შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (9)


6-12-2016, 00:24
ავტორი ki si
ნანახია 1 426

ნეითან სტრიმერი თავი მეცხრე
.....................
იქამდე ვიდექი აეროპორტის წინ სანამ მისტერ და მისის ბლექი არ გამოვიდნენ, მაშინ კი ნამდვილად მივხვდი რომ ბელა წავიდა. წავიდა ჩემი ნუგეში და ამ ბოროტ სამყაროში მართო დამტოვა.დედაჩემის მანქანაში ჩავჯექი და ნუგეშისთვის ახლა მას მივმართე მაგრამ საავადმყოფოს შენობაში შესული დაცვამ უკან გამომისტუმრა და მითხრა რომ დირექტორის ბრძანება იყო არ შევეშვი. თავიდან დავიბენი მაგრამ მერე დავინახე ტიმ ბარტონი რომელიც ხელს მიქნევდა და თვალი ჩამიკრა. დაცვის წინ ავიქაჩე მაგრამ მალე მოვედი გონს და სანამ მჭიდროდ შეკრულ მუშტს მოვუღერებდი მანამ დავუშვი ხელი მოგვიანებით ეს ჯავრი ხეზე ამოვიყარე და გადაქლეტილი ხელებით მივუჯექი საჭეს. განადგურებული შევედი სახლში და ვიგრძენი როგორი აფორიაქებული მქონდა სული სრული ქაოსი იყო ჩემს თავში და არვიცოდი რამექნა ჯავრის ამოყრა ისევ კედლებზე დავიწყე და მანამ ვურტყი კედელს სანამ ამის ძალა შემწევდა მერე ჩავიკეცე და გავითიშე. არვიცი სტრესისგან იყო ეს თუ არა მაგრამ მოძრაობა არ შემეძლო ვერც ვფიქრობდი და თვალის გახელის სურვილიც დავკარგე რისთვის უნდა შემეხედა დედაჩემთან არ მიშვებდნენ ბელა კი არავინ იცის რამდენიხნით დამშოვრდა.
დილით ძალა მოვიკრიბე და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე მისტერ ბლექი თავისი სახლის ფანჯრიდან მიყურებდა და თვალებით მანადგურებდა. იყო მის თვალში რაღაც ქვეტექსტი რომელიც ალბათ გაჟღენთილი იყო დაცინვით და გამარჯვების ზეიმით. თვალი ავარიდე და მანქანაში ჩავჯექი.
-ნეითან დაიგვიანე,-მითხრა სემმა და მეგობრულად გამიღიმა მე შევუღრინე,-მოხდა რამე ნეთ?
-ბელა თავისმა მშობლებმა სადღაც გაგზავნეს და მერისთან არ მიშვებენ
-ოჰ ჯანდაბა,-ამოთქვა სემმა და მხარზე დამკრა ხელი,-გინდა ვუთხრა ბიძაჩემს და წავიდეთ აქედა?-სემის ბიძა იმ სახელოსნოს მფლობელია სადაც ერთად ვმუშაობთ
-არა არმინდა ახლა დალევას და ტირილის მირჩევნია აქ ვიყო
-კარგი,-სემმა იცოდა რომ არ უნდა ეგრძნობინებინა ჩემთვის რომ ვეცოდებოდი და უბრალოდ შებრუნდა
ასე დაინგრა ჩემი ცხოვრება და მეც თან გადამიყოლა ერთი კვირა ვიჯექი საავადმყოფოს კართან იმ იმედით რომ მერისთან შემიშვებდნენ მაგრამ ამაოდა ერთი კვირა ვიკლავდი თავს მუშაობით და კედლების ცემით მაგრამ არ მავიწყდებოდა როგორ შევიდა ბელა აეროპორტის კარში
-ნეითან შენთან როჯერ დინი მოვიდა,-მითხრა სემმა და როჯერს დაეხმარა რომ თავისი ინვალიდის ეტლი შემოეყვანა
-გამარჯობა,-მითხრა როჯერმა
-როგორხარ?-მე მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი აქამდე როჯერს და ის მართლაც შესანიშნავი ადამიანი იყო ამიტომ მისი დანახვა გამიხარდა
-ეს მოგიტანე,-რაღაც ფურცლები მომაწოდა
-ეს რა არის?-გულგრილად შევხედე ფურცელს და გავშალე რომ წამეკითხა
-ეს მამაჩემისგანაა ამით შეძლებ მერი მაშინ ინახულო როცა მოგინდება,-გავოგნდი რჯერის მამა რათქმაუნდა მერი იყო და შეეძლო ამის გაკეთება
-როჯერ დიდი მადლობა,-ვერ მოვითმინე და როჯერს გადავეხვიე
-არაფის ნეითან ვიცი ბელა მაინც მთხოვდა რომ ეს გამეკეთებინა ასე რომ ეს ბელას საჩუქრად მიიღე
-იცი რამე მასზე?
-გინდა მასთან ლაპარაკი?-თვალები გამინათდა
-დამცინი?
-კარგი დიკს დავურეკავ მაგრამ დამპირდი რომ ხმას არ ამოიღებ კარგი
-გპირდები,-დავიყვირე ბედნიერებით გაბრწყინებულმა როჯერმა დიკის ნომერი აკრიფა
-გამარჯობა დიკ როჯერ დინი ვარ შეიძლება ბელას დაველაპარკო?-იკითხა და სპიკერი ჩართო
-ბელა სახლში არაა
-დიკ მე მართლა როჯერი ვარ,-როჯერმა დიკს ისეთი რაღაცეები უთხრა დიკი დარწმუნდა რომ ნამდვილად როჯერი იყო
-ბელა მართლა არაა სახლში როჯერ
-როგორ არის?-იკითხა იმედგაცრუებულმა,-სადხართ?
-ბებიაჩვენთან, ბელა ცუდადაა ის ასეთი არასოდე მინახავს მემგონი ავადგახდება მალე,-გული შემეკუნშა ამის გაგონებაზე
-ნეითანიც ცუდადაა,-თქვა როჯერმა უცნაური ტონით
-ის მკვლელია როჯერ ნუ თუ გემეტება ბელა მისთვის?-აღშფოთდა დიკი
-არ მითხრა რომ ტიმ ბარტონის გჯერა დიკ შენ იცი რაძვირფასიცაა ბელა ჩემთვის გგონია რომ მკვლელისთვის გავიმეტებდი ოდესმე?
-როჯერ არმინნდა ამაზე ლაპარაკი დაგირეკავ როცა ბელა დაბრუნდება კარგი?
-დიკ იცი რომ მართალი ვარ,-ამ სიტყვებზე დიკმა გათიშა
-მაინც დიდი მადლობა როჯერ
-გადავცემ რომ მოიკითხე
-მადლობა
-კარგი ახლა წავალ შენ კი დედაშენი ოინახულე კარგი?
-რათქმაუნდა მადლობა,-თავი დავუქნიე და გასვლაში დავეხმარე
მერის დანახვისისა მომინდა თვალები მომესრისა რადგან ქალი რომელიც დავინახე არ შეიძლებოდა ყოფილიყო დედაჩემ საწოლზე უსულო არსება იდო რომელსაც ფერი სულ გადასვლოდა მისუსტებულიყო და თვალები დასიებოდა
-ნეითან,-დიჩურჩულა დედაჩემმა და მე საწოლთან მივედი,-რაკარგია რომ მოხვედი ჩემო სიცოცხლევ,-ლაპარაკი უჭირდა
-დედა მაპატიე მე..
-არა დამაცადე ძვირფასო მე შენ გელოდი არმინდოდა ისე მოვმკვდარიყავი შენ რომ არ მენახე და არ მეთქვა რომ შენთან შეხვედრაზე უკეთესი არაფერი არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მიყვარხარ,-სახეზე ხელი ჩამომისვა რომელიც უკანკალებდა და ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე
-დედა ენერგიას ნუ ხარჯავ გთხოვ დაისვენე მერე ვილაპარაკოთ როცა უკეთ იქნები
-შვილო შენც რომ იცი რომ ეგ არ მოხდება ვის მოტყუებას ცდილობ? მათქმევინე როგორ მიყვარხარ
-ვიცი დედა ვიცი
-არ დამივიწყო ჩემო სიცოცხლევ მე შენით გამოვისყიდე დაშვებული ცოდვები და ახლა მშვიდად მივდივარ ნეითან შემპირდები რაღაცას?
-რასაცგინდა
-გთხოვ არ დანებდე და აჩვენე ყველას როგორი ხარ სინამდვილეში აჩვენე მათ როგორ ცდებიან შენში გთხოვ შე...,-ყელიდან რაღაც ხმები ამოუშვა და მონიტორზე ხაზებმა სწორხაზოვნად დაიწყო მოძრაობა
-დედა,-მერი შევანჯღრიე და ექთანს დავუძახე
-გვიანაა,-მითხრა ექიმმა და მერის ღიად დარჩენილი უსიცოცხლო ცისფერი თვალები სამუდამოდ დაუხურა. დაუხურა ისე რომ არც კი უკითხავს მინდოდაა თუ არა უკანასკნელად მათში ჩახედვა.
გამადგურებიული გავიქეცი საავადმყოფოს შენობიდან და წვილაში უმისამართოდ გავაგრძელე სირბილი. რატომ გავრბოდი? იმიტომ რომ მტკიოდა იმდენად რომ ეს ტკივილი ჩემში აღარ ეტეოდა და ვცადე ის ირგვლივ ბუნებაზე გამევრცელებინა. წვიმის წვეთების ხმაც კი ვერ ახერხებდა მონიტორიდან თუ საიდანაც გამოდიოდა ეს ხმა გამოსული ხმა გადაეფარა რითაც ყურები მქონდა სავსე.
ღამის წყვდიდიც კი ვერ ახერხებდა ჩემი ტკივილი შთაენთქა ხეებს ვეჯახებოდი და ცრემლიანი თვალებით ვეღარ ვახერხებდი რომ რამე დამენახა, ბოლოდ გავჩერდი. და დავეცი იმიტომ რომ მეტი აღარ შემეძლო მუხლებზე დავიჩოქე და ღმერთს ავხედე რომელიც ალბად მერის ელოდა
-გემუდარები მოუარე მას. შენ გაბარებ ჩემს საყვარელ ქალს,-დავიყვირე და მიწაზე მივწექი ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ვცადე ტკივილი დამეცხრო ნუ თუ ასე მეტკინება ყოველთვის?
ბურანიდან რომელიც თავს მეხვია ძახილმა გამომაღვიძა რომელიც ძალიან ჰგავდა დედაჩემისას ავდექი და ვცადე ისევ დავბრუნებოდი ცივილიზაციას რადგან უკვე აღარაფერის თავი აღარ მქონდა...
მძიმეა ჩემთვის ამ დღეებზე საუბარი ამიტომ არ მიწყინოდ რომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.
მერის დაკრძალვის შემდეგ კიდევ ერთხელ მინახულა როჯერმა და მომისამძიმრა მერე კი სხვათაშორისოდ მკითხა
-რომ იცოდე სადაა ბელა წახვიდოდი მასთან?
-რათქმაუნდა წავიდოდი როჯერ მე ახლა ის ისე მჭირდება როგორც არასოდეს
როჯერმა ბელას მისამართი მომცა და მეც დავიწყე ფულის შეგროვება. გავყიდე სახლი და დედაჩემის მანქანა კიდევ ვიმუშავე ძალიან ბევრი რადგან დედაჩემის მკურნალობის ხარჯები მქონდა დასაფარი და მაისის ერთ მშვენიერ დღეს ბელას სანახავად გავემგზევრე. არ მოვყვები ჩემს მარშუტს და პირდაპირ იმ ნაწილზე გადავალ როცა ბელა დავინახე, მინდორში სადაც მიმასწავლეს. იჯდა ძალიანმშვიდად და ვიღაცას ვინც არ ჩანდა გულრწფელად უღიმოდა თავისი მშვენიერი ღიმილით გულმა როგორც ყოველთვის მის დანახვაზე გამალებით დამიწყო ცემა და დავუძახე, მაგრამ ჩემი ხმა ვიღაცის ხმამ გადაფარაეს, მაიკ რიკმანი იყო რომელიც მივიდა მასთან და სიცილით უთხრა რაღაც ბელამაც გულიანად გაიცინა
-ბელა,-დავუძახე კიდევ ერთხელ. ამჯერად შემომხედა
-ნეითან,-მის სახეზე არ იყო არანაირი სხვა ემოცია გარდა გაკვირვებისა,-აქ რას აკეთებ?
-შენი ნახვა მინდოდა,-ერთწამში დაიფერფლა ყველა იმედი ჩემს გულში
-კარგია მიხარია შენი ნახვა
-ბელა რას ნიშნავს ეს ,-წყენა ვეღარ დავმალე
-რა
-ეს წარმოდგენა რომელიც წამების წინ ვიხილე
-გახსოვს მითხარი არვიცი როდის წავლო მაგრამ პირიქით მოხდა. მე მივდივარ ნეითან კარგი იყო შენს გვერდით ყოფნა მაგრამ დამთავდა,-მხრები აიჩეჩა
-ბელა,-ყელში ბურთი გაემჯედა და ეს იმის ნიშნად ჩავთვალე რომ აღარაფერი აღარ უნდა მეთქვა და გამოვბრუნდი
ვწყევლიდი იმ წამს ბელა რომ შემიყვარდა და ვწყევლიდი ბედს რომ ცოცხალი ვიყავი მაგრამ ბელას შეძულება მაინც ვერ მოვახერხე, ის გაიყინა ჩემს გულში როგორც ჩემი ლამაზი ოცნება და მორჩა. მე გადავიქეცი არსებად რომელსაც აღარაფერი ადარდებდა გარდა იმისა დედამისისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა და აქედან დაიწყო ჩემი სწრაფვა წარმატებისკენ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Vaime rogor minda neitanma mwvervaleb miagwios,xolo vinc mas amcirebda miwas danarcxebuli vnaxo.imedia am gogos ragac mizezi hqonda ase rom moeqca,radgan dzalian uyvarda neitani da davijero ase uceb gadauyvarda?
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ki si

La-Na
Vaime rogor minda neitanma mwvervaleb miagwios,xolo vinc mas amcirebda miwas danarcxebuli vnaxo.imedia am gogos ragac mizezi hqonda ase rom moeqca,radgan dzalian uyvarda neitani da davijero ase uceb gadauyvarda?

კი მიზეზი ნამდვილად ჰქონდა და შემგეგ თავებში მოგიყვებით.

 


№3 სტუმარი Guest nawka

Kargi tavi iyo. Momwons rogorc vitardeba movlenebi. Rojeri dzaan sayvarelia da neitanic xo tavistavad. Valodebi shemdegs

 


№4  offline წევრი ki si

Guest nawka
Kargi tavi iyo. Momwons rogorc vitardeba movlenebi. Rojeri dzaan sayvarelia da neitanic xo tavistavad. Valodebi shemdegs

მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent