შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევსებული არსებობა 9,10,11,12


7-12-2016, 12:00
ავტორი lipsspil
ნანახია 9 715

სალომე შეკრთა და უსიამოვნების მოლოდინში დაიძაბა.. ალექსანდრე მშვიდად მიუახლოვდა კახას და თვალი თვალში გაუყარა.. ხმა არ ამოუღია, იდგა ასე და არწივივით უმზერდა
_ მერე ვილაპარაკოთ.. – გამოსცრა კახამ და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა. სალომემ ამოისუნთქა.
_ წავიდეთ? – მშვიდი ხმით იკითხა ალექსანდრემ, სალომემ თავი დაუქნია.. შეეცადა მაქსიმალურად მშვიდი იერი მიეღო. გზაში ხმა არ დაუძრავს არც ერთს, ნომრებს მიუახლოვდნენ
_ ძილი ნებისა სალომე..
_ ძილი ნებისა ბატონო ალექსანდრე..
სალომეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეხლახანს გადაარჩინა ლომმა აფთრის კლანჭებს და მეფურად მშვიდად და უსაფრთხოდ მიაცილა სამშვიდობომდე.. ეს ასე არ ჩაივლის.. მაინც რაღაცა მოხდება და ეს ყველაფერი იმ იდიოტის ხუშტურების გამო..უტაქტო და შეუგნებელი! რატომ ვერ იგებს ადამიანური ენით, რომ არაფერი გამოუვა? თეონა აბაზანაში დახვდა.. ლეპტოპი ჩართო.. სკაიპი მაშინვე აინთო.. ეასტერ მოაი სწერდა
_ სალომე.. რის თქმაც ეხლა მინდა სამსახურს არ ეხება.. იმედია უტაქტობაში არ ჩამომართმევ
_ გისმენთ ბატონო ალექსანდრე..რას ბრძანებთ..
_ შეეცადე სხვა დროს მსგავსი პრობლემა მარტომ არ გადაწყვიტო..ალბათ მიმიხვდი..
_ დიახ.. მიგიხვდით.. მაგრამ არ გამიჭირდება გამკლავება იმდენად, რომ ვინმეს ტვირთად დავაწვე..
_ ეგ არასწორია.. არ გჭირდება კატანას ქნევა მაშინ, როცა ეს სხვას უკეთ გამოუვა
_ დიდი მადლობა..
პაუზა..სალომეს მანქანაში ნათქვამი მადლობა გაახსენდა და ალექსანდრეს სახე წარმოიდგინა, ალბათ ეხლაც ასე ელოდება განმარტებას თუ რატომ უხდის მადლობას
_ ყურადღებისთვის და ყველაფრისთვის.. არ მინდოდა თქვენი მყუდროება დამერღვია და ჰაკამა მომერგო..
_ ისევ!.. ძილი ნებისა..
_ ძილი ნებისა..
სალომე დიდხანს იყო მიჩერებული მონიტორს..ალექსანდრე ჰაკამაში გამოწყობილი წარმოიდგინა..როგორც “უკანასკნელ სამურაიში”..ფიქრებში ჩაეძინა.
მეორე დღეს თბილისში გაემგზავრნენ.. მუზეუმები მოიარეს, თბილისი დაათვალიერეს და საღამოს ბანკეტისთვის მოსამზადებლად დაიშალნენ. თბილისში წვიმდა. სალომემ შხაპი მიიღო და გამზადებას შეუდგა. მუქი, რუხი ფერის უსახელო, გამოყვანილი, მუხლზე სიგრძის კაბა ჩაიცვა, შავი ქამარი მოირგო და მაღალ ქუსლებზე შედგა. თმა აიკეცა.. “მხატვრული უწესრიგობა” მოიწყო და საღამოს მაკიაჟი გაიკეთა.ტაქსი გამოიძახა და სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი. საოცრად ლამაზი იყო..თვითონვე მოეწონა. გამოყვანილი, წვრილი წელი, მაღალი მკერდი და კაბის გამო კიდევ უფრო გრძლად გამოჩენილი ფეხები. მართლა ჟურნალიდან გადმოსულს ჰგავდა. საათს დახედა, უკვე შვიდი საათი სრულდებოდა..სასწრაფოდ მოიცვა პალტო და ტაქსიში ჩაჯდა.
საკმაოდ ელეგანტური, გემოვნებით მოწყობილი რესტორანი შეერჩიათ გარეუბანში, მშვიდ ადგილას, თეონა და სალომე ერთად ათვალიერებდნენ ინტერიორს.
_ კარგია, რომ ბანკეტი აქ გადაწყდა, მომწონს ეს ადგილი – აღნიშნა თეონამ
_ ჰო კარგია, მყუდროა, კაი გარემოა. ვნახოთ აბა როგორ მოეწონებათ ქართული ფლამენკო.
_ მოეწონებათ.. მთავარი პირველი შთაბეჭდილება იყო..ეხლა უკვე ყველაფერი მოსწონთ მაგათ – გადაიკისკისა თეონამ. ადგილებზე განაწილდნენ, დარბაზში ხუთი-ექვსი მრგვალი მაგიდა იდგა, გემოვნებით გაფორმებული, დემეტრეს განყოფილებას როგორც ყოველთვის ერთად მოეყარა თავი. მხიარულება ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში გადავიდა, ესპანელი ინვესტორები სიურპრიზმა აღაფრთოვანა, საქართველოში ფლამენკოს ასეთ შესრულებას არ ველოდითო.. ქართული ცეკვის ნომრის ნახვის შემდეგ კარგა ხანს არ წყვეტდნენ ტაშს. ბიჭებმა ბუღი აადინეს პარკეტს.. ამ დროს ესპანელების თარჯიმანი ერთერთ მათგანთან ერთად დემეტრეს მიუახლოვდა
_ ბატონო დემეტრე, ბატონ პედროს აინტერესებს ქართულ ცეკვაში ქალები მარტო განსაკუთრებულ შემთხვევებში ხომ არ ცეკვავენო.. ეტყობა სლაიდში ნანახი დაამახსოვრდათ.
_ჰმ..რა მოვუხერხო ეხლა ამას? სალომე.. უნივერსალური სამაშველო რგოლი ხარ.. უნდა იცეკვო
_ახლა? ააქ? ასე დაუგეგმავად??
_ როგორც შენ გინდა ისე..ოღონდ გულნაკული არ დაგვიტოვო ეს ხალხი, უარი არ გამაგონო, თორემ იმდენს გამღერებ სცენიდან არ ჩამოგიყვან იცოდე.. – თითი დაუქნია დემეტრემ ღიმილით და მუსიკის ჩასართავად გაემართა. მუსიკა ძალიან ნელი ტემპით იწყებოდა.. ამიტომ წინასწარ მოათავისუფლეს სცენა. ყველა ყურადღებით მიაჩერდა მოსრიალე სალომეს, დახვეწილი, საოცრად დახვეწილი მოძრაობები და პლასტიკა ჰქონდა, მელოდიამ ტემპს უმატა, სალომემაც..მერე კიდევ..უცებ ერთ-ერთი მოცეკვავე ბიჭი ოსტატურად ჩაუხტა წრეში. აზარტში შესულმა სალომემ ფეხსაცმელი თვალის დახამხამებაში გაიძრო ფეხიდან და გამოჩენილ მეწყვილეს აყვა. შველს ჰგავდა, ისე სხარტად ამოძრავებდა მოხდენილ, გრძელ წვივებს, ცოტა ძნელი დასაჯერებელიც კი იყო, რომ ასე ჩქარა ცეკვა შეიძლებოდა. ირგვლივ ყველაფერ ალმური ასდიოდა..ცეკვის დამთავრებას არავინ დაელოდა, მუსიკა რომ დამთავრდა ტაში კარგა ხნის აქუხებული იყო..დემეტრე მისკენ გაემართა, დაიჩოქა და ხელზე აკოცა..სალომემ შორს დაიჭირა და ხელი მიაშველა. საოცარი ნომრის “შემკვეთმა” პედრომაც მაშინვე იგივე გაიმეორა, დემეტრეს გვერდზე ამოუდგა და სალომეს მეორე ხელი გამოართვა.. უხერხულში ჩავარდნილმა ითხოვა ერთ წუთს ჰაერზე გავალო, ფეხსაცმელი ჩაიცვა და სასწრაფოდ გაერიდა იქაურობას.. აივანზე გავიდა და ღრმად ამოისუნთქა..
_ გაცივდები.. – მოესმა ალექსანდრეს ხმა და მაშინვე შემოტრიალდა. ალექსანდრემ თავისი პალტო მოახურა. გემოვნებით შერჩეული სუნამოს არომატიანმა, სამჯერ უფრო დიდმა პალტომ მთლიანად დაფარა სალომე.
_ მადლობა.. – თბილად გაუღიმა მზრუნველს.
_ შენი არ ვიცოდი რომელი იყო, ამიტომ ჩემი წამოვიღე
_ არაუშავს, ეხლავე შევალ და..
_ იყავი! მინდა როცა ჩავიცვამ შენი ცეკვის სუნი ვიგრძნო.. – სალომემ გაიღიმა – შენ გიხმობდნენ..რატომ არ დარჩი..
_ ცეკვის მომენტი კარგია.. რასაც შემდგომ უხერხულ ეტაპზე ვერ ვიტყვი..
_ სად ისწავლე ეს ყველაფერი?
_ ბავშვობიდან ვცეკვავ..
_ მარტო ცეკვაზე არ გეკითხები..ცეკვავ, მღერი და საკმაოდ ჭკვიანი ხარ.. ასეთ ასაკში..
_ ჩემი ასაკისთვის ჩემი აი ქიუ საშუალოზე ოდნავ მაღლა დგას..დიდი ვერაფერი შედეგია-თავი დაიმდაბლა სალომემ
_ მაგ სტატისტიკის არ მჯერა..შენ ვერავინ გასწავლის რა არის ბედნიერებისთვის საჭირო..სავსე ხარ! და ამ ყველაფერს შენი სილამაზე უდგამს ტოტემს.
_ ამის აღქმა ინდივიდუალურია.. დიდი მადლობა.
_ ინდივიდუალურია როცა აფასებ, რომ ან კარგია ან ცუდი.. მთავარი ისაა, რომ შენ შენი იპოვე მიუხედავად იმისა მავანთათვის კარგი იყო თუ ცუდი. ამას ძალიან ბევრი ვერ ახერხებს..
_ შევიდეთ.. თორემ ჩემთვის შემოწირული პალტო შეიძლება გაციებად დაგიჯდეთ
_ ავიტან.. – მტკიცედ თქვა ალექსანდრემ..სალომეს თვალს არ აცილებდა. გოგომ თბილად გაუღიმა და პირველი თვითონ დაიძრა დარბაზისკენ. შევიდა და განმარტოებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა, თეონა მაშინვე მიუსკუპდა და სასწრაფოდ მოუყვა როგორი აღტაცებული იყო მისით დარბაზი და პირველ რიგში პედრო. მათ ჭიქებით ხელში კახა მიუახლოვდათ
_ კიდევ ერთი საოცარი სანახაობა..შენს ნიჭს გაუმარჯოს – ჭიქა ხელში მიაჩეჩა, თეონას კი თავისი დაუთმო. გვერდზე მაგიდიდან თავისთვისაც აიღო და განაგრძო..
_ არ შევმცდარვარ.. საოცარი ვინმე ხარ.. მინდა შენი სადღეგრძელო მთელი გულით და ქედის მოხრით შევსვა.. ძალიან გთხოვ ბოლომდე დაცალე! მეტი თხოვნა არ მექნება – მუდარა გაისმა ნასვამი კახას ხმაში. სალომემ თეონას გადახედა, თეონამ თვალით ანიშნა მიდი და შეგეშვებაო, ჩაისუნთქა და ჭიქა ბოლომდე დაცალა..
_ მადლობა.. მინდა ბოდიში მოგიხადო.. მინდა ჩემი საქციელი აგიხსნა.. აივანზე გავიდეთ თუ არ შეწუხდები
_ ყველაფერი გასაგები ბატონო კახა..ნუ შეწუხდებით..
_ სალომე გთხოვ.. მინდა ბოლომდე ამოვთქვა.. – სალომემ ისევ გადახედა თეონას და პალტოს ასარებად წავიდა. სწორ ხაზზე გავლა გაუჭირდა, თითქოს რაღაც დატრიალდა..ნუთუ რამოდენიმე ყლუპმა ღვინომ ასე დაათრო? არა ეხლა თავი ხელში უნდა აიყვანოს, თორემ კახას საბოლოო, საკადრის პასუხს ვერ გასცემს, თვალები მაგრად დაუჭა..გაახილა და პალტოთი ხელში აივანზე გავიდა. კახა უკვე ელოდებოდა
_ მინდა ბოდიში მოგიხადო ჩემი უტაქტობისთვის..ნება მომეცი სახლამდე მე მიგიყვანო..ამით მაინც გამოვისყიდი დანაშაულს..
_არ არის საჭირო ბატონო კახა..როცა დრო მოვა თვითონ წავალ.. მეგობარი მომაკითხავს-იცრუა..ღმერთო როგორ ეხვევა თავბრუ..თვალშიც უბნელდება..მეტს ვეღარ შეძლებს..თავს შეირცხვენს აქ რომ დარჩეს.. – უკაცრავად.. – ძლივს ამოილუღლუღა და კიბეზე დაეშვა..თვალების გახელა უჭირდა, თავი საშინლად დამძიმებოდა, მოხურული პალტო კიბეზევე დაუვარდა და გზა თხელი კაბის ამარამ განაგრძო. კახა მაშინვე უკან გაყვა.. ვიტრინიდან მომზირალ თეონას ეს არ გამოპარვია..აივანზე გავიდა..კახას სალომესთვის ხელკავი გამოედო და მიყავდა..
_ სალოომეეე.. – დაუყვირა თეონამ.. არც ერთს მოუხედავს.. ის სასწრაფოდ შემობრუნდა და ის ის იყო კიბეზე დაშვებას აპირებდა მის ხმაზე გამოსულ ალექსანდრეს შეასკდა..
_ სად მიდიხარ? სად არის სალომე? – თეონამ ხმის ამოღება ვერ მოახერხა, ნერწყვი გადაყლაპა და აკანკალებული ხელი მიმავალი წყვილისკენ გაიშვირა.
_ შიგნით შედი და არავის არაფერი უთხრა..თუ გვიკითხავენ უთხარი, რომ სამივე ერთად წავედით – თეონამ თავი დაუქნია, ალექსანდრე სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე და ლამის სირბილით დაეწია მიმავლებს.
_ რაშია საქმე? – ზიზღნარევი, თავხედი ტონით შეეკითხა კახა _ რა სჭირს სალომეს?
_ დათვრა და სახლამდე ვაცილებ, რა პრობლემაა?- ალექსანდრემ სალომეს გაფითრებულ, არეულ სახეს შეხედა და მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე.
_ შენ ხარ პრობლემა! რა გააკეთე?
_ მეეე? არაფერი გამიკეთებია, ხომ გითხარი ვაცილებ მეთქი.. თვითონ მთხოვა..
სალომე ზომბის ნაბიჯებით ძლივს აგრძელებდა გზას..წვიმას მთლიანად დაესველებინა.. ერთიანად ცახცახებდა.
_ ნაბიჯი აღარ გადაადგა მისკენ შე – ალექსანდრეს საშინლელი მრისხანება ჩადგომოდა თვალებში..სახე უელავდა..კახა მიხვდა წინააღმდეგობის გაწევა ძალიან ცუდად დამთავრდებოდა და მოლბა
_ სანდრო არ გინდა.. განსაკუთრებული არაფერი ხდება.. დავკე..
_ რა მინდა და რა არა მე უკეთესად ვიცი! ჩათვალე, რომ ჩემია.. დღევანდელ საქციელზე მერე ვილაპარაკოთ – თითოეული ფრაზა ისე ზიზღით და მრისხანებით გამოსცრა ალექსანდრემ კახა მიხვდა ცოტაც და აფეთქდებოდა.. ხმადაბლა შეიგინა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა მათ. ალექსანდრე სალომეს დაეწია, სწრაფად მოაბრუნა და თავი აუწია. გოგო ერთიანად ცახცახებდა.. თვალები ჩაშავებოდა, წონასწორობის შეკავება უჭირდა..
_ სალომე როგორ ხარ? გესმის ჩემი? სალომე – მსუბუქად შეანჯღრია.სალომემ თვალები მილულა და ჩაიკეცა. ალექსანდრემ სწრაფად მიაშველა ხელი, მკლავზე გადაიწვინა და მანქანისკენ წაიყვანა. თბილ მანქანაში სალომემ ცახცახს უკლო..თუმცა თითქმის უგრძნობლად იწვა გადაწეულ სავარძელზე. ალექსანდრეს გზაში გაახსენდა, რომ სალომეს პალტოც და ჩანთაც რესტორანში დარჩა..მანქანა მოატრიალა და გეზი თავისი სახლისკენ აიღო. უზამრაზარ, გალავნიან სახლში შუქი აანთო..ღონეგამოცლილი სალომე ციმციმ აიყვანა ხელში და მეორე სართულს აუყვა. საძინებლის კარი გააღო და საწოლზე მიაწვინა.

9
იქვე ჩამოჯდა.. დიდხანს უყურებდა მძინარე მზეთუნახავს.. თვალი ძლივს მოწყვიტა, თმა ორივე ხელით გადაიწია და ღრმად ამოისუნთქა. სალომეს გახედა..ფერი ისევ არ ედო..”რა დაალევინა იმ ნაბიჭვარმა” გაიფიქრა გულში და შეეცადა შეეღვიძებინა. არაფერი გამოუვიდა. ფეხსაცმელი სათუთად გახადა და საბანი გადააფარა. გოგოს თმა წვიმაში კიდევ უფრო დახვეოდა.. მის ლამაზ, ეშხიან სახეს გაფითრებაც კი საოცრად შვენოდა..ტუჩები მოხატულივით ჰქონდა, სიცოცხლის ნიშან-წყალი მარტო სუნთქვისას მოძრავ მკერდზე ეტყობოდა.ალექსანდრემ შეატყო როგორ აუჩქარდა გული.. როგორ გაუხშირდა სუნთქვა “რა უმწეოა და როგორი ძლიერი” გაიფიქრა და მისკენ დაიხარა, შუბლზე ჩამოგდებული კულული სახიდან გადაუწია. სალომეს ქალურობამ გააოგნა.. ის ერთადერთი იყო ამ წუთას მის გარშემო ვინც არ ხარჯავდა ძალისხმევას მის მოსახიბლად სხვადასხვა ხერხებით და ყველაზე უკეთ გამოსდიოდა ეს..ნელ-ნელა სისხლის მოწოლას გრძნობდა, სხეულის დაძაბულობას..ალმური წაეკიდა..მისი სურნელი ნელ-ნელა მატებდა სურვილს თუნდაც ერთი კოცნა დაეტოვებინა სამახსოვროდ, მაგრამ მისი სისუფთავე არ აძლევდა ნებას ასე მოქცეულიყო. სახეზე ისევ გადაუსვა ხელი..ყელამდე ჩააყოლა, მერე მისი უღონო, ნაზი ხელი აიღო და უზარმაზარ მუჭში მოაქცია. დიდხანს იჯდა ასე.. სალომე ოდნავ შეირხა და რაღაც ბგერა გამოსცა. ალექსანდრე წყალს დაწვდა და ისევ შეუდგა მის გამოფხიზლებას.. გოგომ თვალი გაახილა..თუმცა ეტყობოდა რეალობისგან ისევ ძალიან შორს იყო.
_ სალომე გესმის ჩემი?
_ ჰო.. – დაგუდულად, ძალიან ხმადაბლა ამოთქვა გოგომ
_ როგორ ხარ? – სალომემ თავი გააქნია
_ გინდა ჰაერზე გავიდეთ?.. სალომე.. – ისევ გაითიშა. სალომეს უმწეობამ ალექსანდრე ააღელვა..წარმოიდგინა რა მოხდებოდა კახას კლანჭებში რომ ჩავარდნილიყო..
_ დედას შ.......ი!!... – გამოსცრა და სავარძელზე მოკალათდა. ტელეფონი აიღო და თეონას დაურეკა
_ თეონა სალომე ჩემთან არის, უსაფრთხოდ.. ნუ ნერვიულობ კარგად იქნება.. კახა რას შვრება? დემეტრეს სთხოვე სახლამდე მიიტანოს.. შენ წაიმოღე მისი ნივთები.. თუ დაურეკავენ რამე მოიფიქრე. – ალექსანდრემ კიდევ ერთხელ დახედა მძინარეს და ხელში აიყვანა, მანქანაში ჩასვა და სახლისკენ წაიყვანა. თეონა მალე მოვიდა..შეშინებული და ნანერვიულები იყო, სალომეს ისევ ეძინა, თეონა მასთან დარჩა.
მზე უკვე ამოწვერილი იყო თვალი რომ გაახილა..თავი წამოწია და საშინელი სიმძიმე იგრძნო..სახლში როგორ მოხვდა..ღმერთო რა მოხდა გუშინ? ახსოვს კახას ხელკავით სადღაც მიყავდა..ნუთუ?..არა არაა... ოღონდ ეს არა.. სასწრაფოდ წამოხტა და ოთახიდან გამოვარდა, სასტუმრო ოთახში თეონა დაინახა და გაშეშდა
_ სალომე აქ ხარ..ნუ გეშინია.. ყველაფერი უკან დარჩა..– მისკენ წავიდა თეონა..სალომეს შიში და გაურკვევლობა ეტყობოდა სახეზე
_ რა ყველაფერი? - იკითხა უნდობლად
_ გუშინ ალექსანდრემ გადაგარჩინა, ის რომ არა წარმოდგენაც არ მინდა ეხლა სად იქნებოდი.. შენ არაფერი გახსოოვს?
_ მახსოვს კახას ხელკავით სადღაც მივყავდი..
_ სალო როგორც ჩანს გუშინ კახამ რაღაც ჩაგიყარა ჭიქაში..შენი გათიშვა უნდოდა..კაცმა არ იცის რატომ, რა მიზნით. კიბეზე რომ ჩახვედით მე ვიტრინიდან დაგინახე, გამოვედი და რამდენჯერმე დაგიძახე, მაგრამ არ მოგიხედავს. გამოკიდება დავაპირე, მაგრამ ალექსანდრეს შევეფეთე..ჩემს ყვირილზე გამოვიდა.. ის დაგედევნათ და ღმერთის წყალობით მოგისწრო, თორემ შენ უკვე აზრზე აღარ იყავი.
_ და აქ მომიყვანა? ის? – სალომეს ზიზღი გამოეხატა სახეზე
_ ის შემოეთრა მერე და სმა დაიწყო.. საშინლად დათვრა, დემეტრემ წაიყვანა სახლში. თავიდან თავისთან წაგიყვანა და მერე მოგიყვანა სახლში.. ჩანთა, საბუთები..ყველაფერი იქ დაგრჩა და სანამ ბანკეტი არ მორჩა ვერ წამოვედი..მანამდე კარს ვერ გააღებდა, თან ეშინოდა ოჯახის წევრები შეშინდებიანო.. მე ვუთხარი, რომ დედა ლეჩხუმში იყო..
_ ვაიმე დედა..დემეტრემ? ვაიმე..მან..
_ არაფერი გვითქვამს სალო ნუ გეშინია.. მარტო მე და ალექსანდრემ ვიცით, კახასაც ის მიხედავს – სალომეს ტირილი აუვარდა..დიდხანს იტირა. როგორ რცხვენოდა ეხლა ალექსანდრეს დანახვა..ეს რა შარში გაყო თავი.. თეონა საღამომდე არ მოშორებია. მისი წასვლის შემდეგ ლოგინში შეწვა და ლეპტოპი ჩართო.. კონტაქტებში ეასტერ მოაი-ს დაუწყო ძებნა..ის არ ჩანდა. სალომეს მალევე დაეძინა.. ღამის ორი საათი იქნებოდა, რომ კარზე ბრახუნმა გააღვიძა..შიშმა აიტანა, კართან ფრთხილად მივიდა და სადარბაზოში შუქი აანთო. გაოცდა..კართან ალექსანდრე თუხარელი იდგა. კარი სასწრაფოდ გააღო, ალექსანდრეს ორივე ხელი კარის კიდეზე შემოედო და დაყრდნობოდა.. სალომეს შეხედა და ხმაამოურებლად შეაბიჯა სახლში.
_ დღეიდან აღარ შეგაწუხებს..არასოდეს!
_ ბატონო ალექსანდრე..
_ არასოდეს მეთქი.. შეიძლება სამსახურში გამოსვლაც შერცხვეს..უახლოესი დღეები მაინც-ალექსანდრე დივანზე დაეშვა – ვერ ვაპატიებდი.. – გამოსცრა.. სალომე მიხვდა თუხარელი ნასვამი იყო.
_ ყავას მოგიდუღებთ
_ მეგონა ყავა არ გექნებოდა..წამოგიღე.. – სალომემ გაიღიმა და ყავა გამოართვა
_ ძალიან მრცხვენია..არც ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ..
_ მადლობა? არ მჭირდება.. ამით ჩემს თავს უფრო ვუშველე ვიდრე შენ.. ჩემი არსებობა უნდა შემევსო – სალომე დუმდა
_ არ იცი არა რა მიპასუხო?.. არ იცი რატომ მოვედი.. ნასვამი.. არა მთვრალი.. რატომ შევწუხდი ყავაზე – სტანდარტულ ფრაზას ხაზი გაუსვა თუხარელმა – არსებობა უნ..და შე..მევ..სო.. – სწრაფი ნაბიჯით გაემართა სალომესკენ..გოგომ უკან დაიხია და კედელს აეკრა, ალექსანდრემ ხელებით მის გარშემო კედელს მიაყრდნო და სახე ახლოს..ძალიან ახლოს მიუტანა
_ საოცრება ხარ.. – ამის თქმა იყო და საკოცნელად მოემზადა..სალომე გაუძვრა, მაგრამ წელზე მოხვეულ ძლიერ ხელს ვეღარ გაექცა..მეორე ხელით თმა ჩაბღუჯა, თვალებში შეხედა და მიიახლოვა
_ არ გაბედოთ.. – დაიჩურჩულა სალომემ და ფრაზა ალექსანდრე თუხარელის ტუჩებმა გააწყვეტინა.. რაც მეტად ცდილობდა თავის დაღწევას, მამაკაცი მეტად იმწყვდებდა ძლიერ, უზარმაზარ მკლავებში.. იბრძოდა სანამ სუნთქვა არ შეეკრა.. ალექსანდრემ მისი ცრემლები იგრძნო..თავი აუწია..თვალებში ჩახედა და სახე შეეცვალა..სალომე ტიროდა.. მამაკაცს ძალა გამოეცალა.. მაშინვე გაათავისუფლა მკლავებიდან და ნაბიჯი უკან გადადგა. სალომე მაგიდაზე ხელებით დაეყრდნო და თავი ჩაღუნა..უხმოდ..უხმოდ ტიროდა..
_ ცრემლებს არ ველოდი..
_ აბა რას..
_ პასუხს – კუშტად შეხედა და თვითონაც დაეყრდნო მაგიდას – ეს მჭირდება შენგან..შენ მჭირდები მთლიანად!
_ რა სისულელეა.. – თავი გააქნია ცრემლნარევი ხმით სალომემ – რა გინდათ ჩემგან?..რა..
_ ის არა რაც კახას.. მე ყველაფერი მინდა რაც შენ გგულისხმობს.. ყველაფერი.. - დინჯად, დარწმუნებით და მკვეთრად თქვა ალექსანდრემ. სალომემ წყენით შეხედა ანთებულ, გამკაცრებულ თვალებში.. მიხვდა არ ტყუოდა..
10
ალექსანდრე ნელ-ნელა დაიძრა კარისკენ..მერე შებრუნდა და წავიდა. სალომე ადგილიდან არ იძვროდა..ისევ ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები.. ვერაფერი გაიგო..არც არაფერზე უნდოდა ფიქრი..საძინებლისკენ წალასლასდა და ნამტირალევს მკვდარივით დაეძინა. სამსახურში მისვლა ესიკვდილებოდა.. ჩაიცვა და უღიმღამოდ გაუდგა გზას. რა ხდება მის ცხოვრებაში.. რამდენი რამე დაატყდა ერთბაშად თავს.. ფიქრებში გართული კინაღამ სამსახურს გასცდა, სასწრაფოდ გააჩერებინა მარშრუტკა და გზას შეუყვა. გვერდზე ალექსანდრეს ჯიპმა ჩაუქროლა..სვლა შეანელა, სალომეს გული აუჩქარდა..მანქანამ სვლა განაგრძო. ფეხი აითრია.. არ უნდოდა მასთან შეხვედრა და უცებ ის ქალი გაახსენდა.. ქერა, ლამაზი, გამომწვევი.. “ასეთი ქალი” და უსიანოვნო შეგრძნებამ დაამძიმა.. რითია კახაზე უკეთესი?? კახა თავხედია, ალექსანდრე ნაკლებად.. “დასტოინად” გადადის შეტევაზე..მაგრამ საბოლოო ჯამში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე კახას სურდა. სალომეს ალექსანდრეს გუშინდელი სიტყვების არარ სჯეროდა..ამოტივტივებულმა ქერა ლამაზმანმა ნდობა მთლიანად წაშალა მისი ცნობიერებიდან და უცებ შიშმა აიტანა.. ის ღამით ალექსანდრე თუხარელის სახლში იყო..უგონოდ იწვა.. ნიკაპი აუკანკალდა. თავი სასწრაფოდ შეიკავა და ოთახში შევიდა, თეონა თბილი ღიმილით შეეგება..
_ სალო, როგორ ხარ.. – თეონა ჩაეხუტა და გულზე მაგრად მიიკრო. სალომემ ვეღარაფერი მოუხერხა ამდენ ემოციას, ასეთმა საქციელმა უფრო ამოუჯინა გული და ცრემლები ღაპა-ღუპით წამოსცვივდა..
_ სალო..სალო.. რას შვრები.. რა დროს ტირილია, ვინმე არ შემოვიდეს – სასწრაფოდ მოსწმინდა ცრემლები – რა განერვიულებს, ყველაფერი უკან დარჩა.. კახა სამსახურში აღარ მოსულა დღეს..ალბათ არც მოვა, იმ დეგენერატს ადგილი მიუჩინეს ალბათ უკვე.. – რა იცის თეონამ რა სტკივა სალომეს, არა ვერაფერს ეტყვის, გუშინ თუხარელი მთვრალი იყო..დღეს ეს ყველაფერი აღარც ემახსოვრება.. ასე შეიძლება გული გაუსკდეს..სასწრაფოდ ნინო უნდა ნახოს. კომპიუტერი ჩართო და ჩატვირთვის მოლოდინში ხელისგულები თვალებსა და შუბლზე აიფარა, რამოდენიმე წუთი ასე იჯდა, ღრმად ამოიოხრა და თეონას მიუბრუნდა.
_ მართალი ხარ თეო.. ყველაფერმა ჩაიარა. ჩვეულებრივად გავაგრძელოთ მუშაობა, ვითომც არ მომხდარა, ასე უფრო ადვილია, ჩემთვის..
_ კარგი გოგო ხარ შენ, ტკბილო.. აბა რა, რა არის სანერვიულო – თვალი ჩაუკრა თეონამ და რამოდენიმე ფაილი გაუწოდა. მუშაობა უჭირდა, თავში ათასი ფიქრი, შიში, გაუგებრობა ერეოდა.. შესვენების დროც მოვიდა,კაფეში არ ჩაყვა ტეოს, არაფრის ჭამის სურვილი არ ჰქონდა..საზურგეზე გადაწვა და თვალები დახუჭა..მყუდროებას მარტო საათის ხმა არღვევდა..სკაიპის ხმამ გამოარკვია, გული აუჩქარდა, სასწრაფოდ გახსნა. ცეკვიდან სწერდა მეგობარი, რატომ გააცდინე ხომ მშვიდობააო. მოკლედ გასცა პასუხი, სამსახურის გამოო და ველი ჩაკეცა. კონტაქტებში ეასტერ მოაი-ს მოკრა თვალი და მიაშტერდა..მოეჩვენა, რომ მისი ნიშანი უსირცხვილოდ, ვერაგულად ენთო. დღე ისე მიილია თუხარელი არ შეხმიანებია..სალომემ ეჭვი გაამტკიცა, ზუსტად ექვს საათზე გამორთო კომპიუტერი და სახლისკენ გაემართა. კარგი იყო, რომ შაბათ-კვირა უწევდა.. ნინოს დაურეკა, საქმე მაქვს ამოდიო და მაღაზიაში შეიარა, რომ სასუსნავები დაეხვედრებინა ბავშვობის მეგობრისთვის. ცოტა ხანში ერთად ისხდნენ როგორც ადრე, ბავშვობაში, “ბებრულად” პლედგადაფარებულები და ჩაის სვამდნენ. სალომემ ყველაფერი თავიდან-ბოლომდე მოუყვა
_ რეები მესმის.. გოგო შენ სად მუშაობ.. დაბმული მამაკაცების გამოსაცდელ კოლონიაში?? არა ვიცი, რომ ასეთები ყველგან ხდება, მაგრამ რაც შენ მომიყევი მეტისმეტია! მაგათ თავი ვინ ჰგონიათ?
_ ეგ მაგიჟებს..არ ვიცი რამდენ ხანს გავძლებ ასე.. რომ არ მომეყოლა მოვკვდებოდი..
_ სალო, ალექსანდრემ რომ გაკოცა რამე იგრძენი?
_ არ ვიცი, არა.. შიში.. რა გრძნობაზეა ლაპარაკი გეხვეწები.. მასზე საერთოდ არ მიფიქრია, თავიდანაც ხომ გითხარი ჩემი აზრი.. ის ქალი რომ ვნახე..
_ ეგ არაფერს ნიშნავს, თავისუფალი კაცია, რასაც უნდა იმას იზამს
_ ეხლა ნუ დაიწყე შენც სამოცს გადაცილებული კლიმაქსიანი კაცივით.. რას ჰქვია რასაც უნდა..ის ქალი სამსახურში აკითხავს, თანამშრომლების თვალწინ.შენი აზრით ეს სერიოზული არ არის? ეგრე ყველა ნაშამ რომ იქ მოაკითხოს წარმოგიდნენია რა მოხდება? მაგრამ ეს აკითხავს..
_ არა მაგაში მართალი ხარ.. და რა ჯანნდაბა უნდა აბა შენგან? მათში ხო მარ ეშლები?
_ აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ყველა ვერსია გაურკვევლობისკენ მიდის..
_ მოდი და დაიკიდე.. დაელოდე მოვლენებს, ნურაფერზე ინერვიულებ, ნურც იქ გატარებულ საათებზე გათიშული რომ იყავი.. რამე რომ მომხდარიყო მიხვდებოდი როგორღაც..
_ საქმე მაგაში არ არის.. ყველაფერი არ მომხდარა ვიცი, მაგრამ სადაც აქ შემომეჭრა და მაკოცა..იქ..
_ ვსიო..მორჩი! არაფერიც არ უკოცნია ჩათვალე. – კარგა ხანს ილაპარაკეს, სალომე განტვირთა გულის გადაშლამ. თეონამ მოსწერა გაცდენილი სამუშაო დღეებისთვის ხვალაც გვიწევს ნახევარ განაკვეთზე გასვლაო. სარეცხი სასწრაფოდ გარეცხა და მეორე დღისთვის რაც სჭირდებოდა რადიატორებზე გადაფინა, დანარჩენის გასაფენად აივანზე გავიდა. სველი სარეცხი მალე გაცივდა, ლამის თითები გაეყინა, უკვე ვეღარ იმორჩილებდა, ერთი სამაგრი ხელიდან გაუვარდა და ხმაურით ჩავარდა მეზობლის აივანზე. სალომემ გადაიხედა და გაშრა.. ეზოში ნაცნობი, შავი ჯიპი იდგა.. სასწრაფოდ შებრუნდა ოთახში, ნერვიულობისგან დასცხა, კართან მიიპარა და მიაყურადა.. იქ არავინ იდგა.კარგა ხანს ელოდა, მაგრამ არავინ გამოჩენილა, აივანზე გაბრუნდა და ფრთხილად გადაიხედა, მანქანა უკვე წასულიყო. მეორე დღეს შედარებით თავისუფალ ფორმაში გამოეწყო, ჩექმა, ჯინსი და ჩვეულებრივი სვიტერი გადაიცვა და თმა გაიშალა. თერთმეტ საათზე უკვე სამსახურში იყო, თეონა ჯერ არ ჩანდა. მუსიკა ჩართო და ჩაი მოიდუღა. კარი დემეტრემ გააღო
_ ჩვენი ოქროს გოგო მოსულა – გაიღიმა მან – როგორ ხარ ჩემო კარგო, ხო მარ გადაგღალა ინვესტორების მასპინძლობამ?
_ არა, არც ისე – გაუღიმა სალომემაც
_ როგორ არც ისე.. სახეზე გაწერია, მაგრამ რას დაგაწუწუნებინებს კაცი, ყოჩაღი გოგო ხარ შენ! სამაგიეროდ ეხლა საახალწლოდ დიდ პრემიას ელოდე.. შემოსავლები საგრძნობლად გაიზრდება, ყველაფერი კარგად წავიდა ღმერთის წყალობით..შეკვეთების გაცილებით მეტი შემოდის, ამ პერიოდში სულ ასე იყო, მაგრამ საკმარისი ტექნიკის არ ქონის გამო ან ვერ ვიღებდით, ან ვიღებდით და მერე სხვას ვუკვეთავდით, მიზერული თანხა რჩებოდა ნერვების წყვეტის ფასად. ეხლა ნერვებსაც გავიფრთხილდებით. ჩვენი ცისფერთვალება ჩიტუნა რატომ იგვიანებს?
_ არ ვიგვიანებ ბატონო დემეტრე, მოვედი.. - ქოშინით შემოვარდა თეონა და სასაცილოდ გაიღიმა, სიცივისა და სირბილისგან ლოყები მთლად გასწითლებოდა. სამი პრეზენტაცია ჰქონდათ დასამუშავებელი, ძირითადი ჩონჩხი დღესვე უნდა შეეკრათ, ამან დიდი დრო წაიღო.. მუშაობაში გართულმა სალომემ გვიან შენიშნა ანთებული სკაიპი..
_ შენი ნახვა მინდა, დღეს ლიტერატურულ კაფეში შევხვდეთ სამსახურის მერე, შვიდ საათზე..
_ მე ეხლაც მცალია, გისმენთ ბატონო ალექსანდრე – თავი “გაისულელა” სალომემ
_ ეს სამსახურს არ ეხება, საღამოს გნახავ, ეხლა საქმეს მიხედე..
სალომე საშინლად გაბრაზდა..ვინ ჰქონია თავი? რატომ დაასკვნა, რომ სალომე მასთან შესახვედრად მივა როცა თითით მოუხმობს მაშინვე? აცადოს.. ყველაფერს ეტყვის რასაც ფიქრობს! სწორედაც რომ მივა დღეს ლიტერატურულ კაფეში და საბოლოოდ დაუსვამს ამ ყველაფერს წერტილს! დაე სამსახურის ფასად დაუჯდეს..მისი ღირსება გაცილებით მაღლა დგას.. შეხვედრამდე ერთი საათი იყო დარჩენილი..სალომე ადგილს ვერ პოულობდა, სიბრაზის დამალვა უჭირდა... არა ეს თუხარელმა არ უნდა შეამჩნიოს, ძალიან, ძალიან მშვიდად უნდა უთხრას ყველაფერი, ოღონდ ჯერ მას მოუსმენს, ნახოთ ერთი რა მოიმიზეზა. თავი ხელში აიყვანა და პრეზენტაციას მიუბრუნდა, ორშაბათისთვის წინ წაიგდო საქმე და დარჩენილი ერთი საათი ასე შეამოკლა. ზუსტად შვიდ საათზე გამორთო კომპიუტერი და ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით გავიდა. გარეთ უკვე კარგად ბნელოდა, კაფეს რომ მიუახლოვდა უკვე რვის ათი წუთი იყო. ამოისუნთქა და კარი შეაღო. დარბაზის სიღმეში განმარტოებით მდგარ მაგიდასთან ალექსანდრე ელოდებოდა..
აუღელვებლად მივიდა, ჩამოჯდა და თვალებში შეხედა..რამოდენიმე წამით სიჩუმე არ დარღვეულა
_მოვედი.. – დაიწყო სალომემ
_ კარგია.. – ალექსანდრემ თავი ჩაღუნა და ოთხად გაკეცილ ხელსაწმენდს დაუწყო ხელში ტრიალი.. სალომემ ყურადღება მის დიდ, მოვლილ ხელებზე გადაიტანა..
_ ორი დღის წინ რაც მოხდა ამის განხილვას აზრი არ აქვს..შეგუებული ვარ უარყოფით განაჩენს შენგან და გეთანხმები.. იმ ყველაფრის მერე მეგონა მომწერდი და ტყუილად გელოდე..
_ მე? რა უნდა მომეწერა..
_ რა ვიცი..როგორც იქცევით ხოლმე ასეთ დროს ქალები..ლანძღვა..მუქარა..
_ ბატონო ალექსანდრე.. ვფიქრობ ამის ახსნა საჭირო არ არის, თქვენ..
_არა! მოვითხოვ..
_ რას მოითხოვთ, ის აგიხსნათ თქვენი საქციელის მერე რატომ არ დაგაყენეთ უბნის ბიჭების მთელი არმია ან კატანა თვითონ რატომ არ მოგიქნიეთ? ასე არასოდეს მოვქცეულვარ..უკიდურეს შემთხვევებშიც კი.. თქვენთან მითუმეტეს.. არ ვაპირებ ზედმეტად მიგანიშნოთ და ვილაყბო ის, რაც თქვენ ისედაც კარგად იცით..
_ მეგონა იმიტომ იყავი ჩუმად, რომ ეს ყველაფერი მოგეწონა..
_ არა, თქვენ ასე არ გეგონათ.. გამომცდელ შეკითხვებს ნუ მისვამთ ბატონო ალექსანდრე..
_ სალომე.. სანამ ჩემს ვრცელ მონოლოგს დავიწყებდე მინდა გთხოვო ან მოგთხოვო, რომ ჩემს სახელს აღმატებითი ხარისხი მოაშორო.. მანამდე მაინტერესებს რა იფიქრე.. რა ახსნა მოუძებნე ჩემს საქციელს, სიმთვრალე?
_ ახსნას აზრი აღარ აქვს.. არ მიფიქრია.. რა დასკვნაც არ უნდა გამოვიტანო ფაქტი ფაქტად რჩება
_ და ერთი წუთითაც არ გიცდია დაგეჯერებინა რაც გითხარი..
_ არ მიცდია.. საფუძველი არ მქონდა და არც მჭირდებოდა
_ საკუთარ თავში დარწმუნებული ამჯერად არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ შენი კატეგორიულობა ჩემსკენ მომართული პატარა შურისძიებაა.. ძლიერი ქალი ხარ.. კაცი რომ ვერ იფიქრებს ისეთი ძლიერი, ალბათ მართლა მადლობა უნდა უთხრა მამას, რომ ასე გამოიწრთე – სალომეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და წამოიწია..თუხარელმა ეს შენიშნა და განაგრძო – რუმს ყაზბეგში შენს გვერდზე მქონდა ნომერი..იქ კი აივნებს ერთი მოაჯირი ყოფთ. – (სალომე გაკვირვებით შესცქეროდა ალექსანდრე თუხარელს, შენობით მიმართვას იშვიათად რომ უბედავდა ვინმე.. ყოველთვის სიმკაცრით, სიდინჯით და კატეგორიულობით რომ გამოირჩეოდა და ზედიზედ სამ სიტყვაზე მეტს რომ არ ამბობდა..გაახსენდა ის დღე, როცა ლიფტიდან გამოვიდა.. დროგოსავით ყველასგან რომ გამოირჩეოდა და თვალებსაც რომ ძალიან იშვიათად ახამხამებდა..ნუთუ ეს ის კაცი იყო.. ნუთუ ეხლა ის ელაპარაკებოდა ეხლა, აქ, ამ თემაზე?..) - არ მიფიქრია თუ ასე მოტრიალდებოდა ყველაფერი..არც იმის ძიება დამიწყია როგორ და რატომ მივედი ამ დასკვნამდე, მაგრამ შემიძლია თამამად გაგიმეორო ის, რაც მთვრალმა, ღამით გითხარი! - ალექსანდრემ თვალებში შეხედა სალომეს და კატეგორიული ტონით გაუმეორე – მე შენ მჭირდები! – სალომეს თავი გაუცხელდა..გული ყელში მიაწვა..ეგონა ბაგა-ბუგის ხმა თუხარელმაც გაიგო..ძალა მოიკრიბა და დაიწყო..
_ ალბათ ეხლა ჩემს რეაქციას ელოდებით.. რეაქციას, რომელიც არ გამაჩნია. შეიძლება ესეც იმის ბრალია, რომ მამის დამსახურებით მორალურად თავდაცვის კედელი გამაჩნია, მაგრამ მჯერა საკუთარი თავის.. მჯერა იმიტომ არ უშვებს ამ ყველაფერს ახლოს, რომ კარგს არაფერს მიქადის.. ჯობია ეს შემოჩენილი სურვილი..ინტერესი, ან არ ვიცი რაც გინდათ დაარქვით თქვენც გააძევოთ სამშვიდობოს და ჩვეული ტემპით განაგრძოთ ცხოვრება.. მე იმის პირობას მოგცემთ, რომ ეს დღე იმ დონეზე ამოიშლება ჩემი ცნობიერებიდან, რომ ჩვეულებრივი დაქირავებულის რეჟიმში მუშაობა თავისუფლად შევძლო.
_ შენი სიძლიერე სადღაც ქრება.. რატომ ირჩევ მარტივ გზას, როცა შეიძლება რაღაც მეტს მისცე შანსი? მუდამ ასე ცხოვრობ? უშეცდომოდ, მაგრამ ყველას და ყველაფრის გარეშე?
_ ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც რიგითი მოკვდავი ადამიანი, საკუთარი გარემოცვით და ინტერესებით..
_ შენც იცი, რომ ცდები.. შენ ჩვეულებრივად ვერ იცხოვრებ..რასაც შენ ჩვეულებრივს ეძახი ეგ რიგითი მოკვდავებისთვის საოცრებას უტოლდება. სალომე..მე შენ მჭირდები..მინდა იგივეს განიცდიდე ჩემს მიმართ.. ჩემი მცდელობა ჩემს სიტყვებში შენი დაჯერებისა დღევანდელით არ შემოიფარგლება! შეცდომის დაშვება სადღაც მაინც გარდაუვალია..თუმცა თუ ეს არ იგემე ნამდვილ ცხოვრებას ვერასოდეს გაუგებ გემოს.
_ რასაც თქვენ ნამდვილ ცხოვრებას ეძახით ის ჩემთვის არსაიდან მოჩენილი თავის ტკივილია.. გაცნობის პერიოდი ძირითად შემთხვევაში ლამაზია..ყოველდღიურობაში გადასვლა კი საოცრად ახუნებს და ჩვეულებრივს ხდის ამ ყველაფერს და ნამდვილი ცხოვრება საბოლოოდ უამრავ დაღვრილ ცრემლთან და მოძალებულ დრამატიზმთან ასოცირდება. ვიცი სულ ასე არ ხდება, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე სულ ასე ხდება.. ნუ შეწუხდებით ამაო ცდებით მაშინ, როცა შედეგი წინასწარ იქნება ნაცნობი თქვენთვის..
_ ეს შიშია!
_..და არც თუ უსაფუძვლო!
_ ეს უკვე წუწუნი – სალომე აენთო..მას ცხოვრებაში არასოდეს უწუწუნია უცხო ადამიანთან..მითუმეტეს ეხლა..მითუმეტეს ამ სიტუაციაში არ იწუწუნებდა..
– და მაინც რა მოხდება ეხლა რომ ისევ გაკოცო? – ალექსანდრემ ეს ისე თქვა ტონიც არ შეცვლია. გოგო მოულოდნელობისგან გაშრა..
_ ვერ გაბედავთ!
_ ვცადოთ..ბოლოს ასე რომ მითხარი ჩემს მკლავებში აღმოჩნდი..
_ ესპანელი მაჩო მოიხსენით სახიდან ბატონო ალექსანდრე..ვისურვებდი ეს თემა ეხლავე დაიხუროს და ურთიერთობა რუტინის ფარგლებს დაუბრუნდეს..თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობელი ვარ თქვენი..
_ ამიტომაც მაპატიე წართმეული კოცნა უბნის ბიჭების მოქსევის გარეშე?
_ ჩემს გაგულისებას ნუ ცდილობთ.. წართმეულზე ბრძოლას აზრი არ აქვს მაშინ, როცა ვეღარ დაიბრუნებ, ნებით კი არასოდეს გაკოცებდით.. –წამოდგა და კარისკენ გაემართა..გარეთ გავიდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.. რამოდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, რომ ალექსანდრე მანქანით წამოეწია
_ დაჯექი! – ისე გამყინავად უთხრა, სალომე მაშინვე დაჰყვა მის ნებას. ალექსანდრემ დინჯად დაძრა მანქანა და გზას გაუყვა. გზაში არც ერთს ამოუღია ხმა.. დრო და დრო ჩუმად გადახედავდა ალექსანდრეს, რომელსაც მოწოლილი ემოციისგან ყბები დაჭიმვოდა. კორპუსთან შეუხვია და გაჩერდა, ის იყო გადასვლა დააპირა, რომ ავტომატურმა ჩამკეტმა გაიტკაცუნა, გოგომ შეკითხვით სავსე თვალებით მოხედა..
_ არ მინდა რომ წახვიდე!
_ თქვენი სურვილი ჩემი ნების უკუპროპორციულია
_ რაღაც გაფერხებს.. მითხარი!
_ მაფერხებს.. ჩაკეტილი მანქანის კარი..
_ სალომე ნუ მეთამაშები! – ალექსანდრეს სიბრაზეშერეულმა კატეგორიულობამ სალომე შეაკრთო. შეკრთობამ სიბრაზე გამოიწვია და თუხარელს მიუბრუნდა
_ ნუ ცდილობთ და ნუ გგონიათ, რომ რამეს მიაღწევთ! გჯეროდეთ ჩემი გულწრფელობის! ჯობია დაუბრუნდეთ თქვენს ცხოვრებას და დატკბეთ საათივით აწყობილი კარიერით, უზრუნველი ცხოვრებით და აღარ იწვალოთ სხვაზე, როცა ულამაზესი, ქერა აფროდიტე თავად გაკითხავთ ყველგან. ეს ყველაფერი უბრალოდ ზედმეტი თავის ტკივილია..მე არ ვარ ეს კატეგორია, მე..
_ ეს უკვე ეჭვიანობას ჰგავს – გააწყვეტინა ალექსანდრემ, მხრებზე ხელი მოხვია და მთელი არსებით დაეკონა ტუჩებზე. სალომეს ცხელი და ვნებიანი ტუჩების შეხებამ ერთხანს აზროვნების უნარი დააკარგვინა, მერე სწრაფად მოიშორა მამაკაცი და გაუცნობიერებლად სილა გააწნა.. თუხარელი აენთო..თვალები აუელდა, მაჯაში წაწვდა და მეორე ხელით ისევ მიიზიდა..უხეშად. გოგოს ტკივლისგან სახე შეეცვალა..
_ ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო! - სალომეს თვალები ცრემლით აევსო..
_ მაპატიეთ.. – ამოილუღლუღა თვალდახუჭულმა და აკანკალებულმა. მოულოდნელად ალექსანდრეს ძლიერი მკლავების მოხვევა იგრძნო.. თავისდა გასაკვირად მიენდო, მისმა სურნელმა გააბრუა, გულისცემას მიაყურადა.. ისევ ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა ცრემლები. მამაკაცმა მაშინვე ააწევინა თავი და ცრემლიან თვალებში ჩააშტერდა.
_ სალომე.. არ მინდა რამე დაგაძალო მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მიზნის მისაღწევად ამ ხერხსაც ვიყენებდი, არა პირად ურთიერთობებში ოღონდ.. შენში პატარა, შეშინებულ გოგოს ვხედავ, რომელსაც არ უნდა დაინახოს გარშემო არაფერი, რასაც თუნდაც ოდნავ მისი აფორიაქება შეუძლია.. იმდენად არ უშვებ შენამდე არავის და არაფერს, რომ ის კოცნაც კი პირველი იყო შენთვის.. – სალომემ ფაქტზე გამოჭერილივით დახუჭა თვალები – არა, შემომხედე! ასეთი სურვილი არასოდეს გამჩენია, მაგრამ ეხლა ძალიან მინდა ეგ შენი კედელი ქანაანის კედელივით გავაცამტვერო და მის მაგივრად მე დავდგე! მე შემოგეჯარო! შენ კი ამის კი არა ამაზე ფიქრის დაშვებაც არ გინდა! მე შენ, როგორც ცალკე აღებული სამყარო ჩემში დაგაბინავე და მინდა შენ შეავსო ჩემი არსებობა.. პლატონური ურთიერთობა და ცრემლების ღვრა არ მჭირდება..მე შენ მჭირდები თავიდან ბოლომდე, ყველაფრით!
_ წასვლა მინდა.. – დაიჩურჩულა სალომემ _ მე თქვენთვის ასე მოქცევის საბაბი არ მომიცია.. არც ამდენის უფლება..
_ შენ არც კახასთვის მიგიცია რაიმე სახის უფლება, მაგრამ ბეწვზე გადარჩი.. მისნაირ სირებს ყველგან შეიძლება გადააწყდე!
_ ეს ჩემი დაპატრონების უფლებას არ გაძლევთ..
_ ეს შენი დაცვის უფლებას მაძლევს გინდა თუ არა შენ ეს! – ალექსანდრემ მოულოდნელად საკეტი გახსნა.. სალომე ძალაგამოცლილივით შედგა ერთხანს, მერე ნელა გააღო კარი და გადავიდა. თავისუფლება რომ იგრძნო ალექსანდრეს მიუბრუნდა
_ღამე მშვიდობისა.. – თუხარელმა შეხედა და პასუხი არ გაუცია ისე დაძრა მანქანა.
ძალაგამოცლილი ავიდა სახლში, დივანზე დაეგდო და კედლის საათს მიაშტერდა, საათის ისრებს ააყოლა ფიქრი . უამრავი აზრი ერეოდა თავში, ვერაფერი გააწყო. ტელეფონი აიღო და ნინოს დაურეკა
_ ნინ..მე ვარ.. ცუდად.. ამოდი რაა ჩემთან გეხვეწები და დარჩი.. რომ მოხვალ მოგიყვები
ნინო ძალიან მალე მივიდა
_ რა მოხდა სალო.. გიჟივით გამოვიქეცი
_ დღეს ალექსანდრე ვნახე
_ ჰო რაო მერე.. - ნინო ქოშინით დაეშვა დივანზე და კაშნეს შეხსნა დაიწყო
_ ბევრი ვილაპარაკეთ.. მჭირდებიო..სიმთვრალის გამო არ მითქვამსო, გეშინია და მაგიტომ არ გინდა ჩვენი ურთიერთობა დაუშვაო – სალომე ყველაფერს მოუყვა
_ იქნებ მართალს გეუბნება?
_ ..და იქნებ ცდება?!.. რაკი შეფია იმას არ ნიშნავს, რომ რასაც ის იტყვის ყველაფერი მართებულია და წყალი არ გაუვა! კარგი რა.. ძნელი დასაჯერებელია რომ ასე ჩავუვარდი გულში როცა გარშემო ყველა თავს ევლება და ეტმასნება..იმიტომ კი არა, რომ პრინცია, სხვა ტიპია..სხვანაირ მოქცევას ნაჩვევი..არ ვიცი როგორ აგიხსნა..მოკლედ დაჯერების საფუძველი არ მაქვს!და რომც მქონდეს ამ ეტაპზე არანაირი ურთიერთობა არ მჭირდება!
_ ოჰ..ვითომ რატომ ერთი? – წარბები აწკიპა ნინომ
_ იმიტომ..უნდა ვიცოდე რა რად მიღირს, რა რამდენად საფუძვლიანი იქნება..აი მე ეხლა შენთან რომ ვზივარ და გელაპარაკები ვიცი რატომაც ვარ, მაქვს პასუხი ამაზე! ..და ჩამოყალიბებული ვარ.. მას რის შანსი უნდა მივცე? ამ მას ან ამ ურთიერთობას? რსთვის? აი ამაზე პასუხი არ მაქვს და არც ზედმეტად აფორიაქებების ნოტაზე ვარ..
_ სალო..უკვე ჭედავ ეხლა!რაებს ბოდავ გოგო ნუ გამაგიჟე..ხალხი ცოლად გაყოლაზე და უარესი! ოჯახის დანგრევაზე არ ფიქრობს ამდენს..რა სიღრმეებს იკვლევ, ჟაკ ივ კუსტო ხარ? ზოგჯერ სულაც არ არის აუცილებელი ყველაფერზე პასუხის ქონა! იმ ადამიანს სრული სიმართლე უთქვამს! ცდილობ ყველაფერი აირიდო თავიდან, ასე სულ სწორად იცხოვრებ, მაგრამ მდორედ..გუბურა იქნები..ცხოვრების გემოს ვერასდროს გაიგებ და სამოცი წლის ასაკში მიხვდები, რომ შენს ფილოსოფიურ არსებობას აზრი არ ჰქონია ამქვეყნად!სალო..გეშინოდეს ამის! თუ გინდა გაიგო რა არის ნამდვილი ბედნიერება და ვნებებით აღსავსე ცხოვრება უნდა გეტკინოს კიდეც! უნდა იტირო კიდეც! უნდა მოტყუვდე, თავი უბედურად უნდა იგრძნო კიდეც.. მარტო ამის მერე მიხვდები ბედნიერების ფასს..ხომ გახსოვს ჩვენი ის ინგლისური გამოთქმა ჩვენ რომ ჩხეიძე გვასწავლიდა? there were no clouds, we shouldn’t enjou the Sun აბა როგორ გინდა? არც პირველი ხარ და არც ბოლო ვინც განცდებშია და ემოციებში.. ჯერ ხომ ურთიერთობის არანაირ სახეზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ დაუშვი, რომ ვინმე უფრო ახლოს გაიცნო და ნუ გადამრიე ეხლაა.. – ბოლო სიტყვებზე ნინომ ნელ-ნელა ტონს უმატა ხუმრობანარევი გაბრაზებით. ორივეს გაეცინა..
_ უკვე საკმარისი ვიტირე ნი, ეხლა ამ ეტაპზე ძალიან დავიღალე იმდენი რამე მოხდა და აღარ მინდა ახალი სტრასწები.. ეს პრობლემების მეტს არაფერს მოიტანს ზუსტად ვიცი.. ადამიანის უკეთ აცნობის სურვილი რომ გაგიჩნდეს ჯერ უნდა დაგაინტერესოს, მე კი არ დავინტერესებულვარ მისით..
_ არც იმის მერე რაც გაკოცა?
_ნინო! ძალით კოცნის გამო ადამიანზე ფიქრს ვერ დაიწყებ..ეგრე შეიძლება ნებისმიერი დარტყმული დაგეტაკოს და ძალით გაკოცოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაგაინტერესებს..
_ სალომე..ეს ალექსანდრე თუხარელია..ღირსეული და პატივსაცემი პიროვნება და საააკმაოდ მაგარი ტიპი როგორც ჩანს
_ ..და მერე? მერე? ეს ამ ყველაფრის უფლებას აძლევს? პირიქით!.. მაგრამ ალბათ ჰგონია, რომ ზუსტად იმის გამო რაც შენ ჩამოთვალე ყველას და ყველაფრის მიღწევა და ხელში ჩაგდება შეუძლია, ჰოდა ვნახოთ!
_ ..შენ ეხლა თუხარელის თანამდებობას, სოციალურ სტატუსს და ავტორიტეტს უფრო ებრძვი ვიდრე შენს ეგრედ წოდებულ კედელს! ჯიბრიანობ.. თუ გინდა ნუ გამოტყდები, მაგრამ აი ეხლა, დასაძინებლად რომ დავწვებით ხუუთ წუთშიიი…აუცილებლად იფიქრე ამაზე – გოგოებს სიცილი აუტყდათ, ლაპარაკი დაამთავრეს, თავი მოიწესრიგეს და საძინებლისკენ გაემართნენ.

11
კვირა დილით სალომე ეკლესიაში წავიდა, წირვა-ლოცვას დაესწრო და მოძღვარს აღსარება ჩააბარა. დამშვიდებული გამოვიდა ტაძრიდან.. დეკემბრის ცივმა, მაგრამ მზიანმა დღემ სეირნობის სურვილი გაუჩინა. უცებ ძალიან მოუნდა ლიტერატურულ კაფეში წასულიყო და ისევ დაელია ცხელი ჩაი. “ალექსანდრე ვეღარ შემეფეთება, დამთხვევა ორჯერ ერთსა და იმავე ადგილებში არ ხდება” გაიფიქრა სალომემ და თავისუფლად შეაღო კარი და თვალი იმ მაგიდისკენ გაექცა, რომელთანაც წინა დღეს ის და თუხარელი ისხდნენ. მაგიდასთან შუა ხნის გამხდარი მამაკაცი იჯდა და პრესას ეცნობოდა.. “არ უხდება ამ ადგილს და ამ მაგიდას” გაიფიქრა გულში, სელინჯერის უკვდავ ნაწარმოებს დაავლო ხელი, ლიმონიანი ჩაი და დარიჩინიანი ვაშლის შტრუდელი შეუკვეთა და დაბალ მაგიდასთან პუფში ჩაჯდა. კაფის დიდ ვიტრინებს მზე კარგად ადგებოდა და შიგნით თბილ შემოდგომას ღვრიდა. “აი განტვირთვა..კომფორტი..უნდა ეხლა სალომეს გაურკვევლობები და ტვინის ჭ....ტვები?” და უცებ დაფიქრდა..ამ ყველაფერს ოცი და ოცდაათი წლის მერეც მოასწრებს და როცა ამ დროის მერე შემოვა აქ, აიღებს საყვარელ სელინჯერს და ლიმონიან ჩაის შეუკვეთავს - მიხვდება, რომ დრო არ გასულა..გამოდის, რომ მინიმუმ ოცი წელი ეკარგება? არა ასე არ შეიძლება.. ხვალვე! სამსახურის მერე წავა სადმე საღამოზე, ან პაბში, ან სადმე.. დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სიხალასეს. მეგობრებს შეუთანხმდა მეორე საღამოზე და ახალი მუხტის მოლოდინში დაელოდა მეორე დღეს. ადრიანად მივიდა სამსახურში, კარი გააღო და კომპიუტერს მიუჯდა. სამუშაო მასალები მოიმარაგა და ამოკრებას შეუდგა. ყველაფერი წვრილ-წვრილად არის სხვადასხვა ადგილებიდან ჩასაკერი, ლექსიკონში მუშაობას ჰგავს. სამუშაომ გაართო.. მან და თეონამ თავაუღებლად იმუშავეს დღის ბოლომდე. ოთახში დღის განმავლობაში არავინ შემოსულა, დემეტრეც კი.. გივიმ შეიხედა მარტო, რაიმე თუ გჭირდებათ ჩამომიწერეთო. სამსახურიდან გასვლამდე სალომე სოციალურ ქსელში შევიდა, მონიშნულ ივენთს თვალი შეავლო და მეგობებს შეეხმიანა რამე ხომ არ შეცვლილაო. ყველაფრის გადამოწმების მერე სახლში წავიდა და მოემზადა. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ლუქი little black dress, სალომემ უცბად ჩაიცვა კოხტა, სადა, ტანზე მომდგარი, წელში მჭიდროდ გამოყვანილი უსახელო, მოკლე შავი კაბა, ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმა დაუდევრად აიწია, საღამოს ოდნავ მუქი მაკიაჟი მოიხდინა, პატარა კლატჩს ხელი დაავლო და ტაქსი გამოიძახა. საოცრად ლამაზი იყო..
შესასვლელთან შეიკრიბნენ და კუბურ რიტმებს ერთად შეუერთდნენ.
_ ვსვამთ ყველააა? – იკითხა ლევანმა
_ ცოტ-ცოტას
_ გოგო! ნერვები არ მომიშალო ეხლა! ტეკილით ვიწყებთ – ორი თითი თვალებთან მიიტანა ლევანმა და მერე სალომეს მიუშვირა, სალომემ ენა გამოუყო.
_ მალე მალეე.. – ორივე ხელით გააგდო შეყვარებული ნინომ. ლევანს მათი ერთი მეგობარი გაყვა კიდევ. სულ ხუთი იყვნენ, სალომე, ნინო, მათი საერთო მეგობარი მაკო, ლევანი და გიორგი. ჩამოყოლებულა ტეკილამ გაჭრა, სალომე მთლიანად გაიხსნა, პარკეტიდან არ გამოსულა, სულ ცეკვავდა, თვალებში ვარსკვლავები აუკიაფდა
_ სალოოო.. დალევ კიდეეევ? – ყურში ჩაყვირა ლევანმა
_ კიიი…მოჰიტოს, ოღონდ სპირტიააააანს..
სალომეს ცოტა თავრბუ დაეხვა, უცებ მოეჩვენა, რომ კლუბის მეორე სართულზე ჭიქით ხელში თუხარელი იდგა..თვალები დახუჭა და თავი გააქნია
_ ნინ, ტუალეტში წავალ..მეგონი ცოტა ბევრი მომივიდა..
_ ბევრი არა ის – ხელი აუქნია ნინომ – გამოგყვეე?
_ არა არა იყავი..
წყალს ხელები შეუშვირა, ესიამოვნა.. თავბრუ ისევ ეხვეოდა. მაკიაჟი შეისწორა ხელით და დაბრუნდა.
_ სალო, შენი მოჰიტო აქ დგას
_კაი.. - უპასუხა გოგომ, კოქტეილი აიღო და ნახევრამდე ჩაცალა. საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, არაფერზე ფიქრობდა, მოცეკვავე მეგობრებს შეუერთდა. მოულოდნელად ვიღაც გაეცეკვა, მიეტმასნა, სალომემ მოიშორა. ბიჭი არ შეეპუა.. სალომემ ისევ მოიშორა. ცეკვით რომ გული იჯერა თავისი მაგიდისკენ გაემართა, კოქტეილი აიღო და მოწრუპა.
_ იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ? – მოესმა ხმა და მიტრიალდა..მის წინ ის აბეზარი ტიპი იდგა
_ ხშირად მეუბნება ჩემი ქმარი – გაიღრიჭა სალომე და ზურგი აქცია
_ ეჭვი მეპარება გათხოვილი იყო
_ მე არ მეპარება ეჭვი.. – სალომე ამ დინჯმა ხმის გაგონებაზე ქარზე სწრაფად მობრუნდა და გაოგნებისგან ხმა ვეღარ ამოიღო..
_ შენ ვინ ხარ ჩემი ძმა?
_ ძმობის რა გითხრა..მისი ქმარი კი ნამდვილად ვარ! ჯობია არ გავიმეორო – ალექსანდრე მიუახლოვდა აბეზარს და კუშტად დაუდგა წინ
_ იზვინი ბრატ.. ცუდად არ გამიგო – უცნობმა უკან დაიხია და გაბრუნდა. სალომე კოქტეილის ჭიქას ჩაბღუჯვოდა და ხმას არ იღებდა. თუხარელი წინ დაუდგა..
_ ბატონო ალექსანდრე..
_ მომართვის ფორმა სიტუაციას არ შეეფერება
_ მართალია..ამ სიტუაციას თქვენი ცენტურიონად შერაცხვა უფრო შეეფერება
_ იქნებ უფრო სხვა რამ.. – ალექსანდრე სალომეს მიუახლოვდა
_ მაშინ საუკეთესო მოჰიტო ქალაქში
_ მოჰიტო რომ კარგია ნამდვილად გეტყობა – გაიღიმა ალექსანდრემ
_ არა..ეს ტეკილა იყო კარგი, მოჰიტო უბრალოდ აპერატივია – კიდევ მოწრუპა სასმელი – კიდევ ერთხელ გმადლობთ, მაგრამ თავადაც გავუმკლავდებოდი
_ არ მგონია ეგ სასმელი ისპანახს შეიცავდეს – სალომეს გულიანად გაეცინა პაპაის გახსენებაზე
_ ჰოდა თქვენს მიირთვით, მოჰიტო წამიერად კუბაში მაგრძნობინებს თავს..
_ კუბა გხიბლავს?
_ საოცრად!
_ ნამყოფი ხარ?
_ არა, მაგრამ მაინც მხიბლავს, კუბურ სიგარასაც კი სიამოვნებით მოვწევდი..ოღონდ შოკოლადისას და კიდევ ქუჩებში ვივლიდი, რომ ჩემი თვალით მენახა როგორ იქმნება ექსპრომტად სკვერებსა და ეზოებში ცეცხლოვანი მუსიკა..
_ ზღვისპირეთი დაგავიწყდა..
_ ზღვისპირეთი ყველგანაა – ხელი აიქნია სალომემ – თუმცა ალბათ კუბაში ეგეც განსაკუთრებული იქნება..
_ კომუნისტური რეჟიმი?
_ ჰო, მერე რა და კიდევ ძალიან ბევრი ანტიკური მანქანა, რომლებსაც ერთი შეხედვით სამუზეუმო ექსპონატებად აღიქვამს კაცი, თუმცა სახელმწიფო ტრანსპორტია
_ ჰმ.. ისე ყვები თითქოს ეს ესაა ჰავანადან მოდიხარ..თითოეულ სიტყვაში იგრძნობა..
_ თქვენ? თქვენ არ გაქვთ საყვარელი ადგილი?
_ ისეთი არა, რომ გავლენა იგრძნობოდეს ჩემში
_ გამოდის ეასტერნ მოაი ბლეფი ყოფილა
_ თუმცა დაგამახსოვრდა – ისევ გაიღიმა ალექსანდრემ. სალომეს სიგარეტის კვამლისა და სასმლისგან ისევ დაეხვა თავბრუ
_ ერთ წუთს დაგტოვებთ – მიმართა თუხარელს და გასასვლელისკენ გაემართა. ჰაერი ჩაისუნთქა და სასმელი მოსვა
_ გითავდება..აი სავსე ჭიქა..
_ მადლობა, რატომ შეწუხდით?
_ იმიტომ, რომ მარტო არ მდგარიყავი აქ.. – სალომეს გაეცინა
_ ხანდახან მგონია ჭადრაკის წლების დაუმთავრებელი პარტიაც გაქვთ
_ თუ ფინალიც ისეთივე მექნება როგორიც კევინ კოსტნერს ასე იყოს – გაუღიმა მამაკაცმა
_ არ მინდა მოგაცდინოთ..მეგობრები ალბათ გელოდებიან..
_ როგორმე გავლენ ფონს
_ რატომ თორემ კი..
_ რატომ კი არა ვისთვის..
_ სანდრო.. მომისმინე.. ეს ყველაფერი დროის უქმად კარგვაა, არ ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ უბრალოდ ასე ხდება.. არ მინდა, არ მომწონს ეს ყველაფერი, არ მჭირდება..ეხლა მარტო გართობა და ცეკვა მინდა, მარტო განტვირთვა..დალევაც კი! არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ძალიან სიმპათიური, მამაკაცური..ღირსეული, იდეალური! ყველაფერი საათივით გაქვს აწყობილი, ძლიერი ხარ, ჭკვიანი და მარტო თეთრი ცხენი გაკლია.. ამიტომ ნუ დაკარგავ დროს ჩემზე.. ძალიან გთხოვ..არ გინდა..გემუდარები.. მაინც არასოდეს დავთანხმდები ორდღიან ურთიერთობას.. სამსახურიდან წასვლაც რომ მომიხდეს!
_ მე უკეთ ვიცი რა მინდა..ისიც უკეთ ვიცი შენ რა გინდა
_ იქნებ მითხრა?
_ ეხლა მეტისმეტად ბევრი გაქვს დალეული საამისოდ..
_ აჰა..გასაგებია.. ესე იგი ბევრი.. ჰოდა კიდევ უფრო მეტს დავლევ, რომ შენი ლაპარაკი სერიოზულად აღარ მხვდებოდეს გულზე და არ მაშფოთებდეს – სალომე უკან შებრუნდა, სასმელი ბოლომდე გამოსცალა და ჭიქა ბარზე მთელი ძალით დადო..საცეკვაო მოედანზე გავიდა და მოცეკვავეებს შეერია..ცეკვით დაიღალა, იგრძნო, რომ ალკოჰოლმა თავისი ქნა, ძლივს მივიდა მაგიდასთან..
_ ნიინ მე წავაალ..მგონი მართლა ბევრი მომივიდა..
_ მოიცა ვეტყვი ამათ და გაგაცილებენ..
_ არა არ არსებობს ეხლა! დარჩით თქვენ..მე ტაქსით წავალ, ჯერ გვიანი არ არის, თორმეტიც არაა..
_ რეებს ლაპარაკობ ეხლა.. ლევანი გაგიყვანს და მორჩა! თუხარელი წავიდა?
_ იი.შენ რა იცი რომ თუხარელი იყო? დამინახე? და როგორ იცანი?
_ გუმანით..
_ გუმანი არა მეექვსე გრძნობა..როგორ იცანიი..
_ თქვენს საიტზე დევს მისი ფოტო და ნანახი მქონდა
_ მოგეწონა?
_ იიფ..
_ ჰოო..აბა რაა..რა აქვს დასაწუნი – გამოაჯავრა სალომემ
_ რა გინდა გოგო შენ! რითი ვერ გახდა შენი მოსაწონი?
_ ხვალ გეტყვი.. ეხლა უნდა წავიდე, ძალიან მეძინება!
ლევანმა სალომე ტაქსიში ჩასვა, თვითონაც უნდოდა გაყოლა, მაგრამ თავი გაიგიჟა, დაბრუნდი, კარგად ვარო, ძლივს შეაბრუნა კლუბში, “ყოველ ხუთ წუთში დაგირეკავ იცოდეო” გააფრთხილა ბიჭმა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. სალომე ჰაერზე უფრო ცუდად გახდა.. ლაპარაკის უნარი ჰქონდა, მაგრამ უფრო და უფრო ეხვეოდა თავბრუ..სანამ სადარბაზოსთან მივიდოდა ლევანმა ააფეთქა, სანამ არ უთხრა მოვედიო მანმადე რეკა. ბარბაცით აიარა სადარბაზოს კიბე..კინაღამ დაგორდა, ფეხზე გაიხადა და ის იყო გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ მის უკან ალექსანდრეს მანქანამ დაამუხრუჭა
_ თუ სახლში წამოსვლა გინდოდა უნდა გეთქვა! – უთხრა მკაცრად
_ თვითონაც მოვახერხე..თქვენ რატომ უნდა შემეწუხებინეთ? – ალექსანდრემ უხმოდ მოკიდა ხელი და ლიფტისკენ შეუძღვა. ლიფტში სალომემ თვალებზე ხელები აიფარა, თან ფეხსაცმელები ეჭირა
_ მე მრცხვენია თქვენი..
_ რის გრცხვენია?
_ რის და ასე რომ დავთვერი.. მე მეგობრების წრეში ვიყავი..საერთოდ ას ეარ ვსვამ..დღეს მინდოდა და მაინცდამაინც დღეს შეგეფეთეთ.. – ლაპარაკ-ლაპარაკში მივიდნენ, სალომემ პატარა ხელჩანთაში ქექვა დაიწყო, რის ვაი-ვაგლახით ამოაძვრინა გასაღები
_აი.. – თქვა სასაცილოს და ალექსანდრეს ცხვირთან მიუტანა გასაღები, მაგრამ კარს ვეღარ მოარგო. თუხარელმა გასაღები გამოართვა და სალომეს შინ შეუძღვა. გოგო დივანთან მიბრაცუნდა და დაჯდა. ალექსანდრე ნელი, დინჯი ნაბიჯებით შეყვა დამ ის წინ გაჩერდა..
_ სანდრო ისედაც შეგაწუხეთ.. არ მინდა დრო ჩემს გამო დაკარგოთ
_ არ მეჩქარება.. – სალომე წამოდგა და ბარისკენ წავიდა
_ მაშინნნ.. ყავას გაგიკეთებთ.. აი იმ დღეს რომ მომიტანეთ – თქვა და სწრაფად შემობრუნდა – ოღონდ..
_ ნუ გეშინია შენს კოცნას არ ვაპირებ..მაშინ მთვრალი ვიყავი და თავი ვერ შევიკავე..
_ ეხლა მე ვარ მთვრალი და მე შევიკავებ..და ლიტერლატრურულ კაფეშიც მთვრალი იყავი? – ენა სასაცილოდ აებნა სალომეს..ალექსანდრეს გაეცინა
_ არა, ლიტერატურულ კაფეში ისევ მომინდა შენი ტუჩების გემო მეგრძნო..
_ ძალიან..ძალიან სასაცილოა – ყავა დაადგა სალომემ – ვერ გამიგია ჩემგან რა გინდათ? მიმოიხედეთ! უამრავზე უამრავი, უმშვენიერესი ქალია გარშემო, რომლების არასოდეს დაიხევდნენ უკან..
_ შენ რატომ იხევ?
_ მე ფშაველი ვარ. – ამაყად გაიჯგიმა სალომე, ალექსანდრემ გულიანად გადაიხარხარა
_ საინტერესო თეორიაა..
_ თეორია არ არის.. მე ფშაველი კი არ ვარ მარტო, ქართველი ვარ..და არ მინდა ჩემი მმთავარი პრინციპები გავაუფასურო, მინდა ღმერთის წინაშე სუფთა წარვსდე
_ მერე ვინ გითხრა, რომ შენს დაბინძურებას ვაპირებ?
_ ვინ და თქვენმა სიტყვებმა და საქციელმა.. მე ასე არ მინდა, ჩემთვის ყველაფერს აქვს მნიშვნელობა..
_ ამასაც? – ალექსანდრემ მარჯვენა ხელის არათითზე მიანიშნა
_ არა მანამდეც და მერე მით უფრო..ისე ლამაზი ხელები გაქვთ, დიდი და ძლიერი
_ იმედია სიმთვრალეში გულწრფელი ხარ ფშაველობის გარდა. იქ გაქვს სოფელი?
_ არა..წარმოშობით ვარ, ფესვები მაქვს, გვარის ისტორიიდან ვიცი, ახუაშვილსაც ველაპარაკე ამას წინათ. ფშავი მიხა ხელაშვილის სამშობლოა, ვაჟასი, იქ ეთნოსი ისევ ყვავის..
_ კაფიებიც გეცოდინება
_ იცით რამდენი კაფია იკარგება მთაში..ყველას ვერ იწერენ..ყველა მეც არ მახსოვს – უცებ ჩაფიქრდა და ჩამოარაკრაკა – ასე ნუ ცდილობ ჯეელო
ქალის ჩაგდებას მკლავშიო
გაგიგებს, გაგიჯავრდება
ნაწვალ ჩაგიყრის წყალშიო
_ საოცარო გოგო ხარ! – იცინოდა ალექსანდრე – ასე უცებ რამ მოგაფიქრა?
_თქვენმა მზერამ.. სული ნუ წამიწყდება! – არტისტულად დააბოლოვა სალომემ და გაიღიმა
_ მთაში განთქმული ხელსაქმე თუ იცი?
_ ჩემს ლაბირინთებში ნუ დაძვრებით..
_ეგეც გცოდნია! სად ეს ყველაფერი და სად კუბა??
_ ორივე საკმაოდ დამახასიათებელია, გაჯერებული, სავსე! ტრადიციის სხვაობები საინტერესოობას ვერ უკარგავს ვერც ერთს..მე ამით ვივსები! ..და კიდევ ბევრი საინტერესო რამ მავსებს სამყაროში
_ იმდენად, რომ ეს ყველაფერი გყოფნის? ბედნიერებას აღარ ეძებ?
_ ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ..
შენი შვილების თვალებში მნახე..
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე,
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე
_ შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო – სალომეს თვალები გაუფართოვდა, ვერ წარმოედგინა თუ ალექსანდრეს შეიძლებოდა ეს ლექსი სცოდნოდა, თუხარელმა მის თვალებში ეს წაიკითხა.
სალომემ ყავა და სახლში გამომცხვარი ბისკვიტი დააწყო მაგიდასთან.
_ ასეთს დედა მაჭმევდა ბავშვობაში..
_ მეც და დღემდე მიყვარს..
_ როგორც ვხვდები ესეც შენი ნახელავია..
_ არა დედასია – იცრუა სალომემ
_ ალბათ ვერასდროს ამოგწურავს ადამიანი
_ მთავარია შენ არ ამოწურო შენი თავი..იცი რა არ მესმის? ქალები რომ ამბობენ დამალული უნდა გქონდეს რაიმეო.. სისულელეა.. ეგ საინტერესო სულაც არ არის, ეგ ტყუილია და უაზრო ინტრიგა, რაც ხშირად ურთიერთობას აფუჭებს. ყველაზე საინტერესო მაშინ ხარ როცა გულწრფელი ხარ!გულწრფელი და ინტერესებით სავსე და არ ცდილობ ვინმეს განგებ დაინტერესებას..ბევრს ვლაპარაკობ და თქვენც მისმენთ..ალბათ ხვალ ძალიან შემრცხვება..
_ შენი ტიტინი მარტო სითბოს იწვევს და კიდევ მეც!.. უშენობას მალე ვეღარ მივეჩვევი..
_ ისევ.. ისევ.. – თავი გადააქნა სალომემ – რა გავაკეთო, რომ ეს ყველაფერი თავიდან ამოიგდო?
_ მინიმუმ არ უნდა არსებობდე..
_ სისულელეა.. ვიცი, ვხვდები..
_ სალომე, უჭკვიანესი გოგო ხარ, მგონი პირიქით უნდა გესმოდეს ყველაფერი..უბრალოდ არ გინდა დაუშვა..
_ იქნებ შენ დაუშვა, რომ ყველა შენი ვერ იქნება ვისაც ხელს დაადებ? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი.. რამდენი ხანი დაგჭირდება კიდევ? თუ ეს შენს ინტერესს ჩემდამი დააოკებს და სხვაზე გადაგრთავს მაკოცე!! – სალომე წინ დაუდგა ალექსანდრეს და თვალებში შეხედა.. ალექსანდრეს გაეღიმა
_ შენი კოცნა ეხლა სხვაზე კი არ გადამრთავს უფრო მომაწებებს შენზე..შეიძლება ვეღარც დამიძვრე ხელიდან ამაღამ.. – ალექსანდრემ სალომეს წელზე მოხვია ხელი და ტანზე მიიკრო, ტუჩები ახლოს მიუტანა და ჩაეკითხა - გაწყობს ეს?
_ აბა რა გავაკეთო.. – მუდარის თვალებით შეხედა გოგომ
_ ნუ იბრძვი! - დინჯად უთხრა თუხარელმა და ჩაიხუტა. სალომე ჩაიკარგა მის მკლავებში..განძრევის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა..ალექსანდრეს თავი გულზე მიადო და ამოისუნთქა..
_ დუგ..დუგ.. დუგ..დუგ.. – გაახმოვანა მამაკაცის გულისცემა
_ რაო რა მინდაო?
_ წასვლა მინდა სახლში, სალომეს ეძინებაო..ხვალ სამსახურში დააგვიანებს და უფროსი ეჩხუბებაო..
_ ხვალ სამსახური თუ გინდა შენთვის დაიწყება გვიან.. – ალექსანდრემ კიდევ უფრო მიიკრო გოგო, სალომეს სახე დაემალა მის გულში და თავი სასწრაფოდ ამოყო..
_ ნიკტოფობია მჭირს – ულამაზესი თვალები მიანათა თუხარელს
_ ..და კიდევ სანდროფობია.. – გაუღიმა თბილად მამაკაცმა და ისევ მიიხუტა. - კარგია ასე რომ მეძახი..
_ მეძინება..
_ მე წავალ.. გამიჭირდება..მაგრამ არ მინდა ვისარგებლო..
_ ისე ლაპარაკობ, თითქოს მეორე მხარე ბარიერს არ გიქმნიდეს – თუხარელს გაეცინა..
_ ეხლა რასაც შენ ბარიერს ეძახი ერთი ცხრა ნომერი ძაფია, მის გაწყვეტაზე მეტად ამქვეყნად არაფერი მინდა, მაგრამ მინდა თვითონ მოხსნა ბარიერის სტატუსი. დაველოდები როდის მიხვალ მაგ დასკვნამდე..
_ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ერთი სკივრია, ცხრა ბოქლომი ადევს, სკივრს ცხრათავიანი დევი იცავს და კიდევ გველეშაპების და ფასკუნჯების ჯარი, გასაღები დევის თავებშია.. რომ გახსნი ერთი ბუმბული იდება, შეტრუსავ და დასკვნამდე მივალ – სალომემ დაამთქნარა – იქ წასული ბევრი მინახავს უკან მობრუნებული კი არავინ.. – ჩაილუღლუღა.. ალექსანდრე ისევ გულიანად იცინოდა.. სალომეს თავი ააწევინა, ნახევრად მძინარე თვალები და შუბლი დაუკოცნა, თმა გადაუწია და ჩასჩურჩულა
_ დღეს გადამირჩი ფშავლის ქალო! ჭირი იქა.. ლხინი აქა.. – და წავიდა. სალომე საწოლამდე ძლივს მილასლასდა და ღრმა ძილს მისცა თავი. სასმელმა იმოქმედა..ღამე რამდენჯერმე გაეღვიძა..ყველაფერი ტრიალებდა. დილით საშინლად იყო გაბრუებული, სამსახურამდე ძლივს მიაღწია, თეონა მისული იყო
_ რა გჭირს სალო, ომში იყავი?
_ კი, მოჰიტოებს ვებრძოლე გუშინ..როგორც ატყობ ბრძოლა უთანასწორო გამოდგა – თეონამ გადაიკისკისა
_ მუშაობის თავი გაქვს?
_ არც მუშაობის თავი მაქვს და არც თავს ზემოთ ძალა – არ ჩერდებოდა სალომე, ეხლა ორივე იცინოდნენ, უცბად კარი გივიმ შემოაღო
_ ეს თქვენი დანაბარებიი.. – თქვა და სალომეს მაგიდაზე პარკით რაღაც შემოდო
_ ჩემიი? არა ბატონო გივი არაფერი დამიბარებია
_ კაცო ეს ძიმას განყოფილება არ არი? შენ სალომე ხო ხარ? – გოგოებმა თავი დაუქნიეს.. გივიმ თვალი ჩაუკრა და გავიდა. გოგოები პარკში ჩაძვრნენ, ბორჯომის ორი ბოთლი, წითელი ფორთოხლის, პომიდვრის და ალუბლის წვენი დაინახა..კიდევ შოკოლადები..
_ ვაიმე.. საიდან გაიგეს პახმელიაზე რომ ვარ? – გახალისდა სალომე – მგონი ვიცი ვინც გამოგვიგზავნა..ვაიმე არ შემიძლია.. თავი სად გამოვყო..
_ ვინ გამოგვიგზავნა?
_ თუხარელმა..
_ თუხაარელმაააა? – თვალები ჭყიტა თეონამ
_ ჰო, გუშინ ისიც იყო იმ კლუბში და ეტყობა ასე უნდა შემრცხვეს
_ ვაა.. რას ამბობ, გამოგელაპარაკა?
_ კი, თან უკვე შეჭიკჭიკებული ვიყავი..
_ ჰაჰაა.. და ეხლა გახუმრება გადაწყვიტა ალბათ, მდაა..უცნაურიააა.. – სალომეს არაფრის მოყოლის თავი არ ჰქონდა, ბორჯომი ხმაურით გახსნა და დაისხა. მოეწონა, კიდევ დაისხა, მერე კიდევ, ბოლოს წითელ ფორთოხალსაც მიადგა.
_ ეს ჩემი საყვარელი წვენია! – გაუმასპინძლდა თეონას და შოკოლადები დაუწყო – ეს აშკარად შენ გეკუთვნის.. – სული რომ მოითქვა სკაიპი გახსნა, წერილმაც არ დააყოვნა.. Eastern Moai აციმციმდა..
_ გადარჩი?
_ ჯერ არ ვიცი.. ძალიან მრცხვენია თქვენი ბატონო ალექსანდრე..
_ როგორც კი გადარჩები ამოდი..საქმე გვაქვს..
_ კარგით.. – სალომე შეეცადა მალე მოსულიყო აზრზე და ალექსანდრესკაბინეტისკენ გაეშურა.
_ შებრძანდით ბატონი დემეტრე უკვე შესულია – შეაცილა ლიკამ
_ სალომე.. კარგია რომ მოხვედი, იმედია საზღვარგარეთის პასპორტი გაქვს..
_ კი, მაგრამ რაში დამჭირდება?
_ ესპანელი ინვესტორები ბარტერს აკეთებენ, შეხვედრა საკმაოდ საქმიანი იქნება, დამატებით პუნქტებზე მათი კომპანიის მეგობარ ფირმებთან მოგვიწევს დალაპარაკება, ოფისები კუბაშია – სალომეს მოეჩვენა, რომ თვალთ დაუბნელდა..
_ კუბაში?
_ ჰო, კუბაში – განაგრძობდა დემეტრე – ესპანურენოვანი კადრი შენ ხარ! ასე, რომ აუცილებელია შენი წამოსვლა! პასპორტი ხვალვე მოიტანე, სხვა არაფერი გვჭირდება ამ ეტაპზე, კიდევ კარგი სავიზო რეჟიმი არ არის..ნუ პირველი თვე, მეტი არც გვჭირდება – დემეტრე ლაპარაკს განაგრძობდა, სალომეს ბუნდოვნად ესმოდა ყველაფერი.. როგორც ჩანდა ალექსანდრე, დემეტრე და თვითონ მიდიოდნენ ..ღმერთო..თან სად? შეხვედრა დასრულდა, თავის ოთახში ჩალასლასდა და მაგიდას მიუჯდა..
_ კუბაში მივდივართ.. – მიუბრუნდა თეონას, თავის სიტყვებში თვითონაც ეპარებოდა ეჭვი
_სააად?
_ კუბაში.. - ეხლა უფრო დაჯერებულად გაიმეორა _ ის ინვესტორები აკეთებენ ბარტერს და მათი შვილობილი, თუ მეგობარი თუ მონათესავე კომპანიები რაღაც ახალ პირობებს განიხილავენ კონტრაქტში..
_ მაგარია, მაგრამ არ ჯობდა ესპანეთში დაეპატიჟეთ?
_ ჰედ ოფისები კუბაშია..მადლობა ღმერთს რომ კუბაშია..არ მჯერა – შეხტა სალომე. ემოციების შემოტევას რომ გაუმკლავდა ალექსანდრეს მიწერა
_ გმადლობთ, რომ ნაბახუსევზე დამეხმარეთ, საშინლად მრცხვენია ჩემი თავის..
_ ჰმ..ჯობია მთვრალი იყო..გუშინ უკეთესად მელაპარაკებოდი..სანდროს მეძახდი და არა ბატონ ალექსანდრე თუხარელს.. თემურის ძეს..
_ ვაიმე დედა..
_ სასიამოვნო კომპლიმენტებიც დაგტყუე გაგულისებულს, იმედია ფხიზელიც ასე ფიქრობ..
_ არა ასე არ ვფიქრობ რა თქმა უნდა..
_ უკვე ვნანობ გუშინ რომ გაგიშვი..
_ ბატონო ალექსანდრე..არც გუშინ და არც არასდროს არაფერი მოხდებოდა..ძალიან გთხოვთ.. კუბაში რამდენხნიანი ვიზიტია გათვალისწინებული?
_ ზუსტად არ ვიცი, შეიძლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოგვიწიოს გადასვლა.. თვეზე მეტხანს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გასტანს, დაახლოებით ერთი კვირა ვიქნებით.
_ მე თარჯიმანი არ ვარ პროფესიით..მეშინია რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი არ გამეპაროს..
_ მე არ მეშინია..გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აქ არსებულ ბიუროებში შენზე კარგად არ იციან ესპანური! ამიტომ საჭირო ხარ.. ეხლა საქმეს მიუბრუნდი. – სალომემ ველი ჩაკეცა და ფიქრებმა წაიღო.. სამუშაოს გული ვერაფრით დაუდო ისე იყო აჟიტირებული.. დღის ბოლოს თეონასთან ერთად გავიდა სამსახურიდან. შესასვლელთან შავი ჯიპი გაჩერდა, იქიდან კი ნაცნობი, “ისეთ ქალად” მონათლული ქერა აფროდიტე, გადმოვიდა მობილურზე ლაპარაკით
_ სანდრო ვიცი რომ არ გცალია საყვარელო.. დიდხანს არ მოგაცდენ.. ბავშვი მელოდება დედასთან..ჰო.. მესმის, მაგრამ მაინც უნდა გნახო.. – სუნამოს ხანგრძლივი სურნელი დატოვა, სალომეს გულის სიღრმეში რაღაც ძალიან ჩაწყდა...
სახლში მისულმა აბაზანა ცხელი წყლით გაავსო და ჩაწვა.. არც მუსიკა ჩაურთავს, არც კომპიუტერი. ცხელ წყალში გაირინდა. ფიქრი მაინც ვერ მოიშორა თავიდან.. “ის ქალი ისევ სამსახურში აკითხავს, ისევ რა, ალბათ სულ აკითხავდა, უბრალოდ სალომე ვერ ესწრება ყოველდღე ამ ფაქტს.. “საყვარელოთი” მიმართავს და.. და.. ძალიან ლამაზია! გამოდის ალექსანდრეს მრავალფეროვნება მონატრებია.. გამოდის ტყუილად აჯერებს სალომეს რაღაცეებში.. არა არა სალომეს მაინც არ სჯეროდა, მაგრამ ეხლა უფრო დარწმუნდა.. გუშინ კი მის გულზე იყო მიხუტებული” –სირცხვილისგან თვალები მაგრად დახუჭა და მოიბუზა, “დღეიდან კატეგორიულად აუკრძალავს მასთან კონტაქტს საქმიანი კონტაქტის გარდა! არც მესიჯზე უპასუხებს, თუ არ გაჭრის კუბაში არ წავა.. კუბა.. ღმერთო.. ასეთი შანსი მიეცა და უარის თქმა უწევს.. მაგრამ უარს აუცილებლად იტყვის! და სამსახურიდანაც წამოვა.. ყველაფერს გააკეთებს და მის - როგორც ამბობენ მონადირებულთა და იმედგაცრუელუბულთა შიაში არ ჩაეწერება! ჰმ..კიდევ არ იცნობს სალომეს..აცადოს!..” სალომე სურვილმა შეიპყრო იმ წუთასვე დაერწმუნებუნა ალექსანდრე ამ ყველაფერში და მოუსვენრობა შეუჩნდა.. ძლივს დაწყნარდა, უჩუმრად თითქოს შურისძიების გეგმებს აწყობდა. მეორე დღისთვის განსაკუთრებულად გამოიპრანჭა, თმა დაივარცხნა და პასპორტით ხელში სამსახურში გამოცხადდა.
_ სალოო რა ლამაზი ხარ? – აღფრთოვანდა თეონა
_ მადლობა, სარკეში ჩაიხედე! – დაუბრუნა კომპლიმენტი თეოს. ცოტა ხანში დემეტერემ შემოაღო კარი
_ სალომე პასპორტი ხომ წამოიღე?
_ დიახ ბატონო დემეტრე..
_ კარგია.. ადი ალექსანდრესაც გამოართვი რა, თან რაღაც აქვს სათარგმნი, მე გავრბივარ, ჩემს კაბინეტში დააწყვე..ან შენ გქონდეს და რომ მოვალ გამოგართმევ – სალომე ალექსანდრესთან ავიდა და მოსაცდელში დაჯდა. ლიკამ სტუმარი ყავსო. მოსაცდელს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი..ყველაფერი ძლიან ოფიციალური იყო..დაუჯერებლად.. ან ალექსანდრეს შინაურული ქცევები იყო დაუჯერებელი..ფიქრიდან ლიკას ხმამ გამოარკვია, გელოდებათო. კაბინეტში შევიდა და კართან გაჩერდა..
_ შემოდი.. – ბეჭდვას თავი დაანება თუხარელმა და თბილად გაუღიმა – დაჯექი. – სალომე დაჯდა – როგორ ხარ?
_ გმადლობთ, კარგად. ბატონმა დემეტრემ მითხრა, რომ სათარგმნი გქონდათ
_ ჰო, მე დავაბარე. მოწვევის და საბუთების ამბავია, მინდა ასლები მეც მქონდეს – სალომეს გაუკვირდა, ასლები რად უნდაო, მაგრამ არაფერი უთხრა
_ კი ბატონო ეხლავე დავიწყებ მუშაობას – ალექსანდრე წამოდგა და სავარძელი დაუთმო..
_ ოთახში გავაკეთებ თუ სხვა საქმე არ გაქვთ, თქვენ არ მოგაცდენთ..
_ სხვა საქმეც მაქვს..კიდევ ველოდები წერილს, დაჯექი და მანდ იმუშავე. ჩაის ხომ არ დალევ? ლიმონით..
_ არა გმადლობთ..
_ ეგ ტონი შენს მშვენიერებას არ უხდება.. – სალომემ უთქმელად გაატარა მისი სიტყვები და საუბარი გადაიტანა
_ ეს ორი გვერდია თუ კიდევ არის?
_ ჯერ ეგ თარგმნე.. – მიუხვდა ხრიკს ალექსანდრე. სალომემ წერა განაგრძო..უცებ სკაიპის შეტყობინება ამოხტა “გუშინდელი საუბარი ჯერ არ დამთავრებულა საყვარელო..დღეს სახლში მოგაკითხავ..” სალომე აილეწა, ეს რეაქცია თუხარელს შეუმჩნეველი არ დარჩენია, კომპიუტერთან მივიდა, სალომეს ადგომაც არ აცადა ისე შემოაჭდო მისი სკამის გარშემო მაგიდას ერთი ხელი, მეორე კი მაუსს მოკიდა. პროგრამა დაუყოვნებლივ წითელი აგურით “შემოსა”, უკან დახევას კი არ ჩქარობდა. სალომე თვითონ შეირხა
_დაბრძანდით, მე ქვემოთ გავაგრძელებ
_ არა აქ გააგრძელე! – გამკაცრებული ხმით უთხრა. სალომემ მუშაობა განაგრძო..მაგრამ აღბეჭდილი წყენა სახიდან ვერ მოიშორა.. ალექსანდრე კმაყოფილებით შესცქეროდა გოგოს, რომელსაც გაგულისება ვერ დაემალა. ერთხანს დატკბა ამით, მერე სოჩუმე დაარღვია..
_ ის არაფერს წარმოადგენს..
_ ბატონო? – ვითომ ვერ გაიგო, ალექსანდრე ამ ყალბმა შეკითხვამ გაახალისა – კარგი, მუშაობას მიუბრუნდი.. – სალომეს სიბრაზისგან ცეცხლი ეკიდა, ოჰ რა სიამოვნებით გამოლანძღავდა ეხლა ამ სიმკაცრეს ამოფარებულ კაზანოვას!
_ სამსახურის მერე ერთგან წავიდეთ..
_ სამსახურის განმავლობაში ვერ მოვასწრებთ?
_ სამსახურისთვის განკუთვნილი დრო სამსახურისთვის განკუთვნილი დროა..
_ არასამუშაო ფორმატში არ ვაპირებ სადმე წამოსვლას ბატონო ალექსანდრე..
_ მე დრო ვიგულისხმე და არა ფორმატი! – ისეთი ტონით უთხრა სალომეს შერცხვა.
_ დღის ბოლოს შეგეხმიანები და წავიდეთ.. – სალომემ თარგმანი დაასრულა, თუხარელს პასპორტი გამოართვა და კაბინეტი დატოვა..დემეტრეს შეუარა ის უკვე მოსულიყო
_ ხვალვე დავჯავშნი ბილეთებს.. იმ კვირაში უკვე წასვლა გვიწევს, ეხლა ამის დრო მქონდა? გადარბენაზე ვარ მთელი თვეა! სალომე, მაინცდამაინც ოფიციალური ტანსაცმელი არ გჭირდება, შეხვედრა ორი-სამი იქნება, დანარჩენი დრო ბანკეტსა და ექსკურსიებს მიეძღვნება, როგორც იცი იქ ეხლა საკმაოდ თბილა, სადღაც 25-27º-ია, მაინცდამაინც ზამთრის ტანსაცმელიც არ გინდა..
_ დიახ ვიცი.. – დემეტრე შედგა და დააკვირდა
_ რამე მოხდა? რაღაც ხასიათზე არ ჩანხარ..
_ არა არაფერი, რა უნდა მომხდარიყო – გაუღიმა სალომემ. მისი კაბინეტი დატოვა და ოთახში ჩავიდა.. კუბური მუსიკის ფლეილისტი ამოაგდო და თვალები დახუჭა.. წარმოიდგინა, რომ ამ მუსიკის ფონზე უკვე კუბის ქუჩებში დასეირნობდა. მუსიკის ფონზე საქმეც უკეთესად გამოსდიოდა, მთლიანად ჩაეფლო სამუშაოში ისე, რომ თავიც არ აუწევია. რომ გამოერკვა უკვე ექვსის წუთები იყო.. ფაილი დაასეივა და გაიზმორა. სხვა საქმე აღარ დაუწყია, ჩაი მოიდუღა და მუსიკის მოსმენა განაგრძო. სკაიპი მალევე აინთო “შვიდის ნახევარზე მანქანასთან მოდი შემოსასვლელში”, “კარგით” მოკლედ უპასუხა და მითითებულ დროს დაელოდა.
ალექსანდრე მანქანასთან დახვდა, მანქანაში ჩასვა და დაძრა. “კოპალასთან” შეჩერდა, მესამე სართულზე ავიდა და დაჯავშნულ მაგიდას მიაშურა, თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა, სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა, დარბაზში თითქმის მარტოები იყვნენ, მოშორებით კიდევ ერთი უცხოელი წყვილი იჯდა. მენიუ ნახეს, სალომემ მარტო წითელი ფორთოხლის წვენი აიღო, ალექსანდრემ მაინც მოატანინა წასახემსებლად სალათები.
_ ესე იგი წეღან არ გაბრაზდი..
_ ბატონო ალექსანდრე აქ საქმეზე ვართ მოსულები
_ ჰაჰაა…ამაზე მთავარი საქმე მე და შენ ამ წუთას არ გვაქვს
_ თქვენ ხომ მითხარით სამუშაო ფორმატშიო..
_ არც მომიტყუებიხარ! ამ ურთიერთობაზე ნამდვილად გჭირდება შენ მუშაობა – სალომემ ამოისუნთქა და წვენი დადგა, თითები შემოაჭდო და თვალები დახუჭა
_ მოდით ყველაფერს თავიდან ბოლომდე გეტყვით.. თქვენს ასეთ გარჯას აზრი იმიტომ არ აქვს, რომ არ ვარ ის კატეგორია, ვისაც გავლენიანი მამაკაცის მდგომარეობა და ფული ხიბლავს და ამის გამო ყველაფერზე მიდის!დარწმუნებული ვარ იმიტომ გინდათ ასე დაჟინებით ჩემთან ურთიერთობა, რომ თქვენი საწოლი გავიზიარო რამოდენიმე დღით ან თვით.. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.. ვერც თქვენთვის ამის ასახსნელ ენას, ამიტომაც გეუბნებით ასე შეუფუთავად და პირდაპირ! უკვე მერამდენედ გადმოდიხართ შეტევაზე..რითი განსხვავდებით კახასგან?!.. რა მნიშვნელობა აქვს ცოლიანი შეეცდება ჩემს შეტყუებას თუ უცოლო? შედეგი იგივეა! “ღმერთო, რა იცი რა ხდება”-ზე ფიქრიც კი გულს მირევს! თქვენ ალბათ ის გახელებთ და გიზიდავთ მე რომ თქვენს გამოწვევას არ ვცდილობ, ეს ალბათ უჩვეულოა თქვენთვის..მაგრამ მე სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია და დამთავრდა! ნუ გგონიათ, რომ თქვენი თანხის ან მდგომარეობის რაოდენობა და სიმაღლე ოდესმე იმოქმედებს ჩემზე! ასე ცხოვრებას მიჩვეული არ ვარ! თუ ამას ვერ შეიგნებთ იძულებული გავხდები სამსახურიც დავტოვო!
_ ..და ბინაც გაყიდო, ნომერიც შეცვალო, სახელი და გვარი გამოიცვალო, საქართველოდან წახვიდე? ბავშვი ხარ! იმდენად, რომ ცუდ ძიებზე გაგონილი მითებით ან სინამდვილით გაქვს ისევ თავი გამოტენილი და როგორც გუდიან კაცს ისე მიფრთხი! რატომ ფიქრობ, რომ მე შენნაირი ქალი ვერ მომეწონებოდა? რა არის ეს მეტისმეტი თავმდაბლობა თუ კომპლექსი? ბებოსავით თუ გეტყვი ეხლა ყვლაზე კარგი და ლამაზი ხარ მეთქი ამასაც უსინდისოდ მონადირების მცდელობაში ჩამითვლი? ის ყელაფერი რაც შენ უკვე ჩამოთვალე წარსულია.. დრო გავა და დარწმუნდები ამაში, არაფრის მტკიცებას არ დაგიწყებ! ასეთი ქალი რომ შემეცნო შენში შენი ღვთაებრივი სილამაზე წამებში გაუფასურდებოდა! მითუმეტეს, რომ არასოდეს გამისვამს ხაზი ჩემი მდგომარეობისთვის ან სოციალური სტატუსისთვის! საიდან მოგაქვს ეს ტრაფარეტული ფრაზები? მე შენი სამყარო მიზიდავს, შენი ფერადი და სავსე, სიცოცხლით სავსე პიროვნება მიხმობს შენსკენ და შენც კარგად იცი, რომ ამით ყველასგან ხარ განსხვავებული! კახასთან სხვაობას რაც შეეხება ის პუნქტები რაც შენი ჩამომირაკრაკე მისკენ მართლა იყო მიმართული და ამაში დარწმუნდი თვითონაც! მე კი შენი გათიშვა არც დამჭირვებია..ამიტომ მოიხსენი ეგ მარწუხები და გიმეორებ..ნუ მებრძვი!
_ რატომ გგონიათ, რომ უნდა მომწონდეთ? იქნებ საერთოდ არ ჯდებით ჩემს გემოვნებაში..საიდან ასეთი თავდაჯერებულობა? კიდევ პირდაპირ გეტყვით.. იქნებ სწორედ მაგაში ეძებთ ეგზოტიკას? იქნებ მოგბეზრდათ თქვენს ხელში თავისით ჩაცვენილი ნიმფები და სატირის ბუნებას ირგებთ?ამას დღევანდელიც მოწმობს..
_ ვრცელი საუბარი დაგვჭირდა, რომ მაგ თემას მივბრუნებოდით..
– ღიმილით თქვა ალექსანდრემ და მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო.. სალომეს თვალებში ჩახედა და ღიმილით გააქნია თავი
– ის “ნიმფა” წარსულია და ის მესიჯი მისი გადმონაშთი.. ეს მთავარია! მის ქცევებს ყურადღებას ვიცი არ მიაქცევ, იმიტომ რომ სულ ეხლახანს არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბე შენი აზრი ხელში თავისით ჩაცვენილ და ფულს გამოკიდებულ ნიმფებზე.
_ ეს არაფერს წყვეტს..
_ ძალიან ბევრს წყვეტს.. მაგრამ საკმარისი არ არის!
_ წავიდეთ.. უკვე გვიანია.. თუხარელმა ანგარიში მოითხოვა და გარეთ გამოვიდნენ. მანქანა გზას გაუყვა
_ სხვა გზით მიდიხართ ბატონო ალექსანდრე.
_ ვიცი სადაც მივდივარ..
– მოუჭრა მამაკაცმა და გზა განაგრძო.. მანქანა მთაწმინდისკენ ასასვლელ გზაზე გაჩერდა მონუმენტთან
_ გადმოდი..
– სალომე დაჰყვა მის ნებას, სიცივისგან შეაძაგძაგა და ცხვირ-პირი პალტოში ჩაყო.. ერთხანს ასე იდგნენ..
_ შეგცივდა? – თბილად ჰკითხა ალექსანდრემ
_ არა.. – ისევ იცრუა სალომემ
_ არა კი არა შეგცივდა! – ღიმილით მიუახლობდა მამაკაცი ზურგიდან და სალომე თავის პალტოში ჩამალა. სალომეს სითბომ დაუარა.. თუმცა გაბრძოლება სცადა, ალექსანდრემ უფრო მჭიდროთ შემოხვია ხელები..
_ არ მინდა ოდესმე გაგიშვა.. – ჩასჩურჩულა ყურში საფეთქელი თავზე დაადო.
12
თბილისი ლამაზია, მაგრამ ჯობია წავიდეთ – შეიშმუშნა სალომე
_ ვისთვის ჯობია?
_ საერთოდ, ჩვენთვის.. რამდენი მამაკაციც უფრთო ანგელოზს დაინახავს ჩემში და დაასკვნის, რომ ურთიერთობების მეშინია ყველა ასე რომ მოიქცეს ამას სახელი არ ერქმევა!
_ შენი თითოეული დასკვნით შენს სისუფთავეს ვხედავ – გაიცინა ალექსანდრემ
_ ..და მათაც რომ დაინახონ? ეს რაღაც მარაზმია..
_ შენ მათ არასოდეს მისცემდი ამის უფლებას..
_ რის უფლებას?
_ ამის.. – თუხარელი მიუახლოვდა სალომეს და ტუჩები ტუჩებთან მიუტანა, ცხელი სუნთქვა ბაგეებს უორთქლავდა, ერთი ოდნავი განძრევა და ალექსანდრე ისევ მის ტუჩებზე აღმოჩნდებოდა. მამაკაცმა თმაში ხელი შეუცურა და მდგომარეობა არ შეუცვლია ისე განაგრძო
_ ეხლა ისე ახლოს ვარ ფაქტიურად გკოცნი.. გესმის რასაც ვგულისხმობ? – თუხარელმა მასთან ერთად იცვალა ადგილი, მერე ისევ..სალომე მიხვდა ალექსანდრე მასთან ცეკვავდა.. “ნეტავ რა სიმღერა დაადო ფონად? გაიფიქრა მან, თვალები დახუჭა და თავი უკან გაწია
_ წავიდეთ! – გაიმეორა და მანქანაში ჩაჯდა.
_ იმ დროს ველი როცა სახლისკენ მიმავალი გზა შეგეცვლება.. მე კიდევ ცარიელი ადგილი ჩემს გვერდით სკამზე – სალომემ პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ მისმა ტუჩზე აფარებულმა ხელმა გააჩერა..
_ღამე მშვიდობის – დაემშვიდობა ალექსანდრე, სალომეს არაფერი უთქვამს ისე იდგა რამოდენიმე წამი ქუჩაში და მიმავალი მანქანის ფარებს გაჰყურებდა. ამ დღის შემდეგ ალექსანდრეს აღარაფერი უთქვამს.. არანაირი მინიშნება.. არანაირი “საქმიანი” შეხვედრა, არანაირი მიმოწერა.. კუბაში წასვლაზე თუ დაილაპარაკებდნენ, ისიც ერთი-ორ სიტყვას ესროდა საქმიანად და დინჯად, ყოველგვარი ემოციის გარეშე. ერთი კვირა გავიდა.. თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა..ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა მაგრამ მოხდა ერთი რამ..სალომე ვეღარ პოულობდა ადგილს, რაღაც აკლდა, რაღაცას ელოდა.. “ხომ მინდოდა ყველაფერი თავის ადგილას დამდგარიყო? ჰოდა დადგა! რაღატომ ვერ ვისვენებ? რა მაწუხებს, რა მიხუთავს სულს? რატომ მიჩნდება ეს მოუთმენლობის შეგრძნება, რას ველოდები? ხომ მინდოდა წასულიყო..ეს ყველაფერი ასე უცებ მორჩენილიყო დაწყებამდე.. ხომ მინდოდა თავიდან ამერიდებინა..ეხლა? ის პერიოდი მენატრება.. არა არ მენატრება, აი..კი არ მენატრება კითხვებზე ვეებ პასუხს..რაიმე ახსნა ხომ უდა ჰქონდეს მის ასე დაშოშმინებას? იქნებ მიხვდა, რომ მე “ისეთი ქალი” არ ვიყავი როგორც მისი ქერა აფროდიტე? იქნებ ამდენი ჩიჩინით შევაგნებინე, რომ არ მსურდა მისი არაფერი? იქნებ მობეზრდა ჩემი დევნა და ფერება? ან იქნებ ნაწყენია..ჰო ნაწყენი იქნება აბა რა!..მაგრამ რაზე? რაზე და..სალომემ მის სითბოს რომ უხეშობით უპასუხა..არა ნაწყენი კი არა გაბრაზებულია.. გაბეზრებული უფრო. ნეტავ არ იყოს ასე.. სულელი გოგოსავით იქცევი! ჯერ ყელაფერი გაკეთე, რომ გაგეგდო, ეხლა კი.. გამორიცხულია სალომეს ტუჩები დავიწყებოდა..აკი უთხრა კიდეც ვეღარ გავძელიო? სალომეს კი არ დავიწყებია მისი ცხელი, ვნებიანი და საოცრად თბილი, ალერსიანი ტუჩები..თან ძლიერად და თან კრძალვით რომ კრეფდა უმანკოებას მის ბაგეზე..ვნებისგან რომ უცახცახებდა და უხურდა..ღმერთო..ჯობია გამოერკვას, აზრზე მოვიდეს და გააცნობიეროს, რომ ასე დიდ განსაცდელს გადარჩა! სადაც უკვე მობეზრდა ალექსანდრეს მისი დევნა მერე რაღა იქნებოდა? ჰოდა მორჩა.. როგორც არ უნდა მოენატროს ასე ჯობია! საორჭოფოც აღარაფერია. იყავი ეხლა ლაღად და დაძაბულობის გარეშე.. აღარავინ შეგავიწროვებს..” – გამოიტანა დასკვნა სალომემ და შეეცადა ჩვეული რიტმით განეგრძო ცხოვრება. აღარც მის ინიციატივებს ელოდა და აღარც გაღიმებას.. სანდრო ადრინდელ დინჯ და სიტყვაძუნწ ალექსანდრე თუხარელად იქცა.. გაფრენის დღე ახლოვდებოდა..დეკემბრის შუა რიცხვები იყო და საშინლად ციოდა თბილისში. წინა დღეს სამსახურში საბუთების გადასაბარებლად და მოსაწესრიგებლად გავიდა.. დემეტრემ დაუძახა ამოდიო
_ მოდი სალო.. დაჯექი.. სიახლე გვაქვს..
_ რა სიახლე? – ღიმილით მიეყრდნო სალომე სკამის საზურგეს
_ მე ვერ მოვდივარ..
_ რა? რას ნიშნავს.. ესე იგი გადაიდო..
_ მოიცა დამამთავრებინე გოგო – გაიცინა დემეტრემ
– ერთ-ერთ აქაურ კომპანიასთან პრობლემები გვაქვს.. რიცხვების ამბავია და კიდევ თანხის.. ალექსანდრე თუ იქ იქნება მე აუცილებლად უნდა დავრჩე, სერიოზული საქმეა. ეხლა რამოდენიმე საბუთს მოგცემ და შენ გქონდეს, იქ დაგჭირდებათ.
_ მე არაფერი გამეგება ამ საბუთების, ყველა მოლაპარაკებას ხომ თქვენ აწარმოებდით.. _ ჰო, მე ვაწარმოებდი შენ თარგმნიდი – გაიღიმა დემეტრემ – ამიტომ ყველა დეტალი იცი..საგანგაშო და რთული არაფერია, არაფერი დამიმატებია.
_ ძალიან ცუდია, რომ არ მოდიხართ.. _ პირიქით..უკეთესიც კია ჩემო გოგო – დემეტრეს ისევ ღიმილი აღებეჭდა სახეზე – თქვენ ახალგაზრდები ხართ, სხვანაირად გაგახალისებთ ყველაფერი.. – თქვა და თვალი ჩაუკრა..
_ რას ბრძანებთ..
_ ახლა თუ მორჩი ყველაფერს გაიქეცი სახლში და ხვალისთვის მოემზადე..ფრენა ღამის სამ საათზეა, ორის ნახევარზე უკვე რეგისტრატურასთან უნდა იდგე! – სწრაფად გააწყვეტინა სიტყვა და გზა მშვიდობისა უსურვა. სალომე ერთხანს ვერ მოეგო გონს..მერე უსიამოვნო შეგრძნებამ გაკრა გულში..მთელი ის პერიოდი მუდოსავით უნდა იჯდეს და ჩუმად ათვალიეროს ყველაფერი.. მერე სითბო ჩაეღვარა..არასამუშაო ფორმატში, არასამუშაო ფორმაში იქნება ალექსანდრე..მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს..სალომე მას მაინც არაოდეს მისცემს საბაბს ძველებურად რაიმეს უფლება მისცეს თავს! მეორე დილით ყველაფერი მოიმარაგა წასაღებად, ტანსაცმლით და ჰიგიენის ნივთებით დაწყებული წვრილმანით დამთავრებული, არაფერი გამორჩენია..ხელჩანთა აუცილებელი ნივთებით შეავსო და ბარგი შეკრა. საღამოს ათ საათზე დემეტრემ დაურეკა, ალექსანდრე გამოგივლის პირველ საათზე და არ დაგაგვიანდეთო. დაჯდა და დაელოდა. ქინდლში რამოდენიმე ნაწარმოები ჩატვირთა და აბაზანაში შევიდა. კარგა ხანს ინებივრა.. სანამ თითები არ დაუნაოჭდა. უკვე პირველი დაწყებულიყო, გაემზადა, თმა გაიშრო, ნახევრად შეიკრა და ჯინსებსა და მაისურში გამოეწყო. ტელეფონის ზარი გაისმა..
_ მზად ხარ?
_ კი, ახლავე ჩამოვალ..
_ ბარგის ჩამოტანაში მოგეხმარები
_ ლიფტით ჩამოვიტან არ შეწუხდეთ – ალექსანდრეს აღარ დაუძალებია. სალომემ ჩანთები ლიფტამდე მიათრია და დაბლა ჩავიდა.
_ როგორ ხარ? – ემოციის გარეშე ჰკითხა ალექსანდრემ და ჩანთები მანქანაში ჩააწყო..თვითონაც თავისუფალ ფორმაში გამოწყობილიყო, ჯინსი და რბილი ქსოვილის ნაცრისფერი, ტანზე ოდნავ მომდგარი კაპიუშონიანი მაისური ეცვა.. ჯერ კიდევ სველი თმა სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. ჩასხდნენ და აეროპორტისკენ გაემართნენ. დიდხანს ისხდნენ ჩუმად.
_ფრენის გეშინია? – ჰკითხა უცებ ალექსანდრემ
_ არა.. – თავი დააქნია სალომემ და დუმილი გაგრძელდა. რომ მივიდნენ რეგისტრაცია უკვე დაწყებულიყო, თვითონაც გაიარეს და ჩასხდომას დაელოდნენ.
_ კაფეში დავსხდეთ ყავა დავლიოთ.. ჩაი.. – თითქოს უცებ გაახსენდაო ისე თქვა თუხარელმა, სალომეს ისევ ჩაწყდა გულში რაღაც.. “ესე იგი მართლა დაივიწყა” გაიფიქრა და მარტო გაიღიმა. ცხელმა სასმელმა ტანში სითბო ჩაუღვარა, ჭიქას ორივე ხელი შემოაჭდო და გაირინდა. ტელეფონმა დარეკა..დედა ურეკავდა
_ ჰო წუნა.. კი გავიარეთ.. არა არ მცივა.. რომ ჩავალ ვეცდები მაშინვე დაგირეკო.. კაი დე, არ ინერვიულო, გკოცნი.. არ წამომიღია ხატებთან დევს, მე პატარა დამაქვს.. კაი.. _ უცნაური სახელი აქვს დედას.. ღიმილით მიმართა ალექსანდრემ, სალომე უცებ გამოერკვა და გაეცინა..ბავშვობიდან ასე ეძახდა დედა, რომ გაიზარდა მერე თვითონაც იგივე შეარქვა და უკვე გაუცნობიერებლად ტელეფონსაც ასე პასუხობდა.
_ ასე ვეძახით ერთმანეთს – თქვა და თვალები დახარა. ალექსანდრე ტელეფონში ჩაიძირა, ჩასხდომამდე ასე მდუმარედ ისხდნენ. ყველა პროცედურა გაიარეს და თვითმფრინავში შევიდნენ
_ საით გირჩევნია?
_თქვენ როგორც ინებებთ..
_ ბავშვებს უყვართ ფანჯარასთან ჯდომა – ბილეთი გაუწოდა თუხარელმა და ეშმაკურად ჩაიცინა..
_ მამაკაცების უმრავლესობას კი სიმაღლის და ფრენის შიში ტანჯავს – ვალში არ დარჩა სალომე და გაიცინა. ნელ-ნელა ავიდნენ ჰაერში.. სტიუარდესა ხელების ქნევით რომ “დაიღალა” სიმშვიდემ დაისადგურა..დროდადრო ღილაკების ხმა ისმოდა. სალომე თვალს არ აცილებდა ილუმინატორიდან აყირავებულ მოციმციმე თბილისს მერე სიბნელემ დაისადგურა და იძულებული გახდა ალექსანდრესკენ მობრუნებულიყო. გადასხდომა უწევდათ, ეს კი საშინლად დამღლელი იყო.. საბოლოო რეისზე რომ ჩასხდნენ ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდათ.. სალომე ისევ ილუმინატორთან იჯდა, მაგრამ არც გაუხედავს ისე მოირგო გადაწეულ საზურგეზე პატარა ბალიში და ღუნღულა პლედი. მალევე ჩაეძინა. ბოლოს ალექსანდრეც მორჩა კატალოგის თვალიერებას და საზურგე სალომეს სკამისას გაუსწორა. ძალიან ლამაზი იყო მძინარეც.. ლამაზი, ზომიერად ხვეული თმა სახეზე ჩამოშლოდა, სითბოსგან ლოყები და ტუჩები გაღუებოდა და მშვიდად ეძინა. მამაკაცმა თმა სახიდან გადაუწია და მისი თვალიერება განაგრძო. ჩაეძინა.. დილით საუზმეზე გაეღვიძა სალომეს..ალექსანდრეს ისევ ეძინა. ჩუმად გადააბიჯა და საპირფარეშოში შევიდა, თავი მოიწესრიგა, წყალი შეისხურა და დაბრუნდა. ალექსანდრეს უკვე გაეღვიძა..თმა სასაცილოდ აჩეჩვოდა ცალ მხარეს და დასიებულ თვალებს იფშვნეტდა.
_ როდის გაიპარე? – ჰკითხა დაგუდული ხმით
_ სანამ შენ გეძინა – უპასუხა ღიმილით სალომემ და რეაქციას დაელოდა..
_ რატომ მიყურებ? უაზრო ფილმია.. – მიუხვდა ალექსანდრე. სალომეს გაეცინა
_ არც მე მიყვარს – უპასუხა და დაჯდა. საუზმე უგემრიელესი იყო..ყოველ შემთხვევაში ასე მოეჩვენა. წელში გაიმართა და ილუმინატორში გაიხედა. კიდევ დიდი დრო იყო ჩაფრენამდე, რამოდენიმე საათი.
_ დაღლილს არ ჰგავხარ.. – მოჭუტული თვალით შეხედა ალექსანდრემ..როგორც ჩანს კიდევ ეძინებოდა.
_ ღამე კარგად მეძინა.
_ მეც.. – თქვა და თვალი თვალში გაუყარა. – ძალიან ლამაზი ხარ მძინარეც..
_ დაღლილი იყავით, მოგეჩვენათ – გაიღიმა სალომემ.
_ დაღლა შენ ჩასვლისას ნახე..სანტიაგო დე კუბამდე კიდევ ერთი-ორი საათი უნდა ვიმგზავროთ. გზა უაზროდ გაიწელა.. ჩასვლისას სალომემ ჰაერი შეისუნთქა.. “ღმერთო ეს კუბას სუნია, კუბური სუნი..სიგარების, ცეკვების, მუსიკის, კომუნიზმის, მოჰიტოს, ზღვის, ტემპერამენტის, დიქტატურის მაგრამ მაინც ზღვა თავისუფლების სუნი..” გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა ყველაფერს. განა რა იყო ღირსშესანიშნავი..დანგრეული ქუჩები და ასეთივე მდგომარეობაში მყოფი ფერადი სახლები. აეროპორტი ცივილიზაციის ნაგლეჯს ჰგავდა დასახლებასთან შედარებით. სრული არსებით მაშინ გააცნობიერა სადაც იყო, უძველესი ფერადი მანქანა რომ გააჩერეს და სანტიაგო დე კუბამდე წაყვანა სთხოვეს. მანქანა შიგნიდანაც საოცრად ფერადი იყო..მძღოლს ფერადი ნივთებით აეჭრელებინა სალონი, საქარე მინაზე კი მზის საჩრდილობლების მაგივრად ფოჩებიანი ფარდა ეკიდა. უამრავი თამბაქოს მინდორი გაიარეს გზად, ზღვის პირას რომ გავიდნენ უამრავ ადგილას ინატრა სალომემ “ნეტავ აქ გავჩერდეთ”.. ბოლოს სასტუმრომდე მივიდნენ : “Brisas del Galeónes” ასე ერქვა სასტუმროს. ნომრებისკენ გაემართნენ. ალექსანდრემ გასაღები მოიმარჯვა და ოთახი გააღო.



№1  offline ადმინი ano23

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ისტორიაა და არასდროს მომწყინდება ამის კითხვა, მადლობა შენ,რომ ისევ დადე საიტზე heart_eyes

 


№2 სტუმარი nia

ვაიმე როგორ გამიხარდა რო ვნახე ახალი თავი..გაგახარა ღმერთმა..რაც დააგვიანე აანაზღაურეე :)იმედია მალე დადებ შემდეგ თავს..ძალიან მომწონს ეს ისტორია,მოუთმენლად ველოდები ხოლმეე როდის დაიდება...წარმატებებიი,,

 


№3  offline წევრი karma

ძალიან მომწონს heart_eyes მალე დადე რა...

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომწონს და მიუხედავად ამხელა თავისა არასდროს მეყოფა შენი ისტორია , არ დააგვიანო მალე დადე.

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ორი დიდი გადართული, ვგრძნობ რომ აქ კარგი ამბები არ იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent