24.10.2016
შემოდგომაა. გარეთ ათასფერი ფოთლები მიმოფანტულან. ფანჯრის რაფაზე წვიმის წვეთები ცელქობენ, მიხმობენ სევდისკენ, უკვე ჩაიც ვეღარ მათბობს, ცივა... ძალიან ცივა. თითქოს თვალებშიც მიბნელდება, დაძინების მეშინია! -ჩაი გაცივებულა-გავიფიქრე და ფინჯანში ახალი ჩაი დავასხი. ჩაი ცხელია მაგრამ ორგანიზმს ვერ ათბობს. რაღაც სულს მიყინავს! გარეთ ისევ წვიმს, ალბად დილამდე იწვიმებს,წვიმა კარგია, ობოლ ცრემლს მალავს! მალავს, როდემდე დამალაავს? ერთადერთი იმედი დამრჩა "ესეც გაივლის"-ო. ყოველთვის მჯეროდა ამ სიტყვების და მჯერა რომ მზე კვლავ გამობრწყინდება და აკიაფდება. -კარგი გეყოს ბავშური ოცნებები! როდისუნდა გაიზარდო? სურვილები არ ხდება!- მიყვირის "კეთილისმსურველი" ფანჯარას ვაპყრობ მზერას... მეცინებაა, ...ჰმ სიმწრის სიცილი მახრჩობს... ვიცი მეც ვიცი სურვილები არ ხდება, მაგრამ გულს არსურს ამ მწარე რალობის დაჯერება, ვიცი შემოდგომა არ გამწირავს. მე ხომ მან შემიფარა, მან მიპატრონა, მისი ფერადი თვალები ყოველთვის დამყვებოდა და მომავალშიც მადევნებს თვალყურს! სევდა რომ შემომაწვებოდა ხომ ის მამშვიდებდა. ფანჯარას მზერა მოვაცილე და ჩაი მოვსვი, ცხელმა სითხემ სხეული გამითბო, ტანზე ბურძგლებმა დამაყარა და ისევ ვიგრძენი სიმარტოვე! რატომ სიმარტოვე? რამდენი ადამიანი მყავს გარშემო?! მაგრამ რატომღაც მეშინია მარტო არ დავრჩე. ალბათ ეს წამიერი სიმარტოვე მომავლის შიშის ბრალია! -რალამაზი და რა ლაღია შემოდგომა-ვფიქრობ ჩემთვის და მეღიმება. ქოლგით მოსიარულე ხალხს გავცქერი და მიკვირს რატომ ეშინიათ წვიმის? რატომ ემალებიან მას ქოლგის ქვეშ? წვიმას ხომ ჩვენთან თამაში და სიახლოვე უნდა. წვიმის წყლით სავსე გუბეში, ათასფერი ფოთლები დაცურავს, სახლის სახურავს შეფარებული ჩიტი,სველი ბუმბულის გასამშრალებლად უცნაურად "ფართხალებს" მის საქციელზე მეღიმება,სულსაც ეღიმება. ჩაის ჭიქას გვერძე ვდებ, პლედს ვიხსნი ბეჭებიდან, თბილი ჟაკეტით ხელში გარეთ გავდივარ და წვიმას ვუერთდები, წვიმის ცივი წვთები არ მასვენებენ, ყველა მხრიდაან მახტებიან, რაცელქები არიან ვფიქრობ და თვალებს ვხუჭავ, ცაში ვიხედები, ცის მკაფიო შუქი დახუჭულ თვალებში აღწევს და თვალებს მიწვავს. შემოდგომის სუსხიანმა ნიავმა სახე ამიწვა, ბევრი სიარულის შემდეგ მთლად დასველებული სახლში შემოვდივარ, ირგვლივ მყოფების გაკვირვებულ თვალებს უკუვაგდებ და ჩემს ოთახში ვიმალები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.