შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის წერილები (2)


9-12-2016, 22:40
ავტორი Yato
ნანახია 1 337

პირქვე დაგდებულს ჩამეძინა, მაგრამ ძილს ვინ გაცლის დღეს ხომ "ჩემი დღეა".
- მერიემ! ჩამოდი დაბლა ყველა შენ გელოდებით
- მოვდივარ, დედა
ავდექი ლოგინიდან და სარკეში ჩავიხედე ისეთი სახე მქონდა საკუთარი თავის შემეშინდა და სარკეში გავიღიმე სახე დავაყენე და ოთახიდან გავედი, კიბეებზე ჩავირბინე და სანამ სასტუმრო ოთახში შევიდოდი დედამ ხელზე მაგრად მომიჭირა და გამაჩერა
- ქალბატონო, ესე ჩაცმული სად მიბრძანდები დროზე ადი შენი დის ოთახში და რამე წესიერი კაბა ჩაიცვი.
- დედა!!! - თვალებით მივანიშნე რომ მეწყინა და ჩემი დის ოთახისკენ გავეშურე, კარადა გამოვაღე იმდენი ფერადფერადი ტანსაცმელი იყო რომ მეგონა გაზაფხულში ამოვყავი თავი. გამიკვირდა ადრე არასდროს შემიმჩნევია რომ ჩემს კარადაში სულ მუქი ფერები ჭარბობს, მოვეშვი ამაზე ფიქრს და რაიმე შავი ფერის კაბის ძიება დავიწყე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს მოკლე ყვავილებიან კაბაზე შევაჩერე არჩევანი და ჩავიცვი სარკეში რომ ჩავიხედე ნამდვილად გოგოს ვგავდი და სიმართლე რომ ვთქვათ მომეწონა კიდეც საკუთარი თავი, თმა შევისწორე და დაბლისკენ გავეშურე, როგორც კი ოთახში შევედი დედაჩემის გაბადრული და ნათესავების გაკვირვებული სახეები დამხვდა, ყველა რაღაცას მეუბნებოდა და სიტყვები ერთმანეთში ირეოდა როგორც იქნა მივაღწიე იქამდე სადაც დედაჩემი და ჩემი და, ემილი იდგა.
- ძალიან გიხდება ეს კაბა
- მადლობ დედა, მხოლოდ შენი ხათრით
დედას გაეღიმა და სტუმრებთან სასაუბროდ გაეშურა
- ემილი, წერილი შენ ჩამიდე ქურთუკში?
- კი დღეს დილას ფოსტალიონმა მოიტანა
- არ უთქვამთ ვინ გამოგზავნა?
- არა, რა იყო რა ხდება ?
- არაფერი მერე მოგიყვები - გავუღიმე და თვალებით ისეთი ადგილის ძიება დავიწყე სადაც ნაკლები ხალხი იქნებოდა, მაგრამ მსგავსი ბედნიერება ზედმეტად შორს იყო ჩემგან.
კარებზე ზარია, დედა გაიქცა და კარი გააღო
- გამარჯობა თომას, გელოდებოდით - კარებში ზედმეტად დახვეწილი ბიჭი შემოვიდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი გადავარცხნილი ქერა თმით და მომხიბვლელი ზღვისფერი თვალებით, გოგოები იმ წამსვე აფორიაქდნენ როგორც კი დაინახეს მე კი აზრზეც არ ვიყავი ეს "ვარცხნილობა" ვინ იყო .
-მერიემ, გაიცანი ეს თომასია.- მითხრა დედამ და მანიშნა რომ გამეღიმა.
- გამარჯობა -ვუთხარი გაკრეჭილმა.
- მარტო დაგტოვებთ- თქვა დედამ და გავიდა თან უკან იყურებოდა დავიწყებდით თუ არა საუბარს, დაახლოებით ათი წუთი ვიდექით და ერთმანეთს და ხანაც სტუმრებს შევცქეროდით ველოდებოდი როდის გაბედავდა ხმის ამოღებას და აი ეს სანატრელი მომენტიც დადგა.
- შენ იუბილარი ხარ ხო?
- დიახ, მე ვარ.
- შენთვის რაღაც მაქვს- ხელი ჯიბეში ჩაიყო და ეს სულ ახალი გამოსული "Kiss" ალბომი "Monster" ამოიღო, ალბომი რომლის ყიდვაც ნამდვილად მინდოდა. გაოგნებულს ენა ჩამივარდა არ მეგონა თუ "ვარცხნილობა" შეძლებდა ისეთი რამის ჩუქებას რაც მომეწონებოდა, ალბომი ხელიდან გამოვტაცე.
- დიდი მადლობა, მაგრამ საიდან იცოდი .
- ინტუიცია
ხო აბა რაა ჩავილაპარაკე გულში ალბათ დედაჩემმა უთხრა.კიდევ რამოდენიმე წუთი ვიდექი სტუმრებთან ერთად და შემდეგ ისევ გასვლა გადავწყვიტე ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი.
-მერიემ!
შემოვბრუნდი და თვით "ვარცხნილობა" ანუ თომასი შემეფეთა.
- შევამჩნიე რომ გასეირნებას აპირებდი შეიძლება შემოგიერთდე?
- კი რათქმაუნდა...



№1 სტუმარი Ann

საინტერესოა,თუმცა ძალიან პატარა თავებია

 


№2  offline წევრი Yato

<3 გამოვასწორებ შეცდომას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent