ის (13) დასასრული
-არ დალევ ჩაის?-ბელას შემოთავაზებამ საერთოდ დამაკარგვინა მოთმინება -ბელა სანამ თავს ვაკონტროლებ კითხვაზე პასუხი გამეცი,-წამოვთქვი მძვინვარედ -ეს კიდევ ერთია იმ თემებს შორის რომელიც უნდა აგიხნა -ბელა, ბელა, ბელა,-წამოვიიყვირე,-არ მჭირდება შესავალი სიტყვები მითხარი -შენ მისი მამა ხარ ნეითან,-ელდა მეცა. მე რათქმაუნდა მახსოვდა ღამე რომელიც საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში მაგრამ შვილი? მე მამა ვარ. ღმერთო ჩემო. -კი მაგრამ ბელა ასე როგორ მომექეცი,-სწრაფად გავაანალიზე მომხდარი გული საშინლად მეტკინა,-იცი შენ რა გააკეთე? შენ მე პირობა ისე დამარღვევინე რომ არც კი გამაგებინე. მე დავპირდი ჩემს შვილს, მაშინ დავპირდი როცა ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიჭირდა და არმქონდა იმედი რომ გადავრჩებოდი, დავპირდი რომ ქუჩა-ქუჩა რომ მევლო და კარდა-კარ მეთხოვა დახმარება ქურდი ან მკვლელი რომ გავმხდარიყავი მას არასოდეს არ მივატოვებდი ეს რა გააკეთე ბელა?-ყურებში ჯერ კიდევ ჩამესმოდა გოგონას წკრიალა ხმა და ლოყაზე მის ნაზ ტუჩებს ვგრძნობდი. -ნეითან შენ შეიძლება ეს ვერ გაიგო მაგრამ აბა დაფიქრდი, შენ მე მაშინ შეგიყვარდი როცა ჯერ კიდევ უბრალო ბიჭი იყავი. მერე მამაჩემის მეგობრის მიზეზით დავშორდით- შენ ყველაფერი გააკეთე რომ მე გენახე და რა დაინახე? როგორი ბედნიერი ვიყავი ადამიანთან რომელიც გეზიზღებოდა. მერე კი უეცრად გადაიქეცი მდიდარ კაცად და მთელი ქალაქის ქალები შენ შემოგნატრიდნენ და როგორ მოვსულიყავი 3 წლის მერისთან ერთად შენს კართან და მეთქვა რომ შენი შვილია, მითხრაი ხომ მომიხურავდი კარს ცხვირწინ? -ბელა მე შენ იმდენად მიყვარდი რომ როცა დაგინახავდით თუნდაც არ დამეჯერებინა რომ ბავშვი ჩემია არსად გაგიშვებდი. მე მხოლოდ ის მინდოდა რომ გამეგო გიყვარდი, მე შენ არასოდეს არ დაგტოვებდი ქუჩაში პატარა ბავშვთან ერთად ნუთუ ვერ გამიცანი? -გემუდარები მაპატიე -რამდენჯერ ბელა? რსმდენჯერ გაპატიო? მე შენ ყველაფერს გაპატიებ ტყვია რომ მესროლო, უფსკრულში რომ გამადჩეხო და მერე მთხოვო მაპატიეო გაპატიებ იმიტომ რომ მიყვარხარ. თუ გინდა იფიქრე რომ თავმოყვარეობა არ მაქვს ეს ასეა მაგრამ მე 10 წელი გავატარე ჩემ შვილისაგან შორს მითხარი არ ვიყავი ღირსი მისი სურნელი შემეგრძნო? ღამე მეთია მის საწოლთან როცა სულ პატარას არ ეძინებოდა, საბავშვო ბაღში მიმეყვანა და სკოლის შემდეგ გამომევლო? მითხრაი ბელა რისთვის გააკეთე ეს რატომ?-მეტი აღარ შემეძლო სული მეხუთებოდა და გარეთ გამოვედი. ......... -ესეიგი შვილი?,-ჯარედმა დაუსტვინა,-მე ბიძა ვარ რა მაგრაია ნეითან მადლობა -ჯარედ გეყოფა ვერ ხედავ არაა კარგად,-გაბი გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა -ეს როგორ დამიმალა?-მე ყველაფერი მოვუყევი მეგობრებს -ნეითან ნუ თუ ვერ გაუგე მას ეს არა გასაკვირი -გაბი ვის მხარეს ხარ? -სიმართლის მხარეს ვარ ნითან, ხომ შეეძლო გუშინ ეთქვა, ერთი თვის წინ ან ერთი კვირის წინ -ნეითან ეს ასეთი ადვილი არაა ნუ იქცევი ვირივით -გაბი მართალია,-სემმა კვერი დაუკრა და შემომმხეედა -ჰო მართალი ვარ თქვენ ამას ვერ გაიგებთ -მე მას ყველაფერს გავუგებდი,-ვთქვი გარკვევით -შენ ერთს ამბობო და მეორეს აკეთებ, მაშინ გაუგე ახლა ბელას -მართალია,-მივხვდი და ახლა მეც მოვხვიე გაბის ხელები -ისე ერთმანეთს თუ გაუშვებთ უკეთესი იქნება ცოტა არ იყოს მეეჭვიანება,-სემის სიტყვებზე გაგვეცინა და გავმხიარულდით. -მიდი ნეთ დურეკე ბელას,-გაბიმ თვალი,-ჩამიკრა,-და რაც შეიძლება მალე გააცანი ერთმანეთი მამიდას და მერის თორემ ერთი სული მაქვს როდის ვეჭორავები ჩვენს პატარას, როგორ მიყვარს უკვე -ხო ნეით ჩვენ ის უკვე გვიყვარს და გაგვაცანი სასწრაფოდ,-ტობიმ საყვედურით შემომხედა -მგონი სჯობს ჯერ თვითონ გაიცნოს,-ჩაიქირქილა სემმა და გაბის გვერდით ჩამომჯდა. ჩემი მეგობრები რომ წავიდნენ მე ოთახში ავედი გამოსაცვლელად და კიბეებზე რომ ჩამვდიოდი სემისა და გაბის საუბარი მოვისმინე -უბრალოდ მე არ მინდა შენთან საუბარი,-ეუბნებოდა გაბი -კი მაგრამ რა დავაშავე? -თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ -ასე შენ გგონია მე მართლა მიყვარხარ გაბრიელა -გეყოფა გთხოვ -გაბი დაფიქრდი ამაზე კარგი?-მე ვერ დავინახე რა გადასცა სემმა გაბის და სასწრაფოდ გაეცალა -ეს რაიყო? -შენ რა სხის საუბარს ისმენ? -მომესმინა შემთხვევით. გაბი სემი კარგი ადამიანია -ვიცი -მერე? -მე არვიცი როგორ უნდა მიყვარდეს ვინმე კარგი ვთქვათ მიყვარს და მინდა მასთან ყოფნა რა გავაკეთო რაზე ველაპარაკო? -სასუბრო თემას სიტუაცია მოიტანს ჩემო სულელო,-გაბუტული სახე მიიღო და ზემოთ ავიდა. მთელი ღამე არ მეძინა იმაზე დარდში რას მოიმოქმედებდა ჩემი შვილი როცა გაიგებდა რომ მამისი ვარ.დილაუთენია წამოვხტი სამსახურში ყველა დავაწიოკე და შუდღით მერის სკოლისაკენ წავედი -მისტერ სტრიმერ,-შემომეგება დირექტორი -მისტერ ლოტნერ,-სკოლას იგივე დირექტორი ჰყავს,-მერი ბლექის წასაყვანად მოვედი -რათქმაუნდა გაკვეთილები ჯერ არ დამთავრებულა შეგიძლიათ ჩემს კაბინეტში დაელოდოთ,-მისტერ ლოტნერი ყოველთვის კარგად მექცეოდა თუმცა ამჯერად უარი ვუთხარი -გამარჯობა მერი,- ჩემი შვილი პირველი გამოვიდა კლასიდან ამაშიც დედას ჰგავს -ნეითან,-გაუხარდა ჩემი დანახვა და ამან დაძაბულობა ცოტა მომიხსნა -წამოხვალ ჩემთან ერთად? რამე შევჭამოთ და მერე სახლში მიგიყვან -კარგი წავიდეთ,-ხელი გამომიწოდადა გამომყვა სკოლასთან ახლოს საცხობში შევედით და კუთხეში ყველასგან მოშორებით დავსხედით -აბა,-ამოვიოხრე -გისმენ,-ხელებზე შემოდო თავი როგორი ლამაზი და საყავრელია-გავიფიქრე მე პატარი სწორი ცხვირი, შავი თვალები და თმა კრიალა სახე და უცნაური გამოხედვა მერის ყველაფერი ჰქონდა რაც ბელაში ასე მიყვარდა. -მერი შენ უკვე დიდი გოგოხარ ასე რომ რაღაც უნდა გითხრა და იმედი მაქვს სწორად გაიგებ -რომ მამაჩემი ხარ?-გავიყინე -ვინ გითხრა? -არავინ მე თვითონ მივხვდი. ერთხელ ბებიას ვკითხე როგორია მამაჩემი მეთქი და მითხრა მდიდარი სიმპათიური იდიოტიაო- ის ვერ გიტანს,-დაამატა ჩუმად რომ არავის გაეგო,- ხო და მაშინვე მივხვდი როგორცკი დაგინახე რომ მამაჩემი იყავი -მერე რას ფიქრობ ამასსთან დაკავშირებით? -შენ კარგი ხარ და ცუდიც რომ იყო მაინც მამაჩემი ხარ. მთავარია ამ მეჩხუბო ხოლმე არ გამაჯავრო და ბევრი მაკოცო. მე მენატრებოდი მამიკო -ჩემი პატარა ჭკვიანი გოგო,-მერი გიკრიჭა და ჩემთან მოვიდა რომ ჩამხუტებოდა -იცი რომ ბებიაშენის სახელი გქვია?-ვკითხე -ჰო დედამ მითხრა რომ შენ ბებია ძალიან გიყვარდა და ამიტომ დამარქვა მისი სახელი -და ის თუ იცი რომ შენს მამიდას და ბიძებს ერთი სული აქვთ გაგიცნონ,-ჩემს შვილს ჩავეხუტე -მეც მინდა მათი გაცნობა ყველაზე მეტად კი ძია როჯერის გაცნობა მინდა ის დედაას საუკეთესო მეგობარია -რიჯერი?-ნუ თუ ის მერის არ იცნობს,-როჯერს არ იცნობ?-ვკითხე მხიარულად -არა დედას არ უნდოდა რომ გამეცნო ის ხომ შენი მეგობარიცაა -როგორ შიძლება ამდენი რამ აუხსნელად გესმოდეს,-გამაოცა მერის შეგნებულობამ -მე ხომ შენი შვილი ვარ მე და მერი თოვლში საგუნდაოდ წავედით, მერე პარკში თოვლის კაცი ავაგეთ და ცხელი ჩაიც მივირთვით. -დავბრუნდით,-მერის წაბაძვით ხელები გავშალე როცა ბელამ კარი გააღო -თქვენ რა გაგიჟდით გაიყინებით სახლში სასწრაფოთ -გვაპატიე დედიკო ჩემი ბრალია,-მერიმ თვალი ჩამიკრა და ბელას ჩაეხუტა -რა გაუკეთე ჩემს შვილს? -ჩვენ ცოტა გავერთეთ და მგონი ორივეს მოგვეწონა ხომ ასეა მერი?-მერიმ თავლები დიდზე გახილა და ხელები გაშალა -ხო დედიკო იცი რა მაგარი იყო? ჩვენ პარკში ავაგეთ თოვლის კაცი და ყველა ვინც იქ იყო გვეხმარებოდა -იქებ მეც მინდოდა თქვენთნ ერთად,-გაიბუტა ბელა -არა ეს მამა-შვილის დღე იყო დედიკოს სხვა დროს წავიყვანთ -აჰა ახლა აღარ ვარ საჭირო? -დედიკო ნუ იქცევი ბავშვივით ახლა წავალ და ხელებს დავიბან მერე კი ზღაპარი წამიკითხე კარგი?-მერი ბელას თვალებში შეაჩერდა და ისე გაუღიმა მყინვარსაც კი დაადნობდა -კარგი -ეს საუკეთესო დღე იყო ბელა,-მე აღფრთოვანებული ვიყავი და არ ვიცოდი როგორ გამომეხატა ამხელა ბედნიერება -ესეიგი ყველაფერი რიგზეა? -არა ყველაფერი შესანიშნავადაა ახლა მე ვეღარაფერი მაიძულებს თუნდაც ერთი წამით დაგშორდეთ,-ბელას ჩავეხუტე -ეს უკვე უსამართლობაა მეც მინდა,-მერი ხელში ავიყვანე და მისი ოთახისკნე გავეშურეთ რომ დაგვეძინებინა. ............................................. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის მერიმ გაიცნო გები, სემი, ტობი ჯარედი და რაც ყველაზე მთავარია როჯერი ის და როჯერი საუკეთესო მეგობრები გახდნენ როგორც ვგეგმავდით და მერის წყალობით როჯერმა გაიარა. აი როგორ მოხდა ეს ამბავი: ჩვენ ყველანი სასერინოდ ვიყავით ვინაიდან უკვე ზაფხულის პირი იყო და არაჩვეულებრივი ამინდები. მერიმ დაიჟინა რომ საღეჭი რეზინი ეყიდა და როჯერმაც როგორც ყველაზე დამყოლმა ბიძამ უთხრა რომ გაჰყვებოდა. ისინი გაზაზე გადავიდნენ და სანამ როჯერი ფულს იხდიდა მერიმ გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო. სრულიად დაუგეგმავად გავიხედე გზისკენ და დავინახე როგორ იდგე როჯერი შუაქუჩაში და ხელში მერი ეჭირა წამოვხტი და მათთან გავიქეცი. -მერი,-ჩურჩულდებდა როჯერი და ბავშვს გულში მთელი ძალით იკრავდა -როჯერ რამოხდა?-ვიკითხე თავზარდაცემულმა -მერის კინაღამ მანქანა დაეჯახა,-მითხრა ისე რომ არც კი იცოდა ფეხზე იდგა -როჯერ შენ დგახარ,-დაბნეულმა მიმოიხედა ირგვლივ და 10 მეტრით შორს დაგდებულ თავის სავარძელს გახედა და გაბადრული სახით შემომხედა. როჯერმნა მერის შეხედა -იცი რომ შენ ახლა მე სიარული მასწავლე ჩემო სიცოცხლევ,-მერის ცხვირზე აკოცა და ბელას მისცა მერე სცადა კიდევ გადაედგა ნაბიჯი. საბოლოოდ რამდენიმე კვირიანი კურსის შემდეგ როჯერი სამუდამოდ დაემშვიდობა სავარძელს. ის ამს იმსახურებდა ის ყვეალაზე კარგი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში და სამაგიეროც მიეზღო. ............................... ახლა 13 მარტია ერთი წელი გავიდა იმის შემდეგ რაც ჩვენ ერთად ვართ ყველანი ერთად და ბედნიერები. მე ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ამას და ამიტომ ბელას თვალს არ ვაშორებ ისევ მეშინია რომ ეს სიზმარი აღმოჩნდება. 11 წლის წინ ამ დღეს მე და ბელა პირველად შევხვდით ერთმანეთს, 11 წლის წინ ამ დღეს მე დავინახე ჩემი ახალი სახლის წინ მდგარი გოგონა რომელიც უცნაური ინტერესით მიყურებდა და დედაჩემს ესაუბრებოდა. -დიდიხანია გღვიზავს? -იმდენად ბევრი დრო გავიდა ჩემი გაღვიძებიდან რომ უკვე მომენატრე ბელა საწოლზე წამოიწია და გვერდით მომიჯდა -რამოხდა?-ბედნიერებისგან ანათებდა და მუცელზე ედო ხელი -როგორაა ჩემი პატარა?-ვიკითხე და თითქოს ჩემს შვილს შეეძლო პასუხის გაცემა ბელას მუცელს მივაჩერდი ვიგრძენი როგორ არ ესიამოვნა ჩემს შვილს რომ გააღვიძეს -ძილის გუდა იქნება,-გეცინა ბელას -იცი თუ ბიჭი იქნება მინდა როჯერი დავარქვა -კარგი აზრია მგონი თვითონაც მოსწონს,-ჩემმა ბიჭმა ისევ დაარტყა დედამისს -და თუ კიდევ ერთი პრინცესა გვეყოლება?-ბელამ მონიტორს გადახედა რომელზეც მძინარე მერი ჩანდა -ლენას დავარქმევთ -ჰო ეს კარგი აზრია,-მომეწონა მისი აზრი -მინდა ლენასავით ლამაზი და მდინარესავით შეუპოვარი იყოს -არა ისედაც იქნება ის ხომ შენი შვილია,-გავიცინე მე და ჩემს ულამაზეს ფეხმძიმე ცოლს ვაკოცე და მოვეხიე. 5 თვის შემდეგ ჩვენს ოჯახს როჯერი შეემატა და ახლა მე შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ოჯახი სრულფასოვანია. აი ეს არის ჩემი ცხოვრება, ცხოვრება კაცის რომელმაც ქუჩიდან სასახლემდე დიდი გზა გაიარა და ახლა როგორც იქნა იპოვა სიმშვიდე. მე ბედნიერი ვარ რომ ჩემი საყვარელი ადამიანები როგორც იქნა ახლოს მყავს. მეტი არაფერი მაქვს მოსაყოლი და იმედს ვიტოვებ რომ ჩემმა ამბავმა ოდნავ მაინც მოგგვარათ ცრემლი და ღიმილი. ................................................................. იმედია მოგეწონათ. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ თქვენი დადებითი კომენტარები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.