Woman versus society!(სრულად)
სულელები და სუსტები ბრმად და გაუაზრებლად მისდევენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და ტრადიციებს ხოლო ჭკვიანები იაზრებენ და ფიქრობენ სწორია ეს ყველაფერი თუ არა! დაახლოებით ოცდათორმეტი წლის წინ ქვეყნიერებას მოევლინა ნანუკა, გაუხარდათ მისი დაბადება როგორ არ გაუხარდათ, მაგრამ ეს სიხარული ვერც კი შეედრებოდა მისი უფროსი ძმის აკაკის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს რათქმაუნდა ეს ასეც უნდა ყოფილიყო აკაკი ხომ ბიჭი იყო პრესტიჟული სქესის წარმომადგენელი, გვარის გამგრძელებელი, მერე რა რომ შვილი შვილია და გვარის გაგრძელება არგაგრძელების მიხედვით არ უნდა აფასებდეს ნორმალური მშობელი შვილს ეს ხომ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესი იყო, თუმცა ძვირფასო მეგობრებო განა ამქვეყნად რა არის იდეალური რომ საზოგადოება იყოს? მოკლედ სად ვიყავი? ავად თუ კარგად დაიწყო ნანუკას ცხოვრება ქართულ მიწაზე, მატერიალურად არასდროს არაფერი აკლდა მამამისი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი გახლდათ ერთი ეგაა ნანუკას მატერიალური კეთილდღეობა არ ყოფნიდა ბედნიერებისთვის, რაღაც ხრავდა შიგნიდან რა თვითონაც ვერ იგებდა თუმცა როდესაც შედარებით გაიზარდა და აზროვნების, სხვადასხვა საკითხის გაანალიზებისა და დაფიქრების უნარი ჩამოუყალიბდა მიხვდა რაც ხრავდა შიგნიდან! აწუხებდა და სტკიოდა თავისი თავი, დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, გარშემომყოფნი, ყველაზე მეტად საზოგადოებაში გამეფებულმა დაუნდობელმა ტრადიციებმა არა უფრო სწორად სტერეოტიპებმა შეაძრწუნა იგი რადგანაც შეუძლებელია იმ რაღაც რაღაც სიმახინჯეებს რაც საზოგადოებაში არსებობდა ტრადიცია რქმეოდა. რაც დრო გადიოდა ნანუკა უფრო და უფრო მეტს ფიქრობდა ამ ყველაფერზე ხანდახან საზოგადოება ერთ დიდ ანტაგონისტად ესახებოდა, ხანდახან სტერეოტიპებზე და ეგრეთწოდებულ ტრადიციებზე ფიქრი იმდენად აღიზიანებდა და სასოწარკვეთაში აგდებდა უნდოდა სადმე გადაკარგულიყო და მოშორებოდა ამ გარემოს, როგორ უნდოდა ერთხელაც იმდენი სიმამაცე გამოეჩინა რომ პირში მიეხალა მათთვის თუ როგორი საზიზღრები დაუნდობლები და უსამართლოები იყვნენ ისინი მის თვალში, უნდადა თითოეულ მათგანს საკუთარი თავისთვის მისი თვალით შეეხედა. განა თავისი ქვეყანა ან ხალხი სძულდა რას ბრძანებთ, მაგრამ პატრიოტიზმი ყველაფრის მოწონებას კი არ გულისხმობს რაც შენს ქვეყანაში არსებობს, ხანდახან პატრიოტიზმი სწორედ შენი ქვეყნის ცუდის დანახვა და მისი სააშკარაოზე გამოტანაა. განსაკუთრებით საკუთარი სქესისადმი არსებული აგდებული დამოკიდებულება აღიზიანებდა ნანუკას, ვერ იტანდა ისეთ სტერეოტიპებს რაც ქალს აკნინებდა ხანდახან ეჩვენებოდა რომ საზოგადოება ქალს ნაკლებად ადამიანად აღიქვავდა, როდესაც ამაზე ფიქრობდა თვალწინ ყოველთვის მშობლები ედგა, გული სტკიოდა როდესაც დამონებულ დედას უყურებდა, რომელიც ყველაფერს ყლაპავდა ''ოჯახის'' შესანარჩუნებლად და გული ერეოდა მამაზე რადგან ამ უკანასკნელს მიაჩნდა რადგან ფულს შოულობდა და ოჯახს მატერიალურად ინახავდა მისთვის გაპრავებული იყო ქალებშI სიარული და საყვარლების ყოლა. დიახ დიახ ამ უკანასკნელს არც ძმაკაცებთან ერთად ქალებში სიარული აკლდა არც საყვარლები რომლებსაც არც მალავდა, სამაგიეროდ დედას მთელი დღე ვირივით უნდა ეშრომა ძვირფას ქმარს მომსახურებოდა და იმაზეც კი პრობლემა იქმნებოდა თუკი ეს უკანასკნელი სახლიდან გავიდოდა და მეგობრებს შეხვდებოდა აბა რაა გათხოვილი ქალი იყო ოჯახისთვის უნდა მიეხედა და და აღარ ქონდა აქეთ იქით საწანწალო დრო. ერთხელ დედასთან ძალა მოიკრიბა და დედას კითხა რატომ ითმენდა ამ ყველაფერს, ''აბა ოჯახს ხომ არ დავაგრევ კაცია და გაივლის აბა'' ტრადიციული ფრაზა მოაყოლა დედამისმა, '' შენ რომ გეღალატა გაპატიებდაა?'' დაინტერესდა ნანუკა '' დედა მე ქალი ვარ და ის კაცია ქალი და კაცი ერთიაა? სხვადასხვა ბიოლოგიური მოთხოვნილებები გვაქ, თან შვილო ხალხი არ მაპატიებდა ამას თქვენ შერცხვებოდით ჩემი საქციელის გამო'' იმ ღამეს ნანუკას არ ეძინა სულ ამ საუბარზე ფიქრობდა და გრძნობდა როგორ ეჩხირებოდა ყელში ბურთი იმდენი კითხვა გასჩენოდა თავი გასკდომას ქონდა. '' საად? საად? საად? სად წერია რომ კაცის ღალატი ჩვეულებრივი მოვლენაა სად და ვინ დააკანონა ეს სიბრძნე, უჩვენეთ! გაანათლეთ! მოიძიეთ! ღალატის განხილვის დროს რატოა საზოგადოება ქალის და კაცის სხვაობაზე ჩაციკლული და რატომ ის არ ახსენდება რომ ადამიანური თვისებებით არიან ისინი და თუ კაცს სტკინს ცოლის თუნდაც ერთჯერადი ღალატი, არც ქალია გამონაკლისი, საიდან მოიტანეს ქრისტიანულ ქვეყანაშI რომ კაცის მრუშობა ჩვეულბრივი მოვლებაა? ნუთუ მეც დედაჩემისნაირი ცხოვრება უნდა მქონდეს? კითხვები მტანჯველი კითხვები გველივით დასრიალებდნენ მის გონებაში. პირველ კურსზე იყო როდესაც მის ცხოვრებაში გაჩნდა თეონა: ლამაზი, განათლებული კარგი ოჯახის შვილი, პატიოსანი მოკლედ ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებდა რაც მის მშობლებს ქონდათ მომავალ სარძლოსთან დაკავშირებით აკაკიმ ცოლი მემგონი სიყვარულის კი არა უბრალოდ იმის გამო მოიყვანა რომ ასე იყო საჭირო ცოლი და ოჯახი უნდა ყოლოდა, თან ისეთი იყო თეონა როგორიც მას აწყობდა მეოჯახე, ჩუმი უპრეტენზიო მის გულაობაზე მაინცდამაინც არ გაჭედავდა სანაცვლოდ კარგი დიასახლისი და მეუღლე იქნებოდა და შვილებსაც კარგად გაუზრდიდა. მოკლედ როგორც იყო და არ იყო თეონა მათ ოჯახში შევიდა, ნანუკა ვეღარ ცნობდა დედას ადრე ჩუმი და უპრეტენზიო ქალი რომელც ქმარს არაფერში ეწინააღმდეგებოდა ახლა ანხლ კაპას დედამთილად იქცა თითქოს ქვეყნის ბოღმის ამონთხევა მის რძალზე გადაუწყვეტიაო ცდილობდა გამუდმებით საჩხუბი მიზეზი ეპოვა ყველაფერზე შეეძLო აშარება იმასაც კი უმოწმებდა თავის დედასის როგორ დაუუთოვა პერანგი, აკაკი არც კი ცდილობდა ცოლის დაცვას, ერთხელ თეონამ შესჩIვლა თავისი გასაჭირის შესახებ, მაგრამ აკაკიმ ერთი კარგად დაუღრიალა ''ვინ მიგდიხარ დედაჩემზე ხმას რომ იღებ მეორედ ეგ სისულელე არარ გამაგონოო'' ამ ფაქტს ნანუკაც შეესწრო და ცხოვრებაშI პირველად იმხელა ზიზღი იგრძNო თავისი ძMის მიმართ ზიზღმა კინაღამ შიგნიდან დაწვა და დაფერფლა. საბრალო თეონა მორჩილად იტანდა დედამთილის და ქმრის გამოხტომებს აბა ''ოჯახს'' ხომ ვერ დაანგრევდა ხალხი რას იტყოდა თან იმ პერიოდისთვის შვილი ყავდათ უკვე და შვილს მამას ხომ არ დაუკარგავდა. ნანუკა ამ ყველაფერს უყურებდა და ეზიზღებოდა ეს სიტუაცია ეშინოდა რომ ოდესმე თვითონაც ასეთ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. დრო გადიოდა თეონას და აკაკის უკვე მეორე შვილი ეყოლათ, ნანუკამ იგრძNო რომ ნელ ნელა ამ სახლში მისი ადგილი უკვე არარ იყო ეს მისი და მისი რძლის ოჯახი იყო უკვე და თვითონ უკვე ზედმეტი ხდებოდა. ხალხი ნელნელა აჭორავდა და მის მშობლებს ეკიხებოდა როდის აპირებდა მათი ქალიშვილი გათხოვებას, არც თვითონ ნანუკას ასვენებდნენ რაზეც კი არ უნდა ყოფილიყო საუბარი ბოლოს მაინც გათხოვებაზე ჩამოუგდებდნენ სიტყვას, ნანუკა უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო გრძნობდა ვეღარ გაუძლებდა ამდენს, თურმე რა ძნელი ყოფილა საზოგადოებასთან დაპირისპირება, ისიც ამ საზოგადოების წევრი იყო და მოსწონდა თუ არ მოსწონდა მაინც აღელვებდა მათი აზრი და აშფოთებდა მათი ასეთი აბობოქრება მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ჰოდა მანაც გადადგა ეს ნაბიჯი გათხოვდა იმიტომ რომ უნდა გათხოვილიყო, თუმცა ამ გათხოვებამდე და პატრონს ჩაბარებამდე რამდენიმე ფრიად საგულისხმო მოვლენას ქონდა ადგილი. ზაზა მისი მომავალი ქმარი საკმაოდ წარმოსადეგი მამაკაცი იყო ფეხი არ აკლდა ხელი არ აკლდა როგორც აღნიშნავდა ნანუკას დედა, თავიდან ნანუკას ეჩვენებოდა რომ უყვარდა, ზაზა აღფრთოვანებული იყო მისით, კომპლიმენტებს და საჩუქრებს არ იშურებდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო ნანუკა ბედნიერად გრძნობდა თავს, მათ უკვე ოფიციალური ურთიერთობა ქონდათ თუმცა შემდეგ ნანუკამ აღმოაჩინა ის რაც ძალიან არ მოეწონა, აღმოჩნდა რომ ზაზა მის პარალელურად კიდევ ერთ ქალს ხვდებოდა, ეს როგორც კი გაიგო ნანუკას ზაზას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაძევება მოუნდა, უთხრა კიდეც მას ამის შესახებ ამ უკანასკნელმა თავი გაიგიჟა '' შენ მიყვარხარ მასთან მხოლოდ ვერთობი'' ''ეგ ქალი ჩემთვის ნაშაა ცოლად კი მხოლოდ შენ მოგიყვან!'' ამ ფრაზებმა ნანუკა უარესად შეშალა ბრაზისგან ჭკუიდან, თუმცა შემდეგ ლამის მთელმა ოჯახმა პირდაპირი მნიშვნელობით აიძულა მასთან შერიგება , მამამ, ძმამ, დედამ და რძალმა ორმა გულაობის ორმა კი მეორე ნახევრის გულაობაზე თვალის დახუჭვის სპეციალისტმა ნანუკას ტვინი გამოუჭედა ათასი ბრძნული ფრაზით '' რა სისულელის გამო კარგავ მაგისთანა ბიჭს, დიდი ამბავი თუ ვიღაცა ყავს გასართობად, შენ ხომ სერიოზულად გიყურებს'' ''ოფიციალური ურთიერთობა გაქვთ და ასე უცებ დაშორებაა, ცუდი სახელი დაგრჩება ხალხში'' '' თავი მოგვეჭრება რას იტყვის ხალხი ისედაც სულ შენი გათხოვება ეკერათ პირზე ახლა უარესად აყაყანდებიან'' განსაკუთრებით აქტიურებდა ბატონი მამა რომელსაც ერთი სული ქონდა ქალიშვილი პატრონს ჩაებარებინა, ბოლო ფრაზამ განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ნანუკაზე, სასაცილოა არა? გულში გამუდმებით საზოგადოების ლანძღვაშI იყო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა საშინლად შეეშინდა მისი, ხალხის ჭორაობის და მისკენ გამოშვერილი ხელების შეეშინდა, ჰოოდა აი აქ მან დაუშვა დიდი დიდი შეცდომა რასაც თავის მოტყუება ქვია, იგი წავიდა მისი თავის პრინციპების წინააღმდეგ, დაიჯერა უფროსწორად უნდოდა დაეჯერებინა რომ მართლაც სისულელე იყო ის რის გამოც ზაზასთან დაშორებას აპირებდა, რომ ზაზას ის ნამდვილად უყვარდა და მასთან ბედნიერი იქნებოდა. მოკლედ და კონკრეტულად ის მას შეურიგდა იმ პირობით რომ დაქორწინების შემდეგ მსგავს ფაქტს აღარ ექნებოდა ადგილი. ტრადიციული ქორწილი გადაიხადეს ბევრი გალეშილი კაცი, გატეხილი თეფში და ტრადიციული ჩხუბი. ასე და ამრიგად ნანუკას ცხოვრებაში ახალი ერა დადგა, თუმცა რამდენად ბედნიერი ეს საკითხავია, მისი ახალი ოჯახი დედამთილისგან, მამამთილისგან და სტუდენტი მულისგან შედგებოდა ასე ეგონა თეონას ბედს იზიარებდა. მის დედამთილს როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რომ მისი შვილი ზრდასრული მამაკაცი იყო ისე უჩლიქავდა ენას გეგონება ჯერ კიდევ 5 წლის ბავშვი ყოფილიყოს, ავად თუ კარგად ნანუკამ დაიწყო ახალ ოჯახში ცხოვრება ცდილობდა სიტუაციას მორგებოდა დედამთილთანაც ცდილობდა ნორმალური ურთიერთობა ქონოდა თუმცა ეს უკანასკნელი სულ კრიჭაში ედგა ნანუკას უკვე აღიზიანებდა მისი უაზრო გამოხტომები, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა რომ იდეალური არავინ იყო და როგორმე უნდა შეგუებოდა ამ სიტუაციას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა ნანუკა მალე დარჩა ფეხმძიმედ მალე პატარა ნუციკო მოევლინა ქვეყანას, ნანუკამ აქამდე არ იცოდა რა იყო ბედნიერება სანამ მისი შვილი მკერდზე არ მიიკრო იმ წამს იგრძნო, რომ ამ პაწაწინა არსებისთვის ქვეყნიერებას დაუპირისპირდებოდა, არაფერს შეუშინდებოდა ამქვეყნად ამ პაწაწინა არსების გამო დაუფიქრებლად დათმობდა სიცოცხლეს, ცეცხლშიც კი შევარდებოდა თუ დასჭირდებოდა. აი ზაზაზე რა მოგახსენოთ ბიჭი უნდოდა და დიდათ აღფრთოვანებული არ დარჩენილა, ძმაკაცებთან ისე ლაპარაკობდა თითქოს თავს იმართლებდა რომ გაბედა და პირველი გოგო ეყოლა და არა ვაჟკაცი. ნუციკოზე ზრუნვა მთლიანად ნანუკას დაევალა, ზაზა ისე იქცეოდა თითქოს არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა ნანუკას საერთოდ ''აეკრძალა'' სახლიდან გასვლა მაშინ როდესაც ზაზა სიარულებს და ქეიფებს არ იკლებდა ნანუკას უკვე ყელში ქონდა ეს სიტუაცია და საყვედურებს არ აკლებდა რაზეც დედამთილს საშინელი რეაქცია ქონდა, ის იყო კლასიკური დედამთილი, რომელიც მუდმივად პირმშოს მხარეს იყო. ნანუკა გრძნობდა როგორ ევსებოდა მოთმინების ფიალა. ერთხელ მოხდა სრულიად ბანალური რამ ასეთი შემთხვევების შესახებ ჩემო მეგობრებო ალბათ ხშირად მოგისმენით და ამით ალბათ ნამდვილად ვერ გაგაკვირვებთ, მაგრამ რომ ვერ გაგაკვირვებთ და ხშირად გსმენიათ ასეთების შესახებ უბედურებაც სწორედ ესაა, მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს სამდღიანი ქეიფის შემდეგ ბატონმა ზაზამ სახლში დაბრუნება იკადრა და ნანუკამ მას უპოვაა... დაკონკრეტება არ გვინდა, მოკლედ ბატონი ზაზას გაგულავებას ქონდა ადგილი. ნანუკას რათქმაუნდა საშინელი რეაქცია ქონდა და გაქცევა უნდოდა თუმცა, ამჯერადაც პატივცემული საზოგადოება ჩაერია დედამთილმა მეზობლებმა და გაგიკვირდებათ მეზობლის ბიძაშვილმაც კი ითავა ნანუკას ''გონზ ემოყვანა'', ''ასეთი პატარა რაღაცის გულისთვის ოჯახის დანგრევა შეიძლება დედიკოო'' '' ვის ქმარს არ გაუვლია გვერძე, მაგრამ ამის გამო ოჯახი არ დანგრეულა'' ''ყველა კაცი აცუნდრუკებულა მაგის გამო რო ცოლები ოჯახს ანგრევდნენ ოჯახი აღარ დარჩებოდა'' ''სად უნდა წახვიდე დედიკო რისი იმედი გაქვს, ძმას და რძალს ხომ არ მიადგებ სირცხვილია'' გქონიათ მომენტი მომენტი როდესაც თქვენი თავი შეგძულებიათ თქვენივე ნამოქმედარის გამო, ნანუკაც ამ დღეშI ჩავარდა არ უპატიებია ზაზასთვის , მაგრამ ისევ და ისევ საზოგადოების გავლენა, მოკლედ დარჩა, მაგრამ ''ოჯახი'' მაინც დაინგრა თუმცა მემგონი ეს ''ოჯახი'' არც არასდროს შექმნილა. რაც დრო გადიოდა ნანუკას მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა ზაზა სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა, ცოლს ისე ექცეოდა თითქოს სულელი ყოფილიყო რომელსაც ხმა არაფერზე ამოეღება, გამუდმებით უხეშად ელაპარაკებოდა, ნანუკას მეგობრებთან შეხვედრაზეც კი უყვიროდა თითქოს ის ადამიანი არ ყოფილიყო და მისი მოვალეობა მხოლოდ მთელი დღე ვირივით შრომა ყოფილიყოს, ნანუკას უკვე ცხოვრების ხალისი ჰქონდა დაკარგული. ყველა სიკეთესთან ერთად ზაზას აუტანელი სიმთვრალე ქონდა გალეშილი ყველაფერს დალეწავდა და უშვერი სიტყვებით აგინებდა ხოლმე ცოლს, რამდენჯერმე გაარტყაა კიდეც როდესაც ნანუკამ შელაპარაკება გაბედა. ''ცუდია თუ კარგია ქმარია დედიკო რას იზავ'' ეუბნებოდნენ ხოლმე უფროსი დეიდები. ნანუკა უკვე მოსიარულე გვამს დამსგავსებოდა, უემოციო, გასაცოდავებულ მოსიარულე გვამს, ჩუმად იტანდა ყოველდღიურ დამცირებას, დაცინვას, დედის გინებას, ღრიალს, ხანდახან ხელის გარტყმასაც, ღალატს. ვინ იცის კიდვ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს საცოდაობა რომ არა ერთი შემთხვევა. ერთხელ როდესაც რამდენიმე დღიანი ქეიფის და გულაობის შემდეგ ბატონმა ზაზამ როგორც იქნა სახლში დაბრუნება იკადრა და როგორც ჩვეოდა ცოლს უშვერი სიტყვებით დაუწყო გინება , პატარა ნუციკო უცებ ოთახიდან გამობანცალდა და თავისი თვალები მიანათა დედიკოს, ნანუკასთვის შვილის შეშინებული თვალები სილის გარტყმის ტოლფასი იყო მასში ძველმა ნანუკამ გაიღვიძა იმ ნანუკამ საზოგადოების მიერ დადგელინ უჯიში წესებს რომ აპროტესტებდა. ნანუკამ უცებ მთელი ძალით შემოკრა გალეშილ ქმარს, ეს უკანასკნელი თითქოს უცებ გამოფხიზლდაო და გაკვირვებული თვალები მიანათა მის წინ მდგომს. -არარაობა ხარ და მთელი გულით მძულხარ! საშინელი ზიზღით მიაძახა ჯანდაბაში გასაშვებად გამზადებულ ქმარს ნუციკოს ხელი დაავლო ბარგი ჩაალაგა და უკანმოუხედავათ გამოიქცა საძულველი სახლიდან. თვითონაც არ სჯეროდა რომ ეს გააკეთა თითქოს მასში გადატრიალება მოხდა, ერთი რამ დანამდვილებით იცოდა ხალხის აზრს მისთვის აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა ამის გააზრებამ თითქოს ლოდი მოაშორა გულიდან, ნამდვილად ამის შემდეგ პირიქით სწორედ საზოგადოებას მათ მიერ შექმნილ და შენახულ მახინჯ წესებს დაუპირისპირდებოდა და დაიცავდა სხვებს რომ იგივე საშინელება არ გამოეარათ რაც მან გამოიარა, პირველ რიგში თავის ძველ ოჯახშ უნდა მისულიყო იმ ძელ ოჯახში საიდანაც სპალნით გამოათხოვეს და ამის შემდეგ არც კი უკითხავთ როგორ იყო ის, იმიტომ რომ უკვე პატრონს ჩაბარებულად მიიჩნევდნენ. ტაქს თავისი მისამართი უთხრა ნუციკო ხელში აიყვანა და ბრახუნი ატეხა კარზე. კარია გაღებისთანავე ნანუკამ გაკვირვებული თეონას სახე დააფიქსირა. -ნანუკაა? ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მულს კი არა მოჩვენებას ხედავდა. -ჰოო ჰოო ძვირფასო რძალო მე ვარ! ირონიით უპასუხა და სახლში შევიდა. ოთახში მთელ ოჯახს მოეყარა თავი. - ნანუკაა რატომ არ გვითხარი რომ მოდიოდი ზაზა სად არიის? ცდილობდა გაკვირვება დაემალა ნანუკას მამას. -ჰაჰ ძვირფასო მამიკო შენი ძვირფასი სიძე სულ რაღაც ოციოდე წუთის წინ ჯანდაბაში იქნა გაშვებული, მაგრამ დაწყნარდი აქ დასარჩენად არ მოვსულვარ მის უდიდებულესობა ხალხს არ ვალაპარაკებ რომ განათხოვარი და შვილიანი ქალიშვილი დასახლდა შენთან წავალ და ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ მანამდე კი თითოეულ თქვენგანს მინდა სიმართლე გითხრათ ის რაც დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში ბარემ შენგან დავიწყებ მამა, იცი მთელი ბავშვობა და მოზარდობა ვუყურებდი შენს უაზრო საქცელებს და გული მერეოდა შენ გეგონა რადგან მაღალი თანამდებობა გეჭირა, ბევრ ფულს შულობდი და ოჯახს არაფერს აკლებდი ნუ მატერიალურად შენთვის გაპრავებული იყო კაი ქალებში გულაობა და საყვარლებში სირბილი მინდა გითხრა ძვირფასო მამიო რომ ცდებოდი, პირველ რიგში არ არსებობს ამქვეყნად არანაირი მიზეზი არანაირი არგუმენტი რაც ადამიანს ღალატის უფლებას მისცემს, მეორეც ფული არ არის ყველაფერი ფულის გარდა კიდევ ბევრი რამ არსებობს სითბო სიყვარული ზრუნვა ადამიანური გაგება ეს ყველაფერი კი შენ დედასთვის ვერ გაიმეტე პირიქით თავს ლაფი დაასხი და გადააყოლე შენს ნაშებს და საყვარლებს. ნანუკამ ახლა გაოგნებულ დედას შეხედა და გააგრძელა მისი გულისნადების გაზიარება. შენ დედა იმის მაგივრად რომ პროტესტი გამოგეცხადებინა ამ ყველაფერზე სუსტი აღმოჩნდი წყალში გადაყარე შენ საუკეთესო წლები, იმის მაგივრად რომ მას დაპირისპირებოდი მისთვის არ მიგეცა შენი დაჩაგვრის უფლება ადექი და წლების შემდეგ დაგროვილი ბოღმა საბრალო თეონაზე ამოანთხიე საბრალო გოგო დაბალ ღობედ მიიჩნიე ისე გაუწყალე გული თითქოს შენს რაიმე უბედურებაში ის ყოფილიყო დამნაშავე. ნანუკამ ახლა ძმისკენ მიიხედა და ჩაიცინა. -ძვირფასო ძმაო გამუდმებით კაცობაზე პრეტენზიები რო გქონდა დიდის ამბით სუფრაზე მაგარი კაცი რო იყავი და დიდის ამბით რო სვავდი მანდილოსნების სადღეგრძელოს, სინამდვილეში იმის ერთი ადგილიც არ აღმოგაჩნდა რომ ცოლი დაგეცვა დედაშენის შპილკებისგან როდესაც საწყალი გოგო შენთან როგორც კედელთან დამხმარე ძალასთან საიმედო ადამიანთან მოვიდა და გასაჭირი გაგიზიარა ისეთი სიტყვებით მიმართე მე დამეწვა მის მაგივრად გული შენ არ იმსახურებ ადამიანს გესმის არ იმსახურებ! ბოლოს კი ნანუკამ თეონას გადახედა მას მხოლოდ სამად სამი სიტყვა უთხრა. -მეცოდები ჩემო რძალო მეცოდები! ეს თქვა ნანუკამ ნუციკო ხელში აიყვანა და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას. გარეთ გამოსულს გუნდი დახვდა იქ ნანუკამ გაიცინა მათში თავისი ჭორიკანა მეზობლები რომ ამოიცნო, უცებ გადაწყვიტა ერთი ორი სიტყვა მათთვისაც მიეგებებინა უცებ შემობრუნდა და საოცარი თავდაჯერებულობით დაიწყო. -ძვირფასო მეზობლებო ბოროტი საზოგადოების ნაწილნო დიდი ხანია ზოგადად საზოგადოებისთვის ბნელი, უსამართლო საზოგადოებისთვის პირში მიხლა მინდა ყველაფერ იმის რასაც მათზე ვფიქრობ თქვენ მართლია მთლიანი საზოგადოება არ ხართ მაგრამ ძირითადად სწორედ თქვენნაირებისგან შედგება, მინდა მოგახსენოთ რომ ამიერიდან მე რეპუტაციაშერყეული ვარ რადგან განათხოვარი და შვილიანი ვარ დიახ დიახ არ მოგესმათ, ჩვენს ძვირფას საზოგადოებაში ხომ განათხოვრებს ეჭვის თვალით უყურებენ მნიშვნელობა არა აქვს რა მიზეზით გაეყარნენ ისინი ქმრეს, მოკლედ მინდა გითხრა ამიერიდან ძალიან არ მაინტერესებს ვისთვის ვიქნები მისაღები და ვისთვის რეპუტაციაშერყეული, შეიძლება განათხოვარი ვარ მაგრამ ბევრ გათხოვილს ვჯობივარ იმით რომ ჩემი შვილი ბედნიერი იქნება და არ მოუწებს რქებდადგმული გასაცოდავებული დედის ყურება მე მას ყველანაირ პირობას შევუქმნი რომ ბედნიერი იყოს და არასდროს არ დავაყენებ სულელი საზოგადოების აზრს მისი ბედნიერების წინ, თქვენ კი საცოდავები ხართ რადგან არ გაგაჩნიათ საკუთარი ცხოვრება ალბათ თავისდროზე თქვენც დაგადგეს რქები ძვირფასმა ქმრებმა თქვენს იყავით სიტყვიერი ან ფიზიკური ძალადბის მსხვერპლნი ახლა კი დაბოღმილები იმით რომ ცხოვრების საუკეთესო წლები დაკარგეთ სხვებზე ჭორაობით იოხებთ გულს, მრცხვენია რომ ოდესღაც თქვენნაირი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოების გავლენის ქვეშ მოვექეცი და კინაღამ დამენგრა ცხოვრება, მაგრას ეს ყველაფერი წარსულია ახლა რაც ძალა და ღონე მაქვს საზოგადოების შექმნილ წესებს მახინჯ წესებს შევებრძოლები და შევეცდები დავიცვა სხვა ადამიანები რომ საზოგადოების უტვინო სტერეოტიპების გამო იგივე ჯოჯოხეთი გაიარონ რაც მე! გაკვირვებულმა ქალებმა ერთმანეთს გადახედეს, ნანუკამ ირონიულად ჩაიცინა და სამუდამოდ მოშორდა იქაურობას. ........... მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ ისე მოხდა რომ ნანუკა ერთ ერთ არასამთავრობო ფემინისტურ ორგანიზაციაში მოეწყო, რომელიც ცდილობდა დახმარებოდა ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ზაზასგან აღარაფერი გაუგია და არც აინტერესებდა ზუსტად იცოდა მთელი მსოფლიო რომ დაპირისპირებოდა მას აღარ დაუბრუნდებოდა. .......... 1) მეგობრებო ბოდიშით გრამატიკული შეცდომებისთვის რომელიც ალბათ მრავლად მაქვს. 2) ვიცი ცოტა ბანალური თემაა და ალბათ ბევრი წაგიკითხავთ ამავე საკითხებზე დაწერილი, მაგრამ ეს ის თემაა რაც მე მაინტერესებს და მე მირჩევნია ბანალურ, მაგრამ ჩემთვის საინტერესო საკითხებზე ვწერო. 3) იმედია თავში დაწერილი ფრაზა არავის გააბრაზებს, არავის წყენინება არ მინდა უბრალოდ ეს ჩემი აზრითაა სისულელე და სისუსტე საზოგადოებაში არსებული ყველა ტრადიციის და სტერეოტიპის ბრმად გაზიარება ყველანაირი დაფიქრების გარეშე;დდდ. 4) ცოტა ფემინისტური ისტორია გამომივიდა არ იფიქროთ თითქოს კაცთმოძულე ვიყო ან რამე მსგავსი;დდდ რათქმაუნდა ყველა ზაზასნაირი არაა უბრალოდ საკამოდ ბევრნი არიან ასეთები. 5) იმედია მოგეწონებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.