მე,შენ და ცუდი ბიჭები (7)
ლიკა ახალი წლის არდადეგების დამთავრებამდე დარჩენილ დღეებს გონებაში ვითვლი,4 ბედნიერი დღეც და მშვიდობით ჭამავ,დასვენებავ და ძილო. -აუ თოვლი მაინც არ გვეღირსა რაა-ელასტიკებით და ფუმფულა ჩუსტებით მოფრატუნებს კატო,წვენს მაწვდის,კრუასანებით სავსე ჯამს ხილის გვერდით დებს და ყველაფერი მზადაა! „ბრიჯიტ ჯონსის დღიურების“ ყურებას ვიწყებთ. პირი მიშრება,აუ როგორ შევაპარო? კაი რაც არის არის ღრმად ვისუნთქავ და ვიწყებ -კატოოო,ზეგ საახალწლო წვეულება იმართება ბასიანში და ხოარ წავიდეთ? -ბასიანში? რა მოწიე ლიკუნაა?-ისე მეკითხება ეკრანს თვალს არ აშორებს. -უიმე კლუბია ასეთი,ბასიანი -გოგო მერე შენ რო არ გიყვარს ეგეთი რაღაცეები? -ჩემი კურსელები აწყდებიან ბილეთებისთვის მგონი კარგი რამე იქნება-ვუკარკლავ სწრაფად. - რაღაცას მიმალავ-თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ-კაი წავალ ბალიშის ქვეშ შენახულ ჩაქუჩს ავიღებ და მოვალ,შენ აქ დამელოდე!-თითს მიქნევს კატო -მართლა არაფერს გიმალავ უბრალოდ წასვლა მინდა-ვწკმუტუნებ -ვაიმეე ლიკუნა ჩამხედე დახუჭულ თვალებში! მოხარშულს გიცნობ ჰო კაი, ვნებდები. -მოკლედ ამას წინათ ხალებიანი ფეისბუქში დავიმეგობრე,ყალბი ექაუნთით რა თქმა უნდა -ვაყოლებ როცა კატოს გაფართოებულ თვალებს და ხელში გაშეშებულ კრუასანს ვხედავ-ხოდა მონიშნეს ეგ,ზეგ იმ წვეულებაზე აპირებენ წასვლა-წარბებს საცოდავად ვწევ. -გოგო რატო მოგაფიქრდა საერთოდ იმ ტიპის მოძებნა -არ მინდოდა,თავისით მომეძებნინა-ტუჩის წვალებას ვიწყებ. -სახელიც თავისით დაგეწერინა ხო?-მეჯუჯღუნება -აუ წავიდეთ რა -ვაიმე გაგიჟდი ლიკუნაა? სხვა თუ არაფერი ის მხეციც იქნება იქ -არ ყავდათ ეგ მონიშნული. მიდი რა გეხვეწებიი -ნწ შანსი არაა იმ ყიზილბაშის ნახვას ვერ გავრისკავ მე -მიდი რა და თეფშებს სულ მე დავრეცხავ,სახლსაც მე დავალაგებ,ყავასაც მე მოვადუღებ ხოლმე -არ მიყვარს მე შენი მოდუღებული ყავა,მწარეს აკეთებ-ტუჩებს პრუწავს კატო. ეს უკვე პროგრესია. -აუ ძაან გთხოვ მხოლოდ ამ ერთხელ და მორჩა მერე საერთოდ აღარ ვახსენებ მის სახელს-მკლავზე ვქაჩავ. -შოკოლადები დაიდოს და დავფიქრდები-ფრუტუნებს კატო და აბაზანისკენ მიდის -თანახმა ხააარ?-ვკივი აღფრთოვანებული -რძიანები მინდა,თხილით და ბეევრი ბევრი-ზურგს უკან იძახის -წავიდეთ ანუუ? -მაყვალას ჯიხურში არ იყიდო ვადაგასულები აქვს-მიკივის უკვე აბაზანის კარიდან. სიხარულისგან ადგილზე ვეღარ ვჩერდები -ნუ ხტუნავ გოგო ლამარა ამოგვივარდება! -ლამარა ხო ყრუა გოგო-ვბუტბუტებ საპასუხოდ. მეორე დღეს მაღაზიებში წოწიალი გვაქვს დაგეგმილი,ბანკიდან გამოსული გაჩერებაზე გაყინული ვდგავარ,კატო კი როგორც ყოველთვის აგვიანებს.მობილურს კანკალით ვიღებ და ვრეკავ -ხო ლიკა -მალე მოდი ცხვირს ვეღარ ვგრნობ-კბილების კაწკაწი მეწყება. -გამოსული ვარ უკვე გაჩერებასთან დამელოდე-მიჭრის მოკლედ.მგონი ვიღაცას ესალმება. -კატო ნადიას ხმა რატო მესმის ტელეფონში? -ხო კაი ახლა გამოვცდი ჩვენს კორპუსს,15 წუთში მანდ ვაარ. ვაკეში ალბათ მაღაზიების ნახევარი დავიარეთ,მგონი ოცდამეათე კაბას ვიცვამ და ხუთი მე არ მომეწონა დანარჩენი ოცდახუთი კი კატომ დამადებინა. გრძელ შავ კაბას დიდი ვაივაგლახით ვირგებ და გასახდელიდან გავდივარ. -აბა რას იტყვი?-ვეკითხები შეწუხებული -კლუბში მიდიხარ თუ ინგლისის დედოფლის პანაშვიდზე ლიკუნაა?-თვალებს მიქაჩავს კატო. ჯანდაბა,ესეც არ მოწონს. ისევ უკან ვბრუნდები და გახდას ვიწყებ,უცებ კატო შიგნით ყოფს თავს და თვალებანთებული მაწოდებს მოკლე ვერცხლისფერ კაბას,ჰმ სადაა მაგრამ ძალიან ლამაზი. სწრაფად ვიცმევ და გავდივარ -აბა როგორია?-ვეკითხები აჟიტირებული -ეგ არი!-თავს კმაყოფილად მიქნევს. მისთვის დაახლოებით ასეთივე სტილის ცისფერ კაბას ვარჩევთ, გახარებული მაგრამ უაზროდ დაღლილი გამოვდივარ მაღაზიიდან. უცებ კატო ხელს მავლებს და სუპერმარკეტისკენ მიმათრევს. -ნახე რა საყვარელი რაღაცეებია წამო შევიდეთ-მიმითითებს მარკეტის ერთ კუთხეში გამოფენილ საახალწლო სათამაშოებზე,ის ის არის შესავლელში ფეხი უნდა შევდგათ რომ ბახ და მოულოდნელობისგან ვწივით,მოშორებით მდგარი სავარაუდოდ მესამე-მეოთხე კლასელი ბავშვები სიცილით კვდებიან,ზედ ცხვირწინ აგვიფეთქეს პატარა ბომბა. -მაიმუნები-ბუზღუნებს კატო და პირდაპირ საახალწლო კუთხისკენ ვიღებთ გეზს. -ნახე რა ლამაზია-მაჩვენებს თვლებით გაწყობილ ზანზალაკს,ფასს ვუყურებთ,120 ლარი. ახლა ასეთივე სტილის თოვლის ბაბუას ვიღებთ,ფასი-180 ლარი.სერიოზულაად? -ლიკაა,მგონი მისამართი შეგვეშალა-ხითხითებს კატო. -აშკარად-ვკისკისებ მეც. -ნელა გამო რამეს ხელი არ გაკრა თორე ბინის გაყიდვა მოგვიწევს იცოდე!-ფხუკუნებს კატერინა. სალაროს უნდა გავცდეთ რომ ერთი წუთი დაიცადეო მაჩერებს,სადღაც დახლებისკენ გარბის და გაბრწყინებული სახით ბრუნდება -ესენი გამიტარეთ თუ შეიძლება-ეუბნება მოლარეს -გოგო რად გინდა ეგენი?-ბომბოჩკების შეკვრას და ასანთს ვუყურებ -საახალწლო განწყობას ვიქმნი-ქირქილებს ბოროტად. გარეთ გავდივართ,ბავშვები უკვე ცოტა მოშორებით დგანან და რაღაცას ლაზღანდარობენ -ლიკა მოუკიდე ჩქარა-მიჩურჩულებს კატო და ხელში ასანთს მაჩეჩებს.მეც სასწრაფოდ ასანთს ვანთებ და მის გამოწვდილ სამ ასაფეთქებელს ერთდოულად ვუკიდებ,ისიც პატარა თავმდამსხმელებისკენ ბრუნდება და ძირს ისვრის. ბახ ბახ ბახ ყრუდ ჩამესმის,ყურებიდან ხელებს ვიშორებთ. დაფეთებული ბავშვები ჯერ ერთმანეთს უყურებენ მერე კი პირდაღებულები ჩვენს გვაშტერდებიან,კატო ჩაბჟირებული იკეცება. ორ წამში მთელი ამალა სიცილ-კისკისით და ყიჟინით გამორბის ჩვენკენ. -ლიკუნა გავიქეცით-ყვირის კატო და ხელს მავლებს. მეოთხე კურსელი გოგონები დიდი ცელოფნებით ხელში თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ შუა ვაკეში და უკან შეშლილი ბავშვები მოგვდევენ,რა სიგიჟეა! გზადაგზა ხალხის გაოცებულ სახეებს ვაწყდები,უიმე ვის ადარდებს! -ჩქარა ავტობუსში!-მიკივის კატო და ნომერს არც ვუყურებთ შიგნით ისე ვვარდებით.ფანჯრიდან ვიყურებით გამარჯვებული სახით,ყურებამდე გაცინებული ბავშვები გამეტებით გვიქნევენ ხელებს და ავტობუსს ასაფეთქებლებს ესვრიან. ჩვენც დაჭყანულები ხელების ქნევით ვემშვიდობებით. ესეც დღის პოზიტივი! -წასვლის დროაა!-მეძახის კატო -კაბას ვერ ვიკრავ!-ვუწივი სასოწარკვეთილი -კი მარა ერთ დღეში გასუქდი ადამიანო?-მოაბიჯებს ბუტბუტით -მიშველე რამე! -კარგი ლიკუნა,ახლა ღრმად ამოისუნთქე და ცოტა ხანი აღარ ჩაისუნთქო-ბრძანებას ვემორჩილები,კატო ელვა შესაკრავს ხელს ავლებს და ზემოთ ქაჩავს,ცოტაც და შეიკრა -უიმე ვეღარ ვსუნთქავ -სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს გოგო-ხითხითებს-ნუ გეშინია ხუთ წუთში გაიწევს-მეუბნება ლილოს ვაჭარივით. ათი საათი ხდება პირადობების და მოსაწვევების შემოწმების შემდეგ კლუბში რომ შევაბიჯებთ,ბუშტებს და საახალწლო წვიმებს ვუყურებ,რა სილამაზეა. -მომწონს აქაურობა-მუსიკის ფონზე ძლივს ვაგებინებ კატოს ჩემს ხმას -წამო შუაგულისკენ წავიდეთ-საცეკვაო მოედნისკენ მიმითითებს კატო. ხელს ვკიდებ რომ არ დავიკარგოთ და ხალხში ძლივს მივიკვლევთ გზას. თვალებით ლევანის ძებნას ვიწყებ,სულ ტყუილად. ან ვერ ვხედავ ან აქ საერთოდ არაა. განწყობა მიფუჭდება. -რა მოხდა?-მეკითხება შეწუხებული კატო.ალბათ ყველაფერი სახეზე მაწერია. -ის აქ არაა-ვპასუხობ მოწყენილი -კი აქაა-მეუბნება თვალებანთებული-ოღონდ ახლა არ მიიხედო! მგონი აქეთ იყურება-მაფრთხილებს მკაცრად. -კაი,სად დგას?- ვცქმუტავ. -შენს უკან ამაღლებულ ადგილზეა ვიღაცეებთან ერთად,ახლა რაღაცას სვამს და ხალხს უყურებს.ისე მოიქეცი ვითომ ვერ ამჩნევ -კაიი,ისიც აქაა? მეორე? -ჰაჰ მგონი არა-მხიარულად ყვირის კატო. -აი ხო გითხარი. -გოგო ის ბიჭი მართლა ასე ძაან მოგწონს?-მეკითხება ახლოს მოსული. -აუ კი-დამნაშავესავით ვაღიარებ. შუა ლაპარაკში გართულებს ვიღაც ტიპი გვიახლოვდება -აბა რავშვებით გოგოებოო?-ბანცალებს და საშინელი ალკოჰოლის სუნი ასდის. -რასაც არ უნდა ვშვებოდეთ უშენოდაც კარგად ვართმევთ თავს-ჩაყვირის კატო და ღიმილშემშრალი რაინდი სხვა პრინცესების შესაბმელად მიიწევს. -გოგო ისე ვინმეს რო ვეცეკვოთ? მაინც არ მაქცევს ყურადღებას და იქნება მერე მაინც მომაქციოს-ვფრუტუნებ -ხოო ეჭვიანობის გეგმა მომწონს ოღონდ ამნაირ სულელებთან გაკარება არც იფიქრო. კატოს სიტყვა არ აქვს დამთავრებული რომ ზურგზე ხელის დადებას ვგრძნობ,თავს ოდნავ ვაბრუნებ. წინ ორი ახალგაზრდა გვესვეტება სასმელებით ხელში. ოო აი ესენი ნამდვილად გამოდგებიან გეგმისთვის. ჩემს წინ მდგომი ბიჭი ხელს მიწვდის -მე ნიკა,შენ? -ლიკა-ვპასუხობ გაღიმებული -ვაა ვერითმებით სახელებით-მიცინის,ეს შენ ლიკა,ხელში ზეთისხილით გაფორმებულ სასმელს მაჩეჩებს -მადლობაა-უხერხულად ვართმევ. კატოსკენ ვიყურები. აშკარად ყოყმანობს,თვალებით ვანიშნებ რომ გეგმა გაიხსენოს,თვალებს მიტრიალებს და მეორე ბიჭის მოწოდებულ სასმელს უხალისოდ იღებს. MIYAGI-Тамада-ს რემიქსი ირთვება და ციმციმა განათებების ფონზე ყველა ერთდროულად ვიწყებთ ცეკვას. თან ჩემს ახალ ნაცნობს ვეცეკვები თან სასმელს ვწრუპავ, ვხედავ ნიკა რაღაცას მეუბნება და იცინის მაგრამ ვერაფერს ვგებულობ,მგონი ხმაურმა ყურები დამიგუბა. ახლა თავბრუც მეხვევა,ჭიქას ვუყურებ, სასმელი ნახევრამდეც არ დამილევია ვერანაირად ვერ დამათრობდა ასე ძლიერად, თავზე ხელს ვიჭერ რომ კონცენტრირება შევძლო,ვტრიალდები და კატოს ვეძახი,თვალებით ვეძებ,ჩემს უკან აღარ დგას,უნდა ვიპოვო! ორი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებ რომ ჩემს ირგვლივ ისევ ყველაფერი ტრიალებს. ჯანდაბა! რა მემართება? ვიღაც მკლავში მაგრად მავლებს ხელს და მისკენ მაბრუნებს,ნიკაა. ასე რატომ მიყურებს? წამოდიო თუ რაღაც მსგავსს მეუბნება და სადღაც მიმათრევს,ვუძალიანდები. ვცდილობ გავაგებინო თავბრუ მეხვევა თქო მაგრამ იცინის. რა ჯანდაბა ხდება? თავისუფალი ხელით მკერდზე ვბიძგულობ, მაინც იგივეს აგრძელებს,ვგრძნობ რომ უკვე ფეხებშიც ძალა მეცლება. -ახლავე გაუშვი-ჩამესმის უკნიდან,ვერ ვხვდები ყვირის თუ უბრალოდ ბოხი ხმით ამბობს,ახლა თავი გამისკდება.ბუნდოვნად ვხედავ ლიკას სილუეტი ხლხში როგორ უჩინარდება. სავარაუდოდ ზურგს უკან მდგომი მისკენ მატრიალებს,ლევანია,ღმერთო ოღონდ ამ მდგომარეობაში არ ვენახე. მგონი რაღაცას მეკითხება მაგრამ უცნაური გუგუნის მეტს ვერაფერს ვგებულობ,ვტორტმანებ, მხრებით მიჭერს და უფრო ახლოს იწევა -ახლა წავიქცევი-მხოლოდ ამის თქმას ვასწრებ -ნუ გეშინია გიჭერ-მესმის მისი ხმა ყურთან. ხმები ჩამესმის უბრალოდ ხმას ვერ ვიღებ,მერე ცივი ჰაერი მხვდება სახეზე,ეს ცოტათი მშველის. არ ვიცი ასეთ მდგომარეობაში რამდენ ხანს ვიყავი მაგრამ სავარაუდოდ ათ წუთზე დიდხანს არა. თვალებს ძლივს ვახელ და აქეთ-იქეთ ვაცეცებ,მგონი მანქანის უკანა სავარძელზე ვზივარ -კარგად ხარ?-მეკითხება კართან აყუდებული ჩემი ხალებიანი. ჯერ ვშტერდები მერე კი ნელ-ნელა მახსენდება რაც მოხდა,ნეტა არ გამხსენებოდა! ჯანდაბა რა დამემართა? ალბათ უჰაერობის ბრალია. -მგონი კი-ვლუღლუღებ-მადლობა რომ გამომიყვანე და ბოდიში -არაფერია-მიღიმის,ნეტა მიწა გამისკდებოდეს.-ოღონდ გირჩევ შემდეგში ტაბლეტებს აღარ გაეკარო-აყოლებს დამრიგებლური ტონით. -რა ტაბლეტებს?-ვიბნევი.რამე არ მახსოვს? არაა ნამდვილად არანაირ ტაბლეტებს არ გავკარებივარ. ვდილობ წამოვდგე მაგრამ ჯერ ისევ თავბრუ მეხვევა. -ტაბლეტები არ დაგილევია? და არც რამე მსგავსი? ხომ ხვდები-ვერაფერსაც ვერ ვხვდები! -არა რატო უნდა დამელია რამე?-ჯანდაბა რას გულისხმობს-მარტო ის სასმელი დავლიე და ისიც ცოტა -რა სასმელი? -არ ვიცი ვიღაც ბიჭმა მომიტანა -იცნობდი? -არა დღეს გამეცნო. უცებ სახე ეცვლება და ჩუმად იგინება. ჯანდაბა ვინმე გამარკვევს რა ხდება? -სავარაუდოდ რაღაც ჩაგიყარა-მეუბნება მკაცრად-სახლში აგიყვან და მაგას მერე მივხედავ. ორი წამით გონებაში ყველაფრის გადახარშვას ვცდილობ -ვაიმე კატო!-ჩემი ხმა უცნაურად ჩამესმის ყურში.ის სადღაა? ჯანდაბა მასაც ასე რომ მოსვლოდა? ახლავე უნდა ვიპოვო -შენი დაქალი? -ხო იმასაც მიაწოდეს სასმელი! კატერინა დაცლილ ჭიქას ბარის მაგიდაზე ვდებ. -კატერინა შენა ხარ ეს?-მარცხენა მხრიდან მესმის გოგოს წიკვინი,თავს ვაბრუნებ. ესღა მაკლდა ამ საღამოს სრული ბედნიერებისთვის -გამარჯობა თაკო,აქ არ გელოდი-ვუღიმი ზრდილობის გულისთვის ჩემს საბედნიეროდ ყოფილ კურსელს. -როგორ მომენატრე რახანია არ მინახიხააარ!-ორი წელი დასანახად ვერ გვიტანდა ვერცერთ მდედრობითი სქესის არსებას და ახლა გაუსკდა სიყვარულის ბუშტი? -ხო,სხვაგან გადახვედი ხო შენ?-თავში მეტი არაფერი მომდის რომ ვკითხო. -ხო გოგო მარა ისიც მივატოვე-კისკისებს-არმევასება ეს სწავლა და რაღაცეები რაა. -მისი კევის ღეჭვის ხმა ამ მუსიკაშიც კი მესმის. თვალებით ლიკას ძებნას ვიწყებ -კატოო იმ ბიჭს იცნობ ჩვენსკენ რო იყურებაა? -ისევ წიკვინი ჩამესმის.აჰაა მივადექით იმ ერთადერთ თემას რომლის გარშემოც ტრიალებს და რომლის საზღვრებსაც ვერ ცდება მისი პატარა ტვინი. -რომელს?-უინტერესოდ ვეკითხები და თვალებით ისევ ლიკას ძებნას ვიწყებ.ჯანდაბა სად გაქრა ეს გოგო? -აი იმას-თითს იშვერს ვიღაცისკენ. უიმე სანამ ხმას არ გავცემ მაინც არ დაკმაყოფილდება,ნეტა ახლა ვის დაადგა თავისი მრავალჯერ დანადგამი თვალი. იმ მიმართულებით ვიყურები საითაც მიმითითებს. აუ ხო ვუთხარი ლიკას რაა,აი ხო ვთქვი! პატარა ჯგუფთან ერთად მდგარო მისი ბრწყინვალება მედიდურად იყურება შემაღლებული ადგილიდან,პირდაპირ თვალებში ვეჩეხები,თავს ოდნავ გვერდით ხრის. -კი თაკო შორიდან ვიცნობ-თვალს ვწყვეტ ყელზე საახალწლო წვიმა შემოხვეულ ონიანს. -არ გინდა გამაცნო?-ვაიმე რა გამაღიზიანებელია ეს გოგო! კი გაგაცნობ ამ ვირს,მერე ქორწილს გადაგიხდით და ბავშვებს მოგიწყობთ კიდე უმაღლესში. -გაგაცნობდი თაკო მარა ისეთია აი,ხო ხვდები, მაგას ბიჭები უფრო მოწონს-ვუღიმი და უნებლიედ მისტერ სრულყოფილებისაკენ ვიყურები,ვიღაც ბიჭი სავარაუდოდ მისი ძმაკაცი რაღაცას ელაპარაკება. ჰაჰ ზუსტად დროული იყო. -აი ხო გითხარი-ვუბრუნდები თაკოს. -აუუუ არადა რა სიმპათიურიაა,შეაცდენდა კაცი-კისკისებს,ეს რა დებილიც პირველ კურსზე იყო ზუსტად ისეთ დებილად დარჩა ხო? -აბა აბა-თავს ვიქნევ ვითომ დანანებით.ჩაგივარდა ჩიტო კოვზი ნაცარში. -კაი კატუუუს წავედი ახლა და იმედია გნახავ კიდეე!-ხო მე კიდე საპირისპიროს იმედი მაქ. თაკო ხმაურიანად მკოცნის და მკერდგამოწეული შემდეგი მსხვერპლის საძებნად მიემართება. სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ლიკა სანამ ეს არანორმალური მოსულა. -ახალ წელს გილოცავ მახინჯო-მესმის მხიარული ხმა ზურგს უკან. მგონი ხსენებული არანორმალური უკვე უკან მიდგას. არა რა უნდა ჩამეგდო ერთი-ორი ასაფეთქებელი ჩანთაში. -რაღაც კარგად ვერ გავიგე,შენი ბოლო სიმღერის მერე მგონი მარჯვენა ყურში დავყრუვდი-ხელი ყურთან მიმაქვს,ჰაჰ როგორ მიყვარს ის გასაგიჟებელი წამი ამას სახე რო ელეწება. -ისე მოგენატრე უკვე უკან დამყვები ხო?-თვალს მიკრავს. -კი კი გუშინ ცხვარი დავკალი იქნებ ის ნეანდერტანელი ვნახო თქო და როგორც იქნა ამიხდა! -მოდი აქ-თითს მიქნევს. ოჰ კი როგორ არა,ბარემ თოკს ჩამოვიცვამ ყელზე და ისე მივალ ზედმეტად რომ არ გაწვალდეს. -დამანებე თავი თორე ზოოპარკში დავრეკავ ორანგუტანგი რომ გაგექცათ ვიპოვე მეთქი. ნაბიჯს ჩემსკენ დგამს. -შემეხები,ვიკვლებ!-ვაყრი სასწრაფოდ და საჩვენებელ თითს ვუწევ.ჰოო მომავალი ბიზნესმენი ამდენ ხალხში ნამდვილად ვერ შეირცხვენს თავს. -პროსტა ერთხელ თუ მოგიხელთე რა მოგივა ხო იცი-მიყურებს თვალებმოწკურული. -მოდი იცი რა ქენი? ეგ და შენი სხვა ზედმეტად ბრძნული ოცნებები ფურცელზე ჩამოწერე და თოვლის ბაბუას გავუგზავნოთ შემდეგ წელს,იქნება აგიხდეს -ზოგჯერ მართლა მინდა დაგახრჩო-თავს აქნევს.ვაიმე რა საყვარელიაა,უნდა რომ დამახრჩოს. -ხოო შეგიძლია ესეც იმ ფურცელზე დაწერო,აი სანტას რო უგზავნი იმაზე-ჰაჰ ციმბირში ნამყოფივით ეყინება ღიმილი იმ საძაგელ სახეზე -მგონი ერთ ოცნებას ახლავე ავისრულებ-თავი ახლოს მოაქვს,პირდაპირ თვალებში მიყურებს და ტუჩის კუთხეს ტეხს. ოჰოო ეს ღიმილი მეცნობა და არც ერთ ჯერზე კარგი არაფერი მოყოლია. -ნუ მიყურებ ნერვოზიანი პანდასავით!-ვსისინებ და უკან მისაბრუნებლად ვემზადები. მუსიკა მთავრდება,უჰ დროებით დაისვენა ყურებმა. ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ რომ მისი უმაღლესობა წინ მიდგება -კაცების ტუალეტში რა მაგარი რაღაც გააკეთე ტო!-მთელი სერიოზულობით ყველას გასაგონად ყვირის. გარშემო მყოფი ათიოდე კაცი ბარმენის ჩათვლით პირდაღებული ჩემსკენ ბრუნდება. ვაიმე ახლა მოვკლავ! რა სირცხვილია! მგონი მთელი სახე თმის ფერი მიხდება. ისევ ხმამაღალი მუსიკა ირთვება და ყველა თავის ადგილს უბრუნდება. ჯერ კიდევ შოკში ვარ. დამპალმა რა გამიკეთა. -ხომ გაგაფრთხილე პატარავ-მიცინის-დღეისთვის გეყოფა!-საჩვენებელი თითით ცხვირის წვერზე მეხება და წასასვლელად ბრუნდება. ვაიმე კატო მოიფიქრე რამე თორე ახლა ბოღმისგან გასკდები. ბარის მაგიდას ყოველი შემთხვევისთვის მყარად ვკიდებ ხელს და მარჯვენა ფეხს მის ფეხს ვუხვედრებ. ჰაჰ აშკარად არ ელოდა,ტოკდება,თავს ვეღარ იკავებს და ბრახ! მისი უდიდებულესობა იატაკზეა გართხმული. ვაიმე აღარ შემიძლია ახლა სიხარულისგან ვიკივლებ. რაო დაგვემტვრა გაშლილი ფრთები? ხო დაასხა თვითკმაყოფილი სახე ბეტონზე! ვცდილობ სული მოვითქვა,არაა ამ მომენტით ბოლომდე უნდა ვისიამოვნო. გულაღმა ბრუნდება,მგონი იატაკების რისხვა ჯერ კარგად ვერ ხვდება რატომ გაითხლაშა ორი წამის წინ. -ვაიმე რამე ხომ არ იტკინე ბაჩუკი?-თავზე ვადგები და დაახლოებით ისეთი ინტონაციით ვეუბნები ბაში აჩუკში რო ამბობენ კეფაზე წითელი ხალი ხომ არა გაქვსო. -დღეისთვის გეყოფა-ვაყოლებ თვითკმაყოფილი,ხელი დასაჭერად მოაქვს,ვუსხლტები და სანამ ასფალტების მბრძანებელი იატაკიდან აეფხიკება პირდაპირ ხალხში ვაჭრი. ჩანთიდან მობილურის ვიბრაციას ვგრძნობ. სასწრაფოდ ვიღებ,ლიკაა,უჰ კიდევ კარგი. -ჰო ლიკა სად ხარ? -ლიკა ცოტა შეუძლოდაა-მესმის ბიჭის დაბნეული ხმა. თავში ათასი აზრი ერთად მიტრიალებს. -შენ ვინ ხარ? სადაა? კარგადაა?-უკვე ყვირილზე გადავდივარ -დამშვიდდი,უკეთაა,ლევანი ვარ-ლევანი? ვინ ლევანი? მოიცა ლიკას ხალებიანი ლევანია? ჯანდაბა რა დაემართა ან იმასთან რა უნდა-შენ კარგად ხარ?-მისი ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმის,ან მე რატო უნდა ვიყო ცუდად რა ხდება საერთოდ. -კი,სადაა ლიკა? -კლუბის წინ მანქანაში ვართ -უკვე მოვდივარ!-არ ვამთავრებინებ.ყურმილს ვკიდებ და ნაბიჯს ვუჩქარებ. ჯანდაბა იმედია ისევ ონიანის ოინები არაა. ვიღაც მკლავში ხელს მავლებს და მაგრად მქაჩავს,მკერდზე ვეკრობი. ხო ეს რომ მომსდევდა ვის გაახსენდა -ჯანდაბა გამიშვი ხელი-ვებუზღუნები -კი როგორ არა,ოღონდ შენ მიბრძანე-თვალებს ატრიალებს -წეღან შენმა ძმაკაცმა დამირეკა ჩემი დაქალის მობილურით,რაღაც ხდება გარეთ უნდა გავიდე!-ვუკარკლავ სხაპა-სხუპით და ხელის გათავისუფლებას ვცდილობ -ლეომ?-მეკითხება გაოცებული -ხო ლევანმა,გამიშვი!-წამში სერიოზულდება,ოჰ ესეც შეგვძლებია. ჯანდაბა რა დროს ეგაა კატო! -წამოდი-ხელს არ მიშვებს ისე მივყავარ ხალხში,გასასვლელიც გამოჩნდა. ქურთუკს სასწრაფოდ ვიღებ და კარს მთელი ძალით ვაღებ .ოჰოო მგონი ეფექტური შემოსვლისთვის სულ ტყუილად გავისარჯე,მანქანასთან ატუზული ლიკა თავის პრინცს ის კიდე ამას შესციცინებს. ისა და ხელი ხო არ შეგიშალეთ? -ლიკა კარგად ხარ? რა მოგივიდა?-კარებიდავნვე ვიწყებ და ვუახლოვდები ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ლიკას. -ვაიმე კატო მე კარგად ვარ,იმ ბიჭმა ხომ არ დაგიშავა რამე? სასმელი რო მოგცა დალიე?-ადვოკატივით მაყრის კითხვებს პანიკებში ჩავარდნილი ლიკა და ჩემსკენ გამორბის -არა გოგო ხელების ფათური დამიწყო და თავისი სასმელი სახეში ვთქლეშე ეგრევე-მხრებს ვიჩეჩავ. -ველური!-მესმის ქირქილი ზურგს უკან. ესიგი კარგად არ გაუსპარტავს ცხვირ-პირი. თვალებს ვუბრიალებ,ისიც მიბრიალებს. -ახლა განმანათლეთ რა ხდება-იმედია მალე ამიხსნიან რამეს თორე თავი ბრაზილიური სერიალის გმირი მგონია,ისღა მაკლია ვინმე ალისია შემოვიდეს და კატო შენ პედროს დეიდაშვილი ხარო მითხრას. -მეც მაინტერესებს!-პირველკლასელივით წევს თითს მისი უმაღლესობა. ხო არ ჩამომრჩეს ეს სიტყვაში. -გზაში აგიხსნით-მოკლედ გვიჭრის ლიკას ხალებიანი და მანქანის უკანა კარებს გვიღებს. -იყოს ტაქსით წავალთ-მასწრებს თქმას ლიკა. -არა ტაქსით ვერ გაგიშვებთ-მრავლობითში ამბობს მაგრამ ლიკას უყურებს ასფალტის ფანის ძმაკაცი. -არა ხელს თუ გიშლით გავალთ ჩვენ-ხითხითებს აწ უკვე ნახსენები ასფალტის ფანი,არცერთი „ჩვენ“ არ მომწონს სადაც მე და ის ერთად ვიგულისხმებით. განმგმირავ მზერას ვტყორცნი. წარბებს მიწევს. -დღეს საკმარისად შეგაწუხე,მადლობა-უღიმის ლიკა. -თუ მიცილების უფლებას არ მომცემ უფრო შევწუხდები-ღიმილითვე პასუხობს ლეოა თუ ლევანი. უიმე აღარ შემიძლია ამდენი თბილი სიტყვები ახლა ნაუშნიკებს გავირჭობ ყურში. -ეს ნაღდად შენი ძმაკაცია?-ვეკითხები მისტერ „მე ყველაზე კარგი ვარ“ და მისტერ „ორი წუთის წინ იატაკი სახით გავთხარეს“ -კი-მპასუხობს ამაყად. -მერე თმა მოაპუტე ხოლმე და ბალიშთან დაიდე იქნება მისი თვისებები გადმოგედოს-ენას ვუყოფ. -ერთ დღეს მაგ ენას ამოგაძრობ-იღრინება. აი ტაქსიც,ხელს ვუქნევთ. -კარგად და დიდი მადლობა-ემშვიდობება ლიკა. -შეხვედრამდე-აშკარად გულდაწყვეტილი პასუხობს წერეთლის რომეო,აი წერეთლის ვირს კი,მართლია სიმპათიურს მაგრამ მაინც ვირს,ჩვენამდე მოუსწრია ტაქსთან მირბენა,ნეტა რაუთხრა მძღოლს, ეს მეორე ხრამში გადააგდეო? კარის დახურვისას ხელს მიხვედრებს -კიდევ შევხვდებით პატარავ და ასე იოლად ვეღარ გადამირჩები-ჩამსისინებს მისი უმაღლესობა და სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებ კარს მიხურავს. დეგენერატი! ვერაგი ტურა! -ასე იოლად ვეღარ გადამირჩები-ვაჯავრებ ჩემთვის-გამომივიდა ესეც დონ ვიტო კორლეონე! ბაჩი ონიანი სამხრეთის დედოფალი! ლიკას კისკისი მესმის და თან უკანა ხედვის სარკეში მძღოლის გაოცებულ სახეს ვაწყდები -უი უკაცრავად,მძიმე დღე მქონდა -ვუღიმი ტაქსისტს უცოდველად. ახლა კი ლიკასკენ ვბრუნდები და ისიც სანამ რამეს ვკითხავდე თავისით იწყებს ქოთქოთს. მოყოლას ამთავრებს და სადარბაზოსთანაც მივსულვართ. -რამდენი მოგართვათ?-ვეკითხები ლიკასგან ჯერ კიდევ შოკირებული. -გადაიხადეს უკვე-მიღიმის მძღოლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.