"Philophobia" (სრულად)
საავადმყოფოდან ისე გამოვედი არც არავის შეუნიშნავს ან კი ვის უნდა შეენიშნა.ისევ იქაურ ხალათში გამოწყობილი თავჩაღუნული მივაბიჯებ ქუჩაში.უკვე არავინ და არაფერი მადარდებს. სიმართლე,რომ ვთქვა ტვინში ფიქრის წერტილი გავთიშე.უბრალოდ მივდივარ.ღამეა.მანქანები ნაკლებად დადიან.ათასში ერთი თუ გაიშხუილებს.ვხდები როგორ მიყურებენ თუმცა რატომღაც არავინ იწუხებს თავს მკითხოვს რა მჭირს.ძალიანაც კარგი.ლამპიონების შუქზე მივაბიჯებდი და ისე აღმოვჩნდი ხიდზე ვერც მივხვდი.რატომღაც სურვილმა მძლია კიდეს იქედან დავმდგარიყავი და ასეც მოვიქეცი.თვალი წყალში მოლივლივე მთვარეს გავუსწორე,შემდეგ ზემოთ ავხედე ცას.დღეს განსაკუთრებით კაშკაშებს ვარსკვლავები.შევხედე და თითქოს ყველა ოცნებამ ერთ წამში თვალწინ გამირბინა. მწარედ ირონიულად ჩამეღიმა და ჩემ ბედს დავცინე უფრო სწორედ აქედ დამცინა,მე კი მხოლოდ ირონიული ღიმილით ვუპასუხე.თავი ისევ ჩავხარე და ისევ წყალში მოლივლივე მთვარეს გავხედე.თვალები მაგრად დავხუჭე წამში ყველაფერი გაქრა თითქოს სიმშვიდემ მოიცვა ჩემი სხეული.აი ეს ის იყო რაც მჭირდებოდა.ახლა მზად ვარ მეც შევუერთდე ამ წყალს და მთვარესთან ერთად ვილივლივო. მთელი სხეულით წინ ვიწევი და ხელებს ვადუნებ,რომ მოაჯირს გავუშვა. -არ ქნა ეს!- უცებ ვიღაც მიყვირის ცივი ხმით.მოდუნებულ ხელებს ისევ მაგრად ვუჭერ,თვალებს ვახელ და იმ მიმართულებით ვუყურები საიდანაც ხმა მომესმა,რომ ჩემი მყუდროების დამრღვევს გავხედო.- ამით ცხოვრება არ მთავრდება-ისევ აგრძელდებს და ნელი ნაბიჯით ჩემსკენ მოიწევს. -ჩემთვის მთავრდება-ვუპასუხე.თავი ისევ მოვატრიალე და წყალს ჩავხედე თითქოს ვამოწმებდი ხომ ისევ მიცდიდა. -არა არ დამთავრებულა.-ჯიუტად მიმეორებდა. -შენ საერთოდ არაფერი იცი-გაბრაზებული მზერით გავხედე.ვინაა და რატომ ერევა საერთოდ ჩემს გადაწყვეტილებებში.სახეზე მეორედ შეხედვით თითქოს მეცნო მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ საიდან. -ვიცი.ისეთი არაფერი მომხდარა და გთხოვ გადმოდი აქეთ.ეს არ ქნა.თავის მოკვლით ვერაფერს იზავ. ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან ვისაც ცხოვრება და ცხოვრების სირთულეები აშინებთ. უფრო ძლიერი უნდა გახდე და დაუპირისპირდე სირთულეებს ამაყად. გადმოდი კარგი?-წყნარად მიყურებს თან ხელს მიწვდის და წინ ნელი ნაბიჯით მოიწევს ისევ.მეც არ ვიცი რატომ მინდა .არ მინდა სუსტი ვიყო. ახლა თუ ამას ვიზავ ლაჩრის სახელი მომეწეპება,რომელიც გაექცა სირცხვილს და ყველაზე მარტივი გზა აარჩია თავის დასაღწევად.არა არ მინდა ასე. ოდნავ მისკენ ვტრიალდები და მასაც თვალებში სიმშვიდის ნაპერწკალი უვლის.უხარია,რომ გადავიფიქრე მაგრამ რატომ? ჩემთვის არავინაა.ახლაღა მახსენდები,რომ გამოსვლამდე საავადმყოფოში შევნიშნე.აი საიდან მეცნო.თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს,რომ ჩემთვის არავინაა.ვცდილობ ისევე გადავიდე როგორც გადმოვედი.ყველაფერი წამებში მოხდა.ფეხი დამიცდა და პირდაპირ წყლისკენ ზურგით გავექანე.სიცოცხლისკენ მობრუნებული ისევ სიკვდილს მივუბრუნდი.შიშისგან დავიყვირე თუმცა მალევე გავჩუმდი.ჩემი სხეული მძიმედ ჩაიძირა წყალში.ვგრძნობ როგორ ავსებს პირის თითოეული მოძრაობა ჩემს ფილტვებს წყლით.სუნთქვა ნელ ნელა მეკვრება ისევ. წინანდელი შეგრძნება მინახლდება.ყურებში გულის მძიმე დარტყმა მესმის,რომელიც თანდათან ჩერდება.თვალები დავხუჭე ვფიქრობ სამუდამოდაც.საბოლოოდ ჩემი გადაწყვეტილება მასხენდება სიცოცხლისკენ შებრუნება და ისევ ირონიულად მეცინება."ხედავ? არც ზევით უნდათ აქ დავრჩე" მესმის შინაგანი მონაკივი ხმა. "იმათი რა ბრალია მე თუ დაუდევარი ვარ." ვცდილობ ყველა გავამართლო საკუთარი თავის გარდა და მეც მივაკივლე შინაგან ხმას.საბოლოოდ მინელდა გულის ძგერა. ირგვლივ კი სიბნელე ჩამოწვა. *** საწოლის ერთ კუთხეში მოხვეული ვწევარ. ძილიდან კარებზე ზარს გამოვყავარ. -ჯანდაბა. ლიკა გააღე კარები -გავყვირე ბებიაჩემს მძინარე ხმით. -საბაზანოში ვარ-მხიარულად გამომძახა აბაზანიდან. -აიი...-ზანტად წამოვდექი.თვალის ნიღაბი მოვიხსენი.სინათლემ სწრაფად მომჭრა თვალი.ვდგები და კარებისკენ მივდივარ თან სინათლეს ვეჩვევი. უკვე მისულს მახსენდება ტანზე დავიხედო.თეთრი მაისური და მოკლე შორტს ვხედავ იქვე მდგარ სარკეში.-კიდევ კარგი -მეღიმება და სახელურს დავწვდი. -გამარჯობათ.თქვენთვის წერილია-ჩაილაპარაკა კონვერტი მომაწონა ისე არც შემოუხედავს.კიდევ რაღაცას ეძებს ჩანთაში.აი ისიც რაღაც მოწყობილობას იღებს-ხელი აქ მოაწერეთ... -ახლაღა შემომხედა შემათვალიერა და ჩამიღიმა.მის ამ ქცევაზე სიბრაზე მომედო მთელ სხეულში-თუ შეიძლება -ამატებს ნაზი ხმით.ვგრძნობ როგორ ამეძგიბა ცალი წარბი და სახეზე უკმაყოფილება დამეტყო.სახიდან წეღანდელი ღიმილი გაეპარა.ხელი სწრაფად მოვუწერე და კარები მივუჯახუნე.ახლაღა დავხედე წერილს.ჩემი დისგან იყო.ისე გამეხარდა სულ დამავიწყდა წეღანდელი სიბრაზე. -ვინ იყო?-აბაზანიდან ახლახანს გამოსული ხალათში გამოწყობილი ყურადღებით მიყურებს. -კურიერი იყო ნიასგან წერილია.-კიდევ ავატრიალე წერილი და ვცდილობ გავხსნა. -წერილი? რომელი საუკუნეა- ჩაიცინა და ახლოს მოიწია. -ბებია ყველა შენსავით თანამედროვე ხომ არა-მეცინება მეც.თუმცა მეც მეუცნაურება.წერილი? მაილი,სკაიპი და ათასი სხვა საშუალებაა მოსაწერად.როგორც იქნა გავხიე კონვერტი.შიგთავსი ამოვიღე.-ბილეთებია -გავუწოდე ბებიას.მანაც მაშინვე გამომართვა -ვა რა მაგარია. როდის მივფრინავთ?-ბილეთები გახსნა და შეათვალიერა.- ზეგ-მხიარულად წამოიყვირა და პატარა ბავშვით აცქმუტდა.ხანდახან მგონია მე ვარ ბებია და ის შვილიშვილი. თუმცა მიხარია, რომ ასეთია. ყველაფერზე იოლად გიგებს და გეხმარება თავისი ოპტიმისზმით.დღეს რაც ვარ ისიც მისი დამსახურებაა.კონვერტში კიდევ რაღაც დევს.პატარა ბარათი გამომაქვს.-"ძალიან მენატრებით.მინდა ჩემს ნიშნობაზე ჩემს გვერდით იყოთ.გელოდებით.სიყვარულით ნია და ჯეკი"-ვკითხულობ ხმამაღლა და ბებიაჩემს თვალები სიხარულისგან უფართოვდება. -როგორც იქნა ხელი სთხოვა.რადგან გვეპატიჟებიან ალბათ გრანდიოზული წვეულება ექნებათ სადაც ჩემ ლამაზ გოგოს ყველას წინაშე საცოლედ გამოაცხადებს.რატომა ეს ბილეთები ზეგისთვის და არა ხვალისთვის-გაბრაზებით შეეცვალა უცებ სახე.მე კი სიცილი ამიტყდა.-მეც მინდოდა ჯეკს ცოლად გავყოლოდი.-ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა ამის გაგებაზე კი პირი ღია დამრჩა. -ნიას ჯეკს?-გაოცებისგან თვალები შუბლზე ამდის.ახლა ის დამცინის ჩემ გამომეტყველებაზე. -არა სულელო. ჯეკი ჩანი ხომ იცი აი იმაზე. ახალგაზრდობაში მიყვარდა და ვოცნებობდი მის ცოლობაზე,მაგრამ ბაბუაშენს გავყევი რას ვიზავთ.-დანანებით ჩაილაპარაკა და სამზარეულოსკენ წავიდა.-ისე იმ წვეულებაზე ხომ იქნებიან ცნობილები და შეიძლება ისიც იყოს.-ისევ დაეტყო ხმაში სიხარული. -ბებია მას ცოლ-შვილი ყავს- სიცილი ამიტყდა ისევ.სამზარეულში შესული მაგიდასთან ვჯდები. - მერე რა?-ისე შემომხედა თითქოს ელემენტარულს ვერ ვიგებდე.- რადგან ცოლი ყავს არ შეიძლება ვნახო? მე მისი დიდი ხნის ფანი ვარ.-ისევ ყავის მანქანას მიუბრუნდა ფინჯნებში ჩამოასხა და ერთი ჩემს წინ დადო. -შეშლილ ფან გოგოს მაგონებ ბე-ჩავუცინე და ცხელი სითხე მოვსვი. -ხომ იცი არ მიყვარს როცა ბებიას მიძახი.თავი ბებერი მგონია.-თვალი თვალში გამიყარა. - კარგი კარგი ლიკა -რაც შეიძლება ფართოდ გავუღიმე და მასაც გადავდე ღიმილი. - თითქოს ეს შენთვის უცხო თემა იყოს- შეპარვით იწყებს თუმცა მაშინვე ვაჩუმებ. -გთხოვ არ გვინდა.- ხვდება,რომ საერთოდ არ უნდა ახსენოს ჩემთან წარსული ის ბნელი დღეები რაც ყველაფერ ცუდს მახსენებს.მე კი არ მინდა ისევ შემოვუშვა ის ფიქრები და გრძნობები ჩემს ცხოვრებაში.აი ამიტომ მიყვარს ასე ძაან ბებიაჩემი მაშინვე ანებებს თავს ამ თემაზე ლაპარაკს და მხიარულად აწყობს წასვლისთვის გეგმებს.მე კი გულისყურით ვუსმენ თან მეცინება.მასთან ყოფნა არასდროსაა მოსაწყენი. *** ფრენა დამღლელი იყო.მიუხედავად ბიზნესის კლასით მგზავრობისა მაინც დავიღალე.აეროპორტში ვიღაც გვხდება,რომელსაც ხელში დაფა უჭირავს ჩვენი სახელებით.სათვალეებს შიგნით თვალებს ვატრიალებ. -თვითონ ვერ დაგვხდა?-გაბრაზებული გადავულაპარაკე მხიარულად მიმავალს. - ბევრი საქმე ექნებოდა.-მხიარულად მიეჭრა დამხვდურს და ინგლისურად გამოელაპარაკა.ჩემდა გასაკვირად მანაც იგივე ენით უპასუხა."ერჩივნა არ ეპასუხა ახლა ვეღარც მოიცილებს"-გავიფიქრე და ჩამეცინა.ჩემოდანი ორივეს გამოგვართვა.უკან მივყევით.ორივე უკანა სავარძელში მოვთავსდით.გზაში ხედებს თვალს ვავლებდი.ლამაზი იყო აქაურობა თუმცა ზედმეტად გადატვირთულიც ვიტყოდი. -მოვედით ქალბატონო-მანქანა დიდ შენობასთან შეჩერდა. სახლი კი არა სავაჭრო ცენტრია. -მეგონა პირდაპირ სახლში მივიდოდით ბებია აქ რა გვინდა?-მისი უკმაყოფილო სახით მიხვდი შეცდომას და სიცილით დავამატე-ლიკა.ან საერთოდ როდის მოასწარი გეთქვა აქ მოეყვანე.-ჩანთას ხელი დავავლე და ბუზღუნით გადავყევი. -აქ დაგელოდებით მის-მომაძახა ზრდილობიანმა მძღოლმა.მეც გავუღიმე და ისევ ბებიაჩემს გავეკიდე ბუზღუნით. -მინდა რამე კარგი ვუყიდო.ჩემს სიძეს და შვილიშვილს. -ერთი ჩემოდანი მათვის მოგაქვს რაღაცები საკმარისი არაა? ან საერთოდ რათ უნდათ რამე? ორივე ფულში იხრჩობა.ვფიქრობ ჯეკი ნიას არაფერს აკლებს. -ეგ ნამდვილად თუმცა რასაც გულით აჩუქებ ზედმეტი არაფერია.-დავიფრუტუნე.აზრი არასდროს აქვს მასთან კამათს.დავემორჩილე და გავყევი. მაინც არ მოისვენებს სანამ აქაურობას არ შემოივლის და რამეს არ იყიდის.-გაიარე მაღაზიებში და ცოტახანში აქ შევხდეთ.- გამიღიმა არაფრის თქმა არ მაცადა.იქვე კაფეზე მიმანიშნა და იქაურობას სწრაფად გაეცალა მოხედვაც ვერ მოვასწარი საით წავიდა. - რატო არ იღლება?უშრეტ ენერგიას ფლობს ეს ქალი.-ჩამეცინა და უაზროდ კაფეში ლოდინს ვარჩიე მეც ამერჩია რამე ჩემი დისთვის.რამდენიმე მაღაზიას ჩავუარე და თეთრეულის მაღაზიასთან შევჩერდი.ახლა კი ნამდვილად ვიცოდი რა მეჩუქებინა ისეთი ორივე კმაყოფილი,რომ ყოფილიყო.მხიარულად შევაჭერი მაღაზიაში.ბედნიერებაა ინგლისურად მოლაპარაკე კონსულტანტი.ჩინურად აღარ დამჭირდება ლაპარაკი.თან კარგად არც გამომდის.არჩევანს დიდიხნის შემდეგ ვაკეთებ ამდენ მოდელებს შორის ყველაზე საუკეთესოს და სექსუალურს ვარჩევ.მხოლოდ ფერი მაბრკოლებს წითელი თუ შავი? ხელში ორივე დავიკავე და სარკესთან ორივეს ვიზომებ მონაცვლეობით.შავი ელეგანტურია,წითელი სექსუალური.არჩევანს წითელზე ვაჩერებ.თითქმის უკვე მისი ყიდვა გადავწყვიტე.უცებ თვალებში ვიღაცა მეჩხირება სარკეში აშკარად ჩემი მიმართულებით იყურება და უარყოფის ნიშნად ხელს აქნევს.აშკარად ბიჭია თუმცა სახეს ვერ ვხედავ შეფუთულია.არც მიკვირს რაც ჩამოვედი ხალხის უმრავლესობას ასე ვხედავ.წითელს ხელში ვწევ და ვაჩვენებ ის კი ისევ უარყოფის ნიშნად ხელს აქნევს და ვხდები,რომ ეს არ უნდა ავირჩიო.შემდეგ შავს ვწევ და ისიც სწრაფადვე მეთანხმება.მეც კონსულტანს ვუწვდი შესაფუთად ბარათთან ერთად. ისევ უცნობის მიმართულებით ვიხედები.ხელი შუბლთან მიაქვს და სწარაფად აგდებს გვერდით სამხედრო სალამივით.თითქოს ამით უხილავ მადლობაზე არაფერსო მპასუხობს.მეღიმება მის ქცევაზე. - ინებეთ-მაწვდის შეფუთულ საჩუქარს და ბარათს ერთად.რატომღაც ისევ უცნობისკენ გავიხედე თუმცა იქ აღარ იყო.ჩემი შეძენილი ნივთი კმაყოფილი სახით გამოვიტანე,დავუბრუნდი დასაწყისს და ბებიას ლოდინი განვაგძე კაფეში ჭიქა ყავასთან ერთად. ****** ვერ ვიტან ლოდინს.არადა ბებიაჩემი ყოველთვის ასე მიკეთებს.მის მოლოდინში ლამის კოფეინით გავსკდი. -კიდევ ერთი რო დავლიო ჭკუიდან გადამიყვანს.-ჩავხედე ჩემს უკვე მესამე ცარიელ ჭიქას.-სად ხარ ამდენხანს?-თვალი შემოსასვლელი კარისკენ გავაპარე.კარებში რამდენიმე პარკით ხელში ძლივს შემოვიდა და წინ ჩამომიჯდა.-მთელი სავაჭრო ცენტრი იყიდე?-პარკების დანახვაზე შევშფოთდი. -ყველაფერი რაც მომეწონა.ყავას მეც დავლევ და წავიდეთ-ჩამიღიმა და ოფიციანტისკენ აპირებდა შებრუნებას.უცებ შევაჩერე. -წავიდეთ რა. შენი სამყოფიც მე დავლიე.რომ მივალთ სახლში პირადად მოგიმზადებ საოცარ ყავას.თან სირცხვილია რამდენი ხანია გველოდება მძღოლი-მომლოდინე ბიჭის ხსენებამ გაჭრა და დამთანხმდა. სავაჭრო ცენტრიდან გამოსულებმა მაშინვე მანქანას მივადექით საიდანაც ჩვენი დანახვისას ბიჭი გადმოხტა.ყველაფერი გამოგვართვა და საბარგულში ჩატენა.რაც არ ჩაეტია წინა სავარძელზე დააწყო. დანახვისას მასაც ისეთივე მიმიკა ქონდა ალბათ როგორიც მე ბებიაჩემის დანახვისას ამ პარკებით.გამეცინა და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი უკან სავარძელზე.ბებიამაც თავისი ადგილი დაიკავა და როგორც იქნა სახლში წავედით. გზაში ისევ ხედებით ვტკბებოდი.ქალაქიდან გასვლიდან ოც წუთში რაღაც დასახლებაში შევედით. მდიდრების დასახლებაა.ამას სახლების სიდიდისა და მოპირკეთებით ვარკვევ.ერთმანეთისგან დიდი დაშორებებია.ლამაზი მდიდრული სახლები ლამაზი ბაღებით.ერთ-ერთ სამსართულიან სახლთან გაჩერდა ჩვენი მანქანა.გადავედით.მძღოლმა თავაზიანად გვითხრა,რომ თვითონ შემოიტანდა ყველაფერს.სახლის კარები გაიღო და იქედან ნია გამოვარდა.პირველი შემოეხვია ბებიას ტანზე. კიდევ უფრო გალამაზებულა.ბოლოს საავადმყოფოში,რომ ვიყავი ორი წლის წინ ასე ახლოდან მაშინ ვნახე.როგორც იქნა მოწყდა ბებიას და ახლა მე შემომეხვია.მეც იგივეთი ვუპასუხე.როგორ მომნატრებია ეს გიჟი ქალი.ხელებს მაგრად ვუჭერ. -ღმერთო როგორ მომნატრებიხართ-ჩურჩულებს ყურთან. -მეც ნი-ვუპასუხე და ხელებიდან გამომეცალა.მხიარულად სახლისკენ გაგვიძღვა. -ჯეკი არ უნდა შემომეგებოს?-ბებიამ თავი წაიგრძელა კარებისკენ.ორივეს გაგვეცინა. -კომპანიაშია.ბოდიში მოგიხადათ თვითონ, რომ ვერ დაგხვდათ.უკვე მალე მოვა.-ისევ წინ წაგვიძღვა.სახლი კი არა სასახლეს გავდა შიგნიდან.ორივე მხარეს ლამაზად მოჩუქურთმებული კიბეები ადიოდა ჯერ მეორე სართულზე შემდეგ მესამეზე. -აქ პრინცესა გგონია ხო თავი-გადავულაპარაკე ნიას.მანაც ჩაიხითხითა. - ასეც არის.ჯეკისთვის.-ბებიამ მიიხუტა შვილიშვილი. მძღოლმა,რომლის სახელიც ჯერ კიდევ არ ვიცი ჩვენი ბარგი შემოიტანა სახლში. ქალბატონს თავი დაუკრა.ნიამაც გაუღიმა და ბიჭიც გატრიალდა. -თქვენს ოთახებს განახებთ.დღეს კიდევ გვეყოლება სტუმარი.ჯეკის დეიდაშვილია.-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ხმამ შეაჩერა. -მემ თქვენთან დიზაინერია მოსული.-ნიამ საწყალი სახით გადმოგვხედა,შემდეგ ისევ მოსამსახურეს მიუტრიალდა.-კარგი სიუ აჩვენე მათ თავიანთი ოთახები.-განკარულებებს იძლეოდა.-დაისვენეთ ვახშამზე შევხვდებით.-მხიარულად მოგვაყვირა და ოთახში გაუჩინარდა. -გთხოვთ-სიუმ ჩვენი ყურადღება მიიპყრო.ორივე მას მივყვებოდით.ბებია ხმას აღარ იღებდა წყნარად მოგვყვებოდა."როგორც იქნა იგრძნო დაღლა" გავიფიქრე და ჩამეღიმა.ან იმედოვნებდა ნიასთან ერთად მეტი დროის გატარებას მას კი აქეთ იქეთ ექაჩებიან და დრო არ აქვს შესაძლოა ამიტომაც მოიწყინა.ახლა კარგი ვარიანტი მის გასამხნევებლად ის იქნება,რომ მივიდე და მოვეხვიო,თუმცა გრძნობების გამოხატვა ნაკლებად მიყვარს.სიუმ ჯერ ბებიას ოთახთან მიგვიყვინაა მეორე სართულზე. -დასვენება ნამდვილად მჭირდება-ყველანაირი ემოციის გარეშე ჩაილაპარაკა. მორჩა მის მოწყენილობას ვეღარ ვუძლებ უკვე.ჯანდაბას ჩემი უკარებლობა.სანამ შევიდოდა უკნიდან მოვეხვიე.თავი მხარზე ჩამოვადე.ვიგრძენი როგორ ჩაიღიმა.მკლავებზე ხელები მომისვა და თავი მომადო.-იმედი მაქვს სანამ წავალ ნორმალურად ვნახავ.ეს სულ აქაა და ამის შემდეგ სულ აქ დარჩება.შენც აქეთ იქეთ მოგზაურობ.სასწრაფოდ მჭირდება სიყვარულის ობიექტი მარტო,რომ არ ვიყო-ეცადა ეხუმრა.გამეცინა კიდევაც.მივხვდი,რომ უშველა და მის სხეულს მოვშორდი. -ახლა ჩემს ოთახს მივაგნებ და გნახავ მერე -ლოყაზე სწრაფად ვაკოცე და მომლოდინე სიუს გავყევი.ჩემი ოთახი მესამე სართულზე აღმოჩნდა.ოთახში ყველაფერი თეთრში იყო გადაწყვეტილი.არც ძალიან გადატვირთული იყო, თუმცა ყველაფერია საჭიროებისთვის. -თქვენს ბარგს ახლავე ამოგიტანთ.-სულ დამავიწყდა ზურგს უკან მდგარი სიუ უკან მივბრუნდი მის ხმაზე ღიმილიანი სახით გავაცილე.ცოტახნით თვალი მოვავლე ისევ ოთახს.აივანსაც მივადექი.უკანა მხარეს აუზზს გადაჰყურებდა.ირგვლივ სიმწვანე სუფევდა.თვალები დავხუჭე და სიმშვიდემ მომიცვა.კარებზე ხმამ გამომაფხიზლა.სიუმ ჩემი ჩემოდანი ოთახში შემოიტანა და ისევ დამტოვა.ლამაზ ხედს მოვწყდი და უკან შევბრუნდი.საწოლის კიდევ ერთხელ დანახვაზე დაღლილობამ თავი შემახსენა.ზურგით დავებრეტყე თავ ქვეშ ხელები ამოვიწყვე და თვალები დავხუჭე. *** ძილიდან კარებზე ხმას გამოვყვარ. -დიახ-ჯერ კიდევ ძილბურანში გავძახე. -მის ნახევარ საათში ვახშამზე ჩამობრძანდით ქალბატონმა მითხრა ადრე მეთქვა. -კარგი-საწოლზე მხარი ვიცვალე და თვალები უფრო დავაჭყიტე.ცოტა დრო მჭირდება ძილიდან გამოსასვლელად.წყლის გადავლება გონს მომიყვანს.ვფიქრობ და შესასრულებლად სწრაფად ვდგები.ძილმა და შხაპმა ერთიანად მომიხსნა დაძაბულობა.მალევე გამოვედი.თავი მოვიწესრიგე ჯინსის შარვალი და უბრალო შავი მაისური გადავიცვი.თმა შევიშრე და შევიკარი შეძლებისდაგვარად როგორც ჩემმა მოკლე თმა მოიხერხა.სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავი და ოთახიდან გავედი.ნახევარი საათი სრულად არ გამომიყენებია თუმცა მისაღებში უკვე ყველა სახეზე იყო.ბებიასაც დაბრუნებოდა ღიმილი სახეზე.ჯეკი ნიასთან გვერდით იჯდა და ხელი ჰქონდა გადახვეული.ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოიწია. -მიხარია შენი აქ ხილვა -ფართო ღიმილი მაჩუქა. -მეც მიხარია აქ,რომ ვარ და თქვენს ბედნიერებას გავიზიარებ.-არც მე დავრჩი ვალში და ღიმილით შევხედე. -ნიას ეგონა ამჯერადაც არ ჩამოხვიდოდი.-შემპარავად გააპარა ჩემი დისკენ თვალი. -ამას ვერ გამოვაკლდებოდი.თან საქმეც არაფერი მქონდა-ჯეკი თავის ადგილს დაუბრუნდა ნიას გვერდით.მეც ვიპოვე ადგილი სავარძელში.რატომ არ ვჯდებით მიკვირს ყველა სახეზე ვართ. -უკაცრავად გალოდინეთ-ოთახში ხმა შემოიჭრა.ნიაც ფეხზე წამოხტა. -გაიცანით ეს ჯეკის დეიდაშვილია ო სეჰუნი.-თავს სწრაფად მისკენ ვატრიალებ.-სეჰუნ ესენი კი ჩემი ბებია და და.-ბებიაჩემს როგორც ჩვევია წამოიწია გაუღიმა ხელი ჩამოართვა და ჩაამატა -ლიკა- ხელის ჩამორთმევასთან ერთად თავიც დაუხარა. -ბებია-გაუღიმა მანაც.მე კიდევ სიცილს ძლივს ვიკავებ ბებიაჩემის სახის გამო.ისევ თავის ადგილს უბრუნდება.ახლად მოსული კი ჩემსკენ მოიწევს. -თაკო-სახელი მივახარე ჩავუღიმე და ისევ ჩემს ადგილზე დავჯექი.არანაირი ხელის ჩამორთმევა, გადახვევა და ამბები. -ყურადღებას ნუ მიაქცევ ასეთია-ჩაუღიმა ნიამ.ჯეკს ჩემი რეაქციები არ უკვირს.ნიასგან ალბათ იცის როგორიც ვარ,უფრო სწორედ გავხდი.ჩემი მხრიდან ჩამოვარდნილი უხერხულობა რო გაანეიტრალოს ნია მაგიდასთან გვეპატიჟება.ყველა იქეთ მივემართებით და მშვიდად ვახშმობთ.ყოველშემთხვევაში მე მშვიდად ვახშმობ ისინი კი ნიშნობაზე საუბრობენ.ლაპარაკში ჩემსავით არც სეჰუნი აჰყოლია.რამდენჯერმე ღიმილს ესროდა მოლაპარაკეებს და მზერას ან ისევ საჭმლისკენ აპარებდა ან კიდევ მე მიყურებდა უცნაურად."რა იყო არ მოგეწონათ ბატონო ფეხქვეშ, რომ არ გაგედეთ?"გავიფიქრე მისი მიმართულებით და ტუჩის კუთხეში ღიმილი შემეპარა.დარჩენილ საჭმელს მივუბრუნდი და გემრიელად მივირთვი. ჯეკმა ბოდიში მოგვიხადა და მალევე კაბინეტში შეიჭრა.ჩემით უკმაყოფილო სტუმარიც სადღაც გაქრა.ბებიამ კი როგორც იქნა ნია ჩაიგდო ხელში და ყველაფერზე ერთდროულად ელაპარაკებოდა. -ნია მე უკან ეზოში გავალ კარგი?-მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მეც დავტოვე იქაურობა.უკანა მხარეს გავედი.ჯიბეში ტელეფონის ზმუილმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. -ხო ლექსო.-გამიკვირდა კიდევაც აქამდე,რომ არ დამირეკა. -არ გკითხავ როგორ იმგზავრე გავიგე უკვე სტატიებით-ჩაიცინა ტელეფონის იქედან. - რა სტატიებით?-სანამ გაკვირვებას გამოვხატავ მანამ მიხსნის ყველაფერს. -შენი ფოტოები გაავრცელეს ჩინეთში ყოფნის.და ათასი მითქმა მოთქმა თუ რისთვის ხარ მანდ. -ჯანდაბა უბრალოდ დის ნიშნობაზე ჩამოვედი არ შეიძლებოდა წყნარად ჩაევლო?-ხელით შუბლს ვიქექავ.-არადა არც შემინიშნავს როგორ მიღებდნენ. -შენთვის კარგი ამბავი მაქვს.უკვე ახალი შემოთავაზება გაქვს და-მანამ ვაწყვეტინებ სანამ კიდევ რამეს იტყვის. -ლექსო ვისვენებ ცოტახნით.- მოკლედ ვუჭრი.-თუ რამე დაგირეკავ.-ტელეფონს ვთიშავ და აუზისკენ ვიღებ გეზს.აუზის კიდესთან ვიმუხლები და ვჯდები.მოლივლივე წყლის დანახვაზე გონებაში ისევ მოგონებები მეხსნება.მაშინ როცა კიდევ ერთხელ მეგონა,რომ მოვკვდი თვალები ისევ საავადმყოფოში გავახილე სადაც თავზე ბებია,ნია და უცნობი მადგა.უცნობი,რომელმაც ჯერ გადახტომაზე ხელი ამაღებინა შემდეგ კი თურმე თვითონაც გადმომყვა და გადამარჩინა. ახლა კი ის უცნობი ჩემი მეგობარი და მენეჯერი ლექსოა.ბებიამ დღემდე არ იცის წინა პირობა ჩემი წყალში გადახტომისა.არც მინდა გაიგოს და ვანერვიულო.იმაზე მეტი ინერვიულა ჩემს გამო ვიდრე ვიმსახურებ.ნიამ კი ყველაფერი იცის აუცილებლად მჭირდებოდა ის ვისაც გულს გავუხსნიდი და ვეტყოდი.თორემ ნამდვილად დამახრჩობდა. -მგონი ჭკუა სულ დაკარგა ჩემმა დეიდაშვილმა-მესმის ხმა აუზის მოპირდაპირე მხრიდან.ჩემსკენ ზურგით დგას.ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრება თან კორეულად.კორეულის გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია.თავისუფლად მესმის რასაც ლაპარაკობს.-არა ნამდვილად კარგი გოგოა მაგრამ რატომღაც მგონია,რომ ფულის გამო მიყვება.-ამ სიტყვების გაგებისას ტვინში სისხლი მასხავს.ხელებს მუშტებად ვკრავ და ფეხზე ვდგები.-ხო ბებია და და ჩამოიყვანა.ალბათ ისინიც აქ დარჩებიან და მათთან იცხოვრებენ.ბებია კარგი ტიპია აი და ნამდვილი უჟმურია.წესიერად არც მომესალმა.-ჩემი საქციელით ახლა კიდევ უფრო კმაყოფილი ვარ.მისკენ მივიწევ.რის გაკეთებას ვაპირებ არ ვიცი თუმცა ერთი ვიცი ჭკუა ნამდვილად უნდა ვასწავლო.- რაც შეიძლება მალე ჩამოვალ-ტელეფონს თიშავს.ჯიბეში აბრუნებს. მე კი უკვე მასთან ვარ.ჩემსკენ ბრუნდება და ცბება. - შემაშინე- ერთმანეთს თვალებში შევყურებთ.თითოეული ნათქვამი სიტყვა ისევ ყურებში ჩამესმის. -იმედი მაქვს ცურვა იცი-თავისივე ენაზე ვეუბნები.თვალები შუბლზე აუდის მეც არ ვიცი რატომ მაგრამ მეცინება. -რატომ... -კითხვის დასმას არც ვაცდი ხელი ვკარი და აუზში ჩავაგდე.-ამის დედაც-მესმის აუზიდან მისი ხმა.მე კიდევ ერთმანეთში გადახლართული ხელებით ზემოდან დავყურებ კმაყოფილი. -არავის სჭირდება შენი ძმის ფული.დასკვნები ნაადრევად ნუ გამოგაქვს.იქნებ ჯერ დაინტერესებულიყავი მომავალი რძლის ოჯახის გამოძიებით და მერე გეჭორავა.-ბოლოს უკვე ყვირილით ჩავამთავრე.ისევ წეღანდელივით გაოცებული შემომყურებს.იქაურობას ვტოვებ და ოთახისკენ ბრაზმოკიდებული ავდივარ.ცოტაც და ალბათ გავსკდები სიბრაზისგან.იმაზე მეტი რა უნდა მექნა რაც გავაკეთე თუმცა გული მაინც მწყდებოდა.გაბრაზებული ისევ საწოლზე გადავარდი ზურგით.დასამშვიდებლად სუთქვითი ვარჯიშების გაკეთება დავიწყე და ცოტა დავწყნარდი.გულმა ისევ აივნისკენ გამიწია.აუზში აღარ იყო.ირგვლივ სიწყნარე სუფევდა.მთვარის შუქით კიდევ უფრო ლამაზი ხდებოდა ხედი ჩემი აივნიდან.ეს სილამაზე კი საბოლოოდ მგვრიდა სიმშვიდეს. ***** ოთახში შესულს ნიას ხმა მომესმა. - რა სჭირს ამას?-თან კარები შემოაღო.-შეიძლება? -კი.- საწოლზე ხელით ვანიშნე ჩამომჯდარიყო.გვერდით მომიჯდა.- სანამ შემოხვიდოდი რაღაცას ამბობდი? - აჰ კი.სეჰუნი დავინახე სრულიად სველი მიაბიჯებდა დერეფანში თან ილანძღებოდა.ვკითხე რა მოხდამეთქი და აუზში ჩავვარდიო-ორივეს გაგვეცინა. - ეტყობა ყურადღებით არ იყო- კიდევ უფრო გამეცინა.თვალწინ ჩემი ნამოქმედარი დამიდგა. -გთხოვ როგორც იცი ისე ნუ მოექცევი ცოტა ზრდილობიანი იყავი.თან ადრე შენ ხომ...-სახით ვანიშნებ,რომ უკვე საკმარისია და ისიც ჩუმდება.-კარგი ჩუმად ვარ. მიხარია,რომ ჩამოხვედი - მთელი სხეულით შემომეკრა ტანზე.მეც იგივე გავაკეთე. - შენთვის საჩუქარი მაქვს- მახსენდება უცებ. - მართლა? რა არის?-ინტერესიანი სახით შემომყურებს.კარადიდან მისთვის განკუთვნილ შეფუთულ ყუთს ვიღებ და ვაწვდი.მოუთმენლად ხსნის.თვალები გაუფართოვდა. -მიხარია,რომ მოგეწონა. - ვფიქრობ ჯეკსაც მოეწონება - ფართოდ მიღიმის.მეც ასევე ვპასუხობ.- კარგი ახლა წავალ დაისვენე.ხვალ საღამოს წვეულებაა მინდა ულამაზესი იყო.- ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და კარებს მიადგა. - ვეცდები -მივაძახე გასვლისას. *** ნახევრად მძინარი, როგორც ყოველ დილით სააბაზანოში შედივარ.თავს ვიწესრიგებ. სარკიდან თვალს მეორე კარებისკენ ვაპარებ. კიდევ ვერ ვხდები რათ უნდა აბაზანას ორი კარი.მინდოდა მენახა გუშინ თუმცა დაკეტილი იყო.თმას ბოლოჯერ ვისწორებ სარკეში და გასვლას ვაპირებ,რომ იდუმალი კარი იქეთა მხრიდან იღება.კარებში ნახევრად მძინარი,თმა გაჩეჩილი მხოლოდ ქვედა საღამურში სილუეტი შემოდის.ორივე გაუცნობიერებლად ყვირილს ვიწყებთ. უცებ მიახლოვდება და ტუჩებზე ხელს მაფარებს.მეორე ხელს კი თვითონ იდებს ჩუმად ყოფნის ნიშნად.მის ხელს ვიცილებ. - ნუ ყვირი სირცხვილია. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? და მგონი მარტო მე არ ვყვიროდი- ცალი წარბი ავუწიე. - იმიტომ ვიყვირეე შენ რო ყვიროდი- მანაც იგივე ჟესტით შემომხედა.- შენ თვითონ რა გინდა აქ? ეს ჩემი ოთახის აბაზანა. - ესღა მაკლდა.ახლა აბაზანის გაყოფა მომიწევს შენთან. - ამ აზრით შეწუხებული თავს ვიქექავ. - ეს აზრი არც მე მხიბლავს.ახლა კი დამტოვე თუ შეიძლება წყალი უნდა გადავივლო.- ხელით მიბიძგა გავსულიყავი და კარები ცხვირ წინ მომიჯახუნა. - უზრდელი...საზიზღარი...- ვლანძღავდი.ტელეფონი ჯიბეში ჩავიცურე და დაბლა ჩავედი.ეტყობა სახეზე მეტყობა ყველაფერი. ვისაც არ ეზარება ყველა მეკითხება თუ რა მოხდა. - რატომ არ მითხარი საერთო აბაზანაზე? - ნიას გაბრაზებული შევყურებ. - ბოდიში დამავიწყდა.მესამე სართულზე ასეა. დამავიწყდა მეთქვა.ბოდიში.- დამნაშავე სახით შემომყურებს. - შეიძლება ოთახი მაინც შევიცვალო? -თვალებს ვატრიალებ. - სამწუხაროდ ვერა. - კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი.- ვხვნეში გაბრაზებული. - ერთი კვირა არ შეგიძლია გაუძლო ჩემი ხათრით? - მავედრებელი თვალებით შემომყურებს.- თან ხომ გთხოვე ასე ნუ მოიქცევითქო. - კარგი რამენაირად გავძლებ.- საუზმის მაგიდას მივუჯექით მხოლოდ ბატონი აკლია სუფრას.თუმცა დალოდებას არავინ აპირებს. სწრაფად ვისაუზმე და უკანა ბაღში გავედი. იქაურობას საღამოსთვის აწყობდნენ.უამრავი მოსამსახურე ირეოდა ირგვლივ.იმდენი ხალხი იყო მე თავს ზედმეტადაც კი ვგრძნობდი.იქვე შორი ახლოს დავსეირნობდი.ხმაურიანი ადგილისგან შორს.გონებაში ისევ დილანდელი მომენტი გამომესახა.პირზე აფარებული ხელი.თითქოს ახლაც იგივეს განვიცდი წამში სუნთქვა შემეკრა.ცივმა ოფლმა დამასხა.იმ წამსვე ამაზე არ მიფიქრია ისე სწრაფად მოვაშორებინე ხელი.თუმცა ახლაა თავისდაუნებურად დავიწყე ამაზე ფიქრი. გონებაში კადრები მირბენს თუ როგორ მოვრბივარ ბნელ ქუჩაში.სუნთქვა მიჭირს უკან კი ვიღაცის მძიმე ნაბიჯები მომყვება თითქოს იცი რომ ვერ გავექცევი და აუღელვებლად ჩემსკენ მოიწევს.მაშინდელივით სუნთქვა მეკვრის ცოტაც და ალბათ შეტევა დამეწყება.მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ. გველნაკბენივით გვერდზე ვხდები. - არ შემეხო!-ვცრი კბილებიდან და თან ვცდილობ სუნთქვა აღვიდგინო. - ჰეი დაწყნარდი - ხელებს მაღლა სწევს სეჰუნი.- ცუდად გამოიყურები.ამიტომ...გინდა ვინმეს დავუძახო?-უკან შებრუნდა თითქოს ნაცნობს ეძებდა სათქმელად. თანაგრძნობით შემომყურებდა.რასაც ვერ ვიტან - არა იყოს მე თვითონ.- ვაჩერებ და იქვე მინდორზე ვჯდები.რატომღაც არც ის მტოვებს და გვერდით მიჯდება.ღრმად ჩავისუნთქ ამოვისუნთქე რამდენჯერმე. -ნამდვილად არ გინდა ნიას ვუთხრა?-არ ვუყურებ, თუმცა ვხვდები თვითონ გვერდიდან მიყურებს. - არა. უკვე ცოტა უკეთ ვარ.- ღრმად ამოვისუნთქე და ხელები სახეზე გადავისვი.- ეგრე ნუ მიყურებ.- ვეუბნები და ისევ არ ვუყურებ. - როგორ?-ახლა გავხედე და ცდილობს თავისი თანაგრძნობა სახე როგორმე დამალოს -თანაგრძნობით.ეს არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება- მეღიმება ჩემთვის. - სულაც არ გითანაგრძნობ.უბრალოდ არ მიყვარს ხალხის გასაჭირში მიტოვება.მადლობა არაა საჭირო- ახლა თვითონ შემომცინა. პირველად ჩვენი შეხვედრიდან ერთმანეთს ვუღიმით.- გასაგებია. - რა არის გასაგები?-ვერ ვხვდები და შეჭმუხნული წარბებით შევყურებ. - უხეში ხარ.ვერ იტან როცა გეხებიან,უცხოების მიმართაც არ ხარ კარგად განწყობილი და მგონი მამაკაცთა სქესზეც ალერგია გაქვს- ისევ იღიმის.მაგრამ მალევე უშეშდება ღიმილი-თუ მხოლოდ ჩემზე?-თვალებში შემომყურებს პასუხის მისაღებად.მე კი ვცდილობ თავი დავიხსნა. - სახლში უნდა შევიდე.- ფეხზე წამოვდექი და ისიც ამყვა.ალბათ პასუხის მოსასმენად უკანაც გამომეკიდებოდა,რომ არა მისი ტელეფონის ზარი.გამეღიმა და ზურგს უკან მოვიტოვე. *** აივნიდან ეზოს გადავყურებ უკვე ნელ-ნელა ივსება.მეც თითქმის მზად ვარ. ჩემი მოკლედ შეჭრილი თმა ოდნავ დავახვიე და ცალ მხარეს ყურზე გადავიწიე.მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე.საწოლზე დადებულ კაბას დავწვდი და ტანზე მოვირგე.შავი ტანზე მომდგარი მუხლზე ოდნავ ზევით,მხრებზე ოდნავ გადასული.მოკლე კაბის ზემოდან კი შავი გრძელი შიფონი დაფარული კოჭებამდე.ყურზე უბრალო საყურეებს ვიკეთებ ფეხზე ამავე ფერის ფეხსაცმელებს ვიცმევ ღია და დაწნული თასმებით. გავდივარ წამით გვერდით ოთახისკენ ვიხედები. აღარ შემინიშნავს შუადღის შემდეგ.კიბეებზე ნელა ჩავდივარ შიფონის ძირი ხელს მიშლის ცალი ხელით მას ვიწევ ცალით კი მოაჯირს ვეკიდები.პირველი ბებიასთან შევდივარ ოთახში დილის მერე აღარ მინახავს.სულ ნიას დასდევს და ეხმარება თავისი ჭკუით.მეცინება ამის გაფიქრებისას. ოთახში შევდივარ და ვხედავ სარკის წინ მოტრიალე ლიკას.ბევრს შეშურდება ამ ქალის სილამაზე. წითელი ტანზე მომდგარი კაბა აცვია.თავისი ბრილიანტის სამკაულები ამშვენებენ.თავისი ქერა თმა ლამაზად აქვს აწეული მაღლა. - ვაუ ლიკა რა ლამაზი ხარ- ვუახლოვდები და ხელით ვატრიალებ.ის ბედნიერი მკოცნის. - შენ უფრო ჩემო ლამაზო.- მკოცნის ლოყაზე და ისევ მშორდება. - თუ მზად ხარ ჩავიდეთ- თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. კიბეებზე ჩასასვლელად ვემზადებით. - შეიძლება ამ ლამაზი ქალბატონების კავალერი ვიყო?- ზევიდან ისმის მომღიმარი სეჰუნის ხმა.შარვალ კოსტუმში ლამაზად გამოწყობილი.წინ ჩამოშლილი თმა გვერდზე აქვს ლამაზად გადაწეული."გუშინ სულ სხვას ამბობდა ტელეფონში"-გავიფიქრე და წარბაწულმა გავხედე. - რა თქმა უნდა საყვარელო- ბებიამ პასუხი გასცა.გვერდით გაიწია რათა ჩვენს შორის ჩამდგარიყო.ისიც მოგვიახლოვდა.კაბის ბოლოს ისევ ხელი მოვკიდე და წინ წავედი. - თაკო-უკმაყოფილოდ მომაძახა ბებიამ.მეც მომღიმარი სახით გავხედე. - კავალერი მე არ მჭირდება - რაც შეიძლება ფართოდ ვუღიმი და ძირს მივიწევ. - გთხოვ აპატიო.ასეთი უტაქტოა.- მესმის უკნიდან და თვალებს ვატრიალებ. - არაუშავს - მესმის მისი ჩახითხითების ხმაც.ნაბიჯებს კიდევ უფრო ვუმატებ და უკან ეზოში მათზე ადრე გავდივარ.წინ უამრავი ხალხი მხვდება სადღესასწაულოდ გამოწყობილი და ყველა რატომღაც მიყურებს.ახლა ვნანობ მათზე ადრე გამოსვლას.თავისუფალ მაგიდასთან მივდივარ სავარაუდოდ ჩვენთვისაა. მისული ვხედავ ზედ ჩვენს სახელებს.-მთელი საღამო მასთან ერთად ჯდომა მომიწევს-ვდუდღუნებ ჩემთვის.მაგიდასთან კიდევ ორი სახელი წერია.ალბათ ჯეკის დედ-მამის,რომელიც უნდა ჩამოსულიყვნენ დღეს.ბებია და მისი კავალერიც უახლოვდება მაგიდას.მოსვლამდე რამდენიმეს მიესალმა.რა გასაკვირია,რომ აქ შეკრებილ ხალხს იცნობდეს.დაჯდომამდე ბებიას სკამს უწევს და სვავს."ჯენტლმენი" მივლის მაშინვე გონებაში და მეღიმება.თავის ადგილს ჩემს გვერდით იკავებს. - იმედი მაქვს ერთ ცეკვას მაჩუქებ- მესმის გვერდით ჩურჩულით ნათქვამი ხმა.თავს ვატრიალებ გაოცებული ვუყურებ. - შენვე აღნიშნე, რომ ვერ ვიტან, როცა მეხებიან.შესაბამისად არც ვცეკვავ.- ვუღიმი და თავს ისევ სხვა მხარეს ვატრიალებ. - არადა სულ არ ჩანდი უჟმური მაღაზიის ვიტრინასთან.- ისევ მას ვუყურებ ის კი სხვა მხარეს იხედება. - ანუ შენ იყავი ის ვინც... - ვეღარ ვამთავრებ სათქმელს. - კი მე ვიყავი და რომ მცოდნოდა ასეთი იყავი არ დაგეხმარებოდი - შემომხედა და ცინიკურად გამიღიმა. - რომ მცოდნოდა შენ იყავი არც მე ვიყიდიდი იმას- იგივეთი ვუპასუხე გავუღიმე და თავი მოვატრიალე.ჯანდაბა. გავბრაზდი,მაგრამ რა მაბრაზებს მეც არ ვიცი.შამპანურით ტუჩებს ვისველებ და ველოდები როდის შემოუერთდებიან ჩვენები წვეულებას.რაც მალე მით უკეთესი ჩემთვის. ****** დიდიხანი ლოდინი არც დაგვჭირდა. ჩვენს მაგიდას ჯეკის მშობლები მოუსხდნენ.საკმაოდ თბილი ხალხი ჩანს.სახე უღიმით აშკარად ბედნიერები არიან შვილის არჩევანით,რაც კიდევ უფრო მახარებს.რადგან სეჰუნივით არ ფიქრობენ.უცებ გაბრაზებული მზერა ვესროლე,თუმცა ვერ შენიშნა სხვა მხარეს იყურებოდა და ვიღაცას მომღიმარი თავს უკრავდა.ჩემს სმენას ტაშის ხმა მოესმა და თავს სახლიდან გამომავალ გზას გავყურებ. ჯეკი ყოველთვის ელეგანტურია სულ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი დადის სამსახურის გამო ბოლო ბოლო დირექტორია.არც ჩემი და არ იცვამს ცუდად თუმცა მისი ამ კაბაში დანახვა რაღაც სასწაულს უდრიდა.Limor rosen-ის 2017 წლის "brids of paradise" საქორწინო კაბების კოლექციიდან.ტანზე მომდგარი სწორი გრძელი ხელით ნაქარგი მანქმანებით.თმა ძალიან უბრალოდ და საყვარელად აქვს აკეცილი უკან თეთრი ყვავილებით გაფორმებული. წინ კი თმის ორი ღერი ჩამოვარდნილი.ყელზე სამკაული არ უკეთია და ჩემი აზრით სწორიც არის ძალიან დატვირთავდა.მხოლოდ პატარა ლამაზი საყურეები უკეთია ყურებზე.სახე და თვალები უბრწყინავს.მისი ასე დანახვის შემდეგ მეც ბედნიერი ვდგები და ტაშს ვუკრავ. იმავეს აკეთებს ჩემი გვერდით მჯდომიც გაღიმებული სახით.შეუმჩნევლად თვალებს ვატრიალებ ამ აფერისტის დანახვისას.თითქოს ძაან უხაროდეს.ამ ფიქრებში გამომეპარა,როგორ მიუახლოვდნენ მათვის განკუთვნილ სცენას.ნიას ხელი მკლავიდან გამოიძვრინა და ხელებში მოაქცია,თან მიკროფონს ნერვიულად სწევს თავისკენ და ნერვიულად იწყებს. -ცოტა ვნერვიულობ - იწყებს. თვითონაც და იქ მყოფთაც გვეცინება.- არავის გინახავთ ჩემი ნერვიულობა,რადგან ამას არ ვაკეთებ.თუმცა საქმე როცა ნიას ეხება ყველაფერი სხვაგვარადაა.ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ასე მალე დავოჯახდებოდი.სიმართლე ვთქვა არც მიფიქრია ამაზე.მასთან შეხვედრის შემდეგ კი ამაზე ფიქრი განუწყვეტლივ არ მასვენებდა.მე ის კინაღამ გავიტანე ჩემი მანქანით- მორცხვად იღიმის და ნიასკენ იყურება.- თუმცა მალევე შევძელი დამუხრუჭება.მანქანიდან გადავედი წაქცეულის სანახავად,თუმცა ის უცებ წამოხტა "კარგად ვარო" მომაყვირა და გაუჩინარდა. - რა სენტიმენტალური დეიდაშვილი მყავს.- ჩაიდუდღუნა სეჰუნმა.აქამდე თუ გაბადრული სახით ვუსმენდი მზერა წამში შემეცვალა.ფეხი ფეხზე დავაჭირე.მგონი ძალიანაც მომივიდა.ყვირილის შეკავება სცადა და ჭარხალივით გაწითლდა.მე კი ისევ ჯეკის მოსმენა გავაგრძელე.- დამავიწყდა გვერდით რო მიდგახარ-ჩაიჩურჩულა და ახლაღა ამოისუნთქა.თითქოს არაფერი ისევ წინ ყურება გავაგრძელე.მის გამო ჯეკის რამდენიმე სიტყვა გამომეპარა. - ვინც ეძებს პოულობს.ამიტომ მე ის ვიპოვე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ახლა ჩემ გვერდით მდგარიყო და ასეცაა.ამ წვეულებით მინდა ჩემი საცოლე ყველას გაგაცნოთ.ერთ კვირაში კი უკვე ჩემი მეუღლე იქნება. - ასე მალე?-ჩაიდუდღუნა ისევ.- კარგია მალე წავალ.- დააყოლა გაიცინა."ისევე როგორც მე" ვფიქრობ და გაბადრული სახით ვუყურებ ჯეკს,რომელიც დედამისს უყურებს და სთხოვს ავიდეს.ქალიც მაშინვე დგება მაგიდიდან ხელში ყუთით და მათ უახლოვდება.სანამ შვილს კოლოფს მისცემს მანამდე ნიას ეხვევა და კოცნის კიდევ რაღაცას ეუბნება ჩუმად თუმცა ვერ ვარჩევ.ნიას სახე იმაზე მეტად უნათდება ვიდრე ქონდა.ქალბატონი ყუთს შვილს უწვდის და ტოვებს იქაურობას.ჯეკმა ბეჭედი ამოაძვრინა იქიდან.ძალიან სადა ნიშნობის ბეჭედია.თეთრი ოქროში ჩასმული ოდნავ დიდი ბრილიანტი,რომლის ბრწყინვალება თვალს მოგჭრიდათ.ასევე გვერდებზე მისი მსგავსი პატარ პატარა ბრილიანტები.თითზე უკეთებს.შემდეგ ხელებში მის სახეს იქცევს და ტუჩებზე ნაზად კოცნის.ნია იღიმის და ებუტბუტება რაღაცას.ტუჩების მოძრაობით ვხვდები რასაც ეუბნება მეღიმება და თავს დაბლა ვწევ. - ახლა გთხოვთ ისიამოვნოთ წვეულებით- ჯეკი სტუმრებს მოუბრუნდა, შემდეგ ისევ ნიას და სცენიდან ჩამოსვლაში ეხმარება.სულ დამავიწყდა ბებია,რომლისკენაც ახლა ვიხედები.თვალები ერთიანად წყლით აქვს სავსე.წყვილი ჯერ ჩვენს მაგიდას უახლოვდება.რათქმაუნდა ჯერ სადედამთილო- სამამათილოსთან მოდიან.ორივე ეხვევა და ულოცავს.მერე ჩვენსკენ.ლიკამ თვალებზე ცრემლები ვეღარ შეიკავა.სანამ ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ მე ჯეკისკენ წავიწიე. - გილოცავთ.- ჩახუტებისგან თავის შეკავება მინდა თუმცა თვითონ მეხუტება და მალევე მშორდება კიდევ კარგი -მადლობა,რომ ასე ძალიან გიყვარს - მორცხვად ვეუბნები. - პირიქით მე უნდა ვიყო მადლობელი,რომ ვუყვარვარ - ფართოდ მიღიმის.ჩემდა უნებურად ღიმილიანი კმაყოფილი სახით გვერდით მდგომი სეჰუნიკენ ვიხედები.აშკარად ნიშნის მოგებით გაღიმება გამომივიდა.უკან დავიხიე ნიასკენ. - გილოცავ ძმაო- მესმის უკნიდან სეჰუნის მხიარულად ნათქვამი და ხელის ზურგზე ტყაპუნი. ნიას და ბებიას ვუახლოვდები და ახლა მას ვეხვევი და ვულოცავ. წყვილი ერთმანეთს ისევ ხელს კიდებს და სტუმრებში ერევიან. მეც დავიღალე მაგიდასთან ჯდომით და შამპანურის წრუპვით.ბებიაჩემი კი ახალ ნათესავებს ეჩუკჩუკება.ვცდილობ მეც ხალხში გავერიო ვდგები და ასეც ვიქცევი. საჭმლის მაგიდისკენ მივდივარ და ჩხირზე წამოცმულ საჭმელს მივირთმევ.გვერდით სეჰუნი მიდგება და ამავეს აკეთებს. - რატომ დამყვები?-ვტრიალდები და გაოცებულ თვალებში ვუყურებ.საჭმელს ყლაპავს მშვიდად დებს ჩხირს მისთვის განკუთვნილ ადგილზე. - შეიძლება შეტევა ისევ დაგეწყოს და ვინმე ხომ უნდა იყოს შენს გვერდით- მეკრიჭება და კიდევ ერთ ნაჭერს იღებს. - შეტევა შენ გამო უფრო დამემართება.-თვალებს ვატრიალებ და უკან ვბრუნდები. - ყველას უნდა ჩემს გვერდით იყოს და შენ რა გემართება? სხვათაშორის მე აქ ცნობილი ვარ- ვითომ არ ვიცოდი ხაზი გაუსვა თავის აღნაგობასაც. - სხვათაშორის მეც ცნობილი ვარ ჩემს ქვეყანაში - ვუცინი ირონიულად და თვალს ვუკრავ.ვბრუნდები,რომ მოვცილდე,თუმცა ჯეკი მეძახის. -თაკო - მისკენ ვიხედები და ვიღაც მოყავს ჩემსკენ.ხანში შესული კაცი თუმცა არც ძალიან ბებერი. -გამარჯობათ- მეუბნება და ხელს მიწვდის. მეც იძულებული ვარ ჩამოვართვა ღიმილიანი სახით. -მიხარია,რომ გხედავთ.თქვენთან დაკავშირება საკმაოდ ძნელი ყოფილა.სრულიად შემთხვევით გავიგე,რომ თქვენი დაა ქალბატონი ნია.მინდა ჩვენი ახალი საზაფხულო კოლექციის სახე გახდეთ. -საღამო მშვიდობისა-ვუბრუნებ პასუხს.-ჩემს მენეჯერს დაველაპარაკები და დაგიკავშირდებით.ჩემი სიძის საშუალებით.- ვუღიმი და ჯეკს ვუყურებ,რომელიც მადლიერი შემომყურებს.მზერა ახლა სეჰუნის გაკვირვებული სახეზე გადამაქვს და მეცინება. - იმედი მაქვს ვითანამშრომლებთ-კაცი ისევ ხელს მიწვდის,მეც ვართმევ და ჯეკთან ერთად გვეცლება. - როგორც ჩანს აქაც პოპულარული ვარ- კიდევ ერთხელ ფართოდ ვუღიმი და ვეცლები.სხეულში კმაყოფილების ზეიმი მაქვს. *** ძლივს დამთავრდა საღამო.დაღლილი საწოლზე დავეგდე. - შხაპის მიღება არ მაწყენდა- სწრაფად წამოვდექი.აბაზანის კარი გამოვაღე.- ჯანდაბა- დავიყვირე და უცებ მივხურე.ნიჟარასთან ხალათით და სველი თმით სეჰუნი იდგა.პირში კბილის ჯაგრისი ქონდა გაჩრილი.ჩემს დანახვაზე გამიცინა.- იდიოტო როცა შიგნით ხარ კარები ჩაკეტე- მივაყვირე კარებს.გაბრაზებუმა ფეხი ძირს დავცხე.ოდნავ მეტკინა. - უკვე გავდივარ საყვარელო შეგიძლია შემოხვიდე- მომჩხავის აბაზანიდან.მე კიდევ ბოლო სიტყვაზე ლამის ძარღვებში სისხლი მეყინება.სულ მავიწყდება ფეხის ტკივილი და გაცოფებული კარებს ვაღებ.ის კი თავის კარებთან დგას მიღიმის და ხელს მიქნევს.სწრაფად მივიწევ თუმცა ცხვირწინ მოკეტვას ასწრებს. გასაღებიც ჩხარუნობს.ჩაკეტა.- იდიოტო-ხელი კარებს დავარტყი და შიგნიდან მეც გადავკეტე სხვა კლიტურით.- შხაპი გიშველის.გიშველის- საკუთარ თავს ვეუბნები და ვემზადები მოსაწესრიგებლად. *** დილით აღდგენილი ვიღვიძებ. საწოლზე ვიზმორები.ვგრძნობ სახე მიღიმის.თავში გუშინდელი შემოთავაზება მიტივტივდება.მინდა ამ შემოთავაზებაზე დათანხმებით ჯეკს მადლობა გადავუხადო ჩემი და ასეთი ბედნიერი რომ არის.ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ვწვდები და ვრეკავ. - გისმენთ - ნამძილარევი ხმა ისმის."ჯანდაბა დროის სხვაობა დამავიწყდა" -ლექსო მე ვარ-ვეუბნები თან დამნაშავე ღიმილი ამეკრა სახეზე. - რა მოხდა? ასეთ დროს რატომ რეკავ?-დაფეთებული უცებ იღვიძებს.მეცინება. - არა არაფერი დაწყნარდი. უბრალოდ მინდა აქ ჩამოხვიდე.ერთ ერთი კოლექცია უნდა წარვადგინო.ჯეკის და ჩემი დის გამო ვთანხმდები.ამიტომ მჭირდები აქ- თავს ვიქექავ. - კარგი დღესვე ჩამოვალ. საქმე რომელზეც მინდოდა მეთქვა და არ დამასრულებინე ჩინური კომპანიიდან იყო.რა მითხარი რა ქვია?შეიძლება ერთი და იგივეა. - არ ვიცი არ მიკითხავს.მოკლედ ჩამოხვალ და ჯეკს ერთად დაველაპარაკებით - კარგი.მოგწერ როდის ჩამოვალ და დამხვდი აეროპორტში შენსავით ვერ ვბრდღვნი ჩინურს-იცინის.ე.ი უკვე კარგად გამოიღვიძა. -დაგხვდები- მეცინება მეც და ტელეფონს ვთიშავ.საბოლოოდ ვდგები აბაზანისკენ მივდივარ.თამამად ვაღებ კარებს რადგან ვიცი იქ არ დამხვდება.შხაპს ვიღებ.ხალათით ვიმოსები და კბილების ხეხვას ვიწყებ.ჯაგრის ვრეცხავ და თავის ადგილას ვაბრუნებ.პირში წყალს ვივლებ და ვაპურჭყებ ამ დროს ჩემი ოთახის კარი იღება და მისი გაჩეჩილი თავი ჩანს. - უკვე მორჩი?-მეუბნება სერიოზული სახით.დაბნეული თავს ვაქნევ. - რა ჯანდაბა? ჩემს ოთახში რა გინდოდა?-ვყვირი გონზე მოსული. - კარები ჩაკეტილი დაგრჩა მე კიდევ ბანაობა მინდა- თავს აქეთ იქეთ სწევს და მიღიმის. - დამითმია შენთვის-გაბრაზებული ვეუბნები და გავდივარ.გასვლისას მხარზე მძიმედ ვეჯახები და წკმუტუნებს.ჩემს კარებს მაგრად ვხურავ და ახლა მე ვკეტავ ჩემი მხრიდან.- ცოტაც და ჭკუიდან გადამიყვანს- ბრაზისგან ხელებს ვკუმავ და კარადისკენ მივდივარ ჩასაცმელად. ***** სახლში დავბორიალობ და ვცდილობ დრო რამით გავიყვანო სანამ ლექსოს დახვედრის დრო მოვა.ნიას ჩემი დახმარება არ სჭირდება ისედაც მთელი მოსამსახურე პერსონალი ეხვევა თავზე.აქეთ კიდევ დედამთილი და ბებია.მოკლედ ჩემს გარეშეც მშვენივრად გაართმევენ თავს.თან ასეთი ალიაქოთები ნაკლებად მიზიდავს ახლა. თითქოს ეს შემოთავაზებაც დროზე მივიღე დროს გავიყვან და უსაქმოდ არ დავეხეტები ოთახიდან ოთახში. მიხარია თვალებში დილის მერე არ მეჩხირება ჩემი ნერვების დამფუტკვნელი. "იღბლიანი დღე მაქვს"-ვფიქრობ და თამამად მივაბიჯებ სახლში. - ნია- უკანა ეზოდან შემომავალს ვეგებები. - გისმენ საყვარელო რამე გინდა?-ისეთი თბილი მზერით მიყურებს მინდა ვაკოცო,თუმცა თავს ვიკავებ.რატომღაც გრძნობების შემაკავებელი მანქანა გავხდი. -კი მინდა.შეგიძლია უთხრა შენს მძღოლს აეროპორტში წამიყვანოს ცოტახანში?ლექსო ჩამოდის და უნდა დავხდე. - გამიხარდა მისი ჩამოსვლა,მაგრამ ჩენმოსთან ერთად მე მივდივარ ახლა ვერ მოვასწრებთ მოსვლას -როგორც იქნა მძღოლის სახელიც გავიგე ჩენმო.თვითონ ნიკაპზე ხელი მოისვა თითქოს ვინმეს ეძებდა გონებაში,რომ წავეყვანე. - იყოს ტაქს გამოვიძახებ- ვეუბნები და უნდა შევბრუნდე,რომ ხელზე მიჭერს და მაბრუნებს. - ტაქსი არ გინდა.- უცებ თვალს ჩემს ზურგს უკან აპარებს.მეც იგივეს ვაკეთებ.ვხედავ კიბეებზე როგორ ჩამოდის და თავით ტელეფონშია შემძვრალი.თან სახეზე ღიმილი დასთამაშებს.- სეჰუნ- ეძახის ისიც თავს ჩვენსკენ აბრუნებს. - არაა საჭირო- ნიას ვუბრუნდები და კბილებიდან ჩუმად ვუცრი. - მირჩევნია უცხო ქალაქში მასთან ერთად იყო უფრო დამშვიდებული ვიქნები- ისიც იძახის ჩემი მიმართულებით და მომღიმარი მას უბრუნებს მზერას.- შეგიძლია ცოტახანში თაკო აეროპორტში წაიყვანო?- მავედრებელი სახით შეჰყურებს ეს კიდევ ნერვებს მიშლის და თვალებს ვატრიალებ. - კი რა თქმა უნდა- მიყურებს და უცებ თანხმდება. - მადლობა სეჰუნ- ჩემი და კმაყოფილი უღიმის,შემდეგ თვალს მეც მავლებს და გვტოვებს.ნაადრევი იყო ჩემთვის ეს დღე იღბლიანად ჩამეთვალა. უკან ვბრუნდები - აბა როდის უნდა წაგიყვანოთ ქალბატონო? -"ნუ მიღიმი" ვფიქრობ გონებაში როცა მის მოცინარ მზერას ვაწყდები.უფრო მოქმედებს ჩემს განწყობაზე. - ჩანთას ავიღებ და წავიდეთ - უემოციოდ ვეუბნები და კიბეებისკენ მივდივარ. - ასე მალე თუ წახვიდოდი არ მეგონა. -არც მივდივარ მეგობარს ვხვდები - მივაძახე ისე არც მიმიხედავს.რაღაც ჩაიდუდღუნა თუმცა ვერ გავიგე.ოთახში ავდივარ.ჩანთას ხელი დავავლე და ისევ უკან ჩავედი. თვითონ უკვე სახლთან მანქანაში მელოდა სერიოზული სახით.უხმოდ ვჯდები. ღვედს ვიკეთებ და ისიც მანქანას ადგილს წყვეტს. გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია რაც ჩემთვის კარგი იყო. როცა ვლაპარაკობთ სულ ვკამათობთ.თითქოს ესეც მომბეზრდა და დამღალა ასე მასთან ყოფნამ. დროზე მინდა ეს დღეები დამთავრდეს და დავბრუნდე იქ სადაც ჩემი ადგილია. - მოვედით - შესასვლელთან მანქანა გააჩერა.მეც გადასასვლელად ვემზადები.უცებ თავზე რაღაცის შეხებას ვგრძნობ. სწრაფად მისკენ ვტრიალდები და ხელს თავზე ვიდებ.ქუდია.- დაგჭირდება,რომ არ გიცნონ.-ზედ არ მიყურებს ისე მეუბნება თავზე თვითონაც იკვეხებს მეორე ქუდს,ნიღაბს და თვალებზე სათვალეს ირგებს.კიდევ ერთ ნიღაბს მაწვდის.- ესეც გაიკეთე. - არ მიყვარს ნიღბები სუნთქვაში ხელს მიშლის. - ჩემდა უნებურად ვეუბნები და გაკვირვებული ვუყურებ. - შენ რა შემოსვლას აპირებ? - რა თქმა უნდა. მარტო არ გაგიშვებ.ჩაბარებული მყავხარ- ვგრძნობ როგორ იღიმება ნიღაბს შიგნიდან და გადადის.სხვა რა დამრჩენია თუ არა უკმაყოფილოდ თვალების ატრიალება. ჩანთიდან სათვალეს ვიღებ,ვიკეთებ და მეც გადავდივარ. მომლოდინეთა დარბაზში მოუთმენლად ვაბაკუნებ ფეხს და საათს ვუყურებ ხელზე.ვგრძნობ გვერდზე მდგომის მზერა როგორ დამყვება.გამოსასვლელში ლექსოს ვხედავ. ისიც მამჩნევს და ორივე ხელს ვუქნებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა ასე შეფუთულიც კი მცნობს.მეღიმება ჩემსავე ფიქრზე. ლექსო გვიახლოვდება მხიარულად.უნდა მომეხვიოს თუმცა თავს ოდნავ ვხრი და სათვალების ზემოდან გავყურებ.ჩერდება და მაინც მომღიმარი შემომყურებს. - მონატრებას ჩახუტებით გამოვხატავდი მაგრამ...- იცინის და ხელებს ზევით წევს. -მეც მიხარია შენი ნახვა.- მხარზე ხელს ვურტყავ ოდნავ.შემდეგ მისი მზერა ჩემს გვერდით შეფუთულზე გადადის და თვალებით მეკითხება ვინ არისო.- მძღოლი - მოკლედ ვუჭრი და გასასვლელისკენ ვანიშნებ.ლექსო წინ გაიჭრა ოდნავ,მე უკან მივყვები,ჩემ უკან კი სეჰუნია,რომლის ბუტბუტიც მესმის. - ნამდვილად კაცთა სქესზე აქვს ალერგია-მეღიმება.სიმართლეა ის რასაც ამბობს. მანქანაში ვსხდებით.ლექსო უკან ზის, ჩვენ წინ.ორივე ვიხსნით ნიღბებს. - ეს... - თითს სეჰუნისკენ იშვერს. - ხოო ეგ არის- მეღიმება.სეჰუნი კი კმაყოფილი იხედება უკან. - კარგი მოდი ჯერ შენთან წავიდეთ შენს სიძეს დაველაპარაკებით და მერე სასტუმროში წამიყვანეთ. - ჯერ არ გინდა დაისვენო?-თანაგრძნობით გავყურებ.ჯერ იყო და ძილი არ დავაცადე. ახლა კიდე ეგრევე საქმეს ითხოვს. - ჯერ შენი საქმე და მერე დასვენება. ასეთია მენეჯერის ბედი- ორივეს გვეცინება.და რადგან ამას ჩვენს ენაზე ვლაპარაკობთ მხოლოდ გაურკვევლად გვიყურებს "მძღოლი", შემდეგ ისევ გზას უბრუნებს მზერას. *** კაბინეტში ჯეკის წინ ვზივართ მე და ლექსო საქმეს განვიხილავთ და ზოგად ინფორმაციას ვიღებთ.ჩვენს უკან სეჰუნი დაბორიალობს და თაროებზე განლაგებულ წიგნებს აკვირდება.ვფიქრობ აქ წიგნების სიყვარულზე უფრო ჩვენი ლაპარაკის მოსმენა აჩერებს და თავს ისე იჭერს ვითომ არ აინტერესებს. მეც არ ვიცი რატომ თუმცა მეცინება. -ბატონი ლი ნინგი საკმაოდ ცნობილი ჩინური კომპანიის დირექტორია,რომელიც პეკინის "ჰუაკე იუფუ" სავაჭრო ჯგუფს ეკუთვნის. მსოფლიო ბაზარზე კარგი რეპუტაცია მოიპოვა.აქამდე მხოლოდ ქალებისთვის აწარმოებდა ტანსაცმელს, თუმცა რატომღაც კაცების ხაზის გამოშვებაც გადაწყვიტა. სარეკლამო სახედ შენ აგირჩია თუმცა როგორც ავღნიშე კაცებისთვისაც გამოუშვა ხაზი.მოგიწევს სხვა მამაკაცის წარმოადგენელთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიებში.-რატომღაც ეს აზრი არ მიზიდავს თუმცა ჩუმად ვზივარ. - ეს არაა პრობლემა ადრეც გვქონია ასეთი ფოტოსესიები- ჩაილაპარაკა ლექსომ.- ოღონდ შევათანხმებთ,რომ არანაირი ჩახუტება, ხელის გადახვევა,საკოცნელი სცენა და ასე შემდეგ. - ფართოდ უღიმის ჯეკს. მე კი მას შევყურებ და მადლიერი ვუღიმი.იმაზე უკეთ მიცნობს ვიდრე წარმოვიდგენდი. ალბათ სხვასთანაც ასე აწარმოებს მოლაპარაკებებს ხოლმე და ამიტომაც არასდროს მქონია ამგვარი ფოტოსესიები.ეს პირველი შემთხვევა როცა მოლაპარაკებას ვესწრები.კატეგორიულ უარს მხოლოდ გახდაზე ვამბობდი ხოლმე - ხო კიდევ თუ საცვლებსაც უშვებს ნურც იმის იმედი ექნება,რომ რეკლამას თაკო გაუკეთებს.- მის ნათქვამზე ჯეკს ეცინება. - არაა საცვლებს არ უშვებს.-ფეხზე დგება და ჩვენც იმავეს ვაკეთებთ.ლექსოს ხელს უწვდის.- მიხარია თქვენნაირი ადამიანი,რომ ყავს გვერდით და ყველაფერი ზედმიწევნით გათვლილი გაქვთ.ხოლო ვინ იქნება მისი მეწყვილე ხვალ გავიგებ-ერთმანეთს ხელს ართმევენ. -ხვალ კომპანიაში შევხდებით- უღიმის ლექსოც კომპლიმენტით აღფრთოვანებული.რატომღაც მზერა უკან უკმაყოფილოსკენ მეპარება,რომელიც ცხვირ აბზუებული შემოგვყურებს.- დროა სასტუმროში წავიდე. - გამიხარდება თუ აქ დარჩებით. - გმადლობთ თუმცა სასტუმრო მირჩევნია. - მაშინ იმედია მანქანის გამოგზავნაზე მაინც არ მეტყვით უარს. - კარგი- ეთანხმება ლექსოც.მათი ლაპარაკი მესმის თუმცა მე სხვა მხარეს ვიყურები. სეჰუნი ნელა გვიახლოვდება. - მე წავიყვან - ამბობს და კაბინეტის კარს აღებს. ჯეკი ისევ კაბინეტში რჩება.ლექსოს მეც მივყვები. ცოტახანით გარეთ მინდა გასვლა რაც ჩამოვედი სულ სახლში ვარ.მაგრამ სულაც არ მინდოდა მძღოლი ის ყოფილიყო. თუმცა არ ვაპირებ ამის გამო დავრჩე. სასტუმროს გზაზე ხმა არ ამოუღია სეჰუნს მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობდით. არც უკანა გზაზე გამოირჩევა დიდი ლაპარაკის წყურვილით.ეს მდგომარეობა მახარებს და ამავდროულად მაკვირვებს.არასდროს უშვებს შანს ხელიდან ჩემს ნერვებზე ითამაშოს.უკვე თითქმის სახლთან ვართ. მისი ტელეფონი რეკავს.მანქანას გვერდით აყენებს და პასუხობს.მხოლოდ მისი პასუხები მესმის. - აუცილებლია? კარგი დავფიქრდები და გეტყვი.- პაუზა ისმის მისი მხრიდან.- დავფიქრდები მეთქი- მკაცრად უჭრის და ტელეფონს თიშავს.მგონია,რომ მანქანას დაქოქავს თუმცა ასე არ იქცევა და უბრალოდ ხელს საჭეს უკაკუნებს.მინდა ვკითხო სერიოზული ხომ არაფერია,მაგრამ უბრალოდ ჩუმად გავყურებ.- შესაძლოა მე ვიყო ის ვისთან ერთადაც მოგიწევს პარტნიორობა- ჩემსკენ ტრიალებდა და თვალებში მიყურებს. - უბრალოდ უარი შეგიძლია თქვა.- დაუფიქრებლად მცდება. მეც არ ვიცი რას ვერჩი ამ ადამიანს.ერთი კი ვიცი რაც შეიძლება შორს მინდა იყოს ჩემგან. - რატომ უნდა გავაკეთო ეს? - იმიტომ, რომ ვერ მიტან ვერც მე და ვერც ჩემს ოჯახს.- ძალიან მარტივად ვუხსნი ის კი კოპებ შეკრული მიყურებს.- როგორმე გავძლოთ ქორწილამდე და შემდეგ ყველა თავის გზაზე წავა.არაა საჭირო ჩემთან ერთად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ვფიქრობ არც გინდა.- მის თვალებს მზერას ვაცილებ და გზისკენ ვიხედები. - მინდა.- მისი პასუხით გაოცებული ისევ შევყურებ. რამის თქმასაც ვერ ვახერხებ.- შენი ოჯახის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს მგონი შენ ვერ მიტან და ვერ ვხდები რატომ?!.პირველივე წუთიდან ასე მექცევი.-მიბრაზდება?ვეკითხები საკუთარ თავს.არა ნამდვილად მიბრაზდება. - შენს თავს გაბრაზების უფლებას აძლევ იმის მერე რაც მოვისმინე? ბედავ და ამბობ რომ ჩემი ოჯახის საწინააღმდეგო არაფერი გაქვს? - ჯანდაბა ყველაფერი ისევ იმ წერტილში მიდის.- ხელს შუბლზე ისვამს.-მართალია თავიდან ისე ვფიქრობდი როგორც ვთქვი,მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ.ჩემს ადგილას ყველა ასე იფიქრებდა.ნიასთან რამდენჯერმე გამოლაპარაკების შემდეგ კი მივხვდი,რომ ვცდებოდი-მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს. დამნაშავის მზერა აქვს აკრული.-მიზეზი ესაა,რომ არ მოგწონვარ და სულ მეკამათები?- საწყალი სახე აქვს თუმცა ტუჩის კუთხეზე ღიმილს ვამჩნევ. - შენი აზრით უნდა მომწონდე იმ ყველაფრის მერე? - რატომღაც მეც მეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეში. -არ მინდა ასე იყოს.თავიდან დავიწყოთ -ხელს მიწვდის.ჯერ მის ხელს დავყურებ მერე ისევ მას შევცქერი თვალებში.მეცინება. - გავიწყდება,რომ კაცთა სქესზე ალერგია მაქვს.- ვიცინი.მინდა ხელი მეც გავუწოდო და ამას მანამ ვაკეთებ სანამ მთელი გონებით ვიაზრებ.-კოჰაბიტაცია მიღწეულია-ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი უფრო ფართო უხდება.ვერც კი ვასწრებ გააზრებას ისე მალე ჩნდება ჩემი სახის წინ ახლოს.მეორე ხელს ლოყაზე მადებს.გონებაში განგაშის სიგნალი ჩემდა უნებურად მერთვება.ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ.ისე სწაფად და ამავე დროს ნელა ეხება ჩემს ტუჩებს თავისი ტუჩებით.უეცრად მთელი სიძლიერით ხელს ვკრავ და უკან იხევს.გაშლილი ხელს სახეში ძლიერად ვურტყავ.იმ ხელს,რომელიც წუთის წინ ჩამოვართვი. - აღარ გაბედო ამის გაკეთება! -ვგრძნობ სიბრაზისგან მთელი სხეულის თითოეულ კუნთი დაჭიმული მაქვს.მინდა ამ დასაწვავი მანქანიდან გადავიდე,მაგრამ ვერ გადავდივარ.ვგრძნობ როგორ მიმძიმდება სხეული და თვალებში ლანდები მერევა. -ჯანდაბა ეს არ უნდა მექნა- მესმის მისი ხმა გვერდიდან.ასევე საჭეზე ხელი დარტყმის ხმა.მთელი სხეულში პანიკა მივლის.გონება მებინდება.ყურებში აღარაფერი მესმის მხოლოდ შხუილი.მუხლებზე დადებულ ჩანთას მაგრად ვეჭიდები.თვალებს ვხუჭავ და ღმად ვიწყებ სუნთქვას.თუმცა არ გამომდის დამშვიდება.თვალებში ცრემლების მოწოლას ვგრძნობ მზერას გვერდით ვაბრუნებ.დაბნეული მიყურებს და შიშს ვხედავ მის მზერაში .რაღაცას ამბობს თუმცა ვერ ვარჩევ სიბნელე ისადგურებს და საბოლოოდ ვეშვები ბნელ მორევში. **** "ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხებში ძალა,ცოტაც და ალბათ სირბილს ვეღარ შევძლებ.მივრბივარ,უფრო სწორედ მდევარს გავურბივარ,რომელსაც ჩემი ხორცის დაუფლება სურს.თვალებიდან მხოლოდ ბნელს ვხედავ ჩემდაუნებურად ფეხები მეკვეთება და ცხვირ-პირით ძირს ვეცემი.ფეხის ხმა უფრო ახლოდან მესმის.მისი სახეც კი არ დამინახავს." ისევ ეს კოშმარი ამდენი ხნის მერე.ხელებს საბნის ზემოდან ზეწარს ვავლებ და მაგრად ვუჭერ.თვალის გახელა მინდა,თუმცა ვერ ვახელ მძიმედ მეხუჭება ისევ.ჩემთან ვიღაც არის.არა ვიღაც არა რამდენიმეა აქ ჩემს გვერდით. შუბლი მითავისუფლდება,მაგრამ მალევე ცივი სველი ნაჭერი შუბლს მიციებს.მთელ სხეულში მაკანკალებს.სახიდან ოფლი კისერში ჩამდის. - რა სჭირს ჩემს გოგოს?-ბებიას აღელვებული ხმა მესმის. "ბებიაა" მინდა დავუძახო თუმცა ვერ ვახერხებ.ისევ ვიკარგები სადღაც. "-მეთამაშები საყვარელო? -მესმის უფრო ახლოდან მისი ხმა.სირბილით დაღლილი ქოშინით სუნთქვა არეული.-მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა.ახლა კი მე შენ მინდიხარ და ასეც იქნება.-ისევ განაგრძობდა ის.მე კი თავს ძალა დავატანე და ისევ ავდექი.ყურებში საკუთარი უსწრაფესად მოგუგუნე გულის ხმა მესმის.ისევ გავურბივარ,ის კი ავღორცული სიცილით და ახლა უკვე აუჩქარებლად უკან მომყვება.არ ჩქარობს,რადგან დარწმუნებულია,რომ ვერ გავექცევი.მე კი მინდა გავექცე. კიდევ ერთ ბნელ კუთხეში შევუხვიე.რატომაა აქ ყველგან ბნელი.საკუთარ თითსაც ვერ შენიშნავ თვალთან ამ სიბნელეში.რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ და ვხვდები,რომ ჩიხში ვარ." ჩემი კოშმარიდან ისევ გამოვიდივარ.თვალებს ისევ ვერ ვახელ,მხოლოდ ოთახში მყოფთა ხმა მესმის. შიშს აღარ ვგრძნობ,რადგან ნაცნობი ხმებია. - როდემდე უნდა იყოს ასე?-მესმის ბებიას ნამტირალევი ხმა.- სადაა ეს ბიჭი ამდენ ხანს?! - ნუ გეშინია. უბრალოდ მაღალი სიცხე აქვს.ექიმიც მალე მოვა- ნია ამშვიდებდა. - ასე უცებ რა დაემართა?-ქვითინებს ბებია.ნიას ღმად ჩასუნთქვის ხმა მესმის.შუბლზე თბილს ისევ ცივი ნაჭერი ცვლის. - ექიმი მოვიყვანე- საბოლოოდ მესმის სეჰუნის აღელვებული ხმა,რომელიც ისევ ჩახშობას იწყებს და მე ისევ ჩემს ბნელ კოშმარში ვბრუნდები. "უკან ვიხევ თუმცა გვიანია.ის კიდევ უფრო ახლოა.ბნელ კუთხეში ვიკუზები და ცხვირ-პირზე ხელს მაგრად ვიჭერ.იქნებ წავიდეს?!იქნებ წავიდეს?!ღმერთო მიშველე.დამეხმარეთ.რატომ არავის ხმა არ ისმის.შინაგანად ვყვიროდი გონებაში.როცა გჭირდება,მაშინ არავინ არ არის შენს გვერდით. -ვიცი,რომ აქ ხარ-თითქოს ორი ნაბიჯიდან მომესმა ხმა.გავირინდე.აქ ხო ძალიან ბნელა ვერ დაგინახავს.ვამშვიდებდი ჩემს თავს,თუმცა მალევე განათდა პატარა ნაწილი.მოპირდაპირე მხრიდან ნელ-ნელა ჩემსკენ წამოსვლა დაიწყო.ალბათ ტელეფონი აქვს.ჯანდაბა ჩემი ჩანთა გზაში დამივარდა.კბილებს შორის ტუჩს ვიქცევ და კბილებით ვაწვები.შიშისგან ტუჩებზე კბენით ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობ.წამიც და ბნელი კაშკაშა სინათლემ შეცვალა.სახეზე ხელები ავიფარე.ახლა სირაქლემას ვგავდი.-ხომ გითხარი საყვარელო,რომ ყოველთვის ვიღებ იმას,რაც მინდა.-ხმაში აშკარა კმაყოფილება ეტყობოდა და იგრძნობოდა როგორ იღიმებოდა.სახიდან ხელები ჩამოვიხსენი -მიშველეთ- ვყვირი განწირული,თუმცა მალევე მიწყდება ხმა,რადგან ვეღარ ვსუნთქავ.მინდა ამოვისუნთქო.ვცდილობ... ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის.პანიკა მიპყრობს.ძირს ვეცემი. ვცდილობ ხოხვით სხვაგან გავძვრე,მაგრამ ფეხზე ხელს მაგრად მიჭერს და მატრიალებს.ვეღარ ვუძალიანდები.გონება მებინდება.ყურებში შხუილი და გულის უკვე ნელი ცემა მესმის.ვგრძნობ როგორ მტკივნეულად დადის მისი ხელები ჩემს ფეხზე,თეძოზე და მაისურის შიგნით აცურებს.უხეში ხელები.დიდი და უხეში." ჩემი ბნელი კოშმარი მტოვებს.თვალების ოდნავ გახელას ვახერხებ. ოთახს მბჟუტავი შუქი ანათებს.მინდა უფრო კარგად გავახილო,მაგრამ ვერ ვახერხებ.მოჭუტული ოდნავ გვერდით ვიხედები.საწოლთან გვერდით ვიღაც ზის. საწოლს ეყრდნობა იდაყვები და თავი ხელებში აქვს ჩარგული. ეს არც ბებიაა და არც ნია. სანამ ძილი ისევ წამართმევს თავს ვცდილობ გავარჩიო ვინაა. - სეჰუნ...- ვამბობ,თუმცა ალბათ მხოლოდ მე მესმის.რადგან პასუხი არ გამიგია.ისევ ღრმად ძილში წავედი.იქ კი ჩემი ბნელი კოშმარი მელოდება ჩასაფრებული. ისევ მიცდის და უნდა ხელთავიდან განვიცადო ყველაფერი. ყველაფერი თავიდან არ იწყება უბრალოდ ისევ გრძელდება იქედან სადაც გავჩერდი. "სხეულზე მძიმედ დამაწვა. ერთ ხელს ახლა თვითონ მაფარებს პირზე,თუმცა ვერ ვხვდები,რატომ?მე ხომ ისედაც ვერც ვყვირი,ვერც ვსუნთქავ და საერთოდ გულიც კი ანელებს მუშაობას.ბოლოს ჩემს სმენას საქამრის გახსნის ხმა წვდება,მე კი თვალები მეხუჭება და ბნელ მორევში ვეშვები. სივრცეში მივფარფატებ ისე,როგორც ცაში გაშვებული ფრანი ან პეპელა,რომელიც ცაში აიჭრა და ფარფატებს,ვეღარაფერს ვგრძნობ აღარც მესმის, აღარც ის ამაზრზენი არსებაა ჩემთან.მხოლოდ მე და სიბნელე,რომელსაც არ ვიცი სად მივყავარ." წყურვილი მაღვიძებს.ნელნელა ვიწყებ ოთახის აღქმას.გვერდით ნია მიზის და მაშინვე სახე გაბადრული მიწყებს ყურებას.მეც ვუღიმი. - როგორ ხარ? - შუბლიდან უკან თმისკენ ხელს მისვამს და თბილად მიღიმის. - გადავრჩები-ღიმილი უფრო ფართო მიხდება.გამოშრალი პირი თავს მახსენებს.- მწყურია. - ახლავე- იქვე ტუმბოდან ჭიქას იღებს და მიწვდის მეც თავს ვწევ დასალევად.პირს ვისველებ და რამდენიმე ყლუპს ვყლაპავ.-მაღალი სიცხე გქონდა.ექიმმა ნემსი გაგიკეთა.როგორც ჩანს გიშველა.- პასუხი ჯერ კიდევ არ გაფიქრებულ კითხვაზე გამცა. - არ მახსოვს როგორ მოვედი- ვლუღლუღებ და ისევ საწოლზე ვდებ თავს. - სეჰუნმა მოგიყვანა.საკმაოდ შეშინებული იყო- სიცილი უსკდება ნიას.თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ. - უკვე კარგად ვარ შეგიძლია წახვიდე.- ნიას გავხედე.ყოყმანობს.- მძინარეს ხო არ უნდა მიყურო წადი- თვალებით ვანიშნებ, თან ვუღიმი. ისიც მიჯერებს შუბლზე მკოცნის და მიდის.საწოლში ადგილს ვიცვლი და ისევ მეძინება ჩემი კოშმარით გადაღლილს. *** ვეღარ ვისვენებ. საწოლზე ვწრიალებ.ტუმბოზე მოთავსებულ ტელეფონს ვწვდები და საათს ვამოწმებ.ექვსი დაიწყო.მუცელი საშინლად მიბუყბუყებს აშკარად მშია.ფეხზე ვდგები.თავიდან თავბრუსხვევას ვგრძნობ,მაგრამ წონასწორობას ვიცავ.სამზარეულოსკენ ნელი სვლით მივემართები. ალბათ მთელი ათი წუთი დამჭირდა აქ ჩამოღწევამდე.ვცდილობდი არავინ გამეღვიძებინა, თუმცა არც სწრაფად სიარული შემეძლო.სამზარეულოსკენ მიმავალ კედელს მივყვები.იქედან კი მაცივრის კარების ხმა მესმის. - ალბათ უკვე ადგა სიუ.- ვბურდღუნებ ჩემთვის და შევდივარ.მის მაგივრად ხელში სეჰუნი მრჩება.მაცივრთან წვენის ბოთლით ხელში.ჩემსკენ ბრუნდება და შეშდება.ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.ჩემს ნაბიჯს თვალს ადევნებს. - როგორც ჩანს უკვე კარგად ხარ.- ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ჩემგან საწინააღმდეგოდ მეორე გასასვლელიდან გადის.ვერც ვერაფერს ვეუბნები და არც მეძლევა ამის საშუალება.ან რა უნდა უთხრა ბიჭს,რომელიც გკოცნის შემდეგ კი გონებას კარგავ და მაღალი სიცხისგან კვდები. სიმართლის თქმა არც შემიძლია და არც მსურს.ამიტომ მხოლოდ ამოვიხვნეშე და მაცივრისკენ წავედი. ბუტერბროდისთვის მასალებს ვიღებ ვიმზადებ და მშიერ კუჭზე კარგად ვნაყრდები.კიდევ კარგი რამდენიც არ უნდა ვჭამო ჩემს წონას არაფერი ემატება.დანაყრებული ჩემს ოთახში ვბრუნდები და თვითგვემას ვეცემი. *** საშინელი დღე და ღამე მქონდა გუშინ. თუმცა რათქმა უნდა ამას ლი ნინგი ვერ ამჩნევს. მის კომპანიაში მისივე კაბინეტში მე და ლექსო ვზივართ სავარძლებში. ბებიაჩემის დიდი ჩხუბისა და დარიგებების შემდეგ ძლივს შევძელი სახლიდან გამოსვლა. მაგიდაზე მოთავსებული ტელეფონი წკრიალებს.ისიც პასუხობს მაშინვე. - კი კი შემოვიდნენ.- ფართოდ მომღიმარი ისევ ჩვენს წინ სავარძელში ბრუნდება.- ვფიქრობ გაინტერესებთ ვინ იქნება თქვენი პარტნიორი.-უკვე ვიცი.ვფიქრობ და თავს დაბლა ვხრი.-მართალია ჯერ არ დაგვთანხმებია,მაგრამ ვეცდები..- საუბარს კარებში შემოსული სტუმრები აწყვეტინებენ.თვალს შემოსულებისკენ ვაპარებ. წამით ჩემი და სეჰუნის მზერა ერთმანეთს ხვდება.გონებაში სამზარეულოში მომხდარი მახსენდება და წარბებს ვკრავ.ისე იქცევა გეგონება ბოდიში აქეთ მქონდეს მოსახდელი. - ბატონო ლი- ხელს ჯერ თვითონ ართმევს.შემდეგ კი მის უკან მომავალი მასზე ცოტა უფროსი კაცი.ალბათ მენეჯერია. - დაბრძანდით- ბატონი ლი ჩვენს მოპირდაპირე სავარძლებზე ანიშნებს და ისინიც სხდებიან.პირდაპირ საქმეზე გადადის.- ძალიან გამიხარდება თუ ორივე მხარე შეთანხმებით და ამ კოლექციას ერთად წარადგენთ.საოცარი ბილბორდები გამოვა თქვენ ორისგან.ჯერ კიდევ წვეულებაზე შევამჩნიე თქვენს შორის იდუმალი ცეცხლი.ერთმანეთს ბრაზით შესქერით თუმცა მზერაში სხვას ვხედავ ერთმანეთისკენ ლტო... - მე უარს ვამბობ- გაღიმებული სახე ეყინება კაცს სეჰუნის ამ სიტყვებზე.მეც,ლექსოც და მისი მენეჯერიც გაოცებულები შევყურებთ.ბატონ ლის კი სახეზე აღარანაირი ემოცია აღარ ეტყობა. - რატომ?რა მოხდა?- უცებ დგება განცვიფრებული სავარძლიდან. - უბრალოდ არ მინდა მასთან ერთად მუშაობა- ისე ანიშნებს ჩემზე.ზედაც არ მიყურებს.ვხდები მის გარდა ყველა მე შემომყურებს.ჩემს საწოლთან მჯდომი ეტყობა მომეჩვენა,რადგან ახლა როგორც საძულველს ისე მექცევა. - რამე პრობლემა თქვენს შორის?-ლექსომ გადმომიჩურჩულა.ფეხზე ვხტები გაბრაზებული. - შენ გგონია მე მინდა შენთან ერთად მუშაობა?სრულებით არ მსურს.- ზედმეტად ქედმაღლურად გავყურები. -ხოდა ძალიან კარგი - ისიც იმავე მზერით მპასუხობს.- არც ერთს არ გვინდა,ამიტომ - დირექტორს უბრუნდება.-ჩემი შემცვლელი მოძებნეთ. - ბავშვებო რა გჭირთ?-კაცი აღშფოთებას ვეღარ მალავს.პასუხს აღარ ცემს უბრალოდ ემშვიდობება და კარისკენ მიდის. - ძალიან კარგი.გამაგებინეთ შემცვლელს,რომ იპოვით- ვეუბნები ამაყად. ლექსოს ვანიშნებ,რომ ჩვენი წასვლის დროა.ვემშვიდობები და მეც კარისკენ ვბრუნდები. - მაგრამ მე თქვენი ცეცხლი მჭირდება - მოგვჩხავის კაცი ზურგს უკან.ისე სწრაფად წავედი კარისკენ დავეწიე კარის გაღებისას გვერდით ვუბიძგე და გარეთ პირველი მე გამოვედი.დერეფანში სწრაფად მივაბიჯებ.უკან ლექსო მომდევს.ვხდები როგორ უნდა ახლა კითხვები დამაყაროს.მაგრამ ხმას არ იღებს.ამისთვის მადლობელი ვარ.სასწაული მეგობარია.ორივე ლიფტში შევდივართ.მობრუნებული ვხედავ გვიახლოვდებიან.მენეჯერი გაცხარებული ელაპარაკება.ის კი მოდის და უბრალოდ მე მიყურებს.დახურვის ღილაკს ხელს რამდენჯერმე ვურტყავ მალე,რომ დაიხუროს. - მოიცა მოდიან.-ლექსო ჩუმად მეუბნება ისევ. - სხვას გამოყვებიან.-მოსულს ჩემი ნათქვამი კარგად და მკაფიოდ ესმის.მხოლოდ ტუჩის კუთხე ეძგიბება ღიმილისგან.ამის დანახვას ვასწრებ და კაბინის კარები იხურება. *** უკან ეზოში გაბრაზებული დავაბიჯებ. - გაბრაზებული მე უნდა ვიყო.მე უნდა ვაიგნორებდე.მე უნდა გავურბოდე.- ვერც კი ვამჩნევ საჩვენებელ თითს მკერდზე როგორ ვირტყავ.სახლს ოდნავ ვცილდები და მინდორზე ვკალათდები.ვცდილობ ფსიქოლოგიურად დავწყნარდე.გვერდით ვიღაცის დაჯდომას ვგრძნობ. - დალიე- მიწვდის ჭიქას ლექსო.- ცოტა დამშვიდდები. - აღელვებული არც ვარ- ვიცხადებ უცებ,თუმცა ჭიქას ვართმევ და წვენის სმას ვიწყებ. - ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა. რამე ისეთი ქნა რამაც შენი გუშინდელი მდგომარეობა გამოიწვია?-თავს მისკენ ვატრიალებ.თბილი მზერით შემომყურებს. - მაკოცა-მცდება დაუფიქრებლად ბაგეებიდან.დიდხანს,რომ არ დავფიქრდე უცებ ვაყრი შემდეგსაც- ჩემი ორგანიზმის რეაქცია ხომ იცი ასეთ რაღაცეებზე. ცუდად გავხდი.დანარჩენი შენც იცი. - რატომ არ გინდა იმაზე ილაპარაკო რაც მაშინ მოხდა. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი - თავს აკეცილ მუხლებზე ვიდებ. - რო არ ლაპარაკობ სწორედ მაგიტომ ხარ ეგრე.თერაპევტი უნდა აიყვანო. ამას უკვე მერამდენედ გეუბნები.დამიჯერე ისეთი არაფერი მომხდარა რაც შენ გაშინებს- მისკენ სწრაფად ვაბრუნებ თავს.აქამდეც უცდია ლაპარაკი ამ თემაზე თუმცა ასე შორს არასდროს წამომიყვანია თემა. -შენ რა იცი იქ,რომ არ ყოფილხარ? -ააჰ თაკო.ხომ შეგეძლო ასე ადრე მაინც მოგესმინა ჩემთვის.იმასაც გაიგებდი,რომ მანამდე მოვედი სანამ შორს შეტოპავდა.-ვუსმენდი და ყურებს ვერ ვუჯერებდი.- გონება გქონდა დაკარგული ამიტომ არ გახსოვს ბოლო მომენტი.- თვალებში ცრემლები მიდგება.ხელს სწევს ჩამოგორებული ცრემლის მოსაწმენდად თუმცა რეფლექსურად ვიწევი.- ხედავ? უკვე ავტომატური გახდი. ყოველთვის გეუბნებოდი,რომ ისეთი არაფერი მომხდარა. სხვა რამის თქმის საშუალებას არ მაძლევდი. -იქ როგორ აღმოჩნდი?-რატომ გავიხსენი ახლა მე თვითონაც მიკვირს. - უბრალოდ ჩემთვის მივაბიჯებდი ქუჩაში.ადრე მარტოობა მიყვარდა- ეცინება და ცდილობს მეც გადმომდოს.ოდნავ ვუღიმი აცრემლებული.თავი ისევ მუხლებზე მიდევს და გვერდით მას გავცქერი.-ყვირილი მომესმა.ვიღაც შველას ითხოვდა.მხოლოდ ერთხელ დაიძახე თუმცა მაინც მოვახერხე მოგნება.თან იმ ჩაბნელებულ ადგილზე მხოლოდ იქ ანათებდა რაღაც.მოსულმა, რაც პირველი მომხვდა ხელში, ის, ჩავარტყი თავში.გვერდით გადავარდა და გონება დაკარგა. ყველაფერი ისევ ზედ გეცვა.ვერ მოასწრო.-მიყურებს და ისევ მიღიმის.-შენ საავადმყოფოში წაგიყვანე,ის კი პოლიციას დავუტოვე. - ლექსო- ვეუბნები აკანკალებული ხმით.მას კი მზერაში შიში უკრთება. - ცუდად ხარ? მაპატიე არ უნდა დამეწყო ამაზე ლაპარაკი- სიტყვებს ერთმანეთს აყრის. - არაა კარგად ვარ. ცხოვრებაში პირველად. უბრალოდ მინდა ჩაგეხუტო და მადლობა ასე გადაგიხადო,მაგრამ არ შემიძლია ხომ იცი-აცრემლებული და მადლიერი მზერით შევყურებ. - სურვილიც საკმარისია- ჩამიცინა- კარგ ექიმს გიპოვი კარგი?-ცდილობს დამითანხმოს.- ვინც ამ შიშებს დაგაძლევინებს.აი მერე კი შეგიძლია მადლობა ჩახუტებით გადამიხადო. მეცინება.აქამდე ხელში შეყინულ წვენს ძირს ვდებ. ხელებით ჩამოგორებულ ცრემლებს ვიწმენდ და მის წინადადებას თავის ქნევით ვთანხმდები. ***** ამ კვირაში უკვე მეორედ შემოვაბიჯე ამ კაბინეტში.ლექსოსთან ექიმის ხსენება და მაშინვე მისი ძებნა ერთი იყო.როგორც თვითონ ამბობს დრო არ იცდის,მაშინვე საუკეთესო იპოვა საუკეთესოთა შორის ჯეკის დახმარებით.რათქმაუნდა ეს გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო მაგრამ სადაც ოთხმა კაცმა იცის ის უკვე საიდუმლო აღარა. თუმცა ვიცი არც ჩემი და და არც ჯეკი ამაზე ჭორაობას არ დაიწყებენ,ლექსოზე ხომ აღარაფერს ვამბობ.გინდ თერაპევტი უწოდეთ,გინდ ფსიქოლოგი,გინდ ჯადოქარი ეს ექიმი ძალიან მომეწონა. ადრე ექიმების ატანა არ მქონდა. ეს გოგონა კი სულ სხვანაირია.ალბათ ასეთიც უნდა იყოს ფსიქოლოგი. უნდა გაგხსნას და თავისუფლად შეძლო მასთან ლაპარაკი.ახლა მის კაბინეტში მოხერხებულად ვზივარ მის სავარძელში. -თავს როგორ გრძნობ? -თვალებში მიყურებს და თან მიღიმის. -ჰიპნოზის შემდეგ მგონი კარგად ვარ.-მეც ვუღიმი.მართლა კარგად ვარ. -ფიქრობ,რომ შეგიძლია შეეხო შიშის გარეშე? -არ ვიცი.არამგონია.ამაზე არ მიფიქრია-თავი ჩავხარე.ისევ ჩემს შიშებთან ვტრიალებთ. -გიყვართ?-კითხვაზე უცებ თავს ვწევ. -არა-ეგრევე ვპასუხობ დამფრთხალი.მას კი ეცინება. -ადრე გიყვარდათ? -ალბათ კი. -და ახლა რატომ არაა?-ხმას არ ვიღებ.ისევ თვითონ აგრძელებს-გეშინია.გეშინია,რომ არ მიგიღებენ და უარგყოფენ.გაშინებს სიყვარული და გეშინია,რომ ... -ხო მეშინია-ვაწყვეტინებ და პირველად ვაღიარებ-მეშინია და ყველაფერი იმ ღამის დამსახურებაა. -ეს დრო გეგონა,რომ რაღაც მოხდა.ახლა კი დრო გჭირდება შენი თავის დაჯერებაში.ისეთივე ხარ როგორც იმ ღამემდე.არ იფიქრო,იმაზე რო ყოველი შეხება ისევ იმ ღამესთან დაგაბრუნებს.შიშისკენ პირდაპირ გადადგი ნაბიჯი.ნუ მისცემ მას საშუალებას დაგიმონოს.-თვალებში ვუყურებ და გონებაში ვიხვევ მის სიტყვებს-ჩვენი დრო ამოიწურა.ვფიქრობ შემდეგ სეანსზე უკვე პროგრესი გვექნება-ორივე სავარძლიდან ვდგებით.ჩანთას ვიღებ,ვემშვიდობები და კაბინეტს ვტოვებ.გამოსულს ლექსო მეგებება. -აბა როგორ ჩაიარა? -კარგად.-მოკლედ ვუჭრი და ვუღიმი. -ძალიან კარგი მაშინ წავიდეთ.ბატონი ლი გველოდება. კიდევე ერთი საცდელი გადაღება გვექნება. -კიდევ ერთი ახალი მოდელი იშოვა?-თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს-ამ კვირაში უკვე მეოთხეა-მეცინება.თან გზას განვაგრძობთ. -რა ქნას თუ არ მოსწონს.-შენობიდან გავდივართ და მანქანაში ვსხდებით. -უბრალოდ სეჰუნზეა ჩაციკლული.-მშვიდად ვეყრდნობი სავარძელს და თვალებს ცოტახანი ვხუჭავ. -როდის ბრუნდება?-თვალებს ვახელ და მისკენ ვიხედები. -მე რავიცი მის მდივანს ვგავარ?თუ უნდა სულ ნუ ჩამოვა.-ლექსო ჩუმდება და ისევ გზას ადევნებს თვალს.მასზე ვბრაზობ?საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამ.რატომ ვბრაზობ?ჩვენი ბოლო შეხვედრა მახსენება ლიფტის კარებთან.მის მერე აღარ მინახავს.სიმართლე ვთქვა დიდი დაინტერესება არ გამომიხატავს თუ სად გაქრა.პირიქით მიხაროდა თვალებში აღარ მეჩხირებოდა და აბაზანის პრობლემაც მოგვარდა. თუმცა ყური მოვკარი,რომ ქორწილში აუცილებლად ჩამოვიდოდა.როცა ჩემი თავი ამ ამბის გაგებით სიხარულში გამოვიჭირე შინაგანი სამყაროს დალაგება ვცადე მაშინვე გარედანაც,რომ არ შემტყობოდა. ახლა კი ნევრები მეშლება და ვბრაზობ,რომ აქ აღარაა. *** ფოტოგრაფი აპარატს აჩხაკუნებს.მე და ეს ახალი მოდელი,რომელიც საკმაოდ სიმპატიურიაა და ეს ტანსაცმელიც ძალიან უხდება წესით უნდა მოეწონოს ლინგს. ის კი თავის სკამზე მაინც უკმაყოფილოდ ზის და გვიყურებს. -შეწყვიტეთ გადაღება-ფეხზე დგება და გვიახლოვდება.-ფენგ-მიმართავს მოდელს.-მინდა,როცა მას გახედავ შენს მზერაში რაღაც განსაკუთრებული დავინახო.-გიჟია ეს კაცი.ჩემთვის ვფიქრობ და მეცინება. -კარგი გავიგე-ეუბნება და შეფარვით მიყურებს.ლინგი გვშორდება.ერთმანეთს ვუყურებთ და ორივე ამ კაცის სიგიჟეს დავცინით.-განსაკუთრებული მზერა სჭირდება-გამოაჯავრაა.ჩვენ ადგილებს სიცილით დავუბრუნდით.ორივეე გადაღებაზე ვართ ფოკუსირებული.ვერ ვხვდები საიდან თუმცა მზერას ვგრძნობ.გადაღებაა ამიტომ არ შემიძლია ოთახს თვალი მოვავლო. -კარგია-ყვირის ლინგი.როგორც იქნა მოეწონაა რაღაც.-ფოტოები ვფიქრობ კარგი გამოვა.კლიპისთვის შემდეგ გელოდებით.ფენგ კარგი იყავი.მომეწონა.-აქებს და ისიც უღიმის.ჩემსკენ ისეთი მზერით იყურება თითქოს მეუბნება როგორც იქნა მოვაწონეო.წარბს ვუწევს და ვუღიმი პასუხად.-ქორწილის შემდეგ შევხვდებით-ახლა მე მიბრუნდება და მიღიმის.თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ,ვემშვიდობები ორივეს და გამოსაცვლელად ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევდივარ.ჩემს ტანსაცმელს ვიღებ შავი კლასიკური შარვალზე ზემოდან თეთრ პერანგს ვიცმევ.უკანასკნელ ღილს ვიკრავ.ცალ მხარეს შარვლის ერთ მხარეზე ვიტანიებ.ფეხებზე მაღლებს ვიკვეხებ.თმას ისევე ვტოვებ როგორცაა.ჩემი პატარა თმები საყვარლადა დახვეული.სავარძელზე მიგდებულ ჩანთას ვიღებ და ოთახს ვტოვებ.კომპანიის ჰოლში მივაბიჯებ თან ტელეფონით ლექსოსთან დარეკვას ვცდილობ.გარეთ უკვე მობინდებულია. -რა სჭირს?-პირველი მცდელობისას არ მაგონებს.კიდევ ერთხელ ვრეკავ.-ლექსო რატომ არ მაგონებდი?სად ხარ? ახლა აქ არ უნდა იყო?-მისი ხმის გაგებისას შვებას ვგრძნობ. -ნიამ მთხოვა რაღაცაში დავხმარებოდი.მეგონა მოვასწრებდი,მაგრამ ვერ ვახერხებ. -კარგი ტაქსით წამოვალ.-თვალებს ვატრიალებ. -წესით უკვე მანდ უნდა იყოს-ჩაიდუდღუნა თავისთვის.კომპანიის კარებთან გასული ვშეშდები. -ვინ? -თქვენს განკარგულებაში მიგულეთ-ხმისკენ ვაბრუნებ თავს.მანქანასთან მიყუდებული დგას.ცალი ხელი აკეცილი აქვს მეორეს კი მე მიქნევს,თან მიღიმის.როდის ჩამოვიდა?მივლის უცებ თავში.-მოგკლავ-ვდუდღუნებ მეც აქედან ტელეფონში.ვგრძნობ მეორე მხრიდან როგორ ეცინება.ვუთიშავ და მანქანაზე მიყრდნობილს ვუახლოვდები.კარებს აღებს.მითითებს ჩავჯდე.კარებს ვუახლოვდები.-როდის ჩამოხვედი? -სულ რაღაც ერთი საათია და მაშინვე შენს მცველად მაქციეს-უკვე მოკალათებულმა ავხედე.მომღიმარი სახით მომიხურა კარები.საწინააღმდეგო მხარეს მოუარა და საჭეს მიუჯდა.-ვიცი ჩემი დანახვა გიხარიაა-ირონიულად მეუბნება.მანქანას ქოქავს და კომპანიას ოდნავ ვცილდებით. -სიმართლე გითხრა მართლა მიხარია-ვგრძნობ როგორ გამომხედა.მეც გავხედე და უბრალოდ ვეცადე საყვარლად გამეღიმა.კიდევ უფრო გაოცებული მზერით მიყურებს.მე კიდევ მის ამ მზერაზე მინდა ავხარხარდე,მაგრამ თავს ვიკავებ. -ვინ ხარ და რა უქენი იმ უჟმურ გოგონას?-თან მე მიყურებს თან გზისკენ აქვს თვალი.ორივეს ერთდროულად აკეთებს. -ნუ გეშინია ის უჟმური გოგო ისევ აქაა.წინ უყურე -სახეზე ღიმილს ვმალავ და სერიოზულ სახეს ვიღებ. -კი ნამდვილად ისევ აქ ხარ- იღიმის და მთელი ყურადღება ისევ გზაზე გადაქვს. *** ტროტუართან მიყენებულ მანქანაში ვდგავართ და ველოდბით,როდის მოვა ევაკუატორი. -რა ჯანდაბა დაეტაკა ასე უცებ?-კაპოტ ახდილ მანქანას კითხვის ნიშნიანი მზერით დაჰყურებს. -მაინც ვერ შველი და დახურე-ვეუბნები თან მეცინება.ხელში კლუჩი უჭირავს და უბრალოდ ხელში ათამაშებს.მიუხედავად იმისა,რომ ნათვქამით უკმაყოფილო მიყურებს მაინც იმას აკეთებს რაც ვუთხარი.კლუჩს კი მანქანის საბარგულში დებს."მიშველეთ"-ყრუდ წვდება ჩემს ყურს.თავს თითქოს ხმისკენ ვაბრუნებ. -რა მოხდა?-მიახლოვდება და შემომყურებს. -შენ ვერ გაიგე?ვიღაც შველას ითხოვდა-ხან მას ვუყურებ ხან იმ კუთხსკენ ვიხედები საიდანაც ხმა მომესმა. -ალბათ მოგესმა. -დამეხმარეთ-ამჯერათ უფრო მკაფიოდ მესმის. -არა არ მომესმა.-სიარულს იქეთ ვიწყებ. -რატომ გარბიხარ იქეთ საიდანაც ყვირილი გესმის-მომდევს თან მეუბნება.უცებ ვჩერდები და მისკენ ვბრუნდები. -რადგან ჩემი მისვლით შეიძლება ვიღაცას დავეხმარო-ვამბობ და ისევ იქეთ ვიწევ.უკნიდან ღრმად ამოსუნთქვის ხმა მესმის,მაგრამ არ ჩერდება უკან მომყვება. კუთხეში შესული უცებ ვჩერდები. გოგო კედელს იყო აყუდებული.ერთს დაჭერილი ყავდათ და პირზე ხელს აფარებდა,მეორე მის ჩანთას ჩხრიკავდა.აქეთ იქეთ ვიყურები ვცდილობ რამე ისეთი ვიპოვო რითიც დაშინებას შევძლებ.იქვე ახლოს მიდებულ ბეისბოლის ჯოხს ვხედავ და მის ასაღებად მივდივარ. -ეიი...-მესმის უცებ სეჰუნის ხმა.ვხედავ მათკენ როგორ მიიწევს.-ბიჭებო ასე მოქცევა უზრდელობაა-იწყებს მშვიდად. -ეი ლამაზო ბიჭო უზრდელობა სხვის საქმეში ჩარევაა.გაიარეე თუ არ გინდა სახეზე ცვლილებები შევიტანოთ-ხელით ანიშნებს გავიდეს. -იქნებ ვნახოთ ვინ ვის სახეზე შეიტანს ცვლილებებს-გვერდით ვუდგები ჩემი დამხმარე ჯოხით ხელში,რომელსაც თეატრალურად ვატრიალებ და მეორე ხელზე ვირტყავ.ვგრძნობ როგორ მიყურებს სეჰუნი.მისკენ ვიხედები.-რა იყო?-ჩუმად ვეუბნები მომღიმარს. -საშიშად გამოიყურები -ისევ მიცინის. წინიდან კი ყველა გაკვირვებული გვიყურებს. -პირველ რიგში გოგოს ხელი გაუშვიი-ისევ მათ ვუბრუნდები სერიოზული სახით და ჯოხს გოგოს მიმართულებით ვიშვერ.რატომღაც იმას აკეთებს ის ბიჭი რაც მე ვუთხარი.გოგონას ვუყურებ.მინდა მივხდე როგორაა.სახე სველი აქვს სავარაუდოდ ტირილისგან.ორივე მისკენ მივდივართ.ორი მოძალადე კი უკან იხევს. -ჩანთაა!-ხელით ანიშნებს მეორეს სეჰუნი,რომ უკან გამოუგდონ.ისიც მისკენ აგდებს.გოგონა წამოვაყენე -გაიქეცი სწრაფად-ჩანთა მას გაუწოდა.გოგონაც აცრემლებული თვალებით მადლობას გვეუბნება და გარბის. -ააჰ როგორ ნერვებს მიშლის სხვის საქმეში მძრომიარე ხალხი.-ამბობს ერთ ერთი და ცხვირზე ხელს ისვამს.სტვენის ხმა მესმის.მათ ზურგს უკან რამდენიმე ემატება მათ.ჩემნაირი ჯოხებით.აი თურმე საიდან იყო ეს აქ. -როდის მოასწრეს დაძახება?-მიკვირს და სეჰუნს ვუყურებ. - როგორც ჩანს ჩემ სახეს გაალამაზებენ - სახეზე ხელი მოისვა.თავისუფალი ხელით ვცდილობ ფეხებზე მაღლები გავიხადო ასეც ვიქცევი. -რას აკეთებ? - მიყურებს გაკვირვებული. - ვცდილობ შენი სახე დავიცვა- ვუღიმი.თავისუფალ ხელში ფეხსაცმელებს ვიჭერ.მეორე ხელში შერჩენილ ჯოხს მათკენ მთელი ძალით ვისვრი და უკან იხევენ.- ახლა დროა ჩვენც გავიქცეთ.- ხელზე ხელს ვკიდებ და უკან მოუხედავად გავრბივართ. უკმაყოფილო ბანდა კი ხელჯოხებით მოგვდევს.ჩვენს მანქანას გავცდით.გავრბივართ თუმცა აღარ მოგვდევენ.ხალხმრავალ ადგილში ვერევით და ვჩერდებით. ერთმანეთს ვუყურებთ და ვიცინით. ვამჩნევ,რომ ხელი მის ხელზე მაქვს ჩაჭიდებული მაგრად ისევ.მის მზერას ვიჭერ როგორ უყურებს ჩემს მიერ ჩაჭიდებულ ხელს.უხერხულად ვიშმუშნები და ხელს ვუშვებ.ფეხსაცმელებს ვიცმევ უხერხულობის დასაფარად. სახეში არ ვუყურებ. -ტაქსი - ხელს უქნევს და აჩერებს.- წავედით. - მერე მანქანა? -უკან ვიხედები ისე თითქოს ჩემს უკან იყოს. - ევაკუატორი წაიყვანს და მერე მივხედავ.- ტაქსის კარები გამოაღო.შიგნით შევჯექი.გვერდით ღიმილიანი სახით მომიჯდა. - რატო მიყურებ ეგრე?- წარბებს ვკრავ. - შენი თითოეული მოქმედება მახსენდება. როგორ მოიქნიე ჯოხი და როგორ გადაარჩინე ჩემი სახე.მიუხედავად ამ ყველაფრისა აბაზანაში პირველი მე შევდივარ- ნიშნის მოგებით მოყურებს და თან თვალს მიკრავს. - დაიწყო ისევ- თვალებს ვატრიალებ.სავარძელზე თავს ვაგდებ და თვალებს ვხუჭავ.გონებაში ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით მეც თვალწინ მივლის. მეცინება თუმცა ვცდილობ ეს შეუმჩნეველი იყოს. *** სეჰუნი ტაქსი უკვე სახლთან დგას. გვერდით მისკენ ვიხედები.თავი საზურგეზე აქვს მიყრდნობილი და ჩემსკენ გადმოხრილი.ისე მშვიდად სძინავს არ მინდა გავაღვიძო.თითქოს არაფერი,მაგრამ ძალიან დამღლელია გადაღებები.გადაღებების გაფიქრებაზე გონებაში სიბრაზე მივლის. თვალწინ მიდგება გადაღებების სცენა თუ როგორ უცინიან ერთმანეთს.ჩემთან ასეთი არასდროს არის. მეგონა წასვლით ჩემს აბურდულ გონებას დავალაგებდი და მასაც მშვიდად ყოფნის საშუალება მივცემდი. დიდად არც დავაკლდებოდი. მას ალბათ მართლაც მოვგვარე სიმშვიდე,მაგრამ ჩემი გონება უფრო აირია. ვერ ვხდები რა მემართება მასთან. გვერდით მძინარე სხეული შეიშმუშნა. მეც ფიქრს ვწყვეტ და მას ვუყურებ. - უკვე მოვედით? -თვალებზე ხელი მოისვა და გარემო მოათვალიერა.-რატომ არ გამაღვიძე? - ზუსტად ახლა ვაპირებდი მაგას.ახლახანს მოვედით - ვცრუობ.თითქმის ნახევარი საათია ასე ვართ.მძღოლს ვანიშნებ ხმა არ ამოიღოს.თანხმობის ნიშნად მხოლოდ ღიმილს მიბრუნებს.თაკო მანქანიდან გადადის.მძღოლს ფულს ვაწვდი ზედმეტსაც ვუმატებ მადლობის ნიშნად. მაქანიდან მეც გადავედი და სახლისკენ მიმავალს დავეწიე.სახლიდან მისი მენეჯერი,მეგობარი თუ ვინც არის გამოდის და თაკოს მიმართულებით მიემართება გაბადრული სახით.ეს ბიჭი თან მომწონს, თან არა.მომწონს იმიტომ, რომ არ ეტყობა მეგობრობის მეტს ითხოვდეს მისგან რამეს,ხოლო არ მომწონს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად მასთან ისაა რაც ნერვებს მიშლის. -მშვიდობით მოვედი ნუ გეშინია- სიცილით ეუბნება თაკო ბიჭს.ისიც უცინის და მე მიყურებს. - მე დაგტოვებთ- ვამბობ და ვეცლები.სახლისკენ მივდივარ, თუმცა მისი ხმა მაინც მესმის - მასთან იყავი და სხვანაირად არც ველოდი- ძალაუნებურად მესმის რადგან ლამის ყვირის სიტყვებს.მეცინება და სახლში შესვლამდე კიდევ მისი ამოკნავლების ხმა მესმის,რომელიც დარტყმისგან არის გამოწვეული.მისაღებში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობაა.ჩემი სიყვარულით გადაბრუებული დეიდაშვილი თავის მომავალ მეუღლეს გვერდით უზის,მისი ხელი უჭირავს და ცერა თითით ეფერება.მანათობელი მზერით უყურებს.იგივე შემიძლია ვთქვა ნიაზეც.მიუხედავად იმისა,რომ ვიცი ჩემი სიტყვები მხოლოდ თაკომ გაიგო თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. დასკვნები არ უნდა გამომეტანა ნაადრევად.იქვე მოკალათებულ მათ ბებიას ვხედავ,რომელიც არანაკლები სილამაზით გამოირჩევა მათთგან.სიცოცხლით სავსე ქალია.დეიდა და ბიძიაც გვერდს უმშვენებენ მათ. ხვალინდელ ქორწილზე საუბრუბენ.დიდად არ მიყვარს ასეთ რაღაცეებზე საუბარი, მოსმენა მითუმეტეს. ოთახში შევდივარ - საღამო მშვიდობისა - ვესალმები მათ და ყველას ყურადღებას ვიპყრობ. - საღამო მშვიდობისა.-ყველა თითქმის ერთხმად მესალმება. - რატომ დაგაგვიანდათ?-ჯეკი სერიოზული სახით მეკითხება. - მანქანას რაღაც დაემართა.- მეც სერიოზული სახით ვუბრუნებ პასუხს.- ჩემს ოთახში ავალ დავიღალე დღეს. -არ ივახშმებ?-მოწყენილი შემომყურებს ნია. - არა რძალო არ მშია.თვითმფრინავში ვჭამე და აღარ მინდა თან დაღლილი ვარ -რაც შეიძლება გულით ვუღიმი. ვტრიალდები და კიბეებზე ავდივარ.ზურგს უკან მხიარულად შემოსულების ხმა მესმის.მე და ჯეკი ჯერ კიდევ გაბრაზებული ვართ ერთმანეთზე.იმ საღამოს მერე რაც ჩემი საქციელის გამო თაკოს დაემართა.ახლაც და იმ საღამოსაც მთელ სხეულში სიცივემ დამიარა.ჯანდაბა.ვეღარ მოვითმინე და ვაკოცე.მისი რეაქცია ყველაზე მოულოდნელი იყო ჩემთვის.ველოდი,რომ გამარტყავდა და ასეც მოხდა,თუმცა მისი გონების დაკარგავს არ მოველოდი.შემეშინდა ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ასე. პირველივე დღიდან მიმეორებდა ჯეკი არ შევხებოდი და ჩემებურად არ დამეწყო,თუმცა ამავდროულად არც ის უნდოდა მარტო დამეტოვებინა. ამას ვერ ვხვდებოდი რატომ მეუბნებოდა,ახლაც ვერ ვხვდები ყველაფერს,თუმცა ერთი ვიცი არ უნდა მივეკარო. ჩემს ოთახში შევდივარ.პიჯაკს საწოლზე ვისვრი.აბაზანაში შევდივარ,მისი მხრიდან კარებს ვკეტავ.თან მეცინება. ყველა აბაზანის მომენტი წამის მეასედში თვალწინ მივლის.შხაპს ვიღებ. თავს ვიწესრიგებ. მისი მხრიდან კარებში გასაღებს ვატრიალებ და გაღებულ მდგომარეობაში ვტოვებ. საწოლზე ვწევარ ჭერს გავცქერი და უაზროდ ვიცინი. თვალწინ მიდგას ბეისბოლის ჯოხ მომარჯვებული,როგორ ამაყად შესქეროდა იმ ბანდიტებს.შემდეგ როგორ იხდის ფეხზე,ხელს ხელზე მაგრად მიჭერს და იქედან ერთად გამოვრბივართ. მარცხენა ხელს მაღლა ვწევ და ვატრიალებ.თითქოს ახლაც ვგძნობ მისი ხელის სითბოს. ჩემი არ ყოფნის დროს რაღაც შეიცვალა მასში.უფრო მეტად გახსნილი გახდა. აბაზანის კარების გადაკეტვის ხმა მომესმა,შემდეგ წყლის შხრიალი.ჩემთვის მეღიმება ისევ.საწოლში უფრო კომფორტულად მოვეწყვე და თვალები დავხუჭე. *** საწოლში გვერდი ვიცვალე.ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი და საათს შევხედე. რვა ხდებოდა.ამ ბოლო დროს ადრე ვიღვიძებ.ვდგები და ტანზე ვიცვამ სპორტულ შარვალს.ასე ვაპირებდი აბაზანაში შესვლას თუმცა გაუცნობიერებლად ვბრუნდები და მაისურსაც ვიცმევ. სარკის წინ მონდომებით ვიხეხავ კბილებს. სარკეში ჩემს აჩეჩილ თმას ვუყურებ და არც ვცდილობ დავარცხნას.მზერა ისევ მარცხენა ხელისკენ მეპარება და მეღიმება. - დილა მშვიდობისა -მისი ნახევრად მძინარი ხმა მესმის.მიახლოვდება და გვერდით დგება.სარკეში ჩემს გაკვირვებულ სახეს მოვკარი თვალი და მაშინვე შევეცადე დამელაგებინა სახე. - აბაზანაში შემოჭრა ჩემი წესი იყო-ვბურდღუნებ ქაფიანი პირით. - პოზიცია წაგართვი- მეუბნება და მიღიმის.მთელი სახე უცინის. კბილის ჯოხს პირში იჩრის და კბილების ხეხვას იწყებს.სარკეში იყურება დროდადრო მიყურებს და მიცინის. ეტყობა დღეს ცუდი დღე მაქვს. ვგრძნობ,რომ გულში სისხლი მძიმედ და აჩქარებულად მოძრაობს. ველოდები როდის დაამთავრებს. წყალს პირში ივლებს,შემდეგ სახეზეც ისხავს და მხარზე გადაკიდებული პირსახოცით იმშრალებს. გვერდზე იწევა და მე ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები ონკანთან ვიხრები და პირში დაგროვის ქაფს ვაპურჭყებ.გასვლამდე მხარზე ხელს მირტყავს.- საუზმეზე გნახავ- თავს ოდნავ ვწევ და სარკიდან ვუყურებ.ისევ ღიმილით ხელს მიქნევს და მხიარულად გადის აბაზანიდან. - ჯანდაბა.რა ემართება?-წარბი ავწიე და გასულის მიმართულებით ვიყურები.-აჰ გული მაქვს ცუდად.- ხელს გულზე ვიდებ და პატარა ბავშვივით ადგილზე ვხტუნავ.პირზე წყალს ვისხვავ და კბილების გახეხვასაც ვამთავრებ.ქვევით ამ ფორმით ჩავდივარ მხოლოდ თმას ვილაგებ ოდნავ. სამზარეულოში შესულს უკვე მაგიდაზე მოკალათებული მხვდება.გემრიელად მიირთმევს ხილს და ყავას.ცალი ხელი ჯიბეში მაქვს,ცალით ჩვეულ მოძრაობას ვაკეთებ და თმა უკან გადამაქვს.მის წინ ვჯდები. - სი ყავა მეც მინდა- ვეუბნები და ისიც სავსე ჭიქით გვერდით მიდგამს.რამდენიმე ხილის ნაჭერს დავწვდი.- სად არიან სხვები?-ვეუბნები ცარიელი მაგიდის დანახვისას. - რომ მოვედი მხოლოდ უფროსები დამხვდნენ და ისინიც მალე ადგნენ.სიძე - პატარძალი ჯერ არ მინახავს.- თან გემრიელად ილუკმება,თან მპასუხობს. დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზეა.მეცინება. ყავას ვწვდები და ვსვავ. - დილა მშვიდობისა - ოთახში მისი მეგობარის ხმა არღვევს სიმშვიდეს.ისიც მისკენ მხიარულად ტრიალდება.უღიმის და მის გვერდით დაჯდომას თხოვს. - სიუ ყავა მოუტანე.ნახევარი კოვზი შაქრით - ეუბნება მსახურს ისიც შესასრულებლად მიემართება. - ოჰომ ქალბატონს ჩემი გემოვნება ახსოვს- უღიმის და ლოყისკენ მიაქვს ხელი,რომ მოჩმიტოს,მაგრამ უკანვე წევს. კმაყოფილმა ჩავიღიმე.ე.ი არ შეხების წესი მხოლოდ ჩემზე არ ვრცელდება. - რათქმა უნდა მახსოვს. კარგი წავალ ჩავიცმევ- ხელზე გაკეთებულ საათს დაჰყურებს.-თერთმეტამდე უნდა მოვბრუნდეთ- ფეხზე დგება და მაგიდას ტოვებს. - აქ გელოდები- მიაძახა და ახლა მე მიყურებს დაჟინებით. - რა იყო?-წარბ აწეული ვპასუხობ. - არაფერი. - თავხედი მიცინის. მე კიდევ მინდება ჭიქა სახეზე დავაფშვნა. - აბა რატომ მიყურებ ისე თითქოს რენდგენზე მაშუქებდე- ჭიქას ხმაურით ვდგავ მაგიდაზე. - ასეც არის გაკვირდები- გულწრფელად მეუბნება ყველანაირი მოვლის გარეშე.თან თავის ყავას წრუპავს. - რა დასკვნა გამოგაქვს მერე?-ისევ ცალი წარბი მეწევა მაღლა.ჩემი ჭიქა პირთან მიმაქვს და უნდა მოვსვა,რომ უცებ მესმის. - მოგწონს- ამის მოსმენისას ყელში მცდება სითხე და ხველება მიტყდება.-ნამდვილად ასეა- იმეორებს და თითებს კმაყოფილი ხლართავს ერთმანეთში.მე ჩემს თავს ამაში არ ვუტყდები და მან პირდაპირ მომახარა.სიცილი უტყდება.მე დამცინის.სიბრაზისგან ანთებულ თვალებს ვანათებ. - ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვს დამღუპველია-ვცრი კბილებიდან. - კარგი როგორც გინდა- მხრებს მხიარულად სწევს და დარჩენილ სითხეს სვავს.- ერთს გეტყვი მისი სიუხეშე და მაგარ გოგოდ ყოფნა უბრალოდ იმიჯია.ასე იცავს თავს. დრო სჭირდება,რომ დაივიწყოს ის რაც ტკივილს აყენებს.- მაგიდიდან დგება.მე კი უამრავი კითხვა მიჩნდება.შუბლ შეკრული ვუყურებ.- ვფიქრობ უკვე იხსნება.დაელოდე.- ბრუნდება ისე არაფრის კითხვის საშუალებას არ მაძლევს.გასვლამდე კიდევ მომიბრუნდა- ხო კიდევ არ მითქვამს,რომ ნახევარი საათი ტაქსში მის გაღვიძებას ელოდი - მხიარულად გადის სამზარეულოდან.იქიდან ხმა მესმის კიბეებზე მორბენალი გოგოსი,რომელიც მასთან ერთად ტოვებს სახლს. -ამის დედაც!- ჭიქას ვაბრუნებ მაგიდაზე.- ასე არ შეიძლება თუ დაიწყე ყველაფერი უნდა თქვა- მივყვირი იქეთ საიდანაც გაუჩინარდა. - იქნებ ქალბატონს კითხოთ- ჩუმი ბურდღუნი მესმის სიუს,რომელიც უკვე ცარიელ ჭიქებს იღებდა მაგიდიდან და შეფარვით მიცინოდა. - ნია,რა თქმა უნდა. - თვალებ გაბრწყინებული ვუყურებ სიუს და მინდა ახლა მოვეხვიო ამ იდეისთვის თუმცა რაღათქმა უნდა თავს ვიკავებ და მხოლოდ მადლობას ვჯერდები.სამზარეულს მეც ვტოვებ და ნიას ძებნას ვიწყებ,რომელსაც პატარძლის მოსამზადებელ ოთახში ვპოულობ. ყველა თავზე დატრიალებს. ამდენი ხალხით შეწუხებულს ჩემი დანახვა უხარია თითქოს ხსნას ხედავს ჩემში. - რძალო შეიძლება - მორცხვად ვეუბნები და ისიც სწარაფად მთანხმდება ოთახში შესვლაზე. - შეგიძლიათ ცოტახნით გახვიდეთ- ეუბნება მოსამსახურე პერსონალს და ისინიც გვტოვებენ.მარტონი ვრჩებით.მის წინ სავარძელში ვთავსდები.- გისმენ- ფართო თბილად მიღიმის. თავს კიდევ უფრო დამნაშავედ ვგრძნობ.როგორ შეიძლებოდა ასე მეფიქრა მასზე.არ ვიცი როგორ დავიწყო.არადა როგორი შემართებით შემოვედი.- ჩემს დაზე გინდა მკითხო ხომ?-სიცილო უტყდება ნიას. - საიდან მიხვდი?-მიკვირს მისი მიხვედრილობა.აქამდე სიტყვაც არ დამცდენია მასთან. - ვიცოდი,რომ კითხვები შეგაწუხებდა იმ ღამის შემდეგ.თან ისიც ვიცი ჯეკი ყოველთვის გეუბნებოდა,რომ არ გაკარებოდი თაკოს.- თვალები ალბათ გაკვირვებისგან მიდიდდება ნიას ისევ ეცინება.- როგორც უკვე იცი ნერვიული შეტევები აქვს,როცა ვინმე ეხება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ .კონკრეტულად კი მამაკაცის სქესის წარმომადგენელი. იმ შემთხვევის მერე ასე ემართება.- თავს დაბლა სწევს.შემთხვევა? რა შემთხვევა?გონებაში ვიმეორებ და სულ განაბული ველოდები, როდის გააგრძელებს.თუმცა თავ ჩაღუნული ზის და ხმას არ იღებს. - რა მოხდა?-მცდება უცებ პირიდან. - მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იყვნენ. იქ მისმა მეგობრები დალიეს.თაკოს როგორც უკვე მიხვდი ასეთი რაღაცეები არ უყვარს.წვეულებაზე ვიღაც გადაეკიდა. თაკო კი უბრალოდ ადგა და წამოვიდა,ისიც გამოკიდებია- ხელებს ვმუშტავ და მაგრად ვუჭერ ერთმანეთს.წარმოდგენაც კი არ მინდა შემდეგ რა მოხდა.ნიას თვალები ცრემლებით ევსება.- გვიან მიხვდა, რომ მოსდევდა.ახლოს მანქანებიც არ იყვნენ. სირბილით შეეცადა თავი დაეღწია. სიჩქარეში ჩანთა დაკარგა. იმ ნაბიჭვარმა კუთხეში მოიმწყვდია. სწორედ მაშინ დაეწყო პირველად ნერვიული შეტევა.სანამ ბოლომდე გონებას დაკარგავდა ყვიროდა და შველას ითხოვდა. ლექსოსი მადლობელი ვარ,რომ სწორედ იმ წუთებში იქ აღმოჩნდა. თაკო იხსნა იმ ნაბიჭვრისგან.ლექსომ,რომ ნახა თითქმის აღარ სუნთქავდა.- ნიას სიტყვები ეყლაპებოდა. ვგრძნობ თვალებში როგორ მაწვება მეც ემოციები.ისევ აგრძელებს -საავადმყოფოში წაიყვანა და შეძლეს მისი მობრუნება. შემდეგ თაკომ სცადა. მაშინაც ლექსომ უშველა. ჩვენ ეს ყველაფერი გვიან გავიგეთ,როცა მან უკვე მეორედ მიიყვანა საავადმყოფოში. ეს ყველაფერი კი დაწვრილებით მე და ლექსომ ვიცით და ასევე ჯეკმაც. - ამიტომ მაფრთხილებდა,რომ არ მივკარებოდი-ვდუდღუნებ ჩემთვის.მოყოლილი თითეული დეტალი თვალწინ დამიდგა და საკუთარმა უსუსურობამ ბოლო მომიღო.ან რა უნდა მექნა მე ხომ მაშინ არც ვიცნობდი.- და ამიტომ ქონდა მას ასეთი რეაქცია,როცა ვაკოცე.- საკუთარი თავის ცემა მინდა.ხელის გულებში ფრჩხილებს ვისობ. - მივხვდი, რომ ასე მოიქეცი თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი - ნიას ოდნავ ეღიმება. - ჯანდაბა -ფეხზე ვდგები და თმაზე ნერვიულად ხელს ვისმევ.- იმ ნაბიჭვარს რა დაემართა?- ვტრიალდები ისევ ნიასკენ. - ციხეში ზის.გაუპატიურების და მკვლელობის მცდელობისთვის.- ცხოვრებაში ასეთი გაბრაზებული პირველად ვარ.მინდა საკუთარი ხელებით მივახრჩო ის . - რატომ სცადა?- სასოწარკვეთილი გავყურებ ნიას,როცა მახსენდება ეს. - ეგონა,რომ გააუპატიურეს.მთელი ორი წელი ასე ეგონა. საშუალებას არ გვაძლევდა არც მე და არც ლექსოს ამაზე გველაპარაკა და აგვეხსნა.სწორედ ამის შემდეგ ეწყება პანიკა შეხებისას.მთელი ორი წელი შიშში და ტყუილში იცხოვრა.რამდენიმე დღის წინ კი ლექსომ როგორც იქნა უთხრა და დაითანხმა ფსიქოლოგთან მისულიყო.ჯეკის დახმარებით ლექსომ კარგი ფსიქოლოგი იშოვა და უკვე ორჯერ იყო მასთან.- ისევ მის წინ ვჯდები.- სეჰუნ...- მეუბნება და ნელა მისკენ მზერას ვაპარებ.- არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება,მაგრამ ერთი ვიცი ცოტა დრო სჭირდება,რომ ახლანდელ რეალობას შეეგუოს. უბრალოდ მასთან იყავი და შეეცადე,რომ დაეხმარო. - მადლობა,რომ ეს ყველაფერი მითხარი. - ვდგები და მხარზე ხელს ვადებ.ოთახიდან გამოვდივარ. თავში ყველაფერი ერთმანეთში ირევა. თუმცა ერთი ვიცი არ მინდა მისგან შორს ყოფნა. *** თაკო ქორწილი მშვიდად მიდის. ყველაფერი იმაზე ლამაზია ვიდრე წარმომედგინა.საქორწინო ფიციც დადეს ხელიც მოაწერეს.ნიას გვერდს მისი აქაური მეგობარი და ახლა უკვე მისი მეჯვარე უმშვენებდა. უკვე შეუღლებული წყვილი მაგიდებს შორის დადიოდა და კიდევ ერთხელ იღებდა მილოცვებს.ირგვლივ მუსიკის საოცარი ტალღები ისმის. ერთ მხარეს ჩემი განუყრელი მეგობარი ლექსო მიმშვენებს გვერდს,მეორე მხარეს კი სეჰუნი. დღეს რაღაც სხვანაირად მიყურებს. ვერ ვხვდები რა სჭირს. დილიდან რაღაცნაირად იქცევა. აქამდე თუ ჩემი ნერვების მოშლაზე იყო ორიენტირებული, ახლა პირიქითაა. მისკენ ვიხედები და მის მზერას ვიჭერ. არ მინდოდა ზედმეტად გამოკვეთილი ვყოფილიყავი,თუმცა არ გამომივიდა.ჩემი წითელი კაბა ნამეტანი თვალში ხვდება ყველას.პატარძლის შემდეგ ყველას მზერა ჩემსკენ არის მომართული რაც მაფორიაქებს.ნია და ჯეკი მთავარ მოედანზე გადიან და ვალსის ცეკვით იპყრობენ იქაურობას.სხვა წყვილებიც იკავებენ საცეკვაო მოედანს. - სად მიდიხარ?-ვეკითხები წასასვლელად გამზადებულ ლექსოს. -შენ არ მეცეკვები ამიტომ სხვას ვეძებ- ენას მიყოფს შეუმჩნევლად და თან მეცინება.ლექსო ნიას მეჯვარისკენ მიიწევს.ხელს უწვდის.ისიც თანხმდება და მოედნისკენ მიიწევენ.იქ კი ბებიაჩემს ვკრავ თვალს,რომელიც ვიღაც სიმპატიურ კაცს ეცეკვება.სიცილი მიტყდება. - არ გინდა შენც იცეკვო?-ახლა სეჰუნისკენ ვიხედები და ვუღიმი. - არ მინდა- ისიც ღიმილით მპასუხობს. - და მე,რომ გთხოვო?-თვალებში შევცქერი.აშკარად უკვირს და თვალები უფართოვდება.მას კი არა მეც მიკვირს ჩემი ამ გადაწყვეტილების. ორი წლის შემდეგ პირველად მიჩნდება სურვილი ვინმესთან ერთად ცეკვის. - დარწმუნებული ხარ,რომ ეს გინდა?-თავს სწრაფად ვუქნევ და ხელს ვუწვდი.ველოდები როდის ჩასჭიდებს თავის ხელს.თითქოს ჩემზე მეტად ღელავს.ხელს ფრთხილად მკიდებს.რაღაც ახალს ვგრძნობ.ეს არ არის შიში.მთელს სხეულში დენივით მივლის.შეხების შემდეგ სახეზე მაკვირდება.ორივე ვირინდებით,თითქოს ორივე ველით ჩემს პანიკას,რომელიც არ იწყება.ხელს ახლა უფრო თამამად მიჭერს და საცეკვაო წრისკენ მივყვარ.ვგრძნობ,როგორ გვიყურებს ნია და ჯეკი გაოცებულები. ბებია ისე მიყურებს თითქოს ამას ელოდა კიდევაც. ასეთივე რეაქცია აქვს ლექსოსაც. მის თვალებში ვკითხულობ ამ მდგომარეობით გამოწვეულ ზეიმს.- ბოლოჯერ გეკითხები ნამდვილად გინდა? - ბოლოსდაბოლოს აპირებ თუ არა მეცეკვო?-წარბ აწეული გავყურებ. ტუჩის კუთხეში ეღიმება.მეც მეღიმება.ხელის ერთი მოძრაობით მატრიალებს და წამში მის სხეულს ვეკრობი.თუმცა არც ისე ძალიან.თავისუფალი ხელი მის მკერდზე მიდევს. ორივე მუსიკას ვყვებით. - თუ ცუდად იქნები მითხარი და აქედან გაგიყვან- ყურთან მეჩურჩულება. სახე მთლიანად მიცინის.მის ნათქვამზე. ვგრძნობ,რომ ეშინია და თან ამავდროულად ჩემი დაცვაც უნდა. - ჯერ კარგად ვარ.ჩემზე ნერვიულობას მორჩი და უბრალოდ მეცეკვე- ვეუბნები.ჩემი სიტყვები მე თვითონვე მაოცებს. ვგრძნობ როგორ იცინის.წელზე მის ხელს ვგრძნობ,სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.ჩემი ნერვიული შეტევები სადღაც მიიმალა. ***** მეშინოდა იმის თუ რა მოხდებოდა,როცა ჩემი შიშის საწინააღმდეგოდ ნაბიჯს გადავდგავდი.მეშინოდა უკუ რეაქციის.თუმცა ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ველოდი. გუშინდელი ღამის გახსენებისას სახეზე აშკარა ბედნიერება და ღიმილი მესახება.წვეულების ბოლომდე მეფე- დედოფალს გაქრობაში დავეხმარეთ.ჯეკის ვერტმფრენით თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრნენ.ვერტმფრენამდე მე და სეჰუნმა მივაცილეთ. სახლში დაბრუნებამდე ერთ ლამაზ ადგილას წავედით,საიდანაც ქალაქის სილამაზე უფრო მკვეთრად ჩანდა.თავიდან თითქოს ჩემგან თავს შორს და ამავედროს ახლოს იჭერდა.ვფიქრობ ჩემი რეაქციის მას ჩემზე მეტად ეშინოდა. -რაზე გეღიმება?-ღიმილითვე მეკითხება ჩემს წინ მჯდომი ახალგაზრდა ფსიქოლოგი. - გუშინდელი საღამო გამახსენდა.- ისევ მეღიმება. - რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. - ფეხს ფეხზე იდებს და ყურადღებით მიყურებს.მისი ეს მზერა მაიძულებს გავაგრძელო. - პირველ რიგში მინდა წინა შეხვედრიდან დავიწყო- მთლიანად ვიხსენები მასთან.- როგორც მითხარი მაშინებდა ყველა და ყველაფერი რაც მამაკაცთან სიახლოვეს შეეხება. მე კიდევ იმ დღეს ჩემდა უნებურად ამის საწინააღმდეგოდ ნაბიჯი გადავდგი მას ხელზე შევეხე. - მშვენიერია- თვალები უბრწყინდება ჩემს ამ წინსვლაზე. - ეგ კიდევ არაფერი თითქოს სრულიად შევიცვალე რაც მაშფოთებს.გუშინ მე თავად ვთხოვე ჩემთან ეცეკვაა.და ჩვენ... ის ისე ახლოს იყო. მე მის სუნთქვაას და გულის ცემას ვგრძნობდი.ის ისე ახლოს იყო.მთელი სხეულით ვეკვროდი. - და შემდეგ? - ინტერესით შემომყურებდა - პანიკური შეტევა? - არაფერი მაგდაგვარი. წამით ისიც ვიფიქრე,რომ მასაც ჩემსავით ეშინოდა და ელოდა ჩემს შეტევას,მაგრამ არ გამოსულა ბნელი კუნჭულიდან. - ეს მცირედი წინ გადადგმული ნაბიჯი კი არადა უდიდესი ნახტომია- მიღიმის და თავის ჩანაწერებში რაღაცას ინიშნავს.- და მხოლოდ ცეკვა? -მის თვალებში ეშმაკურ ციმციმს ვამჩნევ და მეცინება. - კიდევ იყო რაღაც.- თავს დაბლა ვხრი,ვიცინი მომენტი კი თვალ წინ კადრებივით მივლის.- ღამის წყვდიადში ამაღლებული ადგილიდან ქალაქს დავყურებდით.ჩვენ მანქანის ფარების შუქის გარდა მთვარეც გვანათებდა. წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა. სიცივემ მოიცვა იქაურობა მან კი უბრალოდ პიჯაკი გაიხადა და მომაცვა. ისე ახლოს იყო ჩემს სახესთან მისი სახე.უცებ სახეზე მისი ხელები ვიგრძენი. თვალები დავხუჭე უცებ და ველოდი,რომ მაკოცებდა ისევ თუმცა ჩემს სმენას ჩაცინების ხმა მოესმა.შინაგანად მთლიანად სიბრაზემ დამიარა და მზად ვიყავი მაგრად დამერტყა ამ დაცინვისთვის მისთვის,მაგრამ როცა თვალები გავახილე მისი ტუჩები ჩემს შუბლს ეხებოდნენ.სხეულში შიშის,პანიკისა და სიბრაზის ნაცვლად სითბომ დაისადგურა. ვგრძნობდი გული როგორ სწრაფად ცემდა ოღონდ ამ ჯერად არა შიშისგან არამედ აღმაფრენისგან.მუცელში კი პეპლებმა დაიწყეს ფარფატი.- ხელი მუცელთან მიმაქცს და იმიტაციას ვაკეთებ როგორ დაფრინავენ პეპლები ჩემს მუცელში. ორივეს სიცილი გვიტყდება. - მიხარია ამის მოსმენა. ჩემი დახმარება მხოლოდ მცირედი დაგჭირდა,რადგან შენს თავში იპოვე ძალა გადაგელახა ყველაფერი, უბრალოდ ბიძგი გჭირდებოდა და ვინმე ვისაც ამაზე თავისუფალად დაელაპარაკებოდი. - ასე ფიქრობთ? ფიქრობთ,რომ მზად ვარ ამ ურთიერთობისთვის? ან იქნებ მას უბრალოდ ვეცოდები და სულაც არ სურს ჩემთან სხვანაირი ურთიერთობა.- წამში მიქრება ღიმილი სახიდან. - დარწმუნებით მე ვერ გეტყვი რას გრძნობს ის თუმცა ვფიქრობ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ეცოდები.ამას დრო გიჩვენებთ. ხოლო რაც შეგეხება შენ ნამდვილად ხარ მზად ახალი ურთიერთობისთვის... - ჩვენი საუბარი ისე გაგრძელდება დრო სულ გამოგვეპარა. ვსაუბრობდით როგორ მეგობრები და არა როგორც ექიმი და პაციენტი. *** სახლიდან ისე წამოვედი ერთმანეთს არ შევყრილვართ. ალბათ იმიტომ რო სახლიდან ადრე გამოვედი.ჯერ ჩემს ექიმს ვესტუმრე ახლა კი კომპანიაში ლამის შევრბივარ. - მაპატიეთ დამაგვიანდა- გადასაღებ მოადანზე შევდივარ. ლი ნინგი კი მომღიმარი შემომყურებს ისევე როგორც ფენგი. - არაუშავს ძვირფასო. დღეს ამით მოვრჩებით და თავისუფალი იქნები ჩემგან. - რას ბრძანებთ- თავაზიანობას ვიშველიებ. მინდა ავღნიშო,რომ ყველაზე თბილი დირექტორია ვინც კი ოდესმე შემხვედრია. - საღამოს საქმის შემდეგ ვახშამზე გვეპატიჟებით- ორივეს გვიღიმის და ჩვენც ვეთანხმებით თავის დაქნევით. *** სეჰუნი ჩემზე მოცლილი ამ სახლში არავინ არის. მეგონა დღეს მასთან ერთად გავატარებდი. საქმე არაფერი მაქვს. დღე უაზროდ გადის.არც თაკოა სახლში,რომ ცოტა გამეწვალებინა.მე ხომ ასე მომწონს,როცა ბრაზდება ჩემს საქციელებზე.თუმცა დილიდან გაქრა. ალბათ გუშინ ზედმეტი მომივიდა.მაგრამ მე ხომ ძალიან ვფრთხილობდი. - აააჰ- ვხვნეში. სახეზე ხელს ვისვავ და მისაღებ ოთახში სავარძელში ვეშვები. - რას აკეთებ საყვარელო? -სახლში დარჩენილი ქალბატონი დაუშრეტელი ენერგია ჩემს წინ სავარძელში ჯდება.ვსწორდები და ნორმალურად ვჯდები. - დროს ვკლავ.- ვუღიმი. - თქვენ რას აკეთებთ? - მეც ასევე. ჩემი გასაკეთებელი აქ არაფერია. ნია და ჯეკიც აქ არ არიან. თაკოც გადაღებაზეა. ვფიქრობ უკვე ჩემი წასვლის დრო დადგა.ბილეთი ხვალისთვის დავჯავშნე. - თაკოც თქვენთან ერთად მოდის?-მცდება უცებ პირიდან. ბებია სიცილს ვეღარ იკავებს. - არა საყვარელო.ცოტახნით კიდევ რჩება. რამდენიმე დღით. - და თქვენ რატომ მიდიხართ ასე მალე. - ჩემი საქმეები მოითხოვს უფროსის ადგილზე ყოფნას- თბილად მიღიმის ისევ.ლაპარაკს მისი ტელეფონის ხმა გვაწყვეტინებს.- თაკოა- მატყობინებს რატომღაც და სახეზე იდუმალი ღიმილი აქვს. ჯანდაბა ყველა ხვდება თუ რა მემართება მის მიმართ.- კარგი საყვარელო არ დაგელოდები.- რას ნიშნავს არ დაელოდება? სად მიდის? სმენად ვიქეცი მან კი ტელეფონი გათიშა.- ვახშამზე არ მელოდოთო. - რა ვახშამი?-წინ ვიწევი და პასუხს ველი. - როგორც მითხრა იმ მოდელთან ერთად ვახშმობს.- ქალი წარბ აწევით მიყურებს. მე კიდევ ნერვები მეშლება.რა საჭიროა ეს ვახშამი მასთან ერთად. თუმცა თავს ვიმშვიდებ რადგან მახსენდება,რომ ლექსო მასთან იქნება. - საღამო მშვიდობისა - ოთახში ხსენებაზე ლექსო შემოდის.- როგორ ხართ? თაკო უკვე მოვიდა? -მხიარულად გვერდით გვიჯდება.სანამ ვინმე რამეს იტყვის მე ვასწრებ. - შენ რატომ არ ხარ მასთან? - სიბრაზისგან წარბი მეძგიბება. - საქმიანი შეხვედრა მქონდა.- სავარძლიდან სწრაფად ვდგები და იქვე დაგდებულ მანქანის გასაღებს ხელს ვავლებ და გასასვლელისკენ მივდივარ. სანამ გავალ ლექსოს გაოცებული ხმა მწვდება. - რა მოხდა?- ამ კითხვას კი ქალის გულიანი სიცილი ანაცვლებს. დანარჩენი აღარ მესმის. მანქანა ფარეხიდან გამომყავს და ქალაქისკენ მივდივარ.თუმცა ხომ არ ვიცი სად არიან. - ჯანდაბა- საჭეს ხელს ვურტყავ და მანქანას გვერდით ვაჩერებ. - რა გემართება უბრალოდ ვახშამია.- თმას უკან ნერვიულად ვიწევ. ტელეფონს ვეძებ და იმის მაგივრად დავურეკო ტექსტურ შეტყობინებას ვუგზავნი. "სად ხარ?"-ყოველ წამს ტელეფონს დავყურებ პასუხის მოლოდინში. "ბატონ ლინგთან და ფენგთან ერთად რესტორანში ვვახშმობ"-მიხარია, რომ მარტო არ არის.ამას ბებიამისსაც ეტყოდა,მაგრამ რატომ არ მითხრა?საპასუხო ტექსტს ვწერ მაინც. "რომელ რესტორანში?" " კომპანიასთან ახლოს ფრანგული რესტორანი, რომ არის. რამე მოხდა?"- პასუხს აღარ ვწერ უბრალოდ იმ რესტორნისკენ მივდივარ.მანქანას შორი ახლოს ვაჩერებ. ფანჯარასთან ახლოს სხედან. უბრალოდ თვალს ვადევნებ არ გადავდივარ. გვიან მომივიდა თავში აზრად,რომ უხერხული იქნებოდა მათ თავზე დავდგომოდი. მითუმეტეს ლინგიც მათთან ერთადაა.მიუხედავად მისი ღიმილისა ვამჩნევ ნერვიულად დაჰყურებს ტელეფონს.უცებ ჩემი უპასუხო ესემესი მახსენდება.მეცინება და ტელეფონს ისევ ხელში ვიღებ. " არაფერი. გემრიელად მიირთვი. "- ვხედავ ტექსტის კითხვისას როგორ იღიმის.იქ მყოფნი ამჩნევენ და ტელეფონს უხერხულად დებს დაბლა. მათი შემხედვარე ჩემი მუცელი ხმას გამოსცემს.ლინგი ცოტახნით ტოვებს მათ. მე კი მზერა უფრო მეძაბება. ერთმანეთს ისე უცინიან გეგონება ბავშვობის მეგობრები იყვნენ.ლინგი მალევე ბრუნდება, თუმცა ამჯერად თაკო დგება სუფრიდან.ორივეს თავს უხრის და თავის ნივთებს კრიბავს. კარებთან ტაქსი ჩერდება,სანამ გამოვა ტაქსს ვუახლოვდები თანხას ვაწვდი და ვუშვებ.გამოსულს თვალებში მე ვხვდები და გაოცებული მიყურებს. - აქ რა გინდა?-უკან იყურება თითქოს ამოწმებს,ხომ არავინ გვხედავს. - შენს წასაყვანად მოვედი.ღამე ტაქსის მძღოლებს არ ვენდობი- ვთხრი უცებ საიდანღაც,არადა სიგიჟემდე მინდოდა დღეს მისი ნახვა.მითუმეტეს,რომ გავიგე მასთან ვახშმობდა თავი ვეღარ შევიკავე. რადგან ამას ვერ ვეუბნები უბრალოდ ვატყუებ და ჩემი მანქანისკენ ვუთითებ. ისიც მიღიმის და მანქანაში ჯდება. სახლის გზას ვადგავრთ და სიმართლე ვთქვა უხერხული სიჩუმეა ჩამოწოლილი. ასე ჩუმად ვმგზავრობთ. ვერც ვერაფერს ვიფიქრებ ამ სიჩუმის დასარღვევად.სახლში შესულებს წინ არავინ გვხდება.მუცელი ისევ ღმუის ამჯერად ისე ხმამაღლა გვერდით მასაც ესმის და ეცინება. - ჩემთან ისე წამოხვედი არც გივახშმია? - იცინის და სამზარეულოსკენ მიდის. მეც უკან მივყვები.სიუ იქ არ არის. მაგიდაც ალაგებულია. მაცივარში ძვრება. საჭმელს მაგიდაზე აწყობს.- ივახშმე- თბილად მიღიმის.მე კი მინდა ახლა ჩემს მკლავებში მოვიგდო და მის ტუჩებს დავეწაფო. შიმშილიც გაივლის. მაგრამ მხოლოდ ხელს ვკიდებ ხელზე და ვაჩერებ მანამდე სანამ გავა. - არ მიყვარს მარტო ჭამა-ვეუბნები და თან ვცდილობ ისეთი სახე დავიჭირო,რომ დარჩეს.რჩება. კმაყოფილი ვჯდები ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე და ამავდროულად მის წინ. საჭმელს გემრიელად მივირთმევ,თან მის სახეს უფრო ვაკვირდები. მასთან ერთად კიდევ უფრო გემრიელია საჭმელი. - რატომ მოხვედი? -მეკითხება უცებ. - უკვე მოხვედით?-სანამ ხმას ვიღებ სამზარეულოში ლექსო შემოდის. მეგონა უკვე წასული იყო.თაკოს მთელი ყურადღება ახლა მასზე გადააქვს. -არ მეგონა აქ თუ იყავი?-მის გვერდით ჯდება ეს ბიჭი. - გელოდებოდი.თან ცოტახანი ბებიაშენთან ვიჭორავე- თაკოს მის ნათქვამზე ეცინება.- ხვალ მიდის. -ხო ვიცი - სახე სევდიანი უხდება.-რამდენიმე თვე ვეღარ ვნახავ. - რატომ?-ახლა მე ვერთვები ლაპარაკში.დღეს ლექსო საქმიან შეხვედრაზე ლაპარაკობდა ნუთუ აქ რჩება?შინაგანად მიხარია ეს ამბავი,თუმცა არ ვიმჩნევ. -რადგან აქედან პირდაპირ მილანში მივდივართ - მის მაგივრად ლექსო მპასუხობს. ის კი თვალებში მიყურებს. - როდის? - ჩემი ნაადრევი სიხარული სადღაც გაქრა.თეფზე ხელში შეყინული დანა-ჩანგალი დავდე. - კვირის ბოლოს- ამას თვითონ მეუბნება.ისევ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს. - მადლობა ვახშმისთვის. მე დაგტოვებთ.- თითქოს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ხმას არ იღებს. მეც ჩუმად გავდივარ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. თაკო მეჩვენება თუ არ უნდა ჩემი წასვლა??? მიმავალს თვალს ვაყოლებ. თითქოს შიგნით რაღაც მწყდება.გონს ლექსოს თითების ტკაცუნს მოვყავარ. - ჰეი. დედამიწა იძახებს თაკოს-მის ნათქვამზე მეცინება და მსუბუქად ხელს ვურტყავ მხარზე.- ამ ბოლო დროს ბევრს მირტყავ.როგორც ჩანს იმ ექიმმა გიშველა. - ბევრს ნუ ლაპარაკობ.ხვალ ბებია ერთად გავაცილოთ. შემდეგ ახალი შემოთავაზება განვიხილოთ. შაბათისთვის ბილეთების დაჯავშნა არ დაგავიწყდეს.ხოდა და რაზე იჭორავე ბებიასთან მაინტერესებს.- მივაყარე ერთმანეთს სათქმელი და ამოვისუნთქე. -ჰოი დამშვიდდი.პირველი აუცილებლად ერთად გავაცილებთ.მეორე ბილეთები კარგა ხნის წინ დავჯავშნე და მესამე ჩემი და ლიკას საუბარი ჩვენს შორის დარჩება- კმაყოფილი მიღიმის. მე კი მინდა ერთი ჩავარტყაა,მაგრამ იმდენად საყვარლად იყურება მხოლოდ მეცინება. - კარგი წავედი უკვეე გვიანია-მაგიდიდან დგება და წასასვლელად კარებისკენ მიდის. - არ გინდა აქ გადმოხვიდე სანამ წავალთ? ჯეკმაც ხომ გითხრა- უარყოფის ნიშნად თავს სწრაფად აქნევს. - გმადლობთ მშვენივრად ვარ სასტუმროში - ხელს მიქნევს. და კარებში უჩინარდება.ჩემს თავში უამრავი ფიქრი იჭრება. ჩაფიქრებული და აფორიაქებული საძინებლისკენ მივდივარ. საწოლზე ზურგით ვეცემი. გვერდით ოთახიდან მხოლოდ სიჩუმეა. აბაზანაში შესვლისასაც აღარ შემომგებებია მისი გაბურძგნული თავი,რომელიც ყოველთვის ჩემს გაბრაზებას ცდილობს. *** ტუმბოზე დადებული ტელეფონის ხმა მაღვიძებს. - გისმენთ-ნახევრად მძინარე ვპასუხობ. - პრობლემა გვაქვს - ისმის ლექსოს შეშფოთებული ხმა. - ამ დილაუთენია რა მოხდა ასეთი- თვალებს ვიფშვნეტ და საწოლზე ვჯდები. - შენ და შენს მოდელს თურმე რომანი გაქვთ.დღეს მთელი პრესა ამაზე ლაპარაკობს.- ამის თქმაზე გულიანად ვიცინი ხმამაღლა.მერე გვერდით ოთახში მძინარე მახსენდება და ვცდილობ ხმას დავუწიო,თუმცა სიცილს ვერ ვიკავებ. - ამაზე დიდი სისულელე არ მომისმენია.- ვეუბნები ისევ სიცილით. - არც მე.- ლექსოც მყვება სიცილში.- გუშინდელი ვახშმიდან არის სურათები. შენი და იმ მოდელის - იქ ხო ლინგიც იყო.- ვამთქნარებ.ამ სისულელის გამო ძილი დამიფრთხეს. - იყო თუმცა არ ჩანს.კადრები თვითონ რესტორანის შიგნით არის გადაღებული,თან ისე რომ ლინგი არ ჩანს. - ჯანდაბას მაგათი თავი რაც უნდა ის ქნან. არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ.ახლა გამანებე თავი მეძინება. კომპანიაში მოდი და იქ ვილაპარაკოთ.- ტელეფონს ვთიშავ და ისევ ძილს ვაგრძელებ. თერთმეტისთვის მეღვიძება და მომზადებას ვიწყებ უკვე წასასვლელად. ქვევით სართულზე ბებია მხვდება. - დილა მშვიდობისა ჩემო გოგო- მთელი სხეულით მიკრავს მკერდზე. მეც ვეხვევი. - დილა მშვიდობისა ლიკა.ახლა კომპანიაში მივდივარ საქმეზე.საღამოს მე გაგაცილებ- ლოყაზე ვკოცნი. - არ ისაუზმებ?-მზრუნველად შემომყურებს. - იყოს არ მინდა.- კარებისკენ მივდივარ და უკან ვტრიალდები.- ბე სეჰუნი არ გინახავს? -რაც ავდექი არ მინახავს. ამის გაგონებაზე ბებია იღიმება. - არა არ მინახავს. - უკან ვტრიალდები და გარეთ გავდივარ.მანქანაში ვჯდები და მძღოლს დანიშნულების ადგილზე მივყავარ. მისვლისას კომპანიასთან უამრავი ჟურნალისტი ირევა.დაცვა მათ შეკავებას ცდილობს. - ამათ ხო ვერაფერს გამოაპარებს კაცი.- თვალებს ვატრიალებ და მანქანიდან გადავდივარ. ჩემი გადასვლა და უცებ ჩემს ირგვლივ წრე იკვრება. - მართალია, რომ თქვენ და ფენგს რომანი გაქვთ? - როდის დაიწყო ეს ურთიერთობა? - ეს ხომ არ იყო ექსოს სეჰუნის მიზეზი თქვენთან ერთად გადაღებაზე უარის თქმის?-ერთმანეთს აყრიან კითხვებს. მე კი ეს ბოლო კითხვა მიკვირს. საიდან იციან ეს.თუმცა ალბათ როცა ამ სფეროს ირჩევ ასეთი რაღაცების ძიებაც უნდა შეგეძლოს. - ძალიან გთხოვთ დამშვიდდით.- ხელის აწევით ვცდილობ მათ მოგერიებას.- არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. - ვცდილობ წინ წავიდე თუმცა არ მიშვებენ. - რატომ მალავთ თქვენს ურთიერთობას?რა ურთიერთობაა თქვენს შორის?-სანამ მთელ ხმაზე ვიყვირებ,რომ არაფერსაც არ ვმალავ და მხოლოდ სამსახური გვაკავშირებს. ზურგს უკან სეჰუნის ხმა მესმის. - არანაირი ურთიერთობა არ აქვთ და ვერც ექნებათ!-მისი ხმა მკაცრი და გამჭოლია. ჩემს ზურგს უკან ჟურნალისტები იყოფიან.სეჰუნი მიახლოვდება. - რატომ ვერ ექნებათ? ორივე წარმატებული მოდელია.- ვხვდები ეს კითხვა როგორ მოქმედებს სეჰუნზე სახის ყოველი კუნთი ეძაბება. გვერდით მიდგება ხელს მკიდებს და თავისკენ მექაჩება. - რადგან ის ჩემთან ერთად არის!-ამ წინადადებისგან სანამ პირის დაღებას ვასწრებ.მისი ხელები ჩემს სახეს ეხება.ცერა თითით ლოყას ეხება თითქოს ეფერება. ტუჩის კუთხეზე ღიმილს ვამჩნევ. ძალიან ახლოს მოდის და ჩურჩულებს.- ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო.თუ გინდა შემდეგ გამარტყი-ჩურჩულს ღიმილით ამთავრებს და ჩემს ტუჩებს ეხება. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ჩემს მუცელში უკვე მეორედ მოფარფატე პეპლებს ყურადღება არ მივაქციო. ყურში კამერების ჩხაკუნის ხმა მესმის.აღარ ვიცი უარესი რომელი იყო ფენგთან,რომ მაწყვილებდნენ თუ ეს.თუმცა წინასგან განსხვავებით ეს რეალურია. ***** მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ჟურნალისტი გვახვევია თითქოს იქ მხოლოდ მე და ის დავრჩით. იმის მაგივრად ისევ გამერტყა ან ხელის კვრით უკან გამეწია,უბრალოდ ხელებს მის მაისურს ვუჭერ წელზე.ჩემს ტუჩებს ნელა შორდება,თუმცა მაინც ახლოს დგას.თვალებს ვახელ და მის გაბრწყინებულ მზერას ვაწყდები.ლაპარაკის უნარი დავკარგე თუ რა მემართება? ხელი თავისი წელისკენ მიაქვს ჩემს ხელს ეხება.წინ სააშკარაოზე გამოაქვს და თითებს ერთმანეთში ხლართავს.შემდეგ ისევ ჟურნალისტებს უბრუნდება -შეგიძლიათ ეს დაწეროთ და არა უაზრო ჭორები.ის ჩემია-ამ სიტყვებზე მას ვუყურებ თვალებ დაჭყეტილი. ჩვენი ხელები წინ გააქვს უფრო მკაფიოთ,რომ გამოჩნდეს.მათ ყველა კითხვას უპასუხოს ტოვებს.ჩემთან ერთად ბრუნდება და შენობაში შევდივართ. დერეფანში ჯერ კიდევ დაბნეული მივყვები. ახლა რა იქნება? ჩემთვის ვფიქრობ და რაც უფრო ვუღრმავდები ჩემს ფიქრებს მასზე ნერვები უფრო მეშლება.დერეფანში გვერდით მივყვები ჟურნალისტების თვალს მოვეფარეთ. უცებ ვჩერდები,ისიც ჩერდება კმაყოფილი მომღიმარი მიყურებს. - ახლა უნდა გამარტყა?- მეუბნება და სახე ახლოს მოაქვს.თვალებს ხუჭავს და დარტყმისთვის ემზადება.უბრალოდ ვუყურებ ახლა მართლა მინდა ერთი კარგად გავარტა ისე,რომ ჭკუაზე მოვიყვანო. - იდიოტი ხარ-მშვიდ ტონს ვინარჩუნებ. სახე მთლიანად ეცვლება. ხელს ვხსნი მისი ხელიდან. - იმიტომ, რომ ის გავაკეთე რაც მინდოდა?-სიბრაზის ელფერი ესახება სახეზე.- გერჩივნა მასზე დაეწერათ?-ბოლოს უკვე აშკარად ხმას უწევს.თუმცა არა იმდენად მთელ კომპანიაში ისმოდეს. - კი. მერჩივნა დაეწერათ ჩემზე და ფენგზე,ვიდრე ჩვენზე.- სახეზე კიდევ უფრო ეტყობა ჩემი სიტყვებისგან გამოწვეული სიბრაზე.ხმას მეც ავუწიე ცოტა. იქნებ შევიდეს მის ტვინამდე.-რადგან ის სრული ფარსი იყო და თავს იმაზე ადვილად დავაღწევდით ვიდრე შენ ფიქრობ.არც ერთს პრობლემები არ შეგვექმნებოდა.ახლა კი...- მღლის დაძაბული ლაპარაკი და ხმას დაბლა ვუწევ.- იდიოტი ხარ რადგან ყველაზე დიდ შარში შენ ჩაიგდე თავი.- ხელი შუბლისკენ მიმაქვს და ვისრეს. - ანუ ჩემზე ღელავ?-თვალებში შევცქერი.სახე ისევ გაბადრული აქვს.მართლა იდიოტია. ახლა იმაზე ფიქრობს რამდენად მადარდებს მე და არა იმაზე თუ რა მოუვა თვითონ. -არ ვღელავ- ცივად ვახლი,თუმცა მაინც ხვდება,რომ ტყუილია და მომღიმარი შემომყურებს. - არა ჩემზე ღელავ- მიბრუნებს პასუხს.უნდა ხელით ცხვირზე მომკიდოს,მაგრამ ხელს ვაწევინებ და სწრაფად ვეცლები გვერდიდან. დირექტორის კაბინეტისკენ მივდივარ. - მითხარი, რომ ჩემზე ღელავ- მომყვება უკან ძახილით.ორივე კარებთან ვჩერდებით. უკან სწრაფად ვბრუნდები.ისე ახლოს იდგა წონასწორობა დავკარგე.ხელები მაგრად ჩამჭიდა და მკერდზე მიმიკრა.- მითხარი - ჩურჩულებს ჩემს ტუჩებთან ახლოს. - ჯანდაბა. ვღელავ! ვღელავ! კმაყოფილი ხარ?-ვუცრი კბილებიდან. - ძალიან- სწაფად მკოცნის და მცილდება.გვერდით დგება,კარების სახელურს ხელს კიდებს. - არ შემოდიხარ?-ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ მის ხმაში როგორ იღიმის. მე კიდევ ახლა მინდა საკუთარი მომუშტული ხელი სახეში მივირტყა.ვბრუნდები და სანამ ის გააღებს კარებს მე ვაღებ. ორივე ერთდროულად შევდივართ ლინგის კაბინეტში,სადაც ლინგი,ფენგი და ლექსო არიან. ყველა ჩვენ შემოგვყურებს. - სეჰუნ შენ არ გელოდით,თუმცა მოდი დაჯექი- ლინგი უცინის და სავარძლისკენ ხელს უშვერს. -მაინც არ ვაპირებდი გასვლას- ჩუმად ბურდღუნებს.იქ მყოფებიდან მხოლოდ მე მესმის და ვცდილობ თვალები შეუმჩნევლად ავატრიალო.- შენც დაჯექი ძვირფასო - ახლა მე შემომყურებს. - როგორც ჩანს ჯერ არ გაუგიათ წუთის წინანდელი შოკი ამბავი. სავარძლებისკენ მივდივარ.- არ ვიცი ეს როგორ გაიგეს,მაგრამ ყველაფერს მოვაგვარებთ. - ასეც ვიცოდი არ გაუგიათ ჯერ.ლექსოს გვერდით დაჯდომას ვაპირებ, თუმცა ხელზე შეხებას ვგრძნობ და ინერციით სეჰუნის გვერდით ვჯდები. გაფართოებული თვალებით შევცქერი და არა მარტო მე. თვითონ კი იღიმება ისევ.ხელს არ მიშვებს,მიუხედავად იმისა ვცდილობ გამოვწიო.მზერა ჩემიდან ლინგზე გადააქვს. - ნუ ნერვიულობთ უკვე მოვაგვარე. თქვენ კომპანიას და ბატონ შუ ფენგს პრობლემები არ გექნებათ.- კმაყოფილი და სიამაყით ამბობს.სწრაფად ვავლებ ყველაას მზერას.ლექსო შეფარვით მიღიმის და გაბრაზებულზე მინდა ჩანთა ვესროლო,თუმცა თავს ვიკავებ.- შეგიძლიათ ტელევიზორი ჩართოთ.- ანიშნებს სეჰუნი კედელზე ჩამოკიდებულ პლაზმურზე.გაოცებული ლინგი პულტს ხელს კიდებს და პირველივე არხზე აჩერებს.სადაც გაფუჭებული კადრივით მხოლოდ ჩვენი კოცნის სცენას ატრიალებენ.ისღა დამრჩენია სახეზე ხელი ავიფარო ჩემი ლოყების სიწითლის დასაფარად. მაგრამ ამას არ ვაკეთებ თვალს მათკენ ვაპარებ. ტელევიზორიდან მზერა ყველას ჩემზე გადმოაქვს.ააჰ ჯანდაბა. "ლექსო იცოდე მაგ სიცილს განანებ"მხოლოდ მასზე თუ ვიყრი ჯავრს.სხვა დაბალი ღობე არ მყავს. ყველა მე მიყურებს. ახლაღა ვამჩნევ,რომ ლინგიც უცნაურად მომღიმარი გვიყურებს. - კარგია,რომ ეს პრობლემა მოგვარდა. - ხელებს ერთმანეთს ახებს.ტუჩის კუთხეზე ღიმილი ეპარება. - თქვენ ამბავს რაც შეეხება ვიცოდი- სახე ებადრება ლინგს. -თავიდანვე ხომ ვამბობდი ამაზე. - სიხარულისგან ხელებს ერთმანეთს ურტყავს.ღმერთო ასე რამ გაახარა. ლამის პირი ჩამომივარდეს შოკისგან. - შემდეგი კოლექცია თქვენია.- თითს ჩვენსკენ იშვერს. სეჰუნიც უღიმის და თავს უქნევს. - უარს აღარ ვიტყვი - პასუხობს,თან ხელზე ხელს კიდევ უფრო მიჭერს.არც ფენგი და არც ლექსო ხმას არ იღებენ. ლექსოს სახეზე ვატყობ ყველაფერს აი მას კი ვერ გავიგე რატომ აქვს მოწყენილი სახე. დირექტორის ოთახიდან გამოვდივართ როგორც იქნება. ყველაფერი დამთავრდა. ვცდილობ სახე გავიგრილო ხელის ქნევით. გვერდით ლექსო მიდგას და დამცინის. სეჰუნი ლინგთან დარჩა. ფენგი მოგვიახლოვდა - სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა - ხელს მიწვდის და მეც თამამად ვართმევ.ლექსო გაოცებული მიყურებს. უკვე მეც მიკვირს ჩემი თავის. - ჩემთვისაც - ვპასუხობ და ხელს ვუშვებ. - გამიხარდება მართლა რაღაც, რომ ხდებოდეს ჩვენს შორის. ცუდია,რომ მხოლოდ ჭორი იყო - მიღიმის მორცხვად."მოიცა რა?!"უცებ მიელავს თავში.სანამ რამეს ვიტყვი ზურგს უკან ხმა მესმის. - მაგრამ არ ხდება და არც მოხდება. - სეჰუნი გვიახლოვდება და ჩვენს შორის დგება.- დაგემშვიდობებით.ჩვენ წავალთ.- ხელს მკიდებს და მივყავარ.დამშვიდობებას ძლივს ვასწრებ. - სულ გაგიჟდი?-ვექაჩები ხელზე.-ნუ მიმათრევ.- ჩერდება და ჩემსკენ ბრუნდება. - მართლა ვგიჟდები, როცა სხვასთან გხედავ. - გვერდით ლექსო ჩერდება და გვიყურებს. - არ მითხრა,რომ მეც თავი შორს უნდა დავიჭირო - იოცებს ლექსო და მკერდზე ხელს თეატრალურად იდებს. - არა შენ მისი მეგობარი ხარ.-ლბება მის მიმართ. - ეს რა შარში ვარ?!-ვბუტბუტებ ჩემთვის და ვტრიალდები გასასვლელისკენ მივდივარ. ორივე უკან მომყვება. მგონი ის დრო მენატრება როცა ყინულის დედოფალი ვიყავი. *** მთელი დღე ვგრძნობ როგორ მიყურებს, მიცინის და თითქოს მზერით მეფერება. მე კიდევ იმის მაგივრად მიხაროდეს ვბრაზობ.მისი საქციელის გამოა მთელი დღე ტელეფონი, რომ ურეკავს და არ პასუხობს.ბებიას გასაცილებლად ისიც გამოგვყვა.დილანდელი ამბის მერე ლამის კბილებამდე შენიღბული ვარ.წასვლამდე ბებიას მკლავებში ვექცევი და ვნებივრობ.ვცდილობ ოთხი თვის მარაგი სითბო წამოვიღო მისგან. - თავს გაუფრთხილდი და ბევრი ჭამე იცოდე- მაფრთხილებს და სხეულიდან მიცილებს.- ლექსო შვილო გაბარებ ჩემ გოგოს. -ისიც თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. ამ სიტყვებზე უკმაყოფილოდ მოფრუტუნე სეჰუნს ვუყურებ და მეცინება.როგორც ჩანს ბებიაც ამჩნევს.- ყმაწვილო-მიმართავს მას და ისიც სმენად იქცა -გირჩევნია ჩემ გოგოს კარგად მიმიხედო თორე საქმე ჩემთან გექნება-თითქოს მუქარის ხმით ეუბნება,თუმცა სითბო ჟღერს. თბილად ეხვევა ორივე ერთმანეთს. ყველას გვემშვიდობება და გასასვლელში უჩინარდება. *** ლექსო ჩემი ხვეწნის მიუხედავად სასტუმროში დაბრუნდა.დილის შეხვედრა მოიმიზეზა. სახლში მისული სანამ რამეს მეტყვის უკან მომავალი მანამდე ოთახში შესვლას ვასწრებ.დღეისთვის ნამეტანი ბევრი ემოცია იყო.სურვილიც კი არ მაქვს ტელეფონში ახალი ამბები გადავამოწმო.შხაპს მანამ ვიღებ,სანამ ოთახში ამოვა და ვიცი ეს ისევ ჩემი გრძნობების არევით დამთავრდება. მშია.საშინლად მიბუყბუყებს მუცელი.დაბლა ფრთხილად ჩავდივარ და ლამის ყველა მხარეს ერთდროულად ვიყურები. სამზარეულოში ვიპარები ბუტერტბროდს ვაკეთებ და წვენის ჭიქასთან ერთად უკან ეზოში აუზთან მივდივარ. იქვე შორი ახლოს მდელოზე ვჯდები. მომწონს აქაურობა. ცა და მისი სილამაზე კარგად ჩანს.მითუმეტეს დღეს სასწაულად კაშკაშებენ ვარსკვლავები.ფიქრებში ჩემდა უნებურად მეპარება ისევ. დღევანდელი ყოველი მისი ნამოქმედარი. გაბრაზების მიუხედავად სახე მებადრება. იდიოტია,მაგრამ საყვარელი იდიოტი. ტუჩებთან მოტანილი ჭიქა მიშეშდება და უაზროდ ვიცინი. - ჩემზე ფიქრობდი ხომ?-მესმის მისი ხმა და თან მოწყვეტით გვერდით მიჯდება. - კი-მცდება უცებ პირიდან.- ჯანდაბა- ვბურდღუნებ.ის კი სიცილით იგუდება.- ელაპარაკე? - ვის?-გაოცებული მიყურებს. - იმას ვინც დღეს განუწყვეტლივ გირეკავს. - ბიჭები, მენეჯერი და რამდენიმე ჟურნალისტი იყო,თუმცა არც ერთისთვის არ მიპასუხია- კმაყოფილი შემომყურებს ისევ. - მერე ეგ კარგია? ბიჭები ინერვიულობენ შენს გამო. - შეტყობინება გავუგზავნე.როგორი მზრუნველი ხარ- ჩემსკენ მთელი ძალით ბრუნდება და ახლოს იწევა. გული ლამის ყელში ამოვარდეს. ამჯერად ველი,რომ იმას იზავს რასაც ყოველთვის. კიდევ უფრო ახლოს იწევს და თვალებში მიყურებს.უცებ დაბლა იხრება და ჩემს ნახევრად შეჭმულ ჰამბურგერს წვდება. -ჰეი ეგ ჩემია- მსუბუქად ვურტყავ ხელს მხარზე. - ახლა ჩემია- მეკრიჭება და მეც ძალაუნებურად მეცინება. მზერა წინ გადააქვს და ჰამბურგერს შეექცევა.მე კი მისი პროფილის შეთვალიერების უფლებას ვაძლევ თავს.ვერც კი ვიაზრებ იმდენად სწრაფად ვეხები მის ლოყას ჩემი ტუჩებით. მალევე ვიწევი უკან.მისი გაოცებული თვალები შემომყურებს. - მადლობა,რომ ჩემს გვერდით ხარ- ვეუბნები და მორცხვად ვიღიმი.ორივე ხელებს შლის ახლოს მაჩოჩებს და მიხუტებს. მე კი უბრალოდ ვინაბები მის მკლავებში. **** იმდენად თბილია ეს საღამო არ მინდოდა გამეფუჭებინა,თუმცა საბოლოოდ ორივე ჩვენს ოთახებში შევდივართ და ვცდილობთ დაძინებას.ტუმბოზე დადებული ტელეფონზე შეტყობინების ხმა მესმის. ვიღებ და ვხსნი. -" ვერ ვიძინებ.შეიძლება შემოვიდე? :( "- მეცინება. თან ბოლოში მოწყენილი სმაილი. წარმოვიდგინე ამ სახით,როგორ ითხოვს აქ შემოსვლას. თავს ვიკავებ თორემ შეიძლება ახლა ავხარხარდე. -" ეცადე დაიძინო,რადგან აქ არ შეიძლება. ;) "-სმაილები მკლავს და ჩემთვის საწოლში ვფხუკუნებ.პასუხიც არ აყოვნებს. - "კარგი!!!" - მხოლოდ ეს? აშკარად გაბრაზდა,მაგრამ მე მაინც მეცინება.მინდა იგივე მივწერო იმავე ინტონაციით,თუმცა ისევ შემოდის შეტყობინება. -" ჩემზე იფიქრე :* ტკბილი ძილი" - რა სწრაფად გადაუარა გაბრაზებამ. -"შენც"-ვაგზავნი მაშინვე და თავში აზრად გვიან მომდის,რომ ამ სიტყვით ძალაუნებურად მეც ვეუბნები ჩემზე იფიქროს.ტელეფონს გვერდით ვაგდებ და საწოლზე ვფართხალებ.შეტყობინება აღარ მოდის,სამაგიეროდ მთელ თავში მხოლოდდამხოლოდ ის მყავს. *** დილა როგორც ყოველთვის ჩვენი აბაზანაში ბრძოლით დაიწყო. მაინც ვერ ვიტან ასე,რომ აკეთებს.ორივე მხარეს ჩავკეტე.გამოსულს კი ჩემს ოთახში ჩემივე საწოლზე წამოწოლი დამხვდა ჩემივე ტელეფონით ხელში. - ბლოკი რატომ არ გიდევს ტელეფონზე?- ურცხვად მიცინის. მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ ნომრები და რამდენიმე ნიას და ბებიას ფოტო მაქვს მაინც ვართმევ. - აქამდე საჭიროებას ვერ ვხედავდი.არავინ დაძვრებოდა ჩემს ტელეფონში.- კოპებშეკრული შევყურებ ის კი კიდევ უფრო იღიმება და საწოლზე ჯდება. - რატომ არ გაქვს საკუთარი ფოტოები ტელეფონში?- ინტერესით შემომყურებს. - ისედაც ლამის ყველგან მე ვარ.რა საჭიროა აქაც მქონდეს.-ძალიან მარტივად ვუხსნი ჩემი აზრით.ტელეფონს ისევ ტუმბოზე ვაბრუნებ და კარადისკენ მივდივარ.ხალათი მაცვია თუმცა თავს მაინც უსაფრთხოდ ვგრძნობ.-აღარ აპირებ შესვლას?-უკან ვბრუნდები.ის კი ისევ ჩემი ტელეფონით ხელში მხვდება ჩემთან ახლოს.ცალ ხელს განზე წევს,მეორეს მხარზე მხვევს და მიხუტებს.რამდენჯერმე აწკაპუნებს გადაღების ღილაკს და ერთდროულად გალერეაში იყრება რამდენიმე საერთო სურათი. ბოლოს ტუჩებზე სწაფად მკოცნის ტელეფონს ხელში მაჩეჩებს და აბაზანისკენ მიდის.სანამ კარს მოხურავს ჩემსკენ ბრუნდება. - მთავარზე დააყენე იცოდე- სიცილით მეუბნება ცდილობს ცალი თვალიც ჩამიკრას და მის ამ მცდელობაზე მეცინება.კარები იკეტება. აქეთ ისევ,რომ არ გამობოდიალდეს აქედანაც ვკეტავ კარს.სანამ ტელეფონს დავდებ სურათების ნახვის სურვილი მიჩნდება. ერთგან კამერაში იყურება მე კი გაოცებული გვერდიდან ვუყურებ, მეორე სურათზე ორივე წინ ვიხედებით და მეც მეპარება სახეზე ღიმილი,მესამეზე ლოყაზე მკოცნის,მეოთხეზე უბრალოდ ერთმანეთს პირისპირ შევყურებთ და ორივეს სახეზე ვხედავ ეშმაკურ ღიმილს. - ააჰ ჯანდაბა- ვაგდებ ტელეფონს უკან და სახეზე ხელებს ვისვამ.- ნამდვილად გადამიყვანს ჭკუიდან.იდიოტი- ვამატებ ღიმილით.კარადისკენ მივდივარ ისევ და ტანსაცმელს ვირგებ. *** ჯეკის და ნიას წასვლის შემდეგ ამ სახლში ნორმალურად არავის არც უსაუზმია და არც უვახშმია.ალბათ ამას მხოლოდ ბებია აკეთებდა.ახლა ისიც წავიდა. თუმცა დღეს სასაუზმოდ ჩავდივარ. სიუს როგორც ყოველთვის სუფრა მაინც გაშლილი აქვს. ვესალმები და ჩემს ადგილზე ვჯდები.სიუ მაშინვეე ჩემს წინ დიდი ჭიქით ყავას მიდგამს.უკვე იცის ყველაზე მეტად დილით რა მახარებს. კმაყოფილი გაბადრული სახით ვუყურებ - მადლობა სიუ-ისიც თავს მიკრავს მომღიმარი. სანამ მოვსვავ ყავის სუნით ვტკბები თვალებ დახუჭული.შემდეგ პირველ ყლუპს ვსვავ.უკნიდან ხელების შემოხვევას ვგრძნობ.უცებ ვხტები ის კი ნაზად დებს ჩემს მხარზე თავს.- რას აკეთებ? -ვეჩურჩულები.თან თვალებით სიუზე ვანიშნებ,რომელიც ისე იქცევა ვითომ არ გვიმჩნევს.თუმცა ღიმილს ვამჩნევს სახეზე. - რა აზრი აქვს დამალვას. ისედაც ყველამ იცის უკვე.-მეჩურჩულება ყურთან მე კი მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის.კისერში ვგრძნობ მისი ტუჩების შეხებას. ისევ იწყება ჩემს სხეულში ჟრტუანტელის მორიგი ტალღა.ჩემს სხეულს შორდება და გვერდით მიჯდება. - სიუ ყავა მეც მომიტანე- საყვარლად უღიმის მასაც და ისიც იმჩნევს ჩვენს არსებობას. ბატონისთვის ყავა მოაქვს და ისიც მიირთმევს, თან მე მიყურებს.თვალებს მის გარდა ყველგან ვაცეცებდი,ბოლოს დავიღალე და უტეხად გავხედე. ორივე შევყურებთ ერთმანეთს. და ვგრძნობ ჩემს შიგნით როგორ იწყება ემოციურობის დიდი ტალღა.თავს იმაში ვიჭერ,რომ მის კოცნაზე ვფიქრობ. მინდა ახლა მის ტუჩებს შევეხო.ჩემდა უნებურად ტუჩს ვიკვნეტ.გააზრებას ვერც კი ვახერხებ იმდენად სწრაფად ეხება ჩემს ტუჩებს. ჭიქას ხელს ვუშვებ.სიუს იქ ყოფნა სულ მავიწყდება. ხელს მის დამყოლ თმაში ვაცურებ და კოცნაში ვყვები.მთელ სხეულში ათასგვარი გრძნობა იყრის თავს.პირველად ჩემს ცხოვრებაში ასე ხდება და ვერ ვგებულობ ეს ასე უნდა იყოს თუ არა. იმდენად მაშინებს ჩემივე თავი ვჩერდები.ისიც ასევე ჩერდება ტუჩებს ცილდება და შუბლს შუბლზე მადებს.სასწაულად მიღიმის და ცერა თითით ლოყაზე მეფერება. ხელს ისევ ჩემს კისერზე ანაცვლებს და ალბათ ისევ დაიწყებოდა ჩემი ათასგვარ გრძნობებად აშლა,რომ არაა ტელეფონის ზარი.მელოდიით ვხვდები,რომ ლექსოა.ასე ზუსტ დროს ჯერ არ დაურეკია. სეჰუნს ვშორდები და სწრაფად ვპასუხობ.სუნთქვა ოდნავ აჩქარებული მაქვს. მზერას ოთახს ვავლებ და ახლა ვამჩნევ,რომ სიუ აქ არ არის. - გისმენ ლექსო- სახეზე სეჰუნს უკმაყოფილება ესახება. ალბათ უფრო მეტად მიხარია ეს ზარი, ვიდრე მწყინს. - ორზე მოვალ და წამოგიყვან გადაღებაზე.მოიცა რა გჭირს? ცუდად ხარ?-ხმაში შეშფოთება ესახება. - არა კარგად ვარ.- თუმცა პასუხში მარტო მე კი არა მასაც ეპარება ეჭვი. - ეგრე რატომ სუნთქავ?-დაეჭვებული მეკითხება. - კარგი ლექსო.ახლავე გავემზადები და გამოვალ. - თემას ვცვლი.თან ახლა წასვლას ყველაზე კარგ ვარიანტად მივიჩნევ. - ჯერ 11 საათია.- უკვირს თუმცა მალევე ამატებს ეშმაკურად - ოო... შენს პრინცს გინდა გამოეცალო? - მეორე მხარეს ვიყურები თვალების ატრიალება, რომ ვერ შენიშნოს. - ნახევარ საათში მანდ ვარ.-სწრაფად ვთიშავ და ვდგები. გასვლამდე ხელს მკიდებს და თავისკენ მახედებს. - აუცილებლია წახვიდე?- მოწყენილი სახით შემომყურებს. - კი ძალიან ძალიან სასწაფოა.- ვამბობ და ისიც ხელს მიშვებს.სამზარეულოს ვტოვებ. კიბეებზე ავრბივარ და ოთახში შესული ცოტახნით კარებს ვეყრდნობი. ამჯერად ვნებით აცახცახებული სხეულის,სუნთქვის და გულის დამშვიდებას ვცდილობ. სეჰუნი უზარმაზარ სახლში ოთახიდან ოთახში დავბორიალობ. ცალი ხელი შარვალის ჯიბეში მაქვს,მეორეთი კი თმებს კეფაზე ვიჩეჩავ. მაცივრიდან წვენის ბოთლს ვიღებ და სამზარეულოდან გამოვდივარ.მისაღებში ვდგავარ და თვალები კარებისკენ გამირბის.ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე ვიქნებოდი და მის მოსვლას დაველოდებოდი.ჯიბიდან ხელს ვიღებ და საათს დავყურებ.წაყვანაზე უარი მითხრა,ახლა კიდევ იგვიანებს. უკვე ათი ხდება. მანქანის შუქის ანარეკლი მხვდება თვალებში.მის შემოსვლას ველი თუმცა ამას ისე ვაკეთებ თითქოს ასე სულაც არ იყოს.ბოთლს თავს ვხვსნი და ვსვავ.თან ნელი სვლით კიბეებისკენ მივდივარ.კარების დაკეტვის ხმა მესმის და უკან ვიხედები. სახეზე აშკარად ეტყობა დაღლა, თუმცა ჩემი დანახვისას ღიმილი ესახება. ყველაფერის მიუხედავად თავს ისე ვიჭერ ვითომც არაფერი. - უკვე მოხვედი? საჭმელი ჭამე და დაისვენე. საშინლად გამოიყურები. - სახე სიბრაზისგან ეჭყანება და ალბათ ფიქრობს რა მესროლოს.შინაგანად მეცინება თუმცა ამაზე თავს ვიკავებ. - დასასვენებლად ჩემთან ავდივარ მეც- ვეუბნები და ვტრიალდები. -ანუ გაბრაზებული ხარ.- მესმის ზურგ უკან.რა თქმა უნდა,უნდა ვიყო,რომ გამირბის და დღეს წაყვანის უფლებაც კი არ მომცა,თუმცა არ ვარ. უბრალოდ მინდა ცოტა გავაბრაზო.ხმას არ ვიღებ და ისევ კიბეებზე ასვლას განვაგრძობ.კიდევ ამბობს რაღაცას თუმცა აღარ მესმის და სამზარეულოს კარებში იკარგება.ლოდინისთვის და დილანდელისთვის თითქოს სამაგიეროს ვუხდიდი.კმაყოფილი ვიღიმი და ოთახისკენ მივდივარ წვენის წრუპვით. *** თითქმის თორმეტი ხდე.ამჯერად არც ოთახში და არც აბაზანაში არ შევჭრილვარ. საწოლში ვწრიალებ და ვერ ვიძინებ. გარედან ელვის ნათება აღწევს,შემდეგ კი შესაბამისად ძლიერად გრუხუნებს.ისეთი ძლიერია ლამის შევხტი საწოლში. რამდენჯერმე კიდევ დაიქუხა და ცაზე გაელვა. კარებზე კაკუნის ხმა მესმის უცებ. ისე უცაბედად გაისმა საწოლში შევხტი.კარების სახელური იწევა და თაკო ჩნდება კარებთან. სახეზე აფორიაქებული აქვს. - შეიძლება შემოვიდე?- ისეთი სახით მეუბნება ამას მინდა ფეხზე წამოვხტე და ახლავე შემოვიყვანო. თუმცა გუშინდელი ღამე მახსენება.მეც ასეთივე სახით მივწერე თუმცა უარი მითხრა. - ეცადე შენს ოთახში დაიძინო-თავს ბალიშზე კომფორტულად ვდებ და ზეწარს უკეთესად ვიფარებ. - მინდა,მაგრამ... - სანამ დაასრულებს ისევ ელავს და ჭექავს.ძლიერი წვიმა ფანჯარაზე იწყებს კაკუნს. ის კი ქუხილის ხმაზე კარებს ეყინება.ჭექა-ქუხილის ეშინია.ვასკვნი და მეცინება. - კარები მიხურე და დროზე მოდი ჩემთან.- ვუცინი და სახე უნათდება მასაც. კარებს კეტავს და ჩემსკენ მოდის. საწოლზე ოდნავ ვჩოჩდები და ზეწარს მაღლა ვწევ.ისიც სწრაფად შემოდის. თითქოს ჩემს ბედად ისევ ჭექავს.მისი გამხდარი და თბილი სხეული ჩემსას მთლიანად ეკვრება და ხელებს მჭიდროდ მიჭერს.- ჩემი მშიშარა- ვჩურჩულებ.ხელებში ვიმწყვდევ მეც და თავზე ვკოცნი. მისი სურნელი თავბრუს მახვევს,როგორც ყოველთვის. თუმცა თავს ვიკავებ. - ჩემზე ბრაზობ?-მკერდზე მიკრული ლუღლუღებს. - ახლა აღარ- კიდევ უფრო უკეთ ვხვევ ხელებს.ჩემს შინაგან სამყაროს და გრძნობებს ძლივს ვაჩერებ, რომ მთელი მისი სხეულით დატკბობა არ ვცადო.ამისგან მისი შიშები მაჩერებს. ახლაც თითქოს ჩამესმის ნიას სიტყვები იმ ღამესთან დაკავშირებით და გაფიქრებისას სისხლი მეყინება სხეულში.სწორედ ესაა,რომ მაკავებს. ჯერ სულ რამდენიმე დღეა რაც ამ ახალ სამყაროს ეჩვევა და არ მინდა რამე დავაძალო სანამ თვითონ არ იქნება მზად. ახლა კი უბრალოდ ესეც მყოფნის. მთელი ჩემი სხეულით მყავს მოცული და მისი სურნელით ვტკბები. ყოველი ქუხილი კი მისი ხტუნვისა და ჩემს სხეულზე უფრო ჩაჭიდების მიზეზი ხდება. ყოველ ჯერზე ვიცინი და თავზე ვკოცნი.მის თავქვეშ ამოდებული ხელით კი მისივე თმას ვეთამაშები.კიდევ ერთი ქუხილი ისმის თუმცა აღარ ინძრევა.ჩემს სმენას მისი ღმა ძილის სუნთქვის ხმა წვდება.კმაყოფილს მეღიმება და ნიკაპს მის თავზე ვათავსებ.ჭექა-ქუხილისა და ფანჯარაზე მოკაკუნე წვიმის მიუხედავად ტკბილად მეძინება. **** ვაღიარებ,რომ დილას შევხვედრილვარ გოგოსთან, რომელსაც დაუკმაყოფილებია ჩემი მოთხოვნები.თუმცა განსხვავებულად არანაირი სიყვარული და სხვა გრძნობები გარდა ჟინისა.მასთან კი ყველაფერი სხვანაირად არის.მეც მიკვირს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩახუტებულებს გვეძინა. მის თბილ თხელ სხეულს ისევ ჩემს მკლავებში ვგრძნობ.მისი სურნელით ფილტვებს ვავსებ.არ ვინძრევი არ მინდა გავაღვიძო.მინდა კიდევ გაგრძელდეს ეს წამები.თმას ფრთხილად უკან ვუწევ ყურისკენ. ტუმბოდან ფრთხილად ვაცურებ ჩემს ტელეფონს და რამდენიმე ფოტოს ვუღებ.ტელეფონს თავის ადგილას ვაბრუნებ ისევ ფრთხილად.იშმუშნება ჩემს მკლავებში გაღვიძებას ცდილობს. მე კიდევ უცებ თავს ვიმძინარებ. ვგრძნობ როგორ მიყურებს. შემდეგ სახეზე შეხებას ვგრძნობ.ნელა და ნაზად ეფერება სახის თითოეულ ნაწილს.აჰ ჯანდაბა ჩემს შინაგან სამყაროს სრულიად ანგრევს. მთლიანად მინდა მოვიცვა,მაგრამ ისევ თავს ძალას ვატან და ისევ თავს ვიმძინარებ. თითებს ახლა შუბლზე თმაში აცურებს. ჩემს თმას ეთამაშება ხან ერთ მხარეს გადაწევს ხან მეორეს. მისი ჩუმი ჩაცინება მესმის. შემდეგ ჩერდება. ველოდები როდის გააკეთებს შემდეგ მოქმედებას. ლოდინის შემდეგ მის სუნთქვაას უფრო ახლოს ვგრძნობ ჩემს ტუჩებს ელამუნება. მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის. რამხელა მსხვერპლია ჩემი მხრიდან. სუნთქვა მწყდება ტუჩებიდან. ის კი ცბება და უკან იხევს თუმცა ამის საშუალებას არ ვაძლევ.ისევ ახლოს ვიზიდან მკერდზე თავს მადებს მე კი მის შუბლს ტუჩებით ვეხები.ამ კოცნაში მთელს ჩემს ანთებულ გრძნობებს ვაქსოვ. - იხალისე ჩემს თმებთან?-ვეუბნები და მეცინება. - შენ რა არ გეძინა? -იოცებს თავს უკან წევს და მიყურებს. - არა. ახლა კი არა მთელი ღამე არ მძინებია.საშინელი წოლა იცი. ღამე წიხლებს ისვრი.ყვირიხარ და ხვრინავ კიდევაც.- მთელ სერიოზულობას ვაქსოვ ჩემს სიტყვებში და მგონი მართლა იჯერებს.სახე ეცვლება და მე ლამის ავხარხარდე. - ტყუილია. - გაოცებული მპასუხობს. - აბა რატომ მყავდი მთელი ღამე ჩახუტებული?- წარბს მაღლა ვწევ.მას კი ეცინება. - ანუ შეგაწუხეთ ბატონო სეჰუნ - ცდილობს ადგეს,მაგრამ უკან მკლავებში ვაბრუნებ. - არანაირად - სწრაფად ვკოცნი რამდენჯერმე - ცოტახანი კიდევ ვიყოთ ასე- თანხმობის ნიშნად თავის დაქნევას ვგრძნობ. ცხვირს ისევ მის თმაში ვმალავ და ცოტახნით ისევ ვწყდებით სამყაროს *** მის გარეშე უკვე მესამე დღე დაიწყო. კორეაში ჩამოსვლის დღიდან ყველა ცეცხლის პარში მატარებს. ჟურნალისტები, მენეჯერები და თვით ლი სუმანიც კი მიუხედავად იმისა, რომ არ ყვირის მთელი ბრაზი და მრისხანება მის მზერაში ჩანს. ჩემი განცხადების გამო პირდაპირ ეთერში ვერ უარყოფენ ჩვენს ურთიერთობას. მხოლოდ ისღა დარჩენიათ დაადასტირონ თუმცა ამასაც არ აკეთებენ უბრალოდ დუმილს იყენებენ. ახალი ქამბექისთვის ვემზადებით და სრულიად ვიფიტები. მენატრეება ჩინეთში გატარებული დღეები მასთან ერთად. დღეს ბოლო დღეა მისი იქ ყოფნის და ვხვდები კიდევ უფრო როგორ მშორდება. დარბაზში ცეკვის ილეთებს ვამუშავებ.დაქანცული იატაკზე ვეშვები.თავს უკან კედელს ვაყრდნობ და წინ დიდ სარკეში შევყურებ ჩემს თავს.უცებ თავს ვხრი და ვხვნეში. - ჰეი- მესმის უცებ გვერდით მისი ხმა.თავს ვწევ და ხმის მიმართულებით ვტრიალდები. თვალები დავისით მინათდება და მეღიმება.- რატომ ხარ მოწყენილი?- თავს გვერდით ხრის და საყვარელად მიყურებს. ვაცნობიერებ,რომ ჩემი წარმოსახვის ნაწილია, თუმცა მისი სახისკენ მაინც ვწევ ხელს,რომ შევეხო. - იმიტომ, რომ მენატრები -ლოყაზე ვეხები ის კი ისევე ქრება,როგორც მოვიდა.ტელეფონს ვიღებ და ვურეკავ,მაგრამ გამორთულია.შეტყობინების ფანჯარას ვხსნი "უკვე ძალიან მენატრები." სანამ გაგზავნას გადავიფიქრებ მანამდე ვაგზავნი.ტელეფონის დადებას ვაპირებდი, მაგრამ რატომღაც სიახლეებს ვათვალიერებ. და აი ისიც ჩემს გამო ისევ განხილვის საგანია. უახლოეს პოსტს ვაწყდები. აეროპორტში მისი და ლექსოს სურათებია.ე.ი უკვე გაფრინდა. ღმად ამოვისუნთქე.თვალებში დიდი წარწერაა მეჩხირება "სეჰუნის და უცხოელი მოდელის რომანი ისევე სწრაფად დამთავრდა როგორც დაიწყო." - ვინ თქვა,რომ დამთავრდა?! -ჩავყვირი ტელეფონს.ნერვები მეშლება შიდა ტექსტის წაკითხვით თავს აღარ ვიწუხებ.გვერდით ვაგდებ და ისევ ჩემს საქმეს ვუბრუნდები. ვცდილობ უფრო მეტი მონდომებით ვიცეკვო და თან ყველა ჩემი გრძნობა სადღაც გავაგზავნო ცოტახნით. თაკო ჩასვლისთანავე რაც გავაკეთე ტელეფონს ვრთავ და ვამოწმებ. ეს ერთადერთია რითაც შეიძლება ვეკონტაქტოთ ერთმანეთს.მაშინვე მისი შეტყობინება მხვდება. - მოგწერა?-მესმის ლექსოს ჩაცინების ხმა. - საიდან მიხვდი- ვამბობ ისე მისკენ არც ვიყურები.უბრალოდ მონაწერს დავყურებ.და ვგრძნობ სახის კუნთები როგორ მეჭიმება. - ისეთი გაბადრული სახე გაქვს მაგას რა მიხვედრა უნდა.- გვერდით ხელს ვურტყავ გასაჩუმებლად.- აუჩ- ხელს მირტყმულ ადგილზე იდებს.მე კიდევ საპასუხოდ ტექსტს ვწერ. თუმცა ისევ ვშლი და ასე გრძელდება სახლმდე. ტელეფონს ჯიბეში ვაბრუნებ და ჩემს სახლში შევდივარ. აქაურობა დღეს ისეთი ცარიელი მეჩვენება როგორც არასდროს. ჩემოდანს შესასვლელშივე ვდებ.ფეხზე ვიცვლი და პირდაპირ აბაზანის მისაღებად მივემართები.ტელეფონს იქვე ახლოს ვდებ. აბაზანას წყლით ვავსებ.სურნელოვან შამპუნებს ვასხავ და მთლიანად მკბენარე წყლის ქვეშ ვექცევი.თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს. ვფიქრობ მასზე,ჩემზე,ჩვენზე და ვასკვნი,რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.ტელეფონს ახლოს ვიწევ და შეტყობინებას ვწერ ისევ " მეც მენატრები " ვაგზავნი და მეორესაც მაშინვე ვწერ."თუმცა ერთმანეთისგან შორს ყოფნას უნდა შევეგუოთ.უფრო ადვილი იქნება თუ ერთმანეთს არ შევეხმიანებით"- მაშინვე ვაგზავნი სანამ ამას გადავიფიქრებ. ერთმანეთთან ლაპარაკი მაინც შეუძლებელი იქნება რვასაათიანი დროის შუალედის გამო.თან ვფიქრობ ოქროს შუალედის პოვნაც გაგვიჭირდება,რადგან ორივე ისეთ სფეროს ვეკუთვნით სადაც დრო მნიშვნელოვანია.ვფიქრობ,რომ პასუხის მოლოდინი არ უნდა მქონდეს,რადგან უკვე ღრმა ძილში იქნება.სანამ ტელეფონს დავდებ მანამდე წრიპინებს და შეტყობინებას ვხსნი. -"როგორც ქალბატონი ინებებს. ორივესთვის ასე აჯობებს და მალე დავივიწყებთ ერთმანეთს."-გულზე საშინლად მხვდება სიტყვა დავიწყება. აღარაფერს არ ვწერ უბრალოდ გვერდით ვაგდებ და წყალში მთლიანად ვეშვები. *** ჩემი ცხოვრება ისევ იმ რუტინით მიედინება,როგორც აქამდე.დილის ვარჯიშის შემდეგ სახლში ვბრუნდები და შხაპისთვის ვემზადები.სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი.მართალია ლექსო ისევ საშინელი ხასიათების და ყინულის გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ არ ვიფიქრო და დავივიწყო მაინც არ გამომდის. ისევ მას დატრიალებს ჩემი ფიქრები. სამი თვე გავიდა მე კი დავიწყების მაგივრად უფრო მენატრება და ეს გრძნობა დღითი დღე იზრდება. მონატრება სრულიად მანადგურებს. ჩემი ნათქვამი სიტყვების უკან წაღება არ მინდა.ამიტომ მისაწერად მომარჯვებული ტელეფონი ბევრჯერ ისევ უკან დავაბრუნე. სიახლეებსაც არ ვნახულობ. თითქოს თავს ვიცავ ასე. - ისევ ჩემზე ფიქრობ?-აბაზანის კარებს მიყრდნობილი შემომყურებს ჩვეული ღიმილით და მომხიბვლელობით. - სულაც არაა. რატომ უნდა ვფიქრობდე შენზე ან რატომ უნდა მენატრებოდე. მე თვითონ გითხარი შევგურბოდით უერთმანეთობას.- ვგრძნობ თითოეული სიტყვა როგორ მაწვება ყელში ბურთივით. თვალები ცრემლებით მევსება. ჩემი მოჩვენება თავს არ მანებებს.სახე კიდევ უფრო უთბება და ჩემსკენ მოიწევს.თვალებზე ხელებს ვიფარებ ვცდილობ ცრემლები დავმალო. მკლავებში მიქცევს.თავს ვეღარ ვიკავებ- მენატრები.- ვსლუკუნებ წამოსახვით მის მკლავებში.შუბლზე მისი ტუჩების შეხებას ვგრძნობ. იმდენად რეალურია ეს ყველაფერი, თუმცა ისევ უწინდებურად მიქრება და ვხდები,რომ აქ არ არის.-ძალიან მენატრები შე იდიოტო.- ვჩურჩულებ ჩემთვის. ცრემლებს მხოლოდ დღეს ვაძლებ საშუალებას თვალებიდან გადმოვიდნენ. აბაზანაში იატაკზე ვცურდები და მთელი მოთქმით ვტირივარ. ვცდილობ ყველა ემოცია გარეთ გამოვუშვა რაც კი ამ სამი თვის განმავლობაში დამიგროვდა. **** საგრიმიოროში ვზივარ და გოგონები თავზე დამტრიალებენ როგორც ყოველთვის.დღევანდელი ჩვენებაც და სახლში წავალ.მეღიმება,მაგრამ წამში მეცვლება გუნება. ვერ ვხვდები რომელ სახლს და სად ყოფნას ვგულისხმობ. - საყვარელო შენი გასვლის ჯერია-ფრანკო მხარზე ხელს მადებს და მაფხიზლებს.მეც ვუღიმი თანხმობის ნიშნად და გასასვლელად ვემზადები. ჩვეული აუღელვებლობით მივემართები პოდიუმზე თავ აწეული. უცნაური გრძნობა მაქვს. თითქოს სადღაც ახლოსაა.თუმცა მაინც წინ მივდივარ. პროჟექტურა ბოლოსკენ წამიერად ანათებს. მის სახეს ვხედავ.ვუახლოვდები.ის კიდევ უფრო იღიმება და ტაშს უკრავს. მთელ სხეულში მისი დანახვით გამოწვეული სიხარული მივლის. მაგრამ მალევე ვიაზრებ, რომ ჩემი მოჩვენება უკვე მერამდენედ მაწბილებს. უკან ვბრუნდები. შემდეგი გამოსვლისას ისევ ვეძებ თვალებით მიუხედავად იმისა ვიცი იქ არ არის. ჩვენების დასასრულს უკვე აქედან გაქცევა მინდა.სახლში მინდა მალე მივიდე ნივთები ჩავალაგო და რაც შეიძლება მალე წავიდე აქედან. -ლექსო მე წავალ კარგი? -მხარზე ვეხები და ჩუმად ველოდები. - მოიც მეც წამოვალ.- მაშინვე ჩემსკენ ბრუნდება და ჩემს კოლეგასთან ფლირტაობას თავს ანებებს. - არა დარჩი. მარტო წავალ. შენ განაგრძე რასაც აკეთებ- თვალს ვუკრავ და ხელის კვრით ვანიშნებ ისევ გოგონაზე გადაიტანოს ყურადღება. თვალებში ეშმაკუნა ჭინკები დაუძრწიან. - კარგი - თვალს მიკრავს ისიც.- ბილეთებს ხვალ მივხედოთ-ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. - გაერთე- ვუთხარი და იქაურობას გავეცალე. ტაქსი ჩემს სახლთან ჩერდება. ჩემი სართულისკენ ისე მიიზლაზნება ლიფტი მეხუთეს მაგივრად მგონია მეასე სართულზე მიდიოდეს. კარები იღება და ჩემი კარებისკენ ვბრუნდები. წამით ვშეშდები ისევ მელანდება დღეს უკვე მერამდენედ. ზურგით მიყრდნობილია გვერდით კედელზე და ხელებ გადაჯვარედინებული მომღიმარი შემომყურებს. - დაიგვიანე- მკაცრად მეუბნება თუმცა სახეზე ღიმილი ისევ ეპარება. ღმად ჩავისუნთქე და გზა განვაგრძე. უხმოდ მივდივარ კარებთან. თვალებში შევყურებ.მინდა შევეხო მოვეფერო,მაგრამ... - შეგიძლია ისევ გაქრე ნამდვილი მაინც არ ხარ- ხელი ავაქნიე მანდ კი უბრალოდ ჩაიღიმა.გასაღები კარებში შევარჭე და გადავატრიალე. ხელზე შეხებას ვგრძნობ. - ახლაც ფიქრობ,რომ ნამდვილი არ ვარ?-წარბ აწეული შემომყურებს. - კი. ეს ადრეც გაგიკეთებია.- მის ხელს ვიცილებ.კარებს ვაღებ და შიგნით შევდივარ თუმცა ინერციით უკან ვბრუნდები ისევ.ხელებს წელზე მხვევს მე კი ორივე ხელით მკერდზე ვერყრდნობი. - ვფიქრობ,რომ მოჩვენებისას ამას ვერ გავაკეთებდი- ეშმაკურად იღიმება.ერთი ხელს კისერზე მიცურებს და ტუჩებს ეხება. თავიდან ნელა და ნაზად.ნამდვილად ვგრძნობ ახლა აქაა ჩემთან,ჩემს გვერდით და მთლიანად შემიძლია შევიგრძნო.თვალებს ვხუჭავ და კოცნაში ვყვები. ხელებს კისერზე ვაცურებ მისი მკერდიდან.კოცნა უფრო ძლიერი და მომთხოვნი ხდება. - მართლა შენ ხარ. დარბაზშიც იყავი-ვცილდები მის ტუჩებს. შუბლს შუბლზე ვადებ. კოცნისგან სუნთქვა შეკრული ორივე ღმად ვსუნთქავთ. ერთმანეთს ვუცინით. - როგორ მენატრებოდა ეს ტუჩები- სწრაფად მპარავს ისევ კოცნას. - ეს სახე - იგივეს აკეთებს სახის თითოეულ ნაწილზე. ცხვირით ჩემს თმაში ეცმება და ღმად სუნთქავს.- ეს სურნელი. და საერთოდ შენ მენატრებოდი ძალიან -უფრო მაგრად მიჭერს ხელებს.თითქოს უნდა მთლიანად შემისრუტოს.მეცინება თუმცა თვალებში ცრემლები მაწვება. - მაპატიე, რომ გაიძულე დაგევიწყებინე.- ჩემდა უნებურად შემეპარა ხმაში სისველე.მაშინვე მომშორდა და ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები შემიმშრალა ცერა თითებით. - და მერე ვინ გითხრა, რომ დაგივიწყე- ისევ მიცინის და მეც მეღიმება ცრემლიანი თვალებით. - სახლში შევიდეთ- თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. სახლში ისე შევდივართ ხელს არ მიშვებს. პირიქით ისევ ჩემი ტუჩებისკენ მოიწევს.კოცნას თავს არ ანებებს. ჩვენს უკან კარები ძლიერად იხურება.თანდათან შიგნით მივიწევთ და გზადაგზა ჩვენი ნივთები აქეთ იქეთ იყრება. ოთახის შუაში ვჩერდებით. ორივე ხელებში ჩემი სახე აქვს მოქცეული.ტუჩებს წყდება და თვალებში მიყურებს. ვიცი რასაც აკეთებს. უნდა დარწმუნდეს ყველაფერი რიგზეა თუ არა. უნდა დარწმუნდეს მეც ისევე მინდა ეს თუ არა. პასუხად მხოლოდ ვუღიმი და მის პერანგს რამდენიმე ღილს ვუხსნი. ჩემი თავი მხოლოდ მას კი არა მეც მაოცებს. ცხოვრებაში პირველად მინდა ბიჭთან სიახლოვე და ეს უბრალოდ ვინმე ბიჭი კი არა ჩემი საყვარელი ადამიანია ვინც მთელი გულით მიყვარს. *** სეჰუნი გუშინდელი ღამე ზღაპარივით იყო. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთი ნაზი. მისი თითოეული ნაწილით მინდოდა დავმტკბარიყავი. საწოლში მისი სხეული მჭიდროდ მყავს მიკრული. იშმუშნება და გაღვიძებას ცდილობს.მე კი მის ტუჩებს ვეხები და ვეხმარები უფრო მალე გაიღვიძოს. - დილა მშვიდობის - ვჩურჩულებ მის ტკბილ ტუჩებთან.მას კი ეღიმება და მორცხვად სახეზე ხელს იფარებს. - დილა მშვიდობისა - ხელებ აფარებული ლუღლუღებს.ხელებს სახიდან ვაწევინებ. ისევ ვპარავ დილის რამდენიმე კოცნას. - ყავას მე გავამზადებ. -ისიც თანხმობის ნიშნად თავს აქნევს. შუბლზე ვკოცნი ქვედა ტანზე შარვალს ვიცვამ და სამზარეულოსკენ მივდივარ.ორივესთვის საშუალო სიძლიერის ყავას ვაკეთებ და მისაღებში გავდივარ.ოთახიდან ხალათ შემოცმული გამოდის.თმები საყვარლად გაჩეჩილი აქვს და თვალებს აელამებს შუბლზე ჩამოყრილ თმას შესქერის. ცდილობს წინ ჩამოწეული თმა სულის შებერვით უკან გადააგდოს თუმცა ამაოდ. ნერვებ მოშლილი ხელით სწრაფად უკან იწევს. მისი შემხედვარე შუა ოთახში ყავის ჭიქებით ხელში ვხარხარებ. ის კი თავიდან მოჩვენებითი სიბრაზით მიყურებს. ბოლოს ტუჩები ღიმილით ეპობა და ჩემსკენ მოდის. ჭიქას მართმევს და მკოცნის. სანამ წელზე ხელს მოვხვევ და უფრო კარგად დავწდები მის ტუჩებს მანამდე მეცლება ხელებიდან და სიცილით ფანჯარასთან მიდის. მეც ვუახლოვდები.უკნიდან ხელებს ვხვევ და თავს მის მხარზე ვადებ. გარეთ ქოლგებით მოსიარულე ხალხი მოჩანს. წვიმის წვეთებს,რომ გაურბიან. არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი,მაგრამ მაინც ვერ გავექცევით. - დღეს ბებიასთან ბრუნდები?- ჩემ სევდიან განწყობას ჩემივე ხმა ყიდის.უაროფის ნიშნად თავს აქნევს.- რატომ?-მცდება უცებ გაოცებულს.ყავის მორიგ ყლუპს სვავს და ჭიქას ფანჯრის რაფაზე დებს.ჩემსკენ ტრიალებდა და მომღიმარი შემომყურებს. ჩემს ჭიქას მეც იქვე ვდებ და პასუხს ველოდები მოუთმენლად. - ჩინეთში მოვდივარ. მართალია მთლად შენი ქვეყანა არაა თუმცა იმაზე შორსაც არ არის როგორც მილანი... - კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა იმდენად გამიხარდა მისი სიტყვები სიხარულისგან მთელ სახეს კოცნებით ვუფარავ.თუმცა მალევე ვჩერდები. - მერე შენი კარიერა? არ მინდა ეს ჩემს გამო გააკეთო- ვეუბნები და ამაში სიმართლის მარცვალიც დევს. თუმცა ჩემგან ასე შორს,რომ იყოს ის უფრო არ მინდა. - ნუ გეშინიათ ბატონო სეჰუნ იქაც მომთხოვნი მოდელი ვარ როგორც აქ.ამაზე წამოსვლის დღიდან ვფიქრობდი თუმცა ხმამაღლა ახლა გავაჟღერე- თვალს მიკრავს და თავისი გაბურძგნული თმებით კიდევ უფრო საყვარელია. თეძოზე ორივე ხელს მაგრად ვჭიდებ და ვუბიძგებ ჩემს სხეულს მოეჭიდოს.ასეც იქცევა.მე კი მის ტუჩებს გამომწვევად ვეხები და მდივნისკენ მიმყავს.მინდა გუშინდელი ღამე გავიმეოროთ ამჯერად უფრო მომთხოვნი ვიქნები. ჩემივე ფიქრზე ტუჩის კუთხე ღიმილი მეპარება, თუმცა მის ტუჩებს არ ვწყდები. არ ვიცი რა მოხდება შემდეგ, თუმცა არ ვაპირებ ჩემი სიყვარული ვიღაცის კაპრიზებს შევწირო. მართალია უსიყვარულოდ ცხოვრება მარტივია,მაგრამ მის გარეშე აზრი არ აქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.