ნაზი სურნელი (თავი 1)
თბილისში, მას, ყველა იცნობდა. მიუხედავად იმ დიდებისა და ძალაულებისა, რაც ეკუთვნოდა, მაინც არ იყო ქედმაღალი. ყველას თბილად უღიმოდა და წინ თავდაჯერებული მიიწევდა. კაფეში შესვლისთანავე მიიქცია ყურადღება. თითქმის ყველა მას უყურებდა, რაც ცოტა დისკომფორტს უქმნიდა. -ჩვენი ნიცა მოსულა. - ნინიმ და სალომემ, მაგრად ჩაიხუტეს მონატრებული დაქალი და გვერდით მიუსხდნენ. -მომენატრეთ. - თბილი მზერით გახედა ორივეს და მათგანაც ზუსტად იგივე დაიმსახურა. -ჩვენც, ჩვენც. მოყევი აბა, რა ხდებოდა ამერიკაში? - ინტერესიანი თვალებით შეხედა სალომემ და ყავა მოსვა. -ჯერ შევუკვეთავ და მერე ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით. - გოგოებს გაუღიმა და ცივი, უშაქრო ყავა შეუკვეთა. განუყრელი მეგობრები იყვნენ. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. თბილისში ყველამ იცოდა ნიცა, ნინი და სალომე, ყველა სცნობდა მათ. არ იყო ისეთი თემა, რასაც ერთმანეთს არ უყვებოდნენ. რაც მთავარია, მათ შორის მხოლოდ სიყვარული სუფევდა და არაფერი სხვა დანარჩენი. ერთი ოჯახი იყო და სამუდამოდ ასე იქნებოდა. ნელა სვამდნენ ყავას, თან ამერიკის ამბებს განიხილავდნენ. ნიცა მშვიდად საუბრობდა, ნინი და სალომე, კი გატრუნულები უსმენდნენ მას. -ძალიან ბევრი საქმე იყო, მაგრამ გართობასაც ვახერხებდი. - სიცილით დაასრულა ამბის მოყოლა და გოგონებიც გააცინა. -იმედია, ამდენი ხნით აღარ მოგიწევს წასვლა. - ნიცამ უბრალოდ თავი გააქნია და მეგობრებს გაუღიმა. -ახლა თქვენ მომიყევით. რა მოხდა ჩემს აქ არ ყოფნამდე? -ღიმილით მოავლო თვალი და სალომეს აწითლებულ სახეს გაუსწორა მზერა, რაზეც ჩაიცინა. -ჩემკენ არაფერი, მაგრამ სალომეს აქვს ბევრი რამ მოსაყოლი. - ნინიმ სალომეს თვალი ჩაუკრა და ანიშნა მოყოლა დაეწყო. -ბაჩოა... - კვლავ აწითლებულა დაიწყო და თავი დაბლა ჩახარა. ამ სამიდან ყოველთვის, ყველაზე მორცხვი სალომე იყო, რაზეც დანარჩენი ორი, მუდმივად იცინოდა. - მამამისს ბიზნესი აქვს, თვითონაც საქმეშია. არაა გატუტუცებული ტიპი და თან ფულიანიცაა. რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთი გვიყვარს. - ისევ თავჩაღუნული ლაპარაკობდა, ნიცა ფხუკუნებდა და აწითლებულ დაქალს უყურებდა. -ამომხედე. - სიცილისგან შეცვლილი ხმით უთხრა სალომეს და ეცადა სახე დაეწყნარებინა. - ამ ყველაფერში, სამარცხვინო არაფერია, ამიტომ როცა მასზე რაიმეს ამბობ, ნუ წითლდები! - კატეგორიული იყო ნიცას ტონი, ამიტომ სალომემაც ამოიხედა და სახე დაიმშვიდა. - მიხარია შენი ბედნიერება. იმედია, ქორწილში პურს მალე შევჭამთ. - ნინიმაც თავი დაუქნია და სამივემ ერთად გადაიხარხარა. სახლებში მალევე დაბრუნდნენ. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ძილის წინ კიდევ ერთხელ ილაპარაკეს და ისე დაიძინეს. ეს მათი ტრადიცია იყო და არც არხლა დაარღვიეს. *** თვალები ნელა გაახილა და ფეხზე მაშინვე წამოხტა. ერთ წუთსაც ვერ ჩერდებოდა ფხიზელი ლოგინში. ბავშვობიდან მიაჩვიეს ამას და იმდენად ჰქონდა გამჯდარი ძვალსა და რბილში, რომ გადაჩვევა შეუძლებელი იყო. -დედა... - ხმამაღლა დაიყვირა და ქალბატონი მარინას დაფეთებაც მოახერხა. ქალი სირბილით შევიდა ოთახში დაახარხარებულ შვილს გაბრაზებულმა შეხედა. -ამხელა გოგო ხარ, ამხელა ბიზნესი გაბარია და მაინც ვერ დაჭკვიანდი. - სადაცაა ყვირილს დაიწყებდა, მაგრამ სიცილისგან გადაბჟირებულს, რომ შეხედა მანაც გაიღიმა. -ვაიმე, რა სახით შემოხვედი ნეტა იცოდე. - სიცილს განაგრძობდა და დედის აყოლიებაც მარტივად შეძლო. -არ ხარ ნორმალური. - მარინამ თავი გააქნია დანანების ნიშნად და ლოგინზე ჩამოჯდა. ნიცაც მალევე წამოწვა და დედას ჩაუდო კალთაში თავი. -დე, ძალიან მიყვარხარ. - ზოგადად გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ახლა უნდოდა დედისთვის ესიამოვნებინა, რაც ნამდვილად შეძლო. -მეც, დე, ძალიან. - ქალმა თბილად გაუღიმა და თმებზე დაუწყო მოფერება. -აუ, დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს. - ფეხზე ისევ წამოდგა და კარადასთან მივიდა. შავი კლასიკური შარვალი, წითელი ბლუზი და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიღო. მალევე ჩაიცვა და დედასთან ერთად პირველ სართულზე ჩავიდა. მამა როგორც ყოველთვის სამსახურში იყო, ამიტომ ნიცა ხშირად ვერ ნახულობდა მას. ბავშვობიდან არ მოსწონდა ეს, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ან რა უნდა ეთქვა? კაცი ოჯახისთვის შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მის შვილსა და ცოლს უზრუნველად ეცხოვრა. -მალე დაბრუნდები სახლში? - სამზარეულოში ისხდნენ და ყავის ადუღებას ელოდნენ. -არ ვიცი, ალბათ. ბევრი საქმე არაა ჯერ-ჯერობით. - თბილად გაუღიმა დედას და ფეხზე წამოდგა. ყავა ჭიქებში ჩამოასხ და ისევ ადგილს დაუბრუნდა. ბევრი დრო არ ჰქონდა, ამიტომ მალევე დალია და გარეთ გავიდა. უკვე ნოემბერი იყო, საკმაოდ ციოდა. ნიცას თბილად ჩაცმა არ ახასიათებდა და ყოველთვის გაყინული დადიოდა, დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი. ფეხით დაუყვა ქუჩას. არ უყვარდა ტრანსპორტით მგზავრობა. ეს უბრალოდ მისი აკვიატება იყო, თორემ რა დაემართებოდა?! არც არაფერი! სამსახურში შესვლისთანავე იგრძნო სითბო. იმდენად ესიამოვნა, რომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ღიმილით აუყვა კიბეებს.ლიფტითაც არასდროს სარგებლობდა. ესეც ერთგვარი აკვიატება იყო. -გამარჯობა. - მდივანს თბილად გაუღიმა და პირდაპირ ოთახში შევიდა. დროის დაკარგვა არ უნდოდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა, ბევრი არაფერი იყო, ამიტომ მალევე დაასრულა და ფანჯრისკენ მიტრიალდა. სიწყნარე იყო, ასეთ სიტუაციებზე კი გიჟდებოდა, მაგრამ ვინ აცადა წყნარად ყოფნა? კარის ხმაზე შეტრიალდა და თვალები გაუბრწყინდა მამის დანახვისას. ფეხზე წამოდგა, ერთად ერთი საყვარელი მამაკაცისკენ წავიდა და მაგრად მოეხვია. -მომენატრე მა. - თბილად უჩურჩულა ყურთან და მხოლოდ ახლა შენიშნა კართან მდგომი მამაკაცი. -მეც ძალიან. მინდა გაგაცნო ჩემი მეგობრის შვილი და ახლა უკვე ჩვენი პარტნიორი კომპანიის მფლობელი, დემეტრე დადვანი. – ‘სვანია’ ერთადერთი რამის გაფიქრება მოახერხა და თბილად გაუღიმა. -სასიამოვნოა, ნიცა შენი გაცნობა. - ბიჭმაც თბილად გაუღიმა და ხელზე ეამბორა. ‘ოჰ, რა ჯელტმენია’ - საკუთარ ფიქრებზე, თავადვე გაეცინა და სკამისკენ წავიდა. -მე დაგტოვებთ, თქვენ უკეთ მოგვარდებით. - ნიცას თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა. აშკარად ჩახუთულობა იყო, ამიტომ ფანჯარა გამოხსნა და კვლავ სკამს დაუბრუნდა. -პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ბევრი დრო არ მაქვს. - ცოტა უხეშად გამოუვიდა, მაგრამ თბილმა ღიმილმა სიტუაციის განმუხტვა შეძლო. -თუ ასეა, დავიწყოთ. დიდ დროს არ წაგართმევთ, ქალბატონო ნიცა. – ‘ხმაც ძალიან სექსუალური აქვს, გარეგნობაზე რაღა ვთქვა.’ - კიდევ ერთხელ ჩაიცინა და სკამზე კომფორტულად მოთავსდა. ესეც ასე. საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი, თუ რა დამეწერა და როგორ დამეწერა. საბოლოოდ ეს გადავწყვიტე, რადგან ვხედავ, რომ თითქმის ყველას ასეთი ტიპის მოთხრობები მოსწონს. ჩემთვის პირველია, რაღაც პატარა ჩანახატებს თუ არ ჩავთვლით, ამიტომ ძალიან ვნერვიულობ. ველი თქვენგან შეფასებებს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.