შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის წერილები


8-12-2016, 22:44
ავტორი Yato
ნანახია 1 406

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა 18 წელი შემისრულდა ჩემს ცხოვრებაში ახალი, დამოუკიდებელი ეტაპი დგებოდა მაგრამ ეს ყველაფერი დიდად არ მიხაროდა, მოხუცივით მეზარებოდა დაბადების დღის გადახდა, მეგობრები , საჩუქრები და რაც ყველაფერ ამას ახლავს, მხიარულება. დილიდანვე დაიწყო მზადება "ჩემი დღისთვის" დედაჩემი და ჩემი დაიკო ისე ემზადებოდნენ თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ან შეიძლება იყო კიდეც ყველასთვის ჩემს გარდა .
ახალმა გაღვიძებულმა ძვლივს მივაღწიე სააბაზაონომდე წყალი გადავივლე ჩავიცვი და დასასეირნოდ გასვლა გადავწყვიტე, კიბეებზე ჩავირბინე და მომღიმარი დედა ჩემსკენ გამოემართა.
- გილოცავ საყვარელო დღეს სრულწლოვანი გახდი
- მადლობა დედა, გავისეირნებ და მალე დავბრუნდები
- კარგი, არ დააგვიანო დღეს შენი დღეა და უნდა მოვემზადოთ
- გავიგე ! - თვალები გადავატრიალე, ვცდილობდი დედის გული არ გამეტეხა და უმადურივით არ მოვქცეულიყავი მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელი და დამღლელი იყო ჩემთვის, დროის ფუჭი ხარჯვა.
ქურთუკი ჩავიცვი, თბილად შევიფუთნე და გარეთ გავედი, ცივი ჰაერი სახეში შემომეფეთა და ცხვირი ამიწვა, მაგრამ სახლში მაინც არ შევბრუნდი, სახლს რომ მოვშორდი შევამჩნიე რომ ქურთუკში რაღაც ისეთი მედო რაც მე ნამდვილად არ ჩამიდია თავიდან დედაჩემის სიურპრიზი მეგონა და სახე "მომეღრიცა" მაგრამ უბრალო წერილი აღმოჩნდა, გარედან სრულიად სუფთა მხოლოდ ლათინური ასოებით ჩემი სახელი მერიემი ეწერა, წერილი ისე გამოიყურებოდა როგორც ცუდი ამბის მომასწავლებელი, ფილმებში ჟურნალებიდან ამოჩრილი ასოებით დაწერილი, შემაშინებელი ტექსტი რომ უნდა ეწეროს, მაგრამ არაფერი მსგავსი უბრალო კალიგრაფიით დაწერილი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული წერილი,გავხსენი და კითხვა დავიწყე : გამარჯობა საყვარელო, ვიცი ალბათ ბოლო ადამიანი ვიქნები ვისზეც იფიქრებ რომ გწერს ამიტომ არ გაგიმხსელ ჩემს ვინაობას, ვიცი არასდროს გიყვარდა შენი დაბადების დღის აღნიშვნა და საჩუქრები ამიტომაც ვარჩიე ერთი უბრალო წერილით მომელოცა, ამ წერილს საშინლად დაძაბული ვწერ არ მინდა რამე ისეთი წამომცდეს რაც ჩემსკენ მიანიშნებს ამიტომ იძულებული ვარ ოფიციალურად გესაუბრო, სინამდვილეში კი შენი სუნის შეგრძნება და კისერში ჩაფლობა მინდა, მაგრამ ამის საშუალება დარწმუნებული ვარ კიდევ დიდი ხანი არ მექნება.ნუ გამიბრაზდები საყვარელო მე ხომ ასე ძალიან მიყვარხარ გილოცავ დაბადების დღეს...

თავში ათასი აზრი ერთად მიტრიალებდა მთელ ჩემს წარსულს გადავხედე ფიქრებში და ყველა შესაძლო ადამიანი წარმოვიდგინე მაგრამ მაინც ვერ ამოვიცანი უცნობი, ძალიან ავნერვიულდი სიმართლე რომ ვთქვა შემაშინებელი ტექსტი მერჩივნა ამ სასიყვარულო წერილ სრომელმაც საგონებელში ჩამაგდო, აშკარად ნამდვილად ჭკვიანია წერილის ავტორი იცოდა როგორ გაეკეთებინა ისე რომ ჩემს ფიქრებს დაპატრონებოდა. წერილი ისევ კონვერტში ჩავდე და ცუდ ხასიათზე მყოფს უფრო გამიფუჭდა ხასიათი სახლისკენ წავედი, სახლში რომ შევედი იმდენი ხალხი დამხვდა ჯობდა საერთოდ არ შევსულიყავი დედაჩემმა ჩემს მაგივრად მთელი სანათესაო მოიყვანა გამიკვირდა გარდაცვილი ბაბუაჩემი რომ ვერ დავინახე ისეთი ამბავი იყო , მინდოდა შეუმჩნევლად ოთახში ავსულიყავი მაგრამ ერთ-ერთმა ნათესავმა რომელიც საერთოდ არ ვიცი როგორი ნათესავია დამინახა და ხმამაღლა დაიყვირა:
-იუბილარი მოვიდა!
-გამარჯობა, მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას ჩუმად და მშვიდობიანად ჩემს ოთახში ავალ -ცოტათი უხეშად გამომივიდა მაგრამ ყველაფერს გავაკეთებდი რომ ამ ხალხისთვის თავი ამერიდებინა დედაჩემთან მივედი ლოყაზე ვაკოცე რომ ჩემი საქციელი არ წყენოდადა უცებ ავირბინე კიბეებზე, შევაღე ჩემი ოთახის კარი და ლოგინზე პირქვე დავეცი, სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ტანჯვა და ფიქრები იმაზე თუ ვინ გამომიგზავნა წერილი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent