრა,რომ ძალიან ავად ხარ და ერთი კვირა ვერ მიხვალ სამსახურში-თავისი იდეით კმაყოფილმა წარბები აათამაშა,მშვენიერია. ბებომაც გაიღვიძა.ელენე გავაცანი,მოეწონა.მერე მე საოჯახო საქმეებზე გადავერთე,ელენეს კი სკოლის გზა მივასწავლე და მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად გავამგზავრე.იმაზე მალე მოვიდა უკან ვიდრე ველოდი.სამზარეულოში იატაკს ვწმენნდი,რო თავზე წამომადგა. -ცუდადაა საქმე-ტუჩები მობრიცა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. -რატომ რა ხდება?-მაშინვე ხელი ვუშვი ჯოხს. -შენნმა ნასუქმა დირექტორმა ბატონმა ნოდარიმ შემოგითვალა,რომ არ ვიცი როგორც უნდა ,რანაირადაც უნდა ახტეს დახტეს გადახტეს და შაბათ კვირას მაღალი კლასის ბავშვები,რომლებიც გიტარაზე მეცადინეობენ ონისიმიკოსთან გიტარაზე ლაშქრობაზე,რომ მიდიანო,თან უნდა გაყვეო. -მეე? -დიახ თქვენ,ასე ბრძანა,რომ მასწავლებელ ქალთა უმრავლესობა,ან ასაკიანია,ან დიდი ოჯახი ყავს და ღამის გათევა და კარავში კოტრიალი არ შეუძლიათ და ვერც სახლს დატოვებენო,ერთი შენ ხარ გაუთხოვარი და თავისუფალიო. -ანუ გაუთხოვარიო? -მარტო ეგ გაიგონე? -და ავად,რომ ვარ? -როდის მერე?-გაეცინა-აუ ძალიან კაი აზრია,მეც წწამოვალ რა. -შენც?-მე ჯერ კიდევ შოკში ვარ,ვითომ გუშინდელი არ მეყო. -ჰო და.....თუ შეიძ₾ება ლადოც დავპატიჟოთ -ანუ ყველა მის სასარგებლოდ ფიქრობს...არა-ფეხი მსუბუქად დავკარი იატაკს. -ნუ ბავშვობს გადაწყეტილია,მივდივართ ალშქრობაზე სრული შემადგენლობით და სულ არ გეკითხები შენ მე,ლადო დავპატიჟე უკვე და პარასკევს ჩამოვა,ონისესაც ველაპარაკე,ფერი დაეკარგა,რომ ვუთარი ავად არისთქო-ჩამოარაკრაკა უცებ. -გოგო,გინდა მომაკლვლევინო თავი?-გავბრაზდი მაგრამ,ელენე ისეთი ტიპია შეუძ₾ებელია მასზე გაბრაზება წუთზე მეტ ხანს გაგყვეს. -რა გოგო?-დამიცაცხანა-უკვე მოგვარებულია ყველაფერი და წუთიწუთზე ონისეც მოვა,ინერვიულა ბიჭმა,მეგონა კიდეც მოსვლას მომასწრებდა,აი მოვიდა უკვე-თავი ჭიშკრისკენ მიაბრუნა,მართლა ონისე იყო-ელენემ კმაყოფილი იერით ჩამიარა გვერდი,ლოყაზე ხმაურით მაკოცა და თმროსთან ავიდა მეორე სართულზე. -უფალო მომეცი მოთმინება-ამოვიოხრე და ისევ იატაკის ჯოხს დავწვდი,ვითომ ონისე არც კი დამინახავს. -ხატია-ისეთი ხავერდოვანი და თბილი იყო მისი ხმა,ძალაუნებურად შევდექი და მისკენ მივბრუნდი-ელენემ თქვა ავად არისო მაგრამ..... - დაბნეულმა ამათვალიერა,თან კარში გახიდულიყო სველ იატაკზე ფეხს არ დგამდა. -იხუმრა-მსუბუქად ავიჩეჩე მხრები,გულწრფელად დამეზარა იმ მიზეზების ახსნა თუ რატომ თქვა ეს ელენემ. -მე კი შემაშინა-ჩემკენ წამოვიდა,ერთ ადგილზე გავიყინე,ნელა მომიახლოვდა და გაშლილ თმაზე თითები მსუბუქად დამისვა,ისეთი სევდა და სითბო იღვრებოდა მისითვალებიდან,რომ მის მზერას ვეღარ გავუძელი და თავი დავხარე.ნელი მოძრაობით ხელი უკან წაიღო.თმცა ისევ ძალიან ახლოს დარჩა ჩემთან. -გაიგე ლაშქრობის ამბავი? -ჩემი წამოსვლა შენ მოითხოვე? -არა....მაგრამ ასე,რომ არ ყოფილიყო მოვისურვებდი -არ წამოვალ-მეც არ ვიცი რატომ ვჯიუტობდი -ჩემს გამო?-კიდევ უფრო ახლოს მოიწია -ჰო...არა..შენ რა შუაში ხარ...-ავბლუკუნდი -გთხოვ-ისე ახლოს მიჩურჩულა ყურთან,რომ ტანში გაცრა,გამაჟრიალა,თვალები დაუკითხავად დამეხუჭა და გავინაბე,ვიგრძენი,როგორ შემეხო ყურის ბიბილოს უკან მისი თბილი ტუჩები,სუნთქვა შემეკრა,შინაგანად ავკანკალდი. -ხატიი-კიბეზე ჩამომავალმა ელენეს ხმამ შემახტუნა და რეალობაში დამაბრუნა,ონისე საკმაო დისტანციაზე გამეცალა და სასადილოს კამზე მოკალათდა-ვააა სიძე მოსულა-გაიბადრა და დიდი ხნის ნაცნობივით გადაეხვია.ონისემ ჯერ გაიკვირვა,კითვით სავსე თვალებით გამომხედა,გამეცინა მათი შემყურეს. -ონისიმიკო-წინ ჩამოუჯდა და მაგიდაზე ხმაურით შემოაწყო ხელები -როგორ?-ჩაეღიმა და მზერა ჩემკენ გამოაპარა -ჰო რა იყო,რაჭულად ონისიმიკო-ხაზგასმით გაიმეორა-რა ხდება ახლა,სკოლაში კი გითხარი თუ შეიძლება ჩემი ტურფა ,რომ წამოვიდესმეთქი ლაშქრობაზე,დამრთე ნება ჰოდა,ხვალ ჩამოდის,იმედია გადმოგვივლი და არ მოგვაწყენ-რომ შეიძლებოდენ ელენეს ენაში წავწვდებოდი და ამოვგლეჯდი. -ჰოო?-მრავლისმეტყველად ჩაილაპარაკა,ისევ მე გამომხედა-ხატი შენ რას იტყვი?? -მოდი-მოკლედ ვუპასუხე და უკვე გამზადებული ყავა წინ დავუდგი,უარის თქმას აზრი არ ჰქონდა,ელენეს ვერ გადავურჩებოდი. ნახევარი საათი გაჩერდა ონისე ჩვენთან,არც მე და არც მას ხმა არ ამოგვიღია,ის მშვიდად წრუპავდა ცხელ სასმელს და მოთმინებით უსმენდა ელენიკოს ტიკტიკს,პარალელულად კი მზერას ჩემკენ აპარებდა.მე კი ხან ზედატანის ბოლოებს ვაწვალებდი,ხან სუფრის ბოლოს. -ჩემი წასვლის დროა-ფეხზე წამოდგა ონისე ,ელენეს ხელი ჩამოართვა და მეც გამომიწოდა მაგრამ.... -მოიცა ჭიშკრამდე არ უნდა მიაცილო?მსუბუქად მიბიძგა ელენემ და კარში გაგდებულებს მოგვაძახა-როგორ მიხარია რომ ხვალ ყველანი ერთად სევიკრიბებით,ლადოს უკვე ვუთარი,რომ თქვენ დანიშნულები ხართ-ესღა მაკლდა,მორჩა ელენე იყავი და აღარ იქნები,დამაცა,ჯერ მოვბრუნდე. -როგორი ენერგიულია-გვერდით ამომიდგა. -ჰოოო,ასეთია ჩემი ელელნე,თმცა შენთნ ცოტა თავს იკავებს. -ოოოო,წარმომიდგენია ისე რა იქნება-გაეღიმა ,ჯიბეებში ღრმად ჩაიწყო ხელები და მხებში აიზიდა-როგორც ჩანს დანიშნული წყვილის თამაში ისევ მოგვიწევს. -სულ ელოს დამსახურებით -და მადლობას მას. -ონისე-ჭიშკართან მისვლისას შევდექი და მისკენ შევბრუნდი-ვერ ვხვდები რატომ აყევი ამ თამაშს. -და შენ ფიქრობ,რომ მე ვთამაშობ? -არ გიცნობ -დრო გვაქვს,გავიცნობთ ერთმანეთს -სერიოზულად? -როგორ ფიქრობ?მე მინდა შენ? -არ ვიცი....კარგი ადამიანი ხარ,სასიამოვნოა შენთან ურთიერთობა მაგრამ .... -მესმის შენი,ვეცდები ყველანაირად,რომ ეს მაგრამ აღარ იარსებოს,მე გულწრფელად მომწონხარ,მიზიდავ,მინდა შენთან ურთიერთობა,დაახლოება,მინდა,რომ უკეთ გაგიცნო,გამიცნო,ვიცი მესმის,რომ შენთვის ონისეს იქით არაფერი ვარ და არავინ,მაგრამ ვეცდები მეც გაგაცნო ჩემი თვი უბრალოდ,შენ ვერვ კი წარმოიდგენ ,როგორ მჭირდები,რა ძალა გაქვს,რა შეგიძლია,შენ ჩემში ნაპერწკალი გააჩინე და მინდა ,რომ გაღვივდეს და გთოვ ნუ ჩამიქრობ,მომეცი შანსი,რომ დაგიახლოვდე და დაგიახლოვო-ისევ ისე ახლოს იდგა,მისი თითები კვლავ ჩემს თმებში დაცურავდნენ.საოცარი ენერგია მოდი მისგან,მბოჭავს,მადუნებს,მაკანკალებს,ვგრძენი როგორ დამისვა ყელზე თითების ზურგი და მტელს ტანზე ტაომ დამაყარა. -ვიფიქრებ-ვთქვი და ოდნავ უკან დავიხია,მიხვდა,მიმიხვდა თუ რას ვგრძნობდი და განვიდიდი იმ წამს,ოდნავ გაეღიმა,საოცარი სითბო ჩაუდგა თვალებში.როგორ უხდებოდა მის თვალებს.სულ სევდას და მრისხანებას აფრქვევდა ახლა კი სითბოს.ხელები ისევ ჯიბეში ჩაიწყო და თავადაც უკან დაიხია ერთი ნაბიჯით. -მადლობა,ძილინებისა-თქვა და ქუჩაში გავიდა. ბებოს თეთრეული გამოვუცვალე,ვაბანავე,წამლები დავალევინე,ჩვენც ვიბანავეთ,ვახშამი მივირთვით,ცოტა ხანს ჩემებს ველაპარაკე ტელეფონზე,მერე კი დასაძინებლად დავწექით.და რატქმაუნდა ელენემ მოითოვა პირობის შესრულებადა როცა სიმართლე გაიგო მხოლოდ იმიტომ არ მომკლა,რომ ციხეში ვერ ჩავჯდები მე ნაზი და სუსტი ვარო გაიძახოდა,ღმერთო რა გადარეული მყავს.პირველმა ეიფორიამ მალე გაუარა. -არ მაინტერესებს,ჩემმა ვლადიმერმა გენაცვალე ასე იცის,რომ თქვენ დანიშნულები ხართ და კეთილი ინებეთ და იყავით,ტყუილი არ მათქმევინოთ ჩემს ბიჭთან. -რადა ჯერ კი არ მოგიტყუებია. -ხმას ნუ იღებ მოღალატევ-ხელი ცერემონიალურად აღმართა. -გადარეულო-მივაძახე და ჩემი ბალიში გავუქანე,იმან მისი ბალიში,მალე ბალიშებით ორთაბრძოლა გავმართეთ,მაგრამ ყველაფერი ასე იდეალურად სულაც არ დამტვრებულა,დილის სამ საათამდე ვჯრეფდით მტელ ოთახში გაფანტულ ბუმბულებს.მერე კი დაღლილები და დასავათებულები დავეყარეთ საწოლზე. ლადო საკმაოდ სიმპატიური ,განათლებული და დინჯი ბიჭი იყო,ფაქტიურად ის და ელენე ჩემი და ონისეს კოპიო იყვნენ,ქალები არანორმალულები კაცები სერიოზულები.ვაჟბატონი საკმაოდ ხელდამშვენებული ჩამოვიდა,ბებოსაც ძალიან მოეწონა სტუმარი. -რაფერ მიხარია შვილო ამდენი მეგობრები,რო გყავს და გაკითავენ,არ გაწყენენ,კაია ბებო მოით მოით,მარტო ჩემი შემყურე დეიღალა ბოშუკა-მიუალერსა სტუმარს ბებიაჩემმა. ცოტა ხანში ონისეც მოვიდა.ეს ბიჭი მომაკვდინებლად სიმპატიურია.შავი ფერი განსაკუთრებით უხდება.წამით მოვწყდი რეალობას,თვალი ვერ მოვწყვიტე,გონზე ლოყაზე მისმა ნაზმა ამბორმა მომიყავნა.საოცარი სურნელი ასდიოდა. -ლადო გაიცანი,ეს ხატია საქმრო ონისეა-ოფიციალურად წარუდგინა. -სასიამოვნოა-ორივემ ერთმანეთს შეაგება მარჯვენა.სუფრა ეზოში მქონდა გაშლილი,მოსაღამოვდა და საკმაოდ დასიამოვნო სიგრილე იყო. -მოეწყვეთ მე ახლავე მოვალ,სუფრას გავშლი-ვთქვი და სამზარეულოსკენ ავირე გეზი. -მოგეხმარები-ონისე უკან დამედევნა-ძალიან ლამაზად გამოიყურები-გადმომიჩურჩულა ,როგორც კი წამომეწია. -შენც-ჩემდა უნებრუად წამომცდა,ენაზე ვიკბინე მაგრამ ,რაღა დროს. -გმადლობთ-კმაყოფილს ჩაეღიმა. სუფრაც გაიშალა,მხოლოდ ხელსახოცები აკლდა.გამახსენდა,რომ მეორე სართულზე მქონდა შენახული,მის ჩამოსატანად გავიქეცი. -წავალ მივეხმარები-ასული არ ვიყავი კიბის ბოლოს,რომ ონისეს ხმა მოწვდა ჩემს ყურს. სწრაფად ავიღე მაგიდიდან ხელსახოცები და უკან სირბილით გამოვედი.ის უკვე კიბის ბოლოში მელოდა.ჩემი ძაღლი საფეხურზე არხეინად გადაწოლილყო. -ჯეკა გამეცალე-მსუბუქათ ვკარი ფეხი ძაღლს,ის კი ისე მკვირცხლად წამოხტა ფეხზე,რომ.....რათქმაუნდა ფეხებსი გამებლანდა და წინ გადავქანდი,ონისეს სიყოჩაღემ გადამარჩინა,ეგრევე ჰაერში დამიჭირა და მის მკლავებში ბუბულივით აღმოვჩნდი. -ეჭვი მაქვს,რომ ამ ყველაფერს განზრახ აკეთებ,რომ გულში ჩაგიკრა-ცხვირზე ცხვირი მომადო და ჩამჩურჩულა,მერე სუფრისკენ შებრუნდა და ხმამაღლა ლადოს და ელენეს გასაგონად დაიძახა: -ხატიას წყალობით დაჭერის საოცარი რეფლექსები გამოვიმუშავე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.