შევსებული არსებობა 18,19,10,21,22
გული საშინლად უცემდა.. ფიქრის უნარი დაკარგა, მხოლოდ ის უნდოდა მალე მიეღწია კორპუსამდე და ნებისმიერი გემოს მქონე სიმართლისთვის თვალებში ჩაეხედა. რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს მით უფრო უჩქარდებოდა გული. სადარბაზოსთან ის საშინელი მანქანა დაინახა.. მტკიცედ გაემართა მისკენ და რომ მიუახლოვდა იქიდან ქერა ლამაზმანმა გამოანათა.. _ გამარჯობა.. დაჯექი – მიმართა ქალმა _ არა სახლში ავიდეთ, იქ ჯობია. _ კარგი – დაეთანხმა ქალი. სალომე მთელი არსებით ცდილობდა მღელვარება არ შეემჩნია, კარი მშვიდად გააღო და თბილ მისაღებში შეუძღვა აფროდიტეს. ქალი შევიდა თუ არა დივანზე დაჯდა. _ ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ? _ აჰა..ყავას დავლევ, უშაქროს და ორმაგს..სიგარეტს აღარ ვეწევი უკვე – სალომეს კინაღამ მუხლები მოეკეცა..ღმერთო…რას აკეთებს..რა ხდება მის თავს.. ყავა მოადუღა და თავისთვის ჩაი დაისხა. “ისეთმა ქალმა” სალომეს თვალიერება დაიწყო, თვალმოუშორებლად მოსვა ყავა და ხელები ჯვარედინად დაიწყო მუხლებზე, წინ წამოიწია და თავი გააქნია _ ალბათ იყავი უკვე სანდროსთან.. _ დიახ, ვიყავი და სიმართლე მითხრა. _ სიმართლე..მაინტერესებს რას ეძახის ეგ სიმართლეს? _ თქვენ თუ რაიმე განსხვავებული ვერსია გაქვთ გამანდეთ და დასკვნას თვითონ გავაკეთებ _ ოჰო.. ჭკვიანურია – ირონიულად გაიცინა ქალმა და დაიწყო.. – იმედია ძალიან არ გაგიცრუვდება იმედი როცა ამ სიმართლესაც მოისმენ.. მე და სანდრო მესამე წელია ერთად ვართ, საკმაოდ აქტიურადაც.. ოჯახზეც გვილაპარაკია.. გეცოდინება ალბათ, რომ მე შვილი მყავს და ბავშვის გამო არ გადავდგი აქამდე ეს ნაბიჯი, ჩემს შვილს უყვარს მამამისი და ვიცოდი სანდროს ძნელად შეეგუებოდა. მაგრამ ეხლა სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ, რომ მეორე შვილს ვერ დავუკარგავ მამას! თან სანდრო მიყვარს! დარწმუნებული ვარ მასაც ვუყვარვარ.. უბრალოდ ჩემი უარით გაბეზრებულმა ახალ ფლანგზე გართობა გადაწყვიტა – სალომეს საშინლად მოეწურა გული – შენს შესახებ მაშინ გავიგე, როცა ჯერ კიდევ აქ იყავით.. კახას ამბებიც ვიცი და ისიც საკითხავია რა რატომ მოხდა, ვინ რატომ მოგევლინა გმირად! ერთი უბრალო გოგო, საკმაოდ კარგი გარეგნობით, თავს რომ იდებს ვითომ მიუწვდომელია, სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი უმამოდ გაზრდილი ა ერთ ჩვეულებრივ სოროში! ეგზოტიკა! ეს მისი სიტყვებია! ძალიან კარგად იცოდა გარანტიების გარეშე მასთან არ დაწვებოდი.. ამიტომ არც ის გამიკვირდება რაიმეს რომ დაგპირებოდა.. აჰ.. ვხედავ ბეჭედიც გაუკეთებია შენთვის.. პირველი თვე მეც ვცხოვრობდი მის სახლში როცა აღდგომის კუნძულებიდან დავბრუნდით.. ამაზრზენი! – სალომეს კიდევ უფრო მოეკუმშა გული.. - კუბაში თქვენი მოგზაურობის შესახებ რომ შევიტყვე უკვე მივხვდი მის სცენარს და გადავწყვიტე ასე უხეშად მეთქვა სიმართლე.. მან არ იცოდა ორსულად თუ ვიყავი, ჩამოსვლისას ვუთხარი.. უბრალოდ სანამ თქვენი ურთიერთობა ყველასთვის საჭორაოდ იქცეოდა მანამდე უნდა მეთქვა! მე ჩემს რეპუტაციას ვუფრთხილდები. ამის გამო ბევრს ვპატიობ.. მესმის შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ ეხლა შეგიძლია ყველაფერი თავის ადგილზე დააყენო. შეგიძლია ეს ყველაფერი თამამად გადასცე! დარწმუნებული იყავი აქედანვე, რომ ყველაფერს უარყოფს და გინების კორიანტელს დააყენებს! მაგრამ ეს სინამდვილეს არ ცვლის! ყველანაირად ცდილობს ჩემგან თავის დაღწევას, იმიტომ, რომ ბავშვის მოცილების სასტიკი წინააღმდეგი ვარ! ამიტომ ვიცი შენ მოგეკედლება და შენს კალთაში ქვითინს ამჯობინებს.. ეხლა როგორც სინდისი გიკარნახებს ისე მოიქეცი! – ქალი საოცრად უტიფრად ლაპარაკობდა.. სალომე ნელ-ნელა კვდებოდა.. უკვე ვეღარ შეეძლო ამის დამალვა..სახეზე აღებეჭდა, რომ განადგურდა.. ამას აშკარად ატყობდა ირმა.. ასე ერქვა აფროდიტეს.. და უმატებდა და უმატებდა ნაღვერდალს, რომელიც უფრო და უფრო წვავდა და ფერფლად ქცევისკენ უბიძგებდა სალომეს. _ არა.. ბავშვის გაჩენა თქვენი უფლებაა და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.. _ ორსულობის დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს.. ვიცოდი შეიძლებოდა არ დაგეჯერებინა – თქვა ირმამ და ფორმა ასი ცხვირწინ უხეშად აუფრიალა. სალომემ თვალები დახუჭა.. _მე წავალ.. იმედია ძალიან არ გაგიცრუვდა იმედი! – ირონიულად გადაუგდო ქალმა და ტანის მოხდენილად ქნევით და ქუსლების კაკუნით დატოვა სახლი. როგორც კი კარის გაჯახუნების ხმა გაიგო თითქოს შვება იგრძნო სუნთქვას მოუხშირა და უცებსაშინელი..სასოწარკვეთილი ქვითინი წასკდა.. მორჩა! ყველაფერი დამთავრდა! დამთავრდა! მისი სიძლიერე გაქრა, მისი უანკოებაც, კდემამოსილებაც..ყველაფერი გაქრა რის გამოც სალომეს ცხოვრება უხაროდა.. ეხლა მთელი ცხოვრება საშინელი ტკივილი უნდა ტანჯავდეს და კიდევ უღირსი სიყვარული..უღირსი..უღისრი.. – უცებ გამოერკვა, ტელეფონი გამალებით რეკავდა.. ალექსანდრე იყო. სალომემ სიმშვიდე მოიკრიბა და უპასუხა _ სალომე სად ხარ! რატომ არ პასუხობ! _ სახლში ვარ, ჩემთან ..ირმა ვნახე.. _ ვინ ნახე? ხომ გითხარი არ გინდა მეთქი! ფეხი არსად გაადგა, მოვდივარ უკვე! – სალომეს ერთხანს საშინელი სურვილი გაუჩნდა სასწრაფოდ გაქცეულიყო და არღარასოდეს მიეცა საშუალება მისთვის თვალებში შეეხედა, მაგრამ მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ ჯობდა ეს ყველაფერი ალექსანდრესთვის მოეყოლა და მისგან მიეღო პასუხი.. ღმერთი მისცემდა ძალას, რომ სიმართლე გაეგო.. ფიქრით სადაც იყო თავი აუდუღდებოდა.. ამ დროს კარზე ბრახუნი გაისმა. უღონოდ წალასლასდა და საკეტი გამოწია. ალექსანდრე გაცოფებული შემოვარდა.. სალომეს განადგურებული, ჩამქრალი სახე რომ დაინახა სახე შეეცვალა.. მერე კბილებში გამოსცრა _ რა გითხრა.. _ ის, რასაც არ მოველოდი.. _ რა, მაინც რა?!.. _ აღდგომის კუნძულებზე რატომ არაფერი მომიყევი? – თითქმის ჩურჩულით ჰკითხა სალომემ _ რა უნდა მომეყოლა? მამამისი მეცნიერია, ჰერალდიკოსი, იმ პერიოდში მოაის ისტორიები ჰქონდა აკვიატებული და სულ ეგ ეკერა პირზე, ათასჯერ მითხრა წავიდეთო.ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა ეს არ ყოფილა ჩემი იდეა.. რა დასამალია, რომ მისგან განსხვავებით იქ ჩასულმა ბევრი საოცარი რამ აღმოვაჩინე.. – “ალბათ როგორც კუბაში” გაიფიქრა სალომემ და ცრემლი ჩამოუგორდა _ და გავლენაც იქონია.. სკაიპი თუნდაც.. _ სალომე სკაიპის სულელური ნიკის გამო ბრაზდები? ასეა? – ხმას აუწია ალექსანდრემ _ არა, არ ვბრაზდები.. მის მონაყოლს ვაზუსტებ უბრალოდ თუ გაქვს ამის სურვილი _ არ მომწონს შენი ლაპარაკი.. რას ნიშნავს თუ მაქვს სურვილი? – გაცეცხლება დაეტყო ხმაში თუხარელს _ მითხრა უფროსი შვილის გამო არ გავყევი, ბავშვს მამა ძალიან უყვარსო.. მაგრამ ეხლა მეტი გზა არ მაქვსო.. მითხრა ჩემი უარით გაბეზრებულმა შენ დაგიწყო დევნა, როგორც ეგზოტიკას.. აინტერესებდა როგორი იყო უმამო ნაბიჭვრის ლოგინში ჩაგორება და რამდენად მოახერხებდა ამას, გარანტიებსაც არ დაიშურებდაო.. _ ეს რა ნაბოდვარია? ეგ ხომ არ გამოსირდა საერთოდ.. რეალური მაინც ეთქვა რამე! ამიტომ გეუბნებოდი რომ არ უნდა გენახა..ტყუილად მოგიშალა ნერვები – ალექსანდრემ სალომეს თვალებში შეხედა, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ იგრძნო, რომ სალომეს მისი სჯეროდა.. გაოცებული შეჩერდა და ჰკითხა _ სალომე..არ გჯერა? _ მან ისიც მითხრა, რომ უარყოფდი.. _ მაგის დედას შ.....ი! – ალექსანდრემ მთელი ძალით დაარტყა ორივე ხელი მაგიდას, სალომე მოულოდნელობისგნ შეხტა – სალომე! ცოტა ხანში დაგარწმუნებ ყველაფერში.. ეს ცოტა ხანი მინდა, რომ გჯეროდეს ჩემი.. ცოტა ხანს მაცადე, ეხლავე დავბრუნდები.. – ალექსანდრემ სწრაფი ნაბიჯით დატოვა ბინა. _ ისიც ვიცი, რომ ჩემთან შემოფარებას ყველანაირი გზით შეეცდები სანდრო.. პასუხისმგებლობა რომ მოიცილო.. – ამოიჩურჩულა ცრემლნარევი ხმით სალომემ და ოთახისკენ გაემართა..ტიროდა, თუმცა ვერ გრძნობდა.. ცივად ჩაალაგა ტანსაცმელი და ჩამოჯდა. ახლა მარტო პატარა სახლი თუ უშველიდა, რომელიც დეიდამ დაუტოვა. კიდევ კარგი დედა შვებულებაში იყო, დარჩენილ ხუთ დღეში ალბათ შეძლებდა აზრზე მოსვლას და სიტყვებისთვის თავის მოყრას. მეორე დღეს სამსახურში დარეკა, სასწრაფიდ შვებულება მოითხოვა და ყველაფრის აუხსნელად გათიშა ტელეფონი. ტაქსი ელოდებოდა.. ჩაჯდა და სოფლის მისამართი უკარნახა. საშინლად გრძნობდა თავს.. ყველაფერი გაიხსენა..აბსოლუტურად ყველაფერი, რომელიც სამწუხაროდ ირმას ნათქვამ უმწარეს რეალობას პირდაპირ უბამდა მხარს.. ნუთუ ასეთუ სულელია? ნუთუ ეს ყველაფერი ფარსი იყო? რაში დასჭირდა.. როგორ არწმუნებდა, რომ მისი სამყარო ხიბლავდა..რომ მისთვის არსებობა უნდა შეევსო.. რომ არასოდეს დათმობდა, რომ ძალიან უყვარდა.. და უცებ ტირილი აუვარდა..ღმერთო..ალექსანდრეს არასოდეს უთქვამს მისთვის “მიყვარხარ”.. სალომემ ხავსმოჭიდებულივი დაუწყო ძებნა ამ სიტყვას, ყველა დეტალში ჩაძვრა, ყველგან მოქექა, უამრავი რამ იპოვა, მაგრამ ვერ იპოვა ერთადერთი უბრალო სიტყვა, რაც ალბათ ყველაფერს ცვლიდა.. _ ხომ კარგადა ხარ შვილო.. – ახლაღა შეამჩნია, რომ ხმამაღლა ქვითინებდა.. _ არა, არ ვარ.. სულელი ვარ და უტვინო.. _ ეეჰ ჩემო გოგო..რამდენი რამის გადატანა მოგიწევს ამ ცხოვრებაში, ცხოვრებას ეხლა იწყებ, ჯერ სადა ხარ – “ჯერ რა იცი სულელო..ახალბედა ხარ.. ჯერ სად ხარ!!” კივილით ჩაუქროლა წინ ალექსანდრე თუხარელის სიტყვებმა და თვალებზე ხელი აიფარა.. _ ძლიერი უნდა იყო შვილო..შენისთანა ლამაზ გოგოსა ეგრე ტირილი არ შეშვენის.. ვინც არ უნდა გაგაბრაზოს სიმშვიდე არ უნდა დაჰკარგო, აბა რაა.. – განაგრძობდა მოხუცი მძღოლი. - ეხლა დაწყნარებულმა შენი თავი რომ დაინახო მოგეწონებოდა? აბა დაფიქრდი.. ქვეყნად ბევრი ბოროტია შვილო..ისეთ რამეებსა ხლართამენ და იგონებენ ჰეე.. შეხედამ ანგელოზია, გულში კიდევ ბოროტება უდევს.. – მოხუცმა დიდხანს ილაპარაკა, სალომე აღარ ტიროდა.. ამასობაში დათოვლილ სოფელში შევიდნენ და სახლს მიადგნენ. სალომემ მადლობა გადაუხადა, ფული გაუწოდა და ჩანთა ვაი ვაგლახით მიათრია კარამდე. საშინლად ციოდა, მთვარის შუქზე თოვლი ბრწყინავდა. სანამ ღუმელი აანთო კინაღამ გაიყინა. შეშის სასიამოვნო სუნმა დროებით დაავიწყა ყველაფერი, საქმემ გაართო. შუქი გაფუჭებულიყო, ცეცხლის და სანთლის შუქი საოცარ სიმყუდროვეს ქმნიდა. სალომე დივანზე წამოწვა, ადიელა გადაიფარა და გაყუჩდა.. ბევრი.. ბევრი იტირა..გრძნობდა როგორ დაუსივდა თვალები, გახელაც უჭირდა, ნამტირალევს ჩაეძინა..ძილში დრო და დრო მისი სასოწარკვეთილი სლუკუნი ისმოდა. დილით გაღვიძებულს უამრავი ზარი და მესიჯი დახვდა.. თუხარელს ლამის აეფეთქებინა მისი ტელეფონი, გიჟს გავდა სად ხარ, კარგად ხარო? სალომემ მის ზარებს ყურადღება არ მიაქცია.. ნინოს ნომერი აკრიფა.. _ ნინო.. გემუდარები სოფელში ჩამოდი.. ჰო, ახლავე.. რომ ჩამოხვალ ყველაფერს მოგიყვები! ორ საათში ნინო მასთან გაჩნდა _ სალომე რა მოხდა? ნუ გამაგიჟე.. ამ ბოლო დროს სულ გადაუდებელი გამოძახებები გაქვს.. _ ნინო მე ოჯახი დამენგრა, რომელიც კუბაში შევქმენი ალექსანდრე თუხარელთან.. – ნინო გაშრა..ჩამოჯდა.. კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა _ სალო..კარგად ხარ? – მუდარის თვალებით შეხედა – რა ოჯახი გოგო.. ესიკვდილებოდა სალომეს ყველაფრის გახსენება, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მოეყოლა..მოეყოლა დაწვრილებით..ისევ უნდა ეგრძნო თითოეული სიტყვის თქმისას აუტანელი ტკივილი! ნინო გაოცებული უსმენდა, სალომემ მოყოლა დაასრულა.. ნინო ტიროდა.. 19 _ არ ვიცი რა გითხრა სალო..ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შენ თუ დაგემართებოდა ეს მაგას ვერასოდეს! იქნებ დაფიქრდე..იქნებ იტყუება ის ქალი.. _ არა ნინო.. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მითხრა.. მტკივა! მეგონა ეს ჩემი წილი ბედნიერება იყო.. თურმე ისიც ჰყოლია აღდგომის კუნძულებზე.. მასაც დაპირებია ბუდეს.. ნინო..არასოდეს უთქვამს მიყვარხარო.. მერე მივხვდი, ყველაფერს მერე მივხვდი! _ აღელვებული ხარ და დამშვიდება გინდა, რომ ორივე მხარე აწონო.. ას ეარ შეიძლება სალო.. _ არა! ირმას რომ ველაპარაკე მერე სანდროსაც ველაპარაკე..არაფერი მითქვამს..რამოდენიმე კითხვა დავუსვი მარტო..რაც გულს მიღრღნიდა და ზუსტად ისე მიპასუხა როგორც იმ ქალმა მითხრა! იმასაც კარგად მივხვდი რას მიბუქებდა და რას ბოღმით მეუბნებოდა.. მაგრამ მართალი მითხრა! ღმერთო მე მას ყველაფერი მივუძღვენი ნინო.. საკუთარი თავი, არსებობა, სუნთქვა, გულისცემა ვაჩუქე..ყველაფერი! რატომ მსჯის ასე ღმერთი.. _ შენივე სულის საცხონებლად გიგზავნის განსაცდელს.. ეს ხომ შენივე იარაღია გაჭირვებისას.. _ ასეთ დროს არა..აღარ მინდა ასეთი განსაცდელი.. – სალომეს ისევ აუვარდა ისტერიკული ტირილი, ნინო მეოხვია _ დაწყნარდი ახლა, რა ისტერიკებია ეს?!.. თავი გინდა მოიკლა? შენს თვალებს შეხედე ვეღარ ახელ! ლევანი დაელაპარაკება იმ შენს თუხარელს და ცხვირ-პირს დაუნაყავს! _ არა ნინო არ მინდა ეს მივარდნები.. _ აბა რა გინდა? _ სიკვდილიი.. – ტირილს უმატა სალომემ. დიდხანს აწყნარებდა ნინო, შეპირდა დღეს არსად წავალ შენთან დავრჩებიო, ჩაი გაუკეთა და თვითონაც მიუჯდა.. _ ამ წუთას მეტი არაფერი მინდა.. ესე ყოფნა ყველაფერს მირჩევნია, როგორც ბავშვობაში.. მანამდეც არ უნდა დამეშვა, რომ მეტი შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში.. ამან გამანახევრა, გამამეოთხედა.. – ამ დროს სალომეს ტელეფონმა დარეკა, ნომერს დახედა და გაოცდა.. ეს კახა იყო.. _ ვინ არის? _ კახა..ის კახა.. _ არ უპასუხო! აღარ გინდა ამდენი საშინელების მოსმენა! _ არა, უნდა ვუპასუხო.. – დარწმუნებით თქვა. _ ალო.. _ სალომე კახა ვარ, როგორ ხარ? _ გმადლობთ, კარგად.. _ სალაპარაკო მქონდა შენთან, შენი ნახვა მინდა.. _ ახლა ქალაქში არ ვარ, ტელეფონში მითხარით.. _ გავიგე ირმა გინახავს.. მაპატიე ამ სპექტაკლში რომ მივიღე მონაწილეობა.. ეხლა უკვე შემიძლია გითხრა.. ვიღაცეებისგან განსხვავებით დავრწმუნდი, რომ ღირსეული გოგო ხარ, ამიტომ სინდისი მქენჯნის.. ალექსანდრე თუხარელი ტინგიცა მექალთანე ახ.ვარია _ არ არის საჭირო, თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ.. მადლობა ზარისთვის.. _ ვიცი ძალიან ცუდად ხარ.. ნება მომეცი ჩამოვიდე და შენს გვერდით ვიყო.. _ აქ მარტო არ ვარ.. არ არის საჭირო.. _ ვინმესთან ერთად ხარ? _ მაპატიეთ მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ.. _ აბა ვის ეხება! _ ბატონო კახა.. არ გინდათ ამ შეგონებულის თამაში! ნუ ეცდებით დამარწმუნოთ, რომ ნანობთ და ეს ზეწოლის ან თხოვნის გამო გააკეთეთ.. ასეც რომ იყოს კაცები ას ეარ იქცევიან! ალექსანდრემ თუ გაიძულათ თქვენ გაცილებით უარესი ყოფილხართ მასზე, იმიტომ, რომ თქვენი თქმით ნაძირალას ვასალობა კიდევ უარესია! არ გაქვთ უფლება ჩემთან დარეკოთ და სხვა ლანძღოთ მაშინ, როცა საკუთარ თვალში დირეს პოვნა გიჭირთ! ამით ფასუ უფრო გეკარგებათ, თუ გნებავთ მომავალი მსხვერპლისთვის იცოდეთ და აქ აღარასოდეს დარეკოთ! – უთხრა და გაუთიშა. _ რა ჯანდაბა უნდოდა? _ მაპატიე ალექსანდრეს სპექტაკლებში რომ მივიღე მონაწილეობა, ნება მომეცი ჩამოვიდე და დაგამშვიდოო.. სანდროს ტინგიცა მექალთანეს ეძახის, თავის თავს მიხედოს მაგ სირმა! – ვერც კი გაიაზრა ისე დაიცვა “საძულველი” მამაკაცი, ნინომ ეს ყველაფერი შეამჩნია, თუმცა არაფერი უთქვამს, მხოლოდ კვერი დაუკრა. _ ჰმ.. აუტანელი! თავის ცოლი ამშვიდოს მაგან.. ნახა ხელსაყრელი მომენტი.. – გაცეცხლდა ნინო. საღამომდე ასე ისხდნენ.. საღამოს თეონამ დაურეკა _ სალო..რა მოხდა, რატომ წახვედი ასე მოულოდნელად? აქ სასწაულები ხდება.. ვერაფერი გამიგია, შენ და ალექსანდრემ იჩხუბეთ? _ რა ხდება? _ წეღან აქ იყო ალექსანდრე.. ძალიან იყო განერვიულებული, მეკითხებოდა ხომ არ იცი სად შეიძლება იყოსო.. მე ვერ მივხვდი თავიდან, საიდანღაც კახამ ყური მოკრა ეტყობა ლაპარაკს, ალექსანდრე თითქმის ყვიროდა ოთახში, შემოვიდა და შენზე წაუსისინა ქალაქგარეთ ყოფილა და მარტოც არ არისო. ალექსანდრე ყელში წვდა და კედელზე მიახეთქა.. “იცოდე მოგკლავ და შე სი.ოო..” შემეშინდა და სასწრაფოდ დავხურე კარი, დემეტრეს დავურეკე, ალექსანდრე მომიბრუნდა სალომეს სოფელი აქვსო? კი მაგრამ არ ვიცი სად, არ უხსენებია მეთქი.. მოვატყუე სალო.. შემეშინდა.. არ ვიცოდი რა ხდებოდა.. დემეტრემ კიდევ კარგი შემოუსწრო, თორემ ის დამპალი უკვე გალურჯდებოდა.. გააშვებინა ხელი და დააწყნარა, კაბინეტში აყვა ახლა, იქ არიან.. კახამ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება იცოდეო.. კაცმა არ იცის რა ჯანდაბა უდევს გულში.. საშინელებები ხდება სალო.. სოფელში ხარ? კარგად ხარ? _ კი სოფელში ვარ თეო.. კარგი გიქნია, რომ არ უთხარი, გემუდარები არც უთხრა.. რომ ჩამოვალ თვითონ დავუსვამ ყველაფერს წერტილს.. _ რა წერტილზე ლაპარაკობ.. რა მოხდა ასეთი? გული გამისკდება სადაცაა.. ადგილს ვეღარ ვპოულობ.. ჩამოვალ გავეთავისუფლები ერთი დღე.. _ არა! – ლამის იყვირა სალომემ – არსად წამოხვიდე თეო გაგიჟდი? ეგრევე დაწვავს სადაც წამოხვედი..ორ დღეში ჩამოვალ, ოღონდ ეხლა არსად წამოხვიდე და არც არავის უთხრა სად ვარ.. გემუდარები.. მარტო არ ვარ, ნინოა ჩემთან ჩემი დაქალი.. სანერვიულო არაფერია. – ტელეფონი გათიშა და ამოიოხრა.. – ერთი იქაური სახელები არ გვქვია.. სამ-ოთხს რომ ირქმევენ ერთად.. თორემ სხვა არაფრით განსხვავდება. ფედერალურ ოპერაციას დაამსგავსეს ყველაფერი.. გული მერევა უკვე.. _ სალომე გინდა მე დაველაპარაკები, ან ლევანი დაელაპარაკება ადამიანურად, ასე არ შეიძლება.. იქნებ ცდებით.. _ არა ნინ, ჩვენს ურთიერთობაში არსებული პრობლემები და სირთულეები თვითონ უნდა მივიყვანოთ ჩემთვის უკვე კარგად გარკვეულ დასკვნამდე!.. დესპანები არ გვჭირდება. შენ ჩადი თბილისში, აღარაფერი მიჭირს, ორ დღეში მეც ჩამოვალ. _ დარწმუნებული ხარ სალო? _ ხომ მიცნობ.. – ნინო მარშრუტკას დაელოდა და წავიდა, შინ მიბრუნებულ სალომეს ტელეფონის ხმა შემოესმა, ისევ ალექსანდრე რეკავდა. უპასუხა.. _ სალომე სად ხარ?!.. – მოესმა საშინლად მკაცრი ხმა _ ქალაქგარეთ ვარ.. ორ დღეში დავბრუნდები და ყველაფერი ავწონ-დავწონოთ.. _ მე არაფრის აწონვას არ ვაპირებ! სად ხარ მიპასუხე! _ ცოტა დრო მჭირდება, რომ ყველაფერი გავიაზ.. _ რა უნდა გაიაზრო გოგო.. ირმას და კახას მოჩმახული სისულელეები? გესმის საერთოდ რას ამბობ? _ სამწუხაროდ მესმის! ნახვამდის სანდრო.. – სალომემ ტელეფონი გამორთო და დივანზე მიაგდო.. რა მასკარადებს აწყობენ.. რა გახადეს ერთი ბანალური ურთიერთობა.. როგორ ეზიზღებოდა სამყარო.. არასოდეს..არასოდეს დაბრუნდება თბილისში, აქ იცხოვრებს, მშვიდად და ყველასგან შორს.. ფიქრიც კი ეზარებოდა ამაზე.. ღმერთო შენიხსენი ამ განსაცდელისგან.. უცებ სალომეს გაახსენდა, რომ მოშორებით, სოფლის ბოლოში კვირაცხოვლის ეკლესია იყო, დანგრეული და უმოქმედო, თუმცა მოსახლეობას ყოველთვის აჰქონდა ხატები და სანთლებითაც თვითონ ამარაგებდნენ. თბილად ჩაიცვა და გზას გაუყვა.. საშინელი ფიქრები ვერ მოიშორა. განა რა იყო სალომეში ისეთი განსაკუთრებული, რომ ასეთ ინტრიგებში გაეხვა..თავისთვის უბრალოდ მუშაობდა, არავისთვის მიუცია ვინმესთვის საბაბი რაიმე არასწორად ეფიქრა.. სილამაზე? არ უჩიოდა, მაგრამ გარშემო ხელოვნურად თუ ბუნებრივად დაჯილდოებული ლამაზმანების ტევა აღარ იყო! რამ დაღუპა.. ესპანურის ცოდნამ? ნეტავ საერთოდ არ სცოდნოდა არც ერთი სიტყვა! სისულელეა.. მაგ ლოგიკით საერთოდ არც უნდა ესწავლა, უსწავლელს არავინ მიიღებდა და ამ საშინელებასაც აიცილებდა თავიდან.. კაცმა არ იცის რა ჯობდა, ეხლა აქ არ იქნებოდა, სასოწარკვეთილი.. ეკლესიაში მიდიოდა და ისიც კი რცხვენოდა ხატს შეხებოდა, უფლისთვის გულისტკივილი გაენდო.. ეზიზღებოდა საკუთარი სხეული, რომელიც ასე აჯიჯგნინა მატყუარას და საშინლად ბრაზობდა თავის თავზე, რომ გულის სიღრმეში კუბაში გატარებული თითოეული წუთი მაინც ნეტარ ჟრუანტელს ჰგვრიდა! დათოვლილი თარო გადაწმინდა, სანთელი აანთო და ღმერთს შესთხოვა მისი ცრემლები, რომელიც ასე უხვად აწყდებოდა უპეებზე უკანასკნელი ყოფილიყო.. გულის საშინელი ტკივილი იგრძნო..ფიზიკური ტკივილი, ხელი იტაცა და საკუთარი თავი შეეცოდა.. ნეტავ სხვა იყოს.. როგორ ჩაეხუტებოდა და მოეფერებოდა ეხლა სალომეს, როგორ თანაუგრძნობდა.. უფრო ამოუჯდა გული, სლუკუნში არ გაუგია როგორ მიუახლოვდა ვიღაც და მხარზე ხელი დაადო.. სალომე შეშინებული მოტრიალდა და გაშეშდა.. მის წინ დემეტრე იდგა და უღიმოდა 20 ხედავ? მოგაგენი.. მკვეხარა თაგუნიასავით რომ დაიმალე.. _ ბატონო დემეტრე.. თქვენ? თქვენ აქ როგორ გაჩნდით, როგორ მიპოვეთ? _ თეონამ მითხრა რომელ სოფელში იყავი, სახლი მომასწავლეს, რომ მივედი არავინ დამხვდა, მეზობელმა მითხრა ზემო სოფლისკენ მიდიოდაო.. ჰოდა საკმაოდ სწრაფად კი დადიხარ ისე.. – გაიღიმა დემეტრემ – ალბათ ფიქრობ ამ კაცს რაღა უნდა აქო, მაგრამ თავს უფლება მივეცი ჩამოვსულიყავი და ჩემი აზრით ღირებული რჩევა მომეცა შენთვის.. _ არა მსგავსი არაფერი მიფიქრია, პირიქით.. უბრალოდ.. ასე უხერხულად ვგრძნობ თავს.. – ცრემლები მოიწმინდა სალომემ და დასიებული თვალები მოისრისა. _ ცრემლი სიყვარულის თანმდევია შვილო.. _ ბატონო დემეტრე სახლში ჩავიდეთ, იქ თბილა, ჩაის შემოგთავაზებთ.. _ არ მინდოდა უფალთან დიალოგში ხელი შემეშალა, მაგრამ შენს ცრემლებს ვეღარ გავუძელი.. – სალომე და დემეტრე სახლისკენ დაიძრნენ. _ თეონამ რომ სოფელი გიკარნახათ მარტო იყავით? _ სანდრომ არაფერი იცის, სხვას არაფერს გეტყვი, შენს თბილ სახლში რომ მივალთ და ჩაის შემოვუსხდებით მერე მოგიყვები აქ რატომ ვარ, რა ვიცი და მერე დაგტუქსავ კიდეც – გაიცინა დემეტრემ – რა სუსტები ხართ ეს ქალები..ყვეეელაფერზე ტირით.. _ ეს ყველაფერი არ არის ბატონო დემეტრე.. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო.. _ ჰო და იმიტომ ტირი, რომ ყველაფერი დამთავრდა? – გაიცინა დემეტრემ, სალომეს ისევ წამოუვიდა ცრემლები. კაცმა სიცილს უმატა და სალომე მხრით მიიბჯინა. ამასობაში სახლში შევიდნენ, სალომემ ძველებური ჩაიდნით დაადგა წყალი და ჩაისთვის აუცილებელი ჭურჭელი დააწყო. _ გიყვარს? _ უმიზეზოდ მართლა არასოდეს ვტირი ბატონო დემეტრე.. _ მაშინ რატომ არ გჯერა მისი.. _ რა უნდა დავიჯერო.. არაფერი მოუტყუებია, შეცდომაში თვითონ შევედი უბრალოდ.. _ ძალიან გამიხარდება თუ გაიხსნები.. _ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენება მხოლოდ და მხოლოდ მინგრევს ნერვიულ სისტემას და მანადგურებს.. თქვენ ალბათ ისედაც ყველაფერი იცით.. _ ძირითადი მიზეზი ვიცი..მე ის არ ვიცი რა გითხრა იმ ქალმა.. _ თქვენ იცნობთ მას? _ დიდი ხანია, მამამისი და მე ერთ დროს ერთად ვმუშაობდით ერთ-ერთი ორგანიზაციის ლოგოზე, მამამისი ჰერალდიკოსია.. _ დიახ ვიცი..ალექსანდრემ მითხრა.. მას მერე, რაც ირმას ნალაპარაკევზე ვკითხე.. არ გეგონოთ გაფუჭებული ტელეფონსი თამაში ჩემი მიზანი ყოფილიყო და არც ურთიერთობაში მივესალმები შერლოკ ჰოლმსობას.. თუმცა..უბრალოდ.. მან ყველაფერი ისეთი დაზუსტებით მითხრა ეჭვს ვეღარ შევიტანდი მისი ლაპარაკის სიმართლეში.. _ შენ ალბათ მისმა ორსულობამ შეგაშინა.. _ არა ბატონო დემეტრე.. ეს ალბათ ყველას აშინებს და ჩემთვისაც მძიმე დარტყმა იყო.. თუმცა ალექსანდრეს ყველანაირად მხარში დგომა და ბავშვის შვილივით მიღება აღვუთქვი.. თურმე ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილა.. ირმამ მითხრა მესამე წელია ერთად ვართ, მე უფროსი ბავშვიც მყავს და მხოლოდ იმის გამო ვეუბნებოდი ალექსანდრეს ცოლობაზე უარს, რომ ჩემს შვილს მამა ძალიან უყვარს და ამან დამაბრკოლაო.. მაგრამ ეხლა მისგან ველოდები ბავშვს და ყველაფერი შეიცვალაო.. ამასობაში ჩემი უარით გაბეზრებულმა ალექსანდრემ გართობა გადაწყვიტა და შენ დაგადგა თვალი, როგორც რაღაც ეგზოტიკურს, უმამოდ გაზრდილ.. ....... მოკლედ.. და ყველა გზა გამოიყენა იმისთვის, რომ დაერწმუნებინე , ვხედავ გარანტად ეგ ბეჭედი გამოუყენებიაო – სალომემ ბეჭედს დაიწყო წვალება – თავიდან, აღდგომის კუნძუკლებიდან რომ ჩამოვედით ერთი თვე მეც მასთან ვცხოვრობდი, ამან არ შეგაცდინოსო.. _ ..და შენ ეს ნაბოდვარი დაიჯერე? _ ბატონო დემეტრე.. ეჭვის შეტანის საფუძველი არ მქონდა! ისიც მითხრა ეხლა რა თქმა უნდა ყვეკლაფერს უარყოფს და გინებების კორიანტელს დააყენებსო.. თავს მოიკლავს და ყველანაირად ჩაგეჭიდება, რომ ბავშვზე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოსო.. _ სულ ცოტა დაფიქრება უნდოდა ამას შვილო.. ის არ უთქვამს რატომ უნდოდა ალექსანდრეს მისი ცოლად მოყვანა, შვილიანის და ეხლა, როცა საკუთარი შვილი უნდა ჰყოლოდა თავიდან ასე იცილებს? _ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.. მე ისიც კარგად ვიცი, რომ შეიძლებოდა ნახევარი გაბოროტებული ქალის მწარედ გაფორმებული მონოლოგი შეიძლებოდა ყოფილიყო.. მაგრამ ის ქალი ძირითადში არ ცდება.. ფაქტი ფაქტად რჩება.. რაკი ასე იცოდა წინასწარ რას მოიმოქმედებდა ალექსანდრე ესე იგი მასაც ჰქონია მსგავსი შემთხვევა.. _ შენ ჭკვიანო გოგო ხარ სალო! ის რატომ არ გიფიქრია, რომ იცნობს ალექსანდრეს და კარგად იცის ჭკუიდან რა გადაიყვანდა და გააცოფებდა? რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ალექსანდრე ამ ყველაფერ უარყოფდა? ტყუილი იყო და უარყო რა არის ამაში გასაკვირი? იმედი მაქვს გულის სიღრმეში მაინც გჯერა სანდროსი..ან იმედი გაქვს, რომ მართალი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგ ბეჭედს აღარ ატარებდი.. _ ბეჭედს? ბეჭედი მარტო იმიტომ მიკეთია, რომ ჩემს უტვინობას გამართლება გამოვუძებნო.. სანამ ასე მტკივა მინდა ეს ნივთი მახსენებდეს, რომ ოჯახი მქონდა და ეხლა ბეწვზე კიდია ყველაფერი, ბეწვზე, რომელიც დღითიდღე სუსტდება, ვიდრე ის გავაცნობიერო, რომ უსინდისოდ მოტყუებული ვარ და ყველაფერი ქარს გავატანე.. _ მეტისმეტად დრამატიზება არ არის საჭირო სალო.. შენც კარგად უნდა ხვდებოდე, რომ ასე არ არის.. რა არის დაუჯერებელი იმაში, რომ შენისთანა გოგო ალექსანდრეს ჭკუიდან გადაიყვანდა? _ განა უფრო ლამაზები არ ყავდა გარშემო? თუნდაც ირმა.. იცით რა ლამაზიაა? – ხმაში ტირილი გაურია სალომემ, დემეტრეს გულიანად გაეცინა _ ლამაზი იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ აბა დაფიქრდი! შენსავით ჭკვიანია? შენსავით საუკეთესო თვისებებით დაჯილდოებული? შენსავით ხელოვნების თვალსაჩინო ტრფიალი და მონაწილე? _ ამ ყველაფერმა მხოლოდ დამაპიარა.. პიარმა კი საშინელებამდე მიმიყვანა.. ალბათ ჯობდა არაფერი შემძლებოდა, ვიდრე.. _ არაფერი შეგძლებოდა და არასოდეს გამხდარიყავი ლამაზი ირმების შურის და ინტრიგების მსხვერპლი.. _ არა მარტო მათი.. ირმამ კიდევ ერთი საშინელება მითხრა.. არ ვიცი თქვენ ეს ამბავი იცით თუ არა.. _ ალბათ კახას გულისხმობ.. _ ჰო.. ეგეც საკითხავია ვინ რა რის გამო ჩაიდინა და ვინ როგორ დაგეგმილად გამოიჩინა გმირობაო – ღმერთო როგორ მინდა არ ვარსებობდე, ოღონდ ამას არ ვყვებოდე.. _ რა ჩაიდინაო რას ამბობს ეგ..მოკლედ სალომე.. დროა გითხრა რაც მე ვიცი და რა დასკვნაც გამოვიტანე.. კახა მინისტრის ცოლის ძმაა ალბათ გეცოდინება.. არასოდეს ერიდებოდა ფლირტს და ვიღაცეების შებმას ყველაზე შეუფერებელ ადგილასაც კი და შენ წარმოიდგინე არც “მსხვერპლები” უძალიანდებოდნენ მაინც და მაინც როგორც ჩანდა, ხომ იცი ძალაუფლება აღმართს ხნავს.. შენს შემთხვევაში იუკადრისა და დარწმუნებული ვარ ის საძაგლობები რაც შენ იმ ქალისგან მოისმინე მისი ინტერპრეტაციაა.. კახას და ირმას ერთი სამეგობრო ყავთ ალბათ იცი.. მათთვის შენი ოჯახური მდგომარეობის გარკვევა პრობლემას სულაც არ წარმოადგენდა. აღდგომის კუნძულების ისტორიას ალბათ მოგიყვებოდა ალექსანდრე.. ირმას მამა იმ დროს მოაის ისტორიაზე მუშაობდა და მე ვეხმარებოდი, კუნძულებზე მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ მან და მისმა შვილმა ალექსანდრეს სთხოვეს წასვლა გასაგები მიზეზის გამო.. თან თავისი ირმაც გააყოლა.. იმის მიხვედრას თუ რატომ, ალბათ დიდი ფიქრი არ დასჭირდება. _ მათ წასვლამდე ჰქონდათ ურთიერთობა დაწყებული.. _ ამას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს? კარგი რა სალომე.. უცოლო მამაკაცის ცხოვრებაში რამოდენიმედღიანი ურთიერთობები ბუნებრივია! უბრალოდ ამ შემთხვევაში ჭკვიანურად გათვლილმა ნაბიჯმა ითამაშა როლი.. საბოლოოდ ალექსანდრეს სისუსტე არ გამოუჩენია და მათ ბადეში არ გაბმულა.. მე არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ცოლობაზე უარის ისტორიასაც იგონებს ეგ შენი ლამაზმანი ირმა, არგუმენტი კი გითხარი უკვე.. ასეთ დროს ქალები ყველაფერზე მიდიან.. ყველა მდგომარეობას იგონებენ, ყველაფერს კადრულობენ.. _ არა! არ არის ასე.. მე ამას არაოდეს ვიზამდი.. არც ერთი ჩემი მეგობარი ამას არ იზამდა.. _ ამის რომ ასე გულწრფელად გჯერა და ასეთი რომ არ ხარ ზუსტად მაგიტომ გადაირია ალექსანდრე.. გადაბმულად ორ წინადადებაზე მეტი რომ არ უთქვამს და ხმა არ აუწევია ვერ ოკდებოდა.. ცოფებს ყრიდა.. ყველაზე მეტად კი ის აცოფებდა, რომ შენ არ დაიჯერე მისი.. _ მე უფლის წინაშე პირნათელი მინდა ვიყო, უფლის და საკუთარი თავის წინაშე.. _ შენ ვალდებული ხარ ალექსანდრეს წინაშეც იყო პირნათელი! კუბაში წასვლის წუთიდან შენ მარტო აღარ ხარ, ის შენი მეორე ნახევარია და შენ ცალკე აღებული არ ითვლები! _ მე უბრალოდ ორი დღით წამოვედი, რომ ყველაფერი ამეწონ-დამეწონა.. თვითონ მინდა მივიდე იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ინტრიგაა.. ვერ ვფიქრობ.. არ ვიცი რა გავაკეთო..უსუსური ვარ.. იმდენად, რომ ეხლა ჩემს უფროსთან.. მამის ხელა კაცთან ვზივარ, ჩემს სულელურ გრძნობებზე ვყბედობ და ვტირი – სალომემ თავი დახარა და ტირილი დაიწყო.. – საშინლად..საშინლად მრცხვენია ყველაფრის გამო.. მეზიზღება თავი.. _ აბა გეყოფა ეხლა თვითგვემა და დაუბრუნდი საკუთარ თავს! ჯობია თბილისში წამომყვე და სამსახურში ჩვეულებრივ გამოხვიდე.. ფიქრის საშუალებაც უფრო გექნება და ყველაფერსაც დაალაგებ.. აქ მარტო ჯდომა და მუსიკის ფონზე ნერვების განადგურება კარგს არაფერს მოგიტანს.. _ მაპატიეთ.. _ არა! შენ მაპატიე თქვენს ცხოვრებაში ასე რომ ვერევი, მაგრამ შენ ეხლა ვერ ფიქრობ! ვერც სანდრო ფიქრობს მაინცდამაინც.. და ეს მის სისუსტეს სულაც არ ნიშნავს, ასეთი რამ კაცის ცხოვრებაში ყოველდღე არ ხდება! ცოლი ვიღაც ინტრიგანმა გაუქცია! _ მე არსად გავქცეულვარ.. წამოვედი, რომ დავფიქრებულიყავი.. _ დაფიქრებულიყავი და დაშორების და გადაკარგვის დასკვნა გამოგეტანა.. არ მითხრა არაო, სახეზე გაწერია ყველაფერი. ამიტომ ასე შევთანხმდეთ.. ეხლა ადგები და წამომყვები, თუ არადა ალექსანდრე თვითონ ჩამოვა აქ.. მისამართს მე თვითონ ვეტყვი! უშენოდ არ წავალ.. დედამ იცის რომ აქ ხარ? _ არა, დედა შვებულებაშია და არაფერი იცის, საერთოდ არაფერი.. არ იფიქროთ დედას რაიმეს ვუმალავდე, ყველაფერს ვეუბნები, მაგრამ ეს რომ ვუთხრა გული გაუსკდება.. – დემეტრემ გულიანად გაიცინა _ ბავშვივით სუფთა ხარ და სასაცილო.. სალომე არ მიყვარს ასე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა მეტი გზა აღარ მაქვს.. შენზე დიდი ვარ და მეტი გამომივლია ცხოვრებაში, ამიტომ უნდა დამიჯერო და წამოხვიდე თბილისში.. - .. და სალომემ დაუჯერა.. დაუჯერა, როგორც მამას, რომელიც საოცრად ლოიალურად მიუდგა მის “გვემებს” და ალბათ სწორი ნაბიჯისკენ უბიძგა.. ორ საათში დემეტრეს სალომე უკვე თავისი კორპუსისკენ მიყავდა. საშინლად იყო დაღლილი, დემეტრესთან საუბარმა შვება მოჰგვარა.. რატომ თვითონ არ დაფიქრდა ამაზე? მაგრამ სალომემ არ იცოდა ირმას და მამამისის ამბები.. მაინც უნდა მიმხვდარიყო! თუმცა ჯერ არაფერია გარკვეული.. ეს მხოლოდ დემეტრეს კეთილი ვერსიებია რომელიც სალომეს დამშვიდებას ემსახურება, რეალურად რა ხდება უფალმა იცის.. ამის მიუხედავად ის მეორე დღეს მშვიდად გავიდა სამსახურში. თეონას უკვე ყველაფერი სცოდნოდა, დემეტრეს ზუსტად მაგიტომ მისცა მისამართი, რომ ეს ყველაფერი სალომესთვის მოეყოლა. შესვენებაზე თეონა ჩავიდა, შენ დაისვენე, მე ამოგიტან რამესო. სალომემ ფაილები გადაახალისა, დახურული და მსვლელობაში წასული პრეზენტაციები ბაინდერებში ჩააწყო და თაროზე მიუჩინა ადგილი.. მოტრიალდა და გაშეშდა.. მის წინ ალექსანდრე თუხრაელი იდგა.. განრისხებული და შეცვლილი.. 21 _ სანდრო.. _ იქნებ ბატონო ალექსანდრე? _ შენ თუ ინებებ ასეც იქნება.. _ სისულელეებს მორჩი! კარგად იცი რაც ვინებე უკვე, გაქცევის არჩევანი შენი იყო! _ მე არსად გავქცეულვარ.. სიმშვიდეში მინდოდა დაფიქრება და დასკ.. _ მერე დაფიქრდი?!.. _ ძალიან გამიჭირდა.. _ მიკვირს.. რატომ არ გაგიჭირდა ჩემში ეჭვის შეტანა, სხვა, სრულიად უცხო ადამიანისთვის დაჯერება.. _ ეს ყველაფერი ადვილი არ არის.. _ როცა მაგის ორსულობის შესახებ მოგიყევი ეს ასე მძაფრად არ აღგიქვამს! მისმა სულელურმა ინტერპრეტაციამ გაგაქცია.. ან იქნებ მიზეზი ეს იყო და ასე ამიცილე თავიდან? _ მე აგიცილე? იქნებ დაგეხმარე ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილებაში? პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო ცოლის შერთვა რომ აღარ დაგჭირვებოდა! _ ესე იგი დამეხმარე.. გასაგებია.. ცნობისთვის ირმა ორსულად არ არის! ეხლა რაღას მეტყვი, რას ვიზამ შენი აზრით? – სალომე გაფითრდა, მეტყველების უნარი დაკარგა.. _ რას ნიშნავს.. _ ხოოო..რაც გაიგე იმას ნიშნავს! – იყვირა ალექსანდრემ და კარი მიაჯახუნა, რომ მისი ყვირილი გარეთ არ გასულიყო, ნაბიჯი სალომესკენ გადადგა, სალომემ ინსტიქტურად უკან დაიხია – დაწვრილებით თუ გაინტერესებს ის ცნობა, რომელიც შენ გაჩვენა მამამისის მეგობრის კლინიკაში აიღო! მე კიდევ სხვა სპეციალისტის აზრი მაინტერესებდა, აღმოჩნდა, რომ მამამისის მეგობარს და სხვა სპეციალისტს სრულიად განსხვავებული აზრები ჰქონდათ! ჰო.. ეგრე.. როგორც მექსიკაშია თუ კოლუმბიაში მაგათი დედაც ......! ეხლა გეკითხები! რას ვიზამ მეთქი! – ალექსანდრე ასე გაცოფებული სალომეს ჯერ არ ენახა.. ხმას ვერ იღებდა, მისი ნალაპარაკევიდან პრიმიტიული დასკვნა გამოიტანა..ირმა ორსულად არ იყო.. ეს იმას ნიშნავდა, რომ ალექსანდრეს ეხლა აღარ სჭირდებოდა ხავსის მოჭიდება, “ისეთ ქალს” უკვე დააღწია თავი.. ალბათ აღარ დასჭირდება სალომე _ არ ვიცი.. _ არ იცი? არ იცი.. ესე იგი არ იცი! რით დაგაჯერა ასე? – სალომემ ვეღარ აიტანა მისი ყვირილი.. _ გეყოფა სანდრო.. გეყოფა.. – ცრემლებით აევსო თვალები და დაწვრილებით, სიტყვასიტყვით მოუყვა ყველაფერი, რაც ირმამ უთხრა.. – შენ გესმის რას ნიშნავს, როცა ასეთ რამეს გეტყვიან ადამიანზე, რომელსაც წესიერად არც კი იცნობ, თუმცა ისე ძლიერად გიყვარს, რომ მისი თითოეული ქცევა შენთვის ულაპარაკოდ დამაჯერებელია და რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ქმრად აღიქვამდი? _ რაღაც საეჭვოა შენი ეს ირიბი სიყვარულის მტკიცება! თუ ასე გჯეროდა ასე სულელურად როგორ გაგაცურა?.. ასეთი გულუბრყვილო ხარ? ვითომ? თუ თავს გაფარებდი რა ჯანდაბა მინდოდა შენთან ერთად კუბაში, თუ მაგის ორსულობის შესახებ არაფერი ვიცოდი? თვითონ არ გითხრა ორსულობის შესახებ რომ ჩამოხვედით მაშინ ვუთხარიო? გამეცი პასუხი!.. ისიც დაიჯერე, რომ კახას ის საძაგლობა იმიტომ შევუკვეთე, რომ შენ დამეთრიე! იცი რის ღირსი იყავი? მაშინ არ უნდა დამეხსენი იმ ს კლანჭებიდან! არა.. ახსნა-განმარტებაც არ უნდა მომეცა ეხლა შენთვის და დამეშვა, რომ ბოლომდე დაგეჯერებინა შურისგან და ბოღმისგან გაბოროტებული ქალის იაფი სვლების და რეჩების! _ მე ეს არ დამიჯერებია!.. არასოდეს დავიჯერებდი, რომ ეს სპეციალურად მოაწყვე.. _ აბა რა დაიჯერე, რაც გაწყობდა? შენ თვითონ განსაზღვრე რა უნდა დაგეჯერებინა ჩემზე და რა არა? ალბათ უცბად მამაშენთან გამათანაბრე.. “ყველა კაცი ერთნაირია” “სინსილამ უნდა გაგვწყვიტოს”.. კიდევ რა იფიქრე? ვერაფრით გადმოვლახე შენი დიდი და ვრცელი კედელი! ერთხელ უსაფუძვლო ჭორი მოისმინე ისეთი, რამაც ოდნავ შენი შიშის გაღვიძება შეძლო და მაშინვე ყველა “ვაიმე” ნუთუ” “იქნებ” “რატომ” აგეშალა თავში და ბოლოს დაასკვენი, რომ უბედური ყოფილხარ და პაბეგი აწიე! – ალექსანდრემ ყვირილი შეწყვიტა, ორივე მუშტის ზურგით მაგიდას დაეყრდნო და სალომეს ქვემოდან გახედა.. – სალომე რატომ დაწექი ჩემთან? თუ გეეჭვებოდა, რომ ჩემი შენდამი გრძნობა აბსურდი იყო და შეიძლებოდა მომეტყუებინე! რატომ მომენდე? ასეთი მერყევი ხარ? _ ჩემი შენდამი გრძნობა ურყევია სანდრო! _ კარგია ამაში მაინც რომ ხარ დარწმუნებული.. მაგრამ კაცმა არ იცის ირმასნაირი ქვემძრომი რომ შემოგიჩნდეს ვინმე და ჩიჩინი დაგიწყოს კიდევ იქნები დარწმუნებული თუ არა! _ სანამ დასკვნებს გააკეთებზე სწორად უნდა გაიგო რატომ წავედი სოფელში.. არავითარი “პაბეგი” არ “ამიწევია”.. იქ დასაფიქრებლად წავედი, რომ ის, რასაც ეხლა შენ მეუბნები და რაც დემეტრემ მითხრა თვითონ დამესკვნა! _ რატომ უნდა დაგესკვნა ეს მარტოს? მე რას ვაკეთებ ამ დროს სალომე! _ შენ გკითხე და პასუხიც გამეცი! რაც იმ ირმამ მითხრა ზუსტად ისე მიპასუხე ყველაფერი! _ და იქნებ იცოდა ზუსტად ჩემი რეაქცია და იმიტომ? როცა ადამიანს ეჭვის საფუძველზე უწყობ დაკითხვას მის ყველაზე გულწრფელ და მართალ პასუხშიც კი აღმოაჩენ რაიმე საეჭვოს.. ეს ასეა! შენ ნდობა შეგერყა და ეს არის მთავარი! “კრუგზე” მივდივართ, ისევ იქ მივდივართ საიდანაც ლაპარაკი დავიწყეთ! ვიღაც უცნობი ქალი გამოცხადდა შენთან და ჩაგაგონა ქმარი წამართვიო, შენ კიდევ მაშინვე გადაეცი შენი ცნობილი კატანა და არც სეიკერეი დაგვიწყებია! ყველაფერი დათმე! – სალომეს გულით უნდოდა ეკითხა შენ რას იზამდი ჩემზე რომ ვინმეს ასე ეთქვაო, მაგრამ მიხვდა, რომ ალექსანდრეს ამაზეც ჰქონდა პასუხი.. თვითონაც ჰქონდა პასუხი, იცოდა როგორც მოიქცეოდა ალექსანდრე.. ღმერთო ნეტავ შეეძლოს დაჯდეს და აუხსნას მას რატომ შეეშინდა ასე სიკვდილამდე.. ნეტავ ნინოსავით შეეძლოს მოსმენა, ალექსანდრე მის ქალურ მომენტებს ვერ გაიგებს.. სალომეს კი ამ წუთას სხვა სიტყვები არ აქვს.. ოდესმე წერილს მისწერს, სადაც ყველაფერს დაწვრილებით აუხსნის..ოღონდ ეხლა არა.. თუხარელი მიხვდა, რომ სალომეს ძალიან ატკინა ასე ლაპარაკით გული და თვითონაც მოეკუმშა გული მის რეაქციაზე..მიხვდა სალომეს რაღაცის თქმა და ახსნა უნდოდა, მაგრამ მისთვის განკუთვნილი სიტყვები არ ჰქონდა.. საშინლად მოუნდა ეხლა მისულიყო და ჩახუტებოდა ამ პატარა, სულელ და შეშინებულ გოგოს.. მაგრამ ის კაცი იყო! კაცი იყო, რომელსაც თავის მხრივ აუცილებლად სჭირდებოდა დარწმუნება იმაში, რომ სალომე ამ შიშს თუ რაღაც ჯანდაბას გადალახავდა და შეძლებდა ლაღად მიეღო ალექსანდრეს შეთავაზებული სიყვარული. ის ხომ ასე ცდილობდა ყველანაირად დაენახვებინა ეს? _ შენ არაფერი გქონდა ნათქვამი მასზე.. გარდა იმისა, რომ წარსულის გადმონაშთი იყო.. მას შემდეგ იყავი მასთან, რაც მე მაკოცე.. მას შემდეგ, რაც შენი თქმით დაგაინტერესე.. აკი თვითონ მითხარი თვისაც არ იქნება ჯერო? _ ახსნას არ დავიწყებ რა როდის და რატომ მოხდა, პატარა გოგო აღარ ხარ საიმისოდ, რომ მიხვდე საკმაოდ ნასვამ მამაკაცს რა სჭირდება იმ დროს, როცა ასე აგიჟებს ქალი! ეს იმიტომ გითხარი, რომ ეგ შემთხვევა ერთხელ მოხდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც ჩემთვის ბედნიერი დასასრული იყო, თუმცა სამწუხაროდ ის ყველაფერს აკეთებს, რომ ასე არ იყოს და შენც ხელს უწყობ ამაში.. _ ასე აგიჟებს? - გამომეტყველება სიბრაზით აევსო სალომეს _ ჰო, ისე მაგიჟებდი, რომ ამხელა კაცმა ნასვამზე თავი ვერ შევიკავე და შენდამი მოწოლილი ვნება ამ გზით დავცალე.. მესმის ეს კომპლიმენტი არ არის, მაგრამ ასე მოხდა! _ რომ ეკითხათ ჩემგან წინააღმდეგობას ვერ ხედავდი, რომ ეს მოწოლილი ვნება ვნების ობიექტთან დაგეცალა და არა იმ ქერა ანგელოზთან.. _ შენ საკმაოდ სუფთა ხარ საიმისოდ, რომ ასე უბრალოდ გამეფუჭებინა ყველაფერი.. ყველაფერი სხვანაირად მინდოდა მომხდარიყო, მინდოდა თავი სამუდამოდ ჩემად გეგრძნო, მინდოდა ჩემი ერთადერთი მეორე ნაწილი გამხდარიყავი და ასეც მოვიქეცი! იმ ქერა ანგელოზზე ეჭვიანობას კიდევ შეეშვი! დაიმახსოვრე, რომ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ გარეგნულადაც არაფრით გჯობია! რომც გჯობდეს მე შენ მიყვარხარ და შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ლამაზიც და ანგელოზიც, ხარ და იქნები! რამოდენიმე ღამე საკმარისი იყო საიმისოდ, რომ შენი გრძელი ფეხები მომბეზრებოდა, მაგრამ თითოეული შეხების მერე უფრო დაუოკებელი სურვილი მიჩნდება, რომ შეგიგრძნო და შეგისისხლხორცო! არ ვიცი ესე სადამდე მივალ! – ალექსანდრე სალომეს წინ გაჩნდა, თმაში ხელი ძლიერად ჩაკიდა და ველურივით ეცა ტუჩებში.. წყურვილი რომ მოიკლა თვალებში ჩააშტერდა მრისხანე და ვნებამორეული თვალებით.. – ნუ მაიძულებ ასე მოვიქცე! ხელიდან ვერ დამისხლტები და გეტკინება! ნაბიჯების ხმაზე ალექსანდრე სასწრაფოდ მოშორდა სალომეს და ოთახიდან ისე გავიდა თეონას არც კი მისალმებია. სალომესთვის წამოღებული სალათმა და კექსმა, რომელიც თეონას ხელში ეჭირა ლამის მის ზედატანზე გადაინაცვლა. _ რა დაემართა? სალო..იჩხუბეთ? _ არ ვიცი.. – უპასუხა სალომემ და უღონოდ დაეშვა სკამზე, განადგურებული იყო ამ საუბრით, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან ბედნიერი, რომ მისი შიშები უსაფუძვლო შეიძლებოდა ყოფილიყო. ურთუერთობის დათბობა ალბათ სიმართლის გარკვევასთან ერთად მოვიდოდა. აღარ უტირია. მთელი დღე ელოდა როდის შეეხმიანებოდა ალექსანდრე, როდის მიწერდა, როდის მოიმიზეზებდა რაიმე საქმეს, როდის ვეღარ გაძლებდა, რომ დაწყებული ვნებიანი კოცნა დაესრულებინა, მაგრამ დღე ისე მიიწურა მოლოდინი არ გამართლებია. “დაგადანაშაულა და ისე მოგიშორა, აქეთ შენ დარჩი დამნაშავე” თავი წამოყო აბეზარმა წინადადებამ, მაგრამ მისი გრძნობა მას რაღაც შეუცნობელისკენ ეწეოდა. სკაიპს მიშტერებული და მაუსს ხელჩაბღუჯული სალომე შეტყობინებამ გამოაფხიზლა.. იმედი გაუცრუვდა, ეს ალექსანდრე კი არა კახა იყო. _ გაბრაზებული ხარ ჩემზე? – სალომემ პასუხი დაუგვიანა, სულ არ უნდოდა ეხლა კახას უაზრო ლაპარაკით უარესად მოშლოდა ნერვები _ სალომე ვიცი აქ ხარ! _ არა არ ვარ გაბრაზებული.. _ მაგრამ მაინც არ გჯერა ჩემი.. _ საქმე გაქვთ რამე? ეხლა ბევრი პრეზენტაცია მაქვს, თუ ხვალამდე მოიცდის დაგეხმარებით.. _ გეყოფა! ასე ნუ მიშორებ თავიდან.. რას იტყვი, თუ გეტყვი, რომ დღეს ეგ შენი თუხარელი და ირმა ერთმანეთს ხვდებიან? შემიძლია მისამართიც გითხრა.. შვიდ საათზე, აქვე მდებარე ლიტერატურულ კაფეში! _ მე თქვენთვის “ნაკოლი” არ მითხოვია და არც არსად ვაპირებ მისვლას.. კარგად ბრძანდებოდეთ. სალომემ სკაიპი გამორთო და შუბლი მოისრისა, თავი საშინლად სტკიოდა.. ხვდებიან? ღმერთო სალომე რა სულელი ხარ! ამ აუტანელის ნაბოდვარის გჯერა ისევ. კარგი! დაელოდე შვიდ საათს და მერე თითქოს ჩვეულებრივად შეიარე ლიტერატურულ კაფეში.. თვითონაც დარწმუნდები, რომ ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.. ასეც მოიქცა.. შვიდ საათამდე სამსახურში იყო, მუშაობა ვერ შეძლო, ფილმს უყურა და დამშვიდებული წავიდა კაფესკენ. ის იყო კარი უნდა შეეღო, რომ გაწვდილი ხელი გაუშეშდა.. სიღრმეში ალექსანდრე და ირმა დაინახა.. ქალი ზურგით იჯდა და სავარაუდოდ ემოციურად ლაპარაკობდა, ჯესტებით.. _ ეხლაც არ გჯერა? – მოესმა დამცინავი ხმა, მიხვდა უკან კახა ედგა, სალომე შემობრუნდა – ეხლაც ანგელოზი გგონია ეგ შენი თუხარელი?სულელი ხარ ამის მერეც თუ ასე იფიქრებ! _ სულელი ვარ, რომ ეხლა თქვენს წინ ვდგავარ და ბოდვის უფლებას გაძლევთ! _ ეჭვი შენც გეპარება! რომ არ გეპარებოდეს არ მოხვიდოდი! _ ეჭვი იმაში მეპარება ნორმალური ხართ თუ არა! ალექსანდრე რომ უკანასკნელი მატყუარა იყოს და თქვენ ცამდე მართალი, მაინც გადაგწონით და არა მარტო ჩემს თვალში, იცით რატომ? იმ.. _ ჯერ სხვა ხილი გეგემა და დასკვნა მერე გამოგეტანა – უხეშად გამოსცრა კახამ და მკლავით ძლიერად შეანჯღრია.. სალომე გაშრა – ჰოო რას გაშეშდი.. ყველამ იცის, რომ კუბაში თუ სადღაც ჯანდაბაში გასა......ად ჩაგიყვანა და მიიღი კიდეც თავისი, რა მარკებს იწევ აქ! – სალომემ ვეღარ მოითმინა და წამში კახას ტუჩიდან სისხლმა იფეთქა.. _ ასე შენს ცოლს ელაპარაკე არაკაცო.. – გამოსცრა სალომემ და ჩანთის ასაღებად შებრუნდა, რომელიც წეღან დაუვარდა. ვიტრინის იქით გაავებულ ალექსანდრეს მოკრა თვალი, რომელიც მათკენ მიდიოდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.