Lolitaa...
ძალიან ცივაა, თბილად ჩაცმა არ მიყვარს ამის გამო ყოველთვის ბევრს საყვედურს ვიღებ გაცივდები ჩაიცვი, ახლა ვერ გრძნობ მაგრამ როცა გაიზრდები მიხვდები რომ მართალს გეუბნები, ბლა ბლა ბლა. ზაფხულში ზამთარი მინდა, მაგრამ როცა ზამთარი დგება ღამე დიდდება და დღე პატარავდება, ვფიქრობ რომ ზაფხულში მინდა დაბრუნება.როცა თბილა, თბილა? არ ვიცი დიდიხანია არ ვიცი რა არის სითბო, გაყინული ვარ და ალბათ ამიტომაც ვერ ვგრძნობ სიცივეს მივეჩვიე, მივეჩვიე უარყოფას ცალხმრივ სიყვარულს ღალატს ცივი ვარ, ვიღიმი მაგრამ შინაგანად ვტირი, ვუსმენ მაგრამ არა გულისყურით, დილით ვიღვიძებ და მივდივარ სამსახურში, ყოველდღე ერთი და იგივე, რასაც ვაკეთებ იმაში კარგი ვარ, მაგრამ განვითარება მჭირდება წინ სვლა, ერთ ადგილას ყოფნა რაც არ უნდა კარგი იყო,სიკვდილს უდრის, ყველაფერი ვითარდება შენც უნდა განვითარდე დროს ფეხი უნდა აუწყო.. მე ლოლიტა ვარ ჩემი მეგობარი ლოლოს მეძახის, მეგობარი ერთადერთი მეგობარი რომელიც მე მიტანს, სიტყვა მეგობარმა ფასი დაკარგა აღარ იციან რა არის მეგობრობა მე მყავს მეგობარი დიახ მეგობარი რომელიც 10 მეგობარს უდრის ან უფრო მეტს არ ვიცი, არ მაინტერესებს აიფონი ან მგზავსი სისულელეები, არ ვთვლი რომ თუ აიფონი გიჭირავს ძერსკი ხარ ან უფრო მაგარი ხარ, ვინც ასე ფიქრობს სულელი მგონია. როცა სამსახურიდან გამოსული გაყინული,შუქნიშანზე გადავდივარ, წინ ჯიხურთან უსახლკარო კაცს ვხედავ რომელიც ძონძებშია გახვეული აღარ იცის რა გააკეთოს რომ გათბეს, მიღიმის და მეუბნევა კეთილი მგზავრობა ღმერთი შენსკენ, ეს მაფიქრებს ბევრ რამეზე მაფიქრებს ისეთი რაღაცებზე რაც ნახევარი საათის წინ ყველაფერი იყო. ცოტახანში გაჩერებასთან არ მისული მივდივარ და ვხედავ ქალს მოკლე კაბით იმ იმედით რომ ვიღაცას აცდუნებს და ფულს იშოვის, როგორც იქნა გამოუვიდა გააჩერა მანქანამ მერსედესმა, გადმოვიდა ზროლსი ღიპიანი კაცი, ძვირფასი ტანსაცმლით,ქალი ტუჩის კვნეტას იწყებს თმებს ათამაშებს და კევს აღლაჭუნებს, ლაპრაკობენ ალბათ ფასზე თანხმდებიან,რამოდენიმე წამის შემდეგ ქალი ჯდება მანქანაში,მანამ სარამ მანქანის კარებს გააღებს კაცი თვალს აყოლებს და იღიმის, ქალი მკერდს ისწორებს და სარკეში იყურება, მანქანა დაქოქეს და წავიდნენ.. ოხხ როგორი ამაზრზენი ეს ყველაფერი გულის ამრევი სექსი და ფული ჰო განუყრელნი არიან. ასეთია სამყარო ვიღაც სექსისთვის იხდის ფულს ზოგი სხეულს ყიდის ფულისთვის, ზოგიც გარეთ იყინება. ერთი ფურცლის ნაგლეჯი რომელსაც ფული ქვია შენ ცხოვრებას განაგებს ბატონობს შენზე .. დაუნდობელი ცხოვრება დაუნდობელი ხალხით, ისევ ვფიქრობ სულ ვფიქრობ,რა მინდა? რამ მჭირდება? რა გავაკეთო? ღამეებს ვათენებ ჩემი თავის საპოვნელად,ვტირი ხანდახან, არ ვიცი ეს თავისით ხდება ცრემლები თავისით მომდის, გამთენიისას ჩამეძინება ხოლმე სადღაც საათ ნახევარში ბუძელნიკი იწყებს რეკვას ერთი რომ გაჩერდება მეორე და ასე შემდეგ სარამ არ გამოვფხიზლდები,დილით ადრე ადგომა ყოველთის მიჭირდა ახლა მითუმეტეს. ყოველთვის ყველგან ვაგვიანებ არ ვარ პუნქტუალური ძირითად შემთვევაში ამაზე ვიღებ საყვედურებს ძაალიან ცუდი ნაკლი რაზეც ვმუშაობ უკვე დიდიხანია. ვდგები ხალათს ვიცვამ სამზარეულოში გავდივარ ყავას ვიკეთებ და სიგარეტს ვეწევი ეს ერთგვარი რიტუალია დილაობით ასე ვარ დახლოვებით 15წუთი, ვდგები სააბაზანოში შევდივარ პირს ვიბან კბილებს ვიხეხავ,აი ზარიც ჩემი მეგობარი ბენი მოვიდა აი ეს მეგობარი ათ მეგობარს რომ უდრის ან უფრო მეტს. ჩვეული ტონით ჯერ კიდევ არ ხარ მზად დროზე ჩაიცვი გვაგვიანდება. -ვიცმევ ვიცმევ ნუ ყვირი. -ჰო იცი იმ ღორის ხასიეთი რომ დაგვინახოს ვაგვიანებთ მენეჯერს ეტყვის. -უთხრას ჩემსკენ მოდის ხელი მომკიდა და სასწრაფოდ ოთახში შემიყვანა. -სწრაფად გამოიცვალე. ოთახიდან გადის. ეს რომ არ მყავდეს ალბათ აქამდე გამოგდებული ვიქნებოდი სამსახურიდან არაპუნქტუალურობის გამო. გარდერობი გამოვაღე შავი შარვალი და სვიტრი ამოვიღე. თმები ავიწიე მაკიაჟს არ ვხმარობ, ჩანთას ვიღებ და გავდივარ წავედით ბენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.