შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ცა


9-12-2016, 21:37
ავტორი ლურჯიH
ნანახია 1 353

-თქვენი სახელი? -ანაიდი -უცხო სახელია არასოდეს გამიგია... და ჰო თქვენი თვალებიც საუცხოოა..სიღრმისეული, მრავლისმთქმელი მაგრამ ამავდროულად დიდი საიდუმლოს მქონე.. ანაიდს გაეღიმა ღიმილიც კი სხვანაირი ჰქონდა... -ანაიდ გისმენთ ! -და რაც შემეხება მე... მოკლედ გიამბობთ ჩემზე..დავიბადე პატარა მიყრუებულ ქალაქში ნიუფორესტში..სუსხიან ღამეს თებერვლის 29რიცხვში..13 წლისას უფროსი ძმა გარდამეცვალა ჩვენი მარჩენალი გახლდათ..ჩემმა ოჯახმა მძიმედ გადაიტანა ეს ტრაგედია..ნერვიულობამ ორმაგად დააბერა დედაჩემი...ჰო 19 წლის ვარ და მამაჩემსაც აღარ აქვს ჯანი ხელში ..შარშან აქ,ჰორტში გადმოვსახლდით და გადავწყვიტე მშობლებს დავეხმარო...მადლობელი დაგრჩებით თუ მიმიღებთ...დანარჩენს მანდ წაიკითხავთ... ქალბატონ მარტის ძალიან მოეწონა ანაიდი..ჯერ მარტო მისი დიდი ლურჯი თვალების ყურება ხომ ერთი სიცოცხლის ტოლფასი იყო..მისი გრძელი წამწამები,ვარდისფრად შეფერილი ლოყები და შავი გრძელითმაა...ზუსტად ისეთივე უცხო იყო როგორც მისი სახელი...კოხტა ტანით..ნაზი მიხვრ-მოხვრით,იმ წუთში იქცევდა ყველას ყურადღებას... -ანაიდ მე თქვენ ძალიან მომწონხართ..ხვალ დილით ჩემს სახლში გელით... *** ანაიიიდ გაიღვიძე!! გაკვირვებული გოგონა ხან ერთ თვალს ახელს ხან მეორეს,ხანაც ორივეს ხუჭავს და წამიერად იძინებს..ლოგინის წინ ემი იჯდა და მძინარეს უღუტუნებდა...ჰომართლა ემი ანაიდის დაქალია..დიდიხანი არ არის რაც მეგობრობენ მაგრამ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ...ემი ყოფილი ნარკომანია, რომელმაც დაძლია თავისი პრობლემები და ახლა ყველაფერი რიგზე აქვს..უკვე ბედნიერია და მალე ნიშნობას ელის..ატარებს მოკლე ვარცხნილობას, არის ქერა, კურნოსა ,დიდი ლამაზი ტუჩებით და მომწვანო თვალებით... -ოოოოხ ანაიიდ გამაგიჟებ მე შენ !გაიღვიძე პატარავ!დღეს პირველი დღეგაქ! ლამაზი კაბა მოგიტანი..სამსახურის შემდეგ გამოგივლი და ავღნიშნოთ სამსახურისდაწყბა.. ანაიდი ადგა ხელ-პირი დაიბაანა.. შევიდა ოთახში: -მიდი მიდი ჩაიცვიი ჰეე ნუმალოდნიებ.. ანაიდმა ჩაიცვა ნაცრისფერი მოკლე კაბა რომელიც საოცრად მოუხდა.. -როგორია? ემიმ პირი დააღო -კარგი რა სერიოზულაად??? -რა არ მოგწონს?არმიხდება?გავიხდო? -ანაიდ კლარკ შეემიყვარდით!!! ორივე მეგობარმა სიცილი დაიწყო.. - გთხოვ თმა აიწიე,ხოიცი როგორ მიყვარს და გიხდება..ყველას გააოცებ იქ.. -აჰამ კარგი.. -მე გაგიყვან მანქნით..წავედით.. ანაიდი მშობლებს დაემშვიდობა,ორივეს შუბლზე აკოც და სთხოვა დაელოცათ.. სიცილ-ხითხითით ჩასხდენ მანქააში გოგოები..ემიმ მანქანა უზარნაზარ სახლთან გააჩერა.. -ვააუუ! რა მაგარიია ! აბა შენიცი ჩემო პატარა არშემარცხვინო..მიყვარხარ და მიდი გაცუნცულდი... გოონები ეთმნეთს ჩაეხუტნენ.. ანაიდი ნაცნობი მიმზიდვლი მიხვრა-მოხვრით უშველებელი სახლისკენ გაემართა.. *** -მობრძანდით მის კლარკ!ქალბატონი მარტი ზევით გელით.. ანაიდი ფრთხილად აუყვა კიბეს და აღტაცებით აკვირდებოდა სახლის თითოეულ კუთხეს.. -აქეთ მობრძანდით.. -დილანშვიდობისა ქალბატონო მარტი ! -მოგესალმებით ანაიდ.. დაბრძანდით..ბავშვებიც ახლავე მოვლენ.. -მოუთმენლად ველი მათ ნახვას.. ოთახში სამი ფუმფულა დაახლოებით 4წლის ბავშვჯ შემობლატუნდა..სამი ტყუპი: ანაბელი,ბელი და სტეფი.. სამივე ძალიან გავდა ერთმანეთს, მითუმეტეს გოგონები.. ისინი ქერები იყვნენ,ხოლო სტეფს წაბლიფერი დაკრავდა..გაბერილი ფუმფულა აღაჟაჟებული ლოყები ჰქონდათ.. -ღმერთო ჩემოო!ისინი ანგელოზები არიან! აღფრთოვანდა ანაიდი.. -არა ესენი ნმდვლი მაიმუნები არიან!! თქვენ მათ არიცნობთ ! გაეცინა ქალბატონ მარტს... -აჰამგასაგებია მე მათ მოვარჯულებ ! -ვიმედოვნებ, ახლა კი ყავა მიირთვით და შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ თქვნი ოთახი..რაცშეეხება დასვენებას შეგიძლიათ შაბათ საღამოს და კვირა მთელი დღე სადაც გინდათ იქ წახვიდეთ..დანარჩენ დღეებში ვერგაგიშვებთ...ასევე გეკრძალებათ ყოველგვარი სასიყვარულო ურთიერთობა.. დროის სიზუსტეს მკაცრად ვიცავთ..ბავშვებს კი ეკრძალებათ ზედმეტი ტკბილეული..რავქნა ასეთი წესებით მუშაობენ ჩვენთან!აქედანვე იცოდეთ! თუ მუშაობას აპირებთ უნდა გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი... გოგონას არ მოეწონა ქალბატონის ასეთი ტონი ,მოთუმეტეს წინა დღეს მისი აფსოლიტურად სხვა სახე ნახა, თბილი და კეთილი..შეშინებულმა იკითხა : -დღეს მაქვს უფლება სახლიდნ გავიდე? -რა თქმა უნდა! თბილი ხმით უპასუხა.. -ოთახს გაჩვენებს მოსამსახურე,შეგიძლიათ დაისვნოთ.. ანაიდმა სახლის ერთი ბოლოდან თითქმი მეორეში გდინაცვლა..მისი ოთახი პატარა,მაგრამ მყუდრო იყო,სადა სტილში..სახლის ფონზე არაფერი მაგრამ საბოლოო ჯამში გოგონა კმაყოფილი დარჩა,თუმცა აშინებდა მოთხოვნები და სამი "ჯიუტი ანგლოზი". *** ანაიდმა ქურთუკი აიღო და სირბილით გავარდა კარისკენ..საწყალს კიბეზე ფეხი აუცდა თავი დაარტყა და გაითიშა.. ნელნელა თვალები გაახილა და ჰოი საოცრებავ ვიღაცას ხელში აყვანილი სადღაც მიჰყავს.. ანაიდმა დააიწივლა.. -ნუგეშინიიიაათ, მეც მეშინია..თქვა მაღალმა კაცმა სიცილით და დიდრონი მწვანეთვალები გოგონას სახეს მიანათა.. გოგონა შეკრთა ალბათ იფიქრა სამოთხეშივარო..ეს ზუსტად ის მომნუსხველი წამი იყო შემდეგ ზუსტად მასზე რო წყდება ყველაფერი... კაცმაგოგონა ლოგინზე წამოაწვიინა შუბლზე აკოცა და უთხრა :"ფერიავ ყველაფერი კარგად იქნება" და გაქრა, გაქრა ისე თიათქოს არც ყოფილა.. ანაიდმა კი არც მისი სახელი იცოდა და ზოგადად მის შესახებ არაფერი,თითქოს მოჩვენება ყოფილიყო..გულში იძახდა : " ის ნამდვილი მამაკაცია,მამაკაცი". ნუთო ეს ყოველივე სიზმარი იყო? ნეტავინიცის? *** -ბოდიში ემი არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა.... -კარგი არაუშავს, მთავარია კარგად ხარ პატარავ...მიყვარხარ ძალიან და თავს გაუფრთხილდი.. -მეც მიყვარხარ! -მიდი ეხლა მიხედე პატარებს.. ანაიდმა ტელეფონი გათიშა და სიმღერსიმღერით გაუდგა გზას პატარებისკენ..ის არ ფიქრობდა წინა დღის ამბებზე,ახლა მას მხოლიდ პატარები აინტერესებდა,რომლებიც ქაჯებივით დარბოდნენ ოთახში.. როგორი ძნელი ყოფილ მათი დაჭერა..ფიქრობდ გულში..სანამ ერთს ჩააცმევდა,მეორე იხდიდა..ისე დაიღალა გოგონა ცოტაღა აკლდა და ცრემლებად დაიღვრებოდა..ოთახში ქალბატონი მარტი შემოვიდა -ანაიდ ხვალ ჩემი დაბადებისდღეა! ბავშვების ჩაცმაზე შენიზრუნებ,ბევრი სტუმარი გვეყოლება მათ არაფერი არ უნდა გააფუჭონ.. -მე მოვუვლი პატარებს! ახლაკითუ ნებას დამრთავთ დავაძინებ.. -რა თქმა უნდა!ძილინებისა ჩემობარტყებო.. ქალმა სათითაო აკოცა შვილებს,კარი ფრთხილად გაიხურა და გრძელ დერეფანში გაუჩინარდა... ანაიდმა ძლივსძლივობით დაძინა პაწაწუნები დ დაღლილს მათთან მიეძინა. *** მის კლარკ! მის კლარკ გაიღვიძეთ! შეშფოთებული მოსამსახურე აჯანჯღარებდა გოგონას.. -სადვარ? -ალბთ გადაიღალეთ..წადით წყალ გადაივლეთ,ქალბატონმა არდაგინახოთ.. გავიდა ანაიდი..წყლის ქვეშ იდგა გაშეშებული და ფიქრობდა,
....უსასრულოდ ფიქრობდა...ფიქრები კი მხოლოდ ერთ ადმიანთან მიდიოდა რომელიც შეიძლებოდა არც არსებობდა... რაღაცნაირი გრძნობა ეუფლებოდა,უხურდა მთელი სხეული.. რაღაცს გრძნობდა..მას ხომ აქამდე არ ყვარებია არავინ,ნუთუ უყვარდა კი? ნუთუ შეიძლებოდა ერთინახვით ყვარებოდა? გამოვიდა წყლიდნ თავი მოიწესრიგა..შემდეგ კი პატარებთან გაეშურა..ძლივსძლივობით ჩააცვა..ისეთი ლამაზები იყვნენ..ჩაყლაპავდა ყველასტუმარი ალბათ..ანაიდი ბავშვებთნ ერთად დარბაზში ჩავიდა..თვითონაც ძალიან ლამაზად გამოიურებოდა..გრძელი იისფერი კაბა ეცვა..ოოროგორ უხდებოდა..ყველაზე მშვენიერი რამ იყო მოკვდავთა სამყაროში.. ..და ქალბატონი ემი..მას 46წელი შეუსრულდა... შავგვრემანი დაბალი ქალი იყო ფერხორციანი.. მკაცრი გამოხედვა ქონდა..მუდამ რაღაცაზე წუწუნებდა -ანაიდ ძვირფასო!მობრძანდით აქეთ!ალბათ გაინტერესებთ ბავშვების მამა,ჩემიმეუღლე, მასკითქვენი ნახვა სურს..ანაიდ გაიცანით დანიელი... ანაიდმა უცებ ფერი დაკარგა უკან უკან წავიდა დანიელს შეხედა წაიბურტყუნა "ნუთუ ესარის" და შეწუხებულს გული წაუვიდა.... *** სტუმრები შეშინდნენ, ანაიდი ყვეელაზე ძვირადღირებულ ჰოსპიტალში წაიყვანეს... -ჩემო პატარაა რადაგემაეთა?იცი როგორ შეგვაშინე? დედაშენი ახლაც კი კანკალებს! გთხოვ ხმა გამეცი.. -ემიი...ემიი... თითქოს ხმა წყდებოდა, ყელში ამომჯდარი სიტყვები აწვებოდა და სიმწრით ხმას ვერიღებდა.. ერთ წამსაც და ხუჭა თვალები, ამოიოხრა... თავსძალა დატანებულმა მხნედ თქვა: -კარგად ვარ,ეს ყოველივე გადაღლილობის ბრალი იქნება.. -ძალიან გთხოვ დატოვე სამსახური.. ჩვენ ძალიან გვეშინია თუ სულ ასე უნდა იყო... - არა!არა! მალე ჩავდგები ფორმაში.. დედას უთხარი შემოვიდეს.. ემი გავიდა და ქალბატონ კლარკს გზა დაუთმო.. დედა მივიდა და ანაიდი გულში ჩაიკრა... -ჩემო ანგელოზო შენ დაკარგვას ვერ გავუძლებ იცი? ჩემი სიცოცხლის ერთადერთი მიზეზიხარ! -ვიცი დე! ვიცი! ვიცი როგორ სიმწრით გამზარდე..ვიცი რაც გადავიტანეთ ყველამ ერთად... შენი თითოეული ჭაღარა...თითოეული შენ სათუთ კანზე გამჩდარი ნაოჭი არ მაძლევს დანებების საშუალებას...მე ვივრძოლებ დეე!! ვიბრძოლებ!! ვიბრძოლებ იმისთვის რომ ერთ დღესაც შენ ლამაზ თვალზე არცერთი ცრემლი აღარვნახო ბედნიერების ცრემლების გარდა!! მიყვარხარ!! მიყვარხარ რაღაც არარსებული გრძნობით, რაც კაცთა ენით არ წარმოითქმის... ტიროდა ქალბატონი კლარკი..ტიროდა სიხარულით.. -ახლა კი შეგიძლია მამას უთხრა რო კარგად ვარ და არინერვიულოს!მიყვარხართ ორივე ძალიან!! გოგონამაც თვალზე შეიშრო ბროლის ცრემლები, დედას მოეხვია და გაუშვა... ***. ანაიდი გამოწერეს..ის თავს კარგად გრძნობდა..დანიელი აღარ უნახავს..მოახლოვდა კვირა და ემის ნიშნობის დღე..გოგონებმა ერთად იყიდეს კაბები..ემის მოკლე წითელი კაბა ეცვა, ანაიდს შავი .. ეს დემონური ფერები თითქოს ყველას იპყრობდა..ყველა ფეხქვეშ ედებოდა მათ არაამქვეყნიურ სილამაზეს...საღამომ შესანიშნავად ჩაიარა... რაც შეეხება საქმროს 24 წლის ედი ფერსსი..მაღალი, ათლეტური აღნაგობის შავგვრემანი შავითვალწარბით...კაცს ესიამოვნებოდა მისი ყურება..მის აწყლიანებულ თვალებში ადამიანი ჩაიძირებოდა როგორც წყნარ ოკეანეში...პიროვნულადაც შესანიშნავი ადამიანი იყო გულღია და გვერდშიმდგომი...ალბათ გაუმართლა ემისაც და ზოგადად მისნაცნობებსაც..ემი და ედი ვერსკვლავები რომ ყოფილიყვნენ,ცისკამარაზე ყველას თვალს მოჭრიდნენ კაშკაშით, მათი სადარი ხო არავინ არიყო. *** საღამოსგან დაქანცულმა ანაიდმა ღამე ემისთან გაატარა..ისინი ბევრს სვავდმენ,აღნიშნავდნენ ემის "თავისუფლების ბოლო დღეებს" იხსენებდნე მათ პირველ შეხვედრას თუ როგორ ვერ იტანდნენ ერთმანეთს.. გამთენიისას მიეძინათ ორივეს... -ვაიიმეეე მაგვიაანდებაააა!!!ემიიიი გაიღვიძეეე!! მალე წამიყვანე.. თმაგაწეწილი, მოუწესრიგებელი გოგონები სირბილ-სირბილით გავარდნენ მანქანისკენ..როგორც იქნა მივიდა ანაიდი და მაშინვე სამზარეულოში შევარდა წყლის დასალევად ..უცებ გაშეშდა დაინახა ბატონი მარტი..დანიელიი..მთვარის ახალი გამონათება...მაშინვე თმის სწორება დაიწყო.. -დილამშვიდობისა ფერია.. თბილიხმით უთხრა მან.. -არვარ ფერია.. ნაწყენი ხმით უპასუხა ანაიდმა,თითწოს დანიელს მისთვის რამე დაეშავებინა,თითქოს წყინდა მისი არსებობა ... -ანაიდ მე მსურს თქვენი კარგად გაცნობა.. -ბავშვები მელოდებიან.. აკანკალებული ხმით მიუგო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა დერეფანში ისე, რომ წყალი არც დაულევია.. უნდა გენახათმისი გული როგორი ენერგიით ძგერდა...თითქოს მკერდში აღარ ეტეოდა და ამოვარდნას იყო.. ***. მოახლოვდა დათქმული ქორწილის დღეც.. ემის ცხოვრბაში ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ...ის ხომ ამ დღემდე თითოეულ წამს და წუთს სულმოუთმენათ ითვლიდა..და თუ გაინტერესებთ ანგელოზი როგორია საჭირო იყო ემისთვოს ერთხელ შეგეხედათ და ყველაფერი ნათელი გახდებოდა..ციდან ჩამოგდებულ მარგალიტის თვალს გავდა..არაფრით ჩამოუვარდებოდა მეუღლეც..ემის მეჯვარე ანაიდია,ალბათ არც გიკვირთ..ქორწილში ალბათ ყველაზე ლამაზი პატარძალი უნდა იყოს,მაგრამ შეუძლებელი იყო ანაიდის სილამაზე ვინმეს დაეფარა, ნაზი ვარდისფერი,გრძელი კაბა ეცვა ,მომდგარი ქონდა კოხტა ტანზე...ნამდვილი ქალღმერთი იყო.. -ძალიან ვნერვიულობ მალე იწყება ცერემონია.. -დამშვიდდი ყველაფერი კარგი გამოვა..ჰო მართლა ვინ არის ბიჭის მეჯვარე? -მეთვითონაც არვიცი,ნიშნობაზე არყოფილა,დროის არქონის გამო...როგორც ვიცი ედის ბავშვობის მეგობარია... ცერემონია დაიწყო ყველამ თავისი ადგილი დაიკავა...პატარძალს მეჯვარე შეყვა,რომელსაც მისი კაბის ბოლო ეჭირა... -ღმერთო ჩემო ეს ის არის... -ის ვინ ანაიდ რახდება? -დანიეელი...დანიელიი.. ედის მეჯვარე. *** ცერემონიაზე პატარძალზე მეტად დაძაბული ანაიდი იყო..მზერას დანიელისკენ აპარებდა აკვირდებოდა მის თითოეულ ნაკვთს და იწვოდა...სიყვარულის ცეცხლში იწვოდა..დანიელი გრძნობდა მისკენ მიმართულ დაჟინებულ, გამომწვევ მზერას და მას ეს სიამოვნებდა, ნელა აპარებდა გოგონასკენ ზურმუხტისთ თვალებს...გოგონა კი შეკრთებოდა,თვალებს დაბლა ხრიდა...და წამში მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,მათ ერთმანეთი იპოვეს ..ისეთი შთაბეჭდილებება ექმნებოდა ორივეს ,თითქოს დარბაზში მათ გარდა ყველა გაყინულიყო...ერთმანეთის გარდა არაფერზე ფიქრობდნენ...მათ წინ გრიგალი მძვინვარებდა... ტაძრიდან სტუმრები გავიდნენ უშველებელ ხეივანში,რომლის ბოლოშიც კამკამა ტბა იყო.. გაეშალათ ლამაზი სუფრები..ხეებიც კი მორთული გახლდათ.. იქაურობა ისე არნახულად გამოიყურებოდა ალბათ მწერლებისთვის საოცნებო ადგილი იქნებოდაა.. მოსაღამოვდა....ანაიდი მარტო გავიდა ხეივანში... *** ანაიდს სციოდა, კანკალებდა,ხელებს მხრებზე იდებდა და გათბობას ცდილობდა..უცებ ვიღაცამ პიჯაკი მოაფარა და მოეხვია...მიუხედავად იმისა, რო გოგონამ არიცოდა ვინიყო ტანში ჟრუანტელმა დაუარა,დნებოდა მის ძლიერ მკლავებში..არცერთი წამით არგაბრაზებულა..არც ცუდად მიუღია.. მოტრიალდა.. -დანიელ... -გისმენ ფერიავ... თქვა გულში ჩამწვდომი ხმით.. ანაიდმა შეხედა და თითქოს გაბრაზდა ხელები გააშვებინა, თვალები დაუბრიალა და უთხრა -თავხედოოო!როგორ გაბედე! - მე ვიფიქრეე როომ... -ნუ ფიქროობთ! გააწყვეტინა სიტყვა..შეიხსნა პიჯაკი მხრებიდან და წამოვიდა... წამოვიდა საოცრად აღელვებული და ბედნიერი... ***. მოახლოვდა დრო თაიგულის სროლისა პატარძალი რცენაზე ავიდა... -მოემზადეთ გოგოები 1..2..3.. დაა ჰოისაოცრებავ ბედნიერების მომტანი თაიგული ხის ტოტებში აიბლანდა ... ხალხმა სიცილი დაიწყო..თამაშის დროც დადგა...მონაწილეობდნენ 10 გოგონა და 10ვაჟი..ვაჟებს ყუთიდან უნდა ამოეღოთ დაკეცილი ფურცელი.. თითოეულ ფურცელზე მონაწილე გოგონას სახელი ეწერა...რა თქმა უნდა დანიელმა ჩააწყო ისე,რომ ანაიდი შეხვედროდა... მისი ჯერი რომ დადგა ამოიღო დანიშნული ფურცელი.. -დააა ჩემი მეწყვილეა ანა.. იდი...ანაიდი.. გოგონას გაუხარდა მაგრამ არ შეუმჩნევია.. დაიწყეს ნელი ვალსის ცეკვა..ორივე უხერხულად ცეკვავდა..ანაიდს ხელი უკრთოდა როდესაც პარტნიორის მხარს ეხებოდა..ისინი ერთმანეთს არუყურებდნენ.. ცეკვა დასასრულს მიუახლოვდა და როგორც კი დაატრიალა და გადააწვინა გოგონას თავზე თაიგული დაეცა... -შენთან სდომებია.. უთხრა ვაჟმა..ანაბელმა კი ნაზად გაუღიმა.. ქორწილმა კარგად ჩაიარა ემი ყველაზე ბედნიერი ქალი იყო დედამიწის ზურგზეე... ***. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ანაიდს ტკბილად დაეძინაა... შუაღამეს ის რაღაც უცნაურმა გამოაღვიძაა.. ვიღაც ნაზად ეფერებოდა მის სახეს,თმებს,ყელს... გოგონას შეეშინდა.. -აქ რა გესაქმებათ? ვაჟმა ხელი გაუშვა -არვიცი...არვიცი..მეთვითონაც არვიცი ანაიდ ძვირფასოო... ამისმერე ანაიდს აღარ დაძინებია..დილით ადრე ადგა ბავშვებს საუზმე გაუკეთა და შემდეგ მოთხრობების წაკითხვა დაუწყო... ოთახში ქალბატონი მარტი შემოვიდა -ანაიდ,ჩემი მეუღლე რამდენიმე დღე სახლში იქნებ ,ამიტომ გადავეყვიტეთ მთელი ოჯახი დასასვენებლათ წავიდეთ ჰავაის კუნძულებზე...დიდისურვილი მაქვს თქვენც წამობრძნდეთ,ბავშვებს უყვარხართ! -იცით მე არვიცი..არმგონია.. -დაიხ იცით,აუცილებლად წამოხვალთ! ეს თქვა და ოთახიდან გავიდა. *** პატარა იახტა მიადგა ჰავაის... გარემოო საუცხოო იყო,ტროპიკული და ჰარმონიული...ქალბატონი მარტი ამჩნევდა რაღაც უცნაურს მეუღელს თვალებში...თითქოს სიცოცხლე უკიაფებდა,როგორც მოუსვენარ ბავშვს...იცით ხანდახან ქალბატონი მარტი გიჟს გავდა...მან იცოდა,რომ მეუღლეს ის არასდროს ყვარებია...თუმცა არც არასდროს უღალატია.. ბავშვები ძიძასთან ერთად სილაში თამაშობნენ..უცებ დანიელმა ანაიდს სილის კოშკი დაუნგრია...ანაიდმა გაბრაზებული თვალებით ამოხედა.. -ო,როგორ გიხდება გაბრაზება ფეერიავ! -ვიცი! უპასუხა ანაბელმა ხელი კრადა წყალში ჩაგდო... დანიელი წამოდგა და ანაბელს გაეკიდა,რამდენიმე წუთის შემდეგ დაიჭირა და ზღვაში შეიყვანა...ცოლი სიმწრით გადამწვანდა,ადგა და სახლში შევიდა... -არჩამაგდოო მეშინიაა!! ყვიროდა ანაიდი.. -მაშინ ჩამეხუტე. -არავითარ შემთხვევაში! -მაგასაც ვნახავთ... ანუ ჩაგაგდოთ? -ცურვა არვიცი! -ეგ არ არის ჩემი პრობლემა... დანიელმა ანაიდი წყალში ჩააგდო გოგონას შეეშინდა წყლის და მოეხვია ვაჟს.. *** -ანააიდ...ანაიდ..გაიღვიძეთ ჩემო ფერიავ! გოგონას გაეღვიძა თუ ღმერთიგწამთ თავი დამანებეთ! ნუმირევთ თავგზაას! -ანაიდ მე თქვენ მიყვარხართ! ჯერ ასე ძლიერ არავინ მყვარებიაა! პირველი შემოხედვით შემიყვარდით! ასე აღარ შემიძლია! გაოცდა გოგონა -კი მაგრაამ... -არავითარი მაგრამ ძალია გთხოვთ ერთადგილას გამომყვეთ.. ანაიდი უარზე იყო თუმცა შემდეგ წაყვა.. სადღაც მთის შუაგულში ავიდნენ საიდანაც ცა ყველაზე ახლოს ჩანდა.. -ძალიან გთხოვთ მომისმინოთ... მე არმიყვარს ჩემი მეუღლე..ჩვენი ქორწინება კონტრაქტს ემყარება..კიდევ 3წელი დარჩა თუმცა მეტი არ შემიძლია..ყოველი დღე უფრო და უფრო მიძნელდება... -კიმაგრამ ბვშვბი? -ისინი არ არიან ჩვენი შვილები,ჩვენ ისინი ავიყვანეთ,რათა ხალხს არაფერი ეფიქრა..ანაიდ გულზე ცეცხლი მეკიდეეებაა რო გხედავ მინდარო ყოველწუთს ფეხქვეშ ვარსკვლავების სამყაროს გიგებდე.. გოგონა ნაზად ხრიდა გრძელ წამწამებს...ვერც ბედავდა თვალებში შეეხედა.. -მეც მიყვარხართ! მეთქვენი ვარ! ბურტყუნებდა ჩუმათ... დანიელმა ხელი ნიკაბზე მოკიდა სახე აუწია და აკოცა...და სწორედ ყველაზე სასიამოვნო დუმილი კოცნის დროს ჩამოწვება ხოლმე...ამდროს ორი გული ერთიანდება და ერთი რიტმით იწებს ძგერას...აქ დაიწერა კიდევ ერთი ისტორი...ვარსკვლავებმ ცვენა დაიწყეს..მსგავსი ანაიდს ჯერ არაფერი გამოეცადა...მას დანიელი სიგიჟემდე უყვარდა...დიახ მას ის მთელი არსებით...შესისხლხორჩებულად უყვარდა...მთელი ღამე ვარსკვლავების ყურებაში გაატარეს...ანაიდს თავი დანიელის მხარზე ედო...არ ეძინებოდა თვალები კი დახუჭული ჰქონდა,სუნთქვაც კი უჭირდა,არ უნდოდა სატრფოს ოდნავი შეწუხებაც კი... მის მკლავებში ყველაზე დაცულად გრძნობდა თავს ვიდრე ოდესმე.. არც დანილს ეძინა უყურებდა გოგონას და ტკბებოდა მისი სიმშვენიერით..ყველაზე ლამაზი ხომ მძინარე იყო...გაშეშებული იწვა,არუნდოდო მძინარე ფერიას გაღვიძებოდა.. ***. დილით ადრე ქალბატონმა მარტიმ დაიბარა ანაიდი... - თქვენ უზნეო ქმედებას საზღვარი არაქვს... ჩემი მეუღლე თქვენთან ისე ერთობა როგორც ჩვეულებრივ მეძავთან,ის თქვენ ოცნების კოშკება აგიგებთ, რომ თქვენი გული მოიგოს.. სწორედ შენზე მელაპარაკა ცოტხნის წინ.. თქვენივე კეთილდღეობისთვის ჯობია წახვიდეთ ჩვენი ცხოვრებიდან სანმ ჯერ არაფერი გაფუჭებულა...ბავშვებს დედასავით უყვარხართ მაგრამ გადაიტანენ.. ვერტმფრენი გელოდებად..ბარგს გამოგიგზავნით.. მიახალა ისერომ გოგონამ სიტყვის თმქმაც ვერ მოასწრო..დამბლა დაცემულს დაემსგავა..ამის მოსმენას ურჩევნოდა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა... ცრემლები მოიწმინდა და ვერტმფრენში ჩაჯდა... ურჩევნოდა ესდღე არ გათენეებოოოდა..თითქოს გული ამოაგლიჯეს და დაანაკუწეს...სული უყიოდა...უნდოდა ეყვირა მარა ხმა ყელში ეჩხირებოდა... თვითმფრინავი აფრინდა... ახალგაღვიძებული დანიელი სანაპიროზე სეირნობდა და თვალებით ანაიდს ეძებდა...მეუღლესთან მივიდა.. -რიტა სად არის ბავშვების ძიძა? -გაქრა შენი ჩიტუნაა გაფრიინდა..სხვათაშორის წერილი დაგიტოვა.. ქალბატონმა მარტმა დანიელს კონვერტი გადასცა.. " ძვირფასო დნიელ,მეთქვენ არასდროს მყვარებიხართ!ეს ყველაფერი ტყუილი იყო!!მე თქვენი ფული მიზიდავდათქვენ კი საერთოდ არ მაინტერესებდით... აღარასდროს ახსენოთ ჩემი სახელი..აღარასდროს მომძებნოთ...არეცადოთ ჩემზე რამის გაგებას..მეთქვენ მძულხართ" დანიელს თვალებში წყალიჩაუდგა თუმცა მოიკრიფა მამაკაცური გამბედაობა და გულგაბზარულმა მწარედ ამოიოხრა... ***. გოგონა სახლში დაბრუნდა..აღარაფერს ჭამდა,საოცრად გახდა..არავის უსმენდა მითუმეტეს მშობლებს ..არც ემის ნახვა სურდა..არც ერთი წამით არსურდა.. უბრალოდ იჯდა ას იღლებოდა ფერადი თვალებიდან წამოსული უფერული ცრემლების ყლაპვით...მას უსაზღვროდ უყვარდა დანიელი...13 მაისს გოგონამ თავი მოიწესრიგა..ლამაზი ვარდისფერი კაბა ჩაიცვა,თვზე ვარდისფერი ყვავილების გვირგვინი დაიდგა..წასვლის წინ მშობლებს აკოცა ორივეს უთხრა რონ ძალიან უყვარდა...ემის დაურეკა და მასაც იგივე უთხრა..ემის კიდე კარგი ამბავი ქონდა მისთვის თუმცა ანაიდმა ყურმილი გაუთიშა.. ანაიდი ვარდისფერ კონცხზე მიდიოდა ეს მისი საყვარელი ადგილი იყო...თან ზუსტად მზის ჩასვლა ცას ვარდისფერ შეფერილობას ანიჭებდა..ემის გული ცუდს უგრძნობდა..დაურეკა გოგონას მშობლებს კითხა თუ რა ჩაიცვა,რადგან იცოდა რომ სიკვდილის დღისთვის ანაიდი ამ კაბას ინახავდა...გადაურეკა დანიელს,რაღაცას ეჭვობდა მასზე და ანაიდზე...დანიელს ნერვიულოოობაა დაეეტყოო -სადშეიძლეება იყოოოს სად? -ალბათ ვარდისფერ კონცხზე,მისი საყვარელი ადგილია, მე გავდივარ უკვე.. -მეც გამოვდივარ.. ანაიდი იჯდა ხესთან და ტიროდა.. ბოლოს კი მანქანიდანგრძელი თოკი გადმოიღო...დაეკიდა...1..2..3 გაწია ქვა რომელზეც იდგა... -ანააიიიდ შეეეჩეეეეერდი.... უკვე დაგვიანდა სულ რაღაც წამებით აცდა.. სირბილით გაექანა დანიელი...ჩამოხსნა გოგონა,მუხლებზე დაიწვინა.. -რაჩაიდინე ჩემო ფერიავ?! ანაიდი ძლივსღასუნთქავდა -ადამიანები ვერ გაურბინ ბედისწერას... წაილუღლიღა ძლივს... -გთხოვ მინდა რო ბედნიერი წავიდე...გამიღიმე...მერომიყვარს ისე გამიღიმე.. დანიელმა გაუღიმა და შემდეგ მომაკვდავს ვარდის ფურცლებივით ბაგეზე ნაზად ეამბორა.... ანაიდი გარდაიცვალა... წვიმა წამოვიდა...ცადაიქცაა... თითქოს ისიც განიცდიდა მის გარდაცვალებას....ემი გადმოვიდა მანქანიდან თუარა ფეხები მოეკეეეცაა...დაიწყოოო ტიირიიილიიი გულამოსკვნილმა.... და მერე სატანამ თქვა :"დაე უყვარდეთ მათ ისინი ვისთან ყოფნასაც ვერ შეძლებენ..და არ ეყვარებათ ისინი ვისთანაც მთელი ცხოვრება იცხოვრებენ". ანაიდი ვარდისფერ კონცხზე დაკრძალეს....მკვდარიც კი ყველაზე ლამაზი იყო.. ამ ამბავმა მისი მშობლები გაანადგურა... დედა რამდენიმე თვეში გარდაიცვალ,მამაც ავად გახდა და ისიც მიყვა...ქალბატონი მარტი გაგიჟდა...ეს ყოველივე ხო მისი ბრალიიყო..დანიელმა ბავშვები წაიყვანა შორს წავიდააა,დედამიწის მეორე მხარეს... რაც შეეხება ემის მას ანაიდისთვის კარგი ამბის თქმა სურდა,თუმცა არ დასცალდა..ის ორსულად იყო.. გოგოს ელოდა..ანაიდი დაარქვა..და მართლაც რასაოცარია არა? ბავშვს დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა,ვარდისფერი ლოყები და შავი თმები...სასწაულები ხონ ნამდვილად ხდება მეორედ დაიბადა დედამიწაზე ქალღმერთი!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent